რუთი
1 მსაჯულთა+ მმართველობისას ქვეყანაში შიმშილობა+ ჩამოვარდა. წავიდა ერთი კაცი იუდას ბეთლემიდან,+ თავის ცოლთან და ორ ვაჟთან ერთად, რომ მოაბის+ მიწას შეხიზვნოდა. 2 ამ კაცს ელიმელექი ერქვა, მის ცოლს — ნაომი, მის ვაჟებს კი — მახლონი და ქილიონი. ისინი ეფრათელები+ იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. მივიდნენ მოაბის მიწაზე და იქ დასახლდნენ.
3 გავიდა დრო. მოკვდა ელიმელექი, ნაომის ქმარი, და დარჩა ნაომი თავის ორ ვაჟთან ერთად, 4 რომლებმაც, მოგვიანებით, მოაბელი ქალები+ შეირთეს ცოლად; ერთს ერქვა ორფა, მეორეს კი — რუთი.+ ათიოდე წელი კიდევ დაჰყვეს იქ. 5 მოკვდა ორივე, მახლონიცა და ქილიონიც, და დარჩა ქალი შვილებისა და ქმრის გარეშე. 6 ადგა და წამოვიდა მოაბის მიწიდან თავის რძლებთან ერთად, რადგან მოაბის მიწაზე ყოფნისას გაიგო, რომ იეჰოვამ გადმოხედა თავის ხალხს+ და პური მისცა მათ.+
7 წამოვიდა იგი თავის ორივე რძალთან ერთად იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა,+ და დაადგნენ გზას, იუდას მიწაზე რომ დაბრუნებულიყვნენ. 8 ბოლოს ნაომიმ ორივე რძალს უთხრა: „წადით, დაბრუნდით თქვენს დედებთან, სახლში. იეჰოვამ გამოავლინოს სიკეთე თქვენ მიმართ,+ როგორც თქვენ გამოავლინეთ გარდაცვლილებისა და ჩემ მიმართ.+ 9 გიბოძოთ ძღვენი+ იეჰოვამ, რომ თითოეულმა თავშესაფარი+ პოვოთ თქვენ-თქვენი ქმრების სახლში“. შემდეგ აკოცა+ მათ, ისინი კი ხმამაღლა ატირდნენ, 10 ეუბნებოდნენ: „არა, შენ წამოგყვებით შენს ხალხთან“.+ 11 ნაომიმ კი უთხრა მათ: „დაბრუნდით, შვილებო. რატომ უნდა გამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ?+ 12 წადით, შვილებო, დაბრუნდით, რადგან დავბერდი საიმისოდ, რომ ქმარი მყავდეს. კიდევაც რომ ვთქვა, იმედი მაქვს, ამაღამ ქმართან ვიქნები და ვაჟებს გავაჩენ-მეთქი,+ 13 ნუთუ მათ დაზრდას დაელოდებით? ნუთუ მათ გამო მარტონი დარჩებით, უქმროდ? არა, ჩემო შვილებო, გამწარებული ვარ თქვენი მდგომარეობის გამო, რადგან იეჰოვას ხელი ჩემ წინააღმდეგაა“.+
14 მაშინ უფრო ხმამაღლა ატირდნენ. აკოცა ორფამ თავის დედამთილს, რუთი კი ჩაეკრა მას.+ 15 შემდეგ მან უთხრა: „ნახე, დაუბრუნდა შენი ქვრივი რძალი თავის ხალხსა და ღმერთებს!+ შენც დაბრუნდი შენს ქვრივ რძალთან ერთად“.+
16 რუთმა მიუგო: „ნუ მეხვეწები, მიგატოვო და წავიდე შენგან. სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ. სადაც შენ გაათევ ღამეს, მეც იქ გავათევ.+ შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება+ და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი.+ 17 სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები+ და დავიმარხები. ასე და ასე, და კიდევ უარესიც+ მიყოს იეჰოვამ, თუ სიკვდილის გარდა სხვა რამემ დაგვაშოროს“.
18 როცა დაინახა, რომ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მას გაჰყოლოდა,+ აღარაფერი უთქვამს. 19 განაგრძეს გზა და ჩავიდნენ ბეთლემში.+ მათი ჩასვლისთანავე მთელი ქალაქი შეიძრა მათ გამო;+ ქალები ამბობდნენ: „ეს ნაომია?“+ 20 მან უთხრა ქალებს: „ნაომის* ნუღარ დამიძახებთ. მარა* დამიძახეთ, რადგან მეტისმეტად გამამწარა+ ყოვლისშემძლემ.+ 21 არაფერი მაკლდა, როცა წავედი,+ იეჰოვამ კი ცარიელი დამაბრუნა.+ რატომღა უნდა დამიძახოთ ნაომი, როცა იეჰოვამ დამამცირა+ და ყოვლისშემძლემ უბედურება დამატეხა თავს?“+
22 ასე დაბრუნდა ნაომი მოაბის+ მიწიდან თავის მოაბელ რძალთან ერთად ბეთლემში,+ სადაც ქერის მკა იწყებოდა.+
2 ნაომის ქმრის ნათესავი,+ ელიმელექის საგვარეულოდან, ძალიან მდიდარი+ კაცი იყო. მას ბოაზი+ ერქვა.
2 ერთხელ მოაბელმა ქალმა, რუთმა, ნაომის სთხოვა: „წავალ და თავთავებს ავკრეფ+ იმის ყანაში, ვინც კარგი თვალით შემომხედავს“. მან მიუგო: „წადი, შვილო“. 3 ისიც წავიდა ყანაში და მომკელების კვალდაკვალ თავთავების აკრეფა დაიწყო.+ მიადგა მიწის ნაკვეთს, რომელიც ეკუთვნოდა ბოაზს,+ კაცს ელიმელექის+ საგვარეულოდან. 4 მოვიდა ბოაზი ბეთლემიდან და მომკელებს უთხრა: „იეჰოვა შეგეწიოთ“.+ მათ მიუგეს: „გაკურთხოს იეჰოვამ“.+
5 შემდეგ ახალგაზრდა კაცს, რომელიც მომკელებს მეთვალყურეობდა, ბოაზმა+ ჰკითხა: „ვისია ეს გოგო?“ 6 მან უპასუხა: „მოაბელია,+ ნაომის გამოჰყვა მოაბის მიწიდან.+ 7 გვთხოვა, მომკელების კვალდაკვალ ავკრეფ+ ძირს დაცვენილ თავთავებსო. შემოვიდა და დილიდან აქ ტრიალებს. ახლახან ჩამოჯდა ქოხში ცოტა ხნით“.+
8 მოგვიანებით ბოაზმა რუთს უთხრა: „მომისმინე, შვილო, ნუ წახვალ სხვა ყანაში თავთავების ასაკრეფად+ და ნურც სხვაგან გადახვალ, დარჩი ჩემს მოახლეებთან.+ 9 აი ჩემი სამკალი. მომკელებს გაჰყევი. ბიჭებს ვუბრძანე, ხელი არ გახლონ.+ როცა მოგწყურდება, მიდი ჭურჭლებთან და ის წყალი დალიე, რომელსაც ისინი ამოიღებენ“.+
10 ეს რომ გაიგო, პირქვე დაემხო მიწაზე, მდაბლად თაყვანი სცა+ და უთხრა: „რამ მაპოვნინა წყალობა შენს თვალში, რომ უცხოელს ყურადღება მომაქციე?“+ 11 ბოაზმა მიუგო: „ყველაფერი შევიტყვე,+ რაც დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ;+ როგორ დატოვე დედ-მამა და სამშობლო, რომ წამოსულიყავი იმ ხალხთან, რომელსაც არ იცნობდი.+ 12 იეჰოვამ გადაგიხადოს შენი საქმისამებრ+ და სრული საზღაური+ მოგეგოს ისრაელის ღვთისგან, იეჰოვასგან, რომლის ფრთებქვეშაც მოიძიე თავშესაფარი“.+ 13 მან უთხრა: „ნეტავ კვლავაც ვპოვო წყალობა შენს თვალში, ბატონო, რადგან მანუგეშე და დამამშვიდე შენი მხევალი,+ თუმცა შენს მხევალთაგან ვერც ერთს ვერ ვუტოლდები“.+
14 ჭამის დროს ბოაზმა უთხრა: „მოდი, ჭამე პური+ და ამოაწე ლუკმა ძმარში“. ისიც დაჯდა მომკელებთან. ბოაზი ქუმელს+ აწვდიდა. მან ჭამა, დანაყრდა და ცოტაოდენი კიდეც დარჩა. 15 შემდეგ ადგა თავთავების ასაკრეფად.+ ბოაზმა ბიჭებს უბრძანა: „კიდევ ააკრეფინეთ ძირს დაცვენილი თავთავები და არ შეაწუხოთ.+ 16 ძნებიდანაც ამოაძრეთ, დაუტოვეთ მას ასაკრეფად+ და არ უსაყვედუროთ“.
17 საღამომდე კრეფდა თავთავებს ყანაში.+ შემდეგ გაცეხვა,+ რაც აკრეფილი ჰქონდა, და ქერი ერთ ეფამდე+ გამოვიდა. 18 აიღო და წავიდა ქალაქში. დაინახა მისმა დედამთილმა, რაც მას აეკრიფა. შემდეგ ამოიღო ის, რაც ჭამის შემდეგ დარჩა,+ და დედამთილს მისცა.
19 ჰკითხა მას დედამთილმა: „სად აკრიფე თავთავები, სად იმუშავე? კურთხეული იყოს, ვინც მოგხედა“.+ მან მოუყვა დედამთილს, ვისთან იმუშავა და უთხრა: „ბოაზი ჰქვია იმ კაცს, ვის ყანაშიც დღეს ვიმუშავე“. 20 ნაომიმ მიუგო თავის რძალს: „აკურთხოს იგი იეჰოვამ,+ რომელიც არ აკლებს სიკეთეს*+ არც ცოცხლებსა და არც მკვდრებს“.+ ნაომიმ განაგრძო: „ჩვენი ნათესავია ეგ კაცი,+ ჩვენი ერთ-ერთი გამომსყიდველი“.+ 21 შემდეგ მოაბელმა რუთმა უთხრა: „მან ისიც მითხრა, მოდი, იყავი ჩემს ხალხთან ერთად, ვიდრე ჩემს მოსავალს სრულად არ აიღებენო“.+ 22 ნაომიმ+ მიუგო რუთს, თავის რძალს:+ „კარგია, შვილო, მის მოახლეებთან ერთად იქნები მისივე მინდორში და არავინ შეგაწუხებს“.+
23 ასე რჩებოდა იგი ბოაზის მოახლეებთან თავთავების ასაკრეფად ქერისა+ და ხორბლის მკის დამთავრებამდე და თავის დედამთილთან ცხოვრობდა.+
3 უთხრა ნაომიმ, მისმა დედამთილმა: „შვილო, თავშესაფარი+ უნდა მოგიძებნო, რომ კარგად იგრძნო თავი“. 2 ბოაზი ხომ ჩვენი ნათესავია,+ რომლის მოახლეებთან ერთადაც იყავი?! ამ საღამოს კალოზე ქერს ანიავებს.+ 3 დაიბანე, ზეთი იცხე,+ მოისხი მოსასხამი+ და კალოზე ჩადი, ოღონდ არ შეგნიშნოს, სანამ ჭამა-სმას არ დაამთავრებს. 4 ყურადღება მიაქციე, სად დაწვება, შენც იქ მიდი, გადახადე ფეხებთან და მიუწექი. ის კი გეტყვის, როგორ უნდა მოიქცე“.
5 მან მიუგო: „ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მეუბნები“. 6 ჩავიდა იგი კალოზე და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც დედამთილმა დაარიგა. 7 ამასობაში ბოაზმა ჭამა, სვა და გული რომ გაუხალისდა,+ დასაწოლად წავიდა მარცვლეულის ხვავის პირას. ცოტა ხანში რუთი უჩუმრად მივიდა, გადახადა ფეხებთან და მიუწვა. 8 შუაღამისას ბოაზი კანკალმა გააღვიძა, წამოიწია და რას ხედავს! ქალი უწევს ფეხებთან. 9 ჰკითხა: „ვინა ხარ?“ მან მიუგო: „რუთი ვარ, შენი მხევალი. გადმოაფარე შენს მხევალს შენი მოსასხამის კალთა, რადგან შენა ხარ გამომსყიდველი“.+ 10 მან უთხრა: „იეჰოვამ გაკურთხოს,+ შვილო. ახლა უფრო მეტი სიკეთე*+ გამოავლინე, ვიდრე პირველად,+ რომ ახალგაზრდებიდან არავის გაჰყევი, არც მდიდარს და არც ღარიბს. 11 ნუ გეშინია შვილო. რაც მთხოვე, ყველაფერს შეგისრულებ,+ რადგან ჩემი ხალხის ქალაქში ყველამ იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ.+ 12 მართალია, მე გამომსყიდველი ვარ,+ მაგრამ არის კიდევ ერთი — უფრო ახლო ნათესავი.+ 13 გაათიე აქ ღამე. თუ გამოგისყიდის+ დილით, ხომ კარგი, გამოგისყიდოს. მაგრამ, თუ არ მოინდომებს, მე თვითონ გამოგისყიდი. ცოცხალია იეჰოვა!+ იწექი აქ დილამდე“.
14 დილამდე მის ფეხებთან იწვა იგი და მაშინ ადგა, როცა ერთს მეორისგან ვერ გაარჩევდი. მან უთხრა: „არავინ გაიგოს, რომ კალოზე ქალი იყო“.+ 15 შემდეგ განაგრძო: „მოდი, გამიშალე მოსასხამის კალთა“. მანაც გაშალა. მისცა ბოაზმა ექვსი საწყაო* ქერი, თვითონ კი ქალაქში წავიდა.
16 რუთი რომ დედამთილთან მივიდა, მან ჰკითხა: „ვინა ხარ, შვილო?“ რუთი ყველაფერს მოუყვა, რაც ბოაზმა გაუკეთა. 17 შემდეგ განაგრძო: «ეს ექვსი საწყაო ქერი მომცა და მითხრა: „ნუ წახვალ დედამთილთან ხელცარიელი“».+ 18 მან მიუგო: „მშვიდად იყავი, შვილო, ვიდრე შეიტყობდე, როგორ დამთავრდება ეს საქმე, რადგან არ მოისვენებს ის კაცი, თუ დღესვე ბოლომდე არ მიიყვანს საქმეს“.+
4 ავიდა ბოაზი კარიბჭესთან+ და იქ დაჯდა. და აი, გამოიარა გამომსყიდველმა, რომელზეც ბოაზი ლაპარაკობდა.+ მან დაუძახა იმ კაცს, რომლის სახელიც სახსენებელი არ არის: „მოდი, დაჯექი“. ისიც მივიდა და ჩამოჯდა. 2 შემდეგ მოიხმო ქალაქის ათი უხუცესი+ და უთხრა მათ: „დასხედით“. ისინიც დასხდნენ.
3 მან გამომსყიდველს უთხრა:+ «მოაბის მიწიდან+ დაბრუნებული ნაომი ჩვენი ძმის, ელიმელექის+ მიწის ნაკვეთს ყიდის. 4 ვიფიქრე, უნდა შემეტყობინებინა შენთვის და მეთქვა: „იყიდე+ ხალხისა და უხუცესების თანდასწრებით.+ თუ გამოისყიდი, გამოისყიდე, მაგრამ თუ არ გამოისყიდი, მითხარი, რომ ვიცოდე, რადგან შენ შემდეგ გამომსყიდველი+ მე ვარ“». მან მიუგო: „გამოვისყიდი“.+ 5 მაშინ ბოაზმა უთხრა: „რომელ დღესაც ნაომის ხელიდან იყიდი მიწას, მოაბელი რუთისგანაც უნდა იყიდო, რომელსაც ქმარი ჰყავს მკვდარი, რათა გარდაცვლილის მემკვიდრეობა კვლავ მისი სახელით იწოდებოდეს“.+ 6 გამომსყიდველმა მიუგო: „ვერ გამოვისყიდი, რადგან შეიძლება ჩემი მემკვიდრეობა დავაქციო. ჩემ მაგივრად შენ ისარგებლე გამომსყიდველის უფლებით და გამოისყიდე, რადგან მე ვერ გამოვისყიდი“.
7 ასეთი ჩვეულება იყო უწინ ისრაელში, რომ გამოსყიდვის უფლებისა და გაცვლის დასადასტურებლად კაცს სანდალი+ უნდა გაეხადა და მოძმისთვის მიეცა. ეს მოწმობის ნიშანი იყო ისრაელში. 8 ასე რომ, გამომსყიდველმა უთხრა ბოაზს: „შენ გამოისყიდე“. და სანდალი+ გაიხადა. 9 ბოაზმა უხუცესებსა და ხალხს მიმართა: „თქვენა ხართ მოწმეები+ დღეს, რომ მე ვყიდულობ ნაომის ხელიდან ყველაფერს, რაც ელიმელექს, ქილიონსა და მახლონს ეკუთვნოდა. 10 მახლონის ცოლს, მოაბელ რუთსაც, მე გამოვისყიდი და ცოლად შევირთავ, რათა გარდაცვლილის+ მემკვიდრეობა კვლავ მისი სახელით იწოდებოდეს და მის ძმებს შორის და მისი ქალაქის კარიბჭესთან კვლავ იხსენიებოდეს მისი სახელი. თქვენ ამის მოწმენი+ გახდით დღეს“.
11 კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესებმა მიუგეს: „ვამოწმებთ! აკურთხოს იეჰოვამ შენს სახლში შემომავალი ცოლი, რომ იყოს რახელივით+ და ლეასავით,+ რომლებმაც ისრაელის სახლი ააშენეს.+ ღირსეულად იქცევი ეფრათაში+ და სახელს იხვეჭ ბეთლემში.+ 12 იეჰოვამ მოგცეს ამ ახალგაზრდა ქალისგან შთამომავალი+ და თამარის მიერ იუდასთვის ნაშობი ფერეცის სახლივით გახდეს შენი სახლი“.+
13 წაიყვანა ბოაზმა რუთი ცოლად და დაწვა მასთან. აკურთხა იგი იეჰოვამ, დაორსულდა+ და გააჩინა ვაჟი. 14 უთხრეს ქალებმა+ ნაომის: „კურთხეული იყოს იეჰოვა,+ რომელმაც არ დაუშვა, რომ დღეს გამომსყიდველს უარი ეთქვა გამოსყიდვაზე. გაცხადდეს მისი სახელი ისრაელში. 15 მან განგიახლა სიცოცხლე* და ის იზრუნებს შენზე შენს სიბერეში,+ რადგან შენმა მოყვარულმა რძალმა,+ რომელიც შვიდ ძეს გირჩევნია,+ გააჩინა იგი. 16 ნაომიმ აიყვანა ბავშვი და გულში ჩაიკრა. ის გახდა მისი გამზრდელი. 17 მეზობელმა+ ქალებმა ობედი+ დაარქვეს სახელად და ამბობდნენ: „ნაომის ვაჟი შეეძინა“. ის არის დავითის მამის, იესეს+ მამა.
18 ესენი არიან ფერეცის შთამომავლები:+ ფერეცს შეეძინა ხეცრონი,+ 19 ხეცრონს — რამი, რამს+ — ამინადაბი, 20 ამინადაბს+ — ნახშონი,+ ნახშონს — სალმონი, 21 სალმონს+ — ბოაზი, ბოაზს+ — ობედი, 22 ობედს — იესე,+ იესეს — დავითი.+
ნიშნავს ჩემს სიამოვნებას.
ნიშნავს მწარეს.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
იხილეთ 2:20-ის სქოლიო.
თალმუდისტების აზრით, ეს იყო 6 სეა ანუ 44 ლიტრი, რამდენის ტარებაც თავით იყო შესაძლებელი.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.