საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 მსაჯულები 1:1-21:25
  • მსაჯულები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მსაჯულები
  • ბიბლია
ბიბლია
მსაჯულები

მსაჯულები

1 იესო ნავეს ძის სიკვდილის+ შემდეგ ისრაელის ძეები იეჰოვას დაეკითხნენ:+ „რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ქანაანელებთან საბრძოლველად?“ 2 იეჰოვამ მიუგო: „იუდა გავიდეს.+ მას ჩავუგდებ ხელში იმ მიწას“. 3 უთხრა იუდამ სიმონს, თავის ძმას: „გამომყევი ჩემს წილხვდომილ+ მიწაზე და იქიდან შევებრძოლოთ ქანაანელებს, მე კი შენს წილხვდომილ+ მიწაზე გამოგყვები“. სიმონიც გაჰყვა.+

4 გავიდა იუდა და ხელში ჩაუგდო+ იეჰოვამ მათ ქანაანელები და ფერიზელები და ათი ათასი კაცი დაამარცხეს ბეზეკში. 5 მოძებნეს ბეზეკში ადონი-ბეზეკი, შეებრძოლნენ მას და დაამარცხეს ქანაანელები+ და ფერიზელები.+ 6 გაიქცა ადონი-ბეზეკი, ისინი კი დაედევნენ მას, დაიჭირეს და ხელ-ფეხზე ცერები დააჭრეს. 7 ამაზე ადონი-ბეზეკმა თქვა: „სამოცდაათი მეფე, ხელ-ფეხზე ცერებდაჭრილი, ჩემი მაგიდის ქვეშ აგროვებდა ნასუფრალს. რაც მე გავაკეთე, ღმერთმაც იმით გადამიხადა“.+ ის იერუსალიმში+ წაიყვანეს და იქ მოკვდა.

8 გამართეს ბრძოლა იუდას ძეებმა იერუსალიმის+ წინააღმდეგ და აიღეს ქალაქი, მახვილით გაანადგურეს ის და ცეცხლს მისცეს. 9 წავიდნენ იუდას ძეები მთიან მხარეში, ნეგებსა+ და შეფელაში+ მცხოვრებ ქანაანელებთან საბრძოლველად. 10 გავიდა იუდა ხებრონში+ მცხოვრები ქანაანელების წინააღმდეგ (ადრე ხებრონს კირიათ-არბა ერქვა)+ და დაამარცხა შეშაი, ახიმანი და თალმაი.+

11 იქიდან დებირის+ მცხოვრებლების წინააღმდეგ გავიდნენ (ადრე დებირს კირიათ-სეფერი ერქვა).+ 12 თქვა ქალებ იეფუნეს ძემ:+ „ვინც კირიათ-სეფერს დაამარცხებს და დაიპყრობს, ჩემს ასულ აქსას+ მივათხოვებ“.+ 13 ქალაქი ქალებ იეფუნეს ძის უმცროსი ძმის,+ კენაზის+ ვაჟმა ოთნიელმა+ დაიპყრო და მიათხოვა მას თავისი ასული აქსა.+ 14 ქალი სახლში რომ მიდიოდა, წააქეზა იგი, რომ თავისი მამისთვის, ქალებ იეფუნეს ძისთვის მინდორი ეთხოვა. შემდეგ ვირზე+ მჯდომმა ხელი ხელს შემოჰკრა. ქალებ იეფუნეს ძემ ჰკითხა: „რა გინდა?“ 15 მან მიუგო: „მაკურთხე,+ და რაკი სამხრეთით მიწა მომეცი, ბარემ გულოთ-მაიმიც მომეცი“. მანაც მისცა ზემო გულოთი+ და ქვემო გულოთი.

16 გამოვიდნენ პალმების ქალაქიდან+ კენიელის,+ მოსეს სიმამრის,+ ვაჟები და იუდას ძეებთან ერთად იუდას უდაბნოსკენ წავიდნენ, არადის+ სამხრეთით; წავიდნენ და იქ დასახლდნენ იმ ხალხთან.+ 17 გავიდნენ იუდა და მისი ძმა სიმონი, ცეფათში მცხოვრებ ქანაანელებს შეუტიეს და გაანადგურეს+. იმ ქალაქს ხორმა*+ დაერქვა. 18 აიღო იუდამ ღაზა+ თავის მიწებიანად, აშკელონი+ თავის მიწებიანად და ეკრონი+ თავის მიწებიანად. 19 იუდასთან იყო იეჰოვა და ამიტომ დაეუფლა ის მთიან მხარეს, თუმცა დაბლობში მცხოვრებნი ვერ განდევნა, რადგან მათ დანებიანი+ საომარი ეტლები+ ჰქონდათ. 20 ქალებ იეფუნეს ძეს მოსეს დაპირებისამებრ+ ხებრონი მისცეს და განდევნა მან იქიდან ანაკის სამივე ვაჟი.+

21 არ განუდევნიათ იერუსალიმში მცხოვრები+ იებუსელები ბენიამინის ძეებს; იებუსელები დღემდე ბენიამინის ძეებთან ერთად ცხოვრობენ იერუსალიმში.+

22 იოსების შთამომავლობაც+ გავიდა ბეთელის+ წინააღმდეგ; იეჰოვა იყო მათთან.+ 23 ზვერავდა+ იოსების შთამომავლობა ბეთელს (ადრე ამ ქალაქს ლუზი ერქვა);+ 24 დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან მომავალი კაცი და უთხრეს: „მიგვასწავლე ქალაქისკენ მიმავალი გზა და სიკეთეს გიზამთ“.+ 25 მანაც მიასწავლა ქალაქისკენ მიმავალი გზა; მათ მახვილით გაანადგურეს ქალაქი,+ ის კაცი კი თავის ოჯახთან ერთად გაუშვეს.+ 26 წავიდა ის კაცი ხეთელთა+ მიწაზე, იქ ააშენა ქალაქი და ლუზი დაარქვა. დღემდე ასე ჰქვია.

27 არ დაუპყრია მენაშეს+ ბეთ-შეანი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, თაანახი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, დორი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, იბლეამი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, მეგიდო+ და მისი მიმდებარე ქალაქები; ქანაანელები ფეხს არ იცვლიდნენ იმ მიწიდან.+ 28 გაძლიერდა ისრაელი+ და დაიმონა+ ქანაანელები, მაგრამ მთლიანად არ განუდევნია ისინი.+

29 არც ეფრემს განუდევნია გეზერში მცხოვრები ქანაანელები; ქანაანელები მათ შორის ცხოვრობდნენ გეზერში.+

30 არც ზებულონს+ განუდევნია კიტრონისა და ნაჰალოლის+ მცხოვრებლები; ცხოვრობდნენ ქანაანელები მათ შორის+ და მათ დაემონნენ.+

31 არც აშერს+ განუდევნია აქოს*, სიდონის,+ ახლაბის, აქციბის,+ ხელბას, აფიკისა+ და რეხობის+ მცხოვრებნი. 32 ქანაანელებთან ერთად ცხოვრობდნენ აშერელები იმ მიწაზე, რადგან არ განუდევნიათ ისინი.+

33 არც ნაფთალს+ განუდევნია ბეთ-შემეშისა და ბეთ-ანათის+ მცხოვრებლები; ქანაანელებთან ერთად ცხოვრობდნენ ისინი იმ მიწაზე.+ ბეთ-შემეშისა და ბეთ-ანათის მცხოვრებლები მათ დაემონნენ.+

34 ავიწროებდნენ ამორეველები მთიან მხარეში დანის+ ძეებს და დაბლობში არ უშვებდნენ.+ 35 ფეხს არ იცვლიდნენ ამორეველები ხერესის მთიდან, აიალონიდან+ და შაალბიმიდან.+ მაგრამ ისე გაძლიერდა იოსების შთამომავალთა ხელი, რომ დაიმონეს ისინი.+ 36 ამორეველთა მიწა აკრაბიმის+ ფერდობიდან, სელადან ზევით ადიოდა.

2 ავიდა იეჰოვას ანგელოზი+ გილგალიდან+ ბოქიმში+ და თქვა: «მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ მიწაზე, რომლის მოცემაც თქვენს მამა-პაპას დავუფიცე.+ გითხარით: „არასოდეს დავარღვევ თქვენთან დადებულ შეთანხმებას;+ 2 არ დადოთ შეთანხმება ამ მიწის მცხოვრებლებთან+ და დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები“.+ მაგრამ თქვენ არ მოუსმინეთ ჩემს ხმას.+ რატომ მოიქეცით ასე?+ 3 მაშინ გითხარით: „არ განვდევნი მათ თქვენგან, ისინი მახედ გექცევიან+ და მათი ღმერთები — სატყუარად“».+

4 როგორც კი უთხრა ეს სიტყვები იეჰოვას ანგელოზმა ისრაელის ძეებს, ხმამაღლა ატირდა ხალხი.+ 5 ამიტომ უწოდეს იმ ადგილს ბოქიმი* და მსხვერპლი შესწირეს იეჰოვას იმ ადგილზე.

6 როცა იესო ნავეს ძემ ხალხი გაუშვა, ისრაელის ძეები თავიანთი გზით წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავიანთ სამკვიდროში, რათა დაუფლებოდნენ იმ მიწას.+ 7 ემსახურებოდა ხალხი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და იმ უხუცესების დროსაც, რომლებიც იესო ნავეს ძის შემდეგ იყვნენ; ნანახი ჰქონდათ მათ იეჰოვას დიდებული საქმეები, რომლებიც მან ისრაელისთვის მოიმოქმედა.+ 8 ამის შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, იეჰოვას მსახური, ას ათი წლისა.+ 9 დამარხეს იგი თავის სამკვიდროში თიმნათ-ხერესში,+ ეფრემის მთიან მხარეში, გააშის მთის ჩრდილოეთით.+ 10 მთელი ის თაობაც თავიანთ მამებს შეუერთდა+ და მათ შემდეგ ახალი თაობა წამოვიდა, რომლებიც არც იეჰოვას იცნობდნენ და არც ის საქმეები იცოდნენ, რაც მან ისრაელისთვის მოიმოქმედა.+

11 ისრაელის ძეები ბოროტ საქმეებს სჩადიოდნენ იეჰოვას თვალში+ და ბაალებს+ ემსახურებოდნენ. 12 მიატოვეს იეჰოვა, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა,+ და სხვა ღმერთებს, მათ ირგვლივ+ მცხოვრები ხალხების ღმერთებს გაჰყვნენ; ემხობოდნენ მათ წინაშე და შეურაცხყოფდნენ იეჰოვას.+ 13 მიატოვეს იეჰოვა და ემსახურებოდნენ ბაალსა და აშთორეთებს.+ 14 აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე+ და ხელში ჩაუგდო ისინი მძარცველებს და გააძარცვინა;+ ხელში ჩაუგდო* ისინი ირგვლივ მყოფ მტერს+ და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.+ 15 სადაც არ უნდა წასულიყვნენ, მათ წინააღმდეგ იყო იეჰოვას ხელი მათდა საუბედუროდ,+ როგორც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას, როგორც დაუფიცა იეჰოვამ;+ ძალიან გაუჭირდათ.+ 16 ამიტომაც დაუყენა იეჰოვამ მათ მსაჯულები,+ რომლებიც მძარცველებისგან+ იცავდნენ.

17 მაგრამ არც მსაჯულებს უსმენდნენ, გარყვნილებას სჩადიოდნენ+ სხვა ღმერთებთან+ და მათ წინაშე ემხობოდნენ. მალევე გადაუხვიეს მათ თავიანთი მამა-პაპის გზიდან, რომლებიც ემორჩილებოდნენ იეჰოვას მცნებებს.+ ისინი ასე არ იქცეოდნენ. 18 მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მათ მსაჯულები+ დაუყენა, თითოეულ მსაჯულთან იყო იეჰოვა და იცავდა მათ მტრის ხელიდან ყოველი მსაჯულის დროს, რადგან წუხდა+ იეჰოვა, რომ კვნესოდნენ ისინი მჩაგვრელთა+ და შემავიწროებელთა ხელში.

19 მსაჯულის სიკვდილისთანავე თავიანთ მამებზე უკეთურად იქცეოდნენ, სხვა ღმერთებს მიჰყვებოდნენ, მათ ემსახურებოდნენ და მათ წინაშე ემხობოდნენ.+ თავს არ ანებებდნენ თავიანთ საქმეებსა და სიჯიუტეს.+ 20 აენთო იეჰოვას რისხვა+ ისრაელზე და თქვა: „რადგან დაარღვია ამ ხალხმა ჩემი შეთანხმება,+ რომლის დაცვაც მათ მამა-პაპას ვუბრძანე, და არ მოუსმინეს ჩემს ხმას,+ 21 არ განვდევნი მათგან არც ერთ ხალხს, რომელთა განდევნაც ვერ მოასწრო იესო ნავეს ძემ სიკვდილამდე,+ 22 რათა გამოვცადო+ მათი მეშვეობით ისრაელი, ივლიან თუ არა იეჰოვას გზით, როგორც მათი მამები დადიოდნენ“. 23 ამიტომ მალევე+ არ გააძევა იეჰოვამ ეს ხალხები და არ ჩაუგდო ხელში იესო ნავეს ძეს.

3 ის ხალხები,+ რომლებიც დატოვა იეჰოვამ ისრაელის გამოსაცდელად+ (მათთვის, ვისაც არ გამოუცდია ქანაანელებთან+ ომი, 2 მხოლოდ იმისთვის, რომ ისრაელის ძეების თაობებს გამოეცადათ და ესწავლათ ომი, მათ, ვისაც ასეთი რამ არ გამოუცდია) იყვნენ: 3 ფილისტიმელთა+ ხუთი მთავარი,+ ყველა ქანაანელი,+ სიდონელებიც+ და ხიველებიც,+ რომლებიც ლიბანის+ მთაზე ცხოვრობენ, ბაალ-ხერმონის+ მთიდან ხამათის+ შესასვლელამდე. 4 ისრაელის გამოსაცდელად+ დატოვა ისინი, რათა გაეგო, დაემორჩილებოდნენ თუ არა იეჰოვას მცნებებს, რომლებიც მათ მამებს უბრძანა მოსეს პირით.+ 5 ცხოვრობდნენ ისრაელის ძეები ქანაანელებს,+ ხეთელებს, ამორეველებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს შორის.+ 6 ირთავდნენ მათ ასულებს,+ თავიანთ ასულებს მათ ვაჟებზე ათხოვებდნენ+ და მათ ღმერთებს ემსახურებოდნენ.+

7 ბოროტებას სჩადიოდნენ ისრაელის ძეები იეჰოვას თვალში, დაივიწყეს იეჰოვა, თავიანთი ღმერთი,+ და ბაალებსა+ და წმინდა ბოძებს+ ემსახურებოდნენ. 8 აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე+ და ხელში ჩაუგდო*+ ისინი ქუშან-რიშათაიმს, შუამდინარეთის+ მეფეს; რვა წელი ემსახურებოდნენ ისრაელის ძეები ქუშან-რიშათაიმს. 9 შველა სთხოვეს ისრაელის ძეებმა იეჰოვას.+ დაუნიშნა იეჰოვამ ისრაელის ძეებს მხსნელი,+ ოთნიელი,+ ქალებ იეფუნეს ძის+ უმცროსი ძმის, კენაზის+ ვაჟი, რათა ეხსნა ისინი. 10 გადმოვიდა მასზე იეჰოვას სული+ და ის ისრაელის მსაჯული გახდა. როცა საბრძოლველად გავიდა, იეჰოვამ ხელში ჩაუგდო სირიის მეფე ქუშან-რიშათაიმი და სძლია+ მისმა ხელმა ქუშან-რიშათაიმს. 11 ორმოცი წელი ისვენებდა მიწა. მოკვდა კენაზის ვაჟი ოთნიელიც.

12 კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა ისრაელის ძეებმა იეჰოვას თვალში.+ გააძლიერა იეჰოვამ ეგლონი, მოაბის+ მეფე ისრაელის წინააღმდეგ,+ რადგან ბოროტებას სჩადიოდნენ ისინი იეჰოვას თვალში;+ 13 ამონისა+ და ამალეკის+ ძეებიც აუმხედრა მათ. შეუტიეს ისრაელს და ხელში ჩაიგდეს პალმების ქალაქი.+ 14 თვრამეტი წელი ემსახურებოდნენ ისრაელის ძეები ეგლონს, მოაბის მეფეს.+ 15 შველა სთხოვეს ისრაელის ძეებმა იეჰოვას+ და დაუნიშნა იეჰოვამ ისრაელის ძეებს მხსნელად ეჰუდი,+ გერას ვაჟი, ბენიამინელი,+ ცაცია.+ მისი ხელით ისრაელის ძეებმა ხარკი გაუგზავნეს ეგლონს, მოაბის მეფეს. 16 გააკეთა ეჰუდმა ორლესული+ მახვილი, სიგრძით ერთი წყრთა და ტანსაცმლის ქვეშ, მარჯვენა ბარძაყზე შემოირტყა;+ 17 მიართვა ხარკი ეგლონს, მოაბის+ მეფეს. ძალიან მსუქანი კაცი იყო ეგლონი.

18 როგორც კი მიართვა ხარკი,+ გაუშვა ხარკის მომტანები. 19 მობრუნდა ის გილგალის+ სამტეხლოდან და უთხრა: „საიდუმლო სიტყვა მაქვს, მეფეო“. მან მიუგო: „ჩუმად!“ და ყველა მასთან მყოფი გარეთ გავიდა.+ 20 შევიდა ეჰუდი მის საგრილობელ ზევითა ოთახში და უთხრა მას: „ღვთის სიტყვა მაქვს სათქმელი“. მაშინვე წამოდგა ის ტახტიდან. 21 ეჰუდმა მარცხენა ხელი მარჯვენა ბარძაყზე იტაცა, მახვილი იშიშვლა და მუცელში გაუყარა 22 ვადიანად და ქონმა დაფარა მახვილი, რადგან მახვილი მუცელში ჩაუტოვა; განავალი გარეთ გამოუვიდა. 23 ეჰუდი დერეფნიდან გავიდა, ზემოთა ოთახის კარები გამოიხურა, ჩაკეტა 24 და წავიდა.+

მივიდნენ მისი მსახურები და კარები ჩაკეტილი დახვდათ, თქვეს, მოსასაქმებლად+ ჩაიკეტებოდა საგრილობელ ოთახშიო. 25 კარგა ხანს იცადეს და მერე შეშფოთდნენ. როცა დაინახეს, რომ ზემოთა ოთახის კარებს არავინ აღებდა, აიღეს გასაღები, გააღეს და რას ხედავენ! მათი ბატონი მიწაზე გდია მკვდარი.

26 ამასობაში ეჰუდმა თავს უშველა, გასცდა სამტეხლოს+ და სეირას შეაფარა თავი. 27 მივიდა ეფრემის+ მთიან მხარეში და ჩაჰბერა საყვირს+; ჩავიდნენ მთიდან მასთან ისრაელის ძეები და ის სათავეში ჩაუდგა მათ, 28 უთხრა: „მომყევით,+ ხელში ჩაგიგდოთ იეჰოვამ თქვენი მტერი,+ მოაბელები“. ისინიც გაჰყვნენ მას და დაასწრეს მოაბელებს იორდანის ფონების+ დაკავება და აღარავინ გაატარეს. 29 გაჟლიტეს მოაბელები, ათი ათასი კაცი,+ ყველა ძლიერი+ და მამაცი; არავინ გადარჩენილა.+ 30 იმ დღეს მოაბი ისრაელის ხელქვეითი გახდა და დაისვენა მიწამ ოთხმოცი წელი.+

31 მის შემდეგ იყო შამგარი,+ ანათის ვაჟი. მან სახრით ექვსასი ფილისტიმელი+ მოკლა; ისიც ისრაელის მხსნელი იყო.+

4 ეჰუდის სიკვდილის შემდეგ კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა ისრაელის ძეებმა იეჰოვას თვალში.+ 2 ხელში ჩაუგდო*+ იეჰოვამ ისინი იაბინს, ქანაანის მეფეს, რომელიც ხაცორში+ მეფობდა და რომლის ლაშქრის მეთაურიც ხაროშეთში+ მცხოვრები სისერა+ იყო. 3 შეღაღადეს ისრაელის ძეებმა იეჰოვას,+ რადგან დანებიანი+ ცხრაასი საომარი ეტლი ჰქონდა იაბინს და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელის ძეებს+ ოც წელიწადს.

4 მაშინ ისრაელის მსაჯული იყო წინასწარმეტყველი+ დებორა, ლაფიდოთის ცოლი. 5 ის დებორას პალმის ქვეშ ცხოვრობდა რამასა+ და ბეთელს+ შორის ეფრემის მთიან მხარეში; მასთან ადიოდნენ ისრაელის ძეები სამართლის საკითხავად. 6 გაუგზავნა მან კაცები ბარაკს,+ აბინოამის ვაჟს, კედეშ-ნაფთალიდან+ მოუხმო და უთხრა: „განა არ ბრძანა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, წადი, თან წაიყვანე ათი ათასი კაცი ნაფთალისა+ და ზებულონის+ ძეებიდან და მოეფინე თაბორის+ მთას, 7 მე კი კიშონის+ ხევთან მოგიყვანო+ სისერას,+ იაბინის+ ლაშქრის მეთაურს, მის საომარ ეტლებსა და მის ხალხს და ხელში ჩაგიგდებო?!“+

8 უთხრა მას ბარაკმა: „თუ წამომყვები, წავალ, თუ არ წამომყვები, არ წავალ“. 9 მან მიუგო: „წამოგყვები, ოღონდ ვეღარ მიიღებ დიდებას იმ გზაზე, რომელსაც დაადგები, რადგან ქალის ხელში+ ჩააგდებს იეჰოვა სისერას“. ადგა დებორა და გაჰყვა ბარაკს კედეშში.+ 10 მოუხმო ბარაკმა ზებულონსა+ და ნაფთალს კედეშში და ათი ათასი კაცი გაჰყვა მის კვალს;+ დებორაც მასთან ერთად ავიდა.

11 კენიელი ხებერი+ გამოეყო კენიელებს,+ მოსეს სიმამრის+ ხობაბის ვაჟებს, და თავისი კარავი კედეშთან, ცაანანიმში გაშალა დიდ ხესთან.

12 შეატყობინეს სისერას, აბინოამის+ ვაჟი ბარაკი თაბორის+ მთაზეაო ასული. 13 მოუხმო სისერამ თავის საომარ ეტლებს, დანებიან+ ცხრაას ეტლს, და მთელ თავის ხალხს ხაროშეთიდან, რომ კიშონის+ ხევთან მისულიყვნენ. 14 უთხრა დებორამ ბარაკს: „ადექი, დღეს ჩაგიგდებს იეჰოვა ხელში სისერას. განა იეჰოვა არ მიგიძღვის წინ?!“+ ჩამოვიდა ბარაკი თაბორის მთიდან, უკან ათი ათასი კაცი მოჰყვებოდა. 15 თავ-გზა აუბნია იეჰოვამ სისერას, მთელ მის საომარ ეტლებსა და მთელ მის ბანაკს+ ბარაკის მახვილით; გადმოხტა სისერა ეტლიდან და გაიქცა. 16 ხაროშეთამდე სდია+ ბარაკმა საომარ ეტლებსა+ და ბანაკს, სანამ სისერას მთელი ბანაკი მახვილით არ დასცა; არავინ გადარჩენილა.+

17 სისერა+ კენიელი+ ხებერის ცოლის, იაელის+ კარვისკენ გაიქცა, რადგან მშვიდობა იყო ხაცორის+ მეფე იაბინსა და კენიელი ხებერის სახლეულობას შორის. 18 გამოეგება იაელი სისერას და უთხრა: „აქეთ, ბატონო, აქეთ, ნუ გეშინია“. შევიდა სისერა მის კარავში და ქალმა საბანი გადააფარა. 19 ცოტა ხანში უთხრა მას სისერამ: „მწყურია, ცოტა წყალი დამალევინე“. გახსნა მან რძის ტიკი,+ დაალევინა+ და ისევ გადააფარა. 20 სისერამ უთხრა მას: „კარვის შემოსასვლელთან დადექი, თუ ვინმე მოვა და იკითხავს, მანდ ვინმე ხომ არ არისო, უთხარი არა-თქო“.

21 აიღო იაელმა, ხებერის ცოლმა, კარვის პალო და ჩაქუჩი, მიეპარა მძინარეს, პალო ჩაარჭო საფეთქელში+ და მიწაში ჩააჭედა. მოკვდა სისერა.+

22 მოსდევდა ბარაკი სისერას. გამოეგება მას იაელი და უთხრა: „მოდი და გაჩვენებ იმ კაცს, ვისაც ეძებ“. შევიდა იგი და რას ხედავს! მკვდარი გდია სისერა საფეთქელში პალოჩარჭობილი.

23 იმ დღეს დაუმორჩილა+ ღმერთმა ისრაელის ძეებს იაბინი, ქანაანის მეფე. 24 ნელ-ნელა მძიმდებოდა ისრაელის ძეთა ხელი იაბინზე, ქანაანის+ მეფეზე, სანამ არ მოიკვეთა იაბინი, ქანაანის მეფე.+

5 ამღერდნენ+ იმ დღეს დებორა+ და ბარაკი,+ აბინოამის+ ვაჟი:

 2 «საომრად გაშლილა თმა ისრაელში,

ხალხი ხალისით+ მიდის.

აკურთხეთ იეჰოვა!+

 3 მოისმინეთ, მეფენო,+ ყური დაუგდეთ, მმართველნო:

იეჰოვას ვუმღერებ.

ქებას ვუმღერებ+ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+

 4 იეჰოვა, როცა სეირიდან+ გამოხვედი და

ედომის+ მინდორი გამოიარე,

მიწა შეიძრა+ და ცა ჩამოიქცა,+

წყლად იღვრებოდა ღრუბლები.

 5 მთები დადნა იეჰოვას სახის წინაშე,+

დადნა სინა+ ისრაელის ღვთის,+ იეჰოვას სახის წინაშე.+

 6 ანათის ვაჟის, შამგარის+

და იაელის+ დროს არ იყო სავალი

და მგზავრები შორიდან უვლიდნენ.+

 7 აღარ ცხოვრობდნენ დასახლებებში, აღარ იყვნენ ისრაელში,+

სანამ მე, დებორა,+ არ გამოვჩნდი,

სანამ მე არ გამოვჩნდი, დედა, ისრაელში.+

 8 უცხო ღმერთები+ აირჩიეს.

მაშინ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან;+

ვერც ფარს დაინახავდი და ვერც შუბს

ორმოცი ათას ისრაელს შორის.+

 9 გულით ისრაელის მეთაურებთან+ ვარ,

ხალხიდან მოხალისეებად წამოსულებთან.+

აკურთხეთ იეჰოვა!+

10 მოწითალო ვირებზე+ ამხედრებულნო,

მდიდრულ ხალიჩებზე მსხდომარენო,

გზაზე მოსიარულენო,

დაფიქრდით!+

11 დასარწყულებელ ადგილზე დამრწყულებელთა ხმა ისმის,+

იეჰოვას სიმართლის საქმეებზე+ ყვებიან,

ისრაელის დასახლებებში მცხოვრებთა სიმართლის საქმეებზე.

მაშინ ჩავიდა იეჰოვას ხალხი კარიბჭეებთან.

12 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, დებორა!+

გამოიღვიძე, გამოიღვიძე, და შემოსძახე სიმღერა!+

აღსდექ, ბარაკ,+ წაასხი ტყვეები, აბინოამის+ ძეო!

13 მაშინ მივიდნენ გადარჩენილები დიდებულებთან.

იეჰოვას ხალხი ჩამოვიდა ჩემთან ძლიერთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

14 ეფრემიდან ჩავიდნენ ველად,+

ბენიამინ, შენს ხალხთან ერთად.

მაქირიდან+ ჩავიდნენ მეთაურები

და ზებულონიდან — აღმრიცხველნი.+

15 დებორასთან იყვნენ ისაქარის+ მთავრები,

ისაქარიც და ბარაკიც.+

დაბლობში გაგზავნეს იგი.+

რეუბენის დანაყოფებში დიდად იცდებოდა გულები.+

16 იმიტომ დაჯექი ორ ხურჯინს შორის,

რომ ფარისთვის+ დაკრული სალამურისთვის მოგესმინა?

რეუბენის დანაყოფებში დიდად იცდებოდა გულები.+

17 გალაადი იორდანის+ გაღმაა

და რატომ შეიყუჟა დანი ხომალდებში?+

ზღვის პირას დამჯდარა აშერი

და თავის ნავსაყუდელთან დამკვიდრებულა.+

18 ზებულონის ხალხმა სასიკვდილოდ გასწირა სული;+

ნაფთალიც+ ასე მოიქცა ველის მაღლობებზე.+

19 მოვიდნენ მეფენი და იბრძოლეს.

მაშინ იბრძოლეს ქანაანის მეფეებმა+

თაანახში+ მეგიდოს+ წყლებთან.

მცირედი ვერცხლიც ვერ წაიღეს.+

20 ციდან ვარსკვლავები იბრძოდნენ,+

თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისერას.

21 კიშონის ხევმა წალეკა ისინი,+

ძველ დღეთა ხევმა, კიშონის+ ხევმა.

ჩემო სულო, თელავდი ძლიერებას.+

22 ფლოქვებს სცემდნენ ცხენები+

და ჭენებ-ჭენებით მიქროდნენ ულაყები.

23 „დასწყევლე+ მეროზი, — თქვა იეჰოვას ანგელოზმა,+ —

წყევლეთ მისი მცხოვრებნი,

რადგან არ მოვიდნენ იეჰოვას დასახმარებლად,

იეჰოვას დასახმარებლად ძლიერებთან ერთად“.

24 კენიელი+ ხებერის ცოლი იაელი+ ქალთა შორის ყველაზე კურთხეული იქნება,

ყველაზე კურთხეული იქნება კარვებში მცხოვრებ ქალთა შორის.+

25 წყალი სთხოვა და რძე მიაწოდა,

ნაღები მიართვა დიდებულთა თასით.+

26 მარცხენა ხელით კარვის პალოს დასწვდა,

მარჯვენა ხელით — მუშის ჩაქუჩს;+

დაჰკრა სისერას და თავი გაუხვრიტა,+

გაუპო და საფეთქლები ჩაულეწა.

27 მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა და ვეღარ ადგა;

მის ფეხებთან ჩაიკეცა და დაეცა.

ჩაიკეცა და იქვე დაეცა განგმირული.+

28 სარკმლიდან იყურებოდა ქალი მის მოლოდინში;

ცხაურიდან იყურებოდა სისერას დედა:+

„რატომ აყოვნებს მოსვლას მისი საომარი ეტლი?+

რატომ აგვიანებს მისი ეტლების ფლოქვების ხმა?“+

29 მიუგებენ მას მისი ბრძენი და წარჩინებული ქალბატონები,+

ის კი თვითონ პასუხობს თავის თავს:

30 „იქნებ ნადავლი იპოვეს და იმას იყოფენ,+

თითო ან ორი მხევალი თითო ვაჟკაცს,+

ნადავლიდან ფერადი ქსოვილი სისერასთვის, ნადავლიდან ფერადი ქსოვილი,

მოქარგული სამოსი, ფერადი ქსოვილი, ორი მოქარგული სამოსი

ნადავლის დამტაცებელთა ყელის შესამოსად?“

31 იეჰოვა, ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი,+

შენი მოყვარულები+ კი ამომავალი მზესავით ძლიერები იყვნენ».+

დაისვენა მიწამ ორმოცი წელი.+

6 ისრაელის ძეებმა ბოროტების ჩადენა დაიწყეს იეჰოვას თვალში+ და შვიდი წელი მიდიანის+ ხელში ამყოფა ისინი იეჰოვამ. 2 დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე.+ მიდიანის შიშით ისრაელის ძეები მთის მღვიმეებს, გამოქვაბულებსა და მიუვალ ადგილებს აფარებდნენ თავს.+ 3 როცა დათესავდა ისრაელი თესლს,+ გამოდიოდნენ მათ წინააღმდეგ მიდიანი, ამალეკი+ და აღმოსავლელები,+ 4 ბანაკდებოდნენ და ღაზამდე აჩანაგებდნენ მოსავალს; არც საზრდოს ტოვებდნენ ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც ვირს.+ 5 კარვებით ადიოდნენ და თავიანთი საქონელიც აჰყავდათ. კალიებივით+ მრავალრიცხოვანნი იყვნენ; მათ და მათ აქლემებს თვლა არ ჰქონდათ.+ შეესეოდნენ მიწას და აჩანაგებდნენ.+ 6 მეტისმეტად გააღატაკა ისრაელი მიდიანმა და შველა სთხოვეს იეჰოვას ისრაელის ძეებმა.+

7 მიდიანის გამო სთხოვეს შველა იეჰოვას ისრაელის ძეებმა+ 8 და იეჰოვამაც გაუგზავნა წინასწარმეტყველი+ ისრაელის ძეებს და უთხრა: «აი რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან,+ მონობის სახლიდან.+ 9 გიხსენით ეგვიპტის ხელიდან, თქვენი მჩაგვრელების ხელიდან, განვდევნე ისინი თქვენგან, მათი მიწა თქვენ მოგეცით+ 10 და გითხარით: მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი;+ ნუ გექნებათ ამორეველთა+ ღმერთების შიში, თუმცა ამორეველთა მიწაზე ცხოვრობთ-მეთქი,+ მაგრამ არ მოუსმინეთ ჩემს ხმას“».+

11 მოვიდა იეჰოვას ანგელოზი+ და ოფრაში აბი-ეზერელი+ იოაშის დიდი ხის ქვეშ დაჯდა. ამ დროს მისი ვაჟი გედეონი+ საწნახელში ცეხვავდა ხორბალს, რომ მიდიანელებს არ დაენახათ. 12 გამოეცხადა მას იეჰოვას ანგელოზი და უთხრა: „იეჰოვაა შენთან,+ მამაცო ვაჟკაცო!“ 13 გედეონმა მიუგო: „მაპატიე, ჩემო ბატონო, მაგრამ თუ იეჰოვაა ჩვენთან, რატომ დაგვატყდა თავს ეს ყოველივე?!+ სად არის ის საოცარი საქმეები,+ რომლებზეც ჩვენი მამები გვიყვებოდნენ?!+ გვეუბნებოდნენ, განა იეჰოვამ არ გამოგვიყვანა ეგვიპტიდანო?!+ ახლა კი მიგვატოვა იეჰოვამ+ და მიდიანის ხელში ჩაგვყარა“. 14 მიუბრუნდა მას იეჰოვა და უთხრა: „წადი მაგ შენი ძალით+ და იხსნი ისრაელს მიდიანის ხელიდან.+ მე გგზავნი“.+ 15 მან მიუგო: „მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ როგორ ვიხსნი ისრაელს?+ ჩემი საგვარეულო* უმცირესია მენაშეში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში“.+ 16 იეჰოვამ უთხრა: „შენთან ვიქნები+ და ისე დაამარცხებ მიდიანს,+ როგორც ერთ კაცს“.

17 მან მიუგო: „თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში,+ ნიშანი მიჩვენე, რომ შენ მელაპარაკები.+ 18 ნუ წახვალ აქედან, სანამ არ დავბრუნდები+ და ძღვენს არ მოგართმევ“.+ ისიც დათანხმდა: „აქ ვიქნები შენ მოსვლამდე“. 19 წავიდა გედეონი, მოამზადა თიკანი+ და ერთი ეფა ფქვილით უფუარი პურები დააცხო.+ ხორცი კალათაში ჩადო, ნახარში ქვაბში ჩაასხა, წაიღო იმ დიდი ხის ქვეშ და მიართვა.

20 ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზმა უთხრა: „აიღე ხორცი და უფუარი პურები, დიდ ქვაზე+ დააწყვე და ზედ ნახარში მოასხი“. ისიც ასე მოიქცა. 21 გაიწოდა იეჰოვას ანგელოზმა ჯოხი, რომელიც ხელში ეჭირა, შეახო ხორცსა და უფუარ პურებს, ავარდა ქვიდან ცეცხლი და შთანთქა ხორციც და უფუარი პურებიც;+ თვალს მიეფარა იეჰოვას ანგელოზი. 22 მიხვდა გედეონი, რომ ის იეჰოვას ანგელოზი+ იყო.

მაშინვე თქვა გედეონმა: „ვაიმე, უზენაესო უფალო, იეჰოვა, პირისპირ ვიხილე იეჰოვას ანგელოზი!“+ 23 მიუგო იეჰოვამ: „მშვიდობა შენდა,+ ნუ გეშინია,+ არ მოკვდები“.+ 24 სამსხვერპლო+ აუშენა იქ გედეონმა იეჰოვას და მას დღემდე იეჰოვა-შალომი* ჰქვია;+ ის ისევ აბი-ეზერელების ოფრაშია.+

25 იმ ღამით იეჰოვამ უთხრა მას: „წაიყვანე მამაშენის მოზვერი, შვიდი წლის მეორე მოზვერი, და დაანგრიე ბაალის სამსხვერპლო,+ რომელიც მამაშენს უდგას, და აჩეხე წმინდა ბოძი+ მის გვერდით. 26 ქვებით აუშენე იეჰოვას, შენს ღმერთს, სამსხვერპლო იმ სიმაგრეზე, წაიყვანე მოზვერი* და დასაწვავ შესაწირავად შესწირე აჩეხილი წმინდა ბოძის შეშაზე“. 27 წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავისი მსახურებიდან და ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უთხრა,+ მაგრამ მამამისის სახლისა და ქალაქის მკვიდრთა ძლიერი შიშით ეს საქმე დღისით ვერ გააკეთა, ღამით გააკეთა.+

28 დილით ადრე ავიდნენ ქალაქის მკვიდრნი და რას ხედავენ! დანგრეულია ბაალის სამსხვერპლო და აჩეხილია წმინდა ბოძი+ მის გვერდით; მოზვერი* კი ახლად აშენებულ სამსხვერპლოზეა შეწირული. 29 ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „ეს ვინ ჩაიდინა?“ დაიწყეს გამოკითხვა და ძებნა. ბოლოს თქვეს: „გედეონს, იოაშის ვაჟს ჩაუდენია“. 30 უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: „გამოიყვანე შენი ვაჟი, უნდა მოკვდეს,+ რადგან დაანგრია ბაალის სამსხვერპლო და მის გვერდით წმინდა ბოძი აჩეხა“. 31 უთხრა იოაშმა+ ყველას, ვინც მის წინააღმდეგ გამოდიოდა:+ „თქვენი დასაცავია ბაალი?! თქვენ უნდა იხსნათ იგი?! ვინც მას დაიცავს, უნდა მოკვდეს.+ თუ ღმერთია,+ თვითონ დაიცვას თავი,+ რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს“. 32 დაარქვა მან იმ დღეს გედეონს იერუბაალი+ და თქვა, თვითონ დაიცვას ბაალმა თავი, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიესო.+

33 ერთად შეიკრიბნენ მთელი მიდიანი,+ ამალეკი+ და აღმოსავლელები,+ გადავიდნენ+ და იზრეელის+ ველზე დაბანაკდნენ. 34 იეჰოვას სულმა+ მოიცვა გედეონი და ჩაჰბერა საყვირს.+ შეიკრიბნენ აბი-ეზერელები,+ რომ მას გაჰყოლოდნენ. 35 გაუგზავნა მან მაცნეები+ მთელ მენაშეს და ისინიც შეიკრიბნენ, რომ მას გაჰყოლოდნენ. აშერთან, ზებულონთან და ნაფთალთანაც გაგზავნა მაცნეები და ისინიც მოვიდნენ მასთან.

36 უთხრა გედეონმა ჭეშმარიტ ღმერთს: „თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს შენი დაპირებისამებრ,+ 37 მატყლს გავფენ კალოზე; თუ ზედ ნამი გაჩნდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, მეცოდინება, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს შენი დაპირებისამებრ“. 38 ასეც მოხდა. ადგა იგი დილით ადრე, გაწურა მატყლი და აივსო წყლით დიდი თასი. 39 კვლავ უთხრა გედეონმა ჭეშმარიტ ღმერთს: „ერთსაც გთხოვ, ოღონდ ნუ აენთება ჩემზე შენი რისხვა, ერთხელაც ვსინჯავ და გავფენ მატყლს, ოღონდ მარტო მატყლი იყოს მშრალი, მთელი მიწა კი — ნამიანი“. 40 იმ ღამით ასეც გააკეთა ღმერთმა. მარტო მატყლი იყო მშრალი, მთელი მიწა კი — ნამიანი.

7 იერუბაალი,+ იგივე გედეონი,+ და მთელი მისი ხალხი დილით ადრე ადგნენ და ხაროდის ჭასთან დაბანაკდნენ; მიდიანი მისგან ჩრდილოეთით იყო დაბანაკებული ველზე, მორეს გორასთან. 2 უთხრა იეჰოვამ გედეონს: «არ არის საჭირო ამდენი ხალხი, მიდიანი რომ ხელში ჩავუგდო.+ შეიძლება ტრაბახი+ დამიწყოს ისრაელმა, ჩემმა ხელმა მიხსნაო.+ 3 დაიძახე ხალხის გასაგონად: „ვისაც ეშინია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს“».+ გამოსცადა ისინი გედეონმა. ოცდაორი ათასი კაცი გაბრუნდა უკან და ათი ათასი დარჩა.

4 ისევ უთხრა იეჰოვამ გედეონს: „მაინც ბევრნი არიან.+ წყალთან ჩაიყვანე და იქ გამოგიცდი მათ; ვისზეც გეტყვი, წამოვა-მეთქი, ის წაიყვანე, და ვისზეც გეტყვი, არ წამოვა-მეთქი, არ წაიყვანო“. 5 ჩაიყვანა მან ხალხი წყალთან.+

უთხრა იეჰოვამ გედეონს: „ვინც ძაღლივით ენით შესვლეპს წყალს, ცალკე დააყენე. ვინც ჩაიმუხლება+ და ისე დალევს, ისინიც ცალკე დააყენე“. 6 სამასმა კაცმა პეშვით მიიტანა პირთან წყალი და ისე შეხვრიპა, დანარჩენები კი ჩაიმუხლნენ და ისე დალიეს.

7 უთხრა იეჰოვამ გედეონს: „სამასი მხვრეპავით გიხსნით და ხელში ჩაგიგდებთ+ მიდიანს, დანარჩენები კი შინ დაბრუნდნენ“. 8 აიღეს ხელში ხალხის საგზალი, მათი საყვირები+ და სახლებში გაუშვა მან ისრაელის ყველა მამაკაცი სამასი კაცის გარდა. მიდიანი მის ქვევით, ველზე იყო დაბანაკებული.+

9 უთხრა მას იეჰოვამ იმ ღამეს:+ „ადექი, ჩადი მათ ბანაკში, ხელში ჩაგიგდე ისინი.+ 10 თუ გეშინია, შენს მსახურ ფურაჰთან ერთად ჩადი მათ ბანაკში.+ 11 მოისმინე, რასაც იტყვიან,+ ხელში ძალა მოგეცემა+ და თავს დაესხმები ბანაკს“. ჩავიდნენ ის და მისი მსახური ფურაჰი მათ ბანაკში, დარაზმულების მახლობლად.

12 ველზე კალიებივით+ იყვნენ მოდებული მიდიანი, ამალეკი და აღმოსავლელები;+ თან უთვალავი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი აქლემი+ ჰყავდათ. 13 მივიდა გედეონი და, აი, ერთი კაცი სიზმარს უყვება მეორეს: „სიზმარი ვნახე,+ ქერის მრგვალი პური მოგორავდა მიდიანის კარვისკენ; მოგორდა კარავთან, დაეჯახა და დასცა,+ თავდაყირა დააყენა და მიწაზე დაემხო კარავი“. 14 მეორემ მიუგო:+ „ეგ სხვა არაფერია, თუ არა იოაშის ძის, ისრაელი კაცის, გედეონის+ მახვილი. ჭეშმარიტმა ღმერთმა+ ხელში ჩაუგდო მას მიდიანი და მთელი ბანაკი“.+

15 როცა გედეონმა სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა,+ თაყვანი სცა ღმერთს,+ დაბრუნდა ისრაელის ბანაკში და შესძახა: „ადექით,+ ხელში ჩაგიგდოთ იეჰოვამ მიდიანის ბანაკი!“ 16 სამ რაზმად დაყო სამასი კაცი და ყველას საყვირები+ და დიდი ცარიელი დოქები დააჭერინა ხელში; დოქებში ჩირაღდნები ეწყო. 17 უთხრა მათ: «მიყურეთ და თქვენც იგივე გააკეთეთ. ბანაკის პირას რომ მივალ, რასაც მე გავაკეთებ, თქვენც იგივე გააკეთეთ. 18 საყვირს რომ ჩავბერავთ მე და ჩემთან მყოფნი, თქვენც ჩაჰბერეთ ბანაკის+ ირგვლივ და შესძახეთ: „იეჰოვას მახვილი+ და გედეონის მახვილი!“»

19 ასი კაცით მიადგა გედეონი ბანაკს შუაღამის გუშაგობის დაწყებისას;+ გუშაგები ახალი შეცვლილები იყვნენ. ჩაჰბერეს საყვირებს+ და დალეწეს წყლის დიდი დოქები, ხელში რომ ეჭირათ.+ 20 სამივე რაზმმა ჩაჰბერა საყვირებს+ და დალეწა დოქები; მარცხენა ხელში ჩირაღდნები ეჭირათ და მარჯვენა ხელში — საყვირები ჩასაბერად და იძახდნენ: „იეჰოვას მახვილი+ და გედეონის მახვილი!“ 21 ყველა თავის ადგილზე იდგა ბანაკის გარშემო; მთელ ბანაკში აურზაური ატყდა, ყვიროდნენ და აქეთ-იქით გარბოდნენ.+ 22 სამასი+ კაცი აყვირებდა საყვირებს;+ იეჰოვამ მთელ ბანაკს ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი.+ გაიქცა ბანაკი ბეთ-შიტამდე, ცერერასკენ, აბელ-მეჰოლას+ შემოგარენამდე, თაბათამდე.

23 მოუხმეს ისრაელებს ნაფთალიდან,+ აშერიდან+ და მთელი მენაშედან+ და დაედევნენ+ ისინი მიდიანელებს. 24 გაგზავნა გედეონმა მაცნეები ეფრემის+ მთიან მხარეში და დააბარა: „ჩადით, რომ წინ დაუხვდეთ მიდიანს, და დაასწარით წყლების დაკავება ბეთ-ბარამდე, დაიკავეთ იორდანეც!“ ერთად შეიკრიბნენ ეფრემელები და დაასწრეს მათ წყლების დაკავება+ ბეთ-ბარამდე; დაიკავეს იორდანეც. 25 შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარიც, ორები და ზეები;+ ორები ორების+ კლდეზე მოკლეს, ზეები — ზეების საწნახელთან და დაედევნენ მიდიანს.+ ორებისა და ზეების თავები გედეონს მიუტანეს იორდანის მხარეში.+

8 ეფრემელებმა უთხრეს მას: „ეს რა გაგვიკეთე?! რატომ ჩვენც არ მოგვიხმე მიდიანთან საბრძოლველად?“+ გაცხარდნენ და ლამის ჩხუბი აუტეხეს.+ 2 ბოლოს უთხრა მათ: „თქვენოდენა მე რა გამიკეთებია?+ ეფრემის+ ნამცვრევი არა სჯობს აბი-ეზერის+ რთველს? 3 თქვენ ჩაგიგდოთ ხელში ღმერთმა მიდიანის მთავრები, ორები და ზეები,+ და სად შემეძლო თქვენოდენის გაკეთება?“ ეს რომ უთხრა, მაშინღა დაცხრა მათი რისხვა.+

4 ბოლოს მიადგა გედეონი იორდანეს, გადალახეს ის მან და მასთან მყოფმა სამასმა კაცმა; დაღლილები იყვნენ, მაგრამ მაინც მისდევდნენ მტერს. 5 უთხრა მან სუქოთელებს:+ „მიეცით პური ჩემს ხალხს;+ დაღლილები არიან, მე კი მიდიანის მეფეებს, ზებახსა+ და ცალმუნას+ მივდევ“. 6 ჰკითხეს სუქოთის მთავრებმა: „უკვე ჩაიგდე ხელში ზებახი და ცალმუნა, ლაშქარი რომ დაგიპუროთ?“+ 7 გედეონმა მიუგო: „როცა ხელში ჩამიგდებს იეჰოვა ზებახსა და ცალმუნას, ჯაგებითა და უდაბნოს ეკლებით დაგიფლეთთ ხორცს“.+ 8 განაგრძო გზა და ფენუელში+ მივიდა. იგივე უთხრა მათაც, მაგრამ ფენუელელებმაც იგივე უპასუხეს, რაც სუქოთელებმა. 9 ფენუელელებსაც უთხრა მან: „როცა მშვიდობით დავბრუნდები, დაგინგრევთ მაგ კოშკს“.+

10 ზებახი და ცალმუნა+ კარკორში იყვნენ თავ-თავიანთი ბანაკებით; აღმოსავლელების+ ბანაკიდან თხუთმეტი ათას კაცამდე გადარჩა, ას ოცი ათასი მახვილის ამღები კი დაიხოცა.+ 11 წავიდა გედეონი კარვებში მცხოვრებთა გზით ნობასა და იოგბეჰას+ აღმოსავლეთით და მაშინ დაეცა ბანაკს, როცა არ ფხიზლობდნენ.+ 12 გაიქცნენ ზებახი და ცალმუნა; ის მაშინვე დაედევნა მათ, შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიცა და ცალმუნაც,+ და მთელ ბანაკს თავზარი დასცა.

13 დაბრუნდა ბრძოლიდან იოაშის ვაჟი გედეონი ხარესში ამავალი გზით. 14 გზად ერთი სუქოთელი+ ახალგაზრდა შეიპყრო და დაჰკითხა.+ ჩამოუწერა მან სამოცდაჩვიდმეტი კაცის, სუქოთის მთავრებისა+ და უხუცესების სახელები. 15 მივიდა იგი სუქოთელებთან და უთხრა: „აი ზებახი და ცალმუნა, რომ დამცინოდით, უკვე ჩაიგდე ხელში ზებახი და ცალმუნა, ლაშქარი რომ დაგიპუროთო?!“+ 16 გამოიყვანა ქალაქის უხუცესები და ჯაგებითა და უდაბნოს ეკლებით ასწავლა ჭკუა სუქოთელებს.+ 17 ფენუელის+ კოშკი დაანგრია+ და დახოცა ქალაქის მკვიდრნი.

18 უთხრა ზებახსა და ცალმუნას:+ „როგორი ხალხი დახოცეთ თაბორზე?“+ მათ მიუგეს: „შენნაირები იყვნენ, გარეგნობით ყველა მეფისწულს ჰგავდა“. 19 მან უთხრა მათ: „ჩემი ძმები იყვნენ, დედაჩემის შვილები. ცოცხალია იეჰოვა, ისინი რომ ცოცხლები დაგეტოვებინათ, არც მე დაგხოცავდით“.+ 20 შემდეგ თავის პირმშოს, იეთერს უთხრა: „ადექი და დახოცე!“ ვერ ამოიღო მან მახვილი, რადგან პატარა იყო და შეეშინდა.+ 21 უთხრეს მას ზებახმა და ცალმუნამ: „ადექი, შენ დაგვხოცე, რადგან სულ სხვაა კაცის ძალა“.+ წამოდგა გედეონი, დახოცა+ ზებახი და ცალმუნა და მათ აქლემებს კისრიდან მთვარისებური სამკაულები ჩამოხსნა.

22 ისრაელებმა გედეონს უთხრეს: „იყავით ჩვენი მმართველები+ შენ, შენი შვილი და შენი შვილიშვილი, რადგან მიდიანის ხელიდან გვიხსენი“.+ 23 გედეონმა მიუგო მათ: „არც მე ვიქნები თქვენი მმართველი და არც ჩემი შვილი,+ იეჰოვა იქნება თქვენი მმართველი“.+ 24 უთხრა მათ გედეონმა: „ოღონდ ერთსა გთხოვთ: თითოეულმა მომეცით საცხვირე რგოლი+ თქვენ-თქვენი ნადავლიდან“ (ოქროს საცხვირე რგოლები ჰქონდათ, რადგან ისმაელელები იყვნენ).+ 25 მათ მიუგეს: „მოგცემთ“. გაშალეს მოსასხამი და თითოეული აგდებდა საცხვირე რგოლს თავისი ნადავლიდან. 26 ოქროს საცხვირე რგოლების წონამ ათას შვიდასი შეკელი შეადგინა, გარდა მთვარისებური სამკაულებისა,+ საყურეებისა და მოშინდისფრო შალისა,+ რომლებიც მიდიანის მეფეებს ჰქონდათ, და მათი აქლემების კისრიდან ჩამოხსნილი ყელსაბამებისა.+

27 გააკეთა გედეონმა ყოველივე ამისგან ეფოდი+ და თავის ქალაქში, ოფრაში+ გამოფინა. გარყვნილებას სჩადიოდა+ მთელი ისრაელი ეფოდთან და მახედ ექცა ის გედეონსა და მის სახლეულობას.+

28 დაიმორჩილეს მიდიანი+ ისრაელის ძეებმა და მეტად აღარ აუწევიათ მათ თავი, რის შემდეგაც ორმოც წელიწადს ისვენებდა მიწა გედეონის დროს.+

29 დაბრუნდა იოაშის ვაჟი იერუბაალი+ თავის სახლში და იქ ცხოვრობდა.

30 სამოცდაათი ვაჟი ჰყავდა გედეონს,+ მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან ბევრი ცოლი ჰყავდა. 31 შექემელმა ხარჭამაც ვაჟი გაუჩინა და მას აბიმელექი+ დაარქვა. 32 ტკბილი სიბერით მოკვდა გედეონი, იოაშის ვაჟი, და მამამისის, იოაშის სამარხში დამარხეს, აბი-ეზერელთა+ ოფრაში.

33 გედეონის სიკვდილის შემდეგ ისრაელის ძეებმა კვლავ დაიწყეს გარყვნილების ჩადენა ბაალთან+ და ბაალ-ბერითი გაიხადეს ღმერთად.+ 34 აღარ ახსოვდათ ისრაელის ძეებს თავიანთი ღმერთი, იეჰოვა,+ რომელმაც ირგვლივ მყოფი მტრებისგან იხსნა ისინი.+ 35 არც იმ ყოველივე კარგის გამო ავლენდნენ სიკეთეს*+ იერუბაალის, იგივე გედეონის სახლეულობისადმი, რაც მან გაუკეთა ისრაელს.+

9 წავიდა იერუბაალის ვაჟი აბიმელექი+ შექემში+ თავისი დედის ძმებთან და ელაპარაკა მათ და დედამისის მამის სახლის მთელ საგვარეულოს: 2 «ჰკითხეთ შექემელებს: „რა გირჩევნიათ, სამოცდაათმა კაცმა,+ იერუბაალის ვაჟებმა იმმართველონ თქვენზე თუ ერთმა კაცმა? გახსოვდეთ, რომ თქვენი ძვალი და ხორცი ვარ“».+

3 მოახსენეს დედამისის ძმებმა ეს სიტყვები შექემელებს; განეწყო მათი გული აბიმელექის+ მიმართ და თქვეს: „ჩვენი ძმაა იგი“.+ 4 მისცეს მას სამოცდაათი ვერცხლი ბაალ-ბერითის+ სახლიდან, რითაც აბიმელექმა უსაქმური და თავზეხელაღებული კაცები+ დაიქირავა, რომ გვერდით ჰყოლოდა. 5 წავიდა ის ოფრაში,+ მამამისის სახლში, და ერთ ქვაზე დახოცა თავისი ძმები,+ სამოცდაათი კაცი, იერუბაალის ვაჟები; მხოლოდ იოთამი, იერუბაალის უმცროსი ვაჟი გადარჩა, რადგან დაიმალა.

6 შეიკრიბნენ შექემელები და მილოს+ მთელი სახლი, წავიდნენ და აბიმელექი გაამეფეს+ დიდ ხესთან,+ შექემში+ მდგარ სვეტთან.

7 როგორც კი ეს იოთამს შეატყობინეს, ის მაშინვე გერიზიმის მთის+ წვერზე ავიდა, ხმა აღიმაღლა და შესძახა: «ღმერთმა გისმინოთ, შექემელებო, მომისმინეთ:

8 წავიდნენ ერთხელ ხეები, რომ თავიანთთვის მეფე ეცხოთ, და უთხრეს ზეთისხილს:+ „იყავი ჩვენი მეფე“.+ 9 ზეთისხილმა მიუგო: „დავთმო ჩემი ნოყიერება, რითაც ღმერთსა და ადამიანებს განადიდებენ,+ და სხვა ხეებზე დავიწყო რხევა?“+ 10 შემდეგ ხეებმა ლეღვს+ უთხრეს: „მოდი, შენ იყავი ჩვენი დედოფალი“. 11 ლეღვმა მიუგო: „დავთმო ჩემი სიტკბო და ნაყოფი, და სხვა ხეებზე დავიწყო რხევა?“+ 12 ახლა ვაზს უთხრეს: „მოდი, შენ იყავი ჩვენი დედოფალი“. 13 ვაზმა მიუგო: „დავთმო ჩემი ახალი ღვინო, რაც ღმერთსა და ადამიანებს ახარებს,+ და ხეებზე დავიწყო რხევა?“ 14 ბოლოს მაყვალთან+ მივიდნენ ხეები და უთხრეს: „მოდი, შენ იყავი ჩვენი მეფე“. 15 მაყვალმა მიუგო: „თუ მართლა გინდათ ჩემი მეფედ ცხება, მოდით, ჩემს ჩრდილს შეეფარეთ,+ თუ არადა, გამოვარდეს ცეცხლი+ მაყვლიდან და შთანთქოს ლიბანის+ კედრები“.+

16 თუ ჭეშმარიტად და უბიწოდ მოიქეცით აბიმელექის გამეფებით,+ თუ კარგად მოექეცით იერუბაალსა და მის სახლეულობას, და თუ ეს იმიტომ გაუკეთეთ, რომ დაიმსახურა, 17 როცა მამაჩემი თქვენთვის იბრძოდა+ და საფრთხეში იგდებდა თავს*,+ რომ ეხსენით მიდიანელთა+ ხელიდან, 18 თქვენ კი დღეს მამაჩემის სახლეულობის წინააღმდეგ გამოხვედით, ერთ ქვაზე რომ დაგეხოცათ მისი ვაჟები,+ სამოცდაათი კაცი,+ და მისი მხევლის ვაჟი,+ აბიმელექი გაგემეფებინათ+ შექემელებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენი ძმაა, 19 და თუ დღეს ჭეშმარიტად და უბიწოდ მოექეცით იერუბაალსა და მის სახლეულობას, თქვენ აბიმელექით იხარეთ და მან თქვენით.+ 20 თუ არადა, ცეცხლი+ გამოვარდეს აბიმელექიდან და შთანთქოს შექემელები და მილოს+ სახლი; გამოვიდეს ცეცხლი+ შექემელებიდან და მილოს სახლიდან და შთანთქოს აბიმელექი».+

21 იქიდან იოთამი+ ბეერში გაიქცა და იქ დასახლდა თავისი ძმის, აბიმელექის გამო.

22 სამი წელი მართავდა აბიმელექი ისრაელს.+ 23 მტრობის სული+ ჩამოაგდო ღმერთმა აბიმელექსა და შექემელებს შორის და ვერაგულად+ ექცეოდნენ ისინი აბიმელექს, 24 რათა მიზღოდათ მათ იერუბაალის სამოცდაათი ვაჟის მიმართ გამოვლენილი ძალადობის+ გამო და მოჰკითხოდა მათი სისხლი აბიმელექს,+ მათ ძმას, რადგან მან დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რადგან ხელი მოუმართეს+ მას თავისი ძმების დახოცვაში. 25 კაცები ჩაუსაფრეს მას შექემელებმა მთის თხემზე და ძარცვავდნენ გამვლელებს. მოახსენეს ეს ამბავი აბიმელექს.

26 გაალი,+ ებედის ვაჟი, თავის ძმებთან ერთად შექემში+ გადავიდა და ახლა მას მიენდნენ შექემელები.+ 27 გავიდნენ მინდორში, დაკრიფეს ყურძენი, დაწურეს და დღესასწაული გამართეს;+ შემდეგ შევიდნენ თავიანთი ღვთის სახლში,+ ჭამეს, სვეს+ და წყევლეს+ აბიმელექი. 28 ებედის ვაჟმა, გაალმა თქვა: „ვინ არის აბიმელექი+ და ვინ არის შექემი, რომ მას ვემსახუროთ? განა ის იერუბაალის+ ვაჟი არ არის, ზებული+ კი — მისი დაყენებული გამგებელი?! ხამორელებს+ ემსახურეთ, შექემის მამის ხალხს. მას რატომ უნდა ვემსახუროთ?! 29 ეს ხალხი რომ ჩემს ხელში+ იყოს, ჩამოვაგდებდი აბიმელექს“. უთხრა მან აბიმელექს: „გაზარდე შენი ლაშქარი და გამოდი“.+

30 გაიგო ზებულმა, ქალაქის მთავარმა, ებედის+ ვაჟის, გაალის სიტყვები და აენთო მისი რისხვა. 31 ფარულად გაუგზავნა მაცნეები აბიმელექს და შეუთვალა: „ებედის ვაჟი გაალი და მისი ძმები შექემში+ არიან და მთელ ქალაქს გიმხედრებენ. 32 ამაღამვე ადექით+ შენ და შენი ხალხი და მინდორში ჩაუსაფრდით.+ 33 დილაადრიან, მზის ამოსვლისთანავე ადექი და შეუტიე ქალაქს; გამოვლენ ის და მისი ხალხი შენ წინააღმდეგ და შენც ის უყავი მას, რაც შენს ხელს ძალუძს“.

34 ადგნენ ღამით აბიმელექი და მისი ხალხი, ოთხ რაზმად დაიყვნენ და შექემთან ჩასაფრდნენ. 35 გამოვიდა ებედის ვაჟი გაალი+ და დადგა ქალაქის კარიბჭესთან. ამ დროს წამოიშალნენ ჩასაფრებული აბიმელექი და მისი ხალხი. 36 დაინახა გაალმა ხალხი და ზებულს უთხრა: „შეხედე, ხალხი ჩამოდის მთიდან“. ზებულმა კი მიუგო: „მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება“.+

37 კიდევ უთხრა გაალმა: „ხალხი ეშვება შუა მაღლობიდან და ერთი რაზმიც მეონენიმის დიდი ხის მხრიდან მოდის“. 38 ზებულმა მიუგო: „რა პირით+ ამბობდი, ვინ არის აბიმელექი, რომ მას ვემსახუროთო?!+ ეს ის ხალხი არ არის, რომელიც უარყავი?!+ გადი და შეებრძოლე“.

39 სათავეში ჩაუდგა გაალი შექემელებს და აბიმელექს შეებრძოლა. 40 დაედევნა მას აბიმელექი და უკუაქცია იგი. მრავალი დაიხოცა და დაეცა კარიბჭის შესასვლელამდე.

41 აბიმელექი კვლავ არუმაში ცხოვრობდა; განდევნა ზებულმა+ გაალი+ და მისი ძმები შექემიდან.+ 42 მეორე დღეს ხალხი მინდორში გადიოდა. შეატყობინეს აბიმელექს+ ეს ამბავი. 43 გაიყვანა თავისი ხალხი, სამ რაზმად+ დაყო და მინდორში ჩასაფრდნენ. ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, წამოდგა და თავს დაესხა მათ. 44 წინ გაიჭრა აბიმელექი თავისი რაზმით, რომ ქალაქის კარიბჭის შესასვლელთან დამდგარიყო, ორი რაზმი კი მინდორში მყოფთ შეესია და ხოცავდა.+ 45 მთელი დღე ებრძოდა ქალაქს აბიმელექი და აიღო; დახოცა ქალაქში მყოფი ხალხი,+ დაანგრია ქალაქი+ და მარილი დათესა.+

46 გაიგეს ეს შექემის კოშკში მცხოვრებლებმა და ელ-ბერითის+ სახლის სამალავში შეცვივდნენ. 47 აცნობეს აბიმელექს, რომ შექემის კოშკში მცხოვრებლები ერთად იყვნენ შეკრებილები. 48 ავიდა აბიმელექი ცალმონის+ მთაზე თავის ხალხთან ერთად. აიღო აბიმელექმა ცული, ხეს ტოტი მოაჭრა, მხარზე გაიდო და თავის ხალხს უბრძანა: „რაც მე გავაკეთე, თქვენც საჩქაროდ იგივე გააკეთეთ!“+ 49 ყველამ მოჭრა თითო ტოტი და აბიმელექს გაჰყვა. შემოუწყვეს ისინი იმ სამალავს და ცეცხლი წაუკიდეს; ამოწყდა შექემის კოშკში მყოფი მთელი ხალხი, ათასამდე კაცი და ქალი.+

50 წავიდა აბიმელექი თებეცში,+ თებეცთან დაბანაკდა და აიღო ის. 51 შუა ქალაქში ერთი მტკიცე კოშკი იყო. გაიქცნენ იქ იმ ქალაქში მცხოვრები კაცები და ქალები, შიგ ჩაიკეტნენ და კოშკის თავზე ავიდნენ. 52 წავიდა აბიმელექი იმ კოშკის ასაღებად და მივიდა კოშკის შესასვლელთან, რომ ცეცხლით დაეწვა.+ 53 ამ დროს ერთმა ქალმა ზევიდან ზედა დოლაბი ჩამოაგდო და აბიმელექს თავის ქალა ჩაუმტვრია.+ 54 სწრაფად მოუხმო მან თავის საჭურველთმტვირთველს და უთხრა: „იშიშვლე მახვილი და მომკალი,+ რომ არ თქვან, ქალმა მოკლაო“. მაშინვე განგმირა ის მისმა მსახურმა და მოკვდა იგი.+

55 როცა დაინახეს ისრაელებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, ყველა თავ-თავის ადგილს დაუბრუნდა. 56 ასე მიუზღო ღმერთმა სამაგიერო აბიმელექს მამამისის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტებისთვის, თავისი სამოცდაათი ძმის მკვლელობის გამო.+ 57 შექემელებსაც მიუზღო ღმერთმა ჩადენილი ბოროტებისთვის, რომ თავს დასტეხოდათ+ იერუბაალის+ ძის, იოთამის+ წყევლა.+

10 აბიმელექის შემდეგ ისაქარიდან დოდოს ვაჟის, ფუას ვაჟი თოლა გამოჩნდა ისრაელის სახსნელად;+ ის შამირში ცხოვრობდა, ეფრემის+ მთიან მხარეში, 2 და ოცდასამი წელი იყო ისრაელის მსაჯული; მოკვდა იგი და შამირში დამარხეს.

3 მის შემდეგ გალაადელი+ იაირი გამოჩნდა, რომელიც ოცდაორი წელი იყო ისრაელის მსაჯული. 4 ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, რომელთაც ოცდაათი ვირი+ ჰყავდათ და ოცდაათი ქალაქი ჰქონდათ. ქალაქებს დღემდე ხავოთ-იაირი+ ეწოდება და ისინი გალაადის მიწაზეა. 5 მოკვდა იაირი და კამონში დამარხეს.

6 კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა ისრაელის ძეებმა იეჰოვას თვალში.+ ემსახურებოდნენ ბაალებს,+ აშთორეთებს,+ სირიის ღმერთებს,+ სიდონის ღმერთებს,+ მოაბის ღმერთებს,+ ამონის ძეების ღმერთებსა+ და ფილისტიმელთა ღმერთებს.+ მიატოვეს მათ იეჰოვა და აღარ ემსახურებოდნენ მას.+ 7 აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე+ და ფილისტიმელებსა+ და ამონის+ ძეებს ჩაუგდო*+ ისინი ხელში. 8 იმ წლიდან მოყოლებული თვრამეტი წელი ავიწროებდნენ და სასტიკად ჩაგრავდნენ ისინი ისრაელის ძეებს, რომლებიც იორდანის გაღმა, ამორეველთა მიწაზე ცხოვრობდნენ გალაადში. 9 ამონის ძეები იორდანეზე გადმოდიოდნენ ხოლმე და იუდას, ბენიამინსა და ეფრემის საგვარეულოს ებრძოდნენ. დიდ გასაჭირში იყო ისრაელი.+ 10 შველა სთხოვეს ისრაელის ძეებმა იეჰოვას:+ „შეგცოდეთ,+ რადგან მივატოვეთ ჩვენი ღმერთი და ბაალებს+ დავუწყეთ მსახურება“.

11 მიუგო იეჰოვამ ისრაელის ძეებს: „განა ეგვიპტელთა,+ ამორეველთა,+ ამონის ძეთა,+ ფილისტიმელთა,+ 12 სიდონელთა,+ ამალეკელთა+ და მიდიანელთა+ ხელიდან+ არ გიხსენით, როცა გჩაგრავდნენ ისინი, თქვენ კი შველას მთხოვდით?! 13 თქვენ კი მიმატოვეთ+ და სხვა ღმერთებს დაუწყეთ მსახურება,+ ამიტომ აღარ გიხსნით.+ 14 წადით და იმ ღმერთებს შეღაღადეთ,+ რომლებიც ამოირჩიეთ.+ მათ გიხსნან გასაჭირიდან“. 15 უთხრეს ისრაელის ძეებმა იეჰოვას: „შევცოდეთ.+ ისე მოგვექეცი, როგორც გენებოს,+ ოღონდ დღეს გვიხსენი“.+ 16 მოიშორეს უცხო ღმერთები+ და ისევ იეჰოვას ემსახურებოდნენ;+ ვეღარ აიტანა მისმა სულმა+ ისრაელის გასაჭირი.+

17 შეიკრიბნენ ამონის+ ძეები და გალაადში+ დაბანაკდნენ. ისრაელის ძეებიც შეიკრიბნენ და მიცფაში+ დაბანაკდნენ. 18 ხალხი და გალაადის მთავრები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ვინც ამონის+ ძეების წინააღმდეგ ბრძოლაში გაგვიძღვება, ის გახდეს მთელი გალაადის თავკაცი“.+

11 გალაადელი+ იფთახი+ ძლიერი და მამაცი კაცი+ იყო. მეძავი+ ქალის შვილი იყო იფთახი. გალაადს შეეძინა იგი. 2 გალაადს ცოლმაც გაუჩინა ვაჟები. როცა ცოლის ვაჟები გაიზარდნენ, გააგდეს იფთახი და უთხრეს: „არ გეკუთვნის მემკვიდრეობა მამაჩვენის სახლში,+ რადგან სხვა ქალის შვილი ხარ“. 3 გაიქცა იფთახი თავისი ძმების გამო და ტობის მიწაზე+ დასახლდა. უსაქმური კაცები იკრიბებოდნენ ხოლმე იფთახთან და მასთან ერთად დათარეშობდნენ.+

4 გავიდა ხანი და ამონის ძეები ისრაელს შეებრძოლნენ.+ 5 როცა ამონის ძეები ისრაელს შეებრძოლნენ,+ გალაადის უხუცესები მაშინვე წავიდნენ ტობის მიწაზე,+ რომ იფთახი წამოეყვანათ. 6 უთხრეს იფთახს: „წამოდი, ჩვენი მეთაური იყავი და შევებრძოლოთ ამონის ძეებს“. 7 იფთახმა მიუგო გალაადის უხუცესებს:+ „თქვენ არ იყავით, რომ შემიძულეთ და მამაჩემის სახლიდან გამომაგდეთ?!+ ახლა გაგიჭირდათ და იმიტომ მომაკითხეთ?!“+ 8 გალაადის უხუცესებმა იფთახს უთხრეს: „ამიტომ მოვედით;+ უნდა გამოგვყვე, შეებრძოლო ამონის ძეებს და მთელი გალაადის მკვიდრთა წინამძღოლი გახდე“.+ 9 მიუგო იფთახმა გალაადის უხუცესებს: „თუ წამიყვანთ ამონის ძეებთან საბრძოლველად და იეჰოვა ხელში ჩამიგდებს+ მათ, გავხდები თქვენი წინამძღოლი“. 10 გალაადის უხუცესებმა იფთახს უთხრეს: „იეჰოვა იყოს მოწმე ჩვენ შორის,+ თუ შენი სიტყვისამებრ არ მოვიქცეთ“.+ 11 გაჰყვა იფთახი გალაადის უხუცესებს და ხალხმა ის წინამძღოლად და მეთაურად დაისვა.+ თქვა იფთახმა თავისი სიტყვები მიცფაში+ იეჰოვას წინაშე.+

12 გაუგზავნა იფთახმა მაცნეები ამონის+ ძეთა მეფეს და შეუთვალა: „რატომ მოხვედი ჩემთან+ საბრძოლველად ჩემს მიწაზე?“ 13 ამონის ძეთა მეფემ იფთახის მაცნეებს უთხრა: „იმიტომ, რომ ეგვიპტიდან გამოსული ისრაელი ჩემს მიწას დაეუფლა,+ არნონიდან+ მოყოლებული იაბოკამდე და იორდანემდე.+ მშვიდობიანად დამიბრუნე“. 14 კიდევ გაუგზავნა იფთახმა მაცნეები ამონის ძეთა მეფეს 15 და შეუთვალა:

«აი რას ამბობს იფთახი: „არც მოაბის+ მიწას დაუფლებია ისრაელი და არც ამონის ძეების+ მიწას. 16 ეგვიპტიდან გამოსულმა ისრაელმა უდაბნოში იარა წითელ ზღვამდე+ და კადეშს+ მიადგა. 17 გაუგზავნა ისრაელმა ედომის+ მეფეს მაცნეები და სთხოვა, შენს მიწაზე გამატარეო, მაგრამ ედომის მეფემ ყური არ დაუგდო. მოაბის+ მეფესაც შეუთვალეს, მაგრამ არც ის დათანხმდა, და კადეშში+ ცხოვრობდა ისრაელი. 18 უდაბნოში რომ დადიოდნენ, შემოუარეს ედომის+ მიწასა და მოაბის მიწას, წავიდნენ მოაბის+ მიწის აღმოსავლეთით და არნონის მხარეში დაბანაკდნენ; მოაბის საზღვარი+ არ გადაუკვეთავთ, რადგან არნონი მოაბის საზღვარი+ იყო.

19 გაუგზავნა ისრაელმა მაცნეები ამორეველთა მეფე სიხონს და ხეშბონის მეფეს+ და სთხოვა ისრაელმა, გაგვატარე შენს მიწაზე, რომ ჩვენს ადგილზე მივიდეთო.+ 20 არ თანხმდებოდა სიხონი ისრაელს, რომ თავის მიწაზე გაეტარებინა; შეკრიბა სიხონმა თავისი ხალხი და იაჰაცში+ დაბანაკდა ისრაელთან საბრძოლველად.+ 21 ხელში ჩაუგდო ისრაელს იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა სიხონი და მთელი მისი ხალხი; შეუტია ისრაელმა და დაეუფლა ამორეველთა მთელ მიწას.+ 22 ასე დაეუფლნენ ამორეველთა მთელ მიწას არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.+

23 იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა განდევნა ამორეველები თავისი ხალხის,+ ისრაელისგან, შენ კი ამ ხალხს დევნი. 24 განა არ განდევნი იმას, ვისაც შენი ღმერთი, ქემოში+ განგადევნინებს?! ჩვენც იმას განვდევნით, ვისაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი განგვადევნინებს.+ 25 რით სჯობიხარ მოაბის მეფეს,+ ბალაკ ციფორის ძეს? თუ შედავებია ის ისრაელს ან თუ შებრძოლებია?! 26 უკვე სამასი წელია, რაც ისრაელი ხეშბონსა და მის მიმდებარე ქალაქებში+ ცხოვრობს, აროერსა+ და მის მიმდებარე ქალაქებში, არნონის გაღმა-გამოღმა მდებარე ქალაქებში. რატომ მაშინვე არ დაიბრუნე ისინი?+ 27 მე არ შემიცოდავს შენ წინაშე, შენ კი ბოროტად მექცევი და მებრძვი. იეჰოვამ, ჩვენმა მოსამართლემ+ განსაჯოს ისრაელის ძეები და ამონის ძეები“».

28 ყური არ დაუგდო ამონის ძეთა მეფემ იფთახის შემონათვალს.+

29 გადმოვიდა იფთახზე იეჰოვას სული,+ გაიარა გალაადი, მენაშე, გალაადის მიცფე და გალაადის მიცფიდან+ ამონის ძეებისკენ წავიდა.

30 აღთქმა+ დაუდო იფთახმა იეჰოვას: „თუ ხელში ჩამიგდებ ამონის ძეებს, 31 როცა ამონის ძეებისგან მშვიდობით დავბრუნდები,+ ვინც ჩემი სახლის კარებიდან გამომეგებება, იეჰოვასი იყოს;+ შევწირავ მას, როგორც დასაწვავ შესაწირავს“.+

32 მივიდა იფთახი ამონის ძეებთან საბრძოლველად და იეჰოვამ ხელში ჩაუგდო მას ისინი. 33 აროერიდან შეუტიეს მინითამდე,+ ოცი ქალაქი აიღეს და ხოცვა-ჟლეტით მივიდნენ აბელ-კერამიმამდე. დაიმორჩილეს ამონის ძეები ისრაელის ძეებმა.

34 ბოლოს იფთახი მიცფაში+ ჩავიდა, თავის სახლში, და რას ხედავს! მისი ასული გამოეგება მას დაირის დაკვრითა და ცეკვით,+ ერთადერთი შვილი! მის გარდა იფთახს არც ვაჟი ჰყოლია და არც ასული. 35 მის დანახვაზე ტანსაცმელი შემოიხია+ და თქვა: „ვაიმე, შვილო! ეს რა მიყავი! თურმე შენ გაგრიყე, შვილო, მაგრამ სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“+

36 მან კი მიუგო: „მამა, თუ სიტყვა მიეცი იეჰოვას, შენი სიტყვისამებრ მომექეცი,+ რადგან შური იძია იეჰოვამ შენს მტრებზე, ამონის ძეებზე“. 37 უთხრა მამას: „ერთ რამესა გთხოვ: გამიშვი ორი თვით, მთაში წავალ და ჩემს დობილებთან ერთად გამოვიტირებ ჩემს ქალწულობას“.+

38 მან მიუგო: „წადი!“ ისიც წავიდა ორი თვით. წავიდა თავის დობილებთან ერთად და მთაში გამოიტირა ქალწულობა. 39 ორი თვის შემდეგ მამამისთან დაბრუნდა, და მანაც დადებული აღთქმა შეასრულა.+ არ დაწოლილა იფთახის ასული მამაკაცთან. ისრაელში წესად დაიდო, 40 რომ ყოველწლიურად ისრაელის ასულები გალაადელი იფთახის ასულთან მიდიოდნენ და აქებდნენ მას, წელიწადში ოთხ დღეს.+

12 შეიკრიბნენ ეფრემელები, გადავიდნენ ჩრდილოეთით და იფთახს უთხრეს: „რატომ გადახვედი ამონის ძეებთან საბრძოლველად და ჩვენ არ დაგვიძახე, რომ წამოგყოლოდით?+ თავზე დაგაწვავთ სახლს“.+ 2 იფთახმა მიუგო: „მე და ჩემს ხალხს დიდი მტრობა გვქონდა ამონის ძეებთან.+ შველა გთხოვეთ, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან. 3 დავინახე, რომ თქვენ არ იყავით ჩვენი დამხსნელები, და გადავწყვიტე, სიცოცხლე საფრთხეში ჩამეგდო+ და შევბრძოლებოდი ამონის ძეებს.+ იეჰოვამ ხელში ჩამიგდო ისინი. რატომ მოხვედით დღეს ჩემთან საბრძოლველად?“

4 მაშინვე შეკრიბა იფთახმა გალაადელები და შეებრძოლა ეფრემს. შეუტიეს გალაადელებმა+ ეფრემს, რადგან ისინი ამბობდნენ: „ეფრემიდან ხართ გამოქცეულები; გალაადო, ეფრემსა და მენაშეს შორისა ხარ“. 5 დაასწრო გალაადმა ეფრემს იორდანის+ ფონების დაკავება. როცა ეფრემიდან გამოქცეულები ითხოვდნენ, გადაგვიშვითო, გალაადელები ეკითხებოდნენ, ეფრემელი ხარო? როცა უპასუხებდნენ, არაო, 6 ისინი მიუგებდნენ, აბა შიბოლეთი+ თქვიო. ისინი კი სიბოლეთს ამბობდნენ, რადგან ამ სიტყვას სწორად ვერ გამოთქვამდნენ. შეიპყრობდნენ და იორდანის ფონებთან კლავდნენ. ორმოცდაორი ათასი ეფრემელი დაეცა მაშინ.+

7 ექვს წელიწადს იყო იფთახი ისრაელის მსაჯული; მოკვდა გალაადელი იფთახი და დამარხეს თავის ქალაქში, გალაადში.

8 მის შემდეგ ისრაელის მსაჯული+ ბეთლემელი+ იბცანი იყო. 9 მას ოცდაათი ვაჟი და ოცდაათი ასული ჰყავდა. გაგზავნა კაცები და თავისი ვაჟებისთვის ოცდაათი ქალი მოაყვანინა. შვიდი წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული. 10 მოკვდა იბცანი და ბეთლემში დამარხეს.

11 მას შემდეგ ზებულონელი+ ელონი იყო ისრაელის მსაჯული; ათი წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული. 12 მოკვდა ზებულონელი ელონიც და დამარხეს იგი აიალონში, ზებულონის მიწაზე.

13 მას შემდეგ ფირათონელი+ ჰილელის ვაჟი აბდონი იყო ისრაელის მსაჯული. 14 ორმოცი ვაჟი და ოცდაათი შვილიშვილი ჰყავდა, რომელთაც სამოცდაათი ვირი+ ჰყავდათ. რვა წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული. 15 მოკვდა ფირათონელი ჰილელის ვაჟი აბდონიც და ფირათონში დამარხეს, ეფრემის მიწაზე, ამალეკელთა+ მთაზე.

13 კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა ისრაელის ძეებმა იეჰოვას თვალში,+ რის გამოც ფილისტიმელთა+ ხელში ამყოფა ისინი იეჰოვამ ორმოც წელიწადს.

2 დანის+ საგვარეულოში იყო ერთი ცორელი+ კაცი, სახელად მანოახი.+ მას უშვილო ცოლი ჰყავდა და შვილი არ ჰყოლია.+ 3 გამოეცხადა იმ ქალს იეჰოვას ანგელოზი+ და უთხრა: „უშვილო ხარ და შვილი არ გყოლია. დაორსულდები და ვაჟს გააჩენ.+ 4 თავს გაუფრთხილდი, არ დალიო არც ღვინო და არც სხვა მათრობელი სასმელი,+ არც უწმინდური ჭამო რამე,+ 5 რადგან დაორსულდები და ვაჟს გააჩენ; სამართებელი არ მიაკარო მის თავს,+ რადგან ბავშვი მუცლიდანვე+ ღვთის ნაზირი*+ იქნება და ის იხსნის ისრაელს ფილისტიმელთა ხელიდან“.+

6 წავიდა ქალი და თავის ქმარს უთხრა: „ჭეშმარიტი ღვთის კაცი მოვიდა ჩემთან; ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზს+ ჰგავდა და შიშის მომგვრელი+ იყო. არ მიკითხავს, საიდან იყო და არც მას უთქვამს თავისი სახელი.+ 7 ასე მითხრა, დაორსულდები და ვაჟს გააჩენო.+ არ დალიო არც ღვინო და არც სხვა მათრობელი სასმელი, არც უწმინდური ჭამო რამე, რადგან ბავშვი მუცლიდანვე ღვთის ნაზირი იქნება სიკვდილამდეო“.+

8 შეევედრა მანოახი იეჰოვას: „მაპატიე, იეჰოვა,+ მაგრამ იქნებ ის ჭეშმარიტი ღვთის კაცი, შენ რომ გამოგზავნე, კიდევ მოვიდეს და გვასწავლოს,+ რა ვუყოთ ბავშვს, რომელიც დაიბადება“.+ 9 ჭეშმარიტმა ღმერთმაც მოისმინა მანოახის+ ხმა და ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზი კვლავ მივიდა მინდორში მჯდომ ქალთან; მანოახი, მისი ქმარი, იქ არ იყო. 10 ქალი მაშინვე გაიქცა და ქმარს შეატყობინა:+ „ის კაცი გამომეცხადა, იმ დღეს რომ იყო მოსული“.+

11 ადგა მანოახი, გაჰყვა თავის ცოლს, მივიდა იმ კაცთან და ჰკითხა: „შენ ელაპარაკე ამ ქალს?“+ მან მიუგო: „მე ველაპარაკე“. 12 მანოახმა უთხრა: „შენი სიტყვისამებრ იყოს. როგორი ცხოვრება ექნება ბავშვს და რას გააკეთებს?“+ 13 იეჰოვას ანგელოზმა მანოახს მიუგო: „ერიდოს ქალი ყველაფერს, რაც ვუთხარი.+ 14 ვაზისგან მოწეული არაფერი ჭამოს, არც ღვინო დალიოს და არც სხვა მათრობელი სასმელი,+ არც უწმინდური ჭამოს+ რამე. ყველაფერი დაიცვას, რაც ვუთხარი“.+

15 უთხრა მანოახმა იეჰოვას ანგელოზს: „ცოტა ხანს დაგაყოვნებ, თიკანს დაგიკლავ“.+ 16 იეჰოვას ანგელოზმა მანოახს მიუგო: „რომც დამაყოვნო, შენს პურს მაინც არ შევჭამ, მაგრამ თუ დასაწვავ შესაწირავს შესწირავ იეჰოვას,+ შესწირე“. არ იცოდა მანოახმა, რომ ის იეჰოვას ანგელოზი იყო. 17 ჰკითხა მანოახმა იეჰოვას ანგელოზს: „რა გქვია?+ როცა შენი სიტყვა შესრულდება, პატივს გცემთ“. 18 იეჰოვას ანგელოზმა მიუგო: „სახელს რატომ მეკითხები? საოცარია ეს სახელი“.

19 წაიყვანა მანოახმა თიკანი, წაიღო მარცვლეული შესაწირავი და ქვაზე შესწირა იეჰოვას,+ მან კი საოცრება მოახდინა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ. 20 როცა სამსხვერპლოდან ალი ცად ავარდა, იეჰოვას ანგელოზი სამსხვერპლოს ალს აჰყვა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ.+ ისინი მაშინვე პირქვე დაემხვნენ მიწაზე.+ 21 იეჰოვას ანგელოზი მეტად აღარ გამოსცხადებია მანოახსა და მის ცოლს. მაშინ მიხვდა მანოახი, რომ ის იეჰოვას ანგელოზი იყო.+ 22 უთხრა მანოახმა თავის ცოლს: „მოვკვდებით,+ რადგან ღმერთი ვიხილეთ“.+ 23 მისმა ცოლმა მიუგო: „იეჰოვას ჩვენი სიკვდილი რომ ნდომებოდა, არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან დასაწვავ შესაწირავსა+ და მარცვლეულ შესაწირავს, არ გვაჩვენებდა და არ მოგვასმენინებდა ამ ყველაფერს“.+

24 გააჩინა ქალმა ვაჟი და სამსონი+ დაარქვა. იზრდებოდა ბიჭი და იეჰოვა კურთხევას არ აკლებდა.+ 25 დაიწყო იეჰოვას სულმა+ მასზე მოქმედება მახანე-დანში,+ ცორასა+ და ეშთაოლს+ შორის.

14 ჩავიდა სამსონი თიმნაში+ და ნახა ერთი ფილისტიმელი ქალი. 2 წავიდა თავის დედ-მამასთან და უთხრა: „თიმნაში ერთი ფილისტიმელი ქალი ვნახე და ცოლად მომიყვანეთ“.+ 3 დედ-მამამ უთხრა მას: „დაილია ქალები შენს ძმებსა და ჩემს ხალხს შორის,+ წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან+ რომ არ მოიყვანო ცოლი?!“ სამსონი კი არ ეშვებოდა მამამისს: „ის მომიყვანე, მე ის მომწონს“. 4 მამამისმა და დედამისმა არ იცოდნენ, რომ ეს იეჰოვასგან იყო;+ ის ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ, რადგან ფილისტიმელები იმ დროს ისრაელზე ბატონობდნენ.+

5 ჩავიდა სამსონი თიმნაში+ დედ-მამასთან ერთად. მიუახლოვდა თიმნას ვენახებს და რას ხედავს! ლომი ღრიალით მოემართება მისკენ. 6 ამოქმედდა სამსონზე იეჰოვას სული+ და თიკანივით შუაზე გახლიჩა მან ლომი; ხელში არაფერი სჭერია. არ უთქვამს დედ-მამისთვის, რაც გააკეთა. 7 ჩავიდა და ელაპარაკა იმ ქალს; კვლავ მოსწონდა სამსონს იგი.+

8 რამდენიმე ხანში წამოსაყვანად ჩააკითხა.+ გზაში ლომის მძორის სანახავად გადაუხვია და შიგ ფუტკრები და თაფლი ნახა.+ 9 გამოფხიკა, ხელისგულზე გადმოიღო და გზადაგზა ჭამდა.+ დედ-მამას რომ დაეწია, მათაც აჭამა, მაგრამ არ უთქვამს, რომ თაფლი ლომის მძორიდან გამოიღო.

10 მივიდა მამამისი იმ ქალთან და სამსონმა იქვე გამართა ნადიმი,+ როგორც ჭაბუკები აკეთებდნენ ხოლმე. 11 როცა დაინახეს იგი, მაშინვე მიუყვანეს მაყრები და გვერდით დაუსვეს. 12 უთხრა მათ სამსონმა: „ერთ გამოცანას გეტყვით.+ თუ შვიდდღიანი+ ნადიმის განმავლობაში გამოიცნობთ, ოცდაათ ხელ საცვალსა და ტანსაცმელს მოგცემთ,+ 13 თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი საცვალი და ტანსაცმელი“. მათ მიუგეს: „გვითხარი შენი გამოცანა და მოგისმენთ“. 14 მან უთხრა:

„მჭამელისგან+ საჭმელი გამოვიდა

და ძლიერისგან — ტკბილი“.+

სამ დღეში ვერ გამოიცნეს. 15 მეოთხე დღეს უთხრეს მათ სამსონის ცოლს: „დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა,+ თორემ გადაგწვავთ შენც და მამაშენის სახლსაც.+ იმიტომ მოგვიწვიეთ, რომ გაგვძარცვოთ?“+ 16 მოჰყვა ტირილს სამსონის ცოლი:+ „გძულვარ, არ გიყვარვარ.+ გამოცანა გითქვამს ჩემი ხალხისთვის,+ პასუხს კი არ მეუბნები“. მან მიუგო: „საკუთარი დედ-მამისთვის არ მითქვამს+ და შენ გეტყვი?!“ 17 შვიდ დღეს ტიროდა ქალი, რამდენ ხანსაც ნადიმი გრძელდებოდა, და მეშვიდე დღეს უთხრა, რადგან იძულებული გახადა.+ მან კი თავის ხალხს უთხრა გამოცანა.+ 18 მეშვიდე დღეს, სანამ იგი შიდა ოთახში შევიდოდა, ქალაქში მცხოვრებმა კაცებმა უთხრეს მას:+

„რა არის თაფლზე ტკბილი

და ლომზე ძლიერი?!“+

მან მიუგო:

„ჩემი დეკეულით რომ არ მოგეხნათ,+

ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას“.+

19 ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული,+ ჩავიდა იგი აშკელონში,+ მოკლა ოცდაათი კაცი, წამოიღო, რაც მათ გახადა, მისცა ტანსაცმელი მათ, ვინც გამოცანა გამოიცნო,+ და გაცეცხლებული წავიდა მამამისის სახლში.

20 სამსონის ცოლი+ მის გვერდით მყოფმა ერთ-ერთმა მაყარმა+ შეირთო.

15 გავიდა დრო და ხორბლის მკის დროს სამსონი თავისი ცოლის სანახავად წავიდა და თან თიკანი+ წაიყვანა, ამბობდა, შევალო ჩემს ცოლთან შიდა ოთახში,+ მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა. 2 უთხრა ქალის მამამ: „ვთქვი, მართლა სძულებია-მეთქი+ და ერთ-ერთ შენს მაყარს+ მივათხოვე. უმცროსი და არა სჯობია მას? მის ნაცვლად ის წაიყვანე“. 3 სამსონმა თქვა: „უდანაშაულო ვიქნები ფილისტიმელთა წინაშე, თუ მათ შავ დღეს დავაყენებ“.+

4 წავიდა სამსონი და სამასი მელა+ დაიჭირა; აიღო ჩირაღდნები, მელიები კუდებით გადააბა და კუდებს შორის თითო ჩირაღდანი ჩაამაგრა; 5 ჩირაღდნებს ცეცხლი მოუკიდა და მელიები ფილისტიმელთა ყანებში გაუშვა. ასე გადაწვა ძნებიცა და სამკალიც, ვენახებიცა და ზეთისხილის ბაღებიც.+

6 ფილისტიმელები კითხულობდნენ, ეს ვინ ჩაიდინაო? უთხრეს, სამსონმა, თიმნელის სიძემ, რადგან მან მისი ცოლი ერთ-ერთ მაყარს+ მიათხოვაო. წავიდნენ ფილისტიმელები და ის ქალიცა და მამამისიც ცეცხლში დაწვეს.+ 7 სამსონმა უთხრა მათ: „რაკი ასე იქცევით, ვერ მოვისვენებ, თუ შური არ ვიძიე თქვენზე“.+ 8 ურტყა მათ, ფეხები და ბარძაყები დააჭრა და ერთმანეთზე დაახვავა. წავიდა და ეტამის კლდის ნაპრალში+ დასახლდა.

9 ავიდნენ ფილისტიმელები+ იუდაში+ და იქ დაბანაკდნენ; ლეხთან+ დათარეშობდნენ. 10 იუდეველებმა ჰკითხეს მათ: „რატომ ამოხვედით?“ მათ მიუგეს: „სამსონის შესაპყრობად ამოვედით; ჩვენც ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ის მოგვექცა“. 11 ჩავიდა სამასი კაცი იუდადან ეტამის კლდის ნაპრალთან+ და სამსონს უთხრა: „არ იცი, რომ ფილისტიმელები ბატონობენ ჩვენზე?!+ ეს რა გვიყავი?! მან მიუგო: „როგორც ისინი მომექცნენ, მეც ისე მოვექეცი“.+ 12 მათ უთხრეს: „შენ შესაპყრობად ჩამოვედით, რომ ფილისტიმელებს გადაგცეთ ხელში“. სამსონმა მიუგო: „შემომფიცეთ, რომ არაფერს დამიშავებთ“. 13 მათ უთხრეს: „არაფერს დაგიშავებთ, მხოლოდ შეგბოჭავთ და მათ გადაგცემთ ხელში; მოკვლით არ მოგკლავთ“.

შეკრეს იგი ორი ახალი თოკით+ და წაიყვანეს. 14 როგორც კი ლეხთან მივიდა, ფილისტიმელებმა მის დანახვაზე ყიჟინა დასცეს.+ ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული;+ მხრებზე შემოხვეული თოკები დამწვარ სელს დაემსგავსა+ და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა. 15 დაინახა ახალმოკლული ვირის ყბა, სტაცა ხელი და ათასი კაცი მოკლა.+ 16 სამსონმა თქვა:

„ვირის ყბით ერთიორად დავახვავე!

ვირის ყბით მოვკალი ათასი“.+

17 ეს რომ თქვა, მოისროლა ყბა და იმ ადგილს რამათ-ლეხი*+ უწოდა. 18 ძალიან მოსწყურდა და იეჰოვას მოუხმო: „შენ მოიმოქმედე ეს დიდებული ხსნა შენი მსახურის ხელით+ და ახლა წყურვილით მოვკვდე და წინადაუცვეთელებს+ ჩავუვარდე ხელში?“ 19 ღმერთმა ნაპრალი გააჩინა ლეხში და იქიდან წყალი+ გადმოვიდა; დალია, სული მოითქვა+ და გამოცოცხლდა.+ ამიტომ დაარქვა მას ენ-ჰაკორე*, რომელიც დღემდე ლეხშია.

20 ოც წელიწადს იყო იგი ფილისტიმელთა დროს ისრაელის მსაჯული.+

16 ერთხელ სამსონი ღაზაში+ წავიდა, ნახა ერთი მეძავი ქალი და შევიდა მასთან.+ 2 ღაზელებს შეატყობინეს, სამსონი მოსულაო. ალყა შემოარტყეს+ და მთელი ღამე ქალაქის კარიბჭესთან იყვნენ ჩასაფრებულები.+ მთელი ღამე ჩუმად იყვნენ და ამბობდნენ, როგორც კი გათენდება, მოვკლათო.+

3 შუაღამემდე იწვა სამსონი, მერე ადგა, ჩაავლო ხელი ქალაქის კარიბჭის კარებს,+ ორივე გვერდით ბოძს, ურდულებიანად მოგლიჯა, მხრებზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა+ ხებრონის+ პირდაპირ.

4 ამის შემდეგ შეუყვარდა ერთი ქალი, სახელად დალილა,+ სორეკის ხევიდან. 5 მივიდნენ ქალთან ფილისტიმელთა მთავრები+ და უთხრეს: „გამოსტყუე+ და გაიგე, რაშია მისი დიდი ძალა, როგორ დავძლიოთ, რით შევკრათ, რომ დავიმორჩილოთ; თითოეული ათას ას ვერცხლს მოგცემთ“.+

6 ჰკითხა დალილამ სამსონს: „მითხარი, რაშია შენი დიდი ძალა, რით შეიძლება შენი შეკვრა და დამორჩილება?“+ 7 სამსონმა მიუგო: „შვიდი, ჯერ კიდევ სველი, გამოუმშრალი ლარით+ თუ შემკრავენ, ძალა გამომეცლება და ჩვეულებრივ კაცს დავემსგავსები“. 8 ფილისტიმელთა მთავრებმა+ მიუტანეს იმ ქალს შვიდი სველი, გამოუმშრალი ლარი და შეკრა მან იგი, 9 შიდა ოთახში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული.+ მან უთხრა მას: „სამსონ, ფილისტიმელები+ დაგესხნენ!“ ეს რომ გაიგონა, ლარები ცეცხლმოდებული ძენძივით+ დაწყვიტა. ვერ გაიგეს, რაში იყო მისი ძალა.+

10 კიდევ უთხრა დალილამ+ სამსონს: „ხომ მომატყუე და გამაბრიყვე;+ ახლა მაინც მითხარი, რით შეიძლება შენი შეკვრა“. 11 მან უთხრა: „თუ ახალი, უხმარი თოკებით შემკრავენ, ძალა გამომეცლება და ჩვეულებრივ კაცს დავემსგავსები“. 12 აიღო დალილამ ახალი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: „სამსონ, ფილისტიმელები დაგესხნენ!“ შიდა ოთახში კი ჩასაფრებულები იყვნენ.+ ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე.+

13 უთხრა დალილამ სამსონს: „აქამდე მატყუებდი და მაბრიყვებდი;+ ახლა მაინც მითხარი, რით შეიძლება შენი შეკვრა“.+ მან მიუგო: „ჩემი შვიდი ნაწნავი ქსელის ძაფთან ერთად უნდა ჩაგრიხო“.+ 14 მანაც ჩაუგრიხა ნაწნავები საძახავი ჯოხით და უთხრა მას: „სამსონ,+ ფილისტიმელები დაგესხნენ!“ გამოეღვიძა სამსონს და ამოგლიჯა საძახავი ჯოხი და ქსელის ძაფი.

15 ქალმა უთხრა მას: „როგორ მეუბნები, მიყვარხარო,+ როცა გულით ჩემთან არა ხარ?! სამჯერ მომატყუე და არ მითხარი, რაშია შენი დიდი ძალა“.+ 16 ჩასჩიჩინებდა+ თავისი სიტყვებით და არ ეშვებოდა, სიცოცხლე მოაბეზრა.+ 17 ბოლოს გადაუშალა გული+ და უთხრა: „არასოდეს მიჰკარებია სამართებელი+ ჩემს თმას, რადგან დედის მუცლიდანვე ღვთის ნაზირი ვარ.+ თავს თუ გადამპარსავენ, ძალა გამომეცლება, დავსუსტდები და ყველა დანარჩენ კაცს დავემსგავსები“.+

18 როცა დაინახა დალილამ, რომ გული გადაუშალა, მაშინვე მოუხმო ფილისტიმელ მთავრებს+ და უთხრა: „მოდით, გული გადამიშალა“.+ მივიდნენ მასთან ფილისტიმელი მთავრები, რომ ხელში ფული გადაეცათ.+ 19 თავის მუხლებზე დააძინა იგი, მოუხმო კაცებს და შვიდივე ნაწნავი მოაჭრევინა; ამის შემდეგღა დაიმორჩილა, რადგან ძალა გამოეცალა. 20 უთხრა: „სამსონ, ფილისტიმელები დაგესხნენ!“ გამოეღვიძა მას და თქვა: „უწინდებურად+ გავალ და დავიხსნი თავს“. არ იცოდა, რომ გაეცალა იეჰოვა.+ 21 შეიპყრეს ფილისტიმელებმა და თვალები დასთხარეს;+ ჩაიყვანეს ღაზაში,+ სპილენძის ორმაგი ბორკილები დაადეს+ და საპყრობილეში+ აფქვევინებდნენ.+ 22 ამასობაში თავზე თმა წამოეზარდა.+

23 შეიკრიბნენ ფილისტიმელი მთავრები, დიდი მსხვერპლი რომ შეეწირათ დაგონისთვის,+ თავიანთი ღვთისთვის, და ემხიარულათ; ამბობდნენ, ჩვენმა ღმერთმა* ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი სამსონიო!+ 24 ხალხი მის დანახვაზე ხოტბას ასხამდა თავიანთ ღმერთს+ და ამბობდნენ, ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი+ და ჩვენი მიწის ამაოხრებელი,+ რომელმაც მრავალი ჩვენიანი გაწყვიტაო.+

25 გული რომ გაიმხიარულეს,+ თქვეს: „მოვიყვანოთ სამსონი, რომ ცოტა გაგვართოს“.+ მოიყვანეს სამსონი ციხიდან, რომ გაერთო ისინი,+ და სვეტებს შორის დააყენეს. 26 ბიჭს, რომელსაც ხელით მიჰყავდა იგი, სამსონმა უთხრა: „ხელი მომაკიდებინე სვეტებზე, რომელზეც სახლი დგას, რომ მივეყუდო“. 27 (სავსე იყო სახლი კაცებითა და ქალებით; ყველა ფილისტიმელი მთავარი იქ იყო;+ ბანზე სამი ათასამდე კაცი და ქალი იყო, რომლებიც უყურებდნენ, როგორ ართობდა ხალხს სამსონი).+

28 მოუხმო სამსონმა+ იეჰოვას+ და უთხრა: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, გამიხსენე,+ ამ ერთხელაც მომეცი ძალა,+ ჭეშმარიტო ღმერთო, რომ შური ვიძიო ფილისტიმელებზე ორიდან ერთი თვალის გამო მაინც“.+

29 მოსინჯა სამსონმა ორივე შუა სვეტი, რომელზეც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაბჯინა, მეორეს — მარცხენა 30 და თქვა: „მოკვდი ფილისტიმელებთან ერთად, ჩემო სულო!“+ მთელი ძალით მიაწვა და მთავრებსა და იქ მყოფ ხალხს სახლი თავზე დაემხო.+ მისი სიკვდილისას დახოცილები მის სიცოცხლეში დახოცილებზე მეტნი იყვნენ.+

31 ჩამოვიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლეულობა. აიღეს იგი, წაიღეს და ცორასა+ და ეშთაოლს+ შორის დამარხეს მამამისის, მანოახის+ სამარხში. ოცი წელიწადი იყო იგი ისრაელის მსაჯული.+

17 ეფრემის მთიან მხარეში+ ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად მიქა. 2 მან დედამისს უთხრა: „შენგან ათას ასი ვერცხლი რომ წაიღეს და ჩემი თანდასწრებით დაიწყევლე,+ ის ვერცხლი მე მაქვს, მე ავიღე“.+ ამაზე დედამისმა უთხრა: „იეჰოვამ გაკურთხოს, შვილო“.+ 3 დაუბრუნა დედას ათას ასი ვერცხლი,+ მან კი თქვა: „იეჰოვასთვის უნდა განვწმინდო ეს ვერცხლი ჩემი შვილის სახელზე გამოსახულებისა+ და ქანდაკების გასაკეთებლად;+ შენთვის დამიბრუნებია“.

4 დაუბრუნა დედამისს ვერცხლი, დედამისმა კი აიღო ორასი ვერცხლი და ვერცხლის მჭედელს+ მისცა. გააკეთა მან გამოსახულება,+ ჩამოასხა ქანდაკება+ და მიქას სახლში დადგა. 5 მიქას ღმერთების სახლი+ ჰქონდა. გააკეთა ეფოდი+ და თერაფიმი,+ რომ მისი ერთ-ერთი ვაჟის ხელი ძალაუფლებით აევსო+ და მღვდლად ემსახურა მისთვის.+ 6 იმ დროს ისრაელს მეფე არ ჰყავდა+ და ვისაც რა მიაჩნდა სწორად, იმას აკეთებდა.+

7 იყო ერთი ახალგაზრდა ლევიანი+ იუდას ბეთლემიდან,+ იუდას საგვარეულოში, რომელიც მდგმურად ცხოვრობდა იქ. 8 წავიდა იგი იუდას ბეთლემიდან, რომ მდგმურად ეცხოვრა იქ, სადაც ადგილს ნახავდა. ბოლოს გზად მიმავალი ეფრემის მთიან მხარეში მიქას სახლს მიადგა.+ 9 უთხრა მას მიქამ: „საიდანა ხარ?“ მან მიუგო: „ლევიანი ვარ იუდას ბეთლემიდან. მივდივარ, რომ სადმე მდგმურად დავდგე“. 10 უთხრა მას მიქამ: „ჩემთან იცხოვრე, გამიხდი მამად+ და მღვდლად;+ ყოველწლიურად ათ ვერცხლს, ტანსაცმელსა და საზრდოს მოგცემ“. ლევიანიც დარჩა 11 და გადაწყვიტა, რომ იმ კაცთან ეცხოვრა; შვილივით გახდა იგი მისთვის. 12 აუვსო მიქამ ლევიანს ხელი ძალაუფლებით,+ რომ მღვდლად+ ემსახურა მისთვის და მიქას სახლში დარჩენილიყო. 13 მიქამ უთხრა: „ახლა ვიცი, რომ იეჰოვა სიკეთეს მიზამს, რადგან ლევიანი მყავს მღვდლად“.+

18 იმ დროს მეფე არ ჰყავდა ისრაელს.+ დანის ტომი+ დასასახლებლად სამკვიდროს ეძებდა, რადგან არ ხვდომია წილად სამკვიდრო ისრაელის ტომთა შორის.+

2 გაგზავნეს დანის ძეებმა ხუთი კაცი თავიანთი საგვარეულოდან, მამაცი ვაჟკაცები ცორიდან+ და ეშთაოლიდან,+ რომ დაეზვერათ+ ის მიწა და შეესწავლათ. უთხრეს მათ: „წადით, შეისწავლეთ ის მიწა“. მივიდნენ ისინი ეფრემის მთიან მხარეში+ მიქას+ სახლთან და იქ გაათიეს ღამე. 3 მიქას სახლთან მისულებს ახალგაზრდა ლევიანის ხმა ეცნოთ და იქ შევიდნენ. ჰკითხეს მათ: „აქ ვინ მოგიყვანა? რას აკეთებ? აქ რა გინდა?“ 4 მან მიუგო: „ასე და ასე დამიქირავა მიქამ+ და მღვდლად+ დამიყენა“. 5 უთხრეს მას: „ჰკითხე+ ღმერთს,+ თუ მოგვემართება ხელი იმ გზაზე, რომელსაც ვადგავართ“. 6 მღვდელმა მიუგო: „მშვიდობით წადით, იეჰოვას წინაშე მიდიხართ“.

7 განაგრძო გზა იმ ხუთმა კაცმა და მივიდნენ ლაიშში,+ სადაც საკუთარი თავის მოიმედე ხალხი ცხოვრობდა, სიდონელებივით წყნარი და უზრუნველი;+ არ ჰყავდა იმ მიწას დამპყრობელი და შემწუხებელი, რადგან შორს ცხოვრობდნენ სიდონელებისგან+ და არავისთან ჰქონდათ საქმე.

8 მივიდნენ ისინი თავიანთ ძმებთან ცორასა+ და ეშთაოლში;+ ძმებმა ჰკითხეს: „რას გვეტყვით?“ 9 მათ მიუგეს: „ადექით, გავილაშქროთ მათზე; ვნახეთ ის მიწა და ძალიან კარგი იყო.+ ნუ ყოყმანობთ, ნუ აყოვნებთ, წამოდით და დავეუფლოთ იმ მიწას!+ 10 მიხვალთ და ნახავთ უზრუნველ ხალხს;+ დიდია ის მიწა. ღმერთმა ჩაგიგდოთ ხელში+ ადგილი, სადაც ყველაფერია, რაც კი დედამიწაზეა“.+

11 დაიძრა ექვსასი იარაღასხმული კაცი დანელთა+ საგვარეულოდან, ცორიდან და ეშთაოლიდან.+ 12 ავიდნენ და იუდაში დაბანაკდნენ კირიათ-იეარიმთან.+ დღემდე ამიტომ ჰქვია იმ ადგილს მახანე-დანი*.+ ის კირიათ-იეარიმის დასავლეთით არის. 13 იქიდან ეფრემის მთიანი მხარისკენ განაგრძეს გზა და მიქას+ სახლს მიადგნენ.

14 ლაიშის+ მიწის დასაზვერად წასულმა+ იმ ხუთმა კაცმა თავიანთ ძმებს უთხრა: „იცით, რომ ამ სახლებში არის ეფოდი, თერაფიმი,+ გამოსახულება+ და ქანდაკება?+ მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ“.+ 15 მივიდნენ იმ ახალგაზრდა ლევიანის სახლში,+ მიქას სახლთან, და მოიკითხეს+ იგი. 16 ექვსასი იარაღასხმული+ კაცი კი, დანის ძეები,+ ჭიშკართან იდგნენ. 17 ავიდა დასაზვერად წასული ხუთი კაცი,+ რომ შესულიყვნენ და წაეღოთ გამოსახულება,+ ეფოდი,+ თერაფიმი+ და ქანდაკება+ (მღვდელი+ ჭიშკართან იდგა იარაღასხმულ ექვსას კაცთან ერთად). 18 შევიდნენ მიქას სახლში და წამოიღეს გამოსახულება, ეფოდი, თერაფიმი და ქანდაკება.+ მღვდელმა+ ჰკითხა: „რას აკეთებთ?“ 19 მათ უთხრეს: „ჩუმად! პირზე ხელი მიიფარე, წამოგვყევი და მამად+ და მღვდლად+ გაგვიხდი. რა გირჩევნია, ერთი კაცის სახლის მღვდელი+ იყო თუ ისრაელის მთელი ტომისა და საგვარეულოსი?“+ 20 ეამა მღვდლის გულს,+ აიღო ეფოდი, თერაფიმი, გამოსახულება+ და ხალხს შეუერთდა.

21 წავიდნენ თავიანთი გზით. ბავშვები, ცხვარ-ძროხა და ქონება წინ გაუშვეს.+ 22 მიქას სახლს რომ გამოსცილდნენ, ერთად შეიკრიბნენ მიქას+ სახლის მახლობლად მცხოვრებლები და დანის ძეებს წამოეწივნენ. 23 უყვიროდნენ დანის ძეებს, ისინიც მოტრიალდნენ და მიქას უთხრეს: „რა დაგემართა,+ რას შეკრებილხართ?“ 24 მან მიუგო: „ჩემი გაკეთებული+ ღმერთები+ წაიღეთ, მღვდელიც+ წაიყვანეთ, და მე რაღა დამრჩა?!+ როგორ მეუბნებით, რა დაგემართაო?“ 25 უთხრეს მას დანის ძეებმა: „შენი ხმა არ გავიგოთ, თორემ დაგეცემათ ეს გაშმაგებული+ ხალხი და სიცოცხლეს* დაკარგავთ შენც და შენი სახლეულობაც!“ 26 თავიანთი გზით წავიდნენ დანის ძეები. დაინახა მიქამ, რომ ისინი უფრო ძლიერები იყვნენ+ და შინ გაბრუნდა.

27 წაიღეს მათ, რაც მიქას ჰქონდა გაკეთებული, წაიყვანეს მისი მღვდელი+ და ლაიშისკენ+ განაგრძეს გზა წყნარ და უზრუნველ+ ხალხთან საბრძოლველად. ქალაქი მახვილით+ გაანადგურეს და გადაწვეს.+ 28 არავინ იყო მხსნელი, რადგან შორს იყო ის მიწა სიდონიდან+ და საქმეს ვერავისთან იჭერდნენ. ბეთ-რეხობის+ ველზე იყო ის ადგილი. ააშენეს მათ ქალაქი და იქ დასახლდნენ.+ 29 ქალაქს თავიანთი მამის სახელი, დანი+ დაარქვეს, რომელიც ისრაელს+ შეეძინა, თუმცა ადრე ქალაქს ლაიში ერქვა.+ 30 ამის შემდეგ აღიმართეს დანის ძეებმა გამოსახულება;+ მოსეს ვაჟის, გერშომის+ ვაჟი იონათანი+ და მისი ვაჟები დანელთა ტომის მღვდლები გახდნენ ტყვეობამდე.+ 31 აღმართული ჰქონდათ მიქას გაკეთებული გამოსახულება მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ჭეშმარიტი ღვთის სახლი+ შილოში+ იყო.

19 იმ დროს მეფე არ ჰყავდა ისრაელს.+ ერთი ლევიანი ცხოვრობდა ეფრემის შორეულ მთიან მხარეში.+ მან ხარჭა+ მოიყვანა ცოლად იუდას ბეთლემიდან.+ 2 იმრუშა+ მისმა ხარჭამ და უორგულა მას. წავიდა იგი მამამისის სახლში, იუდას ბეთლემში, და იქ ოთხი სრული თვე დარჩა. 3 ადგა მისი ქმარი და ჩააკითხა, რომ მისი გული მოეგო და უკან წამოეყვანა; თან ჰყავდა მსახური+ და ორი ვირი. ქალმა იგი მამამისის სახლში შეიყვანა. დაინახა ის ახალგაზრდა ქალის მამამ და სიხარულით შეეგება. 4 არ გაუშვა იგი სიმამრმა, ახალგაზრდა ქალის მამამ, და სამ დღეს დარჩა მასთან. ჭამდნენ და სვამდნენ; იქ ათევდა ღამეს.+

5 მეოთხე დღეს, როცა ჩვეულებისამებრ დილით ადრე ადგნენ და წასვლა დააპირა, ახალგაზრდა ქალის მამამ სიძეს უთხრა: „ცოტა პური ჭამე+ და მერე წადით“. 6 დასხდნენ ორივენი, ჭამეს და სვეს. ახალგაზრდა ქალის მამამ იმ კაცს სთხოვა: „მოდი, დღესაც დარჩი+ და გული გაიმხიარულე“.+ 7 წასვლა რომ დააპირა, არ მოეშვა სიმამრი, და კიდევ ერთი ღამე დარჩა.+

8 მეხუთე დღეს, როცა დილით ადრე წასვლა დააპირა, ახალგაზრდა ქალის მამამ უთხრა: „ჯერ დანაყრდი“.+ აყოვნებდნენ ისინი დღის ბოლომდე და განაგრძობდნენ ჭამას. 9 ადგა ის კაცი+ და წასვლა დააპირა თავის ხარჭასთან+ და მსახურთან+ ერთად. უთხრა სიმამრმა, ახალგაზრდა ქალის მამამ: „უკვე მოსაღამოვდა, ეს ღამეც გაათიეთ,+ დღე უკვე ილევა, აქ გაათიე ღამე და გული გაიმხიარულე.+ დილით ადრე ადექით, გზას დაადექით და მიდით თქვენს კარავში“. 10 არ დათანხმდა ის კაცი ღამის გათევაზე; ადგა, წავიდა და იებუსთან,+ იგივე იერუსალიმთან მივიდა;+ თან წაიყვანა ორი შეკაზმული ვირი, ხარჭა და მსახური.

11 იებუსს რომ მიადგნენ, დღე უკვე მიწურული იყო+ და მსახურმა თავის ბატონს უთხრა: „მოდი, შევიდეთ იებუსელთა+ ქალაქში და იქ გავათიოთ ღამე“. 12 ბატონმა მიუგო: „ნუ შევალთ უცხოელთა+ ქალაქში, სადაც ისრაელის ძეები არ არიან. გიბამდე მივიდეთ“.+ 13 უთხრა თავის მსახურს: „წამო, წავიდეთ და ან გიბაში გავათიოთ ღამე, ან რამაში“.+ 14 განაგრძეს გზა და ბენიამინის გიბასთან შემოაღამდათ.

15 გადაუხვიეს და გიბაში შევიდნენ ღამის გასათევად. ქალაქის მოედანზე მივიდნენ და იქ დასხდნენ; ისეთი არავინ გამოჩნდა, ვინც სახლში წაიყვანდა ღამის გასათევად.+ 16 საღამო ხანს ერთი მოხუცი გამოჩნდა,+ რომელიც მინდვრიდან ბრუნდებოდა; ის ეფრემის მთიანი მხარიდან+ იყო და დროებით გიბაში ცხოვრობდა, იქაურები კი ბენიამინელები+ იყვნენ. 17 ასწია თავი მოხუცმა და ქალაქის მოედანზე მგზავრი რომ დაინახა, ჰკითხა: „საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ?“+ 18 მან მიუგო: „იუდას ბეთლემიდან ეფრემის შორეულ მთიან მხარეში+ მივდივართ, იქაური ვარ. იუდას ბეთლემში+ ვიყავი, ახლა სახლში მივდივარ და არავინ გამოჩნდა, რომ შინ შევეყვანე.+ 19 ბზეც მაქვს და საკვებიც+ ვირებისთვის, პურიცა+ და ღვინოც — ჩემთვის, შენი მხევლისთვის+ და შენი მორჩილის მსახურისთვის.+ არაფერი გვაკლია“. 20 მოხუცმა უთხრა: „მშვიდობა შენდა!+ თუ რამე გაკლია, ჩემზე იყოს,+ ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს“. 21 წაიყვანა სახლში,+ ვირებს საკვები დაუყარა,+ ფეხები დაიბანეს+ და დაიწყეს ჭამა-სმა.

22 გულს რომ იმხიარულებდნენ,+ იმ ქალაქის უვარგისი კაცები+ შემოეხვივნენ სახლს+ და ერთმანეთს კარზე ახეთქებდნენ; ეუბნებოდნენ იმ მოხუცს, სახლის პატრონს: „გამოიყვანე ის კაცი, სახლში რომ გყავს, რომ დავწვეთ მასთან!“+ 23 გავიდა სახლის პატრონი მათთან და უთხრა:+ „არა, ძმებო,+ ცუდს ნურაფერს ჩაიდენთ, რადგან ეს კაცი ჩემს სახლშია მოსული. ნუ ჩაიდენთ სამარცხვინო საქმეს.+ 24 აი ჩემი ქალწული, აი მისი ხარჭა, მათ გამოგიყვანთ; თუ გინდათ გააუპატიურეთ,+ ან რაც გინდათ, ის უყავით, ოღონდ ამ კაცთან არ ჩაიდინოთ ეს სამარცხვინო საქმე“.

25 არ მოუსმინეს მას. მაშინ ხელი მოჰკიდა იმ კაცმა თავის ხარჭას+ და გაუყვანა მათ. წვებოდნენ მასთან+ და მთელი ღამე, დილამდე აუპატიურებდნენ;+ მხოლოდ განთიადისას გაუშვეს. 26 გამთენიისას მივიდა ქალი და იმ კაცის სახლის შესასვლელთან დაეცა, სადაც მისი ბატონი იყო,+ და დილამდე იქ ეგდო. 27 ადგა დილით ადრე მისი ბატონი, გააღო სახლის კარი, რომ წასულიყო, და რას ხედავს! ის ქალი, თავისი ხარჭა,+ სახლის შესასვლელთან გდია და ხელები ზღურბლზე უყრია! 28 უთხრა, ადექი, წავიდეთო, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.+ აიყვანა მან იგი, ვირს გადაჰკიდა და წავიდა.+

29 სახლში რომ მივიდა, აიღო დასაკლავი დანა, მოჰკიდა ხელი თავის ხარჭას, თორმეტ ნაწილად,+ ასო-ასო დაჭრა და ისრაელის ყველა კუთხეში დაგზავნა.+ 30 ყველამ, ვინც ეს დაინახა, თქვა: „ასეთი რამ არც დღემდე მომხდარა და არც იმ დღიდან მოყოლებული უნახავს ვინმეს, რაც ისრაელის ძეები ეგვიპტის მიწიდან გამოვიდნენ. დაუკვირდით, იმსჯელეთ+ და თქვით!“

20 გამოვიდნენ+ ისრაელის ძეები და მთელი კრებული, როგორც ერთი კაცი,+ შეიკრიბა იეჰოვას წინაშე მიცფაში,+ დანიდან+ ბეერ-შებამდე,+ გალაადის+ ჩათვლით. 2 მთელი ხალხის, ისრაელის ტომთა თავკაცებმა თავ-თავიანთი ადგილები დაიკავეს ჭეშმარიტი ღვთის ხალხის კრებულში,+ სადაც მახვილის ამღები ოთხასი ათასი ქვეითი იყო.+

3 გაიგეს ბენიამინის ძეებმა, რომ ისრაელის ძეები მიცფაში+ ასულიყვნენ.

ისრაელის ძეებმა უთხრეს მათ: „გვითხარით, როგორ მოხდა ეს ბოროტება?“+ 4 ამაზე ლევიანმა,+ მოკლული ქალის ქმარმა მიუგო: „ღამის გასათევად ბენიამინის გიბაში+ მივედი ჩემს ხარჭასთან+ ერთად. 5 ჩემ წინააღმდეგ გამოვიდნენ გიბელები, ღამით გარს შემოერტყნენ სახლს და მოკვლა დამიპირეს. ბოლოს გამიუპატიურეს ხარჭა+ და მოკვდა იგი.+ 6 ავიყვანე ჩემი ხარჭა, დავჭერი და ისრაელის სამკვიდროს+ ყველა კუთხეში დავგზავნე, რადგან სამარცხვინო საქმე+ ჩაიდინეს ისრაელში.+ 7 ისრაელის ძეებო, თქვით თქვენი სიტყვა და აქვე გადაწყვიტეთ!“+

8 ყველა ერთი კაცივით ადგა+ და თქვა: „არც ერთი ჩვენგანი არ წავა თავის კარავში და არც ერთი — თავის სახლში.+ 9 აი, როგორ მოვექცევით გიბას, წილისყრით+ გავილაშქრებთ მასზე. 10 შევარჩიოთ ისრაელის თითოეულ ტომში ასიდან ათი კაცი, ათასიდან — ასი, ათი ათასიდან — ათასი, რათა საგზალი მოვატანინოთ ხალხისთვის, რომელიც ბენიამინის გიბაზე გაილაშქრებს იმ სამარცხვინო+ საქციელის გამო, რაც ისრაელში ჩაიდინეს“. 11 მთელი ისრაელი შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ და ერთი კაცივით გაერთიანდა.

12 კაცები გაუგზავნეს ისრაელის ტომებმა ბენიამინის+ ტომს და შეუთვალეს: „ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენ შორის?!+ 13 გადმოგვეცით+ უვარგისი+ გიბელები,+ რომ დავხოცოთ+ და აღმოვფხვრათ ბოროტება ისრაელიდან!“+ მაგრამ არ მოუსმინეს ბენიამინის ძეებმა თავიანთ ძმებს, ისრაელის ძეებს.+

14 გიბაში შეიკრიბნენ ბენიამინის ძეები თავ-თავიანთი ქალაქებიდან ისრაელის ძეებთან საბრძოლველად. 15 შეიკრიბნენ ბენიამინის ძეები თავ-თავიანთი ქალაქებიდან, მახვილის ამღები+ ოცდაექვსი ათასი კაცი შეუერთდა გიბას მკვიდრთ, რომელთაგანაც შვიდასი რჩეული კაცი იყო. 16 მთელ ხალხში შვიდასი რჩეულიდან ყველა ცაცია+ იყო; ისე ისროდნენ ქვებს,+ რომ თმის ღერს არ აცილებდნენ.

17 შეიკრიბნენ ისრაელები ბენიამინელთა გარდა, მახვილის ამღები+ ოთხასი ათასი კაცი, ყველა მეომარი. 18 ადგნენ, ბეთელში ავიდნენ და ღმერთს დაეკითხნენ;+ ჰკითხეს ისრაელის ძეებმა: „რომელი ჩვენგანი უნდა გავიდეს პირველი ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად?“+ იეჰოვამ მიუგო: „პირველი იუდა გავიდეს“.+

19 ადგნენ დილით ისრაელის ძეები და გიბასთან დაბანაკდნენ საბრძოლველად.

20 გავიდნენ ისრაელები ბენიამინთან საბრძოლველად და გიბასთან რაზმებად დაიყო. 21 გამოვიდნენ ბენიამინის ძეები გიბადან+ და იმ დღეს ოცდაორი ათასი ისრაელი დასცეს მიწაზე.+ 22 მოიკრიბა გამბედაობა ისრაელმა და კვლავ დაირაზმა იმ ადგილას, სადაც პირველ დღეს იდგნენ. 23 წავიდნენ ისრაელის ძეები, საღამომდე ტიროდნენ+ იეჰოვას წინაშე და ეკითხებოდნენ იეჰოვას: „კიდევ გავიდეთ ბენიამინის, ჩვენი ძმის ძეებთან საბრძოლველად?“+ იეჰოვამ მიუგო: „გადით!“

24 მეორე დღეს კვლავ მივიდნენ ისრაელის ძეები ბენიამინის ძეებთან.+ 25 მეორე დღეს ბენიამინიც გამოვიდა გიბადან მათთან შესახვედრად და იმ დღეს მახვილის ამღები+ კიდევ თვრამეტი ათასი ისრაელის ძე დასცეს მიწაზე.+ 26 წავიდნენ ისრაელის ძეები,+ მთელი ხალხი, და მივიდნენ ბეთელში. ატირდნენ+ და იეჰოვას წინაშე დასხდნენ; საღამომდე იმარხულეს+ და დასაწვავი შესაწირავი+ და მშვიდობის მსხვერპლი*+ შესწირეს იეჰოვას. 27 დაეკითხნენ იეჰოვას+ ისრაელის ძეები, რადგან იმ დროს იქ იყო ჭეშმარიტი ღვთის შეთანხმების კიდობანი.+ 28 მის წინ იდგა იმ დროს+ აარონის ვაჟის, ელეაზარის ვაჟი ფინხასი,+ რომელმაც იკითხა: „კიდევ გავიდე ჩემი ძმის, ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად თუ აღარ გავიდე?“+ იეჰოვამ მიუგო: „გადი, რადგან ხვალ ჩაგიგდებ მას ხელში“.+ 29 ყოველი მხრიდან ჩაუსაფრდა+ ისრაელი გიბას.

30 გავიდნენ მესამე დღეს ისრაელის ძეები ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად და უწინდებურად გიბასთან დაირაზმნენ.+ 31 როცა ბენიამინელებიც გავიდნენ მათ დასახვედრად, ისინი ქალაქიდან შორს წავიდნენ.+ ახლაც უწინდებურად ხოცავდნენ ხალხს მინდორში, ბეთელისა+ და გიბასკენ+ მიმავალ გზებზე, დაახლოებით ოცდაათი კაცი მოკლეს ისრაელში.+ 32 ამბობდნენ ბენიამინის ძეები, უწინდებურად ვამარცხებთო მათ.+ ისრაელის ძეებმა კი თქვეს: „გავიქცეთ+ და ამ გზებით დავაშოროთ ისინი ქალაქს“. 33 ადგნენ ისრაელები იქიდან და ბაალ-თამართან დაირაზმნენ, ჩასაფრებულმა+ ისრაელებმა კი გიბას+ დასახლებაზე მიიტანეს იერიში. 34 ათი ათასი რჩეული ისრაელი გამოვიდა გიბასთან და სასტიკი ბრძოლა გაიმართა; არ იცოდნენ ბენიამინელებმა, რომ უბედურება+ ელოდათ.

35 დაამარცხა იეჰოვამ ბენიამინი+ ისრაელის წინაშე; მახვილის ამღები+ ოცდახუთი ათას ასი ბენიამინელი დასცეს მიწაზე ისრაელის ძეებმა.

36 ბენიამინის ძეებს ეგონათ, რომ მარცხდებოდნენ ისრაელები, როცა ისინი ადგილს უთმობდნენ+ ბენიამინს, რადგან მათ გიბასთან ჩასაფრებულთა იმედი ჰქონდათ. 37 წამოიშალნენ ჩასაფრებულები+ და ეკვეთნენ გიბას,+ მოედვნენ იქაურობას და მახვილით+ გაანადგურეს მთელი ქალაქი.

38 ჩასაფრებულები და დანარჩენი ისრაელები შეთანხმებულები იყვნენ, რომ ქალაქიდან აშვებული ბოლით მისცემდნენ ნიშანს.+

39 ისრაელებმა ბრძოლაში უკან რომ დაიხიეს,+ ბენიამინმა ოცდაათი ისრაელი მოკლა; ამბობდნენ, უწინდებურად მარცხდებიანო ჩვენთან ბრძოლაში.+ 40 ამოვიდა+ ქალაქიდან ბოლის სვეტი,+ როგორც იყვნენ შეთანხმებულები. მობრუნდა ბენიამინი და რას ხედავს! ცაში ადის მთელი ქალაქი.+ 41 მოუბრუნდნენ ისრაელები ბენიამინელებს+ და თავზარი დასცეს,+ რადგან დაინახეს, რომ უბედურება ეწიათ.+ 42 უკუიქცნენ ისინი ისრაელებისგან და უდაბნოსკენ გაიქცნენ, მაგრამ წამოეწივნენ მებრძოლები; ქალაქიდან გამოსულებიც ხოცავდნენ მათ. 43 ალყაში მოაქციეს ბენიამინი,+ შეუტიეს და არ ამოასუნთქეს.+ გათელეს ისინი გიბასთან,+ მზის ამოსავლის მხარეს. 44 საბოლოოდ, თვრამეტი ათასი მამაცი ბენიამინელი დაეცა იქ.+

45 დანარჩენები უდაბნოში, რიმონის კლდისკენ+ გაიქცნენ. ხუთი ათასი კაცი მოკლეს გზაში;+ გიდომამდე განაგრძეს დევნა და კიდევ ორი ათასი კაცი მოკლეს. 46 იმ დღეს მახვილის ამღები+ ოცდახუთი ათასი მამაცი კაცი დაეცა. 47 ექვსასი კაცი კი უდაბნოში, რიმონის კლდისკენ გაიქცა; ოთხი თვე ცხოვრობდნენ რიმონის კლდეზე.+

48 დაბრუნდნენ ისრაელები ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად და მახვილით დახოცეს ქალაქებში დარჩენილები, ადამიანიცა და ცხოველიც;+ სადაც ქალაქი ნახეს, ყველა ცეცხლს მისცეს.+

21 დაიფიცეს ისრაელებმა მიცფაში:+ „არც ერთმა ჩვენგანმა არ მივათხოვოთ ჩვენი ასულები ბენიამინელებს!“+ 2 მივიდა ხალხი ბეთელში,+ საღამომდე იქ ისხდა ჭეშმარიტი ღვთის+ წინაშე და დიდი ტირილით მოთქვამდა,+ 3 ამბობდნენ: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, რატომ მოხდა ასეთი რამ ისრაელში, რატომ გამოაკლდა დღეს ისრაელს ერთი ტომი?“+ 4 მეორე დღეს ხალხი დილაადრიან ადგა; ააშენეს სამსხვერპლო და შესწირეს ზედ დასაწვავი შესაწირავი+ და მშვიდობის შესაწირავი.+

5 თქვეს ისრაელის ძეებმა: „ვინ არ მოვიდა ისრაელის ტომთაგან იეჰოვას კრებულში? დიდი ფიცია+ დადებული, ვინც არ ამოვა მიცფაში იეჰოვასთან, უნდა მოკვდესო“.+ 6 ებრალებოდათ ისრაელის ძეებს ბენიამინი, თავიანთი ძმა, ამბობდნენ: „დღეს ისრაელს ერთი ტომი მოეკვეთა. 7 როგორ მოვექცეთ გადარჩენილებს? ჩვენ ხომ შევფიცეთ+ იეჰოვას, რომ მათ არ მივათხოვებდით ჩვენს ასულებს?“+

8 თქვეს: „ვინ არ ამოვიდა ისრაელის ტომთაგან მიცფაში+ იეჰოვასთან?“ იაბეშ-გალაადიდან+ არავინ იყო ასული კრებულში. 9 აღირიცხა ხალხი და მათ შორის არავინ აღმოჩნდა იაბეშ-გალაადის მკვიდრი. 10 გაგზავნა კრებულმა თორმეტი ათასი მამაცი მებრძოლი და უბრძანა: „წადით და მახვილით დახოცეთ იაბეშ-გალაადის მკვიდრნი, ქალებიცა და ბავშვებიც.+ 11 ასე მოიქეცით: ამოწყვიტეთ ყველა კაცი და კაცთან ნაწოლი ყველა ქალი!“+ 12 ნახეს იაბეშ-გალაადის+ მცხოვრებთა შორის ოთხასი ქალწული,+ რომლებიც კაცთან არ წოლილან, და ქანაანში, შილოს+ ბანაკში მიიყვანეს.

13 გაუგზავნა კრებულმა კაცები რიმონის კლდეზე+ მცხოვრებ ბენიამინის ძეებს და მშვიდობა შესთავაზა. 14 მაშინ დაბრუნდნენ ბენიამინელები და მისცეს მათ იაბეშ-გალაადში+ ცოცხლად დარჩენილი ქალები, მაგრამ ყველას არ შეხვდა.+ 15 შეებრალა ხალხს ბენიამინი,+ რადგან განხეთქილება ჩამოაგდო იეჰოვამ ისრაელის ტომებს შორის. 16 ბოლოს კრებულის უხუცესებმა თქვეს: „გაწყდნენ ბენიამინში ქალები, და რაღა ვუყოთ უცოლოდ დარჩენილებს?“ 17 თქვეს: „მემკვიდრეობა უნდა მიეცეს ბენიამინიდან გადარჩენილებს,+ რომ არ მოისპოს ტომი ისრაელიდან. 18 ჩვენ ვერ მივათხოვებთ მათ ჩვენს ასულებს, რადგან დაიფიცეს ისრაელის ძეებმა, წყეული იყოს, ვინც ბენიამინს ასულს მიათხოვებსო“.+

19 ბოლოს თქვეს: „ყოველწლიურად იეჰოვასთვის დღესასწაული იმართება შილოში,+ ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელიდან შექემში+ მიმავალი გზის აღმოსავლეთით და ლებონის სამხრეთით“. 20 უბრძანეს ბენიამინის ძეებს: «წადით, ვენახებში ჩასაფრდით 21 და თვალი გეჭიროთ, როცა შილოელი ასულები საცეკვაოდ+ გამოვლენ, თქვენც გამოდით ვენახებიდან, თითოეულმა მოიტაცეთ შილოელი ასული საცოლედ, და წადით ბენიამინის მიწაზე. 22 თუ გვიჩივლებენ მათი მამები ან ძმები, ჩვენ ვეტყვით: „გაგვიგეთ მათი გულისთვის, რადგან ომით ყველასთვის არ მოგვიყვანია ცოლი,+ და თქვენ რომ ნებით მიგეცათ, დამნაშავეები იქნებოდით“».+

23 ასეც მოიქცნენ ბენიამინის ძეები. მოიტაცეს მოცეკვავე ქალები+ და ცოლად წაიყვანეს. წავიდნენ თავიანთ სამკვიდროში, აიშენეს ქალაქები+ და იქ დასახლდნენ.

24 წავიდ-წამოვიდნენ ისრაელის ძეები თავ-თავიანთ ტომებსა და საგვარეულოებში; ყველა თავის სამკვიდროში წავიდა.+

25 იმ დროს მეფე არ ჰყავდა ისრაელს+ და ვისაც რა მიაჩნდა სწორად, იმას აკეთებდა.+

ნიშნავს გასანადგურებელს.

მოგვიანებით უწოდეს პტოლემაიდა. იხილეთ სქ. 21:7.

ნიშნავს მომტირლებს.

სიტყვასიტყვით — მიჰყიდა.

სიტყვასიტყვით — მიჰყიდა.

სიტყვასიტყვით — მიჰყიდა.

სიტყვასიტყვით — ჩემი ათასი.

ნიშნავს: იეჰოვა მშვიდობაა.

სიტყვასიტყვით — მეორე მოზვერი.

იხილეთ 6:26-ის სქოლიო.

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.

სიტყვასიტყვით — სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — მიჰყიდა.

ანუ გამორჩეული, მიძღვნილი, გამოცალკევებული.

ნიშნავს ყბის მაღლობს.

ნიშნავს მომხმობის წყაროს.

სიტყვასიტყვით — ღმერთებმა, მიუთითებს დაგონის აღმატებულობაზე. იხილეთ 1 სმ. 5:7; 2მფ. 19:37.

ნიშნავს დანის ბანაკს.

სიტყვასიტყვით — სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

ან საზიარო მსხვერპლი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება