-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ ეკლესიებს ბელიზში მცხოვრები მორწმუნე ხალხი თავიანთ მარწუხებში ჰყავდა მოქცეული, ბევრი გულწრფელი ადამიანი ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას, მათ შორის იყვნენ იამაიკელები ჯეიმზ ჰაიატი და არტურ რანდალი.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
მოგვიანებით, როდესაც ქალაქ ბელიზში თავის დეიდას, ალფონსინა რობატოს ესტუმრა, ჭიშკართან ერთი მამაკაცი მივიდა და სთხოვა, ეზოში შეეშვათ.
— ეს იმ კაცს ჰგავს, რომელზეც გეუბნებოდი, საინტერესო წიგნი მომცა-მეთქი, — უთხრა დერინმა დეიდას.
როგორც გაირკვა, ეს კაცი ჯეიმზ გორდონი კი არა, ჯეიმზ ჰაიატი იყო. მან ამ ორ ქალბატონს ფონოგრამზე ჩაწერილი მოხსენება მოასმენინა და ალფონსინას წიგნი „ღვთის ქნარი“ დაუტოვა. ალფოსინა თავის დასთან, ოკტაბელ ფლაუერსთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკაში, და ამასთანავე ისინი ჭეშმარიტებასაც ეძებდნენ. იმ დღეს მოსმენილმა ალფოსინა აღძრა, ოკტაბელისთვის ეთქვა: „იცი, აქ ერთი კაცი იყო მოსული და ღვთის სამეფოზე ლაპარაკობდა. მგონი, ვიპოვეთ, რასაც ვეძებდით“. ოკტაბელმა გადაწყვიტა, რომ, როდესაც ის მამაკაცი მეორედ მოინახულებდა მის დას, თვითონაც იქ ყოფილიყო.
-