-
ვაშენებთ იეჰოვას განსადიდებლადსაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
-
-
ვაშენებთ იეჰოვას განსადიდებლად
„თვალებს არ ვუჯერებდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ გვექნებოდა ასეთი ლამაზი ადგილი, სადაც შევიკრიბებოდით და განვადიდებდით იეჰოვას. ფულით ასეთ სიხარულს ვერ იყიდი!“ — მარია (მექსიკა).
იეჰოვას მოწმეები სიხარულით იკრიბებიან ერთად ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შესასწავლად (ფსალმუნი 27:4; ებრაელები 10:23—25). მათ განსაკუთრებით სიამოვნებთ ამის კეთება თაყვანისცემისთვის შესაფერის ადგილებში. ბოლო წლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მათ ააშენეს თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ათასობით შენობა, რომლებსაც სამეფო დარბაზები ეწოდება.
რატომ არის საჭირო ამ შენობების აგება? ვინ იღებს მონაწილეობას მშენებლობაში და როგორ მოქმედებს თავად მშენებლებზე ასეთ პროექტებში მონაწილეობა? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად განვიხილოთ მექსიკისა და ბელიზის მაგალითი.
-
-
ვაშენებთ იეჰოვას განსადიდებლადსაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
-
-
გამოცდილ მოხალისეთა ჯგუფები
1999 წელს ახალი სამშენებლო პროგრამა იქნა შემუშავებული. მთელ მექსიკაში დაიწყო სამეფო დარბაზების მშენებლობის ჯგუფების ჩამოყალიბება. მექსიკაში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა, რომელთაგანაც მრავალს მშენებლობის გამოცდილება ჰქონდა, სურვილი გამოთქვეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ მნიშვნელოვან პროგრამაში. ამჟამად მექსიკაში 35 მშენებლობის ჯგუფია, ბელიზში კი — ერთი.
სამეფო დარბაზების მშენებლობის თითოეული ჯგუფი ჩვეულებრივ შედგება დაახლოებით რვა მოხალისისგან — როგორც მამაკაცებისგან, ისე ქალებისგან, რომლებიც ანაზღაურების გარეშე მუშაობენ. ხალისიანი მშენებლებისგან შემდგარი ჯგუფები ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან, ადგილობრივ მოწმეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და მათთან ერთად აშენებენ დარბაზებს. მოხალისეები ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 8 საათს მუშაობენ. გარდა ამისა, ისინი ყოველ მეორე შაბათსაც მუშაობენ. სამუშაო დღე დილის შვიდ საათზე იწყება ბიბლიური მუხლის განხილვით, რის შემდეგაც ისინი საუზმობენ. თითოეული მათგანი მზად არის შეასრულოს ის, რასაც დაავალებენ. მაგალითად, ქალები მამაკაცებთან ერთად ასრულებენ ისეთ სამუშაოს, როგორიცაა კედლების მობათქაშება, ფილების დაგება და ღებვა.
ადგილობრივი კრების წევრები საცხოვრებლით უზრუნველყოფენ მოხალისეებს, ურეცხავენ ტანსაცმელს და უმზადებენ საჭმელს. მოხალისეებისა და ადგილობრივი კრების წევრების თანამშრომლობა მხოლოდ დარბაზის შენებით არ შემოიფარგლება — ისინი ერთად ესწრებიან ქრისტიანულ შეხვედრებს და ერთად ქადაგებენ კარდაკარ.
რა კურთხევებს იმკიან მოხალისე მშენებლები?
რას ფიქრობენ მოხალისეები იმაზე, რასაც აკეთებენ? დანიელი, რომელიც უკვე სამ წელზე მეტია, რაც მოხალისედ მსახურობს, ამბობს: „ჩვენ ვმუშაობთ სიცხესა და სიცივეში, ვჭამთ ჩვენთვის უჩვეულო საჭმელს, ხშირად ვიცვლით საცხოვრებელ ადგილს, ვიმყოფებით ოჯახიდან მოშორებით და ვცხოვრობთ არცთუ ისე კეთილმოწყობილ სახლებში. მაგრამ ეს სირთულეები არაფერია იმ კურთხევებთან შედარებით, რასაც ჩვენ ვიღებთ“.
რა კურთხევებს იმკიან მშენებლები? მაგალითად, მრავალი მოხალისე ახალ ხელობას ეუფლება. მაგრამ კარლოსი, რომელიც ერთ-ერთი დიდი ჯგუფის ზედამხედველია, ამაზე დიდ კურთხევად სხვა რამეს მიიჩნევს. „ჩვენი ოცკაციანი ჯგუფი ერთ ოჯახად იქცა. ჩვენ ერთად ვჭამთ, ერთად ვმუშაობთ, ერთად ვსწავლობთ და ერთად ვლოცულობთ. ჩვენ ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს“, — ამბობს კარლოსი.
მშენებლები იმ კრების წევრებსაც უმეგობრდებიან, რომლებსაც დარბაზის მშენებლობაში ეხმარებიან. ხოსე, რომელიც ასზე მეტი დარბაზის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას, ამბობს: „ერთ რამედ ღირს იმის დანახვა, როდესაც ადგილობრივი კრების წევრები ხედავენ, რომ მათი ოცნება რეალობად იქცა და ახლა მათ საკუთარი სამეფო დარბაზი აქვთ, რის გამოც მათი სახეები მადლიერებას ირეკლავს და ისინი სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებენ“. შემდეგ ხოსე დასძენს: „გვახარებს იმის ცოდნა, რომ თუნდაც ის მცირე წვლილი, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი შენობის აგებაში შეგვაქვს, სხვების რწმენას აძლიერებს“.
საოცარი შედეგები
შენობები, სადაც წმინდა თაყვანისმცემლობა სრულდება, არ არის მდიდრული. სამეფო დარბაზების პროექტები უბრალოა, რაც შესაძლებელს ხდის, რომ ისინი სწრაფად და ზედმეტი ხარჯების გარეშე აშენდეს. რამდენადაც შესაძლებელია, დარბაზის მშენებლობისას იყენებენ ადგილობრივ მასალას და მიმართავენ იმ მეთოდებს, რომლებიც იმ მხარეშია მიღებული. ამგვარად, სამეფო დარბაზი შეიძლება სულ რაღაც ექვს კვირაში აშენდეს!
2007 წელს ბელიზში ყველა კრებას ახალი სამეფო დარბაზი ჰქონდა — მთლიანობაში 17.
-
-
ვაშენებთ იეჰოვას განსადიდებლადსაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]
„რასაც ამბობენ, იმას აკეთებენ“
სამეფო დარბაზის მშენებლობა დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებაზე, არამედ სხვებზეც. მაგალითად, როდესაც ბელიზში იეჰოვას მოწმეები სამეფო დარბაზს აშენებდნენ, ერთმა მამაკაცმა, რომლის ცოლიც ორმოცდაათიანელია, მეუღლეს უთხრა, რომ, როცა მოწმეები თავიანთი „ეკლესიის“ აშენებას დაამთავრებდნენ, ის მათ შეხვედრებს დაესწრებოდა. რამ აღძრა ის ამისკენ? „ვხედავ, რომ ღმერთი მათთანაა, — თქვა მან. — ისინი მუშაობის დროს ერთმანეთში არ ჩხუბობენ და რასაც ამბობენ, იმას აკეთებენ“.
[სურათი]
სამეფო დარბაზი ორინჯ-უოლკში, ბელიზი
-