-
მოწაფეების მომზადებით განცდილი სიხარულისაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 თებერვალი
-
-
უცხოენოვან ტერიტორიაზე ქადაგება
ბოლივიის ტროპიკულ ქალაქ სანტა-კრუსში გამგზავნეს საქადაგებლად, სადაც 50-კაციანი კრება იყო. ეს ქალაქი ჰოლივუდის ფილმებში ნაჩვენებ „ველურ დასავლეთს“ მაგონებდა. მაგრამ, როგორც მისიონერს, განსაკუთრებული თავგადასავლები არ მქონია. არასოდეს დამსხმია თავს ნიანგი, არც გახელებული ბრბო, არც უდაბნოში დავკარგულვარ და არც გემის მსხვრევის მსხვერპლი გავმხდარვარ. მიუხედავად ამისა, მოწაფეების მომზადების საქმე ჩემთვის საინტერესო ხდებოდა.
ერთ სანტა-კრუსელ ქალს, ანტონიას ბიბლიას ვასწავლიდი ესპანურ ენაზე, რაც ჩემთვის იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ერთხელ ანტონიას თავისმა პატარა ბიჭმა უთხრა: „დედიკო, ასე ძალით ლაპარაკობს, რომ გვაცინოს?“ ანტონია და მისი გოგონა იოლანდა იეჰოვას მოწმეები გახდნენ. იოლანდა მეგობრობდა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთან, დიტოსთან. ბიბლიის შესწავლა და კრებებზე დასწრება დიტომაც დაიწყო. მასთან ურთიერთობამ კიდევ ერთი რაღაც მასწავლა: ბიბლიის შემსწავლელს ზოგჯერ პატარა შეფუცხუნება სჭირდება.
დიტომ შესწავლის გაცდენა რომ დაიწყო, ვუთხარი: „დიტო, იეჰოვა არ გაძალებს სამეფოს მხარეს დგომას. არჩევანი თავად უნდა გააკეთო“. მან მითხრა, მინდა, ღმერთს ვემსახუროო. მაშინ ვუთხარი: „ეს რევოლუციონერის სურათები ვინმემ რომ დაინახოს, იფიქრებს, რომ შენ ღვთის სამეფოს მხარეს ხარ?“ სწორედ ასეთი შეფუცხუნება სჭირდებოდა დიტოს.
ორი კვირის თავზე რევოლუცია დაიწყო და შეიარაღებული შეტაკება მოხდა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პოლიციელებს შორის. „გავეცალოთ აქაურობას!“ — შეჰყვირა დიტომ მეგობარს. „არა! ამ დღეს დიდხანს ველოდით“, — უთხრა მეგობარმა, დაავლო იარაღს ხელი და უნივერსიტეტის სახურავზე ასასვლელად გაემართა. იმ დღეს დიტოს რვა მეგობარი დაეღუპა. დიტოს სწორი გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, ის დღეს შეიძლება ცოცხალი აღარ ყოფილიყო. წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერი ვარ, რომ ის დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანია!
ვხედავ, რომ იეჰოვას სული მოქმედებს
ერთხელ ერთ კარს ჩავუარე, მეგონა, რომ იქ უკვე ნამყოფი ვიყავი. ერთმა ქალმა გააღო კარი და დამიძახა. მას იგნასია ერქვა. ის იცნობდა იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ ქმარი, ადალბერტო ეწინააღმდეგებოდა; ის ერთი დიდი და ჩასხმული პოლიციელი იყო. იგნასიას არ ესმოდა ბიბლიური მოძღვრებები. ამიტომ მასთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ადალბერტოს არ უნდოდა, რომ იგნასიას ბიბლიის შესწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ მასთანაც გამოვნახე საერთო ენა. კარგა ხნის მანძილზე სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობდით. აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა.
რამხელა სიხარული ვიგრძენი, მოსიყვარულე იგნასია კრების წევრი რომ გახდა. ის სულიერად თუ ფიზიკურად ეხმარებოდა თანაქრისტიანებს. დროთა განმავლობაში მისი ქმარიც და სამი შვილიც იეჰოვას მოწმეები გახდნენ. სასიხარულო ცნობის მნიშვნელობას ადალბერტო ბოლომდე რომ ჩასწვდა, პოლიციაში მივიდა და ისეთი ენთუზიაზმით იქადაგა, რომ პოლიციელებისგან „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ“-ის 200 ეგზემპლარის შეკვეთა მიიღო.
იეჰოვა ზრდის
სანტა-კრუსში ექვსი წლის მსახურების შემდეგ 25 წელი ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასში ვიმსახურე. 70-იან წლებში იეჰოვას მოწმეების ოფისმა, სადაც სულ 12 კაცი მსახურობდა, ლა-პასში გადაინაცვლა. სამქადაგებლო მსახურების გაფართოების შედეგად კი 1998 წელს მზარდ ქალაქ სანტა-კრუსში ფილიალი აშენდა, სადაც 50 კაცი მსახურობდა. იქ მეც მიმიწვიეს.
1966 წელს თუ ერთი კრება იყო სანტა-კრუსში, დღეს 50-ზე მეტი კრებაა, და ბოლივიაში თუ 640 მოწმე იყო, დღეს დაახლოებით 18 000-ია.
ჩემი მსახურება ბოლივიაში ნაყოფიერი გამოდგა, თუმცა მე ყველა ერთგული ქრისტიანის მსახურება მამხნევებს. ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ, როგორ აკურთხებს იეჰოვა სამეფოს შესახებ ქადაგებას. მოწაფეების მომზადების საქმეს მართლაც უსაზღვრო სიხარული მოაქვს (მათე 28:19, 20).
-
-
მოწაფეების მომზადებით განცდილი სიხარულისაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 თებერვალი
-
-
[სურათები 15 გვერდზე]
ბოლივიის ოფისში მსახურების დროს; „გალაადის“ 42-ე კლასის გამოშვება (მარცხნივ).
-