საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w20 მაისი გვ. 8-11
  • მეფეთა ორთაბრძოლა უკანასკნელ დროს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მეფეთა ორთაბრძოლა უკანასკნელ დროს
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • მსგავსი მასალა
  • ჩრდილოეთის მეფე უკანასკნელ პერიოდში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • იეჰოვა აცხადებს იმას, რაც „უნდა მოხდეს მალე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • ვინ არის დღეს ჩრდილოეთის მეფე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • საოცარი საიდუმლო იხსნება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
w20 მაისი გვ. 8-11

მეფეთა ორთაბრძოლა უკანასკნელ დროს

დიაგრამაში აღწერილი წინასწარმეტყველური მოვლენები თანადროულად ვითარდება. ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ „უკანასკნელ დროში“ ვცხოვრობთ (დან. 12:4).

დიაგრამა, რომელზეც ნაჩვენებია, როგორ სრულდება ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფის შესახებ წინასწარმეტყველებები 1870 წლიდან დღემდე
  • დიაგრამის პირველ გვერდზე აღწერილია, როგორ სრულდებოდა უკანასკნელი დროის შესახებ წინასწარმეტყველებები 1870 წლიდან 1918 წლამდე. უკანასკნელი დროის ათვლა 1914 წლიდან დაიწყო. პირველი წინასწარმეტყველება: შვიდთავიანი მხეცის გამოჩენის თარიღი წინ უსწრებს ცხრილში მოცემულ საწყის თარიღს. I მსოფლიო ომის პერიოდში მხეცის მეშვიდე თავი დაჭრეს. 1917 წლიდან მეშვიდე თავი განიკურნა და მხეცმა ძალა მოიკრიბა. მეორე წინასწარმეტყველება: 1870 წელს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები ასპარეზზე გამოჩნდნენ. 1871 წელს გერმანიის სახით ჩრდილოეთის მეფე კვლავ გვევლინება. სამხრეთის მეფის როლს თავდაპირველად ბრიტანეთი ასრულებდა, თუმცა 1917 წლიდან ის ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიამ ჩაანაცვლა. მესამე წინასწარმეტყველება: 1870-იანი წლებიდან ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები მაცნის როლს ასრულებდნენ. 1880-იანი წლების დასაწყისში „სიონის საგუშაგო კოშკი“ მკითხველებს სასიხარულო ცნობის ქადაგებისკენ მოუწოდებდა. მეოთხე წინასწარმეტყველება: 1914 წლიდან მკის საქმე დაიწყო. ხორბალი სარეველასგან გამოაცალკევეს. მეხუთე წინასწარმეტყველება: 1917 წლიდან გამოიკვეთა, რას განასახიერებდა თიხისა და რკინის ტერფები. დიაგრამაში აგრეთვე ნაჩვენებია: 1914—1918 წლებში მომხდარი მსოფლიო მოვლენები (I მსოფლიო ომი). მოვლენები, რომლებმაც გავლენა იქონია ღვთის ხალხზე: 1914—1918 წლებში ბრიტანეთსა და გერმანიაში ბიბლიის მკვლევრები დააპატიმრეს. 1918 წელს შეერთებულ შტატებში მსოფლიო მთავარ სამმართველოში მომსახურე ძმები დააპატიმრეს
    წინასწარმეტყველება 1

    მუხლ(ებ)ი: (გამოცხ. 11:7; 12:13, 17; 13:1—8, 12)

    წინასწარმეტყველება: 3 000 წელზე მეტია, რაც მხეცი ადამიანებზე ბატონობს. უკანასკნელ დროს მის მეშვიდე თავს ჭრილობას მიაყენებდნენ. მოგვიანებით მხეცი განიკურნებოდა და „მთელი დედამიწა“ მას გაჰყვებოდა. სატანა მისი მეშვეობით შეებრძოლებოდა „დანარჩენებს“.

    შესრულება: წარღვნიდან მოყოლებული საუკუნეების მანძილზე იეჰოვას მოწინააღმდეგე მთავრობები ადამიანებზე ბატონობდნენ. ასწლეულების შემდეგ, I მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის იმპერია საგრძნობლად დასუსტდა. თუმცა ძალაუფლება მაშინ დაიბრუნა, როცა ამერიკის შეერთებული შტატები მისი მოკავშირე გახდა. უკანასკნელ დროს სატანა ღვთის ხალხის შევიწროების მიზნით ადამიანურ მთავრობებს იყენებს.

  • წინასწარმეტყველება 2

    მუხლ(ებ)ი: (დან. 11:25—45)

    წინასწარმეტყველება: უკანასკნელ დროში ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები ძალაუფლებისთვის იბრძოლებდნენ.

    შესრულება: გერმანია შეებრძოლა ინგლის-ამერიკას. 1945 წელს საბჭოთა კავშირი თავის მოკავშირეებთან ერთად ჩრდილოეთის მეფე გახდა. 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა. მოგვიანებით რუსეთი თავის მოკავშირეებთან ერთად ახალი ჩრდილოეთის მეფე გახდა.

  • წინასწარმეტყველება 3

    მუხლ(ებ)ი: (ეს. 61:1; მალ. 3:1; ლუკ. 4:18)

    წინასწარმეტყველება: იეჰოვა „მაცნეს“ გამოგზავნიდა, რათა მესიანური სამეფოს დამყარებამდე გზა მოემზადებინა. „მაცნე“, რომელშიც ადამიანთა ჯგუფი იგულისხმება, „თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის“ ქადაგებას დაიწყებდა.

    შესრულება: 1870-იანი წლებიდან ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები გულმოდგინედ ეძებდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. 1880-იანი წლებიდან ისინი ქადაგების აუცილებლობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. მათ გამოსცეს სტატიები, სახელწოდებით „საჭიროა 1 000 მქადაგებელი“ და „საქადაგებლად ცხებულნი“.

  • წინასწარმეტყველება 4

    მუხლ(ებ)ი: (მათ. 13:24—30, 36—43)

    წინასწარმეტყველება: მტერი „ხორბალში სარეველას“ ჩათესავდა. სარეველა გადაფარავდა ხორბალს და მკამდე ერთად გაიზრდებოდნენ. მკის დროს ხორბალსა და სარეველას ერთმანეთისგან დააცალკევებდნენ.

    შესრულება: 1870 წლიდან ჭეშმარიტ და ცრუ ქრისტიანებს შორის სხვაობა ნელ-ნელა უფრო აშკარა ხდებოდა. უკანასკნელ დროში ჭეშმარიტი ქრისტიანები ორგანიზებულ ჯგუფად იქცნენ და ცრუ ქრისტიანებს გამოეყვნენ.

  • წინასწარმეტყველება 5

    მუხლ(ებ)ი: (დან. 2:31—33, 41—43)

    წინასწარმეტყველება: სხვადასხვა მეტალისგან შემდგარ უზარმაზარ ქანდაკებას რკინისა და თიხის ტერფები ექნებოდა.

    შესრულება: თიხა განასახიერებს ხალხს, რომელზეც ინგლის-ამერიკა ბატონობს. ისინი ხმას იმაღლებენ ამ მთავრობების წინააღმდეგ, რითაც გარკვეულწილად ასუსტებენ მსოფლიო იმპერიის რკინისებრ სიძლიერეს.

  • დიაგრამის მეორე გვერდზე აღწერილია, როგორ სრულდებოდა უკანასკნელი დროის შესახებ წინასწარმეტყველებები 1919—1945 წლებში. 1945 წლამდე გერმანია ჩრდილოეთის მეფის როლს ასრულებდა. სამხრეთის მეფის როლს ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია ასრულებს. მეექვსე წინასწარმეტყველება: 1919 წელს ცხებული ქრისტიანები შეიკრიბნენ აღდგენილ ქრისტიანულ კრებაში. 1919 წლიდან სამქადაგებლო საქმე დიდ მასშტაბებს აღწევს. მეშვიდე წინასწარმეტყველება: 1920 წელს დაარსდა ერთა ლიგა, რომელიც II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაიშალა. დიაგრამაში აგრეთვე ნაჩვენებია: პირველ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული შვიდთავიანი მხეცი კვლავ ასპარეზზეა. მეხუთე წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული რკინისა და თიხის ტერფები. 1939—1945 წლებში მომხდარი მსოფლიო მოვლენები (II მსოფლიო ომი). მოვლენები, რომლებმაც გავლენა იქონია ღვთის ხალხზე: 1933—1945 წლებში გერმანიაში 11 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს. 1933—1945 წლებში ბრიტანეთში დაახლოებით 1 600 იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს. 1940—1944 წლებში შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმის 2 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
    წინასწარმეტყველება 6

    მუხლ(ებ)ი: (მათ. 13:30; 24:14, 45; 28:19, 20)

    წინასწარმეტყველება: ხორბალი „ბეღელში“ შეგროვდებოდა. დაინიშნებოდა „ერთგული და გონიერი მონა“, რომელიც „შინაურებზე“ იზრუნებდა. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მსოფლიო მოსახლეობას ექადაგებოდა.

    შესრულება: 1919 წელს ღვთის ხალხზე ზრუნვა „ერთგულ და გონიერ მონას“ მიენდო. მას შემდეგ ბიბლიის მკვლევრები უფრო და უფრო აქტიურად ქადაგებდნენ. დღეს იეჰოვას მოწმეები 200-ზე მეტ ქვეყანაში აუწყებენ სასიხარულო ცნობას და 1 000-ზე მეტ ენაზე აქვეყნებენ ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს.

  • წინასწარმეტყველება 7

    მუხლ(ებ)ი: (დან. 12:11; გამოცხ. 13:11, 14, 15)

    წინასწარმეტყველება: ორრქიანი მხეცი ეტყოდა ხალხს, გაეკეთებინათ „მხეცის ქანდაკება“. ორრქიანი მხეცი სულს ჩაუდგამდა ამ ქანდაკებას.

    შესრულება: ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის ერთა ლიგის დაარსებაში. ამ ორგანიზაციას სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. 1926—1933 წლებში ჩრდილოეთის მეფეც ერთა ლიგის წევრი იყო. ხალხმა დაიჯერა, რომ ერთა ლიგა მშვიდობას დაამყარებდა, რისი ძალაც სინამდვილეში მხოლოდ ღვთის სამეფოს შესწევს. დღეს კი, ხალხი გაეროზე ამყარებს იმედს.

  • დიაგრამის მესამე გვერდზე აღწერილია, როგორ სრულდებოდა უკანასკნელი დროის შესახებ წინასწარმეტყველებები 1945—1991 წლებში. 1991 წლამდე ჩრდილოეთის მეფის როლს საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირეები ასრულებდნენ, შემდეგ კი ისინი რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა ჩაანაცვლეს. სამხრეთის მეფის როლს ინგლის-ამერიკის იმპერია ასრულებს. მერვე წინასწარმეტყველება: ატომური ბომბის აფეთქების შედეგად ამოსული კვამლი განასახიერებს გამანადგურებელ შედეგებს, რომელიც ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის გამოჩენას მოჰყვა. მეცხრე წინასწარმეტყველება: 1945 წელს დაარსდა გაერო, რომელმაც ერთა ლიგა ჩაანაცვლა. დიაგრამაში აგრეთვე ნაჩვენებია: პირველ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული შვიდთავიანი მხეცი კვლავ ასპარეზზეა. მეხუთე წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული რკინისა და თიხის ტერფები. მეექვსე წინასწარმეტყველების თანახმად, 1945 წელს მაუწყებელთა რიცხვი 156 000-ს აჭარბებდა. 1991 წელს მაუწყებელთა რიცხვი 4 278 000-ს აღემატებოდა. მოვლენები, რომლებმაც გავლენა იქონია ღვთის ხალხზე: 1945—1950 წლებში ათასობით იეჰოვას მოწმე ციმბირში გადაასახლეს
    წინასწარმეტყველება 8

    მუხლ(ებ)ი: (დან. 8:23, 24)

    წინასწარმეტყველება: გამოჩნდებოდა მრისხანე მეფე, რომელიც არნახულ უბედურებას მოიტანდა.

    შესრულება: ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და არაერთი უბედურება მოიტანა. მაგალითად, ll მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა ორი ატომური ბომბი გამოიყენა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც მას და ბრიტანეთს ემტერებოდა. არცერთ სხვა იარაღს ასეთი გამანადგურებელი შედეგები არ მოჰყოლია.

  • წინასწარმეტყველება 9

    მუხლ(ებ)ი: (დან. 11:31; გამოცხ. 17:3, 7—11)

    წინასწარმეტყველება: ათრქიანი ალისფერი მხეცი უფსკრულიდან ამოვიდოდა და მერვე მეფე გახდებოდა. დანიელის წიგნში ეს მეფე „გამაპარტახებელ სისაძაგლედ“ არის მოხსენიებული.

    შესრულება: მეორე მსოფლიო ომის დროს ერთა ლიგა დაიშალა. ომის შემდეგ მისი ადგილი გაერომ დაიკავა. ერთა ლიგის მსგავსად, გაეროსაც ის როლი დაეკისრა, რომელსაც ღვთის სამეფო შეასრულებს. გაერო თავს დაესხმება რელიგიებს.

  • დიაგრამის მეოთხე გვერდზე აღწერილია, როგორ სრულდება უკანასკნელი დროის შესახებ წინასწარმეტყველებები ჩვენს დროში და როგორ შესრულდება ზოგიერთი მათგანი არმაგედონამდე. ჩრდილოეთის მეფეს რუსეთი და მისი მოკავშირეები წარმოადგენენ. სამხრეთის მეფის როლს ინგლის-ამერიკის იმპერია ასრულებს. მეათე წინასწარმეტყველება: ერები მშვიდობასა და უსაფრთხოებას აცხადებენ, რასაც დიდი გასაჭირის დაწყება მოჰყვება. მეთერთმეტე წინასწარმეტყველება: ერები გაანადგურებენ ცრუ რელიგიას. მეთორმეტე წინასწარმეტყველება: მთავრობები იერიშს მიიტანენ ღვთის ხალხზე. ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ზეცაში შეიკრიბება. მეცამეტე წინასწარმეტყველება: არმაგედონი. თეთრ ცხენზე მჯდომი „სრულად იპყრობს“. შვიდთავიან მხეცს ანადგურებენ; უზარმაზარი ქანდაკების რკინისა და თიხის ტერფები იმსხვრევა. დიაგრამაში აგრეთვე ნაჩვენებია: პირველ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული შვიდთავიანი მხეცი ასპარეზზე არმაგედონამდე დარჩება. მეხუთე წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული რკინისა და თიხის ტერფები ასპარეზზე არმაგედონამდე დარჩება. მეექვსე წინასწარმეტყველების თანახმად, დღეს მაუწყებელთა რიცხვი 8 680 000-ს აჭარბებს. მოვლენები, რომლებმაც გავლენა იქონია ღვთის ხალხზე: 2017 წელს რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა იეჰოვას მოწმეები და მათი ფილიალის შენობების კონფისკაცია მოახდინა
    მეათე და მეთერთმეტე წინასწარმეტყველებები

    მუხლ(ებ)ი: (1 თეს. 5:3; გამოცხ. 17:16)

    წინასწარმეტყველება: ერები მშვიდობასა და უსაფრთხოებას გამოაცხადებენ. „მხეცი“ და „ათი რქა“ თავს დაესხმებიან მეძავს და გაანადგურებენ მას. ამის შემდეგ ერებსაც იგივე ბედი ეწევათ.

    შესრულება: ერები დაიკვეხნიან, რომ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მიაღწიეს. შემდეგ მათი მხარდაჭერით გაერო გაანადგურებს ცრუ რელიგიურ ორგანიზაციებს, რითაც დიდი გასაჭირი დაიწყება. დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპი არმაგედონი იქნება, რომლის დროსაც სატანის ქვეყნიერების დარჩენილი ნაწილიც განადგურდება.

  • წინასწარმეტყველება 12

    მუხლ(ებ)ი: (ეზეკ. 38:11, 14—17; მათ. 24:31)

    წინასწარმეტყველება: გოგი თავს დაესხმება ღვთის ხალხს. შემდეგ ანგელოზები შეკრებენ რჩეულებს.

    შესრულება: ჩრდილოეთის მეფე სხვა მთავრობებთან ერთად თავს დაესხმება ღვთის ხალხს. თავდასხმის შემდეგ ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ზეცაში შეიკრიბება.

  • წინასწარმეტყველება 13

    მუხლ(ებ)ი: (ეზეკ. 38:18—23; დან. 2:34, 35, 44, 45; გამოცხ. 6:2; 16:14, 16; 17:14; 19:20)

    წინასწარმეტყველება: „თეთრ ცხენზე მჯდომი“ „სრულად დაიპყრობს“, ანუ გაანადგურებს გოგსა და მის ჯარს. მხეცს „ცეცხლის ტბაში“ ჩააგდებენ. ქვა დაამსხვრევს უზარმაზარ ქანდაკებას.

    შესრულება: იესო, ღვთის სამეფოს მეფე, იეჰოვას ხალხს იხსნის. ის 144 000 თანამმართველთან და ანგელოზთა ლაშქართან ერთად გაანადგურებს ერთა კოალიციას და სატანის პოლიტიკურ სისტემას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება