-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
1941 წელს მაუწყებელთა პირველი ჯგუფი ქალაქ ბელიზში კარიბის ზღვაში მოინათლა. მათ შორის ჯორჯ ლონგსვორთი იყო, რომელმაც პიონერული მსახურება იმავე წელს დაიწყო და სიკვდილამდე, 1967 წლამდე მსახურობდა პიონერად. ის 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯორჯი, ძირითადად, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ქადაგებდა. ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში ცხენით კილომეტრებს გადიოდა და ისეთ ადგილებში ქადაგებდა, სადაც მანამდე არავის ჰქონდა ნაქადაგები. ახალ მაუწყებლებს შეუმჩნეველი არ რჩებოდათ ჯორჯის დაუცხრომელი ენთუზიაზმი მსახურებისადმი და ის, რომ იგი კრების ყველა შეხვედრას ესწრებოდა. ეს მათ ძალიან ამხნევებდა.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
[სურათი 210 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი და ურიკაზე დადგმული ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა (ქალაქი ბელიზი, 40-იანი წლები); 1) თადიუს ჰაჯსონი, 2) ჯორჯ ლონგსვორთი
-