საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • პუნტა-გორდაში ის შეხვდა დონალდ ნიბრუჯის, პიონერ ძმას, რომელიც ამ წყვილს ბიბლიას წერილებით ასწავლიდა. თუმცა იყო ერთი პრობლემა, კრიკე-სარკოში ფოსტა არ არსებობდა.

      დონალდი იხსენებს: „პუნტა-გორდას ფოსტაში ვიკითხე, როგორ გამეგზავნა წერილი კრიკე-სარკოში. მითხრეს, რომ კვირაში ერთხელ იქ მღვდელი დადიოდა“. ასე რომ, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში მღვდელს ისე დაჰქონდა ეს წერილები, რომ ვერც კი ხვდებოდა, იეჰოვას მოწმეთა კურიერი რომ იყო.

      „მღვდელმა გაიგო თუ არა, რა წერილები დაჰქონდა, გაბრაზდა და წერილების ტარებაზე უარი განაცხადა“, — ამბობს დონალდი.

      ამ თვეების განმავლობაში დონალდი არაერთხელ ჩავიდა კრიკე-სარკოში როდოლფოსა და ოფელიასთან ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად. მომდევნო წლის სამქადაგებლო მოგზაურობის დროს როდოლფო მაუწყებელი გახდა. „ჩვენ წავიყვანეთ როდოლფო ოთხი დღით, რომ სხვადასხვა სოფელში გვექადაგა. ძმებთან ურთიერთობა მას დაეხმარა, სულიერად გაზრდილიყო“, — ამბობს დონალდი.

  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • დონალდ ნიბრუჯი, რომელიც ხშირად იღებდა მონაწილეობას სახმელეთო თუ საზღვაო სამქადაგებლო მოგზაურობებში, დიდი სითბოთი იხსენებს ამბრონსიო ერნანდესის აფრიანი ხომალდით მოგზაურობას. საბოლოოდ, ამბრონსიომ, რომელსაც მეტსახელად ბოჩოს ეძახდნენ, ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

      „მომდევნო წელს მე, ჩემმა ცოლმა და კიდევ ერთმა წყვილმა გადავწყვიტეთ, ორი კვირით წავსულიყავით და ზღვისპირა სოფლებში გვექადაგა, — იხსენებს დონალდი. — მაგრამ მაშინ ბოჩოს უკვე გაყიდული ჰქონდა თავისი ხომალდი. მან გვირჩია, მისი ნაცნობი მეთევზის ხომალდით წავსულიყავით, რომლის პატრონიც თანახმა იყო, რომ თავის პარტნიორთან და ბოჩოსთან ერთად წავეყვანეთ. ასე აღმოვჩნდით გემზე სამი მეთევზე და ოთხი სპეციალური პიონერი. ამ მგზავრობის დროს ბოჩომ პირველად მიიღო მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში. პლასენსიას ნავსადგომში რომ შევედით, იქ უამრავი იახტა დაგვხვდა გაჩერებული. ჩვენც იახტიდან იახტაზე გადავდიოდით და ვქადაგებდით. მთელი ორი კვირის განმავლობაში ჩვენი ხომალდის პატრონი და მისი პარტნიორი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ, ყველანაირად გვიწყობდნენ ხელს. ერთხელ, როცა მთელი დღე სოფელში ქადაგების შემდეგ ხომალდზე დავბრუნდით, მათ საჭმელი დაგვახვედრეს. ქათამი ეყიდათ და ნავთქურაზე მოემზადებინათ“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება