პირველი მატიანე*
5 იაფეთის ვაჟები იყვნენ: გომერი, მაგოგი,+ მადაი,+ იავანი,+ თუბალი, მეშექი+ და თირასი.+
6 გომერის ვაჟები იყვნენ: აშქენაზი,+ რიფათი+ და თოგარმა.+
7 იავანის ვაჟები იყვნენ: ელიშა,+ თარშიში,+ ქითიმი+ და როდანიმი.+
8 ქამის ვაჟები იყვნენ: ქუში,+ მიცრაიმი,+ ფუტი+ და ქანაანი.+
9 ქუშის ვაჟები იყვნენ: სება,+ ხავილა, საბთა,+ რაამა+ და საბთექა.+
რაამას ვაჟები იყვნენ შება და დედანი.+
10 ქუშს შეეძინა ნიმროდი.+ ის იყო პირველი ძლევამოსილი ადამიანი დედამიწაზე.+
11 მიცრაიმს შეეძინა ლუდიმი,+ ანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,+ 12 ფათრუსიმი,+ ქასლუხიმი+ (ფილისტიმელთა წინაპარი)+ და ქაფთორიმი.+
13 ქანაანს შეეძინა სიდონი,+ თავისი პირმშო, და ხეთი.+ 14 მისგან აგრეთვე წარმოიშვნენ იებუსელები,+ ამორეველები,+ გირგაშელები,+ 15 ხიველები,+ არკიელები, სინელები,+ 16 არვადელები,+ ცემარელები+ და ხამათელები.+
17 სემის+ ვაჟები იყვნენ: ელამი,+ აშური,+ არფაქშადი,+ ლუდი+ და არამი,
უცი, ხული, გეთერი და მაში.+
18 არფაქშადს შეეძინა შელახი,+ შელახს — ებერი.+
19 ებერს შეეძინა ორი ვაჟი. ერთს ერქვა ფელეგი*,+ რადგან მის დროს დაიყო დედამიწა. მის ძმას კი ერქვა იოკტანი.
20 იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი, იარახი,+ 21 ჰადორამი, უზალი, დიკლა,+ 22 ობალი, აბიმაელი, შება,+ 23 ოფირი,+ ხავილა+ და იობაბი;+ ესენი ყველანი იოკტანის ვაჟები იყვნენ.
28 აბრაამის ვაჟები იყვნენ ისაკი+ და ისმაელი.+
29 აი მათი შთამომავლობა: ისმაელს შეეძინა ნებაიოთი+ — პირმშო, კედარი,+ ადბეელი, მიბსამი,+ 30 მიშმა, დუმა,+ მასა, ხადადი,+ თემა, 31 იეტური, ნაფიში და კედემა.+ ესენი იყვნენ ისმაელის ძეები.
32 კეტურას,+ აბრაამის ხარჭას,+ შეეძინა ვაჟები: ზიმრანი, იოკშანი, მედანი,+ მიდიანი,+ იშბაკი+ და შუახი.+
იოკშანის ვაჟები იყვნენ შება და დედანი.+
33 მიდიანის ვაჟები იყვნენ: ეფა,+ ეფერი, ხანოქი, აბიდა და ელდაა.+
ესენი კეტურას ვაჟები იყვნენ.
34 აბრაამს შეეძინა ისაკი.+ ისაკის ვაჟები იყვნენ ესავი+ და ისრაელი.+
35 ესავის ვაჟები იყვნენ: ელიფაზი, რეუელი,+ იეუში, იალამი და კორახი.+
36 ელიფაზის ვაჟები იყვნენ: თემანი,+ ომარი, ცეფო, გათამი, კენაზი,+ თიმნა+ და ამალეკი.+
37 რეუელის ვაჟები იყვნენ: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა.+
38 სეირის+ ვაჟები იყვნენ: ლოტანი, შობალი, ციბეონი, ანა,+ დიშონი, ეცერი და დიშანი.+
39 ლოტანის ვაჟები იყვნენ ხორი და ჰომამი. ლოტანის და იყო თიმნა.+
40 შობალის ვაჟები იყვნენ: ალვანი, მანახათი, ებალი, შეფო და ონამი.+
ციბეონის ვაჟები იყვნენ აია და ანა.+
დიშონის ვაჟები იყვნენ: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.+
42 ეცერის+ ვაჟები იყვნენ: ბილჰანი, ზაავანი და აკანი.+
დიშანის ვაჟები იყვნენ უცი და არანი.+
43 აი ედომის+ მიწის მეფეები, სანამ ვინმე გამეფდებოდა+ ისრაელის ძეებზე: ბელა, ბეორის ვაჟი, რომლის ქალაქსაც დინჰაბა+ ერქვა; 44 მოკვდა ბელა და მის შემდეგ იობაბი, ბოცრელი+ ზერახის+ ვაჟი გამეფდა; 45 მოკვდა იობაბი და მის შემდეგ გამეფდა ხუშამი+ თემანელთა+ ქვეყნიდან; 46 მოკვდა ხუშამი და მის შემდეგ გამეფდა ჰადადი,+ ბედადის ვაჟი, რომელმაც მოაბის მიწაზე დაამარცხა მიდიანი,+ მის ქალაქს ავითი+ ერქვა; 47 მოკვდა ჰადადი და მის შემდეგ გამეფდა მასრეკელი+ სამლა; 48 მოკვდა სამლა და მის შემდეგ გამეფდა შაული მდინარისპირა რეხობოთიდან;+ 49 მოკვდა შაული და მის შემდეგ გამეფდა ბაალ-ხანანი, აქბორის+ ვაჟი; 50 მოკვდა ბაალ-ხანანი და მის შემდეგ გამეფდა ჰადადი, რომლის ქალაქსაც ფაუ ერქვა. მისი ცოლი იყო მეჰეტაბელი, მეზაჰაბის ასულის, მატრედის ასული.+ 51 ბოლოს ჰადადიც მოკვდა.
ედომის თავკაცები იყვნენ: თავკაცი თიმნა, თავკაცი ალვა, თავკაცი იეთეთი,+ 52 თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელაჰი, თავკაცი ფინონი,+ 53 თავკაცი კენაზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მიბცარი,+ 54 თავკაცი მაგდიელი და თავკაცი ირამი.+ ესენი იყვნენ ედომის თავკაცები.+
2 ისრაელის+ ვაჟები იყვნენ: რეუბენი,+ სიმონი,+ ლევი,+ იუდა,+ ისაქარი,+ ზებულონი,+ 2 დანი,+ იოსები,+ ბენიამინი,+ ნაფთალი,+ გადი+ და აშერი.+
3 იუდას ვაჟები იყვნენ: ერი,+ ონანი+ და შელა.+ ეს სამი ვაჟი შეეძინა მას შუას ასულისგან, ქანაანელი ქალისგან. ერი, იუდას პირმშო, იეჰოვას თვალში ცუდი ადამიანი იყო, ამიტომაც მოკლა მან იგი.+ 4 თავისი რძლისგან, თამარისგან,+ იუდას შეეძინა ფერეცი+ და ზერახი. სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა იუდას.
5 ფერეცის ვაჟები იყვნენ ხეცრონი და ხამული.+
6 ზერახის+ ვაჟები იყვნენ: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარა+ — სულ ხუთი.
7 ქარმის+ ვაჟი* იყო აქარი, რომელმაც ისრაელს უბედურება დაატეხა,+ რადგან გასანადგურებელი ნივთების+ გამო ორგულად მოიქცა.
9 ხეცრონს+ შეეძინა ვაჟები: იერახმეელი,+ რამი+ და ქელუბაი.
10 რამს შეეძინა ამინადაბი, ამინადაბს+ — ნახშონი,+ იუდას ძეთა თავკაცი. 11 ნახშონს შეეძინა სალმა,+ სალმას — ბოაზი,+ 12 ბოაზს — ობედი,+ ობედს — იესე,+ 13 იესეს შეეძინა პირმშო ელიაბი,+ მეორე — აბინადაბი,+ მესამე — შიმეა,+ 14 მეოთხე — ნეთანელი, მეხუთე — რადაი, 15 მეექვსე — ოცემი და მეშვიდე — დავითი.+ 16 მათი დები იყვნენ ცერუია და აბიგაილი.+ ცერუიას ვაჟები იყვნენ: აბიშაი,+ იოაბი+ და ასაჰელი+ — სულ სამი. 17 აბიგაილს შეეძინა ამასა;+ ამასას მამა იყო ისმაელელი იეთერი.+
18 ქალებს, ხეცრონის+ ძეს, თავისი ცოლისგან, აზუბასგან, და იერიოთისგან შეეძინა ვაჟები. ცოლისგან შეეძინა ვაჟები: იეშერი, შობაბი და არდონი. 19 მოკვდა აზუბა და ქალებმა ცოლად მოიყვანა ეფრათი,+ რომლისგანაც ხური+ შეეძინა. 20 ხურს შეეძინა ური,+ ურს — ბეცალელი.+
21 დაწვა ხეცრონი გალაადის+ მამის, მაქირის+ ასულთან. მან სამოცი წლის ასაკში შეირთო ის ცოლად და მისგან სეგუბი შეეძინა. 22 სეგუბს შეეძინა იაირი,+ რომელსაც ოცდასამი ქალაქი+ ჰქონდა გალაადის მიწაზე. 23 მოგვიანებით გეშურმა+ და სირიამ+ წაართვეს მათ ხავოთ-იაირი+ კენათთან+ და მის მიმდებარე ქალაქებთან ერთად — სულ სამოცი ქალაქი. ესენი ყველანი მაქირის, გალაადის მამის ძეები იყვნენ.
24 ქალებ-ეფრათაში ხეცრონის+ სიკვდილის შემდეგ ხეცრონის ცოლმა, აბიამ უშვა მას აშხური, თეკოას+ მამა.
25 ხეცრონის პირმშოს, იერახმეელის+ ვაჟები იყვნენ: რამი+ — პირმშო, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია. 26 იერახმეელს სხვა ცოლიც ჰყავდა, რომელსაც ატარა ერქვა. ის იყო ონამის დედა. 27 იერახმეელის პირმშოს, რამის,+ ვაჟები იყვნენ: მააცი, იამინი და ეკერი. 28 ონამის+ ვაჟები იყვნენ შამაი და იადა. შამაის ვაჟები იყვნენ ნადაბი და აბიშური. 29 აბიშურის ცოლს ერქვა აბიჰაილი, რომლისგანაც მას ახბანი და მოლიდი შეეძინა. 30 ნადაბის+ ვაჟები იყვნენ სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა. 31 აფაიმის ვაჟი* იყო იში, იშის ვაჟი იყო შეშანი, შეშანის+ ვაჟი იყო ახლაი. 32 იადას, შამაის ძმის ვაჟები იყვნენ იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა. 33 იონათანის ვაჟები იყვნენ ფელეთი და ზაზა. ესენი იყვნენ იერახმეელის ვაჟები.
34 შეშანს+ ვაჟები არ ჰყოლია, მას მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა. შეშანს ეგვიპტელი მსახური+ ჰყავდა, სახელად იარხა. 35 თავის მსახურ იარხას შეშანმა თავისი ქალიშვილი მიათხოვა, რომლისგანაც ათაი შეეძინა. 36 ათაის შეეძინა ნათანი, ნათანს — ზაბადი,+ 37 ზაბადს — ეფლალი, ეფლალს — ობედი, 38 ობედს — იეჰუ, იეჰუს — აზარია, 39 აზარიას — ხელეცი, ხელეცს — ელეასა, 40 ელეასას — სისმაი, სისმაის — შალუმი, 41 შალუმს — იეკამია, იეკამიას — ელიშამა.
42 იერახმეელის ძმის, ქალების+ ვაჟები იყვნენ: პირმშო მეშა — ზიფის მამა და ხებრონის მამის, მარეშას ვაჟები. 43 ხებრონის ვაჟები იყვნენ: კორახი, თაფუახი, რეკემი და შემა. 44 შემას შეეძინა რახამი, იორკეამის მამა, რეკემს შეეძინა შამაი, 45 შამაის ვაჟი იყო მაონი, მაონი იყო ბეთ-ცურის+ მამა. 46 ქალების ხარჭას, ეფას შეეძინა ხარანი, მოცა და გაზეზი. ხარანს შეეძინა გაზეზი. 47 იაჰდაის ვაჟები იყვნენ: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ეფა და შააფი. 48 ქალების ხარჭას, მააქას შეეძინა შებერი და თირხანა, 49 ასევე შააფი, მადმანას+ მამა, შევა — მაქბენასა და გიბეას+ მამა. ქალების+ ასული იყო აქსა.+ 50 ესენი იყვნენ ქალების ვაჟები.
ეფრათას+ პირმშოს, ხურის,+ ვაჟები იყვნენ: შობალი,+ კირიათ-იეარიმის+ მამა, 51 სალმა, ბეთლემის+ მამა, და ხარეფი, ბეთ-გადერის მამა. 52 შობალს,+ კირიათ-იეარიმის მამას ჰყავდა ვაჟები: ჰაროე და მენუხოთელთა ნახევარი. 53 კირიათ-იეარიმის საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ: ითრელები,+ ფუთელები, შუმათელები და მიშრაელები. მათგან წარმოიშვნენ ცორათელები+ და ეშთაოლელები.+ 54 სალმას ვაჟები იყვნენ: ბეთლემი,+ ნეტოფათელები,+ ატროთ-ბეთ-იოაბი, მანახათელთა ნახევარი და ცორელები. 55 იაბეცში+ მცხოვრებ გადამწერთა საგვარეულოებს მიეკუთვნებოდნენ: თირათელები, შიმათელები და სუქათელები. ისინი იყვნენ კენიელები,+ რომლებიც წარმოიშვნენ ხამათისგან, რექაბის+ სახლის მამამთავრისგან.
3 აი დავითის ვაჟები,+ რომლებიც მას ხებრონში შეეძინა:+ პირმშო ამნონი+ იზრეელელი+ ახინოამისგან,+ მეორე — დანიელი ქარმელელი+ აბიგაილისგან,+ 2 მესამე — აბესალომი+ მააქასგან,+ გეშურის+ მეფე თალმაის+ ასულისგან, მეოთხე — ადონია,+ ხაგითის ვაჟი,+ 3 მეხუთე — შეფატია აბიტალისგან,+ მეექვსე — ითრეამი ეგლასგან,+ თავისი ცოლისგან. 4 ექვსი ვაჟი შეეძინა მას ხებრონში. შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იქ, იერუსალიმში კი — ოცდაცამეტ წელიწადს.+
5 იერუსალიმში+ მას შეეძინა: შიმეა,+ შობაბი,+ ნათანი+ და სოლომონი,+ ოთხივე ბათ-შებასგან,+ ამიელის+ ასულისგან, 6 ასევე იბხარი,+ ელიშამა,+ ელიფელეტი,+ 7 ნოგა, ნეფეგი, იაფია,+ 8 ელიშამა,+ ელიადა, ელიფელეტი+ — სულ ცხრა; 9 ესენი იყვნენ დავითის ვაჟები, ხარჭების ვაჟების გარდა, თამარი+ იყო მათი და.
10 სოლომონის ვაჟი იყო რობოამი,+ მისი ვაჟი — აბია,+ მისი ვაჟი — ასა,+ მისი ვაჟი — იეჰოშაფატი,+ 11 მისი ვაჟი — იეჰორამი,+ მისი ვაჟი — ახაზია,+ მისი ვაჟი — იეჰოაში,+ 12 მისი ვაჟი — ამაცია,+ მისი ვაჟი — აზარია,+ მისი ვაჟი — იოთამი,+ 13 მისი ვაჟი — ახაზი,+ მისი ვაჟი — ხიზკია,+ მისი ვაჟი — მენაშე,+ 14 მისი ვაჟი — ამონი,+ მისი ვაჟი — იოშია.+ 15 იოშიას ვაჟები იყვნენ: პირმშო იოხანანი, მეორე — იეჰოიაკიმი,+ მესამე — ციდკია,+ მეოთხე — შალუმი. 16 იეჰოიაკიმის ვაჟები იყვნენ მისი ვაჟი იექონია+ და მისი ვაჟი ციდკია. 17 აი იექონიას ვაჟები, რომლებიც მას პატიმრობისას შეეძინა: მისი ვაჟი შეალთიელი,+ 18 მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამია, ჰოშამა და ნედაბია. 19 ფედაიას ვაჟები იყვნენ ზერუბაბელი+ და შიმეი. ზერუბაბელის ვაჟები იყვნენ: მეშულამი და ხანანია (მათი და იყო შელომითი), 20 ხაშუბა, ოჰელი, ბერექია, ხასადია, იუშაბ-ხესედი — სულ ხუთი. 21 ხანანიას ვაჟები იყვნენ ფელატია+ და იეშაია, იეშაიას ვაჟი* იყო რეფაია, რეფაიას ვაჟი — არნანი, არნანის ვაჟი — ობადია, ობადიას ვაჟი — შექანია, 22 შექანიას ვაჟი* — შემაია. შემაიას ვაჟები იყვნენ: ხატუში, იგალი, ბარიახი, ნეარია და შაფატი — სულ ექვსი. 23 ნეარიას ვაჟები იყვნენ: ელიოენაი, ხიზკია და აზრიკამი — სულ სამი. 24 ელიოენაის ვაჟები იყვნენ: ჰოდავია, ელიაშიბი, ფელაია, აკუბი, იოხანანი, დელაია და ანანი — სულ შვიდი.
4 იუდას ვაჟები იყვნენ: ფერეცი,+ ხეცრონი,+ ქარმი,+ ხური+ და შობალი.+ 2 შობალის ძეს რეაიას+ შეეძინა იახათი, იახათს — ახუმაი და ლაჰადი. ისინი ქმნიდნენ ცორათელთა+ საგვარეულოებს. 3 ეტამის+ მამის ვაჟები იყვნენ: იზრეელი,+ იშმა და იდბაში (მათ დას ჰაცლელფონი ერქვა), 4 ფენუელი, გედორის+ მამა, და ეცერი, ხუშას მამა. ისინი იყვნენ ხურის+ — ეფრათას პირმშოსა და ბეთლემის+ მამის — ვაჟები. 5 აშხურს,+ თეკოას+ მამას, ორი ცოლი ჰყავდა, ხელა და ნაარა. 6 ნაარასგან მას ახუზამი, ხეფერი, თემენი და ახაშთარი შეეძინა. ესენი იყვნენ ნაარას ვაჟები. 7 ხელას ვაჟები იყვნენ: ცერეთი, იცჰარი და ეთნანი. 8 კოცი იყო ანუბისა და ცობებას მამა და ჰარუმის ვაჟის, ახარხელის საგვარეულოთა მამამთავარი.
9 იაბეცი+ თავის ძმებზე პატივდებული+ იყო. იაბეცი დაარქვა მას დედამისმა და თქვა, ტკივილით გავაჩინეო.+ 10 ასე მოუხმო ისრაელის ღმერთს+ იაბეცმა: „თუ მაკურთხებ,+ თუ განავრცობ ჩემს მიწას,+ თუ შენი ხელი+ იქნება ჩემთან, თუ დამიფარავ უბედურებისგან,+ რომ მან არაფერი მავნოს...“+ ღმერთმაც შეუსრულა მას სათხოვარი.+
11 შუხას ძმას, ქელუბს შეეძინა მეხირი, ეშთონის მამა. 12 ეშთონს შეეძინა ბეთ-რაფა, ფასეა და თეხინა — ირ-ნახაშის მამა. ესენი იყვნენ რექას მკვიდრნი. 13 კენაზის+ ვაჟები იყვნენ ოთნიელი+ და სერაია. ოთნიელის ვაჟი* იყო ხათათი. 14 მეონოთაის შეეძინა ოფრა. სერაიას შეეძინა იოაბი, გე-ხარაშიმის* მამა. ისინი ხელოსნები+ იყვნენ.
15 ქალებ+ იეფუნეს+ ძის ვაჟები იყვნენ: ირუ, ელაჰი და ნაამი. ელაჰის ვაჟი* იყო კენაზი. 16 იეჰალელელის ვაჟები იყვნენ: ზიფი, ზიფა, თირია და ასარელი. 17 ეზრაჰის ვაჟები იყვნენ: იეთერი, მერედი, ეფერი და იალონი. მის ცოლს ჩაესახა მირიამი, შამაი და იშბახი, ეშთემოას+ მამა. 18 მის იუდეველ ცოლს შეეძინა იერედი, გედორის მამა, ხებერი, სოქოს მამა, და იეკუთიელი, ზანოახის მამა. ესენი იყვნენ ფარაონის ასულის ვაჟები, ბითიასი, რომელიც მერედმა შეირთო.
19 ჰოდიას ცოლის, ნახამის დის ვაჟები იყვნენ: გარმელთა კეილას+ დამფუძნებელი და მააქათელი ეშთემოა. 20 შიმონის ვაჟები იყვნენ: ამნონი, რინა, ბენ-ხანანი და თილონი. იშის ვაჟები იყვნენ ზოხეთი და ბენ-ზოხეთი.
21 იუდას ძის, შელას+ ვაჟები იყვნენ: ერი, ლექას მამა, ლაადა, მარეშას მამა, და ძვირფასი ქსოვილების დამამზადებელთა+ საგვარეულოები აშბეას სახლიდან, 22 იოკიმი, ქოზებას მკვიდრნი, იოაში და სარაფი, რომლებსაც მოაბელი ცოლები+ ჰყავდათ, და იაშუბი-ლეხემი. ასეა ძველი გადმოცემების მიხედვით.+ 23 ისინი მეთუნეები+ იყვნენ და ნეტაიმსა და გედერაში მკვიდრობდნენ. ისინი იქ ცხოვრობდნენ და მეფისთვის მუშაობდნენ.+
24 სიმონის ვაჟები იყვნენ: ნემუელი,+ იამინი,+ იარიბი, ზერახი და შაული,+ 25 მისი ვაჟი — შალუმი, მისი ვაჟი — მიბსამი, მისი ვაჟი — მიშმა. 26 მიშმას ვაჟი იყო ხამუელი, მისი ვაჟი — ზაქური, მისი ვაჟი — შიმეი. 27 შიმეის ჰყავდა თექვსმეტი ვაჟი და ექვსი ასული, მის ძმებს კი არ ჰყავდათ ბევრი შვილი. მათი საგვარეულოებიდან არც ერთი არ ყოფილა იუდას ძეებივით მრავალრიცხოვანი.+ 28 ისინი მკვიდრობდნენ ბეერ-შებაში,+ მოლადაში,+ ხაცარ-შუალში,+ 29 ბილჰაში,+ ეცემში,+ თოლადში,+ 30 ბეთუელში,+ ხორმაში,+ ციკლაგში,+ 31 ბეთ-მარქაბოთში, ხაცარ-სუსიმში,+ ბეთ-ბირიში და შაარაიმში.+ აი მათი ქალაქები დავითის მეფობამდე.
32 მათი დასახლებები იყო: ეტამი, აინი, რიმონი, თოქენი და აშანი+ — სულ ხუთი ქალაქი. 33 ყველა დასახლება ამ ქალაქების გარშემო ბაალამდე+ გრძელდებოდა. ეს იყო მათი საცხოვრებელი ადგილები და მათი საგვარეულო ნუსხა. 34 მეშობაბი, იამლექი, იოშა ამაციას ძე, 35 იოელი, იეჰუ, ასიელის ძის, სერაიას ძის იოშიბიას ძე, 36 ელიოენაი, იააკობა, იეშოხაია, ასაია, ადიელი, იესიმიელი, ბენაია 37 და ზიზა, შემაიას ძის, შიმრის ძის, იედაიას ძის, ალონის ძის შიფის ძე. 38 ისინი თავ-თავიანთი საგვარეულოების თავკაცები იყვნენ+ და სახელებით იყვნენ აღნუსხულნი. გამრავლდა მათი მამა-პაპის სახლეულობა. 39 ისინი თავიანთი ფარებისთვის საძოვრების საძებნელად წავიდნენ გედორის შესასვლელისკენ, ველის აღმოსავლეთ მხარეში. 40 ბოლოს ნოყიერ და კარგ საძოვარს მიაგნეს;+ მიწა ვრცელი იყო და უშფოთველი, არავინ იყო შემწუხებელი.+ ადრე იქ ქამის+ შთამომავლები ცხოვრობდნენ. 41 ისინი, ვინც სახელებით იყვნენ აღნუსხულნი, იუდას მეფე ხიზკიას+ დროს მივიდნენ იქ, მოსპეს+ ქამელთა კარვები და დახოცეს იქ მყოფი მეუნიმები. ისე გაანადგურეს+ ისინი, რომ დღემდე არავინ შემორჩენილა მათგან. მათ ადგილას თავად დასახლდნენ, რადგან იქ იყო საძოვრები+ მათი ფარებისთვის.
42 სიმონის ძეთაგან ზოგიერთი, ანუ ხუთასი კაცი, ფელატიას, ნეარიას, რეფაიასა და უზიელის, იშის ვაჟების მეთაურობით, წავიდა სეირის მთისკენ.+ 43 მათ მოსპეს ამალეკის+ დარჩენილი ნაწილი და დღემდე იქ ცხოვრობენ.
5 ისრაელის პირმშოს, რეუბენის+ ვაჟები (ის პირმშო+ იყო, მაგრამ მამამისის საწოლის შებღალვის გამო+ მისი პირმშოობის უფლება ისრაელის ვაჟის, იოსების ვაჟებს გადაეცათ,+ ამიტომ ის არ უნდა შესულიყო საგვარეულო ნუსხაში, როგორც პირმშო. 2 იუდა+ ძლიერი იყო თავის ძმებს შორის და წინამძღოლი მისგან გამოვიდა,+ თუმცა პირმშოობა იოსებს ეკუთვნოდა),+ 3 ისრაელის პირმშოს, რეუბენის ვაჟები იყვნენ: ხანოქი,+ ფალუ,+ ხეცრონი და ქარმი.+ 4 იოელის ვაჟები იყვნენ: მისი ვაჟი შემაია, მისი ვაჟი გოგი, მისი ვაჟი შიმეი, 5 მისი ვაჟი მიქა, მისი ვაჟი რეაია, მისი ვაჟი ბაალი 6 და მისი ვაჟი ბეერაჰი, რომელიც ასურეთის მეფე თილგათ-ფილნესერმა*+ გადაასახლა. ის იყო რეუბენელთა თავკაცი. 7 მისი ძმები თავ-თავიანთი საგვარეულოებისა და წარმოშობის+ მიხედვით ნუსხაში შევიდნენ: თავკაცი იეიელი, ზაქარია 8 და ბელა, იოელის+ ძის, შემას ძის აზაზის ძე, რომელიც ცხოვრობდა აროერში+ ნებომდე+ და ბაალ-მეონამდე.+ 9 აღმოსავლეთით მისი საცხოვრებელი მდინარე ევფრატთან+ უდაბნოს პირს სწვდებოდა, რადგან მრავალრიცხოვანი გახდა მათი ცხვარ-ძროხა გალაადის მიწაზე.+ 10 საულის დროს ისინი ეომებოდნენ აგრელებს,+ რომლებიც მათი ხელით დაეცნენ. ამგვარად დასახლდნენ ისინი მათ კარვებში მთელ იმ მიწაზე, რომელიც გალაადის აღმოსავლეთით იყო.
11 გადის+ ძეები მათ წინ ბაშანის+ მიწაზე ცხოვრობდნენ სალქამდე.+ 12 ბაშანში იოელი იყო თავკაცი, მეორე კაცი კი — შაფამი; იანაი და შაფატიც იქ ცხოვრობდნენ. 13 მათი ძმები, რომლებიც მათ საგვარეულოს ეკუთვნოდნენ, იყვნენ: მიქაელი, მეშულამი, შება, იორაი, იაქანი, ზია და ებერი — სულ შვიდი. 14 ესენი იყვნენ ბუზის ძის, იახდოს ძის, იეშიშაის ძის, მიქაელის ძის, გალაადის ძის, იაროახის ძის, ხურის ძის, აბიხაილის ვაჟები. 15 ახი, გუნის ძის აბდიელის ძე, მათი საგვარეულოს თავკაცი იყო. 16 ისინი ცხოვრობდნენ გალაადში,+ ბაშანში,+ მის მიმდებარე ქალაქებში+ და შარონის მთელ საძოვრებზე. 17 ისინი აღირიცხნენ საგვარეულოების მიხედვით იუდას მეფე იოთამის+ დროს და ისრაელის მეფე იერობოამის*+ დროს.
18 რეუბენის ძეები, გადელები და მენაშეს ტომის ნახევარი მამაცი ვაჟკაცები+ იყვნენ, ფარით, მახვილითა და მშვილდით შეიარაღებულნი და გაწვრთნილნი ბრძოლისთვის; ჯარში ორმოცდაოთხი ათას შვიდას სამოცი მეომარი ირიცხებოდა.+ 19 ისინი აგრელებს,+ იეტურს,+ ნაფიშსა+ და ნოდაბს ებრძოდნენ. 20 დახმარება მიიღეს მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელში ჩაიგდეს აგრელები და მათთან მყოფნი. ეს იმიტომ, რომ ბრძოლაში ღმერთს სთხოვეს შველა;+ მანაც შეისმინა მათი ვედრება, რადგან მას მიენდნენ.+ 21 წაასხეს მათი ცხვარ-ძროხა,+ ორმოცდაათი ათასი აქლემი, ორას ორმოცდაათი ათასი ცხვარი, ორი ათასი ვირი და დაატყვევეს ასი ათასი სული.+ 22 მრავალი დაეცა მოკლული, რადგან ჭეშმარიტი ღვთის ბრძოლა იყო ეს.+ გადასახლებამდე მათ ადგილზე ცხოვრობდნენ ისინი.+
23 მენაშეს ტომის ნახევარი ცხოვრობდა მიწაზე,+ რომელიც ბაშანიდან+ ბაალ-ხერმონამდე,+ სენირამდე+ და ხერმონის+ მთამდე იყო გადაჭიმული. ისინი მრავალრიცხოვანნი იყვნენ. 24 მათი საგვარეულოების თავკაცები იყვნენ: ეფერი, იში, ელიელი, აზრიელი, იერემია, ჰოდავია და იახდიელი. ისინი იყვნენ მამაცი, ძლიერი და სახელოვანი კაცები, თავ-თავიანთი საგვარეულოების თავკაცები. 25 მათ უორგულეს თავიანთი მამა-პაპის ღმერთს და გარყვნილებას სჩადიოდნენ+ ღმერთებთან,+ რომელთაც ეთაყვანებოდნენ იმ მიწაზე მცხოვრები ხალხები, მათ წინაშე რომ მოსპო ღმერთმა. 26 ბოლოს ისრაელის ღმერთმა სული აღუძრა+ ასურეთის+ მეფე ფულს,+ იგივე ასურეთის მეფე თილგათ-ფილნესერს*,+ და მანაც გადაასახლა+ რეუბენელები, გადელები და მენაშეს ტომის ნახევარი, მიიყვანა ხალახში,+ ხაბორში, ჰარაში და მდინარე გოზანთან, სადაც დღემდე ცხოვრობენ.
6 ლევის+ ვაჟები იყვნენ: გერშონი,+ კეჰათი+ და მერარი.+ 2 კეჰათის ვაჟები იყვნენ: ამრამი,+ იცჰარი,+ ხებრონი+ და უზიელი.+ 3 ამრამის+ ვაჟები იყვნენ აარონი+ და მოსე.+ მას მირიამიც+ ჰყავდა. აარონის ვაჟები იყვნენ: ნადაბი,+ აბიჰუ,+ ელეაზარი+ და ითამარი.+ 4 ელეაზარს+ შეეძინა ფინხასი,+ ფინხასს შეეძინა აბიშუა,+ 5 აბიშუას — ბუკი, ბუკს — უზი,+ 6 უზს — ზერახია, ზერახიას — მერაიოთი,+ 7 მერაიოთს — ამარია, ამარიას — ახიტუბი,+ 8 ახიტუბს — ცადოკი,+ ცადოკს — ახიმააცი,+ 9 ახიმააცს — აზარია, აზარიას — იოხანანი, 10 იოხანანს — აზარია.+ ის იყო მღვდელი იმ ტაძარში, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში.
11 აზარიას შეეძინა ამარია,+ ამარიას — ახიტუბი,+ 12 ახიტუბს — ცადოკი,+ ცადოკს — შალუმი, 13 შალუმს — ხილკია, ხილკიას+ — აზარია, 14 აზარიას — სერაია,+ სერაიას — იეჰოცადაკი.+ 15 იეჰოცადაკი გადაასახლეს, როცა იეჰოვამ იუდა და იერუსალიმი გადაასახლა ნაბუქოდონოსორის ხელით.
16 ლევის+ ვაჟები იყვნენ: გერშომი, კეჰათი და მერარი. 17 გერშომის ვაჟებს ერქვათ ლიბნი+ და შიმეი.+ 18 კეჰათის+ ვაჟები იყვნენ: ამრამი,+ იცჰარი, ხებრონი და უზიელი.+ 19 მერარის ვაჟები იყვნენ მახლი და მუში.+
აი ლევიანთა საგვარეულოები მათი მამა-პაპის სახელების მიხედვით:+ 20 გერშომისგან მისი ძე ლიბნი,+ მისი ძე იახათი, მისი ძე ზიმა, 21 მისი ძე იოახი,+ მისი ძე იდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი. 22 კეჰათის ვაჟები იყვნენ: მისი ძე ამინადაბი, მისი ძე კორახი,+ მისი ძე ასირი, 23 მისი ძე ელკანა, მისი ძე ებიასაფი,+ მისი ძე ასირი, 24 მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე უზია, მისი ძე შაული. 25 ელკანას+ ვაჟები იყვნენ ამასაი და ახიმოთი. 26 ელკანას ვაჟები იყვნენ: მისი ძე ცოფაი,+ მისი ძე ნახათი, 27 მისი ძე ელიაბი,+ მისი ძე იეროხამი და მისი ძე ელკანა.+ 28 სამუელის+ ვაჟები იყვნენ პირმშო იოელი და მეორე — აბია.+ 29 მერარის ვაჟები იყვნენ: მახლი,+ მისი ძე ლიბნი, მისი ძე შიმეი, მისი ძე უზა, 30 მისი ძე შიმეა, მისი ძე ხაგია და მისი ძე ასაია.
31 აი ისინი, ვინც დავითმა+ დააყენა მგალობელთა ხელმძღვანელებად იეჰოვას სახლში მას შემდეგ, რაც იქ კიდობანი დაასვენეს.+ 32 ისინი მსახურობდნენ+ მგალობლებად+ შეხვედრის კარვის წინ, სანამ იერუსალიმში სოლომონი იეჰოვას სახლს ააშენებდა.+ ისინი თავიანთი დანიშნულებისამებრ მსახურობდნენ.+ 33 აი ისინი, ვინც მსახურობდნენ, და მათი ვაჟები: კეჰათელთა ძეთაგან მგალობელი ჰემანი,+ იოელის+ ძე, სამუელის+ ძე, 34 ელკანას+ ძე, იეროხამის ძე, ელიელის+ ძე, თოახის ძე, 35 ცუფის+ ძე, ელკანას ძე, მახათის ძე, ამასაის ძე, 36 ელკანას ძე, იოელის ძე, აზარიას ძე, ცეფანიას ძე, 37 თახათის ძე, ასირის ძე, ებიასაფის+ ძე, კორახის+ ძე, 38 იცჰარის+ ძე, კეჰათის ძე, ლევის ძე, ისრაელის ძე.
39 მისი ძმა ასაფი,+ რომელიც მსახურების დროს მის მარჯვნივ იდგა, იყო ბერექიას+ ძე, შიმეას ძე, 40 მიქაელის ძე, ბაასეას ძე, მალქიას ძე, 41 ეთნის ძე, ზერახის ძე, ადაიას ძე, 42 ეთანის ძე, ზიმას ძე, შიმეის ძე, 43 იახათის+ ძე, გერშომის+ ძე, ლევის ძე.
44 მერარის+ ძეთაგან, მათ ძმათაგან, მათ მარცხნივ რომ იდგნენ: ეთანი,+ კიშის+ ძე, აბდის ძე, მალუქის ძე, 45 ხაშაბიას ძე, ამაციას ძე, ხილკიას ძე, 46 ამცის ძე, ბანის ძე, შემერის ძე, 47 მახლის ძე, მუშის+ ძე, მერარის+ ძე, ლევის ძე.
48 მათი ძმები, ლევიანები+ დაყენებულნი იყვნენ ჭეშმარიტი ღვთის სახლის ანუ კარვის მთელი სამსახურის+ შესასრულებლად. 49 აარონი+ და მისი ძეები დასაწვავი შესაწირავის+ სამსხვერპლოსა და საკმევლის სამსხვერპლოზე+ შესაწირავს აბოლებდნენ+ ყოველგვარი უწმინდესი მსახურებისა და ისრაელისთვის+ გამოსყიდვის+ წესის შესასრულებლად ჭეშმარიტი ღვთის მსახურის, მოსეს ბრძანებისამებრ. 50 აარონის+ ვაჟები იყვნენ: მისი ძე ელეაზარი,+ მისი ძე ფინხასი,+ მისი ძე აბიშუა,+ 51 მისი ძე ბუკი, მისი ძე უზი, მისი ძე ზერახია,+ 52 მისი ძე მერაიოთი,+ მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი,+ 53 მისი ძე ცადოკი,+ მისი ძე ახიმააცი.+
54 აი მათ სამყოფელში მათი საცხოვრებელი ადგილები გალავნიანი ბანაკების მიხედვით,+ ეს წილი ერგოთ აარონის ძეებს, რომლებიც კეჰათელთა+ საგვარეულოს ეკუთვნოდნენ: 55 მისცეს მათ ხებრონი+ იუდას მიწაზე მის გარშემო მდებარე საძოვრებიანად; 56 ქალაქის მინდორი და მისი დასახლებები+ მისცეს ქალებ+ იეფუნეს+ ძეს. 57 აარონის ძეებს მისცეს ქალაქები: ხებრონი+ — თავშესაფარი ქალაქი+ და ლიბნა+ თავის საძოვრებიანად, იათირი+ და ეშთემოა+ თავის საძოვრებიანად, 58 ხილენი+ თავის საძოვრებიანად, დებირი+ თავის საძოვრებიანად, 59 აშანი+ თავის საძოვრებიანად და ბეთ-შემეში+ თავის საძოვრებიანად. 60 ბენიამინის ტომიდან მისცეს: გება+ თავის საძოვრებიანად, ალემეთი+ თავის საძოვრებიანად და ანათოთი+ თავის საძოვრებიანად. სულ ცამეტი ქალაქი+ გაუნაწილეს მათ საგვარეულოებს.
61 კეჰათის დანარჩენ ძეებს წილისყრით არგუნეს სხვა ტომის საგვარეულოდან და მენაშეს ტომის ნახევრიდან ათი+ ქალაქი.
62 გერშომის+ ძეებს მათი საგვარეულოების მიხედვით წილისყრით არგუნეს ისაქარის ტომიდან,+ აშერის ტომიდან,+ ნაფთალის ტომიდან+ და ბაშანში მცხოვრები მენაშეს ტომიდან+ ცამეტი ქალაქი.
63 მერარის+ ძეებს მათი საგვარეულოების მიხედვით წილისყრით არგუნეს რეუბენის ტომიდან,+ გადის ტომიდან+ და ზებულონის ტომიდან+ თორმეტი ქალაქი.
64 ამგვარად, მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს+ ქალაქები თავის საძოვრებიანად.+ 65 გარდა ამისა, იუდას ძეთა ტომიდან,+ სიმონის ძეთა ტომიდან+ და ბენიამინის ძეთა ტომიდან+ წილისყრით არგუნეს მათ სახელდებული ქალაქები.
66 კეჰათის ძეთა ზოგიერთი საგვარეულოს სამყოფელი მოიცავდა ეფრემის ტომის+ რამდენიმე ქალაქს. 67 მისცეს მათ ქალაქები: შექემი+ — თავშესაფარი ქალაქი თავის საძოვრებიანად ეფრემის მთიან მხარეში, გეზერი+ თავის საძოვრებიანად, 68 იოკმეამი+ თავის საძოვრებიანად, ბეთ-ხორონი+ თავის საძოვრებიანად, 69 აიალონი+ თავის საძოვრებიანად და გათ-რიმონი+ თავის საძოვრებიანად. 70 მენაშეს ტომის ნახევრიდან კეჰათის ძეთა დანარჩენ საგვარეულოს+ მისცეს: ანერი+ თავის საძოვრებიანად და ბილამი+ თავის საძოვრებიანად.
71 გერშომის ძეებს+ მენაშეს ტომის ნახევრის საგვარეულოდან მისცეს: ბაშანის გოლანი+ თავის საძოვრებიანად და აშთაროთი+ თავის საძოვრებიანად. 72 ისაქარის ტომიდან მისცეს: კედეში+ თავის საძოვრებიანად, დაბერათი+ თავის საძოვრებიანად, 73 რამოთი+ თავის საძოვრებიანად და ანემი+ თავის საძოვრებიანად. 74 აშერის ტომიდან მისცეს: მაშალი თავის საძოვრებიანად, აბდონი+ თავის საძოვრებიანად, 75 ხუკოკი+ თავის საძოვრებიანად და რეხობი+ თავის საძოვრებიანად. 76 ნაფთალის ტომიდან+ მისცეს: გალილეის+ კედეში+ თავის საძოვრებიანად, ხამონი თავის საძოვრებიანად და კირიათაიმი+ თავის საძოვრებიანად.
77 მერარის დანარჩენ ძეებს ზებულონის ტომიდან+ მისცეს: რიმონო+ თავის საძოვრებიანად და თაბორი თავის საძოვრებიანად. 78 იორდანის მხარეში იერიხონთან, იორდანის აღმოსავლეთით, რეუბენის ტომიდან+ მისცეს: უდაბნოს ბეცერი+ თავის საძოვრებიანად, იაჰაცი+ თავის საძოვრებიანად, 79 კედემოთი+ თავის საძოვრებიანად და მეფაათი+ თავის საძოვრებიანად. 80 გადის ტომიდან+ მისცეს: გალაადის რამოთი+ თავის საძოვრებიანად, მახანაიმი+ თავის საძოვრებიანად, 81 ხეშბონი+ თავის საძოვრებიანად და იაზერი+ თავის საძოვრებიანად.
7 ისაქარის ვაჟები იყვნენ: თოლა,+ ფუა,+ იაშუბი და შიმრონი+ — სულ ოთხი. 2 თოლას ვაჟები იყვნენ: უზი, რეფაია, იერიელი, იახმაი, იბსამი და შემუელი, საგვარეულოების თავკაცები. თოლას შთამომავლები მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები იყვნენ. დავითის დროს მათი რიცხვი+ ოცდაორი ათას ექვსასს შეადგენდა. 3 უზის ვაჟი* იყო იზრახია, იზრახიას ვაჟები იყვნენ: მიქაელი, ობადია, იოელი, იშია და ...* — სულ ხუთი თავკაცი. 4 მათთან ერთად საბრძოლველად დარაზმული ოცდათექვსმეტი ათასი კაცი გამოდიოდა წარმომავლობისა და საგვარეულოების მიხედვით; ბევრი ცოლ-შვილი ჰყავდათ მათ.+ 5 მათი ძმები ისაქარის შტოებიდან მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები იყვნენ,+ საგვარეულო ნუსხაში შესული ოთხმოცდაშვიდი ათასი კაცი.+
6 ბენიამინის+ ვაჟები იყვნენ: ბელა,+ ბექერი+ და იედიაელი+ — სულ სამი. 7 ბელას+ ვაჟები იყვნენ: ეცბონი, უზი, უზიელი, იერიმოთი და ირი — საგვარეულოთა ხუთი თავკაცი, მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები. საგვარეულო ნუსხაში შესული+ იყო ოცდაორი ათას ოცდათოთხმეტი კაცი. 8 ბექერის ვაჟები იყვნენ: ზემირა, იოაში, ელიეზერი, ელიოენაი, ომრი, იერემოთი, აბია, ანათოთი და ალემეთი. ყველანი ბექერის ვაჟები იყვნენ. 9 მათ საგვარეულო ნუსხაში წარმოშობის+ მიხედვით შესული იყო ოცი ათას ორასი კაცი, საგვარეულოთა თავკაცები, მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები. 10 იედიაელის+ ვაჟი* იყო ბილჰანი, ბილჰანის ვაჟები იყვნენ: იეუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი. 11 ყველანი იედიაელის ძეები იყვნენ თავ-თავიანთი თავკაცების საგვარეულოთა მიხედვით, მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები;+ ჩვიდმეტი ათას ორასი კაცი გამოდიოდა საომრად.
12 შუფიმი+ და ხუფიმი+ ირის+ ვაჟები იყვნენ, ხუშიმი ახერის ვაჟი იყო.
13 ნაფთალის+ ვაჟები იყვნენ: იახციელი,+ გუნი,+ იეცერი, შალუმი+ — ბილჰას+ ვაჟები.
14 მენაშეს+ ვაჟები იყვნენ ასრიელი, რომელიც მის სირიელ ხარჭას შეეძინა (მასვე შეეძინა მაქირი,+ გალაადის მამა. 15 მაქირმა ცოლები მოუყვანა ხუფიმსა და შუფიმს. მის დას მააქა ერქვა) და მეორე, რომელსაც ცელოფხადი+ ერქვა. ცელოფხადს ქალიშვილები ჰყავდა.+ 16 მააქას, მაქირის ცოლს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ფერეში დაარქვა. მის ძმას შერეში ერქვა. მისი ვაჟები იყვნენ ულამი და რეკემი. 17 ულამის ვაჟი* იყო ბედანი. ესენი იყვნენ გალაადის, მაქირის ძის, მენაშეს ძის, ვაჟები. 18 მისი და იყო მოლექეთი. მას შეეძინა იშჰოდი, აბი-ეზერი+ და მახლა. 19 შემიდას ვაჟები იყვნენ: ახიანი, შექემი, ლიკხი და ანიამი.
20 ეფრემის+ ვაჟები იყვნენ: შუთელა,+ მისი ვაჟი ბერედი, მისი ვაჟი თახათი, მისი ვაჟი ელეადა, მისი ვაჟი თახათი, 21 მისი ვაჟი ზაბადი, მისი ვაჟი შუთელა, ეცერი და ელეადი. იმ მიწაზე დაბადებულმა გათელებმა+ დახოცეს ისინი, რადგან მათი ცხვარ-ძროხის წასართმევად ჩამოვიდნენ. 22 მრავალი დღე გლოვობდა ეფრემი,+ მათი მამა, მოდიოდნენ მისი ძმები მის სანუგეშებლად. 23 ამის შემდეგ დაწვა ის თავის ცოლთან, დაორსულდა ის+ და შეეძინა ვაჟი. მას მამამ ბერია* დაარქვა, რადგან უბედურება+ დაატყდა მის სახლს. 24 მისი ასული იყო შეერა, რომელმაც ქვემო+ და ზემო+ ბეთ-ხორონი+ და უზენ-შეერა ააშენა. 25 მისი ვაჟები იყვნენ: რეფახი და რეშეფი, მისი ვაჟი თელახი, მისი ვაჟი თახანი, 26 მისი ვაჟი ლადანი, მისი ვაჟი ამიჰუდი, მისი ვაჟი ელიშამა, 27 მისი ვაჟი ნავე,+ მისი ვაჟი იესო.+
28 მათი საკუთრება და მათი საცხოვრებელი ადგილები იყო: ბეთელი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, აღმოსავლეთით ნაარანი,+ დასავლეთით გეზერი,+ მისი მიმდებარე ქალაქები, შექემი,+ მისი მიმდებარე ქალაქები თვით ღაზამდე* და მის მიმდებარე ქალაქებამდე, 29 მენაშეს ვაჟების გვერდით ბეთ-შეანი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, თაანახი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, მეგიდო+ და მისი მიმდებარე ქალაქები, დორი+ და მისი მიმდებარე ქალაქები. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ ისრაელის ძის, იოსების+ ძეები.
30 აშერის+ ვაჟები იყვნენ: იმნაჰი,+ იშვა, იშვი+ და ბერია.+ მათი და იყო სერა. 31 ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი და მალქიელი, რომელიც ბირზაითის მამა იყო. 32 ხებერს შეეძინა იაფლეტი, შომერი* და ხოთამი, და მათი და შუა. 33 იაფლეტის ვაჟები იყვნენ: ფასაქი, ბიმჰალი და აშვათი. ესენი იყვნენ იაფლეტის ვაჟები. 34 შემერის ვაჟები იყვნენ: ახი, როჰგა, ხუბა და არამი. 35 მისი ძმის, ჰელემის ვაჟები იყვნენ: ცოფახი, იმნა, შელეში და ამალი. 36 ცოფახის ვაჟები იყვნენ: სუახი, ხარნეფერი, შუალი, ბერი, იმრა, 37 ბეცერი, ჰოდი, შამა, შილშა, ითრანი და ბეერა. 38 იეთერის ვაჟები იყვნენ: იეფუნე, ფისფა და არა. 39 ულას ვაჟები იყვნენ: არა, ხანიელი და რიცია. 40 ესენი იყვნენ აშერის ძეები, საგვარეულოთა თავკაცები,+ რჩეული, მამაცი+ და ძლიერი ვაჟკაცები, თავკაცთა მეთაურები. თავიანთ საგვარეულო ნუსხაში ისინი შესული+ იყვნენ როგორც მეომრები, მათი რიცხვი ოცდაექვსი ათასი იყო.+
8 ბენიამინს+ შეეძინა: პირმშო ბელა,+ მეორე — აშბელი+ და მესამე — ახრახი,+ 2 მეოთხე — ნოხა+ და მეხუთე — რაფა. 3 ბელას შეეძინა ვაჟები: ადარი, გერა,+ აბიჰუდი, 4 აბიშუა, ნაამანი, ახოახი, 5 გერა, შეფუფანი+ და ხურამი.+ 6 ესენი იყვნენ ეჰუდის ვაჟები, საგვარეულოთა თავკაცები, რომლებიც დასახლდნენ გებელთა+ შორის და მანახათში გადაასახლეს ისინი. 7 ნაამანთან და ახიასთან ერთად გერამ გადაასახლა ისინი. მას შეეძინა უზა და ახიხუდი. 8 შახარაიმს შეეძინა შვილები მოაბის ველზე,+ მას შემდეგ, რაც იქაური ხალხი განდევნა. მისი ცოლები იყვნენ ხუშიმი და ბაარა. 9 თავისი ცოლისგან, ხოდეშისგან, მას შეეძინა: იობაბი, ციბია, მეშა, მალქამი, 10 იეუცი, საქია და მირმა. ესენი იყვნენ მისი ვაჟები, საგვარეულოთა თავკაცები.
11 ხუშიმისგან მას შეეძინა აბიტუბი და ელფაალი. 12 ელფაალის ვაჟები იყვნენ: ებერი, მიშამი და შემედი, — რომელმაც ააშენა ონო,+ ლოდი+ და მისი მიმდებარე ქალაქები, — 13 ბერია და შემა. ისინი იყვნენ საგვარეულოთა თავკაცები, რომლებიც აიალონელთა+ შორის დასახლდნენ. მათ განდევნეს გათელები. 14 ახიო, შაშაკი, იერემოთი, 15 ზებადია, არადი, ედერი, 16 მიქაელი, იშფა და იოხა იყვნენ ბერიას+ ვაჟები; 17 ზებადია, მეშულამი, ხიზკი, ხებერი, 18 იშმერაი, იზლია და იობაბი იყვნენ ელფაალის ვაჟები; 19 იაკიმი, ზიქრი, ზაბდი, 20 ელიენაი, ცილეთაი, ელიელი, 21 ადაია, ბერაია და შიმრათი იყვნენ შიმეის+ ვაჟები; 22 იშფანი, ებერი, ელიელი, 23 აბდონი, ზიქრი, ხანანი, 24 ხანანია, ელამი, ანთოთია, 25 იფდეია და ფენუელი იყვნენ შაშაკის ვაჟები; 26 შამშერაი, შეხარია, ათალია, 27 იაარეშია, ელია და ზიქრი იყვნენ იეროხამის ვაჟები. 28 ისინი საგვარეულო ჩანაწერებში მთავრებად, საგვარეულოთა თავკაცებად იყვნენ მოხსენიებულნი. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.+
29 გაბაონში+ ცხოვრობდა გაბაონის მამა, იეიელი. მის ცოლს მააქა+ ერქვა. 30 მისი ვაჟი აბდონი პირმშო იყო, მერე ცური, კიში, ბაალი, ნადაბი,+ 31 გედორი, ახიო და ზაქერი.+ 32 მიკლოთს შეეძინა შიმეა.+ ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ სხვა ძმებთან ერთად, თავიანთი ძმების მოპირდაპირე მხარეს.
33 ნერს+ შეეძინა კიში,+ კიშს შეეძინა საული,+ საულს შეეძინა იონათანი,+ მალქი-შუა,+ აბინადაბი+ და ეშბაალი.+ 34 იონათანის ვაჟი იყო მერიბ-ბაალი.+ მერიბ-ბაალს შეეძინა მიქა.+ 35 მიქას ვაჟები იყვნენ: ფითონი, მელექი, თარეა+ და ახაზი. 36 ახაზს შეეძინა იეჰოადა, იეჰოადას — ალემეთი, აზმავეთი და ზიმრი, ზიმრის — მოცა; 37 მოცას შეეძინა ბინეა, მისი ძე რაფაჰი,+ მისი ძე ელეასა და მისი ძე აცელი. 38 აცელს ჰყავდა ექვსი ვაჟი, მათ ერქვათ: აზრიკამი, ბოქრუ, ისმაელი, შეარია, ობადია და ხანანი. ისინი ყველანი აცელის ვაჟები იყვნენ. 39 მისი ძმის, ეშეკის ვაჟები იყვნენ: პირმშო ულამი, მეორე — იეუში და მესამე — ელიფელეტი. 40 ულამის ძეები იყვნენ მამაცი+ და ძლიერი ვაჟკაცები, მშვილდოსნები.+ მათ ბევრი შვილი+ და შვილიშვილი ჰყავდათ — სულ ას ორმოცდაათი. ისინი ყველანი ბენიამინის ძეთაგან იყვნენ.
9 ყველა ისრაელი საგვარეულოთა მიხედვით აღირიცხა+ და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაიწერა. იუდა ბაბილონში იყო გადასახლებული+ თავისი ორგულობის გამო. 2 თავიანთ სამკვიდროს, თავიანთ ქალაქებს პირველები ისრაელები,+ მღვდლები,+ ლევიანები+ და ნეთინიმები*+ დაუბრუნდნენ. 3 იუდას,+ ბენიამინის,+ ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან ზოგიერთები იერუსალიმში დასახლდნენ:+ 4 უთაი, ამიჰუდის ძე, ომრის ძე, იმრის ძე, ბანის ძე, იუდას ძის+ ფერეცის ძეთაგან;+ 5 შილოელთაგან*+ — პირმშო ასაია და მისი ვაჟები; 6 ზერახის+ ძეთაგან — იეუელი და ექვსას ოთხმოცდაათი კაცი მათ ძმათაგან.
7 ბენიამინის ძეთაგან: სალუ, ჰასენუას ძის, ჰოდავიას ძის მეშულამის ძე, 8 იბნეია, იეროხამის ძე, ელაჰი, მიქრის ძის უზის ძე, და მეშულამი, იბნიას ძის, რეუელის ძის შეფატიას ძე. 9 მათი ძმების რიცხვი საგვარეულო ჩანაწერების მიხედვით იყო ცხრაას ორმოცდათექვსმეტი. ისინი თავიანთი მამა-პაპის საგვარეულოთა თავკაცები იყვნენ.
10 მღვდელთაგან იყვნენ: იედაია, იეჰოიარიბი, იაქინი,+ 11 აზარია,+ ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინამძღოლი ახიტუბის ძის, მერაიოთის ძის, ცადოკის ძის, მეშულამის ძის ხილკიას ძე, 12 ადაია, მალქიას ძის, ფაშხურის ძის იეროხამის ძე, და მაასაი, იმერის ძის, მეშილემითის ძის, მეშულამის ძის,+ იახზერას ძის ადიელის ძე, 13 და მათი ძმები, თავიანთი მამა-პაპის საგვარეულოს თავკაცები, ათას შვიდას სამოცი ძლიერი და უნარიანი კაცი,+ ჭეშმარიტი ღვთის სახლში მსახურების შესასრულებლად.
14 ლევიანთაგან იყვნენ: შემაია, ხაშაბიას ძის, აზრიკამის ძის ხაშუბის ძე+ — მერარის ძეთაგან, 15 ბაკბაკარი, ხერეში, გალალი, მათანია,+ ასაფის ძის,+ ზიქრის+ ძის მიქას+ ძე, 16 ობადია, იედუთუნის ძის,+ გალალის ძის შემაიას ძე,+ და ბერექია, ელკანას ძის ასას ძე, რომელიც ნეტოფათელთა+ დასახლებებში ცხოვრობდა.
17 კარიბჭის მცველები+ იყვნენ: შალუმი,+ აკუბი, თალმონი და ახიმანი. მათი ძმა შალუმი თავკაცი იყო. 18 ადრე ის მეფის კარიბჭესთან+ იდგა, აღმოსავლეთით. ისინი იყვნენ კარიბჭის მცველები ლევის ძეთა+ ბანაკებში. 19 შალუმი, კორახის+ ძის,+ ებიასაფის+ ძის კორეს ძე, და მისი ძმები კორახელთა+ საგვარეულოდან იმ საქმეს ზედამხედველობდნენ, რაც დავალებული ჰქონდათ როგორც კარვის მცველებს;+ მათი მამები იეჰოვას ბანაკს ზედამხედველობდნენ როგორც შესასვლელის მცველები. 20 წარსულში მათი წინამძღოლი ელეაზარის+ ვაჟი ფინხასი+ იყო. იეჰოვა იყო მასთან.+ 21 ზაქარია,+ მეშელემიას ძე, შეხვედრის კარვის შესასვლელის მცველი იყო.
22 კარიბჭის ზღურბლთა მცველებად მთლიანობაში ორას თორმეტი კაცი იყო ამორჩეული. ისინი თავიანთ დასახლებებში+ ცხოვრობდნენ საგვარეულო ნუსხის მიხედვით.+ დავითმა+ და წინასწარმხილველმა+ სამუელმა დააყენეს ისინი, რადგან ნდობას იმსახურებდნენ.+ 23 ისინი და მათი ძეები იეჰოვას სახლის ანუ კარვის* კარიბჭეებს დარაჯობდნენ.+ 24 კარიბჭის მცველები ოთხ მხარეს იდგნენ — აღმოსავლეთით,+ დასავლეთით,+ ჩრდილოეთითა+ და სამხრეთით.+ 25 მათი ძმები, რომლებიც თავიანთ დასახლებებში იყვნენ, დროდადრო შვიდი+ დღით უნდა მისულიყვნენ მათ დასახმარებლად. 26 კარიბჭის მცველთაგან ოთხი ძლიერი კაცი იყო ნდობით აღჭურვილი. ისინი ლევიანები იყვნენ და მათ ებარათ ჭეშმარიტი ღვთის სახლის სასადილო ოთახები+ და საგანძური.+ 27 ისინი ჭეშმარიტი ღვთის სახლის გარშემო ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ევალებოდათ დარაჯობა+ და მათ ებარათ გასაღები დილაობით კარების გასაღებად.+
28 ზოგ მათგანს ჩაბარებული ჰქონდა ნივთები,+ რომლებსაც მსახურებისას იყენებდნენ, რადგან თვლით შეჰქონდათ ისინი და თვლითვე გამოჰქონდათ. 29 ზოგ მათგანს ჩაბარებული ჰქონდა სხვა ნივთები, წმინდა+ ნივთები, წმინდად დაფქული ფქვილი,+ ასევე ღვინო,+ ზეთი,+ გუნდრუკი+ და ბალზამი.+ 30 მღვდლების ძეთაგან ზოგიერთი ნელსაცხებელს ამზადებდა,+ რისთვისაც ბალზამს იყენებდა. 31 ლევიანთაგან კორახელი შალუმის+ პირმშოს, ნდობით აღჭურვილ მათითიას ებარა ყველაფერი, რაც ტაფებზე ცხვებოდა.+ 32 მათ ძმებს, კეჰათელთა ძეთაგან ზოგიერთს, ევალებოდათ შაბათობით+ წარსადგენი პურის+ მომზადება.
33 ისინი იყვნენ მგალობლები,+ ლევიანთა საგვარეულოთა თავკაცები; ისინი სასადილო ოთახებში+ იყვნენ და თავისუფლდებოდნენ სხვა მოვალეობებისგან,+ რადგან თავიანთი პასუხისმგებლობისამებრ დღე და ღამე მსახურობდნენ.+ 34 ისინი საგვარეულო ჩანაწერებში მთავრებად, საგვარეულოთა თავკაცებად იყვნენ მოხსენიებულნი. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.+
35 გაბაონში+ ცხოვრობდა გაბაონის მამა, იეიელი. მის ცოლს მააქა ერქვა. 36 მისი ვაჟი აბდონი პირმშო იყო, მერე ცური, კიში, ბაალი, ნერი, ნადაბი, 37 გედორი, ახიო, ზაქარია+ და მიკლოთი. 38 მიკლოთს შეეძინა შიმეამი. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ სხვა ძმებთან ერთად, თავიანთი ძმების მოპირდაპირე მხარეს. 39 ნერს+ შეეძინა კიში,+ კიშს — საული,+ საულს — იონათანი,+ მალქი-შუა,+ აბინადაბი+ და ეშბაალი.+ 40 იონათანის ძე იყო მერიბ-ბაალი.+ მერიბ-ბაალს შეეძინა მიქა.+ 41 მიქას ვაჟები იყვნენ: ფითონი, მელექი, თახრეა და ახაზი.+ 42 ახაზს შეეძინა იარა, იარას — ალემეთი, აზმავეთი და ზიმრი. ზიმრის შეეძინა მოცა. 43 მოცას შეეძინა ბინეა და მისი ძე რეფაია,+ მისი ძე ელეასა და მისი ძე აცელი. 44 აცელს ექვსი ვაჟი ჰყავდა, მათ ერქვათ: აზრიკამი, ბოქრუ, ისმაელი, შეარია, ობადია და ხანანი. ისინი აცელის+ ვაჟები იყვნენ.
10 შეებრძოლნენ ფილისტიმელები+ ისრაელს. უკუიქცნენ ისრაელები ფილისტიმელთაგან, დახოცილები გილბოას+ მთაზე ეცემოდნენ. 2 დაეწივნენ ფილისტიმელები საულსა და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა საულის ვაჟები:+ იონათანი,+ აბინადაბი+ და მალქი-შუა.+ 3 სასტიკი ბრძოლა გაუმართეს საულს. ბოლოს იპოვეს იგი მშვილდოსნებმა+ და დაჭრეს. 4 უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს:+ „იშიშვლე მახვილი+ და გამიყარე, რომ არ მოვიდნენ ეს წინადაუცვეთელები+ და არ შეურაცხმყონ“.+ არ უნდოდა+ მის საჭურველთმტვირთველს ამის გაკეთება, რადგან ძალიან ეშინოდა, ამიტომ თვითონ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.+ 5 როცა დაინახა მისმა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, თვითონაც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა.+ 6 ასე დაიხოცნენ საული და მისი სამი ვაჟი;+ ერთად დაიხოცა ყველა, ვინც მასთან ერთად იყო მისი სახლეულიდან. 7 როცა დაინახეს ველზე მცხოვრებმა ისრაელებმა, რომ უკუიქცნენ მეომრები და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟები, თვითონაც დატოვეს ქალაქები და გაიქცნენ.+ მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იმ ქალაქებში.
8 მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად+ და ნახეს გილბოას+ მთაზე დაცემული საული და მისი ვაჟები. 9 გაძარცვეს ის, თავი მოჰკვეთეს,+ წაიღეს მისი საჭურველი და ამცნეს+ ეს ამბავი თავიანთ კერპებსა+ და ხალხს ფილისტიმელთა მთელ მიწაზე. 10 მისი საჭურველი თავიანთი ღვთის სახლში+ დადეს და მისი თავის ქალა დაგონის+ სახლში მიაჭედეს.
11 გაიგეს გალაადის იაბეშის+ მკვიდრებმა ყველაფერი, რაც ფილისტიმელებმა საულს+ დამართეს. 12 ადგნენ მამაცი კაცები, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟების გვამები, მოიტანეს იაბეშში,+ იქვე, დიდი ხის ქვეშ დამარხეს+ მათი ძვლები და შვიდ დღეს იმარხულეს.+
13 ასე მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რადგან ორგულობდა+ იეჰოვას და არ იცავდა იეჰოვას სიტყვას, და გამოსაკითხად სულების გამომძახებელს+ მიმართა. 14 იეჰოვას არ დაეკითხა ის.+ ამიტომაც მოკლა იგი ღმერთმა და მეფობა დავითს, იესეს ძეს გადასცა.+
11 გავიდა დრო, შეიკრიბნენ ისრაელები+ დავითთან ხებრონში+ და უთხრეს მას: „აი, შენი ძვალი და ხორცი ვართ.+ 2 გუშინაც და იმის წინაც, როცა ჯერ კიდევ საული მეფობდა, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი.+ იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გითხრა: შენ დამწყემსავო+ ჩემს ხალხს, ისრაელს, და შენ გახდებიო ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლი“.+ 3 მივიდნენ ისრაელის უხუცესები მეფესთან ხებრონში და იქ დაუდო მათ შეთანხმება დავითმა იეჰოვას წინაშე, რის შემდეგაც ისრაელის მეფედ სცხეს+ დავითი იეჰოვას სიტყვისამებრ,+ სამუელმა რომ წარმოთქვა.+
4 გავიდა დრო და დავითი მთელ ისრაელთან ერთად გაემართა იერუსალიმისკენ,+ ანუ იებუსისკენ,+ იებუსელთა+ სამკვიდროსკენ. 5 უთხრეს იებუსელებმა დავითს: „აქ ვერ შემოხვალ!“+ თუმცა დავითმა მაინც დაიპყრო სიონის ციხესიმაგრე,+ ანუ დავითის ქალაქი.+ 6 თქვა დავითმა: „ვინც პირველი დასცემს+ იებუსელებს, ის გახდება მეთაური და მთავარი!“ პირველი ავიდა იოაბი,+ ცერუიას ვაჟი, და ის გახდა მეთაური. 7 მიუვალ ადგილზე დასახლდა დავითი.+ ამიტომ, იქაურობას დავითის ქალაქი+ უწოდეს. 8 მან მთელ ქალაქში მშენებლობა დაიწყო, მილოდან* მის კიდეებამდე, იოაბმა კი ქალაქის დანარჩენი ნაწილი აღადგინა.+ 9 უფრო და უფრო განდიდდა დავითი,+ რადგან ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა იყო მასთან.+
10 აი დავითის ვაჟკაცთა მეთაურები,+ რომლებიც მხარს უჭერდნენ მის მეფობას მთელ ისრაელთან ერთად, რათა გაემეფებინათ ის იეჰოვას სიტყვისამებრ,+ ისრაელზე რომ ჰქონდა ნათქვამი, 11 ეს არის დავითის ძლიერ ვაჟკაცთა სია: იაშობამი,+ ხაქმონელი კაცის ძე, სამეულის მეთაური, რომელმაც სამას კაცს მოუქნია შუბი და ერთ ჯერზე დახოცა;+ 12 შემდეგი იყო ელეაზარი,+ ახოხელი+ დოდოს ძე, სამი ვაჟკაციდან ერთ-ერთი;+ 13 ის დავითთან ერთად იყო ფას-დამიმში,+ სადაც ფილისტიმელები შეკრებილიყვნენ საბრძოლველად. იქ იყო ქერით სავსე მიწის ნაკვეთი, ხალხი კი ფილისტიმელთა+ გამო გაქცეულიყო. 14 დადგა იგი შუა ნაკვეთში, დაიცვა ის და დასცა ფილისტიმელები. ასე მოიტანა იეჰოვამ+ დიდი ხსნა.+
15 ოცდაათი მეთაურიდან სამი+ ჩავიდა კლდესთან, ადულამის+ გამოქვაბულთან, სადაც დავითი იყო; იმ დროს ფილისტიმელები რეფაიმის ველზე+ იყვნენ დაბანაკებულნი. 16 დავითი მიუვალ ადგილზე იყო,+ ფილისტიმელთა+ ჯარი კი ბეთლემში იდგა. 17 ინატრა დავითმა: „ნეტავ დამალევინა+ წყალი ბეთლემის+ ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის!“ 18 მაშინ გაარღვია იმ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი და ამოიღო წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის. წამოიღეს და მიუტანეს დავითს,+ მაგრამ დავითმა უარი თქვა წყლის დალევაზე და იეჰოვას დაუღვარა.+ 19 მან თქვა: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი რამ გავაკეთო! განა ამ ვაჟკაცების სულების ფასად მოტანილი სისხლს+ დავლევ?! მათ ხომ საფრთხეში ჩაიგდეს სულები წყლის მოსატანად!“ არ ისურვა მან წყლის დალევა.+ ეს ყველაფერი იმ სამმა ვაჟკაცმა მოიმოქმედა.
20 აბიშაი,+ იოაბის ძმა,+ სამეულის მეთაური გახდა. მან სამას კაცს მოუქნია შუბი და დახოცა ისინი. მას ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორც იმ სამს. 21 სამეულში ის დანარჩენი ორისგან გამოირჩეოდა და მათ მეთაურობდა, თუმცა პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.+
22 ბენაიამ,+ მამაცი ვაჟკაცის, იეჰოიადას ვაჟმა,+ რომელმაც მრავალი საქმე მოიმოქმედა კაბცეელში,+ მოკლა მოაბელი არიელის ორი ვაჟი. ის თოვლიან დღეს ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი.+ 23 მოკლა ხუთი წყრთა სიმაღლის ეგვიპტელი ბუმბერაზიც.+ ეგვიპტელს ხელში საქსოვი ლილვის სისხო შუბი+ ეჭირა. ის კეტით მივიდა მასთან, შუბი ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს და მისივე შუბით მოკლა.+ 24 ეს მოიმოქმედა ბენაიამ, იეჰოიადას ძემ. მას ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორც იმ სამ ვაჟკაცს. 25 გამოირჩეოდა ის ოცდაათში, თუმცა პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.+ დავითმა ის თავისი მცველების ზედამხედველად დააყენა.+
26 ძლიერი მეომრები იყვნენ: ასაჰელი,+ იოაბის ძმა, ელხანანი,+ ბეთლემელი დოდოს ძე, 27 ჰარორელი შამოთი,+ ფელონელი+ ხელეცი, 28 ირა,+ თეკოელი იკეშის ძე, ანათოთელი აბი-ეზერი,+ 29 ხუშელი სიბექაი,+ ახოხელი+ ილაი, 30 ნეტოფათელი+ მაჰრაი,+ ხელედი,+ ნეტოფათელი ბაანას ვაჟი, 31 ითაი, გიბელი+ რიბაის ვაჟი,+ ბენიამინელი,+ ფირათონელი ბენაია,+ 32 გააშისხეველი+ ხურაი, არბათელი აბიელი, 33 ბახარუმელი აზმავეთი,+ შაალბონელი ელიახბა, 34 გიზონელი ჰაშემის ძეები, იონათანი,+ ჰარარელი შაგეს ძე, 35 ახიამი, ჰარარელი საქარის+ ძე, ელიფალი,+ ურის ძე, 36 მექერათელი ხეფერი, ფელონელი ახია, 37 ქარმელელი ხეცრო,+ ნაარაი, ეზბაის ძე, 38 იოელი, ნათანის+ ძმა, მიბხარი, ჰაგრის ძე, 39 ამონელი ცელეკი, ბეეროთელი ნახარაი, ცერუიას ვაჟის, იოაბის საჭურველთმტვირთველი, 40 ითრელი ირა, ითრელი გარები,+ 41 ხეთელი+ ურია,+ ზაბადი, ახლაის ძე, 42 ადინა, რეუბენელი შიზას ძე, რეუბენელთა თავკაცი და ოცდაათი კაცი მასთან ერთად, 43 ხანანი, მააქას ძე, მითნელი იოშაფატი, 44 აშთაროთელი უზია, შამა და იეიელი, აროერელი ხოთამის ვაჟები, 45 იედიაელი, შიმრის ძე, და თიცელი იოხა, მისი ძმა, 46 მახაველი ელიელი, იერიბაი და იოშავია, ელნაამის ვაჟები, და მოაბელი ითმა, 47 ელიელი, ობედი და მეცობაელი იაასიელი.
12 აი ისინი, ვინც მივიდნენ დავითთან ციკლაგში,+ როცა ის ჯერ კიდევ შევიწროებული იყო საულისგან,+ კიშის ძისგან; ისინიც ძლიერ ვაჟკაცთა+ შორის იყვნენ — ომში შემწეები, 2 მშვილდით შეიარაღებულნი, მარჯვენა თუ მარცხენა+ ხელით ქვებისა+ და ისრების+ მსროლელნი. ისინი საულის ძმები, ბენიამინელები იყვნენ. 3 მათ შორის იყვნენ მეთაური ახიეზერი და იოაში, გიბელი+ შემაას ვაჟები, იეზიელი და ფელეტი, აზმავეთის+ ვაჟები, ბერაქა და ანათოთელი+ იეჰუ, 4 გაბაონელი+ იშმაია, ერთ-ერთი ძლიერი ვაჟკაცი ოცდაათში+ და ოცდაათის მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი და გედერათელი+ იოზაბადი, 5 ელუზაი, იერიმოთი, ბეალია, შემარია და ხარიფელი შეფატია, 6 ელკანა, იშია, აზარელი, იოეზერი და იაშობამი — კორახელები,+ 7 იოელა და ზებადია, გედორელი იეროხამის ვაჟები.
8 გადიდან ზოგიერთი დავითს მიემხრო და უდაბნოში მიუვალ ადგილზე+ შეუერთდა მას; ისინი მამაცი, ძლიერი ვაჟკაცები იყვნენ, საბრძოლველად გამზადებული მეომრები, რომლებსაც მომარჯვებული ჰქონდათ დიდი ფარი და შუბი,+ სახით ლომებს+ ჰგავდნენ და სისწრაფით — მთებში მორბენალ ქურციკებს.+ 9 ეცერი მეთაური იყო, მეორე — ობადია, მესამე — ელიაბი, 10 მეოთხე — მიშმანა, მეხუთე — იერემია, 11 მეექვსე — ათაი, მეშვიდე — ელიელი, 12 მერვე — იოხანანი, მეცხრე — ელზაბადი, 13 მეათე — იერემია და მეთერთმეტე — მაქბანაი. 14 ესენი ჯარის მეთაურები იყვნენ, გადის+ ძეები. მათგან უმცირესი ას კაცს უტოლდებოდა, უდიდესი კი — ათასს.+ 15 მათ პირველ თვეს გადაკვეთეს იორდანე,+ როცა ის ნაპირებიდან გადმოდიოდა,+ და აღმოსავლეთითა და დასავლეთით განდევნეს ველთა მკვიდრნი.
16 ბენიამინისა და იუდას ძეთაგან ზოგიერთი მივიდა დავითთან მიუვალ ადგილზე.+ 17 გამოეგება მათ დავითი და უთხრა: „თუ სამშვიდობოდ+ ხართ მოსული ჩემ დასახმარებლად, ჩემი გული თქვენსას შეუერთდება.+ მაგრამ, თუ იმისთვის მოხვედით, რომ ჩემს მოწინააღმდეგეებს გადამცეთ, როცა ხელები სუფთა მაქვს დანაშაულისგან,+ დაინახოს ეს ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა+ და განსაჯოს!“+ 18 მაშინ სულმა+ მოიცვა ამასაი, ოცდაათის მეთაური:
„შენი ვართ, დავით, და შენთან ვართ,+ იესეს ძეო!
მშვიდობა, მშვიდობა შენდა და მშვიდობა შენს შემწეს,
რადგან შენი ღმერთია შენი შემწე!“+
მიიღო ისინი დავითმა და რაზმების სხვა მეთაურებთან ერთად დააყენა.+
19 მენაშედანაც ზოგიერთები გადავიდნენ დავითთან, როდესაც ის ფილისტიმელებთან+ ერთად საულის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიოდა; მაგრამ ის არ დახმარებია მათ, ვინაიდან ფილისტიმელთა მთავრებმა+ მოითათბირეს და უკან გააბრუნეს ის, ამბობდნენ: თავის ბატონს, საულს მიემხრობა და ჩვენ საფრთხეში ჩაგვაგდებსო.+ 20 როცა ის ციკლაგში+ მივიდა, მენაშელთაგან მის მხარეს გადავიდნენ ადნახი, იოზაბადი, იედიაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ და ცილეთაი — მენაშეს ათასეულთა მეთაურები.+ 21 ისინი ეხმარებოდნენ დავითს მოთარეშე რაზმთან ბრძოლაში,+ რადგან ყველანი ძლიერი და მამაცი ვაჟკაცები+ იყვნენ; მოგვიანებით კი ჯარის მეთაურები გახდნენ. 22 დღითი დღე მიდიოდა დავითთან ხალხი+ დასახმარებლად, ვიდრე ღვთის ბანაკივით+ დიდი არ გახდა+ მისი ბანაკი.
23 აი საომრად აღჭურვილ მეთაურთა რაოდენობა, რომლებიც მივიდნენ დავითთან ხებრონში,+ რათა საულის ნაცვლად მეფობა+ მისთვის გადაეცათ იეჰოვას ბრძანებისამებრ:+ 24 იუდას ძეები, დიდი ფარითა და შუბით შეიარაღებულნი, საომრად აღჭურვილნი — ექვსი ათას რვაასი კაცი; 25 სიმონის ძეთაგან ძლიერი და მამაცი მეომრები — შვიდი ათას ასი კაცი.
26 ლევის ძეთაგან — ოთხი ათას ექვსასი კაცი. 27 აარონის+ ძეთა წინამძღოლი იყო იეჰოიადა+ და მასთან ერთად — სამი ათას შვიდასი კაცი; 28 ასევე ცადოკი,+ ახალგაზრდა მამაცი ვაჟკაცი თავის საგვარეულოსთან ერთად — სულ ოცდაორი მთავარი.
29 ბენიამინის ძეთაგან,+ საულის+ ძმათაგან იყო სამი ათასი კაცი, რომელთა უმეტესობაც მანამდე გულმოდგინედ დარაჯობდა საულის სახლს; 30 ეფრემის ძეთაგან იყო ოცი ათას რვაასი ძლიერი, მამაცი და სახელგანთქმული ვაჟკაცი+ თავ-თავიანთ საგვარეულოებში.
31 მენაშეს+ ტომის ნახევრიდან იყო თვრამეტი ათასი კაცი, რომლებსაც სახელებით მოუხმეს დავითის გასამეფებლად; 32 ისაქარის+ ძეთაგან იყო ორასი კაცი, მეთაურები, რომლებმაც იცოდნენ დროის ამოცნობა,+ რა დროს რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს.+ მათი ძმები მათი მითითებისამებრ იქცეოდნენ. 33 ზებულონიდან+ იყო საბრძოლველად გამსვლელი, ყველანაირი საბრძოლო იარაღით საომრად დარაზმული ორმოცდაათი ათასი კაცი. ისინი დავითთან იყრიდნენ თავს თავიანთი ერთგულების* დასამტკიცებლად. 34 ნაფთალიდან+ იყო ათასი მთავარი და მათთან ერთად დიდი ფარითა და შუბით შეიარაღებული ოცდაჩვიდმეტი ათასი კაცი; 35 დანიდან იყო საომრად დარაზმული ოცდარვა ათას ექვსასი კაცი; 36 აშერიდან+ იყო საბრძოლველად გამსვლელი და საომრად დარაზმული ორმოცი ათასი კაცი.
37 იორდანის+ გაღმიდან, რეუბენელთაგან, გადელთაგან და მენაშეს ტომის ნახევრიდან იყო ყველანაირი საბრძოლო იარაღით აღჭურვილი ას ოცი ათასი კაცი. 38 ყველანი მეომრები იყვნენ და საომრად გამსვლელები; ისინი წრფელი გულით+ მივიდნენ ხებრონში, რათა დავითი მთელ ისრაელზე გაემეფებინათ; დანარჩენ ისრაელებსაც ერთსულოვნად ეწადათ დავითის გამეფება.+ 39 სამ დღეს დარჩნენ ისინი დავითთან, ჭამდნენ და სვამდნენ,+ რადგან მათ ძმებს ყველაფერი მოემზადებინათ მათთვის. 40 მათ მეზობლებს, ასევე ისაქარის,+ ზებულონის+ და ნაფთალის+ ტომებს ვირებით,+ აქლემებით, ჯორებითა და საქონლით მოჰქონდათ საკვები: ფქვილეული,+ ლეღვის კვერები,+ ქიშმიშის კვერები,+ ღვინო,+ ზეთი+ და ცხვარ-ძროხა+ დიდი რაოდენობით, რადგან სიხარული+ იყო ისრაელში.
13 ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებსა და ყველა წინამძღოლს,+ 2 და უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: „თუ თქვენ თანახმანი იქნებით და თუ ეს მოსაწონი იქნება იეჰოვასთვის, ჩვენი ღვთისთვის, შევუთვალოთ ისრაელის მიწაზე დარჩენილ ჩვენს ძმებს+ და მათთან ერთად მღვდლებსა+ და ლევიანებს+ მათ ქალაქებში და საძოვრებზე,+ რომ შემოგვიერთდნენ. 3 ჩვენთან გადმოვიტანოთ ჩვენი ღვთის კიდობანი“.+ საულის დროს არავის უზრუნია მასზე.+ 4 მთელმა კრებულმა თქვა, რომ ასეც მოიქცეოდნენ, რადგან სწორი იყო ეს ხალხის თვალში.+ 5 შეკრიბა დავითმა+ მთელი ისრაელი ეგვიპტის მდინარიდან+ ხამათის შესასვლელამდე,+ რომ კირიათ-იეარიმიდან+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი+ გადმოეტანათ.
6 დავითი მთელ ისრაელთან ერთად ავიდა ბაალაში,+ იუდას კირიათ-იეარიმში, რომ იქიდან წამოეღოთ ქერუბიმებზე მჯდომი+ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, კიდობანი, რომელიც მისი სახელით იწოდება. 7 ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი მათ ახალი ურმით+ წამოიღეს აბინადაბის სახლიდან. ურემს წინ უზა და ახიო+ მიუძღოდნენ. 8 დავითი და მთელი ისრაელი მთელი შემართებით ზეიმობდნენ+ ჭეშმარიტი ღვთის წინაშე; ისინი მღეროდნენ,+ უკრავდნენ ქნარებზე,+ სხვა სიმებიან საკრავებზე,+ დაირებზე,+ წინწილებსა და საყვირებზე.+ 9 ქიდონის+ კალოსთან იყვნენ ისინი მისულები, როცა ხელი გაიწოდა უზამ კიდობნისთვის ხელის წასავლებად,+ რადგან ხარებმა კინაღამ გადმოაგდეს ის. 10 მაშინ აენთო იეჰოვას რისხვა უზაზე და დასცა მან იგი, რადგან ხელი წაავლო კიდობანს,+ და იქვე მოკვდა ის ღვთის წინაშე.+ 11 განრისხდა დავითი,+ იეჰოვას რისხვა რომ აენთო უზაზე, და ამ ადგილს დღემდე ფერეც-უზა* ეწოდება.
12 შეეშინდა იმ დღეს დავითს ჭეშმარიტი ღვთისა+ და თქვა: „როგორ გადმოვიტანო ჩემთან ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი?!“+ 13 არ გადაუტანია დავითს კიდობანი თავისთან, დავითის ქალაქში, გვერდზე გადაიტანა ის გათელი+ ობედ-ედომის+ სახლში. 14 ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი სამ თვეს დარჩა ობედ-ედომის სახლეულობასთან,+ მის სახლში, და კურთხევას არ აკლებდა იეჰოვა+ ობედ-ედომის სახლეულობასა და მთელ მის საბადებელს.
14 ტვიროსის+ მეფე ხირამმა+ მაცნეები გაუგზავნა დავითს, გაუგზავნა კედრის ხის მორები,+ კედლების მშენებლები და ხეზე მომუშავენი მისთვის სახლის ასაშენებლად.+ 2 მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დაყენებული იეჰოვას იგი+ ისრაელის მეფედ, რადგან ძლიერ განდიდდა მისი მეფობა მისი ხალხის, ისრაელის გამო.+
3 კიდევ მოიყვანა დავითმა ცოლები+ იერუსალიმში და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები.+ 4 აი იმ შვილების სახელები, რომლებიც მას იერუსალიმში შეეძინა: შამუა,+ შობაბი,+ ნათანი+ და სოლომონი,+ 5 იბხარი,+ ელიშუა, ელფალეტი,+ 6 ნოგა, ნეფეგი,+ იაფია, 7 ელიშამა,+ ბეელიადა და ელიფელეტი.+
8 გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ სცხეს დავითი+ და ძებნა დაუწყეს ფილისტიმელებმა დავითს.+ გაიგო ეს დავითმა და მათ წინააღმდეგ გავიდა. 9 მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე დაიწყეს თარეში.+ 10 დაეკითხა დავითი ღმერთს:+ „გავიდე ფილისტიმელების წინააღმდეგ? ჩამიგდებ ხელში?“ იეჰოვამ მიუგო: „გადი და ხელში ჩაგიგდებ მათ“. 11 ავიდა დავითი ბაალ-ფერაციმში+ და იქ გაანადგურა ისინი. თქვა დავითმა: „ჩემი ხელით გაარღვია ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩემი მტრის რიგები, თითქოს წყალმა გაარღვიაო“. ამიტომ იმ ადგილს+ ბაალ-ფერაციმი უწოდეს. 12 დატოვეს იქ ფილისტიმელებმა თავიანთი ღმერთები,+ დავითის ხალხმა კი მისი ბრძანებით ცეცხლს მისცა ისინი.+
13 მოგვიანებით ფილისტიმელები კიდევ ერთხელ გავიდნენ სათარეშოდ იმავე ველზე.+ 14 კვლავ დაეკითხა დავითი+ ღმერთს, ჭეშმარიტმა ღმერთმა კი მიუგო: „პირდაპირ არ გახვიდე მათ წინააღმდეგ, შემოუარე და ბაქა-ბუჩქებთან* დაესხი თავს.+ 15 როცა ბაქა-ბუჩქების კენწეროებიდან ლაშქრის სვლის ხმას გაიგებ,+ მაშინ გადი საბრძოლველად,+ რადგან ჭეშმარიტი ღმერთი წაგიძღვება+ ფილისტიმელთა ბანაკის გასანადგურებლად“. 16 დავითიც ისე მოიქცა, როგორც ჭეშმარიტმა ღმერთმა უბრძანა,+ და გაანადგურეს მათ ფილისტიმელთა ბანაკი გაბაონიდან+ გეზერამდე.+ 17 სახელი გაუვარდა დავითს+ ყველა ქვეყანაში, მისი შიშით მოიცვა იეჰოვამ ყველა ხალხი.+
15 იშენებდა ის სახლებს+ დავითის ქალაქში; მოუმზადა მან ადგილი+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანს და კარავი გაუშალა მას. 2 მაშინ თქვა დავითმა: „ლევიანთა გარდა არავინ ატაროს ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია იეჰოვამ იეჰოვას კიდობნის სატარებლად+ და სამარადისო მსახურებად“.+ 3 შეკრიბა დავითმა იერუსალიმში მთელი ისრაელი,+ რომ იმ ადგილზე გადმოეტანა იეჰოვას კიდობანი,+ რომელიც მისთვის მოამზადა.
4 შეკრიბა დავითმა აარონის ძეები+ და ლევიანები. 5 კეჰათის ძეთაგან: მთავარი ურიელი+ და მისი ძმები — ას ოცი კაცი. 6 მერარის+ ძეთაგან: მთავარი ასაია+ და მისი ძმები — ორას ოცი კაცი. 7 გერშომის+ ძეთაგან: მთავარი იოელი+ და მისი ძმები — ას ოცდაათი კაცი. 8 ელიცაფანის+ ძეთაგან: მთავარი შემაია+ და მისი ძმები — ორასი კაცი. 9 ხებრონის ძეთაგან: მთავარი ელიელი და მისი ძმები — ოთხმოცი კაცი. 10 უზიელის+ ძეთაგან: მთავარი ამინადაბი და მისი ძმები — ას თორმეტი კაცი. 11 მოუხმო დავითმა მღვდლებს, ცადოკსა+ და აბიათარს,+ და ლევიანებს — ურიელს,+ ასაიას,+ იოელს,+ შემაიას,+ ელიელსა+ და ამინადაბს, 12 და უთხრა მათ: „თქვენა ხართ ლევიანების საგვარეულოთა თავკაცები!+ განიწმინდეთ+ თქვენცა და თქვენი ძმებიც და გადმოიტანეთ იეჰოვას, ისრაელის ღვთის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის მოვამზადე. 13 რაკი პირველად ასე არ მოიქეცით,+ იეჰოვას, ჩვენი ღვთის რისხვა აენთო ჩვენზე,+ რადგან წესისამებრ არ დავეკითხეთ მას“.+ 14 განიწმინდნენ+ მღვდლები და ლევიანები იეჰოვას, ისრაელის ღვთის კიდობნის გადმოსატანად.
15 მაშინ ლევიანთა ძეებმა კეტებით მხრებზე შედგმული წამოიღეს+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი იეჰოვას სიტყვისამებრ, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები.+ 16 უბრძანა დავითმა ლევიანთა მთავრებს, რომ თავიანთი ძმები, მგალობლები+ დაეყენებინათ საკრავებით:+ ქნარებით,+ სხვა სიმებიანი საკრავებითა+ და წინწილებით.+ მათ ხმამაღლა უნდა დაეკრათ და სასიხარულო ჰანგები აეჟღერებინათ.
17 ლევიანებმა დააყენეს ჰემანი,+ იოელის ძე, და მის ძმათაგან ასაფი,+ ბერექიას ძე; მერარის ძეთაგან, მათ ძმათაგან — ეთანი,+ კუშაიას ძე. 18 მათთან ერთად დააყენეს მათი ძმები მეორე ჯგუფიდან:+ ზაქარია,+ ბენი, იააზიელი, შემირამოთი, იეხიელი, უნი, ელიაბი, ბენაია, მაასეია, მათითია, ელიფელეჰუ, მიკნეია, ობედ-ედომი+ და იეიელი — კარიბჭის მცველები; 19 ჰემანი,+ ასაფი+ და ეთანი — მგალობლები, რათა ხმამაღლა დაეკრათ სპილენძის წინწილებზე;+ 20 ზაქარია, აზიელი,+ შემირამოთი, იეხიელი, უნი, ელიაბი, მაასეია და ბენაია ალამაში*+ აწყობილი სიმებიანი საკრავებით, 21 მათითია,+ ელიფელეჰუ, მიკნეია, ობედ-ედომი, იეიელი და აზაზია შემინიში*+ აწყობილი ქნარებით+ — ხელმძღვანელებად; 22 ქენანია,+ რომელიც კიდობნის ტარებისას ლევიანებს ხელმძღვანელობდა და ასწავლიდა მის ტარებას, რადგან დახელოვნებული+ იყო ამ საქმეში; 23 ბერექია და ელკანა — კიდობნის მცველებად;+ 24 მღვდლები შებანია, იოშაფატი, ნეთანელი, ამასაი, ზაქარია, ბენაია და ელიეზერი — მესაყვირეებად+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის წინ; ობედ-ედომი და იეხია — კიდობნის მცველებად.
25 დავითი+ ისრაელის უხუცესებთან+ და ათასისთავებთან+ ერთად მიჰყვებოდა მათ, რომ ობედ-ედომის+ სახლიდან მხიარულებით გადმოეტანათ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი.+ 26 დაეხმარა ჭეშმარიტი ღმერთი+ ლევიანებს იეჰოვას შეთანხმების კიდობნის გადმოტანაში, და მათ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი შესწირეს მსხვერპლად.+ 27 ძვირფასი ქსოვილის მოსასხამი ემოსა დავითს, ასევე ყველა ლევიანს, რომლებსაც მოჰქონდათ კიდობანი, მგალობლებსა და ქენანიას,+ რომელიც ხელმძღვანელობდა მგალობლების+ მიერ კიდობნის გადმოტანას; დავითს სელის ეფოდიც+ ემოსა. 28 მხიარული ყიჟინით+ მოჰქონდათ ისრაელებს იეჰოვას შეთანხმების კიდობანი სხვადასხვანაირი საყვირებისა+ და წინწილების+ თანხლებით, ხმამაღლა უკრავდნენ ქნარებსა და სხვა სიმებიან საკრავებზე.+
29 როცა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი+ დავითის ქალაქთან მიიტანეს, სარკმლიდან მიქალმა,+ საულის ასულმა გადმოიხედა, დაინახა მოხტუნავე და მოზეიმე მეფე დავითი+ და გულში აბუჩად აიგდო+ იგი.
16 შეიტანეს ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი+ და დადგეს კარავში, რომელიც დავითს მისთვის ჰქონდა გაშლილი.+ ჭეშმარიტი ღვთის წინაშე მიიტანეს დასაწვავი შესაწირავი და მშვიდობის მსხვერპლი*.+ 2 როცა დაასრულა დავითმა დასაწვავი შესაწირავისა+ და მშვიდობის მსხვერპლის შეწირვა,+ იეჰოვას სახელით+ აკურთხა ხალხი.+ 3 ჩამოურიგა+ ყველა ისრაელს, კაცსაც და ქალსაც, თითო მრგვალი პური, ფინიკის თითო კვერი და ქიშმიშის თითო კვერი. 4 ზოგიერთი ლევიანი+ მსახურად+ დააყენა იეჰოვას კიდობნის წინ იეჰოვას, ისრაელის ღვთის საქმეების შესახსენებლად,+ მის სამადლობლად+ და სადიდებლად:+ 5 თავკაცი ასაფი,+ მერე ზაქარია, იეიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითია, ელიაბი, ბენაია, ობედ-ედომი და იეიელი+ — ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით; ასაფი+ — წინწილებით, ხმამაღლა რომ დაეკრა;+ 6 მღვდლები ბენაია და იახაზიელი — საყვირებით,+ ჭეშმარიტი ღვთის შეთანხმების კიდობნის წინ რომ მდგარიყვნენ მუდამ.
7 იმ დღეს დავითმა ასაფისა+ და მისი ძმების შესრულებით პირველად უძღვნა+ იეჰოვას სამადლობელი:+
14 ის არის იეჰოვა, ჩვენი ღმერთი.+ მთელ დედამიწაზე მოქმედებს მისი სამართალი.+
24 მოუთხრეთ მისი დიდების შესახებ ერებს
და მის საოცარ საქმეებზე — ხალხებს,
29 მიაგეთ იეჰოვას მისი სახელის დიდება,+
წაიღეთ ძღვენი და მიდით მის წინაშე,+
მდაბლად თაყვანი ეცით იეჰოვას წმინდა სამოსლით შემოსილებმა.+
35 თქვით: „გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო,+
ერთად შეგვკრიბე და დაგვიხსენი ხალხებიდან,+
რათა ვმადლობდეთ შენს წმინდა სახელს+ და სიხარულით ვლაპარაკობდეთ შენ საქებრად.+
36 კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, მარადიულად*!“»+
მთელმა ხალხმა თქვა: „ამინ*!“ და განადიდა იეჰოვა.+
37 მან იეჰოვას შეთანხმების კიდობნის წინ დატოვა ასაფი+ და მისი ძმები, რათა მუდამ ემსახურათ+ კიდობნის წინ ყოველდღიური საჭიროებისამებრ,+ 38 და მათთან ერთად ობედ-ედომი და მისი ძმები, სულ სამოცდარვა კაცი, ობედ-ედომი, იედუთუნის ძე, და ხოსა — კარიბჭის მცველებად, 39 მღვდელი ცადოკი+ და მისი ძმები, მღვდლები — იეჰოვას კარვის წინ გაბაონის მაღლობზე,+ 40 რომ დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე მუდამ, დილა-საღამოს შეეწირათ იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავი და ეკეთებინათ ყველაფერი იეჰოვას კანონში ჩაწერილისამებრ, მან რომ ისრაელს უბრძანა;+ 41 მათთან ერთად დააყენა ჰემანი,+ იედუთუნი და სხვა რჩეული კაცები, სახელებით დანიშნულნი+ იეჰოვას სამადლობლად,+ რადგან „მარადიულია მისი სიკეთე“.+ 42 ჰემანსა+ და იედუთუნს+ უნდა აეხმიანებინათ საყვირები,+ წინწილები და სხვა საკრავები, რომელთა თანხლებითაც ჭეშმარიტ ღმერთს უმღეროდნენ, იედუთუნის ძეები+ კი კარიბჭესთან დააყენა. 43 მთელი ხალხი წავიდ-წამოვიდა სახლებში,+ და დავითიც შინ დაბრუნდა თავისი სახლის საკურთხებლად.
17 როცა დავითმა თავის სასახლეში დაიწყო ცხოვრება,+ უთხრა დავითმა ნათან+ წინასწარმეტყველს: „მე კედრის სახლში+ ვცხოვრობ, იეჰოვას შეთანხმების კიდობანი+ კი კარავშია“.+ 2 მიუგო ნათანმა დავითს: „გააკეთე, რაც გულში გაქვს,+ რადგან შენთანაა ჭეშმარიტი ღმერთი“.+
3 იმ ღამით ღვთის სიტყვა+ გამოეცხადა ნათანს: 4 «წადი და უთხარი ჩემს მსახურ დავითს, ასე ამბობს-თქო იეჰოვა: „შენ არ ამიშენებ სახლს სამკვიდროდ.+ 5 სახლში არ დავმკვიდრებულვარ ისრაელის გამოყვანის დღიდან დღემდე;+ კარვიდან კარავში და სამკვიდროდან+ სამკვიდროში+ ვიმყოფებოდი. 6 განა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ისრაელებს შორის დავდიოდი,+ ოდესმე მაინც თუ მითქვამს სიტყვა ისრაელის რომელიმე მსაჯულისთვის, რომლისთვისაც ჩემი ხალხის დამწყემსვა მიბრძანებია, კედრის სახლი რატომ არ ამიშენეთ-მეთქი?!“+
7 უთხარი ჩემს მსახურ დავითს, ასე ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მე წამოგიყვანე საძოვრიდან და ფარიდან,+ რომ ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლი+ ყოფილიყავი. 8 შენთან ვიქნები, სადაც კი წახვალ,+ და მოვსპობ შენს მტრებს.+ სახელს გაგითქვამ,+ როგორც დედამიწის დიდებულებს აქვთ განთქმული.+ 9 ადგილს მივუჩენ ჩემს ხალხს, ისრაელს, და დავრგავ მათ,+ იქ დამკვიდრდებიან, სადაც არიან, და აღარავინ შეაწუხებთ. უწინდებურად ვეღარ დააუძლურებენ+ უმართლობის ძეები,+ 10 მაშინდელივით, როცა მსაჯულები+ დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს. დავამცირებ ყველა შენს მტერს.+ გეუბნები, აგიშენებს სახლს* იეჰოვა.+
11 როცა შეივსება შენი დღეები, რომ შეუერთდე შენს მამა-პაპას,+ გამოვაჩენ შთამომავალს, შენს ერთ-ერთ ვაჟს,+ და განვამტკიცებ მის მეფობას.+ 12 ის ამიშენებს სახლს+ და მარადიულად განვამტკიცებ მის ტახტს.+ 13 მე ვიქნები მისი მამა+ და ის იქნება ჩემი ძე.+ არ წაერთმევა მას ჩემი სიკეთე*,+ როგორც მას, ვინც შენამდე იყო.+ 14 მარადიულად დავაყენებ მას ჩემს სახლში+ და ჩემს სამეფოში.+ მარადიული იქნება მისი ტახტი“».+
15 ყველაფერს მოუყვა ნათანი დავითს ამ სიტყვებისა და ხილვის თანახმად.+
16 მივიდა მეფე დავითი, იეჰოვას წინაშე+ დაჯდა და თქვა: „ვინა ვარ მე,+ იეჰოვა ღმერთო, და რა არის ჩემი სახლი,+ რომ აქამდე მომიყვანე!+ 17 თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყოს,+ ღმერთო,+ შენ შენი მსახურის სახლის შორეულ მომავალზეც ლაპარაკობ,+ იეჰოვა ღმერთო, ისეთ კაცად მთვლი, რომელსაც შეუძლია მეტს მიაღწიოს.+ 18 ისე განადიდე შენი მსახური დავითი, რომ მეტი რაღა ეთქმის?!+ შენ კარგად იცნობ შენს მსახურს.+ 19 იეჰოვა, შენი მსახურის გულისთვის და შენი გულის სურვილისამებრ+ მოიმოქმედე ეს დიდი საქმეები და ცნობილი გახადე შენი დიდებული ნაღვაწი.+ 20 იეჰოვა, არავინაა შენი მსგავსი,+ არავინაა ღმერთი შენ გარდა;+ რაც კი მოგვისმენია, ყველაფერი ამაზე მოწმობს. 21 რომელი ერია დედამიწაზე შენი ხალხის, ისრაელის მსგავსი,+ რომელიც ჭეშმარიტმა ღმერთმა თავისთვის გამოისყიდა,+ რომ შენი დიდებული ნაღვაწითა+ და შიშის მომგვრელი საქმეებით გაგეთქვა სახელი,+ როცა ეგვიპტიდან გამოსყიდული შენი ხალხის წინაშე განდევნე ერები?! 22 შენი ხალხი, ისრაელი, სამარადისოდ შენს ხალხად აქციე+ და შენ გახდი, იეჰოვა, მათი ღმერთი.+ 23 იეჰოვა, სამარადისოდ უერთგულე შენს სიტყვას, შენს მსახურსა და მის სახლზე ნათქვამს, და იმოქმედე ნათქვამისამებრ! 24 სამარადისოდ სანდო იყოს და განდიდდეს+ შენი სახელი,+ რომ თქვან, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,+ ისრაელის ღმერთი,+ ღმერთიაო ისრაელისა!+ განმტკიცდეს შენი მსახურის, დავითის სახლი შენ წინაშე!+ 25 ჩემო ღმერთო, შენ გამოუცხადე შენს მსახურს შენი განზრახვა, რომ აუშენებდი სახლს,+ და ამიტომაც მოგმართავს შენი მსახური ლოცვით. 26 იეჰოვა, შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი+ და ყოველივე კარგს ჰპირდები შენს მსახურს.+ 27 იმოქმედე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ მარადიულად იდგეს შენ წინაშე;+ შენ აკურთხე, იეჰოვა, და ისიც სამარადისოდ კურთხეული იქნება“.+
18 ამის შემდეგ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები,+ დაიმორჩილა ისინი და ხელიდან გამოჰგლიჯა ფილისტიმელებს გათი+ და მისი მიმდებარე ქალაქები. 2 მოაბიც+ დაამარცხა და მოაბელები დავითის მორჩილები და მოხარკეები გახდნენ.+
3 დავითმა ცობის+ მეფე ჰადადეზერიც+ დაამარცხა ხამათში,+ როცა იგი მდინარე ევფრატამდე+ ბატონობის განსამტკიცებლად მიდიოდა. 4 წაართვა მას დავითმა ათასი ეტლი, შვიდი ათასი მხედარი და ოცი ათასი ქვეითი.+ მყესები გადაუჭრა+ დავითმა ეტლის ცხენებს,+ მხოლოდ ასი ეტლის ცხენი დატოვა. 5 როცა ცობის+ მეფე ჰადადეზერს დამასკოელი სირიელები დაეხმარნენ, დავითმა ოცდაორი ათასი სირიელი გაანადგურა. 6 ჯარი ჩააყენა დავითმა სირიაში, დამასკოში,+ და სირიელებიც დავითის მორჩილნი და მოხარკენი გახდნენ.+ სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა მას იეჰოვა.+ 7 აიღო დავითმა ჰადადეზერის მსახურთა ოქროს მრგვალი ფარები+ და იერუსალიმში ჩაიტანა,+ 8 ჰადადეზერის ქალაქებიდან კი, თიბხათიდან+ და ქუნიდან, დიდძალი სპილენძი წამოიღო, რისგანაც სოლომონმა სპილენძის ზღვა,+ სვეტები+ და სპილენძის სხვა ნივთები გააკეთა.+
9 როცა გაიგო თოუმ, ხამათის+ მეფემ, რომ დაამარცხა დავითმა ჰადადეზერის,+ ცობის მეფის ჯარი, 10 მაშინვე გაუგზავნა მან დავით მეფეს თავისი ვაჟი ჰადორამი+ მოსაკითხად და ჰადადეზერის ბრძოლაში დამარცხების მისალოცად (რადგან არაერთი ბრძოლა გაემართა ჰადადეზერს თოუსთან); მას ოქროს, ვერცხლისა+ და სპილენძის ნივთები გაატანა. 11 ისინიც განწმინდა+ დავით მეფემ იეჰოვასთვის იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, რომელიც წაართვა სხვა ერებს:+ ედომს, მოაბს,+ ამონის+ ძეებს, ფილისტიმელებსა+ და ამალეკს.+
12 აბიშაიმ,+ ცერუიას+ ვაჟმა, მარილოვან ველზე+ თვრამეტი ათასი ედომელი დაამარცხა. 13 მან ჯარი ჩააყენა ედომში და ედომელები დავითის მორჩილნი გახდნენ.+ სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა მას იეჰოვა.+ 14 მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი+ და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა თავისი ხალხისთვის.+ 15 იოაბი, ცერუიას ვაჟი, მხედართმთავარი იყო,+ იეჰოშაფატი,+ ახილუდის ვაჟი, კი — მემატიანე. 16 ცადოკი,+ ახიტუბის ვაჟი, და ახიმელექი,+ აბიათარის ვაჟი, მღვდლები იყვნენ, შავშა+ კი მწერალი იყო. 17 ბენაია,+ იეჰოიადას ვაჟი,+ ქერეთელებსა+ და ფელეთელებს+ მეთაურობდა, დავითის ვაჟებს კი მეფის გვერდით პირველი ადგილები ეკავათ.+
19 ამის შემდეგ მოკვდა ნახაში,+ ამონის ძეთა მეფე, და მის შემდეგ მისი ვაჟი გამეფდა.+ 2 თქვა დავითმა: „სიკეთეს*+ გამოვავლენ ნახაშის ვაჟის, ხანუნის მიმართ, რადგან მამამისმა გამოავლინა სიკეთე ჩემდამი“.+ გაუგზავნა დავითმა მას მაცნეები, რომ ნუგეში ეცათ მისთვის მამამისის სიკვდილის გამო და მივიდნენ დავითის მსახურები ამონის ძეთა+ მიწაზე ხანუნის სანუგეშებლად. 3 უთხრეს ამონის ძეთა მთავრებმა ხანუნს: „ნუთუ მამაშენის პატივისცემით გამოგიგზავნა დავითმა ნუგეშისმცემლები?! განა ქვეყნის დასათვალიერებლად,+ მის დასაზვერად და დასამხობად არ მოვიდნენ შენთან მისი მსახურები?!“+ 4 წაიყვანა ხანუნმა დავითის მსახურები,+ გაპარსა ისინი,+ წელს ქვემოთ ტანსაცმელი შემოაჭრა+ და გაუშვა.+ 5 მივიდნენ და შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი. მან მაშინვე გაგზავნა ხალხი მათთან შესახვედრად, რადგან დიდად იყვნენ შეურაცხყოფილნი. მეფემ შეუთვალა: „იერიხონში+ დარჩით, სანამ წვერი არ მოგეზრდებათ, და მერე დაბრუნდით“.
6 დაინახეს ამონის ძეებმა, რომ თავი შეაძულეს+ დავითს. გაგზავნეს ხანუნმა+ და ამონის ძეებმა ათასი ვერცხლის ტალანტი+ შუამდინარეთიდან, არამ-მააქადან+ და ცობიდან+ ეტლებისა+ და მხედრების დასაქირავებლად. 7 დაიქირავეს მათ ოცდათორმეტი ათასი ეტლი+ და მააქის მეფე თავისი ხალხით.+ ისინიც მივიდნენ და მედებას+ წინ დაბანაკდნენ. შეიკრიბნენ თავიანთი ქალაქებიდან გამოსული ამონის ძეებიც და საომრად გაემართნენ.
8 გაიგო ეს დავითმა და მაშინვე გაგზავნა იოაბი,+ მთელი ლაშქარი და მათთან ერთად ძლიერი ვაჟკაცები.+ 9 გავიდნენ ამონის ძეები და ქალაქის შესასვლელთან დაირაზმნენ, მეფეები+ კი ტრიალ მინდორზე იდგნენ.
10 როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი ორივე მხრიდან უტევდა, მაშინვე გამოარჩია ისრაელიდან რჩეული მამაკაცები და დარაზმა ისინი სირიელების წინააღმდეგ.+ 11 დანარჩენები აბიშაის,+ თავის ძმას ჩააბარა, რათა ამონის ძეთა წინააღმდეგ დარაზმულიყვნენ.+ 12 მან თქვა: „თუ სირიელები+ მძლევენ, შენ მიხსენი,+ და თუ ამონის ძეები გძლევენ, მე გიხსნი.+ 13 გამაგრდით+ და გამბედაობა მოიკრიბეთ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ღვთის ქალაქების გულისთვის,+ იეჰოვა კი იმას მოიმოქმედებს, რაც მის თვალშია სწორი!“+
14 შეუტიეს იოაბმა და მისმა ხალხმა სირიელებს+ და უკუიქცნენ+ ისინი მისგან. 15 როცა დაინახეს ამონის ძეებმა, რომ უკუიქცნენ+ სირიელები, თვითონაც გაექცნენ აბიშაის, მის ძმას, და ქალაქში შევიდნენ.+ ამის შემდეგ იოაბი იერუსალიმში მივიდა.
16 როცა დაინახეს სირიელებმა, რომ დამარცხდნენ+ ისრაელთან, გაგზავნეს მაცნეები მდინარესთან*+ მცხოვრები სირიელების მოსაყვანად, რომლებსაც ჰადადეზერის მხედართმთავარი, შოფაქი მიუძღოდა წინ.
17 როცა ეს დავითს შეატყობინეს, მან მაშინვე შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე, მივიდა მათთან და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად დაირაზმა.+ დაირაზმა დავითი სირიელებთან საბრძოლველად და ისინიც შეებრძოლნენ მას. 18 უკუიქცნენ სირიელები+ ისრაელისგან. შვიდი ათასი მეეტლე და ორმოცი ათასი ქვეითი დაუხოცა დავითმა სირიელებს და მოკლა მათი მხედართმთავარი შოფაქიც.+ 19 როცა დაინახეს ჰადადეზერის მსახურებმა, რომ დამარცხდნენ ისრაელთან,+ მაშინვე დაუზავდნენ დავითს და მისი მორჩილები გახდნენ.+ მეტად აღარ უცდიათ სირიელებს ამონის ძეების ხსნა.+
20 წელიწადის შემობრუნებისას*,+ როცა მეფეები გამოდიოდნენ,+ ბრძოლაში წაუძღვა ჯარს იოაბი,+ გაანადგურა ამონის ძეთა მიწა და ალყაში მოაქცია რაბა;+ მაშინ დავითი იერუსალიმში ცხოვრობდა. შეუტია იოაბმა+ რაბას და დაამხო ის. 2 მოხსნა დავითმა მალქამს* ძვირფასი ქვებით მოჭედილი გვირგვინი,+ რომელიც ერთ ტალანტ ოქროს იწონიდა და რომელიც დავითს დაადგეს თავზე. დიდძალი ნადავლი წამოიღო მან ქალაქიდან.+ 3 იქ მცხოვრები ხალხი კი წამოიყვანა+ ქვის მჭრელებად და რკინის ბასრი იარაღებითა და ცულებით სამუშაოს შესასრულებლად.+ ასე მოექცა დავითი ამონის ძეთა ყველა ქალაქს. ბოლოს დავითი მთელ ხალხთან ერთად იერუსალიმში დაბრუნდა.
4 ამის შემდეგ ომი გაჩაღდა ფილისტიმელებთან+ გეზერში.+ მაშინ ხუშელმა სიბექაიმ+ მოკლა სიფაი*, რეფაიმთა+ ნაშიერი, და ასე დაიმორჩილეს ისინი.
5 კვლავ დაიწყო ომი ფილისტიმელებთან. ელხანანმა,+ იაირის ვაჟმა, მოკლა ლახმი, გათელი გოლიათის+ ძმა, რომლის შუბის ტარი საქსოვი ლილვის სისხო იყო.+
6 კვლავ დაიწყო ომი გათში.+ იქ იყო ერთი ბუმბერაზი,+ რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა — სულ ოცდაოთხი.+ ისიც რეფაიმთა ნაშიერი იყო.+ 7 დასცინოდა+ ის ისრაელს, ბოლოს კი იონათანმა, დავითის ძმის შიმეას+ ვაჟმა, მოკლა იგი.
8 ისინი გათში+ დაბადებულ რეფაიმთა+ ნაშიერნი იყვნენ, რომლებიც დავითისა და მისი მსახურების ხელით დაეცნენ.+
21 აღსდგა სატანა* ისრაელის წინააღმდეგ და ისრაელის აღსარიცხავად აღძრა+ დავითი. 2 უთხრა დავითმა იოაბს+ და ხალხის მთავრებს: „წადით, აღრიცხეთ+ ისრაელი ბეერ-შებიდან+ დანამდე+ და ამბავი მომიტანეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი“.+ 3 მიუგო იოაბმა: „იეჰოვამ გააასმაგოს თავისი ხალხი!+ ჩემო ბატონო-მეფეო, განა ყველანი ჩემი ბატონის მსახურები არ არიან?! რად უნდა ჩემს ბატონს ეს?!+ რატომ უნდა გახდეს ის ისრაელის დანაშაულის მიზეზი?!“
4 იმძლავრა მეფის სიტყვამ+ იოაბზე, ამიტომ წავიდა იოაბი,+ მოიარა მთელი ისრაელი და იერუსალიმში დაბრუნდა.+ 5 აცნობა იოაბმა დავითს აღრიცხული ხალხის რაოდენობა; მთელ ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის ამღები კაცი აღირიცხა,+ იუდაში კი — ოთხას სამოცდაათი ათასი. 6 ლევიანები+ და ბენიამინელები აღარ აღურიცხავს იოაბს მათთან ერთად,+ რადგან საძაგელი იყო მისთვის მეფის სიტყვა.
7 ეს ბოროტება იყო ჭეშმარიტი ღვთის თვალში+ და ამიტომაც დასცა მან ისრაელი. 8 მიმართა დავითმა ჭეშმარიტ ღმერთს: „დიდად შევცოდე,+ ეს რომ გავაკეთე. აპატიე შენს მსახურს დანაშაული,+ რადგან მეტისმეტად უგუნურად მოვიქეცი“.+ 9 დაელაპარაკა იეჰოვა გადს,+ დავითის წინასწარმხილველს:+ 10 «წადი, დაელაპარაკე დავითს და უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „სამ რამეს შემოგთავაზებ+ და შენ თვითონ აირჩიე, რომლით დაგსაჯო“».+ 11 მივიდა გადი დავითთან+ და უთხრა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „აირჩიე, 12 რა გირჩევნია: სამ წელიწადს იყოს შიმშილობა,+ სამ თვეს განადგურებდეს მტერი+ და შენი მტრის მახვილი გეწიოს, თუ სამ დღეს იეჰოვას მახვილი+ — ჭირი+ იყოს ქვეყანაში, მუსვრა დაიწყოს იეჰოვას ანგელოზმა+ ისრაელის მიწაზე?“ ახლა კი გადაწყვიტე რა ვუპასუხო ჩემს გამომგზავნელს». 13 უთხრა დავითმა გადს: „ძალიან დამამწუხრა ამ ამბავმა. იეჰოვას ხელში ჩავარდნა მირჩევნია,+ რადგან დიდად მწყალობელია იგი,+ ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩამაგდებ!“+
14 მაშინ იეჰოვამ ჭირი მოუვლინა+ ისრაელს და გაწყდა ისრაელში სამოცდაათი ათასი კაცი.+ 15 ჭეშმარიტმა ღმერთმა ანგელოზი გაგზავნა იერუსალიმის შესამუსრავად.+ როგორც კი მან მუსვრა დაიწყო, იეჰოვამ დაინახა ეს, გადაიფიქრა უბედურება+ და უთხრა შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა!+ დაუშვი ხელი!“ იეჰოვას ანგელოზი იებუსელი+ ორნანის+ კალოსთან იყო გაჩერებული.
16 გაიხედა დავითმა და დაინახა ცასა და მიწას შორის გაჩერებული იეჰოვას ანგელოზი,+ რომელსაც გაშიშვლებული მახვილი+ ეჭირა ხელში და იერუსალიმისკენ ჰქონდა გაწვდილი. მაშინვე პირქვე დაემხვნენ+ ჯვალოთი შემოსილნი,+ დავითი და მასთან ერთად უხუცესები. 17 უთხრა დავითმა ჭეშმარიტ ღმერთს: „განა მე არ ვბრძანე ხალხის აღრიცხვა?! განა მე არ შევცოდე და ბოროტება მე არ ჩავიდინე?!+ ამ ცხვარმა რა დააშავა?!+ იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ხალხს+ ნუ ეწევა უბედურება!“
18 უთხრა გადს იეჰოვას ანგელოზმა,+ რომ ეთქვა დავითისთვის, წასულიყო და სამსხვერპლო აღემართა იეჰოვასთვის იებუსელი ორნანის კალოზე.+ 19 წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, იეჰოვას სახელით რომ ჰქონდა ნათქვამი.+ 20 მოტრიალდა ორნანი+ და დაინახა ანგელოზი. მასთან მყოფი მისი ოთხივე ვაჟი დაიმალა. იმ დროს ხორბალს ლეწავდა ორნანი. 21 მივიდა დავითი ორნანთან. როცა ორნანმა დავითი დაინახა,+ მაშინვე გამოეგება კალოდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე. 22 სთხოვა დავითმა ორნანს: „მომეცი შენი კალო, რომ იქ ავაშენო სამსხვერპლო იეჰოვასთვის. სრულ საფასურად+ მომეცი,+ რომ შეწყდეს ხალხში ეს უბედურება“.+ 23 მიუგო ორნანმა დავითს: „შენი იყოს,+ და რასაც მოისურვებს, ის გააკეთოს ჩემმა მეფე-ბატონმა. აი საქონელი+ დასაწვავ შესაწირავად,+ კევრი შეშად+ და ხორბალი — მარცვლეულ შესაწირავად. ყველაფერს მოგცემ“.+
24 უთხრა მეფე დავითმა ორნანს: „არა, სრულ საფასურად+ უნდა შევიძინო ის, რადგან შენი საკუთრებიდან მუქთად არაფერს ავიღებ იეჰოვასთვის დასაწვავ მსხვერპლად“. 25 და იმ ადგილისთვის ექვსასი შეკელი ოქრო მისცა დავითმა ორნანს.+ 26 აუგო იქ დავითმა იეჰოვას სამსხვერპლო+ და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და მშვიდობის მსხვერპლი*. მოუხმო იეჰოვას+ და მანაც უპასუხა ზეციდან დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე ჩამოსული ცეცხლით.+ 27 უბრძანა იეჰოვამ ანგელოზს+ და მანაც ქარქაშში ჩააგო მახვილი. 28 როცა დავითმა დაინახა, რომ უპასუხა იეჰოვამ იებუსელი ორნანის კალოზე, განაგრძო იქ მსხვერპლის შეწირვა.+ 29 იმ დროს იეჰოვას კარავი, რომელიც მოსემ უდაბნოში გააკეთა, და დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო გაბაონის+ მაღლობზე იდგა. 30 ვერ მიდიოდა დავითი იქ ღვთისთვის რჩევის საკითხავად, რადგან იეჰოვას ანგელოზის მახვილის ეშინოდა.+
22 თქვა დავითმა: „ეს არის ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას სახლი+ და ეს არის დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ ისრაელისთვის“.
2 დავითმა ბრძანა, თავი მოეყარათ ისრაელის მიწაზე მცხოვრები ხიზნებისთვის+ და დააყენა ისინი ქვის მთლელებად,+ რათა ჭეშმარიტი ღვთის სახლის ასაშენებლად ოთხკუთხედი ქვები გაეთალათ.+ 3 დავითმა მოიმარაგა დიდი რაოდენობით რკინა კარიბჭეთა ლურსმნებისთვის და სამაგრებისთვის, სპილენძი, რომელსაც წონა არ ჰქონდა,+ 4 და უამრავი კედრის+ მორი, რაც სიდონელებსა+ და ტვიროსელებს+ მოჰქონდათ დავითისთვის დიდი რაოდენობით. 5 თქვა დავითმა: „ჩემი ვაჟი სოლომონი ახალგაზრდა და გამოუცდელია,+ იეჰოვასთვის ასაშენებელი სახლი კი ყველაზე დიდებული+ და თავისი სილამაზით+ გამორჩეული უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე. ამიტომ, მოდი, მისი გულისთვის შევუდგები სამზადისს“. ასე რომ, სიკვდილამდე დავითმა ყველაფერი დიდი რაოდენობით მოიმარაგა.+
6 მოუხმო თავის ვაჟს, სოლომონს, და უბრძანა, რომ იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის, სახლი აეშენებინა. 7 უთხრა დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს: «გულით მსურდა+ ჩემი ღვთის, იეჰოვას სახელზე+ სახლის აშენება, 8 მაგრამ იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა: „ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი+ და დიდი ომები გაქვს გადახდილი.+ შენ არ ააშენებ სახლს ჩემს სახელზე,+ რადგან ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი ქვეყნად ჩემ წინაშე. 9 აი, შეგეძინება ძე.+ ის მშვიდი კაცი იქნება და მე დავასვენებ მას გარშემო მყოფი ყველა მტრისგან;+ სოლომონი*+ ერქმევა მას და მშვიდობასა და სიმშვიდეს+ ვუბოძებ ისრაელს მის დროს. 10 ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე;+ ის ჩემი შვილი იქნება+ და მე მისი მამა+ ვიქნები. მარადიულად განვამტკიცებ მის სამეფო+ ტახტს ისრაელში“.
11 ახლა კი, ჩემო შვილო, იეჰოვა იყოს შენთან, ხელი მოგემართება და ააშენებ შენი ღვთის, იეჰოვას სახლს, როგორც მას აქვს ნათქვამი შენზე.+ 12 იეჰოვამ მოგცეს გონიერება და გაგების უნარი,+ მან მოგცეს მცნებები ისრაელისთვის, რომ დაიცვა იეჰოვას, შენი ღვთის კანონი.+ 13 მოგემართება ხელი,+ თუ გულდასმით შეასრულებ იმ წესებსა+ და სამართალს,+ რომლებიც ისრაელისთვის უბრძანა იეჰოვამ მოსეს.+ გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი,+ ნუ შეგეშინდება+ და ნუ შეძრწუნდები!+ 14 აი, ჩემი გაჭირვების+ ჟამს მოვიმარაგე იეჰოვას სახლისთვის ასი ათასი ტალანტი ოქრო,+ მილიონი ტალანტი ვერცხლი და იმდენი სპილენძი+ და რკინა,+ რომ წონა არა აქვთ. ხის მორებიცა და ქვებიც მოვიმარაგე, მაგრამ შენ კიდევ დაუმატე. 15 შენ გყავს ბევრი მუშახელი, ქვის მთლელი, ქვისა+ და ხის დამმუშავებელი და ყველანაირი საქმის ოსტატი.+ 16 ოქრო-ვერცხლს, სპილენძსა და რკინას თვლა არა აქვს.+ ადექი და იმოქმედე,+ იეჰოვა იყოს შენთან!»+
17 უბრძანა დავითმა ისრაელის მთავრებს, რომ მიხმარებოდნენ მის ვაჟს, სოლომონს: 18 „იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ხომ თქვენთან არის!+ ხომ დაგასვენათ მან ყოველი მხრიდან!+ მან ხელში ჩამიგდო ამ მიწის მკვიდრნი და დამორჩილდა იეჰოვასა+ და მის ხალხს ეს მიწა. 19 ახლა გული და სული+ დაუდეთ იმას, რომ ეძიოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ ადექით და ააშენეთ იეჰოვას, ჭეშმარიტი ღვთის+ საწმინდარი,+ რომ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი+ და ჭეშმარიტი ღვთის წმინდა ნივთები იეჰოვას სახელზე+ აშენებულ სახლში გადმოიტანოთ“.
23 მოხუცდა დავითი+ და გაძღა დღეებით. მან თავისი ვაჟი სოლომონი+ გაამეფა ისრაელზე. 2 შეკრიბა ისრაელის მთავრები,+ მღვდლები+ და ლევიანები.+ 3 ოცდაათი წლის ასაკიდან აღირიცხნენ ლევიანები.+ სათითაოდ აღრიცხული კაცების რიცხვმა ოცდათვრამეტი ათასი შეადგინა. 4 აქედან იეჰოვას სახლის საქმეს ოცდაოთხი ათასი კაცი უწევდა მეთვალყურეობას, ექვსი ათასი კი მთავარი+ და მსაჯული+ იყო, 5 ოთხი ათასი კარიბჭის მცველი+ იყო, ოთხი ათასი კი იმ საკრავებით+ ასხამდა იეჰოვას ხოტბას,+ რომლებზეც დავითს უთქვამს: ხოტბის შესასხმელად გავაკეთეო.
6 დავითმა ისინი ლევის ძეების+ — გერშონის, კეჰათისა და მერარის ჯგუფებად დაყო.+ 7 გერშონელთაგან იყვნენ ლადანი და შიმეი. 8 ლადანის ვაჟები იყვნენ: მთავარი იეხიელი,+ ზეთამი და იოელი+ — სულ სამი. 9 შიმეის ვაჟები იყვნენ: შელომოთი, ხაზიელი და ჰარანი — სულ სამი. ისინი იყვნენ ლადანის საგვარეულოთა თავკაცები. 10 შიმეის ვაჟები იყვნენ: იახათი, ზინა*, იეუში და ბერია. ეს ოთხნი იყვნენ შიმეის ვაჟები. 11 იახათი მთავარი იყო, ზიზა მეორე იყო. იეუშსა და ბერიას ბევრი ვაჟი არ ჰყოლიათ, ამიტომ ისინი ერთი დავალების შემსრულებელ ერთ საგვარეულოდ+ იქცნენ.
12 კეჰათის ვაჟები+ იყვნენ: ამრამი, იცჰარი,+ ხებრონი+ და უზიელი+ — სულ ოთხი. 13 ამრამის ვაჟები იყვნენ აარონი+ და მოსე.+ აარონი გამოცალკევებული+ იყო წმინდათაწმინდის+ განსაწმენდად; სამარადისოდ იყვნენ გამოცალკევებულნი ის და მისი ვაჟები, რათა შესაწირავი+ აებოლებინათ იეჰოვასთვის, ემსახურათ მისთვის+ და მარადიულად ეკურთხებინათ+ ხალხი მისი სახელით. 14 მოსეს, ჭეშმარიტი ღვთის კაცის,+ ვაჟები ლევიანთა ტომს ეკუთვნოდნენ.+ 15 მოსეს ვაჟები იყვნენ გერშომი+ და ელიეზერი.+ 16 გერშომის ვაჟი* იყო თავკაცი შებუელი;+ 17 ელიეზერის ვაჟი* იყო თავკაცი რეხაბია.+ ელიეზერს სხვა ვაჟები არ ჰყოლია, რეხაბიას ვაჟები კი ძალიან გამრავლდნენ. 18 იცჰარის+ ვაჟი* იყო მთავარი შელომითი.+ 19 ხებრონის ვაჟები იყვნენ: თავკაცი იერია, მეორე — ამარია, მესამე — იახაზიელი და მეოთხე — იეკამეამი.+ 20 უზიელის ვაჟები+ იყვნენ: თავკაცი მიქა და მეორე — იშია.
21 მერარის ვაჟები+ იყვნენ მახლი და მუში.+ მახლის ვაჟები იყვნენ ელეაზარი+ და კიში. 22 ელეაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ამიტომ, კიშის ვაჟებმა, მათმა ძმებმა შეირთეს ისინი.+ 23 მუშის ვაჟები იყვნენ: მახლი, ედერი და იერემოთი+ — სულ სამი.
24 ისინი იყვნენ ლევის ძეები თავ-თავიანთი საგვარეულოების მიხედვით,+ საგვარეულოთა თავკაცები, სათითაოდ აღრიცხულნი ოცი წლის ასაკიდან მოყოლებული+ დანიშნულებისა და სახელების მიხედვით, იეჰოვას სახლის საქმის შემსრულებლები.+ 25 დავითმა თქვა: „იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა დაასვენა თავისი ხალხი.+ ის მარადიულად დამკვიდრდება იერუსალიმში.+ 26 ლევიანებს აღარ მოუწევთ კარვისა და იმ ნივთების ტარება, რომლებსაც მსახურებაში იყენებენ“.+ 27 დავითის უკანასკნელი სიტყვებისამებრ+ ისინი აღირიცხნენ ლევის ძეთაგან ოცი წლიდან მოყოლებული. 28 ისინი უნდა მიხმარებოდნენ აარონის ძეებს+ იეჰოვას სახლში მსახურებისას; მათ უნდა ეზრუნათ ეზოებზე,+ სასადილო ოთახებზე,+ ყველა წმინდა ნივთის განწმენდასა+ და ჭეშმარიტი ღვთის სახლში მსახურებაზე; 29 მათ უნდა ეზრუნათ წარსადგენ პურებზე,+ მარცვლეული შესაწირავისთვის განკუთვნილ წმინდად დაფქულ ფქვილზე,+ უფუარ კვერებზე,+ კეცის კვერებზე,+ მოზელილ ცომსა+ და ზომა-წონაზე;+ 30 ისინი დილა-საღამოს+ უნდა მდგარიყვნენ+ და ექოთ+ და ედიდებინათ+ იეჰოვა; 31 მათ იეჰოვას წინაშე მუდამ უნდა ეზრუნათ იმაზე, რომ შაბათობით,+ ახალმთვარობებისა+ და დღესასწაულების დროს+ იეჰოვასთვის შეეწირათ იმდენი დასაწვავი მსხვერპლი, რამდენიც წესით იყო დადგენილი. 32 ისინი ზრუნავდნენ შეხვედრის კარვის, წმინდა ადგილისა+ და თავიანთი ძმების, აარონის ძეების დაცვაზე+ იეჰოვას სახლში მსახურების შესასრულებლად.+
24 აარონის ძეები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი. აარონის ვაჟები იყვნენ: ნადაბი,+ აბიჰუ,+ ელეაზარი+ და ითამარი.+ 2 ნადაბი და აბიჰუ+ თავიანთ მამაზე ადრე დაიხოცნენ ისე,+ რომ ვაჟები არ ჰყოლიათ, ელეაზარმა+ და ითამარმა კი განაგრძეს მღვდელმსახურება. 3 დავითმა, ელეაზარის ძეთაგან ცადოკმა+ და ითამარის ძეთაგან ახიმელექმა+ დანიშნულებისამებრ ჯგუფებად დაყვეს ისინი.+ 4 ელეაზარის ძეებს შორის უფრო მეტი მთავარი აღმოჩნდა, ვიდრე ითამარის ძეებს შორის. ამიტომ, ისე გადაანაწილეს ისინი, რომ ელეაზარის ძეებს საგვარეულოთა თავკაცებად თექვსმეტი კაცი არგუნეს, ითამარის ძეებს კი — რვა.
5 წილისყრით გაანაწილეს+ ერთნიცა და მეორენიც, რადგან ელეაზარის ძეთაგან და ითამარის ძეთაგან უნდა ყოფილიყვნენ მთავრები, რომლებსაც წმინდა ადგილი+ ექნებოდათ ჩაბარებული და რომლებიც მოემსახურებოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. 6 ლევიანთა მწერალმა+ შემაიამ, ნეთანელის ძემ, აღნუსხა ისინი მეფის, მთავრების, ცადოკ+ მღვდლის, ახიმელექ+ აბიათარის ძის,+ მღვდლებისა და ლევიანების+ საგვარეულოთა თავკაცების წინაშე. ერთ საგვარეულოს ელეაზარის+ ძეთაგან ირჩევდნენ და მეორეს ითამარის ძეთაგან.+
7 აი ასე ერგოთ წილი: პირველი — იეჰოიარიბს,+ მეორე — იედაიას, 8 მესამე — ხარიმს, მეოთხე — სეორიმს, 9 მეხუთე — მალქიას, მეექვსე — მიამინს, 10 მეშვიდე — ჰაკოცს, მერვე — აბიას,+ 11 მეცხრე — იეშუას, მეათე — შექანიას, 12 მეთერთმეტე — ელიაშიბს, მეთორმეტე — იაკიმს, 13 მეცამეტე — ხუფას, მეთოთხმეტე — იეშებაბს, 14 მეთხუთმეტე — ბილგას, მეთექვსმეტე — იმერს, 15 მეჩვიდმეტე — ხეზირს, მეთვრამეტე — ფიცეცს, 16 მეცხრამეტე — ფეთახიას, მეოცე — იეხეზკელს, 17 ოცდამეერთე — იაქინს, ოცდამეორე — გამულს, 18 ოცდამესამე — დელაიას და ოცდამეოთხე — მააციას.
19 ასე იყვნენ ისინი დაჯგუფებულნი,+ რათა შესულიყვნენ იეჰოვას სახლში თავიანთი მსახურების+ შესასრულებლად იმ უფლებამოსილებისამებრ,+ რომელიც მათმა წინაპარმა, აარონმა მისცა მათ, იეჰოვას, ისრაელის ღვთის ბრძანებისამებრ.
20 ლევის დანარჩენ ძეთაგან იყვნენ: ამრამის+ ძეთაგან — შუბაელი, შუბაელის+ ძეთაგან — იეხდეია; 21 რეხაბიასგან,+ მის ძეთაგან — თავკაცი იშია; 22 იცჰარელებისგან+ — შელომოთი,+ შელომოთის ძეთაგან — იახათი; 23 ხებრონის+ ძეთაგან — თავკაცი იერია,+ მეორე — ამარია, მესამე — იახაზიელი და მეოთხე — იეკამეამი. 24 უზიელის ვაჟი* იყო მიქა, მიქას+ ძეთაგან — შამირი. 25 მიქას ძმა იყო იშია, იშიას ძეთაგან — ზაქარია.
26 მერარის+ ვაჟები იყვნენ მახლი+ და მუში.+ იააზიას ვაჟი* იყო ბენო. 27 მერარის ვაჟები იყვნენ: იააზიასგან — ბენო, შოჰამი, ზაქური და იბრი; 28 მახლისგან — ელეაზარი, რომელსაც ვაჟი არ ჰყოლია;+ 29 კიშისგან — მისი ვაჟი* იერახმეელი. 30 მუშის ვაჟები იყვნენ: მახლი,+ ედერი და იერიმოთი.+
ისინი იყვნენ ლევიანთა ძეები თავიანთი საგვარეულოების+ მიხედვით. 31 მათაც ყარეს წილი+ ისევე, როგორც მათმა ძმებმა, აარონის ძეებმა ყარეს წილი დავით მეფის, ცადოკის, ახიმელექის, მღვდელთა და ლევიანთა საგვარეულოების თავკაცების წინაშე. უფროსი მთავრის საგვარეულო+ ისეთივე იყო, როგორიც მისი უმცროსი ძმისა.
25 დავითმა და მსახურთა ჯგუფების+ ზედამხედველებმა+ მსახურებისთვის გამოარჩიეს ზოგიერთები ასაფის, ჰემანისა+ და იედუთუნის+ ვაჟთაგან, იმ კაცების ვაჟთაგან, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ ქნარების,+ სხვა სიმებიანი საკრავებისა+ და წინწილების+ თანხლებით. ისინი დანიშნეს თავიანთი მსახურების შესასრულებლად. 2 ასაფის ვაჟთაგან იყვნენ: ზაქური, იოსები,+ ნეთანია და ასარელა+ — ასაფის ვაჟები, რომლებსაც ზედამხედველობდა ასაფი,+ მეფის ხელმძღვანელობით წინასწარმეტყველი. 3 იედუთუნისგან+ იყვნენ იედუთუნის ვაჟები: გედალია,+ ცერი,+ იეშაია,+ შიმეი, ხაშაბია და მათითია+ — სულ ექვსი, რომლებსაც თავიანთი მამა, იედუთუნი ზედამხედველობდა. იგი წინასწარმეტყველებდა ქნარის თანხლებით იეჰოვას სამადლობლად და სადიდებლად.+ 4 ჰემანისგან+ იყვნენ ჰემანის ვაჟები: ბუკია,+ მათანია,+ უზიელი,+ შებუელი, იერიმოთი, ხანანია,+ ხანანი, ელიათა,+ გიდალთი,+ რომამთი-ეზერი,+ იოშბეკაშა,+ მალოთი,+ ჰოთირი+ და მახაზიოთი. 5 ისინი იყვნენ ჰემანის, მეფის წინასწარმხილველის,+ ვაჟები; ის ჭეშმარიტი ღვთის სიტყვებს აცხადებდა და თავის რქას* სწევდა ღვთის სადიდებლად. ჭეშმარიტმა ღმერთმა ჰემანს თოთხმეტი ვაჟი და სამი ასული მისცა.+ 6 ყველანი თავიანთი მამის ხელმძღვანელობით გალობდნენ იეჰოვას სახლში წინწილების,+ ქნარებისა+ და სხვა სიმებიანი საკრავების+ თანხლებით ჭეშმარიტი ღვთის სახლში მსახურების შესასრულებლად.
მეფე ხელმძღვანელობდა ასაფს, იედუთუნსა და ჰემანს.+
7 მათი და მათ ძმათა, იეჰოვასთვის განსწავლულ მგალობელთა,+ რიცხვი იყო ორას ოთხმოცდარვა. ყველანი დახელოვნებულნი+ იყვნენ. 8 დიდმა თუ პატარამ,+ დახელოვნებულმა+ თუ დაუხელოვნებელმა, წილისყრით+ დაინაწილეს მოვალეობები.
9 აი ასე ერგოთ წილი: პირველი წილი ერგო ასაფის ძეთაგან იოსებს,+ მეორე — გედალიას+ (ის, მისი ძმები და მისი ვაჟები თორმეტნი იყვნენ); 10 მესამე — ზაქურს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 11 მეოთხე — იცრის,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 12 მეხუთე — ნეთანიას,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 13 მეექვსე — ბუკიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 14 მეშვიდე — იეშარელას,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 15 მერვე — იეშაიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 16 მეცხრე — მათანიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 17 მეათე — შიმეის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 18 მეთერთმეტე — აზარელს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 19 მეთორმეტე — ხაშაბიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 20 მეცამეტე — შუბაელს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 21 მეთოთხმეტე — მათითიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 22 მეთხუთმეტე — იერემოთს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 23 მეთექვსმეტე — ხანანიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 24 მეჩვიდმეტე — იოშბეკაშას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 25 მეთვრამეტე — ხანანის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 26 მეცხრამეტე — მალოთის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 27 მეოცე — ელიათას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 28 ოცდამეერთე — ჰოთირს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 29 ოცდამეორე — გიდალთის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 30 ოცდამესამე — მახაზიოთს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს; 31 ოცდამეოთხე — რომამთი-ეზერს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, თორმეტ კაცს.
26 კარიბჭის მცველთა+ ჯგუფები: კორახელთაგან+ იყო მეშელემია,+ კორეს ვაჟი ასაფის ძეთაგან. 2 მეშელემიას ჰყავდა ვაჟები: პირმშო ზაქარია, მეორე — იედიაელი, მესამე — ზებადია, მეოთხე — იათნიელი, 3 მეხუთე — ელამი, მეექვსე — იეჰოხანანი და მეშვიდე — ელიეჰო-ენაი. 4 ობედ-ედომს+ ჰყავდა ვაჟები: პირმშო შემაია, მეორე — იეჰოზაბადი, მესამე — იოახი, მეოთხე — საქარი, მეხუთე — ნეთანელი, 5 მეექვსე — ამიელი, მეშვიდე — ისაქარი და მერვე — ფეულეთაი, რადგან ღმერთმა აკურთხა იგი.+
6 მის ვაჟს, შემაიას შეეძინა ვაჟები, რომლებიც თავიანთ საგვარეულოს განაგებდნენ, რადგან უნარიანი და ძლიერი კაცები იყვნენ. 7 შემაიას ვაჟები იყვნენ: ოთნი, რეფაელი, ობედი და ელზაბადი, რომლის ძმები, ელიჰუ და სემაქია, უნარიანი კაცები იყვნენ. 8 ისინი, მათი ვაჟები და მათი ძმები — ყველანი ობედ-ედომის ძეთაგან იყვნენ. ისინი უნარიანი კაცები იყვნენ და შეეძლოთ მსახურების შესრულება; ობედ-ედომს სამოცდაორი ასეთი კაცი ჰყავდა. 9 მეშელემიასაც+ ჰყავდა ვაჟები და ძმები, თვრამეტი უნარიანი კაცი. 10 ხოსას, რომელიც მერარის ძეთაგან იყო, ჰყავდა ვაჟები: თავკაცი იყო შიმრი, — ის არ ყოფილა პირმშო,+ მაგრამ მამამისმა თავკაცად დანიშნა,+ — 11 მეორე იყო ხილკია, მესამე — ტებალია და მეოთხე — ზაქარია. ხოსას ვაჟები და ძმები სულ ცამეტნი იყვნენ.
12 კარიბჭის მცველთა ამ ჯგუფების თავკაცებსაც თავიანთი ძმების მსგავსად+ იეჰოვას სახლში მსახურება ევალებოდათ. 13 მათ წილისყრით დაუნაწილეს+ კარიბჭეები მცირესა თუ დიდს მათი საგვარეულოების მიხედვით:+ 14 აღმოსავლეთი მხარე წილად ხვდა შელემიას;+ მათ წილი უყარეს მის ვაჟს, ზაქარიას,+ გონიერ მრჩეველს,+ და მას ჩრდილოეთი+ მხარე ხვდა წილად; 15 სამხრეთი მხარე ობედ-ედომისა იყო, მის ვაჟებს+ საკუჭნაოები+ ებარათ; 16 შუფიმსა და ხოსას+ დასავლეთი მხარე შეხვდათ შალეხეთის კარიბჭესთან ახლოს, ზევით ამავალ გზასთან; დარაჯთა ჯგუფები ერთმანეთის პირისპირ იდგა.+ 17 აღმოსავლეთ მხარეს ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთ მხარეს დღის განმავლობაში+ ოთხი კაცი იდგა, სამხრეთითაც — ოთხი, საწყობებთან+ კი ორ-ორი, 18 გზაზე,+ დასავლეთის სვეტებიან დერეფანთან, ოთხნი იდგნენ, თვითონ სვეტებიან დერეფანთან კი — ორნი. 19 ეს იყო კარიბჭის მცველთა ჯგუფები კორახისა+ და მერარის+ ძეთაგან.
20 ლევიანთაგან ახია იყო ჭეშმარიტი ღვთის სახლის საგანძურისა+ და განწმენდილი ნივთების საგანძურის მეთვალყურე.+ 21 ლადანის+ ძეთაგან ანუ გერშონელთაგან ლადანის მხრიდან, იგივე გერშონელი ლადანის საგვარეულოთა თავკაცებიდან, იყო იეხიელი.+ 22 იეხიელის ვაჟები, ზეთამი და მისი ძმა იოელი,+ იეჰოვას სახლის საგანძურს+ მეთვალყურეობდნენ. 23 ამრამელთაგან, იცჰარელთაგან, ხებრონელთაგან, უზიელელთაგან+ 24 იყო შებუელი,+ მოსეს ვაჟის გერშომის ძე, რომელიც საწყობებს მეთვალყურეობდა. 25 მისი ძმისგან, ელიეზერისგან+ იყო მისი ვაჟი რეხაბია,+ მისი ვაჟი იეშაია, მისი ვაჟი იორამი, მისი ვაჟი ზიქრი და მისი ვაჟი შელომოთი. 26 შელომოთი და მისი ძმები მეთვალყურეობდნენ მთელი განწმენდილი ნივთების საგანძურს,+ რომლებიც დავით+ მეფემ, საგვარეულოთა თავკაცებმა,+ ათასისთავებმა, ასისთავებმა და ჯარის მეთაურებმა განწმინდეს. 27 ომების დროს+ ხელში ჩაგდებული ნადავლიდან+ გამორჩეული ნივთები მათ იეჰოვას სახლისთვის განწმინდეს. 28 ისინი იმ ნივთებსაც მეთვალყურეობდნენ, რომლებიც სამუელ წინასწარმხილველმა,+ საულმა, კიშის ვაჟმა, აბნერმა,+ ნერის ვაჟმა, და იოაბმა,+ ცერუიას+ ვაჟმა განწმინდეს. ყველაფერს, რაც განწმინდეს, შელომითი* და მისი ძმები მეთვალყურეობდნენ.
29 იცჰარელთაგან+ ქენანია და მისი ვაჟები მთავრებად და მსაჯულებად+ მსახურობდნენ ისრაელში ღვთის სახლის გარეთ.+
30 ხებრონელთაგან+ ხაშაბია და მისი ძმები, ათას შვიდასი უნარიანი კაცი,+ განაგებდნენ ისრაელს იორდანის დასავლეთ მხარეში იეჰოვას საქმისა და მეფის სამსახურის შესასრულებლად. 31 ხებრონელთაგან იერიია+ იყო ხებრონელთა საგვარეულოებისა და ოჯახების თავკაცი. დავითის მეფობის მეორმოცე+ წელს გამოიკითხეს და მათ შორის იპოვეს მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები გალაადის+ იაზერში.+ 32 მისი ძმები, უნარიანი კაცები,+ საგვარეულოთა თავკაცები,+ ორი ათას შვიდასნი იყვნენ. მეფე დავითმა ისინი დაუნიშნა რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის+ ნახევარს, რათა ჭეშმარიტი ღვთისა და მეფის საქმეებისთვის+ ეხელმძღვანელათ.
27 აი ისრაელის ძეების რიცხვი, საგვარეულოთა თავკაცების,+ ათასისთავების,+ ასისთავების,+ მათი მთავრების, რომლებიც მეფეს ემსახურებოდნენ+ და ყველა იმ საქმეს ზედამხედველობდნენ, რაც წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიმსვლელ-მომსვლელთა დანაყოფებს ეხებოდა, ოცდაოთხი ათასი კაცი თითოეულ დანაყოფში.
2 პირველ თვეს პირველ დანაყოფს მეთაურობდა იაშობამი,+ ზაბდიელის ვაჟი; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 3 ფერეცის+ ძეთაგან ზოგიერთები პირველ თვეს მომსახურე დანაყოფების ზედამხედველებს მეთაურობდნენ. 4 მეორე თვეს მომსახურე დანაყოფს ზედამხედველობდა ახოხელი+ დოდაი+ და მისი დანაყოფი; წინამძღოლი იყო მიკლოთი, მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 5 მესამე თვეს მომსახურე მესამე დანაყოფს ზედამხედველობდა ბენაია,+ უფროსი მღვდლის, იეჰოიადას+ ვაჟი; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 6 ბენაია+ ოცდაათთაგან ერთ-ერთი ძლიერი ვაჟკაცი,+ ოცდაათის მეთაური იყო. მის დანაყოფს მისი ვაჟი ამიზაბადი მეთაურობდა. 7 მეოთხე თვეს მეოთხე იყო ასაჰელი,+ იოაბის ძმა,+ და მის შემდეგ მისი ვაჟი ზებადია; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 8 მეხუთე თვეს მეხუთე დანაყოფს ზედამხედველობდა იზრახელი შამჰუთი;+ მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 9 მეექვსე თვეს მეექვსე იყო თეკოელი+ ირა,+ იკეშის ვაჟი;+ მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 10 მეშვიდე თვეს მეშვიდე იყო ფელონელი+ ხელეცი+ ეფრემის ძეთაგან; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 11 მერვე თვეს მერვე იყო ხუშელი სიბექაი+ ზერახელთაგან;+ მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 12 მეცხრე თვეს მეცხრე იყო ანათოთელი+ აბი-ეზერი+ ბენიამინელთაგან; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 13 მეათე თვეს მეათე იყო ნეტოფათელი მაჰრაი+ ზერახელთაგან;+ მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 14 მეთერთმეტე თვეს მეთერთმეტე იყო ფირათონელი ბენაია+ ეფრემის+ ძეთაგან; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო. 15 მეთორმეტე თვეს მეთორმეტე იყო ნეტოფათელი ხელდაი+ ოთნიელის ძეთაგან; მის დანაყოფში ოცდაოთხი ათასი კაცი იყო.
16 ისრაელის ტომების წინამძღოლები+ იყვნენ: რეუბენელებისა — ელიეზერი, ზიქრის ვაჟი; სიმონელებისა — შეფატია, მააქას ვაჟი; 17 ლევისა — ხაშაბია, კემუელის ვაჟი; აარონისა — ცადოკი;+ 18 იუდასი — ელიჰუ,+ დავითის ერთ-ერთი ძმა;+ ისაქარისა — ომრი, მიქაელის ვაჟი; 19 ზებულონისა — იშმაია, ობადიას ვაჟი; ნაფთალისა — იერიმოთი, აზრიელის ვაჟი; 20 ეფრემის ძეებისა — ჰოშეა, აზაზიას ვაჟი; მენაშეს ტომის ნახევრისა — იოელი, ფედაიას ვაჟი; 21 გალაადში მცხოვრები მენაშეს ტომის ნახევრისა — იდო, ზაქარიას ვაჟი; ბენიამინისა — იაასიელი, აბნერის+ ვაჟი; 22 დანისა — აზარელი, იეროხამის ვაჟი. ისინი იყვნენ ისრაელის ტომების მთავრები.+
23 არავინ აღურიცხავს დავითს ოცი წლის და ოც წლამდე ასაკის, რადგან იეჰოვა დაჰპირდა, რომ ცის ვარსკვლავებივით გაამრავლებდა ისრაელს.+ 24 დაიწყო აღრიცხვა იოაბმა,+ ცერუიას ვაჟმა, მაგრამ არ დაუმთავრებია.+ რისხვა დაატყდა+ ისრაელს ამ ამბის გამო და არ ჩაწერილა ეს რიცხვი დავით მეფის მატიანეში.
25 მეფის საგანძურს+ მეთვალყურეობდა აზმავეთი, ადიელის ვაჟი; მინდვრის,+ ქალაქის,+ სოფლებისა და კოშკების საწყობებს — იონათანი, უზიას ვაჟი; 26 ყანაში მომუშავეებს, მიწათმოქმედებს+ — ეზრი, ქელუბის ვაჟი; 27 ვენახებს+ — რამათელი შიმეი; ვენახებში ღვინის მარაგს — შიფმითელი ზაბდი; 28 შეფელას+ ზეთისხილის კორომებსა და სიკომოროს+ ხეებს — გედერელი ბაალ-ხანანი; ზეთის+ მარაგს — იოაში; 29 შარონში მობალახე საქონლის ჯოგებს — შარონელი+ შიტრაი; ველებზე მობალახე საქონლის ჯოგებს — შაფატი, ადლაის ვაჟი; 30 აქლემებს+ — ისმაელელი+ ობილი; ჭაკ ვირებს — მერონოთელი იეხდეია; 31 ცხვრის ფარებს კი — აგრელი იაზიზი. ისინი იყვნენ დავით მეფის ავლა-დიდების ზედამხედველები.
32 დავითის ძმისშვილი, იონათანი,+ გონიერი კაცი,+ მრჩეველიც იყო და მწერალიც; იეხიელი, ხაქმონის+ ვაჟი, უფლისწულებთან იყო;+ 33 ახითოფელი+ მეფის მრჩეველი+ იყო; არქიელი+ ხუშაი+ — მეფის მეგობარი;+ 34 ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადა, ბენაიას+ ვაჟი, და აბიათარი;+ იოაბი+ მეფის ჯარის მხედართმთავარი იყო.
28 შეკრიბა დავითმა იერუსალიმში ისრაელის ყველა მთავარი,+ ტომების მთავრები,+ მეფის სამსახურში მყოფი დანაყოფების მთავრები,+ ათასისთავები,+ ასისთავები,+ მეფისა და მისი ვაჟების+ ავლა-დიდებასა+ და საქონელზე+ პასუხისმგებლები, კარისკაცები,+ ძლიერი ვაჟკაცები+ და ყოველი მამაცი და ძლიერი ვაჟკაცი. 2 ფეხზე წამოდგა დავით მეფე და თქვა:
«მისმინეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მსურდა+ სახლის აშენება იეჰოვას შეთანხმების კიდობნის მოსასვენებლად და ჩვენი ღვთის ფეხსადგამად+ და მოვემზადე კიდეც მშენებლობისთვის,+ 3 მაგრამ ჭეშმარიტმა ღმერთმა მითხრა: შენ არ ააშენებო სახლს ჩემს სახელზე,+ რადგან მეომარი ხარ და სისხლი გაქვსო დაღვრილი.+ 4 იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა ამირჩია მამაჩემის სახლიდან,+ რომ სამარადისოდ გავმხდარიყავი ისრაელის მეფე.+ მან იუდა აირჩია წინამძღოლად,+ იუდას სახლიდან — მამაჩემის სახლი,+ მამაჩემის ვაჟებიდან+ მე მომიწონა+ ისრაელზე გასამეფებლად, 5 ჩემი ვაჟებიდან კი (რადგან მრავალი ვაჟი მომცა იეჰოვამ)+ ჩემი ვაჟი სოლომონი+ აირჩია, რათა დამჯდარიყო იეჰოვას სამეფო ტახტზე+ და ემეფა ისრაელზე.
6 მან მითხრა: „შენი ვაჟი სოლომონი ამიშენებს სახლს+ და ეზოებს, რადგან შვილად ამოვირჩიე+ ის, და მე ვიქნები მისი მამა.+ 7 სამარადისოდ განვამტკიცებ მის მეფობას,+ თუ მტკიცედ ექნება გადაწყვეტილი დაიცვას ჩემი მცნებები+ და სამართალი,+ როგორც დღეს“. 8 ახლა მთელი ისრაელის, იეჰოვას კრებულის თვალწინ+ და ჩვენი ღვთის გასაგონად გეუბნებით:+ დაიცავით და ეძიეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას მცნებები, რათა დაიმკვიდროთ მადლიანი მიწა+ და თქვენ შემდეგ სამარადისო მემკვიდრეობად დაუტოვოთ ის თქვენს ვაჟებს.
9 შენ კი, ჩემო შვილო, სოლომონ, იცნობდე+ მამაშენის ღმერთს და მთელი გულითა+ და ხალისიანი სულით+ ემსახურე+ მას, რადგან იეჰოვა გულებს იკვლევს+ და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას.+ თუ ძებნას დაუწყებ მას, თავს გაპოვნინებს,+ მაგრამ თუ მიატოვებ,+ ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.+ 10 აი, იეჰოვამ აგირჩია სახლის, საწმინდრის ასაშენებლად. გამბედაობა მოიკრიბე და იმოქმედე!»+
11 მისცა დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს წინკარის,+ ოთახების, საკუჭნაოების,+ ზემოთა ოთახების,+ შიდა ოთახებისა და იმ ოთახის სამშენებლო გეგმა,+ რომელშიც შერიგების საფარი+ ინახებოდა; 12 ასევე მისცა ის გეგმა, რაც მან შთაგონებით+ მიიღო: იეჰოვას სახლის ეზოების,+ ირგვლივ განლაგებული სასადილო ოთახების,+ ჭეშმარიტი ღვთის სახლის საგანძურისა და განწმენდილი ნივთების საგანძურის+ გეგმა. 13 აგრეთვე მისცა მითითებები მღვდელთა და ლევიანთა ჯგუფებისთვის,+ იეჰოვას სახლში შესასრულებელი სამუშაოებისთვის და იმ ნივთების გამოსაყენებლად, რომლებიც იეჰოვას სახლში მსახურებისთვის იყო განკუთვნილი. 14 მან დაადგინა ოქროს წონა, სხვადასხვა მსახურების შესასრულებლად გამოსაყენებელი ნივთების ოქროს წონა; ვერცხლის ნივთების წონა, სხვადასხვა მსახურების შესასრულებლად გამოსაყენებელი ნივთებისთვის;+ 15 სალამპრეებისა+ და ლამპრების ოქროს წონა სალამპრეებისა და ლამპრების წონის მიხედვით, აგრეთვე ვერცხლის სალამპრეების წონა, სალამპრისა და მისი ლამპრების წონა მათი დანიშნულების მიხედვით; 16 აგრეთვე წარსადგენი პურის+ მაგიდებისა და სხვა მაგიდების ოქროს წონა და ვერცხლის მაგიდების ვერცხლის წონა; 17 მისცა მითითებები სუფთა ოქროს სამკაპების, თასების,+ დოქებისა და ოქროს პატარა თასების+ გასაკეთებლად იმასთან ერთად, თუ რა წონისა უნდა ყოფილიყო თითოეული პატარა თასი; აგრეთვე ვერცხლის პატარა თასების გასაკეთებლად, თუ რა წონისა უნდა ყოფილიყო თითოეული პატარა თასი; 18 მან დაადგინა ხალასი ოქროს წონა საკმევლის სამსხვერპლოსთვის+ და მითითებები მისცა ეტლის+ ნიმუშის ანუ ოქროს ქერუბიმების+ გასაკეთებლად, რომლებსაც გაშლილი ფრთებით უნდა დაეფარათ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი. 19 „მან მომცა უნარი, ჩავწვდომოდი ყველაფერს, რაც დაიწერა+ და რაც მივიღე იეჰოვას ხელიდან, რომელიც ჩემზე იყო. აგრეთვე მომცა სამშენებლო გეგმის+ ყველა წვრილმანში წვდომის უნარი“.
20 უთხრა დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს: „გამბედაობა მოიკრიბე,+ გამაგრდი და იმოქმედე! ნუ შეშინდები+ და ნუ შეძრწუნდები,+ რადგან იეჰოვა ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთანაა!+ არ მოგშორდება+ და არ მიგატოვებს, სანამ ყველა სამუშაო არ დასრულდება იეჰოვას სახლში. 21 აი მღვდელთა+ და ლევიანთა+ ჯგუფები ჭეშმარიტი ღვთის სახლში მსახურების შესასრულებლად. მონდომებული+ და ყველანაირი მსახურების შემსრულებელი დახელოვნებული+ კაცები, მთავრები+ და მთელი ხალხი მხარში გიდგანან ყველა საქმეში, რომ შეასრულონ შენი სიტყვები“.
29 უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს:+ „ჩემი ვაჟი სოლომონი, რომელიც ღმერთმა აირჩია,+ ახალგაზრდაა+ და გამოუცდელი, საქმე კი დიდია, რადგან დიდებული სახლი იეჰოვა ღმერთისთვისაა და არა კაცისთვის.+ 2 რამდენადაც შევძელი,+ მოვამზადე+ ჩემი ღვთის სახლისთვის ოქრო+ ოქროს ნაკეთობებისთვის, ვერცხლი — ვერცხლის ნაკეთობებისთვის, სპილენძი — სპილენძის ნაკეთობებისთვის, რკინა+ — რკინის ნაკეთობებისთვის და ხე-ტყე+ — ხის ნაკეთობებისთვის; აგრეთვე ონიქსის+ ქვები, მაგარი დუღაბით მისადუღაბებელი ქვები, კენჭები მოზაიკისთვის, ძვირფასი ქვები და უამრავი ალებასტრი. 3 რაკი სასურველია+ ჩემთვის ჩემი ღვთის სახლი, კიდევ მაქვს ძვირფასი ქონება,+ ოქრო-ვერცხლი, რასაც ჩემი ღვთის სახლს ვწირავ იმის გარდა, რაც წმინდა სახლისთვის მომიმზადებია:+ 4 სამი ათას ტალანტ ოქროს, ოფირის ოქროს,+ და შვიდი ათას ტალანტ ხალას ვერცხლს — ოთახების კედლების დასაფარავად; 5 ოქროს — ოქროს ნაკეთობებისთვის, ვერცხლს — ვერცხლის ნაკეთობებისთვისა და ხელოსნების გასაკეთებელი ყველა საქმისთვის. ვის სურს დღეს იეჰოვასთვის ნებაყოფლობით აივსოს ხელი ძღვნით?“+
6 საგვარეულოთა+ მთავრებმა,+ ისრაელის ტომების მთავრებმა,+ ათასისთავებმა,+ ასისთავებმა+ და მეფის სამუშაოების ზედამხედველებმა+ ნებაყოფლობით გაიღეს შესაწირავი. 7 ჭეშმარიტი ღვთის სახლის სამსახურისთვის მათ გაიღეს ხუთი ათასი ტალანტის ღირებულების ოქრო, ათი ათასი დარიკი*, ათი ათასი ტალანტის ღირებულების ვერცხლი, თვრამეტი ათასი ტალანტის ღირებულების სპილენძი და ასი ათასი ტალანტის ღირებულების რკინა.+ 8 ვისაც ქვები აღმოაჩნდა, იეჰოვას სახლის საგანძურში მიიტანეს და გერშონელ+ იეხიელს+ ჩააბარეს. 9 გაახარა ხალხი შესაწირავის ნებაყოფლობით გაღებამ, რადგან მთელი გულით გაიღეს მათ იეჰოვასთვის ნებაყოფლობითი შესაწირავი;+ დიდად ხარობდა მეფე დავითიც.+
10 აკურთხა დავითმა+ იეჰოვა მთელი კრებულის თვალწინ+ და თქვა: „კურთხეული იყავი,+ იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ ჩვენო მამა, მარადიულად*! 11 შენია, იეჰოვა, სიდიადე,+ ძლევამოსილება,+ მშვენება,+ აღმატებულობა+ და ღირსება,+ რადგან ყველაფერი შენია ცაში თუ დედამიწაზე!+ შენია სამეფო,+ იეჰოვა, შენ ყველაზე ამაღლებული ხარ, როგორც მთავარი!+ 12 შენგან მოდის სიმდიდრე+ და დიდება,+ შენ ბატონობ+ ყველაფერზე. შენს ხელთაა ძალა+ და ძლევამოსილება,+ შენს ხელთაა ყველას განდიდება+ და გაძლიერება.+ 13 ახლა, ჩვენო ღმერთო, გმადლობთ+ და ვაქებთ+ შენს მშვენიერ+ სახელს!
14 ვინა ვარ მე+ და ვინ არის ჩემი ხალხი, რომ ასეთი ნებაყოფლობითი შესაწირავის გაღება შეგვძლებოდა?!+ ყველაფერი შენგანაა+ და შენი ხელით მოცემული მოგეცით, 15 რადგან შენ წინაშე ხიზნები ვართ და გადმოსახლებულები+ ჩვენი მამა-პაპის მსგავსად. ჩრდილივით არის ჩვენი დღეები დედამიწაზე+ და არ არსებობს იმედი. 16 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, მთელი ეს სიმდიდრე, რაც შენი წმინდა სახელისთვის სახლის ასაშენებლად შევაგროვეთ, შენი ხელიდან არის და ეს ყველაფერი შენ გეკუთვნის.+ 17 კარგად ვიცი, ჩემო ღმერთო, რომ გულების შემმოწმებელი+ ხარ და სიმართლე გგვრის სიამოვნებას.+ მე წრფელი გულით, ნებაყოფლობით შემოგწირე ეს ყველაფერი, ახლა კი სიამოვნებით შევყურებ აქ მყოფ შენს ხალხს, ნებაყოფლობით რომ გიძღვნის შესაწირავს. 18 იეჰოვა, ჩვენი მამა-პაპის+ — აბრაამის, ისაკისა და ისრაელის ღმერთო, მარადიულად შეუნახე შენს ხალხს გულის+ ეს განწყობა და შენკენ მომართე მათი გული!+ 19 ჩემს ვაჟსაც, სოლომონსაც, მიეცი წრფელი გული,+ რომ დაიცვას შენი მცნებები,+ შენი მოწმობანი+ და წესები,+ შეასრულოს ყველაფერი და ააშენოს დიდებული სახლი,+ რომლისთვისაც თადარიგი დავიჭირე“.+
20 უთხრა დავითმა მთელ კრებულს:+ „ახლა აკურთხეთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი!“ და მთელმა კრებულმაც აკურთხა იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, მუხლი მოიყარა+ და პირქვე დაემხო+ იეჰოვასა და მეფის წინაშე. 21 მეორე დღესაც მსხვერპლი+ შესწირეს იეჰოვას და დასაწვავი შესაწირავი+ აღუვლინეს იეჰოვას: ათასი მოზვერი, ათასი ვერძი, ათასი მამალი თოხლი თავიანთ დასაღვრელ შესაწირავთან+ ერთად და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისთვის.+ 22 იმ დღესაც დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ იეჰოვას წინაშე.+ მეორედ გაამეფეს სოლომონი, დავით მეფის ვაჟი,+ და წინამძღოლად სცხეს+ იეჰოვას წინაშე, ცადოკი+ კი მღვდლად სცხეს. 23 მეფედ დაჯდა სოლომონი იეჰოვას ტახტზე+ მამამისის, დავითის შემდეგ და წარმატებით მეფობდა,+ მთელი ისრაელი ემორჩილებოდა მას. 24 მთავრები,+ ძლიერი ვაჟკაცები+ და დავით მეფის ვაჟები+ დაემორჩილნენ სოლომონ მეფეს. 25 ძლიერ განადიდა იეჰოვამ სოლომონი+ მთელი ისრაელის თვალწინ და ისეთი სამეფო ღირსება მიანიჭა, მანამდე ისრაელის სხვა არც ერთ მეფეს რომ არ ჰქონია.+
26 დავითი, იესეს ვაჟი, მეფობდა მთელ ისრაელზე.+ 27 ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე,+ შვიდ წელიწადს ხებრონიდან,+ ოცდაცამეტ წელიწადს — იერუსალიმიდან.+ 28 მოკვდა ის ტკბილ სიბერეში,+ დღეებით, სიმდიდრითა+ და დიდებით მაძღარი,+ და მის შემდეგ მისმა ვაჟმა, სოლომონმა დაიწყო მეფობა.+ 29 დავით მეფის საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, ჩაწერილია წინასწარმხილველ სამუელის,+ წინასწარმეტყველ ნათანისა+ და წინასწარმხილველ გადის+ სიტყვებში, 30 ამასთან ერთად ჩაწერილია მისი მეფობისა და მისი ძლევამოსილების ამბავი+ და ყველაფერი, რაც მას, მთელ ისრაელსა და მიწის ყველა სამეფოს გადახდა.+
სეპტუაგინტისა და კლემენტინის ვულგატის მიხედვით „ნეშტი“ (იგივე „ნეშტთა“), რაც განიმარტება, როგორც დარჩენილი (ის, რაც გამოტოვებულია, არ არის მოთხრობილი სამუელისა და მეფეების წიგნებში).
ნიშნავს დაყოფას, დინებას.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
ამ მუხლში „ვაჟი“ ებრაულ ტექსტში სამივეჯერ მრავლობით რიცხვშია.
ამ მუხლში „ვაჟი“ ებრაულ ტექსტში ოთხივეჯერ მრავლობით რიცხვშია.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
ნიშნავს ხელოსანთა ველს.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
იგივე ტიგლათფილესერი.
ანუ იერობოამ II. იხილეთ 2მფ. 14:16—29.
იხილეთ 5:6-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
ებრაულ ტექსტში სახელი გამოტოვებულია.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
ნიშნავს: უბედურებით.
ეს არ არის ფილისტიმის ღაზა, რომელიც იუდას ეკუთვნოდა.
იგივე შემერი 7:34-ში.
ანუ ტაძარში მომსახურეები, სიტყვასიტყვით — გადაცემულნი.
ესენი არ არიან შილოს მკვიდრნი, არამედ იუდას მესამე ვაჟის, შელას შთამომავლები. იხილეთ დბ. 46:12.
სიტყვასიტყვით — კარვის სახლის.
ნიშნავს მიწაყრილს.
იგივე ცაბაოთი.
სიტყვასიტყვით — არაორგულობის.
იხილეთ 2სმ. 6:8-ის სქოლიო.
„ბაქა“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა. მნიშვნელობა უცნობია.
უცნობი ებრაული მუსიკალური ტერმინი, რაც შეიძლება მიუთითებდეს ახალგაზრდა ქალის მაღალ ხმაზე ან ბიჭის ძალიან წვრილ, ქალისებურ ხმაზე.
ებრაული ტერმინი, რაც შესაძლოა გულისხმობდეს მერვე საფეხურს ერთი ოქტავით დაბლა.
ან საზიარო მსხვერპლი.
ან მწვავე ტკივილები გქონდეთ.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.
ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!
იგულისხმება მეფეთა დინასტია.
იხილეთ 16:34-ის სქოლიო.
იხილეთ 16:34-ის სქოლიო.
ანუ ევფრატთან.
მომავალ გაზაფხულზე.
იხილეთ 2სმ. 12:30-ის სქოლიო.
იგივე საფი 2სმ. 21:18-ში.
ანუ მოწინააღმდეგე.
ან საზიარო მსხვერპლი.
სახელის ფუძეა შალომ (მშვიდობა).
იგივე ზიზა 23:11-ში.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.
იგივე შელომოთი 26:25, 26-ში.
სპარსული ოქროს მონეტა. იხილეთ დანართი 6ა.
სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.