პირველი წიგნი მეფეების შესახებ
ბერძნული სეპტუაგინტის მიხედვით — მესამე წიგნი მეფეების შესახებ
1 მოხუცდა მეფე დავითი,+ ხანში შევიდა. თბილად აცმევდნენ, მაგრამ მაინც ვერ თბებოდა. 2 უთხრეს მას მსახურებმა: „ქალწულ გოგოს მოუძებნიან მეფე-ბატონს,+ ის მოემსახურება+ მეფეს და მოუვლის;+ გვერდით დაგიწვება+ და გათბება+ მეფე-ბატონი“. 3 წავიდნენ და მთელ ისრაელში ეძებდნენ ლამაზ გოგოს; იპოვეს შუნამელი+ აბიშაგი+ და მეფეს მიუყვანეს. 4 ძალიან ლამაზი+ იყო ის გოგო. უვლიდა მეფეს და ემსახურებოდა, მაგრამ არ დაწოლილა მეფე მასთან.
5 გამედიდურდა+ ადონია,+ ხაგითის ვაჟი,+ და თქვა, მე უნდა ვიმეფოო.+ გაიკეთა ეტლი, დაიყენა მხედრები, ორმოცდაათი კაცი მიუძღოდა ხოლმე წინ.+ 6 არასდროს უთქვამს საყვედური მამამისს, ამას რას აკეთებო.+ იშვიათი თვალტანადობისა+ იყო ადონია. დედამისს იგი აბესალომის შემდეგ შეეძინა. 7 ცერუიას ვაჟთან, იოაბთან, და აბიათარ+ მღვდელთან დაიჭირა საქმე; ისინი ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ ადონიას.+ 8 ცადოკ+ მღვდელს, ბენაიას+ — იეჰოიადას ვაჟს, ნათან+ წინასწარმეტყველს, შიმეის,+ რეისა და დავითის გულად ხალხს+ მხარი არ დაუჭერიათ+ ადონიასთვის.
9 შესწირა+ ადონიამ ნასუქი ცხვარ-ძროხა ზოხელეთის ქვასთან, ენ-როგელის+ გვერდით; მოიწვია თავისი ძმები, უფლისწულები+ და იუდეველი კაცები, მეფის მსახურები. 10 არ მიუწვევია ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, დავითის გულადი ხალხი და თავისი ძმა სოლომონი. 11 უთხრა ნათანმა+ ბათ-შებას,+ სოლომონის დედას:+ «გაიგე, ადონია, ხაგითის ვაჟი+ რომ გამეფდა, მეფე-ბატონმა კი არაფერი იცის? 12 მოდი ერთ რამეს გირჩევ:+ უშველე შენს თავს და შენს შვილს, სოლომონს;+ 13 წადი, შედი მეფე დავითთან და უთხარი: „მეფე-ბატონო, შენ არ შეჰფიცე შენს მხევალს, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება ჩემ შემდეგ და ის ავა ჩემს ტახტზეო?+ ადონია რატომღა გამეფდა?“ 14 სანამ მეფესთან ლაპარაკს დაამთავრებ, მეც შემოვალ და დავადასტურებ შენს სიტყვებს“».+
15 შევიდა ბათ-შება მეფესთან შიდა+ ოთახში. ღრმად მოხუცებულ+ მეფეს შუნამელი აბიშაგი+ ემსახურებოდა. 16 დაემხო ბათ-შება და მდაბლად თაყვანი სცა+ მეფეს. მეფემ ჰკითხა: „მითხარი, რა გინდა?“+ 17 მან უთხრა: „ჩემო ბატონო,+ ხომ დაუფიცე იეჰოვა, შენი ღმერთი, შენს მხევალს, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება ჩემ შემდეგ და ის ავაო ჩემს ტახტზე?+ 18 ახლა კი ადონია+ გამეფებულა, მეფე-ბატონმა კი არაფერი იცის.+ 19 შეუწირავს უამრავი ნასუქი ხარი და ცხვარი და მიუწვევია ყველა უფლისწული,+ აბიათარ+ მღვდელი და მხედართმთავარი იოაბი,+ შენი მსახური სოლომონი კი არ მიუწვევია.+ 20 მეფე-ბატონო, შენ შემოგყურებს+ მთელი ისრაელი, რომ გაიგონ, ვინ ავა მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ.+ 21 როგორც კი მეფე-ბატონი თავისი მამა-პაპის გვერდით განისვენებს,+ მეც და ჩემს ვაჟ სოლომონსაც დამნაშავეებად შეგვრაცხავენ“.
22 ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა იგი მეფეს, როცა ნათან წინასწარმეტყველი შევიდა.+ 23 მეფეს მაშინვე მოახსენეს, ნათან წინასწარმეტყველი მოვიდაო. შევიდა იგი მეფესთან და პირქვე დაემხო მის წინაშე.+ 24 ნათანმა ჰკითხა: „მეფე-ბატონო, შენ ბრძანე, ადონია გამეფდეს ჩემ შემდეგ და ის ავიდესო ჩემს ტახტზე?+ 25 წავიდა იგი დღეს და შესწირა+ უამრავი ნასუქი ხარი და ცხვარი, მიიწვია უფლისწულები, ლაშქრის მეთაურები და აბიათარ+ მღვდელი. ჭამენ და სვამენ მასთან და გაიძახიან, იცოცხლოს მეფე ადონიამო!+ 26 არ მივუწვევივართ არც მე, შენი მსახური, არც ცადოკ+ მღვდელი, არც იეჰოიადას ვაჟი ბენაია+ და არც შენი მსახური სოლომონი.+ 27 თუ ეს მეფე-ბატონის ნაბრძანებია, მაშინ არ შეგიტყობინებია შენი მსახურისთვის,+ ვინ ავიდოდა მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ“.
28 მეფე დავითმა ბრძანა: „ბათ-შებას+ დამიძახეთ!“ მივიდა და წარდგა იგი მეფის წინაშე. 29 დაიფიცა+ მეფემ: „ცოცხალია იეჰოვა,+ რომელმაც ყველა გასაჭირიდან+ იხსნა+ ჩემი სული,+ 30 როგორც დაგიფიცე იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, და გითხარი, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება ჩემ შემდეგ და ის ავა-მეთქი ჩემს ტახტზე ჩემ მაგივრად, ისე გავაკეთებ დღეს“.+ 31 პირქვე დაემხო ბათ-შება, მდაბლად თაყვანი სცა+ მეფეს და უთხრა: „მარადიულად იცოცხლოს ჩემმა ბატონმა, მეფე დავითმა!“+
32 მეფე დავითმა ბრძანა: „დამიძახეთ ცადოკ+ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველსა და ბენაიას,+ იეჰოიადას ვაჟს!“ წარდგნენ ისინი მეფის წინაშე. 33 უთხრა მათ მეფემ: «წაიყვანეთ თქვენი ბატონის მსახურები,+ ჩემს ჯორზე+ შესვით ჩემი ვაჟი სოლომონი და გიხონში+ ჩაიყვანეთ. 34 ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა სცხონ+ ის ისრაელის მეფედ. ჩაჰბერეთ საყვირს+ და თქვით: „იცოცხლოს მეფე სოლომონმა!“+ 35 გამოჰყევით უკან, შემოვიდეს და დაჯდეს ჩემს ტახტზე; ის იმეფებს ჩემ ნაცვლად, მას დავნიშნავ ისრაელისა და იუდას წინამძღოლად». 36 ბენაიამ, იეჰოიადას ვაჟმა, მეფეს მიუგო: „ამინ*!+ აღასრულოს ეს იეჰოვამ, მეფე-ბატონის ღმერთმა.+ 37 როგორც მეფე-ბატონთან იყო იეჰოვა,+ ისევე იყოს სოლომონთანაც+ და მეფე-ბატონის, დავითის ტახტზე მეტად აღამაღლოს+ მისი ტახტი“.
38 ჩავიდნენ ცადოკ+ მღვდელი, ნათან+ წინასწარმეტყველი, იეჰოიადას ვაჟი ბენაია,+ ქერეთელები+ და ფელეთელები,+ შესვეს სოლომონი დავით მეფის ჯორზე+ და გიხონში+ წაიყვანეს. 39 გამოიტანა ცადოკ მღვდელმა კარვიდან+ რქით ზეთი+ და სცხო+ სოლომონი; ჩაჰბერეს საყვირს და დაიძახა მთელმა ხალხმა: „იცოცხლოს მეფე სოლომონმა!“+ 40 მთელი ხალხი უკან გაჰყვა, სალამურს+ უკრავდნენ და დიდად ხარობდნენ,+ მიწას+ აზანზარებდა მათი ყიჟინი.
41 ეს რომ ადონიამ და მისმა სტუმრებმა გაიგეს, ჭამა უკვე დამთავრებული ჰქონდათ.+ გაიგო იოაბმა საყვირის ხმა და იკითხა: „ეს რა ხმაურია+ ქალაქში?“ 42 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მივიდა იონათანი,+ აბიათარ მღვდლის ვაჟი. ადონიამ უთხრა: „შემოდი, ვაჟკაცი კაცი ხარ და კარგ ამბავს მოიტანდი“.+ 43 მიუგო ადონიას იონათანმა: «არა! მეფე-ბატონმა, დავითმა, სოლომონი გაამეფა.+ 44 გაგზავნა მეფემ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, იეჰოიადას ვაჟი ბენაია, ქერეთელები და ფელეთელები და შესვეს იგი მეფის ჯორზე.+ 45 ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა გიხონში სცხეს იგი მეფედ+ და მხიარულებით დაბრუნდნენ იქიდან. შეიძრა ქალაქი; აი, რისი ხმა იყო, თქვენ რომ გაიგონეთ.+ 46 სოლომონი სამეფო ტახტზე დაჯდა.+ 47 მეფის მსახურებმა ჩვენს ბატონს, მეფე დავითს უსურვეს კიდეც, შენმა ღმერთმა სოლომონის სახელი და მისი ტახტი შენს სახელსა და შენს ტახტზე მეტად განადიდოსო.+ ქედი მოიხარა საწოლზე მეფემ.+ 48 ასე თქვა მეფემ: „კურთხეულია+ იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რომელმაც მეფე დასვა დღეს ჩემს ტახტზე და ეს ჩემი თვალით მანახვა!“»+
49 შეეშინდათ ადონიას სტუმრებს, წამოიშალნენ და თავ-თავიანთი გზით წავიდნენ.+ 50 ადონიასაც შეეშინდა სოლომონისა; ადგა იგი, წავიდა და სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა.+ 51 შეატყობინეს მეფე სოლომონს, შეეშინდაო ადონიას მეფე სოლომონისა; სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა და ამბობს, შემომფიცოსო მეფე სოლომონმა, რომ არ მოკლავს თავის მსახურს მახვილით. 52 სოლომონმა თქვა: „თუ ვაჟკაცურად მოიქცევა, მისი თმის ერთი ღერიც+ კი არ დაეცემა მიწაზე, მაგრამ თუ ბოროტს განიზრახავს,+ მოკვდება“.+ 53 გაგზავნა სოლომონმა კაცები და მოაყვანინა იგი სამსხვერპლოდან. შევიდა ის მეფესთან და მდაბლად თაყვანი სცა მეფე სოლომონს. სოლომონმა უთხრა: „წადი სახლში“.+
2 მოახლოვდა დავითის სიკვდილის დღე+ და უბრძანა მან თავის ვაჟს, სოლომონს: 2 «მე მალე მოვკვდები,+ შენ კი გამაგრდი+ და ვაჟკაცურად იყავი.+ 3 შეასრულე შენი ვალდებულება იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე, იარე მისი გზით,+ დაიცავი მისი წესები, მისი მცნებები, მისი სამართალი+ და მისი მოწმობანი მოსეს კანონში დაწერილისამებრ,+ რათა ყოველთვის წინდახედულად მოიქცე, რაც არ უნდა გააკეთო და საითაც არ უნდა წახვიდე, 4 რომ შეასრულოს იეჰოვამ ჩემთვის ნათქვამი სიტყვა:+ „თუ გაუფრთხილდებიან შენი ვაჟები+ თავიანთ გზას+ და მთელი გულითა+ და სულით ივლიან ჭეშმარიტებით+ ჩემ წინაშე, არ დაგელევა კაცი ისრაელის ტახტზე“.+
5 კარგად იცი, როგორ მომექცა იოაბი, ცერუიას ვაჟი,+ რა უყო ისრაელის ორ მხედართმთავარს, აბნერს,+ ნერის ვაჟს, და ამასას,+ იეთერის+ ვაჟს, რომ დახოცა ისინი და მშვიდობიან დროს ომის სისხლი+ დაღვარა; ომის სისხლით გაისვარა წელზე სარტყელი და ფეხებზე სანდლები. 6 შენი სიბრძნით იმოქმედე+ და მისი ჭაღარა მშვიდობით+ არ ჩაიყვანო სამარეში*.+
7 გალაადელი ბარზილაის+ ვაჟებს სიკეთე* უყავი, შენი სუფრიდან ჭამონ მათ,+ რადგან გვერდში მედგნენ,+ როცა შენს ძმას, აბესალომს გავურბოდი.+
8 შენთან არის შიმეიც,+ გერას ვაჟი, ბენიამინელი, ბახურიმიდან;+ ის იყო, მწარედ რომ მწყევლიდა,+ როცა მახანაიმში+ მივდიოდი, იორდანესთან+ რომ ჩამოვიდა ჩემ დასახვედრად; შევფიცე მას იეჰოვას სახელით, არ მოგკლავ-მეთქი მახვილით.+ 9 ნუ დატოვებ დაუსჯელს,+ ბრძენი+ ხარ და კარგად იცი, როგორ მოექცე, სისხლიანი ჭაღარით+ ჩაიყვანე სამარეში».+
10 განისვენა დავითმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის დავითის ქალაქში.+ 11 ორმოც წელიწადს იმეფა დავითმა ისრაელზე,+ შვიდ წელიწადს+ ხებრონიდან+ და ოცდაცამეტ წელიწადს — იერუსალიმიდან.+
12 დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე+ და დიდად განმტკიცდა მისი მეფობა.+
13 მივიდა ადონია, ხაგითის ვაჟი ბათ-შებასთან,+ სოლომონის დედასთან. ჰკითხა მას ბათ-შებამ: „სამშვიდობოდ+ ხარ მოსული?“ მან მიუგო: „სამშვიდობოდ“. 14 და უთხრა: „საქმე მაქვს შენთან“. ქალმა მიუგო: „მითხარი“.+ 15 მან განაგრძო: „კარგად იცი, რომ მე მეკუთვნოდა მეფობა და მთელი ისრაელი ჩემს გამეფებას ელოდა,+ მაგრამ ჩემ ნაცვლად ჩემს ძმას ერგო მეფობა, რადგან იეჰოვამ არგუნა.+ 16 ჰოდა, ერთი სათხოვარი მაქვს, უარს ნუ მეტყვი“.+ მან მიუგო: „მითხარი“. 17 და სთხოვა: „უთხარი მეფე სოლომონს (უარს არ გეტყვის), რომ ცოლად მომცეს შუნამელი+ აბიშაგი“.+ 18 მიუგო მას ბათ-შებამ: „კარგი, დაველაპარაკები მეფეს“.
19 მივიდა ბათ-შება მეფე სოლომონთან, რომ დალაპარაკებოდა ადონიას+ გულისთვის. წამოდგა მეფე,+ შეეგება და მდაბლად თაყვანი სცა.+ დაჯდა თავის ტახტზე და მეფის დედისთვისაც დაადგმევინა ტახტი, რომ თავის მარჯვნივ დაესვა.+ 20 უთხრა მას ბათ-შებამ: „ერთი პატარა სათხოვარი მაქვს შენთან, უარს ნუ მეტყვი“. მეფემ მიუგო: „მითხარი, დედა, არ გეტყვი უარს“. 21 მან განაგრძო: „მიეცი ცოლად შუნამელი აბიშაგი შენს ძმას, ადონიას“. 22 მეფე სოლომონმა დედამისს უთხრა: „რატომ მთხოვ შუნამელ აბიშაგს ადონიასთვის? ბარემ მეფობაც+ მთხოვე (ის ხომ ჩემი უფროსი ძმაა)+ მისთვის, აბიათარ+ მღვდლისთვის და იოაბისთვის,+ ცერუიას ვაჟისთვის!“+
23 იეჰოვა დაიფიცა მეფე სოლომონმა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც,+ თუ თავისი სულის წინააღმდეგ არ ეთქვას ეს ადონიას.+ 24 ცოცხალია იეჰოვა,+ რომელმაც განმამტკიცა+ და დამსვა მამაჩემის, დავითის ტახტზე+ და ამიშენა სახლი,+ როგორც ნათქვამი ჰქონდა,+ თუ დღესვე არ მოკვდეს ადონია!“+ 25 გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია,+ იეჰოიადას ვაჟი და ისიც წავიდა, დაჰკრა მას და მოკლა.+
26 უთხრა აბიათარ+ მღვდელს მეფემ: „წადი ანათოთში,+ შენს მამულში! სიკვდილის ღირსი ხარ,+ მაგრამ დღეს არ მოგკლავ, რადგან უზენაესი უფლის, იეჰოვას+ კიდობანი ატარე დავითის, მამაჩემის წინაშე+ და მამაჩემთან ერთად გამოიარე გაჭირვება“.+ 27 ჩამოართვა სოლომონმა აბიათარს იეჰოვას მღვდლად მსახურების უფლება, რათა შეესრულებინა იეჰოვას სიტყვა, რომელიც მან ელის+ სახლზე თქვა შილოში.+
28 ამბავი მიუვიდა იოაბს+ — იოაბი ადონიას მიემხრო,+ თუმცა აბესალომს არ მიმხრობია+ — და გაიქცა იოაბი იეჰოვას კარავში+ და სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა.+ 29 უთხრეს მეფე სოლომონს, იოაბი იეჰოვას კარავში გაიქცა და სამსხვერპლოსთან არისო. სოლომონმა ბენაია, იეჰოიადას ვაჟი გაგზავნა და უბრძანა, რომ წასულიყო და თავს დასხმოდა.+ 30 მივიდა ბენაია იეჰოვას კარავში და უთხრა მას: „მეფემ ბრძანა, გამოვიდესო“. მან მიუგო: „არა, აქ+ უნდა მოვკვდე!“ მიუტანა ბენაიამ მეფეს ამბავი, ასე თქვა იოაბმა და ასე მიპასუხაო. 31 უთხრა მას მეფემ: „ისე უყავი, როგორც თვითონ გითხრა; მოკალი, დამარხე და ჩამოგვრეცხე მე და მამაჩემის სახლს იოაბის მიერ დაღვრილი+ უდანაშაულო სისხლი.+ 32 იეჰოვა მის თავზე მიაქცევს+ მისივე სისხლს, რადგან მამაჩემის, დავითის უჩუმრად+ თავს დაესხა ორ თავისზე მართალ და კარგ კაცს:+ ისრაელის მხედართმთავარ+ აბნერს,+ ნერის ვაჟს, და იუდას მხედართმთავარ+ ამასას,+ იეთერის ვაჟს, და მახვილით დახოცა ისინი. 33 მარადიულად ეწევა მათი სისხლი იოაბსა და მის შთამომავლობას,+ მაგრამ დავითს,+ მის შთამომავლობას, მის სახლსა და მის ტახტს მარადიული მშვიდობა ექნება იეჰოვასგან“.+ 34 წავიდა ბენაია, იეჰოიადას ვაჟი,+ დაჰკრა მას და მოკლა.+ თავის სახლში დამარხეს ის უდაბნოში. 35 მეფემ მის ნაცვლად ბენაია,+ იეჰოიადას ვაჟი დააყენა მხედართმთავრად,+ აბიათარის ნაცვლად კი — ცადოკ მღვდელი.+
36 ბოლოს მოუხმო მეფემ შიმეის+ და უთხრა: „აიშენე სახლი იერუსალიმში და იცხოვრე, არსად წახვიდე იქიდან. 37 როგორც კი წახვალ და კედრონის ხევს+ გასცდები, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება,+ შენს თავზე იქნება შენი სისხლი!“+ 38 მიუგო შიმეიმ მეფეს: „კარგი, როგორც მეფე-ბატონმა თქვა, ისე მოიქცევა შენი მსახური“. და დიდხანს ცხოვრობდა შიმეი იერუსალიმში.
39 გავიდა სამი წელი და გაექცა შიმეის ორი მონა+ აქიშთან,+ მააქას ვაჟთან, გათის მეფესთან.+ აცნობეს შიმეის, შენი მონები გათში არიანო. 40 წამოდგა შიმეი, ვირი შეკაზმა და აქიშთან წავიდა გათში მონების მოსაძებნად. წამოვიდა გათიდან შიმეი და წამოიყვანა თავისი მონები. 41 უთხრეს სოლომონს, იერუსალიმიდან გათში წავიდა შიმეი და უკან დაბრუნდაო. 42 დაიბარა მეფემ+ შიმეი და უთხრა: „ხომ დაგაფიცე იეჰოვას სახელით და გაგაფრთხილე,+ თუ სადმე წახვალ, სიკვდილი არ აგცდება-მეთქი? შენ არ მიპასუხე, კარგი, გავიგეო?+ 43 მაშ, რატომ არ შეასრულე იეჰოვას წინაშე დადებული ფიცი+ და ჩემი ბრძანება?“+ 44 უთხრა მეფემ შიმეის: „შენც კარგად იცი და შენმა გულმაც, რა ავკაცობაც ჩაგიდენია მამაჩემი დავითის+ წინააღმდეგ; შენს თავზე მოაქცევს იეჰოვა შენს ავკაცობას,+ 45 მეფე სოლომონი კი კურთხეული+ იქნება და მარადიულად განმტკიცდება დავითის ტახტი იეჰოვას წინაშე“.+ 46 ეს თქვა მეფემ და უბრძანა ბენაიას, იეჰოიადას ვაჟს, ისიც წავიდა, დაჰკრა მას და მოკლა.+
დიდად განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.+
3 დაუმოყვრდა+ სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, შეირთო ფარაონის ასული+ და დავითის ქალაქში+ მიიყვანა, სანამ ააშენებდა თავის სახლს,+ იეჰოვას სახლს+ და გალავანს იერუსალიმის გარშემო,+ 2 თუმცა ხალხი ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს,+ რადგან იმ დროისთვის ჯერ არ იყო აშენებული სახლი იეჰოვას სახელზე.+ 3 უყვარდა+ სოლომონს იეჰოვა და მამამისის, დავითის წესებით დადიოდა,+ თუმცა ისიც მაღლობებზე+ სწირავდა მსხვერპლს და აბოლებდა შესაწირავს.
4 წავიდა მეფე მსხვერპლის შესაწირავად გაბაონში,+ რადგან იქ იყო მთავარი მაღლობი.+ სოლომონმა ათასი პირუტყვი შესწირა დასაწვავ მსხვერპლად იმ სამსხვერპლოზე.+ 5 გაბაონში ღამით იეჰოვა ეჩვენა+ სოლომონს; უთხრა მას ღმერთმა სიზმარში:+ „მითხარი, რა გინდა, და მოგცემ“.+ 6 სოლომონმა მიუგო: „შენ დიდი სიკეთე*+ გამოავლინე მამაჩემისადმი, შენი მსახური დავითისადმი, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა+ და წრფელი გულით დადიოდა შენ წინაშე; არ წაართვი ეს დიდი სიკეთე და მიეცი ვაჟი, რომელიც დღეს მის ტახტზე ზის.+ 7 იეჰოვა, ჩემო ღმერთო, შენ გაამეფე შენი მსახური მამაჩემის, დავითის შემდეგ, თუმცა ჯერ ბავშვი+ ვარ და არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა.+ 8 შენ მიერ არჩეულ+ ხალხს შორისაა შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხს შორის, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელია სიმრავლის გამო.+ 9 მიეცი შენს მსახურს მორჩილი გული, რომ განსაჯოს+ შენი ხალხი და გაარჩიოს სიკეთე ბოროტებისგან.+ ვინ განსჯის შენს ხალხს,+ ვინ გაართმევს თავს ამ ძნელ საქმეს?“+
10 მოეწონა იეჰოვას, რაც სოლომონმა სთხოვა,+ 11 და უთხრა მას ღმერთმა: „რადგან ეს მთხოვე და არ ითხოვე დღეგრძელობა, არც სიმდიდრე+ და არც შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი ითხოვე, ხალხს სამართალი რომ გაუჩინო,+ 12 შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი,+ მოგცემ ისეთ ბრძენ და გაგებულ გულს,+ როგორიც არც შენამდე ჰქონია ვინმეს და არც შენ შემდეგ ექნება.+ 13 რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ,+ სიმდიდრესა+ და დიდებას, შენს სიცოცხლეში არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.+ 14 თუ მამაშენი დავითივით ივლი ჩემი გზით+ და დაიცავ ჩემს წესებსა+ და მცნებებს, დღეგრძელსაც+ გაგხდი“.
15 გაიღვიძა სოლომონმა+ და მიხვდა, რომ ეს ხილვა იყო. წავიდა იერუსალიმში, მივიდა იეჰოვას შეთანხმების კიდობანთან,+ შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და მშვიდობის შესაწირავი+ და ნადიმი+ გაუმართა თავის მსახურებს.+
16 ამ დროს ორი მეძავი+ ქალი მივიდა და მეფის წინაშე წარდგა.+ 17 უთხრა მას ერთმა მათგანმა: „მაპატიე, ჩემო ბატონო,+ მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ და ისიც შინ იყო, როცა ვიმშობიარე. 18 ჩემი მშობიარობიდან მესამე დღეს ამ ქალმაც იმშობიარა. ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა სახლში, მარტო ჩვენ ორნი ვიყავით. 19 მოუკვდა ღამით ამ ქალს შვილი, რადგან ზედ დასწოლოდა. 20 ადგა შუაღამისას, გვერდიდან ამაცალა ჩემი შვილი, როცა ეძინა შენს მხევალს, და უბეში ჩაიწვინა, თავისი მკვდარი შვილი კი მე ჩამიწვინა უბეში. 21 გავიღვიძე დილით, რომ ბავშვისთვის ძუძუ მომეწოვებინა,+ და მკვდარი იყო ბავშვი. დავაკვირდი დილით და მივხვდი, რომ ის არ იყო ჩემი შვილი, ჩემი გაჩენილი“. 22 მეორე ქალმა თქვა: „არა, ჩემი შვილია ცოცხალი და შენია მკვდარი!“ ეს ქალი კი ამბობდა: „არა, შენია მკვდარი, ჩემი კი — ცოცხალი!“ ასე დავობდნენ მეფის წინაშე.+
23 ბოლოს მეფემ თქვა: „ერთი ამბობს, ცოცხალი ჩემი შვილია და მკვდარი — შენიო; მეორე ამბობს, არა, შენი შვილია მკვდარი, ჩემი კი ცოცხალიო“. 24 ბრძანა მეფემ:+ „მახვილი მომიტანეთ!“ მოუტანეს მეფეს მახვილი. 25 ბრძანა მეფემ: „ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი და ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი კი — მეორეს!“ 26 შეევედრა მეფეს ცოცხალი ბავშვის დედა (რადგან გულ-ღვიძლი+ დაეწვა შვილის+ გამო): „მაპატიე,+ ჩემო ბატონო! ოღონდ ნუ მოკლავთ და მაგას მიეცით ცოცხალი ბავშვი“. მეორე ქალი კი ამბობდა: „არც მე და არც შენ, გაჭერით!“+ 27 მეფემ ბრძანა: „არ მოკლათ, ამას მიეცით ცოცხალი ბავშვი, ეს არის ბავშვის დედა!“
28 გაიგო მთელმა ისრაელმა მეფის მიერ გამოტანილი განაჩენი+ და შეეშინდათ მეფისა,+ რადგან ღვთის სიბრძნე+ იყო მასში განაჩენის გამოტანისას.
4 მეფობდა სოლომონი მთელ ისრაელზე.+ 2 მთავრებად+ დააყენა: აზარია — ცადოკ+ მღვდლის ვაჟი, 3 ელიხორეფი და ახია — შიშას ვაჟები, მწერლები;+ იეჰოშაფატი+ — ახილუდის ვაჟი, მემატიანე, 4 ბენაია+ — იეჰოიადას ვაჟი, მხედართმთავარი,+ და ცადოკი და აბიათარი,+ მღვდლები; 5 აზარია — ნათანის+ ვაჟი, ზედამხედველთა უფროსი, ზაბუდი — ნათანის ვაჟი — მღვდელი და მეფის მეგობარი;+ 6 ახიშარი — სასახლის ზედამხედველი, ადონირამი+ — აბდას ვაჟი — სავალდებულო სამუშაოების+ შემსრულებელთა ზედამხედველი.
7 თორმეტი ზედამხედველი ჰყავდა დაყენებული სოლომონს ისრაელზე. ისინი სარჩოთი ამარაგებდნენ მეფესა და მის სასახლეს; თითოეული წელიწადში თითო თვეს ამარაგებდა სარჩოთი.+ 8 აი ისინიც: ხურის ვაჟი — ეფრემის მთიან მხარეში;+ 9 დეკერის ვაჟი — მაკაცში, შაალბიმში,+ ბეთ-შემეშსა+ და ელონ-ბეთ-ხანანში; 10 ხესედის ვაჟი — არუბოთში (მისი იყო სოქო და ხეფერის+ მთელი მიწა); 11 აბინადაბის ვაჟი — დორის+ მთაში (მას ცოლად ჰყავდა ტაფათი — სოლომონის ასული); 12 ბაანა, ახილუდის ვაჟი — თაანახში,+ მეგიდოსა+ და მთელ ბეთ-შეანში,+ ცარეთანთან,+ იზრეელის+ ქვემოთ, ბეთ-შეანიდან აბელ-მეჰოლამდე,+ იოკმეამის+ მხარემდე; 13 გებერის ვაჟი — გალაადის რამოთში+ (მისი იყო მენაშეს ვაჟის, იაირის+ კარვებით დასახლებული ადგილები გალაადში+ და არგობის+ მხარე ბაშანში+ — სამოცი დიდი, გალავნიანი და სპილენძის ურდულებიანი ქალაქი); 14 ახინადაბი, იდოს ვაჟი — მახანაიმში,+ 15 ახიმააცი — ნაფთალში+ (მასაც სოლომონის ასული ჰყავდა ცოლად, ბასმათი);+ 16 ბაანა, ხუშაის ვაჟი — აშერსა+ და ბეალოთში; 17 იეჰოშაფატი, ფარუას ვაჟი — ისაქარში;+ 18 შიმეი,+ ელას ვაჟი — ბენიამინში;+ 19 გებერი, ურის ვაჟი — გალაადის+ მიწაზე, ამორეველთა+ მეფე სიხონისა+ და ბაშანის+ მეფე ოგის+ მიწაზე; ყველა ზედამხედველს კი ერთი ზედამხედველობდა იმ მიწაზე.
20 იუდა და ისრაელი ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანნი+ იყვნენ; ჭამდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ.+
21 განაგებდა სოლომონი ყველა სამეფოს მდინარიდან*+ ფილისტიმელთა მიწამდე და ეგვიპტის საზღვრამდე. მათ ძღვენი მიჰქონდათ სოლომონთან მთელი მისი სიცოცხლე.+
22 სოლომონის დღიური სარჩო იყო: ოცდაათი ქორი*+ წმინდად დაფქული ფქვილი და სამოცი ქორი ჩვეულებრივი ფქვილი, 23 ათი ნასუქი და ოცი ნაიალაღარი ხარი, ასი ცხვარი, თუ არ ჩავთვლით ირმებს,+ ქურციკებს,+ შვლებსა და ნასუქ გუგულებს. 24 მდინარის გამოღმა ყველაფერი მისი იყო,+ თიფსახიდან ღაზამდე,+ მდინარის გაღმა ყველა მეფე მას ემორჩილებოდა.+ ირგვლივ ყველგან მშვიდობა+ სუფევდა. 25 სოლომონის დროს უსაფრთხოდ+ ცხოვრობდა იუდა+ და ისრაელი, ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ,+ დანიდან ბეერ-შებამდე.+
26 ორმოცი ათასი თავლა+ ჰქონდა სოლომონს ეტლის+ ცხენებისთვის და ორმოცი ათასი მხედარი ჰყავდა.
27 სარჩოთი ამარაგებდნენ ზედამხედველები+ სოლომონ მეფეს და ყველას, ვინც მისი სუფრიდან იკვებებოდა, თითოეული თავის თვეში ამარაგებდა, არაფერს აკლებდნენ. 28 მოჰქონდათ ქერი და ბზე ცხენებისა+ და ბედაურებისთვის, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, თითოეულს მისთვის მიჩენილ ადგილზე.+
29 ზღვის ქვიშასავით+ უხვად აძლევდა ღმერთი სოლომონს სიბრძნეს,+ გაგების უნარსა+ და გამჭრიახ გულს.+ 30 სოლომონის სიბრძნე მთელი აღმოსავლეთისა+ და ეგვიპტის სიბრძნეს+ აღემატებოდა.+ 31 ის ყველაზე ბრძენი იყო, ეზრახელ ეთანზეც,+ ჰემანზეც,+ ქალქოლსა+ და დარდაზეც — მახოლის ვაჟებზე; მან მეზობელ ერებში გაითქვა სახელი.+ 32 წარმოთქვა სამი ათასი იგავი+ და შეთხზა ათას ხუთი სიმღერა.+ 33 ყვებოდა ხეებზე, ლიბანის კედრით+ დაწყებული კედლის უსუპით+ დამთავრებული, მხეცებზე,+ ფრინველებზე,+ ქვეწარმავლებსა+ და თევზებზე.+ 34 ყველა ერიდან მიდიოდნენ სოლომონის სიბრძნის+ მოსასმენად, მთელი დედამიწის მეფეებიც კი, ვისაც მისი სიბრძნის ამბავი სმენოდა.+
5 ტვიროსის+ მეფე ხირამმა,+ თავისი მსახურები+ გაუგზავნა სოლომონს, რადგან გაიგო, რომ ის სცხეს მეფედ მამამისის, დავითის შემდეგ, ვინაიდან უყვარდა ხირამს დავითი.+ 2 სოლომონმაც შეუთვალა ხირამს:+ 3 «შენ კარგად იცი, რომ მამაჩემმა, დავითმა ვერ ააშენა სახლი იეჰოვას, თავისი ღვთის სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარშემო,+ სანამ იეჰოვამ მის ფეხქვეშ არ მოაქცია ისინი. 4 ახლა კი ყოველი მხრიდან მომასვენა იეჰოვამ,+ ჩემმა ღმერთმა; აღარა მყავს მტერი და ცუდიც აღარაფერი ხდება.+ 5 ახლა ვფიქრობ, ავაშენო სახლი იეჰოვას, ჩემი ღვთის სახელზე,+ როგორც დაჰპირდა იეჰოვა მამაჩემს, დავითს: „ჩემს სახელზე სახლს შენი ვაჟი ააშენებს, რომელსაც შენ შემდეგ დავსვამ ტახტზე“.+ 6 გაეცი ბრძანება, რომ მომიჭრან ლიბანის კედრები.+ ჩემი მსახურები შენს მსახურებთან ერთად იქნებიან. შენი მსახურების გასამრჯელოდ იმდენს მოგცემ, რამდენსაც მეტყვი, რადგან სიდონელებზე+ უკეთ ჩვენში არავინ იცის ხის ჭრა».
7 როგორც კი გაიგო ხირამმა+ სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: „კურთხეულია+ იეჰოვა, რადგან ბრძენი+ ვაჟი მისცა დავითს უამრავი ხალხის განმგებლად!“+ 8 შეუთვალა ხირამმა სოლომონს: „მოვიდა ჩემამდე შენი შემონათვალი; ყველაფერს შენი სურვილისამებრ გავაკეთებ და მოგცემ კედრისა და ღვიის+ ხის მასალას. 9 ჩემი მსახურები ლიბანიდან+ ზღვამდე ჩამოიტანენ, ტივებად შევკრავ და ზღვით გამოვუშვებ იმ ადგილზე, რომელზეც მეტყვი;+ იქ დავშლი და წაიღე, ოღონდ ერთი სურვილი შემისრულე, სარჩოთი მომიმარაგე სახლეულობა“.+
10 მისცა ხირამმა სოლომონს მისი სურვილისამებრ კედრისა და ღვიის ხის მასალა. 11 სოლომონმა კი ხირამს ოცი ათასი ქორი+ ხორბალი მისცა სარჩოდ მისი სახლეულობისთვის და ოცი ქორიც დანაყილი+ ზეთისხილის ზეთი*. ეს იყო, რასაც სოლომონი ყოველწლიურად აძლევდა ხირამს.+ 12 მისცა იეჰოვამ სოლომონს სიბრძნე, როგორც დაჰპირდა.+ მშვიდობა სუფევდა სოლომონსა და ხირამს შორის; შეთანხმება დაუდეს ერთმანეთს.
13 მთელი ისრაელიდან გზავნიდა სოლომონი სავალდებულო სამუშაოს შემსრულებლებს.+ მათი რიცხვი ოცდაათი ათასი იყო. 14 თვეში ათი ათასს გზავნიდა. ერთი თვე რჩებოდნენ ლიბანში და ორი თვე — სახლში;+ სავალდებულო სამუშაოს შემსრულებლებს+ ადონირამი+ ზედამხედველობდა.+ 15 სოლომონს+ სამოცდაათი ათასი მზიდავი+ და ოთხმოცი ათასი ქვის მჭრელი+ ჰყავდა მთაში.+ 16 სამეფო ზედამხედველის გარდა,+ რომლებიც საქმეს ზედამხედველობდნენ, სოლომონს კიდევ სამი ათას სამასი მეთაური+ ჰყავდა, მუშების ზედამხედველები. 17 ბრძანა მეფემ, რომ დიდი, ძვირფასი ქვები+ გაეთალათ და თლილი ქვებით+ ჩაეყარათ სახლის საძირკველი.+ 18 სოლომონის მშენებლები, ხირამის მშენებლები და გებალელები+ თლიდნენ ქვებს; ამზადებდნენ ხის მასალასა და ქვებს სახლის ასაშენებლად.
6 ეგვიპტიდან ისრაელის ძეების გამოსვლის+ ოთხას მეოთხმოცე წელს, ისრაელზე მეფობის მეოთხე წელს,+ ზივის+ თვეში, მეორე თვეს,+ სოლომონი იეჰოვას სახლის შენებას შეუდგა.+ 2 სახლი, რომელიც სოლომონმა იეჰოვას აუშენა,+ სიგრძით სამოცი წყრთა იყო,+ სიგანით — ოცი და სიმაღლით — ოცდაათი.+ 3 სახლის დარბაზის* წინკარი+ სიგრძით ოცი წყრთა იყო სახლის სიგანის შესაბამისად, სიგანე კი ათი წყრთა ჰქონდა.
4 სახლს გაუკეთა სარკმლები, რომელთა ჩარჩოებიც ვიწროვდებოდა.+ 5 სახლის კედლებს, დარბაზისა* და შიდა ოთახის*+ ირგვლივ, შენობა მიადგა, გვერდითი ოთახები+ მიაშენა. 6 ქვედა გვერდითი ოთახები სიგანით ხუთი წყრთა იყო, შუა გვერდითი ოთახები — ექვსი წყრთა, ზედა გვერდითი ოთახები კი — შვიდი წყრთა. სახლის ირგვლივ კედლები შეჭრილი+ იყო, საყრდენი სახლის კედლებში რომ არ ყოფილიყო ჩატანებული.+
7 სახლი თლილი ქვით+ შენდებოდა. სახლის მშენებლობის დროს არც ჩაქუჩის ხმა ისმოდა, არც ცულის და არც არანაირი რკინის იარაღის.+ 8 ქვედა გვერდით ოთახებს შესასვლელი+ სახლის მარჯვენა მხარეს ჰქონდა. ხვეული კიბით ადიოდნენ შუა სართულზე და იქიდან — მესამეზე. 9 განაგრძო მან სახლის მშენებლობა და სახლის შიდა სამუშაოების დასამთავრებლად+ კედრის კოჭები და ფიცრები გამოიყენა.+ 10 ხუთი წყრთა სიმაღლის გვერდითი ოთახები+ მიუშენა მთელ სახლს გარშემო. ოთახებს სახლზე კედრის ხეების საყრდენი ჰქონდა.+
11 გამოეცხადა სოლომონს+ იეჰოვას სიტყვა:+ 12 „თუ ივლი ჩემი წესებით,+ აღასრულებ ჩემს სამართალს,+ დაიცავ ჩემს მცნებებს და მათ თანახმად ივლი,+ შეგისრულებ იმ სიტყვას, რაც დავითს, მამაშენს ვუთხარი ამ სახლზე, რომელსაც აშენებ.+ 13 დავმკვიდრდები ისრაელის ძეებს შორის+ და არ მივატოვებ ჩემს ხალხს, ისრაელს“.+
14 განაგრძო სოლომონმა სახლის შენება, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა.+ 15 სახლის კედლები შიგნიდან კედრის ფიცრებით მოაპირკეთა. იატაკიდან ჭერამდე სახლი ხით მოაპირკეთა და იატაკზე ღვიის+ ფიცრები დააგო. 16 სახლის ბოლოდან ოც წყრთაზე, იატაკიდან ჭერამდე, კედრის ფიცრებით გამოყო შიდა+ ოთახი, წმინდათაწმინდა.+ 17 სახლი ანუ დარბაზი*+ წინა მხრიდან+ ორმოცი წყრთა იყო. 18 სახლის შიგნით კედრის ფიცრებზე გოგრები+ და ყვავილის+ გვირგვინები იყო მოჩუქურთმებული, მთლიანად კედრისა იყო, ქვა არ ჩანდა.
19 მოამზადა სახლში შიდა+ ოთახი იეჰოვას შეთანხმების+ კიდობნის+ დასადგმელად. 20 შიდა ოთახი ოცი წყრთა იყო სიგრძით, სიგანითა+ და სიმაღლით. ის სუფთა ოქროთი+ მოავარაყა, სამსხვერპლო+ კი კედრის ფიცრებით მოაპირკეთა. 21 სოლომონმა სუფთა ოქროთი+ მოავარაყა+ სახლიც შიგნიდან და ოქროთი მოვარაყებული შიდა ოთახის+ წინ ოქროს ჯაჭვი+ გააბა. 22 მთელი სახლი ოქროთი მოავარაყა+ და დაამთავრა სახლზე მუშაობა. შიდა ოთახში მდგარი სამსხვერპლოც+ მთლიანად ოქროთი მოავარაყა.+
23 ზეთისხილის ხისგან შიდა ოთახში მან ორი ქერუბიმი+ გააკეთა, რომელთა სიმაღლე ათ-ათი წყრთა იყო.+ 24 ქერუბიმის ერთი ფრთა ხუთი წყრთა იყო, მეორე ფრთაც — ხუთი წყრთა; ათი წყრთა იყო ერთი ფრთის ბოლოდან მეორე ფრთის ბოლომდე.+ 25 მეორე ქერუბიმიც ათი წყრთა იყო; ორივე ქერუბიმი ერთი ზომისა და ერთი ფორმისა იყო. 26 ერთი ქერუბიმის სიმაღლე ათი წყრთა იყო, ამდენივე იყო მეორე ქერუბიმისა. 27 დადგა ფრთებგაშლილი ქერუბიმები+ შიდა სახლში. ერთი ქერუბიმის ფრთა ერთ კედელს სწვდებოდა და მეორე ქერუბიმის ფრთა — მეორე კედელს. მათი ფრთები სახლის შუაგულისკენ იყო მიმართული და ერთმანეთს ეხებოდა.+ 28 ქერუბიმებიც ოქროთი მოავარაყა.+
29 სახლის შიდა და გარე ოთახების კედლებზე ქერუბიმები,+ პალმები+ და ყვავილები+ ამოკვეთა. 30 სახლის შიდა და გარე ოთახების იატაკიც+ ოქროთი მოაპირკეთა. 31 შიდა ოთახის შესასვლელს ზეთისხილის ხის+ კარები+ გაუკეთა — გვერდითი სვეტები, წირთხლები და მეხუთედი*. 32 ორივე კარი ზეთისხილის ხისა იყო. ზედ ქერუბიმები, პალმები და ყვავილები ამოჭრა და ოქროთი მოავარაყა. ოქროთი მოავარაყა ქერუბიმები და პალმები. 33 ასეთივე შესასვლელი გაუკეთა ტაძარს ზეთისხილის ხის ოთხკუთხედი წირთხლებით. 34 ორივე კარი ღვიის+ ხისა იყო. როგორც ერთი კარის ორივე ფრთა, ისე მეორე კარის ორივე ფრთა ანჯამებზე ტრიალებდა.+ 35 ზედ ქერუბიმები, პალმები და ყვავილები ამოჭრა და ოქროთი მოავარაყა.+
36 მოაპირკეთა შიდა+ ეზო სამი ფენა+ თლილი ქვითა და სამი ფენა კედრის ხით.
37 იეჰოვას სახლს მეოთხე წელს, ზივის+ მთვარისმიერ თვეში ჩაეყარა საძირკველი;+ 38 სახლის მშენებლობა მეთერთმეტე წელს, ბულის მთვარისმიერ თვეში, მერვე თვეს დასრულდა+ ყოველი წვრილმანის გათვალისწინებითა და გეგმის მიხედვით;+ შვიდ წელიწადს აშენებდა იგი სახლს.
7 ცამეტ წელიწადს იშენებდა სოლომონი სასახლეს+ და ბოლოს დაასრულა.+
2 აიშენა ლიბანის ტყის სახლი,+ სიგრძით ასი წყრთა, სიგანით ორმოცდაათი და სიმაღლით ოცდაათი, და ოთხ რიგად ჩამწკრივებულ კედრის სვეტებზე დადგა; სვეტებზე კედრისავე კოჭები+ იყო გადებული. 3 შენობა ორმოცდახუთ სვეტზე გადებული საყრდენების ზემოთ კედრის+ ფიცრებით იყო მოპირკეთებული; თითო რიგში თხუთმეტი სვეტი იყო. 4 სარკმლები+ სამ რიგად იყო ჩამწკრივებული, ერთმანეთის პირდაპირ იყო ჩამწკრივებული სამ რიგად. 5 შესასვლელები და წირთხლები+ ოთხკუთხა იყო, ძელებით იყო შეკრული. ასეთივე იყო ერთმანეთის პირისპირ სამ რიგად გაკეთებული სარკმლები.
6 სვეტებიანი წინკარი სიგრძით ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანით — ოცდაათი; მის წინ კიდევ ერთი სვეტებიანი წინკარი იყო შვერილით.
7 გააკეთა მან სატახტო+ წინკარი, სასამართლო წინკარი, სადაც ხალხს სამართალს უჩენდა,+ და იატაკიდან ჭერამდე კედრის ხით მოაპირკეთა.+
8 სასახლე, რომელშიც მას უნდა ეცხოვრა, მეორე ეზოში+ იდგა, წინკარიანი სახლისგან მოშორებით. ისიც იმის მსგავსად იყო აშენებული. ამ წინკარის მსგავსად აუშენა სოლომონმა სახლი ფარაონის ასულს,+ თავის ცოლს.
9 შიგნიდანაც და გარედანაც ყველაფერი ზომაზე გათლილი, ქვის საჭრელით დაჭრილი ძვირად ღირებული+ ქვებით იყო გაკეთებული საძირკვლიდან ჭერამდე და გარეთ დიდ ეზომდე.+ 10 საძირკვლად ძვირად ღირებული, ათწყრთიანი და რვაწყრთიანი ლოდები ედო 11 და ზემოთაც ძვირად ღირებული, ზომაზე გათლილი ქვებითა და კედრით იყო ნაშენები. 12 დიდ ეზოს ირგვლივ სამი წყება+ თლილი ქვა ჰქონდა შემოვლებული და ერთი წყება კედრის ხის კოჭები. ასე იყო გაკეთებული იეჰოვას სახლის+ შიდა+ ეზოც და სახლის წინკარიც.+
13 გაგზავნა სოლომონ მეფემ კაცები და მოაყვანინა ტვიროსიდან ხირამი,+ 14 ერთი ქვრივი ქალის ვაჟი, ნაფთალის ტომიდან; მამამისი ტვიროსელი+ იყო, სპილენძის მჭედელი.+ ჰქონდა სიბრძნე და ცოდნა და ესმოდა,+ როგორ გაეკეთებინა სპილენძისგან ნებისმიერი რამ. მივიდა ისიც მეფე სოლომონთან და მუშაობას შეუდგა.
15 ჩამოასხა სპილენძის ორი სვეტი,+ თითოეულის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო; თითოეულ სვეტს გარშემო თორმეტი წყრთა სიგრძის ბაწარი შემოსწვდებოდა.+ 16 სპილენძისგანვე ჩამოასხა ორი ბუღაური სვეტებზე+ დასადგმელად; ერთი ბუღაურის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო, ამდენივე იყო მეორე ბუღაურის სიმაღლეც. 17 სვეტებზე დადგმულ ბუღაურებს+ ბადისებური ნაკეთობა ჰქონდა ჯაჭვისმაგვარი+ გრეხილი ჩუქურთმითურთ. ერთ ბუღაურსაც შვიდი ნაკეთობა ჰქონდა და მეორესაც. 18 დაამზადა ბროწეულები და ორ მწკრივად შემოავლო ბადისებრ ნაკეთობას სვეტებზე დადგმულ ბუღაურებზე. იგივე გაუკეთა მეორე ბუღაურსაც.+ 19 წინკართან სვეტებზე დადგმულ ბუღაურებზე ოთხწყრთიანი შროშანები+ იყო ამოკვეთილი. 20 სვეტებზე დადგმულ ორივე ბუღაურს ბადისებრ ნაკეთობასთან, მუცელთან, ორასი ბროწეული+ ჰქონდა მწკრივებად შემოვლებული.
21 აღმართა სვეტები+ ტაძრის წინკართან.+ აღმართა სვეტი მარჯვნივ და იაქინი* დაარქვა, მარცხნივაც აღმართა და ბოაზი* დაარქვა. 22 სვეტების თავებზე შროშანები იყო ამოკვეთილი. ასე დასრულდა სვეტებზე მუშაობა.
23 ჩამოასხა მრგვალი ზღვა,+ რომლის ერთი კიდიდან მეორემდე ათი წყრთა იყო; სიმაღლით ხუთი წყრთა იყო და გარშემო ოცდაათი წყრთა თოკი შემოსწვდებოდა.+ 24 კიდის ქვემოთ ირგვლივ გოგრის+ ჩუქურთმები+ იყო შემოვლებული, ერთ წყრთაზე ათი;+ ისინი ჩამოსხმული იყო და ორ მწკრივად ჰქონდა შემოვლებული ზღვას. 25 ზღვა თორმეტ ხარზე+ იდგა. სამ მათგანს პირი ჩრდილოეთისკენ ჰქონდა მიქცეული, სამს — დასავლეთისკენ, სამს — სამხრეთისკენ და სამსაც — აღმოსავლეთისკენ. ზღვა ზურგზე ედგათ და გავა შიგნით ჰქონდათ მიქცეული.+ 26 სისქით ერთი ხელის დადება* იყო;+ კიდე სასმისის კიდესავით ჰქონდა და შროშანის ყვავილს+ ჰგავდა. მისი ტევადობა+ ორი ათასი ბათი+ იყო.
27 გააკეთა სპილენძის ათი საზიდარი.+ თითოეულის სიგრძე ოთხი წყრთა იყო, სიგანე — ოთხი წყრთა, სიმაღლე — სამი წყრთა. 28 საზიდრები ასეთი იყო: გვერდებზე ჩარჩოებში ჩასმული დაფები ჰქონდა. 29 ჩარჩოებსა და მათში ჩასმულ გვერდით დაფებზე ლომები,+ ხარები+ და ქერუბიმები+ იყო გამოსახული. ლომებისა და ხარების ზემოთაც და ქვემოთაც გვირგვინები+ იყო, თითქოს ჩამოკიდებულიაო. 30 თითოეულ საზიდარს ოთხი სპილენძის ბორბალი ჰქონდა სპილენძისავე ღერძებზე. ოთხივე კუთხეში საყრდენი ჰქონდა. აუზი საყრდენებს ეყრდნობოდა და თითოეულის გასწვრივ გვირგვინები იყო ჩამოსხმული. 31 აუზის შიგნით პირიდან საყრდენებამდე და ზემოთ ...* წყრთა იყო. პირი მრგვალი და მოჩუქურთმებული ჰქონდა, რომლის სადგამიც წყრთა-ნახევარი იყო. გვერდითი დაფები ოთხკუთხა იყო და არა მრგვალი. 32 გვერდით დაფებს ქვემოთ ოთხი ბორბალი ჰქონდა და ბორბლები საზიდარზე სამაგრებით იყო მიმაგრებული; თითო ბორბლის სიმაღლე წყრთა-ნახევარი იყო. 33 საზიდრის ბორბლები ეტლის ბორბლების+ მსგავსად იყო გაკეთებული; მათი სამაგრები, სალტეები, მანები და მორგვები ჩამოსხმული იყო. 34 თითოეულ საზიდარს ოთხივე კუთხეში თითო საყრდენი ჰქონდა. საზიდარი და საყრდენები ერთიანი იყო. 35 ზემოთ საზიდარს ნახევარი წყრთა სიმაღლის მრგვალი სადგამი ჰქონდა. ზემოთ საზიდარს გვერდები და გვერდითი დაფები ერთიანი ჰქონდა. 36 გვერდების ფირფიტებსა და გვერდით დაფებზე ერთმანეთისგან დაშორებით ამოკვეთა+ ქერუბიმები, ლომები, პალმები და ირგვლივ გვირგვინები.+ 37 ასეთი ათი საზიდარი+ გააკეთა, ყველა ერთნაირად ჩამოასხა,+ ერთი ზომისა და ფორმისა.
38 გააკეთა სპილენძის ათი ავზი;+ თითო ავზი ორმოც ბათს* იტევდა და ოთხი წყრთა იყო, ათივე საზიდარზე თითო ავზი იდგა. 39 ხუთი საზიდარი სახლის მარჯვნივ დადგა და ხუთი — სახლის მარცხნივ,+ ზღვა კი სახლის მარჯვნივ, სამხრეთ-აღმოსავლეთით.+
40 გააკეთა ხირამმა+ ავზები,+ ნიჩბები+ და თასები,+ და დაასრულა+ ხირამმა მთელი სამუშაო, რომელსაც სოლომონ მეფეს უსრულებდა იეჰოვას სახლისთვის: 41 ორი სვეტი,+ სვეტებზე დადგმული ორი თასისებური ბუღაური+ და ორი ბადისებური ნაკეთობა+ სვეტებზე დადგმული ორი მრგვალი ბუღაურის დასაფარავად, 42 ოთხასი ბროწეული+ ორი ბადისებური ნაკეთობისთვის, ბროწეულების ორი მწკრივი თითოეული ბადისებური ნაკეთობისთვის, სვეტებზე დადგმული ორი თასისებური ბუღაურის დასაფარავად, 43 ათი საზიდარი+ და ზედ ათი ავზი,+ 44 ერთი ზღვა+ და ზღვის ქვეშ თორმეტი ხარი,+ 45 ქილები, ნიჩბები და თასები — ყველა ეს ნივთი.+ მბზინვარე სპილენძისგან გაუკეთა ისინი ხირამმა სოლომონ მეფეს იეჰოვას სახლისთვის. 46 იორდანის მხარეში,+ სუქოთსა+ და ცარეთანს+ შორის ჩამოასხა ისინი მეფემ თიხის ყალიბებში.
47 არ აუწონია სოლომონს არაფერი,+ რაც გაკეთდა, რადგან მეტისმეტად ბევრი იყო.+ იმდენი სპილენძი იყო, რომ წონა არ ჰქონდა.+ 48 სოლომონმა ყველაფერი ჭეშმარიტი ღვთის სახლისთვის გააკეთა: ოქროს სამსხვერპლო,+ ოქროს მაგიდა,+ რომელზეც წარსადგენი პური იდო, 49 სუფთა ოქროს+ სალამპრეები,+ რომელთაგან ხუთი მარჯვნივ იდგა და ხუთიც — მარცხნივ, შიდა ოთახის წინ, ოქროს ყვავილები,+ ლამპრები+ და მაშები,+ 50 სუფთა ოქროს ავზები, პატრუქის ნამწვის მოსაცილებლები,+ თასები,+ სასმისები,+ საცეცხლურები,+ ოქროს ანჯამები შიდა ოთახის ანუ წმინდათაწმინდის კარებისთვის+ და სახლის დარბაზის+ კარებისთვის.+
51 ბოლოს დასრულდა ყველა სამუშაო, რაც მეფე სოლომონს იეჰოვას სახლისთვის უნდა შეესრულებინა.+ მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის მიერ განწმენდილი ნივთები.+ ოქრო-ვერცხლი და სხვა ნივთები მან იეჰოვას სახლის საგანძურში შეიტანა.+
8 მაშინ სოლომონმა+ იერუსალიმში თავისთან* შეკრიბა+ ისრაელის უხუცესები+ და ტომების თავკაცები,+ ისრაელის ძეების საგვარეულოთა თავკაცები,+ სიონიდან,+ დავითის ქალაქიდან,+ იეჰოვას შეთანხმების კიდობნის+ გადმოსატანად. 2 თავი მოიყარეს ისრაელებმა მეფე სოლომონთან ეთანის მთვარისმიერი თვის დღესასწაულზე,+ მეშვიდე თვეს.+ 3 მოვიდნენ ისრაელის უხუცესები და წაიღეს მღვდლებმა+ კიდობანი;+ 4 წაიღეს იეჰოვას კიდობანი, შეხვედრის+ კარავი+ და წმინდა ნივთები, რაც კარავში იყო, მღვდლებმა და ლევიანებმა+ წაიღეს ისინი.+ 5 სოლომონ მეფე და მასთან შეთანხმებისამებრ კიდობნის წინ შეკრებილი ისრაელი სწირავდნენ+ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.+
6 მღვდლებმა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი+ თავის ადგილზე,+ სახლის შიდა ოთახში, წმინდათაწმინდაში შეიტანეს და ქერუბიმების ფრთებქვეშ დადგეს.+
7 ქერუბიმებს კიდობნის ზემოთ ჰქონდათ ფრთები გაშლილი, ამიტომ ქერუბიმები ზემოდან ფარავდნენ კიდობანსა და მის კეტებს.+ 8 კეტები+ ისეთი გრძელი იყო, რომ მათი ბოლოები წმინდიდან მოჩანდა, შიდა ოთახის წინ, თუმცა გარედან არ ჩანდა. ისინი დღემდე იქ არის.+ 9 კიდობანში არაფერი იდო ქვის ორი ფილის+ გარდა, რომლებიც მოსემ ჩადო+ ხორებში, როცა იეჰოვამ შეთანხმება+ დაუდო ისრაელის ძეებს ეგვიპტის მიწიდან გამოსვლისას.+
10 გამოვიდნენ მღვდლები წმინდა ადგილიდან და იეჰოვას სახლი ღრუბლით+ აივსო. 11 ღრუბლის გამო ვეღარ შეძლეს მღვდლებმა+ იქ დგომა მსახურების+ შესასრულებლად, რადგან იეჰოვას დიდებამ+ აავსო იეჰოვას სახლი.+ 12 მაშინ თქვა სოლომონმა: „თავად იეჰოვამ თქვა, რომ შავ ღრუბელში+ დამკვიდრდებოდა. 13 მე აგიშენე სახლი, შენი დიდებული სამყოფელი+ და მტკიცე ადგილი,+ რომ მარადიულად დამკვიდრდე იქ“.+
14 მერე მეფემ პირი იბრუნა ხალხისკენ და აკურთხა+ ისრაელის მთელი კრებული; ფეხზე იდგა ისრაელის მთელი კრებული. 15 მან თქვა: «კურთხეულია იეჰოვა,+ ისრაელის ღმერთი, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა მამაჩემ დავითს+ და თავისი ხელით შეასრულა+ ნათქვამი: 16 „ჩემი ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანის დღიდან არ ამირჩევია+ ქალაქი ისრაელის ტომებს შორის სახლის ასაშენებლად,+ რომ ჩემი სახელი+ დამკვიდრებულიყო იქ. ამოვირჩევ დავითს ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლად“.+ 17 გულით სურდა მამაჩემ დავითს, ისრაელის ღვთის, იეჰოვას სახელზე სახლის აშენება,+ 18 მაგრამ იეჰოვამ უთხრა მამაჩემს, დავითს: „კარგია, გულით რომ მოისურვე სახლის აშენება ჩემს სახელზე, რადგან გულით მოისურვე ეს,+ 19 მაგრამ შენ არ ააშენებ სახლს, შენი საზარდულიდან გამოსული ვაჟი ააშენებს სახლს ჩემს სახელზე“.+ 20 შეასრულა იეჰოვამ თავისი ნათქვამი სიტყვა,+ რომ მამაჩემის, დავითის ადგილს დავიკავებდი და ისრაელის ტახტზე დავჯდებოდი,+ როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი, და ავაშენებდი სახლს იეჰოვას, ისრაელის ღვთის სახელზე,+ 21 და იქ დავდგამდი კიდობანს, რომელშიც იეჰოვას შეთანხმება+ დევს, ჩვენს მამა-პაპას ეგვიპტის მიწიდან გამოყვანისას რომ დაუდო».
22 დადგა სოლომონი იეჰოვას სამსხვერპლოს წინ+ ისრაელის მთელი კრებულის წინაშე და ცისკენ აღაპყრო ხელები.+ 23 მან თქვა: «იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ არ არსებობს შენი მსგავსი+ ღმერთი არც ცაში და არც დედამიწაზე; შენ იცავ შეთანხმებას და სიკეთეს*+ უნახავ შენს მსახურებს,+ რომლებიც მთელი გულით დადიან შენ წინაშე,+ 24 შენ შეუსრულე შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, შენი დანაპირები; შენი პირით დაჰპირდი და შენი ხელით შეასრულე ის, როგორც ეს დღეს არის.+ 25 ახლა კი, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, შეასრულე შენი მსახური დავითისთვის, მამაჩემისთვის მიცემული დანაპირები: „არ მოგაკლდება ჩემ წინაშე ისრაელის ტახტზე მჯდომი კაცი,+ თუ დაიცავენ შენი ვაჟები თავიანთ გზას და ივლიან ჩემი კანონით ისე, როგორც შენ დადიოდი ჩემ წინაშე“. 26 ისრაელის ღმერთო, შესრულდეს შენი დანაპირები,+ რაც შენს მსახურ დავითს, მამაჩემს მიეცი!
27 ნუთუ დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე?+ აი, ვერ გიტევს+ შენ ზეცა,+ ზეცათა ზეცა,+ და ჩემი აშენებული სახლი+ როგორღა დაგიტევს?! 28 მოხედე შენი მსახურის ლოცვას+ და სათხოვარს წყალობის მისაღებად,+ იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მოუსმინე მუდარასა და ლოცვას, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მსახური,+ 29 რათა დღედაღამ თვალი გეჭიროს+ ამ სახლზე, იმ ადგილზე, რომელზეც თქვი, ჩემს სახელს დავავანებო,+ და ისმინე ლოცვა, რომლითაც შენი მსახური მოგმართავს ამ ადგილისკენ მობრუნებული!+ 30 ისმინე შენი მსახურისა და შენი ხალხის, ისრაელის სათხოვარი წყალობის მისაღებად,+ როცა ისინი ამ ადგილისკენ მობრუნებულნი ილოცებენ, რათა მოუსმინო შენი ზეციური სამყოფლიდან.+ მოუსმინე და აპატიე!+
31 თუ კაცი შესცოდავს თავის მოძმეს,+ ის კი წყევლით დააფიცებს მას, და წყევლის ქვეშ მყოფი+ მოვა შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში, 32 მაშინ ისმინე ზეციდან, იმოქმედე და განსაჯე შენი მსახურები, ბოროტს ბოროტებით მიაგე, რათა ბოროტის თავზე მოაქციო მისივე გზა,+ გაამართლო მართალი+ და მისივე სიმართლისამებრ მიაგო მას.+
33 თუ შენი ხალხი, ისრაელი, მტერთან დამარცხდება,+ რადგან გცოდავდნენ,+ მერე კი მობრუნდება,+ ხოტბას შეასხამს შენს სახელს,+ ილოცებს+ და წყალობას გთხოვს ამ სახლში,+ 34 მოუსმინე ზეციდან და აპატიე ცოდვა შენს ხალხს, ისრაელს,+ და დააბრუნე+ იმ მიწაზე, რომელიც მათ და მათ მამა-პაპას მიეცი.+
35 როცა ცა დაიხშობა და აღარ გაწვიმდება,+ რადგან გცოდავდნენ+ ისინი, მერე კი ილოცებენ ამ ადგილისკენ მობრუნებულნი,+ ხოტბას შეასხამენ შენს სახელს და მიატოვებენ თავიანთ ცოდვას, რადგან სჯიდი მათ,+ 36 ისმინე ზეციდან და აპატიე ცოდვა შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს, რადგან შენ ასწავლი+ მათ სწორ გზას, რომლითაც უნდა იარონ,+ და აწვიმე+ შენს მიწას, რომელიც მემკვიდრეობად მიეცი შენს ხალხს.
37 თუ ქვეყანაში შიმშილობა+ დაიწყება ან ჭირი,+ ხორშაკი, ჭრაქი,+ კალია+ ან ტარაკანი+ გაჩნდება, თუ მტერი ალყაში მოაქცევს ქვეყნის კარიბჭეებს, როგორი წყლული ან სნეულებაც არ უნდა იყოს, 38 ყოველი ლოცვა+ და სათხოვარი წყალობის მისაღებად,+ რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი,+ რადგან თითოეულმა იცის თავისი გულის ტკივილი,+ და გამოიწვდიან ხელებს ამ სახლისკენ,+ 39 ისმინე შენი მტკიცე ზეციური+ სამყოფლიდან,+ აპატიე+ და თითოეულს თავისი გზისამებრ მიაგე,+ რადგან შენ იცი მათი გული+ (მხოლოდ შენ იცი კარგად ადამიანის ძეების გული),+ 40 რათა ყოველთვის ეშინოდეთ+ შენი, სანამ ცოცხლები არიან ამ მიწაზე, ჩვენს მამა-პაპას რომ მიეცი.+
41 თუ უცხოელი,+ რომელიც არ ეკუთვნის შენს ხალხს, ისრაელს, და რომელიც შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო+ 42 (რადგან გაიგებენ შენი დიდებული სახელის,+ ძლიერი ხელისა+ და გაწვდილი მკლავის შესახებ), მოვა და ილოცებს ამ სახლისკენ მობრუნებული,+ 43 მოუსმინე ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან,+ და შეუსრულე უცხოელს სათხოვარი,+ რათა დედამიწის ყველა ხალხმა იცოდეს შენი სახელი;+ ისე ეშინოდეთ შენი, როგორც შენს ხალხს, ისრაელს, და იცოდნენ, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, რომელიც მე ავაშენე.+
44 თუ შენი ხალხი იმ გზით გავა მტერთან საომრად,+ რომლითაც შენ გაგზავნი,+ და ლოცვით+ მიმართავს იეჰოვას შენი ამორჩეული ქალაქისკენ+ და სახლისკენ მობრუნებული, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,+ 45 ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და სათხოვარი წყალობის მისაღებად და სამართალი გაუჩინე მათ.+
46 თუ ისინი შეგცოდავენ+ (რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი),+ და განრისხდები მათზე, მტრის ხელში დატოვებ და დამატყვევებლები ტყვედ წაასხამენ მათ მტრის ქვეყანაში, შორეულ თუ მეზობელ ქვეყანაში,+ 47 ისინი კი გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც ტყვედ იქნებიან წაყვანილნი,+ მობრუნდებიან+ და წყალობას გთხოვენ+ თავიანთი დამატყვევებლების ქვეყანაში,+ იტყვიან, შევცოდეთ,+ დავაშავეთ+ და ბოროტება ჩავიდინეთო,+ 48 მტრის ქვეყანაში დატყვევებულები მთელი გულითა+ და სულით მობრუნდებიან შენკენ, ილოცებენ თავიანთი მიწისკენ, იმ მიწისკენ მიბრუნებულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, შენი ამორჩეული ქალაქისკენ და სახლისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,+ 49 ისმინე მათი ლოცვა და წყალობის თხოვნა ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან,+ და სამართალი გაუჩინე მათ;+ 50 და აპატიე+ შენს ხალხს შენ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა+ და დანაშაული.+ შეაბრალე ისინი მათ დამატყვევებლებს,+ და შეიბრალონ მათ ისინი 51 (ისინი შენი ხალხი და შენი სამკვიდრო+ არიან, რომლებიც ეგვიპტიდან გამოიყვანე,+ რკინის ღუმლიდან),+ 52 რათა ღია გქონდეს თვალი შენი მსახურის მიმართ, რომელიც წყალობას გთხოვს, და შენი ხალხის, ისრაელის მიმართ, რომელიც წყალობას გთხოვს,+ და მოუსმინო ყველაფერს, რასაც შემოგღაღადებენ.+ 53 უზენაესო უფალო, იეჰოვა, შენ გამოყავი ისინი შენს მემკვიდრეობად დედამიწის ხალხებიდან,+ როგორც მოსესთვის,+ შენი მსახურისთვის გქონდა ნათქვამი, როცა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან გამოგყავდა».
54 როცა დაამთავრა სოლომონმა იეჰოვასადმი ლოცვა და სათხოვარი წყალობის მისაღებად, წამოდგა იეჰოვას სამსხვერპლოს წინიდან, სადაც მუხლმოყრილს+ მკლავები ზეცისკენ აღეპყრო,+ 55 ადგა+ და ხმამაღლა აკურთხა+ ისრაელის მთელი კრებული: 56 „კურთხეული იყოს იეჰოვა,+ რომელმაც მოასვენა თავისი ხალხი, ისრაელი, თავისი დაპირებისამებრ!+ ერთი სიტყვაც არ გამტყუნებულა+ იმ სასიკეთო დაპირებათაგან, რასაც თავისი მსახურის, მოსეს პირით დაჰპირდა.+ 57 ჩვენთან იყოს იეჰოვა,+ ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამა-პაპასთან იყო.+ ნუ მიგვატოვებს და ნუ დაგვაგდებს,+ 58 რათა თავისკენ მიმართოს ჩვენი გულები,+ რომ ვიაროთ მისი გზით,+ დავიცვათ მისი მცნებები,+ წესები+ და სამართალი,+ რაც ჩვენს მამა-პაპას უბრძანა. 59 დღედაღამ იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან იყოს ეს ჩემი სიტყვები,+ რომლითაც იეჰოვას წყალობა ვთხოვე, რათა ყოველდღიურად,+ საჭიროებისამებრ, გაუჩინოს სამართალი თავის მსახურს და თავის ხალხს, ისრაელს, 60 რათა გაიგოს დედამიწის მთელმა ხალხმა,+ რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი+ და სხვა არავინ.+ 61 მთელი გულით+ იეჰოვასთან, თქვენს ღმერთთან იყავით, იარეთ მისი წესებით და დაიცავით მისი მცნებები, როგორც დღეს“.
62 დიდებულ მსხვერპლს სწირავდნენ მეფე და მთელი ისრაელი იეჰოვას წინაშე.+ 63 შესწირა სოლომონმა მშვიდობის მსხვერპლი*+ იეჰოვას, ოცდაორი ათასი ხარი და ას ოცი ათასი ცხვარი,+ რათა მეფესა და ისრაელის ძეებს იეჰოვას სახლის მიძღვნა+ აღენიშნათ. 64 იმ დღეს განწმინდა მეფემ შუა ეზო იეჰოვას სახლის წინ,+ რადგან იქ უნდა შეეწირა დასაწვავი მსხვერპლი, მარცვლეული შესაწირავი და მშვიდობის მსხვერპლის ქონი, რადგან პატარა იყო იეჰოვას წინაშე მდგარი სპილენძის სამსხვერპლო+ და ვერ დაიტევდა დასაწვავ შესაწირავს, მარცვლეულ შესაწირავსა და მშვიდობის მსხვერპლის ქონს.+ 65 შვიდ დღეს და კიდევ შვიდ დღეს,+ სულ თოთხმეტ დღეს იდღესასწაულეს+ სოლომონმა და მთელმა ისრაელმა იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე, იდღესასწაულა დიდმა კრებულმა,+ ხამათის შესასვლელიდან+ ეგვიპტის ხევამდე.+ 66 მერვე დღეს გაუშვა ხალხი,+ აკურთხეს მათ მეფე და წავიდნენ თავ-თავიანთ სახლებში, გახარებულები+ და გულმხიარულები+ იმ ყოველივე კარგის+ გამო, რაც იეჰოვამ გაუკეთა დავითს, თავის მსახურს, და ისრაელს, თავის ხალხს.
9 როცა დაასრულა სოლომონმა იეჰოვას სახლისა+ და მეფის სასახლის მშენებლობა+ და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,+ 2 მეორედ გამოეცხადა იეჰოვა სოლომონს, ისე როგორც გაბაონში.+ 3 უთხრა მას იეჰოვამ: «შევისმინე შენი ლოცვა+ და სათხოვარი წყალობის მისაღებად, შენი სათხოვარი, და განვწმინდე+ ეს სახლი, რომელიც სამარადისოდ ჩემი სახელის დასავანებლად+ ააშენე; ჩემი თვალი+ და ჩემი გული ყოველთვის იქ იქნება.+ 4 თუ შენც ისე ივლი+ ჩემ წინაშე, როგორც მამაშენი დავითი+ დადიოდა, სუფთა+ გულითა და სიმართლით,+ ყველაფერს ჩემი ბრძანებისამებრ გააკეთებ,+ დაიცავ ჩემს წესებსა+ და სამართალს,+ 5 სამარადისოდ განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელზე, როგორც მამაშენს, დავითს შევპირდი, არ დაგელევა-მეთქი კაცი ისრაელის ტახტზე.+ 6 მაგრამ თუ განმიდგებით თქვენ+ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს მცნებებსა და წესებს, რომლებიც მე დაგიდეთ, წახვალთ და სხვა ღმერთებს დაუწყებთ მსახურებასა+ და თაყვანისცემას, 7 მეც ამოვძირკვავ ისრაელს იმ მიწიდან, რომელიც მას მივეცი;+ მოვიშორებ სახლს, რომელიც ჩემი სახელისთვის განვწმინდე,+ და ხალხთა სალაპარაკო+ და დასაცინი გახდება ისრაელი. 8 ეს სახლი ნანგრევების გროვად იქცევა;+ ყველა ჩამვლელი განცვიფრებული+ შეხედავს, დაუსტვენს და იტყვის, ასე რატომ მოექცაო იეჰოვა ამ მიწასა და სახლს.+ 9 იტყვიან: „მიატოვეს იეჰოვა, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოიყვანა მათი მამა-პაპა,+ სხვა ღმერთებს+ ჩაეჭიდნენ, მათ სცემდნენ თაყვანს და ემსახურებოდნენ. ამიტომ დაატეხა იეჰოვამ ამდენი უბედურება“».+
10 ოცი წლის თავზე, როცა დაასრულა სოლომონმა ორი სახლის, იეჰოვას სახლისა+ და მეფის სასახლის შენება+ 11 (ტვიროსის მეფე ხირამმა+ ხელი გაუმართა სოლომონს,+ იმდენი კედრისა და ღვიის მასალა და ოქრო მისცა, რამდენიც მას სურდა),+ მეფე სოლომონმა ხირამს გალილეის მიწაზე ოცი ქალაქი მისცა.+ 12 წავიდა ტვიროსიდან ხირამი სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად, მაგრამ არ მოეწონა ისინი.+ 13 მან უთხრა: „ეს რა ქალაქები მოგიცია, ჩემო ძმაო?“ უწოდა მათ ქაბულის* მიწა და დღემდე ასეა.
14 ხირამმა მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო გაუგზავნა.+
15 აი იმათი ამბავი, ვინც სავალდებულო სამუშაოს+ ასრულებდა. სოლომონ მეფემ მათ იეჰოვას სახლის,+ თავის სასახლის, მილოს*,+ იერუსალიმის კედლის,+ ხაცორის,+ მეგიდოსა+ და გეზერის+ აშენება დაავალა 16 (ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, დაიპყრო გეზერი, გადაწვა, ამოხოცა ქალაქში მცხოვრები ქანაანელები+ და მზითევში მისცა ის თავის ასულს,+ სოლომონის ცოლს). 17 ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი,+ 18 ბაალათი+ და თამარი უდაბნოს მიწაზე, 19 ყველა სამარაგო+ ქალაქი, რომლებიც სოლომონისა გახდა, და ეტლების სადგომი ქალაქები,+ მხედართა ქალაქები, ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა+ იერუსალიმსა და ლიბანში, მთელ თავის სამფლობელოში. 20 მათ, ვინც ისრაელის ძეებს არ ეკუთვნოდნენ,+ გადარჩენილ ამორეველთა,+ ხეთელთა,+ ფერიზელთა,+ ხიველთა+ და იებუსელთა+ 21 ვაჟებს, რომლებიც იმ მიწაზე დარჩნენ და ისრაელის ძეებს არ გაუნადგურებიათ,+ სოლომონმა მონური სამუშაო დააკისრა და დღემდე ასეა.+ 22 ისრაელის ძეთაგან არავისთვის დაუკისრებია სოლომონს მონური სამუშაო,+ ისინი მეომრებად, მსახურებად, მთავრებად, მხლებლებად, მეეტლეთა და მხედართა+ ზედამხედველებად ჰყავდა დაყენებული. 23 სოლომონს სამუშაოების ზედამხედველთა უფროსებად ხუთას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა დანიშნული, რომლებიც მომუშავე ხალხს ხელმძღვანელობდნენ.+
24 წავიდა ფარაონის ასული+ დავითის ქალაქიდან+ თავის სახლში, რომელიც მას სოლომონმა აუშენა. მაშინ ააშენა მან მილო.+
25 წელიწადში სამჯერ+ სწირავდა სოლომონი დასაწვავ მსხვერპლსა და მშვიდობის მსხვერპლს* იეჰოვასთვის აგებულ სამსხვერპლოზე.+ შესაწირავის ბოლი ადიოდა სამსხვერპლოდან,+ რომელიც იეჰოვას წინაშე იყო. ასე დაასრულა სახლის შენება.+
26 გააკეთა მეფე სოლომონმა ხომალდები ეციონ-გებერში,+ ელოთთან,+ წითელი ზღვის ნაპირზე, ედომის მიწაზე.+ 27 სოლომონის მსახურებთან ერთად ხირამიც გზავნიდა ხომალდებით თავის მსახურებს,+ მეზღვაურებს, ზღვის მცოდნეებს. 28 წავიდნენ ოფირში,+ წამოიღეს იქიდან ოთხას ოცი ტალანტი ოქრო+ და მეფე სოლომონს მიართვეს.
10 შეიტყო საბას+ დედოფალმა სოლომონის ამბავი, იეჰოვას სახელის სადიდებელი,+ და წავიდა მასთან, რომ რთული კითხვებით გამოეცადა.+ 2 ჩავიდა იერუსალიმში დიდი ამალით;+ მიჰყვებოდა მას ბალზამით,+ დიდძალი ოქროთი და ძვირფასი ქვებით დატვირთული აქლემები;+ მივიდა სოლომონთან და ყველაფერი უთხრა, რაც კი გულში ჰქონდა.+ 3 სოლომონმა ყველაფერი აუხსნა;+ არაფერი იყო დაფარული მეფისთვის და უპასუხოდ არაფერი დაუტოვებია.+
4 იხილა საბას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე,+ მისი აშენებული სახლი,+ 5 მისი სუფრა,+ სუფრასთან მსხდომი მსახურები, სუფრის მომსახურეთა საქმიანობა და მათი ჩაცმულობა, მისი სასმელები+ და დასაწვავი მსხვერპლი, რომელსაც ის მუდმივად სწირავდა იეჰოვას სახლში, და განცვიფრებული დარჩა.+ 6 უთხრა მან მეფეს: „მართალი ყოფილა ის სიტყვა, რაც შენს საქმეებსა და შენს სიბრძნეზე მქონდა გაგონილი ჩემს ქვეყანაში.+ 7 არ მჯეროდა ამ სიტყვების, სანამ თავად არ მოვედი და საკუთარი თვალით არ ვიხილე, და, აი, ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის;+ იმაზე მეტი სიბრძნე და სიმდიდრე გქონია, ვიდრე გაგონილი მქონდა.+ 8 ბედნიერია შენი ხალხი+ და ბედნიერები+ არიან შენი მსახურები, რომლებიც მუდამ შენ წინაშე დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს!+ 9 კურთხეული იყოს იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რომელმაც მოგიწონა+ და მეფედ დაგსვა ისრაელის ტახტზე;+ ჰყვარებია იეჰოვას ისრაელი+ და ამიტომაც დაუყენებიხარ მეფედ+ სამართლისა+ და სიმართლის+ აღსასრულებლად!“
10 მიართვა+ მან მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო,+ დიდი რაოდენობით ბალზამი+ და ძვირფასი ქვები; აღარავის მიურთმევია მეფე სოლომონისთვის იმდენი ბალზამი, რამდენიც საბას დედოფალმა მიართვა.
11 ხირამის ხომალდებით,+ რითაც ოქრო ჩამოჰქონდათ ოფირიდან,+ დიდი რაოდენობით სანდალოზის ხის+ მასალა და ძვირფასი ქვები ჩამოიტანეს.+ 12 სანდალოზის ხის მორებისგან მეფემ საყრდენები გაუკეთა იეჰოვას სახლსა+ და მეფის სასახლეს. მომღერლებისთვის ქნარები+ და სხვა სიმებიანი+ საკრავებიც გააკეთა; მას შემდეგ აღარ შემოსულა ასეთი სანდალოზის მორები და დღემდეც აღარავის უნახავს.
13 მეფე სოლომონმა ყველაფერი მისცა საბას დედოფალს, რაც კი მან ისურვა და ითხოვა, იმის გარდა, რაც თავისი ხელგაშლილობით+ მისცა. გაბრუნდა ის და წავიდა თავის ქვეყანაში თავის მსახურებთან ერთად.+
14 ყოველწლიურად ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი* ოქრო+ შემოსდიოდა სოლომონს+ 15 იმ ოქრო-ვერცხლის გარდა, რაც მოგზაურებისგან, ვაჭრების მოგებიდან, არაბთა+ მეფეებისა+ და მიწის გამგებლებისგან შესდიოდა.
16 ოქროს შენადნობისგან მეფე სოლომონმა ორასი დიდი ფარი გააკეთა+ (თითოეული ფარი ექვსასი შეკელი ოქროთი მოავარაყა)+ 17 და ოქროსავე შენადნობისგან სამასი პატარა ფარი (თითოეული ფარი სამი მინა* ოქროთი მოავარაყა).+ მეფემ ისინი ლიბანის ტყის სახლში+ დააწყო.
18 მეფემ სპილოს ძვლის+ დიდი ტახტი+ გააკეთა და ბაჯაღლო ოქროთი+ მოავარაყა. 19 ტახტთან მისასვლელს ექვსი საფეხური ჰქონდა, მის უკან კი თაღი იყო; ტახტს ორივე მხარეს ჰქონდა საიდაყვეები,+ აქეთ-იქით კი თითო-თითო ლომი+ იდგა. 20 ექვსი საფეხურის ორივე მხარეს თორმეტი ლომი იდგა. მსგავსი რამ სხვა არც ერთ სამეფოში არ ყოფილა.+
21 მეფე სოლომონის სასმისები ოქროსი იყო, ლიბანის ტყის სახლის+ ჭურჭელი — სუფთა ოქროსი.+ ვერცხლისა არაფერი იყო; სოლომონის დროს ვერცხლს ფასი არ ჰქონდა. 22 მეფეს ზღვაში თარშიშის+ ხომალდები ჰყავდა ხირამის ხომალდებთან ერთად. სამ წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდნენ ოქრო-ვერცხლით,+ სპილოს ძვლით,+ მაიმუნებითა და ფარშევანგებით სავსე თარშიშის ხომალდები.
23 დედამიწის ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი სიმდიდრითა+ და სიბრძნით.+ 24 დედამიწის ყველა ხალხი ესწრაფოდა სოლომონის სახის ხილვას მისი სიბრძნის მოსასმენად, რომელიც ღმერთმა ჩაუდო გულში.+ 25 ყველას თავისი ძღვენი+ მიჰქონდა მასთან: ოქრო-ვერცხლის ნივთები,+ ტანსაცმელი, იარაღი,+ ბალზამი, ცხენები და ჯორები.+ ასე ხდებოდა ყოველწლიურად.+
26 თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენებს; ათას ოთხასი ეტლი ჰქონდა და თორმეტი ათასი ცხენი+ ჰყავდა. მან ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში დააყენა, მეფესთან ახლოს, იერუსალიმში.+
27 მეფის წყალობით ვერცხლი ქვებივით+ მრავლად იყო იერუსალიმში, კედარი კი — სიკომოროსავით, შეფელაში რომ იზრდება.+
28 სოლომონისთვის ცხენები ეგვიპტიდან შემოჰყავდათ; მეფის ვაჭრებს საფასურით შემოჰყავდათ ცხენები.+ 29 ეტლი ექვსას ვერცხლად შემოჰქონდათ ეგვიპტიდან, ცხენი კი ას ორმოცდაათ ვერცხლად შემოჰყავდათ. ასევე იქცეოდნენ ხეთელთა+ და სირიელთა მეფეებიც. მათი მეშვეობით შემოჰყავდათ მეფეებს ისინი.
11 უყვარდა მეფე სოლომონს უცხოელი ცოლები+, მათ შორის ფარაონის ასული,+ მოაბელი,+ ამონელი,+ ედომელი,+ სიდონელი+ და ხეთელი+ ქალები, 2 რომლებიც იმ ერებიდან იყვნენ, ვისზეც იეჰოვამ ისრაელის ძეებს უთხრა: „არ შეხვიდეთ მათთან+ და არც ისინი შემოუშვათ თქვენთან, თორემ მიდრეკენ თქვენს გულს თავიანთი ღმერთებისკენ“.+ მათ მიეწება+ სოლომონი სიყვარულით. 3 შვიდასი ცოლი ჰყავდა დედოფლად და სამასი ხარჭა; მიდრიკეს+ მათ მისი გული. 4 სოლომონის სიბერეში+ მისი გული სხვა ღმერთებისკენ+ მიდრიკეს მისმა ცოლებმა.+ მამამისი დავითისგან განსხვავებით იგი მთელი გულით+ არ იყო იეჰოვასთან, თავის ღმერთთან. 5 მიჰყვებოდა სოლომონი სიდონელთა ქალღმერთს, აშთორეთს+ და ამონელთა სისაძაგლეს, მილქომს.+ 6 ბოროტებას სჩადიოდა+ სოლომონი იეჰოვას თვალში და მამამისი დავითისგან განსხვავებით ბოლომდე არ მიჰყვებოდა იეჰოვას.+
7 მაშინ აუგო მაღლობი+ სოლომონმა ქემოშს+ — მოაბის სისაძაგლეს+ იერუსალიმის პირდაპირ,+ მთაზე,+ და მოლექს — ამონის ძეთა სისაძაგლეს. 8 ასე გააკეთა ყველა უცხოელი ცოლისთვის,+ რომლებიც შესაწირავს უბოლებდნენ და სწირავდნენ თავიანთ ღმერთებს.+
9 განრისხდა იეჰოვა+ სოლომონზე, რადგან დაშორდა მისი გული იეჰოვას, ისრაელის ღმერთს,+ რომელიც ორჯერ ეჩვენა.+ 10 უბრძანა, არ გაჰყოლოდა სხვა ღმერთებს,+ მაგრამ მან არ შეასრულა იეჰოვას ბრძანება. 11 ამიტომ უთხრა იეჰოვამ სოლომონს: „რადგან ასე მოიქეცი და არ შეასრულე ჩემი შეთანხმება და წესები, რაც დაგიწესე, გამოგგლეჯ სამეფოს და შენს მსახურს მივცემ,+ 12 ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ+ ამას მამაშენის, დავითის გულისთვის.+ შენს ვაჟს გამოვგლეჯ ხელიდან,+ 13 ოღონდ მთლიან სამეფოს არ გამოვგლეჯ;+ ერთ ტომს მივცემ შენს ვაჟს ჩემი მსახურის, დავითისა+ და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც ამოვირჩიე“.+
14 მტერი+ გაუჩინა იეჰოვამ სოლომონს,+ ედომელი ჰადადი, მეფის შთამომავალი, ედომის+ მკვიდრი. 15 როცა დავითმა ედომი+ დაამარცხა და მხედართმთავარი იოაბი დახოცილთა დასამარხად ავიდა, ყველა მამაკაცი გაწყვიტა ედომში+ 16 (ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და მთელი ისრაელი, სანამ არ ამოხოცეს მამაკაცები ედომში). 17 მაშინ ეგვიპტეში გაიქცა ჰადადი და მამამისის რამდენიმე ედომელი მსახური. იმ დროს ჰადადი პატარა იყო. 18 გავიდნენ მიდიანიდან,+ მივიდნენ ფარანში,+ წაიყვანეს იქაურები და ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან მივიდნენ. მისცა მან სახლი, მიწა და აძლევდა სარჩოს. 19 წყალობა პოვა+ ჰადადმა ფარაონის თვალში და მიათხოვა+ თავისი ცოლისდა, დედოფალ თახფენესის და. 20 თახფენესის დამ გაუჩინა მას ვაჟი, გენუბათი. თახფენესმა ფარაონის სახლში მოსწყვიტა ის ძუძუს.+ ფარაონის სახლში იზრდებოდა გენუბათი ფარაონის შვილებთან ერთად.
21 გაიგო ჰადადმა, რომ განისვენა დავითმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და მოკვდა მხედართმთავარი იოაბიც.+ უთხრა ჰადადმა ფარაონს: „გამიშვი,+ რომ ჩემს მიწას დავუბრუნდე“. 22 ფარაონმა მიუგო: „რა გაკლია ჩემთან, შენს მიწაზე წასვლა რომ მოინდომე?“ მან მიუგო: „არაფერი, მაგრამ მაინც უნდა გამიშვა“.
23 გაუჩინა მას ღმერთმა კიდევ ერთი მტერი,+ რეზონი — ელიადას ვაჟი, რომელიც თავის ბატონს, ცობის+ მეფეს, ჰადადეზერს+ გაურბოდა. 24 შემოიკრიბა მან ხალხი და მოთარეშეთა მეთაური გახდა, როცა დავითმა ცობელები დახოცა.+ ისინი დამასკოში+ წავიდნენ, იქ დასახლდნენ და დაეპატრონნენ დამასკოს. 25 ისრაელის მტერი იყო იგი სოლომონის+ დროს, მაშინ ჰადადიც მტრობდა ისრაელს. სირიაზე მეფობდა და ეზიზღებოდა+ ისრაელი.
26 ხელი აღმართა მეფეზე+ იერობოამმაც,+ ეფრემელი ნებატის ძემ ცერედიდან, სოლომონის მსახურმა,+ რომლის დედაც ქვრივი ცერუა იყო. 27 აი რატომ აღმართა მან ხელი მეფეზე: მილო*+ ააშენა სოლომონმა და მამამისის, დავითის ქალაქს გალავანი შემოავლო.+ 28 ძლიერი ვაჟკაცი+ იყო იერობოამი. დაინახა სოლომონმა, რომ გამრჯე+ ყმაწვილი იყო და ზედამხედველად+ დაუყენა იოსების+ სახლის სავალდებულო სამუშაოს+ შემსრულებლებს. 29 გავიდა მაშინ იერობოამი იერუსალიმიდან და გზაში შილოელ+ წინასწარმეტყველ ახიას+ შეხვდა. ახიას ახალი მოსასხამი ემოსა; მინდორში მარტო ორნი იყვნენ. 30 მოჰკიდა ხელი ახიამ თავის ახალ მოსასხამს და თორმეტ+ ნაწილად დახია.+ 31 უთხრა მან იერობოამს:
«წაიღე შენთვის ათი ნაგლეჯი, რადგან ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „გამოვგლეჯ სოლომონს ხელიდან სამეფოს და შენ მოგცემ ათ ტომს.+ 32 ერთი ტომი+ დარჩება მას ჩემი მსახურის, დავითისა+ და იერუსალიმის,+ იმ ქალაქის გულისთვის, რომელიც ისრაელის ტომებიდან ამოვირჩიე. 33 ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მიმატოვეს+ და თაყვანს სცემდნენ აშთორეთს+ — სიდონელთა ქალღმერთს, ქემოშს+ — მოაბის ღმერთს, და მილქომს+ — ამონის ძეთა ღმერთს; არ დადიოდნენ ჩემი გზით და არ აკეთებდნენ სიმართლეს ჩემს თვალში, არ იცავდნენ ჩემს წესებსა და სამართალს, როგორც მამამისი დავითი იცავდა; 34 თუმცა მთელ სამეფოს არ გამოვტაცებ ხელიდან, რადგან მთავრად მეყოლება დადგენილი მთელი მისი სიცოცხლე დავითის, ჩემი მსახურის გამო, რომელიც მე ამოვირჩიე,+ ვინაიდან იცავდა იგი ჩემს მცნებებსა და წესებს. 35 ხელიდან გამოვტაცებ სამეფოს მის ვაჟს და შენ მოგცემ, ათ ტომს.+ 36 მის ვაჟს ერთ ტომს მივცემ, სამარადისოდ რომ ჰქონდეს ლამპარი ჩემს მსახურ დავითს ჩემ წინაშე იერუსალიმში,+ ქალაქში, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიე.+ 37 შენ ამოგირჩევ და შენ იბატონებ ყველაფერზე, რასაც შენი სული მოისურვებს,+ და შენ გახდები ისრაელის მეფე. 38 თუ დაიცავ ყველაფერს, რასაც გიბრძანებ, ჩემი გზით ივლი, სიმართლეს გააკეთებ ჩემს თვალში, დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი იცავდა,+ შენთან ვიქნები+ და მტკიცე სახლს აგიშენებ, როგორც დავითს ავუშენე,+ და შენ მოგცემ ისრაელს. 39 დავამდაბლებ დავითის შთამომავლობას ამის გამო,+ ოღონდ არა სამუდამოდ“».+
40 მოკვლა დაუპირა სოლომონმა იერობოამს.+ ამიტომ გაიქცა იერობოამი+ ეგვიპტეში, შიშაკთან*,+ ეგვიპტის მეფესთან, და იქ დარჩა სოლომონის სიკვდილამდე.
41 სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, და მისი სიბრძნე სოლომონის მატიანეშია ჩაწერილი. 42 ორმოც წელიწადს განაგებდა სოლომონი ისრაელს იერუსალიმიდან.+ 43 განისვენა სოლომონმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს მამამისის, დავითის ქალაქში,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი რობოამი+ გამეფდა.
12 წავიდა რობოამი+ შექემში, რადგან ისრაელები შექემში+ იყვნენ მისულები მის გასამეფებლად. 2 იერობოამმა,+ ნებატის ძემ, ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას გაიგო ამის შესახებ (სოლომონ მეფის გამო გაიქცა ის ეგვიპტეში და იქ ცხოვრობდა).+ 3 მოუხმეს იერობოამს და ისიც მივიდა მთელი ისრაელის კრებულთან ერთად და უთხრა რობოამს:+ 4 „მამაშენმა უღელი დაგვიმძიმა; შეგვიმსუბუქე მამაშენისგან დაკისრებული მძიმე სამუშაო და მძიმე უღელი,+ რომელიც დაგვადგა,+ და გემსახურებით“.+
5 მან კი მიუგო: „წადით და სამი დღის შემდეგ დაბრუნდით“.+ ხალხიც წავიდა. 6 მეფე რობოამმა რჩევა ჰკითხა უხუცესებს,+ რომლებიც მუდამ, მთელი სიცოცხლე, გვერდით ჰყავდნენ მამამის სოლომონს: „რას მირჩევთ, რა ვუპასუხო ამ ხალხს?“+ 7 მათ მიუგეს: „თუ ამ ხალხის მსახური იქნები, მათ მოემსახურები,+ პასუხს გასცემ და ტკბილად დაელაპარაკები,+ ისინიც მუდამ შენი მსახურები იქნებიან“.+
8 მაგრამ მან ყურად არ იღო უხუცესების რჩევა და მასთან ერთად გაზრდილ,+ გვერდით მყოფ ახალგაზრდებს ჰკითხა რჩევა,+ 9 ჰკითხა მათ: „თქვენ რას მირჩევთ,+ რა ვუპასუხოთ ამ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენისგან დადგმული უღელი?“+ 10 მასთან ერთად გაზრდილმა ახალგაზრდებმა მიუგეს: «აი რა უთხარი+ ხალხს, რომ გეუბნებიან, მამაშენმა დაგვიმძიმა უღელი, შენ შეგვიმსუბუქეო, ასე უთხარი: „ჩემი ნეკი მამაჩემის თეძოზე მსხვილი იქნება;+ 11 მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგადგათ, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ;+ მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე ეკლიანი შოლტებით დაგსჯით“».+
12 მესამე დღეს იერობოამი მთელ ხალხთან ერთად მივიდა რობოამთან, როგორც მეფეს ჰქონდა ნათქვამი, მესამე დღეს მოდითო ჩემთან.+ 13 მკაცრად+ უპასუხა მეფემ ხალხს; ყურად არ იღო მეფე რობოამმა უხუცესების რჩევა+ 14 და ახალგაზრდების რჩევისამებრ+ მიუგო მათ: „მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგადგათ, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ. მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე ეკლიანი შოლტებით დაგსჯით“.+ 15 არ მოუსმინა მეფემ ხალხს,+ რადგან ასე წარმართა საქმე იეჰოვამ,+ რათა შეესრულებინა თავისი სიტყვა,+ რომელიც იეჰოვას შილოელი ახიას+ პირით ჰქონდა ნათქვამი იერობოამისთვის, ნებატის ვაჟისთვის.
16 როცა მთელმა ისრაელმა დაინახა, რომ მეფემ არ მოუსმინა მათ, მიუგო ხალხმა მეფეს: „რა წილი გვაქვს დავითში?+ არა გვაქვს მემკვიდრეობა იესეს ძეში. ყველა თქვენ-თქვენი ღმერთებისკენ,+ ისრაელო! შენ თვითონ მიხედე შენს სახლს, დავით!“+ მთელი ისრაელი თავ-თავიანთი კარვებისკენ გაეშურა. 17 მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზეღა მეფობდა რობოამი.+
18 გაგზავნა მეფე რობოამმა სავალდებულო სამუშაოს+ შემსრულებელთა ზედამხედველი ადორამი,+ მაგრამ მთელმა ისრაელმა ჩაქოლა+ ის და მოკვდა. მეფე რობოამმა კი მოახერხა თავის ეტლში ასვლა და იერუსალიმში გაიქცა. 19 განუდგნენ+ ისრაელები დავითის სახლს და დღემდე ასეა.+
20 გაიგო მთელმა ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობოამი, მაშინვე გაუგზავნეს ხალხი, მოუხმეს მას კრებულში და მთელ ისრაელზე+ გაამეფეს. იუდას ტომის გარდა არავინ გაჰყოლია დავითის სახლს.+
21 იერუსალიმში მისვლისთანავე შეკრიბა რობოამმა+ იუდას სახლი და ბენიამინის ტომი,+ ას ოთხმოცი ათასი რჩეული ბრძოლისუნარიანი ვაჟკაცი, რომ შებრძოლებოდნენ ისრაელს და მეფობა დაებრუნებინათ რობოამისთვის, სოლომონის ძისთვის. 22 მაშინ გამოეცხადა ჭეშმარიტი ღვთის სიტყვა შემაიას,+ ჭეშმარიტი ღვთის კაცს:+ 23 «უთხარი იუდას მეფე რობოამს, სოლომონის ძეს, იუდას სახლს, ბენიამინსა და დანარჩენ ხალხს, 24 აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „არ გახვიდეთ და არ შეებრძოლოთ თქვენს ძმებს, ისრაელის ძეებს.+ თითოეული თქვენ-თქვენს სახლში დაბრუნდით, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს“».+ ისინიც დაემორჩილნენ იეჰოვას სიტყვას+ და იეჰოვას სიტყვისამებრ თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.+
25 ააშენა იერობოამმა შექემი+ ეფრემის მთიან მხარეში და იქ დასახლდა. წავიდა იქიდან და ფენუელი+ ააშენა. 26 თქვა იერობოამმა თავის გულში:+ „დაუბრუნდება დავითის სახლს სამეფო.+ 27 თუ ივლის ეს ხალხი იერუსალიმში იეჰოვას სახლში+ მსხვერპლის შესაწირავად, თავიანთი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ გაუწევთ გული, მე მომკლავენ+ და იუდას მეფეს, რობოამს დაუბრუნდებიან“. 28 რჩევა იკითხა მეფემ,+ ორი ოქროს ხბო+ გააკეთა და ხალხს უთხრა: „რაღად გინდათ იერუსალიმში სიარული? ისრაელო, აი თქვენი ღმერთი,+ რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანათ“.+ 29 ერთი ბეთელში+ დადგა და მეორე — დანში.+ 30 სცოდავდა ხალხი;+ დანშიც კი ჩადიოდნენ ხბოს თაყვანსაცემად.
31 ააშენა მან მაღლობების სახლები+ და დანიშნა იქ მღვდლებად ჩვეულებრივი ხალხი; ისინი არ იყვნენ ლევის+ შთამომავლები. 32 დღესასწაული გამართა იერობოამმა მერვე თვეს, მეთხუთმეტე დღეს, ისეთივე დღესასწაული, როგორიც იუდაში იყო,+ რომ ბეთელში აშენებულ სამსხვერპლოზე მიეტანა შესაწირავი და თავისი გაკეთებული ხბოებისთვის შეეწირა, და ბეთელში თავის გაკეთებულ მაღლობებს მღვდლები დაუყენა.+ 33 თავისი ნებით ამორჩეულ თვეს, მერვე თვეს, მეთხუთმეტე დღეს შესაწირავი შესწირა სამსხვერპლოზე, რომელიც მან ბეთელში ააშენა.+ გაუმართა ისრაელის ძეებს დღესასწაული და შესაწირავი შესწირა სამსხვერპლოზე, რომ შესაწირავი აებოლებინა.+
13 ერთი ღვთის კაცი+ იეჰოვას სიტყვისამებრ+ იუდადან ბეთელში ჩავიდა, როცა იერობოამი სამსხვერპლოსთან+ იდგა შესაწირავის ასაბოლებლად,+ 2 და იეჰოვას სიტყვისამებრ სამსხვერპლოს შესძახა: «სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ, აი რას ამბობს იეჰოვა: „ვაჟი შეეძინება დავითის სახლს და იოშიას+ დაარქმევენ. შენზე შესწირავს მაღლობების მღვდლებს, შენზე შესაწირავს რომ აბოლებენ, და შენზე დაწვავს ადამიანთა ძვლებს“».+ 3 მან ნიშანი+ მისცა იმ დღეს: „აი რა ნიშანი გამოაცხადა იეჰოვამ: დაიშლება სამსხვერპლო და გადაიყრება ქონნარევი ნაცარი სამსხვერპლოდან“.
4 როგორც კი გაიგო მეფემ ბეთელის სამსხვერპლოს წინააღმდეგ ნათქვამი ჭეშმარიტი ღვთის კაცის სიტყვა, ხელი გაიწოდა იერობოამმა სამსხვერპლოდან და ბრძანა: „შეიპყარით!“+ მაშინვე გაუხმა მისკენ გაწვდილი ხელი და უკან ვეღარ მიჰქონდა.+ 5 დაიშალა სამსხვერპლო და გადაიყარა ქონნარევი ნაცარი სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, რომელიც იეჰოვას სიტყვისამებრ გამოაცხადა ჭეშმარიტი ღვთის კაცმა.+
6 უთხრა მეფემ ჭეშმარიტი ღვთის კაცს: „გული* მოულბე იეჰოვას, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელი მომირჩეს“.+ მოულბო გული+ ჭეშმარიტი ღვთის კაცმა იეჰოვას და მოურჩა მეფეს ხელი, ისეთივე გაუხდა, როგორიც ადრე ჰქონდა.+ 7 უთხრა მეფემ ჭეშმარიტი ღვთის კაცს: „წამოდი ჩემთან სახლში და დანაყრდი,+ ძღვენსაც მოგართმევ“.+ 8 მაგრამ ჭეშმარიტი ღვთის კაცმა მეფეს მიუგო: „ნახევარი სახლიც რომ მომცე,+ არ წამოვალ შენთან,+ არც პურს შევჭამ აქ და არც წყალს დავლევ, 9 რადგან ნაბრძანები მაქვს იეჰოვას სიტყვა, რომ არც პური ვჭამო,+ არც წყალი დავლიო და არც იმ გზით დავბრუნდე, რომლითაც მოვედი“. 10 სხვა გზით წავიდა; არ დაბრუნებულა იმ გზით, რომლითაც ბეთელში ჩავიდა.
11 ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი+ ცხოვრობდა ბეთელში, მოვიდნენ მისი ვაჟები და უამბეს, რაც ჭეშმარიტი ღვთის კაცმა მოიმოქმედა იმ დღეს ბეთელში, და რაც მეფეს უთხრა; ყველაფერი უამბეს თავიანთ მამას. 12 მამამ ჰკითხა მათ: „რომელი გზით წავიდა ის კაცი?“ უჩვენეს მისმა ვაჟებმა მას, რომელი გზითაც წავიდა ჭეშმარიტი ღვთის კაცი, იუდადან რომ ჩამოვიდა. 13 უთხრა მან თავის ვაჟებს: „შემიკაზმეთ ვირი!“ მათაც შეუკაზმეს ვირი+ და წავიდა.
14 გაჰყვა ის ჭეშმარიტი ღვთის კაცს და დიდი ხის ქვეშ მჯდომი+ იპოვა. მან ჰკითხა: „შენა ხარ ჭეშმარიტი ღვთის კაცი, იუდადან რომ ჩამოხვედი?“+ მან მიუგო: „მე ვარ“. 15 მან უთხრა: „წამოდი ჩემთან სახლში და ჭამე პური“. 16 მან მიუგო: „ვერ დავბრუნდები შენთან ერთად, ვერ წამოგყვები, ვერც პურს შევჭამ აქ და ვერც წყალს დავლევ,+ 17 რადგან იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა,+ რომ არც პური ვჭამო აქ და არც წყალი დავლიო. არც იმ გზით დავბრუნდე უკან, რომლითაც მოვედი“.+ 18 მან უთხრა: „მეც შენნაირი წინასწარმეტყველი ვარ; ანგელოზმა+ იეჰოვას სიტყვა მითხრა, წამოიყვანე შენს სახლში, რომ პური ჭამოს და წყალი დალიოსო“ (მოატყუა იგი).+ 19 ისიც დაბრუნდა მასთან ერთად, რომ პური ეჭამა მის სახლში და წყალი დაელია.+
20 მაგიდას უსხდნენ, როცა იეჰოვას სიტყვა+ გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც ის უკან დააბრუნა. 21 დაუძახა მან ჭეშმარიტი ღვთის კაცს, რომელიც იუდადან იყო წამოსული: «აი რა თქვა იეჰოვამ: „რადგან არ დაემორჩილე+ იეჰოვას ბრძანებას, არ დაიცავი იეჰოვას, შენი ღვთის ნაბრძანები მცნება+ 22 და უკან დაბრუნდი, რომ პური გეჭამა და წყალი დაგელია იმ ადგილზე, რომელზეც გითხარი, არც პური ჭამო და არც წყალი დალიო-მეთქი, არ დაიმარხება შენი გვამი შენი მამა-პაპის გვერდით“».+
23 პურის ჭამისა და წყლის დალევის შემდეგ მან სასწრაფოდ შეუკაზმა ვირი წინასწარმეტყველს, რომელიც უკან დააბრუნა. 24 ისიც გაუდგა თავის გზას; გზად ლომი+ შემოეყარა და მოკლა იგი.+ გზაზე ეგდო მისი გვამი; ვირიც იქვე იდგა გვამთან და ლომიც. 25 ჩაიარა ხალხმა და დაინახა გზაზე დაგდებული გვამი და ლომი მის გვერდით. მივიდნენ ისინი ქალაქში და მიიტანეს ეს ამბავი, სადაც ის მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა.
26 როგორც კი გაიგო ეს ამბავი იმ წინასწარმეტყველმა, რომელმაც ის გზიდან მოაბრუნა, თქვა: „ეს ის ჭეშმარიტი ღვთის კაცია, რომელიც არ დაემორჩილა იეჰოვას ბრძანებას,+ და იეჰოვამ ლომს მისცა, რომ დაეგლიჯა და მოეკლა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი მისთვის“.+ 27 უთხრა თავის ვაჟებს: „შემიკაზმეთ ვირი!“ მათაც შეუკაზმეს.+ 28 დაადგა გზას და იპოვა გზაზე დაგდებული გვამი, რომლის გვერდითაც ვირი და ლომი იდგნენ; ლომს არც გვამი უჭამია და არც ვირი დაუგლეჯია.+ 29 აიღო წინასწარმეტყველმა ჭეშმარიტი ღვთის კაცის გვამი, ვირს გადაჰკიდა და უკან წაიღო. მივიდა მოხუცი წინასწარმეტყველი თავის ქალაქში, რომ დაეტირა და დაემარხა. 30 თავის სამარხში დამარხა გვამი და დასტიროდნენ:+ „ეს რა დაგემართა, ძმაო!“ 31 დამარხა და თავის ვაჟებს უთხრა: „როცა მოვკვდები, იმ სამარხში დამმარხეთ, სადაც ჭეშმარიტი ღვთის კაცია დამარხული. მისი ძვლების გვერდით იყოს ჩემი ძვლებიც;+ 32 შესრულდება,+ რაც მან იეჰოვას სიტყვისამებრ თქვა ბეთელის სამსხვერპლოსა+ და სამარიის ქალაქების+ ყველა მაღლობის+ სახლის საუბედუროდ“.
33 არც ამის შემდეგ მიატოვა თავისი ბოროტი გზა იერობოამმა; კვლავ ჩვეულებრივ ხალხს ნიშნავდა მაღლობების მღვდლებად.+ ვისაც უნდოდა, იმას უვსებდა ხელს ძალაუფლებით,+ და ამბობდა, ეს გახდეს მაღლობების მღვდელიო. 34 ამის გამო ცოდვა დაედო იერობოამის+ სახლს, რათა ამოწყვეტილიყო და მომსპარიყო მიწის პირიდან.+
14 იმ დროს ავად გახდა+ იერობოამის ვაჟი აბია. 2 უთხრა იერობოამმა ცოლს: „ადექი, გადაიცვი,+ რათა ვერ გიცნონ, იერობოამის ცოლი რომ ხარ, და წადი შილოში. იქ არის ახია+ წინასწარმეტყველი; მან მიწინასწარმეტყველა ამ ხალხზე გამეფება.+ 3 თან წაიღე ათი პური,+ კვერები, ერთი ქილა+ თაფლი და მიდი მასთან.+ ის გეტყვის, რა დაემართება ყმაწვილს“.+
4 ასეც მოიქცა იერობოამის ცოლი. ადგა, წავიდა შილოში+ და მივიდა ახიას სახლში. ვეღარ ხედავდა ახია, სიბერისგან თვალისჩინი წართმეოდა.+
5 უთხრა იეჰოვამ ახიას: „იერობოამის ცოლი მოდის შენთან, თავისი ავადმყოფი ვაჟის ამბავი რომ შეიტყოს შენგან; ასე და ასე უთხარი. როცა მოვა, სხვად მოგაჩვენებს თავს“.+
6 როცა გაიგო ახიამ კარს მომდგარი ქალის ფეხის ხმა, უთხრა: «შემოდი, იერობოამის ცოლო!+ სხვად რატომ მაჩვენებ თავს? მძიმე ამბავი უნდა გამცნო. 7 წადი და უთხარი იერობოამს, ასე ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მე აგამაღლე შენი ხალხიდან, რომ ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი,+ 8 მე გამოვგლიჯე+ სამეფო დავითის სახლს და შენ მოგეცი, შენ კი არ იქცეოდი ჩემი მსახური დავითივით, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და მთელი გულით მომყვებოდა, იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო ჩემს თვალში;+ 9 შენ ყველა შენს წინამორბედზე უარესად მოიქეცი, წახვედი და სხვა ღმერთი+ და გამოსახულებები+ გაიჩინე, რომ შეურაცხყოფა+ მოგეყენებინა ჩემთვის, და ზურგს უკან მომისროლე;+ 10 ამიტომ, უბედურებას დავატეხ იერობოამის სახლს, ამოვუწყვეტ იერობოამს ყველა კედელთან მშარდავს,+ უმწეოსა და მდაბიოს ისრაელში;+ პირწმინდად გავხვეტ იერობოამის+ სახლს ნეხვივით.+ 11 ვინც ქალაქში მოუკვდება იერობოამს, ძაღლები შეჭამენ,+ და ვინც მინდორში მოუკვდება, ცის ფრინველები შეჭამენ,+ რადგან თვითონ იეჰოვამ თქვა ასე“.
12 ახლა ადექი და წადი სახლში, როგორც კი ქალაქში შეადგამ ფეხს, მოკვდება ბავშვი. 13 მთელი ისრაელი იგლოვებს+ და დამარხავს, რადგან მხოლოდ ის დაიმარხება იერობოამის სახლიდან; იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, იერობოამის მთელი სახლიდან მხოლოდ მასში დაინახა რაღაც კარგი.+ 14 იეჰოვა დაადგენს ისრაელზე თავის მეფეს,+ რომელიც დათქმულ დღეს მოსპობს იერობოამის სახლს; და ეს რომ ახლავე გააკეთოს?!+ 15 დასცემს იეჰოვა ისრაელს და წყალში მოქანავე ლერწამს დაამსგავსებს;+ მოსპობს+ ისრაელს ამ მადლიანი მიწიდან,+ მათ მამა-პაპას რომ მისცა, და მდინარის+ გაღმა გაფანტავს,+ რადგან წმინდა ბოძები+ გაიკეთეს და შეურაცხყვეს+ იეჰოვა. 16 მიატოვებს იგი ისრაელს+ იერობოამის ცოდვების გამო, თვითონაც რომ სცოდავდა და ისრაელიც რომ გახვია ცოდვაში».+
17 ადგა იერობოამის ცოლი და წავიდა თირცაში.+ მიადგა სახლის ზღურბლს და მოკვდა ყმაწვილი. 18 დამარხეს იგი; დასტიროდა მას მთელი ისრაელი, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი თავისი მსახურის, ახია წინასწარმეტყველის პირით.
19 იერობოამის დანარჩენი საქმეები, როგორ იბრძოდა+ და როგორ მეფობდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 20 ოცდაორ წელიწადს იმეფა იერობოამმა, რის შემდეგაც თავისი მამა-პაპის გვერდით განისვენა.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ნადაბი+ გამეფდა.
21 სოლომონის ვაჟი რობოამი+ კი იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლისა გამეფდა რობოამი და ჩვიდმეტ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში,+ რომელიც ისრაელის ტომებიდან ამოარჩია+ იეჰოვამ თავისი სახელის დასავანებლად.+ დედამისი ამონელი ნაამა+ იყო. 22 ბოროტებას სჩადიოდა იუდა იეჰოვას თვალში+ და ჩადენილი ცოდვებით+ თავის მამა-პაპაზე მეტად აღუძრავდა+ მას მოშურნეობას. 23 ყოველ მაღალ გორაზე+ და ყოველი ფოთოლხშირი ხის ქვეშ+ იშენებდნენ მაღლობებს,+ წმინდა სვეტებსა+ და წმინდა ბოძებს.+ 24 ტაძრის მეძავი კაცებიც კი იყვნენ იმ მიწაზე.+ ისინი ისეთ სისაძაგლეს სჩადიოდნენ, როგორსაც ის ერები, რომლებიც იეჰოვამ განდევნა ისრაელის ძეთაგან.+
25 მეფე რობოამის მეფობის მეხუთე წელს ეგვიპტის მეფე შიშაკი+ იერუსალიმის წინააღმდეგ გამოვიდა. 26 წაიღო იეჰოვას სახლისა და მეფის სასახლის საგანძური;+ ყველაფერი წაიღო,+ მათ შორის სოლომონის მიერ გაკეთებული ოქროს ფარებიც.+ 27 მათ სანაცვლოდ მეფე რობოამმა სპილენძის ფარები გააკეთა და ჩააბარა მალემსრბოლთა+ ზედამხედველებს, მეფის სასახლის შესასვლელის დარაჯებს.+ 28 ყოველთვის, როცა მეფე იეჰოვას სახლში მიდიოდა, გამოჰქონდათ ისინი მალემსრბოლებს, შემდეგ კი ისევ მალემსრბოლთა სადარაჯო ოთახში აბრუნებდნენ.+
29 რობოამის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 30 გაუთავებელი ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.+ 31 განისვენა რობოამმა თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში.+ დედამისი ამონელი+ ქალი იყო, სახელად ნაამა. მის შემდეგ მისი ვაჟი აბიამი+ გამეფდა.
15 ნებატის ძის,+ იერობოამის+ მეფობის მეთვრამეტე წელს იუდაში აბიამი გამეფდა.+ 2 მან სამ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი აბიშალომის+ შვილიშვილი იყო, სახელად მააქა.+ 3 ისიც ისეთივე ცოდვებს სჩადიოდა, როგორსაც მამამისი. თავისი წინაპარი დავითისგან განსხვავებით+ მთელი გულით არ ყოფილა+ ის იეჰოვასთან, თავის ღმერთთან. 4 დავითის გამო+ მისცა მას იეჰოვამ, თავისმა ღმერთმა, ლამპარი+ იერუსალიმში, ვაჟი დაუსვა მემკვიდრედ და შეუნარჩუნა იერუსალიმი,+ 5 რადგან სწორს აკეთებდა დავითი იეჰოვას თვალში, მთელი თავისი სიცოცხლე არ გადაუხვევია არც ერთი მისი ბრძანებისთვის,+ გარდა ხეთელი ურიას შემთხვევისა.+ 6 გაუთავებელი ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.+
7 აბიამის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. აბიამსა და იერობოამს შორისაც იყო ომი.+ 8 განისვენა აბიამმა თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს ის დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ასა+ გამეფდა.
9 ისრაელის მეფე იერობოამის მეფობის მეოცე წელს ასა გამეფდა იუდაზე. 10 ორმოცდაერთ წელიწადს იმეფა მან იერუსალიმში. ბებიამისი მააქა+ აბიშალომის+ შვილიშვილი იყო. 11 სწორად იქცეოდა ასა იეჰოვას თვალში თავისი წინაპარი დავითის მსგავსად.+ 12 გაყარა იმ მიწიდან+ ტაძრის მეძავი კაცები და მოიშორა თავისი მამა-პაპის გაკეთებული+ ნეხვიანი კერპები.+ 13 მეფე ასამ ბებიამისს, მააქას,+ დედოფლობა ჩამოართვა,+ რადგან საზიზღარი კერპი ჰქონდა გაკეთებული წმინდა ბოძისთვის. დაამტვრია ასამ მისი საზიზღარი კერპი+ და კედრონის+ ხევში დაწვა,+ 14 ოღონდ მაღლობები+ არ გაუუქმებია,+ თუმცა ასა მთელი გულით იყო იეჰოვასთან მთელი სიცოცხლე.+ 15 მან იეჰოვას სახლში მიიტანა მამამისისა და თავის მიერ განწმენდილი ოქრო-ვერცხლი და სხვა ნივთები.+
16 გაუთავებელი ომი იყო ასასა და ისრაელის მეფე ბააშას+ შორის. 17 გამოვიდა ისრაელის მეფე ბააშა იუდას წინააღმდეგ და მშენებლობა დაიწყო რამაში,+ რათა ვერც ვერავინ გამოსულიყო იუდას მეფე ასასგან და ვერც შესულიყო მასთან.+ 18 გამოიტანა ასამ იეჰოვას სახლის საგანძურში და მეფის სასახლის საგანძურში დარჩენილი ოქრო-ვერცხლი და თავის მსახურებს მისცა; გაგზავნა მეფე ასამ ისინი ბენ-ჰადადთან,+ დამასკოში მცხოვრები+ სირიის მეფე+ ხეზიონის ვაჟის ტაბრიმონის ვაჟთან და შეუთვალა: 19 „შეთანხმება გვაქვს მე და შენ, მამაჩემსა და მამაშენს. აი საჩუქრად+ გიგზავნი ოქრო-ვერცხლს; მოდი, დაარღვიე ისრაელის მეფე ბააშასთან დადებული შეთანხმება, რომ ჩამომშორდეს“.+ 20 ბენ-ჰადადმაც მოუსმინა მეფე ასას, გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ და აიღო იონი,+ დანი,+ აბელ-ბეთ-მააქა+ და მთელი ქინერეთი ნაფთალის+ მიწამდე. 21 როგორც კი შეიტყო ეს ბააშამ, მაშინვე შეწყვიტა მშენებლობა რამაში+ და თირცაში+ დარჩა. 22 მეფე ასამ კი უკლებლივ შეკრიბა მთელი იუდა;+ გამოიტანეს მათ რამის ქვები და მორები, რითაც ბააშა აშენებდა, და ამ მასალით მეფე ასამ დაიწყო მშენებლობა ბენიამინის გებასა+ და მიცფაში.+
23 ასას დანარჩენ საქმეებზე, მის ძლიერებაზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, და მის აშენებულ ქალაქებზე იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. მოხუცდა+ იგი და ფეხები დაუავადდა.+ 24 ბოლოს განისვენა ასამ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და თავის მამა-პაპასთან დამარხეს თავისი წინაპრის, დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოშაფატი+ გამეფდა.
25 იუდას მეფე ასას მეფობის მეორე წელს ისრაელზე იერობოამის ვაჟი ნადაბი+ გამეფდა და ორ წელიწადს იმეფა ისრაელზე. 26 ბოროტებას სჩადიოდა+ იგი იეჰოვას თვალში, მიჰყვებოდა მამამისის გზას+ და მის ცოდვას, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 27 აუჯანყდა მას ისაქარის სახლიდან ბააშა,+ ახიას ვაჟი, და მოკლა იგი ბააშამ ფილისტიმელთა გიბეთონთან,+ როცა ალყაში ჰყავდათ მოქცეული გიბეთონი ნადაბსა და მთელ ისრაელს. 28 მოკლა ის ბააშამ იუდას მეფე ასას მეფობის მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.+ 29 გამეფებისთანავე ამოწყვიტა იერობოამის მთელი სახლი. ცოცხალი არავინ დაუტოვა იერობოამს, სანამ ყველა არ გაანადგურა იეჰოვას სიტყვისამებრ,+ რომელიც მას თავისი მსახურის, შილოელი ახიას პირით ჰქონდა ნათქვამი, 30 რადგან სცოდავდა იერობოამი+ და ცოდვაში გახვია ისრაელი, შეურაცხყოფდა იგი იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+ 31 ნადაბის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 32 გაუთავებელი ომი იყო ასასა და ისრაელის მეფე ბააშას შორის.+
33 იუდას მეფე ასას მეფობის მესამე წელს ახიას ვაჟი ბააშა გამეფდა თირცაში მთელ ისრაელზე და ოცდაოთხ წელიწადს იმეფა.+ 34 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში,+ მიჰყვებოდა იერობოამის გზას+ და მის ცოდვას, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+
16 გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა ხანანის+ ვაჟს, იეჰუს,+ ბააშას წინააღმდეგ: 2 „მე აგამაღლე მიწის მტვრიდან,+ რომ ისრაელის, ჩემი ხალხის წინამძღოლი ყოფილიყავი,+ მაგრამ შენ იერობოამის გზას დაადექი,+ ცოდვაში გახვიე ჩემი ხალხი ისრაელი და მათი ცოდვებით შეურაცხმყავი.+ 3 ამიტომ პირწმინდად აღვგვი ბააშასა და მის სახლს, და ნებატის ძის, იერობოამის სახლს დავამსგავსებ.+ 4 ვინც ქალაქში მოუკვდება ბააშას, ძაღლები შეჭამენ, და ვინც მინდორში მოუკვდება, ცის ფრინველები შეჭამენ“.+
5 ბააშას დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, და მის ძლევამოსილებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 6 განისვენა ბააშამ თავისი მამა-პაპის გვერდით და თირცაში+ დამარხეს. მის შემდეგ მისი ვაჟი ელაჰი გამეფდა. 7 ხანანის ვაჟის, იეჰუ წინასწარმეტყველის პირით იეჰოვამ ბააშასა და მისი სახლის წინააღმდეგ გამოაცხადა თავისი სიტყვა,+ რომ მისი სახლი იერობოამის სახლს დაემსგავსებოდა, რადგან ბოროტებას სჩადიოდა იგი იეჰოვას თვალში+ და თავისი ხელის ნამოქმედარით შეურაცხყოფდა მას,+ და რადგან მოკლა იგი*.+
8 იუდას მეფე ასას მეფობის ოცდამეექვსე წელს, ბააშას ვაჟი ელაჰი გამეფდა ისრაელზე თირცაში და ორ წელიწადს იმეფა. 9 შეთქმულება მოუწყო მას თავისმა მსახურმა ზიმრიმ,+ ეტლთა ერთი ნახევრის მეთაურმა, როცა ის თირცაში იყო და სასახლის გამგებლის,+ არცას სახლში დათვრა.+ 10 მივიდა ზიმრი, დაჰკრა+ მას და მოკლა იგი იუდას მეფე ასას მეფობის ოცდამეშვიდე წელს, მის ნაცვლად კი თვითონ გამეფდა. 11 მეფობა რომ დაიწყო და ტახტზე ავიდა, ბააშას სახლს დაესხა თავს. მისიანი არავინ დაუტოვებია ცოცხალი, არც კედელთან მშარდავი,+ არც სისხლის ამღები+ და არც მეგობარი. 12 გაანადგურა ზიმრიმ ბააშას მთელი სახლი+ იეჰოვას სიტყვისამებრ,+ რომელიც წინასწარმეტყველ იეჰუს პირით ჰქონდა ნათქვამი ბააშას წინააღმდეგ,+ 13 ბააშასა და ელაჰის,+ მისი ვაჟის ცოდვების გამო, თვითონაც რომ სცოდავდნენ და ისრაელსაც რომ ხვევდნენ ცოდვაში, და უსარგებლო კერპებით+ შეურაცხყოფდნენ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს. 14 ელაჰის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
15 იუდას მეფე ასას მეფობის ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ზიმრი თირცაში და მისი მეფობის მეშვიდე დღეს+ ხალხი ფილისტიმელთა გიბეთონთან+ დაბანაკდა. 16 დაბანაკებულებმა თქვეს, ზიმრიმ შეთქმულება მოაწყო და მეფე მოკლაო. იმ დღეს მთელმა ისრაელმა მხედართმთავარი ომრი+ გაამეფა ბანაკში. 17 წავიდნენ ომრი და მთელი ისრაელი გიბეთონიდან და ალყა შემოარტყეს+ თირცას. 18 როგორც კი დაინახა ზიმრიმ, რომ დაპყრობილი იყო ქალაქი, შევიდა მეფის სასახლის კოშკში, თავზე გადაიბუგა მეფის სასახლე და მოკვდა+ 19 ჩადენილი ცოდვებისა და იეჰოვას თვალში ჩადენილი ბოროტების გამო,+ რადგან იერობოამის გზას და მის ცოდვას მიჰყვებოდა, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 20 ზიმრის დანარჩენ საქმეებსა და მის შეთქმულებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
21 მაშინ ორად გაიყო ისრაელი.+ ერთი ნაწილი გინათის ვაჟის, თიბნის გამეფებას უჭერდა მხარს, მეორე ნაწილი კი — ომრის. 22 ბოლოს ომრის მომხრეებმა სძლიეს გინათის ვაჟის, თიბნის მომხრეებს; მოკლეს თიბნი და გამეფდა ომრი.
23 იუდას მეფე ასას მეფობის ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ომრი ისრაელზე და თორმეტ წელიწადს იმეფა. თირცაში მან ექვს წელიწადს იმეფა. 24 ორ ტალანტ ვერცხლად იყიდა მან სამარიის* მთა შემერისგან, ააშენა ქალაქი მთის პატრონის, შემერის სახელზე და სამარია+ უწოდა. 25 ბოროტებას სჩადიოდა ომრი იეჰოვას თვალში და თავის წინამორბედებზე უარესად იქცეოდა.+ 26 მიჰყვებოდა იერობოამის, ნებატის+ ვაჟის გზასა და მის ცოდვას, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი, და მათი უსარგებლო კერპებით შეურაცხყოფდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+ 27 ომრის დანარჩენ საქმეებზე, რაც მან გააკეთა, და მის ძლევამოსილებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 28 ბოლოს განისვენა ომრიმ თავისი მამა-პაპის გვერდით და სამარიაში დამარხეს. მის შემდეგ მისი ვაჟი ახაბი+ გამეფდა.
29 იუდას მეფე ასას მეფობის ოცდამეთვრამეტე წელს ომრის ვაჟი ახაბი გამეფდა ისრაელზე. იგი ოცდაორ წელიწადს განაგებდა ისრაელს სამარიიდან+. 30 ყველა თავის წინამორბედზე უარესად იქცეოდა ახაბი იეჰოვას თვალში.+ 31 არ იკმარა+ მან ნებატის ვაჟის, იერობოამის ცოდვილი გზით სიარული,+ და ცოლად+ სიდონელთა+ მეფის, ეთბაალის ასული იზებელი+ მოიყვანა; წავიდა, ბაალს+ ემსახურებოდა და მას სცემდა თაყვანს. 32 სამსხვერპლოც კი აუგო ბაალს ბაალის სახლში,+ რომელიც სამარიაში ააშენა. 33 წმინდა ბოძებიც+ გააკეთა ახაბმა და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე მეტად შეურაცხყოფდა+ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.
34 იმ დროს ბეთელელმა ხიელმა იერიხონი ააშენა; თავის პირმშოზე, აბირამზე დააფუძნა საძირკველი და თავის უმცროსზე, სეგუბზე აღმართა კარიბჭე, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი იესო ნავეს ძის პირით.+
17 გალაადში+ მცხოვრებმა თიშბელმა ელიამ+ ახაბს უთხრა: „ცოცხალია იეჰოვა,+ ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ,+ არ იქნება ამ წლებში არც ნამი და არც წვიმა,+ სანამ მე არ ვიტყვი“.+
2 გამოეცხადა მას იეჰოვას სიტყვა:+ 3 „წადი აღმოსავლეთისკენ და ქერითის ხევში დაიმალე,+ იორდანის აღმოსავლეთით; 4 ხევიდან სვი წყალი+ და მე ყორნებს+ ვუბრძანებ, რომ გამოგკვებონ“.+ 5 ისიც წავიდა და იეჰოვას სიტყვისამებრ მოიქცა;+ წავიდა და ქერითის ხევში ცხოვრობდა, იორდანის აღმოსავლეთით. 6 მოჰქონდათ ყორნებს მისთვის პური და ხორცი დილას და საღამოს, წყალს კი ხევიდან სვამდა.+ 7 გავიდა დრო და დაშრა ხევი,+ რადგან არ მოსულა წვიმა ქვეყნად.
8 გამოეცხადა მას იეჰოვას სიტყვა:+ 9 „ადექი, სიდონის სარეფთაში+ წადი და იქ იცხოვრე. იქ ერთ ქვრივ ქალს ვუბრძანებ, რომ გამოგკვებოს“. 10 ისიც ადგა და სარეფთაში წავიდა. ქალაქის შესასვლელს რომ მიადგა, დაინახა ერთი ქვრივი ქალი, რომელიც შეშას აგროვებდა. დაუძახა იმ ქალს და სთხოვა: „ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო“.+ 11 როცა ქალი მოსატანად წავიდა, მან კვლავ დაუძახა მას და სთხოვა: „იქნებ ცოტა პურიც+ წამომიღო“. 12 მან მიუგო: „ცოცხალია იეჰოვა, შენი ღმერთი,+ ერთი კვერიც+ კი არა მაქვს, ერთი მუჭა+ ფქვილი მაქვს დიდ ქილაში და ცოტა ზეთი+ პატარა ქილაში. შეშას ვაგროვებ, რომ წავიდე, მოვამზადებ რამეს ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, იმასღა შევჭამთ და დავიხოცებით“.+
13 ელიამ უთხრა მას: «ნუ გეშინია,+ წადი და შენი სიტყვისამებრ მოიქეცი, ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა კვერი,+ მომიტანე და მერე მოამზადე რამე შენთვის და შენი შვილისთვის. 14 ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „დიდ ქილაში ფქვილი არ გამოილევა და პატარა ქილაში ზეთი არ დაიკლებს იმ დღემდე, სანამ არ აწვიმებს იეჰოვა მიწის პირს“».+ 15 წავიდა იგი და ელიას სიტყვისამებრ მოიქცა. ჭამდა რამდენიმე ხანს ქალი, მისი სახლეულობა და ელია.+ 16 დიდ ქილაში ფქვილი არ ილეოდა და პატარა ქილაში ზეთი არ იკლებდა,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი ელიას პირით.
17 ამის შემდეგ ავად გახდა იმ ქალის, დიასახლისის ვაჟი. მძიმე სენი შეეყარა; სუნთქვაც კი შეწყვიტა.+ 18 ქალმა ელიას უთხრა: „რა გინდა ჩემგან,+ ჭეშმარიტი ღვთის კაცო? იმიტომ მოხვედი, რომ დანაშაული გამიხსენო+ და შვილი მომიკლა?“ 19 მან მიუგო: „მომეცი შენი შვილი“. გამოართვა დედას ბავშვი ხელიდან, ზემოთა ოთახში+ აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა და თავის ტახტზე დააწვინა.+ 20 მოუხმო იეჰოვას და უთხრა: „იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+ ნუთუ უბედურებას დაატეხ ამ ქვრივსაც, ვისთანაც შეხიზნული ვარ, და შვილს მოუკლავ?“ 21 სამჯერ გადაემხო ბავშვს,+ მოუხმო იეჰოვას და შესთხოვა: „იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ჩაუბრუნე ბავშვს სული!“+ 22 ისმინა იეჰოვამ ელიას ხმა,+ დაუბრუნდა ბავშვს სული და გაცოცხლდა იგი.+ 23 აიყვანა ელიამ ბავშვი, ზემოთა ოთახიდან დაბლა ჩაიყვანა, დედამისს მიუყვანა და უთხრა: „აი, ცოცხალია შენი შვილი!“+ 24 ქალმა ელიას უთხრა: „ახლა კი ვიცი, რომ ჭეშმარიტი ღვთის კაცი+ ხარ და ჭეშმარიტია იეჰოვას სიტყვა, რომელიც შენს ბაგეზეა“.+
18 გავიდა ხანი+ და მესამე წელს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა ელიას: „წადი, ეჩვენე ახაბს, რადგან უნდა ვაწვიმო მიწას“.+ 2 ელიაც წავიდა, რომ სჩვენებოდა ახაბს; მაშინ დიდი შიმშილობა+ იყო სამარიაში.
3 მოუხმო ახაბმა ობადიას, სასახლის გამგებელს+ (ობადია იეჰოვას მოშიში+ კაცი იყო. 4 როცა იზებელმა+ იეჰოვას წინასწარმეტყველები ამოწყვიტა,+ ობადიამ ასი წინასწარმეტყველი ორმოცდაათ-ორმოცდაათად გადამალა გამოქვაბულში და პურითა და წყლით ამარაგებდა).+ 5 ახაბმა ობადიას უთხრა: „მოიარე მთელი ქვეყანა, წყაროები და ხევები, იქნებ ნახო სადმე ბალახი,+ რომ გადამირჩეს ცხენები და ჯორები და აღარ ამომიწყდეს პირუტყვი“.+ 6 გაინაწილეს მიწა, ვინ საით წასულიყო. ახაბი ერთი გზით წავიდა, ობადია — მეორეთი.+
7 გზაში ობადიას ელია შეხვდა.+ მან მაშინვე იცნო, პირქვე დაემხო+ და უთხრა: „ელია, შენა ხარ, ჩემო ბატონო?“+ 8 მან მიუგო: „მე ვარ. წადი, უთხარი შენს ბატონს,+ აქ არის-თქო ელია“. 9 მან უთხრა: „ისეთი რა შევცოდე,+ რომ შენს მსახურს ახაბის ხელში აგდებ მოსაკლავად? 10 ცოცხალია იეჰოვა, შენი ღმერთი,+ არ დარჩენილა არც ხალხი და არც სამეფო, სადაც შენ საძებნელად არ გაეგზავნოს ჩემს ბატონს ხალხი. როცა იტყოდნენ, აქ არ არისო, სამეფოსა და ხალხს აფიცებდა, რომ მართლა ვერ გიპოვეს.+ 11 შენ კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, ელია აქ არისო! 12 შენგან წავალ და არ მეცოდინება, სად წაგიყვანს იეჰოვას სული.+ მივალ, ვეტყვი ახაბს, ის კი ვერ გიპოვის და მომკლავს.+ ბავშვობიდან იეჰოვას მოშიშია შენი მსახური.+ 13 განა არ უთქვამთ ჩემი ბატონისთვის, რა გავაკეთე, როცა იზებელმა იეჰოვას წინასწარმეტყველები დახოცა, როგორ გადავმალე იეჰოვას წინასწარმეტყველები გამოქვაბულში,+ ასი კაცი ორმოცდაათ-ორმოცდაათად, და როგორ ვამარაგებდი პურითა და წყლით?+ 14 შენ კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, ელია აქ არისო. მომკლავს!“+ 15 ელიამ მიუგო: „ცოცხალია+ ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა,+ რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ დღეს ვეჩვენები მას“.
16 წავიდა ობადია და მოახსენა ახაბს ეს ამბავი; ახაბიც წავიდა ელიასთან შესახვედრად.
17 როგორც კი დაინახა ახაბმა ელია, უთხრა: „ეს შენა ხარ, ისრაელის დამაქცეველო?“+
18 მან მიუგო: „მე კი არ დავაქციე+ ისრაელი, შენ და მამაშენმა დააქციეთ,+ რადგან მიატოვეთ იეჰოვას მცნებები+ და ბაალებს გაჰყევით.+ 19 გაგზავნე ხალხი და ქარმელის+ მთასთან შემიკრიბე მთელი ისრაელი, ბაალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველი+ და ოთხასიც — წმინდა ბოძის+ წინასწარმეტყველი, რომლებიც იზებელის+ სუფრიდან ჭამენ“. 20 დაგზავნა ახაბმა ხალხი ისრაელის ძეებში და ქარმელის მთასთან შეკრიბა წინასწარმეტყველები.+
21 მივიდა ელია ხალხთან და მიმართა: „როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?+ თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით,+ და თუ ბაალია, მას გაჰყევით“. ხალხს სიტყვა არ დაუძრავს. 22 მიმართა ხალხს ელიამ: „მარტო მე დავრჩი იეჰოვას წინასწარმეტყველი,+ ბაალის წინასწარმეტყველები კი ოთხას ორმოცდაათნი არიან. 23 მოგვცენ ორი მოზვერი. ერთი მათ ამოირჩიონ, დაჭრან, დააწყონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ; მეორე მოზვერს კი მე გავამზადებ, დავაწყობ შეშაზე და ცეცხლს არ შევუნთებ. 24 მოუხმეთ თქვენს ღმერთს+ და მეც ვახსენებ იეჰოვას სახელს; ის იქნება ჭეშმარიტი ღმერთი,+ რომელიც ცეცხლით+ უპასუხებს“. ხალხმა მიუგო: „კარგი“.
25 ელიამ ბაალის წინასწარმეტყველებს უთხრა: „ამოირჩიეთ ერთი მოზვერი და პირველად თქვენ დაკალით, რადგან ბევრნი ხართ; ახსენეთ თქვენი ღვთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ“. 26 მისცა მათ ის მოზვერი, რომელიც ამოირჩიეს, მოამზადეს და დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს: „ბაალ, გვიპასუხე!“ მაგრამ არც ხმა ისმოდა+ და არც პასუხი;+ დახტოდნენ ისინი თავიანთი გაკეთებული სამსხვერპლოს ირგვლივ. 27 შუადღისას ელიამ დაცინვა+ დაუწყო: „მთელი ხმით დაუძახეთ, რადგან ღმერთია იგი;+ იქნებ საქმე აქვს, იქნებ კუჭში გასვლა+ მოუნდა და საპირფარეშოში+ მიდის; იქნებ ჩაეძინა და გასაღვიძებელია!“+ 28 ისინიც მთელი ხმით ეძახდნენ და, ჩვეულებისამებრ, სისხლის დენამდე ისერავდნენ+ სხეულს ხანჯლებითა და შუბებით. 29 შუადღემ გადაიარა, ისინი კი წინასწარმეტყველებდნენ*+ მარცვლეული შესაწირავის შეწირვამდე, მაგრამ არც ხმა იყო, არც პასუხი და არც არანაირი გამოხმაურება.+
30 ბოლოს ელიამ ხალხს უთხრა: „ახლოს მოდით!“ მთელი ხალხი მასთან მივიდა. მან იეჰოვას სამსხვერპლოს აღდგენა დაიწყო, რომელიც დანგრეული იყო.+ 31 აიღო ელიამ თორმეტი ქვა, იაკობის ძეთა ტომების რიცხვის მიხედვით. ძველად იაკობს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა,+ ისრაელი იქნებაო შენი სახელი.+ 32 ქვებით სამსხვერპლო+ ააშენა იეჰოვას სახელზე+ და იმხელა თხრილი შემოავლო, რომ ორი სეა მარცვალი დაითესებოდა. 33 დაალაგა შეშა,+ დაჭრა მოზვერი, შეშაზე დააწყო და თქვა: „აავსეთ წყლით ოთხი დიდი ქილა და დაასხით დასაწვავ შესაწირავსა და შეშას“. 34 თქვა: „კიდევ ერთხელ!“ ასეც მოიქცნენ. კიდევ თქვა: „მესამედაც გააკეთეთ!“ მესამედაც ასე მოიქცნენ. 35 იღვრებოდა წყალი სამსხვერპლოს ირგვლივ; მან თხრილიც წყლით აავსო.
36 იმ დროს,+ როცა მარცვლეული შესაწირავი აღევლინებოდა, წინასწარმეტყველი ელია მივიდა სამსხვერპლოსთან და თქვა: „იეჰოვა, აბრაამის,+ ისაკისა+ და ისრაელის ღმერთო,+ გაიგონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში,+ მე შენი მსახური ვარ და ყველაფერი შენი სიტყვისამებრ+ გავაკეთე. 37 მიპასუხე, იეჰოვა, მიპასუხე, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა,+ და მოაქციე მათი გული“.+
38 ჩამოვარდა იეჰოვას ცეცხლი+ და შთანთქა დასაწვავი+ შესაწირავი, შეშა, ქვები, მტვერი და თხრილიდან წყალი ამოაშრო.+ 39 დაინახა ეს ხალხმა, პირქვე დაემხვნენ+ და თქვეს: „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“ 40 უთხრა მათ ელიამ: „შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველები! არც ერთი არ გაუშვათ!“ მათაც მაშინვე შეიპყრეს. ჩაიყვანა ელიამ ისინი კიშონის ხევში+ და იქ დახოცა.+
41 უთხრა ელიამ ახაბს: „წადი, ჭამე და დალიე,+ რადგან წვიმის ხმაური ისმის“.+ 42 წავიდა ახაბი, ჭამა და დალია. ელია კი ქარმელის მთის წვერზე ავიდა, მიწაზე დაჯდა+ და თავი მუხლებში ჩარგო.+ 43 შემდეგ თავის მსახურს უთხრა: „წადი, ზღვისკენ გაიხედე“. ისიც წავიდა, გაიხედა და თქვა: „არაფერი მოჩანს“. მან შვიდჯერ უთხრა: „კიდევ წადი“.+ 44 მეშვიდეჯერ რომ მივიდა, უთხრა: „ზღვიდან ამომავალი პატარა ღრუბელი ჩანს, ხელისგულისოდენა“.+ მან უთხრა: „წადი და ახაბს უთხარი, მოამზადე ეტლი და წადი,+ რომ წვიმამ არ მოგისწროს-თქო!“ 45 ამასობაში ცა მოიქუფრა, ქარი ამოვარდა+ და კოკისპირულმა წვიმამ დასცხო.+ ახაბი იზრეელში+ მიდიოდა. 46 იეჰოვას ხელი იყო ელიასთან;+ მან კალთები აიკეცა,+ გაიქცა და ახაბზე ადრე ჩავიდა იზრეელში.+
19 უამბო ახაბმა+ იზებელს+ ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, როგორ ამოხოცა ყველა წინასწარმეტყველი მახვილით.+ 2 იზებელმა მაცნე გაუგზავნა ელიას და შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა+ და უარესიც,+ თუ ხვალ ამ დროს შენი სული მათ სულებს არ დავამსგავსო!“ 3 შეეშინდა ელიას და სულის გადასარჩენად+ ბეერ-შებაში+ გაიქცა, იუდაში,+ და იქ დატოვა თავისი მსახური. 4 თვითონ უდაბნოში წავიდა ერთი დღის სავალზე და ბოლოს ბუჩქის ძირას ჩამოჯდა.+ სიკვდილი* ითხოვა: „აღარ შემიძლია! წაიღე ჩემი სული,+ იეჰოვა, რადგან არაფრით ვარ ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი“.
5 წამოწვა ბუჩქის ძირას და ჩაეძინა.+ აი, ანგელოზი+ შეეხო+ მას და უთხრა: „ადექი, ჭამე!“ 6 გაიხედა და რას ხედავს?! თავთან კვერი+ უდევს გავარვარებულ ქვებზე და დოქით წყალი. ჭამა, დალია და ისევ დაწვა. 7 მეორედაც მოვიდა იეჰოვას ანგელოზი,+ შეეხო და უთხრა: „ადექი, ჭამე, შორი გზა გაქვს გასავლელი“.+ 8 ისიც ადგა, ჭამა და დალია. საჭმლით მოძლიერებულმა ორმოცი დღე+ და ორმოცი ღამე იარა ჭეშმარიტი ღვთის მთამდე, ხორებამდე.+
9 შევიდა გამოქვაბულში+ და იქ გაათია ღამე. გამოეცხადა მას იეჰოვას სიტყვა: „აქ რა გინდა, ელია?“+ 10 მან მიუგო: „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნე+ ვიყავი; მიატოვეს შენი შეთანხმება+ ისრაელის ძეებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები+ და მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველები;+ მარტო მე დავრჩი+ და ჩემი სულის წართმევაც უნდათ“.+ 11 მან უთხრა: „გადი და დადექი მთაზე იეჰოვას წინაშე“.+ აი, ჩაიარა იეჰოვამ+ და დიდი და ძლიერი ქარი ამოვარდა, მთებს გლეჯდა და გამოქვაბულებს ანგრევდა იეჰოვას წინაშე+ (ქარში არ იყო იეჰოვა); ქარს მიწისძვრა+ მოჰყვა (არც მიწისძვრაში იყო იეჰოვა); 12 მიწისძვრას ცეცხლი+ მოჰყვა (არც ცეცხლში იყო იეჰოვა); ცეცხლს კი მშვიდი და ჩუმი ხმა+ მოჰყვა. 13 როგორც კი ელიამ ეს ხმა გაიგონა, სახეზე მოსასხამი აიფარა,+ გარეთ გავიდა და გამოქვაბულის შესასვლელში დადგა. ეკითხებოდა ეს ხმა: „აქ რა გინდა, ელია?“+ 14 მან მიუგო: „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნე ვიყავი; მიატოვეს შენი შეთანხმება+ ისრაელის ძეებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები და მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველები; მარტო მე დავრჩი და ჩემი სულის წართმევაც უნდათ“.+
15 იეჰოვამ მიუგო: „წადი, დაბრუნდი დამასკოს+ უდაბნოში. მიდი და სირიის მეფედ ხაზაელი+ სცხე;+ 16 ისრაელის მეფედ — ნიმშის+ შვილიშვილი იეჰუ,+ შაფატის ვაჟი ელისე+ კი აბელ-მეჰოლადან+ შენ მაგივრად სცხე წინასწარმეტყველად.+ 17 ვინც ხაზაელის მახვილს+ გადაურჩება, იეჰუ მოკლავს,+ და ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება, ელისე მოკლავს.+ 18 მე კიდევ შვიდი ათასი კაცი მყავს ისრაელში,+ ვისაც მუხლი არ მოუდრეკია ბაალის წინაშე+ და არ უკოცნია+ მისთვის“.
19 წავიდა იქიდან და მოძებნა შაფატის ვაჟი ელისე, რომელიც მიწას ხნავდა.+ თორმეტი უღელი ეყენა წინ, თვითონ მეთორმეტესთან იყო. მივიდა მასთან ელია და თავისი მოსასხამი+ გადაუგდო. 20 მიატოვა მან ხარები, გაჰყვა ელიას და უთხრა: „გამიშვი, დედ-მამას დავკოცნი+ და გამოგყვები“. მან უთხრა: „წადი, ხომ არ გაკავებ!“ 21 ისიც წავიდა, წაიყვანა ერთი უღელი ხარი, შესწირა,+ ხარის უღლითა და სახნისით+ მოხარშა ხორცი და ხალხს ჩამოურიგა; მათაც შეჭამეს. ამის შემდეგ ადგა, გაჰყვა ელიას და მას ემსახურებოდა.+
20 სირიის მეფე ბენ-ჰადადმა+ შეკრიბა თავისი ჯარი, ასევე ოცდათორმეტი მეფე,+ ცხენები+ და ეტლები;+ ავიდა, ალყა შემოარტყა+ სამარიას+ და ბრძოლა გაუმართა. 2 ქალაქში მაცნეები+ გაუგზავნა ისრაელის მეფე ახაბს და შეუთვალა, ასე ამბობს-თქო ბენ-ჰადადი: 3 „ჩემია შენი ოქრო-ვერცხლი, შენი ულამაზესი ცოლები და ვაჟები“.+ 4 ისრაელის მეფემ მიუგო: „როგორც იტყვი, მეფე-ბატონო, მეც შენი ვარ და ჩემი ქონებაც შენია“.+
5 ისევ მივიდნენ მაცნეები და უთხრეს, ასე ამბობს ბენ-ჰადადიო: «მე შემოგითვალე: „მომეცი შენი ოქრო-ვერცხლი, შენი ცოლები და ვაჟები. 6 ხვალ ამ დროს მსახურებს გამოგიგზავნი, ისინი გაჩხრეკენ შენს სახლსა და შენს მსახურთა სახლებს; ხელს დაადებენ ყველაფერს, რაც ძვირფასია+ შენს თვალში, და წამოიღებენ“».
7 მოუხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის უხუცესებს+ და უთხრა: „იცოდეთ, უბედურებას დაგვატეხს ეს კაცი;+ ხალხი გამომიგზავნა ცოლების, ვაჟებისა და ოქრო-ვერცხლის წასართმევად, მე კი უარი ვერ ვუთხარი“. 8 უხუცესებმა და ხალხმა უთხრეს მას: „არ დაემორჩილო, არ დათანხმდე“. 9 უთხრა მან ბენ-ჰადადის მაცნეებს, ასე უთხარით ჩემს მეფე-ბატონსო: „რაც პირველად შემომითვალე, იმას გავაკეთებ, მაგრამ ამას ვეღარ გავაკეთებ“. წავიდნენ მაცნეები და ამბავი ჩაუტანეს მას.
10 ბენ-ჰადადმა შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა+ და უარესიც,+ თუ ეყოს სამარიის მტვერი იმათ მუჭას, ვინც მომყვება!“+ 11 ისრაელის მეფემ მიუგო: „უთხარით, ნუ იტრაბახებს+ სარტყლის შემომრტყმელი სარტყლის შემომხსნელივით“.+ 12 ეს სიტყვა მაშინ მიუვიდა, როცა მეფეებთან ერთად კარავში სვამდა,+ და თავის მსახურებს უბრძანა: „დაირაზმეთ!“ ისინიც დაირაზმნენ ქალაქთან საბრძოლველად.
13 მივიდა ერთი წინასწარმეტყველი ახაბთან, ისრაელის მეფესთან,+ და უთხრა: «აი რა თქვა იეჰოვამ:+ „ხედავ ამ უამრავ ხალხს? დღეს ხელში ჩაგიგდებ მათ და გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა!“»+ 14 ახაბმა ჰკითხა: „ვისი დახმარებით?“ მან მიუგო: «აი რა თქვა იეჰოვამ: „სამთავროთა მთავრების მსახურთა დახმარებით“». მან ჰკითხა: „ვინ წამოიწყებს ბრძოლას?“ მან მიუგო: „შენ“.
15 აღრიცხა სამთავროთა მთავრების მსახურები და აღმოჩნდა ორას ოცდათორმეტი;+ მათ შემდეგ კი მთელი ხალხი აღრიცხა, შვიდი ათასი ისრაელის ძე. 16 გავიდნენ შუადღისას, როცა ბენ-ჰადადი კარავში სვამდა და თვრებოდა+ თავის მომხრე ოცდათორმეტ მეფესთან ერთად. 17 პირველები სამთავროთა მთავრების მსახურები+ გავიდნენ და ბენ-ჰადადმაც მაშინვე გაგზავნა თავისი ხალხი, რომელმაც ამბავი მოუტანა, სამარიიდან ხალხი გამოდისო. 18 მან თქვა: „თუ სამშვიდობოდ არიან გამოსულები, ცოცხლად შეიპყარით, თუ საბრძოლველად, მაინც ცოცხლად შეიპყარით!“+ 19 ქალაქიდან გამოვიდნენ სამთავროთა მთავრების მსახურები და ჯარი, რომელიც მათ უკან მოჰყვებოდა. 20 ყველამ თავისი მოწინააღმდეგე დასცა ძირს; გაიქცნენ+ სირიელები+ და დაედევნა ისრაელი. ცხენით გაიქცა სირიის მეფე ბენ-ჰადადი თავის მხედრებთან ერთად. 21 გამოვიდა ისრაელის მეფე და ანადგურებდა ცხენებსა და ეტლებს;+ გაჟლიტა სირიელები.
22 მივიდა ის წინასწარმეტყველი+ ისრაელის მეფესთან და უთხრა: „წადი, გამაგრდი,+ ყურადღებით იყავი და აწონ-დაწონე, რასაც გააკეთებ!+ წელიწადის შემობრუნებისას* შეგებრძოლება სირიის მეფე“.+
23 სირიის მეფის მსახურებმა უთხრეს მას: „მთათა ღმერთია მათი ღმერთი,+ ამიტომაც გვძლიეს. ვაკეზე შევებრძოლოთ და ვნახოთ, თუ არა ვძლევთ! 24 ასე მოიქეცი: ჩამოაგდე ის მეფეები+ და მათ ნაცვლად გამგებლები დააყენე;+ 25 შეყარე იმდენივე მებრძოლი, რამდენიც დაკარგე, იმდენივე ცხენი, რამდენიც გყავდა, და იმდენივე ეტლი, რამდენიც გქონდა. ვაკეზე შევებრძოლოთ და ვნახოთ, თუ არა ვძლევთ!“+ დაუჯერა მათ და ასეც მოიქცა.
26 წელიწადის შემობრუნებისას შეკრიბა ბენ-ჰადადმა სირიელები+ და აფეკში+ ავიდა ისრაელთან საბრძოლველად. 27 შეიკრიბნენ ისრაელის ძეებიც, მოამზადეს საგზალი+ და დაიძრნენ მათ შესახვედრად. თხის ორი პატარა ჯოგივით დაბანაკდნენ ისრაელის ძეები მათ წინ, სირიელები კი მთელ იმ მხარეს მოედვნენ.+ 28 მივიდა ჭეშმარიტი ღვთის+ კაცი ისრაელის მეფესთან და უთხრა, ასე ამბობსო იეჰოვა: „რადგან სირიელებმა თქვეს, იეჰოვა მთათა ღმერთია და არა ვაკისაო, ხელში ჩაგიგდებ მთელ ამ ურიცხვ ხალხს+ და გაიგებთ, რომ იეჰოვა ვარ!“+
29 შვიდ დღეს იყვნენ დაბანაკებულები ერთმანეთის პირისპირ,+ მეშვიდე დღეს კი ბრძოლა გაიმართა; გაჟლიტეს ისრაელის ძეებმა სირიელები — ასი ათასი ქვეითი ერთ დღეში. 30 გადარჩენილები ქალაქ აფეკში+ გაიქცნენ და ოცდაშვიდი ათას გადარჩენილს გალავანი ჩამოექცა თავზე.+ ბენ-ჰადადიც+ გაიქცა, ქალაქში მივიდა და შიდა+ ოთახში დაიმალა.
31 უთხრეს მას მსახურებმა: „გაგებული გვაქვს, რომ ისრაელის სახლის მეფეები კეთილები+ არიან; წელზე+ ჯვალოს+ შემოვიკრავთ, თავზე — თოკებს, და მივალთ ისრაელის მეფესთან. იქნებ სიცოცხლე* შეგინარჩუნოს“.+ 32 შემოიკრეს წელზე ჯვალო, თავზე — თოკები, მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: „შენმა მსახურმა ბენ-ჰადადმა გთხოვა, სული შემინარჩუნეო“. მან მიუგო: „ცოცხალია? ჩემი ძმაა“. 33 კარგად ენიშნათ ეს იმ კაცებს,+ მეფის გადაწყვეტილებად მიიღეს და მაშინვე უთხრეს: „შენი ძმაა ბენ-ჰადადი“. მან უთხრა მათ: „წადით, მომიყვანეთ!“ მივიდა მასთან ბენ-ჰადადი, მან კი მაშინვე ეტლზე დასვა.+
34 უთხრა მას ბენ-ჰადადმა: „დაგიბრუნებ იმ ქალაქებს,+ რომლებიც მამაჩემმა მამაშენს წაართვა. გქონდეს ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში“.
„დაგიდებ შეთანხმებას+ და გაგიშვებ“.
დაუდო მას შეთანხმება და გაუშვა.
35 წინასწარმეტყველთა ძეებიდან*+ ერთ-ერთმა თავის მეგობარს, იეჰოვას სიტყვით+ აღძრულმა, სთხოვა: „დამარტყი“. მაგრამ მან არ დაარტყა. 36 მან უთხრა: „რადგან არ მოუსმინე იეჰოვას ხმას, წახვალ ჩემგან და ლომი მოგკლავს“. წავიდა მისგან, გზაში ლომი+ შეხვდა და მოკლა იგი.+
37 შეხვდა კიდევ ერთი კაცი და სთხოვა: „დამარტყი“. მანაც დაარტყა და დაასახიჩრა.
38 წავიდა ის წინასწარმეტყველი და მეფეს დახვდა გზაზე; სახე შენიღბული+ ჰქონდა, თვალებზე სახვევი აეფარებინა. 39 მეფემ რომ ჩაიარა, მან შესძახა:+ „შუა ბრძოლაში იყო შენი მსახური, როცა ერთმა კაცმა, რომელიც ბრძოლიდან მიდიოდა, კაცი მომიყვანა და მითხრა, მიმიხედეო. თუ დაიკარგება, შენი სული+ იქნება მისი სულის სანაცვლოდ+ ან ერთ ტალანტ ვერცხლს გადაიხდიო.+ 40 შენი მსახური იბრძოდა, ის კი წავიდა“. ისრაელის მეფემ უთხრა: „შენი თავისთვის შენ თვითონვე გამოგიტანია განაჩენი“.+ 41 მან მაშინვე მოიხსნა თვალებიდან სახვევი და იცნო ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველი.+ 42 მან უთხრა: «აი რა თქვა იეჰოვამ: „რადგან გაუშვი გასანადგურებელი კაცი,+ შენი სული იქნება მისი სულის სანაცვლოდ+ და შენი ხალხი მისი ხალხის სანაცვლოდ“».+ 43 წავიდა სახლში ისრაელის მეფე, დაღვრემილი და დამწუხრებული,+ და სამარიაში+ მივიდა.
21 იზრეელელ ნაბოთს ვენახი ჰქონდა იზრეელში,+ სამარიის მეფის, ახაბის სასახლის გვერდით. 2 უთხრა ახაბმა ნაბოთს: „დამითმე+ შენი ვენახი,+ საბოსტნედ+ მექნება სასახლის გვერდით; სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ ან თუ გინდა,+ მის საფასურს გადაგიხდი“. 3 მიუგო ნაბოთმა ახაბს: „იეჰოვამ დამიფაროს,+ ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობა შენ მოგცე!“+ 4 დაღვრემილი და დამწუხრებული შევიდა ახაბი თავის სასახლეში იზრეელელი ნაბოთის სიტყვების გამო, არ მოგცემო ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობას. დაწვა თავის ტახტზე, გადაბრუნდა+ და პურს აღარ ჭამდა.
5 შევიდა მასთან მისი ცოლი იზებელი+ და უთხრა: „რატომ ხარ სულდამწუხრებული+ და რატომ არა ჭამ პურს?“ 6 მან მიუგო: „იზრეელელ ნაბოთს ველაპარაკე, შენი ვენახი მომყიდე-მეთქი ან თუ გინდა, სხვა ვენახში გამიცვალე-მეთქი, მაგრამ მითხრა, არ მოგცემო ვენახს“.+ 7 უთხრა მას იზებელმა, მისმა ცოლმა: „ახლა შენ ისრაელის მეფე ხარ?+ ადექი, ჭამე და გული გაიმხიარულე, მე მოგცემ იზრეელელი ნაბოთის ვენახს“.+ 8 დაწერა წერილები+ ახაბის სახელით, დაბეჭდა მისი ბეჭდით+ და ნაბოთის ქალაქში მცხოვრებ უხუცესებსა+ და დიდებულებს დაუგზავნა. 9 წერილებში ჩაწერა:+ «გამოაცხადეთ მარხვა და დასვით ნაბოთი ხალხის თავში. 10 ორი+ უვარგისი კაცი+ დაუსვით წინ, მის წინააღმდეგ რომ დაამოწმონ:+ „შენ ღმერთი და მეფე დაგმე!“+ გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს!»+
11 ისე მოიქცნენ ქალაქში მცხოვრები კაცები, უხუცესები და დიდებულები, როგორც იზებელმა შეუთვალა, როგორც მის მიერ დაგზავნილ წერილებში ეწერა.+ 12 გამოაცხადეს მარხვა+ და ნაბოთი ხალხის თავში დასვეს. 13 მოვიდა ორი უვარგისი კაცი და წინ დაუჯდა მას; დაამოწმეს მათ ნაბოთის წინააღმდეგ მთელი ხალხის წინაშე, ნაბოთმა ღმერთი და მეფე დაგმოო.+ გაიყვანეს იგი ქალაქიდან, ჩაქოლეს და მოკვდა.+ 14 შეუთვალეს იზებელს: „ჩავქოლეთ ნაბოთი, მკვდარია“.+
15 როგორც კი გაიგო იზებელმა, რომ ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა, ახაბს უთხრა: „ადექი, დაეუფლე იზრეელელი+ ნაბოთის ვენახს, რომელიც არ მოგყიდა; აღარ არის ნაბოთი ცოცხალი, მკვდარია“. 16 როცა გაიგო ახაბმა, რომ მკვდარი იყო ნაბოთი, მაშინვე ადგა, რომ იზრეელელი ნაბოთის ვენახში ჩასულიყო და დაპატრონებოდა.+
17 გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა+ თიშბელ ელიას:+ 18 „ადექი, წადი და შეხვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაშია+ ის, ნაბოთის ვენახის დასაპატრონებლად არის ჩასული. 19 უთხარი, ასე თქვა-თქო იეჰოვამ: „ჯერ მოკალი+ და ახლა ეპატრონები?“+ უთხარი, ასე ამბობს-თქო იეჰოვა: „სადაც+ ნაბოთის სისხლს ლოკავდნენ ძაღლები, იქ შენს სისხლსაც ალოკავენ!“+
20 უთხრა ახაბმა ელიას: „ჩემო მტერო,+ მაინც მიპოვე, არა?“ მან მიუგო: «გიპოვე. „რადგან გაყიდე საკუთარი თავი, რომ ბოროტება ჩაგედინა იეჰოვას თვალში,+ 21 უბედურებას დაგატეხ,+ აღვგვი შენს შემდგომს+ და ამოვუწყვეტ ახაბს ყველა კედელთან მშარდავს,+ უმწეოსა და მდაბიოს ისრაელში. 22 დავამსგავსებ შენს სახლს ნებატის ვაჟის, იერობოამის+ სახლსა და ახიას ვაჟის, ბააშას+ სახლს, რადგან განმარისხე და ცოდვაში გახვიე ისრაელი“.+ 23 იზებელზეც თქვა იეჰოვამ: „იზებელსაც ძაღლები შეჭამენ იზრეელის მიწაზე.+ 24 ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, ძაღლები შეჭამენ, და ვინც მინდორში მოუკვდება, ცის ფრინველები შეჭამენ.+ 25 იეჰოვას თვალში ბოროტების ჩასადენად არავის გაუყიდია თავი ახაბივით,+ რომელსაც თავისი ცოლი, იზებელი+ აქეზებდა.+ 26 სისაძაგლეს სჩადიოდა და ნეხვიან კერპებს+ ემსახურებოდა, რასაც ამორეველები აკეთებდნენ, რომლებიც განდევნა იეჰოვამ ისრაელის ძეების წინაშე“».+
27 ამ სიტყვების გაგონებაზე ახაბმა შემოიხია ტანსაცმელი და ჯვალო+ შემოიხვია. მარხულობდა, ჯვალოში იწვა და დამწუხრებული+ დადიოდა. 28 გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა თიშბელ ელიას: 29 „ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი ჩემ წინაშე?+ რაკი დაიმდაბლა თავი ჩემ წინაშე, მის სიცოცხლეში აღარ დავატეხ მას უბედურებას,+ მისი ვაჟის სიცოცხლეში დავატეხ უბედურებას მის სახლს“.+
22 სამ წელიწადს ომი არ ყოფილა სირიასა და ისრაელს შორის. 2 მესამე წელს იუდას მეფე იეჰოშაფატი+ ისრაელის მეფესთან ჩავიდა. 3 უთხრა ისრაელის მეფემ თავის მსახურებს: „იცით, რომ ჩვენია გალაადის რამოთი?+ ჩვენ კი მაინც ვაყოვნებთ სირიის მეფისთვის მის წართმევას“. 4 ჰკითხა მან იეჰოშაფატს: „წამომყვები გალაადის რამოთში+ საბრძოლველად?“ მიუგო იეჰოშაფატმა ისრაელის მეფეს: „რამ გაგვყო მე და შენ. რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი+ და რამ გაყო ჩემი ცხენები და შენი ცხენები!“
5 იეჰოშაფატმა ისრაელის მეფეს სთხოვა: „ჯერ იეჰოვას დაეკითხე,+ რას იტყვის“. 6 შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველები,+ ოთხასამდე კაცი, და ჰკითხა მათ: „გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო?“ მათ მიუგეს: „წადი,+ იეჰოვა ხელში ჩაუგდებს მას მეფეს“.
7 მაგრამ იეჰოშაფატმა იკითხა: „ხომ არ არის აქ იეჰოვას სხვა წინასწარმეტყველიც? მისი პირითაც დავეკითხოთ მას“.+ 8 უთხრა ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს: „არის კიდევ ერთი კაცი, მიქაია, იმლას ვაჟი, რომლის პირითაც შეიძლება დავეკითხოთ იეჰოვას,+ მაგრამ მძულს იგი,+ რადგან კარგს არაფერს მეუბნება, ჩემზე სულ ცუდს წინასწარმეტყველებს“.+ იეჰოშაფატმა კი მიუგო: „ნუ ამბობ ამას, მეფეო“.+
9 ისრაელის მეფემაც მოუხმო ერთ-ერთ კარისკაცს+ და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაია, იმლას ვაჟი!“+ 10 ისრაელის მეფე და იუდას მეფე იეჰოშაფატი თავ-თავიანთ ტახტებზე ისხდნენ, სამოსლით შემოსილნი,+ სამარიის კარიბჭის შესასვლელთან კალოზე, და ყველა წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა* მათ წინაშე.+ 11 ციდკიამ, ქენაანას ძემ, რკინის რქები გაიკეთა და თქვა: «აი რას ამბობს იეჰოვა:+ „ამით შეუტევ სირიელებს და გაანადგურებ მათ“».+ 12 სხვა წინასწარმეტყველებიც იმავეს წინასწარმეტყველებდნენ: „ადი გალაადის რამოთში და გაიმარჯვე, იეჰოვა ხელში ჩაუგდებს მას მეფეს“.+
13 ასე უთხრა მიქაიას მის მოსახმობად წასულმა მაცნემ: „წინასწარმეტყველები ერთხმად ლაპარაკობენ მეფის სასიკეთოდ; გთხოვ, შენც მათსავით მოიქეცი და სასიკეთოდ ილაპარაკე“.+ 14 მიქაიამ კი დაიფიცა: „ცოცხალია იეჰოვა,+ რასაც იეჰოვა მეტყვის, მეც იმას ვილაპარაკებ“.+ 15 მივიდა ის მეფესთან და უთხრა მას მეფემ: „მიქაია, გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ?“ მან მიუგო: „წადი და გაიმარჯვე; იეჰოვა ხელში ჩაუგდებს მას მეფეს“.+ 16 მაშინ უთხრა მას მეფემ: „რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, რომ მხოლოდ სიმართლე მითხრა იეჰოვას სახელით?!“+ 17 მან მიუგო: «ვხედავ მთებზე უმწყემსო+ ცხვარივით მიმოფანტულ+ ისრაელებს. თქვა იეჰოვამ: „უპატრონოდ არიან. მშვიდობით დაუბრუნდეს თითოეული თავის სახლს“».+
18 მაშინ უთხრა ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი, კარგს არაფერს მეუბნება, სულ ცუდს მიწინასწარმეტყველებს-მეთქი!“+
19 მიქაიამ კი თქვა: «მაშ, ისმინეთ იეჰოვას სიტყვა:+ ვხედავ იეჰოვას, თავის ტახტზე მჯდომს,+ და მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომ ზეციურ ლაშქარს.+ 20 იკითხა იეჰოვამ: „ვინ გაიტყუებს ახაბს გალაადის რამოთში, რომ ავიდეს და დაეცეს იქ?“ ერთი ერთს ამბობდა, მეორე — მეორეს.+ 21 ბოლოს ერთი სული+ გამოვიდა, იეჰოვას წინაშე დადგა და თქვა: „მე გავიტყუებ“. იეჰოვამ ჰკითხა: „როგორ?“+ 22 მან მიუგო: „წავალ და სიცრუის სულად ვიქცევი მის წინასწარმეტყველთა პირში“.+ მან უთხრა: „გაიტყუე, გამოგივა,+ წადი და ასე მოიქეცი!“+ 23 სიცრუის სული ჩაუდო პირში იეჰოვამ შენს წინასწარმეტყველებს;+ იეჰოვას კი ნათქვამი აქვს, რომ უბედურება დაგატყდება“».+
24 მივიდა ციდკია, ქენაანას ვაჟი, მიქაიასთან, სილა გააწნა+ და უთხრა: „ეს როგორ მოხდა, რომ იეჰოვას სული ჩემგან შენზე გადმოვიდა, რომ შენ დაგლაპარაკებოდა?“+ 25 მიქაიამ მიუგო: „ამას იმ დღეს დაინახავ, როცა შიდა+ ოთახში შევარდები დასამალავად“.+ 26 მაშინ ისრაელის მეფემ თქვა: «წაიყვანე მიქაია და უკან მიუყვანე ამონს, ქალაქის თავს, და უფლისწულ იოაშს,+ 27 და გადაეცი, აი რას ამბობს-თქო მეფე:+ „ჩააგდეთ ეს კაცი საპყრობილეში+ და ცოტა პურისა+ და წყლის მეტი არაფერი მისცეთ, სანამ მშვიდობით არ დავბრუნდები“».+ 28 მაშინ მიქაიამ უთხრა: „თუ მშვიდობით დაბრუნდები, იეჰოვას არ ულაპარაკია ჩემი პირით“,+ და განაგრძო: „ისმინეთ, ხალხო!“+
29 წავიდნენ ისრაელის მეფე და იუდას მეფე იეჰოშაფატი გალაადის რამოთში.+ 30 ისრაელის მეფემ უთხრა იეჰოშაფატს: „მე გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად,+ შენ კი შენივე ტანსაცმელი გეცვას“.+ გადაიცვა ისრაელის მეფემ+ და გავიდა საბრძოლველად.+ 31 სირიის მეფეს ნაბრძანები ჰქონდა თავისი ეტლების ოცდათორმეტი მეთაურისთვის:+ „ნურც მცირეს შეებრძოლებით და ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ!“+ 32 როგორც კი ეტლების მეთაურებმა იეჰოშაფატი დაინახეს, თავისთვის ჩაილაპარაკეს, ნამდვილად ეს არისო ისრაელის მეფე,+ და მისკენ გაემართნენ შესაბრძოლებლად. იეჰოშაფატმა შველა ითხოვა.+ 33 როცა ეტლების მეთაურებმა დაინახეს, რომ ის არ იყო ისრაელის მეფე, მაშინვე თავი ანებეს მის დევნას.+
34 მოზიდა ერთმა კაცმა მშვილდი და შემთხვევით მოარტყა ისრაელის მეფეს ჯავშნის ნაწიბურთან. უთხრა მეფემ მეეტლეს:+ „მოზიდე სადავეები და გამიყვანე ბანაკიდან, მძიმედ ვარ დაჭრილი“. 35 იმ დღეს ცხარე ბრძოლა გაიმართა. სირიელებისკენ მიბრუნებული ისრაელის მეფე საღამომდე ფეხზე მდგარი ჰყავდათ ეტლში და საღამოს მოკვდა იგი.+ სისხლი ჭრილობიდან საომარ ეტლში იღვრებოდა.+ 36 მზის ჩასვლისას ბანაკში ხმამაღალი ძახილი ისმოდა: „ყველა თავისი ქალაქისკენ, ყველა თავისი მიწისკენ!“+ 37 მოკვდა მეფე, წაასვენეს სამარიაში+ და იქ დამარხეს. 38 სამარიის ავზთან გარეცხეს საომარი ეტლი და მის სისხლს ძაღლები ლოკავდნენ+ (მეძავებიც იქ ბანაობდნენ), როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.+
39 ახაბის დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, მის აშენებულ სპილოს ძვლის+ სასახლეზე და მის აშენებულ ქალაქებზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 40 განისვენა ახაბმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და მის შემდეგ მისი ვაჟი ახაზია+ გამეფდა.
41 ასას ვაჟი იეჰოშაფატი+ ისრაელის მეფე ახაბის მეფობის მეოთხე წელს გამეფდა იუდაზე. 42 ოცდათხუთმეტი წლისა გამეფდა იეჰოშაფატი და ოცდახუთ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აზუბა, შილხის ასული. 43 დადიოდა ის მამამისის, ასას გზით, არ გადაუხვევია მისგან, სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში,+ თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია. ხალხი კვლავ მაღლობებზე+ სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს. 44 იეჰოშაფატს მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ისრაელის მეფესთან.+ 45 იეჰოშაფატის დანარჩენი საქმეების, მისი ძლევამოსილებისა და ბრძოლების შესახებ იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 46 აღგავა იმ მიწიდან+ ტაძრის მეძავი კაცები,+ რომლებიც მამამისის, ასას დროიდან შემორჩნენ.
47 მეფე არა ჰყავდა ედომს,+ მეფისნაცვალი ასრულებდა მეფის მოვალეობას.+
48 თარშიშის+ ხომალდები გაგზავნა იეჰოშაფატმა ოფირიდან ოქროს მოსატანად, მაგრამ ვერ ჩავიდნენ, რადგან ეციონ-გებერში+ დაიმსხვრნენ. 49 მაშინ ახაზიამ, ახაბის ვაჟმა, იეჰოშაფატს უთხრა, ჩემი მსახურები შენს მსახურებთან ერთად წავიდნენო ხომალდებით, მაგრამ არ დათანხმდა იეჰოშაფატი.+
50 განისვენა იეჰოშაფატმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, თავისი წინაპრის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰორამი+ გამეფდა.
51 ახაზია,+ ახაბის ვაჟი, იუდას მეფე იეჰოშაფატის მეფობის მეჩვიდმეტე წელს გამეფდა ისრაელზე სამარიაში და ორ წელიწადს იმეფა ისრაელზე. 52 ბოროტებას სჩადიოდა+ იეჰოვას თვალში და დადიოდა თავისი დედ-მამისა+ და იერობოამის,+ ნებატის ვაჟის გზით, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 53 ემსახურებოდა ბაალს,+ თაყვანს სცემდა მას და შეურაცხყოფდა+ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს მამამისის მსგავსად.
ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
იხილეთ 2:7-ის სქოლიო.
ანუ ევფრატიდან.
ერთი ქორი უდრის 220 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.
ეს იყო როდინში დანაყილი ზეთისხილის საუკეთესო ხარისხის ძვირადღირებული ზეთი. ზოგჯერ ზეთისხილს ფეხითაც სრესდნენ.
სიტყვასიტყვით — ტაძარი. როგორც ჩანს, იგულისხმება წმინდა.
იხილეთ 6:3-ის სქოლიო.
ანუ წმინდათაწმინდა.
იხილეთ 6:3-ის სქოლიო.
უცნობია რა იგულისხმება „მეხუთედში“.
ნიშნავს: განამტკიცებს.
შესაძლოა ნიშნავდეს: ძალით. იკითხებოდა მეორე სვეტის „იაქინის“ სახელის შემდეგ.
დაახლოებით 7,4 სანტიმეტრი.
ებრაულ ტექსტში ციფრი არ არის მითითებული.
დაახლოებით 880 ლიტრი.
სიტყვასიტყვით — მეფე სოლომონთან.
იხილეთ 2:7-ის სქოლიო.
ან საზიარო მსხვერპლი.
ან უვარგისი მიწა.
ნიშნავს მიწაყრილს.
ან საზიარო მსხვერპლს.
დაახლოებით 23 ტონა.
იხილეთ დანართი 6ა.
იხილეთ 9:15-ის სქოლიო.
იგივე შეშონქი.
სიტყვასიტყვით — სახე.
ნადაბი, იერობოამის ვაჟი. იხილეთ 15:25—29.
ნიშნავს: შემერის გვარისაა.
იგივე ცაბაოთი.
ან წინასწარმეტყველებივით იქცეოდნენ, რაც შეიძლება მიუთითებდეს წინასწარმეტყველთა უჩვეულო მოქმედებაზე. ზოგჯერ ისინი უცნაური და შეშლილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.
სიტყვასიტყვით — სულის სიკვდილი. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
მომავალ გაზაფხულზე.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
წინასწარმეტყველთა ძეებში, როგორც ჩანს, იგულისხმება წინასწარმეტყველთა ჯგუფი, რომლებიც ასწავლიან ან ერთად მსახურობენ.
იხილეთ 18:29-ის სქოლიო.