-
სპეციალური კამპანია ბულგარეთშისაგუშაგო კოშკი — 2010 | 15 სექტემბერი
-
-
ეს მოწმეები სამ ქალაქში კაზანლიკში, სანდანსკსა და სილისტრაში გაანაწილეს. სარაიონო ზედამხედველებმა ადგილობრივ პიონერებსა და მაუწყებლებს მოუწოდეს, რომ მხარი დაეჭირათ კამპანიისთვის. 382 ადგილობრივმა მოწმემ მთელი გულით იქადაგა იმ ტერიტორიებზე, სადაც იშვიათად ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას.
ბულგარელმა ძმებმა წინასწარ იზრუნეს სხვა ქვეყნებიდან ჩასული და-ძმების დაბინავებაზე. მათ დაიქირავეს ბინები და არც ისე ძვირადღირებულ სასტუმროში ოთახები შეუკვეთეს. ადგილობრივმა ძმებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ მოხალისეებს თავშესაფარი და ყველაფერი აუცილებელი ჰქონოდა. სამივე ქალაქში იქირავეს შესაკრებელი ადგილები, სადაც ჩასული ძმები ჩაატარებდნენ კრების შეხვედრებს. ძალიან სასიხარულო იყო, რომ იქ, სადაც ერთი მოწმეც კი არ ცხოვრობდა, 50 მაუწყებელი შეიკრიბა იეჰოვას განსადიდებლად.
სხვა ქვეყნებიდან ჩასული და-ძმები კამპანიის დროს ბოლომდე დაიხარჯნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, არავის შეუწყვეტია ქადაგება. მდინარე დუნაიზე გაშენებულ ქალაქ სილისტრაში, სადაც 50 000-ზე მეტი მოსახლეა, პირველივე სამ კვირაში ყველას ექადაგა. ძმებმა მეზობელ სოფლებშიც იქადაგეს და ქალაქ ტუტრაკანამდეც კი მიაღწიეს, რომელიც სილისტრადან დასავლეთით 55 კილომეტრითაა დაშორებული. ისინი, ჩვეულებრივ, მსახურებას 9:30-ზე იწყებდნენ. სადილის შემდეგ ხშირად საღამოს შვიდ საათამდე ან უფრო გვიანობამდეც აგრძელებდნენ ქადაგებას. და-ძმების გულმოდგინე მსახურების წყალობით არა მხოლოდ კაზანლიკსა და სანდანსკში მოისმინეს სასიხარულო ცნობა, არამედ მეზობელ სოფლებსა და ქალაქებშიც.
მსახურების შედეგები
შვიდი კვირის მანძილზე იეჰოვას მოწმეებმა საუკეთესოდ დაამოწმეს ბულგარეთში. როგორც პირველ საუკუნეში უთხრეს მოციქულებს, რომ თავიანთი სწავლებით აავსეს იერუსალიმი, ისე ამ ქალაქების მაცხოვრებლებსაც შეეძლოთ მოწმეებისთვის ეთქვათ, რომ ‘მათი ქალაქები თავიანთი სწავლებით აავსეს’ (საქ. 5:28). ვინც ამ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, 50 000 ჟურნალი გაავრცელა და ბიბლიის 482 შესწავლა დაიწყო. 2009 წლის 1 სექტემბერს ქალაქ სილისტრაში კრება ჩამოყალიბდა, ხოლო კაზანლიკსა და სანდანსკში ჯგუფები გაიხსნა. სასიხარულოა, რომ ვინც კამპანიის დროს პირველად მოისმინა სასიხარულო ცნობა, სულიერად გაიზარდა.
კამპანიის პირველ კვირას ესპანეთიდან ჩასულმა ბულგარულ ენაზე მოლაპარაკე სპეციალურმა პიონერმა დამ უქადაგა კარინას, რომელიც სილისტრას ქუჩებში გაზეთებს ყიდდა. კარინამ ინტერესი გამოავლინა და კრების შეხვედრას დაესწრო. იგი სიხარულით დათანხმდა მოწმეებს ბიბლიის შესწავლაზე. მისი ქმარი ათეისტი იყო, ამიტომ მან მოწმეებს სთხოვა, რომ პარკში ჩაეტარებინათ მისთვის შესწავლა. მალე კარინას მისი ორი ქალიშვილიც შეუერთდა. უფროსი გოგონა, დანიელა განსაკუთრებით დაინტერესდა ჭეშმარიტებით. მან ერთ კვირაში წაიკითხა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ და მაშინვე მოიშორა ღვთისთვის მიუღებელი გამოსახულებები. დანიელამ თავის მეგობრებსაც გაუზიარა ნასწავლი. შეხვედრაზე პირველად დასწრებიდან სამ კვირაში დას, რომელიც ბიბლიას ასწავლიდა, დანიელამ უთხრა: „მინდა, ერთი თქვენთაგანი ვიყო. რა უნდა გავაკეთო, რომ მეც დავიწყო ქადაგება?“ დანიელა, დედამისი და მისი უმცროსი და მალე გაიზარდნენ სულიერად.
-
-
სპეციალური კამპანია ბულგარეთშისაგუშაგო კოშკი — 2010 | 15 სექტემბერი
-
-
დაუქორწინებელი და კარინა, რომელიც სრული დროით მსახურობს, სილისტრაში ესპანეთიდან ჩავიდა. მან მიატოვა სამსახური ესპანეთში და სილისტრაში ახალჩამოყალიბებული კრების დასახმარებლად გადავიდა. ბულგარეთში რომ ერთი წლით ემსახურა, მან საკმარისი ფული დააგროვა. კარინა ამბობს: „ძალიან მიხარია, რომ იეჰოვას ნებით ბულგარეთში ვმსახურობ. იმედი მაქვს, რომ დიდხანს შევძლებ აქ დარჩენას. უკვე ხუთ ადამიანს ვასწავლი ბიბლიას და სამი მათგანი შეხვედრებს ესწრება“.
-