-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
საჭიროა ახალი სამეფო დარბაზი
1949 წლის დეკემბერში ძმებმა ქალაქ ბელიზში ლიბერტი ჰოლი დაიქირავეს, რადგან იქ მომდევნო თვეში ოთხი სპეციალური მოხსენების წაკითხვა უნდოდათ. ბოლო მოხსენების წარმოთქმამდე ერთი დღით ადრე რადიოთი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე დღეს იმ დარბაზში გაიმართებოდა ერთ-ერთი გავლენიანი პირის დაკრძალვის ცერემონიალი. ძმებმა არაერთხელ სთხოვეს დარბაზის მეპატრონეებს, მათთვის ხელი არ შეეშალათ სპეციალური საჯარო მოხსენების წარმოთქმაში. მიუხედავად ამისა, შეხვედრის დროს დარბაზში რამდენიმე კაცი შევიდა და საკმაოდ ხმაურიანად დაიწყო დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადება. ბოლოს ძმები იძულებულნი გახდნენ, დახმარება პოლიციისთვის ეთხოვათ. ცხადი გახდა, რომ ძმებს საკუთარი სამეფო დარბაზი სჭირდებოდათ. იმ საცეკვაო დარბაზების თუ კლუბების დაქირავება, რომლებიც შეხვედრების ჩასატარებლად გამოდგებოდა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.
«გასულ კვირა საღამოს „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას 174 ადამიანი დაესწრო, — იხსენებდა დონალდ სნაიდერი, რომელიც იმ დროს ფილიალის ზედამხედველი იყო — ეს დარბაზი არ არის გათვალისწინებული ამდენი დამსწრისთვის, ამიტომ ბევრს ფეხზე უწევს დგომა. ხალხმრავლობის გამო საშინლად ცხელა». რამდენიმეჯერ ფილიალისა და მისიონერთა სახლისთვისაც მოუწიათ სხვადასხვა ადგილზე შენობის დაქირავება.
1958 წლის სექტემბერში დაიწყო ორსართულიანი შენობის მშენებლობა. პირველ სართულზე ფილიალის პატარა ოფისი და მისიონერთა სახლი განთავსდა, მეორე სართულზე კი დარბაზი. მშენებლობა 1959 წელს დასრულდა და როგორც იქნა, ქალაქ ბელიზის კრება საკუთარ სამეფო დარბაზში ატარებდა შეხვედრებს!
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
[სურათი 221 გვერდზე]
ფილიალი, მისიონერთა სახლი და სამეფო დარბაზი ქალაქ ბელიზში
-