საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 ნოემბერი გვ. 30
  • ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • მსგავსი მასალა
  • ქალთა უსაფრთხოება – მნიშვნელოვანია ღვთისთვის?
    სხვადასხვა
  • გამოიყენე ვებ-გვერდი jw.org მსახურებაში — „დაუმეგობრდი იეჰოვას“
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2015
  • იდეები კვლევისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • გამოსავალი არსებობს
    გამოიღვიძეთ! — 2020
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 ნოემბერი გვ. 30
ერთი და ქალბატონს აძლევს ამობეჭდილ სტატიას „ქალთა უსაფრთხოება – მნიშვნელოვანია ღვთისთვის?“

ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება

„ᲓᲦᲔᲡ მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი. თუ თქვენც გამოგიცდიათ მსგავსი რამ, გახსოვდეთ, რომ ღვთისთვის ეს შეუმჩნეველი არ არის და ის აუცილებლად მიიღებს ზომებს ძალადობის აღმოსაფხვრელად“.

ამ სიტყვებით იწყება ჩვენს ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატია „ქალთა უსაფრთხოება – მნიშვნელოვანია ღვთისთვის?“. იქვე მოცემულია ამ სტატიის PDF ფორმატიც, რომელიც შეგიძლიათ ამობეჭდოთ და 4-გვერდიანი ბუკლეტის სახით გამოიყენოთ. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი და სტეისი ამბობს: „ამ სტატიის რამდენიმე ეგზემპლარი ამოვბეჭდე, შემდეგ კი მე და ერთმა დამ ჩვენი კრების ტერიტორიაზე არსებულ ქალთა თავშესაფარში მივიტანეთ“.

ამ დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა დებს სთხოვა, ამ სტატიის დამატებითი ეგზემპლარები მიეტანათ, რომ იქ მცხოვრები ქალებისთვისაც დაერიგებინათ. ასე რომ, მათ კიდევ 40 ბუკლეტი და 30 საკონტაქტო ბარათი გაავრცელეს. მოგვიანებით ადმინისტრატორმა ისიც კი სთხოვა, რომ თავშესაფარში მყოფი ქალებისთვის ეჩვენებინათ, როგორ ტარდებოდა ბიბლიის შესწავლა.

სტეისი და კიდევ ორი და სხვა თავშესაფარშიც მივიდნენ. იქ მომუშავე პერსონალმა 5 ბუკლეტი აიღო და დამატებითი ეგზემპლარებიც მოითხოვა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა დებს ასეთი რამ უთხრა: „ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეს ინფორმაცია დიდ დახმარებას გაუწევს. ზუსტად ისაა, რაც მათ სჭირდებათ“. როცა ჩვენი დები კიდევ მივიდნენ, თავშესაფარში მცხოვრებ რამდენიმე ქალს უჩვენეს, როგორ ტარდება შესწავლა. ორმა მათგანმა სურვილი გამოთქვა, შაბათ-კვირის შეხვედრას დასწრებოდა.

სტეისი აღნიშნავს: „არ გვეგონა, თუ ამ სტატიას ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენთვის, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ასეთი ლამაზი ფორმატით გაგვეზიარებინა სასიხარულო ცნობა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის. ძალიან გაგვიხარდა, ასე კარგად რომ შეგვხვდნენ. გვჯერა, იეჰოვას წყალობით მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა ქალებსაც დავეხმარებით“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება