საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • იეჰოვას სული იზიდავს

      ერთ კვირა დილას ჯეიმზმა უქადაგა დერინ ლაიტბერნს, ანგლიკანური ეკლესიის თავგამოდებულ მიმდევარს და მას წიგნი „ღვთის ქნარი“ მისცა. მართალია, ყველაფერი ვერ გაიგო, რასაც ეს დაბალ ხმაზე მოლაპარაკე მამაკაცი ეუბნებოდა, მაგრამ მაინც დაინტერესდა მისი ნათქვამით. მოგვიანებით, როდესაც ქალაქ ბელიზში თავის დეიდას, ალფონსინა რობატოს ესტუმრა, ჭიშკართან ერთი მამაკაცი მივიდა და სთხოვა, ეზოში შეეშვათ.

      — ეს იმ კაცს ჰგავს, რომელზეც გეუბნებოდი, საინტერესო წიგნი მომცა-მეთქი, — უთხრა დერინმა დეიდას.

      როგორც გაირკვა, ეს კაცი ჯეიმზ გორდონი კი არა, ჯეიმზ ჰაიატი იყო. მან ამ ორ ქალბატონს ფონოგრამზე ჩაწერილი მოხსენება მოასმენინა და ალფონსინას წიგნი „ღვთის ქნარი“ დაუტოვა. ალფოსინა თავის დასთან, ოკტაბელ ფლაუერსთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკაში, და ამასთანავე ისინი ჭეშმარიტებასაც ეძებდნენ. იმ დღეს მოსმენილმა ალფოსინა აღძრა, ოკტაბელისთვის ეთქვა: „იცი, აქ ერთი კაცი იყო მოსული და ღვთის სამეფოზე ლაპარაკობდა. მგონი, ვიპოვეთ, რასაც ვეძებდით“. ოკტაბელმა გადაწყვიტა, რომ, როდესაც ის მამაკაცი მეორედ მოინახულებდა მის დას, თვითონაც იქ ყოფილიყო. სამივე ქალბატონმა — ალფონსინამ, ოკტაბელმა და დერინმა — მიიღო ჭეშმარიტება და ისინი 1941 წელს მოინათლნენ.

  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • ოლგას მამამ, ჰერმან ლაიტბერნმა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში წაიკითხა წიგნი „ბავშვები“, მალევე მიიღო ჭეშმარიტება. ის იმდენად მოიხიბლა ნასწავლით, რომ ყოველ პარასკევს ქირაობდა სატვირთო მანქანას და მაუწყებელთა პატარა ჯგუფთან ერთად მეზობელ სოფლებში მიდიოდა საქადაგოდ. ჰერმანი ასევე საფუძვლიანად უმოწმებდა ყველას ბლეკ-კრიკის რაიონში, სადაც მას საკუთარი ფერმა ჰქონდა.

      ოლგა იხსენებს: „მშობლები მდინარე ბელიზის სანაპიროზე ქადაგებდნენ ხოლმე. საღამოობით ხალხი ფარნებით ხელში მოდიოდა მათ მოსასმენად. დილაობით, როცა ფერმაში ვისვენებდით, მე, ჩემი მშობლები და დეიდაჩემი ეიმიბელი თავის გოგონასთან, მოლი ტილეტთან ერთად მამაჩემის ცხენებზე შევსხდებოდით და ჩამწკრივებულნი მივუყვებოდით ბილიკს კრუკიდ-ტრიმდე. იქ გავუშვებდით ხოლმე ცხენებს საბალახოდ, ჩვენ კი ბიბლიის შესწავლებს ვატარებდით დაინტერესებულებთან. შედეგად, ბევრმა ოჯახმა მიიღო ჭეშმარიტება“.

  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • [სურათი 207 გვერდზე]

      ჰერმან და დერინ ლაიტბერნები თავიანთ ვაჟთან, სტეფანთან ერთად

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება