საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • თუმცა პირველად სარაიონო კონგრესის მთლიანი პროგრამა ესპანურ ენაზე 1968 წლის თებერვალში ჩატარდა ორინჯ-უოკის სამეფო დარბაზში. კონგრესს 85 ადამიანი დაესწრო და 4 მოინათლა.

      ძმები მარსელო დომინგესი და რაფაელ მედინა, რომელთა მშობლიური ენა ესპანური იყო, სხვა ესპანურად მოლაპარაკე მოწმეებთან, მათ შორის დიონისიო და კატალინა ტეკებთან ერთად, რეგულარულად ესწრებოდნენ კრების შეხვედრებსა და კონგრესებს, რომლებიც ინგლისურად ტარდებოდა, თუმცა ინგლისური კარგად არ იცოდნენ. 1964 წლის ოქტომბერში პირველი ესპანურენოვანი კრება ჩამოყალიბდა, რომელშიც 20 მაუწყებელი მსახურობდა. ისინი მანამდე ინგლისურენოვანი კრების წევრები იყვნენ.

  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • ერთ დღეს ორინჯ-უოკში მცხოვრებ მარგარიტა სალასარს ორმა უცნობმა ადამიანმა მიაკითხა: „იცნობთ მარგარიტა სალასარს, რომელიც იეჰოვას მოწმეა?“ ეს ორი უცნობი 23 წლის თეოფილა მაი და დედამისი იყო. ისინი ცხოვრობდნენ სოფელ ოგესტ-პაინ-რიჯში, ორინჯ-უოკიდან სამხრეთ-დასავლეთით 34 კილომეტრში. რატომ ეძებდნენ ისინი მარგარიტას?

      თეოფილა გვიყვება: „დაახლობით ერთი წლით ადრე ჩემი ცხრა თვის ბიჭი ძალიან ავად იყო. ამიტომ წავიყვანე ის სოფელ ბოტესში, რათა წმინდან ქალწულ სანტა კლარასთვის შემევედრებინა. ბოტესში სატვირთო მანქანით წავედით, რომლის მძღოლიც ჩემი რაიონიდან იყო. მგზავრობისას მან ჭეშმარიტებაზე დამიწყო საუბარი. მან მკითხა, რატომ მიმყავდა შვილი ბოტესში და ამიხსნა, რომ ბიბლია არ იწონებდა კერპთაყვანისმცემლობას. მისმა ნათქვამმა ძალიან დამაინტერესა. ეს მამაკაცი იმ ბიბლიურ საკითხებზე მესაუბრებოდა ხოლმე, რომლებიც იეჰოვას მოწმეებთან ჰქონდა განხილული.

      ერთხელ მძღოლმა მითხრა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები კარდაკარ ქადაგებდნენ. მან ამიხსნა, რომ იეჰოვას მოწმეები სწორედ ასე იქცეოდნენ და ხალხს სოფონიას პირველი თავის მე-14 მუხლს და მე-2 თავის მეორე და მესამე მუხლებს უკითხავდნენ ხოლმე. ასე რომ, ხელში ავიყვანე ჩემი თოთო ბავშვი, მეორე ხელი ჩავკიდე ჩემს პატარა ბიჭუნას და ასე დავდიოდი კარდაკარ ოგესტ-პაინ-რიჯში და მეზობლებს ამ მუხლებს ვუკითხავდი. მოგვიანებით ამ კაცმა მითხრა, რომ, თუ მართლა მინდოდა ჭეშმარიტების გაგება, იეჰოვას მოწმეებთან უნდა მესწავლა ბიბლია. მან მომიყვა სალასარების შესახებ და ამიხსნა, სად შეიძლებოდა მეპოვა ისინი ორინჯ-უოკში. მანამდე იქ არასდროს ვიყავი ნამყოფი, ამიტომ მათ მოსაძებნად დედასთან ერთად წავედი“.

      მარგარიტას კარგად ახსოვს ის დილა, როდესაც თეოფილა და დედამისი ესტუმრნენ. ის იხსენებს: „მათ უამრავი ბიბლიური შეკითხვა დამისვეს და ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ. აინტერესებდათ, მართალი იყო თუ არა, რომ იეჰოვას მოწმეები ეხმარებოდნენ ხალხს ბიბლიის გაგებაში მაშინაც კი, როცა საამისოდ დიდი მანძილის გავლა უწევდათ. მე ვუთხარი, რომ ეს მართლაც ასე იყო და დავპირდი, რომ ორ კვირაში ერთხელ ჩავიდოდით მათ სოფელში და ბიბლიას შევასწავლიდით“.

  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • [სურათი 223 გვერდზე]

      ესპანურ ენაზე პირველად ჩატარდა სარაიონო კონგრესი ორინჯ-უოკის სამეფო დარბაზში, 1968 წელი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება