საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 რიცხვები 1:1-36:13
  • რიცხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რიცხვები
  • ბიბლია
ბიბლია
რიცხვები

რიცხვები

1 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს სინას უდაბნოში*,+ შეხვედრის კარავში,+ ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, მეორე თვის პირველ დღეს:+ 2 „აღრიცხეთ+ ისრაელის ძეების მთელი კრებული საგვარეულოების მიხედვით, ყველა თავისი მამის სახლის მიხედვით, სახელების მიხედვით, ყველა მამაკაცი სათითაოდ, 3 ოცი წლიდან მოყოლებული,+ ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელი.+ ლაშქრების მიხედვით აღრიცხეთ ისინი შენ და აარონმა.

4 თან იყოლიეთ თითო კაცი ყოველი ტომიდან, საგვარეულოს თავკაცი.+ 5 აი ვინ და ვინ უნდა იყვნენ თქვენ გვერდით: რეუბენიდან+ — ელიცური,+ შედურის ვაჟი; 6 სიმონიდან+ — შელუმიელი,+ ცურიშადაის ვაჟი; 7 იუდადან+ — ნახშონი,+ ამინადაბის ვაჟი; 8 ისაქარიდან+ — ნეთანელი,+ ცუარის ვაჟი; 9 ზებულონიდან+ — ელიაბი,+ ხელონის ვაჟი; 10 იოსების+ ვაჟებიდან: ეფრემიდან+ — ელიშამა, ამიჰუდის ვაჟი; მენაშედან+ — გამალიელი, ფედაცურის ვაჟი; 11 ბენიამინიდან+ — აბიდანი,+ გიდეონის ვაჟი; 12 დანიდან+ — ახიეზერი,+ ამიშადაის ვაჟი; 13 აშერიდან+ — ფაგიელი,+ ოქრანის ვაჟი; 14 გადიდან+ — ელიასაფი,+ დეუელის+ ვაჟი; 15 ნაფთალიდან+ — ახირა,+ ენანის ვაჟი. 16 ესენი არიან კრებულიდან ამორჩეულები,+ თავიანთი მამების ტომების თავკაცები, ისრაელის ათასეულთა მთავრები“.+

17 გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, რომელთა სახელებიც ჩამოთვალეს. 18 მეორე თვის პირველ დღეს შეკრიბეს მთელი კრებული, რომ დაედგინათ მათი წარმომავლობა+ მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელების მიხედვით, ოცი წლიდან მოყოლებული,+ სათითაოდ, 19 როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს; სინას უდაბნოში აღრიცხა+ მან ისინი.

20 ისრაელის პირმშოს, რეუბენის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სათითაოდ აღირიცხა სახელებით, ლაშქარში გამსვლელი ყველა მამაკაცი ოცი წლიდან მოყოლებული; 21 რეუბენის ტომში აღირიცხა ორმოცდაექვსი ათას ხუთასი კაცი.+

22 სიმონის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სათითაოდ აღირიცხა სახელებით, ლაშქარში გამსვლელი ყველა მამაკაცი ოცი წლიდან მოყოლებული; 23 სიმონის ტომში აღირიცხა ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი კაცი.+

24 გადის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი; 25 გადის ტომში აღირიცხა+ ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი კაცი.+

26 იუდას+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი; 27 იუდას ტომში აღირიცხა სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი კაცი.+

28 ისაქარის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი; 29 ისაქარის ტომში აღირიცხა ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი კაცი.+

30 ზებულონის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი; 31 ზებულონის ტომში აღირიცხა ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი კაცი.+

32 იოსების ვაჟებიდან: ეფრემის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი; 33 ეფრემის+ ტომში აღირიცხა ორმოცი ათას ხუთასი კაცი.+

34 მენაშეს ვაჟები,+ მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი; 35 მენაშეს ტომში აღირიცხა ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი.+

36 ბენიამინის ვაჟები,+ მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი; 37 ბენიამინის ტომში აღირიცხა ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი კაცი.+

38 დანის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი; 39 დანის ტომში აღირიცხა სამოცდაორი ათას შვიდასი კაცი.+

40 აშერის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი; 41 აშერის ტომში აღირიცხა ორმოცდაერთი ათას ხუთასი კაცი.+

42 ნაფთალის+ ვაჟები, მათი შთამომავლობა მათი საგვარეულო შტოების მიხედვით, სახელებით აღირიცხნენ, ყველა, ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი; 43 ნაფთალის ტომში აღირიცხა ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი.+

44 ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც მოსემ აარონთან და ისრაელის თორმეტ თავკაცთან ერთად აღრიცხა. თითოეული თავისი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. 45 ლაშქარში გამსვლელმა ყველა აღრიცხულმა, ვინც ოცი წლიდან მოყოლებული აღირიცხა ისრაელის ძეებს შორის თავიანთი საგვარეულოების მიხედვით, 46 ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი შეადგინა.+

47 მაგრამ ლევიანები+ თავიანთი მამების ტომის მიხედვით არ აღრიცხულან მათთან ერთად.+ 48 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 49 „მხოლოდ ლევის ტომი არ აღრიცხო, არ მიათვალო ისინი ისრაელის ძეებს.+ 50 ლევიანები დანიშნე მოწმობის+ კარავზე, მთელ მის მოწყობილობასა და ყველაფერზე, რაც კარავს ეკუთვნის.+ ისინი ატარებენ კარავსა და მთელ მის მოწყობილობას;+ მას მოემსახურებიან.+ კარვის გარშემო დაბანაკდნენ.+ 51 როცა კარავს გადააადგილებენ, ლევიანებმა აშალონ,+ და როცა კარავს დადგამენ, ლევიანებმა გაშალონ. უცხო თუ ვინმე მივა ახლოს, უნდა მოკვდეს.+

52 ისრაელის ძეები ბანაკების მიხედვით უნდა დაბანაკდნენ, თითოეული სამ-სამ ტომად დაყოფილ+ თავის ლაშქართან. 53 ლევიანები მოწმობის კარვის გარშემო უნდა დაბანაკდნენ, რათა არ დაატყდეს რისხვა+ ისრაელის ძეების კრებულს. ლევიანები მოწმობის კარავს ემსახურონ“.+

54 ისრაელის ძეებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. მათ ზუსტად ისე გააკეთეს.+

2 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: 2 „დაბანაკდნენ ისრაელის ძეები თავიანთ სამტომიან დანაყოფებთან,+ თითოეული თავისი საგვარეულოს ნიშანთან. შეხვედრის კარვის გარშემო უნდა დაბანაკდნენ, პირით კარვისკენ.

3 აღმოსავლეთით, საიდანაც მზე ამოდის, ლაშქრებად დაბანაკდება იუდას სამტომიანი ბანაკი; იუდას ძეების თავკაცი იქნება ნახშონი,+ ამინადაბის ვაჟი. 4 მის ლაშქარში სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი კაცი აღირიცხა.+ 5 მის გვერდით ისაქარის+ ტომი დაბანაკდება; ისაქარის ძეების თავკაცი იქნება ნეთანელი,+ ცუარის ვაჟი. 6 მის ლაშქარში ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი კაცი აღირიცხა.+ 7 შემდეგი იქნება ზებულონის ტომი. ზებულონის ძეების თავკაცი იქნება ელიაბი,+ ხელონის ვაჟი. 8 მის ლაშქარში ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი კაცი აღირიცხა.+

9 იუდას ბანაკის ლაშქრებში სულ ას ოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი კაცი აღირიცხა. პირველნი ისინი უნდა დაიძრან.+

10 რეუბენის ბანაკის სამტომიანი დანაყოფი+ სამხრეთით იქნება თავიანთი ლაშქრების მიხედვით; რეუბენის ძეების თავკაცი იქნება ელიცური,+ შედურის ვაჟი. 11 მის ლაშქარში ორმოცდაექვსი ათას ხუთასი კაცი აღირიცხა.+ 12 მის გვერდით სიმონის ტომი დაბანაკდება; სიმონის ძეების თავკაცი იქნება შელუმიელი,+ ცურიშადაის ვაჟი. 13 მის ლაშქარში ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი კაცი აღირიცხა.+ 14 შემდეგი იქნება გადის ტომი. გადის ძეების თავკაცი იქნება ელიასაფი,+ რეუელის ვაჟი. 15 მის ლაშქარში ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი კაცი აღირიცხა.+

16 რეუბენის ბანაკის ლაშქრებში სულ ას ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი აღირიცხა. მეორენი ისინი უნდა დაიძრან.+

17 როცა შეხვედრის კარავი+ დაიძვრება, ლევიანების ბანაკი+ დანარჩენ ბანაკებს შორის უნდა იყოს.

როგორც დაბანაკდებიან, ისევე უნდა დაიძრან+ თავიანთი სამტომიანი დანაყოფების მიხედვით. თითოეული თავის ადგილზე უნდა იყოს.

18 ეფრემის+ ბანაკის სამტომიანი დანაყოფი დასავლეთით იქნება თავიანთი ლაშქრების მიხედვით; ეფრემის ძეების თავკაცი იქნება ელიშამა,+ ამიჰუდის ვაჟი. 19 მის ლაშქარში ორმოცი ათას ხუთასი კაცი აღირიცხა.+ 20 მის გვერდით მენაშეს+ ტომი იქნება. მენაშეს ძეების თავკაცი იქნება გამალიელი,+ ფედაცურის ვაჟი. 21 მის ლაშქარში ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი აღირიცხა.+ 22 შემდეგი იქნება ბენიამინის+ ტომი. ბენიამინის ძეების თავკაცი იქნება აბიდანი,+ გიდეონის ვაჟი. 23 მის ლაშქარში ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი კაცი აღირიცხა.+

24 ეფრემის ბანაკის ლაშქრებში სულ ას რვა ათას ასი კაცი აღირიცხა. მესამენი ისინი უნდა დაიძრან.+

25 დანის ბანაკის სამტომიანი დანაყოფი ჩრდილოეთით იქნება თავიანთი ლაშქრების მიხედვით. დანის ძეების თავკაცი იქნება ახიეზერი,+ ამიშადაის ვაჟი. 26 მის ლაშქარში სამოცდაორი ათას შვიდასი კაცი აღირიცხა.+ 27 მის გვერდით აშერის ტომი დაბანაკდება. აშერის ძეების თავკაცი იქნება ფაგიელი,+ ოქრანის ვაჟი. 28 მის ლაშქარში ორმოცდაერთი ათას ხუთასი კაცი აღირიცხა.+ 29 შემდეგი იქნება ნაფთალის+ ტომი. ნაფთალის ძეების თავკაცი იქნება ახირა,+ ენანის ვაჟი. 30 მის ლაშქარში ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი აღირიცხა.+

31 დანის ბანაკში სულ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი კაცი აღირიცხა. ბოლოს ისინი უნდა დაიძრან+ თავიანთი სამტომიანი დანაყოფების მიხედვით“.

32 ესენი აღირიცხნენ ისრაელის ძეებიდან, ყველა თავისი საგვარეულოს მიხედვით. ბანაკების ლაშქრებში სულ ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი კაცი აღირიცხა.+ 33 ისრაელის ძეებს შორის მხოლოდ ლევიანები არ აღრიცხულან,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 34 ისრაელის ძეებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+ ასე დაბანაკდნენ სამტომიან დანაყოფებად+ და ასევე დაიძრნენ,+ თითოეული თავისი საგვარეულო შტოს მიხედვით.

3 ესენი იყვნენ აარონისა და მოსეს შთამომავლები იმ დროს, როცა იეჰოვა ელაპარაკა მოსეს სინას მთაზე.+ 2 აარონის ვაჟები იყვნენ: ნადაბი — პირმშო, აბიჰუ,+ ელეაზარი+ და ითამარი.+ 3 ესენი იყვნენ აარონის ვაჟები, დანიშნული მღვდლები, რომლებსაც ხელი ძალაუფლებით ჰქონდათ ავსებული მღვდლებად მსახურებისთვის.+ 4 მაგრამ ნადაბი და აბიჰუ იეჰოვას წინაშე დაიხოცნენ, როცა უკანონო ცეცხლი+ მიიტანეს იეჰოვას წინაშე სინას უდაბნოში; მათ ვაჟები არ ჰყოლიათ. ელეაზარმა+ და ითამარმა+ კი თავიანთ მამასთან, აარონთან ერთად განაგრძეს მღვდლებად მსახურება.

5 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 6 „მოიყვანე ლევის ტომი,+ აარონ მღვდლის წინაშე დააყენე და მას მოემსახურონ.+ 7 შეასრულონ თავიანთი ვალდებულება მის წინაშე და მთელი კრებულის წინაშე შეხვედრის კარვის წინ — გასწიონ კარვის სამსახური. 8 იზრუნონ შეხვედრის კარვის მთელ მოწყობილობაზე+ და შეასრულონ ისრაელის ძეთა ვალდებულება — გასწიონ კარვის სამსახური.+ 9 ლევიანები აარონსა და მის ვაჟებს გადაეცი. ისრაელის ძეთაგან ისინი არიან მისთვის გადაცემულნი*.+ 10 დანიშნე აარონი და მისი ვაჟები და ისინი გასწევენ მღვდლობას.+ უცხო თუ მივა ახლოს, უნდა მოკვდეს“.+

11 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 12 „აი, ისრაელის ძეთაგან ავიყვან ლევიანებს ისრაელის ძეთაგან საშვილოსნოს გამღები ყოველი პირმშოს+ ნაცვლად. ჩემები იქნებიან ლევიანები. 13 ჩემია ყველა პირმშო.+ იმ დღეს, როცა ყველა პირმშო დავხოცე ეგვიპტის მიწაზე,+ მაშინ განვწმინდე ჩემთვის ისრაელის ყველა პირმშო, კაცისაც და ცხოველისაც.+ ისინი ჩემები იქნებიან. მე ვარ იეჰოვა“.

14 კვლავ ელაპარაკა იეჰოვა მოსეს სინას უდაბნოში:+ 15 „აღრიცხე ლევის ვაჟები ყველა თავისი საგვარეულო შტოს მიხედვით. აღრიცხე ყოველი მამრი ერთი თვიდან მოყოლებული“.+ 16 აღრიცხა მოსემ ისინი იეჰოვას ბრძანებისამებრ, როგორც მან უბრძანა. 17 ესენი იყვნენ ლევის ვაჟები:+ გერშონი, კეჰათი და მერარი.+

18 გერშონის ვაჟები და მათი საგვარეულოები იყვნენ: ლიბნი და შიმეი.+

19 კეჰათის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: ამრამი, იცჰარი,+ ხებრონი და უზიელი.

20 მერარის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: მახლი+ და მუში.+

ესენი იყვნენ ლევიანთა საგვარეულოები, ყველა თავისი შტოს მიხედვით.

21 გერშონიდან მოდის ლიბნელთა+ და შიმელთა+ საგვარეულოები. ესენი იყვნენ გერშონელთა საგვარეულოები. 22 აღირიცხა ყოველი მამრი ერთი თვიდან მოყოლებული.+ აღირიცხა შვიდი ათას ხუთასი კაცი.+ 23 გერშონელთა საგვარეულოები კარვის უკან+ დასავლეთით იყვნენ დაბანაკებულები. 24 გერშონელთა საგვარეულოს თავკაცი იყო ელიასაფი, ლაელის ვაჟი. 25 გერშონის ძეებს ებარათ+ კარავი შეხვედრის კარავში+ თავისი გადასაფარებლით+ და შეხვედრის კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი,+ 26 ეზოს ფარდები+ და ეზოს შესასვლელის ჩამოსაფარებელი,+ რაც გარს ერტყმის კარავსა და სამსხვერპლოს, და კარვის თოკები+ მასში მსახურების შესასრულებლად.

27 კეჰათისგან მოდის ამრამელთა, იცჰარელთა, ხებრონელთა და უზიელელთა საგვარეულოები. ესენი იყვნენ კეჰათელთა საგვარეულოები.+ 28 ყველა მამრი ერთი თვიდან მოყოლებული იყო რვა ათას ექვსასი*; ისინი თავიანთ ვალდებულებას ასრულებდნენ წმინდა ადგილზე.+ 29 კეჰათის ძეთა საგვარეულოები კარვის სამხრეთით იყვნენ დაბანაკებულები.+ 30 კეჰათელთა საგვარეულოს თავკაცი იყო ელიცაფანი, უზიელის ვაჟი.+ 31 მათ ჩაბარებული+ ჰქონდათ კიდობანი,+ მაგიდა,+ სალამპრე,+ სამსხვერპლოები+ და წმინდა ადგილის მოწყობილობა,+ რასაც მსახურებისთვის იყენებდნენ, და ჩამოსაფარებელი+ — ყველაფერი, რაც მსახურების შესასრულებლად იყო საჭირო.

32 ლევიანთა თავკაცთა თავკაცი ელეაზარი+ იყო, აარონ მღვდლის ვაჟი, რომელიც მეთვალყურეობდა წმინდა ადგილზე თავიანთი ვალდებულების შემსრულებლებს.

33 მერარიდან მოდის მახლელთა+ და მუშელთა+ საგვარეულოები; ესენი იყვნენ მერარის+ საგვარეულოები. 34 აღირიცხა ყოველი მამრი ერთი თვიდან მოყოლებული; მათი რიცხვი იყო ექვსი ათას ორასი.+ 35 მერარის საგვარეულოს თავკაცი იყო ცურიელი, აბიხაილის ვაჟი. ისინი კარვის ჩრდილოეთით იყვნენ დაბანაკებულები.+ 36 მერარის ძეებს ჩაბარებული ჰქონდათ კარვის ჩარჩოები,+ ბოძები,+ სვეტები,+ საყრდენები და მთელი მისი მოწყობილობა+ — ყველაფერი, რაც მსახურების შესასრულებლად იყო საჭირო,+ 37 სვეტები+ ეზოს გარშემო, საყრდენები,+ კარვის პალოები და კარვის თოკები.

38 კარვის წინ, აღმოსავლეთით, საიდანაც მზე ამოდის, დაბანაკებულები იყვნენ მოსე, აარონი და მისი ვაჟები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებას ასრულებდნენ საწმინდარში,+ ისრაელის ძეების ვალდებულებას. უცხო თუ მივიდოდა ახლოს, უნდა მომკვდარიყო.+

39 ყველა აღრიცხული ლევიანი, რომლებიც მოსემ და აარონმა იეჰოვას ბრძანებით აღრიცხეს მათი საგვარეულოების მიხედვით, ყველა მამრი ერთი თვიდან მოყოლებული, სულ ოცდაორი ათასი იყო.

40 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „აღრიცხე ისრაელის ძეთა ყველა პირმშო, ერთი თვიდან მოყოლებული,+ აღრიცხე ისინი მათი სახელების მიხედვით. 41 გამომიყავი ლევიანები — მე ვარ იეჰოვა — ისრაელის ძეების ყველა პირმშოს სანაცვლოდ+ და ლევიანთა შინაური ცხოველები ისრაელის ძეთა შინაური ცხოველების პირველმოგებულთა სანაცვლოდ“.+ 42 ისე გააკეთა მოსემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა, აღრიცხა ისრაელის ძეთა ყველა პირმშო. 43 ყველა მამრი პირმშო ერთი თვიდან მოყოლებული, რომლებიც აღირიცხნენ თავიანთი სახელების მიხედვით, სულ ოცდაორი ათას ორას სამოცდაცამეტი იყო.

44 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 45 „გამოყავი ლევიანები ისრაელის ძეების ყოველი პირმშოს სანაცვლოდ და ლევიანთა შინაური ცხოველები მათი შინაური ცხოველების სანაცვლოდ. ჩემები იქნებიან ლევიანები.+ მე ვარ იეჰოვა. 46 ისრაელის ძეების ორას სამოცდაცამეტი პირმშოს გამოსასყიდად,+ რომელთა რიცხვიც ლევიანთა რიცხვს აღემატება,+ 47 თითოეულზე აიღე ხუთი შეკელი+ წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. ერთი შეკელი ოცი გერაა.+ 48 რასაც აიღებ, აარონსა და მის ვაჟებს მიეცი იმათ გამოსასყიდად, რომლებიც ჭარბობენ“. 49 აიღო მოსემ გამოსასყიდი მათგან, ვინც ლევიანთა გამოსასყიდს აღემატებოდა. 50 ისრაელის ძეების პირმშოთაგან აიღო ათას სამას სამოცდახუთი შეკელი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. 51 მოსემ გამოსასყიდი აარონსა და მის ვაჟებს მისცა იეჰოვას ბრძანებისამებრ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.

4 ელაპარაკა იეჰოვა მოსესა და აარონს: 2 „აღირიცხონ კეჰათის+ ძეები ლევის ძეებს შორის, თავიანთი საგვარეულოებისა და ყველა თავისი შტოს მიხედვით, 3 ოცდაათი წლიდან+ ორმოცდაათ წლამდე,+ ყველა, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფში+ შედის.

4 აი რა შედის შეხვედრის კარავში კეჰათის ძეების მსახურებაში;+ აი რა არის უწმინდესი: 5 სანამ ბანაკი დაიძვრება, შევიდნენ აარონი და მისი ვაჟები, ჩამოხსნან ჩამოსაფარებელი ფარდა+ და მოწმობის კიდობანს+ გადააფარონ. 6 გადააფარონ მას სელაპის ტყავის გადასაფარებელი,+ ზემოდან გადააფარონ მთლიანი ლურჯი ქსოვილი და კეტები გაუყარონ.+

7 ლურჯი ქსოვილი გადააფარონ წარსადგენი პურის მაგიდას,+ დააწყონ მასზე ჯამები,+ სასმისები, თასები+ და დასაღვრელი შესაწირავის დოქები; ზედ პური+ ყოველთვის უნდა იდოს. 8 ზემოდან გადააფარონ ალისფერი+ ქსოვილი, სელაპის ტყავის+ გადასაფარებელი და გაუყარონ კეტები.+ 9 აიღონ ლურჯი ქსოვილი და გადააფარონ გასანათებელ სალამპრეს,+ ლამპრებს,+ მაშებს,+ საცეცხლურებსა+ და ზეთის ჭურჭელს,+ რომლითაც მას ემსახურებიან. 10 მოათავსონ ის და მთელი მისი მოწყობილობა სელაპის ტყავის გადასაფარებელში+ და საზიდზე დადონ. 11 გადააფარონ ოქროს სამსხვერპლოს+ ლურჯი ქსოვილი, სელაპის ტყავის+ გადასაფარებელი და გაუყარონ კეტები.+ 12 აიღონ მთელი მოწყობილობა,+ რომელსაც წმინდა ადგილზე მსახურებისთვის იყენებენ, მოათავსონ ლურჯ ქსოვილში, ზემოდან სელაპის ტყავის+ გადასაფარებელი გადააფარონ და საზიდზე დადონ.

13 გაასუფთაონ სამსხვერპლო+ ქონნარევი ნაცრისგან და გადააფარონ მოშინდისფრო შალი. 14 დააწყონ მასზე მთელი მისი მოწყობილობა,+ რომელსაც მსახურებისთვის იყენებენ: საცეცხლურები, სამკაპები, ნიჩბები, თასები და სამსხვერპლოს მთელი მოწყობილობა, ზემოდან სელაპის ტყავის გადასაფარებელი გადააფარონ და კეტები გაუყარონ.+

15 ბანაკის დაძვრამდე, როცა აარონი და მისი ვაჟები დაამთავრებენ წმინდა ადგილისა+ და მთელი მისი მოწყობილობის+ გადაფარებას, მოვლენ კეჰათის ვაჟები წასაღებად,+ ოღონდ არ შეეხონ+ წმინდა ადგილს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათის ვაჟების ტვირთი შეხვედრის კარავში.+

16 აარონ მღვდლის ვაჟმა, ელეაზარმა გაუწიოს მეთვალყურეობა+ ლამპრის ზეთსა+ და სურნელოვან საკმეველს,+ მუდმივ მარცვლეულ შესაწირავსა+ და საცხებ ზეთს;+ მას ევალება მეთვალყურეობა მთელ კარავსა და ყველაფერზე, რაც მასშია, ანუ წმინდა ადგილსა და მთელ მის მოწყობილობაზე“.

17 ელაპარაკა იეჰოვა მოსესა და აარონს: 18 „არ დაუშვა, რომ კეჰათელთა+ საგვარეულოები ლევიანთაგან მოიკვეთონ. 19 ეს მათთვის გააკეთე, რომ იცოცხლონ და არ დაიხოცონ იმის გამო, რომ უწმინდესს მიუახლოვდებიან.+ შემოვლენ აარონი და მისი ვაჟები და ისინი დაავალებენ თითოეულ მათგანს, ვინ სად იმსახურებს და ვინ რა ტვირთს ატარებს. 20 ისინი არ უნდა შევიდნენ შიგნით, თვალი რომ არ მოჰკრან იმას, რაც წმინდაა, და არ დაიხოცონ“.+

21 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 22 „აღირიცხონ გერშონის+ ძეები, ყველა თავისი შტოსა და თავიანთი საგვარეულოების მიხედვით. 23 აღრიცხე ოცდაათი წლიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა,+ ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფში შედის. 24 აი რა უნდა გააკეთონ გერშონის საგვარეულოებმა: უნდა იმსახურონ და ტვირთი ატარონ;+ 25 მათ უნდა ატარონ შეხვედრის კარვის ქსოვილი+ და შეხვედრის კარავი,+ მისი გადასაფარებელი,+ სელაპის ტყავის გადასაფარებელი,+ რომელიც მას ზემოდან აფარია, და შეხვედრის კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი,+ 26 ეზოს ფარდა,+ ეზოს ჭიშკრის შესასვლელის ჩამოსაფარებელი,+ რომელიც კარვისა და სამსხვერპლოს გარშემოა, კარვის თოკები, მთელი მოწყობილობა, რაც მსახურებაში გამოიყენება, და ყველაფერი, რითაც სამუშაო სრულდება. ასე უნდა იმსახურონ. 27 აარონისა და მისი ვაჟების+ ბრძანებით უნდა შესრულდეს გერშონელთა+ ძეების ყველა საქმე — ტვირთის ტარება და მსახურება; მათ დააკისრეთ მთელი მათი ტვირთის ტარების ვალდებულება. 28 ასე უნდა იმსახურონ გერშონელთა ძეების+ საგვარეულოებმა შეხვედრის კარავში; ეს არის მათი სავალდებულო სამსახური აარონ მღვდლის ვაჟის, ითამარის+ ხელმძღვანელობით.

29 აღრიცხე მერარის ძეები+ თავიანთი საგვარეულოებისა და ყველა თავისი შტოს მიხედვით. 30 აღრიცხე ოცდაათი წლიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფში შედის.+ 31 მათი ვალდებულებაა,+ შეხვედრის კარვის მსახურება, რომ ატარონ ტვირთი: კარვის ჩარჩოები,+ მისი ძელები,+ სვეტები+ და საყრდენები,+ 32 სვეტები+ ეზოს გარშემო, მათი საყრდენები,+ კარვის პალოები,+ კარვის თოკები და ყველაფერი, რაც მსახურებისთვის არის საჭირო. სახელების მიხედვით ჩააბარე მათ ის ნივთები, რომელთა ტარებაც ევალებათ.+ 33 ეს არის მერარის ძეთა+ საგვარეულოების სამსახური, მათი მსახურება შეხვედრის კარავში აარონ მღვდლის ვაჟის, ითამარის ხელმძღვანელობით“.+

34 აღრიცხეს მოსემ, აარონმა და კრებულის თავკაცებმა+ კეჰათელთა ძეები+ მათი საგვარეულოებისა და შტოების მიხედვით, 35 ოცდაათი წლიდან+ ორმოცდაათ წლამდე ყველა,+ ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფში შედიოდა.+ 36 თავიანთი საგვარეულოების მიხედვით აღირიცხა ორი ათას შვიდას ორმოცდაათი კაცი.+ 37 ესენი აღირიცხნენ+ კეჰათელთა საგვარეულოდან, შეხვედრის კარავში მომსახურენი, რომლებიც მოსემ და აარონმა აღრიცხეს იეჰოვას ბრძანებით მოსეს მეშვეობით.

38 აღირიცხნენ გერშონის+ ძეები თავიანთი საგვარეულოებისა და ყველა თავისი შტოს მიხედვით, 39 ოცდაათი წლიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფში შედიოდა;+ 40 თავიანთი საგვარეულოებისა და ყველა თავისი შტოს მიხედვით აღირიცხა ორი ათას ექვსას ოცდაათი კაცი.+ 41 ესენი აღირიცხნენ გერშონის ძეების საგვარეულოებიდან, შეხვედრის კარავში მომსახურენი, რომლებიც მოსემ და აარონმა აღრიცხეს იეჰოვას ბრძანებით.+

42 აღირიცხნენ მერარის ძეებიც თავიანთი საგვარეულოებისა და ყველა თავისი შტოს მიხედვით, 43 ოცდაათი წლიდან ორმოცდაათ წლამდე ყველა, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფში შედის;+ 44 თავიანთი საგვარეულოების მიხედვით აღირიცხა სამი ათას ორასი კაცი.+ 45 ესენი აღირიცხნენ მერარის ძეების საგვარეულოებიდან, რომლებიც მოსემ და აარონმა აღრიცხეს იეჰოვას ბრძანებით მოსეს მეშვეობით.+

46 ყველა, ვინც მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა აღრიცხეს, როგორც ლევიანები, თავიანთი საგვარეულოებისა და ყველა თავისი შტოს მიხედვით, 47 ოცდაათი წლიდან ორმოცდაათ წლამდე,+ ვინც მძიმე მსახურებას ეწეოდა და შეხვედრის კარავში ტვირთს ატარებდა,+ 48 რვა ათას ხუთას ოთხმოცი კაცი იყო.+ 49 აღირიცხნენ ისინი იეჰოვას ბრძანებით მოსეს მეშვეობით, თითოეული თავისი მსახურებისა და ტვირთის მიხედვით; ისე აღირიცხნენ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+

5 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „უბრძანე ისრაელის ძეებს, რომ ბანაკიდან გაუშვან ყველა კეთროვანი,+ ყველა გამონადენიანი+ და მკვდრით* გაუწმინდურებული.+ 3 კაციც გაუშვით და ქალიც. გაუშვით ბანაკიდან,+ რომ არ წაბილწონ+ თავიანთი ბანაკები, რადგან მათ შორის ვმკვიდრობ“.+ 4 ისრაელის ძეებიც ასე მოიქცნენ და გაუშვეს ისინი ბანაკის გარეთ. ისე გააკეთეს ისრაელის ძეებმა, როგორც იეჰოვამ უთხრა მოსეს.

5 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 6 „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ვინმე, კაცი იქნება თუ ქალი, ჩაიდენს ცოდვას, რაც კი ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს, და ორგულად მოექცევა იეჰოვას, დამნაშავე იქნება ის*.+ 7 აღიაროს+ მან ჩადენილი ცოდვა, მთლიანად ზღოს დანაშაული, დაუმატოს მეხუთედი+ და მისცეს მას, ვისაც ცუდად მოექცა. 8 თუ დაზარალებულს ახლო ნათესავი არ ჰყავს, დანაშაულის საზღაური რომ გადაეცეს, მაშინ დანაშაულის საზღაური, რომელიც იეჰოვას გადაეცემა, მღვდლისაა, გამოსასყიდი ვერძის გარდა, რითაც ის მისთვის გამოსყიდვის წესს შეასრულებს.+

9 ისრაელის ძეების სიწმინდეებიდან+ თითოეული შესაწირავი,+ რომელსაც მღვდელს მიუტანენ, მისი იქნება.+ 10 რა სიწმინდეც არ უნდა შესწირონ, ის მისია. რაც არ უნდა მისცენ მღვდელს, ის მისი იქნება“.

11 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 12 «უთხარი ისრაელის ძეებს: თუ ვინმეს ცოლი გზას ასცდება და ქმარს უღალატებს,+ 13 სხვა კაცი დაწვება მასთან და თესლს დაღვრის,+ დაფარული იქნება ეს მისი ქმრისთვის+ და არ გამჟღავნდება, გაიუწმინდურებს ქალი თავს, მაგრამ მის წინააღმდეგ მოწმე არ იქნება და არავინ წაასწრებს, 14 ქმარს ეჭვიანობის სული+ შეიპყრობს და დაეჭვდება ცოლის ერთგულებაში, და ქალი მართლა გაუწმინდურებულია, ან თუ ქმარს ეჭვიანობის სული შეიპყრობს და დაეჭვდება ცოლის ერთგულებაში, ქალი კი არ იქნება გაუწმინდურებული, 15 მაშინ ცოლი მღვდელთან უნდა მიიყვანოს+ და თან მიიტანოს მისი შესაწირავი, მეათედი ეფა ქერის ფქვილი. არ დაასხას ზეთი და არ დააყაროს გუნდრუკი,+ რადგან ეს ეჭვიანობის მარცვლეული შესაწირავია, სამახსოვრო მარცვლეული შესაწირავი დანაშაულის გასახსენებლად.

16 გაიყვანოს მღვდელმა ქალი და იეჰოვას წინაშე დააყენოს.+ 17 აიღოს მღვდელმა თიხის ჭურჭლით წმინდა წყალი, კარვის ძირიდან მტვერი და წყალში ჩაყაროს. 18 დააყენოს მღვდელმა ქალი იეჰოვას წინაშე, გაუშალოს თმა და ხელისგულებზე დაუყაროს სამახსოვრო მარცვლეული შესაწირავი — ეჭვიანობის მარცვლეული შესაწირავი,+ მღვდელს კი ხელში ეჭიროს დამაწყევარი მწარე წყალი.+

19 დააფიცოს ქალს მღვდელმა და უთხრას: „თუ არ დაწოლილა კაცი შენთან, გზას არ ამცდარხარ და არ გაუწმინდურებულხარ ქმრის ძალაუფლებაში მყოფი,+ არაფერს გავნებს ეს დამაწყევარი მწარე წყალი; 20 მაგრამ თუ გზას ასცდი ქმრის ძალაუფლებაში მყოფი,+ თავი წაიბილწე და შენი ქმრის გარდა სხვამ დაღვარა შენთან თესლი..,“+ 21 დააფიცებს მღვდელი ქალს წყევლის ფიცით+ და ეტყვის: „იეჰოვამ გადაგცეს წყევლასა და ფიცს შენს ხალხში, თეძო*+ ამოგიგდოს იეჰოვამ და მუცელი გაგისივოს. 22 შეგივიდეს ეს დამაწყევარი წყალი ნაწლავებში, გაგისივოს მუცელი და თეძო ამოგიგდოს“. ქალმა უნდა თქვას: „ამინ*! ამინ!“

23 ჩაწეროს მღვდელმა წიგნში წყევლა+ და მწარე წყალში ამოავლოს.+ 24 დაალევინოს ქალს დამაწყევარი მწარე წყალი+ და სიმწარედ ჩაუვიდეს. 25 აიღოს მღვდელმა ქალის ხელიდან ეჭვიანობის მარცვლეული შესაწირავი,+ შეარხიოს იეჰოვას წინაშე და სამსხვერპლოსთან მიიტანოს. 26 აიღოს მღვდელმა ცოტაოდენი მარცვლეული შესაწირავი გასახსენებლად,+ სამსხვერპლოზე ააბოლოს და დაალევინოს ქალს წყალი. 27 წყალს რომ დაალევინებს, თუ ქალმა თავი წაიბილწა და ქმარს უღალატა,+ დამაწყევარი წყალი მას სიმწარედ ჩაუვა, მუცელი გაუსივდება, თეძო ამოუვარდება და დაწყევლილი იქნება ქალი თავის ხალხში.+ 28 მაგრამ თუ ქალს თავი არ წაუბილწავს და წმინდაა, არ დაისჯება;+ და ის უნდა დაორსულდეს თესლით.

29 ეს არის კანონი ეჭვიანობაზე,+ როცა ქალი გზას ასცდება,+ სანამ ქმრისაა,+ და თავს წაიბილწავს, 30 ან როცა კაცს ეჭვიანობის სული შეიპყრობს და ცოლის ერთგულებაში დაეჭვდება: დააყენოს ცოლი იეჰოვას წინაშე და მღვდელმა მის მიმართ აღასრულოს ეს კანონი. 31 კაცი უდანაშაულო იქნება, ცოლი კი პასუხს აგებს თავის დანაშაულზე».

6 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ კაცი ან ქალი განსაკუთრებულ აღთქმას დადებს, რომ ნაზირად*+ იცხოვრებს იეჰოვასთვის, 3 თავი შორს დაიჭიროს ღვინისა და მათრობელი სასმლისგან; არ დალიოს არც ღვინის ძმარი და არც მათრობელი სასმლის ძმარი,+ არც ყურძნის წვენი, არც ყურძენი ჭამოს და არც ჩამიჩი. 4 ნაზირობის დროს ყურძნისგან დამზადებული არაფერი ჭამოს, არც მკვახე ყურძენი და არც ჩენჩო.

5 არ შეეხოს სამართებელი მის თავს მისი ნაზირობის აღთქმის განმავლობაში,+ მანამ არ დასრულდება ის დრო, სანამ იეჰოვასთვის იქნება გამოცალკევებული.+ ის წმინდა უნდა იყოს და თმა გაიზარდოს. 6 ვიდრე იეჰოვასთვის იქნება გამოცალკევებული, არ მიეკაროს მკვდარს*;+ 7 არც მამის, არც დედის, არც ძმის და არც დის სიკვდილის გამო+ არ წაიბილწოს თავი, რადგან ნაზირობის ნიშანი აქვს თავზე ღვთის წინაშე.

8 ნაზირობის დროს ის წმინდა იქნება იეჰოვასთვის. 9 მაგრამ თუ სრულიად მოულოდნელად ვინმე მოკვდება მის გვერდით+ და ნაზირობისას თავს წაიბილწავს, თავი გადაიპარსოს+ განწმენდის დღეს. მეშვიდე დღეს უნდა გადაიპარსოს. 10 მერვე დღეს შეხვედრის კარვის შესასვლელთან მიუყვანოს მღვდელს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი.+ 11 მღვდელმა ერთი ცოდვის შესაწირავად+ შესწიროს და მეორე — დასაწვავ შესაწირავად+ და მისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულოს, რადგან შესცოდა მკვდრის გამო. იმ დღეს განწმენდს მის თავს. 12 იცხოვროს მან ნაზირად+ იეჰოვასთვის თავისი ნაზირობის დღეები და შესწიროს ერთი წლის მამალი თოხლი, როგორც დანაშაულის შესაწირავი.+ განვლილი დრო არ ჩაეთვლება, რადგან წაბილწა თავისი ნაზირობა.

13 ეს არის კანონი ნაზირზე: იმ დღეს, როცა დასრულდება მისი ნაზირობის დრო,+ შეხვედრის კარვის შესასვლელთან მიიყვანონ. 14 იეჰოვასთვის შესაწირავად მიიყვანოს ერთი წლის საღი მამალი თოხლი დასაწვავ შესაწირავად,+ ერთი წლის საღი დედალი თოხლი ცოდვის შესაწირავად+ და ერთი საღი ვერძი მშვიდობის მსხვერპლად*,+ 15 და მიიტანოს ერთი კალათა ზეთში მოზელილი+ წმინდად დაფქული ფქვილით დამზადებული რგოლისებური უფუარი კვერები,+ ზეთწასმული უფუარი კვერები+ მარცვლეულ შესაწირავთან+ და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად.+ 16 მღვდელმა იეჰოვას შესწიროს ისინი ცოდვის შესაწირავად და დასაწვავ შესაწირავად.+ 17 შესწირავს მღვდელი იეჰოვას მშვიდობის მსხვერპლად+ ვერძს ერთ კალათა უფუარ კვერებთან, მარცვლეულ შესაწირავთან+ და მის დასაღვრელ შესაწირავთან ერთად.

18 გადაიპარსოს+ ნაზირმა თავი შეხვედრის კარვის შესასვლელთან, წაიღოს მან ნაზირობის თმა და დადოს ცეცხლზე მშვიდობის მსხვერპლის ქვეშ. 19 აიღოს მღვდელმა ვერძის მოხარშული+ ბეჭი, კალათიდან — ერთი უფუარი რგოლისებური კვერი, ერთი უფუარი კვერი+ და ხელის გულებზე დაუდოს ნაზირს ნაზირობის ნიშნის გადაპარსვის შემდეგ. 20 შეარხიოს მღვდელმა ისინი, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე.+ ეს წმინდაა და მღვდლისაა შესარხევი შესაწირავის მკერდთან+ და შესაწირავის ბარკალთან ერთად.+ ამის შემდეგ ნაზირს შეუძლია ღვინის დალევა.+

21 ეს არის კანონი ნაზირზე,+ რომელიც აღთქმას დებს, და შესაწირავზე, რომელსაც იეჰოვას უძღვნის ნაზირობისთვის, იმის გარდა, რაზეც მას ხელი მიუწვდება. დადებული აღთქმის მიხედვით მოიქცეს ნაზირობის კანონის თანახმად“.

22 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 23 „უთხარი აარონსა და მის ვაჟებს: ასე აკურთხეთ+ ისრაელის ძეები:

24 გაკურთხოს იეჰოვამ+ და დაგიფაროს.+

25 მოგაფინოს იეჰოვამ თავისი სახის ნათელი+ და შეგიწყალოს.+

26 მოგაპყროს იეჰოვამ თავისი სახე+ და მშვიდობა მოგცეს.+

27 მათ უნდა დაამკვიდრონ ჩემი სახელი+ ისრაელის ძეებში, რათა ვაკურთხო ისინი“.+

7 იმ დღეს, როცა დაამთავრა მოსემ კარვის გაშლა,+ სცხო+ და განწმინდა ის და მთელი მისი მოწყობილობა, სამსხვერპლო და მთელი მისი მოწყობილობა, სცხო და განწმინდა.+ 2 ისრაელის მთავრებმა,+ საგვარეულოების თავკაცებმა, რომლებიც ტომების თავკაცებიც იყვნენ და აღრიცხულებისაც, მიიტანეს ძღვენი+ 3 და თავიანთი შესაწირავი იეჰოვას წინაშე: ექვსი ჩარდახიანი ურემი და თორმეტი ხარი, თითო ურემი ორ თავკაცზე და თითო ხარი თითოზე, და კარვის წინ მიიყვანეს. 4 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 5 „გამოართვი ისინი შეხვედრის კარვისთვის მსახურების შესასრულებლად და გადაეცი ლევიანებს, თითოეულს თავისი მსახურების მიხედვით“.

6 გამოართვა მოსემ ურმები და ხარები და ლევიანებს გადასცა. 7 ორი ურემი და ოთხი ხარი გერშონის ვაჟებს გადასცა თავიანთი მსახურების მიხედვით,+ 8 და ოთხი ურემი და რვა ხარი მერარის ვაჟებს გადასცა თავიანთი მსახურების მიხედვით,+ აარონ მღვდლის ვაჟის, ითამარის ხელმძღვანელობით.+ 9 კეჰათის ვაჟებისთვის არაფერი მიუცია, რადგან მათ წმინდა ადგილის მომსახურება ევალებოდათ.+ მათ მხრებით უნდა ეტარებინათ თავიანთი ტვირთი.+

10 მიიტანეს თავკაცებმა თავიანთი ძღვენი სამსხვერპლოს მიძღვნისას,+ მისი ცხების დღეს. თავკაცებს თავიანთი შესაწირავი სამსხვერპლოს წინ მიჰქონდათ. 11 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „სამსხვერპლოს მიძღვნისთვის დღეში ერთმა თავკაცმა მიიტანოს თავისი შესაწირავი“.+

12 პირველ დღეს თავისი შესაწირავი მიიტანა ნახშონმა,+ ამინადაბის ვაჟმა იუდას ტომიდან. 13 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ — 14 საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი,+ 15 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 16 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 17 და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ამინადაბის+ ვაჟის, ნახშონის შესაწირავი.

18 მეორე დღეს ძღვენი მიიტანა ნეთანელმა,+ ცუარის ვაჟმა, ისაქარის თავკაცმა. 19 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ — 20 საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 21 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 22 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 23 და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ცუარის ვაჟის, ნეთანელის შესაწირავი.

24 მესამე დღეს — ზებულონის ძეების თავკაცმა ელიაბმა,+ ხელონის ვაჟმა. 25 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის, — 26 საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 27 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 28 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 29 და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ხელონის ვაჟის, ელიაბის შესაწირავი.+

30 მეოთხე დღეს — რეუბენის ძეების თავკაცმა ელიცურმა,+ შედურის ვაჟმა. 31 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ — 32 საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 33 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 34 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 35 და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო შედურის ვაჟის, ელიცურის შესაწირავი.+

36 მეხუთე დღეს — სიმონის ძეების თავკაცმა შელუმიელმა,+ ცურიშადაის ვაჟმა. 37 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ — 38 საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 39 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 40 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 41 და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ცურიშადაის ვაჟის, შელუმიელის შესაწირავი.+

42 მეექვსე დღეს — გადის ძეების თავკაცმა ელიასაფმა,+ დეუელის ვაჟმა. 43 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ — 44 საკმევლით+ სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 45 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 46 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 47 და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო დეუელის ვაჟის, ელიასაფის შესაწირავი.+

48 მეშვიდე დღეს — ეფრემის ძეების თავკაცმა ელიშამამ,+ ამიჰუდის ვაჟმა. 49 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ — 50 საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 51 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 52 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 53 და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ამიჰუდის ვაჟის, ელიშამას შესაწირავი.+

54 მერვე დღეს — მენაშეს ძეების თავკაცმა გამალიელმა,+ ფედაცურის ვაჟმა. 55 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ — 56 საკმევლით+ სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 57 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 58 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 59 და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ფედაცურის ვაჟის, გამალიელის შესაწირავი.+

60 მეცხრე დღეს — ბენიამინის ძეების თავკაცმა+ აბიდანმა,+ გიდეონის ვაჟმა. 61 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ — 62 საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 63 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 64 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 65 და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო გიდეონის ვაჟის, აბიდანის შესაწირავი.+

66 მეათე დღეს — დანის ძეების თავკაცმა ახიეზერმა,+ ამიშადაის ვაჟმა. 67 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ — 68 საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი, 69 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 70 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 71 და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ამიშადაის ვაჟის, ახიეზერის შესაწირავი.+

72 მეთერთმეტე დღეს — აშერის ძეების თავკაცმა ფაგიელმა,+ ოქრანის ვაჟმა. 73 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ — 74 საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი,+ 75 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 76 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 77 და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ოქრანის ვაჟის, ფაგიელის შესაწირავი.+

78 მეთორმეტე დღეს — ნაფთალის ძეების თავკაცმა ახირამ,+ ენანის ვაჟმა. 79 მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი, სამოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით, — ორივე ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილით სავსე, მარცვლეული შესაწირავისთვის,+ — 80 საკმევლით სავსე ათშეკელიანი ერთი ოქროს სასმისი,+ 81 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წლის მამალი თოხლი დასაწვავი შესაწირავისთვის,+ 82 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 83 და ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი მამალი თოხლი, თითო წლისა, მშვიდობის+ მსხვერპლისთვის. ეს იყო ენანის ვაჟის, ახირას შესაწირავი.+

84 ეს იყო ისრაელის თავკაცების+ შესაწირავი სამსხვერპლოს მიძღვნისას,+ მისი ცხების დღეს: თორმეტი ვერცხლის ჯამი, თორმეტი ვერცხლის თასი,+ თორმეტი ოქროს სასმისი; 85 თორმეტივე ვერცხლის ჯამი ასოცდაათშეკელიანი იყო, თითო თასი — სამოცდაათშეკელიანი, მთელი ჭურჭლის ვერცხლი ორი ათას ოთხასი შეკელი იყო წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ 86 საკმევლით სავსე თორმეტივე ოქროს სასმისი+ სათითაოდ ათშეკელიანი იყო წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. სასმისების ოქრო ას ოცი შეკელი იყო. 87 დასაწვავი შესაწირავისთვის+ იყო: თორმეტი ხარი, თორმეტი ვერძი, თორმეტი მამალი თოხლი, თითო წლისა, მათი მარცვლეული+ შესაწირავი და თორმეტი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის.+ 88 მშვიდობის+ მსხვერპლისთვის იყო: ოცდაოთხი ხარი, სამოცი ვერძი, სამოცი ვაცი, სამოცი მამალი თოხლი, თითო წლისა. ეს იყო შესაწირავი სამსხვერპლოს მიძღვნისას,+ მისი ცხების დღეს.+

89 როდესაც მოსე შეხვედრის კარავში შედიოდა მასთან სალაპარაკოდ,+ ესმოდა მოსაუბრე ხმა მოწმობის კიდობნის სახურავიდან,+ ორი ქერუბიმის შუიდან;+ და ისიც ესაუბრებოდა მას.

8 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 2 „ელაპარაკე აარონს და უთხარი, ლამპრები ისე აანთოს, რომ შვიდმა ლამპარმა სალამპრის წინ გაანათოს“.+ 3 აარონიც ასე მოიქცა. აანთო ლამპრები, რომ სალამპრის წინ+ განათებულიყო, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 4 სალამპრე ასე იყო გაკეთებული: ოქროსგან იყო ნაჭედი, ღეროები და ყვავილებიც ნაჭედი ჰქონდა.+ მოსემ სალამპრე იმის მიხედვით გააკეთა, რაც იეჰოვამ ხილვაში უჩვენა.+

5 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს: 6 „გამოიყვანე ლევიანები ისრაელის ძეებისგან და განწმინდე.+ 7 აი როგორ უნდა განწმინდო ისინი: მიასხურე ცოდვის განმწმენდელი წყალი,+ სამართებლით გაიპარსონ მთელი ტანი,+ გაირეცხონ ტანსაცმელი+ და განიწმინდონ.+ 8 მოიყვანონ მოზვერი+ და მოიტანონ მისი მარცვლეული შესაწირავი+ — ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილი, მეორე მოზვერი კი შენ მოიყვანე ცოდვის შესაწირავად.+ 9 მიიყვანე ლევიანები შეხვედრის კარვის წინ და შეკრიბე ისრაელის ძეების მთელი კრებული.+ 10 წარადგინე ლევიანები იეჰოვას წინაშე და ისრაელის ძეებმა ხელები დაადონ+ ლევიანებს.+ 11 გადაარწ-გადმოარწიოს აარონმა ლევიანები იეჰოვას წინაშე, როგორც შესარხევი+ შესაწირავი ისრაელის ძეთაგან. მათ უნდა შეასრულონ იეჰოვას წინაშე მსახურება.+

12 ლევიანებმა ხარებს თავზე ხელები დაადონ,+ და შეასრულე გამოსყიდვის წესი+ ლევიანებისთვის: ერთი ხარი ცოდვის შესაწირავად შესწირე იეჰოვას, მეორე — დასაწვავ შესაწირავად. 13 დააყენე ლევიანები აარონისა და მისი ვაჟების წინ და გადაარწ-გადმოარწიე ისინი იეჰოვას წინაშე, როგორც შესარხევი შესაწირავი. 14 გამოყავი ლევიანები ისრაელის ძეებისგან; ჩემები იქნებიან ლევიანები.+ 15 ამის შემდეგ შემოვიდნენ ლევიანები შეხვედრის კარავში,+ რომ იმსახურონ. ასე განწმენდ მათ და გადაარწ-გადმოარწევ, როგორც შესარხევ შესაწირავს,+ 16 რადგან ისინი გადმოცემულნი არიან, ჩემთვის გადმოცემულნი ისრაელის ძეთაგან;+ ყველა საშვილოსნოს გამღების, ისრაელის ძეების ყველა პირმშოს+ სანაცვლოდ ავიყვან ჩემთვის. 17 ჩემია ისრაელის ძეების ყველა პირმშო, კაცისაც და ცხოველისაც.+ იმ დღეს, როცა ყველა პირმშო დავხოცე ეგვიპტის მიწაზე,+ ისინი ჩემთვის განვწმინდე.+ 18 მე ავიყვან ლევიანებს ისრაელის ძეების ყოველი პირმშოს სანაცვლოდ+ 19 და ისრაელის ძეებისგან+ გადმოცემულ ლევიანებს მივცემ აარონსა და მის ვაჟებს, რომ შეხვედრის კარავში+ შეასრულონ ისრაელის ძეების სამსახური და გამოსყიდვის წესი მათთვის, რათა უბედურება არ დაატყდეთ ისრაელის ძეებს+ წმინდა ადგილთან მიახლოების გამო“.

20 ასე მოექცნენ ლევიანებს მოსე, აარონი და ისრაელის ძეების მთელი კრებული. ისე მოექცნენ ისრაელის ძეები მათ, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსესთვის ლევიანებზე. 21 განიწმინდნენ ლევიანები+ და გაირეცხეს ტანსაცმელი, რის შემდეგაც აარონმა გადაარწ-გადმოარწია ისინი, როგორც შესარხევი შესაწირავი იეჰოვას წინაშე,+ და შეასრულა აარონმა გამოსყიდვის წესი მათ განსაწმენდად.+ 22 ამის შემდეგ ლევიანები პირველად შევიდნენ მსახურების შესასრულებლად შეხვედრის კარავში აარონისა და მისი ვაჟების წინაშე.+ როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს ლევიანებზე, ისინიც ისე მოექცნენ მათ.

23 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 24 „ასე უნდა გააკეთონ ლევიანებმა: შეხვედრის კარავში მსახურება დაიწყონ ოცდახუთი წლიდან მოყოლებული. 25 ორმოცდაათი წლიდან შეწყვიტონ მსახურება და აღარ იმსახურონ. 26 შეხვედრის კარავში თავის ძმებს დაეხმარონ ვალდებულების შესრულებაში, მაგრამ თვითონ არ უნდა იმსახურონ. ამის მიხედვით მოექეცი ლევიანებს. ასეთია მათი ვალდებულებები“.+

9 ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს+ უთხრა იეჰოვამ მოსეს სინას უდაბნოში: 2 „მოამზადონ ისრაელის ძეებმა საპასექო მსხვერპლი+ დანიშნულ დროს.+ 3 ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, ორ საღამოს შორის*+ მოამზადეთ ის დანიშნულ დროს. ყველა წესისა და რიგის მიხედვით მოამზადეთ“.+

4 ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეებს, რომ საპასექო მსხვერპლი მოემზადებინათ. 5 მათაც მოამზადეს საპასექო მსხვერპლი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, ორ საღამოს შორის, სინას უდაბნოში. ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელის ძეებმა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+

6 იყვნენ ისეთები, რომლებიც ადამიანთა სულით* იყვნენ გაუწმინდურებულნი+ და არ შეეძლოთ იმ დღეს საპასექო მსხვერპლის მომზადება. ამიტომ მოსესთან და აარონთან მივიდნენ ისინი იმავე დღეს+ 7 და უთხრეს: „ჩვენ გაუწმინდურებულნი ვართ ადამიანის სულით, მაგრამ რატომ არ უნდა მივუტანოთ იეჰოვას შესაწირავი+ დანიშნულ დროს ისრაელის ძეებთან ერთად?“ 8 მოსემ უთხრა: „დამელოდეთ, გავიგებ, რას მიბრძანებს იეჰოვა თქვენზე“.+

9 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 10 „უთხარი ისრაელის ძეებს: თუ რომელიმე თქვენგანი ან თქვენი შთამომავლობიდან ვინმე გაუწმინდურდება ვინმეს სულთან შეხებით+ ან შორ გზაზე იქნება წასული, მანაც უნდა მოამზადოს საპასექო მსხვერპლი იეჰოვასთვის. 11 მეორე თვის+ მეთოთხმეტე დღეს, ორ საღამოს შორის უნდა მოამზადოს ის და ჭამოს უფუარ პურთან და მწარე ბალახთან ერთად.+ 12 დილამდე არაფერი დატოვოს;+ ძვლები არ დაუმტვრიოს.+ პასექის ყველა წესის დაცვით მოამზადოს ის.+ 13 მაგრამ თუ ვინმე წმინდა იყო და არც შორ გზაზე იყო წასული და არ მოამზადა საპასექო მსხვერპლი, ის* უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან,+ რადგან დანიშნულ დროს არ მიიტანა იეჰოვას შესაწირავი. ის პასუხს აგებს თავის ცოდვაზე.+

14 თუ შენთან ხიზანი ცხოვრობს, მანაც უნდა მოამზადოს იეჰოვას საპასექო მსხვერპლი+ პასექის წესისა და რიგის მიხედვით.+ ერთი წესი უნდა გქონდეთ როგორც ხიზნებს, ისე ადგილობრივ მკვიდრებს“.+

15 კარვის გაშლის დღეს+ ღრუბელმა დაფარა მოწმობის კარავი+ და საღამოდან დილამდე ცეცხლი+ ჩანდა კარვის თავზე. 16 ყოველთვის ასე ხდებოდა: დღისით ღრუბელი ფარავდა კარავს, ღამით კი რაღაც ცეცხლის მსგავსი ჩანდა მასზე.+ 17 როცა ღრუბელი კარვიდან მაღლა იწეოდა, ისრაელის ძეებიც იძვრებოდნენ,+ და სადაც ღრუბელი ჩერდებოდა, ისრაელის ძეებიც იქ ბანაკდებოდნენ.+ 18 ისრაელის ძეები იეჰოვას ბრძანებაზე იძვრებოდნენ და იეჰოვას ბრძანებაზე ბანაკდებოდნენ.+ იმ დღეებში, როცა ღრუბელი კარვის თავზე იყო გაჩერებული, ისინი დაბანაკებულები იყვნენ. 19 თუ ღრუბელი კარვის თავზე დიდი ხნით ჩერდებოდა, ისრაელის ძეებიც თავიანთ ვალდებულებას ასრულებდნენ იეჰოვას წინაშე და არ იძვრებოდნენ.+ 20 ზოგჯერ ღრუბელი რამდენიმე დღე ჩერდებოდა კარვის თავზე. ისინი იეჰოვას ბრძანებაზე+ ბანაკდებოდნენ და იეჰოვას ბრძანებაზე იძვრებოდნენ. 21 ზოგჯერ ღრუბელი+ საღამოდან დილამდე რჩებოდა, დილით მაღლა იწეოდა და ისინიც იძვრებოდნენ. დღე იყო თუ ღამე, როცა ღრუბელი მაღლა იწეოდა, ისინიც იძვრებოდნენ.+ 22 იქნებოდა ორი დღე, ერთი თვე თუ უფრო მეტი, სანამ ღრუბელი კარვის თავზე იყო გაჩერებული, ისრაელის ძეებიც დაბანაკებულები იყვნენ და არ იძვრებოდნენ. როცა ის მაღლა იწეოდა, ისინიც იძვრებოდნენ.+ 23 იეჰოვას ბრძანებაზე ბანაკდებოდნენ და იეჰოვას ბრძანებაზე იძვრებოდნენ. ასრულებდნენ ისინი იეჰოვას წინაშე იეჰოვას ბრძანებითა+ და მოსეს მეშვეობით მიღებულ თავიანთ ვალდებულებას.+

10 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 2 „გამოჭედე ორი ვერცხლის საყვირი.+ გქონდეს ისინი კრებულის შესაკრებად+ და ბანაკის ასაშლელად. 3 როდესაც ორივეს ჩაჰბერავენ, მთელი კრებული, შეთანხმებისამებრ, შეხვედრის კარვის შესასვლელთან უნდა შეიკრიბოს.+ 4 თუ ერთს ჩაჰბერავენ, შეთანხმებისამებრ, შენთან უნდა შეიკრიბონ თავკაცები — ისრაელის ათასისთავები.+

5 საყვირის ცვალებად ხმაზე აღმოსავლეთით+ დაბანაკებული ბანაკები უნდა დაიძრან; 6 როცა მეორედ ჩაჰბერავთ ცვალებად ხმაზე, სამხრეთით+ დაბანაკებული ბანაკები უნდა დაიძრან. საყვირის ყოველ ცვალებად ხმაზე ერთი მათგანი უნდა დაიძრას.

7 კრებულის შესაკრებად უნდა ჩაჰბეროთ,+ მაგრამ არა ცვალებად ხმაზე. 8 აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა უნდა ჩაჰბერონ საყვირებს.+ მათი გამოყენება თქვენთვის სამარადისო წესად უნდა იქცეს თქვენს თაობებში.

9 თუ თქვენს მიწაზე საბრძოლველად გახვალთ თქვენი მჩაგვრელის წინააღმდეგ, რომელიც გავიწროებთ,+ ჩაჰბერეთ საყვირებს,+ საბრძოლო განგაში ატეხეთ და გაგიხსენებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და გადაურჩებით მტერს.+

10 ჩაჰბერეთ საყვირებს თქვენი სიხარულის დღეს,+ დღესასწაულებზე+ და ყოველი თვის დასაწყისში,+ როცა დასაწვავ შესაწირავსა+ და მშვიდობის მსხვერპლს*+ სწირავთ. ეს იქნება თქვენ გასახსენებლად თქვენი ღვთის წინაშე. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.+

11 მეორე წლის მეორე თვის მეოცე დღეს+ ღრუბელი აიწია მოწმობის კარვიდან.+ 12 ისრაელის ძეები თანმიმდევრობით დაიძრნენ+ სინას უდაბნოდან; ღრუბელი ფარანის+ უდაბნოში გაჩერდა. 13 ისინი პირველად დაიძრნენ იეჰოვას ბრძანებისამებრ, რომელიც მოსეს პირით გადაეცათ.+

14 იუდას ძეების ბანაკი, სამტომიანი დანაყოფი, პირველი დაიძრა ლაშქრებად.+ მის ლაშქარს სათავეში ედგა ნახშონი,+ ამინადაბის ვაჟი. 15 ისაქარის ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა ნეთანელი,+ ცუარის ვაჟი. 16 ზებულონის ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა ელიაბი, ხელონის ვაჟი.+

17 დაშალეს კარავი+ და დაიძრნენ გერშონისა+ და მერარის ძეები,+ რომლებიც კარავს ატარებდნენ.

18 რეუბენის+ ბანაკი, სამტომიანი დანაყოფი, დაიძრა ლაშქრებად. მის ლაშქარს სათავეში ედგა ელიცური,+ შედურის ვაჟი. 19 სიმონის ძეების ტომის ლაშქარს+ სათავეში ედგა შელუმიელი,+ ცურიშადაის ვაჟი. 20 გადის ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა ელიასაფი,+ დეუელის ვაჟი.

21 დაიძრნენ კეჰათელები, რომლებიც საწმინდარს ატარებდნენ,+ რადგან მათ მისვლამდე კარავი უკვე გაშლილი იქნებოდა.

22 ეფრემის+ ძეების ბანაკი, სამტომიანი დანაყოფი, დაიძრა ლაშქრებად. მის ლაშქარს სათავეში ედგა ელიშამა,+ ამიჰუდის ვაჟი. 23 მენაშეს+ ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა გამალიელი,+ ფედაცურის ვაჟი. 24 ბენიამინის+ ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა აბიდანი,+ გიდეონის ვაჟი.

25 დაიძრა დანის+ ძეების ბანაკი, სამტომიანი დანაყოფი, რომელიც ზურგს უმაგრებდა+ თავის ლაშქრებს. მის ლაშქარს სათავეში ედგა ახიეზერი,+ ამიშადაის ვაჟი. 26 აშერის+ ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა ფაგიელი,+ ოქრანის ვაჟი. 27 ნეფთალის+ ძეების ტომის ლაშქარს სათავეში ედგა ახირა,+ ენანის ვაჟი. 28 ასე გადაადგილდებოდნენ ხოლმე ისრაელის ძეები ლაშქრებად, როცა დაიძვრებოდნენ.+

29 უთხრა მოსემ ხობაბს, მიდიანელი რეუელის,+ მოსეს სიმამრის ვაჟს: „მივდივართ იმ ადგილას, რომელზეც იეჰოვამ თქვა, თქვენ მოგცემთო.+ წამოგვყევი და კარგს გაგიკეთებთ,+ რადგან იეჰოვას კარგი აქვს ნათქვამი ისრაელზე“.+ 30 მან მიუგო: „არ წამოვალ, ჩემს ქვეყანაში+ ჩემს ნათესავებთან წავალ“. 31 სთხოვა მან: „ნუ დაგვტოვებ, რადგან კარგად იცი, სად დავბანაკდეთ უდაბნოში, ჩვენი თვალი იქნები. 32 თუ წამოგვყვები,+ როგორც იეჰოვა მოგვექცევა კარგად, ჩვენც ისე მოგექცევით“.

33 მიდიოდნენ იეჰოვას მთიდან+ სამი დღის სავალზე და იეჰოვას შეთანხმების+ კიდობანი წინ მიუძღოდათ გასაჩერებელი ადგილის მოსაძებნად.+ 34 იეჰოვას ღრუბელი+ იყო მათზე, როცა ისინი ბანაკიდან იძვრებოდნენ.

35 კიდობნის დაძვრისას მოსე ამბობდა: „აღსდექ, იეჰოვა, გაიფანტოს შენი მტერი+ და გაიქცნენ შენგან შენი მოძულენი“.+ 36 მისი გაჩერებისას კი ამბობდა: „დაუბრუნდი, იეჰოვა, ისრაელის უთვალავ ათასებს“.+

11 თითქოს დიდ უბედურებაში ყოფილიყვნენ, დაიწყო ხალხმა ჩივილი იეჰოვას გასაგონად.+ გაიგონა იეჰოვამ, აღიგზნო მისი რისხვა, აენთო იეჰოვას ცეცხლი მათ წინააღმდეგ და შთანთქავდა ბანაკის ნაპირს.+ 2 შეღაღადა მოსეს ხალხმა; ისიც შეევედრა იეჰოვას+ და დაცხრა ცეცხლი. 3 იმ ადგილს თაბერა*+ დაერქვა, რადგან იეჰოვას ცეცხლი აენთო მათ წინააღმდეგ.

4 მათთან მყოფი ჭრელი ხალხი+ გულისთქმას აჰყვა.+ კვლავ ატირდნენ ისრაელის ძეები: „ვინ გვაჭმევს ხორცს?+ 5 რა კარგი იყო, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში თევზს,+ კიტრს, საზამთროს, პრასს, ხახვსა და ნიორს! 6 ახლა კი სული გვძვრება, ჩამოვხმით. მანანას მეტს ვერაფერს ხედავს ჩვენი თვალი“.+

7 მანანა+ ქინძის+ თესლივით იყო და სამყეს ფისს* წააგავდა.+ 8 ხალხი გაიფანტებოდა, კრეფდა+ და ხელსაფქვავში ფქვავდა ან როდინში ნაყავდა. ქვაბში ხარშავდნენ+ ან კვერებს აკეთებდნენ. მას ზეთიანი ტკბილი კვერის გემო ჰქონდა.+ 9 ღამით ბანაკს ნამთან ერთად მანანაც ეფინებოდა.+

10 გაიგო მოსემ, რომ ტიროდა ხალხი თავიანთ ოჯახებში, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან. დიდად აღიგზნო იეჰოვას რისხვა.+ არც მოსეს თვალში იყო ეს მოსაწონი.+ 11 უთხრა მოსემ იეჰოვას: „რატომ გაიმეტე შენი მსახური ბოროტებისთვის, რატომ ვერ ვპოვე წყალობა შენს თვალში, რომ მთელი ამ ხალხის ტვირთი ამკიდე?+ 12 მე ჩავსახე მთელი ეს ხალხი? მე გავაჩინე, რომ მეუბნები, უბით ატარე,+ როგორც გამზრდელი ატარებსო ძუძუთა ბავშვს,+ და მიიყვანეო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დაუფიცე?+ 13 საიდან მოვუტანო ხორცი ამდენ ხალხს? შემომტირიან, მოგვეცი ხორცი და გვაჭამეო! 14 არ შემიძლია ამ ხალხის მარტო ტარება, რადგან ძალიან მძიმეა ჩემთვის.+ 15 თუ ასე მექცევი, ბარემ მომკალი,+ რომ არ ვნახო ჩემი უბედურება, თუ წყალობა მიპოვია შენს თვალში“.

16 მიუგო იეჰოვამ მოსეს: «შემიკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესებიდან,+ ვისაც იცნობ, ხალხის უხუცესები და ზედამხედველები,+ მიიყვანე ისინი შეხვედრის კარავთან და იყვნენ იქ შენთან ერთად. 17 ჩამოვალ იქ+ და დაგელაპარაკები.+ ავიღებ შენზე დავანებული სულის ნაწილს+ და მოვაფენ მათ. ისინი დაგეხმარებიან ხალხის ტვირთის ტარებაში, მარტო შენ რომ არ ატარო.+ 18 უთხარი ხალხს: „განიწმინდეთ ხვალისთვის ხორცის საჭმელად,+ რადგან იეჰოვას გასაგონად ტიროდით,+ ვინ გვაჭმევსო ხორცს, ეგვიპტეში კარგად ვიყავითო.+ მოგცემთ იეჰოვა ხორცს და შეჭამთ.+ 19 შეჭამთ არა ერთ, ორ, ხუთ, ათ და ოც დღეს, 20 არამედ მთელ თვეს, სანამ ნესტოებიდან არ გადმოგივათ და არ შეგზიზღდებათ,+ რადგან უარყავით იეჰოვა, რომელიც თქვენ შორისაა და რომელსაც შესტიროდით, რატომ წამოვედითო ეგვიპტიდან“».+

21 მოსემ მიუგო: „ექვსასი ათასი კაცია ჩემთან,+ შენ კი ამბობ, ხორცს მივცემ და მთელ თვეს შეჭამენო. 22 მთელი ცხვარ-ძროხა უნდა დავუკლათ, რომ ეყოთ?!+ მთელი ზღვის თევზი უნდა დავიჭიროთ, რომ ეყოთ?!“

23 მიუგო იეჰოვამ მოსეს: „განა მოკლეა იეჰოვას ხელი?!+ ახლა ნახავ, აგისრულდება თუ არა ჩემი ნათქვამი“.+

24 გავიდა მოსე და გადასცა ხალხს იეჰოვას სიტყვები. გამოარჩია სამოცდაათი კაცი ხალხის უხუცესებიდან და კარვის ირგვლივ დააყენა.+ 25 ჩამოვიდა იეჰოვა ღრუბელში,+ ელაპარაკა მას,+ აიღო მასზე დავანებული სულის ნაწილი+ და სამოცდაათივე უხუცესს მოჰფინა. როგორც კი სული მოეფინა მათ, აწინასწარმეტყველდნენ*, მაგრამ ასე მეტად აღარ მოქცეულან.+

26 ორი მათგანი ბანაკში იყო. ერთს ელდადი ერქვა, მეორეს — მედადი. მათაც მოეფინათ სული, რადგან ჩაწერილთა შორის იყვნენ, თუმცა კარავთან არ მისულან. ისინიც აწინასწარმეტყველდნენ ბანაკში. 27 მიირბინა ერთმა ყმაწვილმა და ამბავი მიიტანა: „ელდადი და მედადი წინასწარმეტყველებენ ბანაკში!“ 28 ამაზე იესო ნავეს ძემ, სიყმაწვილიდან მოსეს მსახურმა,+ თქვა: „მოსე, ჩემო ბატონო, შეაჩერე ისინი!“+ 29 მაგრამ მოსემ უთხრა: „ჩემდამი მოშურნეობა ხომ არ გალაპარაკებს? ნეტავ იეჰოვას ხალხიდან ყველა წინასწარმეტყველი იყოს, იეჰოვა თავის სულს მოჰფენდა მათ!“+ 30 შემდეგ მოსე და ისრაელის უხუცესები ბანაკში დაბრუნდნენ.

31 დაუბერა ქარმა+ იეჰოვასგან და მორეკა ზღვიდან მწყერი+ მიწის პირიდან ორი წყრთის სიმაღლეზე, ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ. 32 ხალხი მთელი დღე და ღამე და მთელი მომდევნო დღე აგროვებდა მწყერს. ათ ხომერზე*+ ცოტა არავის შეუგროვებია და ყველგან მოფინეს ბანაკის ირგვლივ. 33 ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ ხორცი,+ დაღეჭილიც არ ჰქონდათ, რომ აღეგზნო იეჰოვას რისხვა+ ხალხზე და გაჟლიტა ისინი იეჰოვამ.+

34 იმ ადგილს კიბროთ-ჰათაავა* დაერქვა,+ რადგან იქ დაიმარხა ხარბი ხალხი.+ 35 გაემართა ხალხი კიბროთ-ჰათაავადან ხაცეროთისკენ და ხაცეროთში გაჩერდნენ.+

12 მირიამი და აარონი ალაპარაკდნენ მოსეს წინააღმდეგ მისი ქუშელი ცოლის გამო, რადგან ქუშელი ცოლი ჰყავდა.+ 2 ამბობდნენ: „მარტო მოსეს პირით ლაპარაკობს იეჰოვა?! განა ჩვენი პირითაც არ ლაპარაკობს?!“+ იეჰოვა კი უსმენდა.+ 3 მოსე უთვინიერესი+ კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე.

4 მოულოდნელად იეჰოვამ უთხრა მოსეს, აარონსა და მირიამს: „სამივენი შეხვედრის კარავთან მიდით“. სამივენი წავიდნენ. 5 ჩამოვიდა იეჰოვა ღრუბლის სვეტში,+ კარვის შესასვლელთან დადგა და აარონსა და მირიამს დაუძახა. ისინიც მივიდნენ. 6 უთხრა მათ: „მოისმინეთ ჩემი სიტყვები. იეჰოვას წინასწარმეტყველი რომ გყოლოდათ, ხილვაში+ გამოვეცხადებოდი მას ან სიზმარში+ დაველაპარაკებოდი. 7 ჩემს მსახურ მოსეზე+ კი ამას ვერ ვიტყვი! მას მთელი ჩემი სახლი აბარია.+ 8 პირისპირ ველაპარაკები+ და არა გამოცანებით.+ იეჰოვას სახეს ხედავს.+ მაშ, რატომ არ შეგეშინდათ, ჩემი მსახური მოსეს წინააღმდეგ რომ ილაპარაკეთ?“+

9 აღიგზნო იეჰოვას რისხვა მათზე და იქაურობას გაეცალა. 10 ღრუბელიც მოსცილდა კარავს და, აი, კეთრს თოვლივით თეთრად დაეფარა მირიამი.+ მიბრუნდა აარონი მირიამისკენ და რას ხედავს! კეთრს დაუფარავს იგი.+ 11 მაშინვე უთხრა აარონმა მოსეს: „მაპატიე, ჩემო ბატონო! ცოდვად არ ჩაგვითვალო, სიბრიყვით მოგვივიდა!+ 12 ასე ნუ დატოვებ, რომ მკვდარს არ დაემსგავსოს,+ ვისი სხეულიც ნახევრად შეჭმული გამოდის დედის საშვილოსნოდან“. 13 შეღაღადა მოსემ იეჰოვას: „ღმერთო, გევედრები! გევედრები, განკურნე ის!“+

14 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „მამამისს სახეში რომ შეეფურთხებინა+ მისთვის, განა შვიდ დღეს დამცირებული არ იქნებოდა?! შვიდ დღეს განაცალკევეთ+ ბანაკის გარეთ,+ შემდეგ კი დაბრუნდეს“.+ 15 მირიამი შვიდ დღეს განცალკევებული იყო ბანაკის გარეთ+ და მის დაბრუნებამდე არ დაძრულა ხალხი. 16 შემდეგ დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან+ და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.+

13 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 2 „გაგზავნე კაცები ქანაანის მიწის დასაზვერად, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ.+ გაგზავნე თითო კაცი თავისი მამის ტომიდან, თავკაცები“.+

3 გაგზავნა მოსემ ისინი იეჰოვას ბრძანებისამებრ ფარანის უდაბნოდან.+ ყველანი ისრაელის ძეთა თავკაცები იყვნენ. 4 მათი სახელებია: შამუა, ზაქურის ვაჟი, რეუბენის ტომიდან; 5 შაფატი, ხორის ვაჟი, სიმონის ტომიდან; 6 ქალები,+ იეფუნეს ვაჟი, იუდას ტომიდან; 7 იგალი, იოსების ვაჟი, ისაქარის ტომიდან; 8 ჰოშეა,+ ნავეს ვაჟი, ეფრემის ტომიდან; 9 ფალტი, რაფუს ვაჟი, ბენიამინის ტომიდან; 10 გადიელი, სოდის ვაჟი, ზებულონის ტომიდან; 11 გადი, სუსის ვაჟი, იოსების+ ტომიდან — მენაშეს+ ტომიდან; 12 ამიელი, გემალის ვაჟი, დანის ტომიდან; 13 სეთური, მიქაელის ვაჟი, აშერის ტომიდან; 14 ნახბი, ვოფსის ვაჟი, ნაფთალის ტომიდან; 15 გეუელი, მაქის ვაჟი, გადის ტომიდან; 16 ეს არის მათი სახელები, ვინც მოსემ მიწის დასაზვერად გაგზავნა. ჰოშეა ნავეს ძეს მოსე იესოს ეძახდა.+

17 როდესაც მოსე ქანაანის მიწის დასაზვერად აგზავნიდა მათ, უთხრა: „ასე ადით ნეგებში,+ იქიდან კი მთიან მხარეში+ 18 და ნახეთ, როგორი მიწაა,+ როგორი ხალხი ცხოვრობს, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი არიან თუ ბევრნი; 19 როგორია მიწა, სადაც ცხოვრობენ, კარგია თუ ცუდი, როგორ ქალაქებში ცხოვრობენ, ბანაკებში ცხოვრობენ თუ სიმაგრეებში; 20 როგორია ნიადაგი, ნოყიერი თუ მწირი,+ არის იქ ხეები თუ არა; გამბედაობა მოიკრიბეთ+ და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფი“. იმ დღეებში მწიფდებოდა ყურძნის პირველი ნაყოფი.+

21 ავიდნენ და დაზვერეს მიწა ცინის+ უდაბნოდან რეხობამდე,+ ხამათის+ შესასვლელამდე. 22 ავიდნენ ნეგებში+ და მივიდნენ ხებრონში.+ იქ იყვნენ ახიმანი, შეშაი და თალმაი,+ ანაკის+ შვილები. ხებრონი+ ეგვიპტის ცოანზე+ შვიდი წლით ადრე აშენდა. 23 მივიდნენ ეშქოლის+ ხევში და მოჭრეს ვაზის მტევნიანი ლერწი+ და ორმა კაცმა ლატნით წამოიღო, წამოიღეს ბროწეულიც+ და ლეღვიც. 24 იმ ადგილს ეშქოლის* ხევი+ უწოდეს მტევნის გამო, რომელიც ისრაელის ძეებმა მოჭრეს იქ.

25 ორმოცი დღე+ ზვერავდნენ იმ მიწას და შემდეგ დაბრუნდნენ. 26 მივიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელის ძეების მთელ კრებულთან ფარანის უდაბნოში, კადეშთან.+ მოუტანეს ამბავი მათ და მთელ კრებულს და აჩვენეს იმ მიწის ნაყოფი. 27 უამბეს მას: „ჩვენ ვიყავით იმ მიწაზე, სადაც გაგვგზავნე. იქ მართლა რძე და თაფლი მოედინება,+ აი მისი ნაყოფი.+ 28 მაგრამ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ მიწაზე და დიდი გამაგრებული ქალაქები აქვთ.+ ანაკის შვილებიც ვნახეთ იქ.+ 29 ნეგების მიწაზე+ ამალეკელები+ ცხოვრობენ, მთიან მხარეში — ხეთელები, იებუსელები+ და ამორეველები;+ ზღვის პირას და მდინარე იორდანის გასწვრივ კი — ქანაანელები“.+

30 ქალებ იეფუნეს ძემ+ ხალხის დამშვიდება სცადა მოსეს წინაშე და თქვა: „ახლავე წავიდეთ და ხელში ჩავიგდებთ მას, ნამდვილად გავიმარჯვებთ“.+ 31 მაგრამ მასთან მყოფმა კაცებმა მიუგეს: „ჩვენ ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ წასვლას, რადგან ისინი ჩვენზე ძლიერები არიან“.+ 32 ცუდს ეუბნებოდნენ+ ისრაელის ძეებს დაზვერილ მიწაზე: „მიწა, რომელიც დავზვერეთ, ჭამს მასზე მცხოვრებთ. ვინც კი ვნახეთ, ყველანი ბუმბერაზები არიან.+ 33 ვნახეთ ნეფილიმები, ანაკის ვაჟები,+ ნეფილიმთა შთამომავლები. კალიები გვეგონა ჩვენი თავი, მათ თვალშიც ასე ვჩანდით“.+

14 დიდი ხმით მოთქვამდა მთელი კრებული და მთელი ღამე ტიროდა+ ხალხი. 2 დრტვინავდნენ ისრაელის ძეები მოსესა და აარონის წინააღმდეგ:+ „ნეტავ ეგვიპტეში ან უდაბნოში დავხოცილიყავით! 3 რატომ მივყავართ იეჰოვას ამ მიწაზე, თუ მახვილით უნდა დავეცეთ?+ ჩვენი ცოლები და ბავშვები ნადავლად იქცევიან.+ არ ჯობია, ეგვიპტეში დავბრუნდეთ?!“+ 4 ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ავირჩიოთ მეთაური და ეგვიპტეში დავბრუნდეთ!“+

5 პირქვე დაემხვნენ+ მოსე და აარონი მთელი ისრაელის ძეთა კრებულის წინაშე. 6 იესო ნავეს ძემ+ და ქალებ იეფუნეს ძემ+ კი, რომლებიც მზვერავებს შორის იყვნენ, ტანსაცმელი შემოიხიეს+ 7 და ისრაელის ძეთა მთელ კრებულს მიმართეს: „მიწა, რომელიც შემოვიარეთ და დავზვერეთ, ძალიან, ძალიან კარგი მიწაა.+ 8 თუ მოწონება დავიმსახურეთ იეჰოვას თვალში,+ აუცილებლად შეგვიყვანს იმ მიწაზე და მოგვცემს მიწას, რომელზეც რძე და თაფლი მოედინება.+ 9 ოღონდ იეჰოვას არ განუდგეთ+ და იმ მიწაზე მცხოვრები ხალხის არ შეგეშინდეთ,+ ერთი ლუკმა არიან ჩვენთვის. მათ დაკარგეს თავშესაფარი,+ ჩვენთან კი იეჰოვაა.+ ნუ გეშინიათ მათი“.+

10 მთელი კრებული ამბობდა, ჩავქოლოთო,+ მაგრამ იეჰოვას დიდება გამოეცხადა ისრაელის ძეებს შეხვედრის კარავზე.+

11 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „როდემდე+ უნდა მექცეოდეს ეს ხალხი უპატივცემულოდ?!+ ამდენი ნიშანი მოვახდინე მათ შორის და როდემდე არ უნდა მერწმუნონ?!+ 12 შევყრი ჭირს და თავიდან მოვიცილებ, შენგან კი ერს შევქმნი, ამაზე დიდსა და ძლიერს“.+

13 მიუგო მოსემ იეჰოვას: «გაიგებენ ეგვიპტელები, რომელთაგანაც შენი ძალით გამოიყვანე ეს ხალხი+ 14 და ეტყვიან იმ მიწის მკვიდრთ. მათ გაგებული აქვთ, რომ შენა ხარ იეჰოვა, და ამ ხალხს შორისა ხარ,+ პირისპირ ეცხადები.+ შენა ხარ იეჰოვა და შენი ღრუბელი დგას მათ ზემოთ, დღისით ღრუბლის სვეტში მიუძღვები წინ და ღამით — ცეცხლის სვეტში.+ 15 თუ ისე გაანადგურებ ამ ხალხს, როგორც ერთ კაცს,+ ხალხები, რომლებსაც შენი დიდების შესახებ სმენიათ, იტყვიან, 16 ვერ შეძლო იეჰოვამ ამ ხალხის იმ მიწაზე შეყვანა, რაზეც დაუფიცა, და უდაბნოში გაანადგურაო.+ 17 იეჰოვა, განდიდდეს შენი ძალა+ შენი ნათქვამისამებრ: 18 „იეჰოვა რისხვაში ნელია,+ უხვი სიკეთეში*,+ პატიობს დანაშაულსა და შეცოდებას,+ თუმცა დასასჯელს დაუსჯელს არ ტოვებს,+ მამათა დანაშაულის გამო შვილებს სჯის მესამე და მეოთხე თაობამდე“.+ 19 აპატიე ამ ხალხს დანაშაული შენი აღმატებული სიკეთით*, როგორც ეგვიპტიდან მოყოლებული პატიობ მათ დღემდე».+

20 უთხრა იეჰოვამ: „ვაპატიებ შენი სიტყვისამებრ.+ 21 ცოცხალი ვარ და მთელი დედამიწა აივსება იეჰოვას დიდებით.+ 22 ოღონდ ვერავინ, ვინც იხილა ჩემი დიდება+ და ნიშნები,+ რომლებიც ეგვიპტესა და უდაბნოში მოვახდინე, და მაინც ათჯერ გამომცადა+ და არ მოუსმინა ჩემს ხმას,+ 23 ვერასოდეს იხილავს მიწას, რაზეც მათ მამებს დავუფიცე; ვინც უპატივცემულოდ მეპყრობა, ვერ იხილავს მას,+ 24 ხოლო ჩემს მსახურ ქალებ იეფუნეს ძეს,+ რომელშიც სხვა სული იყო და ბოლომდე მომყვებოდა,+ შევიყვან იმ მიწაზე, სადაც წასული იყო, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.+ 25 ხვალ გაბრუნდით და დაიძარით უდაბნოსკენ წითელი ზღვის გზით,+ რადგან ველზე ამალეკელები და ქანაანელები+ ცხოვრობენ“.

26 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: 27 „როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი კრებული ჩემ წინააღმდეგ?!+ მომესმა ისრაელის ძეთა დრტვინვა, ჩემ წინააღმდეგ რომ დრტვინავენ.+ 28 უთხარი მათ: ცოცხალი ვარ, — ამბობს იეჰოვა. — ისე მოგექცევით, როგორც ჩემ გასაგონად ლაპარაკობდით!+ 29 ამ უდაბნოში დაიყრება თქვენი გვამები,+ ყველასი, ვინც აღრიცხულნი ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც ჩემ წინააღმდეგ დრტვინავდით.+ 30 ვერ შეხვალთ იმ მიწაზე, რომელზეც ხელი ავწიე+ და დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა.+

31 თქვენს ბავშვებსაც შევიყვან იქ, რომლებზეც თქვით, რომ ნადავლად იქცეოდნენ,+ და ნახავენ ისინი იმ მიწას, რომელიც თქვენ უარყავით;+ 32 თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში დაიყრება.+ 33 თქვენი ვაჟები ორმოცი წელი მწყემსები იქნებიან უდაბნოში,+ პასუხს აგებენ თქვენს მეძაობაზე,+ სანამ არ გაქრება თქვენი გვამები უდაბნოში.+ 34 იმ დღეების რიცხვის მიხედვით, რამდენ დღესაც მიწას ზვერავდით — ორმოცი დღე,+ თითო დღეზე თითო წელი, ყოველ დღეზე ერთი წელი,+ პასუხი უნდა აგოთ თქვენს დანაშაულზე ორმოცი წელი,+ და გაიგებთ, რას ნიშნავს უჩემოდ ყოფნა.+

35 მე, იეჰოვა, ვამბობ, რომ ასე მოვექცევი ჩემ წინააღმდეგ შეკრებილ ამ ბოროტ კრებულს:+ ამ უდაბნოში მოეღებათ ბოლო და აქ დაიხოცებიან.+ 36 კაცები, რომლებიც მოსემ მიწის დასაზვერად გაგზავნა და რომლებმაც ცუდი ამბები მოიტანეს იმ მიწის შესახებ და მთელ კრებულს დააწყებინეს დრტვინვა მის წინააღმდეგ,+ 37 ვინც ცუდი ამბები მოიტანა იმ მიწის შესახებ, უბედურებით დაიხოცებიან იეჰოვას წინაშე.+ 38 მიწის დასაზვერად წასულთაგან მხოლოდ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იცოცხლებენ“.+

39 ხალხი გლოვა-გოდებას მოჰყვა, როცა მოსემ ეს სიტყვები ისრაელის ძეებს გადასცა.+ 40 დილით ადრე ადგნენ და მთის წვერზე ასვლა დააპირეს, ამბობდნენ: „ავიდეთ იმ ადგილზე, იეჰოვამ რომ თქვა, რადგან შევცოდეთ“.+ 41 მოსემ უთხრა: „რატომ გადადიხართ იეჰოვას ბრძანებას?+ ხელი არ მოგემართებათ. 42 არ ახვიდეთ, რომ არ დაგამარცხოთ მტერმა, რადგან არ არის იეჰოვა თქვენ შორის.+ 43 ამალეკელები და ქანაანელები გამოვლენ თქვენ წინააღმდეგ,+ მახვილით დაეცემით, და რადგან ზურგი შეაქციეთ და აღარ მიჰყვებით იეჰოვას, იეჰოვაც აღარ იქნება თქვენთან“.+

44 მაინც გაბედეს მთის წვერზე ასვლა,+ მაგრამ არც იეჰოვას შეთანხმების კიდობანი დაძრულა ბანაკიდან და არც მოსე.+ 45 ჩამოვიდნენ მთაზე მცხოვრები ამალეკელები+ და ქანაანელები, სძლიეს მათ, ხორმამდე+ სდიეს და მიმოფანტეს.

15 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 2 „უთხარი ისრაელის ძეებს: როცა საცხოვრებლად შეხვალთ იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევთ,+ 3 და ცხვარ-ძროხიდან შესწირავთ ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს იეჰოვას,+ დასაწვავ შესაწირავს,+ მსხვერპლს განსაკუთრებული ან ნებაყოფლობითი+ აღთქმის შესასრულებლად, ან დღესასწაულებზე წელიწადის სხვადასხვა დროს,+ იეჰოვასთვის დამამშვიდებელ სურნელებად,+ 4 შესწირეთ იეჰოვას მარცვლეული შესაწირავიც+ — მეოთხედ ჰინ ზეთში მოზელილი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი. 5 შესწირეთ მეოთხედი ჰინი ღვინო დასაღვრელ შესაწირავად+ დასაწვავ შესაწირავთან ერთად ან თითოეული მამალი თოხლის მსხვერპლად მიტანისას. 6 ვერძთან ერთად შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი — მესამედ ჰინ ზეთში მოზელილი ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, 7 და მესამედი ჰინი ღვინო დასაღვრელ შესაწირავად, დამამშვიდებელ სურნელებად იეჰოვასთვის.

8 თუ იეჰოვას სწირავთ მოზვერს დასაწვავ შესაწირავად+ ან მსხვერპლად განსაკუთრებული აღთქმის+ შესასრულებლად, ან მშვიდობის მსხვერპლად*,+ 9 მოზვერთან ერთად შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი+ — ნახევარ ჰინ ზეთში მოზელილი სამი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, 10 და ნახევარი ჰინი ღვინო დასაღვრელ შესაწირავად,+ როგორც დასაწვავი შესაწირავი დამამშვიდებელ სურნელებად იეჰოვასთვის. 11 ასე გააკეთეთ თითოეულ ხარზე, ვერძზე, მამალ თოხლსა და თხაზე. 12 რამდენიც არ უნდა შესწიროთ, ასე უნდა გააკეთოთ თითოეულ მათგანზე, მათი რიცხვის მიხედვით. 13 ყოველი მკვიდრი ასე შესწირავს დასაწვავ შესაწირავს, დამამშვიდებელ სურნელებას იეჰოვასთვის.+

14 თუ თქვენთან მცხოვრები ხიზანი ან ის, ვინც თაობებია თქვენთან ცხოვრობს, შესწირავს ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს დამამშვიდებელ სურნელებად იეჰოვასთვის, როგორც შენ გააკეთებ, იმანაც ისე გააკეთოს.+ 15 თქვენ — კრებულს, და თქვენთან მცხოვრებ ხიზანს ერთი წესი გექნებათ.+ ეს იქნება სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის. თქვენც და ხიზანიც ერთნი იქნებით იეჰოვას წინაშე.+ 16 ერთი კანონი და ერთი სამართალი გექნებათ თქვენც და თქვენთან მცხოვრებ ხიზანსაც“.+

17 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 18 „უთხარი ისრაელის ძეებს: როცა შეხვალთ იმ მიწაზე, სადაც მიმყავხართ,+ 19 და შეჭამთ იმ მიწის პურს,+ შესაწირავი უნდა გაიღოთ იეჰოვასთვის. 20 უნდა შესწიროთ რგოლისებური კვერები პირველი+ ღერღილისგან კალოს შესაწირავის მსგავსად. 21 ყოველთვის შესწირე იეჰოვას შენი პირველი ღერღილიდან შენს თაობებში.

22 თუ შეცდომას დაუშვებთ და არ შეასრულებთ ყველა ამ მცნებას,+ რაც იეჰოვამ მოსეს უთხრა, 23 ყველაფერს, რაც იეჰოვამ გიბრძანათ მოსეს პირით იმ დღიდან მოყოლებული, როცა იეჰოვამ გიბრძანათ, და შემდგომაც თქვენს თაობებში, 24 თუ შეცდომას უნებურად დაუშვებთ და კრებულიდან ვერავინ დაგინახავთ, მთელმა კრებულმა შესწიროს მოზვერი დასაწვავ შესაწირავად, როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის, მარცვლეულ შესაწირავთან და მის დასაღვრელ შესაწირავთან ერთად წესისამებრ,+ და ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავად.+ 25 მღვდელმა გამოსყიდვის წესი შეასრულოს+ ისრაელის ძეთა მთელი კრებულისთვის და ეპატიებათ მათ, რადგან ეს შეცდომა+ იყო და მათ მიიტანეს თავიანთი შესაწირავი: ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის და ცოდვის შესაწირავი იეჰოვასთვის თავიანთი შეცდომის გამო. 26 ეპატიებათ+ ისრაელის ძეთა მთელ კრებულს და მათ შორის მცხოვრებ ხიზანს, რადგან უნებურად შეცდა ხალხი.

27 თუ ვინმე* უნებურად შესცოდავს,+ ცოდვის შესაწირავად ერთი წლის დედალი თხა მიიყვანოს.+ 28 მღვდელი გამოსყიდვის წესს შეასრულებს მისთვის, ვინც შეცდა და შემთხვევით ჩაიდინა ცოდვა იეჰოვას წინაშე. ასე შესრულდება მისთვის გამოსყიდვის წესი და ეპატიება მას.+ 29 მკვიდრი ისრაელის ძისთვის და მათ შორის მცხოვრები ხიზნისთვის ერთი კანონი უნდა იყოს, როცა შეცდომას დაუშვებენ.+

30 სული, მკვიდრი იქნება თუ ხიზანი, რომელიც განზრახ+ დაგმობს იეჰოვას,+ უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.+ 31 უნდა მოიკვეთოს+ ის, რადგან მან არაფრად ჩააგდო+ იეჰოვას სიტყვა და მისი მცნება დაარღვია.+ მასზეა მისი დანაშაული“.+

32 როცა ისრაელები უდაბნოში იყვნენ, ნახეს ერთი კაცი, რომელიც შაბათს შეშას აგროვებდა,+ 33 და შეშის შემგროვებელი კაცი მოსეს, აარონსა და მთელ კრებულს მიუყვანეს. 34 დააკავეს იგი,+ რადგან არ ჰქონდათ ზუსტი მითითება, როგორ მოჰქცეოდნენ მას.

35 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „უნდა მოკვდეს+ ეს კაცი, მთელმა კრებულმა ჩაქოლოს ბანაკის გარეთ“.+ 36 გაიყვანა ის მთელმა კრებულმა ბანაკის გარეთ, ჩაქოლეს და მოკვდა, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.

37 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 38 „უთხარი ისრაელის ძეებს, რომ ტანსაცმლის კალთის ბოლოზე ფოჩები გაიკეთონ და ასე აკეთონ თაობიდან თაობაში, კალთის ფოჩებს კი ზემოდან ლურჯი თასმები გაუკეთონ.+ 39 გქონდეთ ეს ფოჩები, შეხედეთ მათ და გაიხსენეთ და შეასრულეთ იეჰოვას ყველა მცნება,+ არ აჰყვეთ თქვენს გულსა და თვალს,+ რომლებიც გარყვნილებისკენ გეწევიან,+ 40 რათა გახსოვდეთ და შეასრულოთ ყველა ჩემი მცნება და იყოთ წმინდები თქვენი ღვთისთვის.+ 41 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მე გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.+

16 ადგნენ ლევის,+ კეჰათისა+ და იცჰარის+ შთამომავალი კორახი+ და ელიაბის ძეები,+ დათანი+ და აბირამი,+ და ფელეთის ძე ონი, რეუბენის+ შთამომავლები. 2 გამოვიდნენ ისინი მოსეს წინააღმდეგ და მათთან ერთად ორას ორმოცდაათი ისრაელის ძე, კრებულის თავკაცები, ვისაც შეხვედრებზე იწვევდნენ, სახელოვანი კაცები. 3 შეიკრიბნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ+ და უთხრეს: „კმარა! მთელი კრებული წმინდაა+ და იეჰოვაა მათ შორის.+ რატომ აღზევდით იეჰოვას კრებულზე?“+

4 ამის გაგონებაზე მოსე პირქვე დაემხო. 5 უთხრა კორახსა და მთელ მის კრებულს: „დილით გააცხადებს იეჰოვა, თუ ვინ ეკუთვნის მას,+ ვინ არის წმინდა+ და ვინ უნდა მიუახლოვდეს.+ ვისაც ის აირჩევს,+ ის მიუახლოვდება მას. 6 ასე მოიქეცით: აიღეთ საცეცხლურები+ კორახმა და მთელმა მისმა კრებულმა,+ 7 შიგ ცეცხლი ჩადეთ და ხვალ იეჰოვას წინაშე საკმეველი მოაყარეთ ზედ და ვისაც იეჰოვა აირჩევს,+ ის იქნება წმინდა. კმარა, ლევის ძეებო!“+

8 უთხრა მოსემ კორახს: „მომისმინეთ, ლევის ძეებო! 9 განა ცოტაა, ისრაელის ღმერთმა თავისთვის რომ გამოგყოთ+ ისრაელის კრებულიდან, რათა გემსახურათ იეჰოვას კარავში, მდგარიყავით კრებულის წინაშე და მომსახურებოდით მათ,+ 10 და დაგიახლოვათ შენ და შენი ძმები, ლევის ძეები?! ახლა მღვდლობასაც ესწრაფვით?!+ 11 ამით იეჰოვას წინააღმდეგ შეიკრიბეთ შენ და მთელი შენი კრებული.+ ვინ არის აარონი, მის წინააღმდეგ რომ დრტვინავთ?“+

12 მოსემ დათანი და აბირამიც+ მოიხმო, მაგრამ მათ განუცხადეს: „არ მოვალთ!+ 13 განა საკმარისი არ იყო, რომ გამოგვიყვანე მიწიდან, სადაც რძე და თაფლი მოედინება, და უდაბნოში გვხოცავ?!+ გინდა გაგვიბატონდე კიდეც?!+ 14 არც იმ მიწაზე მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ და არც მინდორი და ვენახი მოგიცია ჩვენთვის. თვალებს უბრმავებ ამ ხალხს?! ჩვენ არ მოვალთ!“

15 განრისხდა მოსე და უთხრა იეჰოვას: „ნუ მოხედავ მათ მარცვლეულ შესაწირავს.+ ვირიც კი არ წამირთმევია მათთვის და არც ერთი მათგანისთვის მიმიყენებია ზიანი“.+

16 უთხრა მოსემ კორახს:+ „ხვალ იეჰოვას წინაშე წარდექით+ შენ და მთელი შენი კრებული; შენც, ისინიც და აარონიც. 17 აიღეთ თითოეულმა თქვენი საცეცხლური, მოაყარეთ ზედ საკმეველი და მიიტანეთ იეჰოვას წინაშე თითოეულმა თქვენი საცეცხლური, ორას ორმოცდაათი საცეცხლური, შენ და აარონმა, თქვენ-თქვენი საცეცხლურები“. 18 აიღო ყველამ თავისი საცეცხლური, ჩადეს მათში ცეცხლი, ზედ საკმეველი მოაყარეს და დადგნენ შეხვედრის კარვის შესასვლელში მოსესა და აარონთან ერთად. 19 როცა კორახმა მთელი კრებული შეკრიბა+ მათ წინააღმდეგ შეხვედრის კარვის შესასვლელთან, მაშინ გამოეცხადა იეჰოვას დიდება მთელ კრებულს.+

20 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: 21 „გამოეყავით+ ამ კრებულს, რომ თვალის დახამხამებაში გავანადგურო!“+ 22 პირქვე დაემხვნენ ისინი და უთხრეს: „ღმერთო, ყოველი ხორციელის სულის ღმერთო,+ ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ კრებულზე მრისხანებ?“+

23 მიუგო იეჰოვამ მოსეს: 24 „უთხარი კრებულს, გაეცალონ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს!“+

25 ადგა მოსე და წავიდა დათანთან და აბირამთან და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესებიც.+ 26 უთხრა კრებულს: „გაეცალეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს და მათსას არაფერს შეეხოთ,+ რომ არ აღიგავოთ მათი ცოდვის გამო!“ 27 ისინი მაშინვე ყოველი მხრიდან მოსცილდნენ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს. გამოვიდნენ დათანი და აბირამი თავიანთი კარვების შესასვლელთან,+ ცოლებთან, ვაჟებთან და ბავშვებთან ერთად.

28 უთხრა მოსემ: „ამით გაიგებთ, რომ იეჰოვამ გამომგზავნა ამ ყოველივეს გასაკეთებლად,+ და რომ ეს არ მოდის ჩემი გულიდან:+ 29 თუ ისინი ისე დაიხოცებიან, როგორც ადამიანები კვდებიან, და ის სასჯელი ეწევათ, რაც ყველა სხვა ადამიანს,+ მაშინ იეჰოვას არ გამოვუგზავნივარ.+ 30 თუ იეჰოვა არნახულ რამეს მოიმოქმედებს,+ მიწა პირს დააღებს, შთანთქავს მათ+ და მათ საბადებელს, და ცოცხლები ჩავლენ სამარეში*,+ მაშინ გაიგებთ, რომ ეს ხალხი უპატივცემულოდ მოჰქცევია იეჰოვას“.+

31 როგორც კი ეს სიტყვები დაასრულა, გაიყო მიწა მათ ქვეშ.+ 32 დააღო მიწამ პირი და შთანთქა მთელი მათი სახლეულობა, კორახის ხალხი და მთელი მათი ქონება.+ 33 ისინი და ყველა მათიანი ცოცხლად ჩაცვივდნენ სამარეში, დაფარა ისინი მიწამ+ და ამოიძირკვნენ კრებულიდან.+ 34 გაიქცნენ მათ ირგვლივ მყოფი ისრაელები მათ ყვირილზე, ამბობდნენ, გვეშინია, მიწამ ჩვენც არ გვშთანთქოსო!+ 35 გამოვიდა ცეცხლი იეჰოვასგან+ და შთანთქა ორას ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი.+

36 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 37 „უთხარი ელეაზარს, აარონ მღვდლის ვაჟს, აიღოს საცეცხლურები+ ცეცხლიდან, ცეცხლი კი გაფანტოს, რადგან წმინდაა საცეცხლურები, 38 იმათი საცეცხლურებიც, ვინც საკუთარი სულის წინააღმდეგ შესცოდა.+ გააკეთონ მათგან ლითონის თხელი ფირფიტები სამსხვერპლოს+ მოსაჭედად. ისინი წმინდა გახდა, რადგან იეჰოვას წარუდგინეს. ეს ნიშანი იქნება ისრაელის ძეებისთვის“.+ 39 აიღო ელეაზარ მღვდელმა იმათი სპილენძის საცეცხლურები,+ ვინც დაიწვა, და სამსხვერპლოს მოსავარაყებლად გამოაჭედვინა, 40 ისრაელის ძეებისთვის სამახსოვროდ, რათა არც ერთი უცხო+ კაცი, ვინც არ არის აარონის შთამომავალი, არ მივიდეს ახლოს იეჰოვასთვის საკმევლის ასაბოლებლად,+ და არავინ დაემსგავსოს კორახსა და მის კრებულს,+ როგორც იეჰოვამ უთხრა მას მოსეს პირით.

41 ისრაელის ძეთა მთელმა კრებულმა მეორე დღესვე დაიწყო დრტვინვა მოსესა და აარონის წინააღმდეგ:+ „თქვენ, თქვენ დახოცეთ იეჰოვას ხალხი!“ 42 როცა კრებული მოსესა და აარონის წინააღმდეგ შეიკრიბა და შეხვედრის კარვისკენ მიტრიალდა, აი, ღრუბელმა დაფარა ის და გამოჩნდა იეჰოვას დიდება.+

43 მივიდნენ მოსე და აარონი შეხვედრის კარვის წინ.+ 44 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 45 „გამოდით ამ კრებულიდან, რომ თვალის დახამხამებაში გავანადგურო!“+ მაშინვე პირქვე დაემხვნენ ისინი.+ 46 უთხრა მოსემ აარონს: „აიღე საცეცხლური, შიგ ცეცხლი ჩადე სამსხვერპლოდან,+ მოაყარე საკმეველი, სწრაფად შედი კრებულში და გამოსყიდვის წესი შეასრულე+ მათთვის, რადგან რისხვა გამოვიდა იეჰოვასგან+ და ჟლეტა დაიწყო!“ 47 აარონმა მაშინვე აიღო ის, როგორც მოსემ უთხრა, და კრებულის შუაგულისკენ გაიქცა. უკვე დაწყებული იყო ხალხის ჟლეტა. საკმეველი მოაყარა და ხალხისთვის გამოსყიდვის წესის შესრულება დაიწყო. 48 იდგა ის ცოცხლებსა და მკვდრებს შორის+ და ბოლოს შეწყდა ჟლეტა.+ 49 ჟლეტის შედეგად თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი მოკვდა კორახის გამო დახოცილთა გარდა. 50 როცა აარონი მოსესთან დაბრუნდა შეხვედრის კარვის შესასვლელთან, ჟლეტა უკვე შეწყვეტილი იყო.

17 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 2 „ელაპარაკე ისრაელის ძეებს და გამოართვი თორმეტი კვერთხი: თითო კვერთხი+ თითოეულ საგვარეულოზე, ყველას თავისი საგვარეულოს მიხედვით, ყველა თავკაცს.+ ყველა კვერთხს თავისი მფლობელის სახელი დააწერე. 3 ლევის კვერთხს აარონის სახელი დააწერე, რადგან მათი საგვარეულოს თავკაცს ერთი კვერთხი აქვს. 4 დააწყვე ისინი შეხვედრის კარავში მოწმობის+ კიდობნის წინ, სადაც ყოველთვის გეცხადებით.+ 5 ვისაც ავირჩევ,+ მისი კვერთხი კვირტს გამოიღებს და ჩავაცხრობ ჩემ წინააღმდეგ ისრაელის ძეების დრტვინვას,+ თქვენ წინააღმდეგ რომ დრტვინავენ“.+

6 ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეებს და მისცა ყველა თავკაცმა თავისი კვერთხი, თითო თავკაცმა თითო კვერთხი,+ ყველამ თავისი საგვარეულოს მიხედვით, თორმეტი კვერთხი. კვერთხებს შორის აარონის კვერთხიც იყო.+ 7 მოსემ კვერთხები მოწმობის კარავში დააწყო იეჰოვას წინაშე.+

8 მეორე დღეს, როცა მოსე მოწმობის კარავში შევიდა, რას ხედავს! აარონის კვერთხს, ლევის სახლიდან, კვირტები გამოეღო. დაიკვირტა, გაიფურჩქნა და მწიფე ნუში მოიბა. 9 გამოუტანა მოსემ ისრაელის ძეებს კვერთხები, რომლებიც იეჰოვას წინაშე ეწყო; ისინიც მიდიოდნენ, ათვალიერებდნენ და ყველა თავის კვერთხს იღებდა.

10 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „აარონის კვერთხი+ ისევ მოწმობის კიდობნის წინ დადე ურჩობის+ ძეებისთვის ნიშნად,+ რათა შეწყვიტონ ჩემ წინააღმდეგ დრტვინვა და არ დაიხოცონ“. 11 მოსე მაშინვე იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა. ზუსტად ისე გააკეთა.

12 უთხრეს ისრაელის ძეებმა მოსეს: „ახლა დავიხოცებით, დავიღუპებით, ყველანი დავიღუპებით!+ 13 ვინც იეჰოვას კარავს მიუახლოვდება,+ ყველა დაიხოცება!+ ნუთუ ასე უნდა ამოვწყდეთ?!“+

18 უთხრა იეჰოვამ აარონს: „შენ, შენმა ვაჟებმა და მამაშენის სახლმა პასუხი უნდა აგოთ საწმინდრის+ წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულის გამო; შენ და შენი ვაჟები აგებთ პასუხს მღვდლობის წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულის გამო.+ 2 მიიყვანე შენი ძმები ლევის ტომიდან, მამაშენის შტოდან, რათა შემოგიერთდნენ და გემსახურონ შენ+ და შენს ვაჟებს მოწმობის კარვის წინ.+ 3 მათ უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულება როგორც თქვენ წინაშე, ისე მთელი კარვის წინაშე,+ ოღონდ არ მიეკარონ წმინდა ადგილის მოწყობილობასა და სამსხვერპლოს, რათა არ დაიხოცონ,+ არც ისინი და არც თქვენ. 4 შემოგიერთდნენ და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება შეხვედრის კარვის წინაშე, კარვის ყველანაირი მსახურება. უცხო არავინ მოგეკაროთ.+ 5 შეასრულეთ თქვენი ვალდებულება როგორც წმინდა ადგილის,+ ისე სამსხვერპლოს წინაშე,+ რათა აღარ დაატყდეს რისხვა+ ისრაელის ძეებს. 6 ავიყვანე თქვენი ძმები, ლევიანები, ისრაელის ძეებიდან,+ როგორც ძღვენი თქვენთვის,+ როგორც იეჰოვასთვის გადაცემულნი შეხვედრის კარვის მსახურების შესასრულებლად.+ 7 შენ და შენმა ვაჟებმა უნდა შეასრულოთ მღვდლობა, ყველაფერი, რაც ეხება სამსხვერპლოს და იმას, რაც ფარდის შიგნით არის.+ თქვენ უნდა შეასრულოთ მსახურება.+ გიბოძებთ მღვდლობას, როგორც ძღვენს. უცხო, რომელიც ახლოს მივა, უნდა მოკვდეს“.+

8 ელაპარაკა იეჰოვა აარონს: „აი შენ ჩაგაბარე ჩემთვის გაღებული ყველა შესაწირავი.+ შენ და შენს ვაჟებს მოგეცით ისრაელის ძეების სიწმინდეები, როგორც სამარადისო წილი.+ 9 იქიდან, რაც უწმინდესია, შენი იქნება ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, ყოველი შესაწირავი და მათი მარცვლეული შესაწირავი,+ მათი ცოდვის შესაწირავი+ და მათი დანაშაულის შესაწირავი,+ რომელსაც მე დამიბრუნებენ. ეს უწმინდესია შენთვის და შენი ვაჟებისთვის. 10 უწმინდეს ადგილზე ჭამეთ ის.+ ყოველმა მამრმა უნდა ჭამოს.+ წმინდა იქნება ის შენთვის.+ 11 აი რა არის შენი: მათი შეწირული+ ძღვენი ისრაელის ძეების ყველა შესარხევ შესაწირავთან+ ერთად. შენ, შენს ვაჟებსა და შენს ასულებს გაძლევთ+ მათ სამარადისო წილად. ვინც წმინდაა შენს სახლში, ყველას შეუძლია მისი ჭამა.+

12 საუკეთესო ზეთი, საუკეთესო ახალი ღვინო, მარცვლეული, მათი პირველმოწეული ნაყოფი,+ რასაც იეჰოვას მისცემენ, შენ მოგეცი.+ 13 მათი მიწის პირველმოწეული ნაყოფი, რასაც იეჰოვას მიუტანენ, შენი იქნება.+ ვინც წმინდაა შენს სახლში, ყველას შეუძლია მისი ჭამა.

14 ყველაფერი, რაც მიძღვნილია ისრაელში, შენი იქნება.+

15 შენი გახდება ხორციელთა შორის საშვილოსნოს ყოველი გამღები,+ რომელსაც იეჰოვას წარუდგენენ, კაცი იქნება თუ ცხოველი. შენ უნდა გამოისყიდო ადამიანის პირმშო;+ უწმინდური ცხოველის პირველმოგებულიც შენ უნდა გამოისყიდო.+ 16 გამოსასყიდი ფასის მიხედვით გამოისყიდე ის, როცა ერთ თვეს გადასცილდება, დადგენილი საფასურის მიხედვით, ხუთ ვერცხლის შეკელად წმინდა ადგილის შეკელის შესაბამისად.+ ეს ოც გერას შეადგენს.+ 17 მხოლოდ პირველმოგებული ხბო, პირველმოგებული ბატკანი და პირველმოგებული თიკანი არ გამოისყიდო;+ ისინი წმინდები არიან. მათი სისხლი+ სამსხვერპლოზე დაასხურე და მათი ქონი ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად ააბოლე, როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+ 18 შენი იქნება მათი ხორცი ისე, როგორც შესარხევი შესაწირავის მკერდი და მარჯვენა ბარკალი.+ 19 ყოველი წმინდა შესაწირავი,+ რომელსაც ისრაელის ძეები იეჰოვას შესწირავენ, შენ, შენს ვაჟებსა და შენს ასულებს მოგეცით, როგორც სამარადისო წილი.+ ეს არის მარილის შეთანხმება იეჰოვას წინაშე, სამარადისოდ, შენთვის და შენი შთამომავლებისთვის“.+

20 უთხრა იეჰოვამ აარონს: „არ გექნება სამკვიდრო მათ მიწაზე და არც რაიმე წილი მათგან.+ მე ვარ შენი წილი და სამკვიდრო ისრაელის ძეებს შორის.+

21 ლევის ძეებს მივეცი ყოველი მეათედი+ ისრაელში, როგორც მემკვიდრეობა იმ მსახურების სანაცვლოდ, რომელსაც ისინი ასრულებენ, შეხვედრის კარვის მსახურების სანაცვლოდ. 22 აღარ მიუახლოვდნენ ისრაელის ძეები შეხვედრის კარავს, რათა ცოდვა არ დაიტეხონ თავს და არ დაიხოცონ.+ 23 ლევიანებმა შეასრულონ შეხვედრის კარვის მსახურება და პასუხი აგონ მათ დანაშაულზე.+ ეს არის სამარადისო წესი თქვენს თაობებში, რომ არ მიიღონ მათ სამკვიდრო ისრაელის ძეებს შორის.+ 24 ისრაელის ძეების მიერ შესაწირავად მიტანილი მეათედი, რომელსაც იეჰოვას შესწირავენ, ლევიანებს მივეცი მემკვიდრეობად. ამიტომ ვუთხარი, ისრაელის ძეებს შორის არ მიიღებენ-მეთქი მემკვიდრეობას“.+

25 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 26 „უთხარი ლევიანებს: ისრაელის ძეებიდან მიიღებთ მეათედს, რომელიც მემკვიდრეობად მოგეცით მათგან;+ იმ მეათედიდან მეათედი+ იეჰოვას შესწირეთ. 27 ეს ჩაგეთვლებათ შესაწირავად ისევე, როგორც მარცვლეული კალოდან,+ უხვი ღვინო საწნახლიდან ან უხვი ზეთი ზეთის საწურიდან. 28 თქვენც ასე შესწირეთ შესაწირავი იეჰოვას მთელი თქვენი მეათედიდან, რომელსაც ისრაელის ძეებისგან აიღებთ; აქედან, რასაც იეჰოვას შესწირავთ, აარონ მღვდელს მიეცით. 29 თქვენთვის მოცემული ყოველი ძღვნიდან ყველა საუკეთესო+ შესაწირავი იეჰოვას შესწირეთ, როგორც წმინდა რამ მათგან.

30 უთხარი მათ: როცა აქედან საუკეთესოს+ შესწირავთ, ეს ლევიანებს ისე ჩაეთვლებათ, როგორც მოსავალი კალოდან, ღვინო საწნახლიდან და ზეთი ზეთის საწურიდან. 31 ყველგან ჭამეთ ის თქვენ და თქვენმა სახლეულობამ, რადგან ეს არის თქვენი გასამრჯელო შეხვედრის კარავში გაწეული მსახურებისთვის.+ 32 ცოდვას არ დაიტეხთ, თუ საუკეთესოს შესწირავთ; არ შებღალოთ ისრაელის ძეების სიწმინდეები, რომ არ დაიხოცოთ“.+

19 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: 2 „ეს არის კანონის წესი, რაც იეჰოვამ ბრძანა: უთხარი ისრაელის ძეებს, რომ მოგიყვანონ წითელი ძროხა, საღი, უნაკლო,+ უღელდაუდგმელი.+ 3 მიუყვანე ელეაზარ მღვდელს, ის ბანაკის გარეთ გაიყვანს და მის წინაშე დაიკვლება. 4 აიღოს თითით ელეაზარ მღვდელმა მისი სისხლი და შვიდჯერ ასხუროს შეხვედრის კარვის წინ.+ 5 მის თვალწინ უნდა დაიწვას ძროხა. მისი ტყავი, ხორცი, სისხლი და ნეხვი ერთად უნდა დაიწვას.+ 6 აიღოს მღვდელმა კედრის ხის ნაჭერი,+ უსუპი,+ ალისფერი ქსოვილი+ და იქ ჩაყაროს, სადაც ძროხა იწვის. 7 გაირეცხოს მღვდელმა ტანსაცმელი, წყლით დაიბანოს ტანი და ამის შემდეგ შეუძლია ბანაკში შესვლა, ოღონდ საღამომდე უწმინდური იქნება.

8 ვინც ის დაწვა, ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს, წყლით დაიბანოს ტანი+ და საღამომდე უწმინდური იქნება.

9 სუფთა კაცმა შეაგროვოს ძროხის ფერფლი,+ სუფთა ადგილას დაყაროს კარვის გარეთ და ის ისრაელის ძეების კრებულს განმწმენდი წყლისთვის ექნება.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი. 10 ძროხის ფერფლის შემგროვებელმა ტანსაცმელი გაირეცხოს და საღამომდე უწმინდური იქნება.+

ეს სამარადისო წესი იქნება როგორც ისრაელის ძეებისთვის, ისე მათ შორის ხიზნად მცხოვრებთათვის.+ 11 ვინც ადამიანის გვამს შეეხება,+ შვიდ დღეს ისიც უწმინდური იქნება.+ 12 ის მესამე დღეს უნდა განიწმინდოს მისით+ და მეშვიდე დღეს წმინდა გახდება. თუ მესამე დღეს არ განიწმინდება, მეშვიდე დღეს ის არ იქნება წმინდა. 13 ვინც მკვდარს*, გვამს შეეხება და არ განიწმინდება, ის იეჰოვას კარავს წაბილწავს;+ ის* უნდა მოიკვეთოს ისრაელიდან.+ ის უწმინდური რჩება, რადგან განმწმენდი წყალი+ არ ესხურა მას. ის კვლავ უწმინდურია.+

14 აი ეს არის კანონი, როცა კაცი კარავში მოკვდება: ვინც კარავში შედის და ვინც კარავშია, შვიდ დღეს ყველა უწმინდური იქნება; 15 უწმინდური იქნება ნებისმიერი თავღია ჭურჭელი.+ 16 ვინც ტრიალ მინდორში მახვილით მოკლულს,+ გვამს, ადამიანის ძვალს+ ან სამარხს შეეხება, შვიდ დღეს უწმინდური იქნება. 17 უწმინდურისთვის აიღონ ფერფლი დამწვარი ცოდვის შესაწირავიდან, ჭურჭელში ჩაყარონ და ზედ ახალი წყალი დაასხან. 18 შემდეგ წმინდა კაცმა+ აიღოს უსუპი,+ ჩააწოს წყალში, მოასხუროს კარავს, ყველა ჭურჭელს, ყოველ იქ მყოფს და მას, ვინც შეეხო ძვალს, მოკლულს, გვამს ან სამარხს. 19 წმინდა კაცი მას მესამე და მეშვიდე დღეს მოასხურებს უწმინდურს და მეშვიდე დღეს განწმენდს ცოდვისგან;+ გაირეცხოს მან ტანსაცმელი, წყლით დაიბანოს და საღამოს წმინდა იქნება.

20 ის კაცი კი, ვინც უწმინდური იქნება და არ განიწმინდება, უნდა მოიკვეთოს+ კრებულიდან, რადგან მან იეჰოვას საწმინდარი წაბილწა და განმწმენდი წყალი არ სხურებია. ის უწმინდურია.

21 ეს იქნება მათთვის სამარადისო წესი: გაირეცხოს ტანსაცმელი+ განმწმენდი წყლის მსხურებელმა და იმანაც, ვინც განმწმენდ წყალს შეეხო. ის საღამომდე უწმინდური იქნება. 22 რასაც უწმინდური შეეხება, გაუწმინდურდება,+ და ვინც მას შეეხება, საღამომდე უწმინდური იქნება“.+

20 ისრაელის ძეების მთელი კრებული პირველ თვეს ცინის+ უდაბნოში მივიდა და კადეშში+ დასახლდა. იქ მოკვდა მირიამი+ და იქვე დამარხეს.

2 წყალი არ ჰქონდა კრებულს+ და მოსესა და აარონის წინააღმდეგ გამოვიდა.+ 3 ედავებოდა ხალხი+ მოსეს: „ნეტავ ჩვენს ძმებთან ერთად დავხოცილიყავით იეჰოვას წინაშე!+ 4 იმიტომ მოიყვანეთ იეჰოვას კრებული უდაბნოში, რომ ჩვენც დავიხოცოთ და ჩვენი პირუტყვიც?!+ 5 რატომ გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან და რატომ მოგვიყვანეთ ამ უვარგის ადგილზე?+ არც სათესი ადგილია, არც ლეღვია, არც ვაზი, არც ბროწეული+ და არც სასმელი წყალი“. 6 დატოვეს კრებული მოსემ და აარონმა, მივიდნენ შეხვედრის კარვის შესასვლელთან და პირქვე დაემხვნენ;+ გამოეცხადა მათ იეჰოვას დიდება.+

7 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 8 „აიღე ჯოხი+ და მოუხმეთ კრებულს შენ და აარონმა, შენმა ძმამ, უთხარით კლდეს მათ თვალწინ, რომ წყალი მოგცეთ; გადმოადინეთ მათთვის კლდიდან წყალი და დაალევინეთ კრებულსა და მათ პირუტყვს“.+

9 აიღო მოსემ ჯოხი იეჰოვას წინაშე,+ როგორც მან უბრძანა. 10 კლდესთან მოუხმეს მოსემ და აარონმა კრებულს და მან მიმართა მათ: „მომისმინეთ, ურჩებო!+ გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი?“+ 11 აღმართა მოსემ ხელი, ორჯერ დაჰკრა ჯოხი კლდეს და გადმოსკდა წყალი; დალია ხალხმაც და პირუტყვმაც.+

12 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: „რადგან არ მერწმუნეთ და არ განმწმინდეთ+ ისრაელის ძეების თვალში, ვეღარ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელსაც მათ მივცემ“.+ 13 ეს არის მერიბას*+ წყალი, რადგან ედავებოდნენ ისრაელის ძეები იეჰოვას, და განიწმინდა იგი მათ შორის.

14 გაუგზავნა მოსემ მაცნეები კადეშიდან ედომის მეფეს:+ „ასე თქვა შენმა ძმამ ისრაელმა:+ შენ კარგად იცი, რა სიძნელეები შეგვემთხვა.+ 15 ჩვენი მამები ეგვიპტეში ჩავიდნენ+ და მრავალი დღე ვცხოვრობდით ეგვიპტეში.+ ცუდად გვეპყრობოდნენ ეგვიპტელები ჩვენც და ჩვენს მამებსაც.+ 16 ბოლოს შევღაღადეთ იეჰოვას,+ მოისმინა მან ჩვენი ხმა, გამოგზავნა ანგელოზი+ და ეგვიპტიდან გამოგვიყვანა. ახლა კადეშში ვართ, შენი მიწის საზღვართან მდებარე ქალაქში. 17 გაგვატარე შენს მიწაზე, არ გავივლით არც ყანებზე და არც ვენახებზე, არც ჭიდან დავლევთ წყალს. სამეფო გზით ვივლით,+ არც მარჯვნივ გადავუხვევთ და არც მარცხნივ,+ სანამ მთელ შენს მიწას არ გავივლით“.

18 ედომმა შეუთვალა: „არ გაიარო ჩემს მიწაზე, თორემ მახვილით გამოვალ და დაგხვდები!“ 19 ისრაელის ძეებმა მიუგეს: „მთავარი გზით წავალთ და თუ მე და ჩემი ცხვარ-ძროხა დავლევთ შენს წყალს, აგინაზღაურებთ.+ მეტი არაფერი მინდა, ჩემი ფეხით გავივლი“.+ 20 მან ისევ შეუთვალა: „არ გაიარო!“+ დიდძალი ხალხითა და ძლიერი მკლავით გაემართა ედომი+ მასთან შესახვედრად. 21 არ გაატარა ედომმა ისრაელი თავის მიწაზე+ და გაბრუნდა ისრაელი.+

22 ისრაელის ძეების მთელი კრებული დაიძრა კადეშიდან+ და ჰორის მთას+ მიადგა. 23 აი რა უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს ჰორის მთასთან, ედომის მიწის საზღვართან: 24 „აარონი თავის ხალხს შეუერთდება+ და ვერ შევა იმ ქვეყანაში, რომელსაც ისრაელის ძეებს მივცემ, ვინაიდან არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან.+ 25 წაიყვანე აარონი და ელეაზარი, მისი ვაჟი, და ჰორის მთაზე აიყვანე. 26 გახადე აარონს ტანსაცმელი+ და ჩააცვი ელეაზარს,+ მის ვაჟს, აარონი კი შეუერთდება თავის ხალხს და იქ მოკვდება“.+

27 ისე გააკეთა მოსემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა, და მთელი კრებულის თვალწინ ავიდნენ ჰორის მთაზე. 28 გახადა მოსემ აარონს ტანსაცმელი და ჩააცვა ელეაზარს, მის ვაჟს, რის შემდეგაც მოკვდა იქ აარონი, მთის წვერზე.+ ჩამოვიდნენ მთიდან მოსე და ელეაზარი. 29 დაინახა მთელმა კრებულმა, რომ მოკვდა აარონი და ოცდაათ დღეს გლოვობდა აარონს ისრაელის მთელი სახლი.+

21 არადის+ ქანაანელმა მეფემ, რომელიც ნეგებში+ ცხოვრობდა, გაიგო, რომ ისრაელი ათარიმის გზით მოდიოდა; შეებრძოლა ის ისრაელს და ზოგი მათგანი ტყვედ წაიყვანა. 2 აღთქმა დაუდო ისრაელმა იეჰოვას:+ „თუ ხელში ჩამიგდებ ამ ხალხს, გავანადგურებ მათ ქალაქებს“.+ 3 ისმინა იეჰოვამ ისრაელის ხმა და ხელში ჩაუგდო ქანაანელები; გაანადგურეს მათ ისინიც და მათი ქალაქებიც. ამიტომაც უწოდეს იმ ადგილს ხორმა*.+

4 გზაში, როდესაც ჰორის მთიდან+ წითელი ზღვის გზით მიდიოდნენ, გვერდი რომ აევლოთ ედომის მიწისთვის,+ ხალხს სული დაექანცა. 5 დაიწყო ხალხმა ღვთისა+ და მოსეს წინააღმდეგ ლაპარაკი:+ „იმიტომ გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ უდაბნოში დავიხოცოთ?+ არც პური გვაქვს და არც წყალი;+ შესძულდა ჩვენს სულს ეს საზიზღარი პური“.+ 6 მოუვლინა იეჰოვამ ხალხს შხამიანი გველები,+ კბენდნენ ისინი ხალხს და ბევრი ისრაელი დაიხოცა.+

7 ბოლოს მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: „შევცოდეთ,+ რადგან იეჰოვასა და შენ წინააღმდეგ ვილაპარაკეთ. გვიშუამდგომლე იეჰოვასთან, რომ მოგვაშოროს გველები“.+ მოსემაც უშუამდგომლა ხალხს.+ 8 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „გააკეთე შხამიანი გველის გამოსახულება და ბოძზე დაამაგრე. მას უნდა შეხედოს ყველამ, ვისაც გველი უკბენს, და ცოცხალი დარჩება“.+ 9 მაშინვე გააკეთა მოსემ სპილენძის გველი+ და ბოძზე დაამაგრა.+ ვისაც გველი უკბენდა და სპილენძის გველს შეხედავდა,+ ცოცხალი რჩებოდა.+

10 დაიძრნენ იქიდან ისრაელის ძეები და ობოთში+ დაბანაკდნენ. 11 დაიძრნენ ობოთიდან და იე-აბარიმში+ დაბანაკდნენ, უდაბნოში, რომელიც მოაბის პირისპირაა, მზის ამოსავლის პირისპირ. 12 დაიძრნენ იქიდან და ზერედის ხევთან+ დაბანაკდნენ. 13 იქიდანაც დაიძრნენ და არნონის მხარეში+ დაბანაკდნენ, უდაბნოში, რომელიც ამორეველთა საზღვრიდან იწყება; არნონი მოაბის საზღვარზეა, მოაბსა და ამორეველებს შორის. 14 ამიტომაც არის ნათქვამი იეჰოვას ომების წიგნში:

„სუფაში ვაჰები და არნონის ხევები, 15 ხევთა შესართავი, რომელიც არისკენ+ ეშვება და მოაბის საზღვარს ებჯინება“.

16 იქიდან ბეერისკენ*+ გაემართნენ. ეს ის ჭაა, რომელზეც იეჰოვამ უთხრა მოსეს: „შეკრიბე ხალხი, და წყალს მივცემ მათ“.+

17 იმ დროს ისრაელი მღეროდა:+

„ამოსჩქეფე, ჭაო! სიმღერით უპასუხეთ, ხალხო!

18 ჭა მთავრებმა ამოიღეს, წარჩინებულებმა ამოთხარეს,

მთავრის კვერთხით,+ თავიანთი კვერთხებით“.

შემდეგ უდაბნოდან მათანისკენ გაემართნენ. 19 მათანიდან — ნაჰალიელისკენ, ნაჰალიელიდან — ბამოთისკენ.+ 20 ბამოთიდან — იმ ველისკენ, რომელიც მოაბის+ მხარეშია, ფისგას წვერზე,+ იეშიმონს+ რომ გადაჰყურებს.

21 გაუგზავნა ისრაელმა მაცნეები სიხონს,+ ამორეველთა მეფეს და შეუთვალა: 22 „გაგვატარე შენს ქვეყანაზე, არც ყანაში გადავუხვევთ და არც ვენახში, არც ჭიდან დავლევთ წყალს. სამეფო გზით ვივლით, სანამ შენს მიწას არ გავცდებით“.+ 23 არ გაატარა სიხონმა ისრაელი თავის მიწაზე;+ შეკრიბა მთელი თავისი ხალხი და უდაბნოში გავიდა ისრაელთან შესახვედრად. მივიდა იაჰაცში+ და შეებრძოლა ისრაელს. 24 მოკლა ის ისრაელმა მახვილით+ და დაეუფლა მის ქვეყანას+ არნონიდან+ იაბოკამდე,+ ამონის ძეების საცხოვრებლამდე. იაზერი+ ამონის ძეთა საზღვარზეა.+

25 აიღო ისრაელმა ყველა ის ქალაქი და დასახლდა ამორეველთა+ ქალაქებში, ხეშბონსა+ და მის მიმდებარე ქალაქებში. 26 ხეშბონი სიხონის,+ ამორეველთა+ მეფის ქალაქი იყო. იგი ადრე მოაბის მეფეს შეებრძოლა და მთელი მიწა წაართვა არნონამდე.+ 27 ამიტომაც ამბობდნენ მოშაირეები:

„ჩამოდით ხეშბონში.

აშენდება სიხონის ქალაქი და მტკიცედ დაფუძნდება.

28 ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან+ და ალი — სიხონის ქალაქიდან.

შთანთქა მოაბის არი,+ არნონის მაღლობთა მფლობელნი.

29 ვაი შენ, მოაბ! დაიღუპებით, ქემოშის+ ხალხო!

თავის ვაჟებს ლტოლვილებად აქცევს და თავის ქალიშვილებს ტყვედ ჩააბარებს სიხონს, ამორეველთა მეფეს.

30 ვესროლოთ მათ.

დაიქცევა ხეშბონი დიბონამდე,+

ამოწყდებიან ქალები ნოფახამდე და კაცები — მედებამდე“.+

31 დასახლდა ისრაელი ამორეველთა მიწაზე.+ 32 გაგზავნა მოსემ რამდენიმე მზვერავი იაზერში.+ აიღეს მისი მიმდებარე ქალაქები და განდევნეს იქ მყოფი ამორეველები.+ 33 შემდეგ შემობრუნდნენ და ბაშანის გზით წავიდნენ.+ გამოვიდა ბაშანის მეფე ოგი+ თავის ხალხთან ერთად, რომ შებრძოლებოდა მათ ედრეიში.+ 34 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „არ შეუშინდე მას,+ რადგან ხელში ჩაგიგდებ მას, მის ხალხს და მის მიწას;+ მასაც იგივე დამართე, რაც სიხონს, ხეშბონში მცხოვრებ ამორეველთა მეფეს“.+ 35 დახოცეს ის, მისი ვაჟები და მისი ხალხი; მისიანი არავინ გადარჩენილა.+ დაეუფლნენ ისინი მის ქვეყანას.+

22 დაიძრნენ ისრაელის ძეები და მოაბის უკაცრიელ ველზე+ დაბანაკდნენ იორდანის გადაღმა, იერიხონის პირდაპირ. 2 ბალაკმა,+ ციფორის ძემ, გაიგო ყველაფერი, რაც ისრაელმა ამორეველებს დამართა. 3 შეეშინდა მოაბს იმ ხალხისა, რადგან ბევრნი იყვნენ ისინი; თავზარი დაეცა მოაბს ისრაელის ძეების შიშით.+ 4 მოაბმა მიდიანელ+ უხუცესებს უთხრა: „ხარივით გადაგვიჭამს ეს კრებული ირგვლივ ყველაფერს“.

იმ დროს ბალაკი,+ ციფორის ძე, მოაბის მეფე იყო. 5 მაცნეები გაუგზავნა მან ბალაამს,+ ბეორის ძეს, მდინარის* პირას+ მდებარე ფეთორში,+ მისი ხალხის ძეების ქვეყანაში, რომ მოეხმო, და შეუთვალა: „აი, გამოვიდა ეს ხალხი ეგვიპტიდან და მთელ თვალსაწიერზე დაფარა მიწა;+ ჩემ წინ დასახლდნენ ისინი. 6 მოდი, დამიწყევლე+ ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერები არიან. იქნებ დავამარცხო და განვდევნო ამ მიწიდან; ვინაიდან კარგად ვიცი, რომ ვისაც აკურთხებ, კურთხეულია, და ვისაც წყევლი, დაწყევლილია“.+

7 წავიდნენ მოაბისა და მიდიანის უხუცესები და თან წაიღეს მკითხაობის გასამრჯელო;+ მივიდნენ ბალაამთან+ ბალაკის სიტყვების გადასაცემად. 8 მან უთხრა მათ: „აქ გაათიეთ ღამე. იმ სიტყვას გადმოგცემთ, რასაც იეჰოვა მეტყვის“.+ დარჩნენ მოაბის მთავრები ბალაამთან.

9 მივიდა ღმერთი ბალაამთან და უთხრა:+ „ვინ არიან ეს კაცები, შენთან რომ მოვიდნენ?“ 10 ბალაამმა მიუგო ჭეშმარიტ ღმერთს: „ბალაკმა,+ ციფორის ძემ, მოაბის მეფემ, კაცები გამომიგზავნა და შემომითვალა: 11 აი, გამოვიდა ეს ხალხი ეგვიპტიდან და მთელ თვალსაწიერზე დაფარა დედამიწა.+ მოდი, დამიწყევლე ისინი,+ რათა შევებრძოლო და განვდევნო“. 12 მიუგო ღმერთმა ბალაამს: „არ წაჰყვე მათ. არ დაწყევლო ისინი,+ რადგან კურთხეულები არიან“.+

13 ადგა დილით ბალაამი და ბალაკის მთავრებს უთხრა: „წადით თქვენს ქვეყანაში, არ მიშვებს იეჰოვა“. 14 ადგნენ მოაბის მთავრები, მივიდნენ ბალაკთან და უთხრეს: „არ წამოგვყვა ბალაამი“.+

15 ახლა სხვა მთავრები გაგზავნა ბალაკმა, წინანდელზე უფრო მეტი და უფრო პატივცემული. 16 მივიდნენ ისინიც ბალაამთან და უთხრეს: «აი რა დაგვაბარა ბალაკმა, ციფორის ძემ: „ნუ დააყოვნებ, ჩამოდი ჩემთან. 17 დიდ პატივს გცემ+ და ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი;+ ოღონდ ჩამოდი და დამიწყევლე ეს ხალხი“». 18 მიუგო ბალაამმა ბალაკის მსახურებს: „თავისი სახლიც რომ მომცეს ბალაკმა, ვერცხლითა და ოქროთი სავსე, მაინც ვერ გადავალ ჩემი ღვთის, იეჰოვას ბრძანებას; ვერც მცირეს გავაკეთებ და ვერც — დიდს.+ 19 თქვენც გაათიეთ ღამე ჩემთან, რათა გავიგო კიდევ რას მეტყვის იეჰოვა“.+

20 მივიდა ღამით ღმერთი ბალაამთან და უთხრა: „თუ შენ დასაძახებლად მოვიდნენ ეს კაცები, ადექი და გაჰყევი, ოღონდ რასაც მე გეტყვი, მხოლოდ ისა თქვი“.+ 21 ადგა დილით ბალაამი, დაადგა ვირს უნაგირი და გაჰყვა მოაბის მთავრებს.+

22 აენთო ღვთის რისხვა, რადგან წავიდა იგი. იეჰოვას ანგელოზი გზაზე გადაუდგა, რომ წინააღმდეგობა გაეწია მისთვის.+ ბალაამი ვირით მიდიოდა და თან ორი მსახური ახლდა. 23 დაინახა ვირმა იეჰოვას ანგელოზი, რომელიც გზაზე იდგა მახვილით ხელში,+ და გზიდან მინდვრისკენ გადაუხვია, მაგრამ ბალაამმა ცემა დაუწყო, რომ გზაზე დაებრუნებინა. 24 იდგა იეჰოვას ანგელოზი ვიწრო ბილიკზე, ვენახებს შორის, რომლის ორივე მხარესაც ქვის კედელი იყო. 25 ხედავდა ვირი იეჰოვას ანგელოზს, მიეკრა კედელს და ბალაამს ფეხი კედელზე მიუჭყლიტა; ბალაამმა კი უფრო მეტად დაუწყო ცემა.

26 ჩაიარა იეჰოვას ანგელოზმა და ვიწრო ადგილზე დადგა, საიდანაც არ იყო გადასახვევი არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. 27 ვირმა იეჰოვას ანგელოზი რომ დაინახა, ჩაიკეცა ბალაამის ქვეშ. აენთო ბალაამის რისხვა+ და სცემდა ვირს თავისი ჯოხით. 28 ბოლოს გაუხსნა იეჰოვამ ვირს ბაგე+ და უთხრა ბალაამს: „ისეთი რა დაგიშავე, სამჯერ რომ მცემე?“+ 29 ბალაამმა მიუგო ვირს: „შეუბრალებლად მომექეცი. ხელში მახვილი რომ მქონდეს, მოგკლავდი!“+ 30 ვირმა ბალაამს მიუგო: „შენი ვირი არა ვარ? დღემდე გატარებ, მთელი შენი ცხოვრება. განა ასე მოგქცევივარ ოდესმე?“+ მან უპასუხა: „არა!“ 31 აუხილა იეჰოვამ ბალაამს თვალი+ და დაინახა მან იეჰოვას ანგელოზი, რომელიც გზაზე იდგა მახვილით ხელში. მაშინვე მდაბლად თაყვანი სცა მას და პირქვე დაემხო.

32 იეჰოვას ანგელოზმა უთხრა მას: „რატომ სცემე სამჯერ შენს ვირს? მე წინააღმდეგობის გასაწევად გამოვედი, რადგან შენი საქციელი ჩემს ნებას ეწინააღმდეგება.+ 33 დამინახა ვირმა და სამჯერ სცადა გადახვევა.+ რომ არ გადაეხვია, შენ მოგკლავდი+ და მას ცოცხალს დავტოვებდი“. 34 ბალაამმა მიუგო იეჰოვას ანგელოზს: „შევცოდე,+ რადგან არ ვიცოდი, რომ შენ იდექი გზაზე ჩემ დასახვედრად. თუ შენს თვალში ცუდად მოვიქეცი, უკან დავბრუნდები“. 35 უთხრა იეჰოვას ანგელოზმა ბალაამს: „წაჰყევი ამ კაცებს,+ ოღონდ რასაც მე გეტყვი, მხოლოდ ისა თქვი“.+ გაჰყვა ბალაამი ბალაკის მთავრებს.

36 როცა გაიგო ბალაკმა, ბალაამი მოვიდაო, მაშინვე წავიდა მასთან შესახვედრად მოაბის ქალაქში, რომელიც არნონის პირასაა, ზედ საზღვარზე.+ 37 ბალაკმა უთხრა ბალაამს: „ხომ გამოგიგზავნე ხალხი დასაძახებლად?! რატომ არ მოდიოდი? ნუთუ მართლა ვერ შევძლებ შენ პატივისცემას?“+ 38 ბალაამმა მიუგო ბალაკს: „აი მოვედი შენთან. განა შევძლებ რამის თქმას?+ რასაც ღმერთი დამიდებს ბაგეზე, იმას ვიტყვი“.+

39 გაჰყვა ბალაამი ბალაკს და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში. 40 შესწირა ბალაკმა ცხვარ-ძროხა+ და გაუგზავნა ბალაამსა და მასთან მყოფ მთავრებს. 41 წაიყვანა დილით ბალაკმა ბალაამი და ბამოთ-ბაალში+ მიიყვანა, რათა იქიდან მთელი ხალხი დაენახა.+

23 უთხრა ბალაამმა ბალაკს: „ამიგე ამ ადგილზე შვიდი სამსხვერპლო+ და მომიმზადე შვიდი ხარი და შვიდი ვერძი“. 2 ბალაკი მაშინვე ბალაამის ნათქვამისამებრ მოიქცა. შესწირეს ბალაკმა და ბალაამმა თითო ხარი და თითო ვერძი თითოეულ სამსხვერპლოზე.+ 3 უთხრა ბალაამმა ბალაკს: „დადექი შენს დასაწვავ შესაწირავთან,+ მე კი წავალ, იქნებ მოვიდეს იეჰოვა და შემხვდეს.+ რასაც მიჩვენებს, იმას გეტყვი“. ადგა და ავიდა შიშველ გორაზე.

4 მივიდა ღმერთი ბალაამთან.+ ბალაამმა უთხრა მას: „შვიდი სამსხვერპლო ავაგე ერთმანეთის გვერდიგვერდ და თითოეულ სამსხვერპლოზე თითო ხარი და თითო ვერძი შევწირე“.+ 5 დაუდო იეჰოვამ ბალაამს ბაგეზე სიტყვა+ და უთხრა: „დაბრუნდი ბალაკთან და ასე უთხარი“.+ 6 ისიც დაბრუნდა და რას ხედავს! ის და მოაბის ყველა მთავარი მის დასაწვავ შესაწირავთან დამდგარან. 7 წარმოთქვა მან იგავი:+

„მოაბის მეფემ, ბალაკმა, არამიდან+ მომიყვანა,

აღმოსავლეთის მთებიდან,

მოდი, დამიწყევლეო იაკობი,

მოდი, შერისხეო ისრაელი.+

 8 როგორ დავწყევლო ისინი, ვინც ღმერთს არ დაუწყევლია?+

როგორ შევრისხო ისინი, ვინც იეჰოვას არ შეურისხავს?+

 9 ვხედავ მათ კლდის წვერიდან

და გორებიდან ვუყურებ.

განმარტოებით ცხოვრობს ეს ხალხი+

და ერებს შორის არ ირიცხება.+

10 ვინ დათვლის იაკობის მტვრის ნაწილაკებს+

და ვინ აღრიცხავს ისრაელის მეოთხედს?

მართალთა სიკვდილით მოვკვდე*+

და ჩემი აღსასრული მათ აღსასრულს დაემსგავსოს“.+

11 უთხრა ბალაკმა ბალაამს: „ეს რა გამიკეთე?! ჩემს მტერთა დასაწყევლად მოგიყვანე, შენ კი კურთხევა არ დააკელი“.+ 12 მან მიუგო: „განა ის არ უნდა ვილაპარაკო, რასაც იეჰოვა დამიდებს ბაგეზე?“+

13 ბალაკმა სთხოვა: „კიდევ ერთ ადგილზე წამომყევი, საიდანაც დაინახავ მათ, ოღონდ ნაწილს დაინახავ,+ მთლიანად კი ვერა. იქიდან დამიწყევლე“.+ 14 წაიყვანა ცოფეს ველზე, ფისგას წვერზე.+ ააგო შვიდი სამსხვერპლო და თითოეულ სამსხვერპლოზე თითო ხარი და თითო ვერძი შესწირა.+ 15 უთხრა ბალაკს: „დადექი შენს დასაწვავ შესაწირავთან, მე კი წავალ და მივალ მასთან“. 16 მივიდა იეჰოვა ბალაამთან და ბაგეზე დაუდო სიტყვა:+ „დაბრუნდი ბალაკთან+ და ასე უთხარი“. 17 ისიც მივიდა მასთან და რას ხედავს! თავის დასაწვავ შესაწირავთან იდგა იგი მოაბის მთავრებთან ერთად. ბალაკმა ჰკითხა: „რა გითხრა იეჰოვამ?“ 18 წარმოთქვა მან იგავი:+

„ადექი, ბალაკ! მომისმინე!

ყური დამიგდე, ციფორის ძეო!+

19 ღმერთი ადამიანი არ არის, რომ ტყუილი თქვას,+

არც ადამიანის ძეა, რომ ინანოს,+

თქვას და არ გააკეთოს,

ილაპარაკოს და არ შეასრულოს.+

20 წამიყვანეს, რომ მეკურთხებინა.

მან აკურთხა+ და მე ვერ შევცვლი ამას.+

21 არ უნახავს მას იაკობის წინააღმდეგ ჯადოქრული ძალა+

და არც ისრაელის გასაჭირი.

იეჰოვა, მისი ღმერთია მასთან+

და მეფური ყიჟინია მასში.

22 ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი ღმერთმა;+

გარეული ხარის სისწრაფით მოქმედებს იგი.+

23 არც ჯადო არსებობს იაკობის წინააღმდეგ+

და არც მკითხაობა ისრაელის წინააღმდეგ.+

ახლა იტყვიან იაკობსა და ისრაელზე,

ეს რა მოიმოქმედაო ღმერთმა!+

24 აი, ხალხი ლომივით წამოდგება

და ლომივით წამოიმართება.+

არ დაწვება, სანამ მსხვერპლს არ შეჭამს

და მოკლულთა სისხლს არ დალევს“.+

25 ბალაკმა უთხრა ბალაამს: „თუ ვერ დაწყევლი, ნურც აკურთხებ“. 26 ბალაამმა მიუგო: „ხომ გითხარი, რასაც იეჰოვა მეტყვის, იმას გავაკეთებ-მეთქი?“+

27 სთხოვა ბალაკმა ბალაამს: „წამოდი, კიდევ ერთ ადგილზე წაგიყვან; იქნებ სწორი იყოს ჭეშმარიტი ღვთის თვალში, რომ იქიდან დამიწყევლო“.+ 28 აიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეორის წვერზე, რომელიც იეშიმონს+ გადაჰყურებს. 29 უთხრა ბალაამმა+ ბალაკს: „ამიგე ამ ადგილზე შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე შვიდი ხარი და შვიდი ვერძი“.+ 30 ბალაკმაც ისე გააკეთა, როგორც ბალაამმა უთხრა. შესწირა მან თითო ხარი და თითო ვერძი თითოეულ სამსხვერპლოზე.+

24 როცა ბალაამმა დაინახა, რომ სასურველი იყო იეჰოვას თვალში ისრაელის კურთხევა, წინანდებურად აღარ წავიდა+ სამისნოდ,+ არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი. 2 როცა გაიხედა ბალაამმა და დაინახა ტომებად განლაგებული ისრაელი,+ ღვთის სული გადმოვიდა მასზე+ 3 და წარმოთქვა იგავი:+

„ბალაამის, ბეორის ვაჟის სიტყვა,

თვალახელილი კაცის სიტყვა,+

 4 ღვთის ნათქვამის გამგონის სიტყვა,+

ვისაც ხილვა ჰქონდა ყოვლისშემძლისგან,+

როცა თვალგახელილი იყო დამხობილი:+

 5 რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ, შენი კარვები, ისრაელ!+

 6 როგორც ხევი, ისეა გადაჭიმული,+

როგორც ბაღი — მდინარის პირას.+

როგორც არწივის ხეები, იეჰოვას დარგული,

როგორც კედრები წყლის პირას.+

 7 მოედინება წყალი მისი ორი ჭურჭლიდან,

მისი თესლი უხვ წყლებთან არის დათესილი.+

მისი მეფე+ აგაგზე აღმატებული იქნება+

და აღზევდება მისი სამეფო.+

 8 ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი ღმერთმა;

გარეული ხარის სისწრაფით მოქმედებს იგი.+

ის შთანთქავს ხალხებს, თავის მჩაგვრელებს,+

ძვლებს დაუღრღნის+ და ისრებით დალეწავს.+

 9 ჩაიმუხლა, ლომივით დაწვა,

ვინ წამოაგდებს მას?!+

კურთხეულია, ვინც გაკურთხებს+ და

და დაწყევლილია, ვინც გწყევლის“.+

10 აენთო ბალაკის რისხვა ბალაამზე, ხელი ხელს შემოჰკრა+ და უთხრა ბალაამს: „ჩემი მტრის დასაწყევლად+ მოგიყვანე, შენ კი სამივეჯერ კურთხევა არ დააკელი. 11 წადი, საიდანაც მოხვედი. ვთქვი, პატივს ვცემ-მეთქი,+ მაგრამ, აი, იეჰოვამ დაგიკავა პატივი“.

12 ბალაამმა მიუგო ბალაკს: „ხომ ვუთხარი შენ გამოგზავნილ მაცნეებს, 13 ბალაკმა თავისი სახლიც რომ მომცეს, ოქრო-ვერცხლით სავსე, ვერ გადავალ-მეთქი იეჰოვას ბრძანებას; ვერც კარგს გავაკეთებ-მეთქი და ვერც ცუდს ჩემი გულით. რასაც იეჰოვა მეტყვის, იმას ვიტყვი-მეთქი.+ 14 წავედი ახლა ჩემს ხალხთან. მოდი გეტყვი,+ რას უზამს ეს ხალხი შენს ხალხს ბოლო დღეებში“.+ 15 წარმოთქვა მან იგავი:+

„ბალაამის, ბეორის ვაჟის სიტყვა,

თვალახელილი კაცის სიტყვა,+

16 ღვთის ნათქვამის გამგონის სიტყვა,+

ვისაც უზენაესის ცოდნა აქვს.

ვისაც ხილვა ჰქონდა ყოვლისშემძლისგან,+

როცა თვალგახელილი იყო დამხობილი:+

17 დავინახავ მას,+ მაგრამ არა ახლა;

ვიხილავ მას, მაგრამ არა ახლოს.

ვარსკვლავი+ ამოვა იაკობიდან

და კვერთხი აღიმართება ისრაელიდან.+

საფეთქლებს დაულეწავს მოაბს+

და თავის ქალას — გაპარტახების ძეებს.

18 საკუთრება გახდება ედომი,+

მტრის საკუთრება+ — სეირი,+

ისრაელი კი სიმამაცეს გამოავლენს.

19 იაკობიდან გამოვა ხალხის დამმორჩილებელი;+

ის გაანადგურებს ქალაქში გადარჩენილებს“.+

20 როცა ამალეკი დაინახა, კიდევ ერთი იგავი წარმოთქვა:+

„ამალეკი პირველი იყო ერებს შორის,+

მაგრამ მისი ბოლო დაღუპვა იქნება“.+

21 როცა კენიელები+ დაინახა, კიდევ წარმოთქვა იგავი:

„გამძლეა შენი საცხოვრებელი და კლდეზეა შენი სამყოფელი.

22 მაგრამ გადაწვავენ კაინს*.+

რამდენი ხანი დაგრჩა ასურეთის ტყვეობაში ჩავარდნამდე?“+

23 კიდევ წარმოთქვა იგავი:

„ვაი! ვინ გადარჩება, როცა ღმერთი მოახდენს ამას?!+

24 გემები წამოვლენ ქითიმის+ სანაპიროდან

და შეავიწროებენ ასურეთს,+

შეავიწროებენ ებერს,

მაგრამ თავადაც დაიღუპება“.

25 ამის შემდეგ ადგა ბალაამი, წავიდა და უკან დაბრუნდა.+ ბალაკიც თავის გზას დაადგა.

25 ცხოვრობდა ისრაელი შიტიმში.+ დაიწყო ხალხმა გარყვნილების ჩადენა მოაბის ასულებთან.+ 2 თავიანთი ღმერთების შესაწირავებზე იწვევდნენ ქალები ხალხს;+ ხალხიც ჭამდა და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს.+ 3 მიეწება ისრაელი ფეორის ბაალს+ და აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე.+ 4 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „მოიყვანე ხალხის ყველა თავკაცი და მზის გულზე ჩამოკიდე იეჰოვას წინაშე,+ რომ გადავიდეს იეჰოვას რისხვა ისრაელისგან“. 5 უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს:+ „დახოცეთ+ თქვენ-თქვენი კაცები, ვინც ფეორის ბაალს მიეწება!“

6 და, აი, მოვიდა ერთი+ ისრაელის ძე და მოიყვანა მიდიანელი ქალი+ თავის ძმებთან, მოსესა და ისრაელის ძეთა მთელი კრებულის თვალწინ, როცა ისინი შეხვედრის კარვის შესასვლელთან ტიროდნენ. 7 ამის დანახვაზე აარონ მღვდლის ვაჟის, ელეაზარის ვაჟი, ფინხასი+ მაშინვე წამოდგა კრებულიდან და შუბს დაავლო ხელი. 8 გაეკიდა ისრაელ კაცს, შეჰყვა გახსნილ კარავში და ორივეს, ისრაელ კაცსაც და იმ ქალსაც, მუცელში გაუყარა შუბი. შეწყდა უბედურება ისრაელის ძეებში.+ 9 ოცდაოთხი ათასი კაცი მოკვდა ამ უბედურების გამო.+

10 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 11 «ფინხასმა,+ აარონ მღვდლის ვაჟის, ელეაზარის ვაჟმა დააცხრო ჩემი რისხვა+ ისრაელის ძეებზე, რადგან არ შეიწყნარა ჩემდამი მეტოქეობა,+ და მეც აღარ შევმუსრე ისრაელის ძეები, ვინაიდან განსაკუთრებულ ერთგულებას ვითხოვ.+ 12 ამიტომ უთხარი მას: „მშვიდობის შეთანხმებას ვაძლევ მას. 13 ეს იქნება მღვდლობის შეთანხმება სამარადისოდ მისთვის და მისი შთამომავლობისთვის,+ რადგან არ შეიწყნარა მეტოქეობა თავისი ღვთისადმი+ და ისრაელის ძეებისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულა“».+

14 მიდიანელ ქალთან ერთად მოკლულ ისრაელ კაცს ზიმრი ერქვა. ის სიმონელთა საგვარეულოს მთავრის,+ სალუს ვაჟი იყო. 15 მოკლულ მიდიანელ ქალს ერქვა ქოზბი. ის მიდიანელთა+ საგვარეულო შტოთა თავკაცის, ცურის+ ასული იყო.

16 კიდევ ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 17 „შეავიწროეთ მიდიანელები და შეუტიეთ მათ,+ 18 რადგან ისინი თქვენ გავიწროებდნენ ცბიერებით,+ როცა გაცდუნეს ფეორისა+ და მიდიანელი მთავრის ასულის, ქოზბის+ საქმეებით, თავიანთი დის საქმეებით, რომელიც იმ დღეს მოკლეს,+ როცა უბედურება დატრიალდა ფეორის+ საქმეების გამო“.

26 იმ უბედურების+ შემდეგ უთხრა იეჰოვამ მოსესა და ელეაზარს, აარონ მღვდლის ვაჟს: 2 „აღრიცხეთ ისრაელის ძეების მთელი კრებული ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა თავისი საგვარეულოს მიხედვით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელი“.+ 3 ელაპარაკნენ მოსე და ელეაზარ+ მღვდელი მათ მოაბის უკაცრიელ ველზე+ მდინარე იორდანესთან, იერიხონთან:+ 4 „აღრიცხეთ ოცი წლიდან მოყოლებული, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“.+

ეგვიპტიდან გამოსული ისრაელის ძეები იყვნენ: 5 რეუბენი, ისრაელის პირმშო.+ რეუბენის ვაჟები იყვნენ: ხანოქი+ — ხანოქელთა საგვარეულო; ფალუ+ — ფალუელთა საგვარეულო; 6 ხეცრონი+ — ხეცრონელთა საგვარეულო; ქარმი+ — ქარმელთა საგვარეულო. 7 ესენი იყვნენ რეუბენელთა საგვარეულოები. მათ შორის აღირიცხა ორმოცდასამი ათას შვიდას ოცდაათი კაცი.+

8 ფალუს ვაჟი იყო ელიაბი. 9 ელიაბის ვაჟები იყვნენ: ნემუელი, დათანი+ და აბირამი.+ დათანი და აბირამი კრებულიდან არჩეულები იყვნენ. მათ მოსესა და აარონის წინააღმდეგ გაილაშქრეს კორახის+ კრებულთან ერთად, იეჰოვას წინააღმდეგ გაილაშქრეს.

10 დააღო მიწამ პირი და ჩაყლაპა ისინი.+ კრებულთან ერთად მოკვდა კორახი, როცა ცეცხლმა ორას ორმოცდაათი კაცი შთანთქა.+ ისინი გამაფრთხილებელ მაგალითად იქცნენ.+ 11 კორახის ვაჟები არ დახოცილან.+

12 სიმონის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: ნემუელი*+ — ნემუელელთა საგვარეულო; იამინი+ — იამინელთა საგვარეულო; იაქინი+ — იაქინელთა საგვარეულო; 13 ზერახი* — ზერახელთა საგვარეულო; შაული+ — შაულელთა საგვარეულო. 14 ესენი იყვნენ სიმონელთა საგვარეულოები, სულ ოცდაორი ათას ორასი კაცი.+

15 გადის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: ცეფონი* — ცეფონელთა საგვარეულო; ხაგი — ხაგელთა საგვარეულო; შუნი — შუნელთა საგვარეულო; 16 ოზნი* — ოზნელთა საგვარეულო; ერი — ერელთა საგვარეულო; 17 აროდი — აროდელთა საგვარეულო; არელი+ — არელიელთა საგვარეულო. 18 ესენი იყვნენ გადისგან წამოსული საგვარეულოები, რომლებიც აღირიცხნენ, სულ ორმოცი ათას ხუთასი კაცი.+

19 იუდას ვაჟები+ იყვნენ ერი+ და ონანი.+ ერი და ონანი ქანაანში დაიხოცნენ.+ 20 იუდას ვაჟები და მათი საგვარეულოები იყვნენ: შელა+ — შელაელთა საგვარეულო; ფერეცი+ — ფერეცელთა საგვარეულო; ზერახი+ — ზერახელთა საგვარეულო. 21 ფერეცის ვაჟები იყვნენ: ხეცრონი+ — ხეცრონელთა საგვარეულო; ხამული+ — ხამულელთა საგვარეულო. 22 ესენი იყვნენ იუდასგან+ წამოსული საგვარეულოები, რომლებიც აღირიცხნენ, სულ სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი კაცი.+

23 ისაქარის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: თოლა+ — თოლელთა საგვარეულო; ფუვა — ფუველთა საგვარეულო; 24 იაშუბი* — იაშუბელთა საგვარეულო; შიმრონი+ — შიმრონელთა საგვარეულო. 25 ესენი იყვნენ ისაქარისგან წამოსული საგვარეულოები, რომლებიც აღირიცხნენ, სულ სამოცდაოთხი ათას სამასი კაცი.+

26 ზებულონის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: სერედი — სერედელთა საგვარეულო; ელონი — ელონელთა საგვარეულო; იახლელი+ — იახლელთა საგვარეულო. 27 ესენი იყვნენ ზებულონელთა საგვარეულოები, რომლებიც აღირიცხნენ: სამოცი ათას ხუთასი კაცი.+

28 იოსების ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: მენაშე და ეფრემი.+ 29 მენაშეს ვაჟები+ იყვნენ: მაქირი+ — მაქირელთა საგვარეულო, მაქირს შეეძინა გალაადი; გალაადი+ — გალაადელთა საგვარეულო. 30 გალაადის ვაჟები იყვნენ: იეზერი+ — იეზერელთა საგვარეულო; ხელეკი — ხელეკელთა საგვარეულო; 31 ასრიელი — ასრიელთა საგვარეულო; შექემი — შექემელთა საგვარეულო; 32 შემიდა+ — შემიდელთა საგვარეულო; ხეფერი+ — ხეფერელთა საგვარეულო. 33 ცელოფხადს, ხეფერის ვაჟს არ ჰყავდა ვაჟები, მაგრამ ჰყავდა ასულები,+ რომელთაც ერქვათ: მახლა, ნოე, ხოგლა, მილქა და თირცა.+ 34 ესენი იყვნენ მენაშესგან წამოსული საგვარეულოები, რომლებიც აღირიცხნენ, სულ ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი კაცი.+

35 ეფრემის ვაჟები+ და მათი საგვარეულოები იყვნენ: შუთელა+ — შუთელელთა საგვარეულო; ბექერი — ბექერელთა საგვარეულო; თახანი+ — თახანელთა საგვარეულო. 36 შუთელას ვაჟები იყვნენ: ერანი — ერანელთა საგვარეულო. 37 ესენი იყვნენ ეფრემის ვაჟების საგვარეულოები,+ რომლებიც აღირიცხნენ, სულ ოცდათორმეტი ათას ხუთასი კაცი. ესენი იყვნენ იოსების ვაჟები და მათი საგვარეულოები.+

38 ბენიამინის+ ვაჟები და მათი საგვარეულოები იყვნენ: ბელა+ — ბელელთა საგვარეულო; აშბელი+ — აშბელთა საგვარეულო; ახირამი* — ახირამელთა საგვარეულო; 39 შეფუფამი* — შუფამელთა საგვარეულო; ხუფამი+ — ხუფამელთა საგვარეულო. 40 ბელას ვაჟები იყვნენ არდი და ნაამანი:+ არდი — არდელთა საგვარეულო; ნაამანი — ნაამანელთა საგვარეულო. 41 ესენი იყვნენ ბენიამინის+ ვაჟები და მათი საგვარეულოები, რომლებიც აღირიცხნენ, სულ ორმოცდახუთი ათას ექვსასი კაცი.+

42 დანის+ ვაჟები და მათი საგვარეულოები იყვნენ: შუხამი* — შუხამელთა საგვარეულო. ესენი იყვნენ დანისგან წამოსული საგვარეულოები+ და მათი საგვარეულოები. 43 შუხამელთა ყველა საგვარეულოში, რომლებიც აღირიცხნენ, იყო სულ სამოცდაოთხი ათას ოთხასი კაცი.+

44 აშერის+ ვაჟები და მათი საგვარეულოები იყვნენ: იმნაჰი+ — იმნაჰელთა საგვარეულო; იშვი+ — იშველთა საგვარეულო; ბერია — ბერიელთა საგვარეულო; 45 ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი — ხებერელთა საგვარეულო; მალქიელი+ — მალქიელთა საგვარეულო. 46 აშერის ასულს ერქვა სერა.+ 47 ესენი იყვნენ აშერის ვაჟების საგვარეულოები,+ რომლებიც აღირიცხნენ, სულ ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი.+

48 ნაფთალის+ ვაჟები და მათი საგვარეულოები იყვნენ: იახცეელი+ — იახცეელთა საგვარეულო; გუნი+ — გუნელთა საგვარეულო; 49 იეცერი+ — იეცერელთა საგვარეულო; შილემი+ — შილემელთა საგვარეულო. 50 ესენი იყვნენ ნაფთალისგან+ წამოსული საგვარეულოები, მათი საგვარეულოების მიხედვით, რომლებიც აღირიცხნენ, სულ ორმოცდახუთი ათას ოთხასი კაცი.+

51 ისრაელის ძეთაგან სულ აღირიცხა ექვსას ერთი ათას შვიდას ოცდაათი კაცი.+

52 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 53 „ამათ უნდა დაუნაწილდეთ ეს მიწა სამკვიდროდ მათი სახელების რაოდენობის მიხედვით.+ 54 ბევრს დიდი სამკვიდრო უნდა მისცე, ცოტას კი — პატარა.+ თითოეულს სამკვიდრო აღრიცხულთა რაოდენობის მიხედვით მიეცი. 55 მიწა წილისყრით+ უნდა დანაწილდეს. თავიანთი მამების ტომების სახელების მიხედვით უნდა მიიღონ მათ სამკვიდრო. 56 სამკვიდრო წილისყრით უნდა დაუნაწილდეს ბევრსაც და ცოტასაც“.

57 აღრიცხულ ლევიანთა+ საგვარეულოები იყვნენ: გერშონი+ — გერშონელთა საგვარეულო; კეჰათი+ — კეჰათელთა საგვარეულო; მერარი+ — მერარელთა საგვარეულო. 58 ესენი იყვნენ ლევიანთა საგვარეულოები: ლიბნელთა+ საგვარეულო, ხებრონელთა+ საგვარეულო, მახლელთა+ საგვარეულო, მუშელთა+ საგვარეულო და კორახელთა+ საგვარეულო.

კეჰათს+ შეეძინა ამრამი.+ 59 ამრამის ცოლს ერქვა იოქებედი.+ ის ლევის ასული იყო, რომელიც ეგვიპტეში გაუჩინა ლევის თავისმა ცოლმა. ამრამს მან გაუჩინა აარონი, მოსე და მირიამი, მათი და.+ 60 აარონს შეეძინა ნადაბი და აბიჰუ,+ ელეაზარი და ითამარი.+ 61 მაგრამ დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, რადგან უკანონო ცეცხლი მიიტანეს იეჰოვას წინაშე.+

62 მათგან აღრიცხულებმა შეადგინეს ოცდასამი ათასი კაცი, ყველა მამრმა ერთი თვიდან მოყოლებული;+ არ აღრიცხულან ისინი ისრაელის ძეებს შორის,+ ვინაიდან მათ ისრაელის ძეებს შორის სამკვიდრო არ უნდა მისცემოდათ.+

63 ესენი იყვნენ მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ აღრიცხული ისრაელის ძეები, რომლებიც მოაბის უკაცრიელ ველზე აღირიცხნენ იორდანესთან, იერიხონთან.+ 64 ამათ შორის არც ერთი კაცი არ აღრიცხულა ისრაელის ძეებიდან, რომლებიც მოსემ და აარონ მღვდელმა სინას უდაბნოში აღრიცხეს,+ 65 რადგან იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა მათზე, რომ უდაბნოში დაიხოცებოდნენ.+ მათგან არც ერთი არ გადარჩენილა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა.+

27 მოვიდნენ ცელოფხადის ასულები.+ ცელოფხადი იყო იოსების ვაჟის, მენაშეს საგვარეულოდან, მენაშეს ვაჟის,+ მაქირის ვაჟის, გალაადის ვაჟის, ხეფერის ვაჟი. მის ასულებს ერქვათ: მახლა, ნოე, ხოგლა, მილქა და თირცა.+ 2 დადგნენ მოსეს, ელეაზარ მღვდლის,+ თავკაცებისა და მთელი კრებულის წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან და თქვეს: 3 „მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა,+ თუმცა არ ყოფილა იმ კრებულში, რომელიც იეჰოვას წინააღმდეგ დაირაზმა, კორახის კრებულში;+ ის თავისი ცოდვის გამო მოკვდა,+ ვაჟი არ ჰყოლია. 4 რატომ უნდა დაიკარგოს მამაჩვენის სახელი თავისი საგვარეულოდან იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავდა?+ მოგვეცით მამაჩვენის ძმებს შორის ის, რაც გვეკუთვნის“.+ 5 წარუდგინა მოსემ მათი საქმე იეჰოვას.+

6 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 7 «მართალს ამბობენ ცელოფხადის ასულები. უნდა მისცე მათ კუთვნილი მემკვიდრეობა მათი მამის ძმებს შორის, გადაეცი მათი მამის მემკვიდრეობა.+ 8 უთხარი ისრაელის ძეებს: „თუ კაცი ისე მოკვდება, რომ ვაჟი არ ეყოლება, მისი მემკვიდრეობა მის ასულს გადაეცით. 9 თუ არც ასული ეყოლება, მისი მემკვიდრეობა მის ძმებს გადაეცით. 10 თუ არც ძმები ეყოლება, მისი მემკვიდრეობა მამამისის ძმებს გადაეცით. 11 თუ მამამისსაც არ ეყოლება ძმები, მაშინ მემკვიდრეობა მისი საგვარეულოდან უახლოეს სისხლით ნათესავს+ გადაეცით, ის დაეუფლოს მას. ეს არის სამართლით დადგენილი წესი ისრაელის ძეებისთვის, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“».

12 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ადი აბარიმის+ მთაზე და დაინახავ მიწას, რომელსაც ისრაელის ძეებს მივცემ.+ 13 დაინახავ და შენს ხალხს შეუერთდები,+ როგორც შენი ძმა აარონი შეუერთდა,+ 14 რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, როცა დავობდა კრებული,+ და არ განმწმინდეთ+ იმ წყლით მათ თვალწინ. ის არის მერიბას+ წყალი კადეშში,+ ცინის უდაბნოში“.+

15 უთხრა მოსემ იეჰოვას: 16 „დაუნიშნოს იეჰოვამ, ყოველი ხორციელის+ სულთა ღმერთმა,+ კრებულს კაცი,+ 17 რომელიც გაუძღვება და შემოუძღვება მათ, გაიყვანს და შემოიყვანს,+ რათა იეჰოვას კრებული უმწყემსო ცხვარს არ დაემსგავსოს“.+ 18 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „წაიყვანე იესო, ნავეს ძე, კაცი, რომელშიც სულია,+ დაადე მას ხელი,+ 19 დააყენე ელეაზარ მღვდლისა და მთელი კრებულის წინაშე და მათ თვალწინ დააკისრე ხელმძღვანელობა.+ 20 უწილადე შენი დიდება,+ რათა ისრაელის ძეთა მთელმა კრებულმა მას მოუსმინოს.+ 21 ელეაზარ მღვდლის წინაშე უნდა დადგეს და ის გამოჰკითხავს+ იეჰოვას მისთვის ურიმის*+ სამართლით. მისი ბრძანებით გავლენ და მისივე ბრძანებით შემოვლენ ის, მთელი ისრაელის ძეები და მთელი კრებული“.

22 ისე გააკეთა მოსემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა. წაიყვანა მან იესო ნავეს ძე, დააყენა ელეაზარ+ მღვდლისა და მთელი კრებულის წინაშე, 23 ხელები დაადო და დააკისრა ვალდებულება,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსეს პირით.+

28 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 2 „უბრძანე ისრაელის ძეებს და უთხარი: იზრუნეთ, რომ თავის დროზე+ მომიტანოთ ჩემი შესაწირავი, ჩემი პური,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავისთვის, როგორც დამამშვიდებელი სურნელება.+

3 უთხარი მათ: აი რა უნდა მიუტანოთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად: თითო წლის ორი საღი მამალი თოხლი ყოველდღე, როგორც მუდმივად დასაწვავი შესაწირავი.+ 4 დილით ერთი მამალი თოხლი შესწირე და ორ საღამოს შორის*+ — მეორე მამალი თოხლი 5 ზეთისხილისგან გამოწურულ მეოთხედ ჰინ ზეთში+ მოზელილ მეათედ ეფა+ წმინდად დაფქულ ფქვილთან ერთად, როგორც მარცვლეული+ შესაწირავი; 6 შესწირე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი,+ რომელსაც სინას მთასთან სწირავდნენ, როგორც დამამშვიდებელი სურნელება, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის,+ 7 მის დასაღვრელ შესაწირავთან+ ერთად, თითო მამალ თოხლზე მეოთხედი ჰინი.+ დასაღვრელი შესაწირავი, მათრობელი სასმელი+ წმინდა ადგილზე დაღვარე იეჰოვასთვის. 8 მეორე მამალი თოხლი ორ საღამოს შორის შესწირე და როგორც დილით, ისევე შესწირე მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამაშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+

9 შესწირე შაბათს+ ორი საღი, თითო წლის მამალი თოხლი, მარცვლეული შესაწირავი და ზეთში მოზელილი ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი მის დასაღვრელ შესაწირავთან ერთად, 10 როგორც შაბათის დასაწვავი შესაწირავი მუდმივ დასაწვავ შესაწირავთან+ და მის დასაღვრელ შესაწირავთან+ ერთად.

11 იეჰოვას ყოველი თვის დასაწყისში დასაწვავ შესაწირავად შესწირეთ ორი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი საღი მამალი თოხლი, თითო წლისა,+ 12 თითოეულ მოზვერთან ერთად ზეთში მოზელილი სამი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი მარცვლეულ შესაწირავად+ და ვერძთან+ ერთად ზეთში მოზელილი ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი მარცვლეულ შესაწირავად, 13 თითოეულ მამალ თოხლთან ერთად ზეთში მოზელილი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი მარცვლეულ შესაწირავად, როგორც დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის. 14 მოზვერთან ერთად ნახევარი+ ჰინი ღვინო შესწირე დასაღვრელ შესაწირავად, ვერძთან ერთად — მესამედი+ ჰინი, და მამალ თოხლთან ერთად — მეოთხედი+ ჰინი. ეს არის ყოველთვიური დასაწვავი შესაწირავი წლის ყოველი თვისთვის.+ 15 მუდმივი დასაწვავი და მისი დასაღვრელი შესაწირავის+ გარდა იეჰოვას შესწირეთ ერთი თიკანი+ ცოდვის შესაწირავად.

16 პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს იქნება იეჰოვას პასექი,+ 17 იმავე თვის მეთხუთმეტე დღეს კი — დღესასწაული. შვიდ დღეს უფუარი კვერები ჭამეთ.+ 18 პირველ დღეს წმინდა შეკრება+ იქნება; არ იმუშაოთ.+ 19 შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად+ ორი მოზვერი, ერთი ვერძი და თითო წლის შვიდი მამალი თოხლი.+ თითოეული მათგანი საღი უნდა იყოს.+ 20 მოზვერთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად+ მიიტანეთ ზეთში მოზელილი სამი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი და ვერძთან ერთად — ორი მეათედი+ ეფა; 21 შვიდივე მამალ თოხლთან ერთად მეათედი ეფა+ შესწირე; 22 ერთი თხა ცოდვის შესაწირავად შესწირე, თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად.+ 23 ესენი შესწირეთ დილის დასაწვავი შესაწირავის გარდა, რაც მუდმივი+ დასაწვავი შესაწირავია.+ 24 შესწირეთ ეს შვიდ დღეს, როგორც პური,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის;+ შესწირეთ მუდმივ დასაწვავ შესაწირავთან და მის დასაღვრელ შესაწირავთან ერთად. 25 მეშვიდე დღეს წმინდა შეკრება+ გამართეთ. არ იმუშაოთ.+

26 პირველი ნაყოფის+ დღეს, როცა ახალ მარცვლეულ შესაწირავს მიუტანთ იეჰოვას, შვიდი კვირის დღესასწაულზე+ წმინდა შეკრება უნდა გამართოთ. არ იმუშაოთ.+ 27 შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი დამამშვიდებელ სურნელებად: ორი მოზვერი, ერთი ვერძი და თითო წლის შვიდი მამალი თოხლი.+ 28 თითოეულ მოზვერთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად მიიტანეთ ზეთში მოზელილი სამი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, ვერძთან ერთად — ორი მეათედი ეფა,+ 29 და შვიდივე მამალ თოხლთან ერთად — მეათედი ეფა;+ 30 ერთი თიკანი თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად.+ 31 ესენი შესწირეთ დასაღვრელ შესაწირავთან+ ერთად მუდმივი დასაწვავი შესაწირავისა და მარცვლეული შესაწირავის გარდა.+ თითოეული მათგანი საღი უნდა იყოს“.+

29 „მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს წმინდა შეკრება+ გამართეთ. არ იმუშაოთ.+ საყვირის დაყვირების დღე იყოს ის თქვენთვის.+ 2 შესწირეთ ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, თითო წლის შვიდი საღი+ მამალი თოხლი, როგორც დასაწვავი შესაწირავი და დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის, 3 მათთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილი: სამი მეათედი ეფა — ხართან ერთად, ორი მეათედი ეფა — ვერძთან ერთად,+ 4 მეათედი ეფა — შვიდივე მამალ თოხლთან ერთად,+ 5 ერთი მამალი თიკანი ცოდვის შესაწირავად, თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად;+ 6 ასევე ყოველთვიური დასაწვავი შესაწირავი+ და მასთან ერთად მარცვლეული შესაწირავი,+ მუდმივი დასაწვავი შესაწირავი,+ მასთან ერთად მარცვლეული შესაწირავი+ და მათთან ერთად დასაღვრელი შესაწირავი,+ მათთვის დადგენილი წესის მიხედვით, როგორც დამამშვიდებელი სურნელება, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.+

7 მეშვიდე თვის მეათე დღეს წმინდა შეკრება გამართეთ,+ დაიმდაბლეთ თავი.+ არანაირი საქმე არ გააკეთოთ.+ 8 შესწირეთ იეჰოვას ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, თითო წლის შვიდი მამალი თოხლი დასაწვავ შესაწირავად, როგორც დამამშვიდებელი სურნელება.+ თითოეული მათგანი საღი უნდა იყოს;+ 9 მათთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად შესწირეთ ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილი: სამი მეათედი ეფა — ხართან ერთად, ორი მეათედი ეფა — ვერძთან ერთად,+ 10 მეათედი ეფა — შვიდივე მამალ თოხლთან ერთად,+ 11 ერთი თიკანი — ცოდვის შესაწირავად; ასევე ცოდვის შესაწირავი გამოსყიდვის წესის შესასრულებლად,+ მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მასთან ერთად მარცვლეული შესაწირავი და მათთან ერთად დასაღვრელი შესაწირავი.+

12 მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს+ წმინდა შეკრება+ გამართეთ. არ იმუშაოთ+ და შვიდ დღეს იზეიმეთ დღესასწაული იეჰოვასთვის.+ 13 დასაწვავ შესაწირავად,+ ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად, როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის, შესწირეთ ცამეტი მოზვერი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი მამალი თოხლი. თითოეული მათგანი საღი უნდა იყოს.+ 14 მათთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად შესწირეთ ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილი: სამ-სამი მეათედი ეფა — ცამეტივე ხართან ერთად, ორ-ორი მეათედი ეფა — ორივე ვერძთან ერთად,+ 15 თითო მეათედი ეფა — თოთხმეტივე მამალ თოხლთან ერთად,+ 16 და ერთი თიკანი — ცოდვის შესაწირავად; ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.+

17 მეორე დღეს შესწირეთ თორმეტი მოზვერი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი საღი+ მამალი თოხლი 18 და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხარებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით;+ 19 ერთი თიკანი — ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მასთან ერთად მარცვლეული შესაწირავი და მათთან ერთად დასაღვრელი შესაწირავი.+

20 მესამე დღეს შესწირეთ თერთმეტი ხარი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი საღი მამალი თოხლი+ 21 და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხარებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით; 22 ერთი თხა — ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.

23 მეოთხე დღეს შესწირეთ ათი ხარი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი საღი მამალი თოხლი+ 24 და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხარებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით;+ 25 ერთი თიკანი — ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი,+ მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.+

26 მეხუთე დღეს შესწირეთ ცხრა ხარი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი საღი+ მამალი თოხლი 27 და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხარებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით;+ 28 ერთი თხა — ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.+

29 მეექვსე დღეს შესწირეთ რვა ხარი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი საღი+ მამალი თოხლი 30 და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხარებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით;+ 31 ერთი თხა — ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.+

32 მეშვიდე დღეს შესწირეთ შვიდი ხარი, ორი ვერძი, თითო წლის თოთხმეტი საღი+ მამალი თოხლი 33 და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხარებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით;+ 34 ერთი თხა — ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.+

35 მერვე დღეს გამართეთ საზეიმო შეკრება.+ არ იმუშაოთ.+ 36 შესწირეთ ერთი ხარი, ერთი ვერძი, თითო წლის შვიდი საღი მამალი თოხლი, როგორც დასაწვავი შესაწირავი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი და დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის,+ 37 და მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი+ ხართან, ვერძთან და მამალ თოხლებთან ერთად მათი რაოდენობისა და დადგენილი წესის მიხედვით;+ 38 ერთი თხა ცოდვის შესაწირავად;+ ასევე მუდმივი დასაწვავი შესაწირავი, მისი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი.+

39 ესენი უნდა შესწიროთ იეჰოვას თქვენს დღესასწაულებზე,+ რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გაიმართოს; ასევე თქვენი აღთქმული შესაწირავი+ და ნებაყოფლობითი შესაწირავი,+ როგორც დასაწვავი შესაწირავი,+ მარცვლეული შესაწირავი,+ დასაღვრელი შესაწირავი+ და მშვიდობის მსხვერპლი*“.+ 40 გადასცა მოსემ ისრაელის ძეებს ყველაფერი, რაც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+

30 ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეების ტომთა თავკაცებს:+ „ეს არის სიტყვა, რომელიც იეჰოვამ ბრძანა: 2 თუ კაცი აღთქმას+ მისცემს იეჰოვას ან დაიფიცებს+ და რაიმეს აუკრძალავს+ თავის სულს, თავის სიტყვას არ უნდა გადავიდეს;+ რაც მისი პირიდან გამოვა, ის უნდა გააკეთოს.+

3 თუ ქალი ახალგაზრდობაში, თავისი მამის სახლში, აღთქმას მისცემს იეჰოვას+ ან დაიფიცებს და რაიმეს აუკრძალავს თავის თავს, 4 გაიგებს მამამისი მის აღთქმას ან იმას, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის სულს, და არაფერს ეტყვის, უნდა შეასრულოს თავისი აღთქმები და ყველაფერი, რაც თავის სულს აუკრძალა.+ 5 მაგრამ თუ მამამისი გაიგებს მის აღთქმებს ან იმას, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის სულს, და დაუშლის, ნუღარ შეასრულებს მათ; იეჰოვა აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა.+

6 თუ მას ქმარი ჰყავს და აღთქმა აქვს დადებული+ ან ბაგეებით დაუფიქრებლად წარმოთქმული დაპირებით რაიმეს დააკისრებს თავის სულს, 7 გაიგებს მისი ქმარი და არაფერს ეტყვის იმ დღეს, როცა გაიგებს, უნდა შეასრულოს თავისი აღთქმები და ის, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის სულს.+ 8 თუ ქმარი გაიგებს და დაუშლის,+ ის გაუუქმებს მას აღთქმას ან ბაგეებით დაუფიქრებლად წარმოთქმულ დაპირებას, რითაც რაიმე დააკისრა თავის სულს, და იეჰოვა აპატიებს მას.+

9 თუ ქვრივი ან ქმარს გაცილებული ქალი აღთქმას დადებს, ყველაფერი, რაც თავის სულს დააკისრა, უნდა შეასრულოს.

10 თუ ქალმა ქმრის სახლში დადო აღთქმა ან დაიფიცა და რაიმე აუკრძალა+ თავის სულს, 11 მისი ქმარი კი გაიგებს ამას, არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, უნდა შეასრულოს თავისი აღთქმები და ის, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის სულს. 12 მაგრამ თუ მისი ქმარი გაიგებს და გაუუქმებს მას ბაგეებით წარმოთქმულ აღთქმებს ან იმას, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის სულს, ნუღარ შეასრულებს მათ.+ ქმარმა გაუუქმა და იეჰოვა აპატიებს მას.+ 13 ნებისმიერ აღთქმას ან იმას, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის თავს დასამდაბლებლად,+ მისი ქმარი ან დაეთანხმება ან გაუუქმებს. 14 მაგრამ თუ გადის დღეები და მისი ქმარი არაფერს ამბობს, ის ეთანხმება მის აღთქმებს და ყველაფერს, რაც დაიფიცა და თავის თავს დააკისრა.+ ის ეთანხმება, რადგან იმ დღეს, როცა გაიგო, არაფერი უთხრა. 15 თუ გაიგებს და რაღაც დროის შემდეგ გაუუქმებს, მასზე იქნება მისი დანაშაული.+

16 ეს არის წესები, რომელთა შესრულებაც იეჰოვამ უბრძანა მოსეს, ქმრისთვის და ცოლისთვის,+ მამისთვის და ასულისთვის მის ახალგაზრდობაში, მამამისის სახლში“.+

31 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 2 „შური იძიე+ მიდიანელებზე+ ისრაელის ძეების გამო, შემდეგ კი შენს ხალხს შეუერთდები“.+

3 ელაპარაკა მოსე ხალხს: „სალაშქროდ აღჭურვეთ ხალხი, რათა იეჰოვას შური იძიონ მიდიანზე.+ 4 ისრაელის ყოველი ტომიდან ათას-ათასი კაცი გაუშვით ლაშქარში“. 5 ისრაელის ყოველი ტომიდან ათასი+ კაცი იყო განწესებული; თორმეტი ათასი კაცი აღიჭურვა სალაშქროდ.+

6 გაგზავნა ისინი მოსემ ლაშქარში, ყოველი ტომიდან ათასი კაცი, და მათთან ერთად ფინხასი,+ ელეაზარ მღვდლის ვაჟი. მას ხელში წმინდა ჭურჭელი და საყვირები+ ეჭირა. 7 შეებრძოლნენ მიდიანს, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს, და ამოხოცეს კაცები.+ 8 სხვებთან ერთად დახოცეს მიდიანის მეფეებიც: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება — მიდიანის+ ხუთი მეფე; მახვილით მოკლეს ბალაამიც,+ ბეორის ძე. 9 ისრაელის ძეებმა ტყვედ წაასხეს მიდიანელი ქალები და ბავშვები,+ წაასხეს მთელი მათი პირუტყვიც, ცხვარ-ძროხა და დაიტაცეს მათი ქონება. 10 გადაუწვეს მათ საცხოვრებელი ქალაქები და გალავნიანი ბანაკები.+ 11 წაიღეს მთელი ნაძარცვი+ და წაასხეს ხალხი და პირუტყვი. 12 მიუყვანეს ტყვეები მოსეს, ელეაზარ მღვდელსა და ისრაელის ძეების კრებულს იერიხონთან, იორდანესთან, მოაბის უკაცრიელ ველზე+ გაშლილ ბანაკში, და მიუტანეს მთელი დატაცებული ნადავლი.

13 გამოვიდნენ ბანაკიდან მოსე, ელეაზარ მღვდელი და კრებულის თავკაცები მათთან შესახვედრად. 14 განურისხდა მოსე ლაშქრის+ ათასისთავებსა და ასისთავებს, რომლებსაც ლაშქარი ებარათ, და ლაშქრობიდან ბრუნდებოდნენ. 15 უთხრა მათ მოსემ: „ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი?!+ 16 მათ ბალაამის სიტყვისამებრ ისრაელის ძეებს იეჰოვასადმი ორგულობისკენ+ უბიძგეს ფეორის+ საქმეებით, რის გამოც უბედურება დაატყდა თავს იეჰოვას კრებულს.+ 17 დახოცეთ ყველა ბიჭი და ყველა ის ქალი, ვინც კაცთან წოლილა.+ 18 ცოცხლად დაიტოვეთ ყველა გოგო, რომელიც არ წოლილა კაცთან.+ 19 თქვენ კი ბანაკის გარეთ გაჩერდით შვიდ დღეს. ვინც კაცი* მოკლა+ ან მოკლულს შეეხო,+ ყველანი განიწმინდეთ+ მესამე და მეშვიდე დღეს, თქვენც და თქვენი ტყვეებიც. 20 ყოველი ტანსაცმელი, ტყავის ნივთი, ყველაფერი, რაც თხისურისგან არის დამზადებული, და ხის ყოველი ნივთი განწმინდეთ ცოდვისგან“.+

21 ელეაზარ მღვდელმა ბრძოლიდან დაბრუნებულ მოლაშქრეებს უთხრა: „ეს არის წესი და კანონი, რომლის შესრულებაც იეჰოვამ მოსეს უბრძანა: 22 მხოლოდ ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია, 23 ყველაფერი, რასაც ცეცხლში ამუშავებენ,+ ცეცხლში უნდა გაატაროთ, და გასუფთავდება, ოღონდ ის განმწმენდი წყლითაც უნდა განიწმინდოს.+ რასაც ცეცხლში არ ამუშავებენ, წყალში უნდა გაატაროთ.+ 24 გაირეცხეთ ტანსაცმელი მეშვიდე დღეს და განიწმინდებით, და შემდეგ შეძლებთ ბანაკში შესვლას“.+

25 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 26 „შენ, ელეაზარ მღვდელმა და კრებულის მამების თავკაცებმა აღრიცხეთ ნადავლი, ტყვეები და წამოყვანილი პირუტყვი. 27 ნადავლი ორად გაყავი. ერთი ნაწილი მათ მიეცი, ვინც სალაშქროდ იყო წასული, მეორე კი — დანარჩენ კრებულს.+ 28 აიღე იეჰოვას წილი+ სალაშქროდ წასული მეომრებისგან, ყოველი მეხუთასე სული — ადამიანთაგან, ცხვარ-ძროხიდან და ვირებიდან. 29 ის მათი ნახევრიდან აიღეთ და ელეაზარ მღვდელს მიეცით, როგორც იეჰოვას შესაწირავი.+ 30 ისრაელის ძეების ნახევრიდან აიყვანე ყოველი ორმოცდამეათე სული ადამიანთაგან, ცხვარ-ძროხიდან, ვირებიდან და ყოველი პირუტყვიდან; გადაეცით ისინი ლევიანებს,+ რომლებიც იეჰოვას კარავში მსახურების მოვალეობას ასრულებენ“.+

31 ისე გააკეთეს მოსემ და ელეაზარმა, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 32 დაიტაცეს მოლაშქრეებმა ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი სული ცხვარი, 33 სამოცდათორმეტი ათასი სული საქონელი, 34 სამოცდაერთი ათასი სული ვირი; 35 ტყვედ წამოყვანილი გოგოები კი, რომლებიც კაცთან არ წოლილან,+ იყვნენ ოცდათორმეტი ათასი სული.+ 36 მოლაშქრეების ნახევარი წილი იყო სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი სული ცხვარი. 37 იმ ცხვრიდან იეჰოვას წილი+ იყო ექვსას სამოცდათხუთმეტი სული. 38 საქონელი იყო ოცდათექვსმეტი ათასი სული და მათგან იეჰოვას წილი იყო სამოცდათორმეტი სული. 39 ვირი იყო ოცდაათი ათას ხუთასი სული და მათგან იეჰოვას წილი — სამოცდაერთი სული. 40 ადამიანები იყვნენ თექვსმეტი ათასი და მათგან იეჰოვას წილი იყო ოცდათორმეტი სული. 41 მისცა მოსემ წილი ელეაზარ მღვდელს,+ როგორც იეჰოვას შესაწირავი, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+

42 გამოაცალკევა მოსემ მოლაშქრეთა წილიდან ისრაელის ძეების კუთვნილი ნახევარი: 43 ცხვრიდან კრებულის კუთვნილი ნახევარი — სამას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი, 44 საქონელი — ოცდათექვსმეტი ათასი, 45 ვირი — ოცდაათი ათას ხუთასი, 46 ადამიანი — თექვსმეტი ათასი სული. 47 ისრაელის ძეების კუთვნილი ნახევრიდან მოსემ აიყვანა ყოველი ორმოცდამეათე, როგორც ხალხიდან, ისე პირუტყვიდან, და გადასცა ლევიანებს,+ იეჰოვას კარავში მსახურების მოვალეობის შემსრულებლებს,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.

48 მივიდნენ მოსესთან ათასისთავები და ასისთავები,+ რომელთაც ლაშქრის დანაყოფები ებარათ,+ 49 და უთხრეს მოსეს: „აღრიცხეს შენმა მსახურებმა მეომრები, რომლებიც გვებარა, და არავინ აკლია.+ 50 მოდი, ყველამ მოვიტანოთ, ვინც რა იპოვა იეჰოვასთვის შესაწირავად,+ ოქროს ნივთები, საკოჭე ძეწკვები, სამაჯურები, ბეჭდები,+ საყურეები, ქალის სამკაულები+ და შევასრულოთ გამოსყიდვის წესი ჩვენი სულებისთვის იეჰოვას წინაშე“.

51 აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ოქრო+ და სამკაულები. 52 მათ მიერ იეჰოვასთვის შეწირული ოქრო თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი იყო. ის ათასისთავებმა და ასისთავებმა მოიტანეს. 53 ყველა მოლაშქრეს ჰქონდა წამოღებული თავისთვის ნადავლი.+ 54 გამოართვეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქრო ათასისთავებსა და ასისთავებს და შეხვედრის კარავში შეიტანეს ისრაელის ძეებისთვის იეჰოვას წინაშე, სამახსოვროდ.+

32 რეუბენისა+ და გადის ვაჟებს+ უამრავი, დიდძალი საქონელი ჰყავდათ. დაინახეს იაზერისა+ და გალაადის მიწები და, აი, საქონლისთვის ყოფილა ის ადგილები. 2 მივიდნენ გადისა და რეუბენის ძეები მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და კრებულის თავკაცებთან და უთხრეს: 3 „ატაროთი,+ დიბონი,+ იაზერი, ნიმრა,+ ხეშბონი,+ ელალე,+ სებამი, ნებო+ და ბეონი+ — 4 მიწები, რომელიც იეჰოვამ ისრაელის კრებულის წინაშე დაამარცხა,+ საძოვრებია, შენს მსახურებს კი საქონელი ჰყავთ“.+ 5 შემდეგ უთხრეს: „თუ წყალობა ვპოვეთ შენს თვალში, მიეცი ეს მიწა შენს მსახურებს საკუთრებად. ნუ გადაგვიყვან იორდანის გაღმა“.+

6 მიუგო მოსემ გადისა და რეუბენის ვაჟებს: «თქვენი ძმები ომში წავლენ და თქვენ აქ დარჩებით?+ 7 რატომ უცრუებთ გულს ისრაელის ძეებს იმ ქვეყანაში გადასვლაზე, რომელსაც იეჰოვა მისცემს მათ? 8 ასე მოიქცნენ თქვენი მამებიც,+ როცა კადეშ-ბარნეადან+ მიწის სანახავად გავგზავნე. 9 ავიდნენ ეშქოლის ხევამდე,+ დაინახეს ის მიწა და გული აუცრუეს ისრაელის ძეებს, რომ არ შესულიყვნენ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა აძლევდა მათ.+ 10 აენთო იმ დღეს იეჰოვას რისხვა და დაიფიცა:+ 11 „ეგვიპტიდან გამოსული ვერც ერთი მამაკაცი, ოცი წლიდან მოყოლებული,+ ვერ იხილავს მიწას, რომლის მიცემაც აბრაამს, ისაკსა და იაკობს+ დავუფიცე, რადგან ბოლომდე არ მომყვნენ, 12 კენიზელ ქალებ+ იეფუნეს ძისა და იესო+ ნავეს ძის გარდა, რადგან ისინი ბოლომდე მიჰყვნენ იეჰოვას“. 13 აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე და ორმოც წელიწადს ახეტიალა ისინი უდაბნოში,+ სანამ არ ამოწყდა მთელი ის თაობა, რომელიც ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+ 14 ახლა კი თქვენ დადექით თქვენი მამების ადგილზე, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო, რომ კიდევ უფრო აანთოთ იეჰოვას რისხვა+ ისრაელზე! 15 თუ ზურგს შეაქცევთ მას,+ ის კიდევ მეტ ხანს დატოვებს მათ უდაბნოში+ და დაღუპავთ მთელ ამ ხალხს».+

16 კიდევ მივიდნენ მასთან და უთხრეს: „აგვაშენებინე ქვისგან ფარეხები ჩვენი ფარისთვის და ქალაქები — ჩვენი ბავშვებისთვის. 17 ჩვენ კი აღვიჭურვებით,+ დავირაზმებით და წავუძღვებით ისრაელის ძეებს, სანამ თავიანთ ადგილზე არ მივიყვანთ; ჩვენი ბავშვები კი დარჩნენ ამ გამაგრებულ ქალაქებში იმ მიწის მოსახლეობისგან შორს. 18 არ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, სანამ ისრაელის ძეებს საკუთარი მიწა არ ექნებათ, თითოეულს თავისი სამკვიდრო.+ 19 არ დავმკვიდრდებით მათთან ერთად იორდანის გაღმა და იმის იქით, რადგან ჩვენი სამკვიდრო იორდანის გამოღმაა, მზის ამოსავლის მხარეს“.+

20 უთხრა მოსემ მათ: „თუ ასე მოიქცევით, საომრად აღიჭურვებით იეჰოვას წინაშე,+ 21 და ყველა აღჭურვილი იორდანის გაღმა იქნება იეჰოვას წინაშე, სანამ არ განდევნის იგი თავის მტერს+ 22 და არ დაემორჩილება ის მიწა იეჰოვას,+ მაშინ დაბრუნდებით+ და უდანაშაულოები იქნებით იეჰოვასა და ისრაელის წინაშე; თქვენი საკუთრება იქნება ეს მიწა იეჰოვას წინაშე.+ 23 მაგრამ თუ ასე არ მოიქცევით, შესცოდავთ იეჰოვას,+ და იცოდეთ, რომ გეწევათ თქვენივე ცოდვა.+ 24 აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისთვის და ფარეხები თქვენი ფარისთვის, გააკეთეთ, რაც თქვენი ბაგეებით თქვით“.+

25 გადისა და რეუბენის ვაჟებმა მოსეს მიუგეს: „ისე მოიქცევიან შენი მსახურები, როგორც ჩვენი ბატონი გვიბრძანებს.+ 26 ჩვენი ბავშვები, ცოლები, საქონელი და შინაური ცხოველები აქ დარჩებიან, გალაადის ქალაქებში,+ 27 შენი მსახურები კი გადავლენ საომრად იეჰოვას წინაშე, ყველა სალაშქროდ აღჭურვილი,+ როგორც ჩვენი ბატონი ამბობს“.

28 უბრძანა მოსემ მათზე ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძესა და ისრაელის ძეების ტომთა მამების თავკაცებს 29 და უთხრა მათ მოსემ: „თუ გადისა და რეუბენის ვაჟები იეჰოვას წინაშე საომრად აღიჭურვებიან,+ თქვენთან ერთად გადმოვლენ იორდანის გაღმა და დაიმორჩილებენ იმ მიწას თქვენ წინაშე, მიეცით მათ საკუთრებად გალაადის მიწა.+ 30 მაგრამ თუ აღჭურვილები არ გადმოვლენ თქვენთან ერთად, თქვენ შორის უნდა დასახლდნენ ქანაანის მიწაზე“.+

31 გადისა და რეუბენის ვაჟებმა მიუგეს: „ისე მოვიქცევით, როგორც იეჰოვამ უთხრა შენს მსახურებს.+ 32 აღჭურვილები გადავალთ იეჰოვას წინაშე ქანაანის მიწაზე+ და იორდანის გამოღმა+ იქნება ჩვენი სამკვიდრო, ჩვენი საკუთრება“. 33 მისცა მოსემ გადის ძეებს,+ რეუბენის ძეებს+ და იოსების ვაჟის, მენაშეს ტომის ნახევარს+ ამორეველთა მეფის, სიხონის+ სამეფო, ბაშანის მეფის, ოგის+ სამეფო, მათი ქალაქების საზღვრებში მოქცეული მიწები და ამ ქვეყნის ქალაქები ირგვლივ.

34 ააშენეს გადის ძეებმა დიბონი,+ ატაროთი,+ აროერი,+ 35 ატროთ-შოფანი, იაზერი,+ იოგბეჰა,+ 36 ბეთ-ნიმრა+ და ბეთ-ჰარანი,+ გამაგრებული ქალაქები+ და ქვის ფარეხები.+ 37 ააშენეს რეუბენის ძეებმა ხეშბონი,+ ელალე,+ კირიათაიმი,+ 38 ნებო,+ ბაალ-მეონი+ — ამათი სახელები შეიცვალა — და სიბმა. აშენებულ ქალაქებს თავიანთი სახელები უწოდეს.

39 მენაშეს ვაჟის, მაქირის+ ძეები გალაადისკენ გაემართნენ, დაიპყრეს ის და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველები. 40 გალაადი მოსემ მენაშეს ვაჟს, მაქირს მისცა და ის დასახლდა იქ.+ 41 გაემართა იაირი, მენაშეს ვაჟი, და დაიპყრო სოფლები, სადაც კარვებში ცხოვრობდა ხალხი, და უწოდა მათ ხავოთ-იაირი.+ 42 გაემართა ნობაც და დაიპყრო კენათი,+ მიმდებარე ქალაქები და მას თავისი სახელი, ნობა უწოდა.

33 აი, როგორ გადაადგილდებოდნენ ეგვიპტიდან გამოსული ისრაელის ძეთა+ ლაშქრები+ მოსესა და აარონის ხელმძღვანელობით.+ 2 იწერდა მოსე იმ ადგილებს, სადაც იეჰოვას ბრძანებისამებრ გადადიოდნენ. აი საიდან სად გადაადგილდნენ ისინი:+ 3 პირველ თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს+ დაიძრნენ რამსესიდან.+ ისრაელის ძეები პასექის+ მეორე დღესვე აღმართული ხელით გამოვიდნენ ყველა ეგვიპტელის თვალწინ,+ 4 როცა ეგვიპტელები თავიანთ პირმშოებს მარხავდნენ,+ რომლებიც იეჰოვამ დაუხოცა; იეჰოვამ განაჩენი აღასრულა მათ ღმერთებზე.+

5 დაიძრნენ ისრაელის ძეები რამსესიდან+ და დაბანაკდნენ სუქოთში.+ 6 დაიძრნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში,+ უდაბნოს პირას. 7 დაიძრნენ ეთამიდან და გაბრუნდნენ ფი-ჰახიროთისკენ,+ რომელიც ბაალ-ცეფონიდან+ მოჩანს, და დაბანაკდნენ მიგდოლის+ წინ. 8 დაიძრნენ ფი-ჰახიროთიდან და ზღვის შუაში+ გავიდნენ, უდაბნოს მიმართულებით.+ სამი დღის სავალზე იარეს ეთამის+ უდაბნოში და მარაში+ დაბანაკდნენ.

9 დაიძრნენ მარიდან და მივიდნენ ელიმში.+ ელიმში თორმეტი წყარო და სამოცდაათი პალმის ხე იყო, და იქ დაბანაკდნენ. 10 დაიძრნენ ელიმიდან და წითელ ზღვასთან დაბანაკდნენ. 11 დაიძრნენ წითელი ზღვიდან და სინის უდაბნოში დაბანაკდნენ.+ 12 დაიძრნენ სინის უდაბნოდან და დოფკაში დაბანაკდნენ. 13 დაიძრნენ დოფკიდან და ალუშში დაბანაკდნენ. 14 დაიძრნენ ალუშიდან და რეფიდიმში+ დაბანაკდნენ. არ იყო იქ დასალევი წყალი ხალხისთვის. 15 დაიძრნენ რეფიდიმიდან და სინას+ უდაბნოში დაბანაკდნენ.

16 დაიძრნენ სინას უდაბნოდან და კიბროთ-ჰათაავაში+ დაბანაკდნენ. 17 დაიძრნენ კიბროთ-ჰათაავიდან და ხაცეროთში+ დაბანაკდნენ. 18 დაიძრნენ ხაცეროთიდან და რითმაში დაბანაკდნენ. 19 დაიძრნენ რითმიდან და რიმონ-ფარეცში დაბანაკდნენ. 20 დაიძრნენ რიმონ-ფარეციდან და ლიბნაში დაბანაკდნენ. 21 დაიძრნენ ლიბნიდან და რისაში დაბანაკდნენ. 22 დაიძრნენ რისიდან და კეჰელათაში დაბანაკდნენ. 23 დაიძრნენ კეჰელათიდან და შაფერის მთაზე დაბანაკდნენ.

24 დაიძრნენ შაფერის მთიდან და ხარადაში დაბანაკდნენ.+ 25 დაიძრნენ ხარადიდან და მაკელოთში დაბანაკდნენ. 26 დაიძრნენ+ მაკელოთიდან და თახათში დაბანაკდნენ. 27 დაიძრნენ თახათიდან და თერახში დაბანაკდნენ. 28 დაიძრნენ თერახიდან და მითკაში დაბანაკდნენ. 29 დაიძრნენ მითკიდან და ხაშმონაში დაბანაკდნენ. 30 დაიძრნენ ხაშმონიდან და მოსეროთში დაბანაკდნენ. 31 დაიძრნენ მოსეროთიდან და ბენე-იააკანში+ დაბანაკდნენ. 32 დაიძრნენ ბენე-იააკანიდან და ხორ-ჰაგიდგადში დაბანაკდნენ. 33 დაიძრნენ ხორ-ჰაგიდგადიდან და იოტბათაში+ დაბანაკდნენ. 34 დაიძრნენ იოტბათიდან და აბრონაში დაბანაკდნენ. 35 დაიძრნენ აბრონიდან და ეციონ-გებერში+ დაბანაკდნენ. 36 დაიძრნენ ეციონ-გებერიდან და ცინის უდაბნოში,+ კადეშში დაბანაკდნენ.

37 დაიძრნენ კადეშიდან და ჰორის მთაზე+ დაბანაკდნენ, ედომის მიწის საზღვარზე. 38 ავიდა აარონ მღვდელი ჰორის მთაზე იეჰოვას ბრძანებისამებრ და მოკვდა ისრაელის ძეების ეგვიპტიდან გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვეს, თვის პირველ დღეს.+ 39 ას ოცდასამი წლისა იყო აარონი, როცა მოკვდა ჰორის მთაზე.

40 გაიგო ქანაანის მიწაზე ნეგებში+ მცხოვრებმა არადის+ მეფემ, რომელიც ქანაანელი იყო, რომ ისრაელის ძეები მოდიოდნენ.

41 დაიძრნენ ისინი ჰორის მთიდან+ და ცალმონაში დაბანაკდნენ. 42 დაიძრნენ ცალმონიდან და ფუნონში დაბანაკდნენ. 43 დაიძრნენ ფუნონიდან და ობოთში+ დაბანაკდნენ. 44 დაიძრნენ ობოთიდან და იე-აბარიმში, მოაბის+ საზღვარზე დაბანაკდნენ. 45 დაიძრნენ იიმიდან და დიბონ-გადში+ დაბანაკდნენ. 46 დაიძრნენ დიბონ-გადიდან და ალმონ-დიბლათაიმში დაბანაკდნენ. 47 დაიძრნენ ალმონ-დიბლათაიმიდან+ და აბარიმის მთებში,+ ნებოს+ წინ დაბანაკდნენ. 48 ბოლოს დაიძრნენ აბარიმის მთებიდან და მოაბის უკაცრიელ ველზე+ დაბანაკდნენ იორდანესთან, იერიხონთან. 49 იორდანესთან იყვნენ დაბანაკებულები მოაბის უკაცრიელ ველზე, ბეთ-იეშიმოთიდან+ აბელ-შიტიმამდე.+

50 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს მოაბის ველზე იორდანესთან, იერიხონთან+ და უთხრა: 51 „ელაპარაკე ისრაელის ძეებს და უთხარი: როცა გადახვალთ იორდანის გაღმა და შეხვალთ ქანაანის მიწაზე,+ 52 განდევნეთ იმ მიწის ყველა მკვიდრი თქვენგან და გაანადგურეთ მათი ქვის გამოსახულებები,+ გაანადგურეთ მათი ლითონის ქანდაკებები+ და მოსპეთ მათი წმინდა მაღლობები.+ 53 დაეპატრონეთ იმ მიწას და იცხოვრეთ მასზე, რადგან თქვენ გაძლევთ ამ მიწას დასაუფლებლად.+ 54 მიწა წილისყრით+ დაინაწილეთ თქვენი საგვარეულოების მიხედვით.+ მრავალრიცხოვანს დიდი სამკვიდრო მიეცით და მცირერიცხოვანს — პატარა.+ ვისაც სად შეხვდება წილისყრით, იქ მიეცით.+ თქვენი მამების ტომების მიხედვით დაინაწილეთ მიწა საკუთრებად.+

55 თუ არ განდევნით იმ მიწის მკვიდრთ თქვენგან,+ ვისაც დატოვებთ, ეკლად გექცევიან თვალებსა და ფერდებში და შეგავიწროებენ იმ მიწაზე, რომელზეც იცხოვრებთ,+ 56 და რაც მათთვის განვიზრახე, თქვენ დაგმართებთ“.+

34 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 2 „უბრძანე ისრაელის ძეებს და უთხარი: შედიხართ ქანაანის მიწაზე.+ მემკვიდრეობად+ გერგებათ ქანაანის მიწა თავისი საზღვრებით.+

3 თქვენი იქნება სამხრეთი მხარე ცინის უდაბნოდან ედომის+ გაყოლებაზე; სამხრეთით თქვენი საზღვარი იქნება მარილოვანი ზღვიდან+ აღმოსავლეთით. 4 საზღვარი გაგრძელდება აკრაბიმის+ მაღლობის სამხრეთით ცინის უდაბნოსკენ და კადეშ-ბარნეას+ სამხრეთით დამთავრდება, იქიდან ხაცარ-ადარისკენ+ გაგრძელდება და აცმონს ჩაუვლის. 5 აცმონიდან საზღვარი ეგვიპტის ხევისკენ+ გაგრძელდება და ზღვასთან* დამთავრდება.+

6 დასავლეთ საზღვრად+ დიდი ზღვა და სანაპირო იქნება. ეს იქნება თქვენი საზღვარი დასავლეთით.

7 ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ჰორის მთამდე*+ გაატარეთ საზღვარი. 8 ჰორის მთიდან ხამათის+ შესასვლელამდე გაატარეთ საზღვარი, რომელიც ცედადთან+ დამთავრდება. 9 საზღვარი ავა ზიფრონისკენ და ხაცარ-ენანთან+ დამთავრდება. ეს იქნება თქვენი საზღვარი ჩრდილოეთით.

10 აღმოსავლეთით საზღვარი ხაცარ-ენანიდან შეფამამდე გაატარეთ. 11 შეფამიდან საზღვარი რიბლისკენ* დაეშვება აინის აღმოსავლეთით. დაეშვება საზღვარი და მიადგება ქინერეთის+ ზღვის აღმოსავლეთ ფერდობს. 12 დაეშვება საზღვარი იორდანისკენ და მარილოვან ზღვასთან+ დამთავრდება. ეს იქნება თქვენი მიწა+ და მისი საზღვრები“.

13 უბრძანა მოსემ ისრაელის ძეებს: „ეს ის მიწაა, რომელსაც წილისყრით+ დაიმკვიდრებთ, რისი მიცემაც ბრძანა იეჰოვამ ცხრა ტომისთვის და ნახევარი ტომისთვის.+ 14 რეუბენელთა ძეების ტომს თავიანთი საგვარეულოების მიხედვით და გადელთა ძეების ტომს თავიანთი საგვარეულოების მიხედვით უკვე მიღებული აქვთ სამკვიდრო; მენაშეს ტომის ნახევარმაც უკვე მიიღო.+ 15 ორმა ტომმა და ნახევარმა უკვე მიიღო სამკვიდრო იორდანის მხარეში, იერიხონთან, აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს“.+

16 უთხრა იეჰოვამ მოსეს: 17 „აი მათი სახელები, ვინც ხალხს მიწას დაუნაწილებს: ელეაზარ+ მღვდელი და იესო ნავეს ძე.+ 18 მიწის დასანაწილებლად თითო ტომიდან თითო თავკაცი გამოყავით.+ 19 მათი სახელებია: ქალებ იეფუნეს ძე+ იუდას+ ტომიდან; 20 შემუელი, ამიჰუდის ვაჟი, სიმონის+ ძეების ტომიდან; 21 ელიდადი, ქისლონის ვაჟი, ბენიამინის+ ტომიდან; 22 თავკაცი ბუკი, იოგლის ვაჟი, დანის+ ძეების ტომიდან; 23 თავკაცი ხანიელი, ეფოდის ვაჟი, იოსების+ ძეებიდან, მენაშეს+ ძეების ტომიდან, 24 და თავკაცი კემუელი, შიფტანის ვაჟი, ეფრემის+ ძეების ტომიდან; 25 თავკაცი ელიცაფანი, ფარნაქის ვაჟი, ზებულონის+ ძეების ტომიდან; 26 თავკაცი ფალტიელი, აზანის ვაჟი, ისაქარის+ ძეების ტომიდან; 27 თავკაცი ახიჰუდი, შელომის ვაჟი, აშერის+ ძეების ტომიდან; 28 თავკაცი ფედაელი, ამიჰუდის ვაჟი, ნაფთალის+ ძეების ტომიდან“. 29 იეჰოვას ბრძანებით ისრაელის ძეებიდან ესენი უნდა დაუფლებოდნენ ქანაანის მიწას.+

35 უთხრა იეჰოვამ მოსეს მოაბის უკაცრიელ ველზე იორდანის პირას,+ იერიხონთან: 2 „უბრძანე ისრაელის ძეებს, რომ თავიანთი საკუთრებიდან ლევიანებს სამკვიდროდ მისცენ ქალაქები+ და საძოვრები ქალაქების გარშემო.+ 3 ქალაქებში თვითონ იცხოვრებენ და საძოვრები შინაური ცხოველებისთვის, თავიანთი საკუთრებისთვის და სხვა ცხოველებისთვის ექნებათ. 4 ქალაქების საძოვრები, რომლებსაც ლევიანებს მისცემთ, ქალაქის გალავნიდან ყოველ მხარეს ათასი წყრთა იყოს. 5 გადაზომეთ ქალაქის აღმოსავლეთით, სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი ათასი წყრთა, რომ ქალაქი შუაში მოექცეს. ეს იქნება მათთვის ქალაქის საძოვრები.

6 ექვსი თავშესაფარი ქალაქი+ მიეცით ლევიანებს, რომ იქ გაიქცეს+ მკვლელი; მათ გარდა კიდევ ორმოცდაორი ქალაქი მიეცით. 7 სულ ორმოცდარვა ქალაქი უნდა მისცეთ ლევიანებს თავისი საძოვრებით.+ 8 ეს ქალაქები ისრაელის ძეების საკუთრებიდან მიეცით.+ ბევრისგან ბევრი აიღე და ცოტასგან — ცოტა.+ თითოეულმა იმის მიხედვით მისცეს ლევიანებს ქალაქები, რამდენსაც დაიმკვიდრებს“.

9 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 10 „უთხარი ისრაელის ძეებს: გადადიხართ იორდანის გაღმა ქანაანის მიწაზე.+ 11 აირჩიეთ მოსახერხებელი თავშესაფარი ქალაქები, სადაც გაიქცევა მკვლელი, რომელსაც კაცი* შემოაკვდება.+ 12 ეს ქალაქები იქნება თავშესაფრად, სისხლის ამღებისგან+ თავის დასაცავად, რათა არ მოკვდეს მკვლელი კრებულის წინაშე გასასამართლებლად წარდგომამდე.+ 13 თქვენს განკარგულებაში იქნება ექვსივე ქალაქი, რომლებსაც თავშესაფრად მისცემ. 14 სამი ქალაქი იორდანის გამოღმა მიეცი+ და სამიც — ქანაანის მიწაზე.+ ესენი იქნება თავშესაფარი ქალაქები. 15 ამ ექვს ქალაქს შეაფარებენ თავს ისრაელის ძეები, ხიზნები+ და მდგმურები, ყველა, ვისაც კაცი შემოაკვდება.+

16 თუ ვინმე ლითონის საგანს დაარტყამს კაცს და მოკლავს, კაცისმკვლელია იგი.+ კაცისმკვლელი უნდა მოკვდეს.+ 17 თუ ქვას დაარტყამს და მოკლავს, კაცისმკვლელია იგი. კაცისმკვლელი უნდა მოკვდეს. 18 თუ ხის იარაღს დაარტყამს და მოკლავს, კაცისმკვლელია იგი. კაცისმკვლელი უნდა მოკვდეს.

19 სისხლის ამღებმა+ უნდა მოკლას კაცისმკვლელი; სადაც შეხვდება, მოკლას. 20 თუ სიძულვილით ჰკრავს ხელს+ ან ჩაუსაფრდება,+ ესვრის რამეს და მოკლავს, 21 ან მტრულად დაარტყამს ხელს და მოკლავს, ვინც დაარტყა, უნდა მოკვდეს. კაცისმკვლელია იგი. მოკლავს მას სისხლის ამღები, სადაც შეხვდება.+

22 თუ უცაბედად, არა მტრულად, ხელს ჰკრავს ან რაიმეს გაისვრის მისკენ, ისე რომ ჩასაფრებული+ არ ყოფილა, 23 ან ქვას, და მოკლავს, ისე რომ არ დაუნახავს, ან გადმოუვარდება ქვა, ვინმეს დაეცემა და მოკვდება, ის კი არ მტრობდა მას და საზიანო არაფერი ჰქონდა განზრახული, 24 ამ სამართლის მიხედვით გაასამართლოს კრებულმა ის, ვინც დაარტყა, და სისხლის ამღები.+ 25 დაიხსნას კრებულმა+ მკვლელი სისხლის ამღების ხელიდან და დააბრუნოს თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაიქცა, და იქ იცხოვროს წმინდა ზეთით ცხებული მღვდელმთავრის სიკვდილამდე.+

26 მაგრამ თუ მკვლელი გასცდება თავისი თავშესაფარი ქალაქის საზღვარს, სადაც გაიქცა, 27 შეხვდება მას სისხლის ამღები+ მისი თავშესაფარი ქალაქის საზღვრის გარეთ და მოკლავს მკვლელს სისხლის ამღები, ის სისხლის ღვრაში არ იქნება დამნაშავე. 28 მან მღვდელმთავრის სიკვდილამდე+ უნდა იცხოვროს თავის თავშესაფარ ქალაქში, მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი შეუძლია თავის სამკვიდროში დაბრუნდეს. 29 ეს იქნება თქვენთვის წესი და სამართალი თქვენს თაობებში, სადაც არ უნდა იცხოვროთ.

30 ვინც კაცს მოკლავს,+ მოწმეთა ჩვენებით+ უნდა მოკვდეს, მაგრამ ერთი მოწმის ჩვენებით სული არ უნდა მოკვდეს. 31 არ აიღოთ გამოსასყიდი კაცისმკვლელის სულისთვის, რომელიც სიკვდილს იმსახურებს;+ ის უნდა მოკვდეს.+ 32 არც იმისთვის აიღოთ გამოსასყიდი, ვინც თავის თავშესაფარ ქალაქში გაიქცა, რომ მღვდელმთავრის სიკვდილამდე იმ მიწაზე ეცხოვრა.

33 არ წაბილწოთ მიწა, რომელზეც ცხოვრობთ, რადგან სისხლი ბილწავს მიწას+ და მიწა ვერ გამოისყიდება, რადგან სისხლია მასზე დაღვრილი; მხოლოდ მისი დამღვრელის სისხლით გამოისყიდება მიწა.+ 34 არ წაბილწოთ მიწა, რომელზეც ცხოვრობთ, სადაც მე ვმკვიდრობ, რადგან მე, იეჰოვა, ისრაელის ძეებს შორის ვმკვიდრობ“.+

36 მივიდნენ მოსესთან, მთავრებთან და ისრაელის ძეების მამების თავკაცებთან იოსების ვაჟების საგვარეულოდან მენაშეს ვაჟის, მაქირის+ ვაჟის, გალაადის ვაჟების საგვარეულოს მამების თავკაცები 2 და უთხრეს: „იეჰოვამ უბრძანა ჩემს ბატონს, რომ წილისყრით+ მისცეს ისრაელის ძეებს სამკვიდრო. ისიც უბრძანა ჩემს ბატონს იეჰოვამ, რომ ჩვენი ძმის, ცელოფხადის ქალიშვილებისთვისაც მიეცათ სამკვიდრო.+ 3 თუ ისრაელის ძეებიდან სხვა რომელიმე ტომის ძეები მოიყვანენ მათ ცოლებად, ქალების სამკვიდროც მოაკლდება ჩვენი მამების სამკვიდროს და იმ ტომის სამკვიდროს მიემატება, სადაც ისინი გათხოვდებიან, და მოაკლდება ჩვენს სამკვიდროს, რომელიც წილისყრით შეგვხვდა.+ 4 თუ ისრაელის ძეებს იუბილე+ ექნებათ, ქალების სამკვიდრო იმ ტომის სამკვიდროს მიემატება, სადაც ისინი გათხოვდებიან, ჩვენი მამების ტომის სამკვიდროს კი მოაკლდება მათი სამკვიდრო“.

5 იეჰოვას მითითებისამებრ უბრძანა მოსემ ისრაელის ძეებს: „მართალს ამბობს იოსების ძეების ტომი. 6 აი რა ბრძანა იეჰოვამ ცელოფხადის ასულებზე:+ ვინც თვალში მოუვათ, იმას მისთხოვდნენ, ოღონდ თავიანთი მამების ტომის საგვარეულოში გათხოვდნენ.+ 7 ისრაელის ძეების სამკვიდრო არ უნდა გადავიდეს ტომიდან ტომში, რადგან ისრაელის ძეები თავიანთი მამა-პაპის ტომის სამკვიდროს უნდა მიეკრან. 8 ყოველი ასული, რომელიც ისრაელის ძეების ტომებიდან მიიღებს სამკვიდროს, თავისი მამის ტომის საგვარეულოში უნდა გათხოვდეს,+ რათა ისრაელის ძეებიდან ყველამ თავისი მამა-პაპის სამკვიდრო მიიღოს. 9 სამკვიდრო არ უნდა გადავიდეს ტომიდან ტომში, რადგან ისრაელის ძეების ტომები თავიანთ სამკვიდროს უნდა მიეკრან“.

10 ცელოფხადის ასულები+ ისე მოიქცნენ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 11 მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოე, ცელოფხადის ასულები,+ თავიანთი მამის ძმების ვაჟებს შორის გათხოვდნენ. 12 იოსების ვაჟის, მენაშეს ვაჟების საგვარეულოებში გათხოვდნენ, რათა მათი სამკვიდრო თავიანთი მამის საგვარეულოს ტომში დარჩენილიყო.

13 ეს არის მცნებები+ და სამართალი, რომელთა შესრულებაც იეჰოვამ ისრაელის ძეებს მოსეს პირით უბრძანა მოაბის უკაცრიელ ველზე იორდანის პირას, იერიხონთან.+

ებრაულად ბემიდბარ. ებრაულ ენაზე მოსეს მეოთხე წიგნი ამ სიტყვითაა დასათაურებული. სეპტუაგინტა და ვულგატა ამ წიგნს რიცხვებს უწოდებს.

ებრაულად ნეთუნიმ, უკავშირდება ნეთინიმებს (იხილეთ ეზრ. 2:43).

მასორული ტექსტის, სამარიული ხუთწიგნეულის, სირიული თარგმანისა და ვულგატის მიხედვით — ექვსასი; სეპტუაგინტის ზოგიერთი მანუსკრიპტის მიხედვით — სამასი. თუ ამას მივუმატებთ 22-ე და 34-ე მუხლებში მოცემულ რიცხვებს, მივიღებთ 39-ე მუხლში მოცემულ ჯამს — 22 000-ს.

სიტყვასიტყვით — სულით, ანუ მკვდარი სულით. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

თეძოში, როგორც ჩანს, იგულისხმება სასქესო ორგანოები.

ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!

ანუ გამორჩეული, მიძღვნილი, გამოცალკევებული.

სიტყვასიტყვით — სულს, ანუ მკვდარ სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

ან საზიარო მსხვერპლად.

იხილეთ გმ. 12:6-ის სქოლიო.

ანუ მკვდარი სულით. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

ან საზიარო მსხვერპლს.

ნიშნავს წვას, დიდ ხანძარს, ცეცხლს.

სურნელოვანი წებოვანი წვენი, სმირნის მსგავსი.

ან წინასწარმეტყველებივით იქცეოდნენ, რაც შეიძლება მიუთითებდეს წინასწარმეტყველთა უჩვეულო მოქმედებაზე. ზოგჯერ ისინი უცნაური და შეშლილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.

ერთი ხომერი უდრის 220 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.

ნიშნავს სიხარბის სასაფლაოს.

ნიშნავს ყურძნის მტევანს.

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.

იხილეთ 14:18-ის სქოლიო.

ან საზიარო მსხვერპლად.

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.

ანუ მკვდარ სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

იხილეთ გმ. 17:7-ის სქოლიო.

ნიშნავს გასანადგურებელს.

ნიშნავს ჭას, ორმოს.

ანუ ევფრატის.

სიტყვასიტყვით — მოკვდეს ჩემი სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

ანუ კენიელთა ტომს.

იგივე იემუელი დბ. 46:10-სა და გმ. 6:15-ში.

იგივე ცოხარი დბ. 46:10-სა და გმ. 6:15-ში.

იგივე ციფიონი დბ. 46:16-ში.

იგივე ეცბონი დბ. 46:16-ში.

იგივე იობი დბ. 46:13-ში.

იგივე ეხი დბ. 46:21-ში.

იგივე მუფიმი დბ. 46:21-ში, და შუფიმი 1 მტ. 7:12-ში.

იგივე ხუშიმი დბ. 46:23-ში.

იხილეთ გმ. 28:30-ის სქოლიო.

იხილეთ გმ. 12:6-ის სქოლიო.

ან საზიარო მსხვერპლი.

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

ანუ დიდი ზღვა, ხმელთაშუა ზღვა.

უცნობია მთის ადგილმდებარეობა. შესაძლოა, ლიბანის მთაგრეხილის ერთ-ერთი მწვერვალიც იყოს.

ქანაანის მიწის აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე ადგილი, და არა ქალაქი რიბლა ხამათის მიწაზე.

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება