საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბოლივიის განაპირა ადგილებში სასიხარულო ცნობას ისმენენ
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
    • ბოლივიის განაპირა ადგილებში სასიხარულო ცნობას ისმენენ

      მოუთმენლად ველოდით ამ დღეს. დაახლოებით ოცი კაცი მდინარესთან შევიკრიბეთ, რათა ერთი დღის განმავლობაში მთებში მდებარე სოფლები მოგვენახულებინა. ჩვენ ანდების ძირას ვიმყოფებით, სადაც მდინარე ბენი ამაზონის ვრცელ დაბლობზე ჩამოედინება. ეს, მართლაც, თვალწარმტაცი სანახაობაა.

      ჩვენ არა ვართ ტურისტები. ზოგიერთი ჩვენგანი ადგილობრივი მოსახლეა, ზოგიც კი მოშორებული ქალაქებიდან ჩამოვიდა. ახლა ისინი პატარა ლამაზ ქალაქ რურენაბაკეში ცხოვრობენ, სადაც ჩალით დახურული სახლები და ლამაზი ხეებია. ირგვლივ არსებულ სიმშვიდეს კი მოტოციკლეტების ხმაური არღვევს; ისინი ტაქსის მაგივრობას ასრულებენ.

  • ბოლივიის განაპირა ადგილებში სასიხარულო ცნობას ისმენენ
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
    • „შესაძლებლობა მქონდა, კარიერა შემექმნა ქალაქ ლა-პასში, — ამბობს ლუისი. — მაგრამ მშობლები ყოველთვის მარწმუნებდნენ, რომ ყველაზე სასურველი კარიერა მოწაფეების მომზადებაა. ასე რომ, გადავწყვიტე, მხოლოდ სამშენებლო კურსები დამემთავრებინა. არდადეგების დროს რურენაბაკეში ყოფნისას შევამჩნიე, რომ ხალხი გულმოდგინედ ისმენდა სასიხარულო ცნობას. იქ რამდენიმე ძმა მსახურობდა. ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალე რურენაბაკეში გადასვლა, რათა ძმებს დავხმარებოდი. ახლა ბიბლიის 12 შესწავლა მაქვს. ვასწავლი ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს. ქმარი ხშირად სვამდა და აზარტულ თამაშებში იყო ჩაფლული. მაგრამ ის თანდათანობით იცვლება და რასაც იეჰოვას შესახებ იგებს, მეგობრებს უყვება. განსახილველ მასალას ყოველთვის წინასწარ ამზადებს. როცა სამი ან ოთხი დღის განმავლობაში მორების დასამზადებლად მიდის ტყეში, წუხს, რადგან შესწავლა უცდება. როდესაც მას ვხედავ ოჯახთან ერთად ქრისტიანულ შეხვედრებზე, ვხვდები, რომ ნამდვილად ღირდა მსხვერპლის გაღება — აქ გადმოსვლა“.

      ჰუანა მარტოხელა მშობელია. „ლა-პასში შინამოსამსახურედ ვმუშაობდი, — ამბობს ის. — როცა ჩემი ვაჟი პატარა იყო, სრული დროით ვმსახურობდი. რურენაბაკეში ყოფნისას მივხვდი, რომ აქ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო მსახურებაში. ასე რომ, საცხოვრებლად აქ გადმოვედით; მე შინამოსამსახურედ დავიწყე მუშაობა. თავდაპირველად ცხელი კლიმატისა და მწერების გამო გამიჭირდა ლა-პასში ცხოვრება. მაგრამ უკვე შვიდი წელია აქ ვართ. ყოველკვირა ბევრ ბიბლიის შესწავლას ვატარებ და შემსწავლელთაგან უმრავლესობა კრების შეხვედრებს ესწრება“. ჰუანა და თავისი ვაჟიც ჩვენ შორის იმყოფებიან და მთებში მდებარე სოფლების მოსანახულებლად ვემზადებით. გიწვევთ, ჩვენთან ერთად იმოგზაუროთ.

      მდინარის სათავისკენ

      კატერით გავემართეთ მთებს შორის ვიწრო გასასვლელისკენ. თუთიყუშების გუნდი „შეძახილებით“ შემოგვეგება, თითქოს ჩვენი დანახვა არ ესიამოვნათ. ამღვრეული წყალი მთებიდან დიდი სისწრაფით მოედინებოდა. გამოცდილი მესაჭე შესანიშნავად უმკლავდებოდა დინებას. შუადღით ერთ პატარა სოფელს მივადექით. იქ რურენაბაკის კრების უხუცესს შევხვდით; მან ის ტერიტორია გვიჩვენა, სადაც უნდა გვექადაგა.

      მოსახლეობა გვეპატიჟებოდა ხის ჩრდილქვეშ ან ბამბუკისგან აშენებულ და პალმის ფოთლებით გადახურულ სახლებში. გავიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელიც შაქრის ლერწამს სახლში დამზადებული ხის პრესით ამუშავებდა. წვენს სპილენძის ჯამში აგროვებდნენ და შემდეგ ადუღებდნენ მანამ, სანამ მისგან მუქ, ბლანტ სითხეს არ მიიღებდნენ, რასაც შემდეგ ქალაქში ყიდდნენ. მათ სახლში მიგვიპატიჟეს და ბიბლიის შესახებ მრავალი კითხვა დაგვისვეს.

      ჩვენ გზა განვაგრძეთ და სოფლიდან სოფელში ვქადაგებდით. ბევრი სიხარულით ისმენდა ავადმყოფობისა და სიკვდილის მოსპობის შესახებ ბიბლიაში ჩაწერილ ცნობას (ესაია 25:8; 33:24). იმ სოფლებში, სადაც სათანადოდ ვერ მკურნალობენ, ბავშვები იღუპებიან, რაც ოჯახებს დიდ ტკივილს აყენებს. მიწის მუშებისა და მეთევზეების სიცოცხლე მოსავლის მოყვანასა და თევზის ჭერაზეა დამოკიდებული. ასე რომ, ბევრი დაინტერესდა 71-ე ფსალმუნში ჩაწერილი დანაპირებით, რომ სიღარიბეს ღვთის მმართველობა მოუღებს ბოლოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება