საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 იესო ნავეს ძე 1:1-24:33
  • იესო ნავეს ძე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო ნავეს ძე
  • ბიბლია
ბიბლია
იესო ნავეს ძე

იესო ნავეს ძე

1 იეჰოვას მსახურის, მოსეს სიკვდილის შემდეგ იეჰოვამ იესო* ნავეს ძეს,+ მოსეს მომსახურეს+ უთხრა: 2 „მოკვდა ჩემი მსახური მოსე.+ ადექი, გადაკვეთეთ იორდანე შენ და მთელმა ამ ხალხმა და შედით მიწაზე, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ.+ 3 ყოველ ადგილს, სადაც ფეხს დადგამთ, თქვენ მოგცემთ, როგორც მოსეს დავპირდი.+ 4 უდაბნოდან და ამ ლიბანიდან დიდ მდინარემდე, მდინარე ევფრატამდე, ხეთელთა+ მთელი ქვეყანა, დიდ ზღვამდე*, იქამდე, სადაც მზე ჩადის, თქვენი იქნება.+ 5 ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე.+ როგორც მოსესთან ვიყავი, ისევე ვიქნები შენთან,+ თავს არ დაგანებებ და არ მიგატოვებ!+ 6 გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი,+ რადგან შენ დაამკვიდრებინებ+ ამ ხალხს მიწას, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დავუფიცე.+

7 ოღონდ მოიკრიბე გამბედაობა, გამაგრდი და გულდასმით შეასრულე მთელი კანონი, რაც მოსემ, ჩემმა მსახურმა გიბრძანა.+ არ გადაუხვიო არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,+ რათა ბრძნულად იმოქმედო ყველგან, სადაც კი წახვალ.+ 8 არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი,+ იკითხე* ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია;+ მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად.+ 9 ხომ გიბრძანე,+ გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები,+ რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“.+

10 უბრძანა იესო ნავეს ძემ ხალხის მთავრებს: 11 „გაიარეთ ბანაკის შუაში და უბრძანეთ ხალხს, გაიმზადეთ-თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ გადაკვეთთ იორდანეს, შეხვალთ და დაეუფლებით იმ მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ-თქო დასაუფლებლად“.+

12 უთხრა იესო ნავეს ძემ რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს: 13 «გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც იეჰოვას მსახურმა მოსემ გიბრძანათ:+ „იეჰოვა, თქვენი ღმერთი დაგასვენებთ და მოგცემთ ამ მიწას. 14 თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი ცხვარ-ძროხა ამ მიწაზე დარჩებიან, მოსემ იორდანის გამოღმა რომ მოგცათ,+ თქვენ კი, ყველა მამაცი, ძლიერი ვაჟკაცი,+ დარაზმულები+ გაუძეხით თქვენს ძმებს და დაეხმარეთ მათ. 15 როცა თქვენს ძმებსაც თქვენსავით დაასვენებს იეჰოვა და ისინიც დაეუფლებიან იმ მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი აძლევს მათ,+ დაუბრუნდით თქვენ-თქვენს სამკვიდროს და დაეუფლეთ მას,+ რაც იეჰოვას მსახურმა მოსემ მოგცათ იორდანის გამოღმა, მზის ამოსავლის მხარეს“».+

16 მათ მიუგეს იესო ნავეს ძეს: „რაც გვიბრძანე, ყველაფერს გავაკეთებთ და სადაც გაგვგზავნი, იქ წავალთ.+ 17 როგორც მოსეს ვუგონებდით ყველაფერს, შენც ისევე გაგიგონებთ, ოღონდ იეჰოვა, შენი ღმერთი იყოს შენთან,+ როგორც მოსესთან იყო.+ 18 ვინც ეურჩება შენს ბრძანებას+ და არ მოუსმენს სიტყვებს, რასაც უბრძანებ, უნდა მოკვდეს,+ ოღონდ გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი!“+

2 გაგზავნა ფარულად იესო ნავეს ძემ ორი მზვერავი შიტიმიდან+ და უთხრა: „წადით, დაზვერეთ ის მიწა და იერიხონი“. ისინიც წავიდნენ, მივიდნენ ერთი მეძავის, რახაბის+ სახლში და იქ გაჩერდნენ. 2 იერიხონის მეფეს ამბავი მიუვიდა, ღამით ისრაელის ძეები მოსულან მიწის დასაზვერადო. 3 შეუთვალა იერიხონის მეფემ რახაბს: „გამოიყვანე ის კაცები, შენთან რომ მოვიდნენ, შენს სახლში რომ შემოვიდნენ, რადგან მთელი მიწის დასაზვერად არიან მოსულები“.+

4 ადგა ქალი და დამალა ის ორი კაცი. მიუგო: „კი, იყვნენ მოსულები, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ, 5 შებინდებისას წავიდნენ, კარიბჭის+ დაკეტვამდე, ოღონდ არ ვიცი, სად წავიდნენ. საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით“ 6 (მას ბანზე+ აეყვანა ისინი და სელის ძნებში დაემალა). 7 დაედევნენ მათ ის კაცები იორდანის მიმართულებით, ფონებისკენ,+ და მდევრების გასვლისთანავე ჩაკეტეს კარიბჭე.

8 სანამ დაწვებოდნენ, ავიდა ქალი მათთან ბანზე 9 და უთხრა: „ვიცი, რომ მოგცემთ იეჰოვა ამ მიწას;+ თქვენმა შიშმა მოგვიცვა+ და შეძრწუნებულია ამ მიწის მოსახლეობა თქვენ გამო.+ 10 გვსმენია, როგორ დააშრო იეჰოვამ წითელი ზღვის წყალი თქვენ თვალწინ, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით,+ და რა უყავით ამორეველების ორ მეფეს, სიხონსა+ და ოგს+ იორდანის გაღმა, როგორ გაანადგურეთ ისინი.+ 11 როცა გავიგეთ ეს ამბავი, გულები შეგვიკრთა+ და აღარავის შერჩა მხნეობა თქვენი შიშით,+ რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი ცისა და მიწის ღმერთია.+ 12 დაიფიცეთ იეჰოვა,+ რომ როგორც მე გაგიკეთეთ სიკეთე*, თქვენც ისევე გაუკეთებთ სიკეთეს მამაჩემის სახლს,+ და სანდო ნიშანს მომცემთ.+ 13 ცოცხალი დატოვეთ მამაჩემი+ და დედაჩემი, ჩემი და-ძმები და ყველა მათიანი; გვიხსენით* სიკვდილისგან“.+

14 კაცებმა მიუგეს მას: „თავს დავდებთ თქვენთვის.+ თუ არ გაახმაურებთ ჩვენს ამბავს, ჩვენც გაგიკეთებთ სიკეთეს* და გიერთგულებთ, როცა იეჰოვა ამ მიწას მოგვცემს“.+ 15 შემდეგ მან თოკით ჩაუშვა ისინი სარკმლიდან, რადგან მისი სახლი გალავანში იყო, გალავანში ცხოვრობდა იგი.+ 16 უთხრა მათ: „მთაში წადით, მდევრებს რომ არ გადაეყაროთ; სამ დღეს დაიმალეთ იქ მდევრების დაბრუნებამდე, მერე კი წადით თქვენი გზით“.

17 კაცებმა მიუგეს მას: „ბრალი არ დაგვედება იმ ფიცის გამო, რომლითაც დაგვაფიცე.+ 18 ამ მიწაზე რომ შემოვალთ, ეს ალისფერი თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიშვი, სარკმელს გამოაბი, და შეკრიბე შენს სახლში მამაშენი, დედაშენი, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეულობა.+ 19 ვინც გარეთ გამოვა შენი სახლის კარიდან,+ მისი სისხლი მისივე თავზე იქნება, ჩვენ კი უდანაშაულოები ვიქნებით; ხოლო თუ ხელს შეახებენ შენს სახლში მყოფს, მისი სისხლი ჩვენს თავზე იქნება. 20 თუ გაახმაურებ ჩვენს ამბავს,+ ბრალი არ დაგვედება იმ ფიცის გამო, რომლითაც დაგვაფიცე“. 21 მან მიუგო: „თქვენი სიტყვისამებრ იყოს“.

გაუშვა ისინი თავიანთი გზით და სარკმელს ალისფერი თოკი გამოაბა. 22 წავიდნენ მთაში და სამ დღეს იქ დარჩნენ მდევრების დაბრუნებამდე. ეძებდნენ მათ მდევრები ყველა გზაზე, მაგრამ ვერ იპოვეს. 23 ჩამოვიდა ის ორი კაცი მთიდან, მდინარე გადალახეს და იესო ნავეს ძესთან მივიდნენ; უამბეს მას ყველაფერი, რაც თავს გადახდათ. 24 უთხრეს მათ იესო ნავეს ძეს: „იეჰოვამ ხელში ჩაგვიგდო მთელი მიწა.+ გული შეუკრთა იმ მიწის მოსახლეობას ჩვენი შიშით“.+

3 ადგა დილით ადრე იესო ნავეს ძე, დაიძრნენ ის და ისრაელის ძეები შიტიმიდან+ და იორდანეს მიადგნენ; იმ ღამეს იქ დარჩნენ, სანამ გაღმა გავიდოდნენ.

2 მესამე დღის ბოლოს+ თავკაცებმა+ ბანაკი მოიარეს 3 და ხალხს უბრძანეს: „როცა დაინახავთ, რომ ლევიანი მღვდლები იეჰოვას, თქვენი ღვთის შეთანხმების კიდობანს წაიღებენ,+ თქვენც დაიძარით და გაჰყევით მას, 4 ოღონდ დაახლოებით ორი ათასი წყრთის* მოშორებით,+ არ მიუახლოვდეთ მას, რათა იცოდეთ, რომელი გზით წახვიდეთ, რადგან იმ გზაზე ჯერ არ გაგივლიათ“.

5 უთხრა იესო ნავეს ძემ ხალხს: „განიწმინდეთ,+ რადგან ხვალ იეჰოვა საოცრებებს მოიმოქმედებს თქვენ შორის“.+

6 შემდეგ იესო ნავეს ძემ მღვდლებს მიმართა: „აიღეთ შეთანხმების კიდობანი+ და ხალხს წინ წაუძეხით“. მათაც აიღეს კიდობანი და ხალხს წაუძღვნენ.

7 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „დღეს განგადიდებ მთელი ისრაელის თვალში,+ რათა იცოდნენ, რომ შენთანაც ისე ვიქნები,+ როგორც მოსესთან ვიყავი.+ 8 უბრძანე+ მღვდლებს, რომლებიც შეთანხმების კიდობანს ატარებენ: იორდანის წყალს რომ მიადგებით, გაჩერდით-თქო“.+

9 უთხრა იესო ნავეს ძემ ისრაელის ძეებს: „მოდით და მოუსმინეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის სიტყვებს“. 10 იესო ნავეს ძემ თქვა: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის;+ ის განდევნის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს, გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს.+ 11 აი, თქვენ წინ შედის იორდანეში მთელი დედამიწის უფლის შეთანხმების კიდობანი. 12 თორმეტი კაცი აირჩიეთ ისრაელის ტომებიდან, თითო კაცი თითო ტომიდან.+ 13 როგორც კი მღვდლები, რომლებიც იეჰოვას, მთელი დედამიწის უფლის კიდობანს ატარებენ, იორდანის წყალში ჩადგამენ ფეხს, გაიყოფა წყალი და ზემოდან მომდინარე წყალი კედლად აღიმართება“.+

14 დაიძრნენ თავიანთი კარვებიდან იორდანეზე გადასასვლელად ისრაელის ძეები და მღვდლები, რომლებიც წინ მიუძღოდნენ ხალხს და შეთანხმების კიდობანი+ მიჰქონდათ, 15 და როგორც კი მიადგნენ იორდანეს მღვდლები, რომლებიც კიდობანს ატარებდნენ, და ჩადგეს ფეხი წყალში (მკის დროს ნაპირებიდან+ გადმოდის იორდანე), 16 გაჩერდა ზემოდან მომდინარე წყალი და კედლად აღიმართა+ შორს, ქალაქ ადამთან, ცარეთანის+ გადასწვრივ; ხოლო არაბას ზღვისკენ, მარილოვანი ზღვისკენ+ მიმდინარე წყალი დაშრა. გაიყო წყალი და ხალხმა იერიხონისკენ დაიწყო გადასვლა. 17 შუა იორდანეში მშრალ მიწაზე+ უძრავად იდგნენ მღვდლები, რომლებიც იეჰოვას შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ, და მთელი ისრაელი მშრალად+ გადადიოდა, სანამ მთელმა ერმა არ გადაკვეთა იორდანე.

4 როცა მთელმა ერმა გადაკვეთა იორდანე,+ იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა: 2 «ამოარჩიე ხალხიდან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან,+ 3 და უბრძანე: „თორმეტი ქვა+ აიღეთ შუა იორდანიდან, სადაც მღვდლებს უძრავად უდგათ ფეხი,+ თან წაიღეთ და დააწყვეთ იმ ადგილზე,+ სადაც ღამეს გაათევთ“».

4 მოუხმო იესო ნავეს ძემ ისრაელის ძეებიდან ამორჩეულ თორმეტივე კაცს,+ თითო კაცს თითო ტომიდან, 5 და უთხრა მათ იესო ნავეს ძემ: „წინ ჩაუარეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის კიდობანს შუა იორდანეში და ისრაელის ძეთა ტომების რიცხვის მიხედვით თითოეულმა მხარზე დაიდოს თითო ქვა, 6 რათა ეს იყოს ნიშანი თქვენ შორის.+ თუ მომავალში გკითხავენ თქვენი შვილები, ეს რა ქვებიაო,+ 7 უთხარით, იორდანის წყალი იეჰოვას შეთანხმების კიდობნის წინ გაიყო-თქო.+ როცა ის იორდანეზე გადაჰქონდათ, გაიყო იორდანის წყალი და ეს ქვები სამახსოვრო ქვებია-თქო ისრაელის ძეებისთვის, სამარადისოდ“.+

8 ისე მოიქცნენ ისრაელის ძეები, როგორც იესო ნავეს ძემ უბრძანა. აიღეს თორმეტი ქვა შუა იორდანიდან, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი იესო ნავეს ძისთვის, ისრაელის ძეთა ტომების რიცხვის მიხედვით;+ წაიღეს და იქ დააწყვეს, სადაც გაჩერდნენ.+

9 იესო ნავეს ძემ შუა იორდანეშიც დააწყო თორმეტი ქვა, სადაც ფეხი ედგათ+ მღვდლებს, რომლებიც შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ, და დღემდე იქ აწყვია.

10 მღვდლები, რომლებსაც კიდობანი მიჰქონდათ, შუა+ იორდანეში იდგნენ, სანამ ბოლომდე არ შესრულდა ის, რაც იეჰოვამ უბრძანა იესო ნავეს ძეს ხალხისთვის სათქმელად, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები იესო ნავეს ძისთვის.+ ამასობაში ხალხი აჩქარდა+ და გადავიდა. 11 როცა მთელი ხალხი გადავიდა, მღვდლებმა იეჰოვას კიდობანიც+ გადაიტანეს ხალხის თვალწინ. 12 რეუბენის ვაჟები, გადის ვაჟები და მენაშეს+ ტომის ნახევარი დარაზმულები+ გადავიდნენ ისრაელის ძეების თვალწინ, როგორც მოსეს ჰქონდა მათთვის ნათქვამი.+ 13 დაახლოებით ორმოცი ათასი საომრად აღჭურვილი კაცი გადავიდა იეჰოვას წინაშე იერიხონის უკაცრიელ ველზე საბრძოლველად.

14 განადიდა იმ დღეს იეჰოვამ იესო ნავეს ძე მთელი ისრაელის თვალში;+ ისე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი მთელი მისი სიცოცხლე.+

15 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: 16 „უბრძანე მღვდლებს, რომლებსაც მოწმობის კიდობანი+ მიაქვთ, რომ გამოვიდნენ იორდანიდან“. 17 იესო ნავეს ძემაც უბრძანა მღვდლებს: „გამოდით იორდანიდან“. 18 როცა შუა იორდანიდან გამოვიდნენ მღვდლები, რომლებსაც იეჰოვას შეთანხმების კიდობანი მიჰქონდათ,+ და ხმელეთზე დადგეს ფეხი,+ დაუბრუნდა იორდანის წყალი თავის ადგილს და უწინდებურად გადმოდიოდა+ ნაპირებიდან.

19 გამოვიდა ხალხი იორდანიდან პირველი თვის მეათე დღეს და გილგალში+ დაბანაკდა, იერიხონის აღმოსავლეთ საზღვართან.

20 აღმართა გილგალში იესო ნავეს ძემ იორდანიდან წამოღებული თორმეტი ქვა+ 21 და უთხრა ისრაელის ძეებს: „როცა მომავალში თქვენი შვილები თავიანთ მამებს ჰკითხავენ, ეს რა ქვებიაო,+ 22 გააგებინეთ თქვენს შვილებს და უთხარით, მშრალად გადალახა-თქო ისრაელმა იორდანე,+ 23 როცა იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა იორდანის წყალი დააშრო, სანამ გაღმა არ გავიდნენ, როგორც წითელი ზღვა დააშრო იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, სანამ გაღმა არ გავედით,+ 24 რათა იცოდეს დედამიწის მთელმა ხალხმა, რომ ძლიერი ხელი აქვს იეჰოვას,+ რათა ყოველთვის გეშინოდეთ იეჰოვასი, თქვენი ღვთისა“.+

5 როცა გაიგეს იორდანის დასავლეთით მცხოვრებმა ამორეველთა+ მეფეებმა და ზღვასთან მცხოვრებმა ქანაანელთა+ მეფეებმა, რომ იეჰოვამ იორდანის წყალი დააშრო ისრაელის ძეების გადასასვლელად, გულები შეუკრთათ+ და მხნეობა დაკარგეს ისრაელის ძეების შიშით.+

2 მაშინ იეჰოვამ უთხრა იესო ნავეს ძეს: „კაჟის დანები გააკეთე და კიდევ ერთხელ, მეორედ წინადაცვითე+ ისრაელის ძეები“. 3 იესო ნავეს ძემაც გააკეთა კაჟის დანები და წინადაცვითა ისრაელის ძეები გიბათ-ჰაარალოთში.+ 4 აი რატომ წინადაცვითა ისინი: ეგვიპტიდან გამოსული ყველა მამაკაცი, ყველა მეომარი, უდაბნოში დაიხოცა+ გზაში ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ; 5 ვინც ეგვიპტიდან გამოვიდა, ყველა წინადაცვეთილი იყო, მაგრამ ვინც უდაბნოში, გზაში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, არ ყოფილა წინადაცვეთილი; 6 ისრაელის ძეებმა ორმოცი წელი+ იარეს უდაბნოში, სანამ მთლიანად არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომლებმაც არ მოუსმინეს იეჰოვას ხმას. მათ იეჰოვამ დაუფიცა, რომ ვერასოდეს იხილავდნენ მიწას,+ რომლის ჩვენთვის მოცემაც იეჰოვამ მათ მამა-პაპას დაუფიცა,+ მიწას, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ 7 მათი ადგილი მათ შვილებს მისცა.+ წინადაცვითა ესენი იესო ნავეს ძემ, რადგან წინადაუცვეთელები იყვნენ, გზაში მათი წინადაცვეთა არ მომხდარა.

8 როცა დაასრულეს მთელი ერის წინადაცვეთა, დარჩნენ ისინი თავიანთ ბანაკებში ჭრილობის მოშუშებამდე.+

9 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „დღეს ჩამოგაშორეთ* ეგვიპტის სირცხვილი“.+ იმ ადგილს გილგალი*+ ეწოდა და დღემდე ასე ჰქვია.

10 ცხოვრობდნენ ისრაელის ძეები გილგალში და თვის მეთოთხმეტე დღეს,+ საღამოს, იერიხონის უკაცრიელ ველზე პასექი აღნიშნეს. 11 პასექის მეორე დღეს, სწორედ იმ დღეს ჭამეს აღებული მოსავლიდან უფუარი პური+ და ქუმელი. 12 შეწყდა მანანა მეორე დღეს, როცა აღებული მოსავლიდან ჭამეს. აღარ ეძლეოდათ მანანა ისრაელის ძეებს+ და იმ წელს ქანაანის მიწის მოსავალს ჭამდნენ.+

13 როცა იესო ნავეს ძე იერიხონთან იყო, გაიხედა და დაინახა მის წინ მდგარი კაცი,+ რომელსაც ხელში შიშველი მახვილი ეჭირა.+ მივიდა მასთან იესო ნავეს ძე და ჰკითხა: „მტერი ხარ თუ მოყვარე?“ 14 მან მიუგო: „იეჰოვას ლაშქრის მეთაური ვარ, ახლა მოვედი“.+ პირქვე დაემხო იესო ნავეს ძე, მდაბლად თაყვანი სცა+ და უთხრა: „რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?“ 15 იეჰოვას ლაშქრის მეთაურმა მიუგო იესო ნავეს ძეს: „გაიხადე სანდლები, წმინდა ადგილზე დგახარ“. მაშინვე ასე მოიქცა იესო ნავეს ძე.+

6 ჩარაზული იყო იერიხონი ისრაელის ძეების შიშით, ვერავინ გამოდიოდა და ვერავინ შედიოდა.+

2 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „აი, ხელში ჩაგიგდე იერიხონი თავისი მეფითა და მამაცი მებრძოლებით.+ 3 ყველა მებრძოლმა შემოუაროს ქალაქს, ერთხელ შემოუაროს. ასე გააკეთეთ ექვს დღეს. 4 შვიდმა მღვდელმა კიდობნის წინ ატაროს ვერძის რქის საყვირი, მეშვიდე დღეს კი შვიდჯერ შემოუარეთ ქალაქს და ჩაჰბერონ მღვდლებმა საყვირებს.+ 5 როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქის საყვირს და გაიგებთ მის ხმას, მთელმა ხალხმა საომარი ყიჟინა დასცეს;+ ჩამოიქცევა ქალაქის გალავანი+ და პირდაპირ ავიდეს ხალხი“.

6 მოუხმო მღვდლებს+ იესო ნავეს ძემ და უთხრა: „აიღეთ შეთანხმების კიდობანი+ და შვიდმა მღვდელმა იეჰოვას კიდობნის+ წინ ვერძის რქის შვიდი საყვირი ატაროს“. 7 მიმართა ხალხს: „წადით და შემოუარეთ ქალაქს; შეიარაღებულმა+ ხალხმა იეჰოვას კიდობნის წინ იაროს“. 8 ხალხი იესო ნავეს ძის ნათქვამისამებრ მოიქცა; შვიდი მღვდელი, რომლებსაც ვერძის რქის შვიდი საყვირი მიჰქონდათ, წავიდა იეჰოვას წინაშე და ჩაჰბერა საყვირებს, მათ უკან კი იეჰოვას შეთანხმების კიდობანი მიჰქონდათ. 9 შეიარაღებულები წინ მიუძღოდნენ მღვდლებს, რომლებიც საყვირებს აყვირებდნენ; კიდობანს უკანაც მიჰყვებოდნენ შეიარაღებულები+ და საყვირებს აყვირებდნენ.

10 უბრძანა იესო ნავეს ძემ ხალხს:+ „არ დასცეთ ყიჟინა და არავის გააგონოთ თქვენი ხმა; სიტყვა არ დაგცდეთ ბაგიდან, სანამ მე არ გეტყვით, ყიჟინა დაეცით-მეთქი, და მაშინ დაეცით ყიჟინა“.+ 11 შემოატარებინა იეჰოვას კიდობანი ქალაქის გარშემო, ერთხელ შემოატარებინა, რის შემდეგაც ბანაკში მივიდნენ და იქ გაათიეს ღამე.

12 ადგა იესო ნავეს ძე დილით ადრე+ და წაიღეს მღვდლებმა იეჰოვას კიდობანი;+ 13 იეჰოვას კიდობანს წინ მიუძღოდა შვიდი მღვდელი, რომლებსაც ვერძის რქის შვიდი საყვირი ეჭირათ და აყვირებდნენ, მათ წინ კი შეიარაღებულები მიდიოდნენ; იეჰოვას კიდობანს უკანაც მიჰყვებოდნენ შეიარაღებულები და საყვირებს აყვირებდნენ.+ 14 მეორე დღესაც ერთხელ შემოუარეს ქალაქს და ბანაკში დაბრუნდნენ; ექვს დღეს აკეთებდნენ ასე.+

15 მეშვიდე დღეს დილით ადრე ადგნენ, განთიადისას, და შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს იმავე წესით; იმ დღეს შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს.+ 16 როცა მღვდლებმა მეშვიდედ ჩაჰბერეს საყვირებს, იესო ნავეს ძემ ხალხს შესძახა: „დაეცით ყიჟინა,+ თქვენ მოგცათ იეჰოვამ ეს ქალაქი!+ 17 გასანადგურებელია ეს ქალაქი;+ მთელი ქალაქი იეჰოვასია. მხოლოდ მეძავი რახაბი+ და მის სახლში მყოფნი დატოვეთ ცოცხლები, რადგან მან ჩვენი გაგზავნილი მაცნეები დამალა.+ 18 ერიდეთ ყველაფერს, რაც გასანადგურებელია,+ რომ არ მოინდომოთ+ და არ აიღოთ ის, რაც გასანადგურებელია,+ რათა ისრაელის ბანაკიც გასანადგურებელი არ გახდეს და უბედურება არ დაატყდეს.+ 19 მთელი ოქრო-ვერცხლი და სპილენძისა და რკინის ნივთები წმინდაა იეჰოვასთვის+ და იეჰოვას საგანძურში უნდა იყოს“.+

20 ჩაჰბერეს საყვირებს და ხალხმა ყიჟინა დასცა.+ როგორც კი გაიგო ხალხმა საყვირის ხმა და დასცა დიდი საომარი ყიჟინა, ჩამოიქცა გალავანი.+ პირდაპირ ქალაქში ავიდა ხალხი და დაიპყრეს ქალაქი. 21 მახვილით გაანადგურეს მთელი ქალაქი, ქალიცა და კაციც, ახალგაზრდაცა და მოხუციც, ხარიც, ცხვარიცა და ვირიც.+

22 უთხრა იესო ნავეს ძემ იმ ორ მზვერავს, მიწის დასაზვერად რომ იყვნენ წასულები: „შედით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ ის და ყველა მისიანი, როგორც დაუფიცეთ“.+ 23 შევიდნენ ის მზვერავები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი, დედამისი, მისი ძმები და ყველა მისიანი, მთელი სანათესავო,+ და ისრაელის ბანაკის გარეთ დააყენეს.

24 ცეცხლით გადაწვეს მთელი ქალაქი,+ ხოლო ოქრო-ვერცხლი და რკინისა და სპილენძის ნივთები იეჰოვას სახლის საგანძურში მიიტანეს.+ 25 ცოცხალი დატოვა იესო ნავეს ძემ მეძავი რახაბი, მამამისის სახლეულობა და ყველა მისიანი;+ დღემდე ისრაელთან ერთად ცხოვრობს იგი,+ რადგან დამალა მაცნეები, რომლებიც იესო ნავეს ძემ იერიხონის დასაზვერად გაგზავნა.+

26 მაშინ იესო ნავეს ძემ დაიფიცა: „წყეული იყოს იეჰოვას წინაშე ის, ვინც ადგება და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნოს საძირკველი და თავის უმცროსზე აღმართოს კარიბჭე“.+

27 იესო ნავეს ძესთან იყო იეჰოვა+ და სახელი გაითქვა მთელ დედამიწაზე.+

7 ორგულად მოიქცნენ ისრაელის ძეები, რადგან იუდას ტომიდან ზერახის ვაჟმა, ზაბდის ვაჟმა, ქარმის ვაჟმა აქანმა+ აიღო ის, რაც გასანადგურებელი იყო,+ და აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელის ძეებზე.+

2 გაგზავნა იესო ნავეს ძემ კაცები იერიხონიდან აიში,+ ბეთ-ავენის+ მახლობლად, ბეთელის+ აღმოსავლეთით, და უთხრა მათ: „ადით და დაზვერეთ ის მიწა“. ისინიც ავიდნენ და დაზვერეს აი.+ 3 დაბრუნდნენ იესო ნავეს ძესთან და უთხრეს: „ნუ ავა ყველა, ორი ან სამი ათასი კაცი ავიდეს და შეუტიოს აის; არ ღირს მთელი ხალხის დაქანცვა, ცოტანი არიან ისინი“.

4 სამი ათასამდე კაცი ავიდა იქ, მაგრამ უკუიქცნენ აიელების+ შიშით. 5 აიელებმა მათგან ოცდათექვსმეტამდე კაცი მოკლეს; დაედევნენ+ მათ, კარიბჭიდან შებარიმამდე სდიეს და ფერდობზეც დახოცეს. შეუკრთა გული ხალხს და წყალივით გაუხდა.+

6 შემოიხია იესო ნავეს ძემ მოსასხამი და საღამომდე პირქვე იყვნენ დამხობილნი+ იეჰოვას კიდობნის წინაშე ის და ისრაელის უხუცესები და მტვერს იყრიდნენ თავზე.+ 7 იესო ნავეს ძემ თქვა: „ვაი, უზენაესო უფალო, იეჰოვა, იმიტომ გადმოიყვანე ეს ხალხი იორდანეზე, რომ ამორეველების ხელში ჩავცვენილიყავით და გავენადგურებინეთ?! ნეტავ იორდანის გაღმა დავრჩენილიყავით!+ 8 მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ რა ვთქვა, როცა უკუიქცა ისრაელი მტრისგან?! 9 გაიგებენ ქანაანელები და იმ მიწის მთელი მოსახლეობა, შემოგვესევიან და მიწის პირიდან მოსპობენ ჩვენს სახელს.+ რას გააკეთებ შენი დიდებული სახელისთვის?“+

10 მიუგო იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: «ადექი! რას დამხობილხარ პირქვე?! 11 შესცოდა ისრაელმა და დაარღვია ჩემი შეთანხმება,+ რომელიც მცნებად დავუდე; აიღეს ის, რაც გასანადგურებელი+ იყო, მოიპარეს+ და თავიანთ ნივთებში+ დამალეს.+ 12 ვერ გაიმარჯვებენ ისრაელის ძეები მტერზე;+ უკუიქცევიან მტრისგან, რადგან გასანადგურებლები არიან. აღარ ვიქნები თქვენთან, სანამ არ მოსპობთ თქვენგან იმას, რაც გასანადგურებელია.+ 13 ადექი! განწმინდე ხალხი+ და უთხარი: „ხვალ განიწმინდეთ, რადგან ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: ისრაელო, შენ გაქვს ის, რაც გასანადგურებელია.+ ვერ გაიმარჯვებ მტერზე, სანამ არ მოიშორებ იმას, რაც გასანადგურებელია. 14 ტომებად წარდექით დილით და ის ტომი გამოვიდეს, რომელსაც იეჰოვა დაადებს ხელს;+ მერე საგვარეულოებად წარდექით და ის საგვარეულო გამოვიდეს, რომელსაც იეჰოვა დაადებს ხელს; მერე სახლეულობების მიხედვით წარდექით და ის სახლეულობა გამოვიდეს, რომელსაც იეჰოვა დაადებს ხელს, ბოლოს კი მამაკაცები წარდგნენ. 15 ვისაც აღმოაჩნდება ის, რაც გასანადგურებელია, ცეცხლში უნდა დაიწვას,+ ისიც და რაც მისია, რადგან დაარღვია იეჰოვას შეთანხმება+ და სამარცხვინო საქმე ჩაიდინა ისრაელში“».+

16 ადგა იესო ნავეს ძე დილით ადრე და გამოიყვანა ისრაელი ტომებად. ხელი იუდას ტომს დაედო. 17 გამოიყვანა იუდასგან წამოსული საგვარეულოები და ხელი ზერახელებს+ დაედო, რის შემდეგაც ზერახელთა საგვარეულო გამოვიდა; წარდგნენ მამაკაცები და ზაბდის დაედო ხელი. 18 გამოიყვანა ზაბდიმ მამაკაცები თავისი სახლეულობიდან და აქანს დაედო ხელი, ქარმის ვაჟს, ზაბდის ვაჟს, ზერახის ვაჟს იუდას ტომიდან.+ 19 უთხრა იესო ნავეს ძემ აქანს: „შვილო, მიაგე დიდება იეჰოვას, ისრაელის ღმერთს,+ აღიარე მის წინაშე+ და მითხარი,+ რა ჩაიდინე, არ დამიმალო“.+

20 მიუგო აქანმა იესო ნავეს ძეს: „შევცოდე იეჰოვას, ისრაელის ღმერთს,+ და ესა და ეს ჩავიდინე. 21 დავინახე+ ნაძარცვში ერთი მშვენიერი შინარული+ მოსასხამი, ორასი შეკელი ვერცხლი და ერთი ოქროს ზოდი, რომელიც ორმოცდაათ შეკელს იწონიდა, დავხარბდი+ და წამოვიღე.+ ყველაფერი აი იქ, ჩემს კარავშია დამალული მიწაში, ფული კი მოსასხამის ქვეშ არის“.+

22 გაგზავნა იესო ნავეს ძემ მაცნეები; შეცვივდნენ კარავში და ნახეს, რომ ყველაფერი კარავში იყო დამალული, და ფულიც მოსასხამის ქვეშ იყო. 23 ყველაფერი გამოიტანეს კარვიდან, მიუტანეს იესო ნავეს ძესა და ისრაელის ძეებს და იეჰოვას წინაშე დაყარეს. 24 წაიყვანეს აქანი,+ ზერახის ვაჟი, იესო ნავეს ძემ და მთელმა ისრაელმა, წაიღეს ვერცხლი, მოსასხამი, ოქროს ზოდი,+ წაიყვანეს მისი ვაჟები, ასულები, ხარები, ვირები და ფარა, წაიღეს კარავი და ყველაფერი, რაც მისი იყო, და აქორის ველზე+ მივიდნენ. 25 უთხრა იესო ნავეს ძემ: „რატომ დაგვატეხე თავს უბედურება?!+ დღესვე დაგატეხს თავს უბედურებას იეჰოვა“. მთელმა ისრაელმა ჩაქოლა+ იგი და მერე ცეცხლში დაწვეს ისინი,+ ქვებით ჩაქოლეს. 26 აღმართეს მასზე ქვების დიდი გროვა და დღემდე ასეა.+ დაცხრა იეჰოვას რისხვა.+ ამიტომ ჰქვია იმ ადგილს აქორის* ველი+ და დღემდე ასეა.

8 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „ნუ შეშინდები და ნუ შეძრწუნდები!+ ადექი, წაიყვანე მებრძოლი ხალხი და ადი აიში. ხელში ჩაგიგდე აის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი მიწა.+ 2 აისა და მის მეფესაც იგივე დამართე, რაც იერიხონსა და მის მეფეს,+ დაიტაცეთ ნადავლი და პირუტყვი.+ ქალაქის უკან ჩასაფრდით“.+

3 ადგნენ იესო ნავეს ძე და მებრძოლი ხალხი+ აიში ასასვლელად. გამოარჩია იესო ნავეს ძემ ოცდაათი ათასი კაცი, ძლიერი მებრძოლები,+ და ღამით გაგზავნა. 4 უბრძანა მათ: „ქალაქის უკან ჩასაფრდით,+ ოღონდ ძალიან არ დასცილდეთ და ყველანი მზად იყავით; 5 მე და ჩემი ხალხი კი ახლოს მივალთ ქალაქთან. თუ ისევე დაგვხვდებიან როგორც მაშინ,+ გამოვექცევით. 6 დაგვედევნებიან და ქალაქიდან გამოვიტყუებთ, იტყვიან, მაშინდელივით გაგვირბიანო;+ ჩვენ კი გამოვექცევით. 7 მაშინ გამოდით თქვენი საფრიდან, დაეუფლეთ ქალაქს და იეჰოვა, თქვენი ღმერთი ჩაგიგდებთ მას ხელში.+ 8 როგორც კი ხელში ჩაიგდებთ ქალაქს, გადაწვით.+ იეჰოვას სიტყვისამებრ იმოქმედეთ, მე გიბრძანებთ!“+

9 გაგზავნა ისინი იესო ნავეს ძემ; მივიდნენ საფარში და ბეთელსა და აის შორის გამაგრდნენ, აის დასავლეთით, იესო ნავეს ძემ კი ის ღამე ხალხთან გაათია.

10 ადგა იესო ნავეს ძე დილით ადრე,+ თვალი შეავლო ხალხს და ისრაელის უხუცესებთან ერთად აისკენ წაუძღვა მათ. 11 ავიდნენ მასთან მყოფი მებრძოლები,+ წინიდან მიადგნენ ქალაქს და აის ჩრდილოეთით დაბანაკდნენ; მათსა და აის შორის ველი იყო. 12 გამოარჩია ხუთი ათასი კაცი, რომლებიც ბეთელსა+ და აის შორის ჩასაფრდნენ+ ქალაქის დასავლეთით. 13 მთავარი ბანაკი ქალაქის+ ჩრდილოეთით განლაგდა, ჩასაფრებულები კი დასავლეთით იყვნენ.+ გავიდა იმ ღამით იესო ნავეს ძე შუა ველზე.

14 დაინახა ეს აის მეფემ. საჩქაროდ წამოდგნენ დილაადრიან ქალაქის მცხოვრებლები და დათქმულ დროს ისრაელებთან საბრძოლველად გამოვიდნენ უკაცრიელ ველზე ის და მისი ხალხი. არ იცოდა მან, რომ ქალაქის უკან ჩასაფრებულები იყვნენ.+ 15 თითქოს დამარცხდნენო,+ იესო ნავეს ძე და ისრაელი უდაბნოს გზით გაიქცნენ.+ 16 მოუხმეს ყველას, ვინც ქალაქში იყო, რომ დასდევნებოდნენ მათ; ისინიც დაედევნენ იესო ნავეს ძეს და დაშორდნენ ქალაქს.+ 17 კაციშვილი არ დარჩენილა აისა და ბეთელში, ისრაელს რომ არ დასდევნებოდა; ღია დატოვეს ქალაქი და დაედევნენ ისრაელს.

18 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „გაიწოდე აისკენ ხელშუბი,+ ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგიგდებ მას“.+ იესო ნავეს ძემაც გაიწოდა ქალაქისკენ ხელშუბი, ხელში რომ ეჭირა. 19 როგორც კი იესო ნავეს ძემ ხელი გაიწოდა, წამოიშალნენ ჩასაფრებულები და გაიქცნენ, შეცვივდნენ ქალაქში, აიღეს+ და საჩქაროდ გადაწვეს ქალაქი.+

20 მობრუნდნენ აიელები და დაინახეს, რომ ცას სწვდებოდა ქალაქის ბოლი და გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. უდაბნოსკენ გაქცეულები შემოუბრუნდნენ მდევრებს. 21 დაინახა იესო ნავეს ძემ და მთელმა ისრაელმა, რომ ჩასაფრებულებმა+ აიღეს ქალაქი და ქალაქს ბოლი ასდიოდა; შემოუბრუნდნენ და შეუტიეს აიელებს. 22 გამოვიდნენ ქალაქიდან დანარჩენები მათთან შესახვედრად და ისინი ორივე მხრიდან ისრაელის ალყაში აღმოჩნდნენ. დასცეს ისინი, არც არავინ გადარჩენილა და არც არავინ გაქცეულა.+ 23 ცოცხლად შეიპყრეს აის მეფე+ და იესო ნავეს ძეს მიჰგვარეს.

24 ხოცავდა ისრაელი აის მცხოვრებლებს მინდორში, უდაბნოში, სადაც ისინი დაედევნენ; მახვილით ეცემოდნენ ისინი, სანამ ბოლომდე არ ამოწყდნენ. შემდეგ დაბრუნდა ისრაელი აიში და მახვილით გაანადგურა იქაურობა. 25 დაეცა იმ დღეს თორმეტი ათასი ქალი და კაცი, აის ყველა მცხოვრები. 26 არ დაუშვია იესო ნავეს ძეს გაწვდილი ხელი, რომელშიც ხელშუბი+ ეჭირა, სანამ აის მთელი მოსახლეობა არ გაანადგურა.+ 27 დაიტაცა ისრაელმა პირუტყვი და ნადავლი ქალაქიდან იეჰოვას სიტყვისამებრ, რომელიც მან იესო ნავეს ძეს უბრძანა.+

28 გადაწვა იესო ნავეს ძემ აი, სამარადისო გორად აქცია+ და დღემდე გაპარტახებულია. 29 აის მეფე+ მან საღამომდე ბოძზე ჩამოკიდა;+ მზის ჩასვლისას კი ბრძანება გასცა იესო ნავეს ძემ და ჩამოხსნეს ბოძიდან გვამი,+ ქალაქის კარიბჭის შესასვლელთან დააგდეს, აღმართეს მასზე ქვების გორა და დღემდე ასეა.

30 მაშინ სამსხვერპლო აუგო+ იესო ნავეს ძემ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, ებალის მთაზე,+ 31 როგორც მოსეს, იეჰოვას მსახურს ჰქონდა ნაბრძანები ისრაელის ძეებისთვის, რაც მოსეს კანონის წიგნში წერია:+ „მთლიანი ქვებით აგებული სამსხვერპლო, რომელსაც რკინის იარაღი არ გაჰკარებია“,+ და შესწირეს ზედ დასაწვავი შესაწირავი და მშვიდობის მსხვერპლი*+ იეჰოვას.

32 მაშინ გადაწერა იქ მან ქვაზე მოსეს კანონი,+ რომელიც მას ისრაელის ძეების თვალწინ ჰქონდა დაწერილი.+ 33 მთელი ისრაელი, მათი უხუცესები,+ მთავრები და მსაჯულები კიდობნის ორივე მხარეს იდგნენ მღვდლების,+ ლევიანების წინ, რომლებიც იეჰოვას შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ.+ ხიზნებისა და მკვიდრი მოსახლეობის+ ერთი ნახევარი გერიზიმის მთის+ წინ იდგა, მეორე ნახევარი კი — ებალის მთის+ წინ (როგორც მოსეს, იეჰოვას მსახურს ჰქონდა ნაბრძანები),+ რათა ჯერ ისრაელი ერი კურთხეულიყო.+ 34 ხმამაღლა წაიკითხა მან კანონის ყველა სიტყვა,+ კურთხევა+ და წყევლა,+ რაც კანონის წიგნშია ჩაწერილი; 35 მოსეს ნაბრძანები ყველა სიტყვა ხმამაღლა წაუკითხა იესო ნავეს ძემ ისრაელის მთელ კრებულს,+ ქალებსაც,+ ბავშვებსაც+ და მათ შორის მყოფ ხიზნებსაც.+

9 ეს რომ გაიგეს იორდანის გაღმა, მთასა და შეფელაში, დიდი ზღვის+ მთელ სანაპიროზე და ლიბანის+ წინ მცხოვრებმა მეფეებმა,+ ხეთელებმა,+ ამორეველებმა, ქანაანელებმა,+ ფერიზელებმა,+ ხიველებმა და იებუსელებმა,+ 2 ერთად შეიკრიბნენ იესო ნავეს ძესთან და ისრაელთან შესაბრძოლებლად.+

3 გაიგეს გაბაონელებმა,+ რა დამართა იესო ნავეს ძემ იერიხონსა+ და აის+ 4 და წინდახედულობა+ გამოიჩინეს; წავიდნენ, საგზალი მოიმარაგეს, აჰკიდეს ვირებს გაცვეთილი ტომრები და გაცვეთილი, დახეთქილი და დაკერებული ტიკები,+ 5 ფეხზე გაცვეთილი და დაკერებული სანდლები ჩაიცვეს, ტანზე — გაცვეთილი ტანსაცმელი, პური კი ისეთი გამხმარი წაიღეს, რომ იფშვნებოდა. 6 მივიდნენ იესო ნავეს ძესთან გილგალში,+ ბანაკში, და უთხრეს მას და ისრაელებს: „შორი ქვეყნიდან მოვედით, დაგვიდეთ შეთანხმება“.+ 7 ისრაელებმა უთხრეს ხიველებს:+ „იქნებ მახლობლად ცხოვრობთ, როგორ დაგიდოთ შეთანხმება?“+ 8 მიუგეს მათ იესო ნავეს ძეს: „შენი მსახურები ვართ“.+

ჰკითხა მათ იესო ნავეს ძემ: „ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?“ 9 მათ მიუგეს: „შორი ქვეყნიდან+ მოვიდნენ შენი მსახურები იეჰოვას, შენი ღვთის სახელის+ გამო, რადგან გავიგეთ მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა,+ 10 და რაც ამორეველთა ორ მეფეს დამართა იორდანის გაღმა, სიხონს+ — ხეშბონის მეფეს, და ოგს+ — ბაშანის მეფეს აშთაროთში.+ 11 გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებმა:+ წაიღეთ საგზალი, შეხვდით მათ და უთხარით, თქვენი მსახურები+ ვართ, შეთანხმება დაგვიდეთ-თქო.+ 12 იმ დღეს, როცა სახლიდან გამოვედით, ეს პური საგზლად წამოვიღეთ და თქვენთან წამოვედით. ის ჯერ კიდევ ცხელი იყო, ახლა კი ისეა გამხმარი, რომ იფშვნება.+ 13 ეს ღვინის ტიკები, როცა გავავსეთ, ახლები იყო, ახლა კი დამსკდარია;+ ტანსაცმელი და სანდლებიც შორი გზის გამო შემოგვაცვდა“.

14 ისრაელებმა ისე გამოართვეს საგზალი, რომ არ დაეკითხნენ იეჰოვას ბაგეს.+ 15 ზავი შეკრა მათთან+ იესო ნავეს ძემ და შეთანხმება დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა; კრებულის თავკაცებმაც+ შეჰფიცეს მათ.+

16 შეთანხმების დადებიდან სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ მათი მეზობლები ყოფილან ისინი და მათთან ახლოს უცხოვრიათ. 17 დაიძრნენ ისრაელის ძეები და მესამე დღეს მიადგნენ მათ ქალაქებს: გაბაონს,+ ქეფირას,+ ბეეროთსა+ და კირიათ-იეარიმს.+ 18 არ შეუტიეს მათ ისრაელის ძეებმა, რადგან იეჰოვა, ისრაელის ღმერთი+ დაიფიცეს+ კრებულის თავკაცებმა. მთელმა კრებულმა დრტვინვა დაიწყო თავკაცების წინააღმდეგ.+ 19 უთხრეს თავკაცებმა მთელ კრებულს: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთი დავუფიცეთ მათ და ვეღარაფერს დავუშავებთ.+ 20 სხვა გზა არა გვაქვს, ცოცხლები უნდა დავტოვოთ, რომ რისხვა არ დაგვატყდეს იმ ფიცის გამო, რომლითაც დავუფიცეთ“.+ 21 უთხრეს მათ თავკაცებმა: „ცოცხლები დარჩნენ და მთელი კრებულისთვის შეშის შემგროვებლები და წყლის მზიდავები იყვნენ,+ როგორც დაჰპირდნენ მათ თავკაცები “.+

22 მოუხმო მათ იესო ნავეს ძემ და უთხრა: „მეზობლები ყოფილხართ+ და რატომ მოგვატყუეთ, შორიდან ვართო?+ 23 დაწყევლილი ხალხი ხართ,+ ყოველთვის მონები იქნებით,+ შეშის შემგროვებლები და წყლის მზიდავები ჩემი ღვთის სახლისთვის“.+ 24 მიუგეს მათ იესო ნავეს ძეს: „გაგებული ჰქონდათ შენს მსახურებს, რაც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, თავის მსახურ მოსეს უბრძანა, რომ თქვენ მოგცემდათ მთელ მიწას და თქვენ თვალწინ მოსპობდა ამ მიწის მკვიდრთ;+ ძლიერ შეგვეშინდა თქვენი, გვეგონა, სიცოცხლეს* დავკარგავდით,+ და ასე იმიტომ მოვიქეცით.+ 25 შენს ხელში ვართ და როგორც გინდა და როგორც სწორი იქნება შენს თვალში, ისე მოგვექეცი“.+ 26 ასეც მოექცა იგი მათ, იხსნა ისრაელის ძეთა ხელიდან და არ დაახოცვინა ისინი.+ 27 დააყენა+ ისინი იესო ნავეს ძემ შეშის შემგროვებლებად და წყლის მზიდავებად კრებულისთვის+ და იეჰოვას სამსხვერპლოსთვის, იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევდა,+ და დღემდე ასეა.

10 როგორც კი გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ იესო ნავეს ძემ დაიპყრო აი+ და გაანადგურა,+ რომ იგივე დამართა აისა და მის მეფეს,+ რაც იერიხონსა+ და მის მეფეს,+ და რომ გაბაონის მკვიდრებმა ზავი შეკრეს ისრაელთან+ და მათთან დარჩნენ, 2 ძლიერ შეშინდა,+ რადგან გაბაონი სამეფო ქალაქივით დიდი ქალაქი იყო, აიზე+ დიდი, და იქ ძლიერი ხალხი ცხოვრობდა. 3 შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის+ მეფემ, ჰოჰამს — ხებრონის+ მეფეს, ფირამს — იარმუთის+ მეფეს, იაფიას — ლაქიშის+ მეფეს, და დებირს — ეგლონის+ მეფეს: 4 „ამოდით, დამეხმარეთ, ერთად შევუტიოთ გაბაონს, რადგან ზავი შეკრა იესო ნავეს ძესთან და ისრაელის ძეებთან“.+ 5 შეიკრიბნენ და ავიდნენ, ამორეველთა+ ხუთი მეფე: იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმუთის მეფე, ლაქიშის მეფე და ეგლონის მეფე თავიანთი ბანაკებითურთ და გაბაონთან დაბანაკდნენ საბრძოლველად.

6 შეუთვალეს გაბაონელებმა იესო ნავეს ძეს გილგალის+ ბანაკში: „ხელს ნუ აიღებ შენს მონებზე,+ იჩქარე, ამოდი ჩვენთან, გვიხსენი და დაგვეხმარე, რადგან ჩვენ წინააღმდეგ შეიკრიბა მთაში მცხოვრები ამორეველთა ყველა მეფე“. 7 ავიდა გილგალიდან იესო ნავეს ძე მეომარ ხალხთან+ და ძლიერ მებრძოლებთან ერთად.+

8 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „ნუ შეგეშინდება მათი,+ რადგან ხელში ჩაგიგდე ისინი;+ წინ ვერავინ დაგიდგება“.+ 9 მთელი ღამე იარა გილგალიდან წამოსულმა იესო ნავეს ძემ და მოულოდნელად შეუტია მათ. 10 თავზარი დასცა მათ იეჰოვამ ისრაელის წინაშე.+ დაიწყეს მათი ჟლეტა გაბაონში,+ დაედევნენ მათ ბეთ-ხორონის აღმართზე და აზეკამდე+ და მაკედამდე+ ჟლეტდნენ. 11 როცა გაურბოდნენ ისინი ისრაელს ბეთ-ხორონის ფერდობზე, იეჰოვა დიდ ქვებს+ უშენდა მათ ზეციდან, სანამ აზეკამდე მივიდოდნენ, და ასე დაიხოცნენ ისინი. ქვის სეტყვამ უფრო მეტი დახოცა, ვიდრე ისრაელის ძეებმა დახოცეს მახვილით.

12 იმ დღეს, როცა იეჰოვამ ისრაელის ძეებს ხელში ჩაუგდო ამორეველები, ელაპარაკა იესო ნავეს ძე იეჰოვას და ისრაელის წინაშე თქვა:

„მზეო,+ გაჩერდი გაბაონის+ თავზე,

მთვარევ, გაჩერდი აიალონის+ ველზე!“

13 გაჩერდა მზე და მთვარეც აღარ იძვროდა, სანამ ერმა შური არ იძია თავის მტრებზე.+ ეს ხომ იაშარის*+ წიგნში წერია. გაჩერებული იყო მზე ზეცის შუაგულში და მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას.+ 14 არ ყოფილა ასეთი დღე არც მანამდე და არც მას შემდეგ, რომ იეჰოვას ასე მოესმინოს ადამიანის ხმა,+ რადგან იეჰოვა თვითონ იბრძოდა ისრაელისთვის.+

15 ამის შემდეგ იესო ნავეს ძე გილგალის+ ბანაკში დაბრუნდა მთელ ისრაელთან ერთად.

16 ამასობაში გაიქცა ის ხუთი მეფე+ და მაკედას+ გამოქვაბულში იმალებოდა. 17 შეატყობინეს იესო ნავეს ძეს, ის ხუთი მეფე მაკედას გამოქვაბულში იმალებაო.+ 18 იესო ნავეს ძემ თქვა: „მიაგორეთ გამოქვაბულს ლოდები და მეთვალყურეები დაუყენეთ. 19 თქვენ კი ნუ გაჩერდებით, დაედევნეთ მტერს და ზურგიდან შეუტიეთ,+ არ შეუშვათ თავიანთ ქალაქებში, რადგან იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ ისინი!“+

20 გაჟლიტეს ისინი იესო ნავეს ძემ და ისრაელის ძეებმა და ბოლო მოუღეს მათ;+ გადარჩენილები გაიქცნენ და გამაგრებულ ქალაქებში შეცვივდნენ.+ 21 მშვიდობით დაბრუნდა მთელი ხალხი იესო ნავეს ძესთან მაკედას ბანაკში. კაციშვილს არ დაუძრავს სიტყვა ისრაელის ძეების წინააღმდეგ.+ 22 იესო ნავეს ძემ ბრძანა: „მოაშორეთ გამოქვაბულს ლოდები და ხუთივე მეფე აქ მომგვარეთ!“ 23 გამოუყვანეს მას გამოქვაბულიდან ხუთივე მეფე: იერუსალიმის მეფე,+ ხებრონის+ მეფე, იარმუთის მეფე, ლაქიშის მეფე+ და ეგლონის მეფე.+ 24 როცა გამოუყვანეს მეფეები იესო ნავეს ძეს, მოუხმო მან ისრაელ ხალხს და მებრძოლთა მეთაურებს, რომლებიც თან ახლდნენ, და უთხრა მათ: „ახლოს მოდით და კისრებზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს“.+ ისინიც მივიდნენ და კისრებზე დაადგეს ფეხი.+ 25 უთხრა მათ იესო ნავეს ძემ: „ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით!+ გამბედაობა მოიკრიბეთ და გამაგრდით, რადგან იგივეს დამართებს იეჰოვა ყველა თქვენს მტერს, ვისაც შეებრძოლებით!“+

26 დაჰკრა მათ იესო ნავეს ძემ და დახოცა ისინი; ხუთ ბოძზე ჩამოკიდა და საღამომდე იქ ეკიდნენ.+ 27 მზის ჩასვლისას იესო ნავეს ძემ ბრძანა, ჩამოეხსნათ ისინი ბოძებიდან+ და გამოქვაბულში შეეყარათ, სადაც იმალებოდნენ. გამოქვაბულს ლოდები მიაფარეს და დღემდე ასეა.

28 დაიპყრო იესომ იმ დღეს მაკედა+ მახვილით; გაანადგურა მისი მეფე და ყველა*, ვინც ქალაქში იყო,+ ცოცხალი არავინ დაუტოვებია. მაკედას+ მეფესაც იგივე დამართა, რაც იერიხონის მეფეს.

29 წავიდნენ იესო ნავეს ძე და მთელი ისრაელი მაკედადან ლიბნაში და ლიბნას+ შეებრძოლნენ. 30 იეჰოვამ ის და მისი მეფე ხელში ჩაუგდო ისრაელს, მახვილით გაანადგურეს ის და ყველა იქ მცხოვრები, ცოცხალი არავინ დაუტოვებიათ. მის მეფესაც იგივე დამართეს, რაც იერიხონის+ მეფეს.

31 წავიდნენ იესო ნავეს ძე და მთელი ისრაელი ლიბნადან, ლაქიშთან+ დაბანაკდნენ და შეებრძოლნენ მას. 32 ხელში ჩაუგდო იეჰოვამ ლაქიში ისრაელს და მეორე დღეს დაიპყრეს. მახვილით ისე გაანადგურეს ის და ყველა იქ მცხოვრები,+ როგორც ლიბნა.

33 ავიდა გეზერის+ მეფე ჰორამი ლაქიშის დასახმარებლად. გაანადგურა იესო ნავეს ძემ ისიც და მისი ხალხიც, ცოცხალი არავინ დაუტოვებია.+

34 წავიდნენ იესო და მთელი ისრაელი ლაქიშიდან, ეგლონში+ დაბანაკდნენ და შეებრძოლნენ მას. 35 იმ დღესვე დაიპყრეს ის, მახვილით შეუტიეს და ისე გაანადგურეს ყველა იქ მცხოვრები, როგორც ლაქიში.+

36 იესო ნავეს ძე და მთელი ისრაელი ეგლონიდან ხებრონში+ წავიდნენ და მას შეებრძოლნენ. 37 დაიპყრეს ის და მახვილი დაჰკრეს მას, მის მეფესა და ყველა იქ მცხოვრებს. ცოცხალი არავინ დაუტოვებია, როგორც ეგლონში. გაანადგურა ის და ყველა იქ მცხოვრები.+

38 ბოლოს იესო ნავეს ძე და მთელი ისრაელი დებირს+ მიადგნენ და შეებრძოლნენ. 39 დაიპყრო ის, მისი მეფე და მისი ქალაქები. მახვილით შეუტიეს და გაანადგურეს ყველა იქ მცხოვრები;+ ცოცხალი არავინ დაუტოვებია.+ იგივე დამართა დებირსა და მის მეფეს, რაც ხებრონს, ლიბნასა და მის მეფეს.+

40 შეუტია იესო ნავეს ძემ მთელ მთიან მხარეს:+ ნეგებს,+ შეფელას,+ იმ ფერდობებს+ და ყველა მათ მეფეს. ცოცხალი არავინ დაუტოვებია, ყოველი სულდგმული+ გაანადგურა,+ როგორც იეჰოვას, ისრაელის ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები.+ 41 შეუტია მათ იესო ნავეს ძემ კადეშ-ბარნეადან+ ღაზამდე,+ გოშენის+ მთელ მიწას — გაბაონამდე.+ 42 ერთი შეტევით შეიპყრო იესო ნავეს ძემ ყველა მეფე და დაიპყრო მათი მიწები,+ რადგან იეჰოვა, ისრაელის ღმერთი იბრძოდა ისრაელისთვის.+ 43 ამის შემდეგ იესო ნავეს ძე და მთელი ისრაელი გილგალის+ ბანაკში დაბრუნდნენ.

11 როგორც კი ეს ხაცორის მეფე იაბინმა გაიგო, ხალხი გაუგზავნა იობაბს — მადონის მეფეს,+ შიმრონის მეფეს, აქშაფის მეფეს+ 2 და იმ მეფეებს, რომლებიც მთაში ცხოვრობდნენ, ჩრდილოეთით, ველზე ქინერეთის+ სამხრეთით, შეფელაში+ და დორის+ მთებზე დასავლეთით, 3 ქანაანელებს+ აღმოსავლეთითა და დასავლეთით, ამორეველებს,+ ხეთელებს,+ ფერიზელებს,+ იებუსელებს+ მთაში და ხიველებს+ ხერმონის+ ძირას მიცფას+ მიწაზე. 4 გამოვიდნენ ისინი ზღვის ქვიშასავით ურიცხვნი+ მთელი თავიანთი ბანაკებით, უამრავი ცხენითა+ და საომარი ეტლებით. 5 ერთმანეთს შეხვდნენ მეფეები, წამოვიდნენ და მერომის წყალთან დაბანაკდნენ ისრაელთან შესაბრძოლებლად.+

6 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „ნუ შეგეშინდება მათი,+ რადგან მათ ხვალ ამ დროს დახოცილებს ჩავუგდებ ხელში ისრაელს. მყესები გადაუჭერი+ მათ ცხენებს და მათი ეტლები ცეცხლში დაწვი“.+ 7 იესო ნავეს ძე და მთელი მეომარი ხალხი მიადგნენ მათ მერომის წყალთან და მოულოდნელად დაესხნენ თავს. 8 ხელში ჩაუგდო ისინი იეჰოვამ ისრაელს;+ შეუტიეს და სდიეს ხალხმრავალ სიდონამდე,+ მისრეფოთ-მაიმამდე+ და მიცფეს+ ველამდე, აღმოსავლეთით; შეუტიეს და ცოცხალი არავინ დატოვეს.+ 9 ისე მოექცა მათ იესო ნავეს ძე, როგორც იეჰოვამ უთხრა: მათ ცხენებს მყესები გადაუჭრა+ და მათი ეტლები ცეცხლში დაწვა.+

10 მაშინვე მობრუნდა იესო ნავეს ძე,+ დაიპყრო ხაცორი+ და მისი მეფე მახვილით მოკლა,+ რადგან ხაცორი იმ სამეფოების მთავარი ქალაქი იყო. 11 მახვილით დახოცეს და გაანადგურეს ყველა იქ მყოფი;+ არც ერთი სულდგმული არ დაუტოვებიათ,+ ცეცხლს მისცეს ხაცორი. 12 ხელში ჩაიგდო იესო ნავეს ძემ იმ მეფეთა ყველა ქალაქი და მათი მეფეები და მახვილით ამოხოცა ისინი.+ გაანადგურა+ მან ისინი, როგორც იეჰოვას მსახურ მოსეს ჰქონდა ნაბრძანები.+ 13 არ გადაუწვავს ისრაელს გორებზე მდებარე არც ერთი ქალაქი, მხოლოდ ხაცორი გადაწვა იესო ნავეს ძემ. 14 წამოიღეს ნადავლი ისრაელის ძეებმა იმ ქალაქებიდან და წამოასხეს პირუტყვი,+ ხალხი კი მახვილით დახოცეს, გაანადგურეს+ და არავინ დაუტოვებიათ ცოცხალი.+ 15 როგორც იეჰოვამ უბრძანა თავის მსახურ მოსეს, მოსემ კი — იესო ნავეს ძეს,+ ისე გააკეთა იესო ნავეს ძემ; არც ერთი სიტყვა არ დაუტოვებია შეუსრულებელი იქიდან, რაც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+

16 დაიპყრო იესო ნავეს ძემ მთელი ის მიწა, მთიანი მხარე, მთელი ნეგები,+ გოშენის+ მთელი მიწა, შეფელა,+ არაბა,+ ისრაელის მთიანი მხარე და მთიანი მხარის დაბლობი,+ 17 ხალაკის მთიდან+ მოყოლებული, სეირამდე+ რომ ადის, ბაალ-გადამდე,+ ლიბანის ველზე, ხერმონის მთის+ ძირას; შეიპყრო მათი მეფეები, დაჰკრა მათ და დახოცა.+ 18 დიდი ხანი ებრძოდა იესო ნავეს ძე იმ მეფეებს. 19 გაბაონში+ მცხოვრები ხიველების+ გარდა არც ერთ ქალაქს არ დაუდია ზავი ისრაელის ძეებთან. დანარჩენი ქალაქები ბრძოლით აიღეს.+ 20 გაუჯიუტა იეჰოვამ მათ გულები,+ რომ შებრძოლებოდნენ ისრაელს, რათა გაენადგურებინა ისინი და შეწყალება არ ჰქონოდათ,+ მოესპო ისინი, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+

21 მაშინ წავიდა იესო ნავეს ძე და აღგავა ანაკიმები+ მთიანი მხარიდან, ხებრონიდან, დებირიდან, ანაბიდან,+ იუდასა და ისრაელის მთიანი მხარეებიდან,+ თავიანთი ქალაქებიანად გაანადგურა იესო ნავეს ძემ ისინი.+ 22 ანაკიმთაგან არავინ დარჩენილა ისრაელის ძეების მიწაზე. ისინი მხოლოდ ღაზაში,+ გათში+ და აშდოდში+ დარჩნენ.+ 23 ასე აიღო იესო ნავეს ძემ მთელი ის მიწა, როგორც მოსეს დაჰპირდა იეჰოვა;+ იესო ნავეს ძემ ტომების მიხედვით დაუნაწილა ის ისრაელს სამკვიდროდ,+ და დაისვენა მიწამ ომისგან.+

12 ისრაელის ძეებმა დაამარცხეს იმ მიწაზე მცხოვრები მეფეები და დაეუფლნენ მათ მიწას იორდანის გამოღმა, მზის ამოსავლის მხარეს,+ არნონის ხევიდან+ ხერმონის მთამდე+ და მთელ არაბას+ მზის ამოსავლის მხარეს. 2 მათ დაამარცხეს ამორეველთა მეფე სიხონი,+ რომელიც ხეშბონში+ ცხოვრობდა და განაგებდა არნონის ხევის+ ნაპირას მდებარე აროერს,+ შუა ხევს, გალაადის ნახევარს იაბოკის+ ხევამდე, ამონის ძეთა საზღვრებამდე, 3 არაბას+ ქინერეთის ზღვამდე,+ აღმოსავლეთით, და არაბას ზღვამდე — მარილოვან ზღვამდე,+ აღმოსავლეთით ბეთ-იეშიმოთისკენ+ და სამხრეთით ფისგას+ ფერდობების ძირას.

4 დაეუფლნენ ისინი ბაშანის მეფის ოგის,+ უკანასკნელი რეფაიმის+ მიწასაც, რომელიც აშთაროთსა+ და ედრეიში+ ცხოვრობდა 5 და განაგებდა ხერმონის+ მთას, სალქას, მთელ ბაშანს+ გეშურელთა+ და მააქათელთა+ საზღვრებამდე, გალაადის ნახევარს ხეშბონის+ მეფის, სიხონის+ მიწამდე.

6 დაამარცხეს ისინი იეჰოვას მსახურმა მოსემ და ისრაელის ძეებმა,+ რის შემდეგაც იეჰოვას მსახურმა მოსემ მათი მიწა რეუბენელებს,+ გადელებსა+ და მენაშეს+ ტომის ნახევარს მისცა სამკვიდროდ.

7 იესო ნავეს ძემ და ისრაელის ძეებმა იორდანის გაღმა, დასავლეთით მცხოვრები მეფეებიც დაამარცხეს ლიბანის+ ველზე, ბაალ-გადიდან+ ხალაკის მთამდე,+ სეირამდე+ რომ ადის, რის შემდეგაც იესო ნავეს ძემ მათი მიწა ისრაელის ტომებს დაუნაწილა სამკვიდროდ+ 8 მთიან მხარეში, შეფელაში, არაბაში, ფერდობებზე, უდაბნოსა და ნეგებში,+ სადაც ხეთელები, ამორეველები,+ ქანაანელები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები+ ცხოვრობდნენ.

 9 მათ დაამარცხეს: იერიხონის მეფე,+ ბეთელის გვერდით მდებარე აის მეფე,+

10 იერუსალიმის მეფე,+ ხებრონის მეფე,+

11 იარმუთის მეფე,+ ლაქიშის მეფე,+

12 ეგლონის მეფე,+ გეზერის მეფე,+

13 დებირის მეფე,+ გედერის მეფე,

14 ხორმას მეფე, არადის მეფე,

15 ლიბნას მეფე,+ ადულამის მეფე,

16 მაკედას მეფე,+ ბეთელის მეფე,+

17 თაფუახის მეფე, ხეფერის მეფე,+

18 აფეკის მეფე, ლაშარონის მეფე,

19 მადონის მეფე,+ ხაცორის მეფე,+

20 შიმრონ-მერონის მეფე, აქშაფის მეფე,+

21 თაანახის მეფე, მეგიდოს+ მეფე,

22 კედეშის მეფე, იოკნეამის+ მეფე ქარმელში,

23 დორის მეფე დორის მთაზე,+ გოიიმის მეფე გილგალში

24 და თირცას მეფე;

სულ ოცდათერთმეტი მეფე.+

13 მოხუცდა იესო ნავეს ძე, ხანში შევიდა.+ იეჰოვამ უთხრა მას: „მოხუცდი და ხანში ხარ შესული, მიწის დიდი ნაწილი კი ჯერ კიდევ დასაუფლებელია.+ 2 დასაუფლებელი დარჩა:+ ფილისტიმელთა+ და გეშურელთა მთელი მხარე+ 3 (მიწა ნილოსის შენაკადიდან, რომელიც ეგვიპტესთანაა, ეკრონის საზღვრამდე, ჩრდილოეთით,+ ქანაანელებისა იყო).+ უნდა დაემარცხებინა ფილისტიმელთა ხუთი მთავარი+ და ღაზელები,+ აშდოდელები,+ აშკელონელები,+ გათელები,+ ეკრონელები+ და ავიმები,+ 4 სამხრეთით ქანაანელთა მთელი მიწა, სიდონელთა+ მეარა აფეკამდე, ამორეველთა საზღვრამდე; 5 გებალელთა+ მიწა და მთელი ლიბანი მზის ამოსავლის მხარეს, ხერმონის მთის ძირას მდებარე ბაალ-გადიდან+ ხამათის+ შესასვლელამდე; 6 ლიბანიდან+ მისრეფოთ-მაიმიმდე+ მთიანი მხარის ყველა მცხოვრები და ყველა სიდონელი.+ მე განვდევნი მათ ისრაელის ძეების თვალწინ,+ ოღონდ შენ გაუნაწილე ის ისრაელს სამკვიდროდ, როგორც გიბრძანე.+ 7 გაუნაწილე ეს მიწა სამკვიდროდ ცხრა ტომსა და მენაშეს ტომის ნახევარს“.+

8 მენაშეს ტომის მეორე ნახევარს, რეუბენელებსა და გადელებს მოსემ იორდანის გაღმა, აღმოსავლეთით მისცა სამკვიდრო; მათ იეჰოვას მსახურმა მოსემ მისცა+ 9 არნონის+ ხევის პირას მდებარე აროერი,+ ქალაქი შუა ხევში, და მთელი მედების+ ვაკე დიბონამდე;+ 10 ამორეველთა მეფის, სიხონის ყველა ქალაქი (სიხონი ხეშბონში მეფობდა), ამონის ძეთა საზღვრამდე;+ 11 გალაადი, გეშურელთა+ და მააქათელთა მიწა, ხერმონის მთა+ და მთელი ბაშანი+ სალქამდე;+ 12 ოგის+ მთელი სამეფო ბაშანში, აშთაროთსა და ედრეიში+ რომ მეფობდა; რეფაიმიდან+ ისღა იყო დარჩენილი; შეუტია მოსემ და განდევნა ისინი,+ 13 თუმცა არ განუდევნიათ+ ისრაელის ძეებს გეშურელები და მააქათელები; გეშური+ და მააქათი დღემდე ისრაელს შორის ცხოვრობს.

14 მას მხოლოდ ლევიანების ტომისთვის არ მიუცია სამკვიდრო.+ ისრაელის ღვთის, იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავია+ მათი სამკვიდრო,+ როგორც დაჰპირდა კიდეც.+

15 დაუნაწილა მოსემ სამკვიდრო რეუბენის ძეებს მათი საგვარეულოების მიხედვით 16 და მისცა მათ არნონის ხევის პირას მდებარე აროერი,+ ქალაქი შუა ხევში, მთელი მედების ვაკე,+ 17 ხეშბონი+ ვაკეზე მდებარე თავისი ქალაქებით,+ დიბონი,+ ბამოთ-ბაალი+ და ბეთ-ბაალ-მეონი,+ 18 იაჰაცი,+ კედემოთი,+ მეფაათი,+ 19 კირიათაიმი,+ სიბმა,+ ველის მთაზე ცერეთ-შახარი, 20 ბეთ-ფეორი, ფისგას+ ფერდობები, ბეთ-იეშიმოთი,+ 21 ვაკეზე მდებარე ყველა ქალაქი+ და ამორეველთა მეფის, სიხონის სამეფო (იგი ხეშბონში+ მეფობდა). სიხონი მოსემ გაანადგურა+ მიდიანის, ევის, რეკემის, ცურის, ხურის, რებასა+ და სიხონის მთავრებთან ერთად, რომლებიც ამ მიწაზე ცხოვრობდნენ. 22 ისრაელის ძეებმა მახვილით მოკლეს ბეორის+ ვაჟი ბალაამი, მკითხავი,+ და დახოცეს სხვებიც. 23 რეუბენის ვაჟების საზღვარი იყო იორდანე; ეს მიწა იყო რეუბენის+ ვაჟების საზღვარი მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქებითა და მათი დასახლებებით.

24 გადის ტომსაც, გადის ვაჟებსაც საგვარეულოების მიხედვით დაუნაწილა+ 25 მიწა: იაზერი,+ გალაადის ყველა ქალაქი,+ ამონის+ ვაჟების მიწის ნახევარი რაბასთან+ მდებარე აროერამდე;+ 26 ხეშბონიდან+ რამათ-მიცფემდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან+ დებირის+ საზღვრამდე; 27 ველზე მდებარე ბეთ-ჰარამი,+ ბეთ-ნიმრა,+ სუქოთი,+ ცაფონი და ხეშბონის მეფის სიხონის სამეფოს დარჩენილი ნაწილი,+ საზღვარი კი ჰქონდა იორდანიდან ქინერეთის ზღვის+ კიდემდე იორდანის გაღმა, აღმოსავლეთით. 28 ეს იყო გადის ვაჟების სამკვიდრო+ მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქებითა და დასახლებებით.

29 მოსემ მენაშეს ტომის ნახევარსაც გაუნაწილა მიწა, მენაშეს ვაჟების ტომის ნახევარს, მათი საგვარეულოების მიხედვით.+ 30 მათი იყო მახანაიმიდან+ მოყოლებული მთელი ბაშანი, ბაშანის მეფის,+ ოგის სამეფო, კარვებში მოსახლე იაირის+ სოფლები, ბაშანში რომ მდებარეობს, სულ სამოცი ქალაქი. 31 გალაადის ნახევარი, აშთაროთი+ და ედრეი,+ ბაშანში ოგის სამეფოს ქალაქები მენაშეს ძის, მაქირის+ ვაჟებს მიეცათ, მაქირის ვაჟების ნახევარს მათი საგვარეულოების მიხედვით.

32 ეს მიწები მოსემ დაამკვიდრებინა მათ მოაბის უკაცრიელ ველზე, იორდანის გაღმა, იერიხონთან, აღმოსავლეთით.+

33 არ მიუცია მოსეს სამკვიდრო ლევიანების ტომისთვის.+ იეჰოვა, ისრაელის ღმერთია მათი სამკვიდრო, როგორც დაჰპირდა კიდეც.+

14 ეს არის ისრაელის ძეების მემკვიდრეობა ქანაანის მიწაზე,+ რომელიც ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელის ძეების ტომთა მამების თავკაცებმა დაამკვიდრებინეს მათ.+ 2 წილისყრით+ დაუნაწილდა სამკვიდრო ცხრა ტომსა და ტომის ნახევარს,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსეს პირით. 3 დანარჩენ ორ ტომსა და ტომის ნახევარს მანამდე მისცა მოსემ სამკვიდრო იორდანის გაღმა;+ ლევიანებისთვის კი არ მიუცია სამკვიდრო მათ შორის.+ 4 ეს იმიტომ, რომ იოსების ძეებიდან ორი ტომი იყო,+ მენაშე+ და ეფრემი;+ მათ არ მიუციათ წილი ლევიანებისთვის, მხოლოდ საცხოვრებელი ქალაქები+ და მიწები მისცეს ცხვარ-ძროხისთვის საძოვრად და მათი ქონებისთვის.+ 5 ისრაელის ძეები ისე მოიქცნენ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს, და დაანაწილეს მიწა.

6 მივიდნენ იუდას ძეები იესო ნავეს ძესთან გილგალში+ და ქალებმა,+ კენიზელი იეფუნეს ძემ,+ უთხრა მას: «კარგად იცი, რა უთხრა ჩემზე და შენზე იეჰოვამ+ მოსეს, ჭეშმარიტი ღვთის კაცს+ კადეშ-ბარნეასთან.+ 7 ორმოცი წლისა ვიყავი, როცა იეჰოვას მსახურმა მოსემ მიწის დასაზვერად გამგზავნა კადეშ-ბარნეადან+ და მეც ის სიტყვა მოვუტანე, რაც გულში მქონდა.+ 8 ჩემთან ერთად წამოსულმა ჩემმა ძმებმა გული შეუკრთეს ხალხს,+ მე კი ბოლომდე იეჰოვას, ჩემს ღმერთს მივყვებოდი.+ 9 დაიფიცა მოსემ იმ დღეს: „მიწა, რომელსაც ფეხს დაადგამ,+ სამუდამოდ შენი და შენი ვაჟების სამკვიდრო გახდება, რადგან ბოლომდე მიჰყევი იეჰოვას, ჩემს ღმერთს“.+ 10 ცოცხალი დამტოვა იეჰოვამ+ თავისი დაპირებისამებრ.+ ორმოცდახუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მოსეს დაუფიცა, როცა ისრაელი უდაბნოში დადიოდა;+ ახლა უკვე ოთხმოცდახუთი წლისა ვარ, 11 მაგრამ ისეთივე ძლიერი, როგორც მაშინ, როცა მოსემ გამგზავნა.+ რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც იმავე ძალით შემიძლია ბრძოლა, გასვლა და შემოსვლა.+ 12 მომეცი ეს მთიანი მხარე იეჰოვას დაპირებისამებრ, რადგან გაიგე შენ იმ დღეს,+ რომ ანაკიმები+ იყვნენ იქ და დიდი გამაგრებული ქალაქები ჰქონდათ.+ იეჰოვა იქნება ჩემთან+ და მე განვდევნი მათ იეჰოვას დაპირებისამებრ».+

13 აკურთხა იესო ნავეს ძემ ქალებ იეფუნეს ძე და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი.+ 14 ამიტომაა ხებრონი ქალების, კენიზელი იეფუნეს ძის სამკვიდრო დღემდე, რადგან ბოლომდე მიჰყვა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+ 15 ხებრონს ადრე კირიათ-არბა+ ერქვა (როგორც ამბობენ, არბა+ დიდი კაცი იყო ანაკიმებს შორის). დაისვენა მიწამ ომისგან.+

15 იუდას ძეების ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით წილად+ ხვდა მიწა ედომის+ საზღვრამდე, ცინის უდაბნო,+ ნეგების+ სამხრეთის ჩათვლით. 2 მისი სამხრეთი საზღვარი იწყებოდა მარილოვანი ზღვის+ სანაპიროდან, სამხრეთ ყურიდან, 3 გადიოდა სამხრეთით, აკრაბიმის+ მაღლობამდე, გაივლიდა ცინს+ და სამხრეთიდან კადეშ-ბარნეამდე+ ადიოდა, გაივლიდა ხეცრონს, ადიოდა ადარამდე და კარკას უვლიდა გვერდს, 4 გრძელდებოდა აცმონამდე,+ მიდიოდა ეგვიპტის ხევამდე+ და ზღვასთან მთავრდებოდა. ეს იყო მათი სამხრეთი საზღვარი.

5 აღმოსავლეთით მარილოვანი ზღვა ესაზღვრებოდა იორდანის შესართავამდე; საზღვარი იწყებოდა ჩრდილოეთით ზღვის ყურიდან, იორდანის შესართავიდან,+ 6 ადიოდა ბეთ-ხოგლამდე,+ გადიოდა ბეთ-არაბას+ ჩრდილოეთით და რეუბენის ძის, ბოჰანის+ ქვამდე გრძელდებოდა. 7 ადიოდა საზღვარი დებირამდე, აქორის+ ველამდე და უხვევდა ჩრდილოეთით გილგალისკენ,+ რომელიც ხევის სამხრეთით ადუმიმის მაღლობის პირდაპირ იყო; გრძელდებოდა საზღვარი ენ-შემეშის+ წყლისკენ და მთავრდებოდა ენ-როგელთან.+ 8 ადიოდა საზღვარი ჰინომის+ ძის ველამდე, იებუსელთა+ ფერდობამდე, იერუსალიმამდე,+ სამხრეთით, და გრძელდებოდა ჩრდილოეთით რეფაიმის ველის+ ბოლოში მდებარე მთის წვერამდე, დასავლეთით ჰინომის ველს რომ გადაჰყურებს. 9 გადიოდა საზღვარი მთის წვერიდან ნეფთოახის წყაროს+ წყლისკენ ეფრონის მთის ქალაქებამდე; გრძელდებოდა ბაალამდე,+ კირიათ-იეარიმამდე.+ 10 საზღვარი დასავლეთით ბაალას უვლიდა გვერდს, სეირის მთამდე მიდიოდა და გრძელდებოდა იეარიმის მთის ფერდობამდე, ჩრდილოეთით, ქესალონამდე, ეშვებოდა ბეთ-შემეშისკენ+ და თიმნამდე+ ჩადიოდა. 11 იქიდან ჩრდილოეთით ეკრონის+ ფერდობამდე ადიოდა, შიქერონამდე და ბაალას მთამდე, იაბნეელამდე გრძელდებოდა და ზღვასთან მთავრდებოდა.

12 დასავლეთით დიდი ზღვა+ და მისი სანაპირო ესაზღვრებოდა. ეს იყო იუდას ძეების მთელი საზღვარი მათი საგვარეულოების მიხედვით.

13 მისცა მან წილი ქალებ იეფუნეს ძეს+ იუდას ძეებს შორის, კირიათ-არბა (ამბობენ, რომ არბა ანაკის მამა იყო), იგივე ხებრონი,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა იესო ნავეს ძეს. 14 განდევნა იქიდან ქალებ იეფუნეს ძემ ანაკის სამივე ვაჟი:+ შეშაი,+ ახიმანი და თალმაი,+ რომლებიც ანაკს+ შეეძინა. 15 იქიდან დებირის+ მცხოვრებლებთან ავიდა (დებირს ადრე კირიათ-სეფერი ერქვა).+ 16 ქალებ იეფუნეს ძემ თქვა: „ვინც შეუტევს კირიათ-სეფერს და დაიპყრობს, ჩემს ასულ აქსას+ მივათხოვებ“. 17 დაიპყრო ის ოთნიელმა,+ ქალებ იეფუნეს ძმის, კენაზის+ ვაჟმა. მანაც მიათხოვა თავისი ასული აქსა.+ 18 ქალი სახლში რომ მიდიოდა, წააქეზა იგი, რომ თავისი მამისთვის, ქალებ იეფუნეს ძისთვის, მინდორი ეთხოვა. შემდეგ ვირზე მჯდომმა ხელი ხელს შემოჰკრა. ქალებ იეფუნეს ძემ ჰკითხა: „რა გინდა?“+ 19 მან მიუგო: „მაკურთხე, და რაკი სამხრეთით მომეცი მიწა, ბარემ გულოთ-მაიმიც მომეცი“. მანაც მისცა ზემო გულოთი და ქვემო გულოთი.+

20 ეს იყო იუდას ძეების ტომის+ სამკვიდრო+ მათი საგვარეულოების მიხედვით.

21 ედომის+ საზღვართან, სამხრეთით, იუდას ძეების ტომის ქალაქები იყო: კაბცეელი,+ ედერი, იაგური, 22 კინა, დიმონა, ადადა, 23 კედეში, ხაცორი, ითნანი, 24 ზიფი, ტელემი,+ ბეალოთი, 25 ხაცორ-ხადათა, კერიოთ-ხეცრონი ანუ ხაცორი, 26 ამამი, შემა, მოლადა,+ 27 ხაცარ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფალეტი,+ 28 ხაცარ-შუალი,+ ბეერ-შება,+ ბიზიოთია, 29 ბაალა,+ იიმი, ეცემი,+ 30 ელთოლადი, ქესილი, ხორმა,+ 31 ციკლაგი,+ მადმანა, სანსანა, 32 ლებაოთი, შილხიმი, აინი+ და რიმონი;+ სულ ოცდაცხრა ქალაქი თავის დასახლებებიანად.

33 შეფელაში+ იყო: ეშთაოლი,+ ცორა,+ აშნა, 34 ზანოახი,+ ენ-განიმი, თაფუახი, ენამი, 35 იარმუთი,+ ადულამი,+ სოქო,+ აზეკა,+ 36 შაარაიმი,+ ადითაიმი, გედერა და გედეროთაიმი; სულ თოთხმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად.

37 ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი, 38 დილანი, მიცფე, იოკთეელი, 39 ლაქიში,+ ბოცკათი,+ ეგლონი,+ 40 ქაბონი, ლახმასი, ქითლიში, 41 გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაამა და მაკედა;+ სულ თექვსმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად.

42 ლიბნა,+ ეთერი,+ აშანი, 43 იფთახი, აშნა, ნეცები, 44 კეილა,+ აქციბი+ და მარეშა;+ სულ ცხრა ქალაქი თავის დასახლებებიანად.

45 ეკრონი+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით, 46 ეკრონიდან დასავლეთით ყველაფერი, რაც აშდოდსა და მათ დასახლებებს ესაზღვრება.

47 აშდოდი+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით, ღაზა+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით ეგვიპტის ხევამდე, დიდი ზღვა და მისი მიდამოები.+

48 მთიან მხარეში შამირი, იათირი,+ სოქო, 49 დანა, კირიათ-სანა ანუ დებირი, 50 ანაბი, ეშთემო,+ ანიმი, 51 გოშენი,+ ხოლონი და გილო;+ სულ თერთმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად.

52 არაბი, დუმა, ეშანი, 53 იანუმი, ბეთ-თაფუახი, აფეკა, 54 ხუმტა, კირიათ-არბა, იგივე ხებრონი+ და ციორი; სულ ცხრა ქალაქი თავის დასახლებებიანად.

55 მაონი,+ ქარმელი, ზიფი,+ იუტა, 56 იზრეელი, იოკდეამი, ზანოახი, 57 კაინი, გიბა და თიმნა;+ სულ ათი ქალაქი თავის დასახლებებიანად.

58 ხალხული, ბეთ-ცური, გედორი, 59 მაარათი, ბეთ-ანოთი, ელთეკონი; სულ ექვსი ქალაქი თავის დასახლებებიანად.

60 კირიათ-ბაალი+ ანუ კირიათ-იეარიმი+ და რაბა; ორი ქალაქი თავის დასახლებებიანად.

61 უდაბნოში ბეთ-არაბა,+ მიდინი, სექაქა, 62 ნიბშანი, მარილოვანი ქალაქი და ენ-გედი;+ სულ ექვსი ქალაქი თავის დასახლებებიანად.

63 ვერ განდევნეს+ იუდას ძეებმა იერუსალიმში მცხოვრები+ იებუსელები.+ იებუსელები დღემდე იუდას ძეებთან ცხოვრობენ იერუსალიმში.

16 იოსების ვაჟებს+ წილად+ ხვდათ უდაბნო იორდანიდან+ იერიხონის მახლობლად, იერიხონის წყლამდე, აღმოსავლეთით. უდაბნო იერიხონიდან ბეთელის+ მთიან მხარეში ადიოდა. 2 ლუზის ბეთელიდან+ მისი საზღვარი არქიელების+ საზღვრამდე მიდიოდა, ატაროთის მახლობლად, 3 და ჩადიოდა იაფლეტელთა საზღვრამდე, დასავლეთით, ქვემო ბეთ-ხორონისა+ და გეზერის+ საზღვრებამდე, და ზღვასთან მთავრდებოდა.+

4 დაეუფლნენ+ ამ მიწას იოსების ვაჟები,+ მენაშე და ეფრემი.+ 5 ეფრემის ძეთა საზღვარი, მათი საგვარეულოების სამკვიდროს საზღვარი აღმოსავლეთით იყო ატაროთ-ადარიდან+ ზემო ბეთ-ხორონამდე;+ 6 საზღვარი ზღვამდე გრძელდებოდა. ჩრდილოეთით იყო მიქმათათი.+ იქიდან საზღვარი უხვევდა და აღმოსავლეთით თაანათ-შილოს გავლით იანოახამდე გრძელდებოდა, 7 ჩადიოდა იანოახიდან ატაროთსა და ნაარამდე, იერიხონამდე+ გრძელდებოდა და იქიდან იორდანემდე მიდიოდა; 8 საზღვარი თაფუახიდან+ კანას+ ხევამდე მიდიოდა დასავლეთით და ზღვასთან მთავრდებოდა.+ ეს არის ეფრემის ვაჟების ტომისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო. 9 ეფრემის ვაჟებმა ქალაქები შემოსაზღვრეს+ მენაშეს ვაჟების სამკვიდროში, ყველა ქალაქი თავის დასახლებებიანად.

10 არ განუდევნიათ გეზერში+ მცხოვრები ქანაანელები;+ ქანაანელები დღემდე ეფრემს შორის ცხოვრობენ+ და მონურ შრომას ეწევიან.+

17 წილად+ ხვდა მიწა მენაშეს+ ტომს, იოსების პირმშოს,+ მენაშეს პირმშო მაქირს,+ გალაადის მამას;+ ის მებრძოლი კაცი იყო+ და მისი გახდა გალაადი+ და ბაშანი. 2 წილად ხვდათ მიწა მენაშეს დანარჩენ ვაჟებსა და მათ საგვარეულოებსაც; აბი-ეზერის+ ვაჟებს, ხელეკის+ ვაჟებს, ასრიელის ვაჟებს, შექემის+ ვაჟებს, ხეფერის ვაჟებსა და შემიდას+ ვაჟებს. ესენი იყვნენ იოსების ვაჟის, მენაშეს ვაჟები და მათი საგვარეულოები. 3 მენაშეს ვაჟს, მაქირის ვაჟს, გალაადის ვაჟს, ხეფერის ვაჟს, ცელოფხადს,+ ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. მათ ერქვათ: მახლა, ნოე, ხოგლა, მილქა და თირცა.+ 4 მივიდნენ ელეაზარ+ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და მთავრებთან და უთხრეს: „იეჰოვამ უბრძანა მოსეს, რომ ჩვენს ძმებს შორის სამკვიდრო მოეცა ჩვენთვის“.+ იეჰოვას ბრძანებისამებრ მანაც მისცა სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის.+

5 გალაადისა და ბაშანის მიწის გარდა იორდანის გაღმა მენაშეს ათი ადგილი ხვდა წილად.+ 6 მენაშეს ასულებს სამკვიდრო მის ვაჟებს შორის მიეცათ, გალაადის მიწა კი მენაშეს დანარჩენ ვაჟებს ერგოთ.

7 მენაშეს საზღვარი აშერიდან მიქმათათამდე+ გადიოდა, შექემის+ პირდაპირ, და მარჯვნივ ენ-თაფუახის დასახლებამდე გრძელდებოდა. 8 თაფუახის+ მიწა მენაშესი გახდა, მაგრამ მენაშეს საზღვართან თაფუახი ეფრემის ძეებისა იყო. 9 საზღვარი კანას ხევისკენ ეშვებოდა, სამხრეთით, ეფრემის ქალაქების+ ხევისკენ, მენაშეს ქალაქებს შორის; მენაშეს საზღვარი ხევის ჩრდილოეთით გადიოდა და ზღვასთან მთავრდებოდა.+ 10 სამხრეთი ეფრემისა იყო, ჩრდილოეთი კი — მენაშესი, მას ზღვა ესაზღვრებოდა.+ ჩრდილოეთით მენაშელებს აშერი ესაზღვრებოდა და აღმოსავლეთით — ისაქარი.

11 ისაქარიდან და აშერიდან მენაშეს+ ეკუთვნოდა ბეთ-შეანი+ მიმდებარე ქალაქებით, იბლეამი+ მიმდებარე ქალაქებით, დორის+ დასახლება მიმდებარე ქალაქებით, ენ-დორის+ დასახლება მიმდებარე ქალაქებით, თაანახის+ დასახლება მიმდებარე ქალაქებით და მეგიდოს+ დასახლება მიმდებარე ქალაქებით, სამი მთაგორიანი მხარე.

12 ვერ დაეუფლნენ მენაშეს ძეები იმ ქალაქებს,+ რადგან ქანაანელები ფეხს არ იცვლიდნენ იმ მიწიდან.+ 13 როცა გაძლიერდნენ ისრაელის ძეები,+ დაიმონეს ქანაანელები;+ მთლიანად არ განუდევნიათ ისინი.+

14 უთხრეს იოსების ძეებმა იესო ნავეს ძეს: „რატომ მოგვეცი სამკვიდროდ მხოლოდ ერთი წილი+ და ერთი ადგილი? იეჰოვა ხომ დღემდე არ გვაკლებს კურთხევას და ამიტომაც ვართ მრავალრიცხოვანი ხალხი?!“+ 15 იესო ნავეს ძემ მიუგო: „თუ მრავალრიცხოვანი ხალხი ხართ და ეფრემის მთიანი მხარე+ გევიწროებათ, ადით ფერიზელებისა+ და რეფაიმების+ მიწაზე და გაჩეხეთ ტყე“. 16 იოსების ძეებმა მიუგეს: „არ გვეყოფა ის მთიანი მხარე; თანაც იმ დაბლობში მცხოვრებ ქანაანელებს დანებიანი საომარი ეტლები+ აქვთ, მათაც და ბეთ-შეანის,+ მისი მიმდებარე ქალაქებისა და იზრეელის ველზე მცხოვრებლებსაც“.+ 17 მიუგო იესო ნავეს ძემ იოსების საგვარეულოს, ეფრემსა და მენაშეს: „მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხი ხართ,+ ამიტომაც ერთი წილი+ არ უნდა გქონდეთ, 18 მთიანი მხარეც თქვენი იყოს.+ გაჩეხეთ ის ტყე და ის იქნება თქვენი საზღვარი. უნდა განდევნოთ ქანაანელები, თუმცა დანებიანი საომარი ეტლები აქვთ და ძლიერები არიან“.+

18 შეიკრიბა შილოში+ ისრაელის ძეების მთელი კრებული და გაშალეს შეხვედრის კარავი;+ დაპყრობილი ჰქონდათ ის მიწა.+ 2 მაგრამ ისრაელის შვიდ ტომს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სამკვიდრო დანაწილებული. 3 უთხრა იესო ნავეს ძემ ისრაელის ძეებს: „რაღას აყოვნებთ, წადით და დაეუფლეთ მიწას,+ რომელიც იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მოგცათ.+ 4 გამოიყვანეთ სამ-სამი კაცი თითო ტომიდან და გავგზავნი მათ, რომ ადგნენ, მოიარონ ის მიწა, აღწერონ სამკვიდროების მიხედვით და ჩემთან დაბრუნდნენ.+ 5 შვიდ ნაწილად დაყონ ის.+ იუდა სამხრეთით+ იქნება, იოსების სახლი კი — ჩრდილოეთით.+ 6 თქვენც შვიდ ნაწილად დაყავით მიწა, აღნიშნეთ და ჩემთან მოდით; წილს გიყრით+ იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე. 7 ლევიანებს არ ექნებათ წილი თქვენ შორის,+ რადგან იეჰოვას მღვდლობაა მათი სამკვიდრო;+ გადმა, რეუბენმა+ და მენაშეს+ ტომის ნახევარმა უკვე მიიღო სამკვიდრო იორდანის გაღმა, აღმოსავლეთით, რომელიც იეჰოვას მსახურმა მოსემ მისცა მათ“.+

8 ადგნენ ისინი და წასვლა დააპირეს. უბრძანა იესო ნავეს ძემ მათ,+ ვინც მიწის აღსაწერად მიდიოდა: „წადით, მოიარეთ ის მიწა, აღწერეთ და ჩემთან დაბრუნდით; აქ, შილოში+ გიყრით წილს+ იეჰოვას წინაშე“. 9 ისინიც წავიდნენ, მოიარეს მიწა, ქალაქების მიხედვით დაყვეს+ შვიდ ნაწილად, წიგნში ჩაწერეს და დაბრუნდნენ იესო ნავეს ძესთან შილოს ბანაკში; 10 უყარა მათ წილი იესო ნავეს ძემ შილოში იეჰოვას წინაშე+ და დაუნაწილა მიწები ისრაელის ძეებს.+

11 ბენიამინის+ ძეების ტომსა და მათ საგვარეულოებს იუდას ვაჟებსა+ და იოსების ვაჟებს+ შორის ხვდათ წილად+ მიწა. 12 მათი ჩრდილოეთი საზღვარი იორდანიდან იწყებოდა და იერიხონის+ ფერდობზე ადიოდა ჩრდილოეთით, დასავლეთით მიუყვებოდა მთას და ბეთ-ავენის+ უდაბნოში მთავრდებოდა. 13 იქიდან საზღვარი ლუზამდე+ მიდიოდა, ლუზის სამხრეთ ფერდობამდე ანუ ბეთელამდე,+ საიდანაც ატაროთ-ადარისკენ+ ეშვებოდა მთაზე, ქვემო ბეთ-ხორონის+ სამხრეთით. 14 გადიოდა საზღვარი და დასავლეთით უხვევდა, იმ მთის სამხრეთით, რომელიც ბეთ-ხორონის წინ იყო, სამხრეთით. საზღვარი მთავრდებოდა კირიათ-ბაალთან ანუ კირიათ-იეარიმთან,+ იუდას ვაჟების ქალაქთან. ეს იყო დასავლეთი მხარე.

15 სამხრეთი მხარე კირიათ-იეარიმიდან იწყებოდა და საზღვარი დასავლეთით ნეფთოახის+ წყაროს წყლამდე მიდიოდა. 16 იქიდან საზღვარი ეშვებოდა მთის ძირამდე, ჰინომის ძეთა+ ველის პირდაპირ რომ მდებარეობდა, რეფაიმის ველზე+ ჩრდილოეთით, და ჰინომის ველისკენ ჩადიოდა, იებუსელების+ ფერდობისკენ, სამხრეთით, იქიდან კი — ენ-როგელისკენ.+ 17 ჩრდილოეთით საზღვარი ენ-შემეშისკენ მიდიოდა, იქიდან — გელილოთისკენ, რომელიც ადუმიმის+ მაღლობის პირდაპირ იყო, საიდანაც რეუბენის ვაჟის, ბოჰანის+ ქვისკენ+ ეშვებოდა. 18 საზღვარი ჩრდილოეთ ფერდობზე გადიოდა, არაბას პირდაპირ და არაბასკენ ეშვებოდა. 19 იქიდან საზღვარი ბეთ-ხოგლას+ ჩრდილოეთ ფერდობზე გადიოდა და მარილოვანი ზღვის+ ჩრდილოეთ ყურესთან მთავრდებოდა, იორდანის სამხრეთ შესართავთან. ეს იყო სამხრეთი საზღვარი. 20 აღმოსავლეთით მას იორდანე ესაზღვრებოდა. ეს იყო ბენიამინის ძეებისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო, მათი საზღვრები.

21 ბენიამინის ძეების ტომისა და მათი საგვარეულოების ქალაქები იყო: იერიხონი,+ ბეთ-ხოგლა, ემეკ-კეციცი, 22 ბეთ-არაბა,+ ცემარაიმი, ბეთელი,+ 23 ავიმი, ფარა, ოფრა,+ 24 ქეფარ-ამონი, ოფნი და გება;+ სულ თორმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად.

25 გაბაონი,+ რამა, ბეეროთი, 26 მიცფე,+ ქეფირა,+ მოცა, 27 რეკემი, ირფეელი, თარალა, 28 ცელა,+ ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი,+ გიბა+ და კირიათი; სულ თოთხმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად.

ეს იყო ბენიამინის ძეებისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო.+

19 მეორე წილი+ ხვდა სიმონს, სიმონის ძეების+ ტომსა და მათ საგვარეულოებს. მათი სამკვიდრო იუდას ძეების სამკვიდროს შორის იყო.+ 2 მათი სამკვიდრო იყო: ბეერ-შება+ შებასთან ერთად, მოლადა,+ 3 ხაცარ-შუალი,+ ბალა, ეცემი,+ 4 ელთოლადი,+ ბეთული, ხორმა, 5 ციკლაგი,+ ბეთ-მარქაბოთი, ხაცარ-სუსა,+ 6 ბეთ-ლებაოთი+ და შარუხენი; სულ ცამეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 7 აინი,+ რიმონი,+ ეთერი და აშანი;+ სულ ოთხი ქალაქი თავის დასახლებებიანად 8 და ყველა დასახლება ამ ქალაქების გარშემო ბაალათ-ბეერამდე,+ რამის+ სამხრეთით. ეს იყო სიმონის ძეების ტომისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო. 9 სიმონის ძეებს სამკვიდრო იუდას ძეების წილიდან გამოუყვეს, რადგან იუდას ძეებს დიდი წილი ჰქონდათ.+ სიმონის ძეებმა მათ სამკვიდროში მიიღეს სამკვიდრო.+

10 მესამე წილი+ ხვდა ზებულონის+ ძეებსა და მათ საგვარეულოებს. მათი სამკვიდრო სარიდამდე იყო გადაჭიმული. 11 დასავლეთით მათი საზღვარი მარალამდე ადიოდა და დაბაშეთამდე გრძელდებოდა, იქიდან კი — იოკნეამის+ პირდაპირ მდებარე ხევამდე. 12 სარიდიდან საზღვარი აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს გადიოდა ქისლოთ-თაბორამდე, იქიდან დაბერათამდე+ და ადიოდა იაფიამდე. 13 იქიდან ისევ აღმოსავლეთით მიდიოდა, მზის ამოსავლის მხარეს, გათ-ჰეფერამდე,+ ეთ-კაცინამდე, საიდანაც გრძელდებოდა რიმონამდე და მიემართებოდა ნეასკენ. 14 გვერდს უვლიდა მას საზღვარი, ჩრდილოეთით ხანათონამდე მიდიოდა და მთავრდებოდა იფთახ-ელის ველთან, 15 კატათთან, ნაჰალალთან, შიმრონთან,+ იდალასთან და ბეთლემთან;+ სულ თორმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 16 ეს იყო ზებულონის ძეებისა და მათი საგვარეულოების+ სამკვიდრო,+ ქალაქები თავის დასახლებებიანად.

17 მეოთხე წილი ხვდა ისაქარს,+ ისაქარის ძეებსა და მათ საგვარეულოებს. 18 მათი საზღვარი გადიოდა იზრეელთან,+ ქესულოთთან, შუნემთან,+ 19 ხაფარაიმთან, შიონთან, ანახარათთან, 20 რაბითთან, კიშიონთან, აბეცთან, 21 რემეთთან, ენ-განიმთან,+ ენ-ჰადასთან, ბეთ-ფაცეცთან 22 და გრძელდებოდა თაბორამდე,+ შახაციმამდე, ბეთ-შემეშამდე და იორდანესთან მთავრდებოდა; სულ თექვსმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 23 ეს იყო ისაქარის ძეების ტომისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო,+ ქალაქები თავის დასახლებებიანად.

24 მეხუთე წილი+ ხვდა აშერის+ ძეების ტომსა და მათ საგვარეულოებს. 25 მათი საზღვარი გადიოდა ხელკათთან,+ ხალისთან, ბეტენთან, აქშაფთან,+ 26 ალამელექთან, ამადთან და მიშალთან+ და ქარმელსა+ და შიხორ-ლიბნათამდე გრძელდებოდა დასავლეთით. 27 იქიდან მიდიოდა მზის ამოსავლის მხარეს ბეთ-დაგონამდე და გრძელდებოდა ზებულონამდე,+ ჩრდილოეთით კი — იფთახ-ელის ველამდე, ბეთ-ემეკამდე და ნეიელამდე, საიდანაც მარცხნივ გადიოდა ქაბულამდე, 28 აბრონამდე, რეხობამდე, ხამონამდე, კანამდე და მრავალრიცხოვან სიდონამდე.+ 29 იქიდან საზღვარი მიდიოდა რამამდე და გამაგრებულ ქალაქ ტვიროსამდე,+ გრძელდებოდა ხოსამდე და აქციბის+ მხარეში მთავრდებოდა ზღვასთან, 30 უმასთან, აფეკთან+ და რეხობთან;+ სულ ოცდაორი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 31 ეს იყო აშერის ძეების ტომისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო,+ ქალაქები თავის დასახლებებიანად.

32 მეექვსე წილი+ ნაფთალის+ ძეებს ხვდათ, ნაფთალის ძეებსა და მათ საგვარეულოებს. 33 მათი საზღვარი იწყებოდა ხელეფიდან, ცაანანიმიდან,+ სადაც დიდი ხე დგას, და გრძელდებოდა ადამი-ნეკებისკენ, იაბნეელისკენ, ლაკუმამდე, და იორდანესთან მთავრდებოდა. 34 იქიდან საზღვარი დასავლეთით მიდიოდა აზნოთ-თაბორამდე, იქიდან ხუკოკამდე. სამხრეთით ზებულონამდე+ გრძელდებოდა, დასავლეთით კი — აშერამდე+ და იუდამდე,+ იორდანესთან, მზის ამოსავლის მხარეს. 35 გამაგრებული ქალაქები იყო ციდიმი, ცერი, ხამათი,+ რაკათი, ქინერეთი,+ 36 ადამა, რამა, ხაცორი,+ 37 კედეში,+ ედრეი, ენ-ხაცორი, 38 ირონი, მიგდალ-ელი, ხორემი, ბეთ-ანათი და ბეთ-შემეში;+ სულ ცხრამეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 39 ეს იყო ნაფთალის ძეების ტომისა და მათი საგვარეულოების+ სამკვიდრო,+ ქალაქები თავის დასახლებებიანად.

40 მეშვიდე წილი+ ხვდა დანის+ ძეების ტომსა და მათ საგვარეულოებს. 41 მათი სამკვიდროს საზღვარი გადიოდა ცორასთან,+ ეშთაოლთან, ირ-შემეშთან, 42 შაალაბინთან,+ აიალონთან,+ ითლასთან, 43 ელონთან, თიმნასთან,+ ეკრონთან,+ 44 ელთეკესთან, გიბეთონთან,+ ბაალათთან,+ 45 იეჰუდთან, ბენე-ბერაკთან, გათ-რიმონთან,+ 46 მე-იარკონთან, რაკონთან, სადაც საზღვარი გადიოდა, იოპეს+ პირდაპირ. 47 ძალიან პატარა იყო+ ეს მიწა დანის ძეებისთვის. ავიდნენ დანის ძეები და ლეშემს+ შეებრძოლნენ, აიღეს ის და მახვილით გაანადგურეს. დაეუფლნენ მას, იქ დასახლდნენ და ლეშემს დანი უწოდეს თავიანთი წინაპრის, დანის სახელი.+ 48 ეს იყო დანის ძეების ტომისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო, ქალაქები თავის დასახლებებიანად.

49 დაასრულეს მიწების დანაწილება. ისრაელის ძეებმა იესო ნავეს ძეს თავიანთ შორის მისცეს სამკვიდრო. 50 იეჰოვას ბრძანებით მისცეს ის ქალაქი, რომელიც ითხოვა,+ ანუ თიმნათ-სერახი+ ეფრემის მთიან მხარეში; იქ ააშენა მან ქალაქი და დასახლდა.

51 ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელის ძეების ტომთა მამების თავკაცებმა წილისყრით დაანაწილეს+ ეს მიწები სამკვიდროებად შილოში,+ იეჰოვას წინაშე, შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+ ასე დაასრულეს მიწების დანაწილება.

20 ელაპარაკა იეჰოვა იესო ნავეს ძეს: 2 „უთხარი ისრაელის ძეებს: გამოყავით თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები,+ რაზეც მოსეს პირით გელაპარაკეთ, 3 რათა იქ გაიქცეს მკვლელი,+ რომელიც ვინმეს* შემთხვევით მოკლავს; ისინი იქნება თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები სისხლის ამღებისგან+ თავის დასაცავად. 4 გაიქცეს+ ის ერთ-ერთ იმ ქალაქში, დადგეს კარიბჭის შესასვლელთან+ და უხუცესების გასაგონად თქვას თავისი სათქმელი;+ მიიღონ მათ იგი თავიანთ ქალაქში, მისცენ ადგილი და მათთან იცხოვროს. 5 თუ მას სისხლის ამღები დაედევნება, არ ჩაუგდონ მას მკვლელი ხელში,+ რადგან შემთხვევით მოკლა თავისი მოძმე, რომელიც არ სძულებია.+ 6 იმ ქალაქში იცხოვროს კრებულის წინაშე გასასამართლებლად წარდგომამდე,+ მღვდელმთავრის სიკვდილამდე,+ რომელიც იმ დროს იყო მღვდელმთავარი. შემდეგ კი შეუძლია მკვლელს დაბრუნება+ თავის ქალაქში, თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა“.

7 ნაფთალის მთიან მხარეში, გალილეაში, წმინდად შერაცხეს კედეში,+ ეფრემის მთიან მხარეში — შექემი,+ და იუდას მთიან მხარეში — კირიათ-არბა+, იგივე ხებრონი; 8 იორდანის მხარეში კი, იერიხონთან, აღმოსავლეთით, უდაბნოში — ბეცერი+ რეუბენის+ ტომიდან, გალაადში — რამოთი+ გადის ტომიდან, და ბაშანში — გოლანი+ მენაშეს ტომიდან.

9 ეს ქალაქები გამოიყო ისრაელის ძეებისა და მათ შორის მცხოვრები ხიზნებისთვის; ვინც შემთხვევით+ მოკლავდა კაცს, იქ უნდა გაქცეულიყო, რათა არ მოკლულიყო სისხლის ამღების ხელით კრებულის წინაშე წარდგომამდე.+

21 მივიდნენ ლევიანთა მამების თავკაცები ელეაზარ+ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან+ და ისრაელის ძეების ტომთა მამების თავკაცებთან 2 შილოში,+ ქანაანის მიწაზე და უთხრეს მათ: „იეჰოვამ მოსეს პირით ბრძანა, რომ მოეცათ ჩვენთვის ქალაქები საცხოვრებლად და საძოვრები — პირუტყვისთვის“.+ 3 მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს+ ქალაქები და საძოვრები თავიანთი სამკვიდროდან იეჰოვას ბრძანებისამებრ.+

4 ხვდათ წილი კეჰათელთა+ საგვარეულოებს; აარონ მღვდლის ძეებს, ლევიანებს, წილისყრით ცამეტი ქალაქი ერგოთ იუდას ტომიდან,+ სიმონელთა ტომიდან+ და ბენიამინის ტომიდან.+

5 კეჰათის დანარჩენ ძეებს+ წილისყრით ერგოთ ათი ქალაქი ეფრემის ტომის საგვარეულოებიდან,+ დანის ტომიდან+ და მენაშეს ტომის ნახევრიდან.+

6 გერშონის+ ძეებს წილისყრით ცამეტი ქალაქი ერგოთ ისაქარის ტომის+ საგვარეულოებიდან, აშერის ტომიდან,+ ნაფთალის ტომიდან+ და მენაშეს ტომის ნახევრიდან ბაშანში.+

7 მერარის ძეებსა+ და მათ საგვარეულოებს თორმეტი ქალაქი ერგოთ რეუბენის ტომიდან,+ გადის ტომიდან+ და ზებულონის ტომიდან.+

8 წილისყრით+ მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს ქალაქები და საძოვრები,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსეს პირით.+

9 იუდას ძეების ტომიდან და სიმონის ძეების ტომიდან მისცეს მათ სახელდებული ქალაქები,+ 10 და ერგოთ ისინი აარონის ვაჟებს, კეჰათელთა საგვარეულოებს, ლევის ვაჟებს, რადგან პირველი წილი მათ ერგოთ.+ 11 მისცეს მათ კირიათ-არბა+ (ამბობენ, რომ არბა ანაკის მამა იყო),+ იგივე ხებრონი,+ იუდას+ მთიან მხარეში და საძოვრები მის ირგვლივ. 12 იმ ქალაქის მინდორი კი თავის დასახლებებიანად ქალებ იეფუნეს ძეს მისცეს.+

13 აარონ მღვდლის ვაჟებს მკვლელის+ თავშესაფრად მისცეს ქალაქი+ ხებრონი,+ თავის საძოვრებიანად, ლიბნა+ თავის საძოვრებიანად, 14 იათირი+ თავის საძოვრებიანად, ეშთემოა+ თავის საძოვრებიანად, 15 ხოლონი*+ თავის საძოვრებიანად, დებირი+ თავის საძოვრებიანად, 16 აინი*+ თავის საძოვრებიანად, იუტა+ თავის საძოვრებიანად და ბეთ-შემეში+ თავის საძოვრებიანად; სულ ცხრა ქალაქი ამ ორი ტომიდან.

17 ბენიამინის ტომიდან მისცეს გაბაონი+ თავის საძოვრებიანად, გება+ თავის საძოვრებიანად, 18 ანათოთი+ თავის საძოვრებიანად და ალმონი*+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.

19 აარონის ვაჟებს+ სულ ცამეტი ქალაქი ერგოთ თავის საძოვრებიანად.+

20 კეჰათის ძეების საგვარეულოებს, დანარჩენ ლევიანებს კეჰათის ძეებიდან, წილისყრით ერგოთ ქალაქები ეფრემის ტომიდან.+ 21 მისცეს მათ მკვლელისთვის+ თავშესაფარი+ ქალაქი, იგივე შექემი,+ თავის საძოვრებიანად+ ეფრემის მთიან მხარეში, გეზერი+ თავის საძოვრებიანად, 22 კიბცაიმი*+ თავის საძოვრებიანად და ბეთ-ხორონი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.

23 დანის ტომიდან მისცეს ელთეკე თავის საძოვრებიანად, გიბეთონი+ თავის საძოვრებიანად, 24 აიალონი+ თავის საძოვრებიანად და გათ-რიმონი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.

25 მენაშეს ტომის ნახევრიდან მისცეს თაანახი+ თავის საძოვრებიანად და გათ-რიმონი თავის საძოვრებიანად; სულ ორი ქალაქი.

26 კეჰათის ძეების დანარჩენ საგვარეულოებს სულ ათი ქალაქი ერგოთ თავის საძოვრებიანად.

27 გერშონის ძეებს+ ლევიანების საგვარეულოებიდან, მენაშეს ტომის ნახევრიდან+ ერგოთ მკვლელისთვის თავშესაფარი ქალაქები: გოლანი+ ბაშანში თავის საძოვრებიანად და ბეეშთერა*+ თავის საძოვრებიანად; სულ ორი ქალაქი.

28 ისაქარის ტომიდან+ მისცეს კიშიონი+ თავის საძოვრებიანად, დაბერათი+ თავის საძოვრებიანად, 29 იარმუთი*+ თავის საძოვრებიანად და ენ-განიმი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.

30 აშერის ტომიდან+ მისცეს მიშალი+ თავის საძოვრებიანად, აბდონი+ თავის საძოვრებიანად, 31 ხელკათი+ თავის საძოვრებიანად და რეხობი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.

32 ნაფთალის ტომიდან+ მკვლელის+ თავშესაფარ+ ქალაქებად გალილეაში მისცეს კედეში+ თავის საძოვრებიანად, ხამოთ-დორი+ თავის საძოვრებიანად და კართანი* თავის საძოვრებიანად; სულ სამი ქალაქი.

33 გერშონელების საგვარეულოებს სულ ცამეტი ქალაქი ერგოთ თავის საძოვრებიანად.

34 მერარის+ ძეების საგვარეულოებს, დანარჩენ ლევიანებს, ზებულონის+ ტომიდან ერგოთ: იოკნეამი+ თავის საძოვრებიანად, კართა თავის საძოვრებიანად, 35 დიმნა*+ თავის საძოვრებიანად და ნაჰალალი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.

36 რეუბენის ტომიდან+ მისცეს ბეცერი+ თავის საძოვრებიანად, იაჰაცი+ თავის საძოვრებიანად, 37 კედემოთი+ თავის საძოვრებიანად და მეფაათი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.

38 გადის ტომიდან+ მკვლელის თავშესაფარ ქალაქებად გალაადში+ მისცეს რამოთი თავის საძოვრებიანად, მახანაიმი+ თავის საძოვრებიანად, 39 ხეშბონი+ თავის საძოვრებიანად და იაზერი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.

40 მერარის ძეების+ საგვარეულოებს, ლევიანების დანარჩენ საგვარეულოებს, წილისყრით სულ თორმეტი ქალაქი ერგოთ.

41 ისრაელის ძეების სამკვიდროდან ლევიანებს სულ ორმოცდარვა ქალაქი+ ერგოთ თავის საძოვრებიანად.+ 42 ყველა ქალაქს საძოვრები ჰქონდა ირგვლივ, ყველა ამ ქალაქს.+

43 მისცა იეჰოვამ ისრაელს მთელი მიწა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დაუფიცა;+ მათაც დაიმკვიდრეს+ ის და იქ ცხოვრობდნენ. 44 დაასვენა+ იეჰოვამ ისინი ყოველი მხრიდან, როგორც მათ მამა-პაპას დაუფიცა,+ მტერი ვერ უდგებოდა წინ.+ ყველა მტერი ხელში ჩაუგდო მათ იეჰოვამ.+ 45 არც ერთი სასიკეთო დანაპირები არ გამტყუნებულა, რასაც იეჰოვა ისრაელის სახლს დაჰპირდა, ყველაფერი შესრულდა.+

22 მოუხმო იესო ნავეს ძემ რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს+ 2 და უთხრა: „თქვენ ყველაფერს ასრულებდით, რაც იეჰოვას მსახურმა მოსემ გიბრძანათ,+ ისმენდით ყველა ჩემს ბრძანებას.+ 3 დღემდე, ამდენ ხანს,+ არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები და იცავდით იეჰოვას, თქვენი ღვთის მცნებას.+ 4 დაასვენა იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც დაჰპირდა.+ წადით თქვენი გზით თქვენს კარვებში თქვენს სამკვიდრო მიწაზე, რომელიც იეჰოვას მსახურმა მოსემ მოგცათ იორდანის გაღმა,+ 5 ოღონდ გულდასმით დაიცავით მცნება+ და კანონი, რომლებიც იეჰოვას მსახურმა მოსემ გიბრძანათ: გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ იარეთ მისი გზით,+ დაიცავით მისი მცნებები,+ მიეკარით მას+ და ემსახურეთ+ მთელი გულითა+ და სულით“.+

6 აკურთხა+ ისინი იესო ნავეს ძემ და გაუშვა თავ-თავიანთ კარვებში. 7 მენაშეს ტომის ერთ ნახევარს მოსემ ბაშანში+ მისცა სამკვიდრო, მეორე ნახევარს კი — იორდანის გამოღმა, დასავლეთით, მათ ძმებს შორის.+ ისინიც აკურთხა იესო ნავეს ძემ, სანამ თავ-თავიანთ კარვებში გაუშვებდა. 8 უთხრა მათ: „დაბრუნდით თქვენს კარვებში ურიცხვი სიმდიდრითა და ცხვარ-ძროხით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინითა და უამრავი+ ტანსაცმლით; წაიღეთ თქვენი წილი ნადავლი,+ დაინაწილეთ მტრისგან წამოღებული ნადავლი თქვენ და თქვენმა ძმებმა“.

9 გაბრუნდნენ რეუბენის ძეები, გადის ძეები და მენაშეს ტომის ნახევარი ქანაანის მიწიდან, შილოდან, დატოვეს ისრაელის ძეები და წავიდნენ გალაადში,+ თავიანთ სამკვიდრო მიწაზე; დასახლდნენ იქ იეჰოვას ბრძანებისამებრ, რომელიც მოსეს პირით გადაეცათ.+ 10 როცა მივიდნენ იორდანის მხარეში, ქანაანის მიწაზე, რეუბენის ძეებმა, გადის ძეებმა და მენაშეს ტომის ნახევარმა იორდანესთან დიდი, შთამბეჭდავი სამსხვერპლო+ ააგეს. 11 გაიგეს+ ეს ისრაელის დანარჩენმა ძეებმა და თქვეს: „რეუბენის ძეებს, გადის ძეებსა და მენაშეს ტომის ნახევარს სამსხვერპლო აუგიათ იორდანის მხარეში, ქანაანის მიწაზე, ისრაელის ძეების მხარეს“. 12 გაიგეს ეს ისრაელის ძეებმა+ და მთელი კრებული შილოში+ შეიკრიბა მათზე გასალაშქრებლად.+

13 გაუგზავნეს+ ისრაელის ძეებმა ფინხასი,+ ელეაზარ მღვდლის ვაჟი რეუბენის ძეებს, გადის ძეებსა და მენაშეს ტომის ნახევარს გალაადის მიწაზე 14 და თან ათი თავკაცი გააყოლეს, თითო თავკაცი ისრაელის ტომთა თითოეული საგვარეულოდან; ისინი ისრაელის ათასეულთა საგვარეულოს თავკაცები იყვნენ.+ 15 მივიდნენ რეუბენის ძეებთან, გადის ძეებთან და მენაშეს ტომის ნახევართან გალაადის მიწაზე და უთხრეს მათ:+

16 «აი რა თქვა იეჰოვას კრებულმა:+ „ეს რა ორგულობა+ ჩაიდინეთ ისრაელის ღვთის წინაშე, ზურგი აქციეთ+ იეჰოვას და სამსხვერპლო აიშენეთ,+ რათა იეჰოვას ეურჩოთ! 17 არ გვეყო ფეორის+ დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმენდილვართ, თუმცა იეჰოვას მთელ კრებულს დაატყდა უბედურება?!+ 18 თქვენ კი ზურგი აქციეთ დღეს იეჰოვას. თუ დღეს ეურჩებით იეჰოვას, ხვალ იგი ისრაელის მთელ კრებულს განურისხდება.+ 19 თუ უწმინდურია+ თქვენი სამკვიდრო მიწა, გადადით იეჰოვას სამკვიდრო მიწაზე,+ სადაც იეჰოვას კარავია,+ და ჩვენ შორის დამკვიდრდით; ნურც თქვენ ეურჩებით იეჰოვას და ნურც ჩვენ გაგვხდით ურჩებს, რადგან იეჰოვას, თქვენი ღვთის სამსხვერპლოს გარდა, სხვა სამსხვერპლოც აიგეთ.+ 20 ზერახის ვაჟი აქანი+ არ იყო, ორგულობა რომ ჩაიდინა, აიღო ის, რაც გასანადგურებელი იყო, და მთელ ისრაელს დაატყდა რისხვა?!+ მისი დანაშაულის გამო მარტო ის არ მომკვდარა“.+

21 რეუბენის ძეებმა, გადის ძეებმა და მენაშეს ტომის ნახევარმა მიუგეს+ ისრაელის ათასეულთა მეთაურებს:+ 22 «ძლიერმა+ ღმერთმა,+ იეჰოვამ, ძლიერმა ღმერთმა, იეჰოვამ+ იცის,+ და ისრაელიც გაიგებს.+ თუ ეს ურჩობაა+ და იეჰოვას წინააღმდეგ ორგულობა,+ ნუ დაგვინდობს. 23 თუ იმიტომ აგვეშენებინოს სამსხვერპლო, რომ იეჰოვასთვის ზურგი გვექცია, ზედ დასაწვავი შესაწირავი და მარცვლეული შესაწირავი+ შეგვეწირა და მშვიდობის მსხვერპლი* აღგვევლინა, იეჰოვამ გამოააშკარაოს;+ 24 თუ იმაზე წუხილის გამო არ მოვქცეულიყავით ასე, რომ ხვალ თქვენს შვილებს ჩვენი შვილებისთვის არ ეთქვათ: „რა გაქვთ საერთო იეჰოვასთან, ისრაელის ღმერთთან?! 25 აი საზღვარი, იორდანე, რომელიც იეჰოვამ დაგვიდო ჩვენ და თქვენ, რეუბენის ძეებსა და გადის ძეებს. არა გაქვთ წილი იეჰოვაში“.+ და გაუნელებენ იეჰოვას შიშს თქვენი შვილები ჩვენს შვილებს.+

26 ვთქვით: „მოდი, ავაგოთ სამსხვერპლო, ოღონდ არც დასაწვავი შესაწირავისთვის და არც მსხვერპლისთვის, 27 არამედ ჩვენ და თქვენ შორის,+ ჩვენს თაობებს შორის მოწმობის ნიშნად, რათა ჩვენც შევუსრულოთ იეჰოვას მსახურება დასაწვავი შესაწირავით, მსხვერპლითა და მშვიდობის მსხვერპლით,+ რათა არ უთხრან ხვალ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, არა გაქვთო წილი იეჰოვაში“. 28 ვთქვით: „თუ ასე გვეტყვიან ხვალ ჩვენ და ჩვენს თაობებს, მივუგებთ, აი იეჰოვას სამსხვერპლო, რომელიც ჩვენმა მამებმა ააგეს, არა დასაწვავი შესაწირავისთვისა და მსხვერპლისთვის, არამედ ჩვენ და თქვენ შორის მოწმობის ნიშნადო“. 29 როგორ გამოვავლენდით ურჩობას იეჰოვას წინააღმდეგ და როგორ შევაქცევდით ზურგს იეჰოვას,+ ავაშენებდით სხვა სამსხვერპლოს დასაწვავი შესაწირავისთვის, მარცვლეული შესაწირავისა და მსხვერპლისთვის იეჰოვას, ჩვენი ღვთის სამსხვერპლოს გარდა, რომელიც მისი კარვის წინაა!»+

30 მოისმინეს რეუბენის ძეების, გადის ძეებისა და მენაშეს ძეების სიტყვები ფინხას+ მღვდელმა, კრებულის თავკაცებმა+ და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, და მოეწონათ. 31 უთხრა ფინხასმა, ელეაზარ მღვდლის ვაჟმა რეუბენის ძეებს, გადის ძეებსა და მენაშეს ძეებს: „ახლა ვიცით, რომ იეჰოვა ჩვენ შორის არის,+ რადგან არ ყოფილხართ ორგულები იეჰოვას წინაშე. თქვენ იხსენით ისრაელის ძეები იეჰოვას ხელიდან“.+

32 დაბრუნდნენ ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ვაჟი, და თავკაცები+ რეუბენის ძეებისგან, გადის ძეებისგან, გალაადის მიწიდან ქანაანის მიწაზე ისრაელის დანარჩენ ძეებთან და ამბავი მიუტანეს.+ 33 მოეწონათ ეს ამბავი ისრაელის ძეებს; აკურთხეს ღმერთი+ ისრაელის ძეებმა და გადაიფიქრეს მათზე გალაშქრება და იმ მიწის განადგურება, სადაც რეუბენისა და გადის ძეები ცხოვრობდნენ.

34 სახელი დაარქვეს სამსხვერპლოს* რეუბენის ძეებმა და გადის ძეებმა, ამბობდნენ: „ეს არის მოწმობის ნიშანი ჩვენ შორის, რომ ჭეშმარიტი ღმერთია იეჰოვა“.+

23 გავიდა ხანი მას შემდეგ, რაც დაასვენა+ იეჰოვამ ისრაელი მტრებისგან; მოხუცებული და ხანში შესული იყო იესო ნავეს ძე,+ 2 როცა მოუხმო მთელ ისრაელს,+ უხუცესებს, თავკაცებს, მსაჯულებსა და მთავრებს+ და უთხრა: „მოვხუცდი და ხანში შევედი. 3 თქვენ ყველაფერი ნახეთ, რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა თქვენი გულისთვის დამართა ამ ერებს,+ რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი იბრძოდა თქვენთვის.+ 4 წილისყრით+ მოგეცით დარჩენილი ერების მიწა თქვენი ტომების სამკვიდროდ და იმ ერების მიწა, რომლებიც გავანადგურე,+ იორდანიდან მოყოლებული დიდ ზღვამდე, მზის ჩასავლის მხარეს.+ 5 იეჰოვა, თქვენი ღმერთი დევნიდა მათ თქვენგან.+ თქვენი გულისთვის განდევნა ისინი და თქვენ დაეუფლეთ მათ მიწას, როგორც დაგპირდათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+

6 დიდი გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ,+ რომ დაიცვათ და შეასრულოთ ყველაფერი, რაც მოსეს კანონის წიგნშია+ ჩაწერილი, და არ გადაუხვიოთ მისგან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,+ 7 არ შეერიოთ იმ ერებს,+ რომლებიც თქვენთან იქნებიან. არ ახსენოთ მათი ღმერთების სახელები+ და არ დაიფიცოთ ისინი,+ არ ემსახუროთ მათ და არ სცეთ თაყვანი.+ 8 იეჰოვას, თქვენს ღმერთს მიეკარით,+ როგორც დღემდე აკეთებდით. 9 განდევნის იეჰოვა თქვენგან დიდ და ძლიერ ერებს+ (დღემდე წინ ვერავინ დაგიდგათ).+ 10 თქვენგან მარტო ერთი განდევნის ათასს,+ რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის,+ როგორც დაგპირდათ.+ 11 ყოველთვის გაუფრთხილდით+ თქვენს სულებს და გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+

12 მაგრამ თუ გადაუხვევთ+ და მიეკრობით იმ ერებიდან დარჩენილებს,+ რომლებიც თქვენთან არიან, დაუმოყვრდებით+ და შეერევით მათ, ისინი კი — თქვენ, 13 იცოდეთ, რომ იეჰოვა, თქვენი ღმერთი თქვენი გულისთვის აღარ განდევნის იმ ერებს;+ მახედ და ხაფანგად გექცევიან ისინი, შოლტად — ფერდებისთვის+ და ეკლებად — თვალებისთვის, სანამ არ დაიღუპებით მადლიან მიწაზე, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა მოგცათ.+

14 მე უკვე ვკვდები;+ კარგად იცით თქვენი გულითა და სულით, რომ არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა.+ 15 როგორც ყველა სასიკეთო სიტყვა შეგისრულდათ, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ,+ ისე ყველა წყევლის სიტყვას აგიხდენთ იეჰოვა, სანამ არ მოგსპობთ ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა მოგცათ,+ 16 თუ დაარღვევთ იეჰოვას, თქვენი ღვთის შეთანხმებას, რომელიც გიბრძანათ, და წახვალთ, ემსახურებით და თაყვანს სცემთ სხვა ღმერთებს.+ აენთება თქვენზე იეჰოვას რისხვა+ და მყისვე მოისპობით იმ მადლიანი მიწიდან, რომელიც მან მოგცათ“.+

24 შეკრიბა იესო ნავეს ძემ ისრაელის ყველა ტომი შექემში+ და მოუხმო ისრაელის უხუცესებს,+ თავკაცებს, მსაჯულებსა და მთავრებს და წარდგნენ ჭეშმარიტი ღვთის წინაშე.+ 2 უთხრა ხალხს იესო ნავეს ძემ: «აი რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „დიდი ხნის წინათ თქვენი წინაპრები+ მდინარის*+ გაღმა ცხოვრობდნენ — თერახი, აბრაამისა და ნახორის მამა,+ — და უცხო ღმერთებს ემსახურებოდნენ.

3 წამოვიყვანე თქვენი წინაპარი აბრაამი+ მდინარის+ გაღმიდან; მთელი ქანაანის მიწა მოვატარე და შთამომავლობა გავუმრავლე.+ მივეცი მას ისაკი,+ 4 ისაკს კი — იაკობი და ესავი.+ ესავს სეირის მთა მივეცი დასამკვიდრებლად,+ იაკობი და მისი ვაჟები კი ეგვიპტეში ჩავიდნენ.+ 5 გავგზავნე მოსე და აარონი,+ უბედურება დავატეხე ეგვიპტეს+ და გამოგიყვანეთ იქიდან.+ 6 როცა გამომყავდა თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან+ და ზღვასთან მოხვედით, ეგვიპტელები საომარი ეტლებითა და მხედრებით დაედევნენ+ თქვენს მამებს და წითელ ზღვამდე სდიეს. 7 შეღაღადეს მათ იეჰოვას+ და მანაც სიბნელე მოავლინა თქვენსა და ეგვიპტელებს შორის,+ თავზე დააქცია მათ ზღვა+ და დაფარა ისინი; თქვენი თვალით იხილეთ, რა მოვიმოქმედე ეგვიპტეში.+ მას შემდეგ მრავალი დღე ცხოვრობდით უდაბნოში.+

8 ბოლოს გაგიყვანეთ იორდანის გაღმა, ამორეველების მიწაზე; შეგებრძოლნენ,+ მე კი ხელში ჩაგიგდეთ ისინი, რომ დაუფლებოდით მათ მიწას; გავანადგურე ისინი თქვენ წინაშე.+ 9 ადგა მოაბის მეფის, ციფორის+ ვაჟი ბალაკი და შეებრძოლა ისრაელს.+ მოუხმო ბეორის ძე ბალაამს თქვენ დასაწყევლად.+ 10 არ მინდოდა ბალაამის+ მოსმენა და ბოლოს რამდენჯერმე გაკურთხათ კიდეც.+ ასე გიხსენით მისი ხელიდან.+

11 შემდეგ იორდანე+ გადაკვეთეთ და იერიხონს+ მიადექით. შეგებრძოლნენ იერიხონის მცხოვრებლები, ამორეველები, ფერიზელები, ქანაანელები, ხეთელები, გირგაშელები, ხიველები და იებუსელები, მაგრამ მე ხელში ჩაგიგდეთ ისინი.+ 12 შიშის ზარი დავეცი, რამაც განდევნა ისინი თქვენ წინაშე,+ როგორც ამორეველთა ორი მეფე, ოღონდ არა თქვენი მახვილითა და მშვილდით.+ 13 მოგეცით ის მიწა, რომლისთვისაც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც არ აგიშენებიათ,+ და იქ დასახლდით; იმ ვენახებიდან და ზეთისხილიდან ჭამთ, რომლებიც არ ჩაგიყრიათ“.+

14 გეშინოდეთ იეჰოვასი+ და უბიწოებითა და ჭეშმარიტებით ემსახურეთ მას,+ მოიშორეთ ის ღმერთები, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა და ეგვიპტეში,+ და იეჰოვას ემსახურეთ. 15 თუ არ გინდათ, იეჰოვას ემსახუროთ, მაშინ დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით,+ იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა*+ თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ,+ მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით.+

16 ამაზე ხალხმა მიუგო: „როგორ მივატოვოთ იეჰოვა და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ! 17 იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა გამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის მიწიდან,+ მონობის სახლიდან,+ მან მოიმოქმედა ჩვენ თვალწინ დიდი ნიშნები,+ მთელი გზა გვიცავდა იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გამოვიარეთ.+ 18 ყველა ხალხი განდევნა იეჰოვამ ჩვენგან,+ იმ მიწაზე მცხოვრები ამორეველებიც კი. ჩვენც იეჰოვას ვემსახურებით, რადგან ის არის ჩვენი ღმერთი“.+

19 უთხრა იესო ნავეს ძემ ხალხს: „ვერ ემსახურებით იეჰოვას, რადგან წმინდა ღმერთია+ იგი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი+ ღმერთი. არ გაპატიებთ ურჩობასა და ცოდვებს.+ 20 თუ მიატოვებთ იეჰოვას+ და უცხო ღმერთებს ემსახურებით,+ ისიც ზურგს გაქცევთ, ზიანს მოგაყენებთ და ამოგწყვეტთ მიუხედავად იმ სიკეთისა, რაც გაგიკეთათ“.+

21 ხალხმა იესო ნავეს ძეს მიუგო: „არა, იეჰოვას ვემსახურებით!“+ 22 იესო ნავეს ძემ უთხრა ხალხს: „თქვენა ხართ მოწმეები თქვენივე თავის წინააღმდეგ,+ რადგან თქვენი ნებით აირჩიეთ იეჰოვა, რომ მას ემსახუროთ“.+ ამაზე მათ უთხრეს: „მოწმეები ვართ“.

23 „მოიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც თქვენ შორისაა,+ და თქვენი გულები იეჰოვასკენ, ისრაელის ღვთისკენ მიმართეთ“. 24 მიუგო ხალხმა იესო ნავეს ძეს: „იეჰოვას, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და მის ხმას მოვუსმენთ!“»+

25 იმ დღეს იესო ნავეს ძემ შეთანხმება დაუდო ხალხს და მისცა წესი და სამართალი+ შექემში. 26 ჩაწერა იესო ნავეს ძემ ეს სიტყვები ღვთის კანონის წიგნში,+ აიღო დიდი ქვა+ და დიდი ხის ძირას+ აღმართა იეჰოვას სამსხვერპლოსთან.

27 უთხრა იესო ნავეს ძემ მთელ ხალხს: „აი, ეს ქვა იქნება ჩვენ წინააღმდეგ მოწმობის ნიშანი,+ რადგან მანაც მოისმინა იეჰოვას ნათქვამი, რაც გველაპარაკა; ის იქნება თქვენ წინააღმდეგ მოწმობის ნიშანი, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი“. 28 გაუშვა იესო ნავეს ძემ ხალხი თავ-თავიანთ სამკვიდროებში.+

29 ამ ყველაფრის შემდეგ იესო ნავეს ძე, იეჰოვას მსახური, ას ათი წლისა მოკვდა.+ 30 დამარხეს იგი თავის სამკვიდროში, თიმნათ-სერახში,+ ეფრემის მთიან მხარეში, გააშის მთის ჩრდილოეთით. 31 ემსახურებოდა ისრაელი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და უხუცესების დროსაც იესო ნავეს ძის შემდეგ,+ რომლებმაც იცოდნენ, რა საქმეებიც მოიმოქმედა იეჰოვამ ისრაელისთვის.+

32 იოსების ძვლები,+ რომლებიც ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან წამოიღეს, შექემში დამარხეს, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც იაკობმა შექემის მამის, ხამორის ვაჟებისგან+ იყიდა ას კესიტად*+ და იოსების ვაჟების სამკვიდრო გახდა ის.+

33 მოკვდა ელეაზარიც, აარონის ვაჟი,+ და დამარხეს იგი თავისი ვაჟის, ფინხასის გორაზე,+ რომელიც ეფრემის მთიან მხარეში მისცეს მას.

ებრაულად იეჰოშუა, ნიშნავს: იეჰოვაა ხსნა.

ანუ ხმელთაშუა ზღვა.

ანუ დაბალი ხმით იკითხე, იფიქრე.

ანუ ერთგული სიყვარული, ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.

სიტყვასიტყვით — იხსენით ჩვენი სულები. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

იხილეთ 2:12-ის სქოლიო.

დაახლოებით 890 მეტრი.

სიტყვასიტყვით — ჩამოგაგორეთ.

ნიშნავს ჩამოგორებას.

ნიშნავს უბედურებას.

ან საზიარო მსხვერპლი.

სიტყვასიტყვით — სულებს.

ნიშნავს მართალს.

სიტყვასიტყვით — ყველა სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — სულს.

იგივე ხილენი 1 მტ. 6:58-ში.

იგივე აშანი 15:42-ში, 19:7-სა და 1 მტ. 6:59-ში.

იგივე ალემეთი 1 მტ. 6:60-ში.

იგივე იოკმეამი 1 მტ. 6:68-ში.

იგივე აშთაროთი 1 მტ. 6:71-ში.

იგივე რემეთი 19:21-ში და რამოთი 1 მტ. 6:73-ში.

იგივე კირიათაიმი 1 მტ. 6:76-ში.

იგივე რიმონო 1 მტ. 6:77-ში.

ან საზიარო მსხვერპლი.

როგორც ჩანს, სამსხვერპლოს უწოდეს მოწმე.

ანუ ევფრატის.

იგულისხმება ევფრატის აღმოსავლეთი მხარე.

უცნობი ღირებულების ფულის ერთეული.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება