თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2013 წლის 24 ივნისით დაწყებულ კვირაში. ფრჩხილებში მოცემული თარიღი მიუთითებს იმ კვირაზე, როცა განხილული იქნება ეს საკითხი, რაც საშუალებას მოგცემთ, მოემზადოთ იმ კვირის სკოლის პროგრამისთვის.
1. რა იგულისხმა იესომ იოანეს 3:14, 15-ში ჩაწერილ სიტყვებში: „როგორც მოსემ აამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძეც“? [6 მაის. it-1 გვ. 505 (ინგლ.)]
2. როდის მიიღებენ იესოს მიმდევრები სიცოცხლეს თავიანთ თავში ანუ როდის მიაღწევენ სიცოცხლის სისავსეს? (იოან. 6:53) [13 მაის. w03 9/15 გვ. 31, აბზ. 3]
3. თვალსაჩინო მაგალითის დახმარებით ახსენით, როგორ გააცნო იესომ თავისი მამა ადამიანებს (იოან. 8:28) [20 მაის. w11 4/1 გვ. 7, აბზ. 3]
4. რას ვსწავლობთ იმ შემთხვევიდან, როცა იესო თავისი მეგობრის, ლაზარეს სიკვდილის გამო აცრემლდა? (იოან. 11:35) [20 მაის. w08 5/1 გვ. 24, აბზ. 3—5]
5. რა ბრწყინვალე მაგალითი მისცა იესომ მოწაფეებს, როცა ფეხები დაბანა? (იოან. 13:4, 5) [27 მაის. w99 3/1 გვ. 31, აბზ. 1]
6. როგორ გვიწევს ღვთის სული სანდო ხელმძღვანელობას? [27 მაის. w11 12/15 გვ. 14, აბზ. 9]
7. რა იგულისხმება იოანეს 21:15-ში მოცემულ სიტყვაში „ამათზე“ და რას ვსწავლობთ აქედან? [3 ივნ. w08 4/15 გვ. 32, აბზ. 11]
8. საქმეების 2:44—47-სა და საქმეების 4:34, 35-ის თანახმად, როგორი სულისკვეთება უნდა გამოავლინონ ქრისტიანებმა? [10 ივნ. w08 5/15 გვ. 30, აბზ. 5]
9. საქმეების 7:59-ის თანახმად, იესოს მიმართა ლოცვით სტეფანემ? [17 ივნ. w08 5/15 გვ. 31, აბზ. 3]
10. როგორ უნდა მივბაძოთ ბარნაბას და რა დადებით შედეგს მოგვიტანს ეს? (საქ. 9:26, 27) [24 ივნ. bt გვ. 65, აბზ. 19]