სამუელის* პირველი წიგნი
ბერძნული სეპტუაგინტის მიხედვით — პირველი წიგნი მეფეების შესახებ
1 ეფრემის+ მთიან მხარეში ცხოვრობდა ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან,+ სახელად ელკანა,+ ცუფის+ ვაჟის, თოხუს ვაჟის, ელიჰუს ვაჟის იეროხამის ვაჟი; ეფრემელი იყო იგი. 2 ორი ცოლი ჰყავდა, ერთს ხანა ერქვა, მეორეს — ფენინა. ფენინას ჰყავდა შვილები, ხანა კი უშვილო იყო.+ 3 ყოველწლიურად ადიოდა ის კაცი თავისი ქალაქიდან შილოში,+ რომ თაყვანი ეცა+ და მსხვერპლი შეეწირა ლაშქართა* ღვთისთვის, იეჰოვასთვის. იქ ელის ვაჟები, ხოფნი და ფინხასი,+ მღვდლებად ემსახურებოდნენ იეჰოვას.+
4 დადგა დღე, როცა ელკანამ მსხვერპლი შესწირა და ფენინას, თავის ცოლს, თავის ვაჟებსა და ასულებს დაუნაწილა,+ 5 ხანას კი მხოლოდ ერთი წილი მისცა, თუმცა მას ხანა უყვარდა;+ საშვილოსნო დაეხშო იეჰოვას მისთვის.+ 6 მისი მეტოქე ამწარებდა,+ გულს სტკენდა, რაკი საშვილოსნო დაუხშო მას იეჰოვამ. 7 ასე იქცეოდა იგი ყოველწლიურად,+ როცა ხანა უფლის სახლში ადიოდა.+ ასე ამწარებდა იგი ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა. 8 ერთხელ ელკანამ, თავისმა ქმარმა ჰკითხა: „ხანა, რატომ ტირი და რატომ არაფერს ჭამ, რატომ გაქვს გული დამწუხრებული?+ განა ათ ვაჟს არ გირჩევნივარ?“+
9 ადგა ხანა მას შემდეგ, რაც ჭამეს და სვეს შილოში. ამ დროს მღვდელი ელი იეჰოვას ტაძრის კარის წირთხლთან+ იჯდა. 10 სულგამწარებული+ ხანა ლოცულობდა იეჰოვას+ წინაშე და მწარედ ტიროდა.+ 11 მან აღთქმა დაუდო ღმერთს:+ „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, თუ მოხედავ შენი მხევლის გაჭირვებას+ და გამიხსენებ,+ არ დაივიწყებ შენს მხევალს და მისცემ ვაჟს, იეჰოვას მივუძღვნი მას მთელი მისი სიცოცხლე; სამართებელი არ მიეკარება მის თავს“.+
12 დიდხანს ლოცულობდა+ იგი იეჰოვას წინაშე, ელი კი მას პირზე აკვირდებოდა. 13 ხანა გულში ლაპარაკობდა;+ ბაგეებს ამოძრავებდა, მაგრამ მისი ხმა არ ისმოდა, ამიტომ ელის მთვრალი ეგონა.+ 14 უთხრა მას ელიმ: „როდემდე უნდა იყო მთვრალი!+ გამოფხიზლდი“. 15 ხანამ მიუგო: „არა, ჩემო ბატონო, ერთი სულგამწარებული* ქალი ვარ, არც ღვინო დამილევია და არც სხვა მათრობელი სასმელი; იეჰოვას წინაშე ვღვრი ჩემს სულს*.+ 16 უვარგისი+ ქალი ნუ გეგონება შენი მხევალი; დიდი წუხილი და სიმწარე მალაპარაკებდა ამდენს“.+ 17 ელიმ უთხრა: „წადი მშვიდობით,+ ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“.+ 18 მან მიუგო: „წყალობა პოვოს შენს თვალში შენმა მხევალმა“.+ წავიდა ქალი, ჭამა+ და აღარ დამწუხრებია სახე.+
19 ადგნენ დილაადრიან, თაყვანი სცეს იეჰოვას და შინ დაბრუნდნენ რამაში.+ დაწვა+ ელკანა ხანასთან, თავის ცოლთან და გაიხსენა იეჰოვამ იგი.+ 20 დაორსულდა ხანა წლის დასაწყისში. ვაჟი გააჩინა და სამუელი დაარქვა,+ რადგან ამბობდა, იეჰოვას ვთხოვეო+ მისი თავი.
21 გავიდა ხანი და ისევ ავიდა ელკანა თავის სახლეულობასთან ერთად, რომ იეჰოვასთვის ყოველწლიური მსხვერპლი შეეწირა+ და აღთქმა შეესრულებინა.+ 22 ხანა არ ასულა;+ თავის ქმარს უთხრა: „როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ,+ წავიყვან, წარვუდგენ იეჰოვას და სულ იქ იცხოვრებს“.+ 23 ელკანამ, მისმა ქმარმა,+ მიუგო: „როგორც გერჩივნოს, ისე მოიქეცი.+ იყავი სახლში, სანამ ბავშვს ძუძუს მოსწყვეტ, ოღონდ აგისრულოს იეჰოვამ თავისი სიტყვა“.+ დარჩა ქალი სახლში და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ ძუძუს მოსწყვეტდა.+
24 როგორც კი ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი, თან წაიყვანა სამი წლის ხარი, წაიღო ერთი ეფა ფქვილი და დიდი დოქი ღვინო,+ და მივიდა იეჰოვას სახლში, შილოში.+ ბავშვიც თან ჰყავდა. 25 დაკლეს ხარი და ბავშვი ელის მიუყვანეს.+ 26 ქალმა უთხრა: „მაპატიე, ჩემო ბატონო, იცოცხლოს ჩემმა ბატონმა,+ მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი და იეჰოვას წინაშე ვლოცულობდი.+ 27 ამ ბავშვს ვთხოვდი+ ლოცვაში იეჰოვას, რომ შეესრულებინა ჩემი სათხოვარი.+ 28 ახლა იეჰოვას მივაბარე იგი+ და მთელი სიცოცხლე იეჰოვასთვის იქნება მიძღვნილი“.
და თაყვანი სცა იქ ელკანამ იეჰოვას.+
„იეჰოვას შეწევნით ხარობს ჩემი გული,+
იეჰოვას შეწევნით განდიდდა ჩემი რქა*.+
გაიხსნა ჩემი ბაგე მტრების წინააღმდეგ
და შენი ხსნით გავიხარე.+
3 ხალხო, ნუ ლაპარაკობთ ამდენს ასე ქედმაღლურად,
დაუფიქრებლად ნურაფერს წარმოთქვამს თქვენი ბაგე,+
რადგან ცოდნის ღმერთია იეჰოვა+
და ყველაფერს სწორად აფასებს.+
5 მაძღრები თავს პურზე აქირავებენ,+
მშივრები კი აღარ შიმშილობენ.+
უშვილომ შვიდი გააჩინა,+
მრავალშვილიანი კი აღარ არის.+
8 საწყალს მტვრიდან წამოაყენებს,+
ღარიბს — სანაგვიდან,+
რათა წარჩინებულებთან დასვას; დიდების ტახტს+ ამკვიდრებინებს მათ.+
იეჰოვასია დედამიწის საყრდენები,+
მათზე აფუძნებს ნაყოფიერ მიწას.
9 იცავს თავის ერთგულთა ნაბიჯებს,+
ბოროტები კი სიბნელეში არიან დადუმებულნი,+
რადგან ვერ იმარჯვებს კაცი საკუთარი ძალით.+
10 შეძრწუნდებიან იეჰოვასთან მოკამათენი,+
იგი ზეციდან დაიგრგვინებს მათზე.+
იეჰოვა გაასამართლებს დედამიწის კიდეებს,+
რათა ძალა მისცეს თავის მეფეს+
11 დაბრუნდა ელკანა რამაში, თავის სახლში, ბავშვი კი იეჰოვას მსახურად+ დარჩა მღვდელ ელისთან.
12 ელის უვარგისი ვაჟები ჰყავდა;+ არ ცნობდნენ იეჰოვას.+ 13 ასე ასრულებდნენ ხალხის წინაშე მღვდლის მოვალეობას:+ როცა ვინმე მსხვერპლს სწირავდა, მღვდლის დამხმარე მოვიდოდა ხორცის ხარშვისას სამკაპით ხელში+ 14 და ჩაყოფდა ავზში ან ორყურა ქვაბში, ან კარდალაში, ან ცალყურა ქვაბში; რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა თავისთვის. ასე ექცეოდნენ შილოში მისულ ისრაელებს.+ 15 მღვდლის დამხმარე ქონის აბოლებამდეც+ მიდიოდა შემწირველთან და ეუბნებოდა: „მომეცი ხორცი მღვდლისთვის შესაწვავად; მოხარშული არ უნდა, უმი მომეცი“.+ 16 თუ ეტყოდნენ, ჯერ ქონი ააბოლონ+ და მერე წაიღე ის, რასაც შენი სული მოისურვებსო,+ იგი მიუგებდა, არა, ახლავე მომეცი, თორემ წაგართმევო.+ 17 დიდად სცოდავდნენ დამხმარეები იეჰოვას წინაშე,+ რადგან უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ იეჰოვას შესაწირავს.+
18 მსახურობდა ყმაწვილი სამუელი+ იეჰოვას წინაშე; სელის ეფოდი ეცვა.+ 19 დედა პატარა მოსასხამს უმზადებდა და ყოველ წელს აჰქონდა, როცა ქმართან ერთად ადიოდა ხოლმე ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირავად.+ 20 აკურთხა+ ელიმ ელკანა და მისი ცოლი და უთხრა: „იეჰოვამ მოგცეს ამ ქალისგან შთამომავლობა მიბარებულის ნაცვლად, რომელიც იეჰოვას მიაბარე“.+ და შინ დაბრუნდნენ ისინი. 21 მოხედა იეჰოვამ ხანას,+ დაორსულდა ის და სამი ვაჟი და ორი ასული გააჩინა;+ სამუელი კი იეჰოვასთან იზრდებოდა.+
22 ძალიან მოხუცდა ელი. ესმოდა,+ როგორ ექცეოდნენ+ მისი ვაჟები მთელ ისრაელს, როგორ წვებოდნენ ქალებთან,+ რომლებიც შეხვედრის კარვის შესასვლელთან მსახურობდნენ,+ 23 და ეუბნებოდა მათ:+ „რატომ იქცევით ასე?+ ცუდი ამბები მომდის ხალხისგან თქვენზე.+ 24 არ გინდათ,+ შვილებო, არ არის კარგი, რაც თქვენზე მესმის, გზა-კვალს რომ ურევთ იეჰოვას ხალხს.+ 25 თუ კაცი კაცს შესცოდავს,+ ღმერთი შეარიგებს მას,+ მაგრამ თუ კაცი იეჰოვას შესცოდავს,+ ვინ ილოცებს მისთვის?“+ არ უსმენდნენ მამის ხმას,+ რადგან იეჰოვამ მათი სიკვდილი ინება.+ 26 იზრდებოდა სამუელი და უფრო და უფრო მოსაწონი ხდებოდა იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც.+
27 მივიდა ღვთის კაცი+ ელისთან და უთხრა: «ასე ამბობს იეჰოვა: „განა არ გამოვეცხადე შენი მამა-პაპის სახლს, როცა მონები იყვნენ ეგვიპტეში, ფარაონის სახლში?+ 28 ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა ტომიდან,+ რომ მღვდლად ემსახურა, ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე+ შესაწირავის ასაბოლებლად და ჩემ წინაშე ეტარებინა ეფოდი. მე მივეცი ისრაელის ძეების ცეცხლში დასაწვავი ყველა შესაწირავი შენი მამა-პაპის სახლს.+ 29 რატომ ჰკრავთ წიხლს ჩემს მსხვერპლსა+ და შესაწირავს, რისი მიტანაც ვბრძანე ჩემს სამყოფელში?+ შენ შენს ვაჟებს უფრო მეტ პატივს სცემ, ვიდრე მე, და სუქდებით+ ისრაელი ხალხის შესაწირავის საუკეთესო წილით“.+
30 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ვამბობდი, შენი და შენი მამა-პაპის სახლი მარადიულად ივლის-მეთქი ჩემ წინაშე“.+ ახლა კი ასე ამბობს იეჰოვა: „აღარ გავაკეთებ ასე, რადგან ვინც პატივს მომაგებს,+ მეც იმას მივაგებ პატივს,+ და ვინც არაფრად მაგდებს, დამცირდება“.+ 31 დადგება დრო, როცა მოგკვეთთ მკლავებს შენ და შენი მამა-პაპის სახლს, და აღარ იქნება მოხუცებული შენს სახლში.+ 32 მტერს დაინახავ ჩემს სამყოფელში, როცა კარგი დრო დაუდგება ისრაელს.+ არასოდეს იქნება მოხუცებული შენს სახლში. 33 ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რომ თვალები დაგიბრმავდეს და სული შეგიწუხდეს; შენი სახლეულობიდან უმეტესობა მახვილით გაწყდება.+ 34 შენს ვაჟებზე, ხოფნისა და ფინხასზე,+ აი ეს ნიშანი ასრულდება: ორივენი ერთ დღეს დაიხოცებიან.+ 35 გამოვაჩენ ერთგულ მღვდელს+ და იმას გააკეთებს, რაც ჩემს გულსა და სულშია. ავუშენებ მას მტკიცე სახლს და ყოველთვის ჩემი ცხებულის+ წინაშე ივლის. 36 ვინც დარჩება+ შენი სახლიდან, მივა და მდაბლად თაყვანს სცემს გასამრჯელოსთვის და პურისთვის, და ეტყვის, დამაყენე სამღვდლო საქმეზე, რომ ლუკმა პური ვჭამოო».+
3 მაშინ ყმაწვილი სამუელი იეჰოვას ემსახურებოდა+ ელისთან. იმ დროს იშვიათად ცხადდებოდა+ იეჰოვას სიტყვა;+ არც ხილვები+ იყო ხშირი.
2 ერთ დღეს ელი იწვა. მას თვალთ აკლდა+ და ვერ ხედავდა. 3 ჯერ არ ჩამქრალიყო ღვთის ლამპარი. სამუელი იეჰოვას ტაძარში იწვა,+ სადაც ღვთის კიდობანი იყო. 4 იეჰოვამ სამუელს მოუხმო. მან მიუგო: „აქა ვარ“.+ 5 გაიქცა ელისთან და უთხრა: „აქა ვარ, რომ მეძახდი“. მან მიუგო: „არ დამიძახია, წადი, დაწექი“. ისიც წავიდა და დაწვა. 6 კვლავ მოუხმო იეჰოვამ: „სამუელ!“+ ადგა სამუელი, ელისთან მივიდა და უთხრა: „აქა ვარ, რომ მეძახდი“. მან მიუგო: „არ დამიძახია, შვილო,+ წადი, დაწექი“. 7 (სამუელი ჯერ არ იცნობდა იეჰოვას, ჯერ არ გამოსცხადებოდა მას იეჰოვას სიტყვა).+ 8 მესამედაც დაუძახა იეჰოვამ: „სამუელ!“ წამოდგა, ელისთან მივიდა და უთხრა: „აქა ვარ, ხომ დამიძახე“.
მიხვდა ელი, რომ იეჰოვა ეძახდა ყმაწვილს. 9 ბოლოს ელიმ სამუელს უთხრა: „წადი, დაწექი და თუ კიდევ მოგიხმობს, ასე უთხარი, მითხარი, იეჰოვა, გისმენს-თქო შენი მსახური“. წავიდა სამუელი და დაწვა.
10 მივიდა იეჰოვა, დადგა და წინანდებურად მოუხმო: „სამუელ, სამუელ!“ სამუელმა მიუგო: „მითხარი, გისმენს შენი მსახური“.+ 11 უთხრა იეჰოვამ სამუელს: „ისეთ რამეს მოვახდენ+ ისრაელში, რომ ვინც გაიგებს, ყურები შუილს დაუწყებს.+ 12 ყველაფერს ავუხდენ ელის, რაც მის სახლეულობაზე ვთქვი, თავიდან ბოლომდე.+ 13 უთხარი მას, რომ სამარადისოდ გავასამართლებ მის სახლეულობას+ იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან იცის,+ რადგან წყევლიან ღმერთს მისი ვაჟები,+ ის კი არ კიცხავს მათ.+ 14 ამიტომ დავიფიცე ელის სახლეულობაზე, რომ დანაშაულის გამო ელის სახლეულობა ვერასდროს გათავისუფლდება დასჯისგან მსხვერპლითა და შესაწირავით“.+
15 დილამდე იწვა სამუელი. შემდეგ გააღო იეჰოვას სახლის კარები.+ ეშინოდა სამუელს, ელისთვის ეთქვა ხილვაში ნანახი.+ 16 მოუხმო ელიმ სამუელს: „სამუელ, შვილო!“ მან მიუგო: „აქა ვარ“. 17 მან უთხრა: „რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ.+ ასე გიყოს ღმერთმა და უარესიც,+ თუ მის ნათქვამ ერთ სიტყვას მაინც დამიმალავ“. 18 სამუელი ყველაფერს მოუყვა, არაფერი დაუმალავს. მან მიუგო: „ეს იეჰოვაა. გააკეთოს, რასაც ინებებს“.+
19 იზრდებოდა სამუელი და იეჰოვა იყო მასთან.+ არც ერთი მისი სიტყვა არ დარჩენილა შეუსრულებელი*.+ 20 გაიგო მთელმა ისრაელმა დანიდან ბეერ-შებამდე,+ რომ სამუელი იეჰოვას წინასწარმეტყველად იყო დანიშნული.+ 21 კვლავ ცხადდებოდა იეჰოვა+ შილოში მას შემდეგ, რაც იეჰოვა სამუელს იეჰოვას სიტყვით გამოეცხადა.+
4 სამუელის სიტყვები მთელმა ისრაელმა გაიგო.
გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და ებენეზერთან+ დაბანაკდა; ფილისტიმელები კი აფეკში+ დაბანაკდნენ. 2 დაირაზმნენ ფილისტიმელები+ ისრაელის წინააღმდეგ; ცუდად წარიმართა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან,+ რომლებმაც ოთხი ათასი კაცი მოკლეს ბრძოლის ველზე. 3 როცა ხალხი ბანაკში დაბრუნდა, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: „რატომ დაგვამარცხა იეჰოვამ დღეს ფილისტიმელებთან?+ წამოვიღოთ შილოდან იეჰოვას შეთანხმების კიდობანი,+ რათა ჩვენ შორის იყოს და გვიხსნას მტრის ხელიდან“. 4 გაგზავნეს კაცები შილოში და წამოიღეს იქიდან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ქერუბიმებზე მჯდომის,+ შეთანხმების კიდობანი. ელის ვაჟები, ხოფნი და ფინხასიც, ჭეშმარიტი ღვთის შეთანხმების კიდობანთან იყვნენ.+
5 როგორც კი შეიტანეს ბანაკში იეჰოვას შეთანხმების კიდობანი, ყიჟინა დასცა+ მთელმა ისრაელმა და მიწა შეიძრა. 6 მოესმათ ფილისტიმელებს ყიჟინი და ამბობდნენ: „ეს რა ყიჟინია+ ებრაელების ბანაკში?“ ბოლოს გაიგეს, რომ იეჰოვას კიდობანი მიეტანათ ბანაკში. 7 შეეშინდათ ფილისტიმელებს და თქვეს: „ღმერთი მისულა მათ ბანაკში!+ ვაი ჩვენ! ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. 8 ვაი ჩვენ! ვინ გვიხსნის დიდებული ღვთის ხელიდან? ეს ის ღმერთია, რომელმაც ყველანაირად გვემა ეგვიპტე უდაბნოში.+ 9 გამბედაობა და ვაჟკაცობა მოიკრიბეთ, ფილისტიმელებო, რათა არ ემსახუროთ ებრაელებს, როგორც ისინი გემსახურებიან.+ ვაჟკაცურად იყავით და იბრძოლეთ!“ 10 შეებრძოლნენ ფილისტიმელები და დამარცხდა ისრაელი;+ ყველა თავის კარვისკენ გაიქცა.+ დიდი ხოცვა-ჟლეტის+ გამო ოცდაათი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.+ 11 წაიღო მტერმა ღვთის კიდობანი;+ დაიხოცნენ ელის ვაჟები, ხოფნი და ფინხასი.+
12 ერთი ბენიამინელი კაცი ბრძოლის ველიდან გაიქცა და შილოში ჩავიდა, ტანსაცმელშემოხეული+ და თავზე მტვერდაყრილი.+ 13 იქ მისულმა დაინახა ელი, რომელიც გზის პირას იჯდა და იცდიდა, რადგან გული უთრთოდა ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის გამო.+ მივიდა ის კაცი, შეატყობინა ქალაქს, რაც მოხდა, და ატირდა მთელი ქალაქი. 14 მოესმა ელის ტირილის ხმა და თქვა: „ეს რა აურზაურია?“+ ის საჩქაროდ მივიდა ელისთან, რომ ეცნობებინა, რაც მოხდა 15 (ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ელი, წართმეული ჰქონდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა).+ 16 უთხრა იმ კაცმა ელის: „ბრძოლის ველიდან მოვდივარ, დღეს გამოვიქეცი ბრძოლის ველიდან“. მან ჰკითხა: „რა მოხდა, შვილო?“ 17 ამბის მომტანმა მიუგო: „უკუიქცა ისრაელი ფილისტიმელთაგან და სასტიკად დამარცხდა ხალხი.+ შენი ვაჟები, ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ,+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი კი წაღებულია“.+
18 ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის ხსენებაზე უკან გადავარდა ელი, კარიბჭესთან დავარდა, კისერი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცი იყო და მძიმე. ორმოცი წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული. 19 მისი რძალი, ფინხასის ცოლი ორსულად იყო და უკვე უნდა ემშობიარა. როცა გაიგო ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის წაღებისა და მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი, ჩაიკეცა და იმშობიარა, რადგან ნაადრევად დაეწყო ტკივილები.+ 20 უკვე კვდებოდა, როცა თავზე მდგომმა ქალებმა უთხრეს: „ნუ გეშინია, ვაჟი გეყოლა“.+ არაფერი უპასუხებია, რადგან ამის გული არ ჰქონდა. 21 მან ბიჭს იქაბოდი*+ დაარქვა და თქვა: „წაღებულია ისრაელის დიდება“,+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის წაღებისა და მამამთილისა და ქმრის გამო.+ 22 ამბობდა: „წაღებულია ისრაელის დიდება,+ რადგან წაიღეს ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი“.+
5 ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი+ ფილისტიმელებმა ებენეზერიდან აშდოდში+ გადაიტანეს. 2 წაიღეს ფილისტიმელებმა ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი, დაგონის სახლში მიიტანეს და გვერდით დაუდგეს დაგონს.+ 3 ადგნენ აშდოდელები დილით ადრე და ნახეს, რომ დაგონი პირქვე ეგდო იეჰოვას კიდობნის წინ.+ აიღეს დაგონი და ისევ თავის ადგილზე დააყენეს.+ 4 ადგნენ მეორე დღეს დილით ადრე და ნახეს, რომ იეჰოვას კიდობნის წინ ისევ პირქვე ეგდო დაგონი, მისი თავი და ორივე ხელის მტევანი კი ზღურბლთან ეყარა;+ მხოლოდ თევზის ტანი* შერჩენოდა. 5 აშდოდში დაგონის ზღურბლზე დღემდე ამიტომ არ ადგამენ ფეხს დაგონის ქურუმები და დაგონის სახლში შემსვლელები.
6 დამძიმდა იეჰოვას ხელი+ აშდოდელებზე; შეაძრწუნა ისინი და ბუასილი+ შეჰყარა აშდოდსა და მთელ იმ მიწას. 7 ხედავდნენ აშდოდელები, რაც ხდებოდა, და ამბობდნენ: „ნუ გავაჩერებთ ისრაელის ღვთის კიდობანს ჩვენ შორის, რადგან დამძიმდა მისი ხელი ჩვენზე და ჩვენს ღმერთზე*, დაგონზე“.+ 8 გაგზავნეს კაცები, შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს?“ ბოლოს თქვეს: „გათში+ გადავიტანოთ ისრაელის ღვთის კიდობანი“, და ისრაელის ღვთის კიდობანი იქ წაიღეს.
9 იქ რომ მიიტანეს, იეჰოვას ხელმა+ აურზაური შეიტანა ქალაქში; დაჰკრა ქალაქის მცხოვრებლებს და დიდიან-პატარიანად ყველას ბუასილი+ შეჰყარა. 10 ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი ეკრონში+ გადაიტანეს. როგორც კი ეკრონში მიიტანეს ღვთის კიდობანი, ეკრონელებმა ყვირილი მორთეს: „ჩვენთან მოიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ დავიხოცოთ ჩვენცა და ჩვენი ხალხიც!“+ 11 გაგზავნეს კაცები, შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „წაიღეთ აქედან ისრაელის ღვთის კიდობანი და თავის ადგილზე დააბრუნეთ, რომ არც ჩვენ დავიხოცოთ და არც ჩვენი ხალხი“. სიკვდილის შიშით აურზაურმა მოიცვა ქალაქი.+ მეტისმეტად დამძიმდა იქ ჭეშმარიტი ღვთის ხელი;+ 12 ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუასილი+ შეეყარა. შველას ითხოვდნენ და ცამდე აღწევდა მათი ღაღადი.+
6 შვიდი თვე იყო იეჰოვას კიდობანი+ ფილისტიმელთა მიწაზე. 2 მოუხმეს ფილისტიმელებმა ქურუმებსა და მკითხავებს+ და უთხრეს: „რა ვუყოთ იეჰოვას კიდობანს? გვითხარით, როგორ გადავიტანოთ თავის ადგილზე“. 3 მათ მიუგეს: „მსხვერპლის გარეშე არ დააბრუნოთ ისრაელის ღვთის კიდობანი და დანაშაულის შესაწირავი+ მიუტანეთ მას; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებოდათ მისი ხელი“. 4 მათ ჰკითხეს: „რა უნდა მივუტანოთ დანაშაულის შესაწირავად?“ მათ მიუგეს: „ფილისტიმელ მთავართა+ რიცხვის მიხედვით ბუასილის ხუთი ოქროს კვანძი და ხუთი ოქროს თაგვი*, რადგან ერთი სატანჯველი გაქვთ თქვენც და თქვენს მთავრებსაც. 5 გააკეთეთ თქვენი ბუასილის კვანძებისა და თქვენი მიწის გამჩანაგებელი თაგვების+ გამოსახულებები და დიდება მიაგეთ+ ისრაელის ღმერთს. იქნებ შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთსა და თქვენს მიწაზე.+ 6 რატომ უნდა გაიჯიუტოთ გული, როგორც ეგვიპტემ და ფარაონმა გაიჯიუტეს?+ განა არ გაუშვეს მათ ხალხი,+ როცა გაამწარა+ ისინი? 7 გააკეთეთ ერთი ახალი ურემი,+ მოიყვანეთ ორი უღელდაუდგმელი+ მეწველი ძროხა, შეაბით ძროხები ურემში, მათი ხბოები კი სახლში გაუშვით. 8 აიღეთ იეჰოვას კიდობანი, დადგით ურემზე, დანაშაულის+ შესაწირავად გასატანებელი ოქროს ნივთები+ სკივრში ჩააწყვეთ და გვერდზე მიუდგით. გაუშვით და წავიდეს, 9 ოღონდ უყურეთ: თუ ის ბეთ-შემეშის+ გზას დაადგება, მას დაუტეხია ჩვენს თავს ეს დიდი უბედურება, თუ არადა, მისი ხელი არ შეგვხებია, შემთხვევით+ მოგვივიდა ასე“.
10 ასეც მოიქცა ხალხი. მოიყვანეს ორი მეწველი ძროხა და შეაბეს ურემში, მათი ხბოები კი სახლში დაამწყვდიეს. 11 დააწყვეს ურემზე+ იეჰოვას კიდობანი და სკივრი, რომელშიც ოქროს თაგვები და თავიანთი ბუასილის კვანძების გამოსახულებები ეწყო. 12 ძროხები პირდაპირ ბეთ-შემეშის+ გზას დაადგნენ, მიდიოდნენ და ბღაოდნენ, არც მარჯვნივ უხვევდნენ და არც მარცხნივ. უკან ფილისტიმელთა მთავრები+ მიჰყვებოდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე. 13 ბეთ-შემეშელები ხორბალს მკიდნენ+ ველზე. როცა აიხედეს და კიდობანი დაინახეს, გაუხარდათ. 14 ურემი ბეთ-შემეშელი იეჰოშუას ყანაში შევიდა და იქ გაჩერდა ლოდთან. დაჩეხეს ურემი და ძროხები+ დასაწვავ შესაწირავად შესწირეს იეჰოვას.+
15 ჩამოიღეს ლევიანებმა+ იეჰოვას კიდობანი და სკივრი, რომელშიც ოქროს ნივთები ეწყო, და იმ ლოდზე დადგეს. ბეთ-შემეშელებმაც+ შესწირეს დასაწვავი შესაწირავი, ისინი მთელ დღეს სწირავდნენ მსხვერპლს იეჰოვას.
16 დაინახა ეს ფილისტიმელთა ხუთივე მთავარმა+ და ისინი იმავე დღეს უკან გაბრუნდნენ ეკრონში. 17 აი ის ოქროს კვანძები, რომლებიც ფილისტიმელებმა დანაშაულის შესაწირავად მიუტანეს იეჰოვას:+ ერთი აშდოდისთვის,+ ერთი ღაზისთვის,+ ერთი აშკელონისთვის,+ ერთი გათისთვის+ და ერთიც ეკრონისთვის.+ 18 ოქროს თაგვები კი იმდენი იყო, რამდენი ქალაქიც ფილისტიმელთა ხუთ მთავარს ჰქონდა, გამაგრებული ქალაქებიდან დაწყებული დასახლებებით დამთავრებული.
დღემდე მოწმეა ის ლოდი, რომელზეც იეჰოვას კიდობანი დადგეს ბეთ-შემეშელი იეჰოშუას ყანაში. 19 დახოცა მან ბეთ-შემეშელები,+ რადგან იეჰოვას კიდობანს დაუწყეს ყურება; დახოცა მან სამოცდაათი კაცი — ერთი და ორმოცდაათი ათასი კაცი* — მეორე. დაიწყეს გლოვა, რადგან გაჟლიტა ხალხი იეჰოვამ.+ 20 ბეთ-შემეშელებმა თქვეს: „ვინ დაუდგება წინ წმინდა ღმერთს,+ იეჰოვას, და ვისთან წავა იგი ჩვენგან?“+ 21 გაუგზავნეს მაცნეები კირიათ-იეარიმელებს+ და შეუთვალეს, ფილისტიმელებმა იეჰოვას კიდობანი დააბრუნეს, ჩამოდით და აიტანეთო.+
7 ავიდნენ კირიათ-იეარიმელები+ და იეჰოვას კიდობანი აბინადაბის სახლში+ აიტანეს გორაზე, მისი ვაჟი ელეაზარი კი იეჰოვას კიდობნის დასაცავად განწმინდეს.
2 გავიდა ოცი წელი მას შემდეგ, რაც კიდობანი კირიათ-იეარიმში დადგეს; ისრაელის მთელი სახლი იეჰოვას შესტიროდა.+ 3 უთხრა სამუელმა ისრაელის მთელ სახლს: „თუ მთელი გულით უბრუნდებით იეჰოვას,+ მოიშორეთ უცხო ღმერთები+ და აშთორეთები;+ ურყევად მიმართეთ გული იეჰოვასკენ, მხოლოდ მას ემსახურეთ+ და გიხსნით ის ფილისტიმელთა ხელიდან“.+ 4 მოიშორეს ისრაელის ძეებმა ბაალები+ და აშთორეთები+ და მხოლოდ იეჰოვას ემსახურებოდნენ.
5 სამუელმა თქვა: „შეკრიბეთ მიცფასთან+ მთელი ისრაელი+ და თქვენთვის ლოცვით შევევედრები+ იეჰოვას“. 6 შეიკრიბნენ მიცფასთან, მოიტანეს წყალი, დაღვარეს იეჰოვას წინაშე და იმარხულეს იმ დღეს,+ ამბობდნენ: „შევცოდეთ იეჰოვას“.+ სამართალს განიკითხავდა+ სამუელი ისრაელის ძეებს შორის მიცფაში.
7 გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის ძეები მიცფაში შეკრებილიყვნენ, და გამოვიდნენ ფილისტიმელთა მთავრები+ ისრაელის ძეების წინააღმდეგ. გაიგეს ეს ისრაელის ძეებმა და შეეშინდათ ფილისტიმელების.+ 8 უთხრეს ისრაელის ძეებმა სამუელს: „ნუ დადუმდები, შველა სთხოვე ჩვენი გულისთვის იეჰოვას, ჩვენს ღმერთს,+ რათა გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან“. 9 მოიყვანა სამუელმა მეძუძური ბატკანი და შესწირა იეჰოვას მთლიანად დასაწვავ შესაწირავად;+ მოუხმო სამუელმა იეჰოვას ისრაელის საშველად+ და იეჰოვამაც უპასუხა.+ 10 როცა სამუელი დასაწვავ შესაწირავს სწირავდა, ფილისტიმელები მიუახლოვდნენ ისრაელს საბრძოლველად. იმ დღეს დიდი ხმით+ დაიგრგვინა იეჰოვამ ფილისტიმელების წინააღმდეგ, რათა თავზარი დაეცა მათთვის;+ ასე დამარცხდნენ ისინი ისრაელის წინაშე.+ 11 გამოცვივდნენ ისრაელები მიცფიდან, დაედევნენ ფილისტიმელებს და გზადაგზა ხოცავდნენ მათ ბეთ-ქარის სამხრეთამდე. 12 აიღო სამუელმა ქვა,+ დადო მიცფასა და იეშანას შორის და ებენეზერი* უწოდა. ასე თქვა: „ამ დრომდე გვეხმარება იეჰოვა“.+ 13 დაიმორჩილეს ფილისტიმელები და აღარ მისულან ისინი ისრაელის მიწაზე.+ ფილისტიმელების წინააღმდეგ იყო მიმართული იეჰოვას ხელი სამუელის სიცოცხლეში.+ 14 ისრაელი უკან იბრუნებდა ფილისტიმელების მიერ წართმეულ ქალაქებს, ეკრონიდან გათამდე; ამ ქალაქების მიწებიც გამოიხსნეს ისრაელებმა ფილისტიმელთა ხელიდან.
მშვიდობა იყო ისრაელსა და ამორეველებს შორის.+
15 სამუელი მთელი სიცოცხლე ისრაელის მსაჯული იყო.+ 16 ყოველწლიურად დადიოდა ბეთელში,+ გილგალსა+ და მიცფაში,+ სამართალს განიკითხავდა ისრაელში+ ყველა ამ ადგილას 17 და რამაში+ ბრუნდებოდა, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქ უჩენდა სამართალს ისრაელს. იქ აუშენა სამსხვერპლო იეჰოვას.+
8 როცა მოხუცდა სამუელი, თავისი ვაჟები დააყენა+ ისრაელის მსაჯულებად. 2 მის პირმშოს იოელი+ ერქვა, მეორეს კი — აბია.+ ბეერ-შებაში იყვნენ ისინი მსაჯულებად. 3 არ დადიოდნენ მისი ვაჟები მისი გზით,+ უკანონო შემოსავლის მიღებისკენ იყვნენ მიდრეკილნი,+ ქრთამს+ იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.+
4 შეიკრიბნენ ისრაელის უხუცესები,+ მივიდნენ სამუელთან რამაში 5 და უთხრეს: „შენ მოხუცდი, შენი ვაჟები კი შენი გზით არ დადიან. დაგვიყენე მეფე,+ როგორც სხვა ერებსა ჰყავთ, სამართალი რომ გაგვიჩინოს“. 6 არ მოეწონა სამუელს მათი ნათქვამი, მეფე დაგვიყენე და იმან გაგვიჩინოს სამართალიო, და მიმართა სამუელმა იეჰოვას ლოცვით.+ 7 უთხრა იეჰოვამ სამუელს:+ „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეუბნებიან,+ რადგან შენ კი არ უარგყვეს, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.+ 8 ეგვიპტიდან გამოყვანის+ დღიდან დღემდე ისინი ყველა საქმეში აჩვენებენ, რომ მიმატოვეს+ და სხვა ღმერთებს ემსახურებიან;+ შენც ასევე გექცევიან. 9 გაუგონე მათ, ოღონდ გააფრთხილე და უთხარი, რა უფლებამოსილება ექნება მეფეს, რომელიც მათზე იმეფებს“.+
10 უთხრა სამუელმა იეჰოვას სიტყვები ხალხს, რომელიც მეფეს სთხოვდა. 11 მან უთხრა: „აი რა იქნება მეფის უფლებამოსილება,+ თქვენზე რომ იმეფებს: წაიყვანს თქვენს ვაჟებს+ და დაიყენებს მეეტლეებად+ და მხედრებად,+ ზოგი კი მისი ეტლების წინ ირბენს.+ 12 დანიშნავს ათასისთავებსა+ და ორმოცდაათისთავებს,+ ზოგს — მხვნელად,+ ზოგს — მომკელად,+ ზოგს კი — საომარი იარაღისა+ და ეტლების+ აღჭურვილობის დამამზადებლებად. 13 თქვენს ასულებს მენელსაცხებლეებად, მზარეულებად და მცხობელებად წაიყვანს.+ 14 თქვენს საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა+ და ზეთისხილის ბაღებს+ თავის მსახურებს მისცემს. 15 თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან მეათედს წაიღებს+ და თავის კარისკაცებსა+ და მსახურებს მისცემს. 16 წაიყვანს თქვენს მსახურებსა და მოახლეებს, საუკეთესო საქონელსა და ვირებს და თავისი საქმისთვის გამოიყენებს.+ 17 მეათედს წაიყვანს თქვენი ფარიდან,+ თქვენ კი მისი მსახურები გახდებით. 18 შეღაღადებთ თქვენი მეფის გამო,+ რომელსაც აირჩევთ, მაგრამ იეჰოვა არ გიპასუხებთ იმ დღეს“.+
19 არ მოუსმინა ხალხმა სამუელის ხმას+ და თქვა: „არა, უნდა გვყავდეს მეფე 20 და ჩვენც სხვა ერებივით უნდა ვიყოთ!+ ჩვენმა მეფემ უნდა განიკითხოს სამართალი და ის უნდა წაგვიძღვეს ბრძოლებში!“ 21 მოისმინა სამუელმა ხალხის სიტყვები და უთხრა იეჰოვას.+ 22 მიუგო იეჰოვამ სამუელს: „გაუგონე მათ და დაუყენე მეფე“.+ უთხრა სამუელმა ისრაელებს: „წადით თქვენ-თქვენს ქალაქებში“.
9 ბენიამინის ტომში იყო ერთი კაცი, სახელად კიში,+ აბიელის ვაჟი, ცერორის ვაჟი, ბექორათის ვაჟი, აფიახის ვაჟი, ბენიამინელი,+ ძალიან მდიდარი.+ 2 ჰყავდა ვაჟი, რომელსაც საული ერქვა,+ მაღალი და ლამაზი. ისრაელის ძეებს შორის არავინ იყო მასზე ლამაზი, ერთი თავით მაღალი იყო ყველაზე.+
3 ერთხელ საულის მამას, კიშს, ვირები+ დაეკარგა. უთხრა კიშმა საულს: „ადექი, წაიყვანე რომელიმე მსახური და მოძებნე ვირები“. 4 მოიარა ეფრემის+ მთიანი მხარე, შალიშას+ მიწა, მაგრამ ვირები ვერსად იპოვა; მოიარეს შაალიმის მიწაც, მაგრამ არც იქ იყვნენ; ბენიამინელთა მიწაც მოიარეს, მაგრამ ვერც იქ იპოვეს.
5 მივიდნენ ცუფის მიწაზე და უთხრა საულმა მსახურს, რომელიც თან ახლდა: „მოდი, დავბრუნდეთ, თორემ გადაავიწყდება მამაჩემს ვირები და ჩვენზე იდარდებს“.+ 6 მან კი მიუგო: „ამ ქალაქში ღვთის კაცია,+ პატივცემული. რასაც ამბობს, ყველაფერი სრულდება.+ იქ წავიდეთ, იქნებ გვითხრას, რა გზას დავადგეთ“. 7 საულმა თავის მსახურს უთხრა: „წავიდეთ, მაგრამ რა მივუტანოთ?+ გუდაში პური გამოგველია, ძღვენიც+ არაფერი გვაქვს, რომ ჭეშმარიტი ღვთის კაცს მივუტანოთ. გვაქვს რამე?“ 8 მსახურმა საულს მიუგო: „მეოთხედი შეკელი+ ვერცხლი მაქვს, ამას მივცემ ჭეშმარიტი ღვთის კაცს და გვეტყვის, რა გზას დავადგეთ“ 9 (ადრე, როცა ღვთის საძიებლად მიდიოდნენ, ასე ამბობდნენ, წამო, წინასწარმხილველთან+ წავიდეთო. ვისაც დღეს წინასწარმეტყველს ეძახიან, ადრე წინასწარმხილველს ეძახდნენ). 10 საულმა თავის მსახურს უთხრა: „მართალს ამბობ,+ წამო, წავიდეთ“. წავიდნენ ისინი ქალაქში, სადაც ჭეშმარიტი ღვთის კაცი იყო.
11 ქალაქის აღმართზე წყლის მოსატანად+ მიმავალი გოგონები დაინახეს და ჰკითხეს: „არის აქ სადმე წინასწარმხილველი?“+ 12 მათ მიუგეს: „არის, თქვენ წინ წავიდა. იჩქარეთ, დღეს მოვიდა ქალაქში ხალხისთვის მაღლობზე+ მსხვერპლის შესაწირავად.+ 13 ქალაქში შესვლისთანავე იპოვით მას; ჯერ არ იქნება მაღლობზე ასული საჭმელად. არ შეჭამს ხალხი მის მისვლამდე, რადგან მან უნდა აკურთხოს მსხვერპლი;+ მხოლოდ ამის შემდეგ შეჭამენ მიწვეულები. ახლავე ადით, სწორედ ახლა იპოვით მას“. 14 ისინიც ავიდნენ ქალაქში. შუა ქალაქში შეხვდა მათ მაღლობისკენ მიმავალი სამუელი.
15 საულის მისვლამდე ერთი დღით ადრე გამოუცხადა+ იეჰოვამ სამუელს: 16 „ხვალ ამ დროს, ბენიამინელ+ კაცს გამოგიგზავნი. ის უნდა სცხო+ ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლად. ის იხსნის ჩემს ხალხს ფილისტიმელთა ხელიდან,+ რადგან დავინახე ჩემი ხალხის გაჭირვება და მათმა ღაღადმა ჩემამდე მოაღწია“.+ 17 დაინახა სამუელმა საული და უთხრა მას იეჰოვამ: „აი ის კაცი, რომელზეც გითხარი, ჩემს ხალხზე იმმართველებს-მეთქი“.+
18 მივიდა საული სამუელთან კარიბჭის შუაში და ჰკითხა: „წინასწარმხილველის სახლს ხომ ვერ მიმასწავლი?“ 19 მიუგო სამუელმა საულს: „მე ვარ წინასწარმხილველი. წამოდით მაღლობზე; დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ,+ დილით კი გაგიშვებ და ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს.+ 20 ნუ გადარდებს+ სამი დღის წინ დაკარგული ვირები,+ რადგან უკვე იპოვეს. ვისია ისრაელის მთელი საუნჯე,+ თუ არა შენი და მამაშენის მთელი სახლისა?!“ 21 საულმა მიუგო: „მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი+ ტომიდან,+ ბენიამინის ტომის საგვარეულოებს შორის კი ჩემი საგვარეულო ყველაზე უმნიშვნელოა.+ რატომ მეუბნები ამას?“+
22 შეიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური სასადილო დარბაზში და მოწვეულთა თავში დასხა;+ ოცდაათამდე კაცი იქნებოდა. 23 უთხრა სამუელმა მზარეულს: „გამოიტანე ის ნაწილი, რომელიც ჩაგაბარე და გითხარი, შეინახე-მეთქი“. 24 გამოიტანა მზარეულმა მთლიანი ბარკალი და წინ დაუდო საულს. სამუელმა უთხრა: „ეს გადანახული ნაჭერია. წინ დაიდე და ჭამე. ამ დროისთვის გადაგინახეს, რომ მოწვეულებთან ერთად გეჭამა“. ჭამა საულმა იმ დღეს სამუელთან ერთად. 25 ჩამოვიდნენ მაღლობიდან+ ქალაქში და ბანზე განაგრძო მან საულთან საუბარი.+ 26 ადგნენ დილაადრიან და განთიადისას ბანზე გაიხმო სამუელმა საული: „ადექი, რომ გაგგზავნო“. ადგა საული და ორივენი, ისიც და სამუელიც გარეთ გავიდნენ. 27 ქალაქის ნაპირზე რომ ეშვებოდნენ, უთხრა სამუელმა საულს: „შენს მსახურს უთხარი,+ წინ იაროს, შენ კი გაჩერდი, რომ ღვთის სიტყვა გაგიცხადო“. წინ წავიდა იგი.
10 აიღო სამუელმა დოქით+ ზეთი, თავზე დაასხა საულს, აკოცა+ და უთხრა: «იეჰოვამ გცხო თავისი სამკვიდროს+ წინამძღოლად.+ 2 დღეს ჩემგან რომ წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის+ სამარხთან ბენიამინის მიწაზე, ცელცახთან; ისინი გეტყვიან: „იპოვეს ვირები, რომელთა საძებნელადაც იყავი წამოსული; თქვენზე დარდით სულ გადაავიწყდა მამაშენს ვირები.+ ამბობს, სად მოვძებნო ჩემი შვილიო“.+ 3 გასცდები იმ ადგილს და მიხვალ თაბორის დიდ ხესთან, სადაც ბეთელში+ ჭეშმარიტ ღმერთთან მიმავალ სამ კაცს შეხვდები. ერთს სამი თიკანი+ ეყოლება თან, მეორეს სამი პური+ ექნება და მესამეს — დიდი დოქი ღვინო.+ 4 მოგიკითხავენ+ და ორ პურს მოგცემენ, თქვენც გამოართვით. 5 ახვალთ ჭეშმარიტი ღვთის მაღლობზე,+ სადაც ფილისტიმელთა ჯარი+ დგას. ქალაქში შესვლისას მაღლობიდან ჩამომავალ+ წინასწარმეტყველთა ჯგუფს შეხვდებით,+ რომელთაც წინ მოუძღვებიან დაირით,+ სალამურით,+ ქნარითა+ და სხვა სიმებიანი საკრავით,+ თვითონ კი იწინასწარმეტყველებენ. 6 ამოქმედდება შენზე იეჰოვას სული,+ შენც მათთან ერთად დაიწყებ წინასწარმეტყველებას+ და სხვა კაცად იქცევი. 7 როცა ეს ნიშნები+ აგიხდება, ის გააკეთე, რაც შენს ხელს ძალუძს,+ რადგან ჭეშმარიტი ღმერთია შენთან.+ 8 ჩემზე ადრე ჩახვალ გილგალში,+ მერე კი მეც ჩამოვალ დასაწვავი მსხვერპლისა და მშვიდობის+ მსხვერპლის შესაწირავად. შვიდ+ დღეს დამელოდე, სანამ არ მოვალ და არ გეტყვი, რა გააკეთო».
9 როგორც კი გაბრუნდა სამუელისგან, ღმერთმა გული გარდაუქმნა;+ ყველა ის ნიშანი+ ახდა იმ დღეს. 10 ავიდნენ მაღლობზე, სადაც წინასწარმეტყველთა ჯგუფს შეხვდნენ; მაშინვე ამოქმედდა მასზე ღვთის სული+ და მათთან ერთად დაიწყო წინასწარმეტყველება.+ 11 ვინც მას იცნობდა და დაინახა, რომ წინასწარმეტყველებთან ერთად წინასწარმეტყველებდა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რა დაემართაო კიშის ვაჟს. საულიც გაწინასწარმეტყველდაო?+ 12 ერთმა იქაურმა კაცმა იკითხა: „ვინ არის მათი მამა?“ მას შემდეგ ამბობენ,+ ნუთუ საულიც წინასწარმეტყველებსო?
13 დაასრულა წინასწარმეტყველება და მაღლობზე ავიდა. 14 საულის მამის ძმამ მას და მის მსახურს ჰკითხა: „სად იყავით?“ მათ მიუგეს: „ვირების+ საძებნელად წავედით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ და სამუელთან მივედით“. 15 საულის ბიძამ ჰკითხა: „მითხარით, რა გითხრათ სამუელმა?“ 16 საულმა მიუგო: „გვითხრა, ნაპოვნია ვირებიო და ასეც ყოფილა“. მეფობის ამბავი კი, რაზეც სამუელი ელაპარაკა, არ გაუმხელია.+
17 მოუხმო სამუელმა ხალხს იეჰოვასთან მიცფაში+ 18 და უთხრა ისრაელის ძეებს: «აი რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა:+ „მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან+ და მე გიხსენით ეგვიპტისა და თქვენი შემავიწროებელი სამეფოების ხელიდან.+ 19 თქვენ კი უარყავით თქვენი ღმერთი,+ რომელმაც გიხსნათ ბოროტებისა და გასაჭირისგან; ამბობდით, მეფე დაგვიყენეო. დადექით ახლა იეჰოვას წინაშე ტომთა+ და ათასეულთა მიხედვით“».
20 გამოიყვანა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი+ და ბენიამინის ტომი გამოირჩა.+ 21 მერე ბენიამინის ტომი და მათი საგვარეულოები გამოიყვანა და მატრიელთა საგვარეულო გამოირჩა,+ ბოლოს კი — კიშის ვაჟი საული.+ ეძებეს იგი, მაგრამ ვერ იპოვეს. 22 ჰკითხეს+ იეჰოვას: „უკვე მოვიდა ის კაცი?“ იეჰოვამ მიუგო: „აი, ბარგს არის ამოფარებული“.+ 23 გაიქცნენ და გამოიყვანეს. ხალხში რომ ჩადგა, ერთი თავით მაღალი იყო ყველაზე.+ 24 უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: „ხედავთ, ვინ ამოირჩია იეჰოვამ?+ მთელ ხალხში არავინაა მისი მსგავსი“. ხმამაღლა შესძახა ხალხმა: „დღეგრძელი იყოს მეფე!“+
25 სამუელი ხალხს მეფის უფლებამოსილებაზე+ ელაპარაკა, წიგნში ჩაწერა და იეჰოვას წინაშე დადო, რის შემდეგაც სამუელმა ყველა თავ-თავის სახლში გაუშვა, 26 საულიც თავის სახლში წავიდა გიბაში.+ თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებსაც ღმერთი შეეხო.+ 27 უვარგისები+ ამბობდნენ, ამან როგორ უნდა გვიხსნასო.+ არაფრად ჩააგდეს იგი+ და არც ძღვენი მიართვეს,+ მას კი არაფერი უთქვამს.+
11 წავიდა ამონელი+ ნახაში და გალაადის იაბეშთან+ დაბანაკდა, რომ შებრძოლებოდა მას. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: „დაგვიდე შეთანხმება და შენ გემსახურებით“.+ 2 ამონელმა ნახაშმა მიუგო: „ჯერ მარჯვენა თვალებს დაგთხრით მთელი ისრაელის შესარცხვენად+ და მერე დაგიდებთ შეთანხმებას“.+ 3 იაბეშის უხუცესებმა მიუგეს: „შვიდი დღე მოგვეცი, რომ მაცნეები დავგზავნოთ მთელ ისრაელში, და თუ მხსნელი+ არავინ გამოგვიჩნდა, თქვენთან წამოვალთ“. 4 მივიდნენ მაცნეები საულის გიბაში+ და ყველაფერი უამბეს ხალხს. მთელი ხალხი ხმამაღლა ატირდა.+
5 იმ დროს მინდვრიდან ნახირს მოუყვებოდა საული. იკითხა საულმა: „რა მოუვიდა ხალხს, რატომ ტირის?“ უთხრეს მას იაბეშელების ნათქვამი. 6 ამ სიტყვების მოსმენაზე ამოქმედდა საულზე+ ღვთის სული და აენთო მისი რისხვა.+ 7 დაკუწა ორი ხარი, მაცნეების ხელით ნაჭრები მთელ ისრაელში დაგზავნა+ და შეუთვალა მათ: „ასე დაემართება იმის საქონელს, ვინც საულსა და სამუელს არ გაჰყვება!“+ ხალხი იეჰოვას+ შიშმა+ მოიცვა და როგორც ერთი კაცი, ისე გამოვიდნენ.+ 8 აღრიცხა+ მან ხალხი ბეზეკში: ისრაელის ძეები იყვნენ სამასი ათასი და იუდეველები — ოცდაათი ათასი. 9 უთხრეს მაცნეებს: „უთხარით გალაადის იაბეშის მცხოვრებთ, ხვალ იქნება თქვენი ხსნა, როცა მზე დააცხუნებს-თქო“.+ წავიდნენ მაცნეები და გადასცეს ამბავი იაბეშელებს და მათაც გაიხარეს. 10 იაბეშელებმა ამონელებს შეუთვალეს, ხვალ გამოვალთ და როგორც გენებოთ, ისე მოგვექეცითო.+
11 მეორე დღეს საულმა+ ხალხი სამად დაყო,+ შევიდნენ შუა ბანაკში დილის გუშაგობისას+ და ამოწყვიტეს ამონელები,+ სანამ დაცხებოდა. გადარჩენილები კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი.+ 12 უთხრა ხალხმა სამუელს: „ვინ ამბობდა, ნუთუ საული უნდა იყოს ჩვენი მეფეო?!+ გამოიყვანეთ, რომ დავხოცოთ!“+ 13 მაგრამ საულმა თქვა: „დღეს არავინ მოკვდება,+ რადგან დღეს იხსნა იეჰოვამ ისრაელი“.+
14 შემდეგ სამუელმა უთხრა ხალხს: „გილგალში+ წავიდეთ მეფობის განსამტკიცებლად“.+ 15 წავიდა მთელი ხალხი გილგალში და გაამეფეს საული იეჰოვას წინაშე.+ შესწირეს მშვიდობის მსხვერპლი* იეჰოვას; დიდად ხარობდა საული და მთელი ისრაელი.+
12 მიმართა სამუელმა მთელ ისრაელს: „მოგისმინეთ, რასაც მოითხოვდით,+ რომ მეფე დამეყენებინა თქვენთვის,+ 2 და, აი, წინ მიგიძღვით მეფე.+ მე მოვხუცდი,+ გავჭაღარავდი,+ ჩემი ვაჟები კი თქვენთან არიან.+ სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით.+ 3 აქა ვარ, მამხილეთ იეჰოვასა და მისი ცხებულის+ წინაშე, თუ წამირთმევია ვინმესთვის ხარი ან ვირი,+ თუ გამომიძალავს ვინმესთვის რამე ან თუ დამიჩაგრავს, თუ ამიღია ვინმეს ხელიდან ქრთამი საქმეზე თვალის დასახუჭავად,+ და აგინაზღაურებთ“.+ 4 მათ მიუგეს: „არც არავისთვის არაფერი გამოგიძალავს, არც დაგიჩაგრივართ და არც არავის ხელიდან აგიღია რამე“.+ 5 მან უთხრა მათ: „იეჰოვაა მოწმე, მისი ცხებულიც+ მოწმეა დღეს, რომ ვერაფერი პოვეთ ჩემს ხელში“.+ მათ მიუგეს: „მოწმეა!“
6 სამუელმაც უთხრა ხალხს: «იეჰოვაა მოწმე, რომელმაც მოსესა და აარონის მეშვეობით გამოიყვანა თქვენი მამა-პაპა ეგვიპტის მიწიდან.+ 7 დადექით, რომ განგსაჯოთ იეჰოვას წინაშე და გიამბოთ იეჰოვას სიმართლის საქმეებზე,+ რაც მან თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის გააკეთა.
8 როცა იაკობი ეგვიპტეში ჩავიდა+ და თქვენმა მამა-პაპამ იეჰოვას შველა სთხოვა,+ გაგზავნა იეჰოვამ მოსე+ და აარონი, რომ გამოეყვანათ თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან და ამ ადგილზე დაესახლებინათ,+ 9 მაგრამ დაივიწყეს მათ იეჰოვა, თავიანთი ღმერთი,+ და მანაც ჩაუგდო* ისინი ხელში+ ხაცორის ჯარის მეთაურს, სისერას,+ ფილისტიმელებსა+ და მოაბის მეფეს+ და ებრძოდნენ ისინი მათ. 10 შველა სთხოვეს იეჰოვას:+ „შევცოდეთ,+ რადგან მივატოვეთ იეჰოვა და ბაალებსა+ და აშთორეთებს+ ვემსახურებოდით. გვიხსენი+ ჩვენი მტრის ხელიდან და შენ გემსახურებით“. 11 გამოგზავნა იეჰოვამ იერუბაალი,+ ბედანი, იფთახი+ და სამუელი+ და გიხსნათ თქვენ ირგვლივ მცხოვრები მტრების ხელიდან, რათა უსაფრთხოდ გეცხოვრათ.+ 12 როცა დაინახეთ, რომ ამონელთა მეფე ნახაში+ თქვენ წინააღმდეგ გამოვიდა, მეუბნებოდით, არა, მეფემ იმეფოს ჩვენზეო,+ როცა იეჰოვა, თქვენი ღმერთი იყო თქვენი მეფე.+ 13 დაგიყენათ იეჰოვამ თქვენი არჩეული მეფე,+ რომელიც მოითხოვეთ.+ 14 თუ გექნებათ იეჰოვას შიში,+ მას ემსახურებით,+ მის ხმას მოუსმენთ+ და არ ეურჩებით+ იეჰოვას ბრძანებას, მაშინ თქვენ და თქვენი მეფე თქვენი ღვთის, იეჰოვას მიმდევრები იქნებით; 15 მაგრამ თუ არ გაუგონებთ იეჰოვას ხმას+ და ეურჩებით იეჰოვას ბრძანებას,+ მაშინ იეჰოვას ხელი იქნება თქვენი და თქვენი მამების წინააღმდეგ.+ 16 დადექით და უყურეთ, რა დიდებულ საქმეს მოიმოქმედებს იეჰოვა თქვენ თვალწინ. 17 დღეს ხომ ხორბლის მკის+ დღეა? მოვუხმობ+ იეჰოვას, რომ ჭექა-ქუხილი და წვიმა მოავლინოს;+ მაშინ გაიგებთ და დაინახავთ, რომ დიდი ბოროტება ჩაიდინეთ+ იეჰოვას თვალში, მეფე რომ მოითხოვეთ».
18 მოუხმო სამუელმა იეჰოვას+ და მოავლინა იეჰოვამ ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს;+ ხალხს ძალიან შეეშინდა იეჰოვასი და სამუელისა. 19 სთხოვა ხალხმა სამუელს: „შეევედრე+ იეჰოვას, შენს ღმერთს, შენს მსახურთა გულისთვის, რადგან არ გვინდა სიკვდილი; ჩვენს ცოდვებს ხომ ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ“.
20 უთხრა სამუელმა ხალხს: „ნუ გეშინიათ,+ კი ჩაიდინეთ ეს ბოროტება, მაგრამ მთავარია, არ განუდგეთ იეჰოვას+ და მთელი გულით ემსახუროთ იეჰოვას.+ 21 არ გაჰყვეთ უსარგებლო+ არარაობას,+ რაც ვერ გიხსნით, რადგან არარაობაა. 22 არ მიატოვებს იეჰოვა+ თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო,+ რადგან თვითონ იეჰოვამ მოისურვა, რომ მისი ხალხი გამხდარიყავით.+ 23 არ შევცოდავ იეჰოვას და არ შევწყვეტ თქვენთვის ლოცვას;+ მე გასწავლით+ კარგ+ და სწორ გზას, 24 ოღონდ გეშინოდეთ+ იეჰოვასი და ჭეშმარიტებით ემსახურეთ მას მთელი გულით,+ რადგან ხედავთ, რა დიდებული საქმეები მოიმოქმედა მან თქვენთვის;+ 25 მაგრამ თუ ბოროტებას ჩაიდენთ,+ თქვენც აღიგვებით და თქვენი მეფეც“.+
13 საული იყო ...* წლისა, როცა გამეფდა+ და უკვე ორი წელი მეფობდა ისრაელზე. 2 ამოირჩია საულმა ისრაელიდან სამი ათასი კაცი; ორი ათასი კაცი საულთან იყო მიქმაშსა+ და ბეთელის მთიან მხარეში, ათასი კაცი კი — იონათანთან+ ბენიამინის გიბაში.+ დანარჩენები თავ-თავიანთ კარვებში გაუშვა. 3 შეუტია იონათანმა ფილისტიმელთა+ ჯარს+ გებაში+ და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. ჩაჰბერა საულმა საყვირს+ მთელი მიწის გასაგონად და თქვა: „მოისმინეთ, ებრაელებო!“ 4 მთელმა ისრაელმა მოისმინა: „გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა ჯარი და მეტისმეტად შეიძულეს+ ისრაელი ფილისტიმელებმა“. შეიკრიბა ხალხი, რომ საულს გაჰყოლოდა გილგალში.+
5 ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელთან საბრძოლველად; გამოიყვანეს ოცდაათი ათასი საომარი ეტლი,+ ექვსი ათასი მხედარი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი.+ ავიდნენ მიქმაშში და იქ დაბანაკდნენ, ბეთ-ავენის+ აღმოსავლეთით. 6 დაინახეს ისრაელებმა, რომ გაუჭირდათ,+ რადგან შევიწროებულნი იყვნენ; ხალხი გამოქვაბულებს,+ მღვიმეებს, კლდეებს, ჯურღმულებსა და ჭებს აფარებდა თავს. 7 ებრაელები იორდანის+ გაღმაც გადავიდნენ გადისა+ და გალაადის მიწაზე, საული კი გილგალში იყო და მთელი ხალხი კანკალით მიჰყვებოდა მას.+ 8 შვიდ დღეს უცდიდა იგი სამუელს დათქმულ დრომდე+ და არ მოდიოდა სამუელი გილგალში, საულს კი ხალხი ეფანტებოდა. 9 ბოლოს საულმა თქვა: „მომიტანეთ დასაწვავი მსხვერპლი და მშვიდობის მსხვერპლი*“, და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი.+
10 დაამთავრა თუ არა დასაწვავი მსხვერპლის შეწირვა, სამუელიც მოვიდა. გავიდა საული, რომ შეგებებოდა და ეკურთხებინა.+ 11 უთხრა მას სამუელმა: „ეს რა ჩაიდინე!“+ საულმა მიუგო: „დავინახე, რომ ხალხი მეფანტებოდა,+ შენც არ მოდიოდი დათქმულ დროს,+ ფილისტიმელები კი მიქმაშში+ იკრიბებოდნენ. 12 ვთქვი,+ დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი იეჰოვას გული ჯერ არ მომილბია-მეთქი. თავი ვალდებულად ჩავთვალე+ და შევწირე დასაწვავი მსხვერპლი“.
13 მიუგო სამუელმა საულს: „უგუნურად მოიქეცი,+ არ დაიცავი იეჰოვას, შენი ღვთის მცნება,+ რომელიც გიბრძანა;+ რომ დაგეცვა, იეჰოვა სამარადისოდ განამტკიცებდა შენს სამეფოს და იმმართველებდი ისრაელზე. 14 ახლა კი შეირყევა შენი სამეფო.+ იეჰოვა თვითონ მოძებნის გულით სასურველ კაცს+ და დანიშნავს მას იეჰოვა თავისი ხალხის წინამძღოლად,+ რადგან შენ არ დაიცავი იეჰოვას ბრძანება“.+
15 ადგა სამუელი და გილგალიდან ბენიამინის გიბაში წავიდა. აღრიცხა საულმა ხალხი და ექვსასამდე კაცი იყო მასთან.+ 16 საული, მისი ვაჟი იონათანი და მათთან დარჩენილი ხალხი ბენიამინის გიბაში+ გაჩერდნენ, ფილისტიმელები კი მიქმაშში+ იყვნენ დაბანაკებულნი. 17 გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მძარცველთა სამი რაზმი;+ ერთი რაზმი ოფრასკენ+ წავიდა, შუალის მიწისკენ, 18 მეორე რაზმი — ბეთ-ხორონისკენ,+ მესამე კი — საზღვრისკენ, რომელიც ცებოიმის ველს გადაჰყურებს, უდაბნოს.
19 არ იყო ისრაელის მთელ მიწაზე მჭედელი, რადგან ფილისტიმელებს ნათქვამი ჰქონდათ, ებრაელებმა არ გააკეთონო არც მახვილი და არც შუბი.+ 20 ისრაელები ფილისტიმელებთან ჩადიოდნენ და მათ ალესვინებდნენ სახნისებს, თოხებს, ცულებსა და ნამგლებს.+ 21 თითო ფიმი* ღირდა სახნისის, თოხისა და სამკაპის გალესვა და სახრის+ შეკეთება. 22 ბრძოლის დღეს საულთან და იონათანთან მყოფთაგან არავის ეჭირა ხელში მახვილი+ და შუბი საულისა+ და მისი ვაჟის, იონათანის გარდა.
23 ფილისტიმელთა მოწინავე+ ჯარი მიქმაშის+ ვიწრო ხევისკენ გაემართა.
14 საულის ვაჟმა იონათანმა+ თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „წამო, გაღმა გავიდეთ, სადაც ფილისტიმელთა მოწინავე ჯარი დგას“. მამისთვის კი არაფერი უთქვამს.+ 2 საული გიბას+ მახლობლად იყო, ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში; თან ექვსასი კაცი ახლდა+ 3 (ეფოდს ატარებდა+ შილოში+ იეჰოვას მღვდლის, ელის+ ვაჟის, ფინხასის+ ვაჟის, იქაბოდის+ ძმის, ახიტუბის+ ვაჟი ახია). არ იცოდა ხალხმა, რომ იონათანი წასული იყო. 4 გასასვლელებს შორის, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა მოწინავე ჯართან+ უნდოდა მისვლა, ორივე მხარეს კლდის შვერილი იყო; ერთს ბოცეცი ერქვა, მეორეს კი — სენე. 5 ერთი შვერილი მიქმაშის+ გასწვრივ იყო ჩრდილოეთით, მეორე კი — გებას+ გასწვრივ სამხრეთით.
6 იონათანმა თავის მსახურს, საჭურველთმტვირთველს უთხრა: „წამო, გაღმა გავიდეთ, სადაც იმ წინადაუცვეთელთა+ მოწინავე ჯარი დგას, იქნებ გაგვამარჯვებინოს იეჰოვამ; ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას, ბევრითაც იხსნის და მცირედითაც“.+ 7 მისმა საჭურველთმტვირთველმა მიუგო: „ის გააკეთე, რაც გულში გაქვს, იქით წადი, საითაც გინდა. შენთანა ვარ ყველაფერში, რაც შენს გულს სწადია“.+ 8 იონათანმა უთხრა: „გადავიდეთ და დავენახვოთ. 9 თუ გვეტყვიან, შეჩერდით, თქვენთან მოვალთო, გავჩერდეთ, ფეხი არ მოვიცვალოთ და არ ავიდეთ მათთან; 10 მაგრამ თუ გვეტყვიან, ამოდითო, ავიდეთ; იეჰოვა ჩაგვიგდებს მათ ხელში და ნიშანი+ იქნება ეს ჩვენთვის“.
11 ორივენი დაენახვნენ ფილისტიმელთა მოწინავე ჯარს. ფილისტიმელებმა თქვეს: „გამოდიან ებრაელები გამოქვაბულებიდან, სადაც იმალებოდნენ“.+ 12 მოწინავე ჯარმა იონათანსა და მის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „ამოდით და გიჩვენებთ სეირს!“+ მაშინვე უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: „მომყევი, რადგან იეჰოვამ ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს“.+ 13 ფორთხვით ადიოდა+ იონათანი, საჭურველთმტვირთველი კი უკან მიჰყვებოდა. ეცემოდნენ ისინი იონათანის წინაშე,+ მისი საჭურველთმტვირთველი კი მის უკან იდგა და ხოცავდა მათ.+ 14 პირველ ჯერზე იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ოცამდე კაცი მოკლეს დაახლოებით ნახევარი დღის სახნავ მიწაზე.
15 შიშმა+ შეიპყრო ბანაკი და მთელი მოწინავე ჯარი. მძარცველთა რაზმიც+ კი შიშმა მოიცვა; ზანზარი დაიწყო მიწამ+ და ღვთის შიშმა მოიცვა იქაურობა.+ 16 გაიხედეს საულის გუშაგებმა ბენიამინის გიბადან+ და რას ხედავენ! აქეთ-იქით აწყდება ხალხი.+
17 საულმა თავისთან მყოფ ხალხს უთხრა: „აღრიცხეთ ხალხი და ნახეთ, ვინ არის წასული“. აღრიცხეს და ნახეს, რომ იონათანი და მისი საჭურველთმტვირთველი იქ არ იყვნენ. 18 უთხრა საულმა ახიას:+ „მოიტანე ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი!“+ (ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი იმ დღეს ისრაელის ძეებთან იყო).+ 19 სანამ საული მღვდელს ელაპარაკებოდა,+ ფილისტიმელთა ბანაკში აურზაური უფრო და უფრო მატულობდა. საულმა მღვდელს უთხრა: „დაუშვი ხელი!“ 20 შეიკრიბნენ საული და მასთან მყოფნი,+ მივიდნენ ბრძოლის ველზე და ნახეს, რომ დიდი არეულობის გამო მოძმეს მოძმეზე აღემართა მახვილი.+ 21 ის ებრაელებიც კი, რომლებიც ადრე ფილისტიმელებთან+ იყვნენ და ყველგან მათ ბანაკს დაჰყვებოდნენ, ისრაელს შეუერთდნენ, საულისა და იონათანის მხლებლებს. 22 ეფრემის მთიან მხარეში დამალულმა+ ისრაელებმაც გაიგეს, რომ უკუიქცნენ ფილისტიმელები, ისინიც ფეხდაფეხ მისდევდნენ მათ და თან ებრძოდნენ. 23 იხსნა+ იმ დღეს იეჰოვამ ისრაელი; ბრძოლა ბეთ-ავენამდე+ გრძელდებოდა.
24 დაიქანცნენ იმ დღეს ისრაელები, მაგრამ მაინც დააფიცა+ საულმა ხალხი: „წყეული იყოს, ვინც საღამომდე, ჩემს მტერზე შურისძიებამდე,+ პური ჭამოს!“ კაციშვილს არ ჩაუდია ლუკმა პირში.+
25 წავიდა ხალხი ტყეში და ნახეს თაფლი+ მიწაზე. 26 შევიდა ხალხი ტყეში და რას ხედავენ! თაფლი იღვრება,+ მაგრამ არავის მიუტანია პირთან ხელი, რადგან ფიცის+ ეშინოდათ. 27 არ გაუგია იონათანს, რომ მამამისმა ხალხი დააფიცა.+ გაიწოდა ჯოხი, ჯოხის წვერი ფიჭაში ჩააწო, პირთან მიიტანა და თვალები გაუნათდა.+ 28 ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: „მამაშენმა საჯაროდ დააფიცა ხალხი, წყეული იყოს, ვინც დღეს პური ჭამოსო“+ (დაიღალა ხალხი).+ 29 იონათანმა მიუგო: „მამაჩემმა უბედურება+ დაატეხა ამ მიწას. ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, თაფლი რომ ვიგემე.+ 30 რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან+ რომ ეჭამა.+ მაშინ უფრო დიდი იქნებოდა ფილისტიმელების ხოცვა-ჟლეტა“.+
31 დახოცეს მათ იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან+ აიალონამდე+ და დაიქანცა ხალხი.+ 32 მივარდა ხალხი ნადავლს,+ წამოასხეს ცხვარ-ძროხა, ხბოები, იქვე დაკლეს მიწაზე და სისხლიანად ჭამდნენ.+ 33 აცნობეს საულს, სცოდავსო ხალხი იეჰოვას, ხორცს სისხლიანად ჭამენო.+ მან მიუგო: „ვერაგობა ჩაგიდენიათ. ლოდი მომიგორეთ!“ 34 თქვა საულმა: „გადით ხალხში და უთხარით, ყველამ თითო ხარი და თითო ცხვარი მომიყვანოს, აქ დაკალით და ჭამეთ, ოღონდ ნუ შესცოდავთ იეჰოვას და ხორცს სისხლიანად ნუ შეჭამთ“.+ იმ ღამით ყველას თავისი ხელით მიჰყავდა ხარი და იქ კლავდა. 35 აუგო საულმა სამსხვერპლო+ იეჰოვას. მაშინ დაიწყო მან იეჰოვასთვის სამსხვერპლოების აგება.+
36 საულმა თქვა: „ღამით დავეცეთ ფილისტიმელებს და დილამდე ვძარცვოთ,+ არავინ დავტოვოთ“.+ მათ მიუგეს: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი“. მღვდელმა თქვა: „მოდი, ჭეშმარიტ ღმერთს მივმართოთ“.+ 37 დაეკითხა საული ღმერთს: „დავეცე ფილისტიმელებს?+ ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?“+ იმ დღეს პასუხი არ მიუღია.+ 38 საულმა ბრძანა: „თავკაცებო,+ ყველანი მოდით,+ გაარკვიეთ და გაიგეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი. 39 ცოცხალია იეჰოვა, ისრაელის მხსნელი, ჩემი ვაჟი იონათანიც რომ იყოს, უნდა მოკვდეს!“+ არავის გაუცია პასუხი. 40 უთხრა მან მთელ ისრაელს: „თქვენ ერთ მხარეს იყავით, მე და ჩემი ვაჟი იონათანი კი მეორე მხარეს ვიქნებით“. მიუგო ხალხმა საულს: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი“.+
41 სთხოვა საულმა იეჰოვას: „ისრაელის ღმერთო, მოგვეცი თუმიმი“.+ ხელი საულსა და იონათანს დაედო, ხალხი კი გავიდა.+ 42 საულმა თქვა: „ყარეთ წილი+ მე და ჩემს ვაჟს, იონათანს შორის“. ხელი იონათანს დაედო. 43 უთხრა საულმა იონათანს: „მითხარი, რა ჩაიდინე?“+ იონათანმა მიუგო: „თაფლი ვიგემე ჯოხის წვერით.+ აქა ვარ, დაე, მოვკვდე!“
44 საულმა უთხრა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც,+ თუ არ მოკვდე,+ იონათან!“ 45 მიუგო ხალხმა საულს: „განა უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც დიდებულად იხსნა+ ისრაელი?! ეს არ მოხდება!+ ცოცხალია იეჰოვა,+ თმის ერთი ღერიც+ კი არ ჩამოვარდება მისი თავიდან, რადგან ღმერთმა გაამარჯვებინა“.+ ასე გადაარჩინა+ ხალხმა იონათანი სიკვდილს.
46 აღარ დასდევნებია საული ფილისტიმელებს და ისინიც თავის ადგილზე დაბრუნდნენ.+
47 განიმტკიცა საულმა მეფობა ისრაელზე.+ ებრძოდა თავის მტერს, მოაბს,+ ამონის+ ძეებს, ედომს,+ ცობის+ მეფეებსა და ფილისტიმელებს;+ სადაც მივიდოდა, ყველგან მსჯავრს აღასრულებდა.+ 48 მამაცურად მოქმედებდა;+ დაამარცხა ამალეკი+ და ისრაელი მძარცველთა ხელიდან იხსნა.
49 საულის ვაჟები იყვნენ: იონათანი,+ იშვი და მალქი-შუა,+ მის ასულთაგან პირმშოს მერაბი+ ერქვა, უმცროსს კი — მიქალი.+ 50 საულს ცოლად ჰყავდა ახიმააცის ასული ახინოამი. მისი მხედართმთავარი იყო აბნერი,+ საულის ბიძის, ნერის ვაჟი. 51 საულის მამა კიში+ იყო, ნერი+ კი, აბნერის მამა, აბიელის ვაჟი იყო.
52 საულის დროს სასტიკი ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ.+ ვისაც კი ძლიერსა და მამაცს ნახავდა საული, ყველა თავისთან მიჰყავდა.+
15 უთხრა სამუელმა საულს: «მე გამომგზავნა იეჰოვამ, რომ ისრაელის, მისი ხალხის მეფედ მეცხე.+ მოისმინე ახლა იეჰოვას სიტყვა.+ 2 აი რა თქვა ლაშქართა ღმერთმა+ იეჰოვამ: „პასუხს მოვთხოვ+ ამალეკს იმისთვის, რაც მან ისრაელს გაუკეთა, როცა მას წინ გადაუდგა ეგვიპტიდან გამოსვლისას.+ 3 ახლა წადი, დაეცი ამალეკს+ და გაანადგურე+ ის და მთელი მისი ქონება, არ დაინდო; მოკალი+ კაციც და ქალიც, ბავშვიც და ჩვილიც,+ ხარიც და ცხვარიც, აქლემიც და ვირიც“».+ 4 შეკრიბა საულმა ხალხი და აღრიცხა ისინი თელაიმში:+ ორას ათი ათასი ქვეითი, მათ შორის ათი ათასი იუდეველი.+
5 მიადგა საული ამალეკელთა ქალაქს და ხევთან ჩასაფრდა. 6 უთხრა საულმა კენიელებს:+ „წადით,+ გაეცალეთ ამალეკელებს, რათა მათთან ერთად არ აღგგავოთ; თქვენ სიკეთე* გაუკეთეთ ისრაელის ძეებს,+ როცა ეგვიპტიდან გამოდიოდნენ“.+ გაეცალნენ კენიელები ამალეკს. 7 უტევდა საული ამალეკს+ ხავილადან+ შურამდე,+ ეგვიპტის პირდაპირ. 8 ცოცხლად შეიპყრო ამალეკის მეფე აგაგი,+ ხალხი კი მახვილით გაანადგურა.+ 9 დაინდეს საულმა და მისმა ხალხმა აგაგი, მისი საუკეთესო, ნასუქი ცხვარ-ძროხა,+ ვერძები და ყოველივე კარგი; არ ისურვეს მათი განადგურება.+ უვარგისი და გადასაგდები კი ყველაფერი გაანადგურეს.
10 გამოეცხადა სამუელს იეჰოვას სიტყვა: 11 „ვნანობ,+ საული რომ გავამეფე, რადგან განმიდგა+ და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს“.+ დამწუხრდა სამუელი+ და მთელი ღამე შეღაღადებდა იეჰოვას.+ 12 დილაადრიან ადგა სამუელი და საულთან შესახვედრად წავიდა. შეატყობინეს სამუელს, საული ქარმელში+ ამოვიდა, თავისთვის სვეტი+ აღმართა, გაბრუნდა და გილგალში ჩავიდაო. 13 მივიდა სამუელი საულთან. უთხრა მას საულმა: „კურთხეული+ ხარ იეჰოვასგან, შევასრულე იეჰოვას სიტყვა“.+ 14 სამუელმა ჰკითხა: „საიდან მესმის ცხვარ-ძროხის ხმა?“+ 15 საულმა მიუგო: „ამალეკელებისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ხალხმა+ საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რომ იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის მსხვერპლად შეეწირათ,+ დანარჩენი კი გავანადგურეთ“. 16 უთხრა სამუელმა საულს: „გაჩერდი! გეტყვი, რა მითხრა წუხელ იეჰოვამ“.+ მან მიუგო: „მითხარი!“
17 უთხრა სამუელმა: «შენ არ იყავი, ისრაელის ტომთა მეთაურობას რომ უარობდი,+ პატარა ვარო, და შენ არ გცხო+ იეჰოვამ ისრაელის მეფედ? 18 დავალება მოგცა იეჰოვამ და გითხრა: „წადი, გაანადგურე ცოდვილები,+ ამალეკელები, მანამდე ებრძოლე, სანამ სულ არ გაწყვეტ“.+ 19 რატომ არ მოუსმინე იეჰოვას ხმას, რატომ დახარბდი ნადავლს+ და რატომ ჩაიდინე ბოროტება იეჰოვას თვალში?»+
20 მიუგო საულმა სამუელს: „მე მოვუსმინე+ იეჰოვას ხმას და წავედი იეჰოვას დავალების შესასრულებლად. ამალეკის მეფე აგაგი+ წამოვიყვანე, ამალეკი კი გავანადგურე.+ 21 იქიდან, რაც გასანადგურებელი იყო, ხალხმა+ საუკეთესო ცხვარ-ძროხა წამოასხა, რომ შენი ღვთისთვის, იეჰოვასთვის შეეწირათ+ გილგალში“.+
22 თქვა სამუელმა: „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი შესაწირავი+ და მსხვერპლი, როგორც იეჰოვას მოსმენა? მოსმენა+ მსხვერპლზე უკეთესია+ და მორჩილება — ვერძის ქონზე!+ 23 ერთი ცოდვაა ურჩობა+ და მკითხაობა,+ კადნიერება და მაგიური ძალისა და თერაფიმის+ გამოყენება. როგორც შენ უარყავი იეჰოვას სიტყვა,+ ისიც ისე უარყოფს შენს მეფობას“.+
24 უთხრა საულმა სამუელს: „შევცოდე,+ დავარღვიე იეჰოვას ბრძანება და შენი სიტყვა, რადგან ხალხისა შემეშინდა+ და მათ ხმას მოვუსმინე. 25 მაპატიე+ ახლა ჩემი ცოდვა და გამომყევი, რათა დავემხო+ იეჰოვას წინაშე“. 26 მიუგო სამუელმა საულს: „არ გამოგყვები, რადგან უარყავი იეჰოვას სიტყვა; ამიტომ იეჰოვაც უარგყოფს და აღარ იქნები ისრაელის მეფე“.+ 27 გაბრუნდა თუ არა სამუელი, სტაცა მას საულმა ხელი მოსასხამზე და გაიგლიჯა+ მოსასხამი. 28 მიუგო მას სამუელმა: „დღეს გამოგგლიჯა+ იეჰოვამ ისრაელის მეფობა და შენს მოძმეს, შენზე უკეთესს მისცემს მას.+ 29 არ იცრუებს+ ისრაელის აღმატებულება,+ არ ინანებს იგი, რადგან კაცი არ არის, რომ ინანოს“.+
30 მან მიუგო: „შევცოდე, მაგრამ პატივი დამდე+ ჩემი ხალხის უხუცესთა და ისრაელის წინაშე და გამომყევი, რომ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე დავემხო“.+ 31 გაჰყვა სამუელი საულს და დაემხო საული იეჰოვას წინაშე. 32 სამუელმა თქვა: „მომიყვანეთ ამალეკის მეფე აგაგი“. შეშინებული მივიდა აგაგი, მაგრამ თავისთვის თქვა, ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილიო. 33 სამუელმა უთხრა: „როგორც შენმა მახვილმა+ დატოვა ქალები უშვილოდ, დედაშენიც+ ისე დარჩება უშვილოდ“.+ აკუწა სამუელმა აგაგი გილგალში იეჰოვას წინაშე.+
34 წავიდა სამუელი რამაში, საული კი თავის სახლში, საულის გიბაში+ დაბრუნდა. 35 ისე მოკვდა სამუელი, რომ აღარ უნახავს საული, რადგან წუხდა+ სამუელი საულზე. ინანა იეჰოვამ, რომ გაამეფა საული ისრაელზე.+
16 უთხრა იეჰოვამ სამუელს: „როდემდე უნდა წუხდე საულზე?+ მე ხომ უარვყავი იგი, როგორც ისრაელის მეფე.+ აავსე რქა ზეთით+ და წადი. ბეთლემელ იესესთან+ გგზავნი, რადგან მისი ვაჟებიდან ამოვირჩიე მეფე“.+ 2 სამუელმა მიუგო: „როგორ წავიდე? საულმა რომ გაიგოს, მომკლავს“.+ იეჰოვამ უთხრა: „დეკეული წაიყვანე და უთხარი იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი-თქო.+ 3 მოუხმე მსხვერპლთან იესეს და მე გეტყვი, რა გააკეთო;+ ვისზეც მოგითითებ, ის სცხე“.+
4 სამუელმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უთხრა. ბეთლემში+ რომ მივიდა, ქალაქის უხუცესები შეშინებულები+ შეეგებნენ და ჰკითხეს: „ხომ მშვიდობაა?“+ 5 მან მიუგო: „მშვიდობაა. იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი. განიწმინდეთ+ და გამომყევით მსხვერპლის შესაწირავად“. განწმინდა მან იესე და მისი ვაჟები და წაიყვანა მსხვერპლის შესაწირავად. 6 როცა მივიდნენ, მან ელიაბი+ დაინახა და თქვა: „ნამდვილად ეს არის იეჰოვას ცხებული“. 7 იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და სიმაღლეს,+ რადგან უარვყავი იგი. ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი,+ რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს,+ იეჰოვა კი გულს+ ხედავს“. 8 შემდეგ იესემ აბინადაბს+ მოუხმო და სამუელის წინ ჩაატარა. მან თქვა: „არც ეს აურჩევია იეჰოვას“. 9 ახლა შამა+ ჩაატარა იესემ. მან თქვა: „არც ეს აურჩევია იეჰოვას“. 10 ასე ჩაატარა იესემ სამუელის წინაშე თავისი შვიდი ვაჟი. სამუელმა უთხრა იესეს: „არ აურჩევია ესენი იეჰოვას“.
11 ბოლოს სამუელმა ჰკითხა იესეს: „ყველა ვაჟი აქ არის?“ მან მიუგო: „ერთი დარჩა, ყველაზე უმცროსი,+ ცხვარს მწყემსავს“.+ სამუელმა იესეს უთხრა: „მოაყვანინე, მის მოსვლამდე არ დავსხდებით საჭმელად“. 12 მანაც მოაყვანინა. წითური ყმაწვილი+ იყო, ლამაზი თვალები ჰქონდა და კარგი შესახედაობისა იყო. იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ადექი და სცხე, ეს არის ის!“+ 13 აიღო სამუელმა ზეთით სავსე რქა+ და სცხო იგი მის ძმებს შორის. იმ დღიდან ამოქმედდა დავითზე იეჰოვას სული.+ ადგა სამუელი და რამაში წავიდა.+
14 მოსცილდა საულს იეჰოვას სული+ და დაუშვა იეჰოვამ, რომ ბოროტ სულს+ ეწვალებინა იგი. 15 ეუბნებოდნენ მსახურები საულს: „ღვთის ბოროტი სული გაწვალებს. 16 უბრძანოს ჩვენმა ბატონმა თავის მსახურებს, რომ მოძებნონ კარგი დამკვრელი+ ქნარზე,+ და როცა ღვთის ბოროტი სული შემოგაწვება, ის დაუკრავს და დამშვიდდები“. 17 უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მომიძებნეთ კარგი დამკვრელი და მომიყვანეთ“.+
18 ერთ-ერთმა მსახურმა მიუგო: „მინახავს, რა კარგად უკრავს ბეთლემელი იესეს ვაჟი.+ ის მამაცია,+ ძლიერი მებრძოლი,+ ტანადი,+ და კარგი სიტყვა-პასუხიც აქვს;+ იეჰოვას სულია მასთან“.+ 19 გაგზავნა საულმა მაცნეები იესესთან და შეუთვალა: „გამომიგზავნე შენი ვაჟი დავითი, ცხვარში რომ გყავს“.+ 20 აჰკიდა იესემ ვირს პური, ერთი ტიკი+ ღვინო, გამოიყვანა თიკანი და თავისი ვაჟის, დავითის ხელით გაუგზავნა საულს.+ 21 მივიდა დავითი საულთან და ემსახურებოდა მას.+ შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად+ დანიშნა. 22 შეუთვალა საულმა იესეს: „დარჩეს ჩემთან დავითი, წყალობა პოვა ჩემს თვალში“. 23 როცა ღვთის სული მოაწვებოდა ხოლმე საულს, დავითი ქნარს იღებდა და უკრავდა; შვებას გრძნობდა საული, მშვიდდებოდა და სცილდებოდა ბოროტი სული.+
17 შეკრიბეს ფილისტიმელებმა+ საომრად თავიანთი ბანაკები. შეიკრიბნენ ისინი იუდას სოქოსთან+ და ეფეს-დამიმში+ დაბანაკდნენ, სოქოსა და აზეკას+ შორის. 2 საული და ისრაელები კი ელაჰის+ ველზე შეიკრიბნენ და ფილისტიმელების დასახვედრად დაირაზმნენ. 3 ფილისტიმელები ერთ მთაზე იდგნენ, ისრაელები — მეორეზე, შუაში კი ველი იყო.
4 გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ერთი გათელი+ მეომარი, სახელად გოლიათი,+ სიმაღლით ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო.+ 5 თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და ლითონის ფირფიტებიანი ჯავშანი ეცვა; ჯავშანი+ ხუთი ათას სპილენძის შეკელს იწონიდა. 6 ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა და ზურგზე — სპილენძის ხელშუბი;+ 7 მის შუბს საქსოვი ლილვის სისხო ხის ტარი+ და რკინის პირი ჰქონდა და ექვსას შეკელს იწონიდა; მას წინ დიდი ფარის მტარებელი მოუძღოდა. 8 გაჩერდა იგი და ისრაელის მებრძოლებს შესძახა:+ „რას დარაზმულხართ საბრძოლველად? მე ფილისტიმელი ვარ, თქვენ კი — საულის მსახურები.+ ამოირჩიეთ თქვენგან კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან. 9 თუ შემებრძოლება და დამამარცხებს, თქვენი მსახურები გავხდებით, მაგრამ თუ მე გავუმკლავდები და დავამარცხებ, თქვენ გახდით ჩვენი მსახურები და ჩვენ გვემსახურეთ“.+ 10 ფილისტიმელმა თქვა: „დასაცინს+ გავხდი დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი, რომ შევებათ ერთმანეთს!“+
11 ფილისტიმელის სიტყვების გაგონებაზე შეძრწუნდნენ საული+ და ისრაელი და თავზარი დაეცათ.+
12 იუდას ბეთლემში ცხოვრობდა ერთი ეფრათელი+ კაცი იესე, რომლის ერთ-ერთ ვაჟსაც დავითი ერქვა. იესეს რვა ვაჟი ჰყავდა.+ საულის დროს ის უკვე მოხუცებული იყო. 13 იესეს სამი უფროსი ვაჟი საულს გაჰყვა საბრძოლველად;+ პირმშოს ელიაბი+ ერქვა, მეორე ვაჟს — აბინადაბი+ და მესამეს — შამა.+ 14 დავითი უმცროსი იყო,+ საულს კი უფროსები გაჰყვნენ.
15 დავითი მიდიოდა ხოლმე საულთან და უკან ბრუნდებოდა, რათა მამამისის ცხვარი+ დაემწყემსა ბეთლემში. 16 გამოდიოდა ფილისტიმელი დილა-საღამოს ორმოცი დღე.
17 უთხრა იესემ თავის ვაჟს, დავითს: „წაუღე შენს ძმებს ბანაკში ერთი ეფა ქუმელი+ და ათი პური. 18 ეს ათი თავი ყველი* კი ათასისთავს წაუღე.+ მოიკითხე შენი ძმები+ და მოიტანე მათი ამბავი“. 19 საული, ისინი და მთელი ისრაელი ელაჰის ველზე+ იყვნენ და ფილისტიმელებს+ ებრძოდნენ.
20 ადგა დავითი დილაადრიან, ცხვარი ყარაულს დაუტოვა, აიღო, რაც წასაღები ჰქონდა, და წავიდა იესეს ბრძანებისამებრ.+ ბანაკს რომ მიადგა,+ ჯარი ბრძოლის ველზე+ გადიოდა. დასცეს მათ საბრძოლო ყიჟინა 21 და ისრაელი და ფილისტიმელები საბრძოლველად დაირაზმნენ. 22 დავითმა ტვირთის ყარაულს+ დაუტოვა ტვირთი+ და მაშინვე ბრძოლის ველისკენ გაიქცა. მივიდა თუ არა თავისი ძმები მოიკითხა.+
23 ჯერ კიდევ მათ ელაპარაკებოდა, როცა ფილისტიმელთა რაზმიდან გამოვიდა გათელი+ მებრძოლი, სახელად გოლიათი,+ და წინანდებურად დაიწყო ლაპარაკი.+ გაიგონა ეს დავითმა. 24 მის დანახვაზე ისრაელები შეშინებულები გაიქცნენ.+ 25 ამბობდნენ ისრაელები: „დაინახეთ ის კაცი, აქ რომ ამოვიდა? ისრაელის დასაცინად+ ამოვიდა. ვინც მას დაამარცხებს, მეფე სიმდიდრით აავსებს, თავის ასულს მიათხოვებს+ და გაათავისუფლებს მისი მამის სახლს ისრაელში“.+
26 დავითმა გვერდით მდგომთ ჰკითხა: „რას მისცემენ იმას, ვინც იმ ფილისტიმელს დაამარცხებს+ და სირცხვილს მოსწმენდს ისრაელს?+ ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი+ ფილისტიმელი, ცოცხალი ღვთის რაზმს+ რომ დასცინის!“+ 27 ხალხმა უკვე ნათქვამი სიტყვები გაუმეორა: „ამასა და ამას მისცემენ მის დამმარცხებელს“. 28 გაიგონა მისმა უფროსმა ძმამ, ელიაბმა,+ რაც დავითმა ხალხს უთხრა, და გაბრაზებულმა+ ჰკითხა: „რატომ ჩამოხვედი? ვის დაუტოვე ის ფარა უდაბნოში?+ ვიცი შენი კადნიერებისა და ბოროტი გულის+ ამბავი, ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული“.+ 29 დავითმა მიუგო: „ასეთი რა ჩავიდინე? მხოლოდ სიტყვა ვთქვი“.+ 30 მიუბრუნდა ერთ-ერთ იქ მდგომს და იგივე ჰკითხა,+ რაც ადრე; ხალხმაც იგივე უპასუხა.+
31 გაიგონეს დავითის სიტყვები და საულს მიუტანეს; მანაც მოაყვანინა იგი. 32 უთხრა დავითმა საულს: „ნურავის შეუკრთება გული მისი შიშით,+ წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს“.+ 33 მიუგო საულმა დავითს: „ვერ გახვალ მაგ ფილისტიმელთან საბრძოლველად,+ ჯერ კიდევ ყმაწვილი+ ხარ, ის კი ბავშვობიდან მეომარია“. 34 უთხრა დავითმა საულს: „შენი მსახური თავისი მამის ფარის მწყემსია. ლომი+ ან დათვი რომ დაეცემოდა ფარას და ცხვარს გაიტაცებდა, 35 მე დავედევნებოდი, დავანარცხებდი+ და პირიდან ვტაცებდი ცხვარს; თუ შემომიბრუნდებოდა, ყბაში ვავლებდი ხელს, ისევ ვანარცხებდი და ვკლავდი. 36 ლომიც მოუკლავს შენს მსახურს და დათვიც; მაგ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც+ იმავეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღვთის+ რაზმებს+ დასცინა“.+ 37 დავითმა განაგრძო: „იეჰოვა, რომელმაც ლომისა და დათვის ტორებისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელის ხელიდანაც დამიხსნის“.+ მიუგო საულმა დავითს: „წადი, იეჰოვა იყოს შენთან“.+
38 ჩააცვა საულმა დავითს თავისი ტანსაცმელი, თავზე მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა. 39 შემოირტყა დავითმა ტანსაცმელზე მახვილი, მაგრამ ვერ გაიარა, რადგან მიუჩვეველი იყო. უთხრა დავითმა საულს: „ასე ვერ ვივლი, მიუჩვეველი ვარ“. და მოიხსნა ისინი დავითმა.+ 40 აიღო ხელში თავისი ჯოხი, ხევში ხუთი მრგვალი ქვა აკრიფა და მწყემსის აბგაში ჩაიყარა, ხელში შურდული ეჭირა.+ და ფილისტიმელისკენ გაემართა.
41 გამოვიდა ფილისტიმელი და ისიც დავითისკენ გაემართა, წინ დიდი ფარის მტარებელი მოუძღოდა. 42 ფილისტიმელმა რომ გაიხედა და დავითი დაინახა, არაფრად ჩააგდო,+ რადგან ყმაწვილი+ იყო, წითური+ და ლამაზი.+ 43 ფილისტიმელმა უთხრა: „ძაღლი ვარ,+ ჯოხით რომ გამოდიხარ?“ და დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით.+ 44 უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „მოდი ერთი ცის ფრინველებს და მინდვრის მხეცებს მივუგდო შენი ხორცი“.+
45 მიუგო დავითმა ფილისტიმელს: „შენ მახვილით, შუბითა და ხელშუბით გამოდიხარ,+ მე კი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ისრაელის რაზმების ღვთის სახელით+ გამოვდივარ, ვისაც შენ დასცინე.+ 46 დღეს ჩამიგდებს ხელში შენს თავს იეჰოვა,+ დაგანარცხებ და თავს მოგკვეთ. ფილისტიმელთა გვამებს ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი+ და მთელი ქვეყანა გაიგებს, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი.+ 47 გაიგებს მთელი კრებული, რომ იეჰოვა არც მახვილით იხსნის+ და არც შუბით, რადგან იეჰოვასია ბრძოლა+ და ხელში ჩაგვიგდებს თქვენს თავს“.+
48 წამოდგა ფილისტიმელი და დავითისკენ გაემართა; დავითიც მაშინვე გაიქცა საბრძოლო რაზმისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად.+ 49 ჩაიყო დავითმა ხელი აბგაში, ამოიღო ქვა, შურდულით სტყორცნა+ და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; ქვა შუბლში ჩაეჭედა და პირქვე დავარდა მიწაზე.+ 50 დავითმა შურდულითა და ქვით გაიმარჯვა ფილისტიმელზე, დაანარცხა და მოკლა; არ სჭერია დავითს ხელში მახვილი.+ 51 მიირბინა დავითმა და ზედ შესდგა ფილისტიმელს. ამოიღო მისი მახვილი+ ქარქაშიდან, თავი მოჰკვეთა და მოკლა.+ დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მოკვდა მათი ძლიერი მებრძოლი და გაიქცნენ.+
52 წამოცვივდნენ ისრაელები და იუდეველები, დასცეს ყიჟინა და ველამდე+ სდიეს+ მათ, ეკრონის+ კარიბჭეებამდე; ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაარაიმის+ გზაზე, გათამდე და ეკრონამდე. 53 შემდეგ თავი დაანებეს ისრაელის ძეებმა ფილისტიმელთა დევნას, მობრუნდნენ და ბანაკები გაუძარცვეს+ მათ.
54 აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი+ და იერუსალიმში ჩაიტანა, მისი იარაღი კი თავის კარავში დააწყო.+
55 საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ გასული დავითი რომ დაინახა, აბნერს,+ თავის მხედართმთავარს ჰკითხა: „ვისი+ ბიჭია ეს,+ აბნერ?“ აბნერმა მიუგო: „შენმა სიცოცხლემ, არ ვიცი, მეფეო“. 56 მეფემ უთხრა: „გამოიკითხე, ვისი ბიჭია“. 57 როგორც კი დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, აბნერმა ის საულთან მიიყვანა ფილისტიმელის თავით+ ხელში. 58 საულმა ჰკითხა მას: „ვისი ბიჭი ხარ?“ დავითმა მიუგო: „შენი მსახურის, ბეთლემელი+ იესესი“.+
18 დაამთავრა მან საულთან საუბარი; შეეკრა+ იონათანის+ სული დავითის სულს და საკუთარი სულივით შეიყვარა იონათანმა იგი.+ 2 იმ დღეს საულმა წაიყვანა იგი და არ გაუშვა მამამისის სახლში.+ 3 შეჰფიცეს ერთმანეთს დავითმა და იონათანმა,+ რადგან მას საკუთარი სულივით უყვარდა მისი სული.+ 4 გაიხადა იონათანმა მოსასხამი და დავითს მისცა, აგრეთვე ტანსაცმელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი. 5 დადიოდა დავითი საბრძოლველად. სადაც არ უნდა გაეგზავნა საულს, ყოველთვის ბრძნულად მოქმედებდა+ და საულმა ის ლაშქრის მეთაურად დანიშნა.+ მოეწონათ ეს საულის ხალხსა და მის მსახურებს.
6 ფილისტიმელები რომ დაამარცხა დავითმა და უკან ბრუნდებოდნენ, გამოვიდნენ ქალები ისრაელის ქალაქებიდან სიმღერითა+ და ცეკვით, დაირებით,+ ყიჟინითა+ და სიმებიანი საკრავებით საულთან შესაგებებლად. 7 მხიარულობდნენ ქალები და ამბობდნენ,
საულმა ათასი მოკლა,
დავითმა ათი ათასიო.+
8 განრისხდა+ საული, არ მოეწონა მათი ნათქვამი და თქვა: „დავითს ათი ათასი მისცეს, მე კი — ათასი. მეფობაღა აკლია!“+ 9 იმ დღიდან საული ეჭვის თვალით უყურებდა დავითს.+
10 მეორე დღეს+ მასზე ღვთის ბოროტი სული ამოქმედდა+ და წინასწარმეტყველებდა*+ იგი სახლში, დავითი კი უწინდებურად უკრავდა.+ საულს ხელში შუბი ეჭირა.+ 11 გაუქანა შუბი+ და თქვა: „კედელზე მივაჭედებ დავითს!“+ მაგრამ ორჯერ გაუსხლტა დავითი.+ 12 შეეშინდა საულს დავითისა,+ რადგან იეჰოვა იყო მასთან,+ საულთან კი აღარ იყო.+ 13 მოიშორა საულმა დავითი+ და ათასისთავად დანიშნა. გადიოდა დავითი და შემოდიოდა ხალხის წინაშე.+ 14 კვლავინდებურად ყოველმხრივ ბრძნულად მოქმედებდა დავითი+ და იეჰოვა იყო მასთან.+ 15 ხედავდა საული, რომ ბრძნულად მოქმედებდა+ იგი და ეშინოდა მისი. 16 უყვარდა დავითი მთელ ისრაელსა და იუდას, რადგან გადიოდა და შემოდიოდა მათ წინაშე.
17 ბოლოს საულმა დავითს უთხრა: „ჩემს უფროს ასულს, მერაბს+ მოგათხოვებ,+ თუ გულადი იქნები და იეჰოვას ომებს წარმართავ“,+ თავისთვის კი თქვა საულმა: „ჩემი ხელი ნუ იქნება მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს“.+ 18 დავითმა მიუგო საულს: „ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სანათესავო, მამაჩემის საგვარეულო ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?“+ 19 საულის ასული მერაბი, რომელიც დავითისთვის უნდა მიეთხოვებინათ, უკვე მეჰოლათელი+ ადრიელის+ ცოლი იყო.
20 მიქალს,+ საულის მეორე ასულს, შეუყვარდა დავითი; შეატყობინეს ეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი. 21 საულმა თქვა: „მივათხოვებ, რომ მახედ ექცეს,+ და ფილისტიმელებს ჩაუვარდეს ხელში“. უთხრა საულმა დავითს: „ერთ-ერთი ქალით მაინც დამიმოყვრდები დღეს“. 22 საულმა თავის მსახურებს უბრძანა: „ჩუმად უთხარით დავითს, მოსწონხარ მეფეს და ყველა მის მსახურს უყვარხარ-თქო, დაუმოყვრდი-თქო მეფეს“. 23 უთხრეს დავითს ეს სიტყვები საულის მსახურებმა, მაგრამ დავითმა მიუგო: „ადვილი გგონიათ მეფის მოყვრობა?! ერთი ღარიბი+ და უბრალო კაცი ვარ“.+ 24 შეატყობინეს საულს თავისმა მსახურებმა, ასე თქვაო დავითმა.
25 საულმა უთხრა: „ასე უთხარით დავითს: მეფეს ურვადი+ არ უნდა, ასი ფილისტიმელის ჩუჩა+ მიუტანე, რომ მეფემ შური იძიოს+ თავის მტრებზე-თქო“. საულს განზრახული ჰქონდა, რომ ფილისტიმელთა ხელში ჩაეგდო დავითი. 26 შეატყობინეს ეს სიტყვები დავითს და მოეწონა, რომ მეფესთან დამოყვრების+ შესაძლებლობა მიეცა; დანიშნული დრო ჯერ არ იყო გასული. 27 ადგა დავითი თავის ხალხთან ერთად, მოკლა+ ორასი ფილისტიმელი და უკლებლივ მიუტანა მეფეს მათი ჩუჩები,+ რომ დამოყვრებოდა მეფეს. საულმაც მიათხოვა მას თავისი ასული მიქალი.+ 28 ხედავდა საული და იცოდა, რომ იეჰოვა იყო დავითთან.+ უყვარდა იგი მიქალს, საულის ასულს.+ 29 და კიდევ უფრო შეეშინდა საულს დავითისა და სამუდამო მტრად ექცა.+
30 გამოდიოდნენ ფილისტიმელთა მთავრები+ და რამდენჯერაც არ უნდა გამოსულიყვნენ, ყველაზე ბრძნულად საულის მსახურებს შორის დავითი მოქმედებდა.+ დიდად გაითქვა სახელი დავითმა.+
19 ელაპარაკა საული იონათანს, თავის ვაჟს და თავის მსახურებს, რომ მოეკლათ დავითი.+ 2 იონათანს, საულის ვაჟს, ძალიან უყვარდა დავითი+ და უთხრა იონათანმა დავითს: „მამაჩემი საული მოკვლას გიპირებს; ფრთხილად იყავი ხვალ დილით, არ გამოჩნდე, სადმე დაიმალე.+ 3 მე კი გავალ და მამაჩემის გვერდით ვიქნები მინდორში, სადაც შენ იქნები, დაველაპარაკები მამაჩემს შენზე; ვნახავ, რა მოხდება და შეგატყობინებ“.+
4 იონათანმა მამამისს, საულს, დავითზე კარგი ელაპარაკა+ და უთხრა: „ნუ დაიდებს მეფე თავისი მსახურის, დავითის ცოდვას,+ რადგან არ შეუცოდავს მას შენ წინაშე, სულ კარგს გიკეთებდა.+ 5 საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე+ და მოკლა ფილისტიმელი,+ რითაც იეჰოვამ დიდებულად იხსნა+ მთელი ისრაელი. დაინახე შენ ეს და ხარობდი. რატომ უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლის წინააღმდეგ და არაფრის გულისთვის+ მოკლა დავითი?“+ 6 მოუსმინა საულმა იონათანს და დაიფიცა: „ცოცხალია იეჰოვა,+ არ მოკვდება დავითი!“ 7 დაუძახა იონათანმა დავითს და ყველაფერი უამბო. მიიყვანა იონათანმა დავითი საულთან და უწინდებურად მასთან იყო.+
8 გავიდა დრო და კვლავ გაიმართა ომი. გავიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და ბევრი გაჟლიტა,+ დანარჩენები კი გაიქცნენ.+
9 გადმოვიდა იეჰოვას ბოროტი სული+ საულზე, როცა სახლში იჯდა და ხელში შუბი ეჭირა, დავითი კი უკრავდა. 10 საულმა განიზრახა, შუბით კედელზე მიეჭედებინა დავითი,+ მაგრამ აიცილა მან+ და შუბი კედელს მიეჭედა, დავითი კი გაიქცა და თავს უშველა იმ ღამით.+ 11 გაგზავნა საულმა მაცნეები,+ რომ ეთვალთვალათ დავითის სახლისთვის და დილით მოეკლათ იგი,+ მაგრამ უთხრა დავითს მიქალმა, თავისმა ცოლმა: „თუ ამაღამ თავს არ უშველი, დილით მკვდარი იქნები“. 12 მაშინვე ჩაუშვა სარკმლიდან მიქალმა დავითი. წავიდა იგი, გაიქცა და თავს უშველა.+ 13 აიღო მიქალმა თერაფიმი,+ ტახტზე დადო, თავთან თხისური დაუდო და ტანსაცმელი გადააფარა.
14 გაგზავნა საულმა მაცნეები დავითის შესაპყრობად, მაგრამ მიქალმა უთხრა მათ, ავად არისო.+ 15 გაგზავნა საულმა მაცნეები დავითის სანახავად და დააბარა, ტახტიანად მომიყვანეთ, რომ მოვაკვლევინოო.+ 16 შევიდნენ მაცნეები და რას ხედავენ! თერაფიმი დევს ტახტზე და თავთან თხისური უდევს. 17 საულმა მიქალს უთხრა: „ასე რატომ მომატყუე,+ რატომ გაუშვი ჩემი მტერი+ და რატომ გადაარჩინე?“ მიუგო მიქალმა საულს: „თვითონ მითხრა, გამიშვი, არ მომაკვლევინო შენი თავიო“.
18 დავითი გაიქცა და თავს უშველა.+ სამუელთან მივიდა რამაში+ და ყველაფერს მოუყვა, რაც საულმა გაუკეთა. წავიდნენ ის და სამუელი და ნაიოთში+ დარჩნენ. 19 გაიგო საულმა, რომ დავითი რამის ნაიოთში იყო. 20 გაგზავნა საულმა მაცნეები დავითის შესაპყრობად. დაინახეს მოხუცი წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, და სამუელი, რომელიც მათ ხელმძღვანელობდა; ღვთის სული+ გადავიდა საულის მაცნეებზე და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ*.+
21 გააგებინეს საულს და მანაც მაშინვე სხვა მაცნეები გაგზავნა. ისინიც აწინასწარმეტყველდნენ. მესამედ გაგზავნა საულმა მაცნეები და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ. 22 ბოლოს თვითონ წავიდა რამაში. მივიდა დიდ ჭასთან სექუში და იკითხა: „სად არიან სამუელი და დავითი?“ უთხრეს, რამის ნაიოთში+ არიანო. 23 დაადგა რამის ნაიოთის გზას და მასზეც გადავიდა ღვთის სული.+ მიდიოდა და წინასწარმეტყველებდა რამის ნაიოთში ჩასვლამდე. 24 გაიხადა ტანსაცმელი და აწინასწარმეტყველდა სამუელის წინაშე. მთელი დღე და ღამე შიშველი ეგდო.+ ამიტომ ამბობენ, საულიც გაწინასწარმეტყველდაო?!+
20 გაიქცა+ დავითი რამის ნაიოთიდან, მივიდა იონათანთან და უთხრა: „რა ჩავიდინე?+ რა დავუშავე ან რა შევცოდე მამაშენს, მოსაკლავად რომ დაეძებს ჩემს სულს?“ 2 მან მიუგო: „ეს არ მოხდება!+ არ მოკვდები, მამაჩემი ისე არაფერს აკეთებს, არც დიდსა და არც მცირეს, მე რომ არ გამიმხილოს,+ და ამას რატომღა დამიმალავს მამაჩემი?+ ეს არ მოხდება“. 3 დაიფიცა+ დავითმა და თქვა: „კარგად იცის მამაშენმა, რომ კეთილგანწყობილი ხარ ჩემდამი,+ ამიტომ იფიქრა, იონათანმა არ გაიგოს და არ დამწუხრდესო. ვფიცავ იეჰოვასა+ და შენ წინაშე,+ რომ ერთი ნაბიჯი მაშორებს სიკვდილს!“+
4 უთხრა იონათანმა დავითს: „რასაც შენი სული იტყვის, იმას გავაკეთებ შენთვის“. 5 მიუგო დავითმა იონათანს: „ხვალ ახალმთვარობაა+ და მე მეფესთან უნდა ვიჯდე პურის საჭმელად; გამიშვი მინდორში ზეგ საღამომდე, რომ დავიმალო.+ 6 თუ მამაშენი მომისაკლისებს, უთხარი: ძალიან მთხოვა-თქო დავითმა, რომ დაუყოვნებლივ გამეშვა თავის ქალაქში, ბეთლემში,+ მითხრა, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელ ოჯახს.+ 7 თუ იტყვის, კარგიო, ეს მშვიდობას ნიშნავს შენი მსახურისთვის, თუ განრისხდა, იცოდე, რომ ცუდი რამ განუზრახავს.+ 8 სიკეთე* გამოავლინე შენი მსახურისადმი,+ რადგან შენ იეჰოვას შეთანხმება+ დაუდე შენს მსახურს, მაგრამ თუ დამნაშავე ვარ,+ შენ თვითონ მომკალი. რატომ უნდა მიმიყვანო მამაშენთან?“
9 იონათანმა მიუგო: „ეს არ მოხდება! თუ გავიგე, რომ მამაჩემს ცუდი რამ განუზრახავს შენთვის, განა არ გაგაგებინებ?!“+ 10 ჰკითხა დავითმა იონათანს: „ვინ გამაგებინებს, თუ მკაცრად გიპასუხებს მამაშენი?“ 11 იონათანმა მიუგო დავითს: „წამო, მინდორში გავიდეთ“. და ორივენი გავიდნენ მინდორში. 12 უთხრა იონათანმა დავითს: „ისრაელის ღმერთი, იეჰოვა+ იყოს მოწმე,+ რომ ხვალ ან ზეგ ამ დროისთვის გავიგებ მამაჩემისგან, კეთილგანწყობილია თუ არა დავითის მიმართ. განა არ შეგატყობინებ ამას ვინმეს მეშვეობით? 13 ასე და ასე, და უარესიც უყოს+ იეჰოვამ იონათანს, თუ მამაჩემს ბოროტის გაკეთება უნდა შენთვის და მე არ გაგაგებინო და არ გაგიშვა, რათა მშვიდობით წახვიდე. იეჰოვა იყოს შენთან,+ როგორც მამაჩემთან იყო.+ 14 თუ ცოცხალი ვიქენი,+ ნუთუ არ გამოავლენ იეჰოვას სიკეთეს ჩემდამი, რომ არ მოვკვდე?!+ 15 არასდროს მოაკლებ შენს სიკეთეს ჩემს სახლეულობას,+ მაშინაც კი, როცა იეჰოვა დავითის ყველა მტერს მოსპობს მიწის პირიდან, 16 არ მოიკვეთება იონათანის სახელი დავითის სახლიდან.+ იეჰოვა პასუხს მოსთხოვს დავითის მტრებს“. 17 კვლავ შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან უყვარდა იგი; საკუთარი სულივით უყვარდა იგი.+
18 უთხრა მას იონათანმა: „ხვალ ახალმთვარობაა,+ უეჭველად მოგისაკლისებენ, რადგან შენი ადგილი ცარიელი იქნება; 19 ზეგ უფრო მეტად მოგისაკლისებენ. მიდი იქ, სადაც სხვა დროს* იმალებოდი,+ და აი იმ ქვასთან გაჩერდი. 20 სამ ისარს ვისვრი მის ერთ მხარეს, ვითომ მიზანში ვისვრი. 21 გამოვგზავნი მსახურს და ვეტყვი, ისრები მომიძებნე-მეთქი. თუ მსახურს ვეტყვი, ისრები შენს აქეთა მხარეს არის, აიღე-მეთქი, მაშინ მოდი, რადგან ეს მშვიდობის ნიშანი იქნება შენთვის, და ცოცხალია იეჰოვა,+ არაფერი მოხდება; 22 მაგრამ თუ ვეტყვი იმ ბიჭს, შენგან შორს არის-მეთქი ისრები, მაშინ წადი, რადგან იეჰოვას გაუშვიხარ. 23 რაზეც ვილაპარაკეთ,+ იეჰოვა იყოს ჩვენ შორის მარადიულად“.+
24 დაიმალა დავითი მინდორში.+ დადგა ახალმთვარობა და დაჯდა მეფე საჭმელად.+ 25 ჩვეულებისამებრ კედელთან იჯდა მეფე; იონათანი მის პირდაპირ იჯდა, აბნერი+ — მის გვერდით, დავითის ადგილი კი ცარიელი იყო. 26 იმ დღეს არაფერი უთქვამს საულს, რადგან ფიქრობდა, რაღაცით გაიუწმინდურა თავი+ და არ განწმენდილაო. 27 ახალმთვარობის მეორე დღესაც ცარიელი იყო დავითის ადგილი. მაშინ საულმა ჰკითხა თავის ვაჟს, იონათანს: „რატომ არ მოვიდა საჭმელად იესეს+ ვაჟი არც გუშინ და არც დღეს?“ 28 იონათანმა მიუგო საულს: „ძალიან მთხოვა დავითმა, გამეშვა ბეთლემში.+ 29 მთხოვა, გამიშვი, რადგან ჩემმა ძმამ შემომითვალა, ქალაქში ჩვენს ოჯახს მსხვერპლშეწირვა აქვსო. თუ წყალობა მიპოვია შენს თვალში, გამიშვი, რომ ვნახოო ჩემი ძმები. ამიტომ არ მოვიდა ის მეფის სუფრასთან“. 30 მაშინ ძლიერ განურისხდა+ საული იონათანს და უთხრა: „შე ურჩი მოახლის შვილო,+ განა არ ვიცი, რომ იესეს ვაჟს ემხრობი შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის+ სიშიშვლის გამოსაჩენად?! 31 სანამ ცოცხალია იესეს ვაჟი ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა!+ წადი და მომგვარე, რადგან მოსაკლავია!“+
32 მიუგო იონათანმა საულს, მამამისს: „რატომ უნდა მოკვდეს?+ რა დააშავა?“+ 33 მაშინ საულმა შუბი სტყორცნა მას მოსაკლავად.+ მიხვდა იონათანი, რომ მამამისს გადაწყვეტილი ჰქონდა დავითის მოკვლა.+ 34 განრისხებული+ იონათანი სუფრიდან წამოხტა. დავითზე დამწუხრებულს არ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს,+ რადგან დაამცირა იგი მამამისმა.+
35 გავიდა დილით იონათანი მინდორში დავითთან, დათქმულ ადგილზე,+ თან ყმაწვილი მსახური ახლდა. 36 უთხრა მან მსახურს: „გაიქეცი და მომიძებნე ისრები, რომლებსაც ვისვრი“.+ გაიქცა მსახური, მან კი გადააცილა მას ისარი. 37 როცა მსახური იმ ადგილთან მივიდა, სადაც იონათანმა ისარი ისროლა, იონათანმა გასძახა მსახურს: „შენ იქით ხომ არ არის ისარი?“+ 38 კვლავ მიაძახა იონათანმა მსახურს: „ჩქარა! სწრაფად! ნუ დააყოვნებ!“ შეაგროვა ისრები იონათანის მსახურმა და დაბრუნდა თავის ბატონთან. 39 მსახური ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ იონათანისა და დავითისთვის იყო ეს გასაგები. 40 ჩააბარა იონათანმა მსახურს თავისი იარაღი და უთხრა: „წადი, ქალაქში წაიღე“.
41 წავიდა მსახური. ადგა დავითი სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაემხო+ და სამჯერ მდაბლად თაყვანი სცა მას, გადაკოცნეს+ ერთმანეთი და ატირდნენ; დავითი უფრო მეტად ტიროდა.+ 42 იონათანმა უთხრა დავითს: „წადი მშვიდობით,+ რადგან იეჰოვას სახელით დავიფიცეთ,+ იეჰოვა იყოსო მარადიულად ჩვენ შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის“.+
ადგა დავითი და გაუდგა თავის გზას, იონათანი კი ქალაქში დაბრუნდა.
21 მივიდა დავითი ნობში+ ახიმელექ მღვდელთან. შეშინებული გამოეგება ახიმელექი+ დავითს და უთხრა: „რატომ ხარ მარტო? რატომ არავინ გახლავს?“+ 2 დავითმა მიუგო ახიმელექ მღვდელს: „საქმე დამავალა მეფემ+ და მითხრა, არავინ გაიგოს, რაზე გგზავნი და რასაც გავალებო; მსახურებს ამა და ამ ადგილზე დავუთქვი შეხვედრა. 3 თუ გაქვს, ხუთი პური მომეცი, თუ არადა, რაც გაქვს, ის მომეცი“.+ 4 მღვდელმა მიუგო დავითს: „უბრალო პური არა მაქვს, წმინდა პური მაქვს,+ მოგცემთ, თუ ქალებს არ გაჰკარებიან შენი მსახურები“.+ 5 დავითმა უთხრა მღვდელს: „როგორც სხვა დროს, ახლაც, რაც გამოვედით,+ არ გავკარებივართ ქალებს; წმინდაა ჩემი ხალხი, მით უმეტეს დღეს, როცა სხეული განიწმინდება“. 6 მისცა მღვდელმა მას წმინდა პური,+ რადგან სხვა პური არ ჰქონდა წარსადგენი პურის გარდა, რაც იეჰოვას წინაშე+ ახლით შეცვალა შეცვლის დღეს.
7 იმ დღეს იქ, იეჰოვას წინაშე იყო+ საულის ერთი მსახური, რომელსაც დოეგი+ ერქვა, ედომელი,+ საულის მწყემსების უფროსი.+
8 უთხრა დავითმა ახიმელექს: „შუბი ან მახვილი ხომ არა გაქვს? არც მახვილი და არც იარაღი არ წამომიღია, რადგან სასწრაფო იყო მეფის საქმე“. 9 მღვდელმა მიუგო: „იმ ფილისტიმელი გოლიათის+ მახვილი, რომელიც შენ ელაჰის ველზე+ მოკალი, აქ არის ეფოდის+ უკან, მოსასხამში გახვეული. თუ წაიღებ, წაიღე, სხვა აქ არაფერია“. დავითმა უთხრა: „მომეცი, მაგაზე უკეთესი რა უნდა იყოს“.
10 ადგა დავითი, გაიქცა+ იმ დღეს საულისგან და მივიდა გათის+ მეფე აქიშთან. 11 აქიშს მსახურებმა უთხრეს: „ეს ის დავითი არ არის, ამ მიწის მეფე?+ ის არ არის, ცეკვით+ რომ ეგებებოდნენ და ამბობდნენ,
საულმა ათასი მოკლა,
დავითმა ათი ათასიო?“+
12 გულთან მიიტანა დავითმა ეს სიტყვები და ძალიან შეეშინდა+ აქიშისა, გათის მეფისა. 13 თავი მოიგიჟიანა+ მან მათ დასანახავად+ და შეშლილივით ხაზებს ავლებდა კარიბჭეებზე და დორბლი ჩამოსდიოდა წვერზე. 14 უთხრა აქიშმა მსახურებს: „ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი, რატომ მოგყავთ ჩემთან? 15 მაკლია შეშლილები, ეს რომ მომიყვანეთ და გიჟობს ჩემ წინაშე? ეს უნდა შემოვიდეს ჩემს სახლში?“
22 წავიდა იქიდან დავითი+ და ადულამის+ გამოქვაბულს+ შეაფარა თავი.+ გაიგეს ეს მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და მასთან ჩავიდნენ. 2 შეიკრიბა+ მასთან ყველა გაჭირვებული,+ ყველა, ვისაც ვალი ჰქონდა,+ და ყველა სულგამწარებული,+ სულ ოთხასამდე კაცი, და ის მათი უფროსი გახდა.+
3 წავიდა იქიდან დავითი მიცფეში, მოაბში და მოაბის+ მეფეს სთხოვა: „აცხოვრეთ თქვენთან მამაჩემი და დედაჩემი,+ სანამ გავიგებ, რას მიპირებს ღმერთი“. 4 დატოვა ისინი მოაბის მეფესთან და ცხოვრობდნენ იქ მთელი ის დრო, სანამ დავითი მიუვალ ადგილს აფარებდა თავს.+
5 უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა+ დავითს: „შენ არ უნდა იცხოვრო მიუვალ ადგილას. წადი იუდას მიწაზე“.+ წავიდა დავითი და ხარეთის ტყეში მივიდა.
6 საული გიბაში, მაღლობზე, იალღუნის+ ხის ქვეშ იჯდა თავის მსახურებთან ერთად და ხელში შუბი+ ეჭირა, როცა დავითისა და მასთან მყოფი კაცების გამოჩენა შეიტყო. 7 უთხრა საულმა მსახურებს: „მომისმინეთ, ბენიამინელებო! განა ყველა თქვენგანს მოგცემთ იესეს ვაჟი+ მინდვრებსა და ვენახებს?+ განა ყველა თქვენგანს დაგნიშნავთ ათასისთავებად+ და ასისთავებად? 8 თქვენ ყველანი შეითქვით ჩემ წინააღმდეგ და არც ერთმა არ გამიმხილეთ,+ რომ ჩემმა ვაჟმა შეთანხმება+ დადო იესეს ვაჟთან; არც ერთმა არ შემიბრალეთ და არ მითხარით, რომ ჩემმა საკუთარმა ვაჟმა მსახური ამიმხედრა და დღეს ჩასაფრებულია იგი“.
9 ედომელმა დოეგმა,+ საულის მსახურების მთავარმა, მიუგო: „ნობში ვნახე იესეს ვაჟი, ახიმელექთან,+ ახიტუბის+ ვაჟთან. 10 ის იეჰოვას დაეკითხა+ მისთვის და საგზალი+ და ფილისტიმელი გოლიათის მახვილი+ მისცა“. 11 დაიბარა მეფემ ახიმელექ მღვდელი, ახიტუბის ვაჟი და მისი მამის მთელი სახლი, ყველა მღვდელი ნობიდან.+ ისინიც ეახლნენ მეფეს.
12 უთხრა საულმა: „მომისმინე, ახიტუბის ვაჟო!“ რაზეც მან მიუგო: „გისმენ, ჩემო ბატონო“. 13 უთხრა მას საულმა: „რატომ შეითქვით შენ და იესეს ვაჟი ჩემ წინააღმდეგ?+ რატომ მიეცი მას პური და მახვილი და რატომ დაეკითხე ღმერთს მისთვის, ჩემ წინააღმდეგ რომ აგემხედრებინა და მე ჩამსაფრებოდა?“+ 14 ახიმელექმა მიუგო მეფეს: „რომელი მსახური გყავს დავითივით+ ერთგული?+ მეფის სიძეა,+ მცველთა უფროსი და პატივცემული შენს სახლში.+ 15 განა დღეს პირველად დავეკითხე+ მისთვის ღმერთს? არავითარ შემთხვევაში! ნურაფერი ექნება მეფეს თავისი მსახურისა და მამაჩემის სახლის წინააღმდეგ, რადგან ამ საქმისა არაფერი იცოდა შენმა მსახურმა, არც მცირე და არც დიდი“.+
16 მეფემ მიუგო: „ახიმელექ, დაიხოცებით,+ შენც და მამაშენის სახლიც“.+ 17 უთხრა მეფემ გვერდით მდგომ მალემსრბოლებს:+ „მიდით, დახოცეთ იეჰოვას მღვდლები, რადგან დავითის მხარეზე არიან, იცოდნენ, რომ გაქცეული იყო და არ გამიმხილეს!“+ მეფის მსახურებს არ უნდოდათ ხელის აღმართვა იეჰოვას მღვდლებზე.+ 18 ბოლოს მეფემ დოეგს+ უთხრა: „შენ დახოცე მღვდლები!“ მაშინვე შებრუნდა ედომელი+ დოეგი და თავისი ხელით დახოცა+ იმ დღეს მღვდლები, ოთხმოცდახუთი კაცი, ვინც კი სელის ეფოდით+ იმოსებოდა. 19 მახვილით გაანადგურა მღვდლების ქალაქი ნობიც,+ კაცი, ქალი, ბავშვი და ჩვილიც კი, აგრეთვე მახვილით გაანადგურა ხარი, ვირი და ცხვარი.
20 მაგრამ ახიტუბის ვაჟის, ახიმელექის ერთმა ვაჟმა, აბიათარმა,+ თავს უშველა და დავითთან გაიქცა. 21 უთხრა აბიათარმა დავითს: „ამოხოცა საულმა იეჰოვას მღვდლები“. 22 მიუგო დავითმა აბიათარს: „იმ დღესვე მივხვდი,+ ედომელი დოეგის დანახვისას, რომ ამბავს მიუტანდა საულს.+ მე ვარ დამნაშავე ყველას* წინაშე მამაშენის სახლში. 23 ჩემთან იყავი, ნუ გეშინია, ვინც ჩემს სულს დაეძებს მოსაკლავად, ის შენსასაც დაეძებს. შენ ჩემი მფარველობა გჭირდება“.+
23 შეატყობინეს დავითს, ფილისტიმელები კეილას+ ებრძვიან და კალოებს ძარცვავენო.+ 2 დაეკითხა+ დავითი იეჰოვას: „შევებრძოლო ფილისტიმელებს?“ იეჰოვამ მიუგო დავითს: „წადი, შეებრძოლე ფილისტიმელებს და იხსენი კეილა“. 3 უთხრა დავითს თავისმა ხალხმა: „აქ, იუდაში გვეშინია+ და კეილაში როგორღა გავილაშქრებთ ფილისტიმელთა რაზმების წინააღმდეგ?“+ 4 კვლავ დაეკითხა დავითი იეჰოვას.+ მიუგო მას იეჰოვამ: „ადექი, ჩადი კეილაში, ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს“.+ 5 ჩავიდა დავითი თავის ხალხთან ერთად კეილაში და შეებრძოლა ფილისტიმელებს; გაჟლიტეს ისინი, მათი ცხვარ-ძროხა კი წამოასხეს. ასე იხსნა დავითმა კეილის მკვიდრნი.+
6 როცა ახიმელექის ვაჟი აბიათარი+ დავითთან გაიქცა კეილაში, თან ეფოდი+ წაიღო. 7 შეატყობინეს საულს, კეილაშიაო+ დავითი. საულმა თქვა: „ღმერთმა ჩამიგდო* ის ხელში,+ თვითონვე გამოიკეტა თავი კარებიან და ურდულიან ქალაქში“. 8 საომრად მოუხმო საულმა მთელ ხალხს, რომ კეილაში ჩასულიყვნენ და ალყაში მოექციათ დავითი და მისი ხალხი. 9 გაიგო დავითმა, რომ საულს ბოროტება განეზრახა+ მის წინააღმდეგ და უთხრა აბიათარ მღვდელს: „ეფოდი მოიტანე“.+ 10 თქვა დავითმა: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ გაიგო შენმა მსახურმა, რომ საული კეილაში აპირებს ჩამოსვლას და ქალაქის განადგურებას ჩემ გამო.+ 11 გადამცემენ მის ხელში კეილას მცხოვრებნი? ჩამოვა საული, როგორც შენმა მსახურმა მოისმინა? იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, უთხარი შენს მსახურს“. იეჰოვამ მიუგო: „ჩამოვა“.+ 12 ჰკითხა დავითმა: „გადაგვცემენ მე და ჩემს ხალხს კეილას მცხოვრებნი საულის ხელში?“ იეჰოვამ მიუგო: „გადაგცემენ“.+
13 ადგნენ დავითი და მისი ხალხი, დაახლოებით ექვსასი კაცი,+ გავიდნენ კეილადან და დადიოდნენ ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა. შეატყობინეს საულს, რომ გაიქცა დავითი კეილადან და ისიც აღარ გამოსულა საბრძოლველად. 14 ცხოვრობდა დავითი უდაბნოში, მიუდგომელ ადგილებში, ზიფის+ უდაბნოს მთიან მხარეში. არ წყვეტდა საული მის ძებნას,+ მაგრამ ღმერთი არ უგდებდა მას ხელში.+ 15 ეშინოდა დავითს, რადგან საული მის სულს დაეძებდა, როცა დავითი ხორეშში+ იყო, ზიფის უდაბნოში.
16 ადგა საულის ვაჟი იონათანი და დავითთან წავიდა ხორეშში, რათა განემტკიცებინა+ ის ღვთის სახელით,+ 17 და უთხრა მას: „ნუ გეშინია,+ ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ გახდები ისრაელის მეფე,+ მე კი შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები; მამაჩემმა საულმაც იცის ეს“.+ 18 შეჰფიცეს+ ერთმანეთს იეჰოვას წინაშე; დავითი ხორეშში დარჩა, იონათანი კი სახლში დაბრუნდა.
19 ავიდნენ ზიფელები+ საულთან გიბაში+ და უთხრეს: „არ იცი, რომ დავითი ჩვენთან იმალება+ ხორეშში,+ მიუდგომელ ადგილებში, ხაქილას+ გორაზე იეშიმონის+ მარჯვნივ? 20 ჩამოვიდეს მეფე თავისი სურვილისამებრ+ და ხელში გადავცემთ მას მეფეს“.+ 21 საულმა მიუგო: „კურთხეული ხართ იეჰოვასგან,+ რადგან შემიბრალეთ. 22 წადით, კარგად დააზუსტეთ და ნახეთ მისი კვალი, ნახეთ ყველა, ვინც ის ნახა, რადგან მითხრეს, ძალიან ცბიერიაო.+ 23 ნახეთ და დააზუსტეთ ყველა ის ადგილი, სადაც იმალება, მერე კი ჩემთან დაბრუნდით, ზუსტი პასუხი მომიტანეთ და წამოვალ. თუ მართლა ჩვენს მიწაზეა, მოვძებნი მას იუდას ათასებს შორის“.+
24 ადგნენ ისინი და საულზე ადრე წავიდნენ ზიფში,+ დავითი და მისი ხალხი კი მაონის+ უდაბნოში იყვნენ არაბაში,+ იეშიმონის სამხრეთით. 25 საულიც ჩავიდა თავის ხალხთან ერთად მის საძებნელად.+ როცა ეს დავითს შეატყობინეს, კლდესთან+ ჩავიდა და მაონის უდაბნოში გაჩერდა. გაიგო ეს საულმა და დაედევნა+ დავითს მაონის უდაბნოში. 26 საული მთის ერთ მხარეს იყო, დავითი კი თავის ხალხთან ერთად — მთის მეორე მხარეს. გამალებით გაურბოდა დავითი+ საულს, საული და მისი ხალხი კი ალყაში აქცევდნენ დავითსა და მის ხალხს.+ 27 მაგრამ მაცნე მოვიდა საულთან და უთხრა: „სასწრაფოდ დაბრუნდი, ფილისტიმელები ესხმიან ქვეყანას!“ 28 საულმა თავი დაანება დავითის+ დევნას და წავიდა ფილისტიმელების დასახვედრად. ამიტომაც დაერქვა იმ ადგილს გაყრის კლდე.
29 წავიდა იქიდან დავითი და ენ-გედის+ მიუდგომელ ადგილებში გაჩერდა.
24 როგორც კი საული ფილისტიმელთაგან დაბრუნდა,+ შეატყობინეს, დავითი ენ-გედის+ უდაბნოშიაო.
2 წაიყვანა საულმა სამი ათასი რჩეული კაცი+ ისრაელიდან და წავიდა დავითისა+ და მისი ხალხის საძებნელად ჯიხვთა+ კლდეებში. 3 მიადგა გზის პირას ქვის ფარეხებს, სადაც გამოქვაბული იყო. შევიდა საული მოსასაქმებლად,+ დავითი და მისი ხალხი კი გამოქვაბულის+ სიღრმეში ისხდნენ. 4 უთხრა დავითს თავისმა ხალხმა: „დადგა დღე, რომელზეც იეჰოვა გეუბნება, აი, ხელში ჩაგიგდებ შენს მტერს+ და რაც გინდა, ის უყავიო“.+ ადგა დავითი და საულის მოსასხამს ჩუმად კიდე მოაჭრა. 5 ამის შემდეგ გული მსჯავრს სდებდა დავითს,+ რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს; 6 უთხრა თავის ხალხს: „იეჰოვამ დამიფაროს, ასეთი რამ ვუყო ჩემს ბატონს, იეჰოვას ცხებულს,+ და ხელი აღვმართო მასზე, რადგან ის იეჰოვას ცხებულია“.+ 7 ამ სიტყვებით შეაკავა დავითმა თავისი ხალხი და ნება არ მისცა, საულის წინააღმდეგ აღმდგარიყვნენ.+ გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და თავისი გზით წავიდა.
8 მაშინ ადგა დავითი, გამოვიდა გამოქვაბულიდან და დაუძახა საულს: „მეფე-ბატონო!“+ საულმა მოიხედა, დავითი კი პირქვე დაემხო+ და მდაბლად თაყვანი სცა. 9 უთხრა დავითმა საულს: „რატომ უსმენ ხალხის სიტყვებს,+ აჰა, ბოროტს გიმზადებსო დავითი? 10 დღეს შენი თვალით ნახე, როგორ ჩამიგდო ხელში შენი თავი იეჰოვამ გამოქვაბულში. მითხრეს, მოკალიო,+ მაგრამ შემებრალე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, იეჰოვას ცხებულზე-მეთქი.+ 11 შეხედე, მამაჩემო,+ ხელში მიჭირავს შენი მოსასხამის კიდე. არ მოგკალი, როცა შენს მოსასხამს კიდე მოვაჭერი. გაიგე და იცოდე, რომ არ მაქვს განზრახული ბოროტება+ და ურჩობა, არც შენ წინაშე შემიცოდავს, შენ კი ჩემს სულს ჩასაფრებიხარ.+ 12 იეჰოვამ გაგვასამართლოს მე+ და შენ და ჩემ გამო იეჰოვამ იძიოს შური+ შენზე, მე ხელს არ აღვმართავ შენზე.+ 13 როგორც ძველი ხალხი ამბობდა, ბოროტისგან ბოროტება გამოვაო,+ მე კი ხელს არ აღვმართავ შენზე. 14 ვის დაედევნა ისრაელის მეფე? ვის მისდევ? მკვდარ ძაღლს?+ რწყილს?+ 15 იეჰოვა იქნება მოსამართლე, ის გაგვასამართლებს მე და შენ. ის ნახავს და განიხილავს ჩემს საქმეს და გამასამართლებს,+ რომ დამიხსნას შენი ხელიდან“.
16 როცა დაასრულა დავითმა ეს სიტყვები, საულმა მიუგო: „ეს შენი ხმაა, შვილო, დავით?“+ და ხმამაღლა ატირდა საული.+ 17 კვლავ უთხრა დავითს: „შენ ჩემზე მართალი ხარ,+ რადგან სიკეთეს მიკეთებდი,+ მე კი ბოროტებით გიხდიდი. 18 დღეს უკვე გააცხადე, რა სიკეთეც გამიკეთე, როცა იეჰოვამ ხელში ჩაგიგდო ჩემი თავი,+ შენ კი არ მომკალი. 19 ვინ გაუშვებს თავის მტერს მშვიდობით?+ იეჰოვა გადაგიხდის სიკეთით+ იმისთვის, რომ დღეს ასე მომექეცი. 20 ახლა ვიცი, რომ შენ უეჭველად იმეფებ+ და შენს ხელში განმტკიცდება ისრაელის სამეფო. 21 შემომფიცე იეჰოვას სახელით,+ რომ არ მოსპობ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის სახლიდან“.+ 22 დავითმაც შეჰფიცა საულს და წავიდა საული სახლში,+ დავითი და მისი ხალხი კი მიუვალი ადგილისკენ გაემართნენ.+
25 მოკვდა სამუელი;+ დაიტირა ის მთელმა ისრაელმა და დამარხეს+ თავის სახლში, რამაში.+ ადგა დავითი და ფარანის უდაბნოში+ ჩავიდა.
2 მაონში+ იყო ერთი კაცი, რომელსაც სამუშაო ქარმელში*+ ჰქონდა; ძალიან მდიდარი კაცი იყო, სამი ათასი ცხვარი ჰყავდა და ათასი თხა; ქარმელში იყო წასული ცხვრის გასაპარსად.+ 3 მას ნაბალი+ ერქვა, ცოლს — აბიგაილი,+ რომელიც ძალიან გონიერი+ და ლამაზი ქალი იყო, მისი ქმარი კი — უხეში და ავისმქმნელი.+ ის ქალებ იეფუნეს ძის+ შთამომავალი იყო. 4 გაიგო დავითმა უდაბნოში, რომ ნაბალი ცხვარს პარსავდა.+ 5 გაგზავნა დავითმა ათი კაცი და უთხრა მათ: «ადით ქარმელში ნაბალთან, ჩემი სახელით მოიკითხეთ+ 6 და ასე უთხარით ჩემს ძმას: „მშვიდობა შენ,+ მშვიდობა მთელ შენს სახლეულობას და მთელ შენს საბადებელს. 7 გავიგე, რომ ცხვარს პარსავ. როცა შენი მწყემსები ჩვენთან იყვნენ,+ არ შეგვიწუხებია+ და არც არაფერი დაჰკარგვიათ ქარმელში ყოფნისას. 8 ჰკითხე შენს კაცებს და გეტყვიან, რომ მადლი პოვონ ჩემმა კაცებმა შენს თვალში, რადგან კარგ დროს მოვედით. მიეცი, რაზეც ხელი მიგიწვდება, შენს მსახურებსა და შენს შვილს, დავითს“».+
9 მივიდნენ დავითის მსახურები და ყველაფერი მოახსენეს ნაბალს დავითის სახელით და დაელოდნენ. 10 მიუგო ნაბალმა დავითის მსახურებს: „ვინ არის დავითი?+ ვინ არის იესეს ვაჟი? მომრავლდნენ მსახურები, ბატონებს რომ გაურბიან.+ 11 უნდა ავიღო ჩემი პური,+ წყალი და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?“+
12 უკან გამობრუნდნენ დავითის კაცები და ყველაფერი მოახსენეს მას. 13 მაშინვე უთხრა დავითმა თავის ხალხს: „მახვილები შემოირტყით!“+ მათაც შემოირტყეს მახვილები, მახვილი შემოირტყა დავითმაც; გაჰყვა დავითს დაახლოებით ოთხასი კაცი, ორასი კაცი კი ბარგთან დარჩა.+
14 ერთმა კაცმა აბიგაილს, ნაბალის ცოლს, შეატყობინა: „დავითმა უდაბნოდან მაცნეები გამოგზავნა და ჩვენს ბატონს ყოველივე კარგი უსურვა, მან კი ყვირილით გაისტუმრა+ ისინი. 15 ძალიან კარგად გვექცეოდა ის ხალხი, არ შევუწუხებივართ და არაფერი დაგვკარგვია, სანამ მათთან ერთად დავდიოდით მინდორში.+ 16 კედლად+ გვედგნენ დღითა და ღამით, მთელი ის დრო, სანამ მათთან ვიყავით და ვმწყემსავდით ცხვარს. 17 ახლა იცი, რაც უნდა გააკეთო, რადგან უბედურება დაატყდება+ ჩვენს ბატონსა და მთელ მის სახლს; თვითონ უვარგისი კაცია,+ მასთან ლაპარაკი არ შეიძლება“.
18 არ დააყოვნა აბიგაილმა,+ აიღო ორასი პური, ორი დიდი დოქი ღვინო,+ ხუთი გამზადებული ცხვარი,+ ხუთი სეა ქუმელი,+ ასი ქიშმიშის კვერი,+ ორასი ლეღვის კვერი+ და ვირებს აჰკიდა. 19 უთხრა თავის მსახურებს: „წინ წამიძეხით,+ მე უკან გამოგყვებით“, ნაბალისთვის კი, თავისი ქმრისთვის, არაფერი უთქვამს.
20 როცა ის ვირით+ მთიდან ჩამოდიოდა, დავითი და მისი ხალხი მისკენ მოემართებოდნენ. შეეგება მათ აბიგაილი. 21 დავითი ამბობდა: „სულ ტყუილად ვიცავდი ამ კაცის საბადებელს უდაბნოში, არაფერი დაჰკარგვია;+ ის კი სიკეთეს ბოროტებით მიხდის.+ 22 ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითის მტრებს და უარესიც,+ თუ დილამდე ერთი კედელთან+ მშარდავი* მაინც დავუტოვო“.+
23 დავითის დანახვაზე დაუყოვნებლივ ჩამოხტა აბიგაილი ვირიდან, პირქვე დაემხო დავითის წინაშე და მდაბლად+ თაყვანი სცა; 24 ფეხებში ჩაუვარდა+ და უთხრა: „ჩემზე იყოს დანაშაული,+ ჩემო ბატონო, ალაპარაკე შენი მხევალი, ყური დაუგდე+ და მოისმინე შენი მხევლის სიტყვები. 25 ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უვარგის+ კაცს, ნაბალს, რადგან, რაც სახელი აქვს, თვითონაც ის არის, ნაბალი ჰქვია და უგუნურია;+ შენს მხევალს კი არ უნახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი ხალხი. 26 ჩემო ბატონო, იეჰოვასა+ და შენ წინაშე ვფიცავ,+ რომ იეჰოვამ შეგაკავა+ სისხლის ღვრისგან+ და იმისგან, რომ შენივე ხელით გეხსნა საკუთარი თავი.+ ნაბალს დაემსგავსოს შენი მტერი და ის, ვისაც ბოროტი განუზრახავს ჩემი ბატონისთვის.+ 27 ეს ძღვენი, რაც შენმა მხევალმა კურთხევის ნიშნად+ მოუტანა ჩემს ბატონს, იმათთვის არის, ვინც ჩემს ბატონს ფეხდაფეხ+ დაჰყვება. 28 გთხოვ, აპატიე ცოდვა შენს მხევალს,+ რადგან იეჰოვა განამტკიცებს ჩემი ბატონის სახლს,+ რადგან იეჰოვას ომებს ეწევა ჩემი ბატონი+ და ცუდი არაფერია შენში მთელი შენი დღეები.+ 29 როცა ვინმე დაედევნება შენს სულს მოსაკლავად, სიცოცხლის ქისაში+ ექნება შენახული ჩემი ბატონის სული იეჰოვას, შენს ღმერთს;+ შენი მტრის სულს კი შურდულით მოისვრის.+ 30 როცა შეუსრულებს იეჰოვა ჩემს ბატონს ყოველივე კარგს, რასაც დაჰპირდა, დაგნიშნავს ისრაელის წინამძღოლად+ 31 და არ დასდებს ჩემს ბატონს გული მსჯავრს უმიზეზოდ დაღვრილი სისხლისა+ და იმის გამო, რომ საკუთარი ხელით იხსნა თავი.+ როცა იეჰოვა სიკეთეს უზამს ჩემს ბატონს, გამიხსენე+ შენი მხევალი“.
32 მიუგო დავითმა აბიგაილს: „კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ რომელმაც ჩემთან შესახვედრად გამოგგზავნა დღეს! 33 კურთხეული იყოს შენი გონიერება+ და კურთხეული იყავ შენ, რადგან შემაკავე სისხლის ღვრისგან+ და იმისგან, რომ ჩემი ხელით მეხსნა თავი.+ 34 ვფიცავ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის.+ რომ არ გეჩქარა ჩემ შესახვედრად,+ ნაბალს ერთი კედელთან მშარდავიც კი არ დარჩებოდა გათენებამდე“.+ 35 გამოართვა დავითმა მას, რაც მოუტანა, და უთხრა: „წადი სახლში მშვიდობით,+ მოგისმინე და ანგარიში გაგიწიე“.+
36 მივიდა აბიგაილი ნაბალთან, ნაბალს კი მეფური ნადიმი გაემართა სახლში;+ ხარობდა ნაბალის გული და ძალიან მთვრალი+ იყო; აბიგაილს დილამდე არაფერი უთქვამს მისთვის, არც მცირე და არც დიდი. 37 დილით, როცა ნაბალი ღვინისგან გამოფხიზლდა, ცოლი ყველაფერს მოუყვა. გული+ ჩაუკვდა ნაბალს და გაქვავდა კაცი. 38 ათი დღის შემდეგ დაჰკრა+ იეჰოვამ ნაბალს და მოკვდა.
39 გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილის ამბავი და თქვა: „კურთხეული იყოს იეჰოვა, რომელმაც ჩემი შეურაცხყოფისთვის+ სამართალი გამიჩინა+ და გამათავისუფლა ნაბალის ხელიდან; დაიცვა თავისი მსახური ბოროტების ჩადენისგან+ და ნაბალს თავისივე ბოროტება დაატეხა თავზე იეჰოვამ!“+ მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა.+ 40 მივიდნენ დავითის მსახურები აბიგაილთან ქარმელში და უთხრეს: „დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად წაგიყვანოს“. 41 წამოდგა აბიგაილი, პირქვე დაემხო, მდაბლად თაყვანი სცა+ და უთხრა: „მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რათა ჩემი ბატონის მსახურებს+ ფეხები დაბანოს“.+ 42 სწრაფად ადგა აბიგაილი,+ ვირით წავიდა+ და ხუთი მოახლე გაიყოლა; გაჰყვა დავითის მაცნეებს და გახდა მისი ცოლი.
43 დავითმა იზრეელიდან+ ახინოამიც+ მოიყვანა და ორივენი მისი ცოლები გახდნენ.+
44 საულმა კი თავისი ასული მიქალი,+ დავითის ცოლი, ფალტის+ მიათხოვა, გალიმელი+ ლაიშის ვაჟს.
26 გიბასთან+ იყო საული. მივიდნენ მასთან ზიფელები+ და უთხრეს: „იცი, რომ დავითი ხაქილას+ გორაზე იმალება, იეშიმონის+ პირდაპირ?“ 2 ადგა საული+ და სამი ათას რჩეულ ისრაელთან ერთად+ ზიფის უდაბნოში წავიდა დავითის მოსაძებნად. 3 საული ხაქილას გორაზე, იეშიმონის პირდაპირ დაბანაკდა გზასთან; დავითი უდაბნოში იყო და დაინახა, რომ საული მოსდევდა. 4 გაგზავნა დავითმა მზვერავები+ იმის გასაგებად, მართლა საული მოდიოდა თუ არა. 5 ადგა დავითიც და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო დაბანაკებული; დაინახა დავითმა, სად იწვნენ საული და მისი მხედართმთავარი აბნერი,+ ნერის ვაჟი. კარავში იწვა საული,+ მის ირგვლივ კი ხალხი იყო დაბანაკებული. 6 ჰკითხა დავითმა ხეთელ+ ახიმელექს და იოაბის ძმის ცერუიას+ ვაჟს, აბიშაის:+ „რომელი გამომყვებით საულთან ბანაკში?“ აბიშაიმ მიუგო: „მე გამოგყვები“.+ 7 ჩავიდნენ დავითი და აბიშაი ხალხთან ღამით; საულს ბანაკის შუაგულში ეძინა და თავთან თავისი შუბი ჰქონდა ჩარჭობილი მიწაში, მის ირგვლივ კი აბნერი და დანარჩენი ხალხი იწვა.
8 უთხრა აბიშაიმ დავითს: „ღმერთმა დღეს ხელში ჩაგიგდო მტერი.+ მიმიშვი, შუბის ერთი დარტყმით დავაკლავ მიწას, მეორე არ დამჭირდება“. 9 მიუგო დავითმა აბიშაის: „არ მოკლა, ვის აღუმართავს ხელი იეჰოვას ცხებულზე+ და უდანაშაულო დარჩენილა?“+ 10 უთხრა დავითმა: „ცოცხალია იეჰოვა,+ იეჰოვა თვითონ დაჰკრავს,+ ან მისი დღე მოვა+ და მოკვდება, ან საომრად წავა+ და იქ დაიღუპება.+ 11 იეჰოვამ დამიფაროს,+ ხელი აღვმართო+ იეჰოვას ცხებულზე!+ აიღე შუბი, თავთან რომ აქვს, და მათარა, და წავედით“. 12 აიღო დავითმა შუბი და მათარა, საულს თავთან რომ ედო, და წავიდნენ. ისინი არავის დაუნახავს,+ არავის შეუნიშნავს, არც არავის გამოღვიძებია, რადგან ყველას ღრმა ძილი+ მოჰგვარა იეჰოვამ. 13 დავითი მეორე მხარეს გადავიდა და მთის წვერზე დადგა; დიდი მანძილი იყო მათ შორის.
14 შესძახა დავითმა ხალხს და აბნერს, ნერის ვაჟს: „ხმა გამეცი, აბნერ!“ მიუგო აბნერმა:+ „ვინა ხარ, მეფეს რომ ეძახი?“ 15 უთხრა დავითმა აბნერს: „ვაჟკაცი არა ხარ? ვინ არის შენი მსგავსი ისრაელში? რატომ არ დაიცავი შენი მეფე-ბატონი? ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის მოსაკლავად.+ 16 არ არის კარგი, რაც გააკეთე. იეჰოვას ვფიცავ,+ სიკვდილს იმსახურებთ,+ რადგან არ დაიცავით თქვენი ბატონი,+ იეჰოვას ცხებული.+ ნახე, სად არის მეფის შუბი და მათარა,+ თავთან რომ ჰქონდა“.
17 იცნო საულმა დავითის ხმა და უთხრა: „შენი ხმაა, შვილო, დავით?“+ დავითმა მიუგო: „ჩემი ხმაა, მეფე-ბატონო“. 18 და ჰკითხა: „რატომ დევნის ჩემი ბატონი თავის მსახურს?+ რა ჩავიდინე და რაში მიმიძღვის ბრალი?+ 19 მოუსმინოს მეფე-ბატონმა თავის მსახურს: თუ იეჰოვამ აღგძრა ჩემ წინააღმდეგ, შეიგრძნოს მარცვლეული შესაწირავის სურნელება;+ მაგრამ თუ ადამიანის შვილებმა+ აღგძრეს, დაწყევლილები იქნებიან იეჰოვას წინაშე,+ რადგან მათ განმდევნეს, რომ წილი არ მქონოდა იეჰოვას მემკვიდრეობაში,+ და მითხრეს, წადი სხვა ღმერთებს ემსახურეო!+ 20 ნუ დაღვრი ჩემს სისხლს მიწაზე იეჰოვას სახის წინაშე,+ რადგან რწყილის+ საძებნელად არის გამოსული ისრაელის მეფე, თითქოს კაკაბს დასდევდეს მთებში“.+
21 საულმა მიუგო: „შევცოდე,+ დაბრუნდი, შვილო, დავით, აღარაფერს დაგიშავებ, რადგან ძვირფასია დღეს ჩემი სული+ შენს თვალში. უგუნურად მოვიქეცი და ძალიან შევცდი“. 22 დავითმა მიუგო: „აი მეფის შუბი, გამოუშვი ერთი მსახური და წაიღოს. 23 ყველას თავისი სიმართლითა+ და ერთგულებით მიუზღავს იეჰოვა. დღეს შენი თავი ხელში ჩამიგდო იეჰოვამ, მაგრამ არ ვისურვე იეჰოვას ცხებულზე ხელის აღმართვა.+ 24 როგორც შენი სული იყო ძვირფასი დღეს ჩემს თვალში, ისე ჩემი სული იყოს ძვირფასი იეჰოვას თვალში,+ რათა ყველა გასაჭირისგან დამიხსნას“.+ 25 უთხრა საულმა დავითს: „კურთხეული იყავი, შვილო, დავით. შენ არა მარტო იმოქმედებ, არამედ გამარჯვებულიც გამოხვალ“.+ წავიდა დავითი თავისი გზით, საული კი შინ დაბრუნდა.+
27 გულში თქვა დავითმა: „ერთ დღესაც საულის ხელით მოვკვდები. მირჩევნია, ფილისტიმელთა+ მიწაზე გავიქცე;+ მომეშვება საული, აღარ დამიწყებს ძებნას მთელ ისრაელში+ და გადავურჩები“. 2 ადგა დავითი, თან წაიყვანა ექვსასი კაცი+ და მივიდნენ გათის მეფე აქიშთან,+ მაოქის ძესთან. 3 გათში აქიშთან ცხოვრობდა დავითი, თვითონ და მისი ხალხი ოჯახებითურთ.+ დავითი თავის ორ ცოლთან ერთად იყო, იზრეელელ ახინოამთან+ და ქარმელელ აბიგაილთან,+ ნაბალის ქვრივთან. 4 შეატყობინეს საულს, დავითი გათში გაიქცაო, და მეტად აღარ უძებნია იგი.+
5 უთხრა დავითმა აქიშს: „თუ ვპოვე წყალობა შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე პატარა ქალაქში. რატომ უნდა იცხოვროს შენმა მსახურმა სამეფო ქალაქში შენ გვერდით?“ 6 აქიშმა მას ციკლაგი+ მისცა. ამიტომაა ციკლაგი დღემდე იუდას მეფეთა ქალაქი.
7 წელიწადი და ოთხი თვე იცხოვრა დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.+ 8 ადიოდნენ დავითი და მისი ხალხი და თავს ესხმოდნენ გეშურელებს,+ გიზრელებსა და ამალეკელებს.+ მათი საცხოვრებელი ადგილი თელამიდან+ შურამდე+ და ეგვიპტის მიწამდე იყო გადაჭიმული. 9 ესხმოდა დავითი თავს იმ მიწას და ცოცხალს არ ტოვებდა არც კაცს და არც ქალს;+ მოჰყავდა ცხვარ-ძროხა, ვირები, აქლემები, მოჰქონდა ტანსაცმელი და ბრუნდებოდა აქიშთან. 10 ჰკითხავდა აქიში, დღეს სად დათარეშობდითო? დავითი მიუგებდა,+ იუდას+ სამხრეთით, იერახმეელთა+ სამხრეთითა და კენიელთა+ სამხრეთითო. 11 არც კაცს ტოვებდა ცოცხალს დავითი და არც ქალს გათში წასაყვანად; ამბობდა, არ თქვან ჩვენზე, ამასა და ამას სჩადიოდაო დავითი+ (ასე აკეთებდა დავითი, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდა). 12 ბოლოს ენდო+ აქიში დავითს და თავისთვის თქვა, შეაძულა თავი ისრაელს, თავის ხალხს,+ და სამუდამოდ ჩემი მორჩილი გახდებაო.
28 იმ დროს ფილისტიმელებმა თავიანთი ბანაკებიდან ლაშქარი შეკრიბეს ისრაელთან საომრად.+ უთხრა აქიშმა დავითს: „ხომ იცი, ჩემთან ერთად უნდა გამოხვიდეთ ბანაკში, შენც და შენი ხალხიც“.+ 2 მიუგო დავითმა აქიშს: „შენ იცი, რასაც გააკეთებს შენი მსახური“. აქიშმა უთხრა დავითს: „ჩემს მუდმივ მცველად დაგნიშნავ“.+
3 მოკვდა სამუელი. მთელმა ისრაელმა დაიტირა ის და დამარხეს რამაში, თავის ქალაქში.+ განდევნა საულმა ქვეყნიდან სულების გამომძახებლები და მარჩიელები.+
4 შეიკრიბნენ ფილისტიმელები, მივიდნენ შუნემში+ და იქ დაბანაკდნენ. საულმაც შეკრიბა მთელი ისრაელი და გილბოაში+ დაბანაკდა. 5 ფილისტიმელთა ბანაკის დანახვაზე საულს შეეშინდა და მეტისმეტად შეუკრთა გული.+ 6 დაეკითხა საული იეჰოვას,+ მაგრამ არ გაუცია იეჰოვას პასუხი+ არც სიზმრით,+ არც ურიმითა*+ და არც წინასწარმეტყველთა პირით.+ 7 უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მომიძებნეთ სულების გამომძახებელი ქალი.+ მასთან წავალ რჩევისთვის“. მსახურებმა მიუგეს: „ენ-დორშია+ ერთი სულების გამომძახებელი ქალი“.
8 საულმა გადაიცვა,+ სხვა ტანსაცმელი ჩაიცვა, წავიდა, თან ორი კაცი გაიყოლა და ღამით მივიდა იმ ქალთან.+ მან უთხრა მას: „მიმკითხავე+ და ვისაც გეტყვი, იმის სული გამომიძახე“. 9 ქალმა მიუგო: „კარგად იცი, რა გააკეთა საულმა, როგორ მოსპო ქვეყნიდან სულების გამომძახებლები და მარჩიელები.+ რატომ უგებ მახეს ჩემს სულს? გინდა, რომ მეც მომკლან?“+ 10 საულმა მაშინვე იეჰოვა დაუფიცა და უთხრა: „ცოცხალია იეჰოვა,+ არ ჩაგეთვლება ეს დანაშაულად!“ 11 ქალმა მიუგო: „ვინ გამოგიძახო?“ მან მიუგო: „სამუელი გამომიძახე“.+ 12 დაინახა ქალმა „სამუელი“+ და მთელი ხმით დაიკივლა. უთხრა მან საულს: „რატომ მომატყუე, შენ ხომ საული ხარ?“ 13 მეფემ მიუგო: „ნუ გეშინია. რას ხედავ?“ ქალმა საულს მიუგო: „ღმერთი*+ ამოდის მიწიდან“. 14 მან ჰკითხა: „როგორია?“ ქალმა მიუგო: „მოხუცი კაცია, მოსასხამით შემოსილი“.+ მიხვდა საული, რომ „სამუელი“+ იყო, პირქვე დაემხო და მდაბლად თაყვანი სცა.
15 უთხრა „სამუელმა“ საულს: „რატომ შემაწუხე, რატომ გამომიძახე?“+ საულმა მიუგო: „საშინელ დღეში ვარ,+ ფილისტიმელები მებრძვიან. განმიდგა ღმერთი+ და აღარ მპასუხობს არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებით.+ ამიტომ გამოგიძახე, რომ შენ მითხრა, როგორ მოვიქცე“.+
16 „სამუელმა“ მიუგო: „მე რატომ მეკითხები, როცა იეჰოვა განგიდგა+ და მტრად გექცა?+ 17 იმას გააკეთებს იეჰოვა, რაც ჩემი პირით გითხრა. ხელიდან გამოგგლეჯს იეჰოვა სამეფოს+ და მისცემს დავითს, შენს მოძმეს.+ 18 დღეს ასე იმიტომ მოგექცევა იეჰოვა,+ რომ არ მოუსმინე იეჰოვას ხმას და არ დაატეხე ამალეკს+ მისი ანთებული რისხვა. 19 შენთან ერთად ისრაელსაც ჩაუგდებს ფილისტიმელებს+ ხელში იეჰოვა და ხვალ ჩემთან ერთად იქნებით შენ+ და შენი ვაჟები.+ ფილისტიმელებს ჩაუგდებს ხელში ისრაელის ბანაკს იეჰოვა“.+
20 საული მაშინვე მთელი ტანით დავარდა მიწაზე; მეტისმეტად შეეშინდა „სამუელის“ სიტყვებისა. ძალაც გამოეცალა, რადგან მთელი დღე და ღამე არაფერი ეჭამა. 21 მივიდა ქალი საულთან და ნახა, რომ მეტისმეტად იყო შეშფოთებული. მან უთხრა მას: „დაგიჯერა შენმა მხევალმა, თავი საფრთხეში ჩაიგდო+ და ყური დაუგდო შენს სიტყვებს. 22 ახლა შენც დაუჯერე შენს მხევალს, პურის ნაჭერს დაგიდებ და ჭამე, რომ ძალა მოგეცეს და ისე წახვიდე“. 23 იუარა: „არ შევჭამ“. მსახურები და ქალი არ ეშვებოდნენ. ბოლოს დაუჯერა, წამოდგა და ტახტზე დაჯდა. 24 ქალს ნასუქი ხბო+ ჰყავდა სახლში; მაშინვე დაკლა,+ აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და უფუარი პურები დააცხო. 25 მიართვა საულსა და მის მსახურებს და მათაც ჭამეს. ადგნენ იმ ღამით+ და წავიდნენ.
29 ფილისტიმელებმა+ მთელი თავიანთი ბანაკები აფეკში შეკრიბეს, ისრაელები კი იზრეელში+ დაბანაკდნენ წყაროსთან. 2 ფილისტიმელთა მთავრები+ თავიანთ ასეულებთან და ათასეულებთან ერთად მიდიოდნენ, დავითი და მისი ხალხი კი — აქიშთან+ ერთად. 3 ფილისტიმელთა მთავრებმა იკითხეს: „ამ ებრაელებს+ რაღა უნდათ?“ აქიშმა ფილისტიმელთა მთავრებს მიუგო: „ეს ხომ დავითია, ისრაელის მეფის, საულის მსახური, რომელიც ერთი-ორი წელია,+ რაც ჩემთანაა. მისი გამოქცევის დღიდან ცუდი არაფერი შემიმჩნევია+ მისთვის“. 4 განურისხდნენ მას ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „უკან გაუშვი,+ დააბრუნე იქ, სადაც ადგილი მიეცი; არ წამოვიდეს ჩვენთან ერთად საბრძოლველად, ჩვენვე რომ არ დაგვიპირისპირდეს.+ როგორ დაიმსახურებს თავისი ბატონის მოწონებას, თუ არა ჩვენი კაცების თავებით? 5 ეს ის დავითი არ არის, ვისაც ცეკვით ეგებებოდნენ და ამბობდნენ, საულმა ათასი მოკლა, დავითმა ათი ათასიო?“+
6 მოუხმო აქიშმა+ დავითს და უთხრა: „ცოცხალია იეჰოვა,+ მართალი კაცი ხარ. მომწონს,+ ჩემთან ერთად რომ გადიხარ და შემოდიხარ+ ბანაკში. ჩემთან მოსვლის დღიდან ცუდი არაფერი შემიმჩნევია შენთვის,+ მაგრამ მთავრები+ კარგი თვალით არ გიყურებენ. 7 წადი, მშვიდობით დაბრუნდი, რომ ფილისტიმელთა მთავრების თვალში ცუდი არაფერი გააკეთო“. 8 მიუგო დავითმა აქიშს: „რატომ, რა ჩავიდინე?+ ისეთი რა შეამჩნიე შენს მსახურს შენთან მოსვლის დღიდან,+ რომ არ წამოვიდე და არ შევებრძოლო ჩემი ბატონის, მეფის მტრებს?“ 9 აქიშმა უთხრა დავითს: „ღვთის ანგელოზივით+ კარგი ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელთა მთავრები ამბობენ, ჩვენთან ერთად არ წამოვიდესო საბრძოლველად. 10 ადექით დილით ადრე შენ და შენი ბატონის მსახურები, შენთან ერთად რომ მოვიდნენ; დილაადრიან ადექით, როგორც კი ინათებს, და წადით“.+
11 ადგა დილაადრიან დავითი თავის ხალხთან ერთად, წავიდა+ და დაბრუნდა ფილისტიმელთა მიწაზე, ფილისტიმელები კი იზრეელში+ ავიდნენ.
30 მესამე დღეს, სანამ დავითი და მისი ხალხი ციკლაგში+ მივიდოდნენ, ამალეკელები+ სამხრეთსა და ციკლაგს დაესხნენ. გაანადგურეს ციკლაგი და გადაწვეს; 2 ტყვედ წაასხეს ქალები+ და ყველა დიდიან-პატარიანად, ვინც იქ იყო. არავინ მოუკლავთ, ყველა თან წაიყვანეს და წავიდნენ. 3 მივიდნენ დავითი და მისი ხალხი ქალაქში და რას ხედავენ! გადამწვარია ქალაქი, მათი ცოლები, ვაჟები და ასულები კი ტყვედ არიან წაყვანილნი. 4 დავითი და მისი ხალხი მოთქვამდნენ და ხმამაღლა ტიროდნენ,+ სანამ ძალა არ გამოელიათ. 5 ტყვედ იყო წაყვანილი დავითის ორივე ცოლი: იზრეელელი ახინოამი+ და ქარმელელი ნაბალის ქვრივი აბიგაილი.+ 6 დამწუხრდა დავითი,+ რადგან თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო სულგამწარებული+ ხალხი ჩაქოლვას უპირებდა,+ მაგრამ იეჰოვათი, თავისი ღვთით გაიმხნევა თავი დავითმა.+
7 უთხრა დავითმა აბიათარ+ მღვდელს, ახიმელექის ვაჟს: „მომიტანე ეფოდი“.+ მიუტანა აბიათარმა დავითს ეფოდი. 8 დაეკითხა დავითი იეჰოვას:+ „დავედევნო იმ ურდოს? დავეწევი?“ მან მიუგო:+ „დაედევნე, დაეწევი და გამოიხსნი ხალხს“.+
9 წავიდა დავითი ექვსასი კაცითურთ+ და მივიდა ბესორის ხევთან, ნაწილი იქ დარჩა. 10 დაედევნა დავითი+ ოთხასი კაცით, ორასი კაცი კი, რომლებმაც მეტისმეტი დაღლილობის გამო ვერ გადალახეს ბესორის ხევი,+ იქ დარჩა.
11 მინდორში ერთი ეგვიპტელი+ კაცი იპოვეს და დავითს მიუყვანეს; პური აჭამეს და წყალი დაალევინეს. 12 მისცეს მას ერთი ნაჭერი ლეღვის კვერი და ქიშმიშის ორი კვერი.+ შეჭამა და მოსულიერდა;+ სამი დღე-ღამე არაფერი ეჭამა. 13 ჰკითხა მას დავითმა: „ვისი ხარ და საიდანა ხარ?“ მან მიუგო: „ეგვიპტელი მსახური ვარ, ამალეკელი კაცის მონა. ავად გავხდი სამი დღის წინ და მიმატოვა ჩემმა ბატონმა.+ 14 თავს დავესხით ქერეთელებს+ სამხრეთიდან, იუდას მხარეს, ქალებ იეფუნეს ძის+ სამხრეთით, და გადავწვით ციკლაგი“. 15 დავითმა ჰკითხა მას: „ჩამიყვან იმ ურდომდე?“ მან მიუგო: „ღვთის სახელით შემომფიცე,+ რომ არ მომკლავ და არ ჩამაგდებ ჩემი ბატონის ხელში,+ და ჩაგიყვან იმ ურდომდე“.
16 ჩაიყვანა იგი,+ ისინი კი მთელ არემარეზე იყვნენ გაფანტულნი, ჭამდნენ, სვამდნენ და ზეიმობდნენ+ ფილისტიმელთა და იუდას მიწიდან წამოღებული დიდი ნადავლის გამო.+ 17 ხოცავდა მათ დავითი გარიჟრაჟიდან საღამომდე, ანადგურებდა; არავინ გადარჩენილა+ აქლემებით გაქცეული ოთხასი კაცის გარდა. 18 დაიბრუნა დავითმა ყველაფერი, რაც ამალეკელებს ჰქონდათ წაღებული,+ თავისი ორივე ცოლიც დაიბრუნა დავითმა. 19 არავინ დაჰკლებიათ, არც დიდი და არც პატარა, არც ვაჟები, არც ასულები, არც არაფერი წაღებული ნადავლიდან.+ ყველაფერი დაიბრუნა დავითმა. 20 წამოასხა მან მთელი ცხვარ-ძროხა და მოერეკებოდნენ მათ თავიანთი პირუტყვის წინ, ამბობდნენ, ეს დავითის ნადავლიაო.+
21 მივიდა დავითი იმ ორას კაცთან,+ რომლებიც მეტისმეტი დაღლილობის გამო ვერ წავიდნენ დავითთან ერთად და ბესორის ხევთან დატოვეს. შეეგებნენ ისინი დავითსა და მის ხალხს. მიუახლოვდა დავითი ხალხს და მოიკითხა. 22 დავითთან ერთად წასული ხალხიდან ბოროტი და უვარგისი კაცები+ ამბობდნენ: „არაფერი მივცეთ დაბრუნებული ნადავლიდან, რადგან არ წამოგვყვნენ, მივცეთ თავიანთი ცოლები და ვაჟები და წავიდნენ“. 23 მაგრამ უთხრა მათ დავითმა: „ნუ იზამთ ამას, ძმებო, რადგან იეჰოვას მოცემულია+ ეს ყველაფერი. მან დაგვიცვა+ და მან ჩაგვიგდო ხელში მოწინააღმდეგეთა ურდო.+ 24 ვინ დაგიჭერთ მხარს ამ საქმეში? წილი ბრძოლიდან დაბრუნებულებსაც შეხვდებათ და ბარგთან+ დარჩენილებსაც. ყველას შეხვდება წილი“.+ 25 იმ დღიდან მოყოლებული ეს არის წესი და სამართალი+ ისრაელისთვის დღემდე.
26 როცა დავითი ციკლაგში მივიდა, ნადავლის ნაწილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს გაუგზავნა+ და შეუთვალა: „მიიღეთ ეს ძღვენი,+ კურთხევა, იეჰოვას მტრების ნადავლიდან“. 27 გაგზავნა, ბეთელში,+ სამხრეთ რამოთში,+ იათირში,+ 28 აროერში, სიფმოთში, ეშთემოაში,+ 29 რაქალში, იერახმეელთა+ ქალაქებში, კენიელთა+ ქალაქებში, 30 ხორმაში,+ ბორაშანში,+ ათაქში, 31 ხებრონში+ — ყველგან, სადაც დავითი თავის ხალხთან ერთად დადიოდა.
31 შეებრძოლნენ ფილისტიმელები ისრაელს+ და უკუიქცა ისრაელი. გილბოას+ მთაზე ეცემოდნენ დახოცილები.+ 2 დაეწივნენ ფილისტიმელები საულსა და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა საულის ვაჟები: იონათანი,+ აბინადაბი+ და მალქი-შუა.+ 3 სასტიკი ბრძოლა გაუმართეს საულს. ბოლოს იპოვეს იგი ისრის მსროლელებმა, მშვილდოსნებმა, და მძიმედ დაჭრეს.+ 4 უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: „იშიშვლე მახვილი+ და გამიყარე, რომ არ მოვიდნენ ეს წინადაუცვეთელები,+ არ მომკლან და არ შეურაცხმყონ“. არ უნდოდა მის საჭურველთმტვირთველს ამის გაკეთება,+ რადგან ძალიან ეშინოდა, ამიტომ თვითონ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.+ 5 როცა დაინახა მისმა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული,+ თვითონაც ზედ დაეგო თავის მახვილს და მასთან ერთად მოკვდა.+ 6 ერთად დაიხოცნენ იმ დღეს საული, მისი სამი ვაჟი, საჭურველთმტვირთველი და მთელი მისი ხალხი.+ 7 როცა დაინახეს ველზე მცხოვრებმა და იორდანის გაღმა მცხოვრებმა ისრაელებმა, რომ გაიქცნენ ისრაელები და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟები, თვითონაც დატოვეს ქალაქები და გაიქცნენ.+ მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იმ ქალაქებში.+
8 მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა+ გასაძარცვავად და ნახეს გილბოას+ მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟი. 9 მოჰკვეთეს მას თავი,+ აჰყარეს საჭურველი და დაგზავნეს მაცნეები+ ფილისტიმელთა მთელ მიწაზე, რომ ეცნობებინათ ეს ამბავი საკერპოებისა+ და ხალხისთვის. 10 მისი საჭურველი+ აშთორეთების+ საკერპოში დადეს, მისი გვამი კი ბეთ-შანის+ კედელზე ჩამოკიდეს. 11 გაიგეს იაბეშ-გალაადის+ მცხოვრებლებმა, რაც ფილისტიმელებმა საულს დამართეს. 12 მაშინვე ადგნენ მამაცი კაცები და მთელი ღამე იარეს. ჩამოხსნეს საულისა და მისი ვაჟების გვამები ბეთ-შანის კედლიდან, წაიღეს იაბეშში და იქ დაწვეს.+ 13 აკრიფეს მათი ძვლები,+ იაბეშში დამარხეს+ იალღუნის+ ხის ქვეშ და შვიდ დღეს იმარხულეს.+
ნიშნავს: ღვთის სახელი.
იგივე ცაბაოთი.
ან სული მაქვს გამწარებული. ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
იხილეთ 2:1-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — არ დაცემულა დედამიწაზე.
ნიშნავს: სადაა დიდება?
სიტყვასიტყვით — მხოლოდ დაგონი. დაგონის კერპი, როგორც ჩანს, ნახევრად კაცს და ნახევრად თევზს ჰგავდა.
სიტყვასიტყვით — ღმერთებზე, მიუთითებს დაგონის აღმატებულობაზე. შეადარეთ მსჯ. 16:23-ის სქოლიოს.
შესაძლოა მიწის კურდღელი.
არსებობს მოსაზრება, რომ ფრაზა „ორმოცდაათი ათასი კაცი“ ტექსტში მოგვიანებით იყო ჩამატებული.
ნიშნავს დახმარების ქვას.
ან საზიარო მსხვერპლი.
სიტყვასიტყვით — მიჰყიდა.
დედანში, ებრაულ ტექსტში, ციფრი არ არის მითითებული.
ან საზიარო მსხვერპლი.
ძველი წონის ერთეული, დაახლოებით შეკელის ორი მესამედი.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
სიტყვასიტყვით — ათი ულუფა რძე.
ან წინასწარმეტყველივით იქცეოდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს წინასწარმეტყველთა უჩვეულო მოქმედებაზე. ზოგჯერ ისინი უცნაური და შეშლილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.
იხილეთ 18:10-ის სქოლიო.
იხილეთ 15:6-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — სამუშაო დღეს.
სიტყვასიტყვით — ყველა სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — მომყიდა.
ქალაქი იუდას მთიან მხარეში, ხებრონიდან 12 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთით. არ იგულისხმება ქარმელის მთა. იხილეთ იეს. 15:20, 54, 55.
ებრაული იდიომი „კედელთან მშარდავი“ გულისხმობს მამაკაცებს.
ურიმი და თუმიმი იყო საგნები (შესაძლოა კენჭები ან ქვები), რომლებიც ღვთის გადაწყვეტილებების გასაგებად გამოიყენებოდა.
ანუ ღვთის მსგავსი არსება.