აღსავალი სიმღერა.
128 ბედნიერია იეჰოვას მოშიში,+
მისი გზით მავალი კაცი.+
 2 საკუთარი ხელით მოწეულს შეჭამ;
ბედნიერი იქნები და სიკეთე არ მოგაკლდება!+
 3 შენი ცოლი ნაყოფიერ ვაზს დაემსგავსება შენს სახლში.+
შენი ვაჟები ზეთისხილის კალმებივით იქნებიან შენი სუფრის გარშემო.
 4 აი, ასე იკურთხება კაცი,
რომელსაც იეჰოვას შიში აქვს!+
 5 სიონიდან გაკურთხებს იეჰოვა.
იერუსალიმის კეთილდღეობით იხარე მთელი შენი სიცოცხლე+
 6 და მოესწარი შვილიშვილებს!
მშვიდობა ისრაელს!