-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
პირველი მისიონერების ჩასვლა
1945 წლის 5 ოქტომბერს ბელიზში ჩავიდნენ სკოლა „გალაადის“ პირველი კლასის კურსდამთავრებულები, ელმერ აირიგი და ჩარლზ ჰაიენი. ერთი დღით ადრე ქალაქ ბელიზიდან სამხრეთით 160 კილომეტრის მოშორებით ძლიერი ქარიშხალი იყო. აეროპორტიდან ქალაქში მიმავალი 16-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი წყლით იყო დაფარული, ამიტომ ეს ორი მისიონერი ქალაქამდე დიდი სამხედრო მანქანებით მივიდნენ. თადიუს ჰაჯსონმა თავისი სახლის წინ წყალზე ცემენტის ფილები და ხის ყუთები დაალაგა, რათა ძმები სახლში ისე შესულიყვნენ, რომ არ დასველებულიყვნენ.
ბელიზელი ძმები მოუთმენლად ელოდნენ პირველი მისიონერების ჩასვლას. მისიონერებთან შესახვედრად ჯეიმზ გორდონი, ლეონ რეკენია და რაფაელ მედინა მზად იყვნენ, რთული გზა გაევლოთ და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილიდან ქალაქ ბელიზში წასულიყვნენ. „ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილსა და ქალაქ ბელიზს შორის ნორმალური გზა არ იყო, ბილიკი მხოლოდ ურმით იყო გაკვალული. გზად სახლს ვერსად ნახავდი, ამიტომ, სადაც დაუღამდებოდათ, იქვე იძინებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა გველებით იყო სავსე. მას მერე, რაც მისიონერებს შეხვდნენ და საჭირო მითითებები და ლიტერატურა მიიღეს, სამივე ძმამ მთელი გზა კვლავ ფეხით გაიარა უკან, რასაც რამდენიმე დღე მოანდომეს“, — გვიამბობს რაფაელის შვილიშვილი, ისმაელ მედინა.
მისიონერები ხალხს „ჯორცხენების პარკში“ უცნაურად გააცნეს. ჯეიმზ ჰაიატმა თავისი ქადაგება სამღვდელოების ცრუ სწავლებების მკაცრი კრიტიკით დაიწყო, რამაც ზოგიერთი მსმენელი განარისხა. თავისი სიტყვის დასასრულს მოულოდნელად თითი გაიშვირა ორი ახალი მისიონერისკენ და თქვა: „ახლა ამ ორს ვაბარებ თქვენს თავს“. იმ დღეს სულ ეს იყო, რაც ხალხმა გაიგო ამ ორი ახალი მისიონერის შესახებ.
ცხადი იყო, რომ ძმებს იეჰოვა და ჭეშმარიტება ძალიან უყვარდათ და სძულდათ ცრუ რელიგიური სწავლებები. ისიც აშკარა იყო, რომ მისიონერებს საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდათ საიმისოდ, რომ ამ გულმოდგინე მაუწყებლებს დახმარებოდნენ, უფრო დაეხვეწათ მსახურება.
ეს ორი მისიონერი შეუდგა მსახურებას ქალაქ ბელიზში, სადაც იმ დროს დაახლოებით 26 700 ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი ზღვის დონიდან 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე ხელოვნურად იყო ამაღლებული, თანაც ქალაქს ცუდი საკანალიზაციო სისტემა ჰქონდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ კლიმატი ცხელი და ნოტიო იყო. მოსახლეობა წყლით არ მარაგდებოდა, ამიტომ თითქმის ყველა ეზოში ხის დიდი გეჯები იდგა, რომლებშიც წვიმის სეზონზე წყალს აგროვებდნენ. თუმცა, ზოგჯერ ძლიერი კოკისპირული წვიმაც კი მოდიოდა. ასე იყო მაგალითად, 1931 წელს მომხდარი დამანგრეველი ქარიშხლის დროს. ქარიშხალმა ქალაქი მიწასთან გაასწორა და 2 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
ქალაქი ბელიზი
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
[სურათი 210 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი და ურიკაზე დადგმული ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა (ქალაქი ბელიზი, 40-იანი წლები);
-