რა არის ღვთის სამეფო?
ღვთის სამეფოს მოსვლაზე ბევრი ლოცულობს. დაფიქრებულხართ ოდესმე, რა არის ღვთის სამეფო და რას გააკეთებს?
ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲗᲕᲐᲚᲡᲐᲖᲠᲘᲡᲘ:
- რა არის ღვთის სამეფო? - ეს არის ზეციერი ხელისუფლება, რომლის სათავეშიც იესო ქრისტე დგას (ესაია 9:6, 7; მათე 5:3; ლუკა 1:31—33). 
- რას გააკეთებს ღვთის სამეფო? - ის ბოლოს მოუღებს ბოროტებას და დედამიწაზე უსასრულო მშვიდობას მოიტანს (დანიელი 2:44; მათე 6:10). 
- რას ნიშნავს, უპირველესად ვეძებოთ ღვთის სამეფო? - ეს ნიშნავს, მხარი დავუჭიროთ ღვთის სამეფოს იმაში დარწმუნებულებმა, რომ ღმერთი სწორედ მისი მეშვეობით შეასრულებს თავის ნებას დედამიწაზე (მათე 6:33; 13:44).