მეორე კანონი
1 ეს სიტყვები* უთხრა მოსემ მთელ ისრაელს იორდანის+ მხარეში, უდაბნოში, სუფის წინ გადაჭიმულ უკაცრიელ ველზე, ფარანს,+ თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა+ და დიზაჰაბს შორის. 2 თერთმეტი დღის სავალია ხორების მთიდან კადეშ-ბარნეამდე+ სეირის მთის გავლით. 3 მეორმოცე+ წლის მეთერთმეტე თვეს, თვის პირველ დღეს, უთხრა მოსემ ისრაელის ძეებს ყველაფერი, რაც იეჰოვამ უბრძანა, 4 მას შემდეგ, რაც დაამარცხეს ხეშბონში მცხოვრები ამორეველთა მეფე სიხონი+ და აშთაროთში,+ ედრეიში+ მცხოვრები ბაშანის მეფე ოგი.+ 5 მოსემ ეს კანონი+ იორდანის მხარეში, მოაბის მიწაზე ახსნა:
6 «იეჰოვა, ჩვენი ღმერთი გველაპარაკა ხორებში:+ „დიდი ხანია, რაც ამ მთიან მხარეში ცხოვრობთ.+ 7 შებრუნდით და დაადექით იმ გზას, რომელიც ამორეველთა+ მთიან მხარეში მიგიყვანთ, მათ სამეზობლოში — არაბაში,+ მთიან მხარეში,+ შეფელაში, ნეგებში,+ ზღვის სანაპიროზე,+ ქანაანელთა მიწაზე+ და ლიბანში,+ დიდ მდინარემდე, ევფრატამდე.+ 8 აი, თვალწინ გადაგიშალეთ ეს მიწა. წადით და დაეუფლეთ მიწას, რომლის მიცემაც იეჰოვამ დაუფიცა თქვენს მამებს, აბრაამს, ისაკსა+ და იაკობს,+ მათ და მათ შთამომავლობას“.+
9 მაშინ მე გითხარით: „მე მარტო ვერ გატარებთ.+ 10 იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გაგამრავლათ და დღეს ცის ვარსკვლავებივით ურიცხვი ხართ.+ 11 კიდევ ათასჯერ გამრავლოთ+ და გაკურთხოთ+ იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, როგორც დაგპირდათ.+ 12 როგორ გიტვირთოთ, როგორ ვატარო თქვენი ტვირთი და თქვენი დავა?+ 13 ამოირჩიეთ თქვენ-თქვენი ტომებიდან ბრძენი, გონიერი+ და გამოცდილი+ კაცები, რათა თავკაცებად დაგიყენოთ“.+ 14 ამაზე თქვენ მომიგეთ: „კარგი რამ გვითხარი“. 15 მეც ავიყვანე თქვენი ტომების თავკაცები, ბრძენი და გამოცდილი კაცები და დაგიყენეთ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ტომების მთავრებად.+
16 მაშინ თქვენს მსაჯულებს ვუბრძანე: „როცა საქმეს განიხილავთ თქვენს ძმებს შორის, სიმართლით განსაჯეთ+ ნებისმიერი საქმე კაცსა და მის ძმას ან მის ხიზანს შორის.+ 17 მიუკერძოებელი იყავით სამართალში.+ საწყალსაც მოუსმინეთ და დიდებულსაც.+ კაცისა ნუ შეგეშინდებათ,+ რადგან ღვთისაა სამართალი.+ რომელი საქმეც მეტისმეტად რთული იქნება თქვენთვის, მე წარმიდგინეთ და მე მოვისმენ“.+ 18 მაშინ გიბრძანეთ ყველაფერი, რაც უნდა გაგეკეთებინათ.
19 შემდეგ დავიძარით ხორებიდან და გავიარეთ დიდი და შიშის მომგვრელი უდაბნო,+ რომელიც იხილეთ, ამორეველთა+ მთიანი მხარე, როგორც იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, გვიბრძანა, და ბოლოს კადეშ-ბარნეას+ მივადექით. 20 მე გითხარით: „ამორეველთა მთიან მხარეს მიადექით, რომელსაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს.+ 21 იეჰოვა ღმერთმა თქვენ დაგიტოვათ ეს მიწა.+ ადით და დაეუფლეთ, როგორც იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გითხრათ;+ ნუ გეშინიათ, ნუ ძრწით“.+
22 თქვენ კი მოხვედით და მითხარით: „გაგვიგზავნე კაცები მიწის დასაზვერად და მოგვიტანონ ამბავი, რა გზით ავიდეთ და რომელ ქალაქებში შევიდეთ“.+ 23 მოსაწონი იყო ეს ჩემს თვალში და ავიყვანე თქვენგან თორმეტი კაცი, თითო კაცი ყოველი ტომიდან.+ 24 ისინიც შებრუნდნენ, გაემართნენ მთიანი მხარისკენ,+ მივიდნენ ეშქოლის ხევამდე+ და იქაურობა დაზვერეს. 25 თავიანთი ხელით წამოიღეს იმ მიწის ნაყოფი+ და მოგვიტანეს; ამბავიც მოიტანეს და გვითხრეს: „კარგია ის მიწა, რომელსაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი გვაძლევს“.+ 26 მაგრამ თქვენ არ ისურვეთ იქ ასვლა+ და ეურჩეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ბრძანებას.+ 27 დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: «ვძულდით იეჰოვას+ და იმიტომ გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან,+ რომ ამორეველების ხელში ჩავეგდეთ გასანადგურებლად.+ 28 სად მივდივართ? გული შეგვიკრთა,+ როცა გვითხრეს: „ის ხალხი ჩვენზე დიდი და მაღალია,+ ქალაქები კი — დიდი და ცამდე გამაგრებული,+ იქ ანაკიმის+ ვაჟებიც ვნახეთ“».
29 მე გითხარით: «ნუ შეძრწუნდებით და ნუ შეგეშინდებათ მათი.+ 30 იეჰოვა, თქვენი ღმერთი მიგიძღვით წინ. ის იბრძოლებს თქვენთვის,+ როგორც ეგვიპტეში იბრძოდა თქვენ თვალწინ,+ 31 და უდაბნოში,+ სადაც დაინახეთ, მთელი გზა, სანამ ამ ადგილამდე მოხვიდოდით, როგორ მიჰყავდით იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ როგორც კაცს მიჰყავს თავისი შვილი.+ 32 თქვენ მაინც არ ერწმუნეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ 33 რომელიც წინ მიგიძღოდათ დასაბანაკებელი ადგილის+ დასაზვერად; ღამით ცეცხლით გიჩვენებდათ სავალს და დღისით — ღრუბლით.+
34 ესმოდა იეჰოვას თქვენი სიტყვები, განრისხდა და დაიფიცა:+ 35 „ამ ბოროტი თაობიდან ვერავინ იხილავს მადლიან მიწას, რომლის მიცემაც თქვენს მამებს დავუფიცე,+ 36 ქალებ იეფუნეს ძის გარდა.+ ის იხილავს იმ მიწას. მას და მის ვაჟებს მივცემ იმ მიწას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე მიჰყვებოდა იეჰოვას“.+ 37 მეც განმირისხდა იეჰოვა თქვენ გამო და მითხრა: „ვერც შენ შეხვალ იქ.+ 38 იესო ნავეს ძე შევა, რომელიც შენ წინაშეა“.+ მან განამტკიცა იგი+ და ის დაამკვიდრებინებს ისრაელს იმ მიწას. 39 შევლენ იქ თქვენი ბავშვები, რომლებზეც თქვით, ნადავლად იქცევიანო,+ და თქვენი ვაჟები, რომლებმაც არ იციან კარგი და ცუდი; მათ მივცემ იმ მიწას და ისინი დაეუფლებიან მას. 40 თქვენ კი შებრუნდით და წითელი ზღვის გზით უდაბნოსკენ დაიძარით.+
41 ამაზე თქვენ მომიგეთ: „შევცოდეთ იეჰოვას.+ ავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა გვიბრძანა!“ თითოეული აღიჭურვეთ საომარი იარაღით და გეადვილათ მთაზე ასვლა.+ 42 მაგრამ იეჰოვამ მითხრა: „უთხარი მათ: არ ახვიდეთ საბრძოლველად, რომ არ დამარცხდეთ მტერთან,+ რადგან არა ვარ თქვენ შორის“.+ 43 მე გითხარით, მაგრამ თქვენ არ მომისმინეთ და ეურჩეთ+ იეჰოვას ბრძანებას. გაკადნიერდით და ახვედით მთაზე.+ 44 გამოვიდნენ თქვენ წინააღმდეგ იმ მთაზე მცხოვრები ამორეველები, ფუტკრებივით დაგედევნენ+ და სეირში გაგდევნეს, ხორმამდე.+ 45 დაბრუნდით და შესტიროდით იეჰოვას, მაგრამ არ მოისმინა იეჰოვამ თქვენი ხმა,+ ყურიც არ დაგიგდოთ.+ 46 ცხოვრობდით კადეშში მრავალი დღე, იმდენი დღე, რამდენიც იყავით».+
2 «მივბრუნდით და გავწიეთ უდაბნოსკენ წითელი ზღვის გზით, იეჰოვას სიტყვისამებრ,+ და მრავალი დღე გარს ვუვლიდით სეირის მთას. 2 ბოლოს იეჰოვამ მითხრა: 3 „დიდი ხანია, რაც გარს უვლით ამ მთას,+ ჩრდილოეთისკენ აიღეთ გეზი. 4 უბრძანე ამ ხალხს: გაივლით თქვენი ძმების,+ ესავის ძეების+ საზღვარს, რომლებიც სეირში+ ცხოვრობენ. მათ შეეშინდებათ თქვენი,+ მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით, 5 ნუ შეებრძოლებით მათ, რადგან ტერფისოდენა მიწასაც კი არ მოგცემთ მათი მიწიდან. სეირის მთა ესავს მივეცი საკუთრებად.+ 6 ის საჭმელი ჭამეთ, რასაც მათგან ფულით იყიდით, და ის წყალი დალიეთ, რომელსაც მათგან ფულით შეიძენთ,+ 7 რადგან აკურთხა იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, შენი ხელის ნამოქმედარი.+ მან კარგად იცის, როგორ იარე ამ უშველებელ უდაბნოში. ეს ორმოცი+ წელი შენთან იყო იეჰოვა, შენი ღმერთი, და არაფერი მოგკლებია“.+ 8 ჩავუარეთ ჩვენს ძმებს, ესავის ძეებს,+ რომლებიც სეირში ცხოვრობენ, არაბას+ გზას, ელათს და ეციონ-გებერს.+
გადავუხვიეთ და მოაბის+ უდაბნოს გზით წავედით. 9 იეჰოვამ მითხრა: „არ შეავიწროო ისინი და არ შეებრძოლო, რადგან არაფერს მოგცემ მათი მიწიდან დასამკვიდრებლად; არი+ ლოტის ვაჟებს+ მივეცი საკუთრებად. 10 ადრე იქ ემიმები+ ცხოვრობდნენ, დიდი, მრავალრიცხოვანი და ანაკიმებივით+ მაღალი ხალხი. 11 რეფაიმებიც+ ანაკიმებად+ ითვლებოდნენ; მოაბელები მათ ემიმებს ეძახდნენ. 12 სეირში ადრე ხორიელები+ ცხოვრობდნენ, მაგრამ ესავის ძეებმა+ განდევნეს ისინი, გაანადგურეს და მათ ადგილზე დასახლდნენ.+ ასევე უნდა მოიქცეს ისრაელი თავის სამკვიდრო მიწაზე, რომელსაც იეჰოვა მისცემს მათ. 13 ადექით ახლა და გადალახეთ ზერედის ხევი“. ჩვენც გადავლახეთ ზერედის ხევი.+ 14 კადეშ-ბარნეადან წამოსვლის შემდეგ ზერედის ხევის გადალახვამდე ოცდათვრამეტი წელი გავიდა, ვიდრე მებრძოლი ხალხის მთელი თაობა არ დაიხოცა ბანაკში, როგორც იეჰოვას ჰქონდა დაფიცებული.+ 15 იეჰოვას ხელი+ იყო მათზე და არ ასვენებდა მათ ბანაკში, სანამ არ დაიხოცნენ.+
16 როგორც კი დაიხოცნენ მებრძოლები მთელი ხალხიდან,+ 17 იეჰოვამ მითხრა: 18 „დღეს ჩაუვლი მოაბის მიწას, არს,+ 19 და მიუახლოვდები ამონის ძეებს. არ შეავიწროო ისინი და არ შეებრძოლო, რადგან არაფერს მოგცემ დასამკვიდრებლად ამონის ძეების მიწიდან; ის ლოტის ვაჟებს მივეცი დასამკვიდრებლად.+ 20 ისიც რეფაიმების+ მიწად ითვლებოდა. ადრე იქ რეფაიმები ცხოვრობდნენ; ამონელები მათ ზამზუმიმებს ეძახდნენ; 21 დიდი, მრავალრიცხოვანი და ანაკიმებივით+ მაღალი ხალხი იყო. ანადგურებდა+ მათ იეჰოვა; განდევნეს ისინი და მათ ადგილზე დასახლდნენ; 22 როგორც ესავის ძეებისთვის გააკეთა, რომლებიც სეირში+ ცხოვრობდნენ, როცა გაანადგურა ხორიელები+ მათ წინაშე. განდევნეს მათ ისინი და დღემდე მათ ადგილზე ცხოვრობენ. 23 გაანადგურეს მათ ავიმები,+ რომლებიც ღაზამდე+ ცხოვრობდნენ, და ქაფთორიმები,+ რომლებიც ქაფთორიდან+ იყვნენ წამოსულები; ისინი მათ ადგილზე დასახლდნენ.
24 ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის+ ხევი. ხელში ჩაგიგდეთ სიხონი,+ ხეშბონის ამორეველი მეფე. დაეუფლეთ მის მიწას და შეებრძოლეთ მას. 25 დღეიდან თქვენდამი ძრწოლასა და შიშს ჩავუნერგავ ხალხს მთელ ცისქვეშეთში, ვინც კი გაიგებს თქვენს ამბავს; თქვენ გამო შეშფოთდებიან და ისეთი ტკივილები დაეწყებათ, როგორიც მშობიარობის დროს აქვთ ხოლმე“.+
26 შემდეგ კედემოთის+ უდაბნოდან მაცნეები გავუგზავნე სიხონს,+ ხეშბონის მეფეს, და სამშვიდობო სიტყვები+ შევუთვალე: 27 „გამატარე შენს მიწაზე, მხოლოდ გზაზე ვივლი, არც მარჯვნივ გადავუხვევ და არც მარცხნივ.+ 28 იმ საჭმელს შევჭამ, რასაც ფულით მომყიდი და იმ წყალს დავლევ, რასაც ფულზე მომცემ. გამატარე და ჩემი ფეხით გავივლი,+ 29 როგორც სეირში+ მცხოვრებმა ესავის ძეებმა და არში მცხოვრებმა მოაბელებმა+ გამატარეს, სანამ იორდანეს გადავლახავ და შევალ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი გვაძლევს“.+ 30 არ გაგვატარა სიხონმა, ხეშბონის მეფემ, რადგან იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, სული გაუჯიუტა+ და გული გაუქვავა, რათა ჩვენს ხელში ჩაეგდო, როგორც დღეს.+
31 იეჰოვამ მითხრა: „შენ დაგიტოვე სიხონი და მისი მიწა. დაეუფლე მის მიწას“.+ 32 როცა სიხონი თავისი ხალხით გამოვიდა, რომ დაგვხვედროდა და შეგვბრძოლებოდა იაჰაცში,+ 33 ხელში ჩაგვიგდო იგი იეჰოვამ,+ ჩვენმა ღმერთმა, და ჩვენც დავამარცხეთ ის,+ მისი ძეები და მთელი მისი ხალხი. 34 დავიპყარით მაშინ მთელი მისი ქალაქები და ყველა ქალაქი გავანადგურეთ,+ კაცებიც, ქალებიცა და ბავშვებიც. არავინ გადარჩენილა. 35 მხოლოდ პირუტყვი წამოვასხით და ნაძარცვი წამოვიღეთ დაპყრობილი ქალაქებიდან.+ 36 არნონის ხევის პირას მდებარე აროერიდან+ იმ ხევის ქალაქამდე, გალაადამდე, არც ერთი ქალაქის დაპყრობა არ გაგვჭირვებია,+ ყველა მათგანი ხელში ჩაგვიგდო იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა. 37 შენ არ მისულხარ ამონის ძეთა მიწასთან,+ იაბოკის ხევის+ ნაპირთან, არც მთიანი მხარის ქალაქებთან და არც ერთ ადგილთან, როგორც იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა ბრძანა».
3 «შემდეგ შევბრუნდით და ბაშანის გზით წავედით. გამოვიდა ბაშანის მეფე ოგი+ თავის ხალხთან ერთად, რომ შეგვბრძოლებოდა ედრეისთან.+ 2 იეჰოვამ მითხრა: „არ შეუშინდე მას,+ რადგან ხელში ჩაგიგდებ მასაც, მის ხალხსაც და მის მიწასაც; მასაც იგივე დამართე, რაც ხეშბონში მცხოვრებ ამორეველთა მეფე სიხონს“.+ 3 იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ბაშანის მეფე ოგიც და მისი ხალხიც, და მანამ ვებრძოდით, სანამ ყველა მისიანი არ ამოვწყვიტეთ.+ 4 მაშინ ყველა მისი ქალაქი დავიპყარით. სამოცი ქალაქიდან+ არც ერთი არ დაგვიტოვებია აუღებელი არგობის+ მთელ მხარეში, ოგის სამეფოში, ბაშანში.+ 5 ეს ქალაქები დიდი გალავნებით, კარიბჭეებითა და ურდულებით იყო გამაგრებული. მათ შორის უამრავი უგალავნო ქალაქი იყო. 6 გავანადგურეთ+ ისინი, როგორც სიხონი, ხეშბონის მეფე, და გავანადგურეთ ყველა ქალაქი, კაცებიც, ქალებიცა და ბავშვებიც.+ 7 წამოვასხით შინაური ცხოველები და ქალაქებიდან ნადავლი წამოვიღეთ.+
8 მაშინ ორ ამორეველ მეფეს+ მიწა წავართვით იორდანის მხარეში, არნონის ხევიდან+ ხერმონის მთამდე.+ 9 სიდონელები ხერმონს სირიონს+ ეძახდნენ, ამორეველები კი — სენირს.+ 10 ავიღეთ ვაკის ყველა ქალაქი, მთელი გალაადი და ბაშანი სალქამდე+ და ედრეიმდე,+ ოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში. 11 რეფაიმებიდან+ მხოლოდ ბაშანის მეფე ოგი იყო დარჩენილი. აი, მისი გვამის დასადები რკინისაა*. ის ხომ ამონის ძეებთან არის, რაბაში!+ სიგრძით ცხრა წყრთაა და სიგანით — ოთხი, მამაკაცის წყრთით. 12 მაშინ დავიპყარით ეს მიწა. აროერიდან+ მოყოლებული, არნონის ხევიდან, გალაადის მთიანი მხარის ნახევარი თავის ქალაქებიანად რეუბენელებსა და გადელებს მივეცი.+ 13 გალაადის+ დარჩენილი ნაწილი და მთელი ბაშანი,+ ოგის სამეფოს ნაწილი, მენაშეს ტომის ნახევარს მივეცი. ბაშანში არგობის+ მხარეს რეფაიმის+ მიწა ჰქვია.
14 მენაშეს ვაჟმა, იაირმა,+ არგობის მხარე+ მთლიანად აიღო გეშურელთა+ და მააქათელთა+ საზღვრამდე და ბაშანის ამ სოფლებს თავისი სახელი ხავოთ-იაირი*+ უწოდა და დღემდე ასე ჰქვია. 15 მაქირს+ გალაადი მივეცი.+ 16 რეუბენელებსა+ და გადელებს მიწა გალაადიდან+ არნონის ხევამდე მივეცი. საზღვარი შუა ხევზე გადიოდა და გრძელდებოდა იაბოკის ხევამდე, ამონის ძეთა საზღვრამდე;+ 17 მივეცი არაბაც, იორდანეც და საზღვარი ქინერეთიდან+ არაბას ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე,+ ფისგას+ ფერდობებამდე მზის ამოსავლის მხარეს.
18 მაშინ გიბრძანეთ: „იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ ამ მიწას დასამკვიდრებლად. ყველა, ვინც მამაცი ხართ, აღიჭურვეთ და წაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელის ძეებს.+ 19 თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი ცხვარ-ძროხა (ვიცი, რომ უამრავი ცხვარ-ძროხა გყავთ) დარჩებიან თქვენს ქალაქებში, რომლებსაც გაძლევთ,+ 20 სანამ არ დაგასვენებთ იეჰოვა თქვენ და თქვენს ძმებს და ისინიც არ დაიმკვიდრებენ მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი აძლევს მათ იორდანის გაღმა. ამის შემდეგ დაბრუნდით თქვენ-თქვენს სამკვიდროში, რომელიც მოგეცით“.+
21 მაშინ იესო ნავეს ძესაც+ ვუბრძანე: „შენი თვალით დაინახე, რა უყო იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს. იმავეს დამართებს იეჰოვა ყველა სამეფოს, რომელშიც შეხვალთ.+ 22 არ შეუშინდეთ მათ, იეჰოვა, თქვენი ღმერთი იბრძოლებს თქვენთვის“.+
23 მაშინ წყალობა ვთხოვე იეჰოვას: 24 „უზენაესო უფალო იეჰოვა, შენ აჩვენე შენს მსახურს შენი სიდიადე+ და ძლიერი მკლავი.+ განა არის ღმერთი ცაში ან დედამიწაზე, შენნაირად რომ მოქმედებდეს და შენნაირი ძალა ჰქონდეს?!+ 25 გთხოვ, გადამიყვანე იორდანის გაღმა და მაჩვენე ეს მადლიანი მიწა,+ ეს მადლიანი მთიანი მხარე+ და ლიბანი“.+ 26 მეტისმეტად განმირისხდა იეჰოვა თქვენ გამო+ და არ მომისმინა, და მითხრა იეჰოვამ: „კმარა! ამაზე აღარ მელაპარაკო. 27 ადი ფისგას+ წვერზე და თვალი მოავლე დასავლეთს, ჩრდილოეთს, სამხრეთსა და აღმოსავლეთს, შენი თვალით შეხედე, რადგან არ გადახვალ იორდანის გაღმა.+ 28 დანიშნე+ იესო ნავეს ძე, გაამხნევე და განამტკიცე, რადგან ის წაუძღვება+ ამ ხალხს და ის დაამკვიდრებინებს იმ მიწას, რომელსაც დაინახავ“.+ 29 მთელი ეს დრო ველზე, ბეთ-ფეორის+ წინ ვიყავით».
4 «ისრაელო, მოისმინეთ წესები და სამართალი, რომელთა შესრულებასაც გასწავლით, რათა იცოცხლოთ,+ შეხვიდეთ და დაიმკვიდროთ მიწა, რომელსაც იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი გაძლევთ. 2 არაფერი დაუმატოთ იმ სიტყვას, რომელსაც გიბრძანებთ, და არაფერი მოაკლოთ,+ რათა დაიცვათ იეჰოვას, თქვენი ღვთის ბრძანებები, რასაც გიბრძანებთ.
3 თქვენი თვალით ნახეთ, რა გააკეთა იეჰოვამ ფეორის ბაალის+ გამო. ყველა, ვინც ფეორის ბაალს მიჰყვებოდა, თქვენმა ღმერთმა, იეჰოვამ მოსპო თქვენ შორის,+ 4 თქვენ კი, ვინც თქვენს ღმერთს, იეჰოვას მიეკარით,+ ყველანი ცოცხლები ხართ დღეს. 5 მე გასწავლეთ წესები+ და სამართალი,+ როგორც იეჰოვამ, ჩემმა ღმერთმა მიბრძანა, რომ დაიცვათ ისინი იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. 6 დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ამით ხალხს დაანახვებთ, რომ სიბრძნე+ და გაგების უნარი+ გაქვთ, და იტყვიან: „ბრძენია ეს დიდი ერი და გაგებისუნარიანი“.+ 7 რომელ დიდ ერთან+ არიან ასე ახლოს მათი ღმერთები, როგორც ჩვენთანაა იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ყოველთვის, როცა ვუხმობთ?+ 8 რომელ დიდ ერსა აქვს იმ კანონების მსგავსი სამართლიანი წესები და სამართალი, რომელთაც მე გაძლევთ დღეს?+
9 ფრთხილად იყავით და გაუფრთხილდით თქვენს სულებს,+ რომ არ დაგავიწყდეთ, რაც თქვენი თვალით იხილეთ,+ არ მოიშოროთ ის გულიდან მთელი თქვენი სიცოცხლე+ და მოუყევით თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს+ 10 იმ დღის შესახებ, როცა იეჰოვას წინაშე იდექით ხორებთან,+ და როცა იეჰოვამ მითხრა: „შემიკრიბე ხალხი, რომ გავაგებინო ჩემი სიტყვები,+ რათა ისწავლონ, რომ მთელი სიცოცხლე, სანამ ცოცხლები იქნებიან იმ მიწაზე, ჩემი ეშინოდეთ,+ და ასწავლონ თავიანთ ვაჟებს“.+
11 თქვენ მოხვედით და მთის ძირას დადექით. იწვოდა მთა, ცეცხლი ცას სწვდებოდა. სიბნელე, ღრუბელი და მწუხრი იყო ჩამოწოლილი.+ 12 ცეცხლის შუაგულიდან+ გელაპარაკებოდათ იეჰოვა. ლაპარაკის ხმა გესმოდათ, მაგრამ ვერაფერს ხედავდით,+ მხოლოდ ხმა გესმოდათ.+ 13 შეთანხმება+ დაგიდოთ და მისი დაცვა გიბრძანათ — ათი მცნება*,+ რომლებიც ქვის ორ ფილაზე+ დაწერა. 14 მაშინ იეჰოვამ მიბრძანა, რომ თქვენთვის წესები და სამართალი მესწავლებინა, რათა დაგეცვათ ისინი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხართ.+
15 გაუფრთხილდით თქვენს სულებს,+ რადგან იმ დღეს, როცა იეჰოვა ხორებთან ცეცხლის შუაგულიდან გელაპარაკათ, არანაირი გამოსახულება+ არ დაგინახავთ, 16 რათა უკეთურად არ მოიქცეთ+ და არ გაიკეთოთ ქანდაკება, არანაირი ნიშანი, არც კაცის და არც ქალის გამოსახულება,+ 17 არც ცხოველისა, რომელიც მიწაზე ბინადრობს,+ არც ფრინველისა, რომელიც ცაში დაფრინავს,+ 18 არც იმისა, რაც მიწაზე დახოხავს, და არც არანაირი თევზისა,+ რაც წყალშია, მიწის ქვემოთ, 19 რათა როცა ზეცისკენ აღაპყრობთ თვალს და დაინახავთ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, ცის მთელ ლაშქარს, არ ცდუნდეთ, არ დაემხოთ მათ წინაშე და არ ემსახუროთ,+ რადგან ისინი იეჰოვამ, შენმა ღმერთმა უწილადა ცისქვეშეთში მცხოვრებ ყველა ხალხს.+ 20 თქვენ გამოგიყვანათ იეჰოვამ რკინის ღუმლიდან,+ ეგვიპტიდან, რათა მისი ხალხი გამხდარიყავით, მისი საკუთრება,+ როგორც დღესა ხართ.
21 თქვენ გამო განმირისხდა იეჰოვა+ და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავდი იორდანეს და ვერ შევიდოდი მადლიან მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ.+ 22 მე ამ მიწაზე მოვკვდები.+ ვერ გადავლახავ იორდანეს, თქვენ კი გადალახავთ და დაეუფლებით იმ მადლიან მიწას. 23 ფრთხილად იყავით, რომ არ დაივიწყოთ შეთანხმება, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა დაგიდოთ,+ და არ გაიკეთოთ ქანდაკება და არაფერი იმის მსგავსი, რაზეც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გიბრძანათ;+ 24 რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი შთამნთქმელი ცეცხლია,+ განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი*.+
25 თუ შვილები და შვილიშვილები შეგეძინებათ და დიდხანს იცხოვრებთ იმ მიწაზე, უკეთურად მოიქცევით,+ გაიკეთებთ ქანდაკებას+ ან სხვა რაიმე გამოსახულებას, ბოროტებას ჩაიდენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის თვალში+ და შეურაცხყოფთ მას, 26 ცასა და დედამიწას ვიმოწმებ თქვენ წინააღმდეგ დღეს,+ რომ მალევე მოისპობით იმ მიწიდან, რომლის დასაუფლებლადაც გადალახავთ იორდანეს. ვერ იქნებით დღეგრძელნი, რადგან მოისპობით.+ 27 ხალხებში გაგფანტავთ იეჰოვა+ და დაცოტავდებით+ ხალხებში, სადაც იეჰოვა გაგდევნით. 28 მსახურებას დაუწყებთ ადამიანის ხელით შექმნილ ღმერთებს,+ ხესა და ქვას,+ რაც ვერ ხედავს, არ ესმის, ვერ ჭამს და ვერც სუნს გრძნობს.+
29 თუ იქ ძებნას დაუწყებთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, იპოვით კიდეც,+ რადგან მთელი გულითა და სულით დაუწყებთ მას ძებნას.+ 30 როცა ძალიან გაგიჭირდებათ და გეწევათ ეს სიტყვები იმ დღეების მიწურულს, მაშინ დაუბრუნდებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს+ და მოისმენთ მის ხმას.+ 31 მწყალობელი ღმერთია იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ არ მიგატოვებთ, არ მოგსპობთ და არ დაივიწყებს შეთანხმებას,+ რომელიც თქვენს მამა-პაპას ფიცით დაუდო.
32 იკითხეთ, რა მოხდა წარსულში+ თქვენამდე, იმ დღიდან მოყოლებული, როცა ღმერთმა დედამიწაზე ადამიანი შექმნა,+ ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. მომხდარა რაიმე ამაზე დიდი ან გაგონილა მსგავსი რამ?!+ 33 თქვენ გარდა თუ მოუსმენია სხვა ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა და ცოცხალი დარჩენილა?!+ 34 თუ გამოუყვანია ღმერთს თავისთვის სხვა ხალხი რომელიმე ხალხიდან განსაცდელებით,+ ნიშნებით,+ სასწაულებით,+ ომით,+ ძლიერი ხელით,+ გაწვდილი მკლავითა+ და შიშის ზარით,+ რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გააკეთა ეგვიპტეში თქვენთვის თქვენ თვალწინ?! 35 ეს ყველაფერი გახილვინათ, რათა იცოდეთ, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი+ და სხვა არავინ.+ 36 ზეციდან მოისმინეთ მისი ხმა, რომ გამოესწორებინეთ; დედამიწაზე გაჩვენათ თავისი დიდი ცეცხლი და მისი სიტყვები მოისმინეთ ცეცხლის შუაგულიდან.+
37 მაგრამ ცოცხლები დარჩით, რადგან შეიყვარა თქვენი მამა-პაპა, აირჩია მათი შთამომავლობა,+ თვალი ეჭირა თქვენზე და თავისი დიდი ძალით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან,+ 38 განდევნა თქვენგან თქვენზე დიდი და ძლიერი ხალხები, რომ შეეყვანეთ მათ მიწაზე და სამკვიდროდ მოეცა ის თქვენთვის, რაც ასეც არის.+ 39 დღეს უკვე კარგად იცით, ამიტომ გულში ჩაიბეჭდეთ, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე;+ სხვა არავინ არის.+ 40 დაიცავით მისი წესები+ და მცნებები, რომელთაც დღეს გიბრძანებთ, რათა ყოველთვის მოგემართოთ ხელი და დღეგრძელნი იყოთ თქვენ+ და თქვენი ვაჟები იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ».+
41 მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანის გამოღმა მზის ამოსავლის მხარეს,+ 42 თავი რომ შეეფარებინა იქ მკვლელს, რომელსაც შემოაკვდებოდა მოძმე+ და არ ექნებოდა მის მიმართ სიძულვილი;+ ერთ-ერთ ქალაქს შეაფარებდა თავს, რომ ეცოცხლა.+ 43 ეს ქალაქები იყო: უდაბნოში ვაკე ადგილზე მდებარე ბეცერი+ — რეუბენელებისთვის, გალაადის რამოთი+ — გადელებისთვის, და ბაშანის გოლანი+ — მენაშელებისთვის.+
44 ეს არის კანონი,+ რომელიც მოსემ დაუწესა ისრაელის ძეებს. 45 ეს არის შეხსენებები,+ წესები+ და სამართალი,+ რომლებიც მოსემ აუწყა ისრაელის ძეებს, როცა ეგვიპტიდან გამოვიდნენ, 46 იორდანის მხარეში, ველზე, ბეთ-ფეორის პირდაპირ,+ ხეშბონში+ მცხოვრები ამორეველთა მეფის, სიხონის მიწაზე, რომელიც მოსემ და ისრაელის ძეებმა დაამარცხეს ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ.+ 47 დაეუფლნენ მის მიწას და ბაშანის მეფის, ოგის+ მიწას, ამორეველთა ორივე მეფის მიწებს იორდანის მხარეში, მზის ამოსავლის მხარეს, 48 არნონის ხევის+ პირას მდებარე აროერიდან სიონის, იგივე ხერმონის მთამდე,+ 49 მთელ არაბას+ იორდანის მხარეში აღმოსავლეთით, არაბას ზღვამდე,+ ფისგას+ ფერდობების ძირას.
5 მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს+ და მიმართა: «ისრაელო, მოისმინე წესები და სამართალი,+ რომლებსაც დღეს თქვენ გასაგონად ვამბობ; ისწავლეთ ისინი და გულდასმით შეასრულეთ.+ 2 იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, შეთანხმება დაგვიდო ხორებთან;+ 3 ჩვენს მამა-პაპას კი არ დაუდო ეს შეთანხმება, ჩვენ დაგვიდო, ვინც დღეს ცოცხლები ვართ. 4 იეჰოვა პირისპირ გელაპარაკათ მთაზე ცეცხლის შუაგულიდან.+ 5 მე მაშინ იეჰოვასა და თქვენ შორის ვიდექი,+ რომ იეჰოვას სიტყვა თქვენთვის გადმომეცა (რადგან ცეცხლისა გეშინოდათ და მთაზე არ ამოსულხართ).+ მან თქვა:
6 „მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან.+ 7 არასოდეს გაიჩინო სხვა ღმერთები ჩემ გარდა.+
8 არ გაიკეთო არანაირი ქანდაკება+ და არაფერი იმის მსგავსი,+ რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე ან წყალში მიწის ქვემოთ. 9 არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო,+ რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი* ვარ,+ ვსჯი ძეებს მესამე და მეოთხე თაობამდე ჩემი მოძულე მამების დანაშაულის გამო,+ 10 მაგრამ მეათასე თაობამდე ვავლენ სიკეთეს* მათ მიმართ, ვისაც ვუყვარვარ და ვინც იცავს ჩემს მცნებებს.+
11 არ ახსენო უღირსად შენი ღვთის, იეჰოვას სახელი,+ რადგან დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უღირსად ახსენებს მის სახელს.+
12 დაიცავი შაბათი და წმინდა ჰყავი იგი, როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გიბრძანა,+ 13 იმუშავე და ექვსი დღე აკეთე შენი საქმეები,+ 14 მეშვიდე დღე კი შენი ღვთის, იეჰოვას შაბათია.+ არანაირი საქმე არ გააკეთოთ+ არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა ვირმა, არც სხვა შინაურმა ცხოველმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენი კარიბჭის შიგნით ცხოვრობს,+ რათა შენმა მონამ და მხევალმაც შენსავით დაისვენონ.+ 15 გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის მიწაზე+ და იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გამოგიყვანა იქიდან ძლიერი ხელითა+ და გაწვდილი მკლავით. ამიტომ გიბრძანა იეჰოვამ, შენმა ღმერთმა შაბათის დაცვა.+
16 პატივი ეცი მამას და დედას,+ როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გიბრძანა, რათა დღეგრძელი იყო და ხელი მოგემართოს+ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს.
20 არ გამოხვიდე ცრუმოწმედ შენი მოძმის წინააღმდეგ.+
21 არ ისურვო შენი მოძმის ცოლი,+ არც შენი მოძმის სახლი, არც მისი მინდორი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი ვირი და არაფერი, რაც შენი მოძმისაა“.+
22 ეს სიტყვები* ხმამაღლა უთხრა მთიდან იეჰოვამ მთელ კრებულს ცეცხლის შუაგულიდან,+ ღრუბლიდან და მწუხრიდან, და აღარაფერი დაუმატებია. შემდეგ ისინი ქვის ორ ფილაზე დაწერა და მომცა.+
23 როგორც კი გაიგეთ ხმა შუაგულ სიბნელიდან, როცა მთას ცეცხლი ეკიდა,+ მოხვედით ჩემთან, თქვენი ტომების თავკაცები, თქვენი უხუცესები 24 და მითხარით: „იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა თავისი დიდება და სიდიადე გვაჩვენა და ცეცხლის შუაგულიდან+ მოვისმინეთ მისი ხმა. დღეს დავინახეთ, რომ ღმერთი შეიძლება ელაპარაკოს ადამიანს და ადამიანი ცოცხალი დარჩეს.+ 25 ახლა რატომღა უნდა დავიხოცოთ?+ რატომ უნდა გვშთანთქოს ამ დიდმა ცეცხლმა? თუ კიდევ მოვისმენთ იეჰოვას, ჩვენი ღვთის ხმას, დავიხოცებით.+ 26 ჩვენ გარდა რომელ ხორციელს მოუსმენია ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ცოცხალი ღვთის+ ხმა და ცოცხალი დარჩენილა? 27 შენ მიდი და მოისმინე, რასაც ჩვენი ღმერთი, იეჰოვა იტყვის. ყველაფერი მოგვიყევი, რასაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი გეტყვის,+ ჩვენ კი მოვისმენთ და შევასრულებთ“.
28 იეჰოვამ მოისმინა თქვენი სიტყვები, როცა მელაპარაკებოდით, და მითხრა იეჰოვამ: „მოვისმინე ამ ხალხის სიტყვები, რაც შენ გითხრეს. კარგად თქვეს.+ 29 ნეტავ ისეთი გული ჰქონდეთ, რომ ეშინოდეთ ჩემი+ და ყოველთვის იცავდნენ ჩემს მცნებებს,+ რომ მარადიულად მოემართოთ ხელი მათაც და მათ შვილებსაც.+ 30 წადი და უთხარი მათ, დაბრუნდით-თქო თქვენ-თქვენს კარვებში, 31 შენ კი ჩემთან იდექი და მე გეტყვი ყველა მცნებას, წესსა და სამართალს, რაც მათ უნდა ასწავლო+ და რაც მათ იმ მიწაზე უნდა შეასრულონ, რომელსაც დასამკვიდრებლად ვაძლევ“. 32 გულდასმით შეასრულეთ ის, რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გიბრძანათ.+ არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.+ 33 იმ გზით იარეთ,+ რომელზე სიარულიც იეჰოვამ გიბრძანათ, რათა იცოცხლოთ, ხელი მოგემართოთ+ და დღეგრძელნი იყოთ იმ მიწაზე, რომელსაც დაეუფლებით».
6 «ესენია მცნებები, წესები და სამართალი, რომელთა სწავლებაც თქვენთვის იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა ბრძანა,+ რომ შეასრულოთ ისინი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც გადადიხართ, 2 რათა გეშინოდეთ+ იეჰოვასი, თქვენი ღვთის, და დაიცვათ მისი წესები და მცნებები, რომლებსაც მე გიბრძანებთ, თქვენც, თქვენმა შვილებმაც და შვილიშვილებმაც,+ მთელი თქვენი სიცოცხლე, რათა დღეგრძელები იყოთ.+ 3 მოისმინე, ისრაელო, და გულდასმით შეასრულე ისინი,+ რათა ხელი მოგემართოს+ და გამრავლდე იმ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც იეჰოვამ, შენი მამა-პაპის ღმერთმა აღგითქვა.+
4 მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა.+ 5 გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით,+ მთელი სულითა+ და მთელი ძალით.+ 6 გულში ჩაიბეჭდე სიტყვები,+ რომლებსაც დღეს გიბრძანებ; 7 ჩააგონე შენს ვაჟს+ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას+ და ადგომისას; 8 ხელზე შეიბი ნიშნად+ და შუბლზე გაიკეთე;+ 9 დააწერე სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს.+
10 როცა შეგიყვანს იეჰოვა, შენი ღმერთი მიწაზე, რაც შენს მამა-პაპას — აბრაამს, ისაკსა და იაკობს — დაუფიცა,+ რომ მოგცემდა დიდსა და კარგ ქალაქებს, რომლებიც შენ არ აგიშენებია,+ 11 დოვლათით სავსე სახლებს, რომლებიც შენ არ აგივსია, ჭებს, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებსა და ზეთისხილის ხეებს, რომლებიც შენ არ ჩაგიყრია, შეჭამ და გაძღები,+ 12 ფრთხილად იყავი, რომ არ დაივიწყო+ იეჰოვა, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან გამოგიყვანა. 13 გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა,+ მას ემსახურე+ და მისი სახელით დაიფიცე.+ 14 არ გაჰყვე სხვა ღმერთებს, შენი მეზობელი ხალხების არც ერთ ღმერთს,+ 15 რადგან იეჰოვა, შენ შუაგულში მყოფი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი+ ღმერთია, რათა არ აენთოს შენზე იეჰოვას, შენი ღვთის რისხვა+ და არ მოგსპოს მიწის პირიდან.+
16 არ გამოსცადოთ იეჰოვა,+ თქვენი ღმერთი, როგორც მასასთან* გამოსცადეთ.+ 17 დაიცავით იეჰოვას, თქვენი ღვთის მცნებები,+ მისი მოწმობანი+ და წესები,+ რომლებიც მან ბრძანა.+ 18 ის გააკეთეთ, რაც სწორი და კარგია იეჰოვას თვალში, რათა ხელი მოგემართოთ,+ შეხვიდეთ მადლიან მიწაზე და დაეუფლოთ მას, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას დაუფიცა,+ 19 და განდევნა ყველა თქვენი მტერი, როგორც აღთქმული ჰქონდა იეჰოვას.+
20 თუ გკითხავს შენი ვაჟი მომავალში,+ რას ნიშნავს ეს მოწმობანი, წესები და სამართალი, რაც იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა ბრძანაო, 21 უთხარი შენს ვაჟს: „ფარაონის მონები გავხდით ეგვიპტეში, მაგრამ იეჰოვამ ძლიერი ხელით+ გამოგვიყვანა ეგვიპტიდან. 22 ჩვენ თვალწინ+ მოუვლინა იეჰოვამ ეგვიპტეს, ფარაონსა და მთელ მის სახლეულობას დიდი და საშინელი ნიშნები და სასწაულები.+ 23 გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ და მოეცა მიწა, რაზეც ჩვენს მამა-პაპას დაუფიცა.+ 24 გვიბრძანა იეჰოვამ ყველა ამ წესის შესრულება,+ რომ ყოველთვის გვეშინოდეს იეჰოვასი, ჩვენი ღვთისა ჩვენდა სასიკეთოდ,+ რათა ვიცოცხლოთ, როგორც დღეს.+ 25 სიმართლედ ჩაგვეთვლება,+ როცა გულდასმით შევასრულებთ ამ მცნებებს იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე, როგორც მან გვიბრძანა“».+
7 „როცა შეგიყვანს იეჰოვა, შენი ღმერთი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხარ,+ მოგაშორებს მრავალრიცხოვან ერებს:+ ხეთელებს,+ გირგაშელებს,+ ამორეველებს,+ ქანაანელებს,+ ფერიზელებს,+ ხიველებსა+ და იებუსელებს,+ შვიდ ერს, რომლებიც შენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერები არიან.+ 2 იეჰოვა, შენი ღმერთი ხელში ჩაგიგდებს მათ და დაამარცხებ.+ გაანადგურე+ ისინი, არ დადო მათთან არანაირი შეთანხმება, წყალობა არ უყო მათ;+ 3 არ დაუმოყვრდე, არ მიათხოვო შენი ასული მათ ვაჟს და შენს ვაჟს არ მოუყვანო მათი ასული,+ 4 რადგან ჩამომაშორებს ის შენს ვაჟს და სხვა ღმერთებს დაუწყებენ მსახურებას.+ აენთება შენზე იეჰოვას რისხვა და მყისვე გაგანადგურებს.+
5 ასე გააკეთეთ: დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები,+ დაამტვრიეთ მათი წმინდა სვეტები,+ აჩეხეთ+ მათი წმინდა ბოძები+ და ცეცხლში დაწვით მათი ქანდაკებები.+ 6 წმინდა ხალხი ხართ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის.+ თქვენ ამოგირჩიათ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, რომ მისი ხალხი ყოფილიყავით, გამორჩეული საკუთრება დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ხალხებს შორის.+
7 იეჰოვამ იმიტომ კი არ შეგიყვარათ და იმიტომ კი არ აგირჩიათ, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანნი იყავით;+ თქვენ ხომ ხალხებს შორის ყველაზე მცირერიცხოვანნი იყავით.+ 8 თქვენდამი სიყვარულისა+ და თქვენს მამა-პაპასთან დადებული ფიცის გამო გააკეთა ეს იეჰოვამ;+ ძლიერი ხელით გამოგიყვანათ იეჰოვამ,+ რომ გამოესყიდეთ მონობის სახლიდან,+ ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან. 9 კარგად იცით, რომ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთია,+ ერთგული ღმერთი,+ რომელიც მეათასე თაობამდე ასრულებს შეთანხმებას+ და სიკეთეს* ავლენს მათთვის, ვისაც უყვარს ის და ვინც იცავს მის მცნებებს,+ 10 თავის მოძულეს კი დაუპირისპირდება და გაანადგურებს,+ არ შეყოვნდება, დაუპირისპირდება მას. 11 შეასრულეთ და დაიცავით მცნებები, წესები და სამართალი, რომლებიც დღეს გიბრძანეთ.+
12 როცა მოუსმენთ ამ სამართალს, აღასრულებთ და დაიცავთ,+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი შეგისრულებთ შეთანხმებას+ და გამოავლენს სიკეთეს*, რაც თქვენს მამა-პაპას დაუფიცა.+ 13 შეგიყვარებთ, გაკურთხებთ+ და გაგამრავლებთ;+ აკურთხებს თქვენი მუცლისა+ და თქვენი მიწის ნაყოფს,+ თქვენს ხორბალს, ახალ ღვინოს, ზეთს, ხბოებს, თქვენი ფარის მონაგებს,+ იმ მიწაზე, რომლის თქვენთვის მოცემაც თქვენს მამა-პაპას დაუფიცა.+ 14 ხალხებს შორის ყველაზე კურთხეული იქნებით.+ თქვენ შორის და თქვენს შინაურ ცხოველებს შორის არც მდედრი იქნება უნაყოფო და არც მამრი.+ 15 მოგაშორებთ იეჰოვა ყველანაირ ავადმყოფობას; არც ერთ სნეულებას, რომლებიც ეგვიპტიდან იცით,+ არ დაგატეხთ თავს; მათ თქვენს მოძულეებს დაატეხს. 16 უნდა შთანთქათ ყველა ხალხი, რომელთაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გიგდებთ ხელში;+ არ შეებრალოს თქვენს თვალს ისინი.+ არ ემსახუროთ მათ ღმერთებს,+ რადგან ეს ხაფანგად გექცევათ.+
17 თუ გულში იტყვი, ეს ხალხები მეტისმეტად მრავალრიცხოვანია და მე როგორ განვდევნიო,+ 18 ნუ შეუშინდები მათ.+ გახსოვდეს, რა დამართა იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს,+ 19 დიდი განსაცდელები, რომლებიც შენი თვალით იხილე,+ ნიშნები, სასწაულები,+ ძლიერი ხელი+ და გაწვდილი მკლავი,+ რომლითაც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გამოგიყვანა.+ იმავეს დამართებს იეჰოვა ყველა ხალხს, ვისიც გეშინია.+ 20 იეჰოვა, შენი ღმერთი შიშსაც მოჰგვრის+ მათ, სანამ არ განადგურდებიან ისინი, ვინც დარჩნენ+ და ვინც გემალებოდნენ. 21 ნუ შეძრწუნდები მათ გამო, რადგან იეჰოვა, შენი ღმერთი, შენთანაა,+ დიდი და შიშის მომგვრელი ღმერთი.+
22 იეჰოვა, შენი ღმერთი, ნელ-ნელა განდევნის ამ ერებს შენგან.+ სწრაფად ვერ მოუღებ ბოლოს, რათა მხეცები არ გამრავლდნენ შენდა საზიანოდ. 23 ხელში ჩაგიგდებს მათ იეჰოვა, შენი ღმერთი; დიდად ააწიოკებს მათ, ვიდრე არ განადგურდებიან.+ 24 ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს+ და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში.+ წინ ვერავინ დაგიდგება,+ ყველას შემუსრავ.+ 25 ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებები.+ არ ისურვო ოქრო-ვერცხლი, რომელიც ზედა აქვთ,+ და არ წაიღო,+ რომ ხაფანგად არ გექცეს,+ რადგან სისაძაგლეა+ ეს იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის. 26 არ შეიტანო სახლში არანაირი სისაძაგლე, რომ მასავით არ გახდე გასანადგურებელი. შეიზიზღე და შეიძულე ის,+ რადგან გასანადგურებელია“.+
8 „ყოველი მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებთ, გულდასმით დაიცავით,+ რათა იცოცხლოთ,+ გამრავლდეთ, შეხვიდეთ და დაეუფლოთ იმ მიწას, რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას დაუფიცა.+ 2 გახსოვდეთ მთელი გზა, რომელზეც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გატარათ უდაბნოში ეს ორმოცი წელი,+ რათა თქვენთვის თავმდაბლობა ესწავლებინა,+ გამოეცადეთ+ და გაეგო, რა გქონდათ გულში,+ დაიცავდით თუ არა მის მცნებებს. 3 ის თავმდაბლობას გასწავლიდათ, მშივრებს+ გატარებდათ და მანანას+ გაჭმევდათ, რაც თქვენთვისაც უცხო იყო და თქვენი მამა-პაპისთვისაც, რათა გაეგებინებინა თქვენთვის, რომ კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.+ 4 ტანსაცმელი არ გაგცვეთიათ და ფეხები არ დაგსიებიათ ეს ორმოცი წელი.+ 5 გულით კარგად იცით, რომ როგორც კაცი არიგებს თავის შვილს, ისე გარიგებთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.
6 იეჰოვას, თქვენი ღვთის მცნებები დაიცავით: მისი გზით იარეთ+ და გეშინოდეთ მისი.+ 7 შეგიყვანთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი მადლიან მიწაზე,+ სადაც წყალუხვი ხევებია, სადაც ველებზე+ და მთებში წყაროები და ღრმა წყლები მოედინება, 8 მიწაზე, სადაც ხორბალი, ქერი, ვაზი, ლეღვი და ბროწეულია,+ ზეთისხილის ზეთისა და თაფლის მიწაზე,+ 9 მიწაზე, სადაც პურის ნაკლებობა არ გექნებათ და არაფერი მოგაკლდებათ, მიწაზე, სადაც ქვები რკინითაა სავსე და სადაც მთებში სპილენძს მოიპოვებთ.
10 როცა შეჭამთ და გაძღებით,+ აკურთხეთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, იმ მადლიანი მიწის გამო, რომელიც მოგცათ.+ 11 ფრთხილად იყავით, რომ არ დაივიწყოთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და არ მიატოვოთ მისი მცნებები, სამართალი და წესები, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ,+ 12 რათა, როცა შეჭამთ და გაძღებით, აიშენებთ სახლებს და იცხოვრებთ,+ 13 გაგიმრავლდებათ ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი და მთელი ქონება, 14 არ გადიდგულდეთ+ და არ დაივიწყოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან;+ 15 ვინც გამოგატარათ დიდი და საშიში უდაბნო,+ უწყლო მიწა, შხამიან გველებსა+ და მორიელებს შორის; ვინც კაჟივით მაგარი კლდიდან წყალი გადმოგიჩქეფათ;+ 16 ვინც უდაბნოში მანანით+ გკვებავდათ, რაც თქვენი მამებისთვის უცხო იყო, რათა თქვენთვის თავმდაბლობა+ ესწავლებინა და გამოეცადეთ, რომ სიკეთე გაეკეთებინა თქვენთვის მომავალში;+ 17 და არ თქვათ გულში, ჩემმა ძალამ და ჩემი ხელის ღონემ შემძინა ეს სიმდიდრეო.+ 18 გახსოვდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რადგან ის გაძლევთ ძალას სიმდიდრის შესაძენად,+ რომ შეასრულოს თავისი შეთანხმება, რომელიც თქვენს მამა-პაპას დაუფიცა, როგორც დღეს.+
19 თუ დაივიწყებთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, სხვა ღმერთებს გაჰყვებით, დაუწყებთ მათ მსახურებასა და თაყვანისცემას, გიმოწმებთ დღეს, რომ მთლიანად ამოწყდებით.+ 20 იეჰოვა როგორც სხვა ხალხებს ანადგურებს თქვენ წინაშე, თქვენც ისე ამოგწყვეტთ, რადგან არ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას“.+
9 «მოისმინე, ისრაელო! დღეს კვეთ იორდანეს,+ რათა შეხვიდე და განდევნო შენზე დიდი და ძლიერი ხალხები+ ცამდე აწვდილი და გამაგრებული ქალაქებიდან,+ 2 ხალხი, დიდი და მაღალი, ანაკიმთა ძეები,+ ვისაც იცნობ და ვისზეც გსმენია, ვინ დაუდგება წინ ანაკის ძეებსო. 3 კარგად იცი, რომ იეჰოვა, შენი ღმერთი შენზე წინ გადავა.+ შთამნთქმელი ცეცხლია იგი,+ მოსპობს+ მათ და შენ წინაშე დაიმორჩილებს. განდევნე ისინი და მაშინვე გაანადგურე, როგორც იეჰოვამ გითხრა.+
4 როცა იეჰოვა, შენი ღმერთი განდევნის მათ შენ წინაშე, ნუ იტყვი გულში, ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა იეჰოვამ ამ მიწის დასაუფლებლადო,+ რადგან იეჰოვა იმ ერებს ბოროტების გამო დევნის შენ წინაშე.+ 5 მათი მიწის დასაუფლებლად შენი სიმართლის+ ან შენი გულის სიწრფელის+ გამო კი არ შედიხარ, არამედ იეჰოვა, შენი ღმერთი იმ ერებს ბოროტების გამო დევნის შენ წინაშე,+ და კიდევ იმიტომ, რომ შეასრულოს ის სიტყვა, რომელიც იეჰოვამ დაუფიცა შენს მამა-პაპას: აბრაამს,+ ისაკსა+ და იაკობს.+ 6 იცოდე, რომ იეჰოვა, შენი ღმერთი, შენი სიმართლის გამო არ გაძლევს იმ მადლიან მიწას დასაუფლებლად, რადგან ქედმოუხრელი ხალხი ხართ.+
7 გახსოვდეთ და არ დაივიწყოთ, როგორ განარისხეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი უდაბნოში.+ ეგვიპტის მიწიდან გამოსვლის დღიდან ეურჩებოდით იეჰოვას ამ ადგილზე მოსვლამდე.+ 8 ხორებშიც კი განარისხეთ იეჰოვა. განრისხდა იეჰოვა თქვენზე და კინაღამ მოგსპოთ.+ 9 როცა მთაზე ავედი ქვის ფილების+ მისაღებად, იეჰოვას მიერ დადებული შეთანხმების ფილების მისაღებად,+ ორმოცი დღე და ორმოცი ღამე დავრჩი მთაზე,+ არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია; 10 იეჰოვამ ქვის ორი ფილა მომცა, რომლებზეც ღვთის თითით+ იყო დაწერილი ის სიტყვები, რაც იეჰოვამ შეკრების დღეს მთაზე ცეცხლის შუაგულიდან გითხრათ.+ 11 ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის ბოლოს იეჰოვამ ქვის ორი ფილა მომცა, შეთანხმების ფილები,+ 12 და მითხრა იეჰოვამ: „წადი, სწრაფად ჩადი დაბლა, რადგან შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე, უკეთურად იქცევა.+ მალე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომელზე სიარულიც ვუბრძანე, და ქანდაკება ჩამოისხეს“.+ 13 ასე მითხრა იეჰოვამ: „დავინახე ეს ხალხი, ქედმოუხრელი ხალხია.+ 14 მიმიშვი, რომ მოვსპო+ ისინი და ამოვშალო მათი სახელი ცისქვეშეთიდან,+ შენ კი მათზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ერად გაქციო“.+
15 გამოვბრუნდი და ჩამოვედი მთიდან, როცა მთას ცეცხლი ეკიდა,+ შეთანხმების ორი ფილა მეჭირა ორივე ხელში.+ 16 დავინახე, რომ ცოდვა გქონდათ ჩადენილი იეჰოვას, თქვენი ღვთის წინააღმდეგ! ხბო გქონდათ ჩამოსხმული.+ მალე გადაუხვიეთ იმ გზიდან, რომელზე სიარულიც იეჰოვამ გიბრძანათ.+ 17 ავიღე და ორივე ხელით დავანარცხე ორივე ფილა და თქვენ თვალწინ დავამსხვრიე.+ 18 ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი დამხობილი იეჰოვას წინაშე, როგორც ადრე; არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია+ თქვენი ცოდვების გამო, რადგან ბოროტებას სჩადიოდით იეჰოვას თვალში მის გასანაწყენებლად.+ 19 შემეშინდა იეჰოვას დიდი რისხვის, როცა თქვენზე განრისხდა და კინაღამ მოგსპოთ;+ თუმცა მაშინაც მომისმინა იეჰოვამ.+
20 აარონზეც ძლიერ განრისხდა იეჰოვა და კინაღამ გაანადგურა იგი;+ მაშინ აარონის გულისთვისაც შევევედრე;+ 21 ცოდვა რომ ჩაიდინეთ და ხბო+ გააკეთეთ, ცეცხლში დავწვი, დავამტვრიე, მტვრად ვაქციე და იმ ხევში გადავყარე, მთიდან რომ ეშვებოდა.+
22 შემდეგ თაბერაში,+ მასაში,+ კიბროთ-ჰათაავაშიც+ განარისხეთ იეჰოვა.+ 23 როცა იეჰოვამ კადეშ-ბარნეადან+ გამოგიშვათ, გითხრათ: „ადით და დაეუფლეთ მიწას, რომელსაც გაძლევთ!“ თქვენ კი ეურჩეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ბრძანებას,+ არ ერწმუნეთ+ მას და არ მოუსმინეთ მის ხმას.+ 24 რაც გიცნობთ, იმ დღიდან, სულ ეურჩებით იეჰოვას.+
25 ორმოცი დღე და ორმოცი ღამე+ ვიყავი დამხობილი იეჰოვას წინაშე; იმიტომ დავემხვე, რომ მოსპობას გიპირებდათ იეჰოვა.+ 26 შევევედრე+ იეჰოვას და ვუთხარი: უზენაესო უფალო, იეჰოვა, ნუ მოსპობ შენს ხალხს, შენს საკუთრებას,+ რომელიც შენი სიდიადით გამოისყიდე, ძლიერი ხელით+ გამოიყვანე ეგვიპტიდან.+ 27 გაიხსენე შენი მსახურები: აბრაამი, ისაკი და იაკობი.+ ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ ხალხის სიჯიუტეს, ბოროტებასა და ცოდვას,+ 28 რათა არ თქვან იმ მიწაზე,+ საიდანაც გამოგვიყვანე: ვერ შეძლო იეჰოვამ მათი შეყვანა იმ მიწაზე, რომლის მიცემასაც დაჰპირდა, რადგან სძულდა ისინი, და იმიტომ გამოიყვანა, რომ უდაბნოში დაეხოცაო.+ 29 მაინც შენი ხალხია და შენი საკუთრება,+ რომელიც დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით გამოიყვანე».+
10 მაშინ იეჰოვამ მითხრა: „გამოთალე პირველი ფილების მსგავსი ქვის ორი ფილა,+ ამოდი ჩემთან მთაზე და ხის კიდობანი+ გააკეთე. 2 დავწერ იმ ფილებზე იმავე სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა, შენ რომ დაამტვრიე, და ჩააწყვე ისინი კიდობანში“. 3 გავაკეთე აკაციის ხის კიდობანი, გამოვთალე პირველი ფილების მსგავსი ქვის ორი ფილა+ და ავედი მთაზე; ხელში ორი ფილა მეჭირა. 4 იმ ფილებზეც იგივე დაწერა, რაც პირველ ფილებზე ეწერა,+ ათი მცნება*,+ რომლებიც იეჰოვამ შეკრების+ დღეს გითხრათ მთაზე ცეცხლის შუაგულიდან;+ და შემდეგ მომცა ისინი იეჰოვამ. 5 მოვტრიალდი და ჩამოვედი მთიდან,+ ფილები კი ჩემ გაკეთებულ კიდობანში ჩავაწყვე, რათა იქ ყოფილიყო, როგორც იეჰოვამ მიბრძანა.+
6 დაიძრნენ ისრაელის ძეები ბეეროთ ბენე-იააკანიდან+ მოსერასკენ. იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა;+ მის მაგივრად კი მისმა ვაჟმა ელეაზარმა დაიწყო მღვდლად მსახურება.+ 7 იქიდან გუდგოდასკენ დაიძრნენ, გუდგოდადან — იოტბათასკენ,+ მიწისკენ, სადაც წყალუხვი ხევებია.
8 გამოაცალკევა იეჰოვამ ლევის ტომი,+ რომ მათ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი ეტარებინათ+ და იეჰოვას წინაშე მდგარიყვნენ, რათა დღემდე მისთვის ემსახურათ+ და მისი სახელით წარმოეთქვათ კურთხევები.+ 9 ამიტომ არა აქვს ლევის არც წილი და არც სამკვიდრო+ თავის ძმებს შორის; იეჰოვაა მისი სამკვიდრო, როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა უთხრა მას.+ 10 მე მთაზე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე,+ როგორც ადრე, და იეჰოვამ მაშინაც მომისმინა;+ არ ისურვა იეჰოვამ თქვენი განადგურება.+ 11 იეჰოვამ მითხრა: „ადექი და ხალხს წაუძეხი, რომ შეხვიდეთ და დაიმკვიდროთ მიწა, რომლის მიცემაც თქვენს მამა-პაპას დავუფიცე“.+
12 ისრაელო, რას ითხოვს შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი?+ იმას, რომ გეშინოდეს+ იეჰოვასი, შენი ღვთისა, იარო მისი გზით,+ გიყვარდეს იგი+ და ემსახურო იეჰოვას, შენს ღმერთს, მთელი გულითა და სულით;+ 13 დაიცვა იეჰოვას მცნებები და წესები,+ რომლებსაც დღეს გიბრძანებ შენდა სასიკეთოდ.+ 14 აი, იეჰოვასია ზეცა,+ ზეცათა ზეცა, დედამიწა+ და ყველაფერი, რაც მასშია. 15 მხოლოდ შენს მამა-პაპას დაუახლოვდა იეჰოვა და შეიყვარა ისინი და მათ შემდეგ მათი შთამომავლობა;+ თქვენ ამოგარჩიათ ყველა ხალხიდან, როგორც დღეს. 16 წინადაიცვითეთ გულები+ და ქედი მოიხარეთ.+ 17 იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ღმერთთა ღმერთი+ და უფალთა უფალია,+ დიდებული ღმერთი, ძლიერი და შიშის მომგვრელი.+ არ იქცევა მიკერძოებით+ და ქრთამს არ იღებს;+ 18 სამართალს უჩენს უმამო ბავშვებსა და ქვრივებს,+ უყვარს ხიზნები+ და პურსა და ტანსაცმელს აძლევს მათ. 19 თქვენც უნდა გიყვარდეთ ხიზნები,+ რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტეში.+
20 გეშინოდეს იეჰოვასი,+ შენი ღვთისა, მას ემსახურე+ და მას მიეკარი;+ მისი სახელით დაიფიცე;+ 21 მხოლოდ ის განადიდე;+ ის არის შენი ღმერთი, ვინც ეს დიდი და შიშის მომგვრელი საქმეები მოიმოქმედა შენ თვალწინ.+ 22 ეგვიპტეში ჩასვლისას შენი მამა-პაპა მხოლოდ სამოცდაათი სული იყო,+ ახლა კი იეჰოვამ ცის ვარსკვლავებივით გაგამრავლათ.+
11 „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი,+ და ყოველთვის შეასრულე შენი ვალდებულება მის წინაშე, მისი წესები, სამართალი+ და მცნებები. 2 კარგად იცით (არ მივმართავ თქვენს ვაჟებს, რომლებმაც არ იციან და არ მიუღიათ იეჰოვას, თქვენი ღვთის დარიგებები+ და არ იციან და არ უნახავთ მისი სიდიადე,+ ძლიერი ხელი+ და გაწვდილი მკლავი,+ 3 არც ის ნიშნები და საქმეები, რაც მან შუა ეგვიპტეში+ მოახდინა ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე და მთელ მის მიწაზე; 4 არც ის, რაც ეგვიპტის ჯარს დამართა, მის ცხენებსა და საომარ ეტლებს; თავზე რომ დაანთქა მათ წითელი ზღვის წყლები, როცა თქვენ მოგდევდნენ,+ რომ გაანადგურა იეჰოვამ ისინი და დღემდე ასე არიან;+ 5 არც ის, რაც უდაბნოში გაგიკეთათ, აქ მოსვლამდე; 6 არც ის, რაც დათანსა და აბირამს+ დამართა, რეუბენის ვაჟის, ელიაბის ვაჟებს, როცა დააღო მიწამ პირი და ჩაყლაპა ისინი, მათი სახლეულობა, კარვები და ისრაელიდან ყოველი ცოცხალი, რომელიც მათ გაჰყვა),+ 7 თქვენი თვალით დაინახეთ თითოეული დიდებული საქმე, რაც იეჰოვამ მოიმოქმედა.+
8 დაიცავით მთელი მცნება,+ რომელსაც მე დღეს გიბრძანებთ, რათა გაძლიერდეთ, შეხვიდეთ და დაეუფლოთ იმ მიწას, რომლის დასაუფლებლადაც გადადიხართ,+ 9 დღეგრძელნი+ იყოთ იმ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ რომლის მიცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპასა და მათ შთამომავლობას+ დაუფიცა.
10 მიწა, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხართ, არა ჰგავს ეგვიპტის მიწას, საიდანაც გამოხვედით, სადაც თესავდით თესლს და ფეხით რწყავდით*, როგორც ბოსტანს; 11 იმ მიწაზე კი, რომლის დასაუფლებლადაც გადადიხართ, მთები და ველებია.+ ის ციდან სვამს წვიმის წყალს. 12 ის არის მიწა, რომელზეც იეჰოვა, შენი ღმერთი ზრუნავს. იეჰოვას, შენს ღმერთს, თვალები+ მუდამ მისკენ აქვს მიპყრობილი, წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე.
13 თუ დაემორჩილებით ჩემს მცნებებს,+ რომლებსაც მე დღეს გიბრძანებთ, გეყვარებათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი და მთელი გულითა და სულით+ ემსახურებით მას, 14 თავის დროზე მოგცემთ წვიმას თქვენი მიწისთვის,+ შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმებს,+ და მოიწევთ მარცვლეულს, ახალ ღვინოსა და ზეთს. 15 მოგცემთ ბალახს მინდორში პირუტყვისთვის.+ შეჭამთ და გაძღებით.+ 16 ფრთხილად იყავით, რათა არ ცდუნდეს თქვენი გული,+ გზიდან არ გადაუხვიოთ, არ სცეთ თაყვანი სხვა ღმერთებს და არ დაემხოთ მათ წინაშე,+ 17 რომ არ აენთოს თქვენზე იეჰოვას რისხვა, არ დაგიხშოთ ცა, არ შეწყდეს წვიმა,+ მიწამ მოგცეთ ნაყოფი და მალევე არ დაიხოცოთ იმ მადლიან მიწაზე, რომელსაც იეჰოვა გაძლევთ.+
18 გულსა და სულში ჩაიბეჭდეთ ეს სიტყვები,+ შეიბით ნიშნად ხელზე და გაიკეთეთ შუბლზე.+ 19 თქვენს ვაჟებსაც ასწავლეთ, ელაპარაკეთ მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.+ 20 დააწერეთ სახლის კარის წირთხლებს და ჭიშკრებს,+ 21 რათა დღეგრძელნი+ იყოთ თქვენც და თქვენი ვაჟებიც იმ მიწაზე, რომლის თქვენთვის მოცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას დაუფიცა,+ როგორც ცაა დღეგრძელი დედამიწის ზემოთ.+
22 თუ გულმოდგინედ დაიცავთ მცნებებს,+ რომელსაც გიბრძანებთ, და შეასრულებთ, გეყვარებათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ ივლით მისი გზით+ და მიეკვრებით მას,+ 23 იეჰოვაც განდევნის ამ ერებს თქვენი გულისთვის,+ და თქვენც გააძევებთ თქვენზე დიდ და მრავალრიცხოვან ერებს.+ 24 ყველგან, სადაც კი ფეხს დაადგამთ, თქვენი იქნება.+ საზღვარი გექნებათ უდაბნოდან ლიბანამდე, მდინარე ევფრატიდან დასავლეთის ზღვამდე.+ 25 წინ ვერავინ დაგიდგებათ.+ თქვენდამი შიშსა და ძრწოლას მოჰგვრის იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მთელი მიწის პირს,+ რომელზეც გადაივლით, როგორც დაგპირდათ.
26 აი, წინ გიდებთ დღეს კურთხევასა და წყევლას:+ 27 კურთხევა გექნებათ, თუ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენი ღვთის მცნებებს,+ რომელთაც დღეს გიბრძანებთ, 28 და დაიწყევლებით,+ თუ არ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენი ღვთის მცნებებს+ და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელზე სიარულსაც დღეს გიბრძანებთ, და გაჰყვებით სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ.
29 როცა შეგიყვანთ იეჰოვა მიწაზე და დაეუფლებით მას,+ წარმოთქვით კურთხევა გერიზიმის მთაზე,+ წყევლა კი — ებალის მთაზე.+ 30 ისინი ხომ იორდანის გაღმაა, მზის ჩასვლის მხარეს, ქანაანელების მიწაზე, რომლებიც არაბაში+ ცხოვრობენ, გილგალის+ წინ, მორეს დიდ ხეებთან.+ 31 გადაკვეთთ იორდანეს, შეხვალთ და დაეუფლებით მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ. დაეუფლეთ მას და იცხოვრეთ იქ.+ 32 გულდასმით შეასრულეთ ის წესები და სამართალი,+ რასაც დღეს წინ გიდებთ“.+
12 „ეს არის წესები+ და სამართალი,+ რასაც მთელი სიცოცხლე გულდასმით უნდა ასრულებდეთ+ იმ მიწაზე, რომლის დაუფლების ნებასაც მოგცემთ იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი.+ 2 მთლიანად მოსპეთ+ ყოველი ადგილი მაღალ მთებზე, გორებზე და ყველა ფოთოლხშირი ხის+ ქვეშ, სადაც თავიანთ ღმერთებს ემსახურებიან ის ხალხები, რომელთაც თქვენ განდევნით. 3 დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები,+ დაამტვრიეთ მათი წმინდა სვეტები+ და ცეცხლში დაწვით მათი წმინდა ბოძები,+ აჩეხეთ მათი ღმერთების ქანდაკებები+ და მოსპეთ იმ ადგილიდან მათი სახელები.+
4 ასე არ მოექცეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ 5 არამედ ეძებეთ და მიდით იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი ამოირჩევს თქვენი ტომებიდან თავისი სახელის დასავანებლად და დასამკვიდრებლად.+ 6 იქ მიიტანეთ დასაწვავი შესაწირავი,+ მსხვერპლი, მეათედი,+ თქვენი ხელის შესაწირავი,+ აღთქმული შესაწირავი,+ ნებაყოფლობითი შესაწირავი+ და მიიყვანეთ თქვენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებული.+ 7 იქ ჭამეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე+ და გაიხარეთ ყოველ თქვენს საქმეში,+ თქვენ და თქვენმა სახლეულობებმა, რადგან გაკურთხათ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა.
8 ნუ მოიქცევით ისე, როგორც დღეს აქ ვიქცევით, ვისაც როგორ მოსწონს,+ 9 რადგან ჯერ არ მისულხართ მოსასვენებელ ადგილზე+ და სამკვიდროში, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ. 10 გადაკვეთეთ იორდანე+ და იცხოვრეთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ საკუთრებად;+ ის დაგასვენებთ ირგვლივ მცხოვრები მტრებისგან და უსაფრთხოდ იცხოვრებთ.+ 11 იმ ადგილზე,+ რომელსაც იეჰოვა თავისი სახელის დასამკვიდრებლად ამოირჩევს, მიიტანეთ ყველაფერი, რასაც მე გიბრძანებთ: დასაწვავი შესაწირავი,+ მსხვერპლი, მეათედი,+ თქვენი ხელის შესაწირავი+ და ყველაფერი საუკეთესო აღთქმული+ შესაწირავიდან, რასაც იეჰოვას აღუთქვამთ. 12 იხარეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე,+ თქვენ, თქვენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა და თქვენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრებმა ლევიანებმა, რადგან მათ არც წილი აქვთ თქვენთან და არც სამკვიდრო.+ 13 ფრთხილად იყავით, რომ არ შესწიროთ დასაწვავი შესაწირავი ნებისმიერ ადგილზე, რომელსაც დაინახავთ.+ 14 დასაწვავი შესაწირავი იმ ადგილზე შესწირეთ, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს ერთ-ერთი თქვენი ტომიდან. იქ შეასრულეთ ყველაფერი, რასაც გიბრძანებთ.+
15 როცა თქვენი სული ხორცს მოისურვებს, დაკალით+ ცხოველი და იეჰოვას, თქვენი ღვთის კურთხევით თქვენი კარიბჭეების შიგნით ჭამეთ ხორცი, რომელიც მან მოგცათ. უწმინდურსაც+ შეუძლია მისი ჭამა და წმინდასაც, როგორც ქურციკი და ირემი იჭმება,+ 16 ოღონდ სისხლი არ ჭამოთ,+ წყალივით დაღვარეთ მიწაზე.+ 17 უფლება არა გაქვთ, თქვენი კარიბჭეების შიგნით ჭამოთ თქვენი მარცვლეულის მეათედი,+ დალიოთ ახალი ღვინო, იხმაროთ ზეთი, ჭამოთ თქვენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებული,+ აღთქმული შესაწირავი, რომელსაც აღუთქვამთ, ნებაყოფლობითი შესაწირავი+ ან თქვენი ხელის შესაწირავი.+ 18 იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე ჭამეთ ის იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი ამოირჩევს,+ შენ, შენმა ვაჟმა, ასულმა, მონამ, მხევალმა და თქვენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრებმა ლევიანმა. გაიხარეთ+ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე ყოველ თქვენს საქმეში. 19 ფრთხილად იყავით, რომ არ მიატოვოთ ლევიანები,+ რამდენ ხანსაც არ უნდა იცხოვროთ თქვენს მიწაზე.
20 როცა იეჰოვა, შენი ღმერთი გააფართოებს შენს მიწას,+ როგორც დაგპირდა,+ და იტყვი, ხორცს შევჭამო, რადგან შენმა სულმა მოისურვა ხორცის ჭამა, მაშინ შეგიძლია ჭამო ხორცი შენი სულის სურვილისამებრ.+ 21 თუ შორს არის ის ადგილი, რომელიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, თავისი სახელის დასავანებლად ამოირჩია,+ დაკალი იეჰოვას მოცემული ცხვარ-ძროხიდან, როგორც გიბრძანე, და ჭამე შენი კარიბჭეების შიგნით, როცა შენი სული მოისურვებს;+ 22 ოღონდ ისე ჭამე, როგორც ქურციკი და ირემი იჭმება.+ ხორცის ჭამა წმინდასაც შეუძლია და უწმინდურსაც.+ 23 მტკიცედ გქონდეს გადაწყვეტილი, რომ სისხლი არ ჭამო,+ რადგან სისხლი სულია+ და სული ხორცთან ერთად არ უნდა ჭამო. 24 არ ჭამო. წყალივით დაღვარე მიწაზე.+ 25 არ ჭამო, რომ ხელი მოგემართოთ შენც+ და შენს ვაჟებსაც, და სწორად მოიქცევი იეჰოვას თვალში.+ 26 წაიღე შენი სიწმინდეები+ და შენი აღთქმული შესაწირავი+ და მიდი იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს.+ 27 იეჰოვას, შენი ღვთის სამსხვერპლოზე შესწირე დასაწვავი შესაწირავი,+ ხორცი და სისხლი;+ შენი შესაწირავის სისხლი იეჰოვას, შენი ღვთის სამსხვერპლოსთან დაღვარე,+ ხორცი კი ჭამე.
28 ფრთხილად იყავი, რომ არ დაარღვიო არც ერთი სიტყვა, რომელსაც მე გიბრძანებ,+ რათა სამარადისოდ მოგემართოთ ხელი შენც+ და შენს ვაჟებსაც, და იეჰოვას, შენი ღვთის თვალში კარგად და სწორად მოიქცევი.+
29 როცა მოჰკვეთს შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი იმ ხალხებს, რომელთა განსადევნადაც მიდიხარ,+ განდევნი მათ და იცხოვრებ მათ მიწაზე,+ 30 ფრთხილად იყავი, ხაფანგში არ გაება+ მათი მოსპობის შემდეგ; არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს და არ თქვა, როგორც ეს ხალხები ემსახურებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მეც ისე ვემსახურებიო. 31 ისე არ მოექცეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ როგორც ისინი იქცევიან, რადგან იეჰოვასთვის საძულველ ყველა სისაძაგლეს უკეთებენ თავიანთ ღმერთებს; საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი წვავენ ცეცხლში თავიანთი ღმერთებისთვის.+ 32 გულდასმით შეასრულეთ ჩემი სიტყვები, რომელთაც გიბრძანებთ;+ არაფერი დაუმატოთ და არაფერი მოაკლოთ“.+
13 «თუ თქვენ შორის გამოჩნდება წინასწარმეტყველი+ ან სიზმრის მხილველი+ და გაგიცხადებთ ნიშანს ან საკვირველებას,+ 2 და ახდება ის ნიშანი და საკვირველება, რაც გითხრათ,+ და გეტყვით, გავყვეთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ, და ვემსახუროთო, 3 არ მოუსმინო ასეთი წინასწარმეტყველის სიტყვებს და ასეთი სიზმრის მხილველს,+ ვინაიდან გცდით+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რათა გაიგოს, გიყვართ თუ არა იეჰოვა, თქვენი ღმერთი მთელი გულითა და სულით.+ 4 იეჰოვას, თქვენს ღმერთს გაჰყევით, მისი გეშინოდეთ და მისი მცნებები დაიცავით, მის ხმას მოუსმინეთ, მას ემსახურეთ და მას მიეკარით.+ 5 ის წინასწარმეტყველი+ ან სიზმრის მხილველი უნდა მოკვდეს,+ რადგან იეჰოვასადმი, თქვენი ღვთისადმი ურჩობისკენ მოგიწოდებდათ, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის მიწიდან და გამოგისყიდათ მონობის სახლიდან; ის ადამიანი ცდილობდა, გადაეყვანეთ იმ გზიდან, რომელზე სიარულიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გიბრძანათ;+ ამოძირკვეთ ბოროტება თქვენ შორის.+
6 თუ შენი ძმა, დედაშენის ვაჟი, ან შენი ვაჟი, ასული ან შენი საყვარელი ცოლი, შენი მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივით გიყვარს,+ ფარულად ეცდება შენ შეცდენას და გეტყვის, ვემსახუროთო სხვა ღმერთებს,+ რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა, 7 იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც ირგვლივ ცხოვრობენ, თქვენთან ახლოს თუ თქვენგან შორს, მიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე, 8 არ აჰყვე არც ერთ მათგანს და არ მოუსმინო,+ არ შეიცოდოს იგი შენმა თვალმა და არ შეიბრალო,+ არც ხელი დააფარო, 9 არამედ მოკალი.+ პირველმა შენ აღმართე ხელი მის მოსაკლავად და მერე დანარჩენმა ხალხმა.+ 10 ჩაქოლე, მოკვდეს,+ რადგან შეეცადა შენ ჩამოშორებას იეჰოვასგან, შენი ღვთისგან, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან.+ 11 გაიგებს მთელი ისრაელი, შეეშინდებათ და აღარ ჩაიდენენ ასეთ უკეთურებას.+
12 თუ გაიგებთ, რომ რომელიმე ქალაქში, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი მოგცემთ საცხოვრებლად, ვინმე იტყვის: 13 „გამოჩნდნენ უვარგისი კაცები თქვენ შორის,+ რომ გზიდან გადაიყვანონ თავიანთი ქალაქის მცხოვრებლები,+ და ამბობენ, წავიდეთ, ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომლებსაც თქვენ არ იცნობთ“, 14 უნდა გამოიძიოთ, გამოიკვლიოთ და საგულდაგულოდ გამოიკითხოთ;+ თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა და მოხდა ეს სისაძაგლე თქვენ შორის, 15 მახვილით დახოცეთ იმ ქალაქის მცხოვრებლები;+ პირუტყვი და ყველაფერი, რაც იქ არის, მახვილით გაანადგურეთ.+ 16 მთელი ნადავლი მოედნის შუაში შეაგროვეთ და ცეცხლში დაწვით ქალაქი+ და მთელი ნადავლი, როგორც მთლიანი შესაწირავი იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის, და სამარადისო ნანგრევებად+ იქცეს ის; აღარასოდეს აშენდეს. 17 გასანადგურებელს არაფერს დააკარო ხელი,+ რათა დაცხრეს იეჰოვას მგზნებარე რისხვა+ და წყალობა გიყოს,+ შეგიწყალოს და გაგამრავლოს, როგორც შენს მამა-პაპას დაუფიცა.+ 18 მოუსმინე იეჰოვას, შენი ღვთის ხმას და დაიცავი მისი მცნებები,+ რომლებსაც მე დღეს გიბრძანებ, რათა გააკეთო ის, რაც სწორია იეჰოვას, შენი ღვთის თვალში».+
14 „თქვენ იეჰოვას, თქვენი ღვთის შვილები ხართ.+ არ დაისეროთ+ სხეული და არ მოიპარსოთ წარბები*+ მკვდრის გამო. 2 წმინდა ხალხი ხართ+ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის. თქვენ ამოგირჩიათ იეჰოვამ, რომ მისი ხალხი ყოფილიყავით, გამორჩეული საკუთრება+ დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ხალხებს შორის.
3 არ ჭამოთ არანაირი სისაძაგლე.+ 4 აი რომელი ცხოველი გეჭმებათ:+ ხარი, ცხვარი, თხა, 5 ირემი, ქურციკი, შველი,+ გარეული თხა, ანტილოპა, გარეული ცხვარი და არჩვი; 6 ყველა ცხოველი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი და იცოხნის,+ გეჭმებათ. 7 ოღონდ მცოხნელთა და ჩლიქგაყოფილთაგან არ ჭამოთ: აქლემი,+ კურდღელი+ და დამანი,+ რადგან ისინი იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაყოფილი. ისინი უწმინდურია თქვენთვის. 8 არც ღორი+ ჭამოთ, რადგან ჩლიქი გაყოფილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის. ის უწმინდურია თქვენთვის. არც ერთი მათგანის ხორცი არ ჭამოთ და მათ ლეშს არ გაეკაროთ.+
9 წყლის ბინადართაგან გეჭმებათ ყველაფერი, რასაც ფარფლი და ქერცლი აქვს.+ 10 რასაც ფარფლი და ქერცლი არა აქვს, არ ჭამოთ.+ უწმინდურია თქვენთვის.
11 ნებისმიერი წმინდა ფრინველი გეჭმებათ. 12 არ გეჭმებათ: არწივი, ფსოვი, შავი სვავი,+ 13 ბორა, შავი ძერა+ და ძერა მისი გვარისდა მიხედვით; 14 არც ერთი ყორანი+ მისი გვარისდა მიხედვით; 15 სირაქლემა,+ ბუ, თოლია და შევარდენი მისი გვარისდა მიხედვით; 16 ჭოტი, ბუკიოტი,+ გედი, 17 ვარხვი,+ სვავი, ჩვამა, 18 ყარყატი და ყანჩა მისი გვარისდა მიხედვით; ოფოფი და ღამურა.+ 19 ყოველი ფრთიანი მოფუთფუთე არსება უწმინდურია თქვენთვის.+ მათი ჭამა არ შეიძლება. 20 ნებისმიერი წმინდა ფრინველი გეჭმებათ.
21 არ ჭამოთ არანაირი მკვდარი ცხოველი.+ შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრებ ხიზანს მიეცი, მან ჭამოს; შეგიძლია უცხოელს მიჰყიდო, რადგან თქვენ წმინდა ხალხი ხართ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის.
არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში.+
22 გაიღე მეათედი მთელი შენი დათესილი თესლის მოსავლიდან, რომელიც ყოველწლიურად მოდის ყანაში.+ 23 ჭამე შენი მარცვლეულის, ახალი ღვინისა და ზეთის მეათედი+ და შენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებულები+ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად, რათა ისწავლო, რომ ყოველთვის გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა.+
24 თუ შორი გზა გექნება გასავლელი+ და ვერ ატარებ მას, რადგან ადგილი, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს თავისი სახელის დასავანებლად,+ მეტისმეტად შორს იქნება შენთვის (რადგან გაკურთხებს იეჰოვა, შენი ღმერთი),+ 25 ფულზე გადაცვალე, ხელთ გქონდეს ფული და წადი იმ ადგილას, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს; 26 იყიდე იმ ფულით ის, რასაც შენი სული მოისურვებს:+ ცხვარ-ძროხა, თხა, ღვინო, სხვა მათრობელი სასმელი+ და ნებისმიერი რამ, რასაც შენი სული მოგთხოვს; ჭამეთ იქ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე და იხარეთ+ შენ და შენმა სახლეულობამ. 27 არ მიატოვო+ შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრები ლევიანი, რადგან არც წილი აქვს შენთან და არც სამკვიდრო.+
28 სამი წლის ბოლოს აიღე იმ წლის მოსავლის მეათედი+ და შენი კარიბჭეების შიგნით შეინახე. 29 მოვიდნენ შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრები ლევიანები,+ რომელთაც არც წილი აქვთ შენთან და არც სამკვიდრო, ხიზნები,+ უმამო ბავშვები და ქვრივები,+ ჭამონ და გაძღნენ, რათა აკურთხოს იეჰოვამ,+ შენმა ღმერთმა შენი ხელის ნამოქმედარი“.+
15 „ყოველი მეშვიდე წლის ბოლოს გამოაცხადე გათავისუფლება. 2 გათავისუფლება ასე უნდა მოხდეს:+ ყოველმა მევალემ აპატიოს თავის მოძმეს, რომელმაც ვალი აიღო; არ დააძალოს გადახდა+ თავის მოძმეს ან ძმას, რადგან გათავისუფლება იეჰოვას პატივსაცემად ცხადდება.+ 3 უცხოელს+ შეგიძლია დააძალო გადახდა, მაგრამ შენს ძმას აპატიე, თუ რამე მართებს. 4 არ უნდა იყოს ღარიბი თქვენ შორის, რადგან იეჰოვა გაკურთხებთ+ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ, რომ დაეუფლოთ მას,+ 5 თუ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას და გულდასმით დაიცავთ მცნებებს, რომელსაც დღეს გიბრძანებთ.+ 6 გაკურთხებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, როგორც დაგპირდათ კიდეც. თქვენ გირაოთი ასესხებთ,+ თვითონ კი არ ისესხებთ; იბატონებთ მრავალ ერზე, თქვენზე კი ვერ იბატონებენ ისინი.+
7 თუ ერთ-ერთ შენს ქალაქში, იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, გაღარიბდება შენი ძმა, გულს ნუ გაიქვავებ და ნუ იქნები ხელმოჭერილი შენი ღარიბი ძმის მიმართ.+ 8 ხელგაშლილი იყავი მის მიმართ;+ იმდენი ასესხე გირაოთი, რამდენსაც საჭიროებს, რადგან სჭირდება. 9 ფრთხილად იყავი, რომ სამარცხვინო სიტყვა არა თქვა გულში,+ მოახლოვდა მეშვიდე წელი, გათავისუფლების წელიო,+ რომ ძუნწი თვალით არ დაუწყო ყურება შენს გაჭირვებულ ძმას+ და არაფერი მისცე; შეღაღადებს ის შენ წინააღმდეგ იეჰოვას+ და ეს ცოდვად ჩაგეთვლება.+ 10 მიეცი მას,+ ნუ გექნება ძუნწი გული, მიეცი, რადგან გაკურთხებს იეჰოვა, შენი ღმერთი ყველა შენს საქმესა და შრომაში.+ 11 ყოველთვის იქნება ღარიბი შენს მიწაზე,+ ამიტომაც გიბრძანებ, ხელგაშლილი იყო შენს მიწაზე შენი დაჩაგრული და ღარიბი ძმის მიმართ.+
12 თუ შენი მოძმე მოგეყიდა, ებრაელი კაცი ან ქალი,+ და ექვსი წელი გემსახურა, მეშვიდე წელს გაათავისუფლე.+ 13 გათავისუფლებული, ხელცარიელი არ გაუშვა.+ 14 მიეცი შენი ფარიდან, კალოდან, ზეთის საწურიდან და საწნახლიდან. მიეცი მას, რადგან გაკურთხა იეჰოვამ, შენმა ღმერთმა.+ 15 გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის მიწაზე და იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გამოგისყიდა.+ ამიტომ გიბრძანებ დღეს ამას.
16 თუ გეტყვის, არ წავალ შენგანო, რადგან უყვარხარ შენც და შენი სახლეულობაც, ვინაიდან კარგად იყო შენთან,+ 17 აიღე სადგისი, კარზე ყური გაუხვრიტე და სამარადისოდ შენი მონა გახდება;+ შენს მხევალსაც ასე მოექეცი. 18 არ დაუმძიმდეს შენს თვალს მისი გათავისუფლება,+ რადგან ექვსი წელი მოჯამაგირის ორმაგ სამუშაოს+ გისრულებდა და იეჰოვა, შენი ღმერთიც გაკურთხებდა ყველაფერში, რასაც აკეთებდი.+
19 შენი ცხვარ-ძროხის ყოველი პირველმოგებული მამრი იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის უნდა განწმინდო.+ არ ამუშაო პირველმოგებული ხარი, არც ფარის პირველმოგებული გაპარსო.+ 20 იეჰოვას წინაშე ყოველწლიურად ჭამეთ ის შენ და შენმა სახლეულობამ იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს.+ 21 თუ რომელიმეს ნაკლი აღმოაჩნდება, კოჭლი იქნება ან ბრმა, ან სხვა ნაკლი ექნება, არ შესწირო იეჰოვას, შენს ღმერთს.+ 22 თქვენი კარიბჭეების შიგნით ჭამეთ ის წმინდამაც და უწმინდურმაც,+ როგორც ქურციკი და ირემი იჭმება.+ 23 ოღონდ მისი სისხლი არ ჭამოთ.+ წყალივით დაღვარეთ მიწაზე“.+
16 „დაიცავი აბიბის თვე+ და იდღესასწაულე პასექი იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის,+ რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა ღამით იეჰოვამ, შენმა ღმერთმა ეგვიპტიდან.+ 2 შესწირე ცხვარ-ძროხიდან+ პასექი იეჰოვას, შენს ღმერთს+ იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად.+ 3 მასთან ერთად შვიდ დღეს საფუვრიანი არაფერი ჭამო.+ უფუარი პური ჭამე მასთან ერთად, გაჭირვების პური, რადგან სწრაფად გამოხვედი ეგვიპტის მიწიდან,+ რათა მთელი სიცოცხლე გახსოვდეს ეგვიპტის მიწიდან შენი გამოსვლის დღე.+ 4 შვიდ დღეს არავითარი საფუარი არ იყოს შენს მიწაზე+ და არც პირველ საღამოს შეწირული ხორცი დარჩეს მთელი ღამე, დილამდე.+ 5 უფლება არა გაქვს, შესწირო პასექი იმ ქალაქებში, რომლებსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, 6 არამედ იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად;+ იქ შესწირე პასექი საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ,+ იმ დროს, როცა ეგვიპტიდან გამოხვედი. 7 იმ ადგილზე მოამზადე და ჭამე,+ რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს,+ დილას კი გაბრუნდი და წადი შენს კარავში. 8 ექვსი დღე ჭამე უფუარი პური და მეშვიდე დღეს საზეიმო შეკრება იქნება იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის.+ არავითარი სამუშაო არ შეასრულო.
9 შვიდი კვირა გადაითვალე; იმ დღიდან გადაითვალე შვიდი კვირა, როცა ნამგალი პირველად შეეხება თავთავს.+ 10 შემდეგ იზეიმე კვირების დღესასწაული იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის;+ ნებაყოფლობით გაიღე შესაწირავი შენი ხელით, როგორც გაკურთხებს იეჰოვა, შენი ღმერთი.+ 11 იმხიარულეთ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე+ შენ, შენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა, შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრებმა ლევიანებმა, ხიზნებმა+ და ქვრივ-ობლებმა,+ რომლებიც შენთან არიან, იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად.+ 12 გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში.+ დაიცავი და შეასრულე ეს წესები.+
13 შვიდ დღეს იზეიმე კარვობის დღესასწაული,+ როცა მოსავალს აიღებ შენი კალოდან, ზეთის საწურიდან და საწნახლიდან. 14 იმხიარულეთ დღესასწაულის დროს+ შენ, შენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა, ლევიანებმა, ხიზნებმა, ქვრივებმა და უმამო ბავშვებმა, რომლებიც შენი კარიბჭეების შიგნით ცხოვრობენ. 15 შვიდ დღეს იზეიმე დღესასწაული+ იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის, იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს, რადგან იეჰოვა, შენი ღმერთი გიკურთხებს+ მოსავალს და შენი ხელის ყოველ საქმეს, და სულ გახარებული იქნები.+
16 ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს+ — უფუარობის დღესასწაულზე,+ კვირების დღესასწაულსა+ და კარვობის დღესასწაულზე.+ ხელცარიელი არც ერთი მათგანი არ წარდგეს იეჰოვას წინაშე.+ 17 თითოეულმა თქვენგანმა იმის მიხედვით გაიღეთ ძღვენი თქვენი ხელით, როგორც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გაკურთხათ.+
18 დაიყენე შენი კარიბჭეების შიგნით მსაჯულები+ და მთავრები,+ რომლებსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს შენი ტომების მიხედვით. მათ უნდა განსაჯონ ხალხი მართალი სამართლით. 19 არ გაამრუდო სამართალი,+ არ გამოიჩინო მიკერძოება+ და არ აიღო ქრთამი, რადგან ქრთამი ბრძენს თვალს უბრმავებს+ და მართლის სიტყვას ამახინჯებს. 20 სამართალს, სამართალს მიჰყევი,+ რათა იცოცხლო და დაეუფლო იმ მიწას, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს.+
21 არ დარგო არანაირი ხე, როგორც წმინდა ბოძი იეჰოვას, შენი ღვთის სამსხვერპლოსთან, რომელსაც გაიკეთებ.+
22 არც წმინდა სვეტი აღმართო,+ რადგან სძულს ის იეჰოვას, შენს ღმერთს“.+
17 „არ შესწირო იეჰოვას, შენს ღმერთს ხარი ან ცხვარი, რომელსაც ნაკლი აქვს ან რაიმე სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის.+
2 თუ ერთ-ერთ იმ ქალაქში, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, ვინმე, ქალი ან კაცი, ბოროტებას ჩაიდენს იეჰოვას, შენი ღვთის თვალში და დაარღვევს მის შეთანხმებას,+ 3 წავა და თაყვანს სცემს სხვა ღმერთებს, დაემხობა მათ წინაშე ან მზის, მთვარის ან ციური მხედრობის წინაშე,+ რაც არ მიბრძანებია,+ 4 შენ კი გაიგებ, მოისმენ, საგულდაგულოდ გამოიკვლევ და ეს სიმართლე აღმოჩნდება,+ სისაძაგლე მომხდარა ისრაელში! 5 კაცი იქნება თუ ქალი, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა, გაიყვანე კარიბჭეებთან და ჩაქოლე, გინდ კაცი იყოს, გინდ ქალი; ის უნდა მოკვდეს.+ 6 ორი ან სამი მოწმის ჩვენებით*+ მოკვდეს. ერთი მოწმის ჩვენებით არ უნდა მოკვდეს.+ 7 ჯერ მოწმეებმა აღმართონ ხელი მის მოსაკლავად და მერე დანარჩენმა ხალხმა;+ ამოძირკვე ბოროტება შენგან.+
8 თუ შენი კარიბჭის შიგნით რაიმე საქმე განსასჯელად მეტისმეტად რთული იქნება შენთვის,+ ისეთი საქმე, რომელიც სისხლის ღვრას უკავშირდება,+ და საჩივარიც წარდგენილია,+ ან ძალადობას ეხება, სადავო საქმეა,+ ადექი და წადი იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს;+ 9 მიდი მღვდლებთან,+ ლევიანებთან და მსაჯულთან,+ ვინც იმ დროს იქნება, ჰკითხე და ისინი გამოგიცხადებენ სამართალს.+ 10 რასაც ისინი გეტყვიან იეჰოვას მიერ ამორჩეულ ადგილზე, შენც ისე მოიქეცი. რასაც ისინი მოგითითებენ, ყველაფერი გულდასმით გააკეთე. 11 იმ კანონის თანახმად მოიქეცი, რომელზეც მოგითითებენ, და იმ სამართლის თანახმად, რომელსაც გამოგიცხადებენ.+ არ გადაუხვიო მათ ნათქვამ სიტყვას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.+ 12 ვინც გაკადნიერდება და არ მოუსმენს მღვდელს, რომელიც იმისთვის არის დაყენებული, რომ იეჰოვას, შენს ღმერთს ემსახუროს, ან მსაჯულს,+ უნდა მოკვდეს.+ ამოძირკვე ბოროტება ისრაელიდან.+ 13 გაიგებს ხალხი, შეეშინდებათ+ და კადნიერად აღარ მოიქცევიან.
14 როცა შეხვალ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, დაეუფლები მას და იცხოვრებ+ და იტყვი, დავისვამ მეფეს მეზობელი ერების მსგავსადო,+ 15 მხოლოდ ის მეფე დაისვი, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოარჩევს.+ შენი ძმებიდან დაისვი მეფე; უფლება არა გაქვს, უცხოელი დაისვა, ვინც არ არის შენი ძმა. 16 ოღონდ არ მოამრავლოს ცხენები+ და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტეში ცხენების მოსამრავლებლად,+ რადგან იეჰოვამ გითხრათ, აღარასოდეს დაბრუნდეთო ამ გზით. 17 არც ბევრი ცოლი იყოლიოს, რათა არ ცდუნდეს მისი გული;+ არც დიდძალი ოქრო-ვერცხლი დაიგროვოს.+ 18 როცა სამეფო ტახტზე დაჯდება, გადაიწეროს ეს კანონი მღვდლებისგან, ლევიანებისგან.+
19 თან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე,+ რათა ისწავლოს იეჰოვას, თავისი ღვთის შიში და დაიცვას და შეასრულოს ამ კანონის ყველა სიტყვა და ეს წესები,+ 20 რომ არ გაუდიდგულდეს თავის ძმებს+ და არ გადაუხვიოს მცნებიდან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,+ რათა დღეგრძელი იყოს ისრაელში, თავის სამეფოში,+ ისიც და მისი ვაჟებიც“.
18 «მღვდლებს, ლევიანებს, ლევის მთელ ტომს, არც წილი და არც სამკვიდრო არ უნდა ჰქონდეთ ისრაელში.+ იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, მისი წილი უნდა ჭამონ.+ 2 არ უნდა ჰქონდეს მას სამკვიდრო თავის ძმებს შორის. იეჰოვაა მისი სამკვიდრო,+ როგორც უთხრა კიდეც მას.
3 აი რა ეკუთვნით მღვდლებს ხალხისგან, იმათგან, ვინც სწირავს მსხვერპლს, ხარს ან ცხვარს — შემწირველმა მღვდელს უნდა მისცეს ბეჭი, ყბა და კუჭი; 4 მიეცი მას მარცვლეულის, ახალი ღვინისა და ზეთის პირველი ნაყოფი და შენი ფარის პირველი მატყლი.+ 5 ის ამოირჩია იეჰოვამ, შენმა ღმერთმა ყველა შენი ტომიდან, რათა ყოველთვის იდგნენ და იმსახურონ იეჰოვას სახელით, მან და მისმა ვაჟებმა.+
6 თუ გავა ლევიანი ისრაელის რომელიმე ქალაქიდან, სადაც ცხოვრობდა,+ და თავისი სულის სურვილით მივა იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს,+ 7 იმსახუროს იეჰოვას, შენი ღვთის სახელით თავისი ძმების, ლევიანების მსგავსად, რომლებიც იეჰოვას წინაშე დგანან.+ 8 თანაბარი წილი ჭამოს+ იმის გარდა, რასაც მამაპაპეული ქონების გაყიდვით მიიღებს.
9 როცა შეხვალ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, არ ისწავლო იმ ხალხებისგან სისაძაგლის კეთება.+ 10 არ იყოს შენში თავისი ვაჟის ან ასულის ცეცხლში გამტარებელი,+ არც მკითხავი,+ არც ჯადოქარი,+ მისანი,+ არც გრძნეული,+ 11 არც ჯადოს გამკეთებელი,+ არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს+ ან მარჩიელს,+ და არც მკვდართა გამომკითხველი.+ 12 ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას და ამ სისაძაგლეთა გამო დევნის მათ შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი.+ 13 უბიწო იყავი იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე.+
14 ის ხალხები, რომლებსაც შენ განდევნი, ჯადოქრებსა+ და მკითხავებს უსმენენ;+ შენთვის კი ამის უფლება არ მოუცია იეჰოვას, შენს ღმერთს.+ 15 იეჰოვა, შენი ღმერთი შენგან, შენი ძმებიდან, მოგივლენს ჩემნაირ წინასწარმეტყველს — მას უსმინეთ+ — 16 იმაზე პასუხად, რაც იეჰოვას, შენს ღმერთს სთხოვე ხორებთან შეკრების დღეს,+ ნუღარ მომასმენინებ იეჰოვას, ჩემი ღვთის ხმას, და ნუღარ დამანახვებ ამ დიდებულ ცეცხლს, რომ არ მოვკვდეო.+ 17 იეჰოვამ მითხრა: „კარგი გააკეთეს, ეს რომ თქვეს.+ 18 მოვუვლენ მათ შენნაირ წინასწარმეტყველს თავიანთი ძმებიდან,+ ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს+ და იმას ილაპარაკებს, რასაც ვუბრძანებ.+ 19 ვინც არ მოუსმენს ჩემს სიტყვებს, რომლებსაც ის ჩემი სახელით ილაპარაკებს, მე თვითონ მოვკითხავ პასუხს.+
20 მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაბედავს იმის თქმას, რაც მე არ მექნება ნაბრძანები+ ან სხვა ღმერთების სახელით ილაპარაკებს,+ ის წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს.+ 21 თუ იკითხავ შენს გულში, საიდან გავიგო, რომ ეს სიტყვა იეჰოვას არ უთქვამსო?+ 22 თუ წინასწარმეტყველი იეჰოვას სახელით ილაპარაკებს და ნათქვამი სიტყვა არ ასრულდება, არ ახდება, იეჰოვას არ უთქვამს ის სიტყვა. კადნიერებით ულაპარაკია იმ წინასწარმეტყველს.+ არ შეგეშინდეს მისი“».+
19 «როცა მოჰკვეთს იეჰოვა, შენი ღმერთი იმ ხალხებს,+ რომელთა მიწასაც შენ გაძლევს იეჰოვა, შენი ღმერთი, განდევნი მათ და იცხოვრებ მათ ქალაქებსა და სახლებში,+ 2 გამოყავი სამი ქალაქი შენს მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს დასაუფლებლად.+ 3 შეაკეთე გზები და სამ ნაწილად დაყავი მიწა, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს დასაუფლებლად, და იქ გაიქცეს ყველა მკვლელი.+
4 მკვლელი იქ საცხოვრებლად მაშინ უნდა გაიქცეს, როცა: ვინმე თავის მოძმეს შემთხვევით მოკლავს, თუმცა არ სძულებია იგი;+ 5 ან თუ ვინმე თავის მოძმესთან ერთად ტყეში წავა შეშის მოსატანად, აღმართავს ცულს ხის მოსაჭრელად, გასძვრება ცული ტარს,+ მოხვდება მის მოძმეს და მოკლავს. ის ერთ-ერთ იმ ქალაქში უნდა გაიქცეს და იქ იცხოვროს,+ 6 რომ არ დაედევნოს სისხლის ამღები+ მკვლელს ცხელ გულზე და არ დაეწიოს, რადგან გზა დიდია. შეიძლება სასიკვდილოდ დაჰკრას მას*, თუმცა მას სასიკვდილო განაჩენი არ დაუმსახურებია,+ რადგან არ სძულებია იგი. 7 ამიტომ გიბრძანებ: „სამი ქალაქი გამოყავი“.+
8 თუ გააფართოებს იეჰოვა, შენი ღმერთი, შენს მიწას, როგორც შენს მამა-პაპას დაუფიცა,+ და მოგცემს მთელ მიწას, რომლის მიცემაც შენს მამა-პაპას აღუთქვა,+ 9 რადგან დაიცავ იმ მცნებებს, რომელთა შესრულებასაც დღეს გიბრძანებ, რომ გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, და ყოველთვის მისი გზით იარო,+ იმ სამს კიდევ სამი ქალაქი დაუმატე,+ 10 რათა უდანაშაულო სისხლი+ არ დაიღვაროს შენს მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს მემკვიდრეობად, და არ გახდე დამნაშავე სისხლის ღვრაში.+
11 მაგრამ თუ კაცს სძულს თავისი მოძმე,+ ჩაუსაფრდება, წინ გადაუდგება, დაჰკრავს მას, მოკლავს+ და გაიქცევა ერთ-ერთ იმ ქალაქში, 12 გამოაყვანინონ იქიდან იმ ქალაქის უხუცესებმა და ხელში გადასცენ სისხლის ამღებს; ის უნდა მოკვდეს.+ 13 არ შეებრალოს შენს თვალს იგი;+ ამოძირკვე ისრაელიდან უდანაშაულო სისხლის ღვრით გამოწვეული დანაშაული,+ რათა ხელი მოგემართოს.
14 არ გადაუწიო შენს მოძმეს შენი წინაპრების მიერ დადგენილი მიჯნა,+ რასაც მემკვიდრეობად მიიღებ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს დასაუფლებლად.
15 როცა კაცი დანაშაულს ან ცოდვას ჩაიდენს,+ მის წინააღმდეგ ერთი მოწმე არ უნდა გამოვიდეს; ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს საქმე.+ 16 თუ ცუდის განმზრახველი მოწმედ გამოვა ვინმეს წინააღმდეგ ურჩობაში ბრალის დასადებად,+ 17 წარდგეს ის ორი მოდავე კაცი იეჰოვას წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმ დროს იქნებიან.+ 18 მსაჯულებმა გულდასმით გამოიკვლიონ საქმე+ და თუ ის ცრუმოწმე აღმოჩნდება, ცრუდ სდებს ბრალს თავის ძმას, 19 თქვენც ის გაუკეთეთ, რაც მან განიზრახა თავისი ძმისთვის;+ ამოძირკვე შენგან ბოროტება.+ 20 ვინც დარჩება, გაიგებს, შეეშინდება და მსგავს ბოროტებას აღარ ჩაიდენს თქვენ შორის.+ 21 ნუ შეიბრალებს მას შენი თვალი+ — სულის სანაცვლოდ სული, თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი, ხელის სანაცვლოდ ხელი, ფეხის სანაცვლოდ ფეხი».+
20 «თუ გახვალ მტერთან საბრძოლველად და დაინახავ ცხენებს, საომარ ეტლებსა+ და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთან არის იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანა.+ 2 ბრძოლის დაწყების წინ მივიდეს მღვდელი ხალხთან და მიმართოს მათ,+ 3 უთხრას: „მოისმინე, ისრაელო! დღეს შეებრძოლებით თქვენს მტერს. ნუ შეგიკრთებათ გული,+ ნუ შეგეშინდებათ, თავზარი ნუ დაგეცემათ და კანკალი ნუ აგიტანთ,+ 4 რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი თქვენთან ერთად მოდის თქვენს მტერთან საბრძოლველად, რათა გადაგარჩინოთ“.+
5 მთავრებმაც+ უთხრან ხალხს: „ვინ აიშენა სახლი და არ უზეიმია? წავიდეს, დაბრუნდეს სახლში, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და მის მაგივრად სხვამ არ გამართოს ზეიმი.+ 6 ვინ ჩაყარა ვენახი და ჯერ არ აუღია მოსავალი? წავიდეს, დაბრუნდეს სახლში, რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ აიღოს მოსავალი.+ 7 ვინ დანიშნა ქალი, მაგრამ ჯერ არ მოუყვანია? წავიდეს, დაბრუნდეს სახლში,+ რომ არ მოკვდეს ბრძოლაში და ქალი სხვამ არ წაიყვანოს“. 8 უთხრან მთავრებმა ხალხს: „ვის ეშინია და ვინ არის მხდალი?+ წავიდეს, დაბრუნდეს სახლში, რათა თავის ძმებსაც არ შეუკრთოს გული თავისი გულივით“.+ 9 როცა დაამთავრებენ მთავრები ხალხთან ლაპარაკს, ხალხს სათავეში ლაშქრების მეთაურები ჩაუყენონ.
10 როცა ქალაქს მიადგები საბრძოლველად, ზავის პირობები გამოუცხადე.+ 11 თუ მშვიდობით გიპასუხებს და შეგიშვებს, იქ მყოფი მთელი ხალხი მონებად გყავდეს და გემსახუროს.+ 12 თუ არ დაგიზავდება+ და ომს გაგიმართავს, ალყა შემოარტყი, 13 ხელში ჩაგიგდებს მას იეჰოვა, შენი ღმერთი, და მახვილით ამოხოცე ყველა მამაკაცი;+ 14 ოღონდ ქალები, ბავშვები,+ შინაური ცხოველები+ და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება, მთელი ნადავლი, დაიტაცე.+ ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა ჩაგიგდო ხელში.+
15 ასე უყავი შენგან დაშორებულ ქალაქებს, რომლებიც იმ ხალხისა არ არის; 16 ოღონდ იმ ხალხთა ქალაქებში, რომლებსაც იეჰოვა, შენი ღმერთი სამკვიდროდ გაძლევს, ცოცხალი არ დატოვო არც ერთი მსუნთქავი არსება;+ 17 გაანადგურე ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები,+ როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გიბრძანა, 18 რომ არ გასწავლონ ყველა იმ სისაძაგლის კეთება, რასაც თავიანთ ღმერთებს უკეთებენ, და არ შესცოდოთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს.+
19 თუ ბრძოლის დროს ქალაქი დასაპყრობად დიდხანს გეყოლება ალყაში, არ გაანადგურო მისი ხეები, ცული არ მოუღერო, რადგან იმ ხეებიდან უნდა ჭამო; არ მოჭრა.+ მინდორში მდგარი ხე ადამიანი ხომ არ არის, ალყაში რომ მოაქციო?! 20 მხოლოდ ის ხე გაანადგურე, რომელიც საჭმელ ნაყოფს არ ისხამს, მოჭერი ის და ააშენე სიმაგრე+ იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გებრძვის, ვიდრე არ დაეცემა».
21 «თუ მკვდარს იპოვიან მინდორში იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს დასაუფლებლად, და არავის ეცოდინება, ვინ მოკლა,+ 2 გავიდნენ უხუცესები და მსაჯულები+ და გაზომონ მანძილი მოკლულის გარშემო მდებარე ქალაქებამდე. 3 მოკლულთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქის უხუცესებმა გამოარჩიონ უღელდაუდგმელი დეკეული, რომელსაც არ უმუშავია; 4 ჩაიყვანონ ის დეკეული იმ ქალაქის უხუცესებმა ხევში, სადაც წყალი მოედინება, სადაც მიწა არ დამუშავებულა და თესლი არ დათესილა, და იქ გადაუმტვრიონ კისერი დეკეულს.+
5 მივიდნენ მღვდლები, ლევის ძეები, რომლებიც იეჰოვას, შენს ღმერთს ჰყავს ამორჩეული, რომ მას ემსახურონ+ და იეჰოვას სახელით წარმოთქვან კურთხევები;+ მათი პირით უნდა მოგვარდეს ყოველი დავა ნებისმიერი ძალადობის გამო.+ 6 შემდეგ მოკლულთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქის უხუცესებმა ხევში ხელი დაიბანონ+ კისერგადამტვრეულ დეკეულზე 7 და თქვან: „ჩვენი ხელით არ დაღვრილა ეს სისხლი და არც ჩვენი თვალით გვინახავს, როგორ დაიღვარა.+ 8 იეჰოვა, ნუ მოსთხოვ პასუხს ისრაელს, შენს ხალხს, რომელიც შენ გამოისყიდე,+ და ნუ დააკისრებ შენს ხალხს, ისრაელს, უდანაშაულო სისხლის ღვრით+ გამოწვეულ დანაშაულს“, და არ მოეთხოვებათ მათ პასუხი სისხლის ღვრაზე. 9 აღმოფხვრი შენგან უდანაშაულო სისხლის ღვრით გამოწვეულ დანაშაულს,+ რადგან იმას გააკეთებ, რაც სწორია იეჰოვას თვალში.+
10 თუ გახვალ შენი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად და იეჰოვა ჩაგიგდებს მათ ხელში,+ წამოიყვან ტყვეებს,+ 11 დაინახავ ტყვეებს შორის ლამაზ ქალს, შეიყვარებ+ და ცოლად შეირთავ, 12 მიიყვანე შენს სახლში. ქალმა თავი გადაიპარსოს+ და ფრჩხილები დაიჭრას, 13 გაიხადოს ტყვეობის ტანსაცმელი და იცხოვროს შენს სახლში. მთელი მთვარისმიერი თვე+ გამოიტიროს დედ-მამა და მერე დაწექი მასთან. შეირთავ მას და იქნება ის შენი ცოლი. 14 თუ აღარ მოგეწონება, გაუშვი,+ როგორც მისი სული მოისურვებს, ოღონდ არ გაყიდო. ულმობლად+ არ მოექცე მას შემდეგ, რაც დაამცირე.
15 თუ კაცს ორი ცოლი ჰყავს, ერთი უყვარს და მეორე სძულს, და ისინი, საყვარელიც და საძულველიც, გაუჩენენ ვაჟებს, პირმშო კი საძულველისგან შეეძინება,+ 16 როცა დაუნაწილებს თავის ვაჟებს მემკვიდრეობას, მას არ ექნება უფლება, პირმშოობა საყვარელი ცოლის ვაჟს მიანიჭოს საძულველი ცოლის ვაჟის ნაცვლად.+ 17 მან პირმშოდ საძულველი ცოლის ვაჟი უნდა სცნოს და ორმაგი წილი უნდა მისცეს ყველაფრიდან,+ რაც აქვს, რადგან ის არის მისი წარმომქმნელი ძალის საწყისი.+ მას ეკუთვნის პირმშოობა.+
18 თუ კაცს ჰყავს ჯიუტი და ურჩი ძე,+ რომელიც არ უსმენს არც მამის და არც დედის ხმას,+ ისინი შეეცადნენ მის გამოსწორებას, მაგრამ მან არ მოუსმინა მათ,+ 19 მოჰკიდოს დედ-მამამ ხელი და მიუყვანონ მისი ქალაქის უხუცესებს მისი საცხოვრებელი ადგილის კარიბჭესთან.+ 20 უთხრან მისი ქალაქის უხუცესებს: „ჩვენი ვაჟი ჯიუტი და ურჩია, არ გვიჯერებს,+ ღორმუცელა+ და ლოთია“.+ 21 ჩაქოლონ იგი მისი ქალაქის უხუცესებმა; ის უნდა მოკვდეს. ამოძირკვე შენგან ბოროტება; გაიგებს მთელი ისრაელი და შეეშინდება.+
22 თუ კაცმა ისეთი ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც სიკვდილს იმსახურებს, და მოკლავენ+ და ძელზე ჩამოჰკიდებენ,+ 23 გვამი არ უნდა დარჩეს ძელზე მთელი ღამე,+ იმ დღესვე დამარხე, რადგან ძელზე დაკიდებული ღვთისგან არის დაწყევლილი.+ არ წაბილწო შენი მიწა, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს სამკვიდროდ».+
22 «როცა დაინახავ, რომ შენი ძმის ხარს ან ცხვარს გზა აებნა, თავი არ აარიდო;+ შენს ძმას წაუყვანე.+ 2 თუ შენი ძმა შორს არის და არ იცნობ მას, სახლში მიიყვანე და შენთან იყოს, ვიდრე შენი ძმა მოძებნიდეს, და დაუბრუნე.+ 3 ასევე მოიქეცი, როცა დაინახავ მის ვირს, მოსასხამს ან ნებისმიერ რამეს, რაც შენს ძმას დაეკარგება და შენ იპოვი. არა გაქვს თავის არიდების უფლება.
4 როცა დაინახავ შენი ძმის ვირს ან ხარს, გზაზე დავარდნილს, თავი არ აარიდო, წამოაყენე.+
5 ქალმა არ ჩაიცვას კაცის ტანსაცმელი და კაცმა არ მოისხას ქალის მოსასხამი,+ რადგან ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას, შენს ღმერთს.
6 თუ გზად ჩიტის ბუდეს დაინახავ ხეზე ან მიწაზე, და დედა აზის თავის ბარტყებს+ ან კვერცხებს, არ წაიყვანო დედა ბარტყებიანად.+ 7 ბარტყები შეგიძლია წაიყვანო, მაგრამ დედა გაუშვი, რათა ხელი მოგემართოს და დღეგრძელი იყო.+
8 როცა სახლს აიშენებ, ბანს+ მოაჯირიც გაუკეთე, რომ არავინ გადმოვარდეს და შენს სახლს სისხლი არ მოეკითხოს.
9 ერთად არ ჩაყარო ორი სხვადასხვა ჯიშის ვაზი,+ რათა ჩაყრილი ვაზის მთელი მოსავალი, რასაც ვენახში მოიწევ, საწმინდრისა არ გახდეს.
10 არ მოხნა ხარითა და ვირით ერთად.+
11 არ ჩაიცვა ტანსაცმელი, რომელსაც შალიც ურევია და სელიც.+
12 ტანსაცმელს, რომელსაც იცვამ, ოთხივე კიდეზე ფოჩები გაუკეთე.+
13 თუ კაცი ცოლს მოიყვანს, დაწვება მასთან და მერე შეიძულებს,+ 14 სამარცხვინო საქმის ჩადენაში დასდებს ბრალს, სახელს გაუტეხს+ და იტყვის: ეს ქალი მოვიყვანე, დავწექი მასთან და ქალწული არ ყოფილაო,+ 15 ქალის დედ-მამამ ქალაქის კარიბჭესთან მიუტანოს უხუცესებს ქალის ქალწულობის ნიშანი+ 16 და უთხრას ქალის მამამ უხუცესებს: „ჩემი ასული ცოლად მივათხოვე ამ კაცს, მან კი შეიძულა+ 17 და სამარცხვინო საქმის ჩადენაში სდებს ბრალს;+ ამბობს, შენი ასული ქალწული არ არისო.+ აი ჩემი ასულის ქალწულობის ნიშანი“. და გაშალონ მათ მოსასხამი ქალაქის უხუცესების წინ. 18 წაიყვანონ უხუცესებმა+ ის კაცი და დასაჯონ.+ 19 დააჯარიმონ ასი შეკელი ვერცხლით და ქალის მამას მისცენ, რადგან სახელი გაუტეხა ისრაელის ქალწულს;+ და იყოს ის მისი ცოლი. ის კაცი ვერასოდეს გაეყრება მას.
20 თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება და ქალი არ იქნება ქალწული,+ 21 გაიყვანონ მამამისის სახლის შესასვლელთან და ჩაქოლონ იგი იმ ქალაქის კაცებმა; ის უნდა მოკვდეს, რადგან იმეძავა მამამისის სახლში და სამარცხვინო საქციელი+ ჩაიდინა ისრაელში.+ ამოძირკვე შენგან ბოროტება.+
22 თუ კაცს სხვის ცოლთან მწოლიარეს წაასწრებენ,+ ორივე უნდა მოკვდეს, კაციც, რომელიც ქალთან იწვა, და ქალიც.+ ამოძირკვე ბოროტება ისრაელიდან.+
23 თუ კაცი დანიშნულ ქალწულს+ ნახავს ქალაქში და დაწვება მასთან,+ 24 გაიყვანეთ ორივე ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლეთ; ორივე უნდა მოკვდეს, ქალი იმიტომ, რომ არ იყვირა ქალაქში, კაცი კი იმიტომ, რომ თავისი მოძმის ცოლი შეურაცხყო.+ ამოძირკვე შენგან ბოროტება.+
25 თუ კაცი მინდორში ნახავს დანიშნულ ქალს, სტაცებს ხელს და დაწვება მასთან, ის კაცი, რომელიც დაწვა მასთან, უნდა მოკვდეს, 26 ქალს კი არაფერი დაუშავოთ; ქალს არ ჩაუდენია სასიკვდილო ცოდვა, რადგან ეს იგივეა, კაცი რომ თავის მოძმეს დაესხას თავს+ და მოკლას ის სული. 27 მინდორში ნახა იმ კაცმა ქალი. დანიშნული ქალი ყვიროდა, მაგრამ მშველელი არავინ იყო.
28 თუ კაცი ქალწულს ნახავს, რომელიც დანიშნული არ იქნება, სტაცებს ხელს და დაწვება მასთან+ და წაასწრებენ,+ 29 კაცმა, რომელიც ქალთან დაწვა, ქალის მამას ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი უნდა მისცეს+ და ის მისი ცოლი გახდება, რადგან დაამცირა იგი. ის კაცი ვერასოდეს გაეყრება მას.+
30 არავინ მოიყვანოს მამამისის ცოლი, რათა მამამისს ტანსაცმლის კალთა არ აუწიოს».+
23 „სათესლეებჩაჭყლეტილი+ ან ასომოკვეთილი ვერ შევა იეჰოვას კრებულში.
2 ვერ შევა უკანონო+ ვაჟი იეჰოვას კრებულში; მეათე თაობამდე ვერავინ შევა იეჰოვას კრებულში.
3 ვერ შევა იეჰოვას კრებულში ვერც ამონელი და ვერც მოაბელი.+ მეათე თაობამდე, სამარადისოდ, ვერავინ შევა იეჰოვას კრებულში, 4 რადგან არ დაგეხმარნენ+ პურითა და წყლით, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით,+ და დაიქირავეს თქვენ დასაწყევლად ბალაამ ბეორის ძე შუამდინარეთის ფეთორიდან.+ 5 არ ისურვა იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, ბალაამის მოსმენა,+ არამედ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, წყევლა კურთხევით შეგიცვალათ,+ რადგან უყვარდით იეჰოვას, თქვენს ღმერთს.+ 6 ხელი არ შეუწყოთ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას მთელი თქვენი სიცოცხლე, სამარადისოდ.+
7 არ შეიძულო ედომელი, შენი ძმაა იგი.+
არ შეიძულო ეგვიპტელი, რადგან ხიზანი იყავი მის ქვეყანაში.+ 8 მათ ძეებს მესამე თაობაში შეეძლებათ იეჰოვას კრებულში შესვლა.
9 როცა გახვალ და დაბანაკდები შენი მტრის წინააღმდეგ, ერიდე ყოველივე ცუდს.+ 10 თუ თქვენ შორის ვინმე გაუწმინდურდება ღამის თესლდენის გამო,+ გავიდეს ბანაკის გარეთ; არ შევიდეს ბანაკში.+ 11 წყლით დაიბანოს საღამოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში.+ 12 ადგილი გექნება ბანაკის გარეთ და იქ გადი. 13 თან გქონდეს ბარი სხვა აღჭურვილობასთან ერთად და გარეთ ჩაჯდომისას ორმო ამოთხარე და ჩაფალი შენი განავალი,+ 14 რადგან იეჰოვა, შენი ღმერთი დადის შენს ბანაკში, რომ გიხსნას+ და ხელში ჩაგიგდოს მტერი;+ წმინდა უნდა იყოს შენი ბანაკი,+ რომ უწესო არაფერი დაინახოს შენში და ზურგი არ გაქციოს.+
15 არ გადასცე მონა თავის ბატონს, თუ მას გამოექცევა და შენთან მოვა.+ 16 შენთან იცხოვროს იმ ქალაქში, იმ ადგილზე, სადაც მოისურვებს.+ ცუდად არ მოეპყრო მას.+
17 ისრაელის არც ერთი ასული არ გახდეს ტაძრის მეძავი,+ არც ისრაელის ძე გახდეს ტაძრის მეძავი.+ 18 არანაირი აღთქმისთვის არ შეიტანო მეძავის ქირა+ ან ძაღლის*+ საფასური იეჰოვას, შენი ღვთის სახლში, რადგან ორივე სისაძაგლეა იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის.
19 არ გამოართვა შენს ძმას სარგებელი+ არც ფულზე, არც საჭმელზე+ და არც არაფერზე, რაც შეიძლება სარგებლით გაიცეს. 20 უცხოელს+ გამოართვი სარგებელი, მაგრამ შენს ძმას არ გამოართვა,+ რათა გაკურთხოს იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, ყველა შენს საქმეში იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხარ.+
21 თუ აღთქმას დაუდებ იეჰოვას,+ შენს ღმერთს, არ დააყოვნო მისი შესრულება,+ რადგან მოგკითხავს იეჰოვა, შენი ღმერთი, და ეს ცოდვად ჩაგეთვლება.+ 22 მაგრამ თუ აღთქმას არ დადებ, ცოდვად არ ჩაგეთვლება.+ 23 დაიცავი შენი ბაგიდან გამოსული სიტყვა+ და ისე მოიქეცი, როგორც აღუთქვი იეჰოვას, შენს ღმერთს, ნებაყოფლობით შესაწირავად, რაც შენი ბაგით აღუთქვი.+
24 თუ შენი მოძმის ვენახში შეხვალ, იმდენი ყურძენი ჭამე, რომ სული გაიძღო, ოღონდ ჭურჭელში არ ჩაილაგო.+
25 თუ შენი მოძმის სამკალში შეხვალ, მოგლიჯე ხელით მწიფე თავთავები, ოღონდ ნამგალი არ მოიქნიო შენი მოძმის სამკალში“.+
24 „თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი პატრონი გახდება, მაგრამ აღარ მოეწონება, რადგან რაღაც უწესოს უპოვის,+ დაუწეროს გაყრის მოწმობა,+ ხელში მისცეს და გაუშვას სახლიდან.+ 2 დატოვოს ქალმა სახლი, წავიდეს და სხვა კაცს გაჰყვეს.+ 3 თუ მეორე კაციც შეიძულებს მას, გაყრის მოწმობას დაუწერს, ხელში მისცემს და გაუშვებს სახლიდან ან თუ ეს კაცი, რომელმაც ის ცოლად მოიყვანა, მოკვდება, 4 მის პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, არ ექნება უფლება, ხელახლა შეირთოს ის გაუწმინდურებული ქალი;+ ეს სისაძაგლეა იეჰოვასთვის. ცოდვაში არ გახვიოთ ის მიწა, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ.
5 თუ კაცს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს,+ არ უნდა წავიდეს სალაშქროდ და არც არაფერი უნდა დაეკისროს მას. ერთი წელი თავისუფალი უნდა იყოს, თავის სახლში იყოს და ცოლი გაახაროს.+
6 არავინ წაიღოს გირაოდ ხელსაფქვავი ან ზედა დოლაბი,+ რადგან კაცის სულს* წაიღებს გირაოდ.
7 თუ აღმოჩნდება ისეთი კაცი, რომელმაც მოიტაცა+ ისრაელის ძე, თავისი მოძმე*, ულმობლად მოექცა და გაყიდა,+ მომტაცებელი უნდა მოკვდეს. ამოძირკვე შენგან ბოროტება.+
8 კეთრის წყლულს+ უფრთხილდი. დაიცავით და გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ლევიანი მღვდლები გასწავლიან.+ გულმოდგინედ+ შეასრულეთ ის, რაც მათ ვუბრძანე. 9 გახსოვდეთ, რა გაუკეთა იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა მირიამს გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით.+
10 თუ შენს მოძმეს რაიმეს ასესხებ,+ არ შეხვიდე მის სახლში გირაოს წამოსაღებად.+ 11 გარეთ იდექი და ვისაც ასესხე, თვითონ გამოგიტანოს გირაო. 12 თუ კაცი გაჭირვებულია, არ დაიძინო მისი გირაოთი.+ 13 მზის ჩასვლისას დაუბრუნე გირაო,+ რათა თავისი ტანსაცმლით დაიძინოს+ და გაკურთხოს.+ ეს სიმართლედ ჩაგეთვლება იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე.+
14 არაფერი გამოსტყუო გაჭირვებულ და ღარიბ მოჯამაგირეს შენს მიწაზე, შენი კარიბჭეების შიგნით, გინდ შენი ძმა იყოს ის და გინდ ხიზანი.+ 15 იმავე დღეს მიეცი გასამრჯელო,+ მზის ჩასვლამდე, რადგან გაჭირვებულია და მისი სული მის გასამრჯელოზეა დამოკიდებული, რათა არ შეღაღადოს იეჰოვას შენზე+ და ცოდვა არ დაგედოს.+
16 მამები არ უნდა დაიხოცონ შვილების გამო და შვილები — მამების გამო.+ თითოეული თავისი ცოდვის გამო უნდა მოკვდეს.+
17 არ გაუმრუდო სამართალი არც ხიზანსა+ და არც უმამო ბავშვს+ და არ გამოართვა ქვრივს გირაოდ ტანსაცმელი.+ 18 გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში და იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გამოგისყიდა იქიდან.+ ამიტომ გიბრძანებ, რომ ასე მოიქცე.
19 როცა სამკალს მომკი+ და მინდორში ძნა დაგრჩება, არ წახვიდე მის წამოსაღებად; ხიზანს, უმამო ბავშვსა და ქვრივს დაუტოვე,+ რათა გაკურთხოს იეჰოვამ, შენმა ღმერთმა შენი ხელის ყოველ საქმეში.+
20 როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, ნუღარ მიუბრუნდები ტოტებს; ხიზანს, უმამო ბავშვსა და ქვრივს დაუტოვე.+
21 როცა ვენახში ყურძენს დაკრეფ, ნუღარ მოიმცვრევ; ხიზანს, უმამო ბავშვსა და ქვრივს დაუტოვე. 22 გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის მიწაზე.+ ამიტომ გიბრძანებ, რომ ასე მოიქცე“.+
25 «თუ კაცებს ერთმანეთში დავა ექნებათ+ და წარდგებიან სასამართლოს წინაშე,+ განსაჯონ ისინი; მართალი მართლად აღიარონ და დამნაშავე — დამნაშავედ.+ 2 თუ დამნაშავე ცემას იმსახურებს,+ დააწვინონ იგი მსაჯულის წინაშე და იმდენჯერ დაარტყან,+ რამდენსაც დანაშაულის გამო იმსახურებს. 3 ორმოცჯერ დაარტყან, მეტჯერ — არა, თუ ამაზე მეტჯერ დაარტყამენ,+ დამცირდება შენი ძმა შენს თვალში.
5 თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთ-ერთი უშვილოდ მოკვდება, იმის ცოლი, ვინც მოკვდა, უცხო კაცს არ უნდა გაჰყვეს. მისი მაზლი უნდა მივიდეს მასთან, შეირთოს ცოლად და მაზლის ვალდებულება შეუსრულოს.+ 6 პირმშო, რომელსაც ის გააჩენს, მკვდარი ძმის სახელს აღადგენს,+ რომ არ ამოიშალოს მისი სახელი ისრაელიდან.+
7 თუ კაცი არ მოისურვებს თავისი ძმის ქვრივის შერთვას, მისი ძმის ქვრივი წავიდეს კარიბჭესთან, უხუცესებთან+ და უთხრას: „ჩემი ქმრის ძმა უარს ამბობს ისრაელში თავისი ძმის სახელის აღდგენაზე. არ თანხმდება, რომ შემირთოს და მაზლის ვალდებულება შემისრულოს“. 8 იმ ქალაქის უხუცესებმა მოუხმონ მას და ელაპარაკონ. ის უნდა დადგეს და თქვას, რომ არ სურს მისი შერთვა.+ 9 მისი ძმის ქვრივი მივიდეს მასთან უხუცესების თვალწინ, სანდალი გახადოს,+ სახეში შეაფურთხოს+ და თქვას: „ასე ექცევიან იმ კაცს, რომელიც თავისი ძმის სახლს არ აშენებს“.+ 10 ისრაელში მასზე იტყვიან, სანდალგახდილის სახლიაო.
11 თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან, მივა ერთ-ერთის ცოლი მოჩხუბრის ხელიდან ქმრის დასახსნელად და სასირცხოზე სტაცებს ხელს,+ 12 მოკვეთე მას ხელი, არ შეიბრალოს შენმა თვალმა.+
13 არ გქონდეს ჩანთაში ორნაირი საწონი,+ დიდი და პატარა. 14 არ გქონდეს სახლში ორნაირი ეფა,+ დიდი და პატარა. 15 საწონიცა და ეფაც ზუსტი და სწორი გქონდეს, რათა დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს.+ 16 ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის, ის სძულს იეჰოვას, შენს ღმერთს.+
17 გახსოვდეთ, როგორ მოგექცათ ამალეკი, ეგვიპტიდან რომ გამოდიოდით,+ 18 როგორ დაგიხვდათ გზაზე და როგორ შეგიტიათ ზურგიდან, როცა თქვენ დაღლილ-დაქანცულები იყავით. არ ეშინოდათ მათ ღვთისა.+ 19 როცა მოგასვენებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი ირგვლივ მცხოვრები მტრებისგან იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ, დასაუფლებლად,+ ამოშალეთ ამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან;+ არ დაივიწყოთ».
26 «როცა შეხვალ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს სამკვიდროდ, დაეუფლები მას და იქ იცხოვრებ,+ 2 აიღე მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი,+ რომელსაც მოიწევ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს, ჩადე კალათაში და წადი იმ ადგილას, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად.+ 3 მიდი მღვდელთან,+ რომელიც იმ დროს იქნება, და უთხარი: „ვაცხადებ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე, რომ შემოვედი მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ ჩვენს მამა-პაპას დაუფიცა“.+
4 გამოგართმევს მღვდელი ხელიდან კალათას და იეჰოვას, შენი ღვთის სამსხვერპლოს წინ დადებს, 5 შენ კი თქვი იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე: „მამაჩემი მომაკვდავი სირიელი+ იყო; ჩავიდა ეგვიპტეში+ მცირერიცხოვან ხალხთან ერთად+ და იქაურობას შეეხიზნა, მაგრამ დიდ, ძლიერ და მრავალრიცხოვან ხალხად იქცა.+ 6 ცუდად გვეპყრობოდნენ ეგვიპტელები, გვჩაგრავდნენ და მძიმე, მონურ სამუშაოს გვაკისრებდნენ.+ 7 შევღაღადეთ იეჰოვას, ჩვენი მამა-პაპის ღმერთს+ და ისმინა იეჰოვამ ჩვენი ხმა;+ დაინახა ჩვენი ჩაგვრა, გაჭირვება და ტანჯვა-წამება.+ 8 ბოლოს გამოგვიყვანა იეჰოვამ ეგვიპტიდან ძლიერი ხელით,+ გაწვდილი მკლავით,+ შიშის ზარით,+ ნიშნებითა და სასწაულებით.+ 9 მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ 10 აი მოვიტანე იეჰოვასგან მოცემული მიწის პირველმოწეული ნაყოფი“.+
დადე ის იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე და თაყვანი ეცი იეჰოვას, შენს ღმერთს.+ 11 გაიხარე+ იმ ყოველივე კარგის გამო, რაც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა მოგცათ შენ და შენს სახლეულობას, შენ, ლევიანებსა და შენთან მცხოვრებ ხიზნებს.+
12 როცა დაასრულებ შენი მოსავლიდან მთელი მეათედის+ გადადებას მესამე წელს,+ მეათედის წელს, მიეცი ის ლევიანებს, ხიზნებს, ქვრივებსა და უმამო ბავშვებს; ჭამონ მათ შენი კარიბჭეების შიგნით და გაძღნენ.+ 13 თქვი იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე: „გამოვიტანე სახლიდან, რაც წმინდა იყო, და მივეცი ლევიანებს, ხიზნებსა და ქვრივ-ობლებს+ შენი მცნების თანახმად, რომელიც მიბრძანე. არ დამირღვევია შენი მცნებები, არც დამვიწყებია.+ 14 გლოვის დროს იქიდან არ მიჭამია, არც არაფერი გამომიტანია გაუწმინდურებულს, და არც მკვდრისთვის გამიცია. მოვუსმინე იეჰოვას, ჩემი ღვთის ხმას. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც შენ გქონდა ნაბრძანები. 15 გადმოიხედე შენი წმინდა სამყოფლიდან,+ ზეციდან, და აკურთხე შენი ხალხი, ისრაელი,+ და მიწა, რომელიც მოგვეცი, როგორც ჩვენს მამა-პაპას დაუფიცე,+ მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება“.+
16 გიბრძანებს დღეს იეჰოვა, შენი ღმერთი, რომ შეასრულო ეს წესები და სამართალი,+ დაიცვა და შეასრულო ისინი მთელი გულითა+ და სულით.+ 17 გაიგო იეჰოვამ თქვენი პასუხი და გითხრათ, რომ თქვენი ღმერთი იქნება, ვიდრე ივლით მისი გზით და დაიცავთ მის წესებს,+ მცნებებსა+ და სამართალს,+ და მოუსმენთ მის ხმას.+ 18 თქვენ კი იმის გამო, რაც იეჰოვამ გააკეთა, თქვით, რომ მისი ხალხი იქნებით, გამორჩეული საკუთრება,+ როგორც დაგპირდათ კიდეც,+ და დაიცავთ მის მცნებებს; 19 აგამაღლებთ იგი ყველა სხვა ხალხებზე მეტად, რომლებიც მან შექმნა,+ და იქცევით ქებად, სახელად და მშვენებად, სანამ წმინდა ხალხი იქნებით იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე,+ როგორც დაგპირდათ».
27 უბრძანეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ხალხს: „დაიცავით ყველა მცნება, რომლებსაც დღეს გიბრძანებთ.+ 2 რა დღესაც გადაკვეთთ იორდანეს+ და შეხვალთ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ, აღმართეთ ლოდები და კირით შეათეთრეთ. 3 დააწერეთ ზედ კანონის ყველა სიტყვა,+ როცა გადაკვეთთ,+ რათა შეხვიდეთ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ, მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი გელაპარაკათ.+ 4 როცა გადაკვეთთ იორდანეს, აღმართეთ ეს ლოდები ებალის მთაზე,+ როგორც გიბრძანეთ დღეს, და კირით შეათეთრეთ.+ 5 სამსხვერპლოც აუგეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო. არ მიაკაროთ რკინის იარაღი.+ 6 მთლიანი ქვებით ააგეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის სამსხვერპლო, და შესწირეთ ზედ დასაწვავი შესაწირავი იეჰოვას, თქვენს ღმერთს.+ 7 შესწირეთ მშვიდობის მსხვერპლი*,+ იქვე ჭამეთ+ და იხარეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე.+ 8 გარკვევით დაწერეთ+ ლოდებზე ამ კანონის ყველა სიტყვა“.+
9 უთხრეს მოსემ და მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელ ისრაელს: „დადუმდი და მოისმინე, ისრაელო! დღეს გახდით იეჰოვას, თქვენი ღვთის ხალხი.+ 10 მოუსმინეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას და შეასრულეთ მისი მცნებები+ და წესები,+ რომლებსაც მე დღეს გიბრძანებთ“.
11 უბრძანა მოსემ ხალხს იმ დღეს: 12 «როცა გადაკვეთთ იორდანეს, გერიზიმის მთასთან+ ხალხის საკურთხებლად იდგებიან: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი. 13 დასაწყევლად+ კი ებალის მთასთან+ იდგებიან: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი. 14 მიუგებენ ლევიანები და ხმამაღლა ეტყვიან ისრაელ ხალხს:+
15 „წყეული იყოს, ვინც გამოთლის+ ან ჩამოასხამს ქანდაკებას,+ რაც სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ ხელოსნის ხელით ნაკეთებს,+ და ვინც დაფარულში დადგამს (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ*!“).+
16 წყეული იყოს, ვინც თავისი დედ-მამისადმი სიძულვილს გამოავლენს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
17 წყეული იყოს, ვინც თავის მოძმეს მიჯნას გადაუწევს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
18 წყეული იყოს, ვინც ბრმას გზას აუბნევს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
19 წყეული იყოს, ვინც ხიზანს,+ უმამო ბავშვსა და ქვრივს+ სამართალს+ გაუმრუდებს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
20 წყეული იყოს, ვინც მამამისის ცოლთან დაწვება, რადგან მამამისს კალთას აუწევს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
21 წყეული იყოს, ვინც ცხოველთან დაწვება+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
22 წყეული იყოს, ვინც თავის დასთან, მამამისის ან დედამისის ასულთან დაწვება+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
23 წყეული იყოს, ვინც სიდედრთან დაწვება+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
24 წყეული იყოს, ვინც ჩაუსაფრდება თავის მოძმეს და მოკლავს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
25 წყეული იყოს, ვინც ქრთამს აიღებს კაცის* მოსაკლავად და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“).
26 წყეული იყოს, ვინც ძალას დაუკარგავს ამ კანონის სიტყვებს და არ შეასრულებს+ (მთელმა ხალხმა მიუგოს: „ამინ!“)“».
28 „თუ მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას და გულდასმით შეასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც დღეს გიბრძანებ,+ მაშინ იეჰოვა, შენი ღმერთი დედამიწის ყველა ერზე აღმატებულს გაგხდის.+ 2 გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა,+ რადგან მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას:
3 კურთხეული იქნები შენს ქალაქში+ და კურთხეული იქნები შენს მინდორში.+
4 კურთხეული იქნება შენი მუცლის ნაყოფი,+ შენი მიწის ნაყოფი, შენი პირუტყვის,+ შენი საქონლისა და შენი ფარის ნაშიერი.+
5 კურთხეული იქნება შენი კალათა+ და ვარცლი.+
6 კურთხეული იქნები, როცა შეხვალ, და კურთხეული იქნები, როცა გახვალ.+
7 იეჰოვა დაამარცხებს შენ წინააღმდეგ გამოსულ მტერს.+ ერთი გზით გამოვლენ შენ წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.+ 8 იეჰოვა აკურთხებს შენს ბეღლებს+ და ყველა შენს საქმეს;+ გაკურთხებს იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს. 9 დაგადგენს იეჰოვა თავის წმინდა ხალხად,+ როგორც დაგიფიცა,+ რადგან იცავ იეჰოვას, შენი ღვთის მცნებებს+ და მისი გზით დადიხარ. 10 დაინახავს დედამიწის ყველა ხალხი, რომ იეჰოვას სახელით იწოდები+ და შეეშინდება შენი.+
11 უხვად გაამრავლებს იეჰოვა შენი მუცლის ნაყოფს,+ შენი შინაური ცხოველის ნაშიერსა და შენი მიწის ნაყოფს იმ მიწაზე,+ რომლის მოცემაც შენთვის იეჰოვამ შენს მამა-პაპას დაუფიცა.+ 12 გაგიხსნის იეჰოვა თავის მადლიან საუნჯეს, ზეცას, რომ თავის დროზე მოგცეს წვიმა+ და აკურთხოს შენი ხელის ნამოქმედარი;+ მრავალ ერს ასესხებ, შენ კი არავისგან ისესხებ.+ 13 იეჰოვას წყალობით თავში იქნები და არა კუდში, მაღლა იქნები+ და არა ძირს, რადგან ემორჩილები იეჰოვას, შენი ღვთის მცნებებს,+ რომელთა დაცვასა და შესრულებასაც დღეს გიბრძანებ. 14 არ გადაუხვიო არც ერთ სიტყვას, რომელსაც დღეს გიბრძანებ, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,+ რათა არ გაჰყვე სხვა ღმერთებს და არ ემსახურო.+
15 თუ არ მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას, და გულდასმით არ დაიცავ მის მცნებებსა და წესებს, რომლებსაც დღეს გიბრძანებ, თავს დაგატყდება და გეწევა ყველა ეს წყევლა:+
16 წყეული იქნები შენს ქალაქში+ და წყეული იქნები შენს მინდორში;+
17 წყეული იქნება შენი კალათა+ და ვარცლი;+
18 წყეული იქნება შენი მუცლის ნაყოფი,+ შენი მიწის ნაყოფი,+ შენი საქონლისა და შენი ფარის ნაშიერი;+
19 წყეული იქნები, როცა შეხვალ და წყეული იქნები, როცა გახვალ.+
20 მოგივლენს იეჰოვა წყევლას,+ შფოთს,+ სასჯელს+ ყველა შენს საქმეში, რის გაკეთებასაც დააპირებ, სანამ არ მოისპობი და დაუყოვნებლივ არ განადგურდები შენი ბოროტი საქმეების გამო, იმის გამო, რომ მიმატოვე.+ 21 ჭირს მოგაწებებს იეჰოვა, სანამ არ აღიგვები მიწიდან, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხარ.+ 22 ჭლექს,+ ციებ-ცხელებას, ანთებას, მწველ სიცხეს, მახვილს,+ ხორშაკსა+ და ჭრაქს+ დაგატეხს იეჰოვა თავს და გეწევა ეს ყველაფერი, სანამ არ დაიღუპები. 23 თქვენს თავს ზემოთ ცა სპილენძად გადაიქცევა და თქვენს ფეხქვეშ დედამიწა — რკინად;+ 24 ფერფლსა და მტვერს აწვიმებს იეჰოვა შენს მიწაზე; ციდან დაგატყდება ეს თავს, სანამ არ მოისპობი. 25 იეჰოვა დაგამარცხებს შენი მტრის წინაშე;+ ერთი გზით გახვალ მათ წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევი მათგან; შენ შემხედვარეს დედამიწის ყველა სამეფოს თავზარი დაეცემა.+ 26 ცის ფრინველები და მინდვრის ცხოველები შეჭამენ შენს გვამს, და არავინ დააფრთხობს მათ.+
27 ეგვიპტის ბებერებს,+ ბუასილს, კანის წყლულსა და გამონაყარს შეგყრის იეჰოვა, რისგანაც ვერ განიკურნები. 28 სიგიჟეს,+ სიბრმავესა+ და დაბნეულობას შეგყრის იეჰოვა.+ 29 ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის წყვდიადში.+ არაფერში მოგემართება ხელი; ყოველთვის მხოლოდ შენ გამოგძალავენ და გაგძარცვავენ, მხსნელი კი არ გეყოლება.+ 30 გააუპატიურებენ იმ ქალს, ვისზეც დაინიშნები;+ სახლს აიშენებ, მაგრამ ვერ იცხოვრებ მასში;+ ჩაყრი ვენახს, მაგრამ ვერ მოიწევ.+ 31 თვალწინ დაგიკლავენ ხარს, მაგრამ ვერ შეჭამ; თვალწინ წაგართმევენ ვირს და აღარ დაგიბრუნდება; შენს ცხვარს შენი მტერი ჩაიგდებს ხელში, მაგრამ მხსნელი არ გეყოლება.+ 32 შენს ვაჟებსა და ასულებს სხვა ხალხი ჩაიგდებს ხელში,+ ყურებას დაუწყებ და მოგენატრებიან ისინი, მაგრამ უძლური იქნება შენი ხელი.+ 33 შენი მიწის ნაყოფსა და შენს ნაშრომს უცხოები შეჭამენ;+ ყოველთვის გამოგძალავენ და დაჩაგრული იქნები.+ 34 შეგშლის შენი თვალით დანახული.+
35 იეჰოვა საშინელ ბებერებს შეგყრის ორივე მუხლსა და ორივე ფეხზე, ტერფიდან თხემამდე, რისგანაც ვერ განიკურნები.+ 36 წაგიყვანს იეჰოვა+ შენთვის და შენი მამა-პაპისთვის უცნობ ერთან შენ და შენს მეფეს,+ რომელსაც დაიყენებ, და იქ დაუწყებ მსახურებას ხისა და ქვის ღმერთებს.+ 37 გაოგნდება ის ხალხი,+ ვისთანაც იეჰოვა წაგიყვანს, მათი სალაპარაკო+ და დასაცინი გახდები.
38 ბევრ თესლს გაიტან მინდორში, მაგრამ ცოტას მოიწევ,+ რადგან კალიები გაგიჩანაგებენ.+ 39 ჩაყრი ვენახს და დაამუშავებ, ღვინოს კი ვერ დალევ და ვერც ვერაფერს მოიწევ,+ რადგან მატლები შეგიჭამენ.+ 40 მთელ შენს მიწაზე ზეთისხილი გექნება, მაგრამ ზეთს ვერ იცხებ, რადგან ჩამოცვივდება ზეთისხილი.+ 41 ვაჟებსა და ასულებს გააჩენ, მაგრამ შენი არ იქნებიან, რადგან ტყვეობაში ჩაცვივდებიან.+ 42 მთელ შენს ხეებსა და მიწის ნაყოფს ზუზუნა მწერები დაესევიან. 43 შენთან მცხოვრები ხიზანი შენზე ბევრად აღმატებული იქნება, შენ კი მეტისმეტად დამდაბლდები.+ 44 ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ.+ ის თავი გახდება, შენ კი — კუდი.+
45 შენკენ წამოვა ყველა ეს წყევლა,+ დაგედევნება და გეწევა, სანამ არ მოისპობი,+ რადგან არ მოუსმინე იეჰოვას, შენი ღვთის ხმას, რომ დაგეცვა მისი მცნებები და წესები, რომლებიც გიბრძანა.+ 46 ასე გაგრძელდება შენთვის და შენი შთამომავლობისთვის სამარადისო ნიშნად და საკვირველებად,+ 47 რადგან არ ემსახურებოდი იეჰოვას, შენს ღმერთს მხიარულებითა+ და გახარებული გულით, როცა უხვად გქონდა ყველაფერი.+ 48 შენს მტრებს დაუწყებ მსახურებას,+ რომელთაც იეჰოვა მოავლენს შენ წინააღმდეგ, როცა იქნები მშიერი,+ მწყურვალი, შიშველი და როცა არაფერი გექნება; კისერზე რკინის უღელს დაგადგამს, სანამ არ მოგსპობს.+
49 შორეულ ხალხს აგიმხედრებს+ იეჰოვა, დედამიწის მეორე ბოლოში მცხოვრებ ხალხს, როგორც არწივი აცხრება მსხვერპლს,+ ხალხს, რომლის ენასაც ვერ გაიგებ,+ 50 პირქუშ ხალხს,+ რომელიც არ დაინდობს მოხუცს და არც ახალგაზრდას შეიბრალებს.+ 51 შეგიჭამენ პირუტყვის ნაშიერს და მიწის ნაყოფს, სანამ არ მოისპობით,+ არ დაგიტოვებენ არც მარცვლეულს, არც ახალ ღვინოს, არც ზეთს, არც შენი საქონლისა და არც შენი ფარის ნაშიერს, სანამ არ გაგანადგურებენ.+ 52 ალყაშემორტყმული იქნები შენს კარიბჭეებში, სანამ არ ჩამოიშლება შენი მაღალი და გამაგრებული კედლები, რისი იმედიც გაქვს; ალყაშემორტყმული იქნები შენს კარიბჭეებში შენს მიწაზე, რომელიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა მოგცა.+ 53 შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს,+ რომლებიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა მოგცა, რადგან შეგავიწროებს და გაჭირვებაში ჩაგაგდებს შენი მტერი.
54 თქვენ შორის განებივრებული და განცხრომაში მყოფი კაცი ბოროტი თვალით+ დაუწყებს ყურებას თავის ძმას, საყვარელ ცოლსა და დარჩენილ შვილებს, რომლებიც შერჩება, 55 და არც ერთს არ მისცემს თავისი ვაჟების ხორცს, რასაც თვითონ შეჭამს, რადგან აღარაფერი შერჩება მას, ვინაიდან შეგავიწროებს და გაჭირვებაში ჩაგაგდებს შენი მტერი შენს კარიბჭეებში.+ 56 თქვენ შორის განებივრებული და განცხრომაში მყოფი ქალი, რომელიც ნებივრობასა და განცხრომაში+ იყო და მიწაზე ფეხი არ დაუკარებია, ბოროტი თვალით დაუწყებს ყურებას თავის საყვარელ ქმარს, ვაჟსა და ასულს, 57 მომყოლსაც კი, რომელიც ფეხებს შორის გამოსდის, და თავის ვაჟებს, რომლებიც მან გააჩინა;+ ჩუმად შეჭამს მათ, რადგან არაფერი ექნება, ვინაიდან შეგავიწროებს და გაჭირვებაში ჩაგაგდებს შენი მტერი შენს კარიბჭეებში.+
58 თუ გულდასმით არ შეასრულებ ამ კანონის ყველა სიტყვას, რომლებიც ამ წიგნშია+ ჩაწერილი, და არ გექნება შიში დიდებული+ და თავზარდამცემი+ სახელისადმი, იეჰოვასადმი,+ შენი ღვთისადმი, 59 იეჰოვაც უფრო საშინელ უბედურებას+ შეგყრით შენ და შენს შთამომავლობას, საშინელ და ხანგრძლივ ავადმყოფობას.+ 60 დაგატეხთ იგი თავს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რამაც შიში მოგგვარა, და აღარ მოგცილდება.+ 61 დაგატეხთ იეჰოვა იმ დაავადებასა და უბედურებას, რომლებიც არ ჩაწერილა ამ კანონის წიგნში, სანამ არ მოგსპობს. 62 ცის ვარსკვლავებივით ურიცხვი იყავით,+ მაგრამ ცოტანიღა დარჩებით,+ რადგან არ მოუსმინეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას.
63 როგორც მაშინ ხარობდა იეჰოვა, სიკეთეს რომ გიკეთებდათ და გამრავლებდათ,+ მაშინაც ისე გაიხარებს იეჰოვა, როცა გაგანადგურებთ და მოგსპობთ.+ აღიგვებით მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.+
64 გაგფანტავთ იეჰოვა ხალხებს შორის, დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე,+ და იქ დაუწყებთ მსახურებას ხისა და ქვის ღმერთებს, თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის უცნობ ღმერთებს.+ 65 არც მოსვენება გექნება იმ ერებში+ და არც ფეხის დასასვენებელი ადგილი. იეჰოვა გულს აგიცახცახებს,+ თვალებს დაგიბრმავებს+ და სულს დაგიმწუხრებს. 66 შენი სიცოცხლე უდიდეს საფრთხეში იქნება, დღე და ღამე შეშინებული იქნები და არ გეცოდინება, დარჩები თუ არა ცოცხალი.+ 67 დილით იტყვი, ნეტავ საღამო იყოსო, და საღამოს იტყვი, ნეტავ დილა იყოსო, რადგან შეძრწუნებული გექნება გული და თვითონაც შეძრწუნებული იქნები შენი თვალით ნანახის გამო.+ 68 ეგვიპტეში დაგაბრუნებს იეჰოვა ხომალდებით, იმ გზით, რომელზეც გითხარი, აღარასოდეს იხილავ-მეთქი.+ მონებად და მხევლებად მოინდომებთ საკუთარი თავის მიყიდვას მტრებისთვის,+ მაგრამ არავინ იქნება მყიდველი“.
29 ეს არის სიტყვები იმ შეთანხმებისა, რომლის დადებაც ისრაელის ძეებისთვის იეჰოვამ მოსეს უბრძანა მოაბის მიწაზე, იმ შეთანხმების გარდა, რომელიც მათ ხორებთან დაუდო.+
2 მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს და უთხრა: «თქვენი თვალით ნახეთ ეგვიპტის მიწაზე, რა გაუკეთა იეჰოვამ ფარაონს, მის მსახურებსა და მთელ მის მიწას,+ 3 დიდი განსაცდელები, რაც თქვენი თვალით იხილეთ,+ დიდი ნიშნები+ და სასწაულები,+ 4 მაგრამ დღემდე არ მოუცია იეჰოვას თქვენთვის გული, რომ გაგეგოთ, თვალები, რომ დაგენახათ, და ყურები, რომ მოგესმინათ.+ 5 „ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში,+ ტანზე ტანსაცმელი არ გაგცვეთიათ და ფეხზე სანდლები.+ 6 პური არ გიჭამიათ+ და ღვინო და სხვა მათრობელი სასმელი არ დაგილევიათ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“. 7 ბოლოს მოხვედით ამ ადგილზე და ხეშბონის+ მეფე სიხონი და ბაშანის მეფე ოგი+ გამოვიდნენ ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ დავამარცხეთ ისინი;+ 8 ავიღეთ მათი მიწა და მივეცით სამკვიდროდ რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს.+ 9 დაიცავით ამ შეთანხმების სიტყვები და შეასრულეთ ისინი, რათა ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.+
10 დღეს ყველანი იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე დგახართ, თქვენი ტომების თავკაცები, თქვენი უხუცესები, მთავრები, ისრაელის ყველა მამაკაცი,+ 11 თქვენი ბავშვები, თქვენი ცოლები+ და ხიზნები,+ რომლებიც თქვენს ბანაკში ცხოვრობენ, ყველანი, შეშის მჭრელით დაწყებული წყლის მომტანით დამთავრებული,+ 12 რომ შეხვიდეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის შეთანხმებასა+ და მის ფიცში, რასაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გიდებთ დღეს,+ 13 რათა თავის ხალხად გაქციოთ დღეს+ და თქვენი ღმერთი იყოს,+ როგორც დაგპირდათ და როგორც დაუფიცა თქვენს მამა-პაპას: აბრაამს,+ ისაკსა+ და იაკობს.+
14 მხოლოდ თქვენთან როდი ვდებ ამ შეთანხმებასა და ფიცს,+ 15 არამედ იმასთან, ვინც დღეს აქ დგას იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე, და იმათთანაც, ვინც დღეს აქ არ არის+ 16 (კარგად იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის მიწაზე და როგორ გამოვიარეთ სხვადასხვა ერს შორის.+ 17 თქვენ დაინახეთ მათი სისაძაგლეები და მათი ნეხვიანი კერპები+ — ხის, ქვის, ვერცხლისა და ოქროსი, რომლებიც მათ ჰქონდათ), 18 რათა არ იყოს თქვენ შორის არც კაცი, არც ქალი, არც საგვარეულო და არც ტომი, რომლის გულიც ჩამოშორდება დღეს იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, წავა და სხვა ერების ღმერთებს დაუწყებს მსახურებას,+ და არ იყოს თქვენ შორის ფესვი, რაზეც შხამიანი მცენარე და აბზინდა+ აღმოცენდება.
19 ისეთ კაცს, რომელიც მოისმენს ამ ფიცის სიტყვებს,+ გულში აკურთხებს თავის თავს და იტყვის, მშვიდობა მექნება,+ თუმცა ჩემი ჯიუტი გულით დავდივარო,+ მორწყულთან ერთად მოურწყველიც რომ აღგავოს, 20 არ მოისურვებს იეჰოვა მის პატიებას,+ არამედ იეჰოვას რისხვა+ და წყრომა+ აენთება ასეთ კაცზე,+ და ამ წიგნში ჩაწერილი ფიცის სიტყვები დაატყდება მას,+ ამოშლის იეჰოვა მის სახელს ცისქვეშეთიდან. 21 გამოაცალკევებს იეჰოვა+ მას ისრაელის ტომებიდან, რომ უბედურება დაატეხოს თავს იმ შეთანხმების ფიცის თანახმად, რომელიც ამ კანონის წიგნშია ჩაწერილი.
22 იკითხავენ მომავალი თაობა და შორეული ქვეყნიდან მოსული უცხოელი, როცა დაინახავენ ამ მიწაზე მომხდარ უბედურებასა და სნეულებას, რაც იეჰოვამ დაატეხა თავს+ 23 გოგირდით, მარილითა+ და ცეცხლით,+ რის გამოც მთელ იმ მიწაზე აღარაფერი დაითესება, აღარც აღმოცენდება, არ ამოვა არანაირი მცენარე, რაც სოდომსა და გომორას,+ ადმასა+ და ცებოიმს+ დაემართა, იეჰოვამ თავისი წყრომითა და რისხვით რომ დააქცია;+ 24 ამიტომ იკითხავენ ერები: „რატომ დამართა იეჰოვამ ეს ამ მიწას?+ რამ აანთო ასეთი დიდი რისხვა?“ 25 ისინი მიუგებენ: „მიატოვეს მათ იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღვთის შეთანხმება,+ რომელიც ეგვიპტის მიწიდან გამოყვანისას დაუდო მათ.+ 26 წავიდნენ ისინი და სხვა ღმერთებს დაუწყეს მსახურება და თაყვანისცემა, ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ და რომლებიც მას არ უწილადებია მათთვის.+ 27 აენთო იეჰოვას რისხვა ამ მიწაზე და დაატეხა მას ამ წიგნში ჩაწერილი მთელი წყევლა.+ 28 წყრომით, რისხვითა და დიდი მძვინვარებით ამოძირკვა იეჰოვამ ისინი თავიანთი მიწიდან+ და სხვა მიწისკენ მოისროლა, როგორც ეს დღეს არის“.+
29 რაც დაფარულია,+ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, და რაც გაცხადებულია+ — ჩვენ და ჩვენს შვილებს სამარადისოდ, რათა შევასრულოთ ამ კანონის ყველა სიტყვა».+
30 „როცა შესრულდება შენზე ეს სიტყვები, კურთხევა+ და წყევლა,+ რომელიც წინ დაგიდე, და ისევ გულთან მიიტან მათ,+ იმ ხალხებს შორის რომ იქნები, სადაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაგფანტავს,+ 2 დაუბრუნდები იეჰოვას, შენს ღმერთს,+ და მოუსმენთ მის ხმას ყველაფერში, რასაც მე დღეს გიბრძანებთ, შენ და შენი ვაჟები, მთელი გულითა და სულით,+ 3 მაშინ დააბრუნებს იეჰოვა, შენი ღმერთი ტყვეებს,+ შეგიწყალებს+ და შეგკრებს იმ ხალხებიდან, სადაც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გაგფანტა.+ 4 ზეცის კიდემდე რომ იყო გაფანტული, იქიდანაც შეგკრებს იეჰოვა, შენი ღმერთი, და იქიდან წამოგიყვანს.+ 5 შეგიყვანს იეჰოვა, შენი ღმერთი იმ მიწაზე, რომელსაც შენი მამები დაეუფლნენ, და შენ დაეუფლები მას; სიკეთეს გაგიკეთებს და შენს მამებზე მეტად გაგამრავლებს.+ 6 წინადაგიცვეთთ გულებს+ იეჰოვა, შენი ღმერთი შენ და შენს შთამომავლობას,+ რომ მთელი გულითა და სულით გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რათა იცოცხლოთ.+ 7 დაატეხს ამ ფიცს იეჰოვა, შენი ღმერთი შენს მტერსა და შენს მოძულეს, შენს მდევნელებს.+
8 შენ კი დაუბრუნდები იეჰოვას, მოისმენ მის ხმას და შეასრულებ მის მცნებებს, რომლებსაც დღეს გიბრძანებ.+ 9 სიუხვით აავსებს იეჰოვა, შენი ღმერთი ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ,+ შენი მუცლის ნაყოფს, პირუტყვის ნაშიერს,+ შენი მიწის ნაყოფს+ და აყვავდები;+ სიკეთეს გაგიკეთებს იეჰოვა და ისევ გაიხარებს შენით, როგორც შენი მამა-პაპით ხარობდა,+ 10 რადგან მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას, დაიცავ ამ კანონის წიგნში ჩაწერილ მის მცნებებსა+ და წესებს და მთელი გულითა და სულით დაუბრუნდები იეჰოვას, შენს ღმერთს.+
11 ეს მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებ, არც ძნელი შესასრულებელია და არც მიუწვდომელი.+ 12 არც ცაშია, რომ თქვა: ვინ ავა ცაში და ვინ ჩამოგვიტანს, რომ მოვისმინოთ და შევასრულოთო?+ 13 არც ზღვის გადაღმაა, რომ თქვა: ვინ გადავა ზღვის გადაღმა და ვინ მოგვიტანს, რომ მოვისმინოთ და შევასრულოთო? 14 ძალიან ახლოსაა შენთან ეს სიტყვა, შენს ბაგესა და შენს გულშია,+ რათა შეასრულო.+
15 აი, ვდებ შენ წინაშე სიცოცხლესა და სიკეთეს, სიკვდილსა და ბოროტებას.+ 16 თუ მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის მცნებებს, რომლებსაც დღეს გიბრძანებ, გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი,+ ივლი მისი გზით, დაიცავ მის მცნებებს,+ წესებსა და სამართალს,+ მაშინ იცოცხლებ,+ გამრავლდები და გაკურთხებს იეჰოვა, შენი ღმერთი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხარ!+
17 თუ ჩამომშორდება შენი გული და არ მომისმენ,+ ცდუნდები და სხვა ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემასა და მსახურებას,+ 18 დღესვე გეტყვი, რომ მოკვდები!+ არ იქნები დღეგრძელი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც გადადიხარ იორდანის გაღმა. 19 ცასა და დედამიწას ვიმოწმებ დღეს შენ წინააღმდეგ,+ რომ სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდე წინ,+ კურთხევა+ და წყევლა;+ აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ+ შენც და შენი შთამომავლობაც,+ 20 თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი,+ მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას.+ შენი სიცოცხლე და დღეგრძელობაა იგი,+ რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ შენს მამა-პაპას დაუფიცა: აბრაამს, ისაკსა და იაკობს“.+
31 წავიდა მოსე და ამ სიტყვებით მიმართა მთელ ისრაელს: 2 „უკვე ას ოცი წლისა ვარ.+ ვეღარ გავალ და ვეღარ შევალ,+ რადგან იეჰოვამ მითხრა, ვერ გადაკვეთ იორდანესო.+ 3 იეჰოვა, შენი ღმერთი გადავა შენ წინ;+ თვითონ მოსპობს ამ ერებს შენ წინაშე და შენ განდევნი მათ.+ იესო ნავეს ძე გადავა შენ წინ,+ როგორც იეჰოვამ თქვა. 4 იეჰოვა მათაც იმავეს დამართებს, რაც სიხონსა+ და ოგს,+ ამორეველების მეფეებსა და მათ მიწას დამართა, როცა მოსპო ისინი.+ 5 ხელში ჩაგიგდო ისინი იეჰოვამ+ და შენც იმ მცნებების თანახმად მოექეცი მათ, რაც მე გიბრძანე.+ 6 გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი!+ ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე,+ რადგან შენთან ერთად მოდის იეჰოვა, შენი ღმერთი. თავს არ დაგანებებს და არ მიგატოვებს“.+
7 მოუხმო მოსემ იესო ნავეს ძეს და მთელი ისრაელის თვალწინ უთხრა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი,+ რადგან შენ შეიყვან ამ ხალხს იმ მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ შენს მამა-პაპას დაუფიცა. შენ მისცემ მათ იმ მიწას სამკვიდროდ.+ 8 იეჰოვა მიგიძღვის წინ; ის იქნება შენთან.+ თავს არ დაგანებებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები!“+
9 დაწერა მოსემ ეს კანონი+ და მისცა მღვდლებს, ლევის ვაჟებს,+ რომლებიც იეჰოვას შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ,+ და ისრაელის ყველა უხუცესს. 10 უბრძანა მათ მოსემ: „ყოველი შვიდი წლის ბოლოს, გათავისუფლების წელს,+ დანიშნულ დროს, კარვობის დღესასწაულზე,+ 11 როცა მთელი ისრაელი მივა იეჰოვას, შენი ღვთის სახის სახილველად+ იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს,+ წაიკითხე ეს კანონი მთელი ისრაელის გასაგონად.+ 12 შეკრიბე ხალხი,+ კაცები, ქალები, ბავშვები და შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრები ხიზნები, რათა მოისმინონ და ისწავლონ,+ ეშინოდეთ იეჰოვასი, შენი ღვთისა,+ და გულდასმით შეასრულონ ამ კანონის ყველა სიტყვა. 13 მოისმინონ მათმა შვილებმა, რომლებმაც არ იციან ეს,+ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ იეჰოვასი, შენი ღვთისა, მთელი სიცოცხლე, სანამ იცხოვრებ იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც იორდანეს გადაკვეთ“.+
14 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „აი, მოახლოვდა შენი სიკვდილის დღე.+ მოუხმე იესო ნავეს ძეს და დადექით შეხვედრის კარავში, რათა დავნიშნო წინამძღოლად“.+ მივიდნენ მოსე და იესო ნავეს ძე და დადგნენ შეხვედრის კარავში.+ 15 გამოეცხადა მათ იეჰოვა კარავთან ღრუბლის სვეტში და იდგა ღრუბლის სვეტი კარვის შესასვლელთან.+
16 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „განისვენებ შენი მამა-პაპის გვერდით,+ ეს ხალხი კი ადგება+ და გარყვნილებას ჩაიდენს იმ მიწის უცხო ღმერთებთან, სადაც მიდიან;+ ისინი მათ შორის იქნებიან; მიმატოვებენ+ და დაარღვევენ ჩემს შეთანხმებას, რომელიც მათ დავუდე.+ 17 აენთება იმ დღეს ჩემი რისხვა მათზე,+ მივატოვებ მათ+ და ჩემს სახეს დავუფარავ;+ შთაინთქმებიან ისინი, ბევრი უბედურება და გასაჭირი დაატყდებათ თავს+ და იტყვიან იმ დღეს: განა იმიტომ არ დაგვატყდა ამდენი უბედურება, რომ ჩვენი ღმერთი ჩვენთან არ არისო?!+ 18 მე კი დავუფარავ მათ ჩემს სახეს იმ დღეს ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაიდინეს, სხვა ღმერთებს რომ გაჰყვნენ.+
19 დაწერეთ ახლა ეს სიმღერა+ და ასწავლეთ ისრაელის ძეებს.+ ბაგეზე დაუდე ეს სიმღერა მათ, რათა ის იყოს ჩემი მოწმე ისრაელის ძეების წინააღმდეგ.+ 20 მივიყვან მათ იმ მიწაზე, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დავუფიცე,+ სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ შეჭამენ,+ გაძღებიან, დასუქდებიან+ და სხვა ღმერთებს გაჰყვებიან;+ მათ დაუწყებენ მსახურებას, მე უპატივცემულოდ მომეპყრობიან და დაარღვევენ ჩემს შეთანხმებას.+ 21 როცა ბევრი უბედურება და გასაჭირი დაატყდებათ თავს,+ ეს სიმღერა იქნება მათთვის მოწმედ; არ წაიშალოს ის მათი შთამომავლების ბაგიდან, რადგან ვიცი, რა ზრახვები+ აქვთ დღეს, სანამ იმ მიწაზე მივიყვანდე, რომლის მიცემაც დავუფიცე“.
22 დაწერა მოსემ იმ დღეს ეს სიმღერა, ისრაელის ძეებისთვის რომ ესწავლებინა.+
23 დანიშნა იესო ნავეს ძე წინამძღოლად+ და უთხრა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი,+ რადგან შენ შეიყვან ისრაელის ძეებს იმ მიწაზე, რომლის მიცემაც დავუფიცე;+ მე ვიქნები შენთან!“
24 როგორც კი ბოლომდე ჩაწერა წიგნში მოსემ ამ კანონის სიტყვები,+ 25 უბრძანა ლევიანებს, რომლებიც იეჰოვას შეთანხმების კიდობანს ატარებენ:+ 26 „აიღეთ ეს კანონის წიგნი+ და იეჰოვას, თქვენი ღვთის შეთანხმების კიდობნის გვერდით დადეთ;+ ის იქნება მოწმე თქვენ წინააღმდეგ,+ 27 რადგან ვიცი, როგორი ურჩნი+ და ქედმოუხრელნი+ ხართ. ჩემს სიცოცხლეში ეურჩებოდით იეჰოვას+ და ჩემი სიკვდილის მერე რაღას იზამთ?! 28 შემიკრიბეთ თქვენი ტომების უხუცესები და მთავრები,+ მათ გასაგონად ვიტყვი ამ სიტყვებს და ცასა და დედამიწას დავიმოწმებ მათ წინააღმდეგ,+ 29 რადგან კარგად ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ უკეთურად მოიქცევით+ და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელზე სიარულიც გიბრძანეთ; მომავალში უბედურება+ დაგატყდებათ თავს, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ იეჰოვას თვალში და შეურაცხყოფთ მას თქვენი ხელის ნამოქმედარით“.+
30 ბოლომდე წარმოთქვა მოსემ ამ სიმღერის სიტყვები ისრაელის მთელი კრებულის გასაგონად:+
2 წვიმასავით წამოვა ჩემი სწავლება+
და ნამივით დაეპკურება ჩემი სიტყვა,+
როგორც ჟუჟუნა წვიმა მდელოზე+
და თქეში ბალახზე.+
4 კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი,+
რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა.+
ერთგული ღმერთია+ და უსამართლობა შორს არის მისგან.+
მართალი და სამართლიანია იგი.+
იფიქრეთ წარსულ თაობათა განვლილ წლებზე.
ჰკითხე მამაშენს და ის გეტყვის,+
მოხუცებს, და ისინი გიპასუხებენ.+
8 როცა უზენაესმა სამკვიდრო მისცა ერებს,+
როცა დააცალკევა ადამის ძეები,+
საზღვრები დაუდგინა ხალხებს+
ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.+
10 უკაცრიელ ქვეყანაში იპოვა იგი,+
სიცარიელესა და უდაბნოს ყმუილში.+
თავს ევლებოდა+ და ზრუნავდა მასზე,+
თვალისჩინივით უფრთხილდებოდა.+
11 როგორც არწივი ასწავლის ფრენას მართვეებს,
თავს დასტრიალებს მათ,+
შლის ფრთებს, აჰყავს ისინი
და ფრთებით ატარებს,+
13 დაჰყავდა ის დედამიწის მაღლობებზე+
და მინდვრის ნაყოფს აჭმევდა,+
კლდიდან თაფლს აწოვებდა+
და სალი კლდიდან — ზეთს;+
14 ძროხის კარაქსა და ცხვრის რძეს აძლევდა+
ვერძის ქონთან ერთად,
ბაშანურ ვერძებს და თხებს+ —
ყურძნის სისხლს სვამდი ღვინოდ.+
15 გასუქდა იეშურუნი*+ და დაიწყო ტლინკების კვრა.+
გასუქდი, გასქელდი, გატყვერი!+
მიატოვა მან თავისი შემქმნელი ღმერთი+
და შეიძულა თავისი ხსნის კლდე.+
17 დემონებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა ღმერთს,+
ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ,+
ახალმოსულებს,+
ვისაც არ იცნობდა თქვენი მამა-პაპა.
20 მან თქვა: დავუფარავ მათ ჩემს სახეს+ და
ვნახავ, რა იქნება მათი ბოლო.
უკუღმართი თაობაა,+
ძეები, რომელთაგანაც შორს არის ერთგულება.+
21 განმარისხეს იმით, რაც ღმერთი არ არის,+
აღმაშფოთეს არაფრის მაქნისი კერპებით;+
მეც შურს აღგიძრავთ მათი მეშვეობით, ვინც ხალხი არ არის,+
უგუნური ერით შეურაცხვყოფ მათ.+
და სამარემდე*, ქვესკნელამდე გიზგიზებს,+
შთანთქავს დედამიწას და მის ნაყოფს,+
გადაბუგავს მთათა საძირკვლებს.+
24 ძალა გამოეცლებათ შიმშილით+ და შთაინთქმებიან ციებ-ცხელებითა+
და მწარე განადგურებით;+
მივუშვებ მათზე მხეცთა კბილებს+
და ქვეწარმავალთა შხამს.+
27 რომ არ შემშინებოდა მტრისგან განაწყენებისა,+
არასწორად რომ არ დაესკვნა მათ მტერს+
და არ ეთქვა: „ჩვენი ხელი უფრო ძლიერია,+
იეჰოვას არ მოუმოქმედებია ეს ყველაფერი“.+
30 ერთი როგორ დაედევნება ათასს
და ორი როგორ განდევნის ათი ათასს,+
თუ მათმა კლდემ არ გაყიდა+
და იეჰოვამ არ დაუმორჩილა?
35 ჩემია შურისძიებაც და საზღაურის მიგებაც.+
თავის დროზე წაფორხილდება მათი ფეხი,+
რადგან ახლოა მათი უბედურების დღე;+
მათთვის დაჩქარდება ეს მოვლენები.+
36 იეჰოვა გაასამართლებს თავის ხალხს+
და შეიბრალებს თავის მსახურებს,+
რადგან დაინახავს, რომ გამოცლილი აქვთ ძალა,
უმწეონი და მდაბიონი არიან.
38 ვინც მათი შესაწირავების ქონს ჭამდა+
და მათი დასაღვრელი შესაწირავიდან ღვინოს სვამდა?+
ადგნენ და დაგეხმარონ,+
აბა, დაგიფარონ!+
და არ არიან ღმერთები ჩემ გვერდით.+
მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ;+
მე ვაყენებ ჭრილობას+ და მე ვკურნავ;+
ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.+
41 თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი+
და ხელი მოვკიდე სამართალს,+
შურს ვიძიებ ჩემს მოწინააღმდეგეებზე+
და საზღაურს მივუზღავ ჩემს მოძულეებს.+
42 ჩემს ისრებს სისხლით დავათრობ+
და ხორცს შეჭამს ჩემი მახვილი,+
დახოცილთა და ტყვეთა სისხლით
და მტრის წინამძღოლთა თავებით“.+
43 იხარეთ, ერებო, მის ხალხთან ერთად,+
რადგან თავის მსახურთა სისხლს აიღებს,+
მოწინააღმდეგეებზე შურს იძიებს+
და გამოსყიდვის წესს შეასრულებს თავისი ხალხის მიწისთვის».
44 მივიდა მოსე და ხალხის გასაგონად წარმოთქვა ამ სიმღერის სიტყვები.+ მასთან ერთად იყო ჰოშეა* ნავეს ძე.+ 45 როცა მოსემ დაასრულა ამ სიტყვების წარმოთქმა მთელი ისრაელის გასაგონად, 46 უთხრა მათ: „გულში ჩაიბეჭდეთ ეს გამაფრთხილებელი სიტყვები, რომლებსაც დღეს გეუბნებით,+ და უბრძანეთ თქვენს შვილებს, გულდასმით შეასრულონ ამ კანონის ყოველი სიტყვა.+ 47 ეს უბრალო სიტყვა არ არის,+ ეს თქვენი სიცოცხლეა!+ ამ სიტყვის წყალობით იქნებით დღეგრძელნი მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც კვეთთ იორდანეს“.+
48 იმავე დღეს ელაპარაკა იეჰოვა მოსეს: 49 „ადი აბარიმის მთაზე,+ ნებოს მთაზე,+ რომელიც მოაბის მიწაზეა, იერიხონის პირდაპირ, და დაინახავ ქანაანის მიწას, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ დასამკვიდრებლად.+ 50 მოკვდები იმ მთაზე, სადაც ახვალ, და შენს ხალხს შეუერთდები,+ როგორც შენი ძმა აარონი მოკვდა ჰორის მთაზე+ და შეუერთდა თავის ხალხს, 51 რადგან მეურჩეთ+ ისრაელის ძეების თვალწინ ცინის უდაბნოში, კადეშში, მერიბას წყალთან,+ ვინაიდან არ განმწმინდეთ ისრაელის ძეების თვალწინ.+ 52 შორიდან დაინახავ, მაგრამ ვერ შეხვალ იმ მიწაზე, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ“.+
33 ეს არის კურთხევა,+ რომლითაც მოსემ, ჭეშმარიტი ღვთის კაცმა,+ ისრაელის ძეები აკურთხა სიკვდილის წინ. 2 მან თქვა:
„სინადან მოვიდა იეჰოვა+
და სეირიდან ამოუბრწყინდა მათ,+
ფარანის მთებიდან გამოანათა,+
უთვალავი წმინდა იყო მასთან+
და მეომრები ედგნენ მარჯვნივ.+
„იეჰოვა, ისმინე იუდას ხმა+
და მიიყვანე ის თავის ხალხთან.
მისი მკლავი მისი საკუთრებისთვის იბრძოდა.
შენ იყავი მისი შემწე მტრისგან დასაცავად“.+
„შენი თუმიმი და ურიმი*+ შენი ერთგული კაცისაა,+
ვინც მასასთან გამოსცადე,+
ვისაც ედავებოდი მერიბას წყალთან,+
9 იმ კაცს, თავის დედ-მამას რომ უთხრა, არ მინახავსო იგი.
არც თავის ძმებს ცნობდა+
და არც თავის ვაჟებს იცნობდა,
რადგან შენს სიტყვას ასრულებდნენ ისინი+
და შენს შეთანხმებას იცავდნენ.+
10 ასწავლონ იაკობს შენი სამართალი+
და ისრაელს — შენი კანონი.+
აკმიონ საკმეველი შენი ნესტოებისთვის+
და შენს სამსხვერპლოზე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი შესწირონ.+
11 აკურთხე, იეჰოვა, მისი მაცოცხლებელი ძალა+
და მოიწონე მისი ხელის ნამოქმედარი.+
თეძოები დაუმტვრიე მის მოწინააღმდეგეებს+
და მის მოძულეებს, რათა ფეხზე ვერ დადგნენ“.+
„იეჰოვას საფარქვეშ დამკვიდრდეს ის,+ ვინც მას უყვარს,+
მთელი დღე ის იქნება მისი მფარველი;+
დამკვიდრდეს იგი მის მხრებს შორის“.+
16 მიწის მადლითა და მისი სისავსით,+
იმისი მოწონებით, ვინც ეკლიან ბუჩქში იყო დავანებული.+
გადმოვიდეს ეს ყველაფერი იოსების თავზე,+
ძმებს შორის გამორჩეულის თხემზე.+
17 მას პირველმოგებული ხარის სიდიადე აქვს;+
მისი რქები გარეული ხარის რქებია.+
რქებით განდევნის ხალხებს,+
ყველას ერთად — დედამიწის კიდეებამდე.
ისინი ეფრემის ათი ათასები არიან+
და მენაშეს ათასები“.
19 ხალხს მთებზე მოუხმობენ
და სიმართლის მსხვერპლს შესწირავენ,+
რადგან გამოწოვენ ზღვათა სიმდიდრეს+
და ქვიშაში დამალულ განძს“.
21 პირველ წილს თავისთვის აიღებს,+
რადგან იქ არის შემონახული წესის დამდგენის წილი.+
შეიკრიბებიან ხალხის თავკაცები;
აღსრულდება იეჰოვას სიმართლე და
მისი სამართალი ისრაელზე“.
26 არავინაა იეშურუნის+ ჭეშმარიტი ღვთის მსგავსი,+
ვინც შენ საშველად ცაზეა ამხედრებული+
და ღრუბლებზე — თავისი აღმატებულებით.+
27 თავშესაფარია ძველ დღეთა ღმერთი,+
შენ ქვემოთ მისი მარადიული მკლავებია.+
ის განდევნის შენგან შენს მტერს+
და იტყვის, მოსპეთო ისინი!+
28 უსაფრთხოდ იცხოვრებს ისრაელი,+
თავისთვის იქნება იაკობის წყარო+
მარცვლეულისა და ახალი ღვინის ქვეყანაში;+
მისი ციდან გადმოვა ნამი.+
ვინ არის შენი მსგავსი+
ხალხი, რომელიც იეჰოვას ხსნით ხარობს?+
ის არის შენი მშველელი ფარი+
და დიდებული მახვილი.+
ფეხქვეშ გაგეგება მტერი+
და გათელავ მათ მაღლობებს“.+
34 ავიდა მოსე მოაბის უკაცრიელი ველიდან ნებოს მთაზე,+ ფისგას წვერზე,+ იერიხონის+ პირდაპირ. აჩვენა იეჰოვამ მთელი მიწა გალაადიდან დანამდე,+ 2 მთელი ნაფთალი, ეფრემისა და მენაშეს მიწები, იუდას მთელი მიწა დასავლეთის ზღვამდე,+ 3 ნეგები+ და იორდანის მხარე,+ იერიხონის ველი და პალმების ქალაქი+ ცოარამდე.+
4 უთხრა იეჰოვამ მას: „ეს ის მიწაა, რომელზეც აბრაამს, ისაკსა და იაკობს დავუფიცე, შენს შთამომავალს მივცემ-მეთქი.+ შენი თვალით დაგანახვე, მაგრამ ვერ გადახვალ იქ“.+
5 იქ მოკვდა იეჰოვას მსახური მოსე,+ მოაბის მიწაზე, როგორც იეჰოვამ ბრძანა.+ 6 დამარხა ღმერთმა იგი მოაბის მიწაზე, ველზე, ბეთ-ფეორის წინ,+ და დღემდე არავინ იცის მისი საფლავი.+ 7 ას ოცი წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა;+ თვალთ არ დაჰკლებია+ და ძალა არ გამოლევია.+ 8 ოცდაათ დღეს+ იგლოვეს მოსე ისრაელის ძეებმა მოაბის უკაცრიელ ველზე და დასრულდა მოსეს გლოვისა და ტირილის დღეები.
9 იესო ნავეს ძე სავსე იყო სიბრძნის სულით,+ რადგან მოსემ დაადო მას ხელი.+ უსმენდნენ მას ისრაელის ძეები და ისე იქცეოდნენ, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+ 10 აღარ ყოფილა ისრაელში მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი,+ რომელსაც პირისპირ იცნობდა იეჰოვა,+ 11 იმ ნიშნებითა და სასწაულებით, რომელთა მოსახდენადაც იეჰოვამ ეგვიპტის მიწაზე გაგზავნა იგი ფარაონის, მისი მსახურებისა და მთელი მისი მიწის წინააღმდეგ,+ 12 ძლიერი ხელითა და თავზარდამცემი საქმეებით, რაც მოსემ მოიმოქმედა მთელი ისრაელის თვალწინ.+
„ეს სიტყვები“ — ებრაულად ელლეჰ ჰადდებარიმ. ასეა დასათაურებული ებრაულ ენაზე მოსეს მეხუთე წიგნი. სეპტუაგინტა და ვულგატა ამ წიგნს მეორე კანონს უწოდებს.
ანუ შავი ბაზალტის სარკოფაგი. არაბები რკინას დღემდე ბაზალტს უწოდებენ.
ნიშნავს იაირის ბანაკებს.
სიტყვასიტყვით — ათი სიტყვა.
იხილეთ გმ. 20:5-ის სქოლიო.
იხილეთ გმ. 20:5-ის სქოლიო.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ანუ ბრძანებების, მცნებების სიტყვები. იხილეთ გმ. 34:28.
იხილეთ გმ. 17:7-ის სქოლიო.
იხილეთ 5:10-ის სქოლიო.
იხილეთ 5:10-ის სქოლიო.
იხილეთ 4:13-ის სქოლიო.
ფეხის ძალის გამოყენებით.
ანუ შუბლი.
სიტყვასიტყვით — პირით.
სიტყვასიტყვით — მის სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
როგორც ჩანს, იგულისხმება პედერასტი — კაცი, რომელსაც ძირითადად ბიჭებთან აქვს სქესობრივი ურთიერთობა.
ანუ სიცოცხლეს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — მოძმის სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ან საზიარო მსხვერპლი.
ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!
სიტყვასიტყვით — მოძმის სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — ხორბლის თირკმლის ქონთან ერთად.
ნიშნავს მართალს. ისრაელის საპატიო წოდება.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
ნიშნავს ხსნას, გადარჩენას. იესო ნავეს ძის სახელი.
იხილეთ 32:15-ის სქოლიო.
იხილეთ გმ. 28:30-ის სქოლიო.