ლევიანები
1 მოუხმო* იეჰოვამ მოსეს და ელაპარაკა შეხვედრის კარვიდან:+ 2 „დაელაპარაკე ისრაელის ძეებს+ და უთხარი: თუ რომელიმე თქვენგანი შინაურ ცხოველს შესწირავს იეჰოვას, ცხვარ-ძროხიდან შესწიროს.
3 თუ თავისი საქონლიდან სწირავს დასაწვავ შესაწირავს,+ მამრი უნდა მიიყვანოს, საღი.+ ნებაყოფლობით მიიყვანოს ის იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+ 4 დაადოს თავზე ხელი დასაწვავ შესაწირავს და ის კეთილგანწყობით იქნება მიღებული+ მისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად.+
5 დაიკლას მოზვერი იეჰოვას წინაშე; მიიტანონ აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა,+ სისხლი და მოასხურონ სამსხვერპლოს,+ რომელიც შეხვედრის კარვის შესასვლელთანაა. 6 დასაწვავი შესაწირავი უნდა გატყავდეს და დაიჭრას.+ 7 აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, დაანთონ ცეცხლი სამსხვერპლოზე+ და ცეცხლზე შეშა დააწყონ.+ 8 სამსხვერპლოს ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, დააწყონ ნაჭრები+ თავთან და ქონთან ერთად. 9 მისი ნაწლავები+ და კიდურები წყლით გაირეცხოს; ააბოლოს მღვდელმა ეს ყველაფერი სამსხვერპლოზე, როგორც დასაწვავი შესაწირავი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+
10 თუ ის ფარიდან+ სწირავს დასაწვავ შესაწირავს, საღი მამალი თოხლი ან თხა+ მიიყვანოს.+ 11 დაიკლას ის იეჰოვას წინაშე სამსხვერპლოს ჩრდილოეთით, აარონის ვაჟებმა კი, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს მოასხურონ.+ 12 დაიჭრას ის, მისი თავიცა და ქონიც, და მღვდელმა ისინი სამსხვერპლოს ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე დააწყოს.+ 13 წყლით გარეცხოს ნაწლავები+ და კიდურები,+ მიიტანოს მღვდელმა ეს ყველაფერი და სამსხვერპლოზე ააბოლოს.+ ეს არის დასაწვავი შესაწირავი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+
14 თუ დასაწვავ შესაწირავად ფრინველს შესწირავს იეჰოვას, ან გვრიტი+ შესწიროს ან მტრედის ხუნდი.+ 15 მიიყვანოს ის მღვდელმა სამსხვერპლოსთან, მოაგლიჯოს+ თავი და ააბოლოს სამსხვერპლოზე, მისი სისხლი კი სამსხვერპლოს გვერდზე ჩამოიწრიტოს. 16 ბუმბულიანად მოაცალოს ჩიჩახვი და სამსხვერპლოს აღმოსავლეთით გადააგდოს, ქონნარევი ნაცრისთვის განკუთვნილ ადგილას.+ 17 ფრთებთან გახლიჩოს, ოღონდ არა ბოლომდე.+ ააბოლოს ის მღვდელმა სამსხვერპლოს ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე. ეს არის დასაწვავი შესაწირავი,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის“.+
2 „თუ ვინმე* მარცვლეულ შესაწირავს+ მიუტანს იეჰოვას, მიუტანოს წმინდად დაფქული ფქვილი;+ მოასხას მას ზეთი და ზედ გუნდრუკი მოაყაროს. 2 მიუტანოს ის აარონის ვაჟებს, მღვდლებს; აიღოს მღვდელმა ერთი მუჭა წმინდად დაფქული ფქვილი, ზეთი, მთელი გუნდრუკი და ააბოლოს სამსხვერპლოზე, როგორც გასახსენებელი,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის. 3 რაც მორჩება მარცვლეული შესაწირავიდან, აარონისა და მისი ვაჟებისაა+ და უწმინდესია+ იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან.
4 თუ ღუმელში გამომცხვარ მარცვლეულ შესაწირავს მიიტან, ის წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა იყოს გამომცხვარი, ზეთში მოზელილი რგოლისებური უფუარი+ კვერები ან ზეთწასმული უფუარი+ კვერები.+
5 თუ შენი მარცვლეული შესაწირავი კეცზეა მომზადებული,+ ზეთში უნდა გამოცხვეს წმინდად დაფქული ფქვილისგან, უფუარი. 6 დაამტვრიე და ზეთი მოასხი.+ ეს არის მარცვლეული შესაწირავი.
7 თუ შენი მარცვლეული შესაწირავი ქვაბშია მომზადებული, ის ზეთში უნდა მომზადდეს წმინდად დაფქული ფქვილისგან. 8 მიუტანე იეჰოვას ასე მომზადებული მარცვლეული შესაწირავი; მიუტანე მღვდელს და ის სამსხვერპლოსთან მიიტანს. 9 აიღებს მღვდელი ცოტაოდენ მარცვლეულ შესაწირავს, როგორც გასახსენებელს,+ და ააბოლებს სამსხვერპლოზე, როგორც ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს, როგორც დამამშვიდებელ სურნელებას იეჰოვასთვის.+ 10 რაც მორჩება მარცვლეული შესაწირავიდან, აარონისა და მისი ვაჟებისაა და უწმინდესია იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან.+
11 მარცვლეული შესაწირავი, რომელსაც იეჰოვას მიუტანთ, არ უნდა იყოს საფუვრიანი;+ საფუარი და თაფლი* არ უნდა მიიტანოთ ასაბოლებლად, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.
12 მიუტანეთ ისინი იეჰოვას, როგორც პირველი ნაყოფის+ შესაწირავი, ოღონდ სამსხვერპლოზე არ უნდა იქნეს ატანილი დამამშვიდებელ სურნელებად.
13 მარილით შეაზავე ყველა მარცვლეული შესაწირავი;+ არ დატოვო მარცვლეული შესაწირავი შენი ღვთის შეთანხმების შესახსენებელი მარილის გარეშე.+ ყველა შენს შესაწირავთან ერთად მიიტანე მარილი.
14 თუ იეჰოვას მარცვლეულ შესაწირავს მიუტან პირველმოწეული ნაყოფიდან, ახლად შემოსული, ცეცხლზე შემწვარი თავთავები, ახალი მარცვლეულის ღერღილი მიიტანე, როგორც პირველმოწეული ნაყოფის მარცვლეული შესაწირავი.+ 15 წაუსვი მას ზეთი და ზედ გუნდრუკი მოაყარე. ეს არის მარცვლეული შესაწირავი.+ 16 ააბოლოს მღვდელმა ის, როგორც გასახსენებელი,+ ანუ ცოტაოდენი ღერღილი, ზეთი და მთელი გუნდრუკი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის“.
3 „თუ მშვიდობის მსხვერპლს*+ ის საქონლიდან სწირავს, მამალი იქნება თუ დედალი, საღი+ უნდა მიიყვანოს იეჰოვას წინაშე. 2 დაადოს შესაწირავს თავზე ხელი+ და დაიკლას ის შეხვედრის კარვის შესასვლელთან, აარონის ვაჟებმა კი, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს მოასხურონ. 3 იეჰოვას წინაშე მიიტანოს მშვიდობის მსხვერპლის ნაწილი, როგორც იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი — ქონი,+ რომელიც ნაწლავებზეა, ნაწლავებზე გადაკრული მთელი ქონი,+ 4 ორივე თირკმელი+ და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი თირკმელებთან ერთად მოაცალოს. 5 ააბოლონ+ ის აარონის ვაჟებმა+ სამსხვერპლოზე, ცეცხლზე დალაგებულ შეშაზე+ დადებულ დასაწვავ შესაწირავზე, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება+ იეჰოვასთვის.
6 თუ ის ფარიდან სწირავს მშვიდობის მსხვერპლს იეჰოვას, მამალი იქნება თუ დედალი, საღი+ უნდა მიიყვანოს. 7 თუ შესაწირავად თოხლი მიჰყავს, იეჰოვას წინაშე უნდა მიიყვანოს.+ 8 დაადოს შესაწირავს თავზე ხელი+ და დაიკლას+ ის შეხვედრის კარვის წინ; აარონის ვაჟებმა სისხლი სამსხვერპლოს მოასხურონ. 9 მიიტანოს მან მშვიდობის მსხვერპლის ქონი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+ მოაშოროს მთელი დუმა+ ხერხემლის ბოლოს, ქონი, რომელიც ნაწლავებზეა, ნაწლავებზე გადაკრული მთელი ქონი,+ 10 ორივე თირკმელი და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი+ თირკმელებთან ერთად მოაცალოს. 11 ააბოლოს+ ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, როგორც საჭმელი,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.
12 თუ ის თხას+ სწირავს, იეჰოვას წინაშე მიიყვანოს. 13 დაადოს თავზე ხელი+ და დაიკლას+ ის შეხვედრის კარვის წინ; აარონის ვაჟებმა სისხლი სამსხვერპლოს მოასხურონ. 14 მიიტანოს შესაწირავად, იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად, მისი ქონი, რომელიც ნაწლავებზეა, ნაწლავებზე გადაკრული მთელი ქონი,+ 15 ორივე თირკმელი და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი თირკმელებთან ერთად მოაცალოს. 16 ააბოლოს ის მღვდელმა სამსხვერპლოზე, როგორც საჭმელი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, როგორც დამამშვიდებელი სურნელება. მთელი ქონი იეჰოვასია.+
17 ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის, ყველგან, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ: საერთოდ არ ჭამოთ არც ქონი და არც სისხლი“.+
4 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ვინმე*+ უნებურად შესცოდავს+ და გააკეთებს იმას, რაც იეჰოვამ აკრძალა:
3 თუ ცხებული+ მღვდელი შესცოდავს+ და ხალხს ცოდვაში გახვევს, ჩადენილი ცოდვის+ შესაწირავად საღი მოზვერი მიიყვანოს იეჰოვას წინაშე. 4 შეხვედრის კარვის შესასვლელთან+ მიიყვანოს მოზვერი იეჰოვას წინაშე, თავზე ხელი დაადოს+ და იეჰოვას წინაშე დაკლას. 5 აიღოს ცხებულმა მღვდელმა+ მოზვრის სისხლი და შეიტანოს შეხვედრის კარავში. 6 თითი+ ჩააწოს მღვდელმა სისხლში და იეჰოვას წინაშე შვიდჯერ+ მოასხუროს წმინდა ადგილის ფარდის წინ. 7 იეჰოვას წინაშე სცხოს მღვდელმა სისხლი სურნელოვანი საკმევლის სამსხვერპლოს რქებს+ შეხვედრის კარავში, მოზვრის დარჩენილი სისხლი კი დაღვაროს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს ძირში,+ რომელიც შეხვედრის კარვის შესასვლელშია.
8 ცოდვის შესაწირავ მოზვერს მოაცალოს მთელი ქონი ნაწლავებიდან, ნაწლავებზე გადაკრული მთელი ქონი,+ 9 ორივე თირკმელი და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი თირკმელებთან ერთად მოაცალოს.+ 10 ისევე მოაცალოს, როგორც მშვიდობის მსხვერპლად შეწირულ მოზვერს.+ ააბოლოს ისინი მღვდელმა დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე.+
11 მოზვრის ტყავი, მთელი მისი ხორცი, თავ-ფეხი, ნაწლავები და ნეხვი,+ 12 მთლიანი მოზვერი გაიტანოს ბანაკის გარეთ,+ სუფთა ადგილზე, სადაც ქონნარევი ნაცარი იყრება,+ და დაწვას შეშაზე ცეცხლში.+ იქ დაიწვას, სადაც ქონნარევი ნაცარი იყრება.
13 თუ შეცდომა დაუშვა ისრაელის მთელმა კრებულმა+ და ამის შესახებ არაფერი იცოდა, გააკეთა ის, რისი გაკეთებაც იეჰოვამ აუკრძალა, და დააშავა,+ 14 მაგრამ ცნობილი გახდება, რომ ცოდვა ჩაიდინეს,+ მაშინ კრებულმა შეხვედრის კარვის წინ ცოდვის შესაწირავად მოზვერი უნდა მიიყვანოს. 15 იეჰოვას წინაშე კრებულის უხუცესებმა მოზვერს თავზე ხელები დაადონ+ და დაიკლას მოზვერი იეჰოვას წინაშე.
16 აიღოს ცხებულმა მღვდელმა+ მოზვრის სისხლი და შეიტანოს შეხვედრის კარავში.+ 17 თითი ჩააწოს მღვდელმა სისხლში და შვიდჯერ მოასხუროს ფარდის+ წინ იეჰოვას წინაშე. 18 იეჰოვას წინაშე სცხოს მღვდელმა სისხლი სამსხვერპლოს+ რქებს შეხვედრის კარავში, დარჩენილი სისხლი კი დაღვაროს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს ძირში,+ რომელიც შეხვედრის კარვის შესასვლელშია. 19 მოაცალოს მას მთელი ქონი და ააბოლოს სამსხვერპლოზე.+ 20 ამ მოზვერსაც იგივე გაუკეთოს, რაც ცოდვის გამოსასყიდად შეწირულ სხვა მოზვერს. ასე უნდა გააკეთოს. მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს მათთვის და ეპატიებათ. 21 გაიტანოს მოზვერი ბანაკის გარეთ და დაწვას, როგორც პირველი მოზვერი.+ ეს არის კრებულის ცოდვის შესაწირავი.+
22 როცა თავკაცი+ შემთხვევით შესცოდავს, გააკეთებს იმას, რაც იეჰოვამ აკრძალა,+ და დააშავებს, 23 ან მისთვის ცნობილი გახდება, რომ მცნების წინააღმდეგ ჩაიდინა ცოდვა,+ შესაწირავად მიიყვანოს საღი მამალი+ თიკანი. 24 თიკანს თავზე დაადოს ხელი+ და დაკლას იქ, სადაც იეჰოვას წინაშე დასაწვავი შესაწირავი იკვლება.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი.+ 25 მღვდელმა თითით აიღოს ცოდვის შესაწირავის სისხლი და სცხოს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს რქებს,+ დარჩენილი სისხლი კი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს. 26 ისევე ააბოლოს მთელი მისი ქონი სამსხვერპლოზე, როგორც მშვიდობის მსხვერპლის ქონი.+ მღვდელმა გამოსყიდვის წესი უნდა შეასრულოს მისთვის, მისი ცოდვისთვის,+ და ეპატიება.
27 თუ ხალხიდან ვინმე* შემთხვევით შესცოდავს, გააკეთებს იმას, რაც იეჰოვამ აკრძალა, და დააშავებს,+ 28 ან მისთვის ცნობილი გახდება, რომ ცოდვა ჩაიდინა, საღი დედალი+ თიკანი მიიყვანოს ჩადენილი ცოდვის შესაწირავად. 29 ცოდვის შესაწირავს თავზე ხელი დაადოს+ და დაკლას იქ, სადაც დასაწვავი შესაწირავი იკვლება.+ 30 მღვდელმა თითით აიღოს მისი სისხლი და სცხოს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს რქებს,+ დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს.+ 31 ისევე მოაცალოს მთელი ქონი,+ როგორც მშვიდობის მსხვერპლს.+ ააბოლოს ის სამსხვერპლოზე, როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+ მღვდელმა გამოსყიდვის წესი შეასრულოს მისთვის, მისი ცოდვისთვის, და ეპატიება.+
32 თუ თოხლს+ სწირავს ცოდვის შესაწირავად, საღი+ დედალი თოხლი მიიყვანოს. 33 ცოდვის შესაწირავს თავზე ხელი დაადოს და დაკლას, როგორც ცოდვის შესაწირავი იქ, სადაც დასაწვავი შესაწირავი იკვლება.+ 34 მღვდელმა თითით აიღოს ცოდვის შესაწირავის სისხლი და სცხოს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს რქებს,+ დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვაროს. 35 მოაცალოს მთელი ქონი, როგორც მშვიდობის მსხვერპლად შეწირულ თოხლს აცლიან, და სამსხვერპლოზე ააბოლოს იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავზე.+ მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს მისთვის, მისი ცოდვისთვის, და ეპატიება“.+
5 „თუ ვინმეს*+ საჯაროდ წყევლით დააფიცებენ,+ და არ გააცხადებს,+ რომ იყო მოწმე, დაინახა ან გაიგო, ეს ცოდვად ჩაეთვლება მას და პასუხს აგებს თავის დანაშაულზე.
2 თუ ვინმე შეეხება რაიმე უწმინდურს, გარეული ცხოველის ან უწმინდური შინაური ცხოველის ლეშს ან მკვდარ, უწმინდურ არსებას, რაც კი ფუთფუთებს,+ და არ ეცოდინება+, მაინც უწმინდურია და დამნაშავე.+ 3 თუ ადამიანის უწმინდურებას შეეხება, ნებისმიერ უწმინდურებას,+ რასაც მისი გაუწმინდურება შეუძლია, და არ ეცოდინება, მაგრამ შემდეგ გაიგებს, დამნაშავეა.
4 თუ ვინმეს დაუფიქრებლად+ დასცდება ბაგიდან ფიცი ბოროტზე+ ან კარგზე — ყველაფერზე, რაზეც ადამიანმა შეიძლება დაუფიქრებლად დაიფიცოს,+ და არ ეცოდინება, მაგრამ შემდეგ გაიგებს, დამნაშავეა.
5 როცა აქედან რამეში დამნაშავე გახდება, უნდა აღიაროს+ თავისი ცოდვა. 6 ჩადენილი ცოდვისთვის, როგორც დანაშაულის შესაწირავი,+ იეჰოვას შესწიროს დედალი თოხლი ან დედალი+ თიკანი ცოდვის შესაწირავად, და მღვდელმა გამოსყიდვის წესი უნდა შეასრულოს მისთვის, მისი ცოდვისთვის.+
7 თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება,+ ორი გვრიტი+ ან მტრედის ორი ხუნდი მიუყვანოს ჩადენილი ცოდვის გამო იეჰოვას, როგორც დანაშაულის შესაწირავი, ერთი ცოდვის შესაწირავად,+ მეორე — დასაწვავ შესაწირავად. 8 მიუყვანოს ისინი მღვდელს, რომელიც პირველად ცოდვის შესაწირავს შესწირავს, კისრის წინა მხარეს გაუგლეჯს,+ მაგრამ თავს არ წააცლის. 9 ცოდვის შესაწირავის სისხლი სამსხვერპლოს გვერდზე მოასხუროს, დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაიწრიტოს.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი. 10 მეორეს წესისამებრ შესწირავს დასაწვავ შესაწირავად.+ მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ უნდა შეასრულოს მისთვის, მისი ცოდვისთვის, და ეპატიება.+
11 თუ ორ გვრიტზე ან მტრედის ორ ხუნდზე ხელი არ მიუწვდება,+ მაშინ ერთი ეფა+ წმინდად დაფქული ფქვილის მეათედი მიიტანოს ჩადენილი ცოდვისთვის შესაწირავად. არ მოასხას მასზე ზეთი+ და არ მოაყაროს გუნდრუკი, რადგან ეს ცოდვის შესაწირავია.+ 12 მიუტანოს ის მღვდელს და აიღოს მან იქიდან ერთი მუჭა, როგორც გასახსენებელი,+ და სამსხვერპლოზე ააბოლოს იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავზე.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი.+ 13 მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს მისთვის, მის მიერ ჩადენილი ნებისმიერი ცოდვისთვის, და ეპატიება. დარჩენილი შესაწირავი მღვდელს ეკუთვნის+ ისევე, როგორც მარცვლეული შესაწირავი“.
14 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 15 „თუ ვინმე უნებურად ორგულად მოეპყრობა იმას, რაც წმინდაა იეჰოვასთვის,+ დანაშაულის შესაწირავად+ საღი ვერძი მიუყვანოს იეჰოვას, ვერცხლის შეკელებში+ დადგენილი ფასის შესაბამისი, წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, დანაშაულის შესაწირავად. 16 აანაზღაუროს წმინდა ადგილის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა, დაუმატოს მეხუთედი+ და მისცეს მღვდელს, რათა მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს დანაშაულის შესაწირავი ვერძით, და ეპატიება.+
17 თუ ვინმე შესცოდავს და უნებურად გააკეთებს იმას,+ რაც იეჰოვამ აკრძალა, მაინც დამნაშავეა და პასუხს აგებს თავის დანაშაულზე.+ 18 მიიყვანოს მღვდელთან საღი ვერძი, დადგენილი ფასის შესაბამისი, დანაშაულის შესაწირავად;+ მღვდელი კი მისთვის გამოსყიდვის წესს+ შეასრულებს იმ შეცდომის გამო, რომელიც შემთხვევით, უნებურად მოუვიდა, და ეპატიება.+ 19 ეს არის დანაშაულის შესაწირავი. დამნაშავეა+ ის იეჰოვას წინაშე“.
6 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 2 „თუ ვინმე* შესცოდავს, ორგულად მოექცევა იეჰოვას+ და მოატყუებს+ მოძმეს იმაში, რაც მიაბარეს, რაც შესანახად მისცეს,+ რაც მოიპარა, ან მოძმეს რამეს გამოსტყუებს,+ 3 ან დაკარგულს იპოვის+ და იუარებს, ცრუდ დაიფიცებს+ ნებისმიერ რამეზე, რითაც შეიძლება შესცოდოს ადამიანმა, 4 თუ შესცოდავს და დააშავებს,+ უნდა დააბრუნოს მოპარული, რაც მოიპარა, გამოძალული, რაც გამოსძალა, მიბარებული, რაც მიაბარეს, დაკარგული, რაც იპოვა, 5 ან სრულად აანაზღაუროს+ ყველაფერი, რაზეც ცრუდ დაიფიცა, და მეხუთედიც დაუმატოს. დაუბრუნოს პატრონს იმ დღეს, რა დღესაც დანაშაული დაუმტკიცდება. 6 მიუყვანოს იეჰოვას საღი ვერძი,+ როგორც დანაშაულის შესაწირავი, დადგენილი ფასის შესაბამისი, დანაშაულის შესაწირავად+ მიუყვანოს მღვდელს. 7 იეჰოვას წინაშე მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს მისთვის და ეპატიება ყველა ჩადენილი დანაშაული“.
8 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 9 „უბრძანე აარონსა და მის ვაჟებს: ეს არის კანონი დასაწვავ შესაწირავზე:+ დასაწვავი შესაწირავი მთელი ღამე, დილამდე იდოს სამსხვერპლოს საცეცხლეზე, სადაც სამსხვერპლოს ცეცხლი ენთება. 10 ჩაიცვას მღვდელმა სელის ტანსაცმელი+ და სელის ქვედა საცვლები+ სხეულის დასაფარავად. აიღოს სამსხვერპლოზე დამწვარი დასაწვავი შესაწირავის ქონნარევი ნაცარი+ და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს. 11 გაიხადოს ტანსაცმელი,+ სხვა ჩაიცვას და ქონნარევი ნაცარი ბანაკის გარეთ,+ სუფთა ადგილზე გაიტანოს. 12 სამსხვერპლოზე ყოველთვის ენთოს ცეცხლი, არ ჩაქრეს. მღვდელმა ყოველ დილით დაწვას შეშა,+ დადოს მასზე დასაწვავი შესაწირავი და ააბოლოს მასზე მშვიდობის მსხვერპლის* ქონი.+ 13 სამსხვერპლოზე მუდამ ენთოს ცეცხლი,+ არ ჩაქრეს.
14 ეს არის კანონი მარცვლეულ+ შესაწირავზე: მიიტანონ ის აარონის ვაჟებმა სამსხვერპლოს წინ იეჰოვას წინაშე. 15 აიღოს ერთ-ერთმა მათგანმა მარცვლეული შესაწირავიდან ერთი მუჭა წმინდად დაფქული ფქვილი, ზეთი და მთელი გუნდრუკი, რომელიც მარცვლეულ შესაწირავზეა, და ააბოლოს სამსხვერპლოზე დამამშვიდებელ სურნელებად იეჰოვასთვის, გასახსენებლად.+ 16 რაც დარჩება, აარონმა და მისმა ვაჟებმა ჭამონ;+ მისგან უფუარი პურები+ გამოაცხონ და ჭამონ წმინდა ადგილზე, შეხვედრის კარვის ეზოში. 17 არ გამოცხვეს საფუვრიანთან ერთად.+ ეს წილად მივეცი მათ ჩემთვის განკუთვნილი ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან.+ ეს უწმინდესია,+ ისევე როგორც ცოდვის შესაწირავი და დანაშაულის შესაწირავი. 18 აარონის შთამომავალმა ყველა მამაკაცმა+ ჭამოს ის. ეს არის თქვენი წილი მარადიულად+ თქვენს თაობებში იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავებიდან. ყველაფერი, რაც მათ შეეხება, წმინდა გახდება“.
19 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 20 „აი რა შესაწირავი+ უნდა მიუტანონ იეჰოვას აარონმა და მისმა ვაჟებმა აარონის ცხების დღეს:+ ერთი ეფა+ წმინდად დაფქული ფქვილის მეათედი მარცვლეულ შესაწირავად,+ ნახევარი — დილით, ნახევარი — საღამოთი, მუდმივად. 21 მომზადდეს ზეთით კეცზე;+ კარგად მოზელილი მიიტანე. ნაჭრებად მიიტანე გამომცხვარი მარცვლეული შესაწირავი, როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის. 22 ეს გააკეთოს მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა,+ მის ნაცვლად ცხებულმა მღვდელმა. ეს არის სამარადისო წესი: მთლიანად დასაწვავი შესაწირავი+ იეჰოვასთვის ააბოლოს. 23 მღვდლის ყოველი მარცვლეული შესაწირავი+ მთლიანად უნდა დაიწვას. არ უნდა შეიჭამოს“.
24 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 25 „უთხარი აარონსა და მის ვაჟებს: ეს არის კანონი ცოდვის შესაწირავზე:+ ცოდვის შესაწირავი იეჰოვას წინაშე უნდა დაიკლას იქ,+ სადაც დასაწვავი შესაწირავი იკვლება. ეს უწმინდესია.+ 26 ის უნდა ჭამოს+ იმ მღვდელმა, რომელიც ცოდვისთვის სწირავს მას, წმინდა ადგილზე,+ შეხვედრის კარვის ეზოში.+
27 ყველაფერი, რაც იმ ხორცს შეეხება, წმინდა გახდება;+ თუ ვინმე მის სისხლს ტანსაცმელს მიასხურებს,+ წმინდა ადგილზე გარეცხე ის, რაზეც სისხლია მისხურებული.+ 28 თიხის+ ჭურჭელი, რომელშიც ის მოიხარშება, უნდა დაიმსხვრეს. თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, გაიხეხოს და წყლით გაირეცხოს.
29 ჭამოს ის ყველა მამაკაცმა, ყველა მღვდელმა.+ ეს უწმინდესია.+ 30 მაგრამ ცოდვის არც ერთი შესაწირავი, რომლის სისხლიც+ შეხვედრის კარავში შეაქვთ წმინდა ადგილზე გამოსყიდვის წესის შესასრულებლად, არ უნდა შეიჭამოს. ცეცხლში უნდა დაიწვას“.
7 „ეს არის კანონი დანაშაულის შესაწირავზე:+ ეს უწმინდესია.+ 2 დანაშაულის შესაწირავი უნდა დაიკლას იქ,+ სადაც დასაწვავი შესაწირავი იკვლება, და მისი სისხლი+ მოესხუროს+ სამსხვერპლოს. 3 მან მთელი მისი ქონიდან+ მიიტანოს დუმა და ნაწლავებზე გადაკრული ქონი, 4 ორივე თირკმელი და მათი ქონი ფერდებიდან; ღვიძლის ბადექონი თირკმელებთან+ ერთად მოაცალოს. 5 ააბოლოს მღვდელმა ეს ყველაფერი სამსხვერპლოზე, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+ ეს არის დანაშაულის შესაწირავი. 6 ჭამოს ის ყველა მამაკაცმა, ყველა მღვდელმა.+ წმინდა ადგილზე ჭამონ. ეს უწმინდესია.+ 7 დანაშაულის შესაწირავი ისეთივეა, როგორიც ცოდვის შესაწირავი; ერთი კანონია ორივესთვის.+ ის იმ მღვდლისა გახდება, ვინც მისი მეშვეობით გამოსყიდვის წესს შეასრულებს.
8 დასაწვავი შესაწირავის ტყავი+ იმ მღვდლისაა, რომელთანაც მიჰყავთ შესაწირავად.
9 ყოველი მარცვლეული შესაწირავი, რომელიც ღუმელში+ ცხვება, და ყველაფერი, რაც ქვაბში+ და კეცზე მზადდება,+ იმ მღვდლისაა, რომელიც სწირავს მას; ის მისი იქნება.+ 10 ზეთში მოზელილი+ ან მშრალი+ მარცვლეული შესაწირავი კი აარონის ყველა ვაჟისაა, როგორც ერთის, ისე მეორის.
11 ეს არის კანონი მშვიდობის მსხვერპლზე,+ რომელიც იეჰოვასთან მიაქვთ: 12 თუ სამადლობლად მიაქვთ, სამადლობელ მსხვერპლთან+ ერთად მიიტანონ ზეთში მოზელილი რგოლისებური უფუარი კვერები, ზეთწასმული უფუარი კვერები+ და ზეთში კარგად მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით დამზადებული რგოლისებური კვერები. 13 რგოლისებურ საფუვრიან+ პურებთან ერთად მიიტანონ თავიანთი შესაწირავი და სამადლობელი მსხვერპლი, მშვიდობის მსხვერპლი*. 14 თითოეული შესაწირავიდან თითო-თითო მიუტანონ იეჰოვას,+ როგორც წმინდა წილი. ის იმ მღვდლისა იქნება, რომელიც მშვიდობის მსხვერპლის სისხლს ასხურებს.+ 15 მშვიდობის მსხვერპლის, სამადლობელი მსხვერპლის ხორცი შეწირვის დღეს შეიჭამოს. მან დილამდე არ შეინახოს.+
16 თუ შესაწირავი მსხვერპლი აღთქმულია+ ან ნებაყოფლობითი,+ შესაწირავი მსხვერპლის შეწირვის დღეს შეიჭამოს; დარჩენილის ჭამა მეორე დღესაც შეიძლება. 17 მესამე დღეს მსხვერპლის დარჩენილი ხორცი ცეცხლში დაიწვას.+ 18 თუ მშვიდობის მსხვერპლის ხორცი მაინც შეიჭმება მესამე დღეს, მისი შემწირველი მოწონებას ვერ მიიღებს,+ არ ჩაეთვლება;+ ეს სიბილწედ იქცევა; ის* კი, ვინც შეჭამს, პასუხს აგებს თავის დანაშაულზე.+ 19 ხორცი, რომელიც რაიმე უწმინდურს შეეხება,+ არ უნდა შეიჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას. ხორცის ჭამა შეუძლია ყველას, ვინც სუფთაა.
20 ვინც* გაუწმინდურებულია და ჭამს იეჰოვას მშვიდობის მსხვერპლის ხორცს, მოიკვეთოს ის თავისი ხალხიდან.+ 21 თუ ვინმე შეეხება რაიმე უწმინდურს — ადამიანის უწმინდურებას+ ან უწმინდურ ცხოველს,+ ან რაიმე უწმინდურ, საზიზღარ არსებას+ — და შეჭამს იეჰოვას მშვიდობის მსხვერპლის ხორცს, მოიკვეთოს ის სული თავისი ხალხიდან“.
22 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 23 „უთხარი ისრაელის ძეებს: არ ჭამოთ ხარის, ბატკნის ან თხის ქონი.+ 24 მკვდარი ან დაგლეჯილი+ ცხოველის ქონი შეგიძლიათ ნებისმიერი რამისთვის გამოიყენოთ, მაგრამ არ ჭამოთ. 25 ვინც შეჭამს ცხოველის ქონს, რომელიც იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად მიაქვს, მოიკვეთოს+ ის სული თავისი ხალხიდან.
26 არ ჭამოთ სისხლი,+ სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, არც ფრინველის და არც ცხოველის. 27 ვინც შეჭამს სისხლს, მოიკვეთოს+ თავისი ხალხიდან“.
28 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 29 „უთხარი ისრაელის ძეებს: ვისაც მიაქვს იეჰოვასთან მშვიდობის მსხვერპლი, მიუტანოს თავისი შესაწირავი იეჰოვას მშვიდობის მსხვერპლიდან.+ 30 თავისი ხელით მიუტანოს მკერდის ქონი,+ როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის. მიიტანოს ის მკერდთან ერთად, რათა შეარხიოს იეჰოვას წინაშე, როგორც შესარხევი შესაწირავი.+ 31 ააბოლოს მღვდელმა ქონი+ სამსხვერპლოზე, მკერდი კი აარონისა და მისი ვაჟებისაა.+
32 მიეცით მღვდელს მარჯვენა ბარკალი თქვენი მშვიდობის მსხვერპლიდან, როგორც წმინდა წილი.+ 33 მარჯვენა ბარკალი აარონის იმ ძის წილი იქნება, რომელიც მშვიდობის მსხვერპლის სისხლსა და ქონს მიიტანს.+ 34 მე ვიღებ ისრაელის ძეების მშვიდობის მსხვერპლიდან შესარხევ შესაწირავად+ მიტანილ მკერდს, წმინდა წილად მისაცემ ბარკალს და ვაძლევ ისრაელის ძეებიდან აარონ მღვდელსა და მის ვაჟებს. ეს არის სამარადისო წესი.
35 ეს იყო აარონისა და მისი ვაჟების სამღვდელო წილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან, იმ დღეს, როცა მან წარადგინა+ ისინი, რათა მღვდლებად ემსახურათ იეჰოვასთვის. 36 ზუსტად ისე, როგორც იეჰოვამ ბრძანა, რომ მიეცათ ის მათთვის იმ დღეს, როცა ის სცხებდა+ მათ ისრაელის ძეებს შორის. ეს არის სამარადისო წესი მათ თაობებში“.+
37 ეს არის კანონი დასაწვავ შესაწირავზე,+ მარცვლეულ შესაწირავზე,+ ცოდვის შესაწირავზე,+ დანაშაულის შესაწირავზე,+ მღვდლად დანიშვნის მსხვერპლზე+ და მშვიდობის მსხვერპლზე,+ 38 როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს სინას მთაზე,+ იმ დღეს, როდესაც უბრძანა ისრაელის ძეებს შესაწირავი მიეტანათ იეჰოვასთვის სინას უდაბნოში.+
8 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 2 „წაიყვანე აარონი და მისი ვაჟები,+ ცოდვის შესაწირავი ხარი+ და ორი ვერძი, წაიღე ტანსაცმელი,+ საცხები ზეთი+ და ერთი კალათა უფუარი პური,+ 3 და შეკრიბე+ მთელი კრებული შეხვედრის კარვის შესასვლელთან“.+
4 მოსეც იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა და შეიკრიბა კრებული შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+ 5 მიმართა მოსემ კრებულს: „ამის გაკეთებას გიბრძანებთ იეჰოვა“.+ 6 მიიყვანა მოსემ აარონი და მისი ვაჟები და წყლით+ დაბანა;+ 7 ჩააცვა გრძელი სამოსელი,+ შემოარტყა სარტყელი,+ მოასხა მოსასხამი,+ ჩააცვა ეფოდი,+ შემოარტყა ეფოდის სარტყელი+ და შეუკრა; 8 დაუმაგრა სამკერდე+ და სამკერდეში ურიმი და თუმიმი*+ ჩაუდო; 9 დაახურა თავსაბურავი+ და წინიდან მასზე ოქროს ბზინვარე ფირფიტა მიამაგრა — მიძღვნის წმინდა ნიშანი,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
10 აიღო მოსემ საცხები ზეთი, სცხო კარავს+ და ყველაფერს, რაც შიგნით იყო, და განწმინდა ისინი. 11 შემდეგ შვიდჯერ მოასხურა ის სამსხვერპლოს და სცხო სამსხვერპლოსა+ და მთელ მის მოწყობილობას, აუზსა და მის სადგამს, რათა განეწმინდა. 12 ბოლოს საცხები ზეთი აარონს დაასხა თავზე და სცხო მას, რათა განეწმინდა.+
13 მიიყვანა მოსემ აარონის ვაჟები+ და ჩააცვა გრძელი სამოსელი, შემოარტყა სარტყელი+ და შემოახვია ჩალმა,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
14 მიიყვანა ცოდვის შესაწირავი ხარი,+ რომელსაც აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს,+ 15 დაკლა+ ის მოსემ, აიღო სისხლი+ და თითით წაუსვა სამსხვერპლოს რქებს ყველა მხრიდან და განწმინდა სამსხვერპლო ცოდვისგან, დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარა, რათა განეწმინდა ის და ზედ გამოსყიდვის წესი შეესრულებინა.+ 16 აიღო მოსემ ნაწლავების მთელი ქონი, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი და მათი ქონი და სამსხვერპლოზე ააბოლა,+ 17 ხოლო ხარი, მისი ტყავი, ხორცი და ნეხვი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვა,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
18 მიიყვანა მან დასაწვავ შესაწირავად ვერძი, რომელსაც აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს.+ 19 დაკლა ის მოსემ და მისი სისხლი სამსხვერპლოს მოასხურა.+ 20 დაჭრა+ მოსემ ვერძი და ააბოლა მისი თავი, ნაჭრები და ქონი. 21 მოსემ ნაწლავები და კიდურები წყლით გარეცხა და მთელი ვერძი სამსხვერპლოზე ააბოლა.+ ეს იყო დასაწვავი შესაწირავი დამამშვიდებელი სურნელებისთვის,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
22 მიიყვანა მეორე ვერძიც, დანიშვნის+ ვერძი, რომელსაც აარონმა და მისმა ვაჟებმა თავზე ხელები დაადეს. 23 დაკლა ის მოსემ, აიღო სისხლი და წაუსვა აარონს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე.+ 24 მიიყვანა მოსემ აარონის ვაჟები და მათაც წაუსვა სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე, დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს მოასხურა.+
25 აიღო მან ქონი, დუმა, მთელი ქონი ნაწლავებიდან,+ ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი, მათი ქონი და მარჯვენა ბარკალი.+ 26 უფუარი პურის კალათიდან, რომელიც იეჰოვას წინაშე იყო, აიღო მან ერთი რგოლისებური უფუარი კვერი,+ ერთი რგოლისებური ზეთიანი კვერი+ და ერთიც უფუარი კვერი+ და დააწყო ქონზე და მარჯვენა ბარკალზე. 27 ეს ყველაფერი აარონსა და მის ვაჟებს ხელებზე დაუწყო და შეარხია, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე.+ 28 შემდეგ აიღო მოსემ ისინი მათი ხელიდან და ააბოლა სამსხვერპლოზე დადებულ დასაწვავ შესაწირავზე.+ ეს იყო დანიშვნის მსხვერპლი+ დამამშვიდებელი სურნელებისთვის,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+
29 აიღო მოსემ მკერდი+ და შეარხია, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე.+ ეს იყო მოსეს წილი+ დანიშვნის ვერძიდან, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
30 აიღო მოსემ საცხები ზეთი+ და სისხლი სამსხვერპლოდან და შეასხურა აარონსა და მის ტანსაცმელს, მის ვაჟებსა და მათ ტანსაცმელს; ასე განწმინდა+ მან აარონი და მისი ტანსაცმელი, მისი ვაჟები და მათი ტანსაცმელი.+
31 უთხრა მოსემ აარონსა და მის ვაჟებს: „მოხარშეთ+ ხორცი შეხვედრის კარვის შესასვლელთან. იქ ჭამეთ+ ხორცი და პური, რომელიც დანიშვნის კალათაშია, როგორც მომეცა ბრძანება, რომ აარონმა და მისმა ვაჟებმა უნდა ჭამონ. 32 დარჩენილი ხორცი და პური ცეცხლში დაწვით.+ 33 არ მოსცილდეთ შეხვედრის კარვის შესასვლელს შვიდ დღეს,+ სანამ არ დასრულდება თქვენი დანიშვნის დღეები, რადგან შვიდ დღეში აივსება თქვენი ხელი ძალაუფლებით.+ 34 დღეს ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად.+ 35 იყავით შეხვედრის კარვის შესასვლელთან შვიდ დღე-ღამეს+ და დაიცავით იეჰოვას მიერ დადგენილი სავალდებულო გუშაგობა,+ რომ არ დაიხოცოთ, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები“.
36 ყველაფერი გააკეთეს აარონმა და მისმა ვაჟებმა, რაც იეჰოვას მოსეს პირით ჰქონდა ნაბრძანები.
9 მერვე დღეს+ მოსემ მოუხმო აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელის უხუცესებს. 2 უთხრა აარონს: „მიიყვანე შენთვის საღი ხბო ცოდვის შესაწირავად,+ საღი ვერძი დასაწვავ შესაწირავად+ და წარუდგინე იეჰოვას.+ 3 უთხარი ისრაელის ძეებს: მიიყვანეთ საღი ვაცი+ ცოდვის შესაწირავად, საღი ხბო და საღი ბატკანი,+ თითო წლისა, დასაწვავ შესაწირავად, 4 ხარი და ვერძი მშვიდობის მსხვერპლად*+ და შესწირეთ ისინი იეჰოვას წინაშე, აგრეთვე ზეთში მოზელილი მარცვლეული შესაწირავი,+ რადგან დღეს გამოგეცხადებათ იეჰოვა“.+
5 მათაც მიიყვანეს ისინი შეხვედრის კარვის წინ, როგორც მოსემ უბრძანა. მივიდა მთელი კრებული და წარდგნენ იეჰოვას წინაშე.+ 6 უთხრა მათ მოსემ: „ამის გაკეთება გიბრძანათ იეჰოვამ, რათა იეჰოვას დიდება გამოგეცხადოთ“.+ 7 შემდეგ აარონს უთხრა: „მიდი სამსხვერპლოსთან და შესწირე შენი ცოდვის შესაწირავი+ და შენი დასაწვავი შესაწირავი და შეასრულე გამოსყიდვის წესი+ შენთვის და შენი სახლეულობისთვის; შესწირე ხალხის შესაწირავი+ და გამოსყიდვის წესი+ შეასრულე მათთვის, როგორც იეჰოვამ ბრძანა“.
8 აარონი მაშინვე მივიდა სამსხვერპლოსთან და დაკლა ხბო თავისი ცოდვის შესაწირავად.+ 9 მიუტანეს მას ვაჟებმა სისხლი,+ მან თითი ჩააწო შიგ+ და სამსხვერპლოს რქებს წაუსვა,+ დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარა. 10 ააბოლა სამსხვერპლოზე+ ცოდვის შესაწირავის ქონი,+ თირკმელები და ღვიძლის ბადექონი, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს, 11 ხორცი და ტყავი კი ბანაკის გარეთ დაწვა ცეცხლში.+
12 დაკლა აარონმა დასაწვავი შესაწირავი, მიაწოდეს მისმა ვაჟებმა სისხლი და მან ის სამსხვერპლოს მოასხურა.+ 13 მიაწოდეს მას დასაწვავი შესაწირავის ნაჭრები და თავი; მანაც ააბოლა ისინი სამსხვერპლოზე.+ 14 გარეცხა ნაწლავები და ფეხები და ააბოლა ისინი სამსხვერპლოზე დასაწვავ შესაწირავზე.+
15 მიიყვანა მან ხალხის შესაწირავი+ და დაკლა ცოდვის შესაწირავი თხა ხალხისთვის; ცოდვისთვის შესწირა ის, როგორც პირველი. 16 შემდეგ წესისამებრ შესწირა დასაწვავი შესაწირავი.+
17 შესწირა მან მარცვლეული შესაწირავიც,+ მუჭა აივსო და სამსხვერპლოზე ააბოლა დილის დასაწვავი შესაწირავის გარდა.+
18 დაკლა აარონმა ხალხისთვის ხარი და ვერძი მშვიდობის მსხვერპლად;+ მიაწოდეს მას ვაჟებმა სისხლი და მან ის სამსხვერპლოს მოასხურა.+ 19 ხარის ქონი,+ ვერძის დუმა,+ ნაწლავების ქონი, თირკმელები და ღვიძლის ბადექონი, 20 დააწყვეს მკერდზე+ და ეს ქონი მან სამსხვერპლოზე ააბოლა. 21 შეწირული ცხოველების მკერდი და მარჯვენა ბარკალი აარონმა იეჰოვას წინაშე შეარხია, როგორც შესარხევი შესაწირავი,+ მოსეს ბრძანებისამებრ.
22 გაიწოდა აარონმა ხელები ხალხისკენ, აკურთხა ისინი+ და ცოდვის შესაწირავის, დასაწვავი შესაწირავისა და მშვიდობის მსხვერპლის შეწირვის შემდეგ ძირს ჩამოვიდა.+ 23 ბოლოს მოსე და აარონი შეხვედრის კარავში შევიდნენ. მერე გამოვიდნენ და აკურთხეს ხალხი.+
გამოეცხადა იეჰოვას დიდება+ მთელ ხალხს, 24 გამოვიდა ცეცხლი იეჰოვასგან+ და შთანთქა სამსხვერპლოდან დასაწვავი შესაწირავი და ქონი. ამის დანახვაზე ხალხმა სიხარულით შესძახა+ და პირქვე დაემხო.
10 აარონის ვაჟებმა, ნადაბმა და აბიჰუმ,+ აიღეს თავიანთი საცეცხლურები,+ ჩადეს შიგ ცეცხლი, მოაყარეს საკმეველი+ და უკანონო ცეცხლი+ შესწირეს იეჰოვას წინაშე, რაც არ ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. 2 გამოვიდა ცეცხლი იეჰოვასგან, შთანთქა+ ისინი და დაიხოცნენ იეჰოვას წინაშე.+ 3 უთხრა მოსემ აარონს: «აი რა თქვა იეჰოვამ: „ჩემთან ახლოს მყოფთა შორის+ განწმენდილი უნდა ვიყო+ და ყველა ხალხის წინაშე — განდიდებული“».+ აარონი დუმდა.
4 მოუხმო მოსემ მიშაელსა და ელიცაფანს, აარონის ბიძის, უზიელის+ ვაჟებს, და უთხრა: „მოდით და ბანაკის გარეთ გაიტანეთ თქვენი ძმები წმინდა ადგილიდან“.+ 5 ისინიც მივიდნენ და სამოსლიანად გაიტანეს ბანაკის გარეთ, როგორც მოსემ უთხრა.
6 შემდეგ მოსემ აარონსა და მის ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, უთხრა: „ნუ ივლით მოუვლელი თმით,+ ნუ შემოიხევთ ტანსაცმელს, რომ არ დაიხოცოთ და არ გაუწყრეს იგი მთელ კრებულს;+ თქვენი ძმები, მთელი ისრაელის სახლი იტირებს იეჰოვას ცეცხლით დამწვრებს. 7 არ მოსცილდეთ შეხვედრის კარვის შესასვლელს, რომ არ დაიხოცოთ,+ რადგან იეჰოვამ გცხოთ თავისი საცხები ზეთით“.+ ისინიც მოსეს სიტყვის თანახმად მოიქცნენ.
8 ელაპარაკა იეჰოვა აარონს: 9 „როცა შეხვედრის კარავში მოდიხართ, არ დალიოთ ღვინო ან სხვა მათრობელი სასმელი+ არც შენ და არც შენმა ვაჟებმა, რათა არ დაიხოცოთ. ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის, 10 რომ განასხვაოთ წმინდა შებღალულისგან და უწმინდური წმინდისგან,+ 11 რათა ასწავლოთ ისრაელის ძეებს+ ყველა წესი, რომელიც იეჰოვამ მოსეს პირით უთხრა მათ“.
12 უთხრა მოსემ აარონსა და მის ცოცხლად დარჩენილ ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს: „აიღეთ იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავიდან მორჩენილი მარცვლეული შესაწირავი+ და უფუარი ჭამეთ ის სამსხვერპლოსთან, რადგან ეს უწმინდესია.+ 13 ჭამეთ წმინდა ადგილზე,+ რადგან ეს არის შენი და შენი შვილების წილი იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავიდან, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები. 14 შესარხევი შესაწირავის+ მკერდი და წმინდა წილიდან ბარკალი+ სუფთა ადგილზე ჭამეთ შენ, შენმა ვაჟებმა და შენმა ასულებმა,+ რადგან ეს არის შენი და შენი ვაჟების წილი ისრაელის ძეების მშვიდობის მსხვერპლიდან. 15 ცეცხლში დასაწვავი შესაწირავის ქონთან ერთად მიიტანენ ბარკალს წმინდა წილიდან და მკერდს — შესარხევი შესაწირავიდან,+ რათა შეარხიონ იეჰოვას წინაშე, როგორც შესარხევი შესაწირავი. ეს იქნება შენი და შენი ვაჟების წილი+ მარადიულად, როგორც იეჰოვას აქვს ნაბრძანები“.
16 ძებნა დაუწყო მოსემ ცოდვის შესაწირავ+ თხას და რას ხედავს! დამწვარია თხა. განურისხდა ის აარონის ცოცხლად დარჩენილ ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, და უთხრა: 17 „რატომ არ ჭამეთ ცოდვის შესაწირავი წმინდა ადგილზე,+ ეს ხომ უწმინდესია?! მან თქვენ მოგცათ ის, რათა პასუხი აგოთ კრებულის დანაშაულზე და გამოსყიდვის წესი შეასრულოთ მათთვის იეჰოვას წინაშე.+ 18 მისი სისხლი არ შეტანილა წმინდა ადგილზე.+ წმინდა ადგილზე უნდა გეჭამათ ის, როგორც მებრძანა“.+ 19 აარონმა უთხრა მოსეს: „დღეს, როცა ასეთი რამ დამატყდა თავს, იეჰოვას შესწირეს მათ თავიანთი ცოდვის შესაწირავი+ და დასაწვავი შესაწირავი. დღეს ცოდვის შესაწირავი რომ მეჭამა, იქნებოდა ეს მოსაწონი იეჰოვას თვალში?!“+ 20 მოისმინა ეს მოსემ და მოიწონა.
11 დაელაპარაკა იეჰოვა მოსესა და აარონს და უთხრა: 2 „უთხარით ისრაელის ძეებს: აი რომელი ცოცხალი ქმნილებები გეჭმებათ+ ხმელეთზე მობინადრე ცხოველებიდან: 3 ყველა ქმნილება, ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაყოფილი აქვს ღრმა ჭრილით და იცოხნის, გეჭმებათ.+
4 მათგან, რომლებიც იცოხნიან და გაყოფილი ჩლიქი აქვთ, არ გეჭმებათ: აქლემი, რადგან იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი; ის უწმინდურია თქვენთვის;+ 5 დამანი,+ რადგან იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი; ის უწმინდურია თქვენთვის; 6 კურდღელი,+ რადგან იცოხნის, მაგრამ არა აქვს გაყოფილი ჩლიქი; ის უწმინდურია თქვენთვის; 7 ღორი,+ რადგან ჩლიქი გაყოფილი აქვს ღრმა ჭრილით, მაგრამ არ იცოხნის; ის უწმინდურია თქვენთვის. 8 არ ჭამოთ მათი ხორცი და არ შეეხოთ მათ ლეშს.+ ისინი უწმინდურნი არიან თქვენთვის.+
9 წყლების, ზღვებისა და მდინარეების ბინადართაგან გეჭმებათ+ ყველაფერი, რასაც ფარფლი და ქერცლი+ აქვს. 10 ზღვებისა და მდინარეების ყველა ბინადარი, რასაც ფარფლი და ქერცლი არა აქვს, წყალში მოფუთფუთე ყველა არსება და წყლის ყველა ცოცხალი სული*, საზიზღრობაა თქვენთვის. 11 გეზიზღებოდეთ ისინი, არ ჭამოთ მათი ხორცი+ და შეიზიზღეთ მათი ლეში. 12 წყლის ყველა ბინადარი, რასაც არა აქვს ფარფლი და ქერცლი, საზიზღრობაა თქვენთვის.
13 ფრინველებიდან შეიზიზღეთ,+ არ ჭამოთ და საზიზღრობა იყოს თქვენთვის: არწივი,+ ფსოვი და შავი სვავი, 14 ბორა და შავი ძერა+ მათი გვარისდა მიხედვით, 15 ყველანაირი ყორანი+ მისი გვარისდა მიხედვით, 16 სირაქლემა,+ ბუ, თოლია და შევარდენი მათი გვარისდა მიხედვით, 17 ჭოტი, ჩვამა, ბუკიოტი,+ 18 გედი, ვარხვი, სვავი,+ 19 ყარყატი, ყანჩა მათი გვარისდა მიხედვით, ოფოფი და ღამურა.+ 20 ყოველი მოფუთფუთე ფრთიანი არსება, რომელიც ოთხზე დადის, საზიზღრობაა თქვენთვის.+
21 მოფუთფუთე ფრთიანი არსებებიდან გეჭმებათ მხოლოდ ისინი, რომლებიც ოთხზე დადიან, და ფეხებით მიწაზე დახტიან. 22 მათგან გეჭმებათ: გადამფრენი კალია+ მისი გვარისდა მიხედვით, კალია+ მისი გვარისდა მიხედვით, ჭრიჭინა მისი გვარისდა მიხედვით და კუტკალია+ მისი გვარისდა მიხედვით. 23 ყველა სხვა მოფუთფუთე ფრთიანი არსება, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს, საზიზღრობაა+ თქვენთვის; 24 ისინი გაგაუწმინდურებენ. ვინც მათ შეეხება, მკვდრებს, საღამომდე უწმინდური იქნება.+ 25 ვინც მათ აიღებს, მკვდრებს, ტანსაცმელი გაირეცხოს+ და საღამომდე უწმინდური იქნება.
26 ყველა ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაყოფილი აქვს, მაგრამ არა აქვს ღრმა ჭრილი და არ იცოხნის, უწმინდურია თქვენთვის; ვინც მათ შეეხება, გაუწმინდურდება.+ 27 ყოველი ოთხფეხა ცოცხალი ქმნილება, რომელიც თათებით დადის, უწმინდურია თქვენთვის; ვინც მათ ლეშს შეეხება, საღამომდე უწმინდური იქნება. 28 ვინც წაიღებს მათ ლეშს,+ ტანსაცმელი გაირეცხოს+ და საღამომდე უწმინდური იქნება. ისინი უწმინდურნი არიან თქვენთვის.
29 მიწაზე მოფუთფუთე არსებებიდან თქვენთვის უწმინდურია:+ ბრუცა, თაგვი*,+ ხვლიკი მათი გვარისდა მიხედვით, 30 გეკონი, დიდი ხვლიკი, ტრიტონი, უდაბნოს ხვლიკი და ქამელეონი. 31 მოფუთფუთე ქმნილებებიდან+ ესენი არიან თქვენთვის უწმინდურნი. ვინც მათ შეეხება, მკვდრებს, საღამომდე უწმინდური იქნება.+
32 გაუწმინდურდება ყველაფერი, რაზეც რომელიმე მათგანი დაეცემა, მკვდარი, იქნება ეს ხის ჭურჭელი,+ ტანსაცმელი, ტყავი+ თუ ჯვალო.+ ჭურჭელი, რომელსაც ხმარობენ, წყალში ჩაიდოს და უწმინდური იქნება საღამომდე, შემდეგ კი განიწმინდება. 33 თუ რომელიმე მათგანი თიხის ჭურჭელში+ ჩავარდება, ყველაფერი, რაც მასშია, გაუწმინდურდება; ის უნდა დაამსხვრიოთ.+ 34 თუ იქიდან წყალი დაესხა საჭმელს, რასაც ჭამთ, გაუწმინდურდება, და სასმელი, რომელსაც სვამთ ნებისმიერი ჭურჭლიდან, გაუწმინდურდება. 35 ყველაფერი, რაზეც ისინი დაეცემიან, მკვდრები, გაუწმინდურდება. ღუმელი და დოქის სადგამი უნდა დაიმსხვრეს; ისინი გაუწმინდურებულია და თქვენთვისაც უნდა გაუწმინდურდეს. 36 სუფთა დარჩება მხოლოდ წყარო და წყალსატევი, მაგრამ ვინც მათ შეეხება, მკვდრებს, გაუწმინდურდება. 37 თუ ის, მკვდარი, დაეცემა დასათესი მცენარის თესლს, თესლი სუფთა დარჩება. 38 თუ ის, მკვდარი, დამბალ თესლს დაეცემა, თესლი უწმინდური იქნება თქვენთვის.
39 თუ მოგიკვდათ პირუტყვი, რომელიც გეჭმებათ, და ვინმე შეეხო მის ლეშს, საღამომდე უწმინდური იქნება.+ 40 ვინც მის ლეშს შეჭამს,+ ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე უწმინდური იქნება. ვინც მის ლეშს წაიღებს, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე უწმინდური იქნება. 41 მიწაზე მოფუთფუთე ყველა არსება საზიზღრობაა,+ არ იჭმება. 42 არც ერთი ქმნილება, რომელიც მუცელზე დახოხავს,+ არც ერთი ქმნილება, რომელიც ოთხზე დადის, და არც ერთი მიწაზე მოფუთფუთე მრავალფეხა ქმნილება არ გეჭმებათ, რადგან საზიზღრობაა.+ 43 სული შესაზიზღი არ გაიხადოთ მოფუთფუთე არსებებით, და არ გაგაუწმინდურონ მათ; არ გაუწმინდურდეთ.+ 44 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ განიწმინდეთ და იყავით წმინდები,+ რადგან წმინდა ვარ მე.+ არ გაიუწმინდუროთ თქვენი სულები მიწაზე მხოხავი მოფუთფუთე ქმნილებით. 45 მე ვარ იეჰოვა, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო.+ იყავით წმინდები,+ რადგან მე წმინდა ვარ.+
46 ეს არის კანონი ცხოველებზე, ფრინველებზე, წყალში მცურავ ყველა ცოცხალ სულზე+ და მიწაზე მოფუთფუთე ყველა სულზე, 47 რათა განასხვაოთ წმინდა უწმინდურისგან,+ და საჭმელად ვარგისი ცოცხალი ქმნილება საჭმელად უვარგისი ცოცხალი ქმნილებისგან“.
12 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ქალი დაორსულდა+ და ბიჭი გააჩინა, შვიდ დღეს უწმინდური იქნება. ისევე იქნება უწმინდური,+ როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს. 3 მერვე დღეს ვაჟს ჩუჩა უნდა დაცვითონ.+ 4 კიდევ ოცდაცამეტ დღეს გაგრძელდეს ქალის სისხლისგან განწმენდა. წმინდას არაფერს შეეხოს და არ მივიდეს წმინდა ადგილზე განწმენდის დღეების დასრულებამდე.+
5 თუ გოგოს გააჩენს, უწმინდური იქნება თოთხმეტ დღეს, როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს. კიდევ სამოცდაექვსი დღე გაგრძელდეს სისხლისგან განწმენდა. 6 განწმენდის დღეების დასასრულს, იქნება ეს ბიჭის თუ გოგოს გამო, შეხვედრის კარვის შესასვლელთან მღვდელს მიუყვანოს ერთი წლის მამალი ცხვარი დასაწვავ შესაწირავად+ და მტრედის ხუნდი ან გვრიტი+ ცოდვის შესაწირავად. 7 მიიყვანოს ის იეჰოვას წინაშე, მისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულოს და განიწმინდება ქალი სისხლდენისგან.+ ეს არის კანონი ქალზე, რომელიც ბიჭს ან გოგოს გააჩენს. 8 მაგრამ თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, მიიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი,+ ერთი დასაწვავ შესაწირავად და მეორე — ცოდვის შესაწირავად, მღვდელი გამოსყიდვის წესს+ შეასრულებს მისთვის და ისიც განიწმინდება“.
13 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: 2 „თუ ვინმეს კანზე გამოაჩნდება გამონაყარი, მუწუკი+ ან ლაქა და კანზე კეთრის+ წყლულად გადაიქცევა, უნდა მიუყვანონ აარონ მღვდელს ან მის ერთ-ერთ ვაჟს, მღვდელს.+ 3 მღვდელმა უნდა ნახოს წყლული მის კანზე.+ თუ წყლულზე თმა გათეთრებულია და ჩანს, რომ წყლული ღრმად არის კანში, ეს კეთრის წყლულია. ნახოს მღვდელმა და უწმინდურად გამოაცხადოს. 4 თუ კანზე თეთრი ლაქაა და ისე ჩანს, რომ ის ღრმად არ არის კანში და მასზე თმა არ გათეთრებულა, მღვდელი დაწყლულებულს შვიდი დღით განაცალკევებს.+ 5 მეშვიდე დღეს მღვდელი ნახავს მას. თუ წყლული არ განვითარდა და არ გავრცელდა კანზე, მღვდელი კიდევ შვიდი დღით განაცალკევებს+ მას.
6 მეშვიდე დღეს მღვდელი მეორედ ნახავს მას, თუ წყლული გაფერმკრთალდა და აღარ გავრცელდა კანზე, მღვდელი მას წმინდად გამოაცხადებს. ეს მუწუკი იყო. მან ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და წმინდა იქნება. 7 თუ მას შემდეგ, რაც მღვდელს ეჩვენა და წმინდად გამოცხადდა, მუწუკი კანზე გავრცელდება, ხელმეორედ უნდა ეჩვენოს მღვდელს.+ 8 მღვდელი ნახავს და თუ მუწუკი კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმინდურად გამოაცხადებს. ეს კეთრია.+
9 თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება, მღვდელს უნდა მიუყვანონ, 10 და ის ნახავს.+ თუ კანზე თეთრი გამონაყარია, მასზე თმა გათეთრებულია+ და გამონაყარი ღია ჭრილობად იქცა, 11 მის კანს უკურნებელი კეთრი+ აქვს. მღვდელმა ის უწმინდურად უნდა გამოაცხადოს, მაგრამ უწმინდურების დასადგენად არ უნდა განაცალკეოს.+ 12 თუ ვინმეს კეთრი აშკარად გამოაყრის კანზე და დაუფარავს კანს თავიდან ფეხებამდე, რისი დანახვაც მღვდელს შეუძლია, 13 და მღვდელი შეხედავს და დაინახავს, რომ მთელი სხეული კეთრით არის დაფარული, კეთროვანს წმინდად* გამოაცხადებს. ის წმინდაა, რადგან მთლიანად გათეთრდა, 14 მაგრამ იმ დღეს, როცა მასზე ღია ჭრილობა გაჩნდება, ის გაუწმინდურდება. 15 მღვდელი+ ნახავს ღია ჭრილობას და მას უწმინდურად გამოაცხადებს. ღია ჭრილობა უწმინდურია. ეს კეთრია.+ 16 თუ ღია ჭრილობა შეხორცდება და გათეთრდება, მღვდელთან მივიდეს. 17 ნახავს მღვდელი+ და თუ წყლული გათეთრდა, მღვდელი დაწყლულებულს წმინდად გამოაცხადებს. ის წმინდაა.
18 თუ ვინმეს კანზე ბებერა+ გამოუვა, მაგრამ მოურჩება 19 და ბებერას ადგილზე თეთრი გამონაყარი ან მოწითალო-მოთეთრო ლაქა გაუჩნდება, მღვდელს ეჩვენოს. 20 მღვდელი ნახავს+ და თუ ჩანს, რომ ის ღრმად არის კანში და მასზე თმა გათეთრდა, მღვდელი მას უწმინდურად გამოაცხადებს. ეს კეთრის წყლულია. ის ბებერაზე გაუჩნდა. 21 თუ მღვდელი ნახავს, რომ თმა გათეთრებული არ არის და კეთრი ღრმად არ არის კანში და ფერმკრთალია, მღვდელი მას შვიდი დღით განაცალკევებს.+ 22 თუ მთელ კანს მოედება, მღვდელი მას უწმინდურად გამოაცხადებს. ეს კეთრია. 23 თუ მის ადგილზე ლაქა დააჩნდება და არ გავრცელდება, ეს ბებერაა, ანთებაა+ და მღვდელი მას წმინდად გამოაცხადებს.+
24 თუ ვინმეს კანზე დამწვრობა ექნება, და ღია ჭრილობა მოწითალო-მოთეთრო ან თეთრ ლაქად იქცევა, 25 მღვდელმა უნდა ნახოს, და თუ ლაქაზე თმა გათეთრებულია და ისე ჩანს, რომ ის ღრმად არის კანში, ეს კეთრია. ის ჭრილობაზე გაჩნდა და მღვდელმა უწმინდურად უნდა გამოაცხადოს. ეს კეთრის წყლულია. 26 თუ მღვდელი ნახავს, რომ ლაქაზე არ არის თეთრი თმა, ღრმად არ არის კანში და ფერმკრთალია, მღვდელი მას შვიდი დღით განაცალკევებს. 27 მეშვიდე დღეს მღვდელი ნახავს და თუ კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმინდურად გამოაცხადებს. ეს კეთრის წყლულია. 28 თუ ლაქა არ გაქრება, მაგრამ არც გავრცელდება და ფერმკრთალი იქნება, ეს არის გამონაყარი ჭრილობაზე. მღვდელი მას წმინდად გამოაცხადებს, რადგან ეს ჭრილობის ანთებაა.
29 თუ კაცს ან ქალს თავზე ან ნიკაპზე წყლული გაუჩნდება, 30 წყლული მღვდელმა+ უნდა ნახოს. თუ ჩანს, რომ ღრმად არის კანში და თმა ყვითელი და შეთხელებულია, მღვდელმა ასეთი უწმინდურად უნდა გამოაცხადოს. ეს ქეცია.+ ეს არის თავის ან ნიკაპის კეთრი. 31 თუ მღვდელი ხედავს, რომ ქეცით გამოწვეული წყლული ღრმად არ არის კანში და მასზე არ არის შავი თმა, მღვდელმა ქეციანი შვიდი დღით+ უნდა განაცალკეოს.+ 32 მეშვიდე დღეს მღვდელი ნახავს წყლულს და თუ ქეცი არ გავრცელებულა, თმა არ გაყვითლებულა და ქეცი+ ღრმად არ არის კანში, 33 მაშინ გაიპარსოს, მაგრამ არა ქეცის ადგილი;+ მღვდელმა კიდევ შვიდი დღით განაცალკეოს ქეციანი.
34 მეშვიდე დღეს მღვდელი ნახავს ქეცს. თუ ქეცი არ გავრცელებულა და არც ღრმად არის კანში, მღვდელი მას წმინდად გამოაცხადებს;+ ის ტანსაცმელს გაირეცხავს და წმინდა იქნება. 35 თუ წმინდად გამოცხადების შემდეგ ქეცი კანზე გავრცელდება, 36 მღვდელმა+ უნდა ნახოს. თუ ქეცი კანზე გავრცელდება, მღვდელი ყვითელ თმას ნუღარ დაუწყებს ძებნას. ის უწმინდურია. 37 თუ ჩანს, რომ ქეცი არ განვითარდა და მასზე შავი თმა ამოვიდა, ქეცი მორჩენილია. ის წმინდაა და მღვდელი მას წმინდად გამოაცხადებს.+
38 თუ კაცს ან ქალს კანზე თეთრი ლაქები+ გამოაჩნდება, 39 მღვდელმა+ უნდა ნახოს. თუ კანზე ლაქები მკრთალი თეთრია, ეს უვნებელი გამონაყარია; ეს კანის გამონაყარია; ის წმინდაა.
40 თუ კაცს თავზე თმა გასცვივა, ის მელოტია;+ ის წმინდაა. 41 თუ თავზე თმა წინიდან გასცვივა, შუბლთან, ის წმინდაა. 42 თუ მელოტ თხემზე ან შუბლზე მოწითალო-მოთეთრო წყლული გაუჩნდება, ეს არის მელოტ თხემზე ან შუბლზე გაჩენილი კეთრი. 43 ის მღვდელმა+ უნდა ნახოს. თუ მელოტ თხემზე ან შუბლზე გაჩენილი მოწითალო-მოთეთრო წყლული ჰგავს სხეულის კანის კეთრს, 44 ის კეთროვანია; ის უწმინდურია. მღვდელმა ის უწმინდურად უნდა გამოაცხადოს. მას წყლული აქვს თავზე. 45 დაწყლულებული კეთროვნის ტანსაცმელი უნდა დაიხეს,+ მოუვლელი თავით იაროს,+ ულვაში დაიფაროს+ და იყვიროს: უწმინდური, უწმინდური!+ 46 უწმინდურია, სანამ წყლული არ მოურჩება; ის უწმინდურია. განცალკევებით უნდა იცხოვროს. ბანაკის გარეთ+ არის მისი საცხოვრებელი ადგილი.
47 თუ კეთრის წყლული შალის ან სელის ტანსაცმელს გაუჩნდა, 48 სელს+ ან შალის ქსელს ან მისაქსელს, ტყავს ან ტყავის ნებისმიერ ნივთს,+ 49 ან მოყვითალო-მომწვანო ან მოწითალო წყლული გაუჩნდა ტანსაცმელს ან ტყავს, ან ქსელს, ან მისაქსელს, ან ტყავის ნებისმიერ ნივთს, ეს კეთრის წყლულია, მღვდელმა უნდა ნახოს; 50 მღვდელმა+ უნდა ნახოს წყლული და შვიდი დღით განაცალკეოს+ ის. 51 მეშვიდე დღეს, თუ ნახავს მღვდელი, რომ წყლული გავრცელებულია ტანსაცმელზე, ქსელზე, მისაქსელზე+ ან ტყავის ნივთზე, რისთვისაც არ უნდა გამოიყენებოდეს, ეს განუკურნებელი კეთრის წყლულია;+ ის უწმინდურია. 52 მან უნდა დაწვას ტანსაცმელი, შალის ან სელის ქსელი+ და მისაქსელი, ან ტყავის ნებისმიერი ნივთი, რომელსაც წყლული აქვს მოდებული, რადგან ეს განუკურნებელი+ კეთრია; ის ცეცხლში უნდა დაიწვას.
53 თუ ნახავს მღვდელი, რომ წყლული არ გავრცელებულა ტანსაცმელზე, ქსელზე, მისაქსელზე, ან ტყავის ნებისმიერ ნივთზე,+ 54 მღვდელი ბრძანებს იმის გარეცხვას, რაზეც წყლული იყო, და მეორეჯერ განაცალკევებს შვიდი დღით. 55 გარეცხვის შემდეგ მღვდელი ნახავს წყლულს და თუ წყლული არ შეცვლილა, თუმცა არ გავრცელებულა, უწმინდურია; ის ცეცხლში უნდა დაწვა. წყლულს ამოუჭამია ის შიგნიდანაც და გარედანაც.
56 თუ ნახა მღვდელმა, რომ გარეცხვის შემდეგ წყლული გაფერმკრთალდა, მოახიოს ის ტანსაცმელს, ტყავს, ქსელს ან მისაქსელს. 57 მაგრამ თუ კვლავ გაუჩნდება ის ტანსაცმელს, ქსელს, მისაქსელს,+ ან ტყავის ნებისმიერ ნივთს, ესე იგი კვლავ ვითარდება; ყველაფერი, რაზეც წყლულია, ცეცხლში უნდა დაიწვას,+ 58 ხოლო ტანსაცმელი, ქსელი, მისაქსელი, ან ტყავის ნებისმიერი ნივთი, რაზეც გარეცხვის შემდეგ წყლული გაქრება, მეორედ გაირეცხოს და წმინდა იქნება.
59 ეს არის კანონი კეთრის წყლულზე, რომელიც უჩნდება შალის ან სელის ტანსაცმელს,+ ქსელს ან მისაქსელს, ან ტყავის ნებისმიერ ნივთს, რათა ის ან წმინდად გამოაცხადო ან უწმინდურად“.
14 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 2 „ეს იქნება კანონი კეთროვნის+ განწმენდაზე, რომელიც მღვდელთან უნდა მიიყვანონ.+ 3 მღვდელი ბანაკის გარეთ უნდა გავიდეს და ნახოს; თუ კეთროვანს მოურჩა+ კეთრის წყლული, 4 მღვდელმა უნდა უბრძანოს, რომ განწმენდისთვის მიიყვანოს ორი ცოცხალი წმინდა ფრინველი+ და მიიტანოს კედრის ხის ნაჭერი,+ ალისფერი ქსოვილი+ და უსუპი.+ 5 მღვდელი ბრძანებს ერთი ფრინველის დაკვლას თიხის ჭურჭელში ჩასხმულ ახალ წყალზე.+ 6 აიყვანოს ცოცხალი ფრინველი, აიღოს კედრის ხის ნაჭერი, ალისფერი ქსოვილი და უსუპი, ჩააწოს ისინი ცოცხალ ფრინველთან ერთად ფრინველის სისხლში, რომელიც ახალ წყალზე დაიკლა, 7 და მოასხუროს+ მას შვიდჯერ,+ ვინც კეთრისგან იწმინდება, და წმინდად გამოაცხადოს,+ ცოცხალი ფრინველი კი ტრიალ მინდორში გაუშვას.+
8 მან, ვინც იწმინდება, გაირეცხოს ტანსაცმელი,+ მთლიანად გაიპარსოს თმა, წყლით დაიბანოს+ და განიწმინდება; ამის შემდეგ შეუძლია ბანაკში შესვლა. შვიდ დღეს თავისი კარვის გარეთ უნდა იცხოვროს.+ 9 მეშვიდე დღეს მთლიანად გადაიპარსოს თავი,+ გაიპარსოს წვერი და წარბები. მთლიანად უნდა გადაიპარსოს თავზე თმა, გაირეცხოს ტანსაცმელი, წყლით დაიბანოს ტანი და განიწმინდება.
10 მერვე+ დღეს წაიყვანოს ორი საღი მამალი ცხვარი,+ და ერთი საღი, ერთი წლის დედალი თოხლი, წაიღოს სამი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, როგორც მარცვლეული შესაწირავი,+ ზეთში მოზელილი, და ერთი ლოგი* ზეთი.+ 11 მღვდელმა, რომელიც მას წმინდად გამოაცხადებს, შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვას წინაშე უნდა წარადგინოს ის, ვინც განიწმინდება, და ყველაფერი ეს. 12 შესწირავს მღვდელი ერთ მამალ ცხვარს და ერთ ლოგ+ ზეთს დანაშაულის შესაწირავად+ და შეარხევს იეჰოვას წინაშე, როგორც შესარხევ შესაწირავს.+ 13 დაკლავს მამალ თოხლს წმინდა ადგილზე,+ სადაც იკვლება ცოდვის შესაწირავი და დასაწვავი შესაწირავი, რადგან როგორც ცოდვის შესაწირავი, ისე დასაწვავი შესაწირავი, მღვდელს ეკუთვნის.+ ეს უწმინდესია.
14 აიღოს მღვდელმა დანაშაულის შესაწირავის სისხლი და მას, ვინც განიწმინდება, წაუსვას მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე.+ 15 აიღოს მღვდელმა ერთი ლოგი+ ზეთიდან ცოტაოდენი და დაისხას მარცხენა ხელისგულზე; 16 ჩააწოს მღვდელმა მარცხენა ხელისგულზე დასხმულ ზეთში მარჯვენა თითი და შვიდჯერ+ ასხუროს იეჰოვას წინაშე; 17 ხელისგულზე დარჩენილი ზეთი კი მას, ვინც განიწმინდება, წაუსვას მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე, სადაც დანაშაულის შესაწირავის სისხლია წასმული.+ 18 მღვდელმა ხელისგულზე დარჩენილი ზეთი თავზე წაუსვას მას, ვინც განიწმინდება, და იეჰოვას წინაშე გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს მისთვის.
19 შესწიროს მღვდელმა ცოდვის შესაწირავი+ და გამოსყიდვის წესი შეასრულოს მისთვის, ვინც უწმინდურებისგან განიწმინდება; ამის შემდეგ დაკლას დასაწვავი შესაწირავი. 20 შესწიროს მღვდელმა+ სამსხვერპლოზე დასაწვავი შესაწირავი, მარცვლეული შესაწირავი+ და შეასრულოს მისთვის გამოსყიდვის წესი+ და ისიც განიწმინდება.+
21 თუ ღარიბია+ და ხელი არ მიუწვდება,+ წაიყვანოს დანაშაულის გამოსასყიდი ერთი მამალი თოხლი, როგორც შესარხევი შესაწირავი, რათა შეასრულოს მისთვის გამოსყიდვის წესი, და მიიტანოს ზეთში მოზელილი ერთი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, ერთი ლოგი ზეთი 22 და მიიყვანოს ორი გვრიტი+ ან მტრედის ორი ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება, ერთი — ცოდვის შესაწირავად და მეორე — დასაწვავ შესაწირავად. 23 მერვე დღეს+ მიუყვანოს ისინი მღვდელს იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან+ თავის განსაწმენდად.+
24 აიყვანოს მღვდელმა დანაშაულის შესაწირავი+ მამალი თოხლი, აიღოს ლოგი ზეთი და შეარხიოს ისინი, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე.+ 25 დაკლას მან დანაშაულის შესაწირავი მამალი თოხლი, აიღოს დანაშაულის შესაწირავის სისხლი და მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე წაუსვას მას,+ ვინც განიწმინდება. 26 დაისხას მღვდელმა ზეთი მარცხენა ხელისგულზე+ 27 და მარცხენა ხელისგულზე დასხმული ზეთი მარჯვენა თითით შვიდჯერ ასხუროს+ იეჰოვას წინაშე. 28 მღვდელმა ხელისგულზე დასხმული ზეთი მას, ვინც განიწმინდება, წაუსვას მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე, სადაც დანაშაულის შესაწირავის სისხლია წასმული.+ 29 ხელისგულზე დარჩენილი ზეთი მღვდელმა თავზე წაუსვას მას,+ ვინც განიწმინდება, რათა იეჰოვას წინაშე გამოსყიდვის წესი შეასრულოს მისთვის.
30 შესწიროს ერთი გვრიტი ან მტრედის ერთი ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება,+ 31 ერთი მათგანი, რაზეც ხელი მიუწვდება, — ცოდვის შესაწირავად+ და მეორე — დასაწვავ შესაწირავად+ მარცვლეულ შესაწირავთან ერთად. მისთვის, ვინც განიწმინდება, მღვდელმა გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს იეჰოვას წინაშე.
32 ეს არის კანონი მასზე, ვისაც კეთრის წყლული ჰქონდა და განწმენდაზე ხელი არ მიუწვდება“.
33 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: 34 „როდესაც შეხვალთ ქანაანის მიწაზე,+ რომელსაც საკუთრებად გაძლევთ,+ და თქვენთვის საკუთრებად მოცემულ მიწაზე კეთრით დავაწყლულებ სახლს,+ 35 მივიდეს სახლის პატრონი მღვდელთან და უთხრას, ჩემს სახლში წყლულის მსგავსი რამ გაჩნდაო. 36 მღვდელი მითითებებს მისცემს, რომ სანამ წყლულის სანახავად მივა, სახლი დააცარიელონ, რათა უწმინდურად არ გამოაცხადოს ყველაფერი, რაც სახლშია. ამის შემდეგ მივა მღვდელი სახლის სანახავად. 37 როდესაც ნახავს წყლულს და წყლული ღრმად იქნება სახლის კედლებზე მოყვითალო-მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად, 38 მივა მღვდელი სახლის შესასვლელთან და შვიდი დღით ჩაკეტავს სახლს.+
39 მეშვიდე დღეს მღვდელი უნდა დაბრუნდეს და ნახოს;+ თუ წყლული სახლის კედლებს მოედო, 40 მღვდელი მითითებებს მისცემს, რომ გამოიღონ+ დაწყლულებული ქვები და ქალაქგარეთ უწმინდურ ადგილზე გადაყარონ. 41 მთლიანად ჩამოაფხეკინებს სახლს შიგნიდან და ჩამოფხეკილ თიხის ბათქაშს ქალაქგარეთ უწმინდურ ადგილზე გადააყრევინებს. 42 ძველი ქვების ადგილზე სხვა ქვებს ჩააწყობინებს და ახალი თიხის ბათქაშით გაალესვინებს სახლს.
43 თუ წყლული ისევ იჩენს თავს, გაჩნდება სახლში მას შემდეგ, რაც ქვებს გამოიღებენ, სახლს ჩამოფხეკენ და გალესავენ, 44 შევა მღვდელი+ სანახავად; თუ წყლული სახლს მოედო, სახლში განუკურნებელი კეთრია.+ ის უწმინდურია. 45 დაანგრევინოს სახლი, თავის ქვებიანად, ძელებიანად და თიხის ბათქაშიანად და გაატანინოს ქალაქგარეთ უწმინდურ ადგილზე.+ 46 თუ იმ დღეებში ვინმე ჩაკეტილ სახლში შევა,+ უწმინდური იქნება საღამომდე.+ 47 ვინც დაიძინებს იმ სახლში, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს,+ და ვინც შეჭამს იმ სახლში, მანაც უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი.
48 თუ მღვდელი მივა და ნახავს, რომ გალესვის შემდეგ წყლული არ მოსდებია სახლს, სახლი წმინდად უნდა გამოაცხადოს, რადგან წყლული გამქრალია.+ 49 სახლის განსაწმენდად აიყვანოს ორი ფრინველი,+ აიღოს კედრის ხის ნაჭერი,+ ალისფერი ქსოვილი+ და უსუპი. 50 დაკლას მან ერთი ფრინველი თიხის ჭურჭელში ჩასხმულ ახალ წყალზე.+ 51 აიღოს კედრის ხის ნაჭერი, უსუპი,+ ალისფერი ქსოვილი, აიყვანოს ცოცხალი ფრინველი და ჩააწოს ისინი დაკლული ფრინველის სისხლსა და ახალ წყალში, და შვიდჯერ+ ასხუროს+ სახლისკენ. 52 განწმინდოს სახლი ფრინველის სისხლით, ახალი წყლით, ცოცხალი ფრინველით, კედრის ხის ნაჭრით, უსუპითა და ალისფერი ქსოვილით. 53 ცოცხალი ფრინველი კი გაუშვას ქალაქგარეთ, ტრიალ მინდორში, შეასრულოს გამოსყიდვის წესი+ სახლისთვის, და განიწმინდება.
54 ეს არის კანონი კეთრის ნებისმიერ წყლულზე,+ ქეცზე,+ 55 ტანსაცმლისა+ და სახლის კეთრზე, 56 გამონაყარზე, მუწუკსა და ლაქაზე,+ 57 იმის სასწავლებლად,+ როდის რა არის უწმინდური და როდის — წმინდა. ეს არის კანონი კეთრზე“.+
15 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: 2 „ელაპარაკე ისრაელის ძეებს და უთხარი: თუ კაცს გამონადენი+ აქვს სასქესო ორგანოდან, მისი გამონადენი უწმინდურია. 3 აი მისი უწმინდურება გამონადენის გამო: გამოსდის გამონადენი სასქესო ორგანოდან თუ უკავდება გამონადენი სასქესო ორგანოში, ეს მისი უწმინდურებაა.
4 საწოლი, რომელზეც გამონადენიანი დაწვება, უწმინდურია, და უწმინდურია ისიც, რაზეც დაჯდება. 5 კაცმა, რომელიც მის საწოლს შეეხება, ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.+ 6 ვინც დაჯდება იქ, სადაც გამონადენიანი იჯდა, ტანსაცმელი გაირეცხოს,+ წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება. 7 ვინც გამონადენიანის სხეულს შეეხება,+ ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.+ 8 თუ გამონადენიანი შეაფურთხებს მას, ვინც წმინდაა, მან ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება. 9 უნაგირი,+ რომელზეც გამონადენიანი დაჯდება, უწმინდურია. 10 ყველა, ვინც შეეხება იმას, რაზეც ის იჯდა, საღამომდე უწმინდური იქნება; ვინც იმას აიღებს, ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება. 11 ვისაც გამონადენიანი+ ხელდაუბანელი შეეხება, ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება. 12 თიხის ჭურჭელი, რომელსაც გამონადენიანი შეეხება, უნდა დაიმსხვრეს,+ ხის+ ჭურჭელი კი წყლით უნდა გაირეცხოს.
13 როდესაც გამონადენიანი განიწმინდება გამონადენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე განწმენდისთვის,+ ტანსაცმელი გაირეცხოს, ტანი სუფთა წყლით+ დაიბანოს და განიწმინდება. 14 მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი+ ან მტრედის ორი ხუნდი, მივიდეს იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან და ისინი მღვდელს მიუყვანოს. 15 შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის შესაწირავად, მეორე — დასაწვავ შესაწირავად.+ მღვდელმა მისთვის იეჰოვას წინაშე გამოსყიდვის წესი შეასრულოს გამონადენის გამო.
16 თუ კაცს თესლდენა ჰქონდა,+ მთელი ტანი წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება. 17 ტანსაცმელი და ტყავი, რომელიც გამონადენი თესლით დაისვრება, წყლით უნდა გაირეცხოს და საღამომდე უწმინდური იქნება.+
18 თუ კაცი ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, მათ წყლით უნდა დაიბანონ და საღამომდე უწმინდურები იქნებიან.+
19 თუ ქალს გამონადენი აქვს, სისხლი სდის სხეულიდან,+ შვიდ დღეს უწმინდური იქნება ყოველთვიური+ სისხლდენის გამო.+ ყველა, ვინც მას შეეხება, უწმინდური იქნება საღამომდე. 20 გაუწმინდურდება ყველაფერი, რაზეც ის დაწვება ყოველთვიური სისხლდენით გამოწვეული უწმინდურების დროს;+ გაუწმინდურდება ყველაფერი, რაზეც დაჯდება. 21 ვინც მის საწოლს შეეხება, ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.+ 22 ვინც შეეხება იმას, რაზეც ის იჯდა, ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.+ 23 ვინც შეეხება რაიმეს საწოლზე ან იმაზე, რაზეც ის იჯდა,+ საღამომდე უწმინდური იქნება. 24 თუ კაცი დაწვება მასთან და მისი ყოველთვიური სისხლდენით გამოწვეული უწმინდურება მასზე გადავა,+ შვიდ დღეს უწმინდური იქნება; უწმინდური იქნება საწოლიც, რომელზეც ის დაწვება.
25 თუ ქალი ყოველთვიური სისხლდენით არ არის უწმინდური,+ მაგრამ მაინც სდის სისხლი მრავალი დღე,+ ან ყოველთვიური სისხლდენა ჩვეულებრივზე მეტ ხანს უგრძელდება, იმ დღეებში, როცა უწმინდური გამონადენი აქვს, უწმინდური იქნება, როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს. ის უწმინდურია. 26 საწოლი, რომელზეც ის დაწვება გამონადენის დღეებში, ისევე გაუწმინდურდება, როგორც ყოველთვიური სისხლდენის+ დროს, და რაზეც ის დაჯდება, გაუწმინდურდება, როგორც ყოველთვიური სისხლდენით უწმინდურდება. 27 ვინც მათ შეეხება,+ გაუწმინდურდება; მან ტანსაცმელი გაირეცხოს, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება.
28 როდესაც განიწმინდება ქალი გამონადენისგან, მანაც გადაითვალოს შვიდი დღე, რის შემდეგაც განიწმინდება.+ 29 მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი+ ან მტრედის ორი ხუნდი და მღვდელს მიუყვანოს შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+ 30 შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის შესაწირავად, მეორე — დასაწვავ შესაწირავად.+ მღვდელმა მისთვის იეჰოვას წინაშე გამოსყიდვის წესი+ შეასრულოს უწმინდური გამონადენის გამო.
31 მოარიდეთ ისრაელის ძეები თავიანთ უწმინდურებას, რათა არ დაიხოცონ თავიანთ უწმინდურებაში ჩემი კარვის გაუწმინდურების გამო, რომელიც მათ შორისაა.+
32 ეს არის კანონი გამონადენითა+ და თესლდენით+ გაუწმინდურებულ კაცზე, 33 ყოველთვიური სისხლდენით+ გაუწმინდურებულ ქალზე და ყველაზე, ვისაც გამონადენი+ აქვს, კაცი იქნება თუ ქალი, და კაცზე, რომელიც უწმინდურ ქალთან დაწვება“.
16 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს აარონის ორი ვაჟის სიკვდილის შემდეგ, რომლებიც იმის გამო დაიხოცნენ, რომ შეუფერებლად წარდგნენ იეჰოვას წინაშე.+ 2 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ელაპარაკე აარონს, შენს ძმას, რომ ყოველთვის არ შევიდეს წმინდა ადგილზე+ ფარდის შიგნით,+ კიდობნის სახურავის წინ, რათა არ მოკვდეს,+ რადგან ღრუბელში+ გამოვცხადდები სახურავის ზემოთ.+
3 აი რა უნდა შეიყვანოს აარონმა წმინდა ადგილას:+ მოზვერი — ცოდვის შესაწირავად+ და ვერძი — დასაწვავ შესაწირავად.+ 4 ჩაიცვას სელის წმინდა, გრძელი სამოსელი,+ ტანზე — ქვედა საცვალი,+ შემოირტყას სელის სარტყელი+ და თავზე სელის თავსაბურავი შემოიხვიოს;+ ეს წმინდა შესამოსელია.+ ტანი წყლით უნდა დაიბანოს+ და მერე ჩაიცვას.
5 ისრაელის ძეების კრებულიდან+ აიყვანოს ორი მამალი თიკანი ცოდვის შესაწირავად+ და ერთი ვერძი — დასაწვავ შესაწირავად.+
6 მიიყვანოს აარონმა თავისთვის ცოდვის შესაწირავი ხარი+ და შეასრულოს გამოსყიდვის წესი+ თავისთვის+ და თავისი სახლისთვის.+
7 აიყვანოს მან ორი თხა და დააყენოს იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან. 8 ყაროს აარონმა წილი+ ორივე თხაზე, ერთი წილი — იეჰოვასთვის და მეორე — აზაზელისთვის*.+ 9 მიიყვანოს აარონმა თხა, რომელიც წილისყრით+ იეჰოვას ერგება, და შესწიროს ცოდვის შესაწირავად;+ 10 ის თხა კი, რომელიც წილისყრით აზაზელს ერგება, ცოცხალი დააყენოს იეჰოვას წინაშე, რომ შეასრულოს გამოსყიდვის წესი და გაუშვას+ ის აზაზელისთვის უდაბნოში.+
11 მიიყვანოს აარონმა თავისთვის ცოდვის შესაწირავი ხარი, შეასრულოს გამოსყიდვის წესი თავისთვის და თავისი სახლისთვის და დაკლას თავისთვის ცოდვის შესაწირავი ხარი.+
12 აიღოს მოგიზგიზე ნაკვერჩხლებით სავსე საცეცხლური+ სამსხვერპლოდან,+ რომელიც იეჰოვას წინაშეა, ორი სავსე მუჭა+ დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი+ და შეიტანოს ფარდის შიგნით.+ 13 ჩაყაროს ცეცხლში საკმეველი იეჰოვას წინაშე+ და მოეფინება საკმევლის ღრუბელი კიდობნის სახურავს,+ რომელიც მოწმობის კიდობანზეა,+ რათა არ მოკვდეს იგი.
14 აიღოს ხარის სისხლი+ და თითით დაასხუროს სახურავის წინ აღმოსავლეთით; შვიდჯერ დაასხუროს+ თითით სისხლი სახურავის წინ.+
15 დაკლას ცოდვის შესაწირავი თხა ხალხისთვის,+ მისი სისხლი ფარდის შიგნით შეიტანოს+ და რაც ხარის სისხლით გააკეთა, იგივე გააკეთოს მისი სისხლითაც;+ დაასხუროს სახურავზე და სახურავის წინ.
16 შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი წმინდა ადგილისთვის ისრაელის ძეების უწმინდურების,+ მათი ურჩობისა და მათი ცოდვების გამო.+ ასევე უნდა მოიქცეს შეხვედრის კარვისთვის, რომელიც მათ შორის არის, მათ უწმინდურებას შორის.
17 სხვა არავინ უნდა იყოს შეხვედრის კარავში, სანამ ის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად წმინდა ადგილას არის შესული. შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი თავისთვის,+ თავისი სახლისა და ისრაელის მთელი კრებულისთვის.+
18 გამოვიდეს სამსხვერპლოსთან,+ რომელიც იეჰოვას წინაშეა, და შეასრულოს მისთვის გამოსყიდვის წესი; აიღოს ხარისა და თხის სისხლი და სცხოს სამსხვერპლოს რქებს.+ 19 შვიდჯერ დაასხუროს+ მასზე თითით სისხლი და განწმინდოს ის ისრაელის ძეების უწმინდურებისგან.
20 როცა შეასრულებს გამოსყიდვის წესს+ წმინდა ადგილისთვის, შეხვედრის კარვისა და სამსხვერპლოსთვის, მიიყვანოს ცოცხალი თხაც.+ 21 დაადოს აარონმა ცოცხალ თხას თავზე ორივე ხელი+ და აღიაროს+ ისრაელის ძეების ყველა დანაშაული,+ ურჩობა და ცოდვა;+ დაადოს ისინი თხას თავზე+ და გაუშვას უდაბნოში+ საამისოდ განწესებული კაცის ხელით.+ 22 წაიღებს თხა ყველა მათ დანაშაულს+ უკაცრიელ მიწაზე;+ უდაბნოში გაუშვას თხა.+
23 შევიდეს აარონი შეხვედრის კარავში და გაიხადოს სელის ტანსაცმელი, რომელიც წმინდა ადგილზე შესვლისას ეცვა, და იქ დააწყოს.+ 24 წყლით დაიბანოს ტანი+ წმინდა ადგილას,+ ჩაიცვას ტანსაცმელი,+ გამოვიდეს, შესწიროს დასაწვავი შესაწირავი თავისთვის,+ დასაწვავი შესაწირავი ხალხისთვის+ და გამოსყიდვის წესი შეასრულოს თავისთვის და ხალხისთვის,+ 25 ცოდვის შესაწირავის ქონი კი სამსხვერპლოზე ააბოლოს.+
26 მან,+ ვინც თხა აზაზელისთვის+ გაუშვა, გაირეცხოს ტანსაცმელი და ტანი წყლით დაიბანოს;+ ამის შემდეგ შევიდეს ბანაკში.
27 გაატანინოს მან ბანაკის გარეთ ცოდვის შესაწირავი ხარი და ცოდვის შესაწირავი თხა, რომელთა სისხლიც წმინდა ადგილას იყო შეტანილი გამოსყიდვის წესის შესასრულებლად. ცეცხლში დაწვან მათი ტყავი, ხორცი და ნეხვი.+ 28 ვინც დაწვავს, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და ტანი წყლით დაიბანოს; ამის შემდეგ შევიდეს ბანაკში.
29 ეს იქნება სამარადისო წესი თქვენთვის:+ მეშვიდე თვის მეათე დღეს+ დაიმდაბლეთ თავი+ და არ გააკეთოთ არავითარი საქმე,+ არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა ხიზანმა. 30 ამ დღეს შესრულდება თქვენთვის გამოსყიდვის წესი,+ რათა განწმენდილებად გამოცხადდეთ. იეჰოვას წინაშე ყველა თქვენი ცოდვისგან იქნებით განწმენდილები.+ 31 ეს თქვენთვის სრული დასვენების შაბათია;+ დაიმდაბლეთ თავი. ეს არის სამარადისო წესი.
32 ცხებულმა მღვდელმა,+ რომლის ხელიც ძალაუფლებით აივსება მღვდლად მსახურებისთვის+ მამის საქმის გასაგრძელებლად,+ გამოსყიდვის წესი შეასრულოს და სელის ტანსაცმელი ჩაიცვას.+ ეს წმინდა ტანსაცმელია.+ 33 შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი წმინდა საწმინდრისთვის,+ შეხვედრის კარვისა+ და სამსხვერპლოსთვის;+ გამოსყიდვის წესი შეასრულოს მღვდლებისთვის და მთელი კრებულისთვის.+ 34 ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი,+ რათა წელიწადში ერთხელ გამოსყიდვის წესი შეასრულოთ ისრაელის ძეების ყველა ცოდვისთვის“.+
ყველაფერი ისე გააკეთა მოსემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა.
17 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „უთხარი აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელის ძეებს: აი რა ბრძანა იეჰოვამ:
3 თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ბანაკში ან ბანაკის გარეთ დაკლავს ხარს, მამალ თოხლს ან თხას 4 და არ მიიტანს იეჰოვასთვის შესაწირავად იეჰოვას კარვის წინ შეხვედრის კარვის შესასვლელთან,+ სისხლის ღვრაში იქნება დამნაშავე; მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან,+ 5 რათა ისრაელის ძეებმა მსხვერპლი, რომელსაც ტრიალ მინდორში კლავენ,+ მიიტანონ იეჰოვას წინაშე, მღვდელთან, შეხვედრის კარვის შესასვლელთან,+ და იეჰოვას შესწირონ მშვიდობის მსხვერპლად.+ 6 დაასხუროს მღვდელმა სისხლი იეჰოვას სამსხვერპლოზე+ შეხვედრის კარვის შესასვლელთან და ააბოლოს ქონი,+ როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+ 7 აღარ შესწირონ თავიანთი მსხვერპლი თხისმაგვარ დემონებს*,+ რომლებთანაც გარყვნილებას სჩადიან.+ ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში.
8 ასე უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან თქვენ შორის მცხოვრები ხიზანი შესწირავს დასაწვავ შესაწირავს+ ან მსხვერპლს 9 და არ მიიტანს შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვასთვის შესაწირავად,+ ის უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.+
10 თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან თქვენ შორის მცხოვრები ხიზანი შეჭამს სისხლს,+ მივაქცევ ჩემს სახეს იმის* წინააღმდეგ,+ ვინც სისხლს შეჭამს, და მოვკვეთ მას თავისი ხალხიდან; 11 ვინაიდან ხორციელის სული მის სისხლშია;+ მე ის სამსხვერპლოსთვის დაგიწესეთ, რათა შესრულდეს გამოსყიდვის წესი+ თქვენი სულებისთვის, რადგან სისხლს+ შეუძლია გამოსყიდვა+ იმ სულით, რომელიც მასშია. 12 ამიტომ ვუთხარი ისრაელის ძეებს: არც ერთმა თქვენგანმა და არც ერთმა თქვენ შორის+ მცხოვრებმა ხიზანმა არ ჭამოს სისხლი.+
13 თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან თქვენ შორის მცხოვრები ხიზანი ნადირობისას დაიჭერს მხეცს ან ფრინველს, რომელიც იჭმება, გამოადინოს სისხლი+ და მტვრით დაფაროს;+ 14 ვინაიდან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია იმ სულის გამო, რომელიც მასშია. ამიტომ ვუთხარი ისრაელის ძეებს: არ ჭამოთ ხორციელის სისხლი, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია;+ ვინც მას შეჭამს, მოიკვეთება.+ 15 ნებისმიერმა, იქნება ის მკვიდრი თუ ხიზანი, რომელიც შეჭამს ლეშს ან მხეცისგან დაგლეჯილს,+ უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი, წყლით დაიბანოს და საღამომდე უწმინდური იქნება;+ ამის შემდეგ განიწმინდება. 16 თუ არ გაირეცხავს ტანსაცმელს და არ დაიბანს სხეულს, პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე“.+
18 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 «უთხარი ისრაელის ძეებს: „მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ 3 არ მოიქცეთ ისე, როგორც ეგვიპტის მიწაზე იქცევიან,+ სადაც ცხოვრობდით, არც ისე, როგორც ქანაანის მიწაზე იქცევიან, სადაც მიმყავხართ;+ არ მიჰყვეთ მათ წესებს. 4 აღასრულეთ ჩემი სამართალი,+ დაიცავით ჩემი წესები+ და მიჰყევით მათ.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. 5 დაიცავით ჩემი წესები და სამართალი. ვინც დაიცავს, იცოცხლებს.+ მე ვარ იეჰოვა.+
6 არც ერთი თქვენგანი არ გაეკაროს თავის სისხლით ნათესავს სიშიშვლის გამოსაჩენად.+ მე ვარ იეჰოვა. 7 არ გამოაჩინო არც მამაშენის+ და არც დედაშენის სიშიშვლე. დედაშენია იგი; არ გამოაჩინო მისი სიშიშვლე.
8 არ გამოაჩინო მამაშენის ცოლის სიშიშვლე;+ ეს მამაშენის სიშიშვლეა.
9 არ გამოაჩინო შენი დის, მამაშენის ასულის ან დედაშენის ასულის სიშიშვლე, გინდ ერთ სახლში იყოთ დაბადებული, გინდ არა.+
10 არ გამოაჩინო შენი ვაჟის ასულის ან შენი ქალიშვილის ასულის სიშიშვლე, ეს შენი სიშიშვლეა.
11 არ გამოაჩინო მამაშენის ცოლის ასულის, მამაშენის შთამომავლის სიშიშვლე, შენი დაა იგი.
12 არ გამოაჩინო მამაშენის დის სიშიშვლე, მამაშენის სისხლით ნათესავია იგი.+
13 არ გამოაჩინო დედაშენის დის სიშიშვლე, დედაშენის სისხლით ნათესავია იგი.
14 არ გამოაჩინო მამაშენის ძმის სიშიშვლე; არ გაეკარო მის ცოლს, შენი ბიცოლაა იგი.+
15 არ გამოაჩინო შენი რძლის+ სიშიშვლე, შენი ვაჟის ცოლია იგი; არ გამოაჩინო მისი სიშიშვლე.
16 არ გამოაჩინო შენი ძმის ცოლის+ სიშიშვლე, ეს შენი ძმის სიშიშვლეა.
17 არ გამოაჩინო ქალისა და მისი ასულის სიშიშვლე;+ არ წაიყვანო მისი ვაჟის ასული და მისი ქალიშვილის ასული სიშიშვლის გამოსაჩენად, სისხლით ნათესავები არიან ისინი. ეს თავაშვებულობაა.+
18 არ მოიყვანო ცოლისდა მეტოქედ+ შენი ცოლის სიცოცხლეში მისი სიშიშვლის გამოსაჩენად.
19 არ გაეკარო ყოველთვიური სისხლდენით+ გაუწმინდურებულ ქალს სიშიშვლის გამოსაჩენად.+
20 არ დაღვარო თესლი შენი მოძმის ცოლთან, რათა არ გაუწმინდურდე.+
21 არც ერთი შენი შთამომავალი არ გადასცე+ მოლექს,+ თორემ შებღალავ+ შენი ღვთის სახელს. მე ვარ იეჰოვა.+
22 არ დაწვე კაცთან+ ისე, როგორც ქალთან წვები.+ ეს სისაძაგლეა.
23 არ დაღვარო თესლი ცხოველთან+, რათა არ გაუწმინდურდე, და არც ქალი დაუდგეს ცხოველს კავშირის დასამყარებლად;+ ეს ბუნებრივი წესის დარღვევაა.
24 არ გაიუწმინდუროთ თავი არც ერთი ამათგანით, რადგან ამის კეთებით თავი გაიუწმინდურეს იმ ხალხებმა, რომლებსაც თქვენგან განვდევნი.+ 25 გაუწმინდურებულია მიწა და მე დავატეხ მას სასჯელს მისივე დანაშაულის გამო, და ამოანთხევს მიწა თავის მკვიდრთ.+ 26 თქვენ კი დაიცავით ჩემი წესები და სამართალი+ და არ ჩაიდინოთ არანაირი სისაძაგლე არც მკვიდრმა და არც თქვენს შორის მცხოვრებმა ხიზანმა.+ 27 ამ მიწაზე თქვენამდე მცხოვრებმა ხალხმა ჩაიდინა ყველა ეს სისაძაგლე;+ ამიტომაც არის მიწა გაუწმინდურებული. 28 მაშინ აღარ ამოგანთხევთ მიწა მისი შებღალვის გამო, როგორც თქვენამდე მცხოვრები ხალხები ამოანთხია.+ 29 ვინც რომელიმე ამ სისაძაგლეს ჩაიდენს, მოიკვეთოს ის სული თავისი ხალხიდან.+ 30 შეასრულეთ თქვენი ვალდებულება: არ დაიცვათ არც ერთი საძაგელი წეს-ჩვეულება, რასაც თქვენამდე ასრულებდნენ,+ რათა თავი არ გაიუწმინდუროთ. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“».
19 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 «უთხარი ისრაელის ძეების კრებულს: „იყავით წმინდები,+ რადგან წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+
3 დედის და მამის გეშინოდეთ;+ დაიცავით ჩემი შაბათები.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. 4 არ მიმართოთ არაფრის მაქნის ღმერთებს+ და არ ჩამოისხათ ღმერთები.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
5 თუ მშვიდობის მსხვერპლს შესწირავთ იეჰოვას,+ შესწირეთ ის მოწონების მოსაპოვებლად.+ 6 შეწირული მსხვერპლი პირველ და მეორე დღეს შეიჭამოს, მესამე დღისთვის დარჩენილი კი ცეცხლში დაიწვას.+ 7 თუ მესამე დღესაც შეიჭმება, ეს სიბილწეა;+ ის არ იქნება მიღებული.+ 8 ვინც შეჭამს, პასუხს აგებს თავის დანაშაულზე,+ რადგან შებღალა ის, რაც წმინდაა იეჰოვასთვის. ის* უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
9 როცა მოიმკით მოსავალს თქვენს მიწაზე, სრულად არ მომკათ თქვენი მინდვრის ნაპირები, და არ აკრიფოთ მოსავლის აღების დროს დაცვენილი.+ 10 არ მოიმცვრიოთ+ ვენახი და დაცვენილი ყურძენი არ აკრიფოთ; საწყლისთვის და ხიზნისთვის დატოვეთ.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
11 არ მოიპაროთ+ და არ მოიტყუოთ;+ არ მოექცეთ ვერაგულად თქვენს მოძმეს.+ 12 არ დაიფიცოთ ჩემი სახელით ტყუილზე,+ რათა არ შებღალოთ თქვენი ღვთის სახელი. მე ვარ იეჰოვა. 13 არაფერი გამოსძალო მოძმეს+ და არ გაძარცვო;+ დილამდე არ დაიტოვო მოჯამაგირის გასამრჯელო.+
14 არ დასწყევლო ყრუ და ბრმას არაფერი დაუდო დასაბრკოლებლად.+ გეშინოდეს შენი ღვთისა.+ მე ვარ იეჰოვა.
15 უსამართლოდ არ მოიქცეთ სამართალში. არ გამოიჩინო მიკერძოება,+ არ არჩიო მდიდარი ღარიბს.+ სიმართლით გაასამართლე შენი მოძმე.
16 არ შემოიარო შენი ხალხი იმისათვის, რომ ცილი დასწამო ვინმეს;+ არ განიზრახო შენი მოძმის სისხლის დაღვრა.+ მე ვარ იეჰოვა.
17 არ გქონდეს გულში სიძულვილი შენი ძმისადმი;+ აუცილებლად შეაგონე შენი მოძმე,+ რათა მასთან ერთად შენც არ შესცოდო.
18 არ იძიო შური+ და ბოღმა არ ჩაიდო შენი ხალხის ძეებისადმი;+ საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე.+ მე ვარ იეჰოვა.
19 დაიცავით ჩემი წესები: არ შეაჯვაროთ ორი სხვადასხვა შინაური ცხოველი; არ დათესოთ ორი სხვადასხვა თესლი+ თქვენს მინდორში და არ ჩაიცვათ ორი ერთმანეთში შერეული ძაფით მოქსოვილი ტანსაცმელი.+
20 თუ კაცი მოახლე ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, ის კი სხვა კაცზეა დანიშნული და არც გამოსყიდულია და არც გათავისუფლებული, ამას სასჯელი უნდა მოჰყვეს, თუმცა არ უნდა მოკლან ისინი, რადგან ის გათავისუფლებული არ ყოფილა. 21 შეხვედრის კარვის შესასვლელთან მიუტანოს მან იეჰოვას დანაშაულის შესაწირავი ვერძი.+ 22 შეასრულოს მღვდელმა მისთვის გამოსყიდვის წესი ჩადენილი ცოდვის გამო დანაშაულის შესაწირავი ვერძით იეჰოვას წინაშე და ეპატიება მას ჩადენილი ცოდვა.+
23 როცა შეხვალთ იმ მიწაზე და დარგავთ ნაყოფის მომცემ რომელიმე ხეს, უწმინდური იყოს თქვენთვის მისი ნაყოფი, როგორც წინადაუცვეთელი, რადგან ის სამი წელი იქნება წინადაუცვეთელი თქვენთვის; იქიდან არ უნდა ჭამოთ. 24 მეოთხე წელს კი წმინდა იქნება მისი ნაყოფი+ იეჰოვას სადღესასწაულო მხიარულებისთვის.+ 25 მეხუთე წელს შეგიძლიათ ჭამოთ მისი ნაყოფი, რათა შეგემატოთ ის.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
არ დაიწყოთ მისნობა+ და ჯადოქრობა.+
27 არ შეიკრიჭოთ თმა საფეთქლებთან და არ დაიმახინჯოთ წვერის კიდეები.+
28 არ დაისეროთ სხეული მკვდრის* გამო+ და ზედ არაფერი დაიხატოთ. მე ვარ იეჰოვა.
29 არ აქციო მეძავად შენი ასული,+ რომ არ შეურაცხყო იგი, რათა არ იმეძაოს იმ მიწამ და არ აივსოს აღვირახსნილობით.+
30 დაიცავით ჩემი შაბათები+ და ჩემი საწმინდრის შიში გქონდეთ.+ მე ვარ იეჰოვა.
31 არ მიმართოთ სულების გამომძახებლებს+ და რჩევა არ ჰკითხოთ მარჩიელებს,+ რათა არ გაგაუწმინდურონ. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
32 ჭაღარას წამოუდექი,+ მოხუცებულის მიმართ ყურადღებიანი იყავი+ და გეშინოდეს შენი ღვთისა.+ მე ვარ იეჰოვა.
33 ცუდად არ მოეპყრო შენს მიწაზე მცხოვრებ ხიზანს;+ 34 არ განასხვაო შენთან მცხოვრები ხიზანი მკვიდრისგან; საკუთარი თავივით შეიყვარე იგი,+ რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის მიწაზე.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
35 უსამართლოდ არ მოიქცე სამართალში,+ ზომა-წონასა და სითხის აწყვაში;+ 36 ზუსტი სასწორი,+ ზუსტი საწონი, ზუსტი ეფა და ზუსტი ჰინი უნდა გქონდეთ. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან. 37 დაიცავით ჩემი წესები, მთელი ჩემი სამართალი და შეასრულეთ ისინი.+ მე ვარ იეჰოვა“».
20 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „ასე უთხარი ისრაელის ძეებს: ნებისმიერი, ისრაელის ძე იქნება იგი თუ ისრაელში მცხოვრები ხიზანი, რომელიც თავის შთამომავალს მოლექს შესწირავს,+ უნდა მოკვდეს. ჩაქოლოს და მოკლას ის იმ მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა. 3 მივაქცევ ჩემს სახეს ასეთი კაცის წინააღმდეგ და მოვკვეთ მას თავისი ხალხიდან,+ რადგან მოლექს შესწირა თავისი შთამომავალი, რომ ჩემი წმინდა ადგილი წაებილწა+ და ჩემი წმინდა სახელი შეებღალა.+ 4 თუ იმ მიწაზე მცხოვრები ხალხი თვალს დახუჭავს იმ კაცის საქციელზე, რომელმაც მოლექს თავისი შთამომავალი შესწირა, და არ მოკლავს,+ 5 მაშინ მივმართავ ჩემს სახეს მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ,+ მოვკვეთ თავისი ხალხიდან მას და ყველას, ვინც მასთან ერთად სჩადის გარყვნილებას+ მოლექთან.
6 მივაქცევ ჩემს სახეს მის* წინააღმდეგ, ვინც სულების გამომძახებლებსა+ და მარჩიელებს+ მიმართავს გარყვნილების ჩასადენად, და მოვკვეთ მას თავისი ხალხიდან.+
7 განიწმინდეთ და წმინდები იყავით,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. 8 დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი.+
9 ვინც თავის მამას ან დედას დასწყევლის,+ უნდა მოკვდეს.+ მან თავისი მამა და დედა დაწყევლა. მასზეა თავისი სისხლი.+
10 ვინც სხვის ცოლთან მრუშობს, ის თავისი მოძმის ცოლთან მრუშობს.+ ორივე* უნდა მოკვდეს.+ 11 ვინც მამამისის ცოლთან დაწვება, მამამისის სიშიშვლეს გამოაჩენს.+ ორივე უნდა მოკვდეს; მათზეა თავიანთი სისხლი. 12 თუ კაცი თავის რძალთან დაწვება, ორივე უნდა მოკვდეს.+ მათ ბუნებრივი წესი დაარღვიეს; მათზეა თავიანთი სისხლი.+
13 თუ კაცი კაცთან დაწვება, როგორც ქალთან წვებიან ხოლმე, ორივემ სისაძაგლე ჩაიდინა.+ ორივე უნდა მოკვდეს; მათზეა თავიანთი სისხლი.
14 თუ კაცი მოიყვანს ქალს და მის დედას, ეს თავაშვებულობაა.+ ცეცხლში დაწვით იგი მათთან ერთად,+ რათა არ იყოს თქვენ შორის თავაშვებულობა.+
15 კაცი, რომელიც ცხოველთან დაღვრის თესლს,+ უნდა მოკვდეს, და ცხოველიც უნდა მოკლათ. 16 თუ ქალი ცხოველთან მივა კავშირის დასამყარებლად,+ უნდა მოკლათ ქალიც და ცხოველიც. ორივე უნდა მოკვდეს; მათზეა თავიანთი სისხლი.
17 თუ კაცი მოიყვანს თავის დას, თავისი მამის ან დედის ასულს და სიშიშვლეს დაუნახავენ ერთმანეთს, ეს სამარცხვინოა.+ უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხის ძეთა თვალწინ; მან თავისი დის სიშიშვლე გამოაჩინა და პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე.
18 თუ კაცი დაწვება ქალთან, რომელსაც ყოველთვიური სისხლდენა აქვს, და სიშიშვლეს გამოუჩენს, მან სადინარი გამოუჩინა, და მანაც გამოაჩინა თავისი სისხლის სადინარი;+ ორივენი უნდა მოიკვეთონ თავიანთი ხალხიდან.
19 არ გამოაჩინო არც დედაშენის დის+ და არც მამაშენის დის სიშიშვლე,+ რადგან ეს სისხლით ნათესავის გაშიშვლებაა.+ მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულზე. 20 თუ კაცი თავის ბიცოლასთან დაწვება, ბიძამისის სიშიშვლეს გამოაჩენს.+ მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ ცოდვაზე; ისინი უშვილოდ დაიხოცებიან.+ 21 თუ კაცი თავისი ძმის ცოლს მოიყვანს, ეს საზიზღრობაა;+ მან თავისი ძმის სიშიშვლე გამოაჩინა. უშვილოები იქნებიან ისინი.
22 დაიცავით ჩემი წესები,+ მთელი ჩემი სამართალი+ და შეასრულეთ ისინი, რათა არ ამოგანთხიოთ იმ მიწამ, სადაც მიმყავხართ.+ 23 არ იაროთ იმ ხალხთა წესებით, რომელთაც ვდევნი თქვენგან,+ რადგან მათ ეს ყველაფერი ჩაიდინეს და მეზიზღებიან.+ 24 ამიტომაც გითხარით:+ დაეუფლებით მათ მიწას, რომელსაც დასაუფლებლად მოგცემთ, მიწას, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგყავით იმ ხალხებიდან.+ 25 განასხვავეთ წმინდა და უწმინდური ცხოველი, წმინდა და უწმინდური ფრინველი;+ თქვენი სულები შესაზიზღი არ გახადოთ+ ცხოველით, ფრინველით და იმით, რაც მიწაზე დახოხავს, რაც მე გამოვყავი, როგორც უწმინდური. 26 წმინდები იყავით ჩემთვის,+ რადგან მე, იეჰოვა, წმინდა ვარ.+ მე გამოგყავით ხალხებიდან, რომ ჩემი იყოთ.+
27 ის კაცი ან ქალი, რომელშიც სულების გამომძახებლის ან მარჩიელის სულია,+ უნდა მოკვდეს.+ ჩაქოლეთ და მოკალით. მათზეა თავიანთი სისხლი“.+
21 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ელაპარაკე მღვდლებს, აარონის ძეებს, და უთხარი: არავინ გაიუწმინდუროს თავი თავის ხალხს შორის მკვდრის* გამო.+ 2 სისხლით ნათესავისთვის კი, თავისი ახლობლისთვის: დედისთვის, მამისთვის, ვაჟისთვის, ასულისთვის, ძმისთვის 3 და ქალწული დისთვის, თავისი ახლობლისთვის, რომელიც არ ყოფილა გათხოვილი, შეუძლია გაიუწმინდუროს თავი. 4 არ გაიუწმინდუროს მან თავი გათხოვილი ქალისთვის თავის ხალხს შორის, რათა არ წაიბილწოს თავი. 5 არ უნდა გადაიპარსონ თავი,+ არ მოიკრიჭონ წვერის ბოლოები+ და არ დაისერონ სხეული.+ 6 ისინი წმინდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთისთვის+ და არ უნდა შებღალონ თავიანთი ღვთის სახელი,+ რადგან ისინი სწირავენ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს, თავიანთი ღვთის პურს;+ წმინდები უნდა იყვნენ ისინი.+ 7 არ უნდა მოიყვანონ ცოლად მეძავი+ ან გაუპატიურებული ქალი, არც ქმარს გაცილებული+ უნდა შეირთონ,+ რადგან მღვდელი წმინდაა თავისი ღვთისთვის. 8 განწმინდე იგი,+ რადგან ის სწირავს შენი ღვთის პურს. ის წმინდა უნდა იყოს შენთვის,+ რადგან მე, იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი, წმინდა ვარ.+
9 თუ მღვდლის ასული მეძაობით წაიბილწავს თავს, ის თავისი მამის წამბილწველია. ცეცხლში უნდა დაიწვას იგი.+
10 მღვდელმთავარმა, რომელსაც თავის ძმებს შორის ზეთი სცხეს+ და რომლის ხელიც ძალაუფლებით აივსო ტანსაცმლის სატარებლად,+ არ უნდა იაროს მოუვლელი თმით+ და არც ტანსაცმელი უნდა შემოიხიოს.+ 11 არ მივიდეს მკვდართან*;+ არ გაიუწმინდუროს თავი არც მამის გამო და არც დედის გამო. 12 არ გავიდეს საწმინდრიდან და არ შებღალოს თავისი ღვთის საწმინდარი,+ რადგან მიძღვნის ნიშნად მას თავისი ღვთის ზეთი ეცხო.+ მე ვარ იეჰოვა.
13 ქალწული უნდა მოიყვანოს ცოლად.+ 14 არ შეირთოს ქვრივი, ქმარს გაცილებული, გაუპატიურებული და მეძავი; მხოლოდ ქალწული შეირთოს თავისი ხალხიდან. 15 არ წაბილწოს თავისი შთამომავლობა თავის ხალხს შორის,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, მისი განმწმენდელი“.+
16 განაგრძო იეჰოვამ მოსესთან ლაპარაკი: 17 „უთხარი აარონს: არც ერთ თაობაში შენი შთამომავლებიდან ნაკლის+ მქონე კაცი არ მივიდეს და არ მიიტანოს თავისი ღვთის პური.+ 18 თუ კაცს ნაკლი აქვს, ახლოს არ მივიდეს საწმინდართან: არც ბრმა, არც კოჭლი, არც ის, ვისაც ნაიარევი ცხვირი აქვს, და არც ის, ვისაც უთანაბრო სხეულის ნაწილები აქვს,+ 19 არც ფეხმოტეხილი და არც ხელმოტეხილი, 20 არც კუზიანი, არც გაძვალტყავებული, არც თვალებდასნეულებული, არც გამონაყარიანი, არც სირსველიანი, არც ის, ვისაც სათესლეები აქვს დაზიანებული.+ 21 აარონ მღვდლის არც ერთი შთამომავალი, რომელსაც ნაკლი აქვს, არ მივიდეს და არ შესწიროს იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი.+ ნაკლი აქვს მას. არ მივიდეს და არ მიიტანოს თავისი ღვთის პური.+ 22 მას შეუძლია ჭამოს თავისი ღვთის პური იქიდან, რაც უწმინდესია+ და რაც წმინდაა,+ 23 მაგრამ არ მიუახლოვდეს ფარდას+ და არ მივიდეს სამსხვერპლოსთან,+ რადგან ნაკლი აქვს.+ არ შებღალოს ჩემი საწმინდარი,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი“.+
24 უთხრა ეს ყველაფერი მოსემ აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელის ძეებს.
22 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „უთხარი აარონსა და მის ვაჟებს, რომ არ მიეკარონ ისრაელის ძეების სიწმინდეებს და არ შებღალონ ჩემი წმინდა სახელი,+ როცა ისინი რამეს განწმენდენ ჩემთვის.+ მე ვარ იეჰოვა. 3 უთხარი მათ: თქვენს თაობებში თუ რომელიმე თქვენი შთამომავალი გაუწმინდურებული მიუახლოვდება სიწმინდეებს, რომლებსაც ისრაელის ძეები განწმენდენ იეჰოვასთვის,+ ის* უნდა მოიკვეთოს ჩემგან. მე ვარ იეჰოვა. 4 აარონის შთამომავალთაგან არც კეთროვანმა+ და არც გამონადენიანმა+ არ ჭამოს იქიდან, რაც წმინდაა, სანამ არ განიწმინდება,+ არც იმან, ვინც შეეხო მკვდრით* გაუწმინდურებულს,+ არც იმან, ვისაც თესლდენა აქვს,+ 5 არც იმან, ვინც შეეხება უწმინდურ მოფუთფუთე არსებას+ ან მას, ვინც გაუწმინდურებულია რაიმე უწმინდურებით.+ 6 ვინც ასეთ რამეს შეეხება, საღამომდე უწმინდური იქნება; მან არ უნდა ჭამოს ის, რაც წმინდაა; წყლით უნდა დაიბანოს ტანი.+ 7 მზის ჩასვლის შემდეგ ის განწმენდილი იქნება და შეეძლება ჭამოს ის, რაც წმინდაა, რადგან ის მისი პურია.+ 8 არ ჭამოს არც მკვდარი ცხოველი და არც მხეცისგან დაგლეჯილი, რათა არ გაუწმინდურდეს.+ მე ვარ იეჰოვა.
9 შეასრულონ მათ თავიანთი ვალდებულება ჩემ წინაშე, რათა ცოდვა არ დაიდონ და არ დაიხოცონ+ მისი შებღალვის გამო. მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი.
10 სხვამ არავინ ჭამოს ის, რაც წმინდაა;+ არც მღვდელთან მცხოვრებმა და არც მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს ის, რაც წმინდაა. 11 მაგრამ ვისაც მღვდელი თავისი ფულით იყიდის, მას შეუძლია ჭამოს; მის სახლში დაბადებულ მონებსაც შეუძლიათ მისი პურის ჭამა.+ 12 თუ მღვდლის ასული უცხო კაცს გაჰყვება, მან აღარ უნდა ჭამოს წმინდა შესაწირავიდან. 13 თუ მღვდლის ასული დაქვრივდება ან ქმარს გასცილდება, ისე რომ შთამომავალი არ ეყოლება, და მამის სახლში დაბრუნდება, სადაც ახალგაზრდობაში ცხოვრობდა,+ შეუძლია ჭამოს მამამისის პური;+ მაგრამ უცხომ არავინ ჭამოს.
14 თუ კაცი უნებურად შეჭამს იმას, რაც წმინდაა,+ მეხუთედი დაამატოს+ და მღვდელს მისცეს. 15 არ უნდა შებღალონ მათ ისრაელის ძეების სიწმინდეები, რომელთაც ისინი იეჰოვას სწირავენ,+ 16 და სასჯელი არ ატვირთვინონ მათ დანაშაულისთვის იმის ჭამის გამო, რაც წმინდაა. მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი“.
17 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 18 „ასე უთხარი აარონს, მის ვაჟებსა და ისრაელის ძეებს: თუ ვინმე ისრაელის სახლიდან ან ისრაელში მცხოვრები ხიზანი სწირავს შესაწირავს,+ აღთქმულს+ ან ნებაყოფლობითს,+ რომელიც დასაწვავ შესაწირავად მიაქვთ იეჰოვასთვის, 19 მოწონება+ რომ მიიღოთ, ის საღი+ უნდა იყოს: მოზვერი, მამალი თოხლი ან თხა. 20 ნაკლიანი არაფერი შესწიროთ,+ თორემ ვერ მიიღებთ მოწონებას.
21 თუ კაცი იეჰოვას მშვიდობის მსხვერპლს+ შესწირავს აღთქმის შესასრულებლად+ ან ნებაყოფლობით შესაწირავად, ის უნდა იყოს საღი, წვრილფეხა ან მსხვილფეხა საქონლიდან, რათა მოწონება მიიღოს. არანაირი ნაკლი არ ჰქონდეს: 22 არც ბრმა, არც მოტეხილობისა და არც ჭრილობის მქონე, არც მეჭეჭიანი, არც გამონაყარიანი და არც სირსველიანი+ არ მიუყვანოთ იეჰოვას; ცეცხლში დასაწვავ+ შესაწირავად ასეთი არ დადოთ სამსხვერპლოზე იეჰოვასთვის. 23 ხარი ან ცხვარი, რომლებსაც სხეულის უთანაბრო ნაწილები აქვთ,+ შეგიძლია შესწირო ნებაყოფლობით შესაწირავად, მაგრამ აღთქმულის შეწირვის შემთხვევაში არ იქნება მიღებული. 24 თუ სათესლეები+ აქვს ჩაჭყლეტილი ან დაჩეჩქვილი, ან მოგლეჯილი, ან მოჭრილი, არ მიუყვანოთ იეჰოვას და არ შესწიროთ თქვენს მიწაზე. 25 არც უცხოელის ხელიდან მიიტანოთ მსგავსი რამ, როგორც თქვენი ღვთის პური, რადგან დასახიჩრებულია. ნაკლი+ აქვთ და არ იქნება მიღებული“.+
26 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 27 „თუ გაჩნდება ხბო, ბატკანი ან თიკანი, შვიდ დღეს დედასთან იყოს,+ მერვე დღიდან კი მისაღები იქნება როგორც შესაწირავი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის. 28 რაც შეეხება ხარსა და ცხვარს, ერთ დღეს არ დაკლა ის და მისი ნაშიერი.+
29 თუ სამადლობელ შესაწირავს სწირავთ იეჰოვას,+ შესწირეთ მოწონების მისაღებად. 30 ის იმავე დღეს უნდა შეიჭამოს;+ დილისთვის არ მოიტოვოთ.+ მე ვარ იეჰოვა.
31 დაიცავით ჩემი მცნებები და შეასრულეთ.+ მე ვარ იეჰოვა. 32 არ შებღალოთ ჩემი წმინდა სახელი;+ ისრაელის ძეებს შორის განწმენდილი უნდა ვიყო.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი,+ 33 რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, რათა მეჩვენებინა, რომ ღმერთი ვარ.+ მე ვარ იეჰოვა“.
23 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „უთხარი ისრაელის ძეებს: გამოაცხადეთ+ იეჰოვას დღესასწაულები,+ რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გაიმართოს; წმინდა შეკრებებია ისინი. აი ჩემი დღესასწაულები, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გაიმართოს:
3 ექვს დღეს აკეთეთ საქმე, მეშვიდე დღე კი სრული დასვენების შაბათია,+ წმინდა შეკრება; არანაირი საქმე არ გააკეთოთ. ეს არის შაბათი იეჰოვასთვის — ყველგან, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ.+
4 აი იეჰოვას დღესასწაულები,+ რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გაიმართოს, წმინდა შეკრებები,+ რომლებიც მათთვის დანიშნულ დროს+ უნდა გამოაცხადოთ: 5 პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს,+ ორ საღამოს შორის* არის პასექი+ იეჰოვასთვის.
6 იმავე თვის მეთხუთმეტე დღეს არის უფუარობის დღესასწაული იეჰოვასთვის.+ შვიდ დღეს უფუარი პური ჭამეთ.+ 7 პირველ დღეს წმინდა შეკრება გექნებათ.+ არ იმუშაოთ. 8 შვიდ დღეს უნდა სწირავდეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს. მეშვიდე დღეს წმინდა შეკრება იქნება. არ იმუშაოთ“.
9 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 10 „უთხარი ისრაელის ძეებს: როდესაც შეხვალთ მიწაზე, რომელსაც გაძლევთ, და მოიმკით სამკალს, პირველი ძნა+ მღვდელს მიუტანეთ. 11 მან იეჰოვას წინაშე შეარხიოს ძნა+ თქვენთვის მოწონების მისაღებად. შაბათის მომდევნო დღესვე შეარხიოს ის მღვდელმა. 12 ძნის შერხევის დღეს იეჰოვას შესწირეთ საღი, მამალი თოხლი, ერთი წლის, დასაწვავ შესაწირავად; 13 მარცვლეულ შესაწირავად — ზეთში მოზელილი ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, როგორც დამამშვიდებელი სურნელება, და დასაღვრელ შესაწირავად — ერთი ჰინი ღვინის მეოთხედი. 14 იმ დღემდე,+ სანამ ღმერთს შესაწირავს არ შესწირავთ, არ ჭამოთ არც პური, არც მოხალული მარცვლეული და არც ახლად შემოსული თავთავი. ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ.
15 შაბათის მეორე დღიდან, შესარხევ შესაწირავად ძნის მიტანის დღიდან, გადაითვალეთ შვიდი შაბათი,+ შვიდი სრული კვირა. 16 მეშვიდე შაბათის მომდევნო დღემდე დაითვალეთ ორმოცდაათი დღე+ და შესწირეთ იეჰოვას ახალი მარცვლეული შესაწირავი.+ 17 თქვენი საცხოვრებელი ადგილებიდან შესარხევ შესაწირავად მიიტანეთ ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილისგან გამომცხვარი ორი პური.+ გაფუვდეს და ისე გამოცხვეს,+ როგორც პირველი ნაყოფი იეჰოვასთვის.+ 18 პურს რომ მიიტან, მიიყვანე შვიდი საღი მამალი თოხლიც,+ თითო წლისა, ერთი მოზვერი და ორი ვერძი. ეს იქნება იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავი მარცვლეულ და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის. 19 შესწირე ერთი თიკანი+ ცოდვის შესაწირავად და ორი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის მსხვერპლად.+ 20 შეარხიოს+ ისინი მღვდელმა პირველმოწეული ნაყოფის პურთან და ორ მამალ თოხლთან ერთად, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე. ეს წმინდა რამ არის იეჰოვასთვის და მღვდელს ეკუთვნის.+ 21 იმ დღეს გამოაცხადეთ,+ რომ გექნებათ წმინდა შეკრება. არ იმუშაოთ. ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ.
22 როცა მოიმკით მოსავალს თქვენს მიწაზე, სრულად ნუ მომკი შენი მინდვრის ნაპირებს, და რაც მოსავლის აღების დროს დაცვივდება, ნუ აკრეფ;+ საწყლისთვის+ და ხიზნისთვის+ დატოვე. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.
23 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 24 „უთხარი ისრაელის ძეებს: მეშვიდე თვის+ პირველი დღე სრული დასვენების დღე იყოს თქვენთვის, საყვირის ხმით გასახსენებელი,+ წმინდა შეკრება.+ 25 არ იმუშაოთ და შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი“.
26 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 27 „მეშვიდე თვის მეათე დღე გამოსყიდვის დღეა.+ მოაწყვეთ წმინდა შეკრება, დაიმდაბლეთ თავი+ და შესწირეთ+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვას. 28 ამ დღეს არანაირი საქმე არ გააკეთოთ, რადგან ის გამოსყიდვის დღეა, რათა შესრულდეს თქვენთვის გამოსყიდვის წესი+ თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე. 29 ვინც* თავს არ დაიმდაბლებს ამ დღეს, მოიკვეთოს თავისი ხალხიდან;+ 30 ვინც რაიმე საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოვსპობ მას თავისი ხალხიდან.+ 31 არანაირი საქმე არ გააკეთოთ.+ ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ. 32 ეს სრული დასვენების შაბათია თქვენთვის.+ დაიმდაბლეთ+ თავი ამ თვის მეცხრე დღეს, საღამოს. საღამოდან საღამომდე დაიცავით შაბათი“.
33 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 34 „უთხარი ისრაელის ძეებს: მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის შვიდდღიანი დღესასწაულია იეჰოვასთვის.+ 35 პირველ დღეს წმინდა შეკრებაა. არ იმუშაოთ. 36 შვიდ დღეს სწირავდეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს. მერვე დღეს წმინდა შეკრება მოეწყობა თქვენთვის.+ შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი. ეს საზეიმო შეკრებაა. არ იმუშაოთ.
37 აი იეჰოვას დღესასწაულები,+ რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გაიმართოს და თქვენ წმინდა შეკრებებად+ უნდა გამოაცხადოთ, რათა ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი+ შესწიროთ იეჰოვას: დასაწვავი შესაწირავი,+ მარცვლეული შესაწირავი+ მსხვერპლთან ერთად და დასაღვრელი შესაწირავი,+ თითოეული თავის დღეს, 38 გარდა იეჰოვას შაბათებისა,+ თქვენი ძღვნისა,+ აღთქმული შესაწირავისა+ და ნებაყოფლობითი შესაწირავისა,+ რომლებიც იეჰოვას უნდა მისცეთ. 39 მაგრამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, როცა შეაგროვებთ მიწის ნაყოფს, შვიდ დღეს+ იზეიმეთ იეჰოვას დღესასწაული.+ პირველი და მერვე დღე სრული დასვენების დღეებია.+ 40 პირველ დღეს აიღეთ საუცხოო ხეების ნაყოფი, პალმის რტოები,+ შეფოთლილი ტოტები, ხევის ალვის ხის ტოტები და შვიდ დღეს იმხიარულეთ+ თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე. 41 წელიწადში შვიდ დღეს იზეიმეთ ის, როგორც იეჰოვას დღესასწაული.+ სამარადისო წესად ჰქონდეთ ეს თქვენს თაობებს და იზეიმეთ ის მეშვიდე თვეს. 42 შვიდ დღეს კარვებში უნდა იცხოვროთ.+ ისრაელის ყველა მკვიდრმა უნდა იცხოვროს კარვებში,+ 43 რათა იცოდნენ თქვენმა თაობებმა,+ რომ კარვებში ვაცხოვრე ისრაელის ძეები, როცა ეგვიპტის მიწიდან გამოვიყვანე.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.
44 ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეებს იეჰოვას დღესასწაულებზე, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გამართულიყო.+
24 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „უბრძანე ისრაელის ძეებს, რომ სუფთა, დაწურული ზეთისხილის ზეთი მოგიტანონ გასანათებლად,+ რათა მუდმივად ენთოს ლამპარი.+ 3 აარონმა იზრუნოს იმაზე, რომ შეხვედრის კარავში, მოწმობის კიდობნის ფარდის გარეთ საღამოდან დილამდე მუდმივად ენთოს ლამპრები იეჰოვას წინაშე. ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის. 4 ყოველთვის გაწყობილი ჰქონდეს ლამპრები+ სუფთა ოქროს სალამპრეზე+ იეჰოვას წინაშე.+
5 აიღე წმინდად დაფქული ფქვილი და გამოაცხვე თორმეტი რგოლისებური კვერი; თითო კვერს ორი მეათედი ეფა უნდა მოხმარდეს. 6 ერთმანეთზე დააწყვე ექვს-ექვსი პური,+ ორ წყებად, სუფთა ოქროს მაგიდაზე იეჰოვას წინაშე.+ 7 ზემოდან ორივეს გუნდრუკი მოაყარე; ეს იქნება გასახსენებელი პური,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის. 8 ის ყოველ შაბათს უნდა აწყობდეს პურს იეჰოვას წინაშე.+ ეს არის ისრაელის ძეებთან დადებული მარადიული შეთანხმება. 9 ის აარონისა და მისი ვაჟებისთვის უნდა იყოს,+ რაც წმინდა ადგილას უნდა ჭამონ,+ რადგან მისთვის ის უწმინდესია იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან. ეს არის სამარადისო წესი“.
10 ერთი ისრაელი ქალის ვაჟი, რომელიც მას ეგვიპტელი კაცისგან ჰყავდა,+ მივიდა ისრაელის ძეებთან; ისრაელი ქალის ვაჟი და ისრაელი კაცი ერთმანეთს წაეჩხუბნენ+ ბანაკში. 11 ისრაელი ქალის ვაჟმა შეურაცხყო და დასწყევლა+ ღვთის სახელი.+ მიუყვანეს იგი მოსეს.+ დედამისი შელომითი დიბრის ქალიშვილი იყო, დანის ტომიდან. 12 დაკავებული ჰყავდათ+ იგი, სანამ გარკვევით არ გაუცხადდებოდათ იეჰოვას სიტყვა.+
13 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 14 „ბანაკის გარეთ გაიყვანეთ ის, ვინც დაიწყევლა.+ თავზე ხელები დაადოს მას ყველამ,+ ვინც ეს მოისმინა, და მთელმა კრებულმა ჩაქოლოს იგი.+ 15 ასე უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ვინმე თავის ღმერთს დასწყევლის, პასუხი უნდა აგოს თავის ცოდვაზე. 16 იეჰოვას სახელის შეურაცხმყოფელი უნდა მოკვდეს;+ მთელმა კრებულმა უნდა ჩაქოლოს იგი. ღვთის სახელის შეურაცხყოფისთვის ხიზანიც უნდა მოკვდეს და მკვიდრიც.+
17 ის კაცი, ვინც ადამიანს, სულს მოკლავს, უნდა მოკვდეს.+ 18 ვინც შინაურ ცხოველს, სულს მოკლავს, უნდა აანაზღაუროს; სული სულის სანაცვლოდ.+ 19 თუ კაცი თავის მოძმეს დაასახიჩრებს, რაც მან გააკეთა, მასაც იგივე უნდა გაუკეთონ:+ 20 მოტეხილობის სანაცვლოდ მოტეხილობა, თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი. ისევე დასახიჩრდეს ის, როგორც თვითონ დაასახიჩრებს სხვას.+ 21 ვინც ცხოველს მოკლავს,+ უნდა აანაზღაუროს,+ მაგრამ კაცის მკვლელი უნდა მოკვდეს.+
22 ერთი სამართალი უნდა გქონდეთ ხიზნისთვისაც და მკვიდრისთვისაც,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.+
23 ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეებს. ბანაკის გარეთ გაიყვანეს ის, ვინც დაიწყევლა, და ჩაქოლეს.+ ისე გააკეთეს ისრაელის ძეებმა, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.
25 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს სინას მთაზე: 2 „უთხარი ისრაელის ძეებს: როცა შეხვალთ იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევთ,+ დაიცვას იმ მიწამ შაბათი იეჰოვასთვის.+ 3 ექვს წელიწადს თესე თესლი შენს მინდორში, ექვს წელიწადს სხალი შენი ვენახი და აიღე მიწის ნაყოფი,+ 4 მეშვიდე წელიწადი კი სრული დასვენების შაბათია მიწისთვის,+ შაბათი იეჰოვასთვის. არ დათესო თესლი შენს მინდორში და არ გასხლა შენი ვენახი; 5 არ მომკა ნაგერალი და გაუსხლავი ვაზიდან ყურძენი არ მოკრიფო. მიწისთვის ეს სრული დასვენების წელიწადია. 6 რაც შაბათს მოვა მიწაზე, ის გქონდეთ საჭმელად შენ, შენს მონას, შენს მხევალს, შენს მოჯამაგირეს, შენს მდგმურს და შენთან მცხოვრებ ხიზანს, 7 შენს შინაურ ცხოველს და გარეულ ცხოველს, რომელიც შენს მიწაზე ბინადრობს. მთელი მიწის ნაყოფი გქონდეთ საჭმელად.
8 გადაითვალეთ შვიდი შაბათის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი, რომ ორმოცდაცხრა წელს ითვლიდეს შვიდი შაბათის წლები. 9 მეშვიდე თვის მეათე დღეს+ ძლიერად ჩაჰბერე საყვირს;+ გამოსყიდვის დღეს+ მთელ თქვენს მიწაზე ისმოდეს საყვირის ხმა. 10 განწმინდე ორმოცდამეათე წელი და გამოაცხადე იმ მიწაზე თავისუფლება მისი ყველა მკვიდრისთვის.+ იუბილე იქნება ეს+ თქვენთვის. დააბრუნეთ ყველა თავ-თავის სამკვიდროში და თავ-თავის ოჯახში.+ 11 ორმოცდამეათე წელი იუბილე იქნება თქვენთვის.+ არც თესლი დათესოთ, არც ნაგერალი მომკათ და არც ყურძენი მოკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან,+ 12 რადგან იუბილეა. ის წმინდა უნდა იყოს თქვენთვის. შეგიძლიათ ჭამოთ მინდორში მოსული მიწის ნაყოფი.+
13 იუბილის წელს დააბრუნეთ თითოეული თავის სამკვიდროში.+ 14 თუ შენს მოძმეს რამეს მიჰყიდი ან შენი მოძმის ხელიდან იყიდი რამეს, უსამართლოდ არ მოექცეთ ერთმანეთს.+ 15 იუბილის შემდგომი წლების რიცხვის მიხედვით იყიდე შენი მოძმისგან; მოსავლის აღების წლების რიცხვის მიხედვით მოგყიდოს.+ 16 რაც მეტია წლები, მით მეტი უნდა იყოს გასაყიდი ფასი,+ და რაც ნაკლებია წლები, მით ნაკლები უნდა იყოს გასაყიდი ფასი, რადგან მოსავლის აღების წლების მიხედვით უნდა მოგყიდოს. 17 უსამართლოდ არ მოექცეთ თქვენს მოძმეს,+ გეშინოდეთ თქვენი ღვთისა,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ 18 შეასრულეთ ჩემი წესები, დაიცავით და აღასრულეთ ჩემი სამართალი და უსაფრთხოდ იცხოვრებთ იმ მიწაზე.+ 19 მოგცემთ მიწა ნაყოფს,+ ძღომამდე შეჭამთ და უსაფრთხოდ იცხოვრებთ.+
20 თუ იტყვით, რა ვჭამოთ მეშვიდე წელს, თუ თესლს არ დავთესავთ და მოსავალს არ ავიღებთო,+ 21 მოგივლენთ ჩემს კურთხევას მეექვსე წელიწადს და სამი წლის მოსავალს მოიყვანს.+ 22 დათესეთ თესლი მერვე წელს და მეცხრე წლამდე ძველი მოსავლიდან ჭამეთ; ახალ მოსავლამდე ძველი ჭამეთ.
23 მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს,+ რადგან ჩემია.+ თქვენ ჩემი ხიზნები და მდგმურები ხართ.+ 24 მთელ თქვენს მიწაზე უნდა შეიძლებოდეს მიწის გამოსყიდვა.+
25 თუ შენი მოძმე გაღარიბდება და გაყიდის თავისი მიწის ნაწილს, მივიდეს მისი ახლო ნათესავი, გამომსყიდველი, და გამოისყიდოს ის, რაც მისმა მოძმემ გაყიდა.+ 26 თუ გამომსყიდველი არ გამოუჩნდება, მაგრამ თვითონ იშოვის იმდენს, რომ გამოისყიდოს, 27 დაითვალოს, რამდენი წელია გასული გაყიდვის შემდეგ, დარჩენილი ფული მყიდველს დაუბრუნოს და დაბრუნდეს თავის სამკვიდროში.+
28 თუ უკან დასაბრუნებლად ვერ იშოვის იმდენს, რამდენიც საჭიროა, იუბილის წლამდე გაყიდული მყიდველს დარჩება,+ იუბილის წელს კი მიწა პატრონს გადაეცემა და დაუბრუნდება იგი თავის სამკვიდროს.+
29 თუ კაცი გაყიდის საცხოვრებელ სახლს გალავნიან ქალაქში, გამოსყიდვის უფლება+ ექნება გაყიდვიდან ერთი წლის განმავლობაში, მთელი წელი. 30 მაგრამ თუ ერთი წლის ბოლომდე ვერ გამოისყიდა, სახლი გალავნიან ქალაქში მყიდველის სამუდამო საკუთრება გახდება მის თაობებში. იუბილის წელს არავის გადაეცემა. 31 ქვეყნის უგალავნო დასახლებაში სახლები მინდვრის ნაწილად ჩაითვლება. მათი გამოსყიდვის უფლება+ შენარჩუნდება და იუბილის წელს+ პატრონს გადაეცემა.
32 რაც შეეხება ლევიანთა ქალაქებსა და სახლებს მათ სამკვიდრებელ ქალაქებში,+ ლევიანებს ყოველთვის ექნებათ გამოსყიდვის უფლება.+ 33 თუ ლევიანთა სამკვიდრო არ გამოსყიდულა, მის სამკვიდრო ქალაქში გაყიდული სახლი იუბილეზე უნდა გათავისუფლდეს,+ რადგან ისრაელის ძეებს შორის ლევიანების ქალაქებში სახლები მათივე საკუთრებაა.+ 34 მათი ქალაქების საძოვრების+ გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ეს მათი სამარადისო საკუთრებაა.
35 თუ შენი მოძმე გაღარიბდება და გაუჭირდება,+ მხარში ამოუდექი.+ ხიზანივით და მდგმურივით+ იცხოვროს შენთან. 36 არ გამოართვა არც სარგებელი და არც ვახში+ და გეშინოდეს შენი ღვთისა.+ შენთან იცხოვროს შენმა ძმამ. 37 არც ფული მისცე სარგებლით+ და არც საჭმელი — ვახშით. 38 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, რომ მოგცეთ ქანაანის მიწა+ და თქვენი ღმერთი ვიყო.+
39 თუ შენი მოძმე შენ თვალწინ გაღარიბდება და თავს მოგყიდის,+ მონასავით არ ამუშაო.+ 40 გყავდეს, როგორც მოჯამაგირე,+ როგორც მდგმური. იუბილის წლამდე გემსახუროს. 41 წავიდეს შენგან ის თავის ვაჟებთან ერთად, დაუბრუნდეს ოჯახს და მამაპაპისეულ სამკვიდროს,+ 42 რადგან ჩემი მონები არიან ისინი, ვინც ეგვიპტის მიწიდან გამოვიყვანე;+ მონასავით არ უნდა გაიყიდონ თავი. 43 უმოწყალოდ+ არ მოექცე მას, გეშინოდეს შენი ღვთისა.+ 44 შეგიძლიათ იყიდოთ მონა და მხევალი თქვენი მეზობელი ხალხებისგან, 45 შეგიძლიათ იყიდოთ თქვენთან ხიზნებად მცხოვრები მდგმურებისგან+ და მათი ოჯახებისგან, რომლებიც თქვენთან არიან, თქვენს მიწაზე არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყვნენ ისინი. 46 მემკვიდრეობად გადაეცით თქვენს ვაჟებს, რომ სამარადისო საკუთრებად აქციოთ.+ ისინი ამუშავეთ, თქვენს ძმებს კი, ისრაელის ძეებს, ულმობლად არ მოექცეთ.+
47 თუ შენთან მცხოვრები ხიზანი ან მდგმური გამდიდრდა, მის გვერდით მცხოვრები შენი ძმა კი გაღარიბდა და მიეყიდა შენთან მცხოვრებ ხიზანს ან მდგმურს, ან ხიზნის ოჯახის წევრს, 48 მიყიდვის შემდეგ+ გამოსყიდვის უფლება არ წაერთმევა.+ მის ერთ-ერთ ძმას შეუძლია მისი გამოსყიდვა.+ 49 მისი გამოსყიდვა შეუძლია ბიძასაც, ბიძაშვილსაც ან რომელიმე სისხლით ნათესავს+ მისი ოჯახიდან.
ხოლო თუ თვითონ გამდიდრდა, თვითონვე გამოისყიდოს თავი.+ 50 უანგარიშოს თავის მყიდველს იმ წლიდან, როცა მიეყიდა, იუბილის+ წლამდე. მისი ყიდვის საფასური წლების რაოდენობას უნდა შეესაბამებოდეს.+ უანგარიშოს მოჯამაგირის სამუშაო დღეები და ისე მოექცეს მას.+ 51 თუ კიდევ მრავალი წელია დარჩენილი, ამის მიხედვით გადაუხდის გამოსასყიდს მიყიდვის დროს აღებული ფულიდან. 52 თუ ცოტა წელია დარჩენილი იუბილის+ წლამდე, იანგარიშოს და წლების მიხედვით გადაიხადოს გამოსასყიდის საფასური. 53 წლიდან წლამდე ისე მოექცეს მას, როგორც მოჯამაგირეს.+ უმოწყალოდ არ მოექცეს+ შენ თვალწინ. 54 თუ ასეთი პირობით ვერ გამოისყიდის თავს, იუბილის წელს გათავისუფლდება+ თავის ვაჟებთან ერთად.
55 ისრაელის ძეები ჩემი მონები არიან.+ ისინი ჩემი მონები არიან, რომლებიც ეგვიპტის მიწიდან გამოვიყვანე.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.+
26 „არ გაიკეთოთ არაფრის მაქნისი ღმერთები,+ არ აღმართოთ ქანდაკება,+ არც წმინდა სვეტი, და არ დაიდგათ მოხატული ქვა+ თაყვანსაცემად თქვენს მიწაზე,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი. 2 დაიცავით ჩემი შაბათები+ და გეშინოდეთ ჩემი საწმინდრის. მე ვარ იეჰოვა.
3 თუ ივლით ჩემი წესებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ,+ 4 დროულად მოგცემთ წვიმას,+ მიწა მოგცემთ მოსავალს+ და მინდვრის ხე — თავის ნაყოფს.+ 5 ლეწვა რთვლამდე გასტანს, რთველი კი — თესვამდე. გაძღებით თქვენი პურით+ და უსაფრთხოდ იცხოვრებთ თქვენს მიწაზე.+ 6 მშვიდობას მოგცემთ იმ მიწაზე,+ დაწვებით და არავინ შეგაშინებთ;+ გავწყვეტ მავნებელ მხეცებს+ და თქვენს მიწას მახვილი არ მიეკარება.+ 7 დაედევნებით მტერს+ და მახვილით დაეცემა თქვენ წინ. 8 ხუთნი ასს განდევნით და ასნი — ათი ათასს; მახვილით დაეცემა თქვენი მტერი თქვენ წინ.+
9 მოგხედავთ,+ ნაყოფიერს გაგხდით და გაგამრავლებთ,+ შევასრულებ თქვენთან დადებულ ჩემს შეთანხმებას.+ 10 შეჭამთ ძველს, გასული წლისას,+ და გამოიტანთ ძველს, რათა ადგილი გაუთავისუფლოთ ახალს. 11 თქვენ შორის დავდგამ ჩემს კარავს+ და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული.+ 12 ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი,+ თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით.+ 13 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, მათი მონობიდან,+ დავამსხვრიე თქვენი უღელი და წელში გაგმართეთ.+
14 მაგრამ თუ არ მომისმენთ და არ შეასრულებთ ჩემს მცნებებს,+ 15 უარყოფთ ჩემს წესებს+ და თქვენი სული შეიზიზღებს ჩემს სამართალს, არ შეასრულებთ ჩემს მცნებებს და დაარღვევთ ჩემს შეთანხმებას,+ 16 მაშინ ასე მოგექცევით: დაგცემთ შიშის ზარს, შეგყრით ჭლექსა+ და ციებ-ცხელებას, თვალებს დაგიბრმავებთ+ და სულებს დაგიძაბუნებთ.+ ტყუილუბრალოდ დათესავთ, რადგან მტერი შეგიჭამთ.+ 17 მოვაქცევ ჩემს სახეს თქვენ წინააღმდეგ და მტერი დაგამარცხებთ.+ თქვენი მოძულეები გაგთელავენ+ და გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ.+
18 თუ მაინც არ მომისმენთ, შვიდმაგად დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.+ 19 დავამსხვრევ თქვენი ძლიერების სიამაყეს, თქვენს ცას რკინასავით გავხდი+ და მიწას — სპილენძივით. 20 ტყუილუბრალოდ დახარჯავთ ძალას, რადგან მიწა მოსავალს არ მოგცემთ+ და ხე — თავის ნაყოფს.+
21 თუ კვლავ ჩემ წინააღმდეგ ივლით და არ ისურვებთ, რომ მომისმინოთ, შვიდმაგად დაგცხებთ თქვენი ცოდვებისთვის.+ 22 შემოგისევთ მინდვრის მხეცებს,+ ამოგიწყვეტენ შვილებს+ და მოგისპობენ შინაურ ცხოველებს, მცირერიცხოვანს გაგხდიან და გზებს გაგიუკაცრიელებენ.+
23 თუ მაინც არ გამოსწორდებით+ და ჩემ წინააღმდეგ ივლით, 24 მე თვითონ წამოვალ თქვენ წინააღმდეგ+ და მე თვითონ დაგცხებთ შვიდჯერ თქვენი ცოდვებისთვის.+ 25 მოგივლენთ შურისძიების+ მახვილს შეთანხმების გამო.+ შეგროვდებით თქვენს ქალაქებში, მოგივლენთ ჭირს+ და მტრის ხელში ჩაცვივდებით.+ 26 როცა დაგიმტვრევთ პურის საკიდელ ჯოხებს,+ ათი ქალი გამოგიცხობთ პურს ერთ ღუმელში+ და წონით მოგცემენ. შეჭამთ და ვერ გაძღებით.+
27 თუ ამის შემდეგაც არ მომისმენთ და ჩემ წინააღმდეგ ივლით,+ 28 რისხვით წამოვალ თქვენ წინააღმდეგ+ და მე თვითონ დაგსჯით შვიდჯერ თქვენი ცოდვებისთვის.+ 29 შეჭამთ თქვენი ვაჟებისა და თქვენი ასულების ხორცს.+ 30 გავანადგურებ თქვენს წმინდა მაღლობებს+ და დავამხობ თქვენს სასაკმევლეებს, თქვენს გვამებს კი თქვენი ნეხვიანი კერპების ნამსხვრევებზე დავყრი+ და შეგიზიზღებთ ჩემი სული.+ 31 მახვილს მივცემ თქვენს ქალაქებს+ და გავაპარტახებ თქვენს საწმინდრებს;+ აღარ ვიყნოსავ თქვენი მსხვერპლის დამამშვიდებელ სურნელებას.+ 32 გავაპარტახებ თქვენს მიწას+ და თქვენი მტერი, რომელიც იქ დასახლდება, განცვიფრებული დაუწყებს მას ყურებას.+ 33 მიმოგფანტავთ ხალხებში+ და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ.+ გაპარტახდება თქვენი მიწა+ და ნანგრევებად იქცევა თქვენი ქალაქები.
34 მაშინ გაპარტახების დროის განმავლობაში მიწა შაბათებს აინაზღაურებს, სანამ თქვენ მტრის მიწაზე იქნებით. მაშინ დაიცავს მიწა შაბათს, რათა აინაზღაუროს შაბათები.+ 35 გაპარტახების დროის განმავლობაში დაიცავს მიწა შაბათს, რადგან არ იცავდა თქვენს შაბათებს, როცა იქ ცხოვრობდით.
36 დანარჩენებს+ მტრის მიწაზე ყოფნისას გულებში სიმხდალეს ჩავუდებ. ფოთლის შრიალზე ისე გაიქცევიან, თითქოს მახვილს გაურბიანო, და დაეცემიან, როცა მდევნელი არ ეყოლებათ.+ 37 ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, თითქოს მახვილს გაურბიანო, მაგრამ მდევნელი არ ეყოლებათ; არ გექნებათ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა.+ 38 დაიღუპებით ხალხებში+ და მტრის მიწა შეგჭამთ. 39 თქვენგან დარჩენილები მტრის მიწაზე დალპებიან+ თავიანთი დანაშაულის გამო; თავიანთი მამების დანაშაულის გამო+ მათთან ერთად დალპებიან. 40 აღიარებენ ორგულობით ჩადენილ თავიანთ და თავიანთი მამების დანაშაულს,+ ორგულად რომ მექცეოდნენ და ჩემ წინააღმდეგ დადიოდნენ.+ 41 მეც წავალ მათ წინააღმდეგ+ და მტრის მიწაზე მივიყვან.+
იქნებ დამდაბლდეს+ მათი წინადაუცვეთელი გულები+ და პასუხი აგონ დანაშაულზე. 42 გავიხსენებ იაკობთან დადებულ შეთანხმებას;+ ისაკთან დადებულ შეთანხმებასაც+ გავიხსენებ და აბრაამთან დადებულ შეთანხმებასაც,+ და იმ მიწასაც გავიხსენებ. 43 მიატოვებენ ისინი იმ მიწას და აინაზღაურებს ის შაბათებს,+ სანამ მიტოვებული იქნება მათგან; ისინი პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე,+ რადგან უგულებელყვეს ჩემი სამართალი+ და შეიზიზღა მათმა სულმა ჩემი წესები.+ 44 ყოველივეს მიუხედავად, მაშინაც კი, როცა თავიანთი მტრის მიწაზე იქნებიან, არ უარვყოფ მათ+ და არ შევიზიზღებ,+ არ შევმუსრავ და არ დავარღვევ ჩემს შეთანხმებას+ მათთან; მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი. 45 მათთვის გავიხსენებ მათ წინაპრებთან დადებულ შეთანხმებას,+ ხალხთა თვალწინ რომ გამოვიყვანე ეგვიპტის მიწიდან,+ რათა მათი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ იეჰოვა“.
46 ეს წესები, სამართალი+ და კანონები დაადგინა იეჰოვამ სინას მთაზე თავისსა და ისრაელის ძეებს შორის მოსეს მეშვეობით.+
27 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ვინმე განსაკუთრებულ აღთქმას მისცემს+ იეჰოვას, რომ შესწირავს სულებს* დადგენილი საფასურის შესაბამისად, 3 ოციდან სამოც წლამდე მამაკაცის საფასური ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი უნდა იყოს წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით; 4 ქალის საფასური ოცდაათი შეკელი უნდა იყოს; 5 ხუთიდან ოც წლამდე ბიჭის საფასური ოცი შეკელი უნდა იყოს და გოგოსი — ათი შეკელი. 6 ერთი თვიდან ხუთ წლამდე ბიჭის საფასური ხუთი+ შეკელი ვერცხლი უნდა იყოს და გოგოსი — სამი შეკელი ვერცხლი.
7 თუ მამაკაცი სამოც წელზე მეტისაა, საფასური თხუთმეტი შეკელი უნდა იყოს, ქალისა — ათი შეკელი. 8 თუ ძალიან გაღარიბდება და საფასურს ვერ იხდის,+ მღვდელს წარუდგინოს და ის შეაფასებს.+ მღვდელი იმის მიხედვით შეაფასებს, რისი გადახდაც აღთქმის დამდებს შეეძლება.+
9 თუ ვინმე იეჰოვას შესაწირავ ცხოველს მიუყვანს, რასაც იეჰოვას მისცემს, წმინდა იქნება.+ 10 არ შეიძლება შეცვლა, არც კარგისა — ცუდით და არც ცუდისა — კარგით. თუ ის ცხოველს ცხოველით შეცვლის, წმინდა იქნება შეცვლილიც და ისიც, რითაც შეცვალა. 11 თუ ცხოველი უწმინდურია+ და იეჰოვასთვის შეწირვა არ შეიძლება,+ მღვდელს მიუყვანოს.+ 12 შეაფასოს ის მღვდელმა, კარგია თუ ცუდი, და როგორც მღვდელი+ შეაფასებს, ისე იყოს. 13 თუ მის გამოსყიდვას მოინდომებს იგი, საფასურს მეხუთედი+ დაუმატოს.
14 თუ კაცი თავის სახლს განწმენდს, რომ იეჰოვასთვის ის წმინდა იყოს, შეაფასოს მღვდელმა, კარგია თუ ცუდი.+ რამდენადაც მღვდელი შეაფასებს, იმდენი ეღირება. 15 თუ განმწმენდელი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურს მეხუთედი დაუმატოს+ და ის მისი გახდება.
16 თუ ვინმე თავის მინდორს+ იეჰოვასთვის განწმენდს, მისი საფასური დასათესი თესლის მიხედვით განისაზღვროს: ერთ ხომერ+ ქერზე ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი. 17 თუ იუბილის+ წლიდან განწმენდს, მისი საფასური დადგენილის მიხედვით იქნება. 18 თუ იუბილის შემდეგ განწმენდს თავის მინდორს, გამოთვალოს მღვდელმა მისი საფასური მომდევნო იუბილის წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით და დადგენილი საფასურიდან გამოუქვითოს.+ 19 თუ განმწმენდელი მინდორს გამოისყიდის, საფასურს მეხუთედი დაუმატოს და მისი გახდება.+ 20 თუ არ გამოისყიდის მინდორს, მინდორი კი სხვაზე გაიყიდება, ვეღარ გამოისყიდის. 21 მინდორი, რომელიც იუბილეზე გათავისუფლდება, წმინდა იქნება იეჰოვასთვის, როგორც მიძღვნილი მინდორი;+ ის მღვდლის საკუთრება გახდება.+
22 თუ იეჰოვასთვის განწმენდს ნაყიდ მინდორს და არა საკუთარს,+ 23 გამოუთვალოს მღვდელმა ღირებულება იუბილის წლამდე და მან იმ დღესვე გადაიხადოს დადგენილი საფასური.+ ის წმინდაა იეჰოვასთვის.+ 24 იუბილის წელს მინდორი დაუბრუნდება მის გამყიდველს, ვისაც ეკუთვნის მიწის ნაკვეთი.+
25 ნებისმიერი საფასური წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით უნდა დადგინდეს. ერთი შეკელი ოცი გერას ტოლი უნდა იყოს.+
26 არავინ განწმინდოს ცხოველის პირველმოგებული, რადგან პირველმოგებული იეჰოვასია.+ ხბო იქნება თუ ბატკანი, ის იეჰოვასია.+ 27 თუ ის უწმინდური ცხოველია+ და გამომსყიდველი დადგენილი საფასურის მიხედვით გამოისყიდის, საფასურს მეხუთედი დაუმატოს;+ თუ არ გამოისყიდის, მაშინ საფასურის მიხედვით გაიყიდოს.
28 მიძღვნილი, თავისი საკუთრებიდან იეჰოვასთვის გასანადგურებლად გადაცემული,+ იქნება ეს ადამიანი, ცხოველი თუ მინდორი, შეიძლება გაიყიდოს, მაგრამ მიძღვნილის გამოსყიდვა არ შეიძლება.+ ეს უწმინდესია იეჰოვასთვის. 29 გასანადგურებლის გამოსყიდვა არ შეიძლება;+ ის უნდა მოკვდეს.+
30 ყოველი მეათედი+ მიწიდან, მიწის თესლიდან და ხის ნაყოფიდან იეჰოვასია. 31 თუ ვინმეს უნდა თავისი მეათედი გამოისყიდოს, მეხუთედი უნდა დაამატოს.+ 32 ფარიდან ან საქონლიდან ყოველი მეათე, რომელმაც სახრის ქვეშ გაიარა,+ წმინდა იქნება იეჰოვასთვის. 33 არ შეამოწმოს, კარგია თუ ცუდი, არც შეცვალოს. თუ შეცვლის, შეცვლილიც და რითაც შეცვალა, წმინდა იქნება.+ მისი გამოსყიდვა არ შეიძლება“.
34 ეს არის მცნებები,+ სინას მთაზე ისრაელის ძეებისთვის მიცემული ბრძანებები, რომლებიც იეჰოვამ მისცა მოსეს.+
ებრაულად ვაიკრა. ებრაულ ენაზე მოსეს მესამე წიგნი ამ პირველი სიტყვითაა დასათაურებული. სეპტუაგინტა და ვულგატა ამ წიგნს ლევიანებს უწოდებს.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
თაფლში იგულისხმება არა ფუტკრის თაფლი, არამედ ლეღვის ან სხვა ხილის წვენი ან სიროფი.
ან საზიარო მსხვერპლს.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ან საზიარო მსხვერპლის.
ან საზიარო მსხვერპლი.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ გმ. 28:30-ის სქოლიო.
ან საზიარო მსხვერპლად.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
შესაძლოა მიწის კურდღელი.
ანუ არ არის გადამდები.
ერთი ლოგი უდრის 0,31 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.
ზუსტი მნიშვნელობა უცნობია. ეხება უდაბნოში გაშვებულ თხას. შეადარეთ 16:10, 26.
შესაძლოა თაყვანისმცემლებს ისინი წარმოდგენილი ჰყავდათ, როგორც თხისმაგვარი ბალნიანი არსებები.
სიტყვასიტყვით — სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სულის, ანუ მკვდარი სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — მრუში კაცი და მრუში ქალი.
სიტყვასიტყვით — სულის, ანუ მკვდარი სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სულთან, ანუ მკვდარ სულთან. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სულით, ანუ მკვდრის სულით. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ გმ. 12:6-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.