-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
საქმე ბევრია
როგორც ელმერ აირიგი იხსენებს, იმ დროს მხოლოდ ქალაქ ბელიზში იყო ერთი პატარა კრება, რაიონებში კი არც ერთი.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
1948 წლისთვის საშუალოდ 38 მაუწყებელი აბარებდა ანგარიშს და ოთხი კრება ჩამოყალიბდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ამ კრებებში, რომლებიც სოფლებში ტარდებოდა, მაუწყებელთა რიცხვი თითზე ჩამოსათვლელი იყო. მაგალითად, ბლეკ-კრიკის კრება ლაითბერნების ოჯახისგან შედგებოდა, ბომბას კრება — გორდონების ოჯახისგან, სანტანას კრება — ჰუმზებისა და ალდანების ოჯახებისგან, ხოლო ორინჯ-უოკის კრება — ძმა რეკენიასა და ძმა მედინასაგან.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
„რადგან გარიფუნა ვიყავი, ერთი სული მქონდა, წავსულიყავი დანგრიგაში და ჩემი ხალხისთვის მექადაგა. ვიცოდი, რომ გარიფუნათა უმეტესობა უფრო დიდი სიამოვნებით მოუსმენდა თავის თანამოძმეს. ბევრი ჩერდებოდა და მისმენდა, როცა ხალხს გარიფუნა ენაზე ვესაუბრებოდი და ბევრმაც კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო.
-