საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბოლივიის განაპირა ადგილებში სასიხარულო ცნობას ისმენენ
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
    • და-ძმებს ბედნიერებას ანიჭებს იმის ცოდნა, რომ მათ იეჰოვას სული ხელმძღვანელობს. მაგალითად, რობერტი და ქეითი მისიონერებად დაინიშნენ მოშორებით მდებარე სოფელ კამირში, რომელიც მდინარესთან ახლოს, მთაგორიან ადგილას მდებარეობს. „მართლაც დროული იყო ჩვენი აქ დანიშვნა, — ამბობს რობერტი. — ორ წელში დაახლოებით 40 ადამიანი გახდა სასიხარულო ცნობის მაუწყებელი“.

      ლოთი და აზარტული მოთამაშე სასიხარულო ცნობას ისმენს

      სოფელში მცხოვრებლები გაოცებულნი არიან იმის დანახვით, თუ როგორ იცვლებიან ბიბლიის შემსწავლელები. მაგალითად, დაახლოებით ოთხი წლის წინ, ერთ დღეს ერიელი ნაბახუსევი საწოლში იწვა. ის ცნობილი აზარტული მოთამაშე იყო. ერიელი წუხდა იმაზე, რომ ჰქონდა დიდი ვალები, პრობლემებით აღსავსე ქორწინება და ქალიშვილები უყურადღებოდ ჰყავდა მიტოვებული. ამ ფიქრებში იყო, როცა იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს. ერიელი დიდხანს და ყურადღებით უსმენდა, როცა ბიბლიურ მუხლებს უკითხავდნენ. ამის შემდეგ მან მალევე წაიკითხა ბედნიერი ოჯახური ცხოვრების, სამოთხისა და ღვთისადმი მსახურების შესახებ ლიტერატურა. მოგვიანებით კი იეჰოვას მოწმეებს ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა.

      კამირში მისიონერების ჩამოსვლის შემდეგ ერიელის მეუღლემ ერმინდემაც დაიწყო შესწავლა. თუმცა არც ისე დიდი სურვილი ჰქონდა. „ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას სმა მიეტოვებინა, — ამბობს ის. — მაგრამ ვეჭვობდი, რომ ეს შედეგს გამოიღებდა. ჩემს მეუღლეს არაფრის იმედი აღარ ჰქონდა“. არც კი მოელოდა ერმინდე, რომ ბიბლიის შესწავლა თავად ასე დააინტერესებდა. ერთ წელში მოინათლა და მან ნათესავებთან დაიწყო ქადაგება. მალე რამდენიმე მათგანმა იეჰოვას მიუძღვნა თავი.

      ერიელისთვის კი რთული იყო სმისთვის, სიგარეტისა და აზარტული თამაშისთვის თავის დანებება. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მან მეგობრები ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დაპატიჟა. ერიელმა გადაწყვიტა, რომ ვინც არ მივიდოდა, მასთან შეწყვეტდა ურთიერთობას. ვინც მივიდოდა კი, მასთან ბიბლიის შესწავლას დაიწყებდა. მართლაც, მან სამი ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ერიელი ბიბლიას ასწავლიდა ნათესავს, რომელიც შემდეგ მასთან ერთად მოინათლა. ერმინდე ამბობს: „ის სრულიად სხვა პიროვნება გახდა“.

      რობერტი აღნიშნავს: „მათი ნათესავებიდან 24 პიროვნება ყოველთვის ესწრება კრების შეხვედრებს. მათგან ათი მონათლულია, რვა კი მოუნათლავი მაუწყებელია. აგრეთვე ზოგიერთებმა, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ შეიცვალნენ ისინი, ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და კრების შეხვედრებს ესწრებიან. დამსწრეთა რიცხვი 100–დან 190–მდე გაიზარდა. ქეითი და მე დაახლოებით ოცდაათ ბიბლიის შესწავლას ვატარებთ; ისინი ესწრებიან შეხვედრებს. ჩვენ გვიხარია, რომ ბოლივიაში ვმსახურობთ“.

  • ბოლივიის განაპირა ადგილებში სასიხარულო ცნობას ისმენენ
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
    • [სურათი 12 გვერდზე]

      რობერტი და ქეითი მისიონერებად მსახურობენ კამირში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება