საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • 60-იანი წლების ბოლოს ქვეყნის სხვადასხვა მხარეში შესაძლებელი გახდა კონგრესების ჩატარება კარვებში. თუმცა დიდი კარვის გაშლას დღეების მანძილზე მძიმე შრომა სჭირდებოდა. სანტიაგო სოსა გვიამბობს: „სამზადისს კვირის დასაწყისში შევუდგებოდით ხოლმე — ვშლიდით კარავს, სამეფო დარბაზიდან მოგვქონდა გრძელი სკამები, დანარჩენ სკამებს კი ვთხოულობდით. იმ პერიოდში სადილს კონგრესებზე ვამზადებდით ნათხოვარ ქვაბებსა და ტაფებში. ხშირად ღამეებს ვათევდით, რომ საჭმლის მომზადება მოგვესწრო და ყველაფერი მოგვეწესრიგებინა. ზოგჯერ, როცა ყველაფერი მზად გვქონდა, ღამით ძლიერი ქარი ამოვარდებოდა და მთელ შრომას წყალში გვიყრიდა. მეორე დღეს ყველაფერი თავიდან გვქონდა გასაკეთებელი, მაგრამ არავინ წუწუნებდა“.

      ჯინი ტომფსონს კარგად ახსოვს კონგრესი, რომელიც ქალაქ ბელიზსა და ორინჯ-უოკს შორის მდებარე ერთ-ერთ სოფელში ჩატარდა. ძმებმა სამეფო დარბაზის გვერდზე ბუჩქნარი გაკაფეს, რათა კონგრესისთვის კარავი გაეშალათ და სკამები დაელაგებინათ. „ისე მოხდა, რომ მთელი საოლქო კონგრესის მსვლელობის დროს წვიმა არ შეწყვეტილა, — ამბობს ჯინი. — წვიმის წყალმა კარავშიც შემოაღწია, ამიტომ ფეხები წინა სკამებზე გვქონდა შემოწყობილი. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ კარვის გარშემო მდებარე ბუჩქნარი მარჯნისფერი ასპიტების ბუდე იყო. წვიმის გამო კარავში დარჩენა და სამეფო დარბაზთან ახლოს ყოფნა მოგვიწია. ნამდვილად საშიში იქნებოდა ჩვენი ბუჩქებთან მიკარებაც კი“.

      70-იან წლებში კონგრესების ჩატარება შესაძლებელი გახდა პატარა ტროპიკულ კუნძულ ბერდზე, რომელიც ქალაქ ბელიზის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან 120 მეტრში იყო. კუნძულის მეპატრონეს იქ ჩალით გადახურული დარბაზი გაეკეთებინა გასართობი ღონისძიებების ჩასატარებლად. დარბაზს ჰქონდა საპირფარეშოები და ელექტროენერგიითა და წყლით იყო უზრუნველყოფილი. ძმებმა ხმელეთიდან კუნძულამდე ხის ხიდი გააკეთეს, რომლის მეშვეობითაც კონგრესის დელეგატებმა ადვილად შეძლეს ამ წყნარ საკონგრესო ადგილზე გადასვლა.

      1983 წლის მარტში მთავრობისგან ძმებმა ლეიდივილში მიწის ნაკვეთი იქირავეს საკონგრესო დარბაზის ასაშენებლად. თავდაპირველად დროებითი ნაგებობა ააგეს კონგრესებისა თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. 1988 წელს ძმებმა გვატემალაში იყიდეს ლითონის კონსტრუქცია, რომელიც ამ ნაკვეთში დადგეს და საკონგრესო დარბაზად იყენებენ.

  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • მომდევნო დღეს კი ლეიდივილში ახალი, ლამაზი მისიონერთა სახლისა და შეკეთებული საკონგრესო დარბაზის მიძღვნა ჩატარდა. ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, გერიტ ლოშის მიერ წარმოთქმულ მიძღვნის მოხსენებას ბევრი ისეთი და-ძმა დაესწრო, რომლებიც ორმოცდაათი ან სამოცი წელი ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას.

  • ბელიზი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • [სურათები 252, 253 გვერდებზე]

      ლითონის კონსტრუქცია (ქვემოთ), ამჟამად საკონგრესო დარბაზი (მარჯვნივ)

      გარემონტებული საკონგრესო დარბაზი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება