-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
1949 წლის დეკემბერში ძმა ნორი კიდევ ერთხელ ეწვია ბელიზს, რაც იქაური ძმებისთვის ნამდვილად დროული და გამამხნევებელი აღმოჩნდა. მან ერთი საღამო მისიონერთა სახლში გაატარა და მათ მისიონერული მსახურების სირთულეებზე ესაუბრა. ბევრ ახალ მაუწყებელს სურდა, იეჰოვასთვის ემსახურა, მაგრამ არ ესმოდათ მიძღვნისა და მონათვლის აუცილებლობა. ძმა ნორმა შეახსენა მისიონერებს, რომ მოთმინება და სიყვარული უნდა გამოევლინათ ხალხის მიმართ. მან იმ კარგ შედეგებზეც გაუმახვილა ყურადღება, რომელთაც მათ მიაღწიეს.
ახალი მისიონერების ჩასვლა იკრძალება
1957 წლისთვის ძმები მიხვდნენ, რომ მთავრობა ბელიზელი იეჰოვას მოწმეების საქმიანობას აკვირდებოდა. მაგალითად, ორინჯ-უოკში საზოგადოების ფილმის ჩვენებისას პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჰკითხა ფილიალიდან ჩასულ ძმებს, როდის ჩავიდნენ იმ სოფელში და როდის აპირებდნენ წასვლას. როგორც პოლიციელმა განაცხადა, მას ეს ინფორმაცია პოლიციის უფროსისთვის უნდა წარედგინა. მან ძმებს უთხრა, რომ ცოტა ხნით ადრე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მათივე თანამშრომელი ესწრებოდა კონგრესს მსგავსი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
1951—1957 წლებში კიდევ ათ მისიონერს მისცეს ქვეყანაში შესვლის ნებართვა. მაგრამ მოულოდნელად 1957 წლის ივნისში ძმებმა პოლიციისა და საიმიგრაციო სამსახურის სამმართველოდან მიიღეს წერილი, რომელშიც ასეთი რამ ეწერა: „ბრიტანეთის ჰონდურასის [ბელიზის] მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამიერიდან თქვენი საზოგადოების მსახურებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ეკრძალებათ ბრიტანეთის ჰონდურასში შემოსვლა“. ძმებს უნდოდათ გაერკვიათ, თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და გამგებელთან შეხვედრა ითხოვეს, მაგრამ მათ ამის უფლება არ მისცეს.
ზოგ სხვა რელიგიურ ორგანიზაციასაც ეკრძალებოდა ახალი მისიონერების მიღება, თუმცა იმის უფლება ჰქონდათ, რომ იმ მისიონერების ნაცვლად, რომლებიც დატოვებდნენ ქვეყანას, სხვა მისიონერები შემოეყვანათ. მაგრამ ეს პირობა არ გავრცელდა იეჰოვას მოწმეებზე მაშინ, როცა მათ ორი მისიონერის ჩანაცვლება დასჭირდათ. 1960 წელს ძმებმა მისწერეს მთავრობის წარმომადგენლებს ბელიზში და ლონდონში და აუხსნეს, რომ მათ ახალი მისიონერების შემოყვანა კი არ უნდოდათ, არამედ იმ მისიონერების ჩანაცვლება, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუწიათ.
მათ ცივი უარი მიიღეს: «გამგებელმა მტკიცედ გადაწყვიტა, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მისიონერებისთვის ბრიტანეთის ჰონდურასში შემოსვლის უფლება არ მიეცა».
როდესაც ძმებმა გამგებელთან შეხვედრა მოითხოვეს, მათ ასეთი პასუხი მიიღეს: „1957 წელს გამგებელმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თქვენი საზოგადოების მისიონერებს ბრიტანეთის ჰონდურასში შემოსვლის ნება არ დართოს; და ამ გარემოებიდან გამომდინარე მისი აღმატებულება საჭიროდ არ მიიჩნევს თქვენთან ამ საკითხზე საუბარს“. ისე ჩანდა, რომ თითქოს ძმები ჩიხში იყვნენ მოქცეულნი.
ძმებმა დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართეს თხოვნით მთავრობას და საბოლოოდ, 1961 წლის ოქტომბერში ფილიალმა ბელიზის მთავრობის სამდივნოდან მიიღო წერილი, რომელშიც ასეთი რამ ეწერა: „გაცნობებთ, რომ ბრიტანეთის ჰონდურასის მთავრობამ განიხილა თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებები და გადაწყვიტა, რომ დროებით ნება დაგრთოთ სხვა მისიონერებით ჩაანაცვლოთ ის მისიონერები, რომლებიც უკვე იმყოფებიან ქვეყანაში“. შედეგად 1962 წელს მარტინ და ელის ტომფსონებს, მისიონერებს იამაიკიდან, უფლება მიეცათ, ქვეყანაში შესულიყვნენ.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
1949 წლისთვის ზოგან ესპანურენოვანი დასახლებები იყო, მაგრამ არცერთმა მისიონერმა არ იცოდა ესპანური. მოგვიანებით ბელიზში ჩავიდნენ მისიონერები, რომლებიც ესპანურად ლაპარაკობდნენ. მათგან ერთ-ერთი, ლესლი პიჩერი, 1955 წელს ჩავიდა ბელიზში. ის გაგზავნეს დასავლეთ ბელიზში გვატემალას საზღვართან ახლოს მდებარე ესპანურენოვან ქალაქ ბენკე-ვიეხოში. მას იქ უკვე ელოდნენ.
-