-
მე სწორი არჩევანი გავაკეთეგამოიღვიძეთ! — 2007 | მარტი
-
-
1981 წლის 1 თებერვალს „გალაადის“ სკოლის დამთავრების შემდეგ დამნიშნეს ლა-პასში (ბოლივია), ენრიკეტა აიალასთან (ახლა ფერნანდესი) ერთად.
როდესაც ლა-პასის აეროპორტში ჩავედით, ჩვენს შესახვედრად ძმები ჯერ არ იყვნენ მოსულები. „მოდი დრო არ დავკარგოთ და ვიქადაგოთ“, — ვუთხარით ერთმანეთს და აეროპორტში ქადაგება დავიწყეთ. სამი ნაყოფიერი საათის შემდეგ ფილიალიდან გამოგზავნილი ძმები მოვიდნენ. მათ ბოდიში მოგვიხადეს და გვითხრეს, რომ კარნავალის გამო ქუჩები გადაკეტილი იყო.
ქადაგება „ღრუბლებს ზემოთ“
ლა-პასი ზღვის დონიდან დაახლოებით 3 625 მეტრზე მდებარეობს, ასე რომ დროის უმეტეს ნაწილს ღრუბლებს ზემოთ ვატარებდით. ჟანგბადის უკმარისობის გამო სუნთქვა მიჭირდა და მსახურებაში მალე ვიღლებოდი. მართალია, ერთი წელი დამჭირდა, რომ ასეთ მაღალ ადგილს შევგუებოდი, მაგრამ იმ კურთხევებთან შედარებით, რაც იეჰოვასგან მქონდა, ფიზიკური სირთულეები არაფერი ჩანდა. მაგალითად, 1984 წლის ერთ მშვენიერ დღეს, საქადაგებლად ავედი მთის ფერდობზე, სადაც ყველაზე მაღალ ადგილზე ერთი სახლი იდგა. ძალიან დაღლილი ვიყავი. დავაკაკუნე და კარი ქალმა გააღო. საუბარი საინტერესოდ წარიმართა, რის შემდეგაც ვუთხარი, რომ რამდენიმე დღეში კვლავ მივაკითხავდი.
„რაღაც მეეჭვება“, — მითხრა მან. მაგრამ მე სიტყვა შევასრულე და მივედი. ამ ქალბატონმა მთხოვა, რომ მისი ქალიშვილისთვის ბიბლია მესწავლებინა. „ეს მშობლების პასუხისმგებლობაა, — ვუთხარი მე, — მაგრამ თუ თქვენ გინდათ, მე სიამოვნებით გავაკეთებ ამას“. ის დამთანხმდა და თვითონაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მან წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ სწავლა დავიწყეთ ბროშურით „ვისწავლოთ წერა-კითხვა“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
როდესაც ამ ქალბატონთან მივდიოდი, მისი ბავშვები ერთმანეთს ხელს ჰკიდებდნენ, ცოცხალ ჯაჭვს ქმნიდნენ და ფერდობზე ასვლაში მეხმარებოდნენ. დროთა განმავლობაში მთელი ოჯახი — მამა, დედა და რვა შვილი — იეჰოვას თაყვანისმცემლობაში გაერთიანდა. ამ ქალის სამი ქალიშვილი პიონერია, ერთ-ერთი ვაჟი კი კრებაში უხუცესად მსახურობს. მისი მეუღლე მომსახურე იყო კრებაში. სამწუხაროდ, 2000 წელს ის გარდაიცვალა. როდესაც ვფიქრობ ამ შესანიშნავ ოჯახზე და მათ ერთგულებაზე, გული სიხარულით მევსება. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ მომცა შესაძლებლობა, დავხმარებოდი ამ ოჯახს.
კვლავ კარმენთან ერთად
1997 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ კარმენი კვლავ სპეციალურ პიონერად დანიშნეს. 1998 წელს ის ბოლივიაში, კოჩაბამბაში მისიონერის სტატუსით გამოგზავნეს საქადაგებლად. 18 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ერთად ვიყავით. კოჩაბამბაში მსახურება ჩვენთვის დაუვიწყარი იყო. იქ კლიმატიც იმდენად სასიამოვნოა, რომ, როგორც იქაურები ამბობენ, მერცხლები ამ ადგილს არასოდეს ტოვებენ. ამჟამად ჩვენ ვმსახურობთ მაღლობზე გაშენებულ თვალწარმტაც ქალაქ სუკრეში (ბოლივია), რომლის მოსახლეობაც 220 000-ს შეადგენს. ერთ დროს პატარა ვატიკანად წოდებულ ამ ქალაქში, სადაც ბევრი კათოლიკური ეკლესია იყო, დღეს იეჰოვას მოწმეთა ხუთი კრებაა.
ჩემსა და კარმენის სრული დროით მსახურების წლებს თუ შევაჯამებთ, მთლიანობაში ორივეს სამოც წელზე მეტი გამოგვდის. ჩვენ უზომოდ ბედნიერები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა ასზე მეტ ადამიანს დავხმარებოდით, იეჰოვას მსახურები გამხდარიყვნენ. მართლაც, იეჰოვასთვის მთელი სულითა და გულით მსახურებას ცხოვრებაში ყველაზე დიდი კურთხევები მოაქვს! (მარკოზი 12:30).
-
-
მე სწორი არჩევანი გავაკეთეგამოიღვიძეთ! — 2007 | მარტი
-
-
[სურათი 15 გვერდზე]
ამ ოჯახთან ბიბლიის შესასწავლად მთის ფერდობზე ავდიოდი.
[სურათი 15 გვერდზე]
მსახურებაში ჩემს დასთან, კარმენთან (მარჯვნივ), ერთად.
-