სამუელის მეორე წიგნი
ბერძნული სეპტუაგინტის მიხედვით — მეორე წიგნი მეფეების შესახებ
1 ამალეკელებზე გამარჯვებიდან დაბრუნებული დავითი,+ საულის სიკვდილის შემდეგ, ორ დღეს დარჩა ციკლაგში.+ 2 მესამე დღეს მოვიდა ერთი კაცი+ საულის ბანაკიდან, ტანსაცმელშემოხეული+ და თავზე მტვერდაყრილი.+ მივიდა დავითთან, პირქვე დაემხო+ და მდაბლად თაყვანი სცა.
3 ჰკითხა მას დავითმა: „საიდან მოდიხარ?“ მან მიუგო: „ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი“. 4 უთხრა მას დავითმა: „რა მოხდა, მომიყევი“. მან მიუგო: „გაიქცა ხალხი ბრძოლის ველიდან. ბევრი დაეცა, მოკვდა,+ საული+ და მისი ვაჟი იონათანიც+ დაიხოცნენ“. 5 უთხრა დავითმა იმ კაცს, ამბის მომტანს: „საიდან იცი, რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟი იონათანი?“+ 6 ამბის მომტანმა მიუგო: «შემთხვევით გილბოას+ მთაზე მოვხვდი და დავინახე საული, თავისივე შუბზე დაგებული;+ ეტლები და მხედრები უახლოვდებოდნენ.+ 7 როცა მოტრიალდა და დამინახა, დამიძახა. ვუთხარი, აქა ვარ-მეთქი. 8 მკითხა, ვინა ხარო. მე მივუგე, ამალეკელი+ ვარ-მეთქი. 9 მან მითხრა: „მოდი, მომკალი, ვიტანჯები, რადგან ჯერ კიდევ მიდგას სული“.+ 10 მივედი და მოვკალი,+ რადგან ვიცოდი, რომ მაინც ვერ იცოცხლებდა დაცემის შემდეგ. მოვხსენი თავიდან გვირგვინი+ და შევხსენი ხელიდან სამაჯური, რომ ჩემი ბატონისთვის მომეტანა».
11 ჩაბღუჯა დავითმა თავისი ტანსაცმელი და შემოიხია;+ ასევე მოიქცნენ მასთან მყოფებიც. 12 საღამომდე მოთქვამდნენ, ტიროდნენ+ და მარხულობდნენ+ საულის, მისი ვაჟის იონათანის, იეჰოვას ხალხისა და ისრაელის სახლის გამო,+ რადგან მახვილით დაეცნენ ისინი.
13 ჰკითხა დავითმა ამბის მომტანს: „სადაური ხარ?“ მან მიუგო: „ამალეკელი ვარ,+ ხიზნის შვილი“. 14 დავითმა უთხრა მას: „როგორ არ შეგეშინდა,+ იეჰოვას ცხებულის+ მოსაკლავად რომ აღმართე ხელი!“ 15 მოუხმო დავითმა ერთ-ერთ თავის მსახურთაგანს და უთხრა: „მიდი, მოკალი!“ მანაც დაჰკრა და მოკლა.+ 16 დავითმა თქვა: „შენს თავზეა შენი სისხლი,+ შენმა ბაგეებმა დაამოწმა შენ წინააღმდეგ,+ როცა თქვი, მე მოვკალი იეჰოვას ცხებულიო“.+
17 მოთქვამდა+ დავითი საულსა და მის ვაჟზე, იონათანზე+ 18 და ამბობდა, იუდას+ ძეებმა სიმღერა „მშვილდი“+ უნდა ისწავლონო. ის ხომ იაშარის წიგნში წერია:+
არ გამოაცხადოთ აშკელონის+ ქუჩებში,
რომ არ იმხიარულონ ფილისტიმელთა ასულებმა,
არ იხარონ წინადაუცვეთელთა ასულებმა.+
21 გილბოას მთებო,+ არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა, ნაყოფიერი მინდვრები წმინდა შესაწირავისთვის,+
რადგან მანდ წაიბილწა ვაჟკაცთა ფარი,
საულის ფარი, და აღარ არის ზეთით ცხებული.+
22 არც დახოცილთა სისხლიდან და არც ვაჟკაცთა ქონიდან
უკან არ ბრუნდებოდა იონათანის მშვილდი,+
და არც საულის მახვილი ბრუნდებოდა წარუმატებლად.+
23 საული და იონათანი,+ სიცოცხლეში საყვარელნი და ძვირფასნი,
სიკვდილშიც განუყრელნი არიან.+
არწივზე სწრაფნი იყვნენ+
და ლომზე — ძლიერნი.+
24 იგლოვეთ საული, ისრაელის ასულებო,
ვინც ძოწეულით გმოსავდათ და ძვირფასეულობით გამკობდათ,
ვინც ოქროს სამკაულებით გიმშვენებდათ სამოსელს.+
26 ვწუხვარ შენზე, ჩემო ძმაო, იონათან,
ძალიან ძვირფასი იყავი ჩემთვის!+
ჩემდამი შენი სიყვარული ქალის სიყვარულზე მშვენიერი იყო.+
2 ამ ამბების შემდეგ დაეკითხა დავითი იეჰოვას:+ „ავიდე იუდას რომელიმე ქალაქში?“ იეჰოვამ მიუგო: „ადი“. დავითმა ჰკითხა: „რომელში ავიდე?“ მან მიუგო: „ხებრონში“.+ 2 ავიდა დავითი თავის ორივე ცოლთან, იზრეელელ ახინოამთან+ და ქარმელელი ნაბალის ქვრივ აბიგაილთან+ ერთად. 3 თავისი ხალხიც+ თან წაიყვანა დავითმა თავ-თავიანთი სახლეულობით და ხებრონის ქალაქებში დასახლდნენ. 4 მივიდნენ იუდეველები+ და იქ სცხეს+ დავითი იუდას სახლის მეფედ.+
შეატყობინეს დავითს, იაბეშ-გალაადელებმა დამარხესო საული. 5 გაუგზავნა დავითმა მაცნეები იაბეშ-გალაადელებს+ და შეუთვალა: „იეჰოვამ გაკურთხოთ,+ რადგან სიკეთე*+ უყავით თქვენს ბატონს საულს და დამარხეთ.+ 6 სიკეთე+ და ერთგულება გამოავლინოს თქვენდამი იეჰოვამ; მეც კარგად მოგექცევით იმის გამო, რაც გააკეთეთ.+ 7 ახლა გამაგრდით და ვაჟკაცურად იყავით,+ რადგან მკვდარია საული, თქვენი ბატონი, იუდას სახლმა კი მე მცხო თავის მეფედ“.+
8 აბნერმა,+ ნერის ვაჟმა, საულის მხედართმთავარმა წაიყვანა საულის ვაჟი იშ-ბოშეთი+ და მახანაიმში+ გადაიყვანა, 9 რომ გაემეფებინა გალაადზე,+ აშურელებზე, იზრეელზე,+ ეფრემზე,+ ბენიამინზე+ და მთელ ისრაელზე. 10 ორმოცი წლისა იყო საულის ვაჟი იშ-ბოშეთი, როცა გამეფდა ისრაელზე და ორი წელი იმეფა. დავითს მხოლოდ იუდას სახლი+ ემხრობოდა. 11 შვიდი წელი და ექვსი თვე მეფობდა დავითი იუდას სახლზე ხებრონიდან.+
12 გამოვიდნენ მახანაიმიდან+ ნერის ვაჟი აბნერი და საულის ვაჟის იშ-ბოშეთის მსახურები და გაბაონში+ მივიდნენ; 13 გამოვიდნენ ცერუიას+ ვაჟი იოაბი+ და დავითის მსახურები და გაბაონის ტბორთან შეხვდნენ ერთმანეთს, ერთნი ტბორის ერთ მხარეს დადგნენ, მეორენი — ტბორის მეორე მხარეს. 14 უთხრა აბნერმა იოაბს: „გამოვიდნენ ჭაბუკები და შეებან ერთმანეთს“. იოაბმა მიუგო: „გამოვიდნენ“. 15 ისინიც ადგნენ და გავიდნენ. ბენიამინისა და საულის ვაჟის, იშ-ბოშეთის+ ხალხისგან გავიდნენ თორმეტნი და დავითის მსახურებიდანაც — თორმეტნი. 16 თმებში ჩაავლეს ხელი ერთმანეთს და ფერდებში მახვილები გაუყარეს; ყველანი ერთად დაეცნენ. გაბაონში+ იმ ადგილს ხელკათ-ჰაცურიმი* ეწოდა.
17 სასტიკი ბრძოლა გაიმართა იმ დღეს და დამარცხდნენ აბნერი+ და ისრაელები დავითის მსახურებთან. 18 იქ იყო ცერუიას+ სამი ვაჟი: იოაბი,+ აბიშაი+ და ასაჰელი.+ ასაჰელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი+ მინდორში. 19 დაედევნა ასაჰელი აბნერს, არ გადაუხვევია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, კვალდაკვალ მისდევდა აბნერს. 20 უკან მიიხედა აბნერმა და ჰკითხა: „ასაჰელ, შენა ხარ?“ მან მიუგო: „მე ვარ“. 21 უთხრა აბნერმა: „გინდ მარჯვნივ გადაუხვიე, გინდ მარცხნივ, დაიჭირე რომელიმე და რაც გინდა, ის წაართვი“,+ მაგრამ არ გაეცალა მას ასაჰელი. 22 კვლავ უთხრა აბნერმა ასაჰელს: „გამეცალე, ნუ მომდევ! რატომ უნდა დაგაკლა მიწას?+ როგორღა შევხედო მერე შენს ძმას იოაბს?“ 23 მაინც არ გაეცალა იგი. გაუყარა აბნერმა მას მუცელში+ შუბი, ზურგში გაატანა, იქვე დაეცა და მოკვდა. ვინც კი მიდიოდა იმ ადგილზე, სადაც ასაჰელი დაეცა და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.+
24 დაედევნენ აბნერს იოაბი და აბიშაი. მზის ჩასვლისას მიადგნენ ამას გორას, გიახის პირდაპირ, გაბაონის+ უდაბნოს გზაზე. 25 ბენიამინელები კი აბნერთან შეკრებილიყვნენ და გორაზე იდგნენ. 26 გასძახა აბნერმა იოაბს: „სულ უნდა ჭამდეს მახვილი?+ არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება?+ როდემდე არ უნდა ეუბნებოდე შენს ხალხს, რომ არ სდიონ თავიანთ ძმებს?“+ 27 მიუგო იოაბმა: „ცოცხალია ჭეშმარიტი ღმერთი,+ შენ რომ არაფერი გეთქვა,+ დილიდანვე მოეშვებოდა ჩემი ხალხი თავისი ძმების დევნას“. 28 ჩაჰბერა იოაბმა საყვირს+ და შეჩერდა ხალხი; აღარ დასდევნებიან ისინი ისრაელს და აღარც შებრძოლებიან.
29 აბნერი და მისი ხალხი მთელი ღამე არაბას+ კვეთდნენ, გავიდნენ იორდანის+ გაღმა, გაიარეს მთელი ხევი და მახანაიმში+ მივიდნენ. 30 როცა შეწყვიტა იოაბმა აბნერის დევნა და უკან დაბრუნდა, შეკრიბა მთელი ხალხი; დავითის მსახურებს ცხრამეტი კაცი და ასაჰელი აკლდა. 31 დავითის მსახურებმა ბენიამინელთაგან და აბნერის ხალხიდან სამას სამოცი კაცი მოკლეს.+ 32 წაასვენეს ასაჰელი+ და ბეთლემში+ დამარხეს, მამამისის სამარხში.+ მთელი ღამე იარეს იოაბმა და მისმა ხალხმა და ხებრონში+ შემოათენდათ.
3 დიდხანს გაგრძელდა ბრძოლა საულის სახლსა და დავითის სახლს შორის;+ დავითი ძლიერდებოდა,+ საულის სახლი კი უფრო და უფრო სუსტდებოდა.+
2 ხებრონში+ დავითს ვაჟები+ შეეძინა: პირმშო ამნონი+ იზრეელელი ახინოამისგან+ შეეძინა; 3 მეორე ვაჟი ქილაბი+ ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან, აბიგაილისგან+ შეეძინა; მესამე ვაჟი აბესალომი+ მააქასგან შეეძინა, გეშურის მეფის, თალმაის+ ასულისგან; 4 მეოთხე ვაჟი ადონია+ ხაგითისგან+ შეეძინა; მეხუთე ვაჟი შეფატია,+ აბიტალისგან შეეძინა; 5 მეექვსე ვაჟი ითრეამი+ ეგლასგან შეეძინა, თავისი ცოლისგან — ესენი შეეძინა დავითს ხებრონში.
6 ვიდრე საულის სახლსა და დავითის სახლს შორის ბრძოლა გრძელდებოდა, აბნერი+ თავის მდგომარეობას განამტკიცებდა საულის სახლში. 7 ჰყავდა საულს ერთი ხარჭა, რიცფა,+ აიას+ ასული. ჰკითხა იშ-ბოშეთმა+ აბნერს: „რატომ დაწექი მამაჩემის ხარჭასთან?“+ 8 განრისხდა+ აბნერი იშ-ბოშეთის ნათქვამზე და უთხრა: „მე რა, იუდას ძაღლის+ თავი ვარ? სიკეთეს ვუკეთებ მამაშენის, საულის სახლს, მის ძმებსა და მის მეგობრებს, არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში, შენ კი ამ ქალთან ცოდვას მაბრალებ. 9 ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და უარესიც,+ თუ ისე არ მოვიქცე, როგორც დავითს დაუფიცა იეჰოვამ,+ 10 არ წავართვა მეფობა საულის სახლს და დავითის ტახტი არ დავადგინო ისრაელსა და იუდაზე დანიდან ბეერ-შებამდე“.+ 11 მან ვეღარაფერი უპასუხა აბნერს, რადგან შეეშინდა მისი.+
12 მაშინვე გაუგზავნა აბნერმა დავითს მაცნეები და შეუთვალა: „ვისია ეს მიწა? დამიდე შეთანხმება და ჩემი ხელით მოგიმხრობ მთელ ისრაელს“.+ 13 მან მიუგო: „კარგი, დაგიდებ შეთანხმებას, ოღონდ ერთი პირობით: ვერ იხილავ ჩემს სახეს,+ თუ საულის ასულს, მიქალს+ არ მომიყვან, როცა ჩემ სანახავად მოხვალ“. 14 გაუგზავნა დავითმა საულის ვაჟს, იშ-ბოშეთს+ მაცნეები და შეუთვალა: „მომეცი ჩემი ცოლი მიქალი, ვინც ასი ფილისტიმელის ჩუჩების+ სანაცვლოდ დავნიშნე“. 15 გაგზავნა კაცები იშ-ბოშეთმა და წამოიყვანა იგი მისი ქმრისგან, ფალტიელისგან,+ ლაიშის ვაჟისგან; 16 ქმარი ტირილით მიჰყვებოდა უკან ბახურიმამდე.+ უთხრა მას აბნერმა: „გაბრუნდი!“ და ისიც გაბრუნდა.
17 მოეთათბირა აბნერი ისრაელის უხუცესებს: «გუშინაც და გუშინწინაც+ თქვენ დავითის გამეფებას ცდილობდით. 18 ახლა იმოქმედეთ, რადგან უთხრა იეჰოვამ დავითს: „ჩემი მსახურის, დავითის ხელით+ დავიხსნი ჩემს ხალხს, ისრაელს ფილისტიმელთა და ყველა მათი მტრის ხელიდან“». 19 ბენიამინელებსაც+ ელაპარაკა აბნერი და ხებრონშიც წავიდა დავითთან სალაპარაკოდ, რომ ისრაელისა და ბენიამინის მთელი სახლის სათქმელი ეთქვა.
20 ოც კაცთან ერთად მივიდა აბნერი დავითთან ხებრონში და დავითმა ნადიმი+ გაუმართა აბნერსა და მასთან მყოფთ. 21 უთხრა აბნერმა დავითს: „ავდგები, წავალ და შევუკრებ მთელ ისრაელს მეფე-ბატონს. შეთანხმებას დაგიდებენ და ისე იმეფებ მათზე, როგორც შენი სული მოისურვებს“.+ გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.+
22 ამ დროს ბრუნდებოდნენ დავითის მსახურები და იოაბი, რომლებიც სათარეშოდ იყვნენ გასულები, და დიდძალი ნადავლი+ მოჰქონდათ. აღარ იყო აბნერი დავითთან ხებრონში, რადგან უკვე გაშვებული ჰყავდა იგი დავითს და ისიც მშვიდობით მიდიოდა. 23 მოვიდა იოაბი+ თავისი ჯარით და აცნობეს მას: „ნერის+ ვაჟი აბნერი+ იყო მეფესთან მოსული; გაისტუმრა მეფემ იგი და მშვიდობით წავიდა“. 24 შევიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: „ეს რა გააკეთე?+ აბნერი მოვიდა შენთან, შენ კი გაუშვი და წავიდა იგი თავის ნებაზე. 25 კარგად იცი, რომ ნერის ვაჟი, აბნერი შენ მოსატყუებლად მოვიდა, რომ გაიგოს, როდის გადიხარ და როდის შემოდიხარ,+ და ყველაფერი, რასაც აკეთებ“.+
26 გამოვიდა იოაბი დავითისგან, მაცნეები გაუგზავნა აბნერს და სირას ჭიდან დააბრუნეს იგი.+ დავითმა ეს არ იცოდა. 27 როცა ხებრონში+ დაბრუნდა აბნერი, იოაბმა კარიბჭიდან გვერდზე გაიხმო იგი, რომ ცალკე დალაპარაკებოდა;+ მუცელში ჩასცა მახვილი+ და მოკვდა იგი ასაჰელის,+ მისი ძმის სისხლის გამო. 28 გაიგო ეს დავითმა და თქვა: „სამუდამოდ უდანაშაულონი ვართ მე და ჩემი სამეფო იეჰოვას წინაშე ნერის ვაჟის, აბნერის სისხლის დაღვრაში.+ 29 მიეზღოს+ იოაბსა და მამამისის მთელ სახლს და არ გამოილიოს იოაბის სახლში+ გამონადენიანი,+ კეთროვანი,+ თითისტარის ხელში ამღები+ კაცი, მახვილით დაცემული და პურს მონატრებული!“+ 30 ვინაიდან იოაბმა და მისმა ძმამ, აბიშაიმ+ მოკლეს აბნერი,+ რადგან მან მათი ძმა ასაჰელი მოკლა გაბაონთან გამართულ ბრძოლაში.+
31 უთხრა დავითმა იოაბსა და ყველა მასთან მყოფს: „შემოიხიეთ ტანსაცმელი,+ შემოირტყით ჯვალო+ და იგლოვეთ აბნერი“. თვითონ მეფე დავითიც მიჰყვებოდა საკაცეს. 32 დამარხეს აბნერი ხებრონში და ხმამაღლა ატირდა მეფე აბნერის სამარხთან; ატირდა მთელი ხალხიც.+ 33 ასე მოთქვამდა აბნერზე მეფე:
„უგუნური კაცივით+ უნდა მომკვდარიყო აბნერი?!
ამაზე კვლავ ატირდა+ ხალხი.
35 ჯერ კიდევ დღე იყო, მოდიოდა ხალხი და სანუგეშებლად პური+ მოჰქონდა დავითთან, დავითი კი იფიცებოდა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა+ და უარესიც, თუ მზის ჩასვლამდე+ პური ან რამე ვიგემო!“ 36 ხედავდა ამას ხალხი და მოსწონდათ, როგორც სხვა ყველაფერი, რასაც მეფე აკეთებდა.+ 37 გაიგო იმ დღეს მთელმა იუდამ და მთელმა ისრაელმა, რომ არ ერია მეფის ხელი ნერის ვაჟის, აბნერის სიკვდილში.+ 38 უთხრა მეფემ თავის მსახურებს: „იცით, როგორი მეთაური და როგორი ვაჟკაცი დაეცა დღეს ისრაელში?!+ 39 მე კი დღეს, თუმცა მეფედ ვარ ცხებული,+ უძლური ვარ; ესენი კი, ცერუიას+ ვაჟები, მეტისმეტად სასტიკნი არიან.+ იეჰოვამ მიუზღოს ბოროტებს ჩადენილი ბოროტების სანაცვლოდ“.+
4 გაიგო საულის ვაჟმა,+ რომ მოკვდა აბნერი ხებრონში,+ და ხელში ძალა გამოელია;+ შეშფოთდა მთელი ისრაელიც. 2 საულის ვაჟის მოთარეშე რაზმებს+ ორი მეთაური ჰყავდა; ერთს ერქვა ბაანა და მეორეს — რექაბი. ისინი ბეეროთელი რიმონის ვაჟები იყვნენ, ბენიამინელები; ბეეროთიც+ ბენიამინს ეკუთვნოდა. 3 გითაიმს+ შეეხიზნენ ბეეროთელები და დღემდე იქ ცხოვრობენ.
4 საულის ვაჟს, იონათანს,+ კოჭლი შვილი ჰყავდა.+ ხუთი წლისა იყო, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეელიდან.+ აიყვანა ის მისმა გამზრდელმა და გაიქცა, მაგრამ როცა თავზარდაცემული გარბოდა, გაუვარდა ის და დაკოჭლდა. მას მეფიბოშეთი+ ერქვა.
5 წავიდნენ რექაბი და ბაანა, ბეეროთელი რიმონის ვაჟები, და დღისით, როცა ძალიან ცხელოდა, იშ-ბოშეთის+ სახლში მივიდნენ. მას კი ეძინა შუადღისას. 6 შევიდნენ სახლში, ვითომ ხორბლის მზიდავები იყვნენ, და მახვილი ჩასცეს მას მუცელში;+ ვერავინ შენიშნა რექაბი და მისი ძმა ბაანა.+ 7 სახლში შესულებს ის თავის საძინებელ ოთახში ტახტზე მწოლიარე დახვდათ, ჩასცეს მახვილი, მოკლეს,+ თავი მოაჭრეს,+ წაიღეს და მთელი ღამე იარეს არაბას გზაზე. 8 მიუტანეს იშ-ბოშეთის+ თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: „აი შენი მტრის, შენი სულის მძებნელის,+ საულის ვაჟის, იშ-ბოშეთის თავი.+ დღეს შური იძია+ იეჰოვამ საულსა და მის შთამომავლობაზე მეფე-ბატონის გულისთვის“.
9 მიუგო დავითმა ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, რექაბსა და მის ძმას, ბაანას: „ცოცხალია იეჰოვა,+ რომელმაც ჩემი სული+ ყველა გასაჭირისგან+ დაიხსნა,+ 10 თუ ის მაცნე,+ რომელიც მოვიდა და მითხრა, მკვდარია საულიო და რომელსაც ეგონა, სასიხარულო ცნობა მომიტანა, დავიჭირე და მოვკალი+ ციკლაგში, როცა სამახარობლო უნდა მიმეცა, 11 ბოროტებს რაღას ვუზამ,+ რომლებმაც მართალი კაცი თავის სახლში თავისივე საწოლზე მოკლეს? განა მის სისხლს თქვენი ხელიდან+ არ ავიღებ და არ აღგგვით მიწის პირიდან?“+ 12 უბრძანა დავითმა თავის ხალხს და დახოცეს ისინი.+ დააჭრეს ხელ-ფეხი და ხებრონში ტბორთან ჩამოკიდეს;+ იშ-ბოშეთის თავი კი აიღეს და აბნერის სამარხში დამარხეს ხებრონში.+
5 გავიდა დრო. მივიდა ისრაელის ყველა ტომი დავითთან+ ხებრონში+ და უთხრა: „ჩვენ შენი ძვალი და ხორცი ვართ.+ 2 გუშინაც და გუშინწინაც,+ როცა ჯერ კიდევ საული მეფობდა ჩვენზე, შენ გამოგყავდა და შეგყავდა+ ისრაელი. იეჰოვამ გითხრა, შენ დამწყემსავო+ ჩემს ხალხს, ისრაელს, და შენ გახდებიო ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლი“.+ 3 მივიდნენ ისრაელის უხუცესები+ მეფესთან ხებრონში და იქ დაუდო მათ შეთანხმება+ მეფე დავითმა იეჰოვას წინაშე, რის შემდეგაც მათ ისრაელის მეფედ+ სცხეს+ დავითი.
4 ოცდაათი წლისა გამეფდა დავითი და ორმოცი წელი+ იმეფა. 5 ხებრონიდან შვიდი წელი და ექვსი თვე განაგებდა იუდას,+ იერუსალიმიდან+ კი — ოცდაცამეტი წელი მთელ ისრაელსა და იუდას. 6 წავიდნენ მეფე და მისი ხალხი იერუსალიმისკენ იქ მცხოვრებ იებუსელებთან+ შესაბრძოლებლად; უთხრეს მათ დავითს: „აქ ვერ შემოხვალ! ბრმები და კოჭლები გაგაბრუნებენ,+ იტყვიან, ვერ შემოვაო დავითი“, 7 მაგრამ მაინც დაიპყრო დავითმა სიონის ციხესიმაგრე,+ დავითის ქალაქი.+ 8 იმ დღეს დავითმა თქვა: „ვინც დასცემს იებუსელებს,+ წყლის გვირაბით+ მიადგეს კოჭლებსა და ბრმებს, რომლებიც სძულს დავითის სულს!“ ამიტომაც ამბობენ, ბრმა და კოჭლი სახლში ვერ შემოვაო. 9 დასახლდა დავითი ციხესიმაგრეში და მას დავითის ქალაქი დაერქვა; დაიწყო დავითმა მშენებლობა მილოს*+ გარშემო და შიგნით. 10 უფრო და უფრო განდიდდა+ დავითი და ლაშქართა ღმერთი+ იეჰოვა იყო მასთან.+
11 ტვიროსის მეფე ხირამმა+ მაცნეები+ გაუგზავნა დავითს; გაუგზავნა კედრის ხეები,+ ხეზე და ქვაზე მომუშავენი კედლების საშენებლად და დაიწყეს დავითის სასახლის+ შენება. 12 მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დაყენებული იეჰოვას იგი ისრაელის მეფედ,+ და რომ მან განადიდა+ ისრაელი ხალხის გულისთვის მისი სამეფო.+
13 ხებრონიდან წამოსვლის შემდეგ დავითმა კიდევ მოიყვანა იერუსალიმიდან ხარჭები+ და ცოლები+ და შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები. 14 იერუსალიმში შეეძინა: შამუა,+ შობაბი,+ ნათანი,+ სოლომონი,+ 15 იბხარი, ელიშუა,+ ნეფეგი,+ იაფია,+ 16 ელიშამა,+ ელიადა და ელიფელეტი.+
17 გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ სცხეს დავითი+ და ძებნა დაუწყეს ფილისტიმელებმა დავითს. გაიგო ეს დავითმა და მიუდგომელ ადგილზე წავიდა.+ 18 მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე+ დათარეშობდნენ. 19 დაეკითხა+ დავითი იეჰოვას: „გავიდე ფილისტიმელების წინააღმდეგ? ჩამიგდებ ხელში?“ მიუგო იეჰოვამ დავითს: „გადი და ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს“.+ 20 მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში+ და იქ გაანადგურა ისინი. მან თქვა: „ისე გაარღვია ჩემ წინ იეჰოვამ ჩემი მტრის რიგები,+ თითქოს წყალმა გაარღვიაო“. ამიტომ უწოდა იმ ადგილს ბაალ-ფერაციმი.+ 21 იქ დატოვეს მათ თავიანთი კერპები,+ დავითმა და მისმა ხალხმა კი წაიღეს ისინი.+
22 მოგვიანებით კიდევ ავიდნენ ფილისტიმელები+ და რეფაიმის ველზე+ დათარეშობდნენ. 23 დაეკითხა+ დავითი იეჰოვას, მან კი მიუგო: „არ გახვიდე, შემოუარე, უკნიდან მიადექი და ბაქა-ბუჩქებთან*+ დაესხი თავს. 24 როცა ბაქა-ბუჩქების კენწეროებიდან ლაშქრის სვლის ხმას გაიგებ, მტკიცედ იმოქმედე,+ რადგან იეჰოვა წაგიძღვება ფილისტიმელთა ბანაკის გასანადგურებლად“.+ 25 დავითიც ისე მოიქცა, როგორც იეჰოვამ უბრძანა+ და გებიდან+ გეზერამდე+ გაანადგურა+ ფილისტიმელები.
6 კვლავ შეკრიბა დავითმა ისრაელის ყველა რჩეული კაცი,+ სულ ოცდაათი ათასი. 2 ადგნენ დავითი და მისი ხალხი და ბაალე-იუდაში+ წავიდნენ ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის+ წამოსაღებად, რომელიც ქერუბიმებზე+ მჯდომი ლაშქართა* ღვთის,+ იეჰოვას სახელით+ იწოდება. 3 ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი ახალ ურემზე+ დადეს და წამოიღეს აბინადაბის სახლიდან,+ რომელიც გორაზე იდგა. ახალ ურემს აბინადაბის ვაჟები, უზა და ახიო+ მიუძღოდნენ.
4 წამოიღეს ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი აბინადაბის სახლიდან, რომელიც გორაზე იდგა; კიდობანს ახიო მიუძღოდა. 5 ზეიმობდნენ დავითი და ისრაელის მთელი სახლი იეჰოვას წინაშე; უკრავდნენ ღვიის ხის ყველანაირ საკრავზე, ქნარებზე,+ სხვა სიმებიან საკრავებზე,+ დაირებზე,+ ბობღნებსა და წინწილებზე.+ 6 ნაქონის კალოსთან რომ მივიდნენ, უზამ+ ხელი შეაშველა+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანს, რადგან კინაღამ ჩამოაგდო საქონელმა. 7 აენთო უზაზე იეჰოვას რისხვა+ და იქვე დასცა+ ის ჭეშმარიტმა ღმერთმა უპატივცემულო საქციელისთვის; იქვე მოკვდა ის ჭეშმარიტი ღვთის კიდობანთან.+ 8 განრისხდა დავითი, იეჰოვას რისხვა რომ აენთო უზაზე, და იმ ადგილს დღემდე+ ფერეც-უზა* ეწოდება. 9 შეეშინდა იმ დღეს დავითს იეჰოვასი+ და თქვა: „როგორ მოვა ჩემამდე იეჰოვას კიდობანი?“+ 10 არ მოისურვა დავითმა იეჰოვას კიდობნის თავისთან გადატანა, დავითის ქალაქში,+ და ის გათელი+ ობედ-ედომის+ სახლში გადაიტანა.
11 სამ თვეს იყო იეჰოვას კიდობანი გათელი ობედ-ედომის სახლში; კურთხევას არ აკლებდა+ იეჰოვა ობედ-ედომს და მთელ მის სახლეულობას.+ 12 ბოლოს შეატყობინეს მეფე დავითს, აკურთხაო იეჰოვამ ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის გამო ობედ-ედომის სახლი და მისი ქონება. ამიტომ გადაწყვიტა დავითმა, წასულიყო, წამოეღო ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი ობედ-ედომის სახლიდან და მხიარულებით გადაეტანა დავითის ქალაქში.+ 13 ექვსი ნაბიჯი ჰქონდათ იეჰოვას კიდობნის დამტარებლებს+ გადადგმული, რომ მან ხარი და ნასუქი ხბო+ შესწირა.
14 ცეკვავდა დავითი იეჰოვას წინაშე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა; სელის ეფოდი+ ემოსა დავითს. 15 დავითსა და მთელი ისრაელის სახლს მხიარული ყიჟინითა+ და საყვირის+ თანხლებით მიჰქონდათ იეჰოვას კიდობანი.+ 16 დავითის ქალაქში რომ მიიტანეს იეჰოვას კიდობანი, საულის ასულმა მიქალმა+ სარკმლიდან დაინახა დავითი, რომელიც ხტოდა და ცეკვავდა იეჰოვას წინაშე, და გულში+ აბუჩად აიგდო+ იგი. 17 შეიტანეს იეჰოვას კიდობანი და იმ კარავში დადგეს, რომელიც დავითს კიდობნისთვის ჰქონდა გაშლილი.+ შესწირა დავითმა იეჰოვას წინაშე დასაწვავი მსხვერპლი+ და მშვიდობის მსხვერპლი*.+ 18 დაასრულა დავითმა დასაწვავი მსხვერპლისა და მშვიდობის მსხვერპლის შეწირვა და აკურთხა+ ხალხი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას+ სახელით. 19 ჩამოურიგა+ მთელ ხალხს, ისრაელის მთელ კრებულს, კაცსაც და ქალსაც, თითო რგოლისებური პური, ფინიკის თითო კვერი და ქიშმიშის თითო კვერი,+ რის შემდეგაც ყველა თავის სახლში წავიდა.
20 დავითიც დაბრუნდა, რომ თავისი სახლეულობა ეკურთხებინა;+ გამოეგება მას საულის ასული მიქალი+ და უთხრა: „როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე,+ ქარაფშუტასავით რომ გაშიშვლდა თავის მსახურთა მხევლების თვალწინ!“+ 21 მიუგო დავითმა მიქალს: „იეჰოვას წინაშე ვიზეიმე, რომელმაც მე ამომირჩია და არა მამაშენი და მისი სახლეულობა, რომ იეჰოვას ხალხის, ისრაელის წინამძღოლი ვყოფილიყავი,+ და კიდევ ვიზეიმებ იეჰოვას წინაშე.+ 22 ამაზე მეტად დავმცირდები+ და დავმდაბლდები ჩემს თვალში, იმ მხევლების თვალში კი, შენ რომ ახსენე, უფრო განვდიდდები“.+ 23 უშვილოდ მოკვდა საულის ასული მიქალი.+
7 როცა მეფემ თავის სასახლეში დაიწყო ცხოვრება+ და დაასვენა იგი იეჰოვამ ირგვლივ მყოფი მტრებისგან,+ 2 უთხრა მეფემ ნათან+ წინასწარმეტყველს: „შეხედე, მე კედრის+ სახლში ვცხოვრობ, ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი კი კარავშია“.+ 3 მიუგო ნათანმა მეფეს: „წადი, გააკეთე,+ რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა იეჰოვა“.
4 იმ ღამით იეჰოვას სიტყვა+ გამოეცხადა ნათანს: 5 «წადი და უთხარი ჩემს მსახურ დავითს, ასე ამბობს-თქო იეჰოვა: „შენ უნდა ამიშენო სახლი დასამკვიდრებლად?+ 6 სახლში არ დავმკვიდრებულვარ ეგვიპტიდან ისრაელის ძეების გამოყვანის დღიდან დღემდე,+ ყოველთვის კარავში+ ვიყავი.+ 7 მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ისრაელის ძეებს შორის დავდიოდი,+ სიტყვა მაინც თუ მითქვამს ისრაელის რომელიმე ტომისთვის,+ რომელსაც ჩემი ხალხის, ისრაელის დამწყემსვა ვუბრძანე, კედრის სახლი რატომ არ ამიშენეთ-მეთქი?“ 8 უთხარი ჩემს მსახურ დავითს, ასე ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მე წამოგიყვანე საძოვრიდან და ფარიდან,+ რომ ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლი+ ყოფილიყავი. 9 შენთან ვიქნები, სადაც კი წახვალ,+ და მოვსპობ შენს მტრებს.+ სახელს გაგითქვამ,+ როგორც დედამიწის დიდებულებს აქვთ განთქმული. 10 ადგილს მივუჩენ+ ჩემს ხალხს, ისრაელს, დავრგავ+ მათ და იქ დამკვიდრდებიან, სადაც არიან, და აღარავინ შეაწუხებთ. უწინდებურად ვეღარ დაჩაგრავენ უმართლობის ძეები,+ 11 როგორც მაშინ, როცა მსაჯულები+ დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს. ყველა მტრისგან დაგასვენებ.+
იეჰოვამ გითხრა, რომ სახლს+ აგიშენებს იეჰოვა. 12 როცა შეივსება შენი დღეები+ და განისვენებ შენი მამა-პაპის გვერდით,+ გამოვაჩენ შენი საზარდულიდან გამოსულ შთამომავალს და განვამტკიცებ მის სამეფოს.+ 13 ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე+ და მარადიულად განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს.+ 14 მე ვიქნები მისი მამა+ და ის იქნება ჩემი ძე.+ როცა არასწორად მოიქცევა, კაცთა ჯოხითა+ და ადამის ძეთა დარტყმებით შევაგონებ. 15 არ წაერთმევა მას ჩემი სიკეთე*, როგორც წავართვი საულს,+ რომელიც შენი გულისთვის ჩამოვაგდე. 16 მარადიულად განმტკიცდება შენი სახლი და შენი სამეფო, მარადიულად განმტკიცდება შენი ტახტი“».+
17 ყველაფერს მოუყვა ნათანი დავითს ამ სიტყვებისა და ხილვის თანახმად.+
18 მივიდა მეფე დავითი, იეჰოვას წინაშე დაჯდა და თქვა: „ვინა ვარ მე,+ უზენაესო უფალო, იეჰოვა, და რა არის ჩემი სახლი, რომ აქამდე მომიყვანე? 19 თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყოს, უზენაესო უფალო, იეჰოვა, შენ შენი მსახურის სახლის შორეულ მომავალზეც ლაპარაკობ. უზენაესო უფალო, იეჰოვა,+ ეს არის კანონი ადამიანთა მოდგმისთვის.+ 20 მეტი რა გითხრას დავითმა? შენ კარგად იცნობ შენს მსახურს,+ უზენაესო უფალო, იეჰოვა, 21 შენი სიტყვისა+ და შენი გულის სურვილისამებრ+ მოიმოქმედე ეს დიდი საქმეები, რომ სცოდნოდა ისინი შენს მსახურს.+ 22 ამიტომაც ხარ დიდებული,+ უზენაესო უფალო, იეჰოვა, არავინაა შენი მსგავსი,+ არავინაა ღმერთი შენ გარდა+ მათგან, ვისზეც გვსმენია. 23 რომელი ერია დედამიწაზე შენი ხალხის, ისრაელის მსგავსი,+ რომელიც ღმერთმა თავისთვის გამოისყიდა,+ გაითქვა სახელი+ და მათთვის დიდი და შიშის მომგვრელი საქმეები მოიმოქმედა?+ შენ განდევნე ერები და მათი ღმერთები შენი ხალხის გულისთვის, რომელიც შენთვის გამოისყიდე+ ეგვიპტიდან. 24 შენ სამარადისოდ განამტკიცე შენი ხალხი, ისრაელი+ და, შენ გახდი, იეჰოვა, მათი ღმერთი.+
25 იეჰოვა ღმერთო, სამარადისოდ აღასრულე შენი სიტყვა, შენს მსახურსა და მის სახლზე ნათქვამი, და იმოქმედე ნათქვამისამებრ!+ 26 სამარადისოდ განდიდდეს შენი სახელი,+ რომ თქვან, ლაშქართა ღმერთი იეჰოვააო ისრაელის ღმერთი,+ და განმტკიცდეს შენი მსახურის, დავითის სახლი შენ წინაშე.+ 27 ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, შენ გამოუცხადე შენს მსახურს, სახლს აგიშენებო+ და ამიტომაც გაბედა შენმა მსახურმა ასე ლოცვა.+ 28 უზენაესო უფალო, იეჰოვა, შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი! იყოს შენი სიტყვებიც ჭეშმარიტი,+ რადგან ყოველივე კარგს დაჰპირდი შენს მსახურს.+ 29 იმოქმედე და აკურთხე+ შენი მსახურის სახლი, რომ მარადიულად იდგეს შენ წინაშე,+ რადგან შენ წარმოთქვი დაპირება, უზენაესო უფალო, იეჰოვა, და შენი კურთხევით იყოს შენი მსახურის სახლი სამარადისოდ კურთხეული!“+
8 ამის შემდეგ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები,+ დაიმორჩილა ისინი+ და წაართვა დავითმა ფილისტიმელებს მეთეგ-ამა.
2 დაამარცხა მოაბელებიც+ და მიწაზე დააწვინა ისინი, რომ ბაწრით გადაეზომა; ორი ბაწარი დასახოცად გადაზომა და ერთი მთლიანი ბაწარი — ცოცხლად დასატოვებლად.+ მოაბელები დავითის მსახურები+ და მოხარკეები+ გახდნენ.
3 დავითმა ჰადადეზერიც+ დაამარცხა, ცობის+ მეფის, რეხობის ვაჟი, როცა იგი მდინარე ევფრატზე+ ბატონობის დასაბრუნებლად მიდიოდა. 4 წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი მხედარი და ოცი ათასი ქვეითი;+ მყესები გადაუჭრა+ დავითმა ეტლის ცხენებს,+ მხოლოდ ასი ეტლის ცხენი დატოვა.
5 როცა ცობის მეფე ჰადადეზერს დამასკოელი+ სირიელები დაეხმარნენ, დავითმა ოცდაორი ათასი სირიელი გაანადგურა.+ 6 ჯარი+ ჩააყენა დავითმა სირიაში, დამასკოში, და სირიელებიც დავითის მორჩილნი და მოხარკენი+ გახდნენ. სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა მას იეჰოვა.+ 7 აიღო დავითმა ჰადადეზერის მსახურთა ოქროს მრგვალი ფარები+ და იერუსალიმში ჩაიტანა, 8 ჰადადეზერის ქალაქებიდან კი, ბეტახიდან და ბეროთაიდან, დიდძალი სპილენძი წამოიღო.+
9 გაიგო თოიმ, ხამათის+ მეფემ, რომ დაამარცხა დავითმა ჰადადეზერის ჯარი,+ 10 და გაუგზავნა თოიმ დავით მეფეს თავისი ვაჟი იორამი მოსაკითხად+ და ჰადადეზერის ბრძოლაში დამარცხების მისალოცად (რადგან არაერთი ბრძოლა გაემართა ჰადადეზერს თოისთან). ხელთ ჰქონდა ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის ნივთები.+ 11 ესენიც განწმინდა დავით მეფემ იეჰოვასთვის იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, რომელიც წაართვა დამორჩილებულ ერებს:+ 12 სირიას, მოაბს,+ ამონის ძეებს, ფილისტიმელებს,+ ამალეკსა+ და ცობის მეფის, რეხობის ვაჟს — ჰადადეზერს.+ 13 სახელი გაითქვა დავითმა მარილოვან ველზე+ თვრამეტი ათასი ედომელის დამარცხებით.+ 14 მან ჯარიც ჩააყენა ედომში.+ მთელ ედომში ჯარი იყო ჩაყენებული; ედომელები დავითის მორჩილები გახდნენ.+ სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა მას იეჰოვა.+
15 მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი+ და სამართალსა და სიმართლეს+ აღასრულებდა თავისი ხალხისთვის.+ 16 იოაბი,+ ცერუიას ვაჟი მხედართმთავარი იყო, იეჰოშაფატი,+ ახილუდის ვაჟი, კი — მემატიანე. 17 ცადოკი,+ ახიტუბის ვაჟი, და ახიმელექი,+ აბიათარის ვაჟი, მღვდლები იყვნენ, სერაია კი მწერალი იყო. 18 იეჰოიადას ვაჟი ბენაია+ ქერეთელებისა+ და ფელეთელების+ გამგებელი იყო, დავითის ვაჟები კი მღვდლები* გახდნენ.+
9 იკითხა დავითმა: „დარჩა ვინმე საულის სახლიდან, რომ სიკეთე*+ ვუყო იონათანის გულისთვის?“+ 2 საულის სახლში იყო ერთი მსახური, სახელად ციბა.+ მიიყვანეს იგი დავითთან და ჰკითხა მას მეფემ: „შენა ხარ ციბა?“ მან მიუგო: „მე ვარ, შენი მსახური“. 3 კვლავ ჰკითხა მეფემ: „დარჩა ვინმე საულის სახლიდან, რომ ღვთის სიკეთე ვუყო?“+ მიუგო ციბამ მეფეს: „იონათანის კოჭლი ვაჟი“.+ 4 მეფემ ჰკითხა მას: „სად არის?“ ციბამ მიუგო: „ამიელის ვაჟის, მაქირის+ სახლშია ლო-დებარში“.+
5 მაშინვე გაგზავნა კაცები დავით მეფემ და მოაყვანინა იგი ამიელის ვაჟის, მაქირის სახლიდან, ლო-დებარიდან. 6 მივიდა თუ არა დავითთან საულის ვაჟის, იონათანის ვაჟი მეფიბოშეთი, პირქვე დაემხო და მდაბლად თაყვანი სცა.+ დავითმა უთხრა: „მეფიბოშეთ!“ მან მიუგო: „აქ არის შენი მსახური“. 7 დავითმა უთხრა: „ნუ გეშინია, სიკეთეს+ გიზამ იონათანის, მამაშენის გულისთვის.+ დაგიბრუნებ პაპაშენის, საულის მამულებს+ და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს“.+
8 მან მდაბლად თაყვანი სცა და უთხრა: „ვინ არის შენი მსახური, რომ მოხედე ჩემნაირ მკვდარ ძაღლს?“+ 9 მოუხმო მეფემ ციბას, საულის მსახურს და უთხრა მას: „საულისა და მთელი მისი სახლის ქონებას შენი ბატონის შვილიშვილს ვაძლევ.+ 10 დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა ვაჟებმა და შენმა მსახურებმა, აიღეთ მოსავალი, რომ საჭმელად ჰქონდეს შენი ბატონის შვილიშვილის ხალხს. ისინი შეჭამენ, მეფიბოშეთი კი, შენი ბატონის შვილიშვილი, მუდამ ჩემი სუფრიდან შეჭამს“.+
ციბას თხუთმეტი ვაჟი და ოცი მსახური ჰყავდა.+ 11 უთხრა ციბამ მეფეს: „მეფე-ბატონის ბრძანებისამებრ გააკეთებს ყველაფერს შენი მსახური, მაგრამ მეფიბოშეთი+ ჩემი სუფრიდან* ჭამს, როგორც ერთ-ერთი უფლისწულთაგანი“. 12 ერთი ვაჟი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა,+ და ციბას სახლში მცხოვრებლები ყველანი მეფიბოშეთის მსახურები იყვნენ. 13 თვითონ მეფიბოშეთი იერუსალიმში ცხოვრობდა, რადგან მუდამ მეფის სუფრიდან ჭამდა.+ ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი.+
10 ამის შემდეგ მოკვდა ამონის+ ძეთა მეფე და მის ნაცვლად მისი ვაჟი ხანუნი გამეფდა.+ 2 დავითმა თქვა: „სიკეთეს* გამოვავლენ ნახაშის ვაჟის, ხანუნის მიმართ, როგორც მამამისმა გამოავლინა სიკეთე ჩემდამი“.+ გაუგზავნა დავითმა მას მსახურები,+ რომ ნუგეში ეცათ მისთვის მამამისის სიკვდილის გამო და მივიდნენ დავითის მსახურები ამონის ძეთა მიწაზე. 3 უთხრეს ამონის ძეთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: „ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გამოგიგზავნა დავითმა ნუგეშისმცემლები?! განა ქალაქის დასათვალიერებლად, მის დასაზვერად+ და დასამხობად არ გამოგიგზავნა დავითმა თავისი მსახურები?“+ 4 წაიყვანა ხანუნმა დავითის მსახურები, ნახევარი წვერი ჩამოჰპარსა,+ წელს ქვემოთ ტანსაცმელი შემოაჭრა და გაუშვა.+ 5 შეატყობინეს ეს დავითს და მან მაშინვე გაგზავნა ხალხი მათთან შესახვედრად, რადგან ძალიან დამცირებულად გრძნობდნენ თავს. მეფემ შეუთვალა: „იერიხონში+ დარჩით, სანამ წვერი არ მოგეზრდებათ, და მერე დაბრუნდით“.
6 დაინახეს ამონის ძეებმა, რომ თავი შეაძულეს+ დავითს. გაგზავნეს ამონის ძეებმა კაცები და დაიქირავეს ბეთ-რეხობელი+ და ცობელი+ სირიელები, ოცი ათასი ქვეითი, მააქის+ მეფისგან — ათასი და იშტობის მეფისგან — თორმეტი ათასი კაცი. 7 გაიგო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი და მთელი ლაშქარი, მათთან ერთად ძლიერი ვაჟკაცები.+ 8 გავიდნენ ამონის ძეები და კარიბჭის შესასვლელთან დაირაზმნენ, ხოლო ცობელი და რეხობელი+ სირიელები, იშტობი და მააქა, ტრიალ მინდორზე დაირაზმნენ.+
9 როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი ორივე მხრიდან უტევდა, მაშინვე გამოარჩია ისრაელიდან რჩეული+ მამაკაცები და დარაზმა ისინი სირიელების წინააღმდეგ. 10 დანარჩენები აბიშაის,+ თავის ძმას ჩააბარა, რომ მას დაერაზმა ისინი ამონის+ ძეთა წინააღმდეგ. 11 მან თქვა: „თუ სირიელები მძლევენ, შენ მიხსენი, და თუ ამონის ძეები გძლევენ, მე გიხსნი.+ 12 გამაგრდით და გამბედაობა მოიკრიბეთ+ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ღვთის ქალაქების გულისთვის,+ იეჰოვა კი იმას მოიმოქმედებს, რაც მის თვალშია სწორი“.+
13 შეუტიეს იოაბმა და მისმა ხალხმა სირიელებს და უკუიქცნენ ისინი მისგან.+ 14 როცა დაინახეს ამონის ძეებმა, რომ უკუიქცნენ სირიელები, თვითონაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შევიდნენ.+ წავიდა იოაბი ამონის ძეებისგან და იერუსალიმში+ მივიდა.
15 დაინახეს სირიელებმა, რომ დამარცხდნენ ისრაელთან და ერთად შეიკრიბნენ. 16 გაგზავნა ჰადადეზერმა+ კაცები და გამოიყვანა მდინარესთან*+ მცხოვრები სირიელები. მივიდნენ ისინი ხელამში; მათ ჰადადეზერის მხედართმთავარი შობაქი+ მიუძღოდა წინ.
17 როცა ეს დავითს შეატყობინეს, მან მაშინვე შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე და მივიდა ხელამში. დაირაზმნენ სირიელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლნენ მას.+ 18 უკუიქცნენ სირიელები+ ისრაელისგან. შვიდასი მეეტლე+ და ორმოცი ათასი მხედარი დაუხოცა დავითმა სირიელებს და მოკლა მათი მხედართმთავარი შობაქიც.+ 19 როცა დაინახეს ჰადადეზერის მორჩილმა მეფეებმა,+ რომ დამარცხდნენ ისრაელთან,+ მაშინვე დაუზავდნენ ისრაელს და მათი მორჩილები გახდნენ.+ შეეშინდათ სირიელებს და მეტად აღარ უცდიათ ამონის ძეების ხსნა.+
11 წელიწადის შემობრუნებისას*,+ როცა გამოდიოდნენ მეფეები,+ გაგზავნა დავითმა იოაბი, მისი მსახურები და მთელი ისრაელი, რომ გაენადგურებინათ ამონის ძეები+ და ალყაში მოექციათ რაბა;+ მაშინ დავითი იერუსალიმში ცხოვრობდა.
2 საღამო ხანს წამოდგა დავითი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე+ სეირნობდა. ბანიდან მობანავე ქალს მოჰკრა თვალი;+ ქალი ძალიან ლამაზი იყო.+ 3 გაგზავნა კაცი დავითმა ქალის ამბის გასაგებად.+ უთხრეს: „ეს ხომ ბათ-შებაა,+ ელიამის ასული,+ ხეთელი+ ურიას+ ცოლი“. 4 გაგზავნა დავითმა მაცნეები მის მოსაყვანად.+ შევიდა ქალი მასთან+ და დაწვა მასთან დავითი,+ ქალი ამ დროს თავისი უწმინდურებისგან განიწმინდებოდა.+ მოგვიანებით ის სახლში დაბრუნდა.
5 დაორსულდა ქალი და შეუთვალა დავითს, ორსულად ვარო. 6 დავითმა კი იოაბს შეუთვალა, გამომიგზავნეო ხეთელი ურია. იოაბმაც გამოუგზავნა დავითს ურია. 7 მივიდა ურია მასთან და გამოჰკითხა დავითმა იოაბის, ხალხისა და ბრძოლის ამბები. 8 ბოლოს უთხრა დავითმა ურიას: „წადი სახლში, ფეხი დაიბანე“.+ წავიდა ურია მეფის სასახლიდან და მეფისგან ძღვენი გააყოლეს უკან. 9 მაგრამ ურიამ მეფის სასახლის შესასვლელთან გაათია ღამე თავისი ბატონის სხვა მსახურებთან ერთად და შინ არ წასულა. 10 აცნობეს დავითს, არ წასულაო ურია სახლში. ჰკითხა დავითმა ურიას: „ნამგზავრი არა ხარ? შინ რატომ არ წახვედი?“ 11 ურიამ მიუგო: „როცა კიდობანი,+ ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის მსახურები+ კი — მინდორში, როგორ წავიდე სახლში, როგორ ვჭამო, ვსვა და როგორ დავწვე ჩემს ცოლთან?+ შენს თავსა და შენს სულს ვფიცავ,+ არ ვიზამ ამას!“
12 უთხრა დავითმა ურიას: „დღესაც დარჩი და ხვალ გაგიშვებ“. დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღესაც და მეორე დღესაც. 13 მიიწვია ის დავითმა, რომ ეჭამა და ესვა, და დაათრო იგი.+ გამოვიდა ის საღამოს და მაინც თავისი ბატონის მსახურებთან ერთად გაათია ღამე თავის საწოლზე, შინ არ წასულა. 14 დილით წერილი დაუწერა+ დავითმა იოაბს და ურიას ხელით გაუგზავნა. 15 წერილში ეწერა:+ „დააყენეთ ურია ბრძოლის წინა ხაზზე+ და მიატოვეთ, რათა დაჰკრან და მოკვდეს“.+
16 როცა იოაბმა ქალაქი ალყაში მოაქცია, ურია იმ ადგილზე დააყენა, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ.+ 17 გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებრძოლნენ იოაბს; მოკვდა დავითის ზოგიერთი მსახური და მათ შორის ხეთელი ურია.+ 18 გაუგზავნა იოაბმა დავითს კაცი ბრძოლის ამბის შესატყობინებლად 19 და მაცნეს უბრძანა: «ყველაფერი უამბე მეფეს ბრძოლის შესახებ; 20 თუ განრისხდება მეფე და გეტყვის: „რატომ მიხვედით ასე ახლოს ქალაქთან საბრძოლველად? არ იცოდით, რომ გალავნიდან გესროდნენ? 21 ვინ მოკლა აბიმელექი,+ იერუბეშეთის+ ვაჟი? განა გალავნიდან არ ჩამოაგდო ერთმა ქალმა ზედა დოლაბი+ და მოკლა ის თებეცში?+ რატომ მიხვედით ასე ახლოს გალავანთან?“ მაშინ უთხარი, შენი მსახური ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო».+
22 მივიდა მაცნე დავითთან და ყველაფერი უამბო, რისთვისაც იოაბმა გაგზავნა. 23 უთხრა მაცნემ დავითს: „ჩვენზე ძლიერები იყვნენ და ამიტომ გამოიჭრნენ ველზე ჩვენ წინააღმდეგ; შევუტიეთ და კარიბჭემდე ვდიეთ. 24 მაგრამ მშვილდოსნებმა გალავნიდან ისრები დაუშინეს+ შენს მსახურებს და მოკვდა მეფის რამდენიმე მსახური; ხეთელი ურიაც მოკვდა, შენი მსახური“.+ 25 უთხრა დავითმა მაცნეს: „ასე უთხარი იოაბს, ნუ შეგაწუხებს-თქო ეს ამბავი, მახვილი ერთსაც ჭამს+ და მეორესაც. შეუტიე ქალაქს და დაამხვე-თქო;+ გაამხნევე“.
26 გაიგო ურიას ცოლმა თავისი ქმრის, ურიას სიკვდილის ამბავი და დაიტირა+ თავისი პატრონი.+ 27 გლოვის დღეებმა რომ ჩაიარა,+ დავითმა ის მაშინვე თავის სახლში მოაყვანინა, გახდა იგი მისი ცოლი+ და ვაჟი გაუჩინა. არ მოეწონა იეჰოვას დავითის საქციელი.+
12 იეჰოვამ ნათანი+ გაუგზავნა დავითს. მივიდა ის მასთან+ და უთხრა: „ერთ ქალაქში ორი კაცი ცხოვრობდა, ერთი მდიდარი, მეორე კი ღარიბი. 2 მდიდარს უამრავი ცხვარ-ძროხა ჰყავდა;+ 3 ღარიბს კი ერთი პატარა, ნაყიდი დედალი ბატკნის მეტი არაფერი ებადა;+ კვებავდა მას და ისიც იზრდებოდა მასთან და მის ვაჟებთან ერთად; მის ლუკმას ჭამდა და მისი სასმისიდან სვამდა, უბეში ეწვა და ასულივით ჰყავდა. 4 ერთხელ მდიდარ კაცს სტუმარი ეწვია; ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან სტუმრის გასამასპინძლებლად და სტუმარს იმ ღარიბი კაცის ბატკანი მოუმზადა“.+
5 ძლიერ განრისხდა დავითი იმ კაცზე+ და ნათანს უთხრა: „იეჰოვას ვფიცავ,+ სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი!+ 6 ამის ჩამდენმა ბატკანი ოთხმაგად+ უნდა აანაზღაუროს,+ რადგან შეუბრალებლად+ მოიქცა“.
7 უთხრა ნათანმა დავითს: «შენა ხარ ის კაცი! აი რას გეუბნება იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მე გცხე+ ისრაელის მეფედ და მე გიხსენი+ საულის ხელიდან, 8 მე მოგეცი შენი ბატონის სახლი,+ შენი ბატონის ცოლები+ და ისრაელისა და იუდას სახლი;+ და თუ ეს არ გეყოფოდა, ამაზე მეტსაც მოგცემდი.+ 9 რატომ შეიძულე იეჰოვას სიტყვა და რატომ ჩაიდინე ბოროტება+ მის თვალში? მახვილით მოკალი+ ხეთელი ურია, მისი ცოლი შეირთე,+ ის კი ამონის ძეთა მახვილით მოკალი. 10 არასოდეს+ მოშორდება მახვილი+ შენს სახლს, რადგან შემიძულე და ხეთელი ურიას ცოლი შეირთე“. 11 აი რას გეუბნება იეჰოვა: „შენი სახლიდანვე მოგივლენ უბედურებას;+ შენი თვალით დაინახავ, როგორ წაგართმევ ცოლებს და მივცემ მათ შენს მოძმეს;+ მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან.+ 12 შენ ფარულად გააკეთე,+ მე კი მზისით გავაკეთებ ამას,+ მთელი ისრაელის თვალწინ“».+
13 უთხრა დავითმა+ ნათანს: „შევცოდე იეჰოვას“.+ ნათანმა მიუგო დავითს: „იეჰოვაც გვერდს აუვლის შენს ცოდვას,+ არ მოკვდები.+ 14 მაგრამ, რაკი უპატივცემულოდ მოექეცი იეჰოვას,+ მოგიკვდება ახალშობილი ვაჟი“.+
15 ამის შემდეგ წავიდა ნათანი სახლში.
სნეულება შეჰყარა+ იეჰოვამ ბავშვს, რომელიც ურიას ცოლისგან შეეძინა დავითს. 16 დაუწყო დავითმა ჭეშმარიტ ღმერთს ძიება ბავშვის გამო, მარხულობდა,+ შევიდა და მიწაზე მწოლიარემ გაათია ღამე.+ 17 მისი სახლის უხუცესები თავზე ადგნენ და მის წამოყენებას ცდილობდნენ, ის კი უარობდა და არ ჭამდა პურს+ მათთან ერთად. 18 მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი. ეშინოდათ დავითის მსახურებს მისთვის ბავშვის სიკვდილის გამხელა, ამბობდნენ: „სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, ველაპარაკებოდით და არ ისმენდა ჩვენს ხმას; ახლა როგორღა ვუთხრათ, ბავშვი მოკვდაო?! რაღაც ცუდს დამართებს თავს“.
19 როცა დაინახა დავითმა, რომ მსახურები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, მიხვდა, რომ მკვდარი იყო ბავშვი. ჰკითხა დავითმა მსახურებს: „მოკვდა ბავშვი?“ მათ მიუგეს: „მოკვდა“. 20 წამოდგა დავითი, დაიბანა, ზეთი წაისვა,+ ტანსაცმელი გამოიცვალა, იეჰოვას სახლში+ შევიდა და თაყვანი სცა.+ დაბრუნდა სახლში და პური მოითხოვა; მაშინვე სუფრა გაუშალეს და ჭამა. 21 მსახურებმა ჰკითხეს მას: „ეს რა გააკეთე? ბავშვის სიცოცხლეში მარხულობდი და მოთქვამდი, ხოლო როგორც კი მოკვდა ბავშვი, წამოდექი და პური შეჭამე“. 22 მან მიუგო: „სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი+ და მოვთქვამდი,+ რადგან ვამბობდი, ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს იეჰოვამ და ბავშვი გადარჩეს-მეთქი.+ 23 ახლა, როცა ბავშვი მკვდარია, რისთვისღა ვიმარხულო? განა უკან დავაბრუნებ?+ მე წავალ მასთან,+ ის კი არ დამიბრუნდება“.+
24 ანუგეშა დავითმა ბათ-შება, თავისი ცოლი.+ მოგვიანებით შევიდა მასთან და დაწვა. გააჩინა ქალმა ვაჟი+ და მას სოლომონი+ დაარქვეს. უყვარდა ის იეჰოვას.+ 25 სიტყვა შეუთვალა მან ნათან+ წინასწარმეტყველის პირით და იედიდია* დაარქვა მას იეჰოვას გულისთვის.
26 იოაბი+ კვლავ ამონის ძეების რაბას+ ებრძოდა და აიღო სამეფო ქალაქი. 27 მაცნეების პირით შეუთვალა იოაბმა დავითს: „შევებრძოლე რაბას+ და წყლის ქალაქიც ავიღე. 28 შეკრიბე დანარჩენი ხალხი, მიადექი ქალაქს და აიღე, რომ მე არ ავიღო ქალაქი და ჩემი სახელი არ დაერქვას“.
29 შეკრიბა დავითმა მთელი ხალხი, მიადგა რაბას, შეებრძოლა და აიღო. 30 მოხსნა მალქამს* ძვირფასი ქვებით მოჭედილი გვირგვინი,+ რომელიც ერთ ტალანტ ოქროს იწონიდა. დაადგეს ის დავითს თავზე. დიდძალი ნადავლი+ წამოიღო იმ ქალაქიდან. 31 იქ მცხოვრები ხალხი კი წამოასხა ქვის მჭრელებად, რკინის ბასრი იარაღებითა+ და ცულებით სამუშაოდ და აგურების დასამზადებლად. ასე მოექცა ამონის ძეების ყველა ქალაქს. ბოლოს დავითი მთელ ხალხთან ერთად იერუსალიმში დაბრუნდა.
13 დავითის ვაჟს, აბესალომს+ ჰყავდა ლამაზი და, თამარი.+ შეუყვარდა+ ის დავითის ვაჟს, ამნონს.+ 2 ისე გაუჭირდა ამნონს, რომ ავად გახდა+ თამარის, თავისი დის გამო; ის ქალწული იყო და ძნელად თუ რამეს გახდებოდა+ მასთან ამნონი.+ 3 ამნონს ჰყავდა ერთი მეგობარი, იეჰონადაბი,+ დავითის ძმის, შიმეას+ ვაჟი. ძალიან ჭკვიანი იყო იეჰონადაბი. 4 უთხრა მან ამნონს: „რა მოგდის, უფლისწულო, რატომ ხარ ხოლმე დილიდანვე ასე გულჩათხრობილი? არ მეტყვი?“+ ამნონმა მიუგო: „თამარი მიყვარს,+ ჩემი ძმის, აბესალომის და“.+ 5 უთხრა მას იეჰონადაბმა: «ჩაწექი და თავი მოიავადმყოფე.+ მოვა მამაშენი შენ სანახავად და სთხოვე მას: „მოვიდეს თამარი, ჩემი და, და საჭმელი მაჭამოს ავადმყოფს, ჩემ თვალწინ მოამზადოს ნუგეშის პური, რომ ვხედავდე, და თავისი ხელით მაჭამოს“».+
6 ჩაწვა ამნონი და თავი მოიავადმყოფა;+ მივიდა მეფე მის სანახავად და სთხოვა ამნონმა მეფეს: „მოვიდეს თამარი და გულის ფორმის ორი კვერი გამოაცხოს ჩემ თვალწინ და თავისი ხელით მაჭამოს ავადმყოფს“. 7 სახლში შეუთვალა დავითმა თამარს: „წადი ამნონის, შენი ძმის სახლში და ნუგეშის პური მოუმზადე“. 8 მივიდა თამარი თავისი ძმის, ამნონის+ სახლში, ის კი იწვა. აიღო ცომი, მოზილა და მის თვალწინ გამოაცხო გულის ფორმის კვერები. 9 ბოლოს აიღო ღრმა ტაფა და გადმოუღო მას კვერები, მაგრამ ამნონმა უარი თქვა ჭამაზე და თქვა: „ყველანი გარეთ გადით!“+ და ყველანი გარეთ გავიდნენ.
10 უთხრა ამნონმა თამარს: „შეიტანე ნუგეშის პური შიდა ოთახში, რომ შენი ხელიდან ვჭამო ავადმყოფმა“. აიღო თამარმა თავისი გამომცხვარი გულის ფორმის კვერები და შიდა ოთახში შეუტანა ამნონს. 11 მივიდა მასთან, რომ ეჭმია, მან კი ხელი სტაცა+ და უთხრა: „მოდი, დაწექი+ ჩემთან, ჩემო დაო“.+ 12 მან კი მიუგო: „არა, ჩემო ძმაო, ნუ შეურაცხმყოფ!+ ასე არ იქცევიან ისრაელში.+ ნუ ჩაიდენ ამ სამარცხვინო საქმეს.+ 13 სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენ კი უგუნური კაცის სახელს დაიგდებ ისრაელში. უთხარი მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს“. 14 არ უნდოდა მისი სიტყვის გაგონება, ძალით დაიმორჩილა იგი, შეურაცხყო+ და დაწვა მასთან.+ 15 მეტისმეტად შესძულდა ის ამნონს; სიძულვილი, რომლითაც სძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც ადრე უყვარდა. უთხრა მას ამნონმა: „ადექი, წადი აქედან!“ 16 უთხრა მას თამარმა: „არა, ჩემო ძმაო, თუ გამიშვებ, უფრო დიდ ბოროტებას ჩაიდენ“. მაგრამ მას არ უნდოდა მისი მოსმენა.
17 დაუძახა თავის მსახურს და უთხრა: „გაიყვანე ეს ქალი გარეთ და კარი ჩაკეტე“. 18 (მას გრძელი ზოლებიანი+ სამოსი ეცვა; ასეთი მოსასხამებით იმოსებოდნენ მეფის ასულები, რომლებიც ქალწულები იყვნენ). მსახურმა ის გარეთ გაიყვანა და კარი ჩაკეტა. 19 თამარმა თავზე ნაცარი+ დაიყარა და შემოიხია ზოლებიანი გრძელი სამოსი; ხელები თავზე+ ეწყო და მოთქმა-მოთქმით მიდიოდა.
20 ჰკითხა მას აბესალომმა,+ თავისმა ძმამ: „შენი ძმა ამნონი+ იყო შენთან? ჩემო დაო, ჩუმად იყავი. შენი ძმაა იგი,+ გულში არ ჩაიდო ეს“. ცხოვრობდა თამარი თავის ძმის, აბესალომის სახლში ყველასგან განცალკევებით. 21 გაიგო მეფე დავითმა, რაც მოხდა,+ და ძალიან განრისხდა.+ 22 აბესალომს არც ცუდი უთქვამს ამნონისთვის და არც კარგი, რადგან შეიძულა+ აბესალომმა ამნონი თავისი დის თამარის შეურაცხყოფის გამო.
23 გავიდა ორი წელი და ცხვარს პარსავდა+ აბესალომი ბაალ-ხაცორში, ეფრემთან+ ახლოს. ყველა უფლისწული+ მიიწვია აბესალომმა. 24 მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: „ცხვარს პარსავს შენი მსახური. ეწვიოს მეფე შენს მსახურს თავის მსახურებთან ერთად“. 25 მიუგო მეფემ აბესალომს: „არა, შვილო! ყველას ნუ წაგვიყვან, რომ ტვირთად არ გექცეთ“. არ ეშვებოდა+ მას აბესალომი, მაგრამ ის მაინც არ დათანხმდა, თუმცა აკურთხა.+ 26 ბოლოს აბესალომმა უთხრა: „თუ შენ არ წამოხვალ, ჩემი ძმა ამნონი მაინც გამოუშვი ჩვენთან“.+ მეფემ მიუგო: „რისთვის წამოვიდეს?“ 27 აბესალომი არ მოეშვა+ და მანაც გაუშვა ამნონი და ყველა უფლისწული.
28 უბრძანა აბესალომმა თავის მსახურებს: „როგორც კი ამნონს ღვინით გული გაუმხიარულდება+ და მე გეტყვით, მოკალით-მეთქი ამნონი, უნდა მოკლათ, ნუ შეგეშინდებათ!+ განა მე არ გიბრძანებთ? გამაგრდით და ვაჟკაცები იყავით“. 29 ისე მოექცნენ ამნონს აბესალომის მსახურები, როგორც აბესალომმა უბრძანა,+ დანარჩენი უფლისწულები კი წამოიშალნენ, თავიანთ ჯორებზე შესხდნენ და გაიქცნენ. 30 ისინი ჯერ კიდევ გზაში იყვნენ, როცა დავითს შეატყობინეს, აბესალომმა ყველა უფლისწული დახოცა და არც ერთი არ გადარჩენილაო. 31 ადგა მეფე, ტანსაცმელი შემოიხია+ და მიწაზე დაემხო;+ მსახურებიც იქვე იდგნენ ტანსაცმელშემოხეულები.+
32 იეჰონადაბმა,+ დავითის ძმის, შიმეას+ ვაჟმა უთხრა: „ნუ იფიქრებს ჩემი ბატონი, რომ ყველა უფლისწული დახოცეს, მხოლოდ ამნონია მკვდარი;+ აბესალომის ბრძანებით მოხდა ეს ყველაფერი, რაც მისი დის თამარის+ შეურაცხყოფის+ შემდეგ განიზრახა.+ 33 გულთან ახლოს ნუ მიიტანს მეფე-ბატონი იმ სიტყვას, რომ თითქოს ყველა უფლისწული მკვდარი იყოს, მხოლოდ ამნონია მკვდარი“.
34 ამასობაში აბესალომი გაიქცა.+ გაიხედა ახალგაზრდა გუშაგმა+ და რას ხედავს! მის უკან უამრავი ხალხი ეშვება მთის ფერდობზე. 35 უთხრა იეჰონადაბმა+ მეფეს: „შეხედე! უფლისწულები მოდიან. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც შენმა მსახურმა გითხრა“.+ 36 როგორც კი დაასრულა ლაპარაკი, უფლისწულებიც მოვიდნენ, ხმა აღიმაღლეს და ატირდნენ; ხმამაღლა ტიროდნენ მეფე და მისი მსახურებიც. 37 აბესალომი თალმაისთან,+ გეშურის მეფის,+ ამიჰუდის ვაჟთან გაიქცა. მთელი დღეები გლოვობდა+ დავითი თავის შვილს. 38 აბესალომი კი გეშურში+ გაიქცა; სამი წელი იყო იქ.
39 ბოლოს, როცა დავითმა თავი ინუგეშა ამნონის სიკვდილის შემდეგ, გულმა გაუწია აბესალომისკენ.
14 გაიგო იოაბმა,+ ცერუიას+ ვაჟმა, რომ მეფეს გული მოუბრუნდა აბესალომზე.+ 2 გაგზავნა იოაბმა კაცი თეკოაში,+ ერთი ჭკვიანი+ ქალი მოაყვანინა და უთხრა ქალს: „იგლოვე და ჩაიცვი სამგლოვიარო სამოსელი, ზეთი არ იცხო;+ დიდი ხნის მგლოვიარე+ ქალს უნდა დაემსგავსო. 3 მეფესთან უნდა შეხვიდე და ასე და ასე უნდა უთხრა“. და დაარიგა იოაბმა ქალი.+
4 შევიდა თეკოელი ქალი მეფესთან, პირქვე დაემხო მიწაზე,+ თაყვანი სცა და უთხრა: „მიშველე,+ მეფეო!“ 5 მეფემ ჰკითხა: „რა გაგჭირვებია?“ ქალმა მიუგო: «ერთი ქვრივი+ ქალი ვარ, მკვდარი მყავს ქმარი. 6 ორი ვაჟი ჰყავდა შენს მოახლეს; ერთხელ ერთმანეთს წაეჩხუბნენ მინდორში,+ გამშველებელი+ არავინ იყო, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა. 7 მთელი ოჯახი აუმხედრდა შენს მოახლეს, მეუბნებიან: „გადმოგვეცი ძმის მკვლელი, რომ მოვკლათ თავისი მოკლული ძმის სულის გამო+ და მოვსპოთ მემკვიდრე!“ დარჩენილ ნაკვერჩხალსაც ჩამიქრობენ და არ დაუტოვებენ ჩემს ქმარს მიწის პირზე არც სახელს და არც არავის».+
8 უთხრა მეფემ ქალს: „წადი შინ, ბრძანებას გავცემ შენთვის“.+ 9 თეკოელმა ქალმა მიუგო მეფეს: „მეფე-ბატონო, ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს ეს ცოდვა,+ რადგან მეფე და მისი ტახტი უდანაშაულოა“. 10 უთხრა მას მეფემ: „თუ ვინმე რამეს გეტყვის, მე მომიყვანე და მეტად აღარ შეგაწუხებს“. 11 ქალმა განაგრძო: „გახსოვდეს, მეფეო, იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რათა სისხლის ამღებმა+ არ დამღუპოს და შვილი არ მომიკლას“. დაიფიცა მეფემ: „ცოცხალია იეჰოვა,+ შენი ვაჟის თავიდან თმის ერთი ღერიც+ კი არ დავარდება მიწაზე“. 12 ქალმა სთხოვა: „ერთიც ათქმევინე,+ მეფე-ბატონო, შენს მხევალს“.+ მან უთხრა: „თქვი!“+
13 ქალმა უთხრა: „რატომ ფიქრობ ასე+ ღვთის ხალხის წინააღმდეგ?+ მეფე ამ სიტყვის თქმით დამნაშავე გამოდის,+ რადგან უკან არ აბრუნებს თავის განდევნილს.+ 14 ყველანი დავიხოცებით+ და დავემსგავსებით მიწაზე დაღვრილ წყალს, რაც ვეღარ შეგროვდება. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს ადამიანს*;+ ის ფიქრობს, როგორ დაიბრუნოს განდევნილი. 15 მოვედი, რომ მეთქვა ეს სიტყვები მეფე-ბატონისთვის, რადგან შემაშინა ხალხმა. იფიქრა შენმა მოახლემ, ვეტყვი მეფეს, იქნებ შეასრულოს-მეთქი მეფემ თავისი მხევლის სიტყვა. 16 რადგან მოისმინა მეფემ, რომ ეხსნა თავისი მხევალი იმ კაცის ხელიდან, რომელიც მე და ჩემს ერთადერთ ვაჟს ღვთისგან ბოძებული სამკვიდროდან მოსპობას გვიპირებს,+ 17 იფიქრა შენმა მოახლემ, მეფის სიტყვა შვებას მოიტანს-მეთქი, რადგან ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზივით+ არის ჩემი მეფე-ბატონი, არჩევს სიკეთეს ბოროტებისგან;+ იეჰოვა, შენი ღმერთი იყოს შენთან“.
18 მიუგო მეფემ ქალს: „ერთ რამეს გკითხავ და არ დამიმალო“.+ ქალმა უთხრა: „მკითხოს მეფე-ბატონმა“. 19 ჰკითხა მას მეფემ: „იოაბის+ ხელი ხომ არ ურევია ამ საქმეში?“+ ქალმა მიუგო: „შენს სულს ვფიცავ,+ მეფე-ბატონო, ვერავინ გადაუხვევს მეფის ნათქვამს ვერც მარჯვნივ და ვერც მარცხნივ; შენმა მსახურმა იოაბმა მიბრძანა ამის გაკეთება და მან დაარიგა შენი მოახლე.+ 20 იმიტომ მოიქცა შენი მსახური იოაბი ასე, რომ სხვანაირად დაენახვებინა ეს საქმე, თუმცა ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზივით+ ბრძენია ჩემი ბატონი და ყველაფერი იცის ამ ქვეყანაზე“.
21 უთხრა მეფემ იოაბს: „ასეც მოვიქცევი,+ წადი და მოიყვანე ყმაწვილი აბესალომი“.+ 22 პირქვე დაემხო იოაბი მიწაზე, თაყვანი სცა და აკურთხა მეფე;+ თქვა იოაბმა: „დღეს გაიგო შენმა მსახურმა, რომ წყალობა პოვა შენს თვალში,+ მეფე-ბატონო, რადგან თავისი მსახურის ნათქვამისამებრ მოიქცა მეფე“. 23 ადგა იოაბი და გეშურში+ წავიდა, რომ აბესალომი იერუსალიმში+ მოეყვანა. 24 მეფემ თქვა: „დაბრუნდეს თავის სახლში, მაგრამ ჩემს სახეს ვერ იხილავს“.+ წავიდა აბესალომი თავის სახლში და არ უხილავს მეფის სახე.
25 მთელ ისრაელში არავინ იყო აბესალომივით ლამაზი+ და ქებული. ფეხის ტერფიდან თხემამდე უნაკლო იყო. 26 როცა თმას იკრეჭდა (ყოველი წლის ბოლოს იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმებდა)+ შეჭრილი თმა ორას შეკელს იწონიდა სამეფო ქვის საწონით. 27 შეეძინა აბესალომს სამი ვაჟი+ და ერთი ულამაზესი+ ასული, სახელად თამარი.
28 ორი სრული წელი ცხოვრობდა აბესალომი იერუსალიმში და მეფე არ ენახა.+ 29 დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან გასაგზავნად, მაგრამ არ დათანხმდა ის მისვლაზე. მეორედაც დაიბარა, მაგრამ მაინც არ დათანხმდა. 30 ბოლოს თავის მსახურებს უთხრა: „წადით იოაბის ქერის ყანაში, ჩემი ყანის გვერდით რომ აქვს, და გადაუწვით“.+ წავიდნენ აბესალომის მსახურები და გადაუწვეს მას ნაკვეთი.+ 31 ადგა იოაბი, მივიდა აბესალომთან სახლში და ჰკითხა: „რატომ გადამიწვეს ნაკვეთი შენმა მსახურებმა?“ 32 აბესალომმა იოაბს უთხრა: «დაგიბარე, რომ მოსულიყავი, მეფესთან გამეგზავნე და გეთქვა: „რისთვის მოვედი გეშურიდან?+ მერჩივნა, იქ დავრჩენილიყავი. ნება მომეცი, მეფის სახე ვიხილო და თუ ცოდვა მიმიძღვის,+ მომკლას“».
33 მივიდა იოაბი მეფესთან და მოახსენა. მოუხმო მან აბესალომს; ისიც მივიდა მეფესთან, პირქვე დაემხო მეფის წინაშე და თაყვანი სცა; აკოცა მეფემ აბესალომს.+
15 ყოველივე ამის შემდეგ აბესალომმა ეტლი გაიკეთა და ცხენები შეიძინა, ორმოცდაათი კაცი მიუძღოდა ხოლმე წინ.+ 2 დგებოდა აბესალომი დილით ადრე+ და კარიბჭისკენ+ მიმავალ გზასთან ჩერდებოდა. თუ ვინმეს რაიმე საჩივარი ჰქონდა მეფესთან,+ ეძახდა მას აბესალომი და ეკითხებოდა, რომელი ქალაქიდან ხარო? ისიც პასუხობდა, ისრაელის ერთ-ერთი ტომიდან არისო შენი მსახური. 3 აბესალომი ეუბნებოდა: „კარგი და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ მეფეს არავინ ჰყავს, რომ მოგისმინოს“.+ 4 აი კიდევ რას ეუბნებოდა აბესალომი: „მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე ამ მიწაზე+ და ჩემთან მოსულიყო ყველა, ვისაც სადავო საქმე ან საჩივარი ექნებოდა, მე გავუჩენდი მას სამართალს“.+
5 ვინც მივიდოდა მასთან და მდაბლად თაყვანს სცემდა, ის ხელს გაუწვდიდა, მოეხვეოდა+ და აკოცებდა. 6 ასე ექცეოდა აბესალომი მეფესთან სამართლის დასადგენად მისულ ყველა ისრაელს. ასე იგებდა აბესალომი ისრაელების გულს.+
7 ორმოცი წლის თავზე* აბესალომმა მეფეს სთხოვა: „გამიშვი ხებრონში+ იეჰოვასთვის დადებული აღთქმის შესასრულებლად.+ 8 სირიაში, გეშურში+ ცხოვრებისას, შენმა მსახურმა აღთქმა+ დადო, თუ იეჰოვა იერუსალიმში დამაბრუნებს, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი იეჰოვას“.+ 9 მიუგო მეფემ: „წადი მშვიდობით“.+ ისიც ადგა და ხებრონში წავიდა.
10 აბესალომმა მზვერავები+ გაგზავნა ისრაელის ყველა ტომში, რომ ეთქვათ: „როგორც კი საყვირის ხმას გაიგებთ, თქვით: აბესალომი გამეფდაო+ ხებრონში!“+ 11 ორასი კაცი, რომლებსაც აბესალომმა მოუხმო, გულუბრყვილოდ+ გაჰყვა მას იერუსალიმიდან; მათ არაფერი იცოდნენ. 12 როცა მსხვერპლი შესწირა, აბესალომმა დავითის მრჩეველი,+ გილოელი+ ახითოფელი+ დაიბარა მისი ქალაქიდან, გილოდან.+ ძლიერდებოდა შეთქმულება+ და აბესალომის მხარეზე სულ უფრო მეტი ხალხი გადადიოდა.+
13 მივიდა მაცნე დავითთან და მოახსენა, ისრაელების გული+ აბესალომს მიემხროო. 14 მაშინ უთხრა დავითმა თავის მსახურებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ იერუსალიმში: „ადექით, გავიქცეთ,+ თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს! ვიჩქაროთ, რომ არ მოგვისწროს, უბედურება არ დაგვატეხოს და მახვილით არ გაანადგუროს ქალაქი!“+ 15 მიუგეს მეფეს მისმა მსახურებმა: „გადაწყვიტოს მეფე-ბატონმა და ჩვენ აქა ვართ, შენი მსახურები“.+ 16 გავიდა მეფე და მთელი სახლეულობა ფეხდაფეხ+ მიჰყვა. ათი ხარჭა+ დატოვა მეფემ სასახლის მოსავლელად. 17 მიდიოდა მეფე და ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მთელი ხალხი. ისინი ბეთ-ჰამერხაკში შეჩერდნენ.
18 მისი მსახურები მასთან ერთად გადადიოდნენ გაღმა. ყველა ქერეთელი, ფელეთელი+ და გათელი+ — ექვსასი კაცი, რომლებიც გათიდან+ გამოჰყვნენ მას, მეფის წინ გადადიოდნენ გაღმა. 19 უთხრა მეფემ გათელ ითაის:+ „შენ რატომღა უნდა წამოგვყვე? დაბრუნდი+ და იცხოვრე მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ და გადმოხვეწილი. 20 გუშინ მოხვედი და დღეს როგორ გახეტიალო+ ჩვენთან ერთად, როგორ გატარო იქ, სადაც მე მივდივარ. დაბრუნდი შენს ძმებთან ერთად. სიკეთე*+ და ერთგულება+ გამოავლინოს შენდამი იეჰოვამ!“ 21 მიუგო ითაიმ მეფეს: „ცოცხალია იეჰოვა და ცოცხალია მეფე,+ სადაც ჩემი მეფე-ბატონი იქნება, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, იქ იქნება შენი მსახურიც!“+ 22 მაშინ უთხრა დავითმა ითაის:+ „გადმოდი“. გადავიდა გათელი ითაი თავის ხალხთან და ბავშვებთან ერთად.
23 ხმამაღლა ტიროდა+ იმ მიწაზე მცხოვრები მთელი ხალხი, ყველა გაღმა გადადიოდა. მეფე კედრონის ხევთან+ იდგა, მთელი ხალხი კი უდაბნოსკენ მიმავალ განიერ გზაზე გადადიოდა. 24 იქ იყო ცადოკი+ და მასთან ერთად ლევიანები,+ რომლებსაც ჭეშმარიტი ღვთის შეთანხმების კიდობანი+ მიჰქონდათ.+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი აბიათართან+ დადგეს და იქ იდგა, სანამ ქალაქიდან მომავალი მთელი ხალხი გაღმა არ გავიდა. 25 უთხრა მეფემ ცადოკს: „ქალაქში დააბრუნეთ+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი.+ თუ წყალობას ვპოვებ იეჰოვას თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს.+ 26 თუ მეტყვის, აღარ მინდიხარო, მაშინ ისე მომექცეს, როგორც ენებოს“.+ 27 კვლავ უთხრა მეფემ ცადოკ მღვდელს: „განა წინასწარმხილველი+ არა ხარ?! მშვიდობით დაბრუნდი ქალაქში შენს ვაჟთან, ახიმააცთან, და აბიათარის ვაჟთან, იონათანთან+ ერთად, ორივე ვაჟთან ერთად. 28 მე უდაბნოში ვიქნები ფონთან, სანამ ამბავს არ შემატყობინებთ“.+ 29 მაშინ ცადოკმა და აბიათარმა იერუსალიმში დააბრუნეს ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი და იქ დარჩნენ.
30 აუყვა დავითი ზეთისხილის+ აღმართს; ადიოდა და ტიროდა თავდაფარული,+ ფეხშიშველი მიდიოდა და მასთან მყოფი მთელი ხალხიც თავდაფარული მიჰყვებოდა მოთქმა-მოთქმით.+ 31 შეატყობინეს დავითს, ახითოფელიც აბესალომთან+ ერთად არისო შეთქმულთა+ შორის. მაშინ თქვა დავითმა:+ „იეჰოვა,+ უგუნურებად+ აქციე ახითოფელის რჩევა“.
32 როცა ავიდა დავითი მწვერვალზე, სადაც ხალხი ღმერთს ეთაყვანებოდა, შეხვდა ტანსაცმელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი+ არქიელი+ ხუშაი.+ 33 უთხრა მას დავითმა: „თუ ჩემთან ერთად გადმოხვალ, ტვირთად დამაწვები,+ 34 მაგრამ თუ ქალაქში დაბრუნდები და ეტყვი აბესალომს, შენი მსახური ვარ, მეფეო, მეც მამაშენის მსახური ვიყავი, მაგრამ ახლა შენი მსახური ვარო,+ მაშინ ჩაშალე+ ახითოფელის რჩევა ჩემი გულისთვის. 35 შენთან ერთად არ არიან მღვდლები,+ ცადოკი და აბიათარი? რასაც მეფის სასახლეში გაიგონებ, უთხარი მღვდლებს — ცადოკსა და აბიათარს.+ 36 მათთან ერთად არიან მათი ვაჟები — ცადოკის ვაჟი ახიმააცი+ და აბიათარის ვაჟი იონათანი.+ მათი პირით შემომითვალეთ ყველაფერი, რასაც გაიგებთ“. 37 შევიდა ქალაქში ხუშაი, დავითის მეგობარი,+ და აბესალომიც+ შევიდა იერუსალიმში.
16 როცა დავითმა მწვერვალზე+ გადაიარა, შემოხვდა მეფიბოშეთის+ მსახური ციბა+ ორი შეკაზმული ვირით;+ მოჰქონდა მას ორასი პური,+ ქიშმიშის ასი კვერი,+ ზაფხულის ხილის*+ ასი კვერი და ერთი დიდი დოქი ღვინო.+ 2 ჰკითხა მეფემ ციბას: „რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“+ ციბამ მიუგო: „ვირები მეფის სახლეულობის სამგზავროდ არის, პური და ზაფხულის ხილის კვერები — შენი მსახურებისთვის+ საჭმელად, ღვინო კი — უდაბნოში+ დაღლილ-დაქანცულთათვის+ დასალევად“. 3 მეფემ უთხრა: „სად არის შენი ბატონის ვაჟი?“+ ციბამ მიუგო: „იერუსალიმშია, თქვა, ისრაელის სახლი დღეს დამიბრუნებს მამაჩემის სამეფოსო“.+ 4 უთხრა მეფემ ციბას: „შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი“.+ ციბამ მიუგო: „მდაბლად თაყვანს გცემ,+ წყალობა მაპოვნინე შენს თვალში, მეფე-ბატონო“.
5 მიადგა მეფე დავითი ბახურიმს+ და რას ხედავს! გამოვიდა იქიდან შიმეი,+ გერას ვაჟი, საულის საგვარეულო სახლიდან, მოდიოდა და იწყევლებოდა.+ 6 ქვებს ესროდა დავითსა და მეფე დავითის მსახურებს; დავითს მარჯვნივ და მარცხნივ ხალხთან ერთად ძლიერი ვაჟკაცები მიჰყვებოდნენ. 7 ასე იწყევლებოდა შიმეი: „მოშორდი, მოშორდი, სისხლისმღვრელო+ და უვარგისო!+ 8 იეჰოვამ გადაგიხადა სამაგიერო საულის სახლის დაღვრილი სისხლისთვის, რომლის ნაცვლადაც გამეფდი; შენს ვაჟს, აბესალომს აძლევს იეჰოვა მეფობას; აჰა, დაგატყდა უბედურება დაღვრილი სისხლისთვის!“+
9 აბიშაიმ, ცერუიას+ ვაჟმა, უთხრა მეფეს: „რატომ აწყევლინებს მეფე-ბატონი+ თავს ამ მკვდარ ძაღლს?+ მიმიშვი და თავს წავაცლი“.+ 10 მაგრამ მეფემ მიუგო: „თქვენ რა გესაქმებათ,+ ცერუიას ძეებო?+ დაიწყევლოს,+ რადგან იეჰოვამ უთხრა,+ დაწყევლეო დავითი, და ვინღა ეტყვის, ასე რატომ მოიქეციო?“+ 11 უთხრა დავითმა აბიშაისა და მის მსახურებს: „ჩემი საკუთარი ვაჟი, ჩემგან გამოსული, მოსაკლავად დაეძებს ჩემს სულს+ და ბენიამინელისა+ რაღა გიკვირთ! თავი დაანებეთ, იწყევლოს, რადგან იეჰოვამ უთხრა! 12 იქნებ თავისი თვალით დაინახოს+ იეჰოვამ და დღევანდელი წყევლის+ ნაცვლად ყოველივე კარგი მომაგოს იეჰოვამ“. 13 დავითმა და მისმა ხალხმა გზა განაგრძეს, შიმეი კი მათ გასწვრივ მიდიოდა მთის ფერდობზე და იწყევლებოდა,+ ქვებს ესროდა მათ და მტვერს აყრიდა.+
14 მივიდნენ იქ მეფე და მასთან მყოფი მთელი ხალხი, დაღლილ-დაქანცულები, და დაისვენეს.+
15 აბესალომი მთელ ისრაელთან ერთად შევიდა იერუსალიმში,+ ახითოფელიც+ მასთან იყო. 16 მივიდა არქიელი+ ხუშაი,+ დავითის მეგობარი,+ აბესალომთან და მისვლისთანავე უთხრა მას: „იცოცხლოს მეფემ!+ იცოცხლოს მეფემ!“ 17 უთხრა აბესალომმა ხუშაის: „ეს არის შენი სიკეთე* შენი მეგობრისადმი? რატომ არ გაჰყევი შენს მეგობარს?“+ 18 მიუგო ხუშაიმ აბესალომს: „არა, ვინც იეჰოვამ, ამ ხალხმა და მთელმა ისრაელმა აირჩია, მეც მისი ვიქნები და მასთან დავრჩები. 19 ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო თუ არა მის ვაჟს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, შენც ისე გემსახურები“.+
20 უთხრა აბესალომმა ახითოფელს: „მირჩიეთ,+ რა გავაკეთოთ“. 21 მიუგო ახითოფელმა აბესალომს: „დაწექი მამაშენის ხარჭებთან,+ რომლებიც სასახლის მოსავლელად დატოვა.+ გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მეტისმეტად შეაძულე+ თავი მამაშენს,+ და ძალა მიეცემათ+ შენს მომხრეებს“. 22 გაუშალეს აბესალომს კარავი ბანზე+ და დაწვა აბესალომი მამამისის ხარჭებთან+ მთელი ისრაელის თვალწინ.+
23 იმ დროს ახითოფელის რჩევას ისე უყურებდნენ, როგორც ჭეშმარიტი ღვთის რჩევას; ასე უყურებდნენ ახითოფელის+ რჩევას+ დავითიცა და აბესალომიც.
17 სთხოვა ახითოფელმა აბესალომს: „ამომარჩევინე თორმეტი ათასი კაცი და ამაღამვე დავედევნები+ დავითს. 2 დავეცემი დაღლილსა და მკლავმოდუნებულს+ და შიშის ზარს დავცემ; გაიქცევა მასთან მყოფი ხალხი და მოვკლავ მარტო დარჩენილ მეფეს.+ 3 უკან დაგიბრუნებ მთელ ხალხს. მათი დაბრუნება იმ კაცზეა დამოკიდებული, რომელსაც ეძებ, და მთელი ხალხი დამშვიდდება“. 4 მოიწონეს ეს სიტყვა აბესალომმა+ და ისრაელის უხუცესებმა.
5 აბესალომმა თქვა: „მოდი, დავუძახოთ არქიელ ხუშაის,+ მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის“. 6 მივიდა ხუშაი აბესალომთან. აბესალომმა უთხრა: „ასე და ასე გვითხრა ახითოფელმა. მოვიქცეთ მისი სიტყვისამებრ? თუ არა და შენ გვითხარი“. 7 უთხრა ხუშაიმ აბესალომს: „ამჯერად არ გამოდგება ახითოფელის რჩევა“.+
8 ხუშაიმ უთხრა მას: „კარგად იცი, რომ მამაშენი და მისი ხალხი ძლიერები+ არიან და ბელებდაკარგული ძუ დათვივით+ არიან სულგამწარებულები.+ მებრძოლი კაცია მამაშენი+ და ხალხთან არ გაათევს ღამეს. 9 ახლა რომელიმე გამოქვაბულში ან სხვაგან სადმე იმალება,+ და როგორც კი დაეცემა ის მათ, ამის გამგონე იტყვის, დამარცხდა აბესალომის ხალხიო. 10 ლომგული+ ხალხიც კი დაძაბუნდება,+ რადგან მთელმა ისრაელმა იცის მამაშენისა და მასთან მყოფი ხალხის+ სიმამაცე.+ 11 გირჩევ, შეკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბეერ-შებამდე,+ ზღვის ქვიშასავით ურიცხვი,+ და შენ თვითონ გახვიდე საბრძოლველად.+ 12 მივადგებით მას იქ, სადაც არის,+ და დავეცემით, როგორც ნამი+ მიწას; მასთან მყოფი არავინ გადარჩება. 13 თუ ის რომელიმე ქალაქში შევა, მთელი ისრაელი თოკებს მიიტანს იმ ქალაქთან და ხევში ჩავათრევთ ისე, რომ კენჭიც კი არ დარჩება იმ ადგილზე“.+
14 თქვეს აბესალომმა და მთელმა ისრაელმა: „არქიელი ხუშაის რჩევა სჯობია+ ახითოფელის რჩევას“. იეჰოვამ ბრძანა,+ რომ ჩაშლილიყო ახითოფელის კარგი რჩევა,+ რათა უბედურება დაეტეხა აბესალომისთვის იეჰოვას.+
15 უთხრა ხუშაიმ ცადოკსა+ და აბიათარს, მღვდლებს: «ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომსა და ისრაელის უხუცესებს, მე კი ასე და ასე ვურჩიე. 16 სასწრაფოდ შეუთვალეთ დავითს:+ „არ გაათიო ეს ღამე უდაბნოს უკაცრიელ ველზე, გაღმა გადი,+ რომ არც მეფე დაიღუპოს და არც მასთან მყოფი ხალხი“».+
17 ენ-როგელთან+ იდგნენ იონათანი+ და ახიმააცი,+ როცა მივიდა მოახლე ქალი და შეატყობინა ეს ამბავი. ისინიც წავიდნენ, რომ ეცნობებინათ ეს მეფე დავითისთვის, რადგან ვერ გამოჩნდებოდნენ ისინი ქალაქში. 18 დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა და აბესალომს შეატყობინა. ისინი სწრაფად გაიქცნენ და ბახურიმში+ მივიდნენ ერთი კაცის სახლში, რომელსაც ეზოში ჭა ჰქონდა და შიგ ჩავიდნენ. 19 ქალმა ჭას დააფარა და ზედ ბურღული დააყარა;+ ვერავინ ვერაფერი გაიგო. 20 მივიდნენ აბესალომის მსახურები იმ ქალის სახლში და ჰკითხეს მას: „სად არიან ახიმააცი და იონათანი?“ ქალმა მიუგო: „წყლის გაღმა გავიდნენ“.+ ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს+ და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
21 მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან, წავიდნენ და ამბავი მიუტანეს მეფე დავითს; უთხრეს დავითს: „ადექით და სასწრაფოდ გადადით გაღმა, რადგან ასე და ასე ურჩია+ თქვენ წინააღმდეგ ახითოფელმა“. 22 მაშინვე ადგნენ დავითი და მისი ხალხი და განთიადამდე გადავიდნენ იორდანეზე,+ არავინ დარჩენილა იორდანის გამოღმა.
23 როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ მოიქცნენ მისი რჩევისამებრ,+ შეკაზმა ვირი და სახლში წავიდა, თავის ქალაქში,+ დაარიგა თავისი სახლეულობა,+ მერე კი თავი ჩამოიხრჩო.+ დამარხეს+ ის თავისი მამა-პაპის სამარხში.
24 დავითი მახანაიმში+ მივიდა, აბესალომი კი მთელ ისრაელთან ერთად იორდანის გაღმა გავიდა. 25 აბესალომმა იოაბის+ ნაცვლად ამასა+ დანიშნა მხედართმთავრად. ამასას მამა იყო ისრაელი ითრა,+ რომელიც ნახაშის ასულთან, აბიგაილთან+ დაწვა, იოაბის დედის, ცერუიას დასთან. 26 ისრაელი და აბესალომი გალაადის+ მიწაზე დაბანაკდნენ.
27 როგორც კი დავითი მახანაიმში ჩავიდა, ნახაშის ვაჟმა შობიმ ამონის+ ძეების რაბადან,+ ამიელის+ ვაჟმა მაქირმა+ ლო-დებარიდან და გალაადელმა ბარზილაიმ+ როგელიმიდან+ 28 მოიტანეს საწოლები, თასები, თიხის ჭურჭელი, ხორბალი, ქერი, ფქვილი,+ ქუმელი,+ ცერცვი,+ ოსპი,+ მოხალული მარცვლეული, 29 თაფლი,+ კარაქი,+ ცხვარი და საქონლის ხაჭო დავითისთვის და მასთან მყოფი ხალხისთვის საჭმელად,+ რადგან ამბობდნენ, დაღლილი და მშიერ-მწყურვალი მოვიდაო ხალხი უდაბნოდან.+
18 აღრიცხა დავითმა მასთან მყოფი ხალხი და ათასისთავები და ასისთავები+ დაუყენა მათ. 2 ხალხის ერთი მესამედი+ დავითმა იოაბს+ ჩააბარა, ერთი მესამედი — აბიშაის,+ იოაბის ძმის,+ ცერუიას ვაჟს, და ერთი მესამედიც — გათელ ითაის.+ უთხრა მეფემ ხალხს: „მეც თქვენთან ერთად გამოვალ“. 3 მაგრამ ხალხმა მიუგო: „არ გამოხვიდე,+ რადგან თუ ჩვენ უკუვიქცევით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ;+ ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ მოგვაქცევენ ყურადღებას, რადგან შენ ჩვენნაირ ათი ათასს+ უტოლდები; ჯობია, ქალაქიდან დაგვეხმარო“.+ 4 უთხრა მათ მეფემ: „როგორც მეტყვით, ისე მოვიქცევი“.+ კარიბჭესთან იდგა მეფე,+ ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად გადიოდა.+ 5 უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაისა და ითაის: „ჩემი გულისთვის ცუდად არ მოექცეთ+ ყმაწვილ აბესალომს“. მთელმა ხალხმა გაიგო, რაც უბრძანა მეფემ მთავრებს აბესალომზე.
6 გავიდა ველზე ხალხი ისრაელის წინააღმდეგ; ბრძოლა ეფრემის ტყეში გაიმართა.+ 7 დამარცხდა+ ისრაელი+ დავითის მსახურებთან და იმ დღეს ოცი ათასი კაცი გაჟლიტეს. 8 ბრძოლა მთელ იმ მხარეში გაჩაღდა, თუმცა ტყემ უფრო მეტი ხალხი შთანთქა იმ დღეს, ვიდრე მახვილმა.
9 ჯორზე ამხედრებული აბესალომი დავითის მსახურებს გადაეყარა. როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი ხის ქვეშ გადიოდა, აბესალომი თმით ტოტებში გაიხლართა და ცასა და მიწას+ შორის გამოეკიდა, ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა. 10 დაინახა ეს ერთმა კაცმა და იოაბს+ უთხრა: „აბესალომი დავინახე, დიდ ხეზე ჩამოკიდებული“. 11 უთხრა იოაბმა ამბის მომტანს: „დაინახე და არ დააკალი მიწას?! ჩემზე იქნებოდა ათი ვერცხლი და ერთი სარტყელი“.+ 12 უპასუხა იმ კაცმა იოაბს: „ათასი ვერცხლიც რომ ჩამიდონ ხელში, მაინც არ აღვმართავ ხელს უფლისწულზე; ჩვენც გავიგეთ, როგორ გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაისა და ითაის, ვინც არ უნდა იყოთ, ფრთხილად მოექეცითო ყმაწვილ აბესალომს.+ 13 ვერაგულადაც რომ მოვქცეოდი მის სულს, არ დაიმალებოდა ეს საქმე მეფისგან,+ შენ კი გვერდზე გადგებოდი“. 14 იოაბმა მიუგო: „ტყუილად ვცდები შენთან“. სტაცა ხელი სამ ისარს და გულში ჩასცა+ აბესალომს, სანამ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო+ დიდ ხეზე ჩამოკიდებული. 15 შემოეხვია აბესალომს იოაბის ათი საჭურველთმტვირთველი, განგმირეს იგი და მოკლეს.+ 16 ჩაჰბერა იოაბმა საყვირს,+ რომ აღარ დასდევნებოდა ხალხი ისრაელს; ასე შეაკავა იოაბმა ხალხი. 17 აიღეს აბესალომის გვამი, ტყეში ერთ დიდ ორმოში ჩააგდეს და ზედ ქვები დაახვავეს.+ მთელი ისრაელი თავ-თავის სახლებში გაიქცა.
18 თავის სიცოცხლეში მეფის ველზე+ სვეტი+ აღიმართა აბესალომმა და ამბობდა, ვაჟი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო.+ სვეტს თავისი სახელი უწოდა+ და დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება.
19 ცადოკის ვაჟმა ახიმააცმა+ უთხრა მას: „გავიქცევი, ახალ ამბავს მივუტან მეფეს, რადგან იეჰოვამ გაუჩინა მას სამართალი და მტრის ხელიდან დაიხსნა“.+ 20 იოაბმა მიუგო: „ვერ იქნები დღეს მახარობელი, სხვა დღეს ახარე; დღეს ვერ იქნები მახარობელი, რადგან შვილი მოუკვდა მეფეს“.+ 21 უთხრა იოაბმა ქუშელს:+ „წადი და უთხარი მეფეს, რაც ნახე“. მდაბლად თაყვანი სცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა. 22 კიდევ სთხოვა იოაბს ცადოკის ვაჟმა ახიმააცმა: „რაც გინდა მოხდეს, მაინც გავიქცევი ქუშელთან ერთად“. მაგრამ იოაბმა ჰკითხა: „შვილო, რისთვის უნდა გაიქცე, შენ რაღა უნდა აცნობო?“ 23 არ იშლიდა თავისას: „რაც გინდა მოხდეს, მაინც გავიქცევი“. მანაც უთხრა: „გაიქეცი“. გაიქცა ახიმააცი იორდანის მხარეს+ და გაუსწრო ქუშელს.
24 დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა.+ ამ დროს კარიბჭის თავზე კედელთან გუშაგი+ იყო ასული; გაიხედა და დაინახა, ვიღაც მარტო მორბოდა. 25 გუშაგმა ეს მეფეს შეატყობინა, რაზეც მეფემ მიუგო: „თუ მარტოა, ამბავი მოაქვს“. კაცი თანდათან ახლოვდებოდა. 26 გუშაგმა მეორე კაციც დაინახა, მორბოდა იგი. მან კარიბჭის მცველს დაუძახა და უთხრა: „მეორე კაციც მორბის, ისიც მარტოა!“ მეფემ მიუგო: „მასაც ამბავი მოაქვს“. 27 გუშაგმა განაგრძო: „სირბილზე ვატყობ,+ რომ პირველი ახიმააცია,+ ცადოკის ვაჟი“. მეფემ უთხრა: „კარგი კაცია,+ კარგ ამბავს+ მოიტანს“. 28 ახიმააცმა მეფეს შესძახა: „მშვიდობაა!“ მიწამდე თაყვანი სცა მეფეს და უთხრა: „კურთხეულია+ იეჰოვა, შენი ღმერთი, ხელში რომ ჩაგიგდო+ ხალხი, რომელმაც ხელი აღმართა ჩემს მეფე-ბატონზე!“
29 მეფემ ჰკითხა: „ხომ მშვიდობაა ყმაწვილი აბესალომის თავს?“ ახიმააცმა მიუგო: „დიდი არეულობა დავინახე, როცა იოაბმა გამოგზავნა მეფის მსახური, შენი მსახური, არ ვიცი, რა მოხდა“.+ 30 მეფემ უთხრა: „განზე გადი და იქ დადექი!“ ისიც განზე გავიდა და დადგა.
31 შემოვიდა ქუშელი+ და თქვა: „გაიგოს მეფემ ახალი ამბავი, რადგან სამართალი გაგიჩინა იეჰოვამ, რომ დაეხსენი ყველასგან, ვინც ხელი აღმართა შენზე“.+ 32 ჰკითხა მეფემ ქუშელს: „ხომ მშვიდობაა ყმაწვილი აბესალომის თავს?“ ქუშელმა მიუგო: „ისე იყოს მეფე-ბატონის ყველა მტერი, რომელიც მის საბოროტოდ გამოვა, როგორც ის ყმაწვილი“.+
33 შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთა ოთახში+ და ატირდა; მიდიოდა და მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ, შვილო, შვილო,+ აბესალომ! მე მაინც მოვმკვდარიყავი შენ მაგივრად, აბესალომ, შვილო, შვილო!“+
19 შეატყობინეს იოაბს, ტირის და გლოვობს მეფე აბესალომსო.+ 2 იმ დღეს გლოვად ექცა ხსნა მთელ ხალხს, რადგან იმ დღეს გაიგო ხალხმა, რომ წუხდა მეფე თავის შვილზე. 3 ჩუმად მოიპარებოდა ხალხი ქალაქში+ იმ დღეს, როგორც ბრძოლიდან გამოქცეული და შერცხვენილი ხალხი მოიპარება ხოლმე. 4 დაიფარა მეფემ სახე, ტიროდა და ხმამაღლა მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ! აბესალომ, შვილო, შვილო!“+
5 მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: „დღეს პირშერცხვენილი დატოვე ყველა შენი მსახური, რომლებმაც გადაგირჩინეს სული შენ,+ შენს ვაჟებს,+ შენს ასულებს,+ შენს ცოლებსა+ და შენს ხარჭებს,+ 6 რადგან შეიყვარე შენი მოძულენი და შეიძულე შენი მოყვარულნი; დღეს აჩვენე, რომ არაფრად გიღირს არც შენი მთავრები და არც შენი მსახურები. კარგად ვიცი, რომ აბესალომის სიცოცხლე გირჩევნია ყველა ჩვენგანის სიცოცხლეს. 7 ადექი და წადი, მიმართე შენი მსახურების გულს,+ რადგან იეჰოვას ვფიცავ, თუ არ გახვალ, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამით;+ ეს კი ყველა იმ უბედურებაზე უარესი იქნება, რაც ბავშვობიდან დღემდე დაგტეხია“. 8 ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა;+ აცნობეს მთელ ხალხს, კარიბჭესთან ზისო მეფე, და მოდიოდა მთელი ხალხი მეფესთან.
ისრაელი კი თავ-თავის სახლებში გაიქცა.+ 9 დავობდა ისრაელის ყველა ტომის ხალხი: „მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან,+ მან დაგვიხსნა ფილისტიმელთა ხელიდან, ახლა კი აბესალომს გაექცა ქვეყნიდან.+ 10 ბრძოლაში მოკვდა აბესალომი,+ რომელიც ჩვენს მეფედ ვცხეთ.+ რატომ არაფერს იღონებთ მეფის დასაბრუნებლად?“+
11 მეფე დავითმა შეუთვალა ცადოკსა+ და აბიათარს,+ მღვდლებს: «უთხარით იუდას უხუცესებს:+ „უკვე მიუვიდა მეფეს სახლში ისრაელის სიტყვა და რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში? 12 ჩემი ძმები ხართ, ჩემი ძვალი და ხორცი+ და რატომ აყოვნებთ მეფის დაბრუნებას?“ 13 ამასას უთხარით:+ „ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც,+ თუ იოაბის+ ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი მხედართმთავარი“».
14 მოიგო მან მთელი იუდას გული, როგორც ერთი კაცისა,+ და შეუთვალეს მეფეს, დაბრუნდითო შენ და შენი მსახურები.
15 დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს. იუდა გილგალში+ მივიდა და იქ შეეგებნენ მეფეს, რათა იორდანეზე გადაეყვანათ მეფე. 16 შიმეი,+ ბენიამინელი გერას ვაჟი+ ბახურიმიდან,+ სწრაფად ჩამოვიდა იუდას ხალხთან ერთად მეფე დავითთან შესაგებებლად. 17 ათასი ბენიამინელი ახლდა თან (მასთან ერთად იყვნენ ციბა,+ საულის სახლის მსახური, მისი თხუთმეტი ვაჟი+ და ოცი მსახური. მიასწრეს მათ მეფეს იორდანესთან მისვლა. 18 გადაკვეთა ფონი,+ რომ გადმოეყვანა მეფის სახლეულობა და კარგად მოქცეულიყო მის თვალში). როცა მეფემ იორდანის გადაკვეთა დააპირა, შიმეი, გერას ვაჟი, მის წინაშე დაემხო+ 19 და უთხრა მეფეს: „ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად და ნუ გაიხსენებს თავისი მსახურის დანაშაულს, რომელიც იმ დღეს ჩაიდინა,+ როცა მეფე-ბატონი იერუსალიმიდან გავიდა; ნუ ჩაიდებს ამას მეფე გულში.+ 20 იცის შენმა მსახურმა, რომ შევცოდე; ამიტომაც მოვედი დღეს პირველი იოსების+ სახლიდან მეფე-ბატონთან შესაგებებლად“.
21 მიუგო მას აბიშაიმ,+ ცერუიას+ ვაჟმა: „განა არ უნდა მოკვდეს შიმეი იეჰოვას ცხებულის წყევლისთვის?“+ 22 დავითმა უთხრა მათ: „თქვენ რა გესაქმებათ,+ ცერუიას ძეებო, რომ მეწინააღმდეგებით დღეს?+ შეიძლება დღეს ისრაელში ვინმეს მოკვლა?+ განა არ ვიცი, რომ დღეს მეფე ვარ ისრაელში?“ 23 უთხრა მეფემ შიმეის: „არ მოკვდები“. და შეჰფიცა მას მეფემ.+
24 საულის შვილიშვილი მეფიბოშეთიც+ ჩამოვიდა მეფესთან შესაგებებლად; მას არც ფეხი დაუბანია,+ არც წვერ-ულვაშისთვის მოუვლია+ და არც ტანსაცმელი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მის მშვიდობით დაბრუნებამდე. 25 როცა იერუსალიმში ჩამოვიდა მეფესთან შესაგებებლად, ჰკითხა მას მეფემ: „მეფიბოშეთ, რატომ არ წამომყევი?“ 26 მან მიუგო: „მეფე-ბატონო, მომატყუა ჩემმა მსახურმა.+ თქვა შენმა მსახურმა, შევკაზმავ ვირს, შევჯდები და მეფეს გავყვები-მეთქი, რადგან კოჭლია შენი მსახური,+ 27 მან კი ცილი დასწამა+ შენს მსახურს მეფე-ბატონის წინაშე, მაგრამ მეფე-ბატონი ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზივითაა;+ როგორც გენებოს, ისე მოიქეცი. 28 მამაჩემის მთელი სახლი სასიკვდილოდ იყო განწირული მეფე-ბატონის წინაშე, შენ კი შენი მსახური მათ შორის დასვი, ვინც შენი სუფრიდან იკვებება.+ რაღა მაქვს მეფესთან დასაჩივლი?“+
29 მიუგო მას მეფემ: „რისთვის ლაპარაკობ ამას? მე ვთქვი, რომ შენ და ციბამ უნდა გაიყოთ მიწები“.+ 30 მიუგო მეფიბოშეთმა მეფეს: „სულ მისი იყოს,+ რაკი მეფე-ბატონი მშვიდობით დაბრუნდა სახლში“.
31 ჩამოვიდა როგელიმიდან გალაადელი ბარზილაი,+ რომ მეფესთან ერთად მისულიყო იორდანემდე და მეფე იორდანემდე მიეცილებინა. 32 ღრმად მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლისა;+ საკვებით ამარაგებდა მეფეს მახანაიმში,+ რადგან ძალიან მდიდარი+ კაცი იყო. 33 უთხრა მეფემ ბარზილაის: „გადმომყევი იორდანის გაღმა და არ მოგაკლებ საჭმელს იერუსალიმში“.+ 34 მიუგო მეფეს ბარზილაიმ: „განა კიდევ რამდენს ვიცოცხლებ, რომ მეფეს იერუსალიმში წავყვე? 35 ოთხმოცი წლისა ვარ.+ განა კიდევ გავარჩევ კარგსა და ცუდს ან შეიგრძნობს შენი მსახური საჭმლისა და სასმლის გემოს?+ განა მოვუსმენ+ მომღერალ ქალ-ვაჟებს?+ რატომ უნდა დააწვეს ტვირთად+ შენი მსახური მეფე-ბატონს? 36 შენმა მსახურმა სულ ცოტაზე მიაცილა მეფე იორდანემდე და რატომ უნდა მიუზღოს მეფემ ამისთვის?+ 37 უკან გაუშვი შენი მსახური, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის სამარხთან+ ახლოს მოვკვდე.+ აი შენი მსახური ქიმჰამი,+ ის გაჰყვეს მეფე-ბატონს და ისე მოექეცი მას, როგორც გენებოს“.
38 უთხრა მას მეფემ: „ქიმჰამი გადმომყვეს, და შენი სურვილისამებრ მოვექცევი; რასაც მთხოვ, ყველაფერს შეგისრულებ“. 39 გადალახა ხალხმა იორდანე და მათთან ერთად მეფემაც. აკოცა+ მეფემ ბარზილაის, აკურთხა+ და ის თავის სახლში დაბრუნდა. 40 მეფე გილგალისკენ+ გაემართა, თან გაჰყვა ქიმჰამიც, მთელი იუდა და ნახევარი ისრაელი, რომ გაეცილებინათ მეფე.
41 მიდიოდა მეფესთან მთელი ისრაელი და ეუბნებოდა მეფეს: „რატომ+ მოგიტაცეს ჩვენმა ძმებმა იუდეველებმა, რომ მეფე, მისი სახლეულობა და დავითის ხალხი იორდანეზე გადაეყვანათ?“+ 42 მიუგეს იუდეველებმა ისრაელებს: „იმიტომ, რომ ჩვენიანია მეფე;+ რატომ ბრაზობთ ამაზე? რა, გვაჭმევდა მეფე თუ ძღვენს გვიგზავნიდა?“
43 მიუგეს ისრაელებმა იუდეველებს: „ჩვენ ათი წილი გვაქვს მეფეში+ და ჩვენი უფროა დავითი, ვიდრე თქვენი. რატომ დაგვამცირეთ? და პირველებს+ ჩვენ რატომ არ უნდა დაგვებრუნებინა მეფე?“ თუმცა იუდა ისრაელზე მკაცრად ლაპარაკობდა.
20 იყო იქ ერთი უვარგისი კაცი,+ სახელად შება,+ ბიქრის ვაჟი, ბენიამინელი; ჩაჰბერა მან საყვირს+ და თქვა: „ჩვენ არა გვაქვს წილი დავითში და არც მემკვიდრეობა იესეს ძეში.+ თქვენ-თქვენი ღმერთებისკენ,+ ისრაელო!“ 2 ჩამოშორდა მთელი ისრაელი დავითს და გაჰყვა ბიქრის ვაჟს,+ შებას, იუდეველები კი არ მოშორებიან თავიანთ მეფეს იორდანიდან იერუსალიმამდე.+
3 მივიდა დავითი თავის სახლში იერუსალიმში,+ გამოიყვანა მეფემ ათი ხარჭა,+ რომლებიც სახლის მოსავლელად ჰყავდა დატოვებული, ჩაკეტა ისინი და დაცვა დაუყენა, თუმცა საჭმელს აწვდიდა. არ წვებოდა მათთან,+ გამოკეტილი ჰყავდა სიკვდილის დღემდე; ქვრივებად ცხოვრობდნენ ისინი, თუმცა ქმარი ცოცხალი ჰყავდათ.
4 უთხრა მეფემ ამასას:+ „სამ დღეში შემიკრიბე იუდა და შენც მოდი“. 5 შეკრიბა ამასამ იუდა, მაგრამ თვითონ დაიგვიანა, დანიშნულ დროზე არ მივიდა. 6 უთხრა დავითმა აბიშაის:+ „აბესალომზე უარესს დაგვმართებს+ ბიქრის ვაჟი შება.+ წაიყვანე შენი ბატონის მსახურები+ და დაედევნე მას, რათა გამაგრებულ ქალაქებს არ შეაფაროს თავი და თვალსა და ხელს შუა არ გაგვექცეს“. 7 გაჰყვნენ მას იოაბის+ ხალხი, ქერეთელები,+ ფელეთელები+ და ძლიერი ვაჟკაცები; გავიდნენ ისინი იერუსალიმიდან და შებას, ბიქრის ვაჟს დაედევნენ. 8 გაბაონის+ დიდ ქვასთან ამასა+ შემოხვდათ. იოაბს ტანსაცმელზე სარტყელი ერტყა და თეძოზე — ქარქაშში ჩაგებული მახვილი. როცა მიუახლოვდა, მახვილი ამოუვარდა.
9 ჰკითხა იოაბმა ამასას: „ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო?“+ და მარჯვენა ხელი წვერზე მოჰკიდა საკოცნელად.+ 10 არ მოერიდა ამასა მახვილს, იოაბს რომ ეჭირა; მანაც გაუყარა+ მუცელში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე, მეორედ აღარ ჩაუცია. მოკვდა იგი; იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებას, ბიქრის ვაჟს დაედევნენ.
11 იოაბის ერთი მსახური თავზე ადგა მას და ამბობდა: „ვისაც იოაბი უყვარს და ვინც დავითის მხარეზეა,+ იოაბს გაჰყვეს!“ 12 შუა გზაზე ეგდო ამასა და სისხლში+ ცურავდა. როცა დაინახა მან, რომ ყველა ჩერდებოდა, გზიდან მინდორში გადაათრია და ტანსაცმელი გადააფარა.+ 13 როგორც კი გზიდან გადაათრია, ყველამ გაიარა; იოაბს გაჰყვნენ და დაედევნენ შებას,+ ბიქრის ვაჟს.
14 შებამ ისრაელის ყველა ტომი გაიარა ბეთ-მააქას აბელამდე.+ შეიკრიბნენ ბიქრელები და მასთან ერთად შევიდნენ ქალაქში.
15 მიადგნენ ისინი ბეთ-მააქას აბელს და ალყა შემოარტყეს, ქალაქის წინ მიწაყრილი გააკეთეს,+ რადგან ქალაქი მიწაყრილით იყო გამაგრებული. იოაბის ხალხი ძირს უთხრიდა გალავანს, რომ დაენგრიათ. 16 ერთმა გონიერმა ქალმა+ ქალაქის გალავნიდან გადმოსძახა: „მომისმინეთ, ხალხო, მომისმინეთ! უთხარით იოაბს, ახლოს მოვიდეს, რომ დაველაპარაკო“. 17 ისიც მიუახლოვდა, ქალმა ჰკითხა: „იოაბი ხარ?“ მან მიუგო: „მე ვარ“. უთხრა მას ქალმა: „მოუსმინე შენს მხევალს“.+ მან მიუგო: „გისმენ“. 18 მან განაგრძო: „ძველად ამბობდნენ, აბელში გამოიკითხონ და იქ გადაწყდება საქმეო. 19 მე მშვიდობიან+ და ერთგულ+ ისრაელთა წარმომადგენელი ვარ, შენ კი გინდა გაანადგურო ქალაქი+ და დედა ისრაელში. რისთვის სპობ+ იეჰოვას მემკვიდრეობას?“+ 20 მიუგო მას იოაბმა: „არც კი მიფიქრია განადგურება და მოსპობა. 21 საქმე ის არის, რომ ეფრემის მთიანი მხარის+ მკვიდრმა შებამ,+ ბიქრის ვაჟმა ხელი აღმართა მეფე დავითზე.+ გადმოგვეცით ის+ და მოვშორდებით ქალაქს“.+ უთხრა ქალმა იოაბს: „გალავნიდან გადმოგიგდებთ მის თავს“.+
22 წავიდა ქალი და ელაპარაკა თავისი სიბრძნით+ ხალხს, მოკვეთეს თავი შებას, ბიქრის ვაჟს, და იოაბს გადაუგდეს. ჩაჰბერა მან საყვირს+ და გაეცალნენ ქალაქს, ყველა თავის სახლში წავიდა, იოაბი კი მეფესთან დაბრუნდა იერუსალიმში.
23 იოაბი მთელი ისრაელის მხედართმთავარი+ იყო; ბენაია,+ იეჰოიადას+ ვაჟი, ქერეთელებსა+ და ფელეთელებს+ ედგა სათავეში; 24 ადორამი+ სავალდებულო სამუშაოთა შემსრულებლებს ზედამხედველობდა; იეჰოშაფატი,+ ახილუდის ვაჟი მემატიანე იყო, 25 შევა+ — მწერალი,+ ცადოკი+ და აბიათარი+ კი მღვდლები იყვნენ; 26 იაირელი ირაც დავითის მღვდელი*+ გახდა.
21 ზედიზედ სამ წელიწადს შიმშილობა+ იყო დავითის დროს; დაეკითხა დავითი იეჰოვას. იეჰოვამ უთხრა: „სისხლის ღვრაშია დამნაშავე საული და მისი სახლი, რადგან დახოცა მან გაბაონელები“.+ 2 მოუხმო მეფემ გაბაონელებს+ და ელაპარაკა (გაბაონელები არ იყვნენ ისრაელის ძეები, ისინი ამორეველთა+ შთამომავლები იყვნენ. ფიცი ჰქონდათ მიცემული მათთვის+ ისრაელის ძეებს, მაგრამ საული ისრაელის ძეებისა და იუდასადმი მოშურნეობის+ გამო მათ გაწყვეტას+ ცდილობდა). 3 უთხრა დავითმა გაბაონელებს: „რა გაგიკეთოთ, რით გამოვისყიდო,+ რომ აკურთხოთ იეჰოვას სამკვიდრო?“+ 4 გაბაონელებმა მიუგეს: „არც ვერცხლი გვინდა და არც ოქრო+ საულისგან და მისი სახლიდან, არც ვინმეს სიკვდილი გვინდა ისრაელში“. მან უთხრა: „რასაც იტყვით, იმას გაგიკეთებთ“. 5 მიუგეს მათ მეფეს: „ვინც გვანადგურებდა+ და ვისაც ისრაელიდან ჩვენი მოსპობა ჰქონდა განზრახული,+ 6 მისი ვაჟებიდან გადმოგვეცით შვიდი კაცი+ და იეჰოვას წინაშე ჩამოვკიდებთ+ იეჰოვას რჩეულის,+ საულის გიბაში“.+ მეფე დათანხმდა მათ: „გადმოგცემთ“.
7 შეებრალა მეფეს მეფიბოშეთი,+ საულის ვაჟის იონათანის ვაჟი, იმ ფიცის+ გამო, რომელიც დავითსა და საულის ვაჟს, იონათანს ჰქონდათ დადებული იეჰოვას წინაშე. 8 წამოიყვანა მეფემ აიას ასულ რიცფას+ ორი ვაჟი, რომლებიც მან საულს გაუჩინა, არმონი და მეფიბოშეთი, და საულის ასულის, მიქალის*+ ხუთი ვაჟი, რომლებიც მან მეჰოლათელ ბარზილაის ვაჟს, ადრიელს+ გაუჩინა. 9 გადასცა ისინი გაბაონელებს და მათაც ჩამოკიდეს ისინი მთაზე იეჰოვას წინაშე,+ შვიდივე ერთად მოკვდა; ქერის მკის+ პირველ დღეებში დაიხოცნენ ისინი. 10 რიცფამ, აიას+ ასულმა, აიღო ჯვალო,+ დაიფინა კლდეზე და იქ იყო მკის+ დაწყებიდან იქამდე, სანამ ციდან წყალი არ დაესხათ; დღისით ცის ფრინველებს+ არ აკარებდა იგი მათ და ღამით მინდვრის მხეცებს.+
11 შეატყობინეს+ დავითს, რაც საულის ხარჭამ, აიას ასულმა რიცფამ გააკეთა. 12 წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ვაჟის, იონათანის ძვლები+ იაბეშ-გალაადის+ მცხოვრებთაგან, რომლებმაც ისინი ბეთ-შანის+ მოედნიდან მოიპარეს, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს+ ისინი, როცა გილბოაში+ მოკლეს საული. 13 წამოიღო იქიდან საულისა და მისი ვაჟის, იონათანის ძვლები; შეაგროვეს ჩამოკიდებულთა ძვლებიც.+ 14 საულისა და მისი ვაჟის, იონათანის ძვლები ბენიამინის მიწაზე ცელაში,+ მამამისის, კიშის+ სამარხში დამარხეს, რათა მეფის ბრძანებისამებრ მოქცეულიყვნენ. ამის შემდეგღა მოისმინა ღმერთმა მათი ვედრება.+
15 კვლავ შეებრძოლნენ ფილისტიმელები+ ისრაელს. წავიდნენ დავითი და მისი მსახურები და ისინიც შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. დაიღალა დავითი. 16 იშბი-ბენობმა, რეფაიმის*+ ერთ-ერთმა ნაშიერმა, რომელსაც სამასშეკელიანი სპილენძის შუბი+ ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა, დავითის მოკვლა განიზრახა, 17 მაგრამ მიეშველა+ მას ცერუიას ვაჟი აბიშაი,+ დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა. დააფიცა დავითი მისმა ხალხმა: „აღარ გამოხვიდე საბრძოლველად,+ რომ არ ჩააქრო+ ისრაელის ლამპარი!“+
18 ამის შემდეგ კვლავ გაჩაღდა ომი ფილისტიმელების წინააღმდეგ გობთან; მაშინ ხუშელმა+ სიბექაიმ+ მოკლა საფი, რეფაიმის+ ერთ-ერთი ნაშიერი.
19 კიდევ გაიმართა ბრძოლა გობთან ფილისტიმელების წინააღმდეგ; მაშინ ბეთლემელი იაარე-ორეგიმის ვაჟმა, ელხანანმა+ მოკლა გათელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი საქსოვი ლილვის სისხო იყო.+
20 კვლავ გაიმართა ომი გათში.+ იქ იყო ერთი ბუმბერაზი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა — სულ ოცდაოთხი. ისიც რეფაიმთა+ ნაშიერი იყო. 21 დასცინოდა+ ის ისრაელს, ბოლოს კი იონათანმა,+ დავითის ძმის შიმეის ვაჟმა,+ მოკლა იგი.
22 რეფაიმთა ნაშიერთაგან ეს ოთხი იყო გათში დაბადებული+ და ისინიც დავითისა და მისი მსახურების ხელით დაეცნენ.+
22 ასე უმღერა+ დავითმა იეჰოვას იმ დღეს, როცა იხსნა ის იეჰოვამ მისი მტრებისა+ და საულის ხელიდან.+ 2 ასე მღეროდა:
„იეჰოვაა ჩემი კლდე,+ ჩემი ციხესიმაგრე+ და მხსნელი.+
7 გასაჭირში მოვუხმობდი იეჰოვას,+
ვუხმობდი ჩემს ღმერთს.+
თავისი ტაძრიდან მოისმინა ჩემი ხმა;+
მისწვდა მის ყურს ჩემი ხმა, შველას რომ ვთხოვდი.+
9 კვამლი გამოვიდა მისი ნესტოებიდან და შთამნთქმელი ცეცხლი — მისი პირიდან;+
აბრიალებული ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.+
13 ბრწყინვალებით მის წინაშე ნაკვერჩხლები აგიზგიზდნენ.+
16 გამოჩნდა ზღვის კალაპოტები,+
გაშიშვლდა მიწის საძირკვლები,+
რადგან შენ გაკიცხე, იეჰოვა, შენი ნესტოებიდან დაუბერე.+
31 სრულყოფილია ჭეშმარიტი ღვთის გზა,+
წმინდაა იეჰოვას სიტყვა.+
ფარია იგი ყველასთვის, ვინც თავს აფარებს მას.+
40 მაცოცხლებელი ძალით შემომსარტყლავ საბრძოლველად;+
შენ დაამხობ ჩემს ფეხქვეშ მათ, ვინც წინ აღმიდგება.+
44 შენ მიხსნი შარიანი ხალხისგან,+
შენ დამიფარავ და ერების მთავარი გავხდები.+
მომემსახურება უცხო ხალხი.+
51 მას, ვინც დიდებულ საქმეებს აკეთებს თავისი მეფის სახსნელად,+
სიკეთეს* ავლენს თავისი ცხებულის მიმართ,+
დავითისა და მისი შთამომავლის მიმართ მარადიულად“.+
23 ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები:+
„იესეს ძის დავითის სიტყვა,+
სიტყვა დიდად ამაღლებული ვაჟკაცისა,+
იაკობის ღვთის ცხებულისა,+
რომელზეც მღეროდნენ+ ისრაელში, როგორც სათნო ადამიანზე.
5 განა ასეთი არ არის ჩემი სახლი ღვთისთვის?+
მან ხომ მარადიული შეთანხმება+ დამიდო,
ყოველმხრივ გამართული და დაცული.+
განა მისგან არ აღმოაცენებს+ ის
ყოველ ჩემს ხსნასა+ და სიხარულს?
8 დავითის ძლიერი ვაჟკაცები+ იყვნენ: თახქემონელი იოშებ-ბაშებეთი,+ სამეულის მეთაური (მან შუბის ქნევით რვაასი კაცი მოკლა ერთ ჯერზე), 9 ელეაზარი,+ ახოხის ვაჟის დოდოს+ ვაჟი, დავითის სამი მამაცი კაციდან ერთ-ერთი — მათ დაცინვა დაუწყეს საბრძოლველად შეკრებილ ფილისტიმელებს. ისრაელები უკუიქცნენ.+ 10 ის ადგა და ხოცავდა ფილისტიმელებს, ვიდრე ხელი არ დაეღალა და მახვილს არ მიეწება.+ დიდი ხსნა მოავლინა იმ დღეს იეჰოვამ;+ დანარჩენი ხალხი მხოლოდ დახოცილთა გასაძარცვავად მიჰყვებოდა მას.+
11 შემდეგი იყო ჰარარელი+ აგეს ვაჟი შამა. ფილისტიმელები ლეხთან შეიკრიბნენ, სადაც ოსპით+ სავსე მიწის ნაკვეთი იყო; უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან. 12 დადგა იგი შუა ნაკვეთში, დაიცვა ის და დასცა ფილისტიმელები. ასე მოავლინა იეჰოვამ დიდი ხსნა.+
13 ოცდაათი მეთაურიდან სამი+ ჩავიდა დავითთან მკის დროს, ადულამის+ გამოქვაბულთან, ფილისტიმელებს კი კარვები რეფაიმის ველზე+ ჰქონდათ გაშლილი. 14 დავითი მიუვალ+ ადგილზე იყო, როცა ფილისტიმელთა მოწინავე ჯარი+ ბეთლემში იყო. 15 ინატრა დავითმა, ნეტავ დამალევინა წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არისო.+ 16 მაშინ იმ სამმა ვაჟკაცმა გაარღვია ფილისტიმელთა ბანაკი და ამოიღო წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის. წამოიღეს და მიუტანეს დავითს,+ მაგრამ მან უარი თქვა წყლის დალევაზე და იეჰოვას დაუღვარა.+ 17 მან თქვა: „იეჰოვა, ვერ ვიზამ ამას.+ როგორ დავლიო ამ ვაჟკაცთა სისხლი,+ რომელთაც საფრთხეში ჩაიგდეს სულები!“ არ ისურვა მან წყლის დალევა.
ეს ყველაფერი იმ სამმა ვაჟკაცმა მოიმოქმედა.
18 აბიშაი,+ ცერუიას ვაჟის,+ იოაბის ძმა ოცდაათის მეთაური იყო. შუბის ქნევით სამასი კაცი მოკლა. მას ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორიც იმ სამს.+ 19 გამოირჩეოდა იმ ოცდაათში და მათი მეთაური იყო, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.+
20 ბენაიამ,+ მამაცი ვაჟკაცის, იეჰოიადას ვაჟმა,+ რომელმაც მრავალი საქმე მოიმოქმედა კაბცეელში,+ მოკლა მოაბელი არიელის ორი ვაჟი. ის თოვლიან+ დღეს ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი.+ 21 მანვე მოკლა ეგვიპტელი ბუმბერაზი.+ ეგვიპტელს ხელში საქსოვი ლილვის სისხო შუბი ეჭირა, მაგრამ ის კეტით მივიდა მასთან, შუბი ხელიდან გამოსტაცა და მისივე შუბით მოკლა.+ 22 ეს მოიმოქმედა ბენაიამ,+ იეჰოიადას ვაჟმა. მასაც ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორიც იმ სამ ვაჟკაცს.+ 23 ისიც გამოირჩეოდა ოცდაათში, თუმცა პირველ სამს ვერ უტოლდებოდა; დავითმა ის მცველად დაიყენა.+
24 იმ ოცდაათში იყო ასაჰელი,+ იოაბის ძმა, ელხანანი,+ ბეთლემელი დოდოს ვაჟი, 25 ხაროდელი შამა,+ ხაროდელი ელიკა, 26 ფალეტელი ხელეცი,+ ირა,+ თეკოელი იკეშის+ ვაჟი, 27 ანათოთელი+ აბი-ეზერი,+ ხუშელი+ მებუნაი, 28 ახოხელი+ ცალმონი, ნეტოფათელი მაჰრაი,+ 29 ხელები,+ ნეტოფათელი ბაანას ვაჟი, ითაი,+ გიბელი რიბაის ვაჟი, ბენიამინელი, 30 ფირათონელი ბენაია,+ გააშისხეველი+ ჰიდაი, 31 არბათელი აბი-ალბონი, ბარხუმელი აზმავეთი,+ 32 შაალბონელი ელიახბა, იაშენის ვაჟები, იონათანი,+ 33 ჰარარელი შამა, ახიამი,+ ჰარარელი შარარის ვაჟი, 34 ელიფელეტი — მააქათელის ვაჟის ახასბაის ვაჟი, ელიამი, გილოელი ახითოფელის+ ვაჟი, 35 ქარმელელი ხეცრო,+ არაბელი ფაარაი, 36 იგალი — ცობას ვაჟის ნათანის+ ვაჟი, გადელი ბანი, 37 ამონელი ცელეკი,+ ბეეროთელი ნახარაი, ცერუიას ვაჟის იოაბის საჭურველთმტვირთველები, 38 ითრელი+ ირა, ითრელი გარები+ 39 და ხეთელი ურია+ — სულ ოცდაჩვიდმეტი.
24 კვლავ+ აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე, როცა ვიღაცამ წააქეზა დავითი და უთხრა: „წადი, აღრიცხე+ ისრაელი და იუდა“. 2 სთხოვა მეფემ იოაბს,+ თავის მხედართმთავარს: „მოიარე ისრაელის ყველა ტომი დანიდან ბეერ-შებამდე+ და აღრიცხეთ ხალხი,+ რომ ვიცოდე მათი რიცხვი“.+ 3 იოაბმა მეფეს უთხრა: „იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გააასმაგოს თავისი ხალხი და ეს თავისი თვალით დაინახოს მეფე-ბატონმა. მაგრამ რატომ მოინდომა ეს საქმე მეფე-ბატონმა?“+
4 ბოლოს იმძლავრა მეფის სიტყვამ+ იოაბზე და ლაშქრის მეთაურებზე; წავიდნენ მეფისგან იოაბი და ლაშქრის მეთაურები ისრაელი ხალხის აღსარიცხავად.+ 5 გადალახეს იორდანე და აროერთან+ დაბანაკდნენ, ქალაქის მარჯვნივ, ხევის შუაში, იქიდან კი გადისკენ+ და იაზერისკენ+ წავიდნენ. 6 მივიდნენ გალაადში,+ თახთიმ-ხოდშის მიწაზე, საიდანაც დან-იაანისკენ გაემართნენ და სიდონის+ მიდამოები მოიარეს. 7 მიადგნენ ტვიროსის+ სიმაგრეს, ხიველებისა+ და ქანაანელების ქალაქებს და ბოლოს იუდას ნეგებში+ გაჩერდნენ ბეერ-შებასთან.+ 8 მოიარეს მთელი მიწა და ცხრა თვისა და ოცი დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ. 9 აცნობა იოაბმა მეფეს აღრიცხული ხალხის რაოდენობა;+ ისრაელში მახვილის ამღები რვაასი ათასი ვაჟკაცი აღირიცხა, იუდაში კი — ხუთასი ათასი.+
10 გული აუჩქარდა+ დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ. უთხრა დავითმა იეჰოვას: „დიდად შევცოდე,+ ეს რომ გავაკეთე. იეჰოვა, გთხოვ, აპატიე შენს მსახურს დანაშაული,+ მეტისმეტად უგუნურად+ მოვიქეცი!“ 11 როცა ადგა დილით დავითი, იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ გადს,+ დავითის წინასწარმხილველს,+ და უთხრა: 12 «წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს-თქო იეჰოვა: „სამ რამეს შემოგთავაზებ+ და შენ თვითონ აირჩიე, რომლით დაგსაჯო“».+ 13 მივიდა გადი დავითთან და ჰკითხა:+ „რა გირჩევნია: შვიდ წელიწადს იყოს შიმშილობა შენს მიწაზე,+ სამ თვეს გაურბოდე შენს მტერს+ და ის გდევნიდეს, თუ სამ დღეს ჭირი ჰქონდეს მოდებული შენს მიწას?+ ახლა იფიქრე და გადაწყვიტე, რა ვუპასუხო ჩემს გამომგზავნელს“. 14 მიუგო დავითმა გადს: „ძალიან დამამწუხრა ამ ამბავმა. იეჰოვას ხელში ჩავარდნა მირჩევნია,+ რადგან დიდად მწყალობელია იგი;+ ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩამაგდებ“.+
15 დილიდან მოუვლინა იეჰოვამ ჭირი+ ისრაელს დათქმულ დრომდე და სამოცდაათი ათასი კაცი გაწყდა+ დანიდან ბეერ-შებამდე.+ 16 ანგელოზს+ იერუსალიმისკენ ჰქონდა ხელი გაწვდილი მის შესამუსრავად; გადაიფიქრა+ იეჰოვამ ეს უბედურება და უთხრა ხალხის შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა! დაუშვი ხელი!“ იეჰოვას ანგელოზი იებუსელი+ არავნას+ კალოსთან იყო გაჩერებული.
17 როცა დაინახა დავითმა ანგელოზი, რომელიც ხალხს ხოცავდა, იეჰოვას უთხრა: „მე შევცოდე და მე დავაშავე, ამ ცხვარმა+ რა დააშავა?! ჩემზე+ და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი“.
18 მივიდა გადი დავითთან იმავე დღეს და უთხრა: „ადი და იებუსელი+ არავნას კალოზე სამსხვერპლო აღუმართე იეჰოვას“. 19 ავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები.+ 20 როცა არავნამ მისკენ მიმავალი მეფე დაინახა მსახურებთან ერთად, მაშინვე გამოეგება, პირქვე დაემხო+ მეფის წინაშე და მდაბლად თაყვანი სცა.+ 21 ჰკითხა არავნამ: „რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მსახურთან?“ დავითმა მიუგო: „კალოს საყიდლად+ მოვედი, სამსხვერპლო რომ ავუგო იეჰოვას და შეწყდეს ხალხში ეს უბედურება“.+ 22 უთხრა არავნამ დავითს: „რასაც მეფე-ბატონი მოისურვებს,+ ის შესწიროს; აი საქონელი დასაწვავ შესაწირავად, კევრი და საქონლის უღელი შეშად.+ 23 მეფეო, ყველაფერს მოგცემს არავნა“. უთხრა არავნამ მეფეს: „იეჰოვა, შენი ღმერთი გწყალობდეს!“+
24 მიუგო მეფემ არავნას: „არა, უნდა ვიყიდო,+ ვერ შევწირავ იეჰოვას, ჩემს ღმერთს, მუქთ დასაწვავ მსხვერპლს“.+ იყიდა+ დავითმა კალო და საქონელი ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად. 25 აუგო იქ დავითმა იეჰოვას სამსხვერპლო+ და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და მშვიდობის მსხვერპლი*. შეისმინა იეჰოვამ მათი ვედრება+ იმ მიწისთვის და შეწყდა უბედურება ისრაელში.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ნიშნავს კაჟის დანების მინდორს.
ნიშნავს მიწაყრილს.
„ბაქა“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა. მნიშვნელობა უცნობია.
იგივე ცაბაოთი.
ნიშნავს: გარღვევა უზას საუბედუროდ.
ან საზიარო მსხვერპლი.
იხილეთ 2:5-ის სქოლიო.
ანუ მთავრები.
იხილეთ 2:5-ის სქოლიო.
„ჩემი სუფრა“ — მასორულ ტექსტში და კლემენტინის ვულგატაში, „დავითის სუფრა“ — სეპტუაგინტაში; „მეფის სუფრა“ — სირიულ თარგმანში. არსებობს მოსაზრება, რომ „ჩემი სუფრის“ ნაცვლად უნდა ეწეროს „დავითის სუფრა“. დასაშვებია ისიც, რომ ციბამ დავითის სიტყვები გაიმეორა.
იხილეთ 2:5-ის სქოლიო.
ანუ ევფრატთან.
მომავალ გაზაფხულზე.
ნიშნავს: უყვარს იაჰს.
შესაძლოა ეს იყო ამონელთა ღვთაება, იგივე მოლექი ან მილქომი.
სიტყვასიტყვით — სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
შესაძლოა დავითის ცხებიდან 40 წლისთავზე. იხილეთ 1 სმ. 16:13.
იხილეთ 2:5-ის სქოლიო.
იგულისხმება ლეღვი, შესაძლოა ფინიკიც.
იხილეთ 2:5-ის სქოლიო.
ანუ მთავარი. იხილეთ 1 მტ. 18:17.
თარგუმებში წერია: „მერაბის ხუთი ვაჟი, რომლებიც მან გააჩინა (რომლებიც საულის ასულმა, მიქალმა გაზარდა)“. შეადარეთ 6:23.
სიტყვასიტყვით — რაფაჰის. მისი სახელით იწოდებოდნენ მისი შთამომავალი ბუმბერაზები.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
ანუ ქარის ფრთებზე.
იხილეთ 2:5-ის სქოლიო.
ან საზიარო მსხვერპლი.