-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
ფილიალში მირჩიეს, რომ იქ დამექირავებინა ოთახი, ჩამომეყალიბებინა ბიბლიის შესასწავლი ჯგუფი და ქალაქ სან-ანტონიოში სპეციალური მოხსენება წამეკითხა. ჩვენ გვევალებოდა, გაგვევრცელებინა ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ ამ ქალაქსა და სხვა რვა სოფელში».
კარდოსები ყოველკვირა ატარებდნენ დაინტერესებულების ჯგუფთან ბიბლიის შესწავლას თავიანთ დაქირავებულ ოთახში. ეს ოთახი ერთ-ერთი სახლის სარდაფი იყო. სულ რამდენიმე კვირაში ამ შეხვედრას უკვე სამი-ოთხი ოჯახი ესწრებოდა. ისინი კარდოსებთან ერთად პუნტა-გორდაშიც მიდიოდნენ თეოკრატიული მსახურების სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრაზე დასასწრებად. ძველი სატვირთო ავტომობილით ოღროჩოღრო გზის გავლას ერთ საათს ანდომებდნენ. პირველივე თვეს ფრენკმა სან-ანტონიოში სპეციალური მოხსენება წაიკითხა. ერთ-ერთი, ვინც პირველად დაესწრო შეხვედრას, ხესუს იჩი იყო. ის დიდი ინტერესით უსმენდა მის მოხსენებას. რადგანაც პროტესტანტული ეკლესიის წევრი იყო, ხესუსი ძალიან გააკვირვა იმის გაგებამ, რომ ჯოჯოხეთის შესახებ სწავლებას წარმართული დასაბამი ჰქონია და, რომ ბიბლიის თანახმად ჯოჯოხეთი კაცობრიობის საერთო სამარე ყოფილა. შეხვედრის შემდეგ ის ფრენკს დაელაპარაკა და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვას კითხვაზე უსვამდა. მალე მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ერთ წელიწადში მოინათლა კიდეც.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
ჩვენ ვლოცულობდით და დარწმუნებული ვიყავით, რომ იეჰოვას დახმარებით ამ ტერიტორიაზე კრება ჩამოყალიბდებოდა. ფილიალს მივწერეთ, რომ სან-ანტონიოში დარჩენა და პიონერად მსახურება გვსურდა“.
ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ იეჰოვამ აკურთხა კარდოსების გადაწყვეტილება. სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ, ნოემბერში მათ თავიანთ დაქირავებულ სახლში პირველი საჯარო შეხვედრა ჩაატარეს. მომდევნო წლის აპრილში თეოკრატიული მსახურების სკოლისა და სამსახურებრივი შეხვედრის ჩატარება დაიწყეს სან-ანტონიოში. როგორი გახარებული იქნებოდა ეს პატარა ჯგუფი, ყოველკვირა პუნტა-გორდაში შეხვედრებზე დასასწრებად და უკან დასაბრუნებლად 65 კილომეტრის გავლა რომ აღარ უწევდა.
-