ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 11
ენთუზიაზმი
რომაელები 12:11
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ილაპარაკე ენთუზიაზმით და მოქმედებისკენ აღძარი მსმენელი.
ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:
- ილაპარაკე მთელი გულით. მომზადების დროს იფიქრე იმაზე, რომ ხალხს მნიშვნელოვან ცნობას გადასცემ. იმდენად კარგად უნდა მოამზადო მასალა, რომ მთელი გულით გადმოსცე. 
- იფიქრე მსმენელზე. დაფიქრდი, რამდენად გამოადგება სხვებს ინფორმაცია, რომელსაც კითხულობ ან ასწავლი. ეცადე, ისე გადმოსცე, რომ მსმენელმა ნათლად დაინახოს მისი პრაქტიკული ღირებულება. 
- ცოცხლად გადმოეცი. ილაპარაკე ენთუზიაზმით. გრძნობები ბუნებრივი ჟესტიკულაციითა და სახის გამომეტყველებით გამოხატე.