საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დანიელის წიგნს ბრალდებებს უყენებენ
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • უცნობი მეფე

      7. ა) რას ამბობდნენ კრიტიკოსები დანიელის წიგნში მოხსენიებული მეფე ბელშაცარის შესახებ? ბ) როგორ დამტკიცდა, რომ ბელშაცარი არ იყო გამოგონილი პერსონაჟი?

      7 დანიელის ცნობის თანახმად, ბაბილონში ნაბუქოდონოსორის „ვაჟი“, ბელშაცარი, მეფობდა, როდესაც ქალაქი დაეცა (დანიელი 5:1, 11, 18, 22, 30). კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც ბელშაცარი ბიბლიის გარდა არსად იყო მოხსენიებული. ძველი დროის ისტორიკოსები ბაბილონის უკანასკნელ მეფედ ნაბონიდს, ნაბუქოდონოსორის მემკვიდრეს, მიიჩნევდნენ. ამიტომაც 1850 წელს ფერდინანდ ჰიციგმა განაცხადა, რომ ბელშაცარი აშკარად მწერლის მიერ გამოგონილი პერსონაჟი იყო. მაგრამ არ გეჩვენებათ ეს ნაჩქარევად გამოტანილ დასკვნად? ბელშაცარი არც ერთ ისტორიულ წყაროშიც რომ არ ყოფილიყო ნახსენები — განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ისტორიული მასალა არც ისე მდიდარი იყო — ნუთუ ამით დამტკიცდებოდა, რომ მას არასდროს უცხოვრია? 1854 წელს დღევანდელი სამხრეთ ერაყის ტერიტორიაზე, ძველი ბაბილონის სამეფოს ქალაქ ურის ნანგრევებში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის პატარა ცილინდრები, რომლებზეც შემონახული იყო მეფე ნაბონიდის ლოცვა „ბელშაცარისთვის, უფროსი ვაჟისთვის“. კრიტიკოსებიც კი იძულებული იყვნენ ეღიარებინათ, რომ ეს ნამდვილად დანიელის წიგნში მოხსენიებული ბელშაცარი იყო.

      8. როგორ დამტკიცდა, რომ დანიელმა მართებულად აღწერა ბელშაცარი მეფედ?

      8 კრიტიკოსები მაინც არ დაკმაყოფილდნენ. „ეს ვერაფერს ამტკიცებს“, — წერდა ჰ. ფ. ტოლბოტი. მისი აზრით, წარწერებზე მოხსენიებული ვაჟი შეიძლებოდა ბავშვიც კი ყოფილიყო, მაშინ როდესაც დანიელი მას მეფედ წარმოგვიდგენს. ტოლბოტის ამგვარი განცხადებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სხვა ლურსმული წარწერები, სადაც ბელშაცარი თავის მოხელეებთან და მოსამსახურეებთან ერთად იყო მოხსენიებული. ცხადია, მაშინ ის ბავშვი არ იქნებოდა. ბოლოს საკითხს ნათელი სხვა ფირფიტებმა მოჰფინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნაბონიდი ზოგჯერ წლობით არ იმყოფებოდა ბაბილონში. ფირფიტები იმასაც იუწყებოდა, რომ ნაბონიდი თავისი არყოფნის პერიოდში „მეფობას გადასცემდა ხოლმე“ უფროს ვაჟს (ბელშაცარს). ამ დროს ბელშაცარი, ფაქტობრივად, მეფე — მამის თანამმართველი — იყოb.

  • დანიელის წიგნს ბრალდებებს უყენებენ
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • b ნაბონიდი ბაბილონში არ იმყოფებოდა, როდესაც ქალაქი დაეცა. ამგვარად, ბელშაცარი მართებულად არის ბიბლიაში მოხსენიებული როგორც იმ დროს მმართველი მეფე. კრიტიკოსები თავიანთ მოსაზრებებს იმითაც ამართლებენ, რომ ისტორიულ წყაროებში ბელშაცარი მეფედ არსად არის მოხსენიებული. მაგრამ მაგალითები ცხადყოფს, რომ ძველ დროში ხალხს შეიძლებოდა ნებისმიერი მმართველისთვის ეწოდებინა მეფე.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება