საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • 1933 წელს ქალაქ ბელიზში ჩასვლისთანავე ფრიდამ ქალბატონ ბიკსის სახლში ერთი პატარა ოთახი იქირავა. ამ ქალბატონს ესმოდა, დილაობით ფრიდა სახლიდან გასვლამდე როგორ კითხულობდა ხოლმე ბიბლიას ხმამაღლა და როგორ მღეროდა საგალობელს. ფრიდას დაუცხრომელი გულმოდგინება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ტროპიკულ ქვეყნებში, ჩვეულებრივ, ხალხი ნაშუადღევს ისვენებდა, თუმცა ამას ფრიდაზე ნამდვილად ვერ იტყოდი. ის ქვეყანაში ექვსი თვე დარჩა. ამ პერიოდში მან ჭეშმარიტებით დააინტერესა იამაიკელი მცხობელი, თადიუს ჰაჯსონი.

  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • ბევრი იგებს ჭეშმარიტებას

      მართალია, იმ პერიოდში ქვეყანაში კავშირგაბმულობის სისტემა ფაქტობრივად არ არსებობდა, მაგრამ ჯეიმზი და თადიუსი მაინც ახერხებდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას და თავ-თავიანთ მხარეში განაგრძობდნენ ქადაგებას. 1934 წელს თადიუსმა ბრუკლინში მსოფლიო მთავარ სამმართველოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ფონოგრაფსა და ბიბლიური მოხსენებების ჩანაწერებს ითხოვდა.

      შაბათობით საღამოს თადიუსი უზენაესი სასამართლოს წინ მდებარე პატარა პარკში, სადაც წინათ ჯარისკაცები საბრძოლო წვრთნას გადიოდნენ, ხალხს ბიბლიური მოხსენებების ჩანაწერებს ასმენინებდა. პარკის ერთ მხარეს თადიუსი რთავდა ხოლმე ძმა რუტერფორდის მოხსენებებს, ხოლო მეორე მხარეს ხსნის არმიის მუსიკოსები უკრავდნენ უზარმაზარი ბარაბნის ბრაგუნის ფონზე. ამ პარკმა მართლაც გაამართლა თავისი მეტსახელი „ბრძოლის ველი“. მებარაბნე ბოუმანტ ბოუმანი იყო. ცოტა ხანში ბოუმანტი სასიხარულო ცნობით დაინტერესდა და თადიუსთან „ბრძოლის ველის“ მეორე მხარეს გადავიდა. „მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს, იეჰოვას, რომ ბარაბანი მიმატოვებინა“, — თქვა ბოუმანტმა.

      კიდევ ერთი ადგილი, სადაც ქადაგება წარმატებით მიმდინარეობდა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია იყო, რომელსაც „ჯორცხენების პარკს“ უწოდებდნენ. იქ აჩერებდნენ ურემში შებმულ ვირებს, რომლითაც საქონელი გადაჰქონდათ ქალაქსა და მის გარეუბნებში. ამ პარკში თადიუსი ხშირად ქადაგებდა. ის იყო მაღალი, შავგვრემანი, სიმპათიური მამაკაცი და მას იცნობდნენ, როგორც ენერგიულ მომხსენებელს. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ ეკლესიებს ბელიზში მცხოვრები მორწმუნე ხალხი თავიანთ მარწუხებში ჰყავდა მოქცეული, ბევრი გულწრფელი ადამიანი ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას, მათ შორის იყვნენ იამაიკელები ჯეიმზ ჰაიატი და არტურ რანდალი.

      თადიუსმა კრების შეხვედრების ჩატარება დაიწყო თავის საცხობში, ქალაქ ბელიზის ჩრდილოეთ ნაწილში. შეხვედრის დაწყებამდე დახლს გაწევდა ხოლმე და სკამებზე ფიცრებს აწყობდა, ხალხისთვის დასაჯდომი ადგილი რომ მოემზადებინა. ქალაქის სამხრეთ ნაწილში შეხვედრები კორა ბრაუნის სახლში ტარდებოდა. გარდა ამისა, როგორც ნორა ფაიადი იხსენებდა, მის ბავშვობაში სამეზობლოში მცხოვრები რამდენიმე იეჰოვას მოწმე მისსავე მეზობლის, არტურ რანდალის ეზოში იკრიბებოდა.

      თავდაუზოგავ ქადაგებას უშედეგოდ არ ჩაუვლია

      ადრინდელი იეჰოვას მოწმეები დაუღალავი ქადაგებით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, ჯეიმზ (მეტსახელად ჯიმზი) ჯენკინზმა მიუხედავად იმისა, რომ უსინათლო იყო, მთელი ბელიზი ფეხით შემოიარა და გზას ჯოხით მიიკვლევდა. მოლი ტილეტი იხსენებს, რომ მას ორი კვარტლის მოშორებითაც ესმოდა, როგორ ქადაგებდა ხოლმე ჯეიმზი ბაზარში. ყველას ახსოვს, როგორ ყურადღებით ისმენდა თავის ჯოხზე დაყრდნობილი ჯეიმზი შეხვედრებზე წარმოთქმულ აზრებს და როგორ ცდილობდა, არაფერი გამორჩენოდა. ის ზეპირად იმახსოვრებდა ბიბლიურ მუხლებს და შემდეგ მსახურებაში იყენებდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება