მეორე წიგნი მეფეების შესახებ
ბერძნული სეპტუაგინტის მიხედვით — მეოთხე წიგნი მეფეების შესახებ
1 ახაბის სიკვდილის შემდეგ+ მოაბი+ ისრაელს აუჯანყდა.+
2 სამარიაში ახაზია თავის ზემოთა ოთახში+ იყო. სარკმლიდან გადმოვარდა+ და დაშავდა. გაგზავნა მაცნეები და დააბარა: „წადით, დაეკითხეთ+ ბაალ-ზებუბს,+ ეკრონის+ ღმერთს, გამოვკეთდები თუ არა“.+ 3 უთხრა იეჰოვას ანგელოზმა+ თიშბელ ელიას:+ «ადექი, წადი, შეხვდი სამარიის მეფის მაცნეებს და უთხარი: „ნუთუ არ არის ღმერთი+ ისრაელში, ეკრონის ღმერთთან, ბაალ-ზებუბთან რომ მიდიხართ საკითხავად? 4 აი რას ამბობს იეჰოვა: „ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან მოკვდები“».+ ელიაც წავიდა.
5 მაცნეები რომ დაბრუნდნენ, მან ჰკითხა მათ: „რატომ დაბრუნდით?“ 6 მათ მიუგეს: «ერთი კაცი შემოგვხვდა და გვითხრა, წადით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ, და უთხარით, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა:+ „ნუთუ არ არის ღმერთი ისრაელში, ეკრონის ღმერთთან, ბაალ-ზებუბთან რომ გზავნი შენს ხალხს საკითხავად? ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან მოკვდები“».+ 7 მან ჰკითხა: „როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, თქვენ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?“ 8 მათ მიუგეს: „ბეწვის სამოსი+ ემოსა და ტყავის სარტყელი ერტყა წელზე“.+ მან მაშინვე თქვა: „თიშბელი ელია ყოფილა“.
9 გაუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათთან ერთად.+ მივიდა ის მასთან და დაინახა, რომ მთის წვერზე იჯდა იგი. მან უთხრა: „ჭეშმარიტი ღვთის კაცო,+ მეფემ შემოგითვალა, ჩამოვიდესო“. 10 მიუგო ელიამ ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთის კაცი ვარ, ცეცხლი+ ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათიც“. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათი.+
11 გაუგზავნა მას მეორე ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათთან ერთად.+ მან უთხრა მას: „ჭეშმარიტი ღვთის კაცო, მეფემ შემოგითვალა, სასწრაფოდ ჩამოვიდესო“.+ 12 ელიამ მიუგო: „თუ მე ჭეშმარიტი ღვთის კაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათიც“. ჩამოვარდა ღვთის ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათი.
13 მესამე ორმოცდაათისთავიც გაგზავნა თავის ორმოცდაათთან ერთად.+ ავიდა იგი, მუხლი მოიყარა+ ელიას წინაშე, წყალობას სთხოვდა+ და ეუბნებოდა: „ჭეშმარიტი ღვთის კაცო, ფასი დასდე+ ჩემს სულსა+ და შენი ორმოცდაათი მსახურის სულს. 14 ციდან ცეცხლი ჩამოვარდა და ორივე ორმოცდაათისთავი შთანთქა+ თავ-თავიანთ ორმოცდაათებთან ერთად, ახლა კი ფასი დასდე ჩემს სულს“.
15 ამ დროს იეჰოვას ანგელოზმა ელიას უთხრა: „გაჰყევი, არ შეგეშინდეს მისი“.+ ისიც ადგა და გაჰყვა მეფესთან. 16 უთხრა მას: «აი რას ამბობს იეჰოვა: „იმიტომ გაგზავნე მაცნეები+ ეკრონის+ ღმერთთან, ბაალ-ზებუბთან, რომ არ არის ღმერთი ისრაელში, ვისაც სიტყვას დაეკითხებოდი? ამიტომ ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან მოკვდები“». 17 მოკვდა+ იგი იეჰოვას სიტყვისამებრ,+ რომელიც ელიამ თქვა, მის შემდეგ კი იეჰორამი+ გამეფდა, იუდას მეფე იეჰოშაფატის ვაჟის იეჰორამის+ მეფობის მეორე წელს, რადგან არ ჰყავდა მას ვაჟი.
18 ახაზიას+ დანარჩენი საქმეები ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
2 როცა იეჰოვას ელია+ ქარიშხლით ზეცაში+ უნდა აეყვანა, იმ დროს ელია და ელისე+ გილგალიდან*+ მიდიოდნენ. 2 სთხოვა ელიამ ელისეს: „აქ დარჩი, რადგან ბეთელში მგზავნის იეჰოვა“. ელისემ შეჰფიცა: „ცოცხალია იეჰოვა+ და ცოცხალია შენი სული,+ არ მიგატოვებ“,+ და ჩავიდნენ ბეთელში.+ 3 გამოვიდნენ ბეთელის წინასწარმეტყველთა+ ძეები* ელისესთან და უთხრეს: „იცი, რომ იეჰოვა დღეს წაიყვანს შენს ბატონს?“+ მან მიუგო: „ვიცი,+ გაჩუმდით!“
4 ისევ სთხოვა ელიამ: „ელისე, აქ დარჩი, რადგან იერიხონში+ მგზავნის იეჰოვა“. მან შეჰფიცა: „ცოცხალია იეჰოვა და ცოცხალია შენი სული, არ მიგატოვებ“, და ჩავიდნენ იერიხონში. 5 მივიდნენ ელისესთან იერიხონის წინასწარმეტყველთა ძეები და უთხრეს: „იცი, რომ იეჰოვა დღეს წაიყვანს შენს ბატონს?“ მან მიუგო: „ვიცი, გაჩუმდით!“+
6 ელიამ მას მესამედაც სთხოვა: „აქ დარჩი, რადგან იეჰოვა იორდანესთან+ მგზავნის“. მან შეჰფიცა: „ცოცხალია იეჰოვა და ცოცხალია შენი სული, არ მიგატოვებ“,+ და ერთად წავიდნენ. 7 გამოვიდნენ წინასწარმეტყველთა ძეები, ორმოცდაათი კაცი, და შორიდან ადევნებდნენ მათ თვალს,+ ისინი კი იორდანესთან იდგნენ. 8 დაახვია ელიამ თავისი მოსასხამი+ და წყალს დაჰკრა; წყალი ორად გაიყო და ორივემ ხმელეთზე+ გაიარა.
9 როგორც კი გაღმა გავიდნენ, ელიამ ელისეს უთხრა: „მთხოვე, რა გაგიკეთო, სანამ შენთან ვარ“.+ ელისემ სთხოვა: „შენი სულის+ ორი წილი+ გადმოვიდეს ჩემზე“.+ 10 მან მიუგო: „ძნელ საქმეს ითხოვ.+ თუ წაყვანისას თვალს მომკრავ, აგისრულდება, და თუ ვერა, არ აგისრულდება“.
11 ერთად მიდიოდნენ და თან ლაპარაკობდნენ, როცა ცეცხლოვანი საომარი ეტლი+ და ცეცხლის ცხენები გამოჩნდნენ და დააშორეს ისინი ერთმანეთს; ქარიშხალმა ზეცაში აიყვანა ელია.+ 12 ხედავდა ამას ელისე და ეძახდა: „მამა, მამა!+ ისრაელის საომარი ეტლი და მისი მხედრები!“+ და მეტად აღარ დაუნახავს იგი. ჩაავლო ხელი თავის სამოსს და ორად გახია.+ 13 შემდეგ აიღო მოსასხამი,+ ელიას რომ დაუვარდა, წავიდა და იორდანის პირას დადგა. 14 დაჰკრა წყალს მოსასხამი,+ რომელიც ელიას დაუვარდა, და თქვა: „სად არის იეჰოვა, ელიას ღმერთი?“+ წყალს რომ დაჰკრა, ორად გაიყო წყალი და გაღმა გავიდა ელისე.
15 შორიდან დაინახეს იერიხონის წინასწარმეტყველთა ძეებმა იგი და თქვეს, ელისეზე ელიას სული+ გადმოსულაო. შეეგებნენ მას, პირქვე დაემხვნენ და მდაბლად თაყვანი სცეს.+ 16 უთხრეს მას: „ორმოცდაათი კაცი ჰყავთ შენს მსახურებს, მამაცი ვაჟკაცები; წავლენ და მოძებნიან შენს ბატონს. იქნებ იეჰოვას სულმა+ წაიყვანა და რომელიმე მთაზე ან სადმე ხევში ჩამოაგდო“. მან უპასუხა: „არ გაგზავნოთ“. 17 არ მოეშვნენ, სანამ არ შეწუხდა და არ უთხრა: „გაგზავნეთ“. გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი; სამ დღეს ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. 18 როცა დაბრუნდნენ, ის იერიხონში+ იყო. მან უთხრა: „ხომ გითხარით, არ წახვიდეთ-მეთქი“.
19 ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს უთხრეს: „კარგი ქალაქია,+ როგორც თავად ხედავს ჩემი ბატონი, მაგრამ ცუდი წყალი+ და უნაყოფო მიწაა“.+ 20 მან მიუგო: „მომიტანეთ ახალი პატარა თასი და შიგ მარილი ჩაყარეთ“. მათაც მიუტანეს. 21 ავიდა წყლის სათავესთან, მარილი ჩაყარა+ და თქვა: «ასე ამბობს იეჰოვა: „გავწმენდ ამ წყალს,+ აღარც სიკვდილი იქნება მისგან და აღარც უნაყოფობა“». 22 დღემდე გაწმენდილია ის წყალი+ ელისეს წარმოთქმული სიტყვისამებრ.
23 იქიდან ბეთელში+ წავიდა იგი. აღმართს რომ მიუყვებოდა, პატარა ბიჭები+ გამოვიდნენ ქალაქიდან და დაცინვა+ დაუწყეს: „წადი, შე მელოტო,+ წადი, შე მელოტო!“ 24 ბოლოს მიუბრუნდა იგი და იეჰოვას სახელით დაწყევლა+ ისინი. გამოვიდა ტყიდან ორი ძუ დათვი+ და მათგან ორმოცდაორი ბავშვი დაგლიჯა.+ 25 იქიდან ქარმელის მთისკენ+ წავიდა და ისევ სამარიაში დაბრუნდა.
3 იუდას მეფე იეჰოშაფატის მეფობის მეთვრამეტე წელს ისრაელზე სამარიაში ახაბის ვაჟი იეჰორამი+ გამეფდა და თორმეტ წელიწადს იმეფა. 2 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში,+ თუმცა არა მამამისივით+ და დედამისივით; მან მოაშორა მამამისის აღმართული+ ბაალის წმინდა სვეტი.+ 3 მიეკრა ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვებს, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ არ მიუტოვებია მას ცოდვების ჩადენა.
4 მოაბის მეფე მეშას+ ცხვარი ჰყავდა მოშენებული. ის ისრაელის მეფეს ასი ათას ბატკანსა და ასი ათას გაუპარსავ მამალ ცხვარს უგზავნიდა. 5 ახაბის სიკვდილის+ შემდეგ კი აუჯანყდა+ მოაბის მეფე ისრაელის მეფეს. 6 გავიდა იმ დღეს სამარიიდან მეფე იეჰორამი და მთელი ისრაელი შეკრიბა.+ 7 უფრო მეტიც, იუდას მეფე იეჰოშაფატს შეუთვალა: „მოაბის მეფე ამიჯანყდა. გამომყვები მოაბთან საომრად?“ მან მიუგო: „გამოგყვები.+ რამ გაგვყო მე და შენ. რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი+ და რამ გაყო ჩემი ცხენები და შენი ცხენები!“ 8 მან ჰკითხა: „რომელი გზით წავიდეთ?“ მან მიუგო: „ედომის+ უდაბნოს გზით“.
9 წავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის+ მეფე. შვიდ დღეს მიდიოდნენ; ბანაკსა და პირუტყვს, რომელიც მათ მიჰყვებოდა, წყალი არ ჰქონდათ. 10 ბოლოს ისრაელის მეფემ თქვა: „ვაი ჩვენს თავს! იეჰოვამ სამ მეფეს მოგვიხმო, რომ მოაბის ხელში ჩაგვაგდოს!“+ 11 იეჰოშაფატმა იკითხა:+ „არ არის აქ იეჰოვას წინასწარმეტყველი?+ მისი პირით დავეკითხოთ იეჰოვას“.+ ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მსახურმა მიუგო: „ელისეა,+ შაფატის ვაჟი, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელზე“.+ 12 იეჰოშაფატმა თქვა: „მასთანაა იეჰოვას სიტყვა“. ჩავიდნენ მასთან ისრაელის მეფე, იეჰოშაფატი და ედომის მეფე.
13 უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: „რა მაქვს შენთან საერთო?+ წადი მამაშენისა და დედაშენის წინასწარმეტყველებთან“.+ ისრაელის მეფემ მიუგო: „არა, რადგან იეჰოვამ სამ მეფეს მოგვიხმო, რომ მოაბის ხელში ჩაგვაგდოს“.+ 14 ელისემ განაგრძო: „ცოცხალია ლაშქართა* ღმერთი, იეჰოვა,+ ვის წინაშეც ვდგავარ; იუდას მეფე იეჰოშაფატს რომ არ ვცემდე პატივს,+ ზედაც არ შემოგხედავდი.+ 15 მომიყვანეთ ქნარზე დამკვრელი“.+ როცა უკრავდა იგი ქნარზე, იეჰოვას ხელი+ იყო ელისეზე. 16 მან თქვა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „ამ ხევში თხრილები+ გააკეთეთ, 17 რადგან ასე თქვა იეჰოვამ: ვერც ქარს დაინახავ და ვერც წვიმას, მაგრამ ხევი წყლით მაინც აივსება;+ თქვენც დალევთ+ იქიდან, თქვენი საქონელიც და თქვენი პირუტყვიც“. 18 ეს უბრალო საქმეა იეჰოვას თვალში.+ ის მოაბსაც ჩაგიგდებთ ხელში.+ 19 გაანადგურეთ ყველა გამაგრებული ქალაქი,+ ყველა რჩეული ქალაქი, მოჭერით+ ყველა კარგი+ ხე, ჩახერგეთ ყველა წყარო და ქვით აავსეთ მიწის ნაკვეთები».
20 დილით+ მარცვლეული შესაწირავის+ აღვლენის დროს ედომიდან წყალი წამოვიდა და მთელი მიწა წყლით აივსო.
21 გაიგეს მოაბელებმა, რომ მეფეები მათთან საბრძოლველად იყვნენ ასულები. შეყარეს ყველა, ვისაც სარტყელი ერტყა,+ და მათზე უფროსებიც, და საზღვართან დადგნენ. 22 დილით, როცა მზემ წყალს დაანათა, მოაბელებს წყალი შორიდან სისხლივით წითელი მოეჩვენათ, 23 ამბობდნენ: „სისხლია! მეფეები დაუხოცავთ მახვილით და ერთმანეთი დაუჟლეტიათ. ნადავლისკენ,+ მოაბ!“ 24 ისრაელის+ ბანაკში რომ მივიდნენ, მაშინვე წამოიშალნენ ისრაელები, შეუტიეს მოაბს და უკუაქციეს.+ მიდიოდნენ მოაბისკენ და გზადაგზა ხოცავდნენ მოაბელებს. 25 დაანგრიეს ქალაქები,+ ყველამ თითო ქვა ისროლა კარგი მიწის ნაკვეთებზე და ქვით აავსეს. ჩახერგეს ყველა წყარო+ და მოჭრეს ყველა კარგი ხე.+ მარტო კირ-ხარასეთის+ ქვები დატოვეს იქ. მერე შემოუარეს მეშურდულეებმა და დაანგრიეს.
26 როცა დაინახა მოაბის მეფემ, რომ მარცხდებოდა ბრძოლაში, წაიყვანა შვიდასი მახვილის ამღები, რომ ედომის+ მეფემდე მიეღწიათ, მაგრამ ვერ შეძლეს. 27 ბოლოს წაიყვანა თავისი პირმშო, ვინც მის შემდეგ უნდა გამეფებულიყო, და დასაწვავ მსხვერპლად შესწირა+ გალავანზე. დიდად განრისხდნენ ისრაელზე, ისინიც გაეცალნენ მას და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ.
4 წინასწარმეტყველთა ძეების*+ ცოლებიდან ერთმა ქალმა ელისეს შეღაღადა: „მკვდარია ჩემი ქმარი, შენი მსახური. კარგად იცი, რომ იეჰოვას შიში+ ჰქონდა შენს მსახურს, მევალემ+ მომაკითხა და ჩემი ორივე შვილი მონებად მიჰყავს“. 2 ელისემ ჰკითხა: „რა გაგიკეთო?+ მითხარი, რა გაქვს სახლში?“ მან მიუგო: „ერთი დოქი ზეთის მეტი არაფერი აქვს შენს მოახლეს“.+ 3 მან უთხრა: „წადი, ჭურჭელი ითხოვე მეზობლებისგან, ცარიელი ჭურჭელი. ბევრი შეაგროვე. 4 შედით სახლში, კარი ჩაიკეტეთ შენ და შენმა ვაჟებმა, გაავსეთ ყველა ჭურჭელი ზეთით და გვერდზე გადადგით“. 5 ისიც წავიდა.
ჩაიკეტეს კარი მან და მისმა ვაჟებმა, აწვდიდნენ მას ჭურჭელს და ისიც ავსებდა.+ 6 ჭურჭელი რომ აივსო, მან თავის ერთ-ერთ ვაჟს უთხრა: „ერთიც მომეცი“,+ მაგრამ მან მიუგო: „მეტი აღარ არის“. და ზეთიც შეწყდა.+ 7 წავიდა და ამ ამბავს ჭეშმარიტი ღვთის კაცს მოუყვა, მან კი უთხრა: „წადი, გაყიდე ზეთი და გადაიხადე ვალები,+ დანარჩენით კი თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა“.+
8 ერთ დღეს ელისე შუნემში+ მიდიოდა, სადაც ერთი ცნობილი ქალი ცხოვრობდა; დაჟინებით სთხოვდა+ ქალი, რომ პური ეჭამა. რამდენჯერაც ჩაივლიდა, იმდენჯერ შეივლიდა ხოლმე იქ პურის საჭმელად. 9 ბოლოს უთხრა ქალმა ქმარს:+ „ვიცი, რომ წმინდაა ეს ღვთის კაცი,+ ჩვენთან რომ შემოივლის ხოლმე. 10 მოვუწყოთ პატარა ოთახი+ კედელთან, დავუდგათ ტახტი, მაგიდა, სკამი და ლამპარი,+ და როცა შემოგვივლის, იქ შევიდეს“.+
11 ერთ დღესაც, როცა ჩვეულებისამებრ მივიდა იქ, იმ ოთახში შევიდა და დაწვა. 12 უთხრა მან გეხაზს,+ თავის მსახურს: „დაუძახე იმ შუნამელ+ ქალს“. მანაც დაუძახა, რომ მისულიყო ქალი მასთან. 13 მან სთხოვა თავის მსახურს: «ასე უთხარი: „შენ ჩვენი გულისთვის ასე წუხდები+ და რა გაგიკეთო?+ გინდა, მეფეს+ ან მხედართმთავარს+ ვთხოვო რამე შენზე?“» მან მიუგო: „მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ“.+ 14 მაშინ თავის მსახურს ჰკითხა: „მაშ, რა გავაკეთოთ ამ ქალისთვის?“ გეხაზმა მიუგო: „შვილი არა ჰყავს,+ ქმარი კი მოხუცია“. 15 მან მაშინვე უთხრა: „დაუძახე“. მანაც დაუძახა; ქალი შესასვლელთან იდგა. 16 მან უთხრა: „გაისს ამ დროს ვაჟს ჩაიხუტებ“.+ მან მიუგო: „არა, ჩემო ბატონო, ჭეშმარიტი ღვთის კაცო, ნუ მოატყუებ შენს მოახლეს“.
17 დაორსულდა ქალი და ერთი წლის თავზე, იმ დროს, ვაჟი+ გააჩინა, როგორც ელისეს ჰქონდა ნათქვამი.+ 18 გაიზარდა ბავშვი; ერთ დღესაც მამამისს გაჰყვა მომკელებთან ერთად.+ 19 მამამისს ეუბნებოდა: „ვაი, თავი, თავი!“+ ბოლოს მან თავის მსახურს უთხრა: „დედამისს წაუყვანე“.+ 20 მანაც წაიყვანა იგი და დედამისს მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და ბოლოს მოკვდა.+ 21 აიყვანა მან და ჭემშარიტი ღვთის+ კაცის ტახტზე+ დააწვინა, კარი გამოიკეტა და გამოვიდა. 22 დაუძახა თავის ქმარს და სთხოვა: „გამომიგზავნე რომელიმე მსახური და ერთი ჭაკი ვირი, ჭეშმარიტი ღვთის კაცთან გავიქცევი და დავბრუნდები“.+ 23 მან მიუგო: „რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს არც ახალმთვარობაა+ და არც შაბათი“. მან მიუგო: „ყველაფერი კარგად არის“. 24 შეკაზმა მან ვირი+ და უთხრა თავის მსახურს: „წაუძეხი და იარე! არ გაჩერდე, სანამ მე არ გეტყვი“.
25 წავიდა და მივიდა ჭეშმარიტი ღვთის კაცთან ქარმელის მთაზე. როგორც კი მოჰკრა მას თვალი ჭეშმარიტი ღვთის კაცმა, თავის მსახურ გეხაზს უთხრა:+ „ნახე, შუნამელი ქალი! 26 გაიქეცი, შეეგებე და ჰკითხე, როგორ არის, როგორა ჰყავს ქმარ-შვილი“. ქალმა მიუგო: „ყველაფერი კარგად არის“. 27 ჭეშმარიტი ღვთის კაცთან რომ ავიდა მთაზე, ფეხებში ჩაუვარდა.+ მივიდა გეხაზი, რომ მოეცილებინა ის,+ მაგრამ ჭეშმარიტი ღვთის კაცმა+ უთხრა: „თავი დაანებე,+ სულგამწარებულია.+ დამიმალა იეჰოვამ+ და არ მითხრა“. 28 მან უთხრა: „ვთხოვე ჩემს ბატონს შვილი? ხომ გითხარი, ტყუილად ნუ დამაიმედებ-მეთქი?“+
29 მან მაშინვე უთხრა გეხაზს:+ „შემოისარტყლე წელი,+ აიღე ჩემი ჯოხი+ და წადი. გზაში შემხვედრს არავის მიესალმო,+ და თუ ვინმე მოგესალმება, არაფერი უპასუხო. სახეზე დაადე ყმაწვილს ჩემი ჯოხი“.+ 30 ამაზე ბავშვის დედამ მიუგო: „ცოცხალია იეჰოვა+ და ცოცხალია შენი სული,+ თავს არ დაგანებებ!“+ ისიც ადგა და გაჰყვა. 31 გეხაზი მათზე ადრე მივიდა და დაადო ყმაწვილს სახეზე ჯოხი, მაგრამ მას არც ხმა ამოუღია და არც განძრეულა.+ უკან გაბრუნდა მასთან შესახვედრად და უთხრა: „არ იღვიძებს ყმაწვილი“.+
32 შევიდა ელისე სახლში და, აი, ყმაწვილი მკვდარი წევს ტახტზე.+ 33 მივიდა, ორივესგან განცალკევდა,+ კარი ჩაიკეტა და ლოცვით მიმართა იეჰოვას.+ 34 ბოლოს ადგა, ზემოდან დააწვა ბავშვს,+ პირი პირზე დაადო, თვალები — თვალებზე, ხელისგულები — ხელისგულებზე და ასე იყო. ნელ-ნელა გაუთბა ბავშვს სხეული. 35 გაიარ-გამოიარა ოთახში, მივიდა და ისევ დააწვა მას ზემოდან. ბავშვმა შვიდჯერ დააცემინა და თვალები გაახილა.+ 36 დაუძახა გეხაზს და უთხრა: „დაუძახე შუნამელ+ ქალს“. მანაც დაუძახა და ისიც მივიდა. მან უთხრა: „აიყვანე შენი ვაჟი“.+ 37 მივიდა იგი, ფეხებში ჩაუვარდა, პირქვე დაემხო, მდაბლად თაყვანი სცა,+ მერე აიყვანა თავისი ვაჟი და გავიდა.+
38 დაბრუნდა ელისე გილგალში;+ დიდი შიმშილობა+ იყო იმ მიწაზე. წინასწარმეტყველთა ძეები*+ ისხდნენ მის წინაშე,+ როცა მან თავის მსახურს უთხრა:+ „დადგი დიდი ქვაბი და შეჭამანდი მოუხარშე წინასწარმეტყველთა ძეებს“.+ 39 გავიდა ერთი კაცი ბალბის+ მოსაკრეფად, ველური მცენარე იპოვა და მთელი კალთა ველური გოგრა დაკრიფა, მივიდა და ჩაჭრა ქვაბში; არავინ იცოდა, ეს რა იყო. 40 დაუსხა კაცებს, რომ ეჭამათ. შუა ჭამაში ყვირილი დაიწყეს: „სიკვდილია ქვაბში,+ ჭეშმარიტი ღვთის კაცო!“+ და ვეღარ ჭამდნენ. 41 მან თქვა: „ფქვილი მოიტანეთ“. ჩაყარა ფქვილი და თქვა: „დაუსხი, რომ ჭამონ“. ქვაბში ცუდი აღარაფერი იყო.+
42 მოვიდა ერთი კაცი ბაალ-შალიშიდან+ და ჭეშმარიტი ღვთის კაცს მოუტანა+ პირველმოწეული პური,+ ოცი ქერის პური+ და ახალი მარცვლეული პურის ჩანთით. მან უთხრა: „ჩამოურიგე ხალხს, რომ ჭამონ“.+ 43 მისმა მსახურმა კი ჰკითხა: „როგორ ჩამოვურიგო ას კაცს?“+ მან მიუგო: „ჩამოურიგე ხალხს, რომ ჭამონ, რადგან იეჰოვამ თქვა, შეჭამენ და კიდეც დარჩებაო“.+ 44 მიუტანა მან. მათაც ჭამეს და დარჩათ კიდეც, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.+
5 სირიის მეფის მხედართმთავარმა ნაამანმა+ დიდება და პატივი მოიხვეჭა თავისი ბატონის თვალში, რადგან მისი მეშვეობით იხსნა იეჰოვამ სირია.+ ძლიერი ვაჟკაცი იყო, მაგრამ კეთროვანი. 2 როცა სირიელები სათარეშოდ+ იყვნენ გასულები, ისრაელიდან ტყვედ წამოიყვანეს ერთი პატარა გოგონა,+ რომელიც ნაამანის ცოლის მსახური გახდა. 3 მან უთხრა+ თავის ქალბატონს: „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან+ სამარიაში, ხომ განკურნავდა ის კეთრისგან!“+ 4 შეუთვალეს მის ბატონს, ასე და ასე თქვაო ისრაელმა გოგონამ.+
5 სირიის მეფემ მიუგო: „წადი, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან“. წავიდა იგი და თან წაიღო+ ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი ოქრო+ და ათი ხელი ტანსაცმელი.+ 6 მიუტანა წერილი+ ისრაელის მეფეს, სადაც ეწერა: „წერილთან ერთად გიგზავნი ნაამანს, ჩემს მსახურს, რომ კეთრისგან განკურნო“. 7 როგორც კი წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, ტანსაცმელი შემოიხია+ და თქვა: „ღმერთი ვარ,+ რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე?+ კაცს მიგზავნის, კეთრისგან განკურნეო. ნახეთ, როგორ ცდილობს ჩემთან დავის წამოწყებას!“+
8 გაიგო ელისემ, ჭეშმარიტი ღვთის კაცმა, ისრაელის მეფემ ტანსაცმელი შემოიხიაო+ და მაშინვე შეუთვალა: „რატომ შემოიხიე ტანსაცმელი? მოვიდეს ჩემთან, რათა გაიგოს, რომ არის ისრაელში წინასწარმეტყველი“.+ 9 მივიდა ნაამანი თავისი ცხენებითა და საომარი ეტლებით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა. 10 ელისემ მაცნე გაუგზავნა და შეუთვალა: „წადი და შვიდჯერ+ დაიბანე+ იორდანეში, გაგიახლდება ხორცი+ და განიწმინდები“. 11 განრისხდა+ ნაამანი, გაბრუნდა და თქვა: „მეგონა,+ ჩემთან მოვიდოდა, დადგებოდა, მოუხმობდა თავისი ღვთის, იეჰოვას სახელს, ხელს მომატარებდა დასნეულებულ ადგილზე და განმკურნავდა კეთრისგან. 12 განა დამასკოს+ მდინარეები, აბანა და ფარფარი, მთელი ისრაელის წყლებს+ არ სჯობია? იქ ვერ დავიბანდი და ვერ განვიწმინდებოდი?“+ გაბრუნდა და წავიდა განრისხებული.+
13 მივიდნენ მასთან მსახურები და უთხრეს: „მამა,+ ძნელი საქმე რომ დაევალებინა, არ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება, დაიბანე და განიწმინდებიო“. 14 ჩავიდა იორდანეში და შვიდჯერ ჩაყვინთა, როგორც ჭეშმარიტი ღვთის კაცს ჰქონდა ნათქვამი;+ განუახლდა ხორცი პატარა ბავშვის ხორცივით+ და განიწმინდა.+
15 მთელ თავის ამალასთან ერთად დაბრუნდა ჭეშმარიტი ღვთის კაცთან,+ დადგა მის წინაშე და უთხრა: „ახლა ვიცი, რომ ისრაელის გარდა დედამიწაზე არსად არის ღმერთი.+ მიიღე ძღვენი+ შენი მსახურისგან კურთხევის ნიშნად“. 16 მან მიუგო: „ცოცხალია იეჰოვა,+ რომლის წინაშეც ვდგავარ, არ ავიღებ“.+ ის კი აძალებდა, მაგრამ ეს უარზე იყო. 17 ბოლოს ნაამანმა უთხრა: „მაშინ იმდენი მიწა მიეცი შენს მსახურს,+ რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რადგან ამიერიდან შენი მსახური იეჰოვას გარდა სხვა ღმერთებს აღარ შესწირავს აღარც დასაწვავ შესაწირავს და აღარც მსხვერპლს.+ 18 ეს კი აპატიოს იეჰოვამ შენს მსახურს: როცა მიდის ჩემი ბატონი რიმონის+ სახლში თაყვანსაცემად, ჩემს ხელს ეყრდნობა+ და ამიტომ მეც მომიწევს რიმონის სახლში დახრა,+ და როცა დავიხრები რიმონის სახლში, აპატიოს ეს იეჰოვამ შენს მსახურს“.+ 19 მან მიუგო: „მშვიდობით წადი“.+ ისიც წავიდა მისგან და კარგა მანძილით დაშორდა.
20 ელისეს, ჭეშმარიტი ღვთის კაცის,+ მსახურმა გეხაზმა+ თქვა: „არ გამოართვა ჩემმა ბატონმა სირიელ ნაამანს,+ რაც მოტანილი ჰქონდა. ცოცხალია იეჰოვა,+ გავეკიდები და რაღაცას მაინც გამოვართმევ“.+ 21 გაეკიდა გეხაზი ნაამანს. დაინახა ნაამანმა, რომ ვიღაც მისდევდა, ჩამოვიდა ეტლიდან, შეეგება და უთხრა: „ხომ მშვიდობაა?“+ 22 მან მიუგო: «მშვიდობაა. ჩემმა ბატონმა+ გამომგზავნა+ და დამაბარა: „სულ ახლახანს ეფრემის მთიდან ორი ყმაწვილი მეწვია, წინასწარმეტყველთა ძეები*.+ მიეცი მათ ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი“».+ 23 ნაამანმა უთხრა: „წადი, წაიღე ორი ტალანტი“. აძალებდა+ და ბოლოს ორ ტომარაში ორი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი ჩაუწყო და თავის ორ მსახურს მისცა წასაღებად.
24 ოფელში* მისვლისთანავე გამოართვა მათ, რაც წამოიღეს, სახლში დააწყო+ და გაუშვა ისინი. ისინიც წავიდნენ. 25 მივიდა იგი თავის ბატონთან.+ ელისემ ჰკითხა: „გეხაზ, საიდან მოდიხარ?“ მან მიუგო: „არსად წასულა შენი მსახური“.+ 26 მან უთხრა: „განა იქ არ იყო ჩემი გულიც, როცა ის კაცი ეტლიდან ჩამოვიდა შენთან შესაგებებლად? ახლა იმის დროა, რომ აიღო ვერცხლი, ტანსაცმელი, ზეთისხილი, ვენახი, ცხვარ-ძროხა, მსახურები თუ მოახლეები?+ 27 მარადიულად შეგეყრებათ ნაამანის კეთრი+ შენ და შენს შთამომავლობას“.+ მაშინვე გავიდა იგი მისგან კეთროვანი, თოვლივით თეთრი.+
6 წინასწარმეტყველთა ძეებმა*+ ელისეს უთხრეს: „გვევიწროება+ ჩვენი საცხოვრებელი.+ 2 წავიდეთ იორდანეზე, მორები ამოვიტანოთ და საცხოვრებელი ავიშენოთ“.+ მან მიუგო: „წადით“. 3 ერთ-ერთმა მათგანმა სთხოვა: „შენც წამოდი შენს მსახურებთან ერთად“. მან მიუგო: „წამოვალ“. 4 წავიდა მათთან ერთად, ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას.+ 5 როცა ერთ-ერთი მათგანი ხეს ჭრიდა, ცული+ წყალში ჩაუვარდა და ყვირილი მორთო: „ვაიმე, ბატონო,+ ნათხოვარი+ მქონდა!“ 6 უთხრა მას ჭეშმარიტი ღვთის კაცმა: „სად ჩაგივარდა?“ მანაც უჩვენა, სადაც ჩაუვარდა. მან მაშინვე ჩამოაჭრა ხეს ნაჭერი, იქ ჩააგდო და ცულიც ამოტივტივდა.+ 7 უთხრა მას: „ამოიღე“. მანაც ხელი წაავლო და ამოიღო.
8 სირიის მეფემ+ ომი გაუმართა ისრაელს. მოეთათბირა ის თავის მსახურებს,+ ამა და ამ ადგილზე დავბანაკდეთო.+ 9 შეუთვალა ჭეშმარიტი ღვთის კაცმა+ ისრაელის მეფეს: „მოერიდე იმ ადგილზე+ გავლას, რადგან სირიელები მიდიან იქ“.+ 10 გაგზავნა ისრაელის მეფემ ხალხი იმ ადგილზე, რომელზეც ჭეშმარიტი ღვთის კაცმა უთხრა.+ არა ერთხელ და ორჯერ ჰყავდა გაფრთხილებული+ მას იგი, ამიტომ ისიც ერიდებოდა იმ ადგილს.
11 გული განურისხდა სირიის მეფეს ამის გამო,+ მოუხმო თავის მსახურებს და უთხრა: „არ მეტყვით, რომელი ჩვენიანია ისრაელის მეფის მხარეს?“+ 12 ერთ-ერთმა მსახურმა მიუგო: „არც ერთი, მეფე-ბატონო, ისრაელის წინასწარმეტყველი ელისე+ ეუბნება+ ისრაელის მეფეს იმას, რასაც შენ საძინებელში ამბობ“.+ 13 მან თქვა: „წადით და ნახეთ, სად არის იგი, რომ მოვაყვანინო“.+ შეატყობინეს მას, დოთანშიაო.+ 14 მაშინვე გაუშვა ცხენები, საომარი ეტლები და ძლიერი ჯარი;+ ღამით მივიდნენ და ალყა შემოარტყეს ქალაქს.
15 ადგა დილით ადრე ჭეშმარიტი ღვთის კაცის მსახური,+ გარეთ გავიდა და რას ხედავს! ცხენებითა და საომარი ეტლებით ალყაში ჰყავს მოქცეული ჯარს ქალაქი. უთხრა მსახურმა მას: „ვაიმე, ჩემო ბატონო!+ რა ვქნათ?“ 16 მან მიუგო: „ნუ გეშინია+ ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან“.+ 17 ილოცა ელისემ+ და სთხოვა: „იეჰოვა, აუხილე თვალი,+ რომ დაინახოს!“ აუხილა იეჰოვამ მსახურს თვალი და მანაც დაინახა: მთები ელისეს ირგვლივ+ ცეცხლოვანი ცხენებითა და საომარი ეტლებით+ იყო სავსე.
18 როცა მისკენ წამოვიდნენ, ელისემ იეჰოვას სთხოვა ლოცვაში: „დააბრმავე ეს ხალხი“.+ მანაც დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ. 19 უთხრა მათ ელისემ: „ეს არ არის ის გზა და არც ეს არის ის ქალაქი. წამომყევით, მე მიგიყვანთ იმასთან, ვისაც ეძებთ“. და სამარიაში+ წაიყვანა.
20 როცა სამარიაში მივიდნენ, ელისემ თქვა: „იეჰოვა, აუხილე თვალი, რომ დაინახონ“.+ აუხილა მათ იეჰოვამ თვალი და დაინახეს, რომ შუა სამარიაში იყვნენ. 21 მათ დანახვაზე უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს: „მამა,+ დავხოცო? დავხოცო?“+ 22 მან კი მიუგო: „არ დახოცო. შენი მახვილითა და შენი მშვილდით წამოიყვანე ტყვედ, რომ დახოცო?+ პური და წყალი მოუტანე, ჭამონ, სვან+ და წავიდნენ თავიანთ ბატონთან“. 23 მან დიდი ნადიმი გაუმართა; ჭამეს, სვეს, და თავიანთ ბატონთან გაუშვა. სირიელები მეტად აღარ მისულან ისრაელში სათარეშოდ.+
24 სირიის მეფე ბენ-ჰადადმა შეკრიბა მთელი თავისი ბანაკი, რომ ასულიყო და ალყაში მოექცია+ სამარია. 25 დიდი შიმშილობა დაიწყო სამარიაში;+ ალყაში ჰყავდათ ქალაქი მოქცეული, ამ დროს ვირის თავი+ ოთხმოცი ვერცხლი ღირდა და მეოთხედი კაბი* მტრედის სკინტლი+ — ხუთი ვერცხლი. 26 როცა ისრაელის მეფემ გალავანზე გაიარა, ერთმა ქალმა შესძახა: „გვიხსენი, მეფე-ბატონო!“+ 27 მან მიუგო: „თუ იეჰოვა არ გიხსნით, მე რითი გიხსნათ?+ კალოთი, საწნახელით თუ ზეთის საწურით?“ 28 ჰკითხა მას მეფემ: „რა მოგივიდა?“ მან მიუგო: „ამ ქალმა მითხრა, მოდი, დღეს შენი შვილი შევჭამოთ და ხვალ ჩემიო.+ 29 მოვხარშეთ+ ჩემი შვილი და შევჭამეთ.+ მეორე დღეს ვუთხარი, ახლა შენი შვილი შევჭამოთ-მეთქი, მან კი გადამალა თავისი შვილი“.
30 ქალის სიტყვების გაგონებაზე მეფემ ტანსაცმელი შემოიხია;+ დაინახა ხალხმა, რომ გალავანზე მიმოდიოდა იგი და შიშველ სხეულზე ჯვალო ემოსა. 31 ის ამბობდა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც, თუ დღეს თავი შერჩეს შაფატის ვაჟს, ელისეს!“+
32 ელისე თავის სახლში იყო უხუცესებთან ერთად,+ როცა მან კაცი გაუგზავნა. სანამ მაცნე შევიდოდა მასთან, მან უხუცესებს უთხრა: „ხედავთ, ამ კაცისმკვლელის ვაჟმა,+ კაცი გამომიგზავნა, რომ თავი მომკვეთოს. ყურადღებით იყავით, როგორც კი მოვა მაცნე, კარი ჩაკეტეთ და კარს მაგრად მიაწექით. განა არ გესმით+ მისი ბატონის ფეხის ხმაც, მის უკან რომ მოდის?“ 33 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა მაცნე მივიდა მასთან, და თქვა მეფემ: „აი უბედურება იეჰოვასგან!+ რისთვისღა ველოდო იეჰოვას?“+
7 თქვა ელისემ: «მოისმინეთ იეჰოვას სიტყვა!+ აი რას ამბობს იეჰოვა: „ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან ერთი სეა წმინდად დაფქული ფქვილიც ერთი შეკელი ეღირება და ორი სეა ქერიც — ერთი შეკელი“».+ 2 მხლებელმა, რომლის ხელსაც მეფე ეყრდნობოდა,+ ჭეშმარიტი ღვთის კაცს უთხრა: „წყლის კარიბჭეებიც რომ გახსნას იეჰოვამ ცაში,+ განა მოხდება ეს?“+ მან მიუგო: „შენი თვალით იხილავ,+ მაგრამ ვერ შეჭამ“.+
3 ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭის შესასვლელთან+ და ერთმანეთს ეუბნებოდა: „რატომ ვსხედვართ და ველოდებით სიკვდილს? 4 თუ ვიტყვით და ქალაქში შევალთ, შიმშილობაა ქალაქში და დავიხოცებით,+ თუ აქ ვისხდებით, მაინც დავიხოცებით. ამიტომ წავიდეთ სირიელთა ბანაკში; თუ ცოცხლებს დაგვტოვებენ, ხომ ვიცოცხლებთ, ხოლო თუ დაგვხოცავენ, ისედაც ხომ ვიხოცებით“.+ 5 ადგნენ ისინი დაბინდებისას, რომ სირიელთა ბანაკში მისულიყვნენ. მიადგნენ ისინი სირიელთა ბანაკს და რას ხედავენ! კაციშვილი არა ჩანს.
6 იეჰოვამ ჩაასმინა სირიელთა ბანაკს საომარი ეტლების, ცხენებისა და დიდი ჯარის+ ხმა+ და ერთმანეთისთვის უთქვამთ, ისრაელის მეფეს ხეთელებისა+ და ეგვიპტის მეფეები+ დაუქირავებია და ჩვენ წინააღმდეგ მოდიანო. 7 ბინდდებოდა, ისინი მაშინვე გაიქცნენ,+ მიატოვეს კარვები, ცხენები+ და ვირები, ბანაკი ხელუხლებელი დატოვეს და გაიქცნენ სულის გადასარჩენად.+
8 ბანაკს რომ მიადგნენ, შევიდნენ კეთროვნები ერთ კარავში, ჭამეს, სვეს, ოქრო-ვერცხლი და ტანსაცმელი წამოიღეს და გადამალეს. მერე მობრუნდნენ, სხვა კარვიდანაც წაიღეს და გადამალეს.+
9 ბოლოს უთხრეს ერთმანეთს: „არასწორად ვიქცევით. ეს დღე სიხარულის დღეა!+ თუ დავაყოვნებთ და დილამდე გავჩერდებით, დანაშაული არ აგვცდება.+ მოდი, წავიდეთ და მეფის სასახლეს შევატყობინოთ“. 10 წავიდნენ, დაუძახეს ქალაქის კარიბჭის მცველებს+ და უთხრეს: „სირიელთა ბანაკში შევედით და კაციშვილი არ დაგვხვდა. არავის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ დაბმული ცხენები, ვირები და ხელუხლებელი კარვები დაგვხვდა“.+ 11 მაშინვე მივიდნენ კარიბჭის მცველები და მეფის სასახლეს შეატყობინეს.
12 დაუყოვნებლივ ადგა მეფე ღამით და თავის მსახურებს+ უთხრა: „გეტყვით, რაც სირიელებმა გაგვიკეთეს.+ კარგად იციან, რომ მშივრები ვართ;+ ბანაკიდან გავიდნენ, რომ მინდორში ჩაგვისაფრდნენ.+ ამბობენ, ქალაქიდან რომ გამოვლენ, ცოცხლად შევიპყრობთ და ქალაქში შევიჭრებითო“. 13 ერთმა მსახურმა მიუგო: „ქალაქში დარჩენილი ცხენებიდან ხუთი ცხენი გამოიყვანონ.+ ისინი მაინც არ განსხვავდებიან არც ქალაქში დარჩენილი ისრაელებისგან და არც უკვე დახოცილი ისრაელებისგან.+ გავგზავნოთ და ვნახოთ“. 14 გამოიყვანეს ცხენებშებმული ორი ეტლი, გაგზავნა ისინი მეფემ სირიელთა ბანაკში და უთხრა: „წადით და ნახეთ“. 15 იორდანემდე მიჰყვნენ მათ და რას ხედავენ! მთელი გზა ტანსაცმლითა და ნივთებითაა+ მოფენილი, რაც სირიელებმა სიჩქარეში დაყარეს.+ დაბრუნდნენ მაცნეები და ყველაფერი მეფეს მოახსენეს.
16 გავიდა ხალხი, გაძარცვეს+ სირიელთა ბანაკი და ერთი სეა წმინდად დაფქული ფქვილიც ერთი შეკელი გახდა და ორი სეა ქერიც — ერთი შეკელი, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.+ 17 მეფემ კარიბჭე ჩააბარა თავის მხლებელს, რომლის ხელსაც ეყრდნობოდა,+ და გათელა+ ხალხმა იგი კარიბჭესთან და მოკვდა, როგორც ჭეშმარიტი ღვთის კაცს ჰქონდა ნათქვამი,+ როცა მასთან იყო მისული მეფე. 18 ზუსტად ისე მოხდა, როგორც ჭეშმარიტი ღვთის კაცმა უთხრა მეფეს: „ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან ორი სეა ქერიც ერთი შეკელი ეღირება და ერთი სეა წმინდად დაფქული ფქვილიც — ერთი შეკელი“.+ 19 მხლებელმა ჭეშმარიტი ღვთის კაცს უთხრა: „წყლის კარიბჭეებიც რომ გახსნას იეჰოვამ ცაში, განა მოხდება ეს?“+ მან მიუგო: „შენი თვალით იხილავ, მაგრამ ვერ შეჭამ“.+ 20 ზუსტად ასე მოუვიდა.+ ხალხმა გათელა+ იგი კარიბჭესთან და მოკვდა.
8 უთხრა ელისემ იმ ქალს, რომელსაც შვილი გაუცოცხლა:+ „ადექი, წადი შენს სახლეულობასთან ერთად და იქ შეაფარე თავი,+ სადაც შეძლებ, რადგან იეჰოვა შიმშილობას+ მოუვლენს ამ მიწას შვიდ წელიწადს“.+ 2 ადგა ქალი და ჭეშმარიტი ღვთის კაცის სიტყვისამებრ მოიქცა;+ წავიდა თავის სახლეულობასთან+ ერთად და შვიდ წელიწადს ფილისტიმელთა+ მიწაზე ხიზნობდა.
3 მეშვიდე წლის ბოლოს დაბრუნდა ის ქალი ფილისტიმელთა მიწიდან და მეფესთან მივიდა+ თავისი სახლისა და მიწის გამოსათხოვად. 4 მეფე ჭეშმარიტი ღვთის კაცის მსახურს, გეხაზს+ ელაპარაკებოდა: „მომიყევი, რა დიდებული საქმეები მოიმოქმედა ელისემ“.+ 5 როცა მეფეს მკვდრის გაცოცხლების+ ამბავს უყვებოდა, ის ქალი, რომელსაც ვაჟი გაუცოცხლა, მივიდა მეფესთან თავისი სახლისა და მიწის გამოსათხოვად.+ გეხაზმა მაშინვე უთხრა: „მეფე-ბატონო,+ აი, ის ქალი და მისი ვაჟი, რომელიც ელისემ გააცოცხლა“. 6 მეფემ ქალს ჰკითხა და ქალიც მოუყვა ამ ამბავს.+ გაგზავნა მასთან მეფემ კარისკაცი+ და უთხრა: „დაუბრუნეთ მას მთელი თავისი ქონება და მოსავალი, რაც მისი წასვლის დღიდან დღემდე მოწეულა“.+
7 მივიდა ელისე დამასკოში,+ როცა სირიის მეფე ბენ-ჰადადი+ იყო ავად. შეატყობინეს მას, ჭეშმარიტი ღვთის კაციაო+ მოსული. 8 უთხრა მეფემ ხაზაელს:+ „წაიღე ძღვენი,+ შეხვდი ჭეშმარიტი ღვთის კაცს და მისი პირით დაეკითხე+ იეჰოვას, მოვრჩები თუ არა“. 9 წავიდა ხაზაელი მასთან შესახვედრად, თან წაიღო ძღვენი, ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო დამასკოში — ორმოცი აქლემი ტვირთი, წარდგა მის წინაშე და უთხრა: „შენმა შვილმა,+ ბენ-ჰადადმა გამომგზავნა, მოვრჩები თუ არაო“. 10 ელისემ მიუგო: „წადი და უთხარი, მორჩები-თქო, მაგრამ იეჰოვამ გამიმჟღავნა,+ რომ მოკვდება“.+ 11 ისე მიაჩერდა, რომ შერცხვა მას. ატირდა ჭეშმარიტი ღვთის კაცი.+ 12 ხაზაელმა ჰკითხა: „რატომ ტირის ჩემი ბატონი?“ ამაზე მან მიუგო: „ვიცი, რა უბედურებას+ დაატეხ ისრაელის ძეებს: ცეცხლს მისცემ მათ გამაგრებულ ადგილებს, მახვილით დახოცავ მათ რჩეულ კაცებს, აკუწავ+ მათ შვილებს და გაფატრავ მათ ორსულ ქალებს“.+ 13 ხაზაელმა თქვა: „ვინ არის შენი მსახური, ძაღლია,+ და ამას როგორ გააკეთებს?“ ელისემ მიუგო: „შენი თავი მახილვინა იეჰოვამ სირიის მეფედ“.+
14 წავიდა იგი ელისესგან და თავის ბატონთან მივიდა. მან ჰკითხა: „რა გითხრა ელისემ?“ მან მიუგო: „ასე მითხრა, მორჩებაო“.+ 15 მეორე დღეს აიღო გადასაფარებელი, წყალში დაასველა, სახეზე დააფარა+ და მოკვდა+ იგი, მის ნაცვლად კი ხაზაელი+ გამეფდა.
16 ისრაელის მეფე ახაბის ვაჟის, იეჰორამის+ მეფობის მეხუთე წელს, როცა იეჰოშაფატი იყო იუდას მეფე, იეჰოშაფატის ვაჟი იეჰორამი+ გამეფდა. 17 ოცდათორმეტი წლისა გამეფდა იგი და რვა წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ 18 ისრაელის მეფეების გზით დადიოდა ისე,+ როგორც ახაბის სახლი,+ რადგან ცოლად ახაბის ასული ჰყავდა,+ და ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში. 19 მაგრამ არ სურდა იეჰოვას იუდას+ მოსპობა თავისი მსახურის, დავითის გამო,+ თავისი დაპირებისამებრ, რომ ლამპარს+ მისცემდა მას და მის ვაჟებს სამარადისოდ.
20 მის დროს განუდგა ედომი+ იუდას და მეფე+ დაისვა. 21 წავიდა იეჰორამი ცაირში მთელი თავისი ეტლებითურთ. ადგა ის ღამით და შეუტია ედომელებს, რომლებიც გარს ეხვივნენ მას, და ეტლების მეთაურებს. გაიქცა ხალხი თავიანთ კარვებში. 22 განუდგა ედომი იუდას და დღემდე ასეა. იმ დროს ლიბნაც+ განუდგა მას.
23 იეჰორამის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 24 განისვენა იეჰორამმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ დავითის ქალაქში,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი ახაზია+ გამეფდა.
25 ისრაელის მეფე ახაბის ვაჟის, იეჰორამის მეფობის მეთორმეტე წელს გამეფდა იუდას მეფე იეჰორამის ვაჟი ახაზია.+ 26 ოცდაორი წლისა გამეფდა ახაზია და ერთ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში.+ დედამისი იყო ათალია,+ ისრაელის მეფე ომრის+ შვილიშვილი. 27 ახაზია ახაბის+ სახლის გზით დადიოდა და ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში+ ახაბის სახლის მსგავსად, რადგან ახაბის სახლს ემოყვრებოდა.+ 28 გაჰყვა იგი ისრაელის მეფე იეჰორამს, ახაბის ძეს, სირიის მეფე ხაზაელთან+ საომრად გალაადის რამოთში,+ სადაც დაჭრეს სირიელებმა+ იეჰორამი. 29 დაბრუნდა მეფე იეჰორამი+ იზრეელში+ ჭრილობების მოსაშუშებლად, სირიის მეფე ხაზაელთან ბრძოლის დროს რომ მიაყენეს სირიელებმა რამაში*. იუდას მეფე იეჰორამის ვაჟი ახაზია+ იეჰორამის, ახაბის ძის სანახავად მივიდა იზრეელში, რადგან ავად იყო იგი.
9 ელისე წინასწარმეტყველმა მოუხმო წინასწარმეტყველთა ძეთაგან*+ ერთ-ერთს და უთხრა: «შემოისარტყლე წელი,+ აიღე დოქით+ ზეთი და წადი გალაადის რამოთში.+ 2 იქ რომ მიხვალ, ნიმშის ვაჟის, იეჰოშაფატის ვაჟი იეჰუ+ ნახე; მიდი, გამოიყვანე თავისი ძმებისგან და შიდა ოთახში+ შეიყვანე. 3 აიღე დოქით ზეთი, თავზე დაასხი+ და უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „მე გცხებ+ ისრაელის მეფედ“.+ მერე კი გააღე კარი და გაიქეცი, არ გაჩერდე».
4 წავიდა წინასწარმეტყველის მსახური გალაადის რამოთში. 5 მივიდა იქ და რას ხედავს! ჯარის მეთაურები სხედან იქ. მან უთხრა მას: „მეთაურო, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი“.+ იეჰუმ ჰკითხა: „ვისთვის?“ მან მიუგო: „შენთვის, მეთაურო“. 6 ადგა იგი და სახლში შევიდა. თავზე ზეთი დაასხა და უთხრა: «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მე გცხებ+ იეჰოვას ხალხის,+ ისრაელის მეფედ. 7 უნდა გაანადგურო შენი ბატონის, ახაბის სახლი. შური უნდა ვიძიო+ იზებელზე ჩემს მსახურთა სისხლის გამო, წინასწარმეტყველთა სისხლის გამო და იეჰოვას ყველა მსახურის სისხლის გამო.+ 8 უნდა ამოწყდეს ახაბის მთელი სახლი.+ ამოვუწყვეტ ახაბს კედელთან მშარდავებს,+ უმწეოებსა და მდაბიოებს+ ისრაელში. 9 ნებატის ვაჟის, იერობოამის სახლსა+ და ახიას ვაჟის, ბააშას სახლს+ დავამსგავსებ ახაბის სახლს. 10 ძაღლები შეჭამენ იზებელს+ იზრეელის მიწაზე და დამმარხავი არავინ ეყოლება“». გააღო მან კარი და გავარდა.+
11 მივიდა იეჰუ თავისი ბატონის მსახურებთან; მათ ჰკითხეს მას: „ხომ მშვიდობაა?+ რა უნდოდა მაგ შეშლილს?“+ მან მიუგო: „კარგად იცნობთ მაგ კაცს და ისიც იცით, როგორ ლაპარაკობს“. 12 მათ უთხრეს: „ტყუილს ამბობ! გვითხარი, რა გითხრა“. მან მიუგო: «ასე და ასე მელაპარაკა, მითხრა, ასე ამბობსო იეჰოვა: „შენ გცხებ ისრაელის მეფედ“».+ 13 სასწრაფოდ წაივლეს ხელი მოსასხამებზე+ და საფეხურებზე დაუფინეს, საყვირს ჩაჰბერეს+ და დაიძახეს: „იეჰუ გამეფდა!“+ 14 აუჯანყდა+ იეჰუ,+ ნიმშის+ ვაჟის, იეჰოშაფატის ვაჟი იეჰორამს.
იეჰორამი გალაადის რამოთს+ აფარებდა თავს მთელ ისრაელთან ერთად სირიის მეფე ხაზაელის+ გამო. 15 უკან დაბრუნდა იზრეელში+ მეფე იეჰორამი+ ჭრილობების მოსაშუშებლად, სირიის მეფე+ ხაზაელთან ბრძოლის დროს რომ მიაყენეს სირიელებმა.
თქვა იეჰუმ: „თუ თანახმანი ხართ,+ არავინ გაუშვათ ქალაქიდან იზრეელში ამბის ჩასატანად“. 16 ამხედრდა იეჰუ და წავიდა იზრეელში, რადგან იქ იწვა იეჰორამი. ამ დროს იუდას მეფე ახაზია+ იეჰორამის სანახავად იყო ჩასული. 17 იზრეელში+ გუშაგი+ იდგა კოშკზე,+ რომელმაც დაინახა თუ არა დიდძალ ხალხთან ერთად მომავალი იეჰუ, შესძახა: „დიდძალ ხალხს ვხედავ!“ იეჰორამმა უთხრა: „მხედარი გაგზავნე, რომ შეეგებოს და ჰკითხოს, ხომ მშვიდობააო“.+ 18 წავიდა მხედარი, შეეგება მათ და უთხრა: „მეფემ შემოგითვალა, ხომ მშვიდობააო“. იეჰუმ მიუგო: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას,+ უკან მომყევი!“
მივიდა გუშაგი+ და შეატყობინა: „მივიდა მაცნე მათთან, მაგრამ აღარ დაბრუნებულა“. 19 მეორე მხედარიც გაგზავნა, ისიც მივიდა მათთან და თქვა: „მეფემ შემოგითვალა, ხომ მშვიდობააო“. იეჰუმ მიუგო: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას,+ უკან მომყევი!“
20 შეატყობინა გუშაგმა: „მივიდა იგი მათთან, მაგრამ აღარ დაბრუნებულა. ნიმშის+ შვილიშვილის, იეჰუს+ ჭენებას ჰგავს, გიჟივით მოაჭენებს“.+ 21 იეჰორამმა ბრძანა: „შემიკაზმეთ ეტლი!“+ შეუკაზმეს საომარი ეტლი; თავ-თავიანთი ეტლებით გავიდნენ ისრაელის მეფე იეჰორამი და იუდას მეფე ახაზია+ და იზრეელელი ნაბოთის+ მიწასთან შეხვდნენ იეჰუს.
22 როგორც კი დაინახა იეჰორამმა იეჰუ, ჰკითხა: „ხომ მშვიდობაა, იეჰუ?“ მან მიუგო: „რა მშვიდობა+ უნდა იყოს დედაშენი იზებელის+ გარყვნილებისა და მისი ჯადოქრობის+ მერე?!“ 23 მოატრიალა იეჰორამმა ეტლი გასაქცევად და ახაზიას უთხრა: „ღალატია,+ ახაზია!“ 24 მოზიდა იეჰუმ მშვილდი,+ ბეჭებში ესროლა იეჰორამს და ისარმა გულში გაუარა; თავის საომარ ეტლში ჩაიკეცა იგი.+ 25 უთხრა მან ბიდკარს, თავის მხლებელს:+ «აიღე და იზრეელელი ნაბოთის+ მინდორში დააგდე. გაიხსენე, როცა მე და შენ მამამისს, ახაბს მივყვებოდით ცხენებით, იეჰოვამ გამოუტანა მას განაჩენი:+ 26 „გუშინ ვიხილე ნაბოთისა და მისი ვაჟების+ სისხლი“,+ — თქვა იეჰოვამ. „ამ მიწაზე გადაგიხდი სამაგიეროს“,+ — თქვა იეჰოვამ. აიღე და იმ მიწაზე გადააგდე იეჰოვას სიტყვისამებრ».+
27 დაინახა ეს ახაზიამ,+ იუდას მეფემ და ბაღის სახლისკენ მიმავალი გზით გაიქცა+ (დაედევნა მას იეჰუ და შესძახა: „მაგასაც, მაგასაც დაჰკარით!“ მათაც დაჰკრეს მას მისსავე ეტლზე, გურის გზაზე, იბლეამთან;+ მან მაინც მოახერხა მეგიდოში+ გაქცევა და იქ მოკვდა.+ 28 მისმა მსახურებმა ის ეტლიანად იერუსალიმში ჩაიტანეს და დავითის ქალაქში,+ თავის სამარხში დამარხეს, თავისი მამა-პაპის გვერდით. 29 ახაბის ვაჟის, იეჰორამის+ მეფობის მეთერთმეტე წელს გამეფდა ახაზია+ იუდაზე).
30 მივიდა იეჰუ იზრეელში+ და შეიტყო ეს იზებელმა.+ თვალები შავად შეიღება,+ თავი გაილამაზა+ და სარკმლიდან გადმოიხედა.+ 31 შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, იზებელმა ჰკითხა: „მოემართა ხელი ზიმრის,+ თავისი ბატონის მკვლელს?“ 32 აიხედა მან სარკმლისკენ და იკითხა: „ვინ არის ჩემ მხარეს, ვინ?“+ ორმა თუ სამმა კარისკაცმა+ გადმოხედა. 33 შესძახა: „გადმოაგდეთ ეგ ქალი!“+ მათაც გადმოაგდეს და მისი სისხლი კედელსა და ცხენებს შეესხა; მან კი გათელა+ იგი. 34 შემდეგ შევიდა, ჭამა, დალია და სთხოვა მათ: „წაიღეთ ეს დაწყევლილი+ და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია“.+ 35 როცა მის დასამარხავად გავიდნენ, ვერაფერი იპოვეს თავის ქალის, ფეხის ტერფებისა და ხელის მტევნების მეტი.+ 36 როცა მივიდნენ და მოახსენეს, მან თქვა: «ეს იეჰოვას სიტყვაა,+ რაც თავისი მსახურის, თიშბელი ელიას პირით თქვა: „ძაღლები შეჭამენ იზებელის ხორცს იზრეელის მიწაზე.+ 37 ნეხვად იქცევა იზებელის გვამი+ იზრეელის მინდორში, რომ ვეღარავინ თქვას, ეს იზებელიაო“».+
10 ახაბს სამოცდაათი+ ვაჟი ჰყავდა სამარიაში.+ დაწერა იეჰუმ წერილები და სამარიაში იზრეელის მთავრებს,+ უხუცესებსა+ და ახაბის მომვლელებს დაუგზავნა და შეუთვალა: 2 „ახლა, ამ წერილის მიღებისას, თქვენთან არიან თქვენი ბატონიშვილები, საომარი ეტლებიც გყავთ და ცხენებიც,+ გამაგრებული ქალაქებიც გაქვთ და იარაღიც; 3 დაუკვირდით, თქვენი ბატონიშვილებიდან რომელია საუკეთესო და ყველაზე მართალი; ის დასვით მამამისის ტახტზე+ და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის“.
4 მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „მას ორი მეფე+ ვერ დაუდგა წინ და ჩვენ როგორ დავუდგებით?!“+ 5 სასახლის ზედამხედველმა, ქალაქის ზედამხედველმა, უხუცესებმა და მომვლელებმა+ იეჰუს შეუთვალეს: „ჩვენ შენი მსახურები ვართ და რასაც გვეტყვი, იმას გავაკეთებთ. ჩვენ არავის გავამეფებთ. როგორც გენებოს, ისე მოიქეცი“.
6 პასუხად მეორე წერილიც მისწერა და შეუთვალა: „თუ ჩემები ხართ+ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, ხვალ ამ დროს თქვენი ბატონის ვაჟების+ თავები იზრეელში+ მომიტანეთ“.
მეფის სამოცდაათ ვაჟს ქალაქის დიდებულები ზრდიდნენ. 7 წერილი რომ მიუვიდათ, წაიყვანეს მეფის სამოცდაათივე ვაჟი,+ დახოცეს, მათი თავები კალათებში ჩააწყვეს და იზრეელში გაუგზავნეს მას. 8 მივიდა მაცნე+ და მოახსენა: „უფლისწულთა თავები+ მოიტანეს“. მან მიუგო: „კარიბჭის შესასვლელთან დაყარეთ ორ გროვად და დილამდე+ ასე იყოს“. 9 დილით გავიდა იგი გარეთ. დადგა და მთელ ხალხს მიმართა: „თქვენ მართალი ხალხი ხართ.+ მე შეთქმულება+ მოვუწყვე ჩემს ბატონს და მოვკალი,+ მაგრამ ესენი ვინღა დახოცა? 10 იეჰოვას არც ერთი სიტყვა არ დარჩება შეუსრულებელი+ ახაბის სახლზე;+ იეჰოვამ ის გააკეთა, რაც თავისი მსახურის, ელიას+ პირით თქვა“. 11 დახოცა იეჰუმ ყველა, ვინც იზრეელში ახაბის სახლიდან გადარჩა, ყველა დიდებული,+ მისი ახლობლები და ქურუმები;+ მისიანი არავინ დაუტოვებია.+
12 ადგა იგი და სამარიის გზას დაადგა. გზად მწყემსებს ბინა ედგათ. 13 შემოხვდნენ იეჰუს იუდას მეფე ახაზიას+ ძმები.+ მან ჰკითხა: „ვინა ხართ?“ მათ მიუგეს: „ახაზიას ძმები ვართ, მივდივართ, რომ გავიგოთ, როგორ არიან მეფისა და ქალბატონის შვილები“. 14 მან მაშინვე ბრძანა: „ცოცხლად შეიპყარით!“+ მათაც შეიპყრეს ისინი და მწყემსების ბინის ჭასთან დახოცეს, ორმოცდაორი კაცი; ერთიც არ დაუტოვებია ცოცხალი.+
15 გზაში რექაბის+ ვაჟი იეჰონადაბი+ შეხვდა, რომელიც მასთან შესახვედრად მიდიოდა. აკურთხა+ იგი და ჰკითხა: „შენი გულიც ისევე წრფელია ჩემდამი, როგორც ჩემი გული — შენდამი?“+
ამაზე იეჰონადაბმა მიუგო: „წრფელია“.
„თუ ასეა, ხელი მომეცი“.
მანაც გაუწოდა ხელი და აიყვანა იგი თავის ეტლზე.+ 16 შემდეგ უთხრა: „წამომყევი და ნახე, რომ არ შევიწყნარებ+ იეჰოვასადმი მეტოქეობას“. წაიყვანეს იგი მისი საომარი ეტლით. 17 მივიდა იგი სამარიაში და ხოცავდა ყველას, ვინც კი დარჩა ახაბს სამარიაში, სანამ არ გაწყვიტა ისინი,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი ელიასთვის.+
18 შეკრიბა იეჰუმ ხალხი და უთხრა: „ახაბი ნაკლებად სცემდა თაყვანს ბაალს,+ იეჰუ კი უფრო მეტს გააკეთებს მის თაყვანისმცემლობაში. 19 მოუხმეთ ბაალის ყველა წინასწარმეტყველს,+ ყველა მის თაყვანისმცემელსა+ და ქურუმს.+ არავინ გამოგრჩეთ, რადგან დიდებული შესაწირავი მაქვს ბაალისთვის. ვინც არ მოვა, ცოცხალი ვერ გადარჩება“. ცბიერებით+ მოქმედებდა იეჰუ ბაალის თაყვანისმცემლების გასაწყვეტად.
20 იეჰუმ თქვა: „განუწმინდეთ ბაალს საზეიმო კრებული“. და გამოაცხადეს კიდეც. 21 მთელ ისრაელში დაგზავნა იეჰუმ ხალხი+ და მოვიდა ბაალის ყველა თაყვანისმცემელი; ყველა მივიდა. შედიოდნენ ბაალის+ სახლში; გადაივსო ბაალის სახლი. 22 უთხრა იეჰუმ მას, ვისაც ტანსაცმელი ებარა: „გამოუტანე ტანსაცმელი ბაალის თაყვანისმცემლებს“. მანაც გამოუტანა. 23 შევიდა იეჰუ რექაბის ვაჟთან, იეჰონადაბთან+ ერთად ბაალის სახლში და ბაალის თაყვანისმცემლებს მიმართა: „მიათვალიერ-მოათვალიერეთ, რომ იეჰოვას არც ერთი თაყვანისმცემელი არ იყოს თქვენ შორის ბაალის თაყვანისმცემლების გარდა“.+ 24 ბოლოს შევიდნენ მსხვერპლისა და დასაწვავი შესაწირავის აღსავლენად, გარეთ კი ოთხმოცი კაცი დააყენა იეჰუმ და უთხრა: „თუკი ვინმე გაგექცევათ იმ ხალხიდან, რომელთაც გაბარებთ, მათ სულს თქვენი სული მიჰყვება“.+
25 როგორც კი დაამთავრა დასაწვავი შესაწირავის აღვლენა, იეჰუმ უთხრა მალემსრბოლებსა და მხლებლებს: „შემოდით და დახოცეთ! არავინ გაუშვათ!“+ მახვილით ხოცავდნენ მათ მალემსრბოლები და მხლებლები+ და გარეთ ყრიდნენ; ბაალის სახლის ქალაქშიც კი ჩავიდნენ. 26 გამოიტანეს ბაალის სახლიდან წმინდა სვეტები+ და დაწვეს.+ 27 დაანგრიეს ბაალის წმინდა სვეტი,+ ბაალის სახლი+ და დღემდე საპირფარეშოა იქ.+
28 ასე მოსპო იეჰუმ ბაალი ისრაელში, 29 ოღონდ არ მიუტოვებია ნებატის ძის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი,+ და ოქროს ხბოები,+ რომლებიც ბეთელსა და დანში+ იყო. 30 იეჰოვამ იეჰუს უთხრა: „რადგან კარგად მოიქეცი ჩემს თვალში+ და ყველაფერი დამართე ახაბის სახლს,+ რაც გულში მქონდა, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი ვაჟები ისრაელის ტახტზე“.+ 31 არ ცდილობდა იეჰუ, მთელი გულით+ ევლო ისრაელის ღვთის, იეჰოვას კანონით. არ მიუტოვებია მას იერობოამის ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+
32 იმ დროს იეჰოვამ ისრაელის დანაწევრება დაიწყო. ხაზაელმა+ მთელ ისრაელს შეუტია 33 იორდანიდან მოყოლებული მზის ამოსავლის მხარეს, გალაადის მიწას,+ გადელებს,+ რეუბენელებს,+ მენაშელებს,+ აროერიდან+ მოყოლებული, რომელიც არნონის ხევთანაა, გალაადსაც და ბაშანსაც.+
34 იეჰუს დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც გააკეთა, და მის ძლევამოსილებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 35 განისვენა იეჰუმ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს იგი სამარიაში, მის შემდეგ კი მისი ვაჟი იეჰოახაზი+ გამეფდა. 36 იეჰუ ოცდარვა წელიწადს განაგებდა ისრაელს სამარიიდან.
11 დაინახა ათალიამ,+ ახაზიას+ დედამ, რომ მოკვდა მისი ვაჟი, ამიტომ ადგა და გაანადგურა სამეფო შთამომავლობა.+ 2 მაგრამ მეფე იეჰორამის ასულმა იეჰოშებამ,+ ახაზიას დამ, აიყვანა იეჰოაში,+ ახაზიას ვაჟი, გამოარიდა დასახოცად განწირულ უფლისწულებს და ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალა.+ უმალავდნენ მას ათალიას და ამიტომ ვერ მოკლეს იგი. 3 ექვს წელიწადს მალავდნენ მას იეჰოვას სახლში, ვიდრე ათალია მეფობდა იმ მიწაზე.+
4 მეშვიდე წელს გაგზავნა იეჰოიადამ+ ხალხი, მიიყვანა კარიელი+ მცველების ასისთავები და მალემსრბოლთა+ მეთაურები იეჰოვას სახლში, დაუდო შეთანხმება,+ დააფიცა+ იეჰოვას სახლში და მერე აჩვენა მათ უფლისწული. 5 უბრძანა: „აი რას გააკეთებთ: თქვენგან ერთი მესამედი შაბათს მოვა მეფის სასახლის დასაცავად,+ 6 მეორე მესამედი საძირკვლის კარიბჭესთან+ იდგება და ერთი მესამედიც მალემსრბოლთა უკან, კარიბჭესთან. მონაცვლეობით დაიცავთ სასახლეს.+ 7 ორი ჯგუფიც თქვენ შორის იქნება, ყველა გამოვა შაბათს და დაიცავს იეჰოვას სახლს მეფის გულისთვის. 8 გარს შემოერტყით მეფეს, თითოეული თქვენ-თქვენი იარაღით ხელში; ვინც კი რიგში შემოვა, უნდა მოკვდეს. მეფესთან იყავით მისი გამოსვლისას და მისი შესვლისას“.
9 ყველაფერი ისე გააკეთეს ასისთავებმა,+ როგორც მღვდელ იეჰოიადას ჰქონდა ნაბრძანები. წაიყვანა თითოეულმა თავისი ხალხი, შაბათს+ შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, და შევიდნენ მღვდელ იეჰოიადასთან. 10 დაურიგა მღვდელმა ასისთავებს მეფე დავითის შუბები და მრგვალი ფარები, რომლებიც იეჰოვას სახლში იყო.+ 11 იდგნენ მალემსრბოლები,+ თითოეული თავ-თავისი იარაღით ხელში სახლის მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარემდე, სამსხვერპლოსთან+ და სახლთან, მეფის გარშემო. 12 შემდეგ გამოიყვანა უფლისწული,+ დაადგა მას გვირგვინი,+ დაადო მოწმობა,+ გაამეფეს+ და სცხეს.+ ტაში შემოჰკრეს+ და შესძახეს: „იცოცხლოს მეფემ!“+
13 როცა შემოესმა ათალიას, როგორ მირბოდა ხალხი, მაშინვე იეჰოვას სახლში შეკრებილ ხალხთან მივიდა.+ 14 დაინახა ჩვეულებისამებრ შესასვლელში სვეტთან+ მდგომი მეფე და მეფესთან ერთად მთავრები და მესაყვირეები;+ ხარობდა იმ ქვეყნის ხალხი+ და საყვირებს აყვირებდა. ტანსაცმელი შემოიხია ათალიამ+ და დაიყვირა: „შეთქმულებაა, შეთქმულება!“+ 15 უბრძანა იეჰოიადა მღვდელმა ჯარის ასისთავებს+ და უთხრა მათ: „მოაშორეთ ის რიგებს; ვინც მას გაჰყვება, მახვილით მოკვდება!“+ რადგან მღვდელს ნათქვამი ჰქონდა, იეჰოვას სახლში არ მოკლათო ის. 16 ხელი სტაცეს მას, მეფის სასახლის+ ცხენის კარიბჭესთან+ მიიყვანეს იგი და იქ მოკლეს.+
17 მაშინ შეთანხმება+ დადო იეჰოიადამ იეჰოვას,+ მეფესა+ და ხალხს შორის, რომ ისინი იეჰოვას ხალხი იქნებოდნენ, ასევე — მეფესა და ხალხს შორის.+ 18 მთელი ხალხი მივიდა ბაალის სახლში და დაანგრიეს მისი სამსხვერპლოები;+ დალეწეს მისი ქანდაკებები,+ ბაალის ქურუმი მათანი+ კი სამსხვერპლოების წინ მოკლეს.+
დაუყენა მღვდელმა ზედამხედველები იეჰოვას სახლს.+ 19 წამოიყვანა მან ასისთავები, კარიელი+ მცველები, მალემსრბოლები+ და მთელი ხალხი იმ მიწიდან, რომ იეჰოვას სახლიდან გამოეყვანათ მეფე. მალემსრბოლთა კარიბჭის+ გავლით მივიდნენ ისინი მეფის სასახლეში და დაჯდა ის სამეფო ტახტზე.+ 20 ხარობდა იმ მიწის ხალხი+ და მშვიდობა იყო ქალაქში; ათალია კი მახვილით მოკლეს მეფის სასახლეში.+
21 შვიდი წლისა გამეფდა+ იეჰოაში.+
12 იეჰუს+ მეფობის მეშვიდე წელს გამეფდა იეჰოაში+ და ორმოც წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი ბეერ-შებელი ციბია იყო. 2 სწორად იქცეოდა იეჰოაში იეჰოვას თვალში, სანამ იეჰოიადა მღვდელი არიგებდა,+ 3 ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია.+ ხალხი კვლავაც მაღლობებზე სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს.
4 უთხრა იეჰოაშმა მღვდლებს:+ „წმინდა შესაწირავად+ იეჰოვას სახლში+ მიტანილი ფული — ყველასთვის დადგენილი ფული,+ თითოეულ სულზე დადგენილი ფული,+ და ის ფული, რისი გაღებისთვისაც თითოეულს იეჰოვას სახლში მისატანად უწევს გული+ — 5 აიღონ მღვდლებმა, ყველამ თავ-თავისი ნაცნობებისგან+ და ამოავსონ სახლის ბზარები“.+
6 იეჰოაშის მეფობის ოცდამესამე წელს, როცა მღვდლებს ჯერ კიდევ არ ამოევსოთ სახლის ბზარები,+ 7 მოუხმო მეფე იეჰოაშმა მღვდელ იეჰოიადას+ და სხვა მღვდლებს და ჰკითხა მათ: „რატომ არ შეაკეთეთ სახლის ბზარები? აღარ აიღოთ ფული თქვენი ნაცნობებისგან, სახლის ბზარების ამოსავსებად გაეცით“.+ 8 დათანხმდნენ მღვდლები, რომ აღარ აეღოთ ფული ხალხისგან და აღარ ამოევსოთ სახლის ბზარები.
9 აიღო იეჰოიადა მღვდელმა ყუთი,+ თავსახური გაუხვრიტა და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, იეჰოვას სახლში შემომსვლელის მარჯვნივ. იქ ყრიდნენ მღვდლები და კარის მცველები+ იეჰოვას სახლში მიტანილ მთელ ფულს.+ 10 როცა ნახავდნენ, რომ ყუთში ბევრი ფული იყო, მეფის მწერალი+ და მღვდელმთავარი მივიდოდნენ, შეახვევდნენ და ითვლიდნენ იეჰოვას სახლში მიტანილ ფულს.+ 11 დათვლილ ფულს სამუშაოთა შემსრულებლებს+ აძლევდნენ, რომლებიც იეჰოვას სახლზე იყვნენ დაყენებულები, ისინი კი აძლევდნენ იეჰოვას სახლში მომუშავე დურგლებსა და მშენებლებს, 12 კალატოზებსა და ქვის მთლელებს.+ გასცემდნენ ხის მასალისა და თლილი ქვების საყიდლად იეჰოვას სახლში ბზარების ამოსავსებად და ყველაფრისთვის, რაც სახლის შესაკეთებლად იყო საჭირო.
13 იეჰოვას სახლში მიტანილი ფულიდან იეჰოვას სახლისთვის+ არ გაკეთებულა ვერცხლის აუზები, პატრუქის ნამწვის მოსაცილებლები,+ თასები,+ საყვირები+ და ოქრო-ვერცხლის სხვა ნივთები, 14 რადგან ფულს სამუშაოთა შემსრულებლებს აძლევდნენ, რითაც მათ იეჰოვას სახლი შეაკეთეს.+ 15 ანგარიში არ მოუთხოვიათ+ იმათგან, ვინც ფულს აძლევდა სამუშაოთა შემსრულებლებს,+ რადგან ერთგულად+ მუშაობდნენ ისინი. 16 დანაშაულის შესაწირავისა+ და ცოდვის შესაწირავისთვის გაღებული ფული არ შედიოდა იეჰოვას სახლში. ის მღვდლებს ეძლეოდათ.+
17 ამის შემდეგ ავიდა სირიის მეფე ხაზაელი,+ გათს+ შეებრძოლა და დაიპყრო, შემდეგ კი იერუსალიმის წინააღმდეგ+ გალაშქრება განიზრახა.+ 18 აიღო იუდას მეფე იეჰოაშმა მთელი წმინდა შესაწირავი,+ რაც მისმა მამა-პაპამ, იუდას მეფეებმა — იეჰოშაფატმა, იეჰორამმა და ახაზიამ განწმინდეს, აგრეთვე თავისი წმინდა შესაწირავი, მთელი ოქრო, რაც იეჰოვას სახლის საგანძურსა და მეფის სასახლის საგანძურში იყო, და სირიის მეფე ხაზაელს გაუგზავნა;+ ისიც გაეცალა იერუსალიმს.
19 იეჰოაშის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 20 ადგნენ მისი მსახურები,+ შეთქმულება+ მოაწყვეს და მოკლეს იეჰოაში მილოზე*+ აგებულ სახლში,+ სილასკენ მიმავალ გზაზე. 21 თავისმა მსახურებმა მოკლეს იგი, შიმათის ვაჟმა იოზაქარმა და შომერის ვაჟმა იეჰოზაბადმა.+ დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში, მის შემდეგ კი მისი ვაჟი ამაცია+ გამეფდა.
13 იუდას მეფე ახაზიას+ ვაჟის, იეჰოაშის+ მეფობის ოცდამესამე წელს, იეჰოახაზი,+ იეჰუს+ ვაჟი გამეფდა ისრაელზე და ჩვიდმეტ წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან. 2 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში+ და ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვას მიჰყვებოდა, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ არ მიუტოვებია ცოდვების ჩადენა. 3 აენთო იეჰოვას რისხვა+ ისრაელზე და ხელში ჩაუგდო მან ის სირიის მეფე ხაზაელს+ და ხაზაელის ვაჟს, ბენ-ჰადადს,+ მთელი მათი სიცოცხლე.
4 გული მოულბო+ იეჰოახაზმა იეჰოვას და იეჰოვამაც მოუსმინა+ მას, რადგან დაინახა, როგორ ჩაგრავდა ისრაელს+ სირიის მეფე.+ 5 მოუვლინა იეჰოვამ ისრაელს მხსნელი,+ დაიხსნა ისრაელი სირიის ხელიდან, და ისრაელები წინანდებურად თავიანთ სახლებში ცხოვრობდნენ+ 6 (ოღონდ არ მიუტოვებიათ იერობოამის სახლის ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ მას მიჰყვებოდა იგი;+ სამარიაში წმინდა ბოძიც+ კი იდგა). 7 იეჰოახაზს ორმოცდაათი მხედრის, ათი ეტლისა და ათი ათასი ქვეითის+ მეტი არ დარჩენია, რადგან სირიის მეფემ გაანადგურა ისინი+ და კალოს მტვერს დაამსგავსა.+
8 იეჰოახაზის დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, და მის ძლევამოსილებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 9 ბოლოს განისვენა იეჰოახაზმა თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს იგი სამარიაში,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი იეჰოაში+ გამეფდა.
10 იუდას მეფე იეჰოაშის მეფობის ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იეჰოახაზის ვაჟი იეჰოაში+ ისრაელზე და თექვსმეტ წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან. 11 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+ არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ მათ მისდევდა.
12 იეჰოაშის დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, მის ძლევამოსილებასა და იუდას მეფე ამაციასთან ბრძოლაზე+ ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 13 ბოლოს განისვენა იეჰოაშმა თავისი მამა-პაპის გვერდით და ტახტზე იერობოამი*+ ავიდა. დამარხეს იეჰოაში სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით.+
14 სასიკვდილო სენი შეეყარა ელისეს+ და სიკვდილის პირას იყო.+ მივიდა იეჰოაში, ისრაელის მეფე, და დასტიროდა: „მამა,+ მამა, ისრაელის საომარი ეტლი და მისი მხედრები!“+ 15 ელისემ უთხრა: „აიღე მშვილდი და ისრები“. მანაც აიღო მშვილდი და ისრები. 16 უთხრა მან ისრაელის მეფეს: „ხელი დაადე მშვილდს“. მანაც დაადო ხელი, ელისემ კი ზემოდან დაადო ხელები მეფის ხელებს.+ 17 უთხრა: „გააღე აღმოსავლეთის სარკმელი!“ მანაც გააღო. შემდეგ ელისემ უთხრა: „ისროლე!“ მანაც ისროლა. მერე კი შესძახა: „იეჰოვას ხსნის ისარი, ხსნის ისარი+ სირიის წინააღმდეგ! საბოლოოდ სძლევ სირიას აფეკთან“.+
18 უთხრა მან: „აიღე ისრები!“ მანაც აიღო. მერე უთხრა ისრაელის მეფეს: „მიწას დაჰკარი!“ მანაც სამჯერ დაჰკრა და გაჩერდა.+ 19 განურისხდა მას ჭეშმარიტი ღვთის კაცი:+ „ხუთჯერ ან ექვსჯერ უნდა დაგეკრა! მაშინ საბოლოოდ სძლევდი სირიას, ახლა კი მხოლოდ სამჯერ სძლევ“.+
20 მოკვდა ელისე და დამარხეს იგი.+ იმ მიწაზე წლის დასაწყისში მოაბელები+ დათარეშობდნენ+ ხოლმე. 21 ერთხელ ერთ კაცს მარხავდნენ; როცა მოთარეშეები დაინახეს, ელისეს სამარხში ჩააგდეს მკვდარი და გაიქცნენ. როგორც კი ელისეს ძვლებს შეეხო, მკვდარი მაშინვე გაცოცხლდა+ და ფეხზე წამოდგა.+
22 ჩაგრავდა+ სირიის მეფე ხაზაელი+ ისრაელს იეჰოახაზის დროს, 23 მაგრამ იეჰოვამ წყალობა გამოავლინა+ და შეიწყალა+ ისინი, მოხედა მათ აბრაამთან,+ ისაკთან+ და იაკობთან+ დადებული შეთანხმების+ გამო; არ უნდოდა მათი განადგურება+ და ამიტომ არ მოუშორებია ისინი დღემდე. 24 ბოლოს მოკვდა სირიის მეფე ხაზაელი და მის შემდეგ მისი ვაჟი ბენ-ჰადადი გამეფდა. 25 უკან დაიბრუნა იეჰოახაზის ვაჟმა იეჰოაშმა ბენ-ჰადადისგან, ხაზაელის ვაჟისგან, ის ქალაქები, რომლებიც მან მის მამას, იეჰოახაზს წაართვა ბრძოლით. სამჯერ სძლია მას იეჰოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები.+
14 ისრაელის მეფე იეჰოახაზის ვაჟის, იეჰოაშის+ მეფობის მეორე წელს იუდას მეფე იეჰოაშის ვაჟი ამაცია+ გამეფდა. 2 ოცდახუთი წლისა გამეფდა და ოცდაცხრა წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იეჰოადინი.+ 3 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში,+ თუმცა არა ისე, როგორც მისი წინაპარი დავითი.+ ისიც ისე იქცეოდა, როგორც მამამისი იეჰოაში;+ 4 არ გაუუქმებია მაღლობები.+ ხალხი კვლავაც მაღლობებზე სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს.+ 5 როგორც კი განმტკიცდა სამეფო მის ხელში, დახოცა+ თავისი მსახურები, მამამისის, მეფის, მკვლელები;+ 6 მკვლელების ვაჟები კი არ დაუხოცავს იეჰოვას ბრძანებისამებრ, რომელიც მოსეს კანონის წიგნშია ჩაწერილი:+ „მამები არ უნდა დაიხოცონ ვაჟების გამო, არც ვაჟები უნდა დაიხოცონ მამების გამო; თითოეული თავისი ცოდვის გამო უნდა მოკვდეს“.+ 7 ათი ათასი ედომელი+ დახოცა მან მარილოვან ველზე,+ ბრძოლით აიღო სელა, რომელსაც იოკთეელი ეწოდა, და დღემდე ასეა.
8 შეუთვალა ამაციამ ისრაელის მეფე იეჰოაშს, იეჰუს ვაჟის, იეჰოახაზის ვაჟს: „მოდი და შევებათ ერთმანეთს“.+ 9 მაშინ იეჰოაშმა, ისრაელის მეფემ, შემოუთვალა იუდას მეფე ამაციას: „ლიბანის ეკლიანმა სარეველამ ლიბანის კედარს+ შეუთვალა, ცოლად მიათხოვეო ჩემს ვაჟს შენი ასული, მაგრამ ლიბანის მინდვრის მხეცმა გაიარა და გათელა ეკლიანი სარეველა.+ 10 ედომი დაამარცხე+ და გადიდგულდი;+ დასჯერდი პატივს+ და იყავი შენს სახლში. რატომ უნდა ჩაება უთანასწორო+ ბრძოლაში+ და დაეცე შენც და შენთან ერთად იუდაც?!“ 11 არ ისმინა ამაციამ.+
გამოვიდა ისრაელის მეფე იეჰოაში და იუდას ბეთ-შემეშში+ შეებნენ ერთმანეთს+ ის და იუდას მეფე ამაცია. 12 დამარცხდა იუდა ისრაელთან+ და ყველა თავისი კარვისკენ გაიქცა. 13 ისრაელის მეფე იეჰოაშმა ბეთ-შემეშში შეიპყრო იუდას მეფე ამაცია, ახაზიას ვაჟის, იეჰოაშის ვაჟი, და იერუსალიმში მიიყვანა; მან დაანგრია იერუსალიმის გალავანი ოთხას წყრთაზე*, ეფრემის კარიბჭიდან+ კუთხის კარიბჭემდე;+ 14 წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ყველა ნივთი, რაც იეჰოვას სახლში+ და მეფის სასახლის საგანძურში იპოვებოდა, წაიყვანა მძევლები და სამარიაში დაბრუნდა.
15 იეჰოაშის დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, მის ძლევამოსილებაზე, და იმაზე, როგორ შეებრძოლა იუდას მეფე ამაციას, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 16 ბოლოს განისვენა იეჰოაშმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს იგი სამარიაში+ ისრაელის მეფეების გვერდით, მის შემდეგ კი მისი ვაჟი იერობოამი*+ გამეფდა.
17 იუდას მეფე ამაციამ,+ იეჰოაშის ძემ, ისრაელის მეფე იეჰოაშის,+ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტ წელიწადს იცოცხლა.+ 18 ამაციას დანარჩენი საქმეები იუდას+ მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 19 ბოლოს შეთქმულება+ მოაწყვეს იერუსალიმში და გაიქცა იგი ლაქიშში,+ მაგრამ დაედევნენ ლაქიშში და იქ მოკლეს.+ 20 წამოასვენეს ის ცხენებით და თავისი მამა-პაპის გვერდით დამარხეს+ იერუსალიმში, დავითის ქალაქში.+ 21 აიყვანა თექვსმეტი წლის+ აზარია*+ იუდას ხალხმა და მამამისის, ამაციას+ ნაცვლად გაამეფა. 22 მან აღადგინა ელათი+ და დაუბრუნა ის იუდას მას შემდეგ, რაც მეფემ თავისი მამა-პაპის გვერდით განისვენა.
23 იუდას მეფე იეჰოაშის ვაჟის, ამაციას მეფობის მეთხუთმეტე წელს ისრაელის მეფე იეჰოაშის ვაჟი იერობოამი+ გამეფდა სამარიაში და ორმოცდაერთ წელიწადს იმეფა. 24 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში. არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 25 მან აღადგინა ისრაელის საზღვარი ხამათის+ შესასვლელიდან არაბას ზღვამდე+ ისრაელის ღვთის, იეჰოვას სიტყვისამებრ, რომელიც ამითაის ვაჟის, თავისი მსახურის, გათ-ჰეფერელი+ წინასწარმეტყველის, იონას+ პირით თქვა, 26 რადგან დაინახა იეჰოვამ ისრაელის უკიდურესი გაჭირვება.+ არ დარჩენილა ისრაელში არც უმწეო და არც მდაბიო, არც მშველელი ჰყოლია ისრაელს.+ 27 იეჰოვას დაპირებისამებრ არ აღმოიფხვრებოდა ისრაელის სახელი ცისქვეშეთიდან.+ ბოლოს იხსნა+ მან ისინი იეჰოაშის ვაჟის, იერობოამის ხელით.
28 იერობოამის დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, მის ძლევამოსილებაზე და იმაზე, როგორ იბრძოდა, როგორ დაუბრუნა დამასკო+ და ხამათი+ იუდასა და ისრაელს, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 29 ბოლოს განისვენა იერობოამმა თავისი მამა-პაპის, ისრაელის მეფეთა გვერდით და მის შემდეგ მისი ვაჟი ზაქარია+ გამეფდა.
15 ისრაელის მეფე იერობოამის მეფობის ოცდამეშვიდე წელს იუდას მეფე ამაციას+ ვაჟი აზარია+ გამეფდა. 2 თექვსმეტი წლისა გამეფდა და ორმოცდათორმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ დედამისი იყო იერუსალიმელი იექოლია. 3 სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში, მამამისი ამაციას მსგავსად,+ 4 ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია;+ ხალხი კვლავაც მაღლობებზე სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს.+ 5 ბოლოს იეჰოვამ უბედურება დაატეხა მეფეს;+ იგი სიკვდილამდე კეთროვანი იყო,+ მოვალეობა ჰქონდა ჩამორთმეული+ და თავის სახლში ცხოვრობდა, მეფის სასახლეს კი მისი ვაჟი იოთამი+ განაგებდა და სამართალს უჩენდა+ იმ მიწის მკვიდრთ. 6 აზარიას დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 7 განისვენა აზარიამ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში, მის შემდეგ კი მისი ვაჟი იოთამი გამეფდა.+
8 იუდას მეფე აზარიას+ მეფობის ოცდამეთვრამეტე წელს იერობოამის ვაჟი ზაქარია+ გამეფდა ისრაელზე და ექვს თვეს განაგებდა მას სამარიიდან. 9 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში თავისი მამა-პაპის მსგავსად.+ არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 10 მას შეთქმულება+ მოუწყო იაბეშის ვაჟმა შალუმმა, სძლია+ იბლეამში,+ მოკლა და მის ნაცვლად თვითონ გამეფდა. 11 ზაქარიას დანარჩენი საქმეები ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 12 იეჰოვას+ ასე ჰქონდა ნათქვამი იეჰუსთვის:+ „მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი ვაჟები+ ისრაელის ტახტზე“. და ასეც მოხდა.+
13 იუდას მეფე უზიას+ მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს იაბეშის ვაჟი შალუმი გამეფდა და ერთი მთვარისმიერი თვე იმეფა სამარიაში.+ 14 თირციდან+ გადის ვაჟი მენახემი+ მოვიდა სამარიაში, დაჰკრა იაბეშის ვაჟს, შალუმს,+ მოკლა იგი და მის ნაცვლად თვითონ გამეფდა. 15 შალუმის დანარჩენ საქმეებზე და მის მოწყობილ შეთქმულებაზე+ ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 16 მაშინ გაანადგურა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც იქ იყო, და მთელი მხარე თირციდან მოყოლებული; არ გააღეს კარიბჭეები და ამიტომაც გაანადგურა. ყველა ორსული ქალი აჩეხა.+
17 იუდას მეფე აზარიას მეფობის ოცდამეცხრამეტე+ წელს ისრაელზე გადის ვაჟი მენახემი გამეფდა და ათ წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან. 18 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში+ და მთელი თავისი სიცოცხლე არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 19 წამოვიდა ასურეთის მეფე+ ფული+ იმ მიწაზე. მისცა მენახემმა+ ფულს ათასი ტალანტი ვერცხლი+ და მხარდაჭერა სთხოვა მეფობის განსამტკიცებლად.+ 20 ეს ვერცხლი მენახემმა ისრაელის მდიდარ კაცებს+ მოატანინა ასურეთის მეფისთვის მისაცემად, თითოს ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი. უკან გაბრუნდა ასურეთის მეფე, არ გაჩერებულა ქვეყანაში. 21 მენახემის+ დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 22 ბოლოს განისვენა მენახემმა თავისი მამა-პაპის გვერდით და მის შემდეგ მისი ვაჟი ფეკახია+ გამეფდა.
23 იუდას მეფე აზარიას მეფობის ორმოცდამეათე წელს ისრაელზე მენახემის ვაჟი ფეკახია გამეფდა და ორ+ წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან. 24 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+ არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 25 რემალიას ვაჟმა ფეკახმა,+ მისმა მხლებელმა,+ შეთქმულება+ მოუწყო მას, თავს დაესხა სამარიაში მეფის სასახლის კოშკში+ არგობთან, არიესთან და ორმოცდაათ გალაადელთან ერთად; მოკლა იგი და მის ნაცვლად გამეფდა. 26 ფეკახიას დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
27 იუდას მეფე აზარიას მეფობის ორმოცდამეთორმეტე წელს რემალიას+ ვაჟი ფეკახი+ გამეფდა ისრაელზე და ოც წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან. 28 ბოროტებას სჩადიოდა იგი იეჰოვას თვალში.+ არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 29 ისრაელის მეფე ფეკახის დროს ასურეთის მეფე+ ტიგლათფილესერი+ მოვიდა, აიღო იონი,+ აბელ-ბეთ-მააქა,+ იანოახი, კედეში,+ ხაცორი,+ გალაადი+ და გალილეა,+ მთელი ნაფთალის+ მიწა და ტყვედ წაიყვანა ხალხი ასურეთში.+ 30 ბოლოს ელაჰის ვაჟმა, ჰოშეამ+ შეთქმულება+ მოუწყო ფეკახს, რემალიას ვაჟს, სძლია,+ მოკლა და მის ნაცვლად თვითონ გამეფდა უზიას ვაჟის, იოთამის+ მეფობის მეოცე წელს. 31 ფეკახის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
32 ისრაელის მეფე რემალიას ვაჟის, ფეკახის მეფობის მეორე წელს იუდას მეფე უზიას+ ვაჟი იოთამი+ გამეფდა. 33 ოცდახუთი წლისა გამეფდა და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული.+ 34 სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში+ მამამისის, უზიას მსგავსად,+ 35 ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია. ხალხი კვლავაც მაღლობებზე სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს.+ მან ააშენა იეჰოვას სახლის ზემო კარიბჭე.+ 36 იოთამის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+ 37 იმ დროს შეუჩინა+ იეჰოვამ იუდას რეცინი,+ სირიის მეფე, და ფეკახი,+ რემალიას ვაჟი. 38 ბოლოს განისვენა იოთამმა თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს იგი თავისი წინაპარი დავითის ქალაქში თავისი მამა-პაპის გვერდით,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი ახაზი+ გამეფდა.
16 რემალიას ვაჟის, ფეკახის მეფობის მეჩვიდმეტე წელს იუდას მეფე იოთამის ვაჟი ახაზი+ გამეფდა. 2 ოცი წლისა გამეფდა ახაზი და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. თავისი წინაპარი დავითისგან განსხვავებით ის სწორად არ იქცეოდა თავისი ღვთის, იეჰოვას თვალში.+ 3 ისრაელის მეფეების გზით დადიოდა,+ თავისი ვაჟიც კი გაატარა ცეცხლში+ იმ ხალხთა სისაძაგლისამებრ,+ რომლებიც განდევნა იეჰოვამ ისრაელის ძეების გულისთვის. 4 შესაწირავს სწირავდა და აბოლებდა მაღლობებზე,+ გორებზე+ და ყველა ფოთოლხშირი ხის+ ქვეშ.
5 გამოვიდნენ სირიის მეფე რეცინი+ და რემალიას ვაჟი ფეკახი,+ ისრაელის მეფე, იერუსალიმთან საომრად და ალყაში მოაქციეს ახაზი, მაგრამ ვერ სძლიეს მას.+ 6 მაშინ დაუბრუნა სირიის მეფე რეცინმა ელათი+ ედომს და აჰყარა იუდეველები ელათიდან. შევიდნენ ედომელები ელათში და დღემდე იქ ცხოვრობენ. 7 მაცნეები გაუგზავნა ახაზმა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერს+ და შეუთვალა: „შენი მსახური+ და შენი ვაჟი ვარ. მოდი, მიხსენი+ სირიის მეფისა და ისრაელის მეფის ხელიდან, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ გამოდიან“. 8 გამოიტანა ახაზმა იეჰოვას სახლიდან და მეფის სასახლის საგანძურიდან+ მთელი ოქრო-ვერცხლი და ქრთამად+ გაუგზავნა ასურეთის მეფეს. 9 დათანხმდა მას ასურეთის მეფე, მიადგა დამასკოს+ და აიღო;+ ტყვედ წაიყვანა ხალხი კირში,+ რეცინი+ კი მოკლა.
10 წავიდა ახაზი+ დამასკოში ასურეთის მეფესთან, ტიგლათფილესერთან+ შესახვედრად და ნახა დამასკოს სამსხვერპლო.+ გაუგზავნა მეფე ახაზმა ურია მღვდელს სამსხვერპლოს გეგმა და ნიმუში, თუ როგორ იყო აგებული.+ 11 ააშენა ურია+ მღვდელმა სამსხვერპლო+ და მეფე ახაზის დაბრუნებამდე ყველაფერი იმის მიხედვით გააკეთა, რაც მეფე ახაზმა გამოუგზავნა დამასკოდან. 12 ჩამოვიდა მეფე დამასკოდან და ნახა სამსხვერპლო, მივიდა სამსხვერპლოსთან+ და ზედ მსხვერპლი შესწირა.+ 13 ააბოლა+ თავისი დასაწვავი შესაწირავი+ და მარცვლეული შესაწირავი,+ დაღვარა დასაღვრელი შესაწირავი+ და თავისი მშვიდობის მსხვერპლის* სისხლი მოასხურა სამსხვერპლოს. 14 წაიღო სპილენძის სამსხვერპლო,+ რომელიც იეჰოვას წინაშე იდგა სახლის წინ, იეჰოვას სახლსა+ და თავის სამსხვერპლოს შორის, და თავისი სამსხვერპლოს ჩრდილოეთით დადგა. 15 უბრძანა მეფე ახაზმა ურია+ მღვდელს: „დიდ სამსხვერპლოზე ააბოლე დილის დასაწვავი შესაწირავი,+ საღამოს მარცვლეული შესაწირავი,+ მეფის დასაწვავი შესაწირავი,+ მისი მარცვლეული შესაწირავი, მთელი ხალხის დასაწვავი შესაწირავი, მათი მარცვლეული შესაწირავი და მათი დასაღვრელი შესაწირავი, ზედ მოასხურე დასაწვავი შესაწირავისა და მსხვერპლის მთელი სისხლი, სპილენძის სამსხვერპლოს კი მე მივხედავ“. 16 ყველაფერი ისე გააკეთა ურია+ მღვდელმა, როგორც მეფე ახაზმა უბრძანა.+
17 მოაჭრა მეფე ახაზმა+ დაფები+ საზიდრებს+ და მოაძრო ავზები,+ ჩამოდგა ზღვა+ სპილენძის ხარებიდან+ და ქვაფენილზე დადგა. 18 სახლში აშენებული საშაბათო გადახურული ადგილი და მეფის გარეთა შესასვლელი ასურეთის მეფის გამო იეჰოვას სახლიდან გადაიტანა.
19 ახაზის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 20 განისვენა ახაზმა თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს იგი დავითის ქალაქში+ თავისი მამა-პაპის გვერდით, მის შემდეგ კი მისი ვაჟი ხიზკია+ გამეფდა.
17 იუდას მეფე ახაზის მეფობის მეთორმეტე წელს ელაჰის ვაჟი ჰოშეა+ გამეფდა ისრაელზე და ცხრა წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან.+ 2 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში, ოღონდ არა ისე, როგორც მისი წინამორბედი ისრაელის მეფეები.+ 3 გამოვიდა მის წინააღმდეგ ასურეთის+ მეფე სალმანასარი,+ მსახურად გაიხადა ჰოშეა და ხარკს ახდევინებდა;+ 4 მაგრამ ასურეთის მეფემ ღალატი+ შეამჩნია ჰოშეას, რადგან მაცნეები გაუგზავნა მან ეგვიპტის მეფე სოს,+ და აღარ ჩაუტანა ხარკი ასურეთის მეფეს, როგორც წინა წლებში ჩაჰქონდა. ამიტომ შებორკა იგი ასურეთის მეფემ და საპყრობილეში ჩააგდო.+
5 შეუტია ასურეთის მეფემ მთელ იმ მიწას, სამარიას მიადგა და სამ წელიწადს ალყაში+ ჰყავდა მოქცეული. 6 ჰოშეას მეფობის მეცხრე წელს აიღო ასურეთის მეფემ სამარია,+ ისრაელი გადაასახლა+ ასურეთში და დაასახლა მდინარე გოზანთან+ ხალახსა+ და ხაბორში და მიდიელთა+ ქალაქებში.
7 ეს იმიტომ მოხდა, რომ შესცოდეს+ ისრაელის ძეებმა იეჰოვას, თავიანთ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტის მიწიდან და დაიხსნა ეგვიპტის მეფის,+ ფარაონის ხელიდან, მაგრამ მათ სხვა ღმერთებისა ეშინოდათ;+ 8 მიჰყვებოდნენ ისინი იეჰოვას მიერ ისრაელის ძეთაგან განდევნილ ხალხთა წესებსა+ და ისრაელის მეფეების მიერ დადგენილ წესებს. 9 არასწორად იქცეოდნენ იეჰოვას, თავიანთი ღვთის თვალში,+ მაღლობებს იშენებდნენ+ თავიანთ ქალაქებში, საგუშაგოდან+ მოყოლებული გამაგრებულ ქალაქებამდე; 10 აღიმართეს წმინდა სვეტები+ და ბოძები+ ყველა მაღალ გორაზე+ და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ.+ 11 მაღლობებზე ისე აბოლებდნენ შესაწირავს, როგორც ის ერები,+ რომლებიც მათი გულისთვის გადაასახლა იეჰოვამ, ბოროტებას სჩადიოდნენ ისინი და შეურაცხყოფდნენ+ იეჰოვას.
12 ნეხვიან კერპებს ემსახურებოდნენ,+ რაზეც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას, ასე არ გააკეთოთო,+ 13 აფრთხილებდა+ იეჰოვა ისრაელსა+ და იუდას+ თავის წინასწარმეტყველთა+ და წინასწარმხილველთა+ პირით: „მიატოვეთ თქვენი ბოროტი გზები,+ დაიცავით ჩემი მცნებები+ და წესები+ იმ კანონის მიხედვით,+ თქვენს მამა-პაპას რომ ვუბრძანე,+ და რაც ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით გადმოგეცით“.+ 14 არ მოისმინეს მათ და არ მოიდრიკეს ქედი,+ როგორც მათმა მამა-პაპამ, რომლებმაც არ ირწმუნეს+ იეჰოვა, თავიანთი ღმერთი. 15 უარყოფდნენ იმ წესებსა და შეთანხმებას,+ მათ მამა-პაპას რომ დაუდო, იმ შეხსენებებს,+ რომლითაც აფრთხილებდა იგი მათ; უსარგებლო კერპებს+ მიჰყვებოდნენ და თვითონაც უსარგებლონი+ გახდნენ, ჰბაძავდნენ ირგვლივ მყოფ ერებს, რომლებზეც ნაბრძანები ჰქონდა იეჰოვას, მათ მსგავსად არ მოიქცეთო.+
16 მიატოვეს იეჰოვას, თავიანთი ღვთის მცნებები+ და ჩამოისხეს ხბოს ორი+ ქანდაკება,+ გააკეთეს წმინდა ბოძი,+ თაყვანს სცემდნენ ცის+ მთელ ლაშქარს და ბაალს+ ემსახურებოდნენ; 17 ცეცხლში ატარებდნენ+ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს, მკითხაობდნენ,+ მისნობდნენ,+ ჰყიდდნენ+ საკუთარ თავს, რომ ბოროტება ჩაედინათ იეჰოვას თვალში, და შეურაცხყოფდნენ+ მას.
18 განრისხდა+ ისრაელზე იეჰოვა და თავიდან მოიშორა ისინი.+ იუდას ტომის გარდა არავინ დაუტოვებია.+
19 არც იუდა იცავდა თავისი ღვთის, იეჰოვას მცნებებს,+ ისიც ისრაელების+ მიერ დადგენილი წესებით დადიოდა. 20 ბოლოს უარყო იეჰოვამ ისრაელის მთელი შთამომავლობა,+ უბედურება დაატეხა თავს, მძარცველებს ჩაუგდო ხელში და თავიდან მოიშორა.+ 21 მოკვეთა ისრაელი დავითის სახლიდან, მათ კი ნებატის ვაჟი იერობოამი+ გაამეფეს; ჩამოაცილა იერობოამმა ისრაელი იეჰოვას და დიდ ცოდვაში გახვია.+ 22 მიჰყვებოდნენ ისრაელის ძეები იერობოამის ცოდვებს;+ არ მიუტოვებიათ, 23 სანამ თავიდან არ მოიშორა იეჰოვამ ისრაელი,+ როგორც თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით ჰქონდა ნათქვამი.+ თავისი მიწიდან ისრაელი ასურეთის ტყვეობაში მოხვდა და დღემდე იქ არის.+
24 ბოლოს ასურეთის მეფემ გამოიყვანა ხალხი ბაბილონიდან,+ ქუთიდან, ავიდან,+ ხამათიდან,+ სეფარვაიმიდან+ და ისრაელის ძეების ნაცვლად ისინი ჩაასახლა სამარიის+ ქალაქებში. დაეუფლნენ ისინი სამარიას და მის ქალაქებში ცხოვრობდნენ. 25 არ ეშინოდათ+ იეჰოვასი იქ ცხოვრების პირველ ხანებში. ამიტომაც მიუსია იეჰოვამ ლომები,+ რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ. 26 შეუთვალეს მათ ასურეთის მეფეს: „იმ ხალხმა, რომელიც წამოიყვანე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იცის, როგორ სცეს თაყვანი იმ ქვეყნის ღმერთს, ამიტომაც მიუსია მათ ლომები.+ კლავენ ლომები მათ, რადგან არავინ იცის, როგორ სცეს თაყვანი იმ ქვეყნის ღმერთს“.
27 ბრძანება გასცა ასურეთის მეფემ: „გაგზავნეთ ერთი მღვდელი,+ რომელიც იქიდან გადაასახლეთ, რომ ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღვთის თაყვანისცემა“. 28 მივიდა იქ სამარიიდან გადასახლებული ერთ-ერთი მღვდელი და ბეთელში+ დასახლდა; ის ასწავლიდა მათ იეჰოვას მოშიშებას.+
29 მაგრამ ყოველი ერი თავის ღმერთს+ იკეთებდა და სამარიელების აშენებულ მაღლობთა სახლებში დგამდა; ასე აკეთებდა თითოეული ერი თავ-თავიანთ ქალაქებში. 30 ბაბილონელებმა სუქოთ-ბენოთი გაიკეთეს, ქუთელებმა+ — ნერგალი, ხამათელებმა — აშიმა, 31 და აველებმა+ — ნიბხაზი და თართაკი; სეფარველები+ თავიანთ ვაჟებს ცეცხლში+ წვავდნენ სეფარვაიმის ღმერთებისთვის — ადრამელექისა და ანამელექისთვის. 32 გახდნენ ისინი იეჰოვას მოშიშები და ჩვეულებრივი ხალხი დააყენეს მაღლობების მღვდლებად,+ რომლებიც მათთვის მსახურობდნენ მაღლობთა სახლებში. 33 იეჰოვასი კი ეშინოდათ,+ მაგრამ თაყვანს თავიანთ ღმერთებს სცემდნენ,+ იმ ხალხთა რწმენის მიხედვით, რომელთაგანაც გადაასახლეს ისინი.+
34 დღემდე უწინდელი რწმენით იქცევიან.+ არავის ეშინოდა იეჰოვასი+ და არავინ იცავდა მის წესებს, სამართალს,+ კანონებსა+ და მცნებებს,+ რისი დაცვაც იეჰოვამ ისრაელად წოდებული+ იაკობის ძეებს უბრძანა,+ 35 როცა შეთანხმება+ დაუდო მათ და უბრძანა: „არ გეშინოდეთ სხვა ღმერთების,+ არ სცეთ მათ თაყვანი, არ ემსახუროთ და არც მსხვერპლი შესწიროთ,+ 36 არამედ გეშინოდეთ+ იეჰოვასი, რომელმაც დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით+ გამოგიყვანათ ეგვიპტის მიწიდან, მას ეცით თაყვანი+ და მას შესწირეთ მსხვერპლი;+ 37 ყოველთვის დაიცავით+ ის წესები,+ სამართალი,+ კანონები და მცნებები, რომლებიც თქვენ დაგიწერათ;+ არ გეშინოდეთ სხვა ღმერთების; 38 არ დაივიწყოთ შეთანხმება,+ რომელიც დაგიდეთ; არ გეშინოდეთ სხვა ღმერთების,+ 39 არამედ თქვენი ღვთის, იეჰოვასი+ გეშინოდეთ, რადგან მან დაგიხსნათ ყველა თქვენი მტრის ხელიდან“.+
40 მაგრამ არ ემორჩილებოდნენ მას და უწინდელი რწმენით იქცეოდნენ.+ 41 იეჰოვასი ეშინოდათ,+ მაგრამ გამოსახულებებს სცემდნენ თაყვანს. მათი შვილები და შვილიშვილებიც იმავეს აკეთებდნენ, რასაც მათი მამა-პაპა, და დღემდე ასე იქცევიან.
18 ისრაელის მეფე ჰოშეას,+ ელაჰის ძის, მეფობის მესამე წელს, ხიზკია,+ იუდას მეფე ახაზის+ ვაჟი, გამეფდა. 2 ოცდახუთი წლისა გამეფდა ის და ოცდაცხრა წელიწადს იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო აბი, ზაქარიას+ ასული. 3 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში+ თავისი წინაპრის, დავითის მსგავსად.+ 4 მან მოსპო მაღლობები,+ დალეწა წმინდა სვეტები,+ მოჭრა წმინდა+ ბოძი და დაამტვრია მოსეს გაკეთებული+ სპილენძის გველი,+ რადგან იმ დღემდე ისრაელის ძეები მსხვერპლს+ უბოლებდნენ მას და სპილენძის გველის კერპს+ უწოდებდნენ. 5 თავად ის იეჰოვას, ისრაელის ღმერთზე იყო მინდობილი.+ არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილა+ მისი მსგავსი იუდას მეფეთა+ შორის. 6 მიეკრა ის იეჰოვას+ და არ განდგომია მას, არამედ იცავდა მის მცნებებს, რომლებიც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+ 7 იეჰოვა იყო მასთან;+ სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან წინდახედულად იქცეოდა.+ განუდგა ის ასურეთის მეფეს და აღარ ემორჩილებოდა მას.+ 8 მან დაამარცხა ფილისტიმელები+ ღაზამდე+ და მის საზღვრებამდე, საგუშაგოდან+ გამაგრებულ ქალაქამდე.
9 მეფე ხიზკიას მეფობის მეოთხე წელს, ანუ ისრაელის მეფე ჰოშეას,+ ელაჰის ძის, მეფობის მეშვიდე წელს, ასურეთის მეფე სალმანასარი+ გამოვიდა სამარიის წინააღმდეგ და ალყა შემოარტყა მას.+ 10 მესამე წელს აიღეს+ ის. ხიზკიას მეფობის მეექვსე წელს, ანუ ისრაელის მეფე ჰოშეას მეფობის მეცხრე წელს, აიღეს მათ სამარია.+ 11 ასურეთის მეფემ+ ისრაელი ასურეთში გადაასახლა+ და დაასახლა მდინარე გოზანთან ხალახსა+ და ხაბორში+ და მიდიელთა ქალაქებში,+ 12 რადგან არ ისმინეს+ იეჰოვას, თავიანთი ღვთის ხმა და არღვევდნენ მის შეთანხმებას,+ ყველაფერს, რაც იეჰოვას მსახურ მოსეს+ ჰქონდა ნაბრძანები;+ ისინი არც ისმენდნენ მცნებებს და არც ასრულებდნენ მათ.
13 მეფე ხიზკიას მეფობის მეთოთხმეტე წელს ასურეთის+ მეფე სინახერიბი+ მიადგა იუდას გამაგრებულ ქალაქებს და დაიპყრო ისინი. 14 მაშინ იუდას მეფე ხიზკიამ შეუთვალა ასურეთის მეფეს ლაქიშში: „შევცოდე, ოღონდ გამეცალე, ყველაფერს ვიტვირთებ, რასაც დამაკისრებ“.+ ასურეთის მეფემაც სამასი ვერცხლის ტალანტი+ და ოცდაათი ოქროს ტალანტი დააკისრა იუდას მეფე ხიზკიას. 15 მისცა ხიზკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი იეჰოვას სახლსა+ და მეფის სასახლის+ საგანძურში იპოვებოდა. 16 ჩამოხსნა ხიზკიამ იეჰოვას ტაძრის კარები+ და წირთხლები, რომლებიც ოქროთი მოავარაყა+ იუდას მეფე ხიზკიამ, და მისცა ასურეთის მეფეს.
17 ასურეთის+ მეფემ ლაქიშიდან+ იერუსალიმში მეფე ხიზკიასთან დიდი ჯარით გაგზავნა თართანი*,+ რაბსარისი* და რაბშაკე*,+ რომ იერუსალიმში მისულიყვნენ. ისინიც წავიდნენ და ზემო წყალსატევის+ არხთან+ გაჩერდნენ, მრეცხავის მინდვრისკენ მიმავალ გზაზე.+ 18 მეფეს მოუხმეს, მაგრამ მათთან მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ ხილკიას ძე, მწერალი შებნა+ და მემატიანე იოახი, ასაფის ძე, გამოვიდნენ.
19 უთხრა მათ რაბშაკემ:+ «გადაეცით ხიზკიას: აი რას გითვლის დიდი მეფე,+ ასურეთის მეფე: „რისი იმედი გაქვს?!+ 20 შენ ამბობ, ბრძოლისთვის გეგმაც მაქვს+ და ძალაცო (მაგრამ ეს მხოლოდ ბაგით ნათქვამი სიტყვებია). ვისი იმედი გაქვს, რომ მეურჩები?!+ 21 აი, ეგვიპტის,+ ამ გადატეხილი ლერწმის+ მხარდაჭერის იმედი გაქვს. მას თუ დაეყრდნო კაცი, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი,+ ეგვიპტის მეფე, ყველასთვის, ვინც მასზეა დაიმედებული. 22 თუ იმას მეტყვით, იეჰოვას,+ ჩვენი ღვთის იმედი გვაქვსო,+ განა ეს ის ღმერთი არ არის, რომლის მაღლობებიცა+ და სამსხვერპლოებიც მოაშორა ხიზკიამ,+ და იუდასა და იერუსალიმს უთხრა, იერუსალიმში ამ სამსხვერპლოსთან უნდა სცეთო თაყვანი?!“+ 23 ახლა, მოდი, დაუზავდი+ ჩემს ბატონს, ასურეთის მეფეს. ორი ათას ცხენს მოგცემ და ვნახოთ, თუ შეძლებ მათთვის მხედრების პოვნას.+ 24 შეძლებ კი უკან გააბრუნო თუნდაც ერთი მმართველი, ჩემი ბატონის უმცირესი მსახურთაგანი,+ როცა თავად შენ ეგვიპტის ეტლებისა+ და მხედრების იმედი გაქვს?!+ 25 განა იეჰოვას ნებართვის გარეშე გავილაშქრე ამ ადგილის წინააღმდეგ მის მოსასპობად?! თვით იეჰოვამ მითხრა:+ გაილაშქრე ამ ქვეყნის წინააღმდეგ და მოსპეო იგი».
26 ამაზე ელიაკიმმა,+ ხილკიას ძემ, შებნამ+ და იოახმა+ რაბშაკეს+ სთხოვეს: „სირიულად ელაპარაკე+ შენს მსახურებს, რადგან გვესმის. ნუ დაგველაპარაკები იუდეველთა ენაზე+ გალავანზე მყოფი ხალხის გასაგონად“. 27 რაბშაკემ მიუგო: „განა მარტო თქვენთან და თქვენს ბატონთან გამომგზავნა ჩემმა ბატონმა ამ სიტყვების სათქმელად?! განა გალავანზე მყოფ ხალხთანაც არ გამომგზავნა, თქვენთან ერთად რომ ჭამონ თავიანთი განავალი+ და სვან თავიანთი შარდი?!“+
28 იდგა რაბშაკე, ხმამაღლა გაჰყვიროდა იუდეველთა ენაზე+ და ამბობდა: «ისმინეთ დიდი მეფის,+ ასურეთის მეფის სიტყვა! 29 აი რას ამბობს მეფე: „თავს ნუ მოატყუებინებთ ხიზკიას, რადგან ვერ გიხსნით ის ჩემი ხელიდან.+ 30 ნუ დაგაიმედებთ ხიზკია იეჰოვათი,+ უეჭველად გვიხსნის იეჰოვა+ და ეს ქალაქი ასურეთის მეფის ხელში არ ჩავარდებაო.+ 31 ნუ მოუსმენთ ხიზკიას, რადგან აი რას ამბობს ასურეთის მეფე: დამნებდით, გადმოდით ჩემ მხარეს და ყოველი თქვენგანი თავისი ვაზისა და ლეღვის ნაყოფს შეჭამს,+ თავისი ჭის წყალს დალევს,+ 32 სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში,+ მარცვლეულისა და ახალი ღვინის ქვეყანაში, პურისა+ და ვენახების+ ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის+ ქვეყანაში. იცოცხლებთ და არ დაიხოცებით. არ უსმინოთ ხიზკიას, რადგან გაცდუნებთ, იეჰოვა გვიხსნისო.+ 33 განა იხსნეს სხვა ხალხების ღმერთებმა+ თავიანთი ქვეყნები ასურეთის მეფის ხელიდან?!+ 34 სად არიან ხამათისა+ და არფადის+ ღმერთები?! სად არიან სეფარვაიმის,+ ჰენასა+ და ივას+ ღმერთები?! განა იხსნეს მათ სამარია ჩემი ხელიდან?!+ 35 ამ ქვეყნების ღმერთებიდან რომელმა იხსნა მათი ქვეყანა ჩემი ხელიდან,+ იეჰოვამ რომ იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?!“»+
36 ხალხი კი დუმდა+ და არაფერს პასუხობდა,+ რადგან მეფეს ნაბრძანები ჰქონდა, პასუხს ნუ გასცემთო.+ 37 მივიდნენ ხიზკიასთან მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ ხილკიას ძე, მწერალი შებნა+ და მემატიანე იოახი,+ ასაფის ძე, შემოხეული ტანსაცმლით+ და მოახსენეს რაბშაკეს სიტყვები.
19 როგორც კი მეფე ხიზკიამ+ ეს გაიგო, ტანსაცმელი შემოიხია,+ ჯვალო+ შემოიხვია და იეჰოვას სახლში შევიდა.+ 2 გაგზავნა მან ჯვალოთი შემოსილი მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ მწერალი შებნა+ და მღვდელთა უხუცესები წინასწარმეტყველ ესაიასთან,+ ამოცის+ ძესთან. 3 უთხრეს მას: «აი რას ამბობს ხიზკია: „ეს დღე გაჭირვების,+ გაკიცხვისა+ და უტიფარი დაცინვის+ დღეა, რადგან საშვილოსნოს+ კარს მოსდგომიან ვაჟები და არ არის მათი გაჩენის ძალა.+ 4 იქნებ ისმინოს იეჰოვამ, შენმა ღმერთმა,+ სიტყვები რაბშაკესი, რომელიც მისმა ბატონმა, ასურეთის მეფემ გამოგზავნა ცოცხალი ღვთის დასაცინად,+ და პასუხი აგებინოს იმ სიტყვებისთვის, რომლებიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა მოისმინა.+ ლოცვა აღავლინე+ დარჩენილთათვის“».+
5 მივიდნენ მეფე ხიზკიას მსახურები ესაიასთან+ 6 და ესაიამ უთხრა მათ: «აი რა უნდა უთხრათ თქვენს ბატონს, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა:+ „ნუ გეშინია+ მოსმენილი სიტყვებისა, რომლითაც ასურეთის მეფის მსახურები შეურაცხმყოფდნენ.+ 7 აი, შევაშფოთებ მას,+ მოისმენს ცნობას+ და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. მახვილით დავცემ მას თავისივე ქვეყანაში“».+
8 ამის შემდეგ გაიგო რაბშაკემ,+ რომ ასურეთის მეფე ლაქიშიდან+ აყრილიყო, და მასთან დაბრუნებისას ნახა, რომ ის ლიბნას+ ებრძოდა. 9 მეფემ შეიტყო თირჰაკაზე, ეთიოპიის მეფეზე, შენ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდაო. ამიტომ კვლავ გაუგზავნა მაცნეები+ ხიზკიას და შეუთვალა: 10 «აი რა უნდა უთხრათ იუდას მეფე ხიზკიას: „თავს ნუ მოატყუებინებ შენს ღმერთს, რომელზეც დაიმედებული ხარ,+ რომ გეუბნება, იერუსალიმი+ ხელში არ ჩაუვარდებაო ასურეთის+ მეფეს. 11 ხომ გსმენია, რა დამართეს ასურეთის მეფეებმა ყველა ქვეყანას, როგორ გაანადგურეს ისინი,+ და შენ როგორღა გადარჩები?!+ 12 განა იხსნეს გოზანის,+ ხარანის,+ რეცეფისა და თელ-ასარში+ მცხოვრები ედემის+ ძეების ღმერთებმა+ ეს ხალხები, რომლებიც ჩემმა მამა-პაპამ გაანადგურა?! 13 სად არიან ხამათის+ მეფე, არფადის+ მეფე და ქალაქ სეფარვაიმის მეფე?! სად არიან ჰენისა და ივის მეფეები?!“»+
14 გამოართვა ხიზკიამ მაცნეებს წერილები და წაიკითხა,+ მერე კი ავიდა ხიზკია იეჰოვას სახლში და გაშალა ისინი იეჰოვას წინაშე.+ 15 ლოცვით+ მიმართა ხიზკიამ იეჰოვას: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ ქერუბიმებზე მჯდომარევ,+ მხოლოდ შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი დედამიწის+ ყველა სამეფოში!+ შენ შექმენი ცა+ და დედამიწა.+ 16 ყური მოაპყარი, იეჰოვა, და ისმინე!+ თვალი გაახილე,+ იეჰოვა, და დაინახე და მოისმინე სინახერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის დასაცინად+ რომ შემოთვალა. 17 იეჰოვა, ასურეთის მეფეებმა მართლაც გაანადგურეს ხალხები, თავისივე ქვეყანაც კი.+ 18 ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები, რადგან ღმერთები+ კი არ იყვნენ, არამედ ადამიანის ნახელავი,+ ხე და ქვა; ამიტომაც გაანადგურეს ისინი. 19 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო,+ ახლა გთხოვ, გვიხსენი+ მისი ხელიდან, რათა დედამიწის ყველა სამეფომ გაიგოს, რომ, იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ ღმერთი!“+
20 შეუთვალა ესაიამ, ამოცის ძემ, ხიზკიას: «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი:+ „შევისმინე ლოცვა,+ რომლითაც მომმართე ასურეთის მეფე სინახერიბის გამო.+ 21 აი რას ამბობს იეჰოვა მასზე:
22 ვის დასცინი+ და ვის შეურაცხყოფ?!+
ვის წინააღმდეგ აიმაღლე ხმა+
და აღაპყარი თვალები მაღლა?!+
ისრაელის წმინდის წინააღმდეგ!+
23 შენს მაცნეთა+ პირით დასცინი იეჰოვას და ამბობ:+
„ჩემი მრავალი საბრძოლო ეტლით მე თვითონ...+
ავალ მაღლა, მთებში,+
ლიბანის შორეულ მხარეებში,+
მოვჭრი მის მაღალ კედრებსა+ და მის საუკეთესო ღვიას.+
მივალ მის უშორეს ადგილზე, მის ნაყოფიერ ტყეში.+
25 განა არ გსმენია?!+ ძველი დროიდან მაქვს გადაწყვეტილი ამის გაკეთება.+
წარსულში განვიზრახე ეს,+
ახლა კი მოვახდენ ამას.+
შენ გააპარტახებ გამაგრებულ ქალაქებს და ნანგრევების გროვად აქცევ მათ.+
26 მკლავში ძალა გამოეცლება+ მათ მოსახლეობას;
შეძრწუნდებიან და შერცხვებიან.+
მინდვრის მცენარეებსა და ქორფა ბალახს დაემსგავსებიან,+
28 რადგან შენმა რისხვამ+ და შენმა ღრიალმა ჩემს ყურამდე მოაღწია.+
ცხვირში კავს ამოგდებ და პირში — ლაგამს,+
იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.+
29 ეს იქნება ნიშანი შენთვის, ხიზკია:+ წელს ნაგერალს+ შეჭამთ, მეორე წელს — ველურად გაზრდილს, მესამე წელს კი დათესავთ+ და მოიმკით, ვენახებს გააშენებთ და მათ ნაყოფს შეჭამთ.+ 30 იუდას სახლიდან გადარჩენილები, დარჩენილები,+ ფესვს გაიდგამენ და ნაყოფს გამოიღებენ.+ 31 დარჩენილები გამოვლენ იერუსალიმიდან,+ გადარჩენილები — სიონის მთიდან.+ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა+ გააკეთებს ამას.
32 ამიტომაც ამბობს იეჰოვა ასურეთის+ მეფეზე: „ვერ შემოვა ამ ქალაქში,+ ვერც ისარს+ გაისვრის აქ და ვერც ფარს დაუხვედრებს, ვერც მიწაყრილს+ გააკეთებს მის წინ. 33 რა გზითაც მოვიდა, იმავეთი წავა, ვერ შემოვა ამ ქალაქში, ამბობს იეჰოვა.+ 34 დავიცავ+ ამ ქალაქს, რომ გადავარჩინო+ ის ჩემი და ჩემი მსახურის,+ დავითის გულისთვის“».
35 იმ ღამით წავიდა იეჰოვას ანგელოზი და ას ოთხმოცდახუთი ათასი კაცი დასცა ასურელთა+ ბანაკში.+ ადგა ხალხი დილით ადრე და, აი, მკვდარი იყო ყველა.+ 36 მაშინ აიყარა სინახერიბი,+ ასურეთის მეფე, შინ დაბრუნდა+ და ცხოვრობდა ნინევეში.+ 37 როცა ნისროქის,+ თავისი ღვთის*,+ სახლში თაყვანსაცემად ემხობოდა, ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ვაჟებმა, მახვილით განგმირეს+ იგი და არარატის+ ქვეყანაში გაქცევით უშველეს თავს. მის შემდეგ მისი ძე ასარხადონი+ გამეფდა.
20 იმ დროს სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია.+ შევიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია,+ ამოცის ძე, და უთხრა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „დაარიგე შენი სახლეულობა,+ რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ“».+ 2 მაშინ მან კედლისკენ იბრუნა პირი+ და ლოცვით მიმართა იეჰოვას:+ 3 „გევედრები, იეჰოვა, გაიხსენე,+ როგორ დავდიოდი+ შენ წინაშე ჭეშმარიტებითა+ და მთელი გულით,+ და კარგს რომ ვაკეთებდი შენს თვალში“.+ და მწარედ ატირდა ხიზკია.+
4 შუა ეზომდეც არ იყო მისული ესაია, როცა იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა:+ 5 «დაბრუნდი და უთხარი ხიზკიას, ჩემი ხალხის წინამძღოლს,+ ასე ამბობს-თქო იეჰოვა, შენი წინაპრის, დავითის ღმერთი:+ „შევისმინე+ შენი ლოცვა,+ დავინახე შენი ცრემლები;+ განგკურნავ+ და მესამე დღეს ახვალ იეჰოვას სახლში.+ 6 თხუთმეტ წელიწადს დავუმატებ შენს დღეებს და დაგიხსნით ასურეთის მეფის ხელიდან შენცა და ამ ქალაქსაც; დავიცავ ამ ქალაქს+ ჩემი და ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის“».+
7 თქვა ესაიამ: „აიღეთ ლეღვის ჩირის კვერი“.+ აიღეს ის, წყლულზე დაადეს+ და ისიც გამოჯანმრთელდა.+
8 ჰკითხა ხიზკიამ ესაიას: „რა იქნება იმის ნიშანი,+ რომ განმკურნავს იეჰოვა და მესამე დღეს ავალ იეჰოვას სახლში?“ 9 ესაიამ მიუგო: „აი ნიშანი+ შენთვის იეჰოვასგან, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის ნათქვამ სიტყვებს: ჩრდილი ათი საფეხურით წავიდეს წინ თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?“ 10 მაშინ უთხრა ხიზკიამ: „ჩრდილისთვის ადვილია ათი საფეხურით წინ წაწევა, მაგრამ ათი საფეხურით უკან დაბრუნება — არა“.+ 11 მაშინ ესაია წინასწარმეტყველმა მოუხმო იეჰოვას და მანაც ათი საფეხურით დააბრუნა უკან ჩრდილი ახაზის კიბის საფეხურებზე.+
12 იმ დროს ბაბილონის მეფე ბეროდაქ-ბალადანმა,+ ბალადანის ძემ,+ წერილები+ და ძღვენი გაუგზავნა ხიზკიას, რადგან გაიგო, რომ უავადმყოფია ხიზკიას. 13 ხიზკიამ მიიღო მაცნეები და უჩვენა თავისი საგანძური,+ ოქრო-ვერცხლი,+ ბალზამი, ძვირფასი ზეთი,+ თავისი იარაღის საცავი და ყველაფერი, რაც მის საგანძურში იყო. არაფერი დარჩენილა მის სახლში და მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინა ხიზკიას მათთვის.+
14 ამის შემდეგ შევიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და ჰკითხა:+ „რა გითხრეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან?“+ ხიზკიამ მიუგო: „შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან მოვიდნენ“. 15 მან კვლავ ჰკითხა: „რა ნახეს შენს სახლში?“ ხიზკიამ მიუგო: „ნახეს ყველაფერი, რაც ჩემს სახლშია. არაფერი დარჩენილა ჩემს საგანძურში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის“.+
16 მაშინ უთხრა ესაიამ ხიზკიას: «ისმინე იეჰოვას სიტყვა:+ 17 „აი, დადგება დრო, როცა ყველაფერს, რაც შენს სახლშია+ და რაც შენს მამა-პაპას დღემდე დაუგროვებია, ბაბილონში+ წაიღებენ. არაფერს დატოვებენ,+ — ამბობს იეჰოვა. — 18 წაიყვანენ ზოგიერთ შენს ვაჟს, რომელნიც შენგან გამოვლენ და რომელთა მამაც გახდები,+ და ბაბილონის მეფის+ კარისკაცები+ გახდებიან ისინი“».
19 მაშინ ხიზკიამ უთხრა ესაიას: „კარგია იეჰოვას სიტყვა, რომელსაც ამბობ“.+ შემდეგ თქვა: „განა კარგი არ არის, თუ მშვიდობა და ჭეშმარიტება+ იქნება ჩემს დროს?!“+
20 ხიზკიას დანარჩენ საქმეებზე, მის ძლიერებაზე, იმაზე, თუ როგორ გააკეთა წყალსატევი+ და არხი+ ქალაქში წყლის შესაყვანად, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 21 ბოლოს განისვენა ხიზკიამ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და მის შემდეგ მისი ვაჟი მენაშე+ გამეფდა.
21 თორმეტი წლისა გამეფდა მენაშე+ და ორმოცდათხუთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში; დედამისს ერქვა ხეფციბა. 2 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში+ იმ ხალხთა სისაძაგლისამებრ,+ რომლებიც იეჰოვამ განდევნა ისრაელის ძეთაგან. 3 მან აღადგინა მაღლობები, რომლებიც მამამისმა, ხიზკიამ მოსპო,+ სამსხვერპლოები აუგო ბაალს და გააკეთა წმინდა ბოძი, როგორც ისრაელის მეფე ახაბმა;+ ის თაყვანს სცემდა+ ცის ლაშქარს+ და ემსახურებოდა მას.+ 4 მან სამსხვერპლოები ააგო იეჰოვას სახლში,+ რომელზეც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას, იერუსალიმში დავავანებო ჩემს სახელს.+ 5 მან ცის ლაშქარს+ აუგო სამსხვერპლოები იეჰოვას სახლის ორივე ეზოში.+ 6 ცეცხლში გაატარა თავისი ვაჟი,+ ჯადოქრობდა,+ მისნობდა და გაიჩინა სულების გამომძახებლები+ და მარჩიელები.+ დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში, რათა შეურაცხეყო იგი.
7 მან გამოთალა+ წმინდა ბოძი და დადგა სახლში,+ რომელზეც იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა დავითისა და მისი ძის, სოლომონისთვის: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც ისრაელის ყველა ტომიდან ამოვირჩიე, სამარადისოდ დავავანებ ჩემს სახელს.+ 8 აღარ ავყრი ისრაელს იმ მიწიდან, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას,+ თუკი გულდასმით დაიცავენ ყველა ჩემს ბრძანებას+ — იმ კანონს, რომელიც ჩემმა მსახურმა მოსემ უბრძანა მათ“. 9 ისინი კი არ ისმენდნენ;+ აცდუნებდა მენაშე მათ, რათა უფრო მეტი ბოროტება ჩაედინათ,+ ვიდრე იმ ერებს,+ რომლებიც მოსპო იეჰოვამ ისრაელის ძეთა წინაშე.
10 ელაპარაკებოდა მათ იეჰოვა თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით:+ 11 «რაკი ეს სისაძაგლეები+ ჩაიდინა იუდას მეფე მენაშემ,+ მასზე უწინ მყოფ ამორეველებზე+ უარესად იქცეოდა და თავისი ნეხვიანი კერპებით ცოდვაში შეიყვანა იუდა,+ 12 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ისეთ უბედურებას დავატეხ იერუსალიმსა+ და იუდას, რომლის გაგონებაზეც ხალხს ყურები შუილს დაუწყებს.+ 13 იმავე ლარს გადავჭიმავ იერუსალიმზე,+ სამარიაზე რომ გადავჭიმე,+ და იმავე თარაზოს გამოვიყენებ, ახაბის სახლზე რომ გამოვიყენე;+ პირწმინდად ამოვწმენდ+ იერუსალიმს ისე, როგორც კაცი ამოწმენდს ჯამს, ამოწმენდს და გადმოაპირქვავებს.+ 14 მივატოვებ ჩემი მემკვიდრეობის+ დარჩენილ ნაწილს+ და ჩავაგდებ მას თავისი მტრების ხელში, ნადავლად და დასატაცებლად გახდება ის თავისი მტრებისთვის,+ 15 რადგან ბოროტებას სჩადიან ჩემს თვალში და შეურაცხმყოფენ ეგვიპტიდან თავიანთი მამა-პაპის გამოსვლის დღიდან დღემდე“».+
16 იმ ცოდვის გარდა, რითაც მენაშემ ცოდვაში გახვია იუდა,+ ბოროტებას რომ აკეთებინებდა იეჰოვას თვალში, მან ბევრი უდანაშაულო სისხლიც დაღვარა, ისე რომ პირამდე აავსო იერუსალიმი.+ 17 მენაშეს დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა და მისი ცოდვა, რითაც სცოდავდა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 18 ბოლოს განისვენა მენაშემ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დაასაფლავეს ის თავისი სასახლის ბაღში, უზას ბაღში,+ და მის შემდეგ მისი ვაჟი ამონი გამეფდა.
19 ოცდაორი წლისა გამეფდა ამონი+ და ორ წელიწადს+ იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო იოტბელი მეშულემეთი, ხარუცის ასული. 20 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში მამამისის, მენაშეს მსგავსად;+ 21 მამამისის გზით დადიოდა+ და ემსახურებოდა ნეხვიან კერპებს,+ რომლებსაც მამამისი ემსახურებოდა, და თაყვანს სცემდა მათ. 22 მან მიატოვა იეჰოვა,+ თავისი მამა-პაპის ღმერთი და არ დადიოდა იეჰოვას გზით.+ 23 ამონის წინააღმდეგ შეითქვნენ მისივე მსახურები და თავისივე სასახლეში მოკლეს+ მეფე. 24 იმ მიწის ხალხმა კი დახოცა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულები+ და მის ნაცვლად მისი ვაჟი იოშია+ გაამეფა. 25 ამონის დანარჩენი საქმეები, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 26 დაასაფლავეს ის თავის სამარხში უზას ბაღში,+ და მის შემდეგ მისი ვაჟი იოშია+ გამეფდა.
22 რვა წლისა გამეფდა იოშია+ და ოცდათერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო ბოცკათელი+ იედიდა, ადაიას ასული. 2 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში,+ თავისი წინაპრის, დავითის გზით დადიოდა+ და არ გადაუხვევია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.+
3 თავისი მეფობის მეთვრამეტე წელს მეფე იოშიამ იეჰოვას სახლში გაგზავნა მწერალი შაფანი,+ მეშულამის ძის აცალიას ძე, და უთხრა: 4 „მიდი მღვდელმთავარ+ ხილკიასთან+ და შეაგროვებინე იეჰოვას სახლში+ მიტანილი ფული,+ რაც კარის მცველებმა+ აკრიფეს ხალხისგან; 5 ხელში მისცენ ის სამუშაოთა შემსრულებლებს,+ რომლებიც იეჰოვას სახლზე არიან დაყენებული, რათა ბზარების ამოსავსებად მისცენ მათ იეჰოვას სახლში მომუშავეებს,+ 6 ხელოსნებს, მშენებლებსა და კალატოზებს, და იმისთვისაც გასცენ, რომ იყიდონ ხის მასალა და თლილი ქვები სახლის შესაკეთებლად.+ 7 ოღონდ ანგარიშს ნუ მოსთხოვენ მათ, ვისაც ფულს მისცემენ ხელში,+ რადგან ერთგულად+ მუშაობენ ისინი“.
8 უთხრა მღვდელმთავარმა ხილკიამ+ მწერალ+ შაფანს:+ „კანონის ეს წიგნი+ ვიპოვე იეჰოვას სახლში“. მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და მანაც დაიწყო მისი კითხვა. 9 შევიდა მწერალი შაფანი მეფესთან და უთხრა: „შენმა მსახურებმა გადმოყარეს ფული, რომელიც სახლში აღმოჩნდა, და ხელში მისცეს ის სამუშაოების შემსრულებლებს, იეჰოვას სახლზე დაყენებულებს“.+ 10 სიტყვა განაგრძო მწერალმა შაფანმა და უთხრა მეფეს: „ეს წიგნი+ მღვდელმა ხილკიამ მომცა“. და დაიწყო შაფანმა მისი კითხვა მეფის წინაშე.
11 როგორც კი მეფემ კანონის წიგნის სიტყვები მოისმინა, ტანსაცმელი შემოიხია.+ 12 უბრძანა მეფემ მღვდელ ხილკიას, ახიკამ+ შაფანის ძეს, აქბორ მიქაიას ძეს, მწერალ შაფანსა და მეფის მსახურ ასაიას:+ 13 „წადით და დაეკითხეთ+ იეჰოვას ჩემთვის, ხალხისთვის და მთელი იუდასთვის ამ ნაპოვნ წიგნში ჩაწერილი სიტყვების გამო, რადგან დიდია იეჰოვას რისხვა,+ ჩვენზე რომ აენთო, ვინაიდან არ ისმინა ჩვენმა მამა-პაპამ+ ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულა ის, რაც ჩვენთვისაა ჩაწერილი“.+
14 მღვდელი ხილკია, ახიკამი, აქბორი, შაფანი და ასაია წავიდნენ წინასწარმეტყველ+ ხულდასთან, ტანსაცმლის მცველ+ შალუმის, ხარხასის ძის თიკვას ძის, ცოლთან, რომელიც იერუსალიმის მეორე უბანში ცხოვრობდა, და ელაპარაკნენ.+ 15 მან მიუგო მათ: «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი:+ „უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ, 16 აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: უბედურებას მოვაწევ+ ამ ადგილს და მის მკვიდრთ,+ ავუხდენ იმ წიგნში ჩაწერილ ყველა სიტყვას,+ იუდას მეფემ რომ წაიკითხა;+ 17 რაკი მიმატოვეს და სხვა ღმერთებს უბოლებენ შესაწირავს,+ რომ თავიანთი ნამოქმედარით შეურაცხმყონ,+ ჩემი რისხვაც აინთო ამ ადგილზე და არ დაცხრება“.+ 18 ასე უთხარით იუდას მეფეს, რომელმაც იეჰოვასთან შესაკითხად გამოგგზავნათ: აი რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ის სიტყვები რომ მოისმინე+ 19 და სათნო გული+ აღმოგაჩნდა, თავი რომ დაიმდაბლე+ იეჰოვას წინაშე, როცა მოისმინე ჩემი ნათქვამი ამ ადგილსა და მის მკვიდრებზე, გამაოგნებლად და წყევლად+ რომ იქცევა, ტანსაცმელი რომ შემოიხიე+ და ტიროდი ჩემ წინაშე, მეც გისმინე, — ამბობს იეჰოვა.+ — 20 ამიტომ, მოგასვენებ+ შენი მამა-პაპის გვერდით და მშვიდობით განისვენებ შენს საფლავში;+ არ იხილავს შენი თვალი მთელ იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს მოვაწევ“». მიუტანეს ეს პასუხი მეფეს.
23 გაგზავნა მეფემ ხალხი და მათაც შეკრიბეს მასთან იუდასა და იერუსალიმის უხუცესები.+ 2 ავიდა მეფე იეჰოვას სახლში იუდას ხალხთან, იერუსალიმის მკვიდრებთან, მღვდლებთან,+ წინასწარმეტყველებთან და მთელ ხალხთან ერთად, დიდთან თუ პატარასთან,+ და მათ გასაგონად დაიწყო იმ სიტყვების კითხვა,+ რომლებიც იეჰოვას სახლში+ ნაპოვნ შეთანხმების+ წიგნში+ ეწერა. 3 სვეტთან+ მდგომმა მეფემ შეთანხმება დადო+ იეჰოვას წინაშე, რომ გაჰყვებოდა+ იეჰოვას, მთელი გულითა+ და სულით+ დაიცავდა მის მცნებებს,+ მოწმობებსა+ და წესებს,+ და შეასრულებდა ამ წიგნში ჩაწერილ შეთანხმების სიტყვებს.+ ხალხმაც დადო ეს შეთანხმება.+
4 უბრძანა მეფემ მღვდელმთავარ ხილკიას,+ დამხმარე მღვდლებსა და კარის მცველებს,+ რომ იეჰოვას ტაძრიდან გამოეტანათ ბაალისთვის,+ წმინდა ბოძისთვის+ და ცის მთელი ლაშქრისთვის+ გაკეთებული ნივთები, და დაწვა ისინი იერუსალიმის გარეთ, კედრონის ტერასებზე,+ მათი ნაცარი კი ბეთელში წაიღო.+ 5 მან დაითხოვა ქურუმები, იუდას მეფეებს რომ ჰყავდათ დაყენებული შესაწირავის ასაბოლებლად მაღლობებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის შემოგარენში, ასევე ისინი, ვინც შესაწირავს უბოლებდნენ ბაალს,+ მზეს, მთვარეს, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებსა და ცის მთელ ლაშქარს.+ 6 მან გამოიტანა იეჰოვას სახლიდან წმინდა ბოძი,+ გაიტანა იერუსალიმის გარეთ, კედრონის ხევში და იქ დაწვა,+ მტვრად აქცია და მისი ფერფლი ხალხის ძეთა საფლავებს+ მოაყარა. 7 სახლები დაუნგრია ტაძრის მეძავ კაცებს,+ რომლებიც იეჰოვას სახლში იყვნენ, სადაც ქალები წმინდა ბოძის სათაყვანოდ ქსოვდნენ კარვებს.
8 გამოიყვანა მან იუდას ქალაქებიდან მღვდლები, რომ გებადან+ ბეერ-შებამდე+ წაებილწა მაღლობები, სადაც მღვდლები შესაწირავს აბოლებდნენ; მოსპო კარიბჭეთა მაღლობები, რომლებიც იეჰოშუას, ქალაქის მთავრის, კარიბჭის შესასვლელთან იყო, ქალაქის კარიბჭით შემსვლელთა მარცხნივ. 9 მაღლობების მღვდლები+ არ მიდიოდნენ იეჰოვას სამსხვერპლოსთან იერუსალიმში, თუმცა ჭამდნენ უფუარ+ პურს თავიანთ ძმებს შორის. 10 მან წაბილწა თოფეთი+ ჰინომის ძეთა+ ველზე, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში+ მოლექისთვის+ თავისი ვაჟი ან ასული. 11 იუდას მეფეების მიერ მზისთვის მიძღვნილ ცხენებს ის აღარ უშვებდა იეჰოვას სახლში ნათან-მელექის, კარისკაცის სასადილო ოთახის+ გავლით, რომელიც სვეტებიან დერეფანში იყო; მან ცეცხლში დაწვა მზის+ ეტლები. 12 დაანგრია მეფემ იუდას მეფეთა აშენებული სამსხვერპლოები,+ რომლებიც ახაზის ზემოთა ოთახის ბანზე+ იყო, და სამსხვერპლოები, რომლებიც მენაშემ ააგო იეჰოვას სახლის ორივე ეზოში; იქვე დაანგრია და მტვერი კედრონის ხევში გადაყარა. 13 მეფემ წაბილწა იერუსალიმის წინ მდებარე მაღლობები,+ მოსპობის მთად* წოდებული მთის მარჯვნივ, რომლებიც ისრაელის მეფე სოლომონმა+ აღუმართა აშთორეთს+ — სიდონელთა სისაძაგლეს, ქემოშს+ — მოაბის სისაძაგლეს და მილქომს+ — ამონის ძეთა სისაძაგლეს. 14 მან დაამტვრია+ წმინდა სვეტები, მოჭრა წმინდა ბოძები და ის ადგილები ადამიანთა ძვლებით აავსო. 15 მან მოსპო ბეთელის სამსხვერპლო,+ მაღლობი, იერობოამ+ ნებატის ძემ რომ ააგო, და ცოდვაში გახვია ისრაელი;+ მოსპო სამსხვერპლოცა და მაღლობიც. შემდეგ გადაწვა და მიწასთან გაასწორა მაღლობი, დაწვა წმინდა ბოძიც.
16 გაიხედა იოშიამ და იქ, მთაზე, სამარხები დაინახა. გაგზავნა ხალხი, სამარხებიდან ძვლები ამოაღებინა და სამსხვერპლოზე დაწვა,+ რომ წაებილწა ის იეჰოვას სიტყვისამებრ,+ რომელიც ჭეშმარიტი ღვთის კაცს ჰქონდა გამოცხადებული;+ მან გამოაცხადა ეს ყველაფერი. 17 იკითხა მეფემ: „ეს რა სამარხის ლოდს ვხედავ იქ?“ ქალაქის მკვიდრებმა მიუგეს: „ეს იუდადან მოსული ჭეშმარიტი ღვთის კაცის+ სამარხია,+ რომელმაც ის გამოაცხადა, რაც შენ გაუკეთე ბეთელის სამსხვერპლოს“.+ 18 მან თქვა: „დაასვენეთ,+ ხელს ნუ ახლებთ მის ძვლებს!“ მათაც არ ახლეს ხელი მის ძვლებს და სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლებსაც.+
19 მოსპო იოშიამ ისრაელის მეფეების+ მიერ ღვთის შეურაცხსაყოფად+ აგებული მაღლობების სახლები+ სამარიის ქალაქებში,+ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორიც ბეთელში.+ 20 სამსხვერპლოებს დააკლა მაღლობთა მღვდლები,+ დაწვა მათზე ადამიანთა ძვლები+ და მერე იერუსალიმში დაბრუნდა.
21 უბრძანა მეფემ მთელ ხალხს: „აღნიშნეთ პასექი+ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის, როგორც შეთანხმების წიგნშია ჩაწერილი!“+ 22 ასეთი პასექი არ აღნიშნულა არც ისრაელის მსაჯულთა დროს+ და არც ისრაელისა და იუდას მეფეთა დროს.+ 23 იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს აღინიშნა ეს პასექი იეჰოვასთვის იერუსალიმში.+
24 იოშიამ მოსპო სულების გამომძახებლებიც,+ მარჩიელებიც,+ თერაფიმიც,+ ნეხვიანი კერპებიცა+ და ყველა სისაძაგლე,+ რაც იუდას მიწაზე და იერუსალიმში აღმოჩნდა, რათა შეესრულებინა იმ წიგნში+ ჩაწერილი კანონის სიტყვები,+ მღვდელმა ხილკიამ რომ იპოვა იეჰოვას სახლში.+ 25 არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მოსეს კანონში ჩაწერილისამებრ მთელი გულით, სულითა+ და ძალით დაბრუნებოდა+ იეჰოვას, და არც მის შემდეგ გამოჩენილა მისი მსგავსი.
26 მაინც არ დამცხრალა იეჰოვას დიდი რისხვა, რომელიც იმ შეურაცხმყოფელი საქმეების გამო აენთო იუდაზე,+ მენაშემ რომ ჩაადენინა მათ.+ 27 თქვა იეჰოვამ: „იუდასაც+ ისე მოვიშორებ თვალთაგან,+ როგორც ისრაელი მოვიშორე!+ უარვყოფ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, და სახლს, რომელზეც ვთქვი, იქ იქნება-მეთქი ჩემი სახელი“.+
28 იოშიას დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 29 მის დროს ეგვიპტის მეფე, ფარაონი ნექო*,+ ასურეთის მეფის წინააღმდეგ გამოვიდა მდინარე ევფრატთან.+ გაემართა მეფე იოშია მის დასახვედრად,+ მაგრამ დანახვისთანავე მოკლა+ ფარაონმა იგი მეგიდოში.+ 30 მისმა მსახურებმა ეტლით წაასვენეს ის მეგიდოდან იერუსალიმში+ და თავის სამარხში დაასვენეს. მაშინ იმ მიწის ხალხმა აიყვანა იეჰოახაზი,+ იოშიას ძე, სცხო ის და მამამისის შემდეგ გაამეფა.
31 ოცდასამი წლისა გამეფდა იეჰოახაზი+ და სამ თვეს იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო ლიბნელი ხამუტალი,+ იერემიას ასული. 32 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში თავისი მამა-პაპის მსგავსად.+ 33 ფარაონმა ნექომ+ ბორკილები დაადო+ მას რიბლაში,+ ხამათის მიწაზე, რომ არ ემეფა მას იერუსალიმში, და ქვეყანას ასი ვერცხლის+ ტალანტი და ერთი ოქროს ტალანტი+ დააკისრა.+ 34 ფარაონმა ნექომ მამამისის, იოშიას ნაცვლად გაამეფა ელიაკიმი,+ იოშიას ძე, და იეჰოიაკიმი დაარქვა, იეჰოახაზი კი ეგვიპტეში წაიყვანა, სადაც ის მოკვდა კიდეც.+ 35 მისცა იეჰოიაკიმმა ფარაონს ოქრო-ვერცხლი,+ ოღონდ ეს გადასახადი+ ქვეყანას დააკისრა, რათა მიეცა ფარაონისთვის ვერცხლი მისივე ბრძანებისამებრ. იმდენი ოქრო-ვერცხლი გადაახდევინა იმ მიწის ხალხს ფარაონ ნექოსთვის, რამდენიც თითოეულ მათგანს ჰქონდა დაკისრებული.+
36 ოცდახუთი წლისა გამეფდა იეჰოიაკიმი+ და თერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში;+ დედამისი იყო რუმელი ზებიდა, ფედაიას ასული. 37 ბოროტებას სჩადიოდა+ ის იეჰოვას თვალში თავისი მამა-პაპის მსგავსად.+
24 მის დროს გამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი+ და სამ წელიწადს ემორჩილებოდა+ მას იეჰოიაკიმი, მერე კი ზურგი აქცია მას და განუდგა. 2 უსევდა იეჰოვა მას ქალდეველთა,+ სირიელთა, მოაბელთა+ და ამონის ძეთა მოთარეშე რაზმებს; უსევდა მათ იუდას გასანადგურებლად, იმ სიტყვის თანახმად, რომელიც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი+ თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით. 3 ეს იეჰოვას ბრძანებით ხდებოდა იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა+ ის მენაშეს+ ცოდვების გამო, იმის გამო, რაც მან ჩაიდინა, 4 მის მიერ დაღვრილი უდანაშაულო სისხლის+ გამო, რითაც აავსო იერუსალიმი; არ ინდომა იეჰოვამ პატიება.+
5 იეჰოიაკიმის+ დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 6 განისვენა იეჰოიაკიმმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოიაქინი გამეფდა.
7 მეტად აღარ+ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან,+ რადგან ყველაფერი წართმეული ჰქონდა ბაბილონის მეფეს ეგვიპტის მეფისთვის+ ეგვიპტის ხევიდან+ მდინარე ევფრატამდე.+
8 თვრამეტი წლისა გამეფდა იეჰოიაქინი+ და სამ თვეს იმეფა იერუსალიმში;+ დედამისი იყო იერუსალიმელი ნეხუშთა, ელნათანის ასული. 9 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში მამამისის მსგავსად.+ 10 იმ დროს იერუსალიმს მიადგნენ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მსახურები და ალყაში მოაქციეს ქალაქი.+ 11 გაილაშქრა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ქალაქის წინააღმდეგ, როცა მის მსახურებს ალყაში ჰყავდათ ის მოქცეული.+
12 გავიდა იუდას მეფე იეჰოიაქინი ბაბილონის მეფესთან,+ ის, დედამისი,+ მისი მსახურები, მთავრები და კარისკაცი. თავისი მეფობის მერვე+ წელს წაიყვანა ის ბაბილონის მეფემ. 13 გაიტანა მან იეჰოვას სახლის მთელი საგანძური, მეფის სასახლის საგანძური+ და დაამტვრია ოქროს ნივთები,+ ისრაელის მეფე სოლომონმა რომ გააკეთა იეჰოვას ტაძრისთვის იეჰოვას სიტყვისამებრ. 14 მან გადაასახლა+ მთელი იერუსალიმი, მთავრები,+ ძლიერი და მამაცი+ ვაჟკაცები — ათი ათასი კაცი, აგრეთვე ყველა ხელოსანი+ და ბურჯთა მშენებელი. არავინ დარჩენილა იქ იმ მიწაზე მცხოვრები მდაბიო+ ხალხის გარდა. 15 ასე გადაასახლა მან ბაბილონში+ იეჰოიაქინი;+ იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა მეფის დედაც,+ მეფის ცოლებიც, კარისკაცებიცა+ და ქვეყნის წარჩინებულნიც. 16 შვიდი ათასი მამაცი კაცი, ათასი ხელოსანი და ბურჯთა მშენებელი და ყველა ძლიერი მეომარი ბაბილონის მეფემ ბაბილონში გადაასახლა.+ 17 ბაბილონის მეფემ+ მის ნაცვლად ბიძამისი+ მათანია გაამეფა და ციდკია+ დაარქვა.
18 ოცდაერთი წლისა გამეფდა ციდკია+ და თერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო ლიბნელი ხამუტალი,+ იერემიას ასული. 19 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში იეჰოიაკიმის მსგავსად.+ 20 განარისხა იეჰოვა+ იმან, რაც იერუსალიმსა და იუდაში ხდებოდა, და განდევნა მან ისინი თავის თვალთაგან.+ განუდგა ციდკია ბაბილონის მეფეს.+
25 მისი მეფობის მეცხრე+ წელს, მეათე თვის მეათე+ დღეს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი+ მთელი თავისი ჯარით მოადგა+ იერუსალიმს; ისინი დაბანაკდნენ, კედელი შემოავლეს მას და ალყაში მოაქციეს.+ 2 მეფე ციდკიას მეფობის მეთერთმეტე წლამდე ალყაში იყო ქალაქი მოქცეული. 3 მეოთხე თვის მეცხრე+ დღეს შიმშილი+ გაძლიერდა ქალაქში, აღარ იყო პური+ იმ მიწაზე მცხოვრები ხალხისთვის. 4 ბოლოს გატყდა ქალაქი;+ ღამით, როცა ქალაქის ირგვლივ იყვნენ ქალდეველები,+ გაიქცა ყველა მეომარი ორმაგი გალავნის კარიბჭის გავლით, მეფის ბაღთან+ რომ არის, მეფე კი გაემართა+ არაბასკენ.+ 5 დაედევნა ქალდეველთა+ ჯარი მეფეს და დაეწივნენ+ ისინი მას იერიხონის+ ხრიოკ ველზე; მთელი ჯარი შემოეფანტა მას. 6 შეიპყრეს მეფე+ და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში,+ რომ განაჩენი გამოეტანათ მისთვის. 7 თვალწინ დაუხოცეს ვაჟები ციდკიას.+ დააბრმავა+ მან ციდკია, სპილენძის ბორკილები+ დაადო და ბაბილონში წაიყვანა.+
8 მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ბაბილონის მეფის, მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობის მეცხრამეტე+ წელს, ნებუზარადანი,+ მცველთა უფროსი, ბაბილონის მეფის მსახური, მივიდა იერუსალიმში.+ 9 გადაწვა იეჰოვას სახლი,+ მეფის სასახლე+ და ყველა სახლი იერუსალიმში;+ ცეცხლს მისცა დიდებულთა სახლები.+ 10 მცველთა უფროსის თანმხლებმა ქალდეველთა ჯარმა დაანგრია იერუსალიმის მთელი გალავანი.+ 11 ქალაქში დარჩენილები,+ ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულები და დანარჩენი ხალხი მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა გადაასახლა,+ 12 იმ მიწაზე მცხოვრები მდაბიო ხალხიდან+ ზოგიერთები კი მცველთა უფროსმა მევენახეებად და სავალდებულო სამუშაოების შემსრულებლად დატოვა.+ 13 იეჰოვას სახლის სპილენძის სვეტები,+ საზიდრები+ და სპილენძის ზღვა,+ რომლებიც იეჰოვას სახლში იყო, ქალდეველებმა დაამტვრიეს და სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.+ 14 თან წაიღეს ქილები, ნიჩბები, პატრუქის ნამწვის მოსაცილებლები, სასმისები და სპილენძის ყველა ნივთი,+ რასაც მსახურებისას იყენებდნენ. 15 წაიღო მცველთა უფროსმა ხალასი ოქროსა+ და ხალასი ვერცხლისგან+ დამზადებული საცეცხლურები და თასები. 16 ორ სვეტს, ზღვას და საზიდრებს — სპილენძის ამ ნაკეთობებს, რომლებიც მეფე სოლომონმა იეჰოვას სახლისთვის გააკეთა, წონა არ ჰქონდა.+ 17 თითოეული სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა+ იყო, მას სპილენძის ბუღაური+ ჰქონდა; ბუღაური სიმაღლით სამი წყრთა იყო; მის ირგვლივ ბადისებური ნაკეთობა ბროწეულებითურთ+ მთლიანად სპილენძისა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტის ბადისებური ნაკეთობაც.
18 გარდა ამისა, მცველთა უფროსმა წაიყვანა უფროსი მღვდელი სერაია,+ მეორე მღვდელი ცეფანია+ და სამი კარის მცველი,+ 19 ქალაქიდან წაიყვანა ერთი კარისკაცი — მეომართა ზედამხედველი, მეფესთან დაახლოებული ქალაქში მყოფი ხუთი კაცი, მხედართმთავრის მწერალი, რომელიც იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხს კრებდა ჯარისთვის, და იმ მიწაზე მცხოვრები სამოცი კაცი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ.+ 20 წაიყვანა+ ისინი მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა,+ და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში.+ 21 დაჰკრა მათ+ და დახოცა ისინი ბაბილონის მეფემ რიბლაში, ხამათის+ მიწაზე. ასე გადაასახლეს იუდა თავისი მიწიდან.+
22 იუდას მიწაზე დარჩენილ ხალხს,+ რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დატოვა იქ, მან ზედამხედველად დაუყენა გედალია,+ შაფანის+ ძის ახიკამის ძე.+ 23 როცა ჯარის მეთაურებმა+ და მათმა ხალხმა გაიგეს, რომ ბაბილონის მეფეს გედალია დაუყენებია ზედამხედველად, მაშინვე მივიდნენ გედალიასთან მიცფაში+ ისმაელი, ნეთანიას ძე, იოხანანი, კარეახის ძე, სერაია, ნეტოფათელი თანხუმეთის ძე, და იააზანია, მააქათელი კაცის ძე, თავიანთ ხალხთან ერთად. 24 გედალიამ დაუფიცა+ მათ და მათ ხალხს და უთხრა: „ნუ შეგეშინდებათ ქალდეველებისთვის მსახურება, იცხოვრეთ ამ მიწაზე, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და ხელი მოგემართებათ“.+
25 მეშვიდე+ თვეს, ისმაელი,+ ელიშამას ძის ნეთანიას ძე, რომელიც სამეფო გვარს ეკუთვნოდა, ათ კაცთან ერთად მივიდა გედალიასთან;+ მათ მოკლეს ის და მასთან ერთად მიცფაში+ მყოფი ყველა იუდეველი და ქალდეველი. 26 ამის შემდეგ მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად და ჯარის მეთაურები ადგნენ და ქალდეველთა შიშით+ ეგვიპტეში ჩავიდნენ.+
27 იუდას მეფე იეჰოიაქინის+ გადასახლებიდან ოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთორმეტე თვის ოცდამეშვიდე დღეს, ბაბილონის მეფე ევილ-მეროდაქმა+ თავისი გამეფების წელს თავი აუწია+ იუდას მეფე იეჰოიაქინს და საპყრობილიდან გამოიყვანა. 28 კარგად ელაპარაკა მას და ბაბილონში მასთან მყოფ სხვა მეფეებზე მაღლა დაუდგა ტახტი.+ 29 გაიხადა მან პატიმრის ტანსაცმელი+ და მის წინაშე ჭამდა პურს+ მთელი სიცოცხლე. 30 ყოველდღიურად ეძლეოდა მას სარჩო+ მეფისგან მთელი სიცოცხლე.
ეს არ არის იერიქონთან მდებარე ქალაქი გილგალი. აქ მოხსენიებული გილგალი ბეთელთან, მთაგორიან მხარეში მდებარეობდა.
წინასწარმეტყველთა ძეებში, როგორც ჩანს, იგულისხმება წინასწარმეტყველთა ჯგუფი, რომლებიც ასწავლიან ან ერთად მსახურობენ.
იგივე ცაბაოთი.
იხილეთ 2:3-ის სქოლიო.
იხილეთ 2:3-ის სქოლიო.
იხილეთ 2:3-ის სქოლიო.
ნიშნავს ამოზნექილს, ამობურცულს, ამოშვერილს, ამაღლებულს. მდებარეობდა სამარიაში.
იხილეთ 2:3-ის სქოლიო.
ერთი კაბი უდრის 1,22 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.
გალაადის რამოთის შემოკლებული ფორმა.
იხილეთ 2:3-ის სქოლიო.
ნიშნავს მიწაყრილს.
ანუ იერობოამ II.
დაახლოებით 178 მეტრზე.
ანუ იერობოამ II.
იგივე უზია.
ან საზიარო მსხვერპლის.
მხედართმთავრის ტიტული.
სამეფო კარის მთავარი მოხელის ტიტული.
მაღალი წოდების სახელმწიფო მოხელის ტიტული.
სიტყვასიტყვით — ღმერთების, მიუთითებს ცრუ ღმერთის ნისროქის აღმატებულობაზე.
ანუ ზეთისხილის მთა, მისი სამხრეთი წვერი, რომელიც დაბრკოლების მთის სახელითაც არის ცნობილი.
იგივე ნეხაო.