საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • „მომდევნო წელს მე, ჩემმა ცოლმა და კიდევ ერთმა წყვილმა გადავწყვიტეთ, ორი კვირით წავსულიყავით და ზღვისპირა სოფლებში გვექადაგა, — იხსენებს დონალდი. — მაგრამ მაშინ ბოჩოს უკვე გაყიდული ჰქონდა თავისი ხომალდი. მან გვირჩია, მისი ნაცნობი მეთევზის ხომალდით წავსულიყავით, რომლის პატრონიც თანახმა იყო, რომ თავის პარტნიორთან და ბოჩოსთან ერთად წავეყვანეთ. ასე აღმოვჩნდით გემზე სამი მეთევზე და ოთხი სპეციალური პიონერი. ამ მგზავრობის დროს ბოჩომ პირველად მიიღო მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში. პლასენსიას ნავსადგომში რომ შევედით, იქ უამრავი იახტა დაგვხვდა გაჩერებული. ჩვენც იახტიდან იახტაზე გადავდიოდით და ვქადაგებდით. მთელი ორი კვირის განმავლობაში ჩვენი ხომალდის პატრონი და მისი პარტნიორი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ, ყველანაირად გვიწყობდნენ ხელს. ერთხელ, როცა მთელი დღე სოფელში ქადაგების შემდეგ ხომალდზე დავბრუნდით, მათ საჭმელი დაგვახვედრეს. ქათამი ეყიდათ და ნავთქურაზე მოემზადებინათ“.

  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • 1995 წელს ფრენკ და ელის კარდოსებს ძმებმა შესთავაზეს ტოლედოში დროებით სპეციალურ პიონერებად მსახურება აპრილსა და მაისში, რათა იქ გაევრცელებინათ ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ №34 „რატომ არის ცხოვრება პრობლემებით აღსავსე?“. ფრენკი იხსენებს: «ერთხელ უკვე ვიყავი ნამყოფი ამ მხარეში ყოველწლიური სამქადაგებლო მოგზაურობის დროს და ვიცოდი, რომ მაიას ხალხს სასიხარულო ცნობის გაგებაში უკეთ დაეხმარებოდი, თუ მათ მხარეში იცხოვრებდი. ფილიალში მირჩიეს, რომ იქ დამექირავებინა ოთახი, ჩამომეყალიბებინა ბიბლიის შესასწავლი ჯგუფი და ქალაქ სან-ანტონიოში სპეციალური მოხსენება წამეკითხა. ჩვენ გვევალებოდა, გაგვევრცელებინა ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ ამ ქალაქსა და სხვა რვა სოფელში».

      კარდოსები ყოველკვირა ატარებდნენ დაინტერესებულების ჯგუფთან ბიბლიის შესწავლას თავიანთ დაქირავებულ ოთახში. ეს ოთახი ერთ-ერთი სახლის სარდაფი იყო. სულ რამდენიმე კვირაში ამ შეხვედრას უკვე სამი-ოთხი ოჯახი ესწრებოდა. ისინი კარდოსებთან ერთად პუნტა-გორდაშიც მიდიოდნენ თეოკრატიული მსახურების სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრაზე დასასწრებად. ძველი სატვირთო ავტომობილით ოღროჩოღრო გზის გავლას ერთ საათს ანდომებდნენ. პირველივე თვეს ფრენკმა სან-ანტონიოში სპეციალური მოხსენება წაიკითხა. ერთ-ერთი, ვინც პირველად დაესწრო შეხვედრას, ხესუს იჩი იყო. ის დიდი ინტერესით უსმენდა მის მოხსენებას. რადგანაც პროტესტანტული ეკლესიის წევრი იყო, ხესუსი ძალიან გააკვირვა იმის გაგებამ, რომ ჯოჯოხეთის შესახებ სწავლებას წარმართული დასაბამი ჰქონია და, რომ ბიბლიის თანახმად ჯოჯოხეთი კაცობრიობის საერთო სამარე ყოფილა. შეხვედრის შემდეგ ის ფრენკს დაელაპარაკა და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვას კითხვაზე უსვამდა. მალე მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ერთ წელიწადში მოინათლა კიდეც.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება