საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yp2 თ. 33 გვ. 273-278
  • რატომ უნდა მოვერიდო პორნოგრაფიას?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ უნდა მოვერიდო პორნოგრაფიას?
  • ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ფრთხილად, პორნოგრაფიაა!
  • თუ უკვე სახიფათო ზონაში ხარ
  • როგორ მოვერიდო პორნოგრაფიის ყურებას?
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • პორნოგრაფიის ყურება ჩვევად მექცა
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • რატომ უნდა ავარიდო თავი პორნოგრაფიას?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • პორნოგრაფია უვნებელია თუ მომწამვლელი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
yp2 თ. 33 გვ. 273-278

თავი 33

რატომ უნდა მოვერიდო პორნოგრაფიას?

გხვდება ხოლმე თვალში პორნოგრაფიული გამოსახულებები?

□ არასდროს

□ იშვიათად

□ ხშირად

ძირითადად როდის ხდება ასეთი რამ?

□ როცა ინტერნეტში ვარ

□ სკოლაში ყოფნისას

□ ტელევიზორის ყურების დროს

□ სხვა შემთხვევებში

როგორ იქცევი ამ დროს?

□ მაშინვე თვალს ვარიდებ

□ ცოტა ხნით შევავლებ ხოლმე თვალს

□ თვალს ვერ ვაშორებ და უფრო მეტის ნახვას ვცდილობ

შენი მშობლების ახალგაზრდობაში ვინმეს პორნოგრაფიის ნახვა რომ მოენდომებინა, დიდი მცდელობის გარეშე არაფერი გამოუვიდოდა. დღეს კი მცდელობა იმისთვის გჭირდება, რომ როგორმე მას თავი აარიდო. ერთი 19 წლის გოგო ამბობს: „ზოგჯერ ინტერნეტში უბრალოდ რომელიმე საიტს ვკითხულობ, საყიდლად რამეს ვეძებ ან ბანკის ამონაწერს ვამოწმებ, და უცბად ეკრანზე პორნოგრაფიული გამოსახულება ჩნდება“. ასეთი რამ არცთუ იშვიათად ხდება. ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ 8—16 წლის ახალგაზრდების 90 პროცენტს ჰქონია მსგავსი შემთხვევები. მათი თქმით, ეს უმეტესწილად მაშინ ხდებოდა, როცა ინტერნეტში საშინაო დავალებების მოსამზადებლად შედიოდნენ.

იმის გამო, რომ პორნოგრაფია დღეს ყველგანაა მოდებული, შეიძლება იფიქრო: „მართლა არის პორნოგრაფიაში რამე საგანგაშო?“. დიახ! პორნოგრაფია ზნეობრივად აკნინებს არა მარტო მათ, ვინც მონაწილეობს ასეთი მასალის შექმნაში, არამედ მათაც, ვინც მას უყურებს. პორნოგრაფიის ყურებას ხშირად ადამიანი უზნეობის ჩადენამდე მიჰყავს. თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება.

პორნოგრაფიის ყურება შეიძლება იქცეს ჩვევად, რომლის უარყოფითი შედეგებიც ადამიანს დიდხანს შეახსენებს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯეფი 14 წლის წინ გათავისუფლდა ამ ჩვევისგან, ის გულწრფელად ამბობს: „ყოველდღე ვებრძვი საკუთარ თავს. მაშინდელთან შედარება არ შეიძლება, მაგრამ პორნოგრაფიის ყურების სურვილი ახლაც მაქვს და ბინძური სცენები დღემდე ვერ ამოვიშალე გონებიდან. ნეტა თავის დროზე გავჩერებულიყავი. თავიდან არ მეგონა, რომ ეს ასე იმოქმედებდა ჩემზე. პორნოგრაფია ხრწნის და აკნინებს ნებისმიერს. რა გამართლებაც არ უნდა მოუძებნონ, პორნოგრაფიაში არაფერი — აბსოლუტურად არაფერი — არ არის კარგი“.

ფრთხილად, პორნოგრაფიაა!

შეგიძლია რამის გაკეთება, თუნდაც შემთხვევით რომ არ წააწყდე პორნოგრაფიულ მასალას? დიახ. უპირველესად გაიხსენე, რა სიტუაციებში შეგხვედრია პორნოგრაფიული გამოსახულებები. მაგალითად, დაფიქრდი:

ზოგ კლასელს ხომ არ უყვარს ელექტრონული ფოსტით ან მობილურით პორნოგრაფიული სურათების გამოგზავნა? ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჯობდეს, გაუხსნელად წაშალო მათგან მიღებული წერილები ან შეტყობინებები.

როცა ინტერნეტში ხარ, ძიების ველში ამა თუ იმ სიტყვის ჩაბეჭდვისას ხომ არ ჩნდება ხოლმე მოლივლივე გამოსახულებები? თუ ასეა, იქნებ ჯობს, უფრო კონკრეტულად მიუთითო სიტყვები ან სხვა სიტყვებით ეძებო სასურველი ინფორმაცია.

ქვევით ჩამოწერე, რა შემთხვევებში წაწყდომიხარ პორნოგრაფიულ გამოსახულებებს.

․․․․․

რას გააკეთებ, ასეთი „შეხვედრების“ ალბათობა მინიმუმამდე რომ დაიყვანო ან საერთოდ გამორიცხო?

․․․․․

თუ უკვე სახიფათო ზონაში ხარ

გაცილებით სერიოზულ პრობლემასთან გექნება საქმე, თუ შეგნებულად უყურებ პორნოგრაფიას. ამ ჩვევისგან გათავისუფლება ადვილი არ არის. მაგალითისთვის წარმოიდგინე, რომ ხელები ძაფით შეგიკრეს. თუ ძაფს ერთხელ შემოგახვევენ, მისი გაწყვეტა არ გაგიჭირდება, მაგრამ ბევრჯერ შემოხვევის შემთხვევაში ადვილად ვეღარ გაითავისუფლებ ხელებს. იმავეს თქმა შეიძლება მათზე, ვინც ხშირად უყურებს პორნოგრაფიას. რაც უფრო მეტს უყურებენ, მით უფრო ირთულებენ მდგომარეობას. თუ შენც ასე ხარ, როგორ უნდა უშველო თავს?

დაინახე, რა დგას პორნოგრაფიის მიღმა. პორნოგრაფიით სატანა ცდილობს იმის გაუკუღმართებას, რაც იეჰოვამ ღირსეული მიზნისთვის შექმნა. თუ ასეთი კუთხით შეხედავ პორნოგრაფიას, გაგიადვილდება ‘ბოროტების შეძულება’ (ფსალმუნი 97:10).

იფიქრე შედეგებზე. პორნოგრაფია ანგრევს ოჯახებს. ის ამახინჯებს აზროვნებას. მის თვალში, ვინც ასეთ სცენებს უყურებს, მცირდება ადამიანის ღირსება. ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). მოიყვანე იმის მაგალითი, თუ პორნოგრაფიის ყურების შემთხვევაში რა შეიძლება იქცეს შენთვის „უბედურებად“.

․․․․․

თქვი და სიტყვა შეასრულე. „შეთანხმება დავუდე ჩემს თვალებს და როგორღა შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?!“ — თქვა იობმა, ღვთის ერთგულმა მსახურმა (იობი 31:1). ქვემოთ მოყვანილია „შეთანხმების“ სამი მაგალითი:

არ შევალ ინტერნეტში, როცა ოთახში მარტო ვიქნები.

თუ პორნოგრაფიული საიტი ან გამოსახულება გამოჩნდება, დაუყოვნებლივ დავხურავ ფანჯარას.

თუ ცდუნებას ავყვები და კიდევ ვუყურებ პორნოგრაფიას, აუცილებლად დაველაპარაკები მოწიფულ მეგობარს.

კიდევ რა პირობის დადება დაგეხმარება ამ ჩვევასთან ბრძოლაში? თუ გაქვს რამე აზრი, აღნიშნე:

․․․․․

ილოცე. იეჰოვას მისი ერთი მსახური სთხოვდა: „თვალი ამარიდებინე არარაობას“ (ფსალმუნი 119:37). იეჰოვა ღმერთს სურს, რომ გაიმარჯვო ამ ბრძოლაში. ის მოგცემს საჭირო ძალებს (ფილიპელები 4:13).

დაელაპარაკე ვინმეს. სანდო ადამიანთან დალაპარაკება ბევრს დაეხმარა. ამ ჩვევის დასაძლევად ეს მათთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო (იგავები 17:17). აქვე დაწერე, ვისთან გაგიადვილდება ამ საკითხზე საუბარი.

․․․․․

გჯეროდეს, ამ ჩვევის დაძლევა შესაძლებელია. რამდენჯერაც თვალს მოარიდებ პორნოგრაფიას, იმდენი ნაბიჯით მიუახლოვდები საბოლოო გამარჯვებას. ასეთ მომენტებშიც ილოცე და მადლობა გადაუხადე იეჰოვას იმისათვის, რომ ძალა მოგცა. გახსოვდეს: ყოველთვის, როცა თავს არიდებ პორნოგრაფიას, შენ გულს უხარებ იეჰოვა ღმერთს (იგავები 27:11).

საკვანძო ბიბლიური მუხლი

„ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე, რაც კერპთაყვანისმცემლობაა“ (კოლოსელები 3:5).

რჩევა

შენს კომპიუტერში დაბლოკე პორნოგრაფიული საიტები. უცნობებისგან მიღებულ ელექტრონულ წერილებში მოერიდე ბმულებზე დაწკაპუნებას.

იცოდი, რომ . . . ?

პორნოგრაფიის გავრცელება ნოეს დროინდელი მოვლენების გამოძახილია და მოგვაგონებს ბოროტი სულიერი არსებების სექსუალურ აღვირახსნილობას (დაბადება 6:2).

რა უნდა გავაკეთო

შემთხვევითაც რომ არ ვნახო პორნოგრაფიული გამოსახულებები ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

● რატომ მოქმედებს ადამიანზე უარყოფითად პორნოგრაფიის ყურება?

● როგორ დაეხმარებოდი შენს დას ან ძმას, პორნოგრაფიის ყურების ჩვევა რომ ჰქონოდა?

[ჩანართი 278 გვერდზე]

„ბიბლიის შესწავლის დაწყებამდე თითქმის ყველა ნარკოტიკი მქონდა გასინჯული. მაგრამ პორნოგრაფიას ვერც ერთს ვერ შევადარებ. ყველაზე ძალიან ამ ჩვევის დაძლევა გამიჭირდა. იეჰოვა რომ არა, ამას უბრალოდ ვერ შევძლებდი“ (ჯეფი).

[სურათი 276 გვერდზე]

რაც უფრო მეტჯერ შემოგახვევენ ძაფს, მით უფრო გაგიჭირდება მისი გაწყვეტა. რაც მეტად უყურებ პორნოგრაფიას, მით უფრო გაირთულებ მდგომარეობას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება