მეორე მატიანე*
1 უფრო და უფრო მტკიცდებოდა სოლომონის, დავითის ვაჟის მეფობა;+ იეჰოვა, მისი ღმერთი იყო მასთან+ და დიდად განადიდებდა მას.+
2 მიმართა სოლომონმა მთელ ისრაელს, ათასისთავებს,+ ასისთავებს,+ მოსამართლეებსა+ და მთელი ისრაელის თავკაცებს,+ საგვარეულოთა თავკაცებს.+ 3 გაემართა სოლომონი გაბაონის+ მაღლობისკენ და მასთან ერთად მთელი კრებული,+ რადგან იქ იყო ჭეშმარიტი ღვთის შეხვედრის კარავი, იეჰოვას მსახურმა მოსემ+ რომ გააკეთა უდაბნოში; 4 ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი+ კი დავითს ჰქონდა წამოღებული კირიათ-იეარიმიდან+ იმ ადგილზე, რომელიც მისთვის მოამზადა,+ რადგან იერუსალიმში ჰქონდა გაშლილი კარავი მისთვის;+ 5 ხოლო სპილენძის სამსხვერპლო,+ ბეცალელმა,+ ხურის ძის+ ურის ძემ რომ გააკეთა, იეჰოვას კარვის წინ იდგა. სოლომონი და მთელი კრებული ჩვეულებისამებრ დაეკითხა მას. 6 სოლომონმა შესაწირავი აღავლინა იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის სპილენძის სამსხვერპლოზე და ათასი დასაწვავი შესაწირავი შესწირა მასზე.+
7 ღამით ღმერთი ეჩვენა სოლომონს და უთხრა: „მთხოვე, რაც გინდა და მოგცემ“.+ 8 მიუგო სოლომონმა ღმერთს: „შენ დიდი სიკეთე* გამოავლინე მამაჩემისადმი,+ დავითისადმი, და მის შემდეგ მე გამამეფე.+ 9 ახლა კი, იეჰოვა ღმერთო, შესრულდეს დავითისთვის,+ მამაჩემისთვის მიცემული დანაპირები, რადგან შენ გამამეფე+ მიწის მტვერივით მრავალრიცხოვან ხალხზე.+ 10 მომეცი სიბრძნე და ცოდნა,+ რომ გამოვიდე ამ ხალხის წინაშე და შევიდე,+ რადგან ვინ განსჯის შენს მრავალრიცხოვან ხალხს?!“+
11 მაშინ უთხრა ღმერთმა სოლომონს: „რაკი ეს გქონდა გულში+ და არ მთხოვე სიმდიდრე და ქონება, პატივი ან შენი მოძულეების სული*, არც დღეგრძელობა გითხოვია,+ არამედ სიბრძნე და ცოდნა მთხოვე იმ ხალხისთვის სამართლის გასაჩენად, რომელზედაც გაგამეფე,+ 12 მოგეცემა სიბრძნე და ცოდნა,+ გარდა ამისა ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და პატივს გიბოძებ, არც ერთ მეფეს რომ არ ჰქონია შენამდე+ და შენ შემდეგაც არ ექნება!“+
13 წამოვიდა სოლომონი გაბაონის+ მაღლობიდან, შეხვედრის კარვიდან,+ იერუსალიმში და განაგებდა ისრაელს.+ 14 თავს უყრიდა სოლომონი ეტლებსა და ცხენებს; ათას ოთხასი ეტლი ჰქონდა და თორმეტი ათასი ცხენი ჰყავდა.+ დააყენა მან ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში+ და მეფესთან ახლოს, იერუსალიმში. 15 მეფის წყალობით ოქრო-ვერცხლი ქვებივით+ მრავლად იყო იერუსალიმში, კედარი კი — სიკომოროსავით,+ შეფელაში+ რომ იზრდება. 16 სოლომონისთვის ცხენები ეგვიპტიდან შემოჰყავდათ,+ მეფის ვაჭრებს საფასურით შემოჰყავდათ ცხენები.+ 17 ეტლი ექვსას ვერცხლად შემოჰქონდათ ეგვიპტიდან, ცხენი კი ას ორმოცდაათ ვერცხლად შემოჰყავდათ. ასევე იქცეოდნენ ხეთელთა და სირიელთა მეფეებიც.+ მათი მეშვეობით შემოჰყავდათ მეფეებს ისინი.
2 სოლომონმა იეჰოვას სახელზე+ სახლის+ აშენება ბრძანა, თავისთვის კი — სამეფო სასახლის.+ 2 დანიშნა სოლომონმა სამოცდაათი ათასი კაცი მზიდავად, ოთხმოცი ათასი კაცი მთაში ქვის მჭრელად,+ სამი ათას ექვსასი კაცი კი — მათ ზედამხედველად.+ 3 შეუთვალა სოლომონმა ხირამს,+ ტვიროსის მეფეს: „როგორც მამაჩემს, დავითს+ ექცეოდი და უგზავნიდი კედრებს, რომ აეშენებინა სახლი საცხოვრებლად ... 4 აი, ვაშენებ+ სახლს ჩემი ღვთის, იეჰოვას სახელზე,+ რათა განვწმინდო+ ის მისთვის, სურნელოვანი საკმეველი+ ვუკმიო, რათა მუდმივად იდოს იქ წარსადგენი პური,+ დასაწვავი შესაწირავი შევწირო დილა-საღამოს,+ შაბათობით,+ ახალმთვარობებისა+ და იეჰოვას, ჩვენი ღვთის დღესასწაულების+ დროს. სამარადისოდ+ დაევალება ეს ისრაელს. 5 დიდებული იქნება სახლი,+ რომელსაც ვაშენებ, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა სხვა ღმერთზე დიდებულია.+ 6 ვის შესწევს იმის ძალა, რომ სახლი აუშენოს მას?!+ ვერ იტევს მას ვერც ზეცა და ვერც ზეცათა ზეცა,+ და ვინა ვარ მე,+ რომ სახლი ავუშენო მას?! მხოლოდ იმისთვის თუ ავუშენებ სახლს, რომ მის წინაშე შესაწირავი ავაბოლო.+ 7 ახლა გამომიგზავნე დახელოვნებული კაცი ოქრო-ვერცხლის, სპილენძისა+ და რკინის, მოშინდისფრო შალის, შინდისფერი და ლურჯი ძაფების დასამუშავებლად, ასევე ჩუქურთმების ამოსაკვეთად, იუდასა და იერუსალიმში მყოფ ჩემს ოსტატებთან ერთად სამუშაოდ, რომლებიც მამაჩემმა, დავითმა მოამზადა.+ 8 გამომიგზავნე კედრის,+ ღვიისა+ და სანდალოზის+ მორები ლიბანიდან,+ რადგან ვიცი, რომ შენი მსახურები გამოცდილნი არიან ლიბანის+ ხეების ჭრაში (ჩემი მსახურებიც შენს მსახურებთან ერთად იქნებიან), 9 დიდი რაოდენობით ხე-ტყე რომ დამიმზადონ, რადგან დიდებულზე დიდებული იქნება სახლი, რომელსაც ვაშენებ. 10 აი, შენს მსახურებს, ტყისმჭრელებს, ხეების შემგროვებლებს, საჭმელად მივცემ ოცი ათას ქორ+ ხორბალს, ოცი ათას ქორ ქერს, ოცი ათას ბათ ღვინოსა+ და ოცი ათას ბათ ზეთს“.
11 ტვიროსის მეფემ,+ ხირამმა, წერილობით შეუთვალა სოლომონს: „უყვარდა იეჰოვას+ თავისი ხალხი და ამიტომაც გაგამეფა მასზე“.+ 12 აი კიდევ რა უთხრა ხირამმა: „კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა,+ რადგან ბრძენი ვაჟი მისცა დავით მეფეს, გონიერი და გაგების უნარით დაჯილდოებული,+ რომელიც სახლს ააშენებს იეჰოვასთვის და თავისთვის — სამეფო სასახლეს.+ 13 ახლა გიგზავნი დახელოვნებულ და მცოდნე კაცს, ხირამ-აბის,+ 14 დანელი ქალის ვაჟს, ტვიროსელი მამის შვილს, გამოცდილ კაცს, ოქრო-ვერცხლის, სპილენძის,+ რკინის, ქვებისა+ და ხის მორების, მოშინდისფრო შალის,+ ლურჯი+ და შინდისფერი+ ძაფებისა და ძვირფასი+ ქსოვილების დასამუშავებლად, ყველანაირი ჩუქურთმის+ ამოსაკვეთად, ყველანაირი გეგმის+ შესადგენად, რაც შენს ოსტატებთან და მამაშენის, ჩემი ბატონის, დავითის ოსტატებთან ერთად დაევალება. 15 ახლა გამოუგზავნოს ჩემმა ბატონმა დაპირებული ხორბალი, ქერი, ზეთი და ღვინო თავის მსახურებს,+ 16 ჩვენ კი იმდენ ხეს მოვჭრით+ ლიბანში, რამდენიც დაგჭირდება,+ და ტივებად, ზღვით ჩამოგიტანთ+ იოპემდე,+ შენ კი იერუსალიმში წაიღებ“.
17 აღრიცხა სოლომონმა ისრაელის მიწაზე+ მცხოვრები ყველა ხიზანი მამაკაცი მამამისის, დავითის მიერ ჩატარებული აღრიცხვის შემდეგ.+ მათი რიცხვი ას ორმოცდაცამეტი ათას ექვსასი აღმოჩნდა. 18 მათგან სამოცდაათი ათასი მზიდავად+ დააყენა, ოთხმოცი ათასი — მთაში ქვის მჭრელად+ და სამი ათას ექვსასი — ზედამხედველად, ხალხი რომ ემუშავებინათ.+
3 დაიწყო სოლომონმა იეჰოვას სახლის შენება+ იერუსალიმში, მორიას მთაზე,+ სადაც იეჰოვა გამოეცხადა მამამისს, დავითს,+ იმ ადგილზე, რომელიც დავითმა იებუსელი ორნანის+ კალოზე მოამზადა. 2 მეორე თვის მეორე დღეს, თავისი მეფობის მეოთხე წელს დაიწყო მან მშენებლობა.+ 3 აი ასეთი იყო საძირკველი, რომელიც სოლომონმა ჭეშმარიტი ღვთის სახლის ასაშენებლად ჩაყარა: სიგრძით სამოცი წყრთა იყო ძველი საზომით, სიგანით კი — ოცი წყრთა.+ 4 წინკარი,+ სახლის სიგრძის გაგრძელებაზე, სიგანით ოცი წყრთა იყო სახლის სიგანის შესაბამისად, სიმაღლით კი — ას ოცი წყრთა. მან შიგნიდან სუფთა ოქროთი დაფარა ის. 5 დიდი დარბაზი*+ მან ღვიის ხეში ჩასვა, შემდეგ კი ხალასი ოქროთი+ დაფარა, მასზე პალმები+ გამოსახა და ჯაჭვები+ გაუკეთა. 6 გასალამაზებლად სახლი ძვირფასი ქვებით მოაპირკეთა.+ ოქრო+ ოქროს ქვეყნიდან იყო ჩამოტანილი. 7 მან ოქროთი დაფარა+ სახლი, მისი კოჭები, ზღურბლები, კედლები და კარები; კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა.+
8 მან გააკეთა წმინდათაწმინდა*.+ მისი სიგრძე ოცი წყრთა იყო სახლის სიგანის შესაბამისად და სიგანეც — ოცი წყრთა.+ მან ის ექვსასი ტალანტი ხალასი ოქროთი დაფარა. 9 ლურსმნების წონა+ ორმოცდაათი ოქროს შეკელი იყო. მან ზემოთა ოთახებიც ოქროთი დაფარა.
10 წმინდათაწმინდისთვის მან ქერუბიმის+ ორი ქანდაკება გააკეთა და ოქროთი დაფარა.+ 11 ქერუბიმების ფრთების სიგრძე ოცი წყრთა იყო;+ ერთი ფრთა ხუთი წყრთა იყო და სახლის კედელს სწვდებოდა, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა იყო და მეორე ქერუბიმის ფრთას სწვდებოდა.+ 12 მეორე ქერუბიმის ერთი ხუთწყრთიანი ფრთა სახლის კედელს სწვდებოდა, მეორე ხუთწყრთიანი ფრთა კი პირველი ქერუბიმის ფრთას ეხებოდა.+ 13 ამ ქერუბიმებს ფრთები ოც წყრთაზე ჰქონდათ გაშლილი. ისინი ფეხზე იდგნენ და შიგნით იყურებოდნენ.
14 მან დაამზადა ფარდა+ ლურჯი ძაფის,+ მოშინდისფრო შალის, შინდისფერი ძაფისა და ძვირფასი ქსოვილისგან და მასზე ქერუბიმები ამოქარგა.+
15 სახლის წინ დასადგმელად ოცდათხუთმეტი წყრთა სიმაღლის ორი სვეტი+ გააკეთა, თითოეულის ბუღაური+ ხუთი წყრთა იყო. 16 მან ჯაჭვები+ გააკეთა და ყელსაბამებივით მიამაგრა ბუღაურებს; გააკეთა ასი ბროწეული+ და ჯაჭვებს მიამაგრა. 17 სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ; მარჯვენას იაქინი უწოდა, მარცხენას კი — ბოაზი.+
4 მან გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო+ სიგრძით ოცი წყრთა, სიგანით ოცი წყრთა და სიმაღლით ათი წყრთა.+
2 ჩამოასხა მრგვალი ზღვა,+ რომლის ერთი კიდიდან მეორემდე ათი წყრთა იყო; სიმაღლით ხუთი წყრთა იყო და გარშემო ოცდაათი წყრთა თოკი შემოსწვდებოდა.+ 3 ქვედა მხარეს ირგვლივ გოგრისებური ჩუქურთმები+ ჰქონდა, ერთ წყრთაზე — ათი; ისინი ზღვას ჰქონდა შემოვლებული.+ გოგრისებური ჩუქურთმები ზღვასთან ერთად იყო ჩამოსხმული ორ მწკრივად. 4 ზღვა თორმეტ ხარზე+ იდგა. სამ მათგანს პირი ჩრდილოეთისკენ ჰქონდა მიქცეული, სამს — დასავლეთისკენ, სამს — სამხრეთისკენ და სამსაც — აღმოსავლეთისკენ. ზღვა ზურგზე ედგათ და გავა შიგნით ჰქონდათ მიქცეული.+ 5 ზღვა სისქით ერთი ხელის დადება იყო; კიდე სასმისის კიდესავით ჰქონდა და შროშანის ყვავილს+ ჰგავდა. ის სამი ათას ბათს+ იტევდა.+
6 მან გააკეთა ათი ავზი, ხუთი მარჯვნივ დადგა და ხუთიც — მარცხნივ;+ მათში უნდა გაერეცხათ+ და გაევლოთ ყველაფერი, რაც დასაწვავი შესაწირავისთვის+ იყო საჭირო, ზღვა კი მღვდლების დასაბანად იყო განკუთვნილი.+
7 გააკეთა ათი ერთნაირი+ ოქროს სალამპრე+ და ტაძარში დადგა, ხუთი — მარჯვნივ და ხუთიც — მარცხნივ.+
8 გააკეთა ათი მაგიდა და ტაძარში დადგა, ხუთი — მარჯვნივ და ხუთიც — მარცხნივ;+ ასევე გააკეთა ასი ოქროს თასი.
9 გამოყო მღვდლების+ ეზო+ და დიდი ეზო.+ დიდი ეზოსთვის გააკეთა კარები და სპილენძით დაფარა. 10 ზღვა მარჯვნივ დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით.+
11 ბოლოს ხირამმა გააკეთა ქილები,+ ნიჩბები+ და თასები.+
ასე დაასრულა ხირამმა სამუშაო, რომელსაც სოლომონ მეფეს უსრულებდა ჭეშმარიტი ღვთის სახლისთვის. 12 ორი სვეტი+ და ორი მრგვალი ბუღაური,+ ორი ბადისებური ნაკეთობა+ სვეტების ორი მრგვალი ბუღაურის დასაფარავად, 13 ოთხასი ბროწეული+ ორი ბადისებური ნაკეთობისთვის, ბროწეულების ორი მწკრივი თითოეული ბადისებური ნაკეთობისთვის, სვეტებზე დადგმული ორი მრგვალი ბუღაურის დასაფარავად,+ 14 ათი საზიდარი+ და ზედ ათი ავზი,+ 15 ერთი ზღვა+ და მის ქვეშ თორმეტი ხარი,+ 16 ქილები, ნიჩბები,+ სამკაპები+ და ყველა სხვა ნივთი+ მბზინვარე სპილენძისგან გაუკეთა ხირამ-აბივმა+ სოლომონ მეფეს იეჰოვას სახლისთვის. 17 იორდანის მხარეში, სუქოთსა+ და ცერედას+ შორის, ჩამოასხა ისინი მეფემ თიხნარ ნიადაგზე. 18 სოლომონმა დიდი რაოდენობით დაამზადა ეს ნივთები, რადგან სპილენძი იმდენი იყო, რომ წონა არ ჰქონდა.+
19 დაამზადა სოლომონმა ჭეშმარიტი ღვთის სახლის ყველა ნივთი,+ ოქროს სამსხვერპლო,+ მაგიდები+ წარსადგენი პურის დასადებად, 20 სუფთა ოქროს სალამპრეები+ ლამპრებითურთ,+ რათა წესისამებრ აენთოთ ისინი შიდა ოთახის+ წინ. 21 გააკეთა ოქროს (სუფთა ოქროს) ყვავილები, ლამპრები და მაშები+, 22 პატრუქის ნამწვის მოსაცილებლები, თასები, სასმისები, საცეცხლურები — ბაჯაღლო ოქროსი,+ სახლის შესასვლელი,+ შიდა კარები წმინდათაწმინდაში შესასვლელად და ტაძრის სახლის კარები+ — ოქროსი.
5 ბოლოს დასრულდა ყველა სამუშაო, რაც სოლომონს იეჰოვას სახლისთვის უნდა შეესრულებინა.+ მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის მიერ განწმენდილი ნივთები;+ ჭეშმარიტი ღვთის სახლის საგანძურში შეიტანა ოქრო-ვერცხლი და ყველა ნივთი.+ 2 მაშინ შეკრიბა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესები+ და ტომების თავკაცები,+ ისრაელის ძეების საგვარეულოთა თავკაცები,+ სიონიდან,+ დავითის ქალაქიდან,+ იეჰოვას შეთანხმების კიდობნის+ გადმოსატანად.+ 3 თავი მოიყარეს ისრაელებმა მეფესთან მეშვიდე თვის დღესასწაულზე.+
4 მოვიდნენ ისრაელის უხუცესები+ და წაიღეს ლევიანებმა კიდობანი.+ 5 წაიღეს კიდობანი,+ შეხვედრის კარავი+ და წმინდა ნივთები,+ რაც კარავში იყო; ლევიანმა მღვდლებმა წაიღეს ისინი.+ 6 სოლომონ მეფე და მასთან ერთად შეთანხმებისამებრ კიდობნის წინ შეკრებილი ისრაელთა კრებული სწირავდნენ+ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო. 7 მღვდლებმა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი თავის ადგილზე, სახლის შიდა ოთახში,+ წმინდათაწმინდაში+ შეიტანეს და ქერუბიმების ფრთებქვეშ დადგეს.+ 8 ქერუბიმებს კიდობნის ზემოთ ჰქონდათ ფრთები გაშლილი, ამიტომ ქერუბიმები ზემოდან+ ფარავდნენ კიდობანსა და მის კეტებს.+ 9 კეტები ისეთი გრძელი იყო, რომ მათი ბოლოები წმინდიდან მოჩანდა, შიდა ოთახის წინ, თუმცა გარედან არ ჩანდა; ისინი დღემდე იქ არის.+ 10 კიდობანში არაფერი იდო იმ ორი ფილის+ გარდა, რომლებიც მოსემ ჩადო ხორებში,+ როცა იეჰოვამ შეთანხმება+ დაუდო ისრაელის ძეებს ეგვიპტიდან გამოსვლისას.+
11 როცა წმინდა ადგილიდან გამოვიდნენ მღვდლები (რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმინდა+ განურჩევლად ჯგუფისა),+ 12 და ძვირფას სამოსელში გამოწყობილი ლევიანი მგალობლები,+ რომლებიც ასაფს,+ ჰემანს,+ იედუთუნს,+ მათ ვაჟებსა და ძმებს მიეკუთვნებოდნენ, წინწილებით,+ ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით+ იდგნენ სამსხვერპლოს აღმოსავლეთით და მათთან ერთად ას ოცი მესაყვირე მღვდელი,+ 13 და როგორც კი მესაყვირეებმა და მგალობლებმა ერთხმად+ განადიდეს იეჰოვა, მადლობა შესწირეს მას, აახმიანეს საყვირები, წინწილები და სხვა საკრავები+ და განადიდეს+ იეჰოვა — კარგია იგი,+ მარადიულიაო მისი სიკეთე*+ — ღრუბელმა+ აავსო სახლი, იეჰოვას სახლი.+ 14 ღრუბლის გამო ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა მსახურების შესასრულებლად,+ რადგან იეჰოვას დიდებამ+ აავსო ჭეშმარიტი ღვთის სახლი.
6 მაშინ თქვა სოლომონმა:+ „თავად იეჰოვამ თქვა, რომ შავ ღრუბელში დამკვიდრდებოდა.+ 2 მე აგიშენე სახლი, შენი დიდებული სამყოფელი,+ მტკიცე ადგილი, რომ მარადიულად დამკვიდრდე იქ“.+
3 მერე მეფემ პირი იბრუნა ხალხისკენ და აკურთხა+ ისრაელის მთელი კრებული; ფეხზე იდგა ისრაელის მთელი კრებული.+ 4 მან თქვა: «კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ რომელიც თავისი პირით ელაპარაკა მამაჩემს, დავითს,+ და თავისი ხელით შეასრულა+ ნათქვამი: 5 „ჩემი ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანის დღიდან არ ამირჩევია ქალაქი ისრაელის ტომებს შორის სახლის+ ასაშენებლად, რომ ჩემი სახელი დამკვიდრებულიყო იქ, და არ ამირჩევია კაცი ისრაელის, ჩემი ხალხის, წინამძღოლად.+ 6 ამოვირჩევ+ იერუსალიმს ჩემი სახელის დასავანებლად და დავითს — ჩემი ხალხის, ისრაელის, წინამძღოლად“.+ 7 გულით სურდა მამაჩემ დავითს, ისრაელის ღვთის, იეჰოვას სახელზე სახლის აშენება,+ 8 მაგრამ იეჰოვამ უთხრა მამაჩემს, დავითს: „კარგია, გულით რომ მოისურვე ჩემს სახელზე სახლის აშენება, რადგან გულით მოისურვე ეს,+ 9 მაგრამ შენ არ ააშენებ სახლს,+ შენი საზარდულიდან გამოსული ვაჟი ააშენებს სახლს ჩემს სახელზე“.+ 10 შეასრულა იეჰოვამ თავისი ნათქვამი სიტყვა,+ რომ მამაჩემის, დავითის ადგილს+ დავიკავებდი და ისრაელის ტახტზე დავჯდებოდი,+ როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი,+ და ავაშენებდი სახლს იეჰოვას, ისრაელის ღვთის სახელზე,+ 11 და იქ დავდგამდი კიდობანს,+ რომელშიც იეჰოვას შეთანხმება დევს, ისრაელის ძეებთან დადებული».+
12 დადგა ის იეჰოვას სამსხვერპლოს წინ ისრაელის მთელი კრებულის წინაშე+ და ხელები აღაპყრო+ 13 (სოლომონს სპილენძის კვარცხლბეკი+ გაეკეთებინა და შუა ეზოში დაედგა,+ სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანით ხუთი წყრთა და სიმაღლით სამი წყრთა. და ზედ იდგა). მან მუხლი მოიყარა+ ისრაელის მთელი კრებულის წინაშე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები+ 14 და თქვა: «იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი+ არც ცაში და არც დედამიწაზე; შენ იცავ შეთანხმებას+ და სიკეთეს* უნახავ შენს მსახურებს, რომლებიც მთელი გულით დადიან შენ წინაშე;+ 15 შენ შეუსრულე შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, შენი დანაპირები;+ შენი პირით დაჰპირდი და შენი ხელით შეასრულე ის, როგორც დღეს.+ 16 ახლა კი, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, შეასრულე შენი მსახური დავითისთვის, მამაჩემისთვის მიცემული დანაპირები: „არ მოგაკლდება ჩემ წინაშე ისრაელის ტახტზე+ მჯდომი კაცი, თუ დაიცავენ შენი ვაჟები+ თავიანთ გზას და ივლიან ჩემი კანონით+ ისე, როგორც შენ დადიოდი ჩემ წინაშე“.+ 17 იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ შესრულდეს+ შენი დანაპირები,+ რაც შენს მსახურ დავითს მიეცი!
18 ნუთუ დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე ადამიანებთან?!+ აი, ვერ გიტევს შენ ზეცა,+ ზეცათა ზეცა, და ჩემი აშენებული სახლი როგორღა დაგიტევს?!+ 19 მოხედე შენი მსახურის ლოცვასა+ და სათხოვარს წყალობის მისაღებად,+ იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მოუსმინე მუდარასა+ და ლოცვას, რომლითაც მოგმართავს შენი მსახური,+ 20 რათა დღედაღამ თვალი გეჭიროს+ ამ სახლზე, იმ ადგილზე, რომელზეც თქვი, რომ შენს სახელს დაავანებდი,+ და ისმინე ლოცვა, რომლითაც შენი მსახური მოგმართავს ამ ადგილისკენ მობრუნებული.+ 21 ისმინე შენი მსახურისა+ და შენი ხალხის, ისრაელის ვედრება, როცა ისინი ამ ადგილისკენ მობრუნებულნი ილოცებენ,+ და მოუსმინე ზეციდან,+ შენი სამყოფლიდან, მოუსმინე და აპატიე!+
22 თუ კაცი შესცოდავს თავის მოძმეს,+ ის კი წყევლით დააფიცებს+ მას, და წყევლის ქვეშ მყოფი მოვა შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში,+ 23 მაშინ ისმინე ზეციდან,+ იმოქმედე+ და განსაჯე შენი მსახურები, რათა ბოროტის თავზე მოაქციო მისივე გზა+ და გაამართლო მართალი+ და მისივე სიმართლისამებრ მიაგო მას.+
24 თუ შენი ხალხი, ისრაელი, მტერთან დამარცხდება,+ რადგან გცოდავდნენ,+ მერე კი მობრუნდება,+ ხოტბას შეასხამს შენს სახელს,+ ილოცებს+ და წყალობას გთხოვს ამ სახლში,+ 25 მოუსმინე ზეციდან+ და აპატიე ცოდვა შენს ხალხს,+ ისრაელს, და დააბრუნე+ იმ მიწაზე, რომელიც მათ და მათ მამა-პაპას მიეცი.+
26 როცა ცა დაიხშობა და აღარ გაწვიმდება,+ რადგან გცოდავდნენ+ ისინი, მერე კი ილოცებენ ამ ადგილისკენ+ მობრუნებულნი, ხოტბას შეასხამენ შენს სახელს და მიატოვებენ თავიანთ ცოდვას, რადგან სჯიდი მათ,+ 27 ისმინე ზეციდან და აპატიე ცოდვა შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს, რადგან შენ ასწავლი+ მათ სწორ გზას,+ რომლითაც უნდა იარონ, და აწვიმე+ შენს მიწას, რომელიც მემკვიდრეობად მიეცი შენს ხალხს.+
28 თუ ქვეყანაში შიმშილობა+ დაიწყება ან ჭირი,+ ხორშაკი,+ ჭრაქი,+ კალია+ ან ტარაკანი+ გაჩნდება, თუ მტერი+ ალყაში მოაქცევს ქვეყნის კარიბჭეებს,+ როგორი წყლული ან სნეულებაც არ უნდა იყოს,+ 29 ყოველი ლოცვა+ და სათხოვარი წყალობის მისაღებად,+ რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი,+ რადგან თითოეულმა იცის თავისი უბედურება+ და ტკივილი, და გამოიწვდიან ხელებს ამ სახლისკენ,+ 30 ისმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან,+ აპატიე+ და თითოეულს თავისი გზისამებრ მიაგე,+ რადგან შენ იცი მათი გული+ (მხოლოდ შენ იცი კარგად ადამიანის ძეების გული),+ 31 რათა ეშინოდეთ+ შენი და ყოველდღე იარონ შენი გზით, სანამ ცოცხლები არიან ამ მიწაზე, ჩვენს მამა-პაპას რომ მიეცი.+
32 თუ უცხოელი, რომელიც არ ეკუთვნის შენს ხალხს, ისრაელს,+ მოვა შორეული ქვეყნიდან შენი დიდებული სახელის,+ ძლიერი ხელისა+ და გაწვდილი მკლავის+ გამო, მოვა და ილოცებს ამ სახლისკენ მობრუნებული,+ 33 მოუსმინე ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან,+ და შეუსრულე უცხოელს სათხოვარი,+ რათა დედამიწის ყველა ხალხმა იცოდეს შენი სახელი,+ ისე ეშინოდეს+ შენი, როგორც შენს ხალხს ისრაელს, და იცოდეს, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, რომელიც ავაშენე.+
34 თუ შენი ხალხი იმ გზით გავა მტერთან საომრად,+ რომლითაც შენ გაგზავნი,+ და ლოცვით მოგმართავს+ მობრუნებული ამ ქალაქისკენ, რომელიც შენ ამოირჩიე, და სახლისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,+ 35 ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და სათხოვარი წყალობის+ მისაღებად და სამართალი გაუჩინე მათ.+
36 თუ ისინი შეგცოდავენ+ (რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი),+ და შენ განრისხდები მათზე, მტრის ხელში დატოვებ და დამატყვევებლები ტყვედ წაასხამენ მათ შორეულ თუ მეზობელ ქვეყანაში,+ 37 ისინი კი გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც ტყვედ იქნებიან წაყვანილნი, მობრუნდებიან და წყალობას გთხოვენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში,+ იტყვიან, შევცოდეთ,+ დავაშავეთ+ და ბოროტება ჩავიდინეთო,+ 38 თავიანთი დამატყვევებლების ქვეყანაში დატყვევებულები+ მთელი გულითა+ და სულით მობრუნდებიან შენკენ, ილოცებენ თავიანთი მიწისკენ, იმ მიწისკენ მიბრუნებულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, შენი ამორჩეული ქალაქისკენ+ და სახლისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,+ 39 ისმინე მათი ლოცვა და წყალობის თხოვნა+ ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან,+ სამართალი გაუჩინე მათ+ და აპატიე+ შენს ხალხს შენ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა.
40 ჩემო ღმერთო, გთხოვ, ღია გქონდეს თვალი+ და ყური მიაპყარი+ ამ ადგილისთვის აღვლენილ ლოცვას. 41 აღსდექ,+ იეჰოვა ღმერთო, მოსასვენებლად,+ შენცა და შენი ძლიერების კიდობანიც!+ იეჰოვა ღმერთო, ხსნით შეიმოსონ შენი მღვდლები და იხარონ შენმა ერთგულებმა იმით, რაც კარგია.+ 42 იეჰოვა ღმერთო, ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს,+ გაიხსენე შენი მსახურისადმი, დავითისადმი გამოვლენილი სიკეთე*!»+
7 როგორც კი სოლომონმა ლოცვა დაასრულა,+ ცეცხლი ჩამოვიდა ზეციდან+ და შთანთქა დასაწვავი შესაწირავი+ და მსხვერპლი; იეჰოვას დიდებამ+ აავსო სახლი. 2 ვეღარ შევიდნენ მღვდლები იეჰოვას სახლში,+ რადგან იეჰოვას დიდებას აევსო იეჰოვას სახლი. 3 როცა დაინახეს ისრაელის ძეებმა, როგორ ჩამოვიდა ცეცხლი და როგორ დაივანა იეჰოვას დიდებამ სახლზე, მაშინვე პირქვე დაემხვნენ ქვაფენილზე,+ თაყვანი სცეს+ იეჰოვას და მადლობდნენ, კარგია იგი,+ მარადიულიაო მისი სიკეთე*!+
4 მსხვერპლს სწირავდნენ მეფე და მთელი ხალხი იეჰოვას წინაშე.+ 5 ოცდაორი ათასი ხარი და ას ოცი ათასი ცხვარი გაიღო მსხვერპლად მეფე სოლომონმა.+ ასე აღნიშნეს მეფემ და მთელმა ხალხმა ჭეშმარიტი ღვთის სახლის მიძღვნა.+ 6 მღვდლები+ თავ-თავიანთ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები+ კი დავით მეფის მიერ იეჰოვას სამადლობლად+ გაკეთებული საკრავებით+ ხელში უმღეროდნენ იეჰოვას, მარადიულიაო მისი სიკეთე. ასე აღავლენდა ხოლმე დავითი ქებას მათი ხელით. მღვდლები საყვირებს ახმიანებდნენ+ მათ წინ, ამ დროს ფეხზე იდგნენ ისრაელები.
7 განწმინდა სოლომონმა+ შუა ეზო იეჰოვას სახლის წინ და იქ შესწირა დასაწვავი შესაწირავი+ და მშვიდობის მსხვერპლის* ქონი, რადგან ვეღარ იტევდა სოლომონის გაკეთებული სპილენძის სამსხვერპლო+ დასაწვავ შესაწირავს, მარცვლეულ შესაწირავსა+ და ქონს.+ 8 შვიდ დღეს იდღესასწაულა+ სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა,+ დიდმა კრებულმა+ ხამათის+ შესასვლელიდან ეგვიპტის ხევამდე.+ 9 მერვე დღეს კი საზეიმო შეკრება გამართეს,+ რადგან შვიდ დღეს გრძელდებოდა სამსხვერპლოს მიძღვნა და შვიდ დღეს დღესასწაულობდნენ. 10 მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს მან თავ-თავიანთ სახლებში გაუშვა ხალხი, გახარებული+ და გულმხიარული+ იმ ყოველივე კარგის გამო, რაც იეჰოვამ გაუკეთა დავითს, სოლომონსა და ისრაელს, თავის ხალხს.+
11 ამგვარად დაასრულა სოლომონმა იეჰოვას სახლი+ და მეფის სასახლე;+ ყველაფერი წარმატებით გააკეთა სოლომონმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა იეჰოვას სახლისა და თავისი სასახლისთვის. 12 ღამით იეჰოვა გამოეცხადა+ სოლომონს და უთხრა: «შევისმინე შენი ლოცვა+ და ეს ადგილი ამოვირჩიე+ მსხვერპლის შესაწირავ სახლად.+ 13 როცა ცას დავახშობ, რომ არ გაწვიმდეს,+ როცა კუტკალიას ვუბრძანებ, გადაჭამოს მიწა,+ და როცა ჭირს მოვუვლენ ჩემს ხალხს,+ 14 ჩემი სახელით+ წოდებული ჩემი ხალხი+ კი თავს დაიმდაბლებს,+ ილოცებს,+ ძებნას დაუწყებს ჩემს სახეს+ და მიატოვებს თავის ბოროტ გზას,+ მეც მოვუსმენ ზეციდან,+ ვაპატიებ ცოდვებს+ და განვკურნავ მის მიწას.+ 15 ამიერიდან თვალი ღია მექნება+ და ყური — მიპყრობილი+ ამ ადგილზე წარმოთქმული ლოცვისკენ. 16 ამიერიდან ვირჩევ+ და ვწმენდ ამ სახლს, რათა სამარადისოდ+ აქ იყოს დავანებული ჩემი სახელი,+ მუდამ აქ იქნება ჩემი თვალი და გული!+
17 თუ შენც ისე ივლი ჩემ წინაშე, როგორც მამაშენი დავითი+ დადიოდა, ყველაფერს ჩემი ბრძანებისამებრ+ გააკეთებ და დაიცავ ჩემს წესებსა+ და სამართალს,+ 18 განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს+ მამაშენთან, დავითთან დადებული შეთანხმებისამებრ,+ რომ ვუთხარი, არ დაგელევა-მეთქი კაცი, რომელიც იმმართველებს ისრაელზე.+ 19 მაგრამ თუ განმიდგებით+ და მიატოვებთ ჩემს წესებსა+ და მცნებებს,+ რომლებიც მე დაგიწესეთ, წახვალთ და სხვა ღმერთებს დაუწყებთ მსახურებასა+ და თაყვანისცემას,+ 20 მეც ამოგძირკვავთ ჩემი მიწიდან, რომელიც მოგეცით,+ ამ სახლს კი, ჩემი სახელისთვის რომ განვწმინდე,+ მოვიშორებ თვალთაგან+ და ხალხთა სალაპარაკოს+ და დასაცინს გავხდი.+ 21 ყველა, ვინც ჩაუვლის ნანგრევების გროვად ქცეულ ამ სახლს,+ განცვიფრებული შეხედავს+ მას და იკითხავს, ასე რატომ მოექცაო იეჰოვა ამ მიწასა და სახლს?+ 22 მიუგებენ: „რადგან მიატოვეს იეჰოვა,+ თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოიყვანა ისინი,+ სხვა ღმერთებს ჩაეჭიდნენ,+ მათ სცემდნენ თაყვანს და ემსახურებოდნენ.+ ამიტომ დაატეხა მან ამდენი უბედურება“».+
8 ოცი წლის თავზე,+ როცა დაასრულა სოლომონმა იეჰოვას სახლისა+ და თავისი სასახლის შენება,+ 2 აღადგინა სოლომონმა ქალაქები, რომლებიც ხირამმა+ მისცა მას, და იქ ისრაელის ძეები ჩაასახლა. 3 გაემართა სოლომონი ხამათ-ცობისკენ და სძლია მას. 4 მერე აღადგინა თადმორი უდაბნოში და სამარაგო+ ქალაქები, რომლებიც ხამათში+ ჰქონდა აშენებული. 5 მან ააშენა ზემო ბეთ-ხორონი+ და ქვემო ბეთ-ხორონი,+ გალავნებით,+ კარებითა და ურდულებით+ გამაგრებული ქალაქები; 6 ბაალათი+ და სამარაგო ქალაქები, რომლებიც უკვე სოლომონს ეკუთვნოდა, ეტლების სადგომი ქალაქები,+ მხედართა ქალაქები+ და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა+ იერუსალიმში, ლიბანსა+ და მთელ თავის სამფლობელოში.
7 ხეთელთაგან,+ ამორეველთაგან,+ ფერიზელთაგან,+ ხიველთაგან+ და იებუსელთაგან+ დარჩენილებს, რომლებიც ისრაელს არ ეკუთვნოდნენ,+ 8 მათ შემდეგ იმ მიწაზე დარჩენილ მათ ვაჟებს, რომლებიც არ გაუნადგურებიათ+ ისრაელის ძეებს, სოლომონმა მონური სამუშაო დააკისრა+ და დღემდე ასეა.+ 9 ისრაელის ძეთაგან არავისთვის დაუკისრებია სოლომონს მონური სამუშაო,+ რადგან ისინი მეომრებად,+ მხლებელთა, მეეტლეთა+ და მხედართა ზედამხედველებად ჰყავდა დაყენებული.+ 10 სოლომონ მეფეს ზედამხედველთა უფროსებად,+ ხალხის წინამძღოლებად ორას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა დანიშნული.+
11 სოლომონმა ფარაონის ასული+ დავითის ქალაქიდან+ იმ სახლში გადაიყვანა, რომელიც მას აუშენა,+ და თქვა: „ჩემი ცოლია, მაგრამ მან არ უნდა იცხოვროს ისრაელის მეფის, დავითის სასახლეში, რადგან წმინდაა იეჰოვას კიდობნის სამყოფელი ადგილები“.+
12 სოლომონმა იეჰოვას ამის შემდეგ შესწირა+ დასაწვავი მსხვერპლი იეჰოვას სამსხვერპლოზე,+ რომელიც წინკარის წინ ჰქონდა აგებული,+ 13 ყოველდღიური+ შესაწირავის გაღების წესისამებრ, მოსემ რომ ბრძანა შაბათებზე,+ ახალმთვარობებზე,+ წელიწადში სამჯერ+ დანიშნულ დღესასწაულებზე+ — უფუარობის დღესასწაულზე,+ კვირების დღესასწაულსა+ და კარვობის დღესასწაულზე.+ 14 მან მამამისის, დავითის დადგენილი წესისამებრ+ მღვდელთა ჯგუფები+ დააყენა თავ-თავიანთი მსახურების შესასრულებლად, ლევიანებიც+ თავ-თავიანთ ადგილებზე დააყენა, რომ დადგენილი წესისამებრ ყოველდღიურად+ აღევლინათ სადიდებელი+ და ემსახურათ+ მღვდლების წინაშე; მან ჯგუფების მიხედვით სხვადასხვა კარიბჭესთან დააყენა კარიბჭის მცველები,+ რადგან ასე ჰქონდა ნაბრძანები დავითს, ჭეშმარიტი ღვთის კაცს. 15 მათ არ გადაუხვევიათ იმ ბრძანებისთვის, რომელიც მეფემ მღვდლებსა და ლევიანებს სხვადასხვა საკითხისა და მარაგის შესახებ მისცა.+ 16 წარმატებით შესრულდა სოლომონის ყველა საქმე+ იეჰოვას სახლის საძირკვლის ჩაყრის დღიდან სახლის დამთავრებამდე.+ ასე დასრულდა იეჰოვას სახლის მშენებლობა.+
17 წავიდა სოლომონი ეციონ-გებერში+ და ელოთში,+ ზღვისპირეთში, ედომის მიწაზე.+ 18 ხირამი+ თავის მსახურთა ხელით უგზავნიდა მას ხომალდებსა და მსახურებს, ზღვის მცოდნეებს.+ ისინი სოლომონის მსახურებთან ერთად მიდიოდნენ ოფირში+ და იქიდან ოთხას ორმოცდაათი ტალანტი+ ოქრო+ მოჰქონდათ სოლომონ მეფისთვის.+
9 შეიტყო საბას დედოფალმა+ სოლომონის ამბავი და მივიდა იერუსალიმში, რომ ის რთული კითხვებით+ გამოეცადა. მას დიდი ამალა ახლდა და თან ბალზამით,+ დიდძალი ოქროთი+ და ძვირფასი ქვებით+ დატვირთული აქლემები+ მიჰყვებოდა. მივიდა სოლომონთან და ელაპარაკა მას ყველაფერზე, რაც კი გულში ჰქონდა.+ 2 სოლომონმა ყველაფერი აუხსნა;+ არაფერი იყო სოლომონისთვის დაფარული და უპასუხოდ არაფერი დაუტოვებია.+
3 იხილა საბას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე,+ მისი აშენებული სახლი,+ 4 მისი სუფრა,+ სუფრასთან მსხდომი მსახურები, სუფრის მომსახურეთა საქმიანობა და მათი ჩაცმულობა,+ მის მერიქიფეთა საქმიანობა+ და ჩაცმულობა და დასაწვავი მსხვერპლი,+ რომელსაც ის მუდმივად სწირავდა იეჰოვას სახლში,+ და განცვიფრებული დარჩა. 5 უთხრა მან მეფეს: „მართალი ყოფილა ის სიტყვა, რაც შენზე და შენს სიბრძნეზე მქონდა გაგონილი ჩემს ქვეყანაში!+ 6 არ მჯეროდა+ ამ სიტყვების, სანამ თავად არ მოვედი და საკუთარი თვალით არ ვიხილე.+ აი, ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის შენს უსაზღვრო სიბრძნეზე!+ ყველაფერს გადააჭარბე, რაც გაგონილი მქონდა.+ 7 ბედნიერია+ შენი ხალხი და ბედნიერები არიან შენი მსახურები, რომლებიც მუდამ შენ წინაშე დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს!+ 8 კურთხეული იყოს იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რომელმაც მოგიწონა+ და მეფედ დაგსვა თავის ტახტზე+ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე;+ ჰყვარებია შენს ღმერთს+ ისრაელი და ამიტომაც დაუყენებიხარ მეფედ+ სამართლისა+ და სიმართლის+ აღსასრულებლად, რათა სამარადისოდ განმტკიცდეს ისრაელი!“
9 მიართვა მან მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო,+ ბალზამი+ დიდი რაოდენობით და ძვირფასი ქვები;+ არასდროს ყოფილა იქ იმდენი ბალზამი, რამდენიც საბას დედოფალმა მიართვა მეფე სოლომონს.+
10 ხირამისა+ და სოლომონის მსახურებს, რომლებსაც ოფირიდან ოქრო+ ჩამოჰქონდათ, სანდალოზის ხის+ მორებიცა და ძვირფასი ქვებიც+ მოჰქონდათ. 11 სანდალოზის ხის მორებისგან მეფემ კიბე+ გააკეთა იეჰოვას სახლისა და მეფის სასახლისთვის+ და მომღერლებისთვის+ — ქნარები+ და სხვა სიმებიანი საკრავები;+ მსგავსი არაფერი ენახათ იუდას მიწაზე.
12 მეფე სოლომონმა ყველაფერი მისცა საბას დედოფალს,+ რაც კი მან ისურვა და ითხოვა, იმაზე მეტი, რაც მან თავად მიართვა მეფეს. გაბრუნდა ის და წავიდა თავის ქვეყანაში თავის მსახურებთან ერთად.+
13 ყოველწლიურად ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს+ 14 იმ ოქრო-ვერცხლის გარდა, რომელიც მოგზაურებსა და ვაჭრებს,+ არაბთა მეფეებსა+ და ქვეყნის გამგებლებს შემოჰქონდათ სოლომონისთვის.
15 ოქროს შენადნობისგან+ მეფე სოლომონმა ორასი დიდი ფარი გააკეთა (თითოეული ფარი ექვსასი შეკელი ოქროთი მოავარაყა)+ 16 და ოქროსავე შენადნობისგან გააკეთა სამასი პატარა ფარი (თითოეული ფარი სამი მინა ოქროთი მოავარაყა).+ მეფემ ისინი ლიბანის ტყის სახლში+ დააწყო.
17 მეფემ სპილოს ძვლის დიდი ტახტი გააკეთა და სუფთა ოქროთი+ მოავარაყა. 18 ტახტთან მისასვლელს ექვსი საფეხური ჰქონდა. ტახტს ოქროს ფეხსადგამი ჰქონდა მიდგმული; ტახტს ორივე მხარეს ჰქონდა საიდაყვეები,+ აქეთ-იქით კი თითო-თითო ლომი+ იდგა. 19 ექვსი საფეხურის ორივე მხარეს თორმეტი ლომი+ იდგა. მსგავსი რამ არც ერთ სხვა სამეფოში არ ყოფილა.+ 20 მეფე სოლომონის სასმისები+ ოქროსი+ იყო, ლიბანის ტყის სახლის ჭურჭელი+ კი — სუფთა ოქროსი. ვერცხლისა არაფერი იყო; სოლომონის დროს ვერცხლს ფასი არ ჰქონდა.+ 21 მეფის ხომალდებით დადიოდნენ თარშიშში+ ხირამის მსახურები.+ სამ წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდნენ ოქრო-ვერცხლით,+ სპილოს ძვლით,+ მაიმუნებითა და ფარშევანგებით+ სავსე თარშიშული ხომალდები.
22 დედამიწის ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი სიმდიდრითა+ და სიბრძნით.+ 23 დედამიწის ყველა მეფე ესწრაფოდა+ სოლომონის სახის ხილვას მისი სიბრძნის მოსასმენად,+ რომელიც ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩაუდო გულში.+ 24 ყველას თავისი ძღვენი+ მიჰქონდა მასთან: ოქრო-ვერცხლის ნივთები,+ ტანსაცმელი,+ იარაღი, ბალზამი, ცხენები და ჯორები. ასე ხდებოდა ყოველწლიურად.+ 25 სოლომონს ოთხი ათასი საჯინიბო+ ჰქონდა, ჰყავდა ეტლები+ და თორმეტი ათასი ცხენი. მან ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში+ დააყენა მეფესთან ახლოს, იერუსალიმში. 26 ის მმართველობდა ყველა მეფეზე მდინარიდან* ფილისტიმელთა მიწამდე და ეგვიპტის საზღვრამდე.+ 27 მეფის წყალობით ვერცხლი ქვებივით მრავლად იყო იერუსალიმში, კედარი კი — სიკომოროსავით,+ შეფელაში+ რომ იზრდება.+ 28 სოლომონისთვის ცხენები+ ეგვიპტიდან+ და სხვა ქვეყნებიდან მოჰყავდათ.
29 სოლომონის დანარჩენი საქმეები,+ პირველიდან უკანასკნელამდე, ჩაწერილია წინასწარმეტყველ ნათანის+ სიტყვებში, შილოელი+ ახიას+ წინასწარმეტყველებაში და წინასწარმხილველ იდოს+ ხილვების კრებულში, იერობოამს,+ ნებატის ძეს+ რომ ეხება. 30 ორმოც წელიწადს განაგებდა სოლომონი ისრაელს იერუსალიმიდან. 31 განისვენა სოლომონმა თავისი მამა-პაპის გვერდით. დამარხეს ის მამამისის, დავითის ქალაქში,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი რობოამი+ გამეფდა.+
10 წავიდა რობოამი+ შექემში,+ რადგან ისრაელები შექემში იყვნენ მისულები მის გასამეფებლად. 2 იერობოამმა,+ ნებატის ძემ, ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას,+ გაიგო ამის შესახებ (სოლომონ მეფის გამო გაიქცა ის) და მაშინვე დაბრუნდა ეგვიპტიდან.+ 3 მოუხმეს იერობოამს და ისიც მივიდა მთელ ისრაელთან ერთად და უთხრა რობოამს:+ 4 „მამაშენმა უღელი დაგვიმძიმა;+ შეგვიმსუბუქე მამაშენისგან დაკისრებული მძიმე სამუშაო და მძიმე უღელი,+ რომელიც დაგვადგა, და გემსახურებით“.+
5 მან კი მიუგო: „სამი დღის შემდეგ დაბრუნდით“. ხალხიც წავიდა. 6 მეფე რობოამმა რჩევა ჰკითხა+ უხუცესებს, რომლებიც მუდამ, მთელი სიცოცხლე გვერდით ჰყავდნენ მამამის სოლომონს: „რას მირჩევთ, რა ვუპასუხო ამ ხალხს?“+ 7 მათ მიუგეს: „თუ ამ ხალხს კეთილად მოექცევი, აამებ და ტკბილად დაელაპარაკები,+ ისინიც მუდამ შენი მსახურები იქნებიან“.+
8 მაგრამ მან ყურად არ იღო უხუცესების რჩევა+ და მასთან ერთად გაზრდილ,+ გვერდით მყოფ ახალგაზრდებს ჰკითხა:+ 9 „რას მირჩევთ,+ რა ვუპასუხოთ ამ ხალხს, რომელმაც მითხრა, შეგვიმსუბუქეო მამაშენისგან დადგმული უღელი?“+ 10 მასთან ერთად გაზრდილმა ახალგაზრდებმა მიუგეს: «აი რა უთხარი ხალხს, რომ გეუბნებიან, მამაშენმა დაგვიმძიმა უღელი, შენ კი შეგვიმსუბუქეო, ასე უთხარი:+ „ჩემი ნეკი მამაჩემის თეძოზე მსხვილი იქნება.+ 11 მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგადგათ, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ;+ მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე კი ეკლიანი შოლტებით დაგსჯით“».+
12 მესამე დღეს იერობოამი მთელ ხალხთან ერთად მივიდა რობოამთან, როგორც მეფეს ჰქონდა ნათქვამი, მესამე დღეს მოდითო ჩემთან.+ 13 მკაცრად+ უპასუხა მათ მეფემ. ყურად არ იღო მეფე რობოამმა უხუცესების+ რჩევა+ 14 და ახალგაზრდების რჩევისამებრ+ მიუგო მათ: „მე უფრო დაგიმძიმებთ უღელს. მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე კი ეკლიანი შოლტებით დაგსჯით“.+ 15 არ მოუსმინა მეფემ ხალხს, რადგან ასე წარმართა საქმე ჭეშმარიტმა ღმერთმა,+ რათა შეესრულებინა იეჰოვას თავისი სიტყვა,+ რომელიც შილოელი+ ახიას+ პირით ჰქონდა ნათქვამი იერობოამისთვის, ნებატის ვაჟისთვის.+
16 როცა მთელმა ისრაელმა დაინახა, რომ მეფემ არ მოუსმინა მათ, მიუგო ხალხმა მეფეს: „რა წილი გვაქვს დავითში?!+ არა გვაქვს მემკვიდრეობა იესეს ძეში.+ ყველა თქვენ-თქვენი ღმერთებისკენ,+ ისრაელო! შენ თვითონ მიხედე შენს სახლს, დავით!“+ და მთელი ისრაელი თავ-თავიანთი კარვებისკენ გაეშურა.
17 მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზეღა მეფობდა რობოამი.+
18 გაგზავნა მეფე რობოამმა სავალდებულო სამუშაოს შემსრულებელთა ზედამხედველი ჰადორამი,+ მაგრამ ისრაელის ძეებმა ჩაქოლეს+ ის, და მოკვდა იგი. მეფე რობოამმა კი მოახერხა თავის ეტლში ასვლა და იერუსალიმში გაქცევა.+ 19 განუდგნენ+ ისრაელები დავითის სახლს და დღემდე ასეა.
11 იერუსალიმში მისვლისთანავე შეკრიბა რობოამმა+ იუდასა და ბენიამინის სახლი,+ ას ოთხმოცი ათასი რჩეული ბრძოლისუნარიანი ვაჟკაცი,+ რომ შებრძოლებოდნენ ისრაელს და სამეფო რობოამისთვის დაებრუნებინათ. 2 მაშინ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა შემაიას,+ ჭეშმარიტი ღვთის კაცს: 3 «უთხარი იუდას მეფე რობოამს,+ სოლომონის ძეს, და იუდასა და ბენიამინში მყოფ მთელ ისრაელს, 4 აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „არ გახვიდეთ და არ შეებრძოლოთ თქვენს ძმებს.+ თითოეული თქვენ-თქვენ სახლებში დაბრუნდით, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს“».+ ისინიც დაემორჩილნენ იეჰოვას სიტყვას და აღარ წავიდნენ იერობოამის წინააღმდეგ.+
5 ცხოვრობდა რობოამი იერუსალიმში და ამაგრებდა ქალაქებს იუდაში. 6 მან აღადგინა ბეთლემი,+ ეტამი+ და თეკოა,+ 7 ბეთ-ცური,+ სოქო+ და ადულამი,+ 8 გათი,+ მარეშა+ და ზიფი,+ 9 ადორაიმი, ლაქიში+ და აზეკა,+ 10 ცორა,+ აიალონი+ და ხებრონი+ — იუდასა და ბენიამინის გამაგრებული ქალაქები. 11 მან გაამაგრა ციხესიმაგრეები,+ წინამძღოლები დააყენა+ და იქაურობა საჭმლით, ზეთითა და ღვინით მოამარაგა; 12 ქალაქები დიდი ფარებითა+ და შუბებით+ მოამარაგა და საგულდაგულოდ გაამაგრა. იუდა და ბენიამინი კვლავაც მის ხელში რჩებოდა.
13 მთელ ისრაელში მცხოვრები მღვდლები და ლევიანები ჩავიდნენ თავ-თავიანთი მხარეებიდან და გვერდით დაუდგნენ მას. 14 მიატოვეს ლევიანებმა თავიანთი საძოვრები+ და სამფლობელოები+ და იუდასა და იერუსალიმში+ ჩავიდნენ (რადგან ჩამოართვეს მათ მღვდლობა იერობოამმა+ და მისმა ძეებმა,+ იეჰოვასთვის რომ აღარ ემსახურათ. 15 დაიყენა მან ქურუმები მაღლობებზე,+ თხისმაგვარი დემონებისა*+ და თავის გაკეთებული ხბოების თაყვანსაცემად).+ 16 მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან ისინი, ვინც გულით ეძებდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, და იერუსალიმში+ ჩავიდნენ თავიანთი მამა-პაპის ღვთისთვის, იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად.+ 17 ისინი განამტკიცებდნენ იუდას მეფობას+ და სამ წელიწადს უჭერდნენ მხარს რობოამს, სოლომონის ძეს, რადგან სამ წელიწადს დადიოდნენ დავითისა და სოლომონის გზით.+
18 რობოამმა ცოლად შეირთო მახალათი, დავითის ვაჟის იერიმოთისა და ელიაბის,+ იესეს ვაჟის, ასულის აბიჰაილის ასული. 19 მისგან შეეძინა ვაჟები: იეუში, შემარია და ზაჰამი. 20 მერე შეირთო მააქა,+ აბესალომის+ შვილიშვილი. მისგან შეეძინა აბია,+ ათაი, ზიზა და შელომითი. 21 რობოამს სხვა ცოლებსა და ხარჭებზე მეტად უყვარდა მააქა, აბესალომის შვილიშვილი;+ მას თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა, რომელთაგანაც ოცდარვა ვაჟი და სამოცი ასული შეეძინა. 22 რობოამმა მააქას ვაჟი აბია დააყენა თავკაცად, მისი ძმების წინამძღოლად, რადგან მის გამეფებას ფიქრობდა, 23 თუმცა ის გონივრულად+ მოიქცა და თავისი ვაჟებიდან ზოგიერთი იუდასა და ბენიამინის+ ყველა კუთხეში, ყველა გამაგრებულ ქალაქში+ დაგზავნა; უხვად+ მისცა მათ სარჩო და მრავალი ცოლი შერთო.+
12 როგორც კი განმტკიცდა რობოამის მეფობა+ და როგორც კი გაძლიერდა ის, მან და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა+ მიატოვეს იეჰოვას კანონი.+ 2 მეფე რობოამის მეფობის მეხუთე წელს+ ეგვიპტის მეფე შიშაკი*+ გამოვიდა იერუსალიმის წინააღმდეგ (რადგან მათ უორგულეს იეჰოვას)+ 3 ათას ორასი ეტლითა+ და სამოცი ათასი მხედრით, და მასთან ერთად ურიცხვი+ ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან — ლიბიელები,+ სუქიმელები და ეთიოპები.+ 4 აიღო იუდას გამაგრებული ქალაქები+ და ბოლოს იერუსალიმსაც მიადგა.+
5 მივიდა წინასწარმეტყველი შემაია+ რობოამთან და იუდას მთავრებთან, რომლებსაც შიშაკის გამო იერუსალიმში მოეყარათ თავი, და უთხრა მათ: «აი რას ამბობს იეჰოვა: „თქვენ მიმატოვეთ+ და მეც შიშაკს შეგატოვეთ+ ხელში“». 6 მაშინ თავი დაიმდაბლეს+ ისრაელის მთავრებმა და მეფემ და თქვეს: მართალიაო იეჰოვა.+ 7 როცა იეჰოვამ დაინახა,+ რომ მათ თავი დაიმდაბლეს, იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა შემაიას:+ „თავი დაიმდაბლეს+ მათ. აღარ მოვსპობ, ცოტა ხანში გადავარჩენ და აღარ გადმოიღვრება ჩემი რისხვა იერუსალიმზე შიშაკის ხელით,+ 8 მაგრამ გახდებიან მისი მსახურები,+ რათა იცოდნენ, რა სხვაობაა ჩემს მსახურებასა+ და მიწიერი სამეფოების მსახურებას შორის“.+
9 ეგვიპტის მეფე შიშაკი+ იერუსალიმის წინააღმდეგ გამოვიდა და წაიღო იეჰოვას სახლის საგანძური+ და მეფის სასახლის საგანძური;+ მან ყველაფერი წაიღო, მათ შორის სოლომონის მიერ გაკეთებული ოქროს ფარებიც.+ 10 მათ სანაცვლოდ მეფე რობოამმა სპილენძის ფარები გააკეთა და ჩააბარა მალემსრბოლთა ზედამხედველებს,+ მეფის სასახლის შესასვლელის+ დარაჯებს.+ 11 ყოველთვის, როცა მეფე იეჰოვას სახლში მიდიოდა, მალემსრბოლები შედიოდნენ და გამოჰქონდათ ისინი, შემდეგ კი მალემსრბოლთა სადარაჯო ოთახში აბრუნებდნენ.+ 12 რაკი თავი დაიმდაბლა მან, გაბრუნდა იეჰოვას რისხვა მისგან+ და არ უფიქრია მათი სრულად განადგურება.+ კარგი საქმეებიც კეთდებოდა იუდაში.+
13 მეფე რობოამი კვლავ განმტკიცდა იერუსალიმში და განაგრძო მეფობა. ორმოცდაერთი წლისა გამეფდა რობოამი+ და ჩვიდმეტ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში,+ რომელიც ისრაელის ტომებიდან ამოარჩია იეჰოვამ თავისი სახელის დასავანებლად.+ დედამისი ამონელი+ ნაამა+ იყო. 14 ბოროტებას სჩადიოდა+ რობოამი, რადგან მთელი გულით არ ეძებდა იეჰოვას.+
15 რობოამის საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე,+ შემაია+ წინასწარმეტყველისა და იდო წინასწარმხილველის+ სიტყვებშია ჩაწერილი, რაც საგვარეულო ნუსხის სახით დაიწერა. გაუთავებელი ომი იყო რობოამსა+ და იერობოამს+ შორის. 16 განისვენა რობოამმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის დავითის ქალაქში,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი, აბია+ გამეფდა.
13 მეფე იერობოამის მეფობის მეთვრამეტე წელს იუდაში აბია გამეფდა.+ 2 მან სამ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო მიქაია,+ გიბელი+ ურიელის ასული. ომი იყო აბიასა და იერობოამს+ შორის.
3 აბია ოთხასი ათასი ძლიერი და რჩეული მეომრისგან შემდგარი ჯარით ჩაება ომში,+ იერობოამი კი რვაასი ათასი რჩეული, მამაცი და ძლიერი კაცით გამოვიდა მის წინააღმდეგ საბრძოლველად.+ 4 ავიდა აბია ცემარაიმის მთაზე, ეფრემის მთიან მხარეში+ და თქვა: „მისმინეთ, იერობოამ და მთელო ისრაელო! 5 განა არ იცით, რომ იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, ისრაელის სამეფო სამარადისოდ+ დავითსა+ და მის ვაჟებს+ მისცა მარილის შეთანხმებით?!+ 6 ხოლო იერობოამი,+ ნებატის ვაჟი, დავითის ვაჟის, სოლომონის მსახური,+ აუჯანყდა+ თავის ბატონს.+ 7 უქნარა+ და უვარგისმა+ ხალხმა მოიყარა მასთან თავი. მათ სძლიეს რობოამს, სოლომონის ვაჟს, რადგან ახალგაზრდა და გაუბედავი+ იყო რობოამი,+ და წინ ვერ აღუდგა მათ.
8 ბევრნი ხართ,+ თან გაქვთ ოქროს ხბოები, იერობოამმა რომ ღმერთებად დაგიყენათ+ და გგონიათ, წინ აღუდგებით იეჰოვას სამეფოს, რომელიც დავითის ძეების ხელშია.+ 9 განა თქვენ არ განდევნეთ იეჰოვას მღვდლები,+ აარონის ძეები, და ლევიანები?! განა სხვა ქვეყნების ხალხებივით ქურუმები არ დაიყენეთ?!+ ვინც კი მოვიდა და მოზვრითა და შვიდი ვერძით აივსო ხელი ძალაუფლებით, ცრუღმერთების+ ქურუმი გახდა. 10 ჩვენი ღმერთი კი იეჰოვაა,+ არ მიგვიტოვებია ის. იეჰოვას ემსახურებიან მღვდლები, აარონის ძეები, ლევიანებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ;+ 11 ყოველ დილა-საღამოს+ დასაწვავ შესაწირავს უბოლებენ იეჰოვას და სურნელოვან საკმეველს+ უკმევენ. წარსადგენი პური დევს ბაჯაღლო ოქროს+ მაგიდაზე, ყოველ საღამოს ანათებს ოქროს სალამპრე+ თავისი ლამპრებით.+ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას+ იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე, თქვენ კი მიატოვეთ ღმერთი.+ 12 აი, ჩვენ სათავეში გვიდგას ჭეშმარიტი ღმერთი+ თავისი მღვდლებითა+ და საყვირებით,+ რითაც საბრძოლო განგაშს ვტეხთ თქვენ წინააღმდეგ. ისრაელის ძეებო, ნუ ებრძვით იეჰოვას, თქვენი მამა-პაპის ღმერთს,+ რადგან ხელი არ მოგემართებათ!“+
13 ამასობაში იერობოამმა მათ ზურგში ხალხი ჩაუსაფრა; თვითონ იუდეველთა წინ იყვნენ, ჩასაფრებულები კი — მათ უკან.+ 14 როცა იუდეველებმა უკან მოიხედეს, დაინახეს, რომ წინაც და უკანაც ბრძოლა უნდა გაემართათ.+ მათ შეღაღადეს იეჰოვას,+ მღვდლებმა კი საყვირებს ჩაჰბერეს. 15 საბრძოლო ყიჟინა+ დასცეს იუდეველებმა, და როცა საბრძოლო ყიჟინა დასცეს იუდეველებმა, ჭეშმარიტმა ღმერთმა დაამარცხა+ იერობოამი და მთელი ისრაელი აბიასა+ და იუდას წინაშე. 16 უკუიქცნენ ისრაელის ძეები იუდასგან, მაგრამ ღმერთმა ხელში ჩაუგდო მათ ისინი.+ 17 გაჟლიტეს ისინი აბიამ და მისმა ხალხმა; ხუთასი ათასი რჩეული ვაჟკაცი დაეცა ისრაელისგან. 18 ასე დამდაბლდნენ მაშინ ისრაელის ძეები, იუდას ძეებმა კი სძლიეს მათ, რადგან იეჰოვაზე, თავიანთი მამა-პაპის ღმერთზე იყვნენ მინდობილნი.+ 19 დაედევნა აბია იერობოამს და დაიპყრო მისი ქალაქები: ბეთელი+ მიმდებარე ქალაქებიანად, იეშანა მიმდებარე ქალაქებიანად და ეფრაინი მიმდებარე ქალაქებიანად.+ 20 ვეღარ მოიკრიბა იერობოამმა ძალა+ აბიას დროს. დაჰკრა მას იეჰოვამ+ და მოკვდა იგი.
21 გაძლიერდა აბია.+ თოთხმეტი ცოლი შეირთო+ და ოცდაორი ვაჟი+ და თექვსმეტი ასული შეეძინა. 22 აბიას დანარჩენი ამბები, მისი საქმეები და სიტყვები იდო+ წინასწარმეტყველის მონათხრობშია ჩაწერილი.
14 განისვენა აბიამ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ასა+ გამეფდა, რომლის დროსაც ათ წელიწადს მოსვენებული იყო ქვეყანა.+
2 კარგად და სწორად იქცეოდა ასა იეჰოვას, თავისი ღვთის თვალში. 3 მოსპო მან უცხო სამსხვერპლოები+ და მაღლობები,+ დაამტვრია წმინდა სვეტები+ და წმინდა ბოძები;+ 4 მოუწოდა იუდას, რომ ეძებნათ+ იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, და შეესრულებინათ კანონი+ და მცნება;+ 5 მოსპო იუდას ქალაქებში მაღლობები და სასაკმევლეები.+ მოსვენებული იყო სამეფო+ მისი მეფობის დროს. 6 მან ააშენა გამაგრებული ქალაქები იუდაში,+ რადგან მოსვენებული იყო ქვეყანა. ომი არ ჰქონია მას ამ წლების განმავლობაში, რადგან იეჰოვამ დაასვენა ის.+ 7 მიმართა მან იუდას: „მოდი, ავაშენოთ ეს ქალაქები, შემოვავლოთ მათ გალავნები,+ გავუკეთოთ კოშკები,+ ორმაგი კარები და ურდულები.+ ჩვენია ეს მიწა, რადგან ვეძებთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს;+ ვეძებთ და ისიც მშვიდობას გვაძლევს ყოველი მხრიდან“.+ აშენებდნენ ისინი და ხელიც ემართებოდათ.+
8 ასას ჰყავდა ჯარი, დიდი ფარითა+ და შუბით+ შეიარაღებული სამასი ათასი კაცი იუდადან+ და ფარითა და მშვილდით+ შეიარაღებული ორას ოთხმოცი ათასი+ კაცი ბენიამინიდან. ყველანი მამაცნი და ძლიერნი იყვნენ.
9 ეთიოპი ზერახი+ მილიონიანი ჯარითა+ და სამასი ეტლით გამოვიდა მათ წინააღმდეგ და მარეშას+ მიადგა. 10 ასაც გამოვიდა მის წინააღმდეგ და ცეფათას ველზე, მარეშასთან დაირაზმნენ. 11 მოუხმო ასამ იეჰოვას, თავის ღმერთს:+ „იეჰოვა, შემწევ, სიმრავლისა თუ უძლურების მიუხედავად!+ დაგვეხმარე, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი+ და შენი სახელით+ გამოვედით ამ ბრბოს წინააღმდეგ! იეჰოვა, შენა ხარ ჩვენი ღმერთი,+ ნუ იმძლავრებს მოკვდავი კაცი შენზე!“+
12 მაშინ დაამარცხა იეჰოვამ+ ეთიოპები ასას და იუდას წინაშე და გაიქცნენ ეთიოპები. 13 ასამ და მასთან მყოფმა ხალხმა გერარამდე+ სდიეს მათ; ეცემოდნენ ეთიოპები, მათგან არავინ გადარჩენილა ცოცხალი, რადგან განადგურდნენ იეჰოვასა+ და მისი ბანაკის+ წინაშე. დიდი ნადავლი წამოიღო მათგან ხალხმა.+ 14 დასცეს მათ გერარის გარშემო მდებარე ქალაქებიც, ვინაიდან იეჰოვას შიშმა+ მოიცვა ხალხი. გაძარცვეს ქალაქები, რადგან იქ ბევრი რამ იყო დასატაცებელი.+ 15 მოსპეს მწყემსთა კარვებიც,+ წაასხეს მრავალი+ ფარა და აქლემები+ და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
15 ღვთის სული+ გადმოვიდა აზარიაზე, ოდედის+ ძეზე. 2 მივიდა ის ასასთან და უთხრა: „მისმინეთ, ასა, იუდა და ბენიამინ! იეჰოვა თქვენთან არის, სანამ მასთან ხართ.+ თუ ძებნას+ დაუწყებთ, გაპოვნინებთ თავს, მაგრამ თუ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.+ 3 მრავალი დღე იყო ისრაელი+ ჭეშმარიტი ღვთის, მღვდლის სწავლებისა+ და კანონის გარეშე. 4 გაჭირვებისას+ უბრუნდებოდნენ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს,+ ეძებდნენ მას და ისიც თავს აპოვნინებდა.+ 5 იმ დროს მშვიდობა არ ჰქონდა მიმსვლელ-მომსვლელს,+ რადგან არეულობები იყო სხვადასხვა მხარის მკვიდრთა შორის.+ 6 ხალხი ხალხს ანადგურებდა+ და ქალაქი — ქალაქს, რადგან ღმერთმა ყოველგვარი გასაჭირით შეაშფოთა ისინი.+ 7 გამბედაობა მოიკრიბეთ+ და ხელები არ ჩამოუშვათ,+ რადგან დაჯილდოვდება თქვენი საქმიანობა!“+
8 როგორც კი ასამ ეს სიტყვები და ოდედ წინასწარმეტყველის+ ეს წინასწარმეტყველება მოისმინა, გამბედაობა მოიკრიბა და მოსპო სისაძაგლეები+ იუდასა და ბენიამინის მიწაზე და იმ ქალაქებში, ეფრემის მთიან მხარეში+ რომ დაიპყრო; მან აღადგინა იეჰოვას წინკარის წინ მდგარი იეჰოვას სამსხვერპლოც.+ 9 მან შეკრიბა მთელი იუდა და ბენიამინი+ და მათთან მყოფი ხიზნები+ ეფრემიდან, მენაშედან და სიმონიდან, რადგან ისრაელიდან მრავალი გადავიდა მის მხარეზე, როცა დაინახეს, რომ იეჰოვა, მისი ღმერთი იყო მასთან.+ 10 ასას მეფობის მეთხუთმეტე წლის მესამე თვეს შეიკრიბნენ ისინი იერუსალიმში. 11 მოტანილი ნადავლიდან შვიდასი ხარი და შვიდი ათასი ცხვარი შესწირეს მსხვერპლად იეჰოვას იმ დღეს. 12 შეთანხმება+ დადეს, რომ მთელი გულითა და სულით+ დაუწყებდნენ ძებნას იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, 13 და ყველა, ვინც არ მოძებნიდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო,+ დიდი თუ პატარა,+ კაცი თუ ქალი.+ 14 შეჰფიცეს+ იეჰოვას დიდი ხმით, მხიარული შეძახილითა და სხვადასხვანაირი საყვირის ახმიანებით. 15 მთელი იუდა ხარობდა+ ამ ფიცით, რადგან მთელი გულით დაიფიცეს, სიამოვნებით ეძებდნენ ღმერთს და მანაც აპოვნინა მათ თავი.+ კვლავაც მშვიდობას აძლევდა იეჰოვა მათ ყოველი მხრიდან.+
16 მეფე ასამ+ ბებიამისს, მააქას,+ დედოფლობა ჩამოართვა,+ რადგან საზიზღარი კერპი ჰქონდა გაკეთებული წმინდა ბოძისთვის.+ დაამტვრია ასამ მისი საზიზღარი კერპი,+ გააცამტვერა და კედრონის ხევში+ დაწვა.+ 17 ოღონდ მაღლობები+ არ გაუქმებულა ისრაელში,+ თუმცა წრფელი იყო ასას გული მთელი მისი სიცოცხლე.+ 18 მან ჭეშმარიტი ღვთის სახლში მიიტანა მამამისისა და თავის მიერ განწმენდილი ოქრო-ვერცხლი და სხვადასხვა ნივთები.+ 19 ომი არ ყოფილა ასას მეფობის ოცდამეთხუთმეტე წლამდე.+
16 ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს ისრაელის მეფე ბააშა+ იუდას წინააღმდეგ გამოვიდა და მშენებლობა დაიწყო რამაში,+ რათა ვერც ვერავინ გამოსულიყო იუდას მეფე ასასგან და ვერც შესულიყო მასთან.+ 2 გამოიტანა ასამ ოქრო-ვერცხლი იეჰოვას სახლის საგანძურიდან+ და მეფის სასახლის საგანძურიდან,+ გაუგზავნა სირიის მეფე+ ბენ-ჰადადს,+ რომელიც დამასკოში+ ცხოვრობდა, და შეუთვალა: 3 „შეთანხმება გვაქვს მე და შენ, მამაჩემსა და მამაშენს. აი გიგზავნი ოქრო-ვერცხლს. წადი და დაარღვიე ისრაელის მეფე ბააშასთან+ დადებული შეთანხმება, რომ ჩამომშორდეს“.+
4 ბენ-ჰადადმაც მოუსმინა მეფე ასას, გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ, რომლებმაც დაამხვეს იონი,+ დანი+ და აბელ-მაიმი+ და მოსპეს ნაფთალის+ ქალაქების სამარაგო ადგილები.+ 5 როგორც კი ბააშამ ეს ამბავი შეიტყო, მაშინვე შეწყვიტა მშენებლობა რამაში და შეაჩერა თავისი საქმე.+ 6 მეფე ასამ კი შეკრიბა მთელი იუდა,+ მათაც გამოიტანეს რამის ქვები+ და მორები, რითაც ბააშა აშენებდა,+ და ამ მასალით დაიწყო მან მშენებლობა გებასა+ და მიცფაში.+
7 მაშინ წინასწარმხილველი ხანანი+ მივიდა იუდას მეფე ასასთან და უთხრა: „რაკი სირიის მეფეს მიენდე+ და არა იეჰოვას, შენს ღმერთს,+ ამიტომ გადაურჩა სირიის მეფის ჯარი შენს ხელს. 8 განა დიდძალი ჯარი, უამრავი ეტლი და მხედარი+ არ ჰყავდათ ეთიოპებსა+ და ლიბიელებს?!+ მაგრამ ხომ ჩაგიგდო ხელში ისინი იეჰოვამ, მას რომ მიენდე?!+ 9 იეჰოვას თვალები+ აკვირდება მთელ დედამიწას,+ რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით+ არის მასთან. ამჯერად უგუნურად+ მოიქეცი, ამიტომ ომები გექნება ამიერიდან“.+
10 გაბრაზდა ასა წინასწარმხილველზე და საპყრობილეში+ ჩააგდო ის, რადგან განარისხა მისმა ნათქვამმა.+ ამავე დროს ასამ სხვების ჩაგვრაც+ დაიწყო. 11 ასას საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია+ ჩაწერილი.
12 ასას მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს მას ფეხები დაუსნეულდა და მძიმედ დაავადდა.+ ავადმყოფობის დროსაც კი არ ეძებდა ის იეჰოვას,+ არამედ მკურნალებს+ მიმართავდა. 13 ბოლოს განისვენა ასამ თავისი მამა-პაპის გვერდით;+ მოკვდა თავისი მეფობის ორმოცდამეერთე წელს. 14 დამარხეს ის დიდებულ სამარხში,+ რომელიც თავისთვის ჰქონდა გამზადებული დავითის ქალაქში.+ დაასვენეს ის სარეცელზე, რომელიც ნაირ-ნაირი ნაზავით დამზადებული განსაკუთრებული+ ნელსაცხებლითა+ და ბალზამით+ იყო სავსე. დაკრძალვის დროს მას ძალიან ბევრი საკმეველი უკმიეს.+
17 მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოშაფატი+ გამეფდა და განმტკიცდა ისრაელში. 2 ჯარი ჩააყენა იუდას გამაგრებულ ქალაქებში, საბრძოლო ბანაკები — იუდას მიწაზე და ეფრემის ქალაქებში, რომლებიც მამამისმა, ასამ დაიპყრო.+ 3 იეჰოვა იყო იეჰოშაფატთან,+ რადგან ის ისე დადიოდა, როგორც ძველ დროს მისი წინაპარი დავითი,+ და არ ეძებდა ბაალებს.+ 4 თავისი მამის ღმერთს ეძებდა ის,+ მისი მცნებით დადიოდა+ და არ იქცეოდა ისრაელის მსგავსად.+ 5 იეჰოვა განამტკიცებდა სამეფოს მის ხელში;+ მთელ იუდას მიჰქონდა იეჰოშაფატთან ძღვენი,+ მდიდრდებოდა ის და დიდებას იხვეჭდა.+ 6 გაბედულად დადიოდა ის იეჰოვას გზით,+ მან მოსპო იუდაში მაღლობები+ და წმინდა ბოძები.+
7 თავისი მეფობის მესამე წელს მოიხმო მან მთავრები — ბენ-ხაილი, ობადია, ზაქარია, ნეთანელი და მიქაია, რომ მათ ესწავლებინათ იუდას ქალაქებში. 8 მათთან ერთად იყვნენ ლევიანები: შემაია, ნეთანია, ზებადია, ასაჰელი, შემირამოთი, იეჰონათანი, ადონია, ტობია და ტობ-ადონია — ლევიანები, და მათთან ერთად მღვდლები — ელიშამა და იეჰორამი.+ 9 დაიწყეს მათ იუდაში სწავლება,+ თან ჰქონდათ იეჰოვას კანონის წიგნი;+ დადიოდნენ ისინი იუდას ქალაქებში და ასწავლიდნენ ხალხს.
10 იეჰოვას შიშმა+ მოიცვა ქვეყნის ყველა სამეფო იუდას გარშემო და არ ებრძოდნენ იეჰოშაფატს.+ 11 ფილისტიმელებისგან იეჰოშაფატთან ხარკად მიჰქონდათ ძღვენი+ და ფული.+ არაბებს+ მიჰყავდათ მასთან მრავალი ფარა: შვიდი ათას შვიდასი ვერძი და შვიდი ათას შვიდასი ვაცი.+
12 წინ მიიწევდა იეჰოშაფატი+ და დიდების მწვერვალს აღწევდა; ციხესიმაგრეებსა+ და სამარაგო ქალაქებს+ აშენებდა იუდაში. 13 ის მრავალ საქმეს ახორციელებდა იუდას ქალაქებში; იერუსალიმში იყვნენ მისი მეომრები,+ მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები.+ 14 აი მათი მოვალეობა საგვარეულოების მიხედვით: იუდადან ათასისთავები — მეთაური ადნაჰი და მასთან ერთად სამასი ათასი მამაცი და ძლიერი ვაჟკაცი;+ 15 მას ემორჩილებოდა მეთაური იეჰოხანანი და მასთან ერთად ორას ოთხმოცი ათასი კაცი; 16 მას ემორჩილებოდა ამასია, ზიქრის ძე, რომელიც იეჰოვას მოხალისე მსახური+ გახდა, და მასთან ერთად ორასი ათასი მამაცი და ძლიერი ვაჟკაცი; 17 ბენიამინიდან+ იყო ელიადა, მამაცი და ძლიერი ვაჟკაცი, და მასთან ერთად მშვილდითა და ფარით+ შეიარაღებული ორასი ათასი კაცი; 18 მას ემორჩილებოდა იეჰოზაბადი და მასთან ერთად ას ოთხმოცი ათასი შეიარაღებული მებრძოლი. 19 ესენი ემსახურებოდნენ მეფეს იმათ გარდა, ვინც მეფემ მთელ იუდას გამაგრებულ ქალაქებში+ დააყენა.
18 ძლიერ გამდიდრდა და განდიდდა იეჰოშაფატი,+ მაგრამ ახაბს+ დაუმოყვრდა.+ 2 რამდენიმე წლის შემდეგ ჩავიდა ის ახაბთან სამარიაში.+ ახაბმა მრავალი ცხვარი+ და მსხვილფეხა საქონელი შესწირა მისთვის და მასთან ერთად მოსული ხალხისთვის და დაიყოლია+ ის, რომ გალაადის რამოთის+ წინააღმდეგ გასულიყვნენ. 3 ისრაელის მეფე ახაბმა ჰკითხა იუდას მეფე იეჰოშაფატს: „წამომყვები გალაადის რამოთში?“+ მან მიუგო: „რამ გაგვყო მე და შენ და რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი?! შენთან ვართ ომში“.+
4 სთხოვა იეჰოშაფატმა ისრაელის მეფეს: „ჯერ იეჰოვას დაეკითხე,+ რას იტყვის“. 5 შეკრიბა ისრაელის მეფემ ოთხასი წინასწარმეტყველი+ და ჰკითხა მათ: „გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო?“+ მათ მიუგეს: „წადი, ჭეშმარიტი ღმერთი ხელში ჩაუგდებს მას მეფეს“.
6 მაგრამ იეჰოშაფატმა იკითხა: „ხომ არ არის აქ იეჰოვას სხვა წინასწარმეტყველიც?+ მისი პირითაც დავეკითხოთ მას“.+ 7 უთხრა ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს:+ „არის კიდევ ერთი კაცი,+ რომლის პირითაც შეიძლება დავეკითხოთ იეჰოვას, მაგრამ მძულს იგი,+ რადგან კარგს არაფერს მეუბნება, სულ ცუდს წინასწარმეტყველებს ჩემზე+ მთელი თავისი დღე და მოსწრება. ესაა მიქაია, იმლას ვაჟი“.+ იეჰოშაფატმა კი უთხრა: „ნუ ამბობ ამას, მეფეო“.+
8 მაშინ ისრაელის მეფემ მოუხმო ერთ-ერთ კარისკაცს+ და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაია, იმლას ძე!“+ 9 ისრაელის მეფე და იუდას მეფე იეჰოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავიანთ ტახტებზე;+ სამარიის კარიბჭის შესასვლელთან ისხდნენ ისინი კალოზე, და ყველა წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა* მათ წინაშე.+ 10 ციდკიამ, ქენაანას ძემ, რკინის რქები+ გაიკეთა და თქვა: «აი რას ამბობს იეჰოვა:+ „ამით შეუტევ სირიელებს და გაანადგურებ მათ“».+ 11 სხვა წინასწარმეტყველებიც იმავეს წინასწარმეტყველებდნენ: „ადი გალაადის რამოთში და გაიმარჯვე,+ იეჰოვა ხელში ჩაუგდებს მას მეფეს“.+
12 ასე უთხრა მიქაიას მის მოსახმობად წასულმა მაცნემ: „წინასწარმეტყველები ერთხმად ლაპარაკობენ მეფის სასიკეთოდ; გთხოვ, შენც მათსავით მოიქეცი+ და სასიკეთოდ ილაპარაკე“.+ 13 მიქაიამ კი დაიფიცა: „ცოცხალია იეჰოვა,+ რასაც ჩემი ღმერთი იტყვის, მეც იმას ვილაპარაკებ“.+ 14 მივიდა ის მეფესთან და უთხრა მას მეფემ: „მიქაია, გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო?“ მან მიუგო: „წადი და გაიმარჯვე; შენს ხელში ჩაცვივდებიან ისინი“.+ 15 მაშინ უთხრა მას მეფემ: „რამდენჯერ უნდა დაგაფიცო,+ რომ მხოლოდ სიმართლე მითხრა იეჰოვას სახელით?!“+ 16 მან მიუგო: «ვხედავ მთებზე უმწყემსო ცხვარივით მიმოფანტულ ისრაელებს.+ თქვა იეჰოვამ: „უპატრონოდ არიან.+ მშვიდობით დაუბრუნდეს თითოეული თავის სახლს!“»+
17 მაშინ უთხრა ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი, კარგს არაფერს მეუბნება, სულ ცუდს მიწინასწარმეტყველებს-მეთქი!“+
18 მიქაიამ კი თქვა: «მაშ, ისმინეთ იეჰოვას სიტყვა:+ ვხედავ იეჰოვას, თავის ტახტზე მჯდომს,+ და მის მარჯვნივ და მარცხნივ+ მდგომ ზეციურ ლაშქარს.+ 19 იკითხა იეჰოვამ: „ვინ გაიტყუებს ისრაელის მეფე ახაბს გალაადის რამოთში, რომ ავიდეს და დაეცეს იქ?“ დაიწყეს ლაპარაკი, ერთი ერთს ამბობდა, მეორე კი — მეორეს.+ 20 ბოლოს ერთი სული+ გამოვიდა, დადგა იეჰოვას წინაშე და თქვა: „მე გავიტყუებ მას“. მაშინ იეჰოვამ ჰკითხა: „როგორ?“+ 21 მან მიუგო: „წავალ და სიცრუის სულად ვიქცევი მის წინასწარმეტყველთა პირში“.+ მაშინ მან უთხრა: „გაიტყუე, გამოგივა,+ წადი და ასე მოიქეცი!“+ 22 სიცრუის სული ჩაუდო იეჰოვამ პირში შენს წინასწარმეტყველებს,+ იეჰოვას კი ნათქვამი აქვს, რომ უბედურება დაგატყდება».+
23 მივიდა ციდკია,+ ქენაანას ვაჟი,+ მიქაიასთან,+ სილა გააწნა+ და უთხრა: „ეს როგორ მოხდა, რომ იეჰოვას სული ჩემგან შენზე გადმოვიდა, რომ შენ დაგლაპარაკებოდა?!“+ 24 მიქაიამ მიუგო: „ამას იმ დღეს დაინახავ,+ როცა შიდა ოთახში შევარდები დასამალავად“.+ 25 მაშინ ისრაელის მეფემ თქვა: «წაიყვანეთ მიქაია და უკან მიუყვანეთ ამონს, ქალაქის თავს, და უფლისწულ იოაშს+ 26 და გადაეცით, აი რას ამბობს-თქო მეფე: „ჩააგდეთ ეს კაცი საპყრობილეში+ და ცოტა პურისა+ და წყლის მეტი არაფერი მისცეთ, სანამ მშვიდობით არ დავბრუნდები!“»+ 27 მაშინ მიქაიამ მიუგო: „თუ მშვიდობით დაბრუნდები, იეჰოვას არ ულაპარაკია ჩემი პირით“.+ და განაგრძო: „ისმინეთ, ხალხო!“+
28 წავიდნენ ისრაელის მეფე და იუდას მეფე იეჰოშაფატი გალაადის რამოთში.+ 29 ისრაელის მეფემ უთხრა იეჰოშაფატს: „მე გადავიცვამ+ და ისე გავალ საბრძოლველად, შენ კი შენივე ტანსაცმელი გეცვას“.+ გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდნენ ისინი საბრძოლველად.+ 30 სირიის მეფეს ნაბრძანები ჰქონდა თავისი ეტლების მეთაურებისთვის: „ნურც მცირეს შეებრძოლებით და ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ!“+ 31 როგორც კი ეტლების მეთაურებმა იეჰოშაფატი დაინახეს, თავისთვის ჩაილაპარაკეს, ეს არისო ისრაელის მეფე,+ და მისკენ გაემართნენ შესაბრძოლებლად. მაშინ შველა ითხოვა+ იეჰოშაფატმა და იეჰოვაც დაეხმარა მას,+ ჩამოაშორა ისინი ღმერთმა.+ 32 როცა ეტლების მეთაურებმა დაინახეს, რომ ის არ იყო ისრაელის მეფე, მაშინვე თავი ანებეს მის დევნას.+
33 მოზიდა ერთმა კაცმა მშვილდი და შემთხვევით მოარტყა+ ისრაელის მეფეს ჯავშნის ნაწიბურთან. უთხრა მეფემ მეეტლეს:+ „მოზიდე სადავეები და გამიყვანე ბანაკიდან, მძიმედ ვარ დაჭრილი“.+ 34 იმ დღეს ცხარე ბრძოლა გაიმართა; სირიელებისკენ მიბრუნებული ისრაელის მეფე საღამომდე ფეხზე მდგარი ჰყავდათ ეტლში, და მზის ჩასვლისას მოკვდა ის.+
19 იუდას მეფე იეჰოშაფატი მშვიდობით დაბრუნდა+ თავის სახლში, იერუსალიმში. 2 მივიდა წინასწარმხილველი+ იეჰუ,+ ხანანის ძე,+ და უთხრა მეფე იეჰოშაფატს: „განა ბოროტს უნდა ეხმარებოდე+ და იეჰოვას მოძულეები+ უნდა გიყვარდეს?!+ ამის გამო განრისხებულია+ იეჰოვა შენზე. 3 თუმცა კარგიც+ აღმოგაჩნდა, რადგან წმინდა ბოძები მოაშორე მიწას+ და გული ჭეშმარიტი ღვთის საძებნელად განაწყვე“.+
4 ცხოვრობდა იეჰოშაფატი იერუსალიმში. და კვლავ შემოიარა ხალხი ბეერ-შებადან+ ეფრემის მთიან მხარემდე,+ რათა იეჰოვასთან, მათი მამა-პაპის ღმერთთან დაებრუნებინა ისინი.+ 5 დააყენა მან მოსამართლეები მთელ ქვეყანაში, იუდას გამაგრებულ ქალაქებში, ყველა ქალაქში,+ 6 და უთხრა მან მოსამართლეებს: „დაუკვირდით თქვენს საქმეებს,+ რადგან ადამიანისთვის კი არ ასამართლებთ, არამედ იეჰოვასთვის;+ ის თქვენთან არის, როცა ასამართლებთ.+ 7 იეჰოვას შიშმა+ მოგიცვათ!+ ფრთხილად იმოქმედეთ,+ რადგან იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა,+ მიკერძოება+ და მექრთამეობა“.+
8 იეჰოშაფატმა იერუსალიმშიც დააყენა ზოგიერთები ლევიანთაგან,+ მღვდელთაგან+ და ისრაელის საგვარეულოთა თავკაცთაგან,+ რომ იეჰოვას სახელით აღესრულებინათ სამართალი+ და განესაჯათ იერუსალიმის მკვიდრთა საქმეები.+ 9 უბრძანა მათ: „ასე მოიქეცით იეჰოვას შიშით,+ ერთგულებითა და წრფელი გულით. 10 რა სადაო საქმეც უნდა შემოვიდეს თქვენთან სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები თქვენი ძმებისგან, იქნება ეს სისხლის ღვრის,+ კანონის,+ მცნების,+ წესებისა+ თუ სამართლის საქმე,+ გააფრთხილეთ, რომ აღარ შესცოდონ იეჰოვას, რათა არ დაგატყდეთ რისხვა+ არც თქვენ და არც თქვენს ძმებს. ასე მოიქეცით, რომ დანაშაული არ ჩაიდინოთ. 11 აი უფროსი მღვდელი ამარია გიხელმძღვანელებთ იეჰოვას ყველა საქმეში,+ იუდას სახლის წინამძღოლი ზებადია, ისმაელის ძე კი — მეფის ყველა საქმეში; ზედამხედველებად ლევიანები გეყოლებათ. გამაგრდით+ და იმოქმედეთ, იეჰოვამ+ აკურთხოს თქვენი კარგი საქმეები!“+
20 ამის შემდეგ გამოვიდნენ მოაბის+ ძეები, ამონის+ ძეები და მათთან ერთად ზოგიერთი ამონიმი+ იეჰოშაფატთან საბრძოლველად.+ 2 მოვიდა ხალხი და იეჰოშაფატს შეატყობინა: „დიდი ბრბო მოსულა შენ წინააღმდეგ ზღვის* მხრიდან, ედომიდან.+ აი, ხაცაცონ-თამარში, ენ-გედში+ არიან ისინი“. 3 შეეშინდა+ იეჰოშაფატს, გულმოდგინედ დაიწყო იეჰოვას ძებნა*+ და მარხვა+ გამოაცხადა მთელ იუდაში. 4 შეიკრიბნენ იუდას მკვიდრნი, რომ შეჰკითხვოდნენ იეჰოვას;+ იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ იეჰოვასთვის რჩევის საკითხავად.+
5 მაშინ წარდგა იეჰოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულის წინაშე იეჰოვას სახლში,+ ახალი ეზოს წინ+ 6 და თქვა:+
«იეჰოვა, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო,+ განა შენ არა ხარ ზეცაში ღმერთი,+ განა შენ არ მმართველობ ხალხთა ყველა სამეფოზე,+ განა შენ ხელში არ არის ძალა და ძლევამოსილება?! წინ ვერავინ დაგიდგება.+ 7 ჩვენო ღმერთო,+ განა შენ არ განდევნე ამ მიწის მკვიდრნი შენი ხალხის, ისრაელის წინაშე+ და განა შენ არ მიეცი+ სამარადისოდ ის შენი მოყვარული+ აბრაამის შთამომავლებს?! 8 დამკვიდრდნენ ისინი აქ, საწმინდარი ააშენეს შენს სახელზე+ და თქვეს: 9 „თუ უბედურება დაგვატყდება,+ მახვილი, მსჯავრი, ჭირი+ ან შიმშილი+ გვეწევა, მოდი, დავდგეთ ამ სახლის წინაშე+ და შენ წინაშე (რადგან შენი სახელია+ ამ სახლში), რომ შველა გთხოვოთ გასაჭირში, შენ კი გვისმინო და გვიხსნა“.+ 10 ამონის+ ძეები, მოაბი+ და სეირის მთიანი+ მხარე, მათზე თავდასხმის ნება რომ არ დართე ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელს, და მანაც გვერდი რომ აუარა და არ მოსპო ისინი,+ 11 ახლა სამაგიეროს იმით გვიხდიან,+ რომ ჩვენ გასაძევებლად მოვიდნენ შენი სამკვიდროდან, ჩვენ რომ დაგვიმკვიდრე.+ 12 ჩვენო ღმერთო, განა არ აღასრულებ მათზე განაჩენს?!+ ძალა არ შეგვწევს წინ აღვუდგეთ ჩვენ წინააღმდეგ გამოსულ ამ დიდ ბრბოს+ და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ,+ ამიტომ შენ შემოგყურებს ჩვენი თვალები».+
13 ამ დროს იუდას მკვიდრნი იეჰოვას წინაშე იდგნენ+ თავიანთი ბავშვებით,+ ცოლებითა და ვაჟებით.
14 მაშინ იეჰოვას სული+ გადმოვიდა შუაგულ კრებულში იახაზიელზე, მათანიას ძის, იეიელის ძის, ბენაიას ძის ზაქარიას ძეზე, ლევიანზე ასაფის+ ძეთაგან. 15 მან თქვა: «ყურად იღეთ, მთელო იუდა, იერუსალიმის მკვიდრნო და მეფე იეჰოშაფატ! აი რას გეუბნებათ იეჰოვა: „ნუ შეგაშინებთ+ და ნუ შეგაძრწუნებთ ეს დიდი ბრბო, რადგან თქვენი კი არა, ღვთისაა ბრძოლა.+ 16 ხვალ გადით მათ წინააღმდეგ. აი, ციცის ხევიდან მოდიან ისინი და ხევის ბოლოს, იერუელის უდაბნოს წინ წააწყდებით მათ. 17 ამჯერად თქვენ არ მოგიწევთ ბრძოლა.+ დადექით, იდექით+ და იხილეთ, როგორ გიხსნით+ იეჰოვა! იუდა და იერუსალიმო, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით!+ ხვალ გადით მათ წინააღმდეგ და იეჰოვა იქნება თქვენთან!“»+
18 მაშინ პირქვე დაემხო+ იეჰოშაფატი და დაემხვნენ მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი იეჰოვას წინაშე იეჰოვას თაყვანსაცემად.+ 19 წამოდგნენ ლევიანები+ კეჰათის+ ძეთაგან და კორახის+ ძეთაგან, რომ მთელი ხმით განედიდებინათ იეჰოვა, ისრაელის ღმერთი.+
20 ადგნენ დილაადრიან და თეკოას+ უდაბნოსკენ+ გაემართნენ. გასვლისას ადგა იეჰოშაფატი და თქვა: „მისმინეთ, იუდა და იერუსალიმის მკვიდრნო!+ იეჰოვას, თქვენი ღვთის რწმენა გქონდეთ,+ რათა დღეგრძელნი იყოთ, მის წინასწარმეტყველთა რწმენა გქონდეთ,+ რათა ხელი მოგემართოთ!“
21 მოეთათბირა+ ხალხს და დააყენა მგალობლები+ იეჰოვასთვის და წმინდა სამოსელში+ გამოწყობილი ხოტბის შემსხმელნი,+ რათა მეომრების წინ ევლოთ+ ამ სიტყვების ძახილით: „ადიდეთ იეჰოვა,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე*!“+
22 როცა ისინი სიხარულით აყიჟინდნენ და ქებას აღავლენდნენ, იეჰოვამ კაცები ჩაუსაფრა+ იუდას წინააღმდეგ გამოსულ ამონის ძეებს, მოაბელებსა და სეირის მთიელებს და დაერივნენ ისინი ერთმანეთს.+ 23 აღსდგნენ ამონის ძეები და მოაბელები სეირის+ მთიანი მხარის მკვიდრთა წინააღმდეგ მათ გასანადგურებლად და მოსასპობად. როცა სეირის მკვიდრებს ბოლო მოუღეს, ერთმანეთს დაერივნენ და დახოცეს.+
24 მივიდა იუდა უდაბნოს საგუშაგო კოშკთან.+ გაიხედეს ბრბოსკენ და დაინახეს, რომ მიწაზე ეყარა მათი გვამები,+ არავინ გადარჩენილიყო. 25 მივიდნენ იეჰოშაფატი და მისი ხალხი ნადავლის+ წამოსაღებად და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი და ძვირფასი ნივთები. მანამდე ძარცვავდნენ მათ, სანამ წაღება შეეძლოთ.+ ნადავლი იმდენი იყო, რომ სამ დღეს ეზიდებოდნენ. 26 მეოთხე დღეს ისინი შეიკრიბნენ ბერაქას ველზე და იქ აკურთხეს იეჰოვა.+ ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს+ ბერაქას* ველი და ეს დღემდე ასეა.
27 სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში იუდეველები და იერუსალიმის მკვიდრნი იეჰოშაფატის მეთაურობით, რადგან გაახარა ისინი იეჰოვამ მტრის დამარცხებით.+ 28 ქნარებით,+ სხვა სიმებიანი საკრავებითა+ და საყვირებით+ მივიდნენ ისინი იერუსალიმში, იეჰოვას სახლში.+ 29 ღვთის შიშმა+ მოიცვა დედამიწის ყველა სამეფო, როცა გაიგეს, რომ იეჰოვა შეებრძოლა ისრაელის მტრებს.+ 30 მშვიდობა იყო იეჰოშაფატის სამეფოში; ყოველი მხრიდან მოასვენა ის მისმა ღმერთმა.+
31 მეფობდა იეჰოშაფატი+ იუდაში. ოცდათხუთმეტი წლისა გამეფდა ის და ოცდახუთ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო აზუბა,+ შილხის ასული. 32 დადიოდა ის მამამისის, ასას+ გზით, არ გადაუხვევია მისგან, სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში,+ 33 თუმცა მაღლობები+ არ გაუუქმებია. ხალხსაც გული არ ჰქონდა განწყობილი თავიანთი მამა-პაპის ღვთის საძებნელად.+
34 იეჰოშაფატის დანარჩენი საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, ისრაელის მეფეების წიგნშია+ ჩაწერილი, იეჰუს,+ ხანანის ძის,+ სიტყვებში. 35 კავშირი შეკრა იუდას მეფე იეჰოშაფატმა ისრაელის მეფე ახაზიასთან,+ ბოროტის მქნელთან.+ 36 მან კავშირი შეკრა მასთან, რომ ხომალდები აეგოთ თარშიშში+ წასასვლელად, და ეციონ-გებერში+ ააგეს ხომალდები. 37 ელიეზერმა, მარეშელი დოდავაჰუს ძემ, იწინასწარმეტყველა იეჰოშაფატზე: „რაკი კავშირი შეკარი ახაზიასთან,+ იეჰოვა ჩაგიშლის საქმეებს“.+ დაიმსხვრა ხომალდები+ და ვეღარ შეძლეს თარშიშში+ წასვლა.
21 განისვენა იეჰოშაფატმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით+ დავითის ქალაქში. მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰორამი+ გამეფდა. 2 მას ჰყავდა ძმები, იეჰოშაფატის ვაჟები: აზარია, იეხიელი, ზაქარია, აზარია, მიქაელი და შეფატია. ყველანი იეჰოშაფატის, ისრაელის მეფის ვაჟები იყვნენ. 3 მათმა მამამ საჩუქრად მისცა+ მათ ბევრი ოქრო-ვერცხლი, ყოველივე საუკეთესო იუდას გამაგრებულ ქალაქებთან+ ერთად, სამეფო კი იეჰორამს+ მისცა, რადგან ის პირმშო+ იყო.
4 დაიწყო იეჰორამმა მამამისის სამეფოს მართვა, გაძლიერდა და მახვილით დახოცა თავისი ძმები+ და ისრაელის რამდენიმე მთავარი. 5 ოცდათორმეტი წლისა გამეფდა იეჰორამი და რვა წელიწადს იმეფა+ იერუსალიმში. 6 ისრაელის მეფეების გზით დადიოდა ისე,+ როგორც ახაბის სახლი, რადგან ცოლად ახაბის ასული ჰყავდა,+ და ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+ 7 მაგრამ არ სურდა იეჰოვას დავითის სახლის მოსპობა+ დავითთან დადებული შეთანხმების+ გამო, და იმ დაპირებისამებრ, რომ მისცემდა+ ლამპარს მას და მის ვაჟებს სამარადისოდ.+
8 მის დროს განუდგა ედომი+ იუდას+ და მეფე დაისვა.+ 9 ამიტომაც წავიდა იეჰორამი თავისი ჯარის მეთაურებთან ერთად მთელი თავისი ეტლებითურთ. ადგა ის ღამით და შეუტია ედომელებს, რომლებიც გარს ეხვივნენ მას, და ეტლების მეთაურებს. 10 განუდგა ედომი იუდას და დღემდე ასეა. იმ დროს ლიბნაც+ განუდგა იეჰორამს, რადგან მიტოვებული ჰყავდა მას იეჰოვა, თავისი მამა-პაპის ღმერთი.+ 11 მან მაღლობები+ გააკეთა იუდას მთებზე, რომ გარყვნილება ჩაედინათ+ იერუსალიმის მკვიდრებს, და გზიდან აეცდინა იუდა.+
12 მან წერილი მიიღო+ ელია+ წინასწარმეტყველისგან: «აი რას ამბობს იეჰოვა, შენი წინაპრის, დავითის ღმერთი: „რაკი არ დადიხარ მამაშენის, იეჰოშაფატის+ გზითა და იუდას მეფე ასას+ გზით, 13 არამედ ისრაელის მეფეების+ გზით დადიხარ და გარყვნილებაში+ გახვიე იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, როგორც ახაბის სახლმა გახვია გარყვნილებაში+ ხალხი, და რაკი დახოცე მამაშენის სახლეულობა, შენი ძმები, რომლებიც შენ გჯობდნენ,+ 14 აი, მაგრად დაჰკრავს+ იეჰოვა შენს ხალხს,+ შენს ვაჟებს,+ შენს ცოლებსა და შენს ქონებას, 15 შენ კი მრავალი სნეულება+ შეგეყრება, ნაწლავები ისე დაგისნეულდება, რომ დღითი დღე გარეთ გამოგეყრება“».+
16 იეჰოვამ იეჰორამის წინააღმდეგ სული+ აღუძრა ფილისტიმელებსა+ და იმ არაბებს,+ რომლებიც ეთიოპთა+ გვერდით იყვნენ. 17 მივიდნენ ისინი იუდაში, შეიჭრნენ იქ და ხელთ იგდეს მთელი ქონება, რაც მეფის სასახლეში+ იპოვებოდა, ტყვედ წაასხეს მისი ვაჟები და ცოლები;+ უმცროსი ვაჟის, იეჰოახაზის+ გარდა, ვაჟი არ დარჩენია მას. 18 ამის შემდეგ ნაწლავების უკურნებელი სენი შეჰყარა მას იეჰოვამ.+ 19 გავიდა დრო და ორი წლის თავზე სნეულებისგან ნაწლავები+ გარეთ გამოეყარა და მოკვდა თავისი საშინელი სნეულებით. მისმა ხალხმა საკმეველი არ უკმია მას, როგორც მის მამა-პაპას უკმევდნენ.+ 20 ოცდათორმეტი წლისა გამეფდა ის და რვა წელიწადს იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არავის დანანებია.+ დამარხეს ის დავითის ქალაქში,+ მაგრამ არა მეფეთა სამარხში.+
22 იერუსალიმის მკვიდრებმა მეფის უმცროსი ვაჟი, ახაზია+ გაამეფეს მის შემდეგ (რადგან უფროსები არაბებთან+ ერთად ბანაკში მოსულმა მოთარეშე რაზმმა დახოცა),+ გამეფდა იუდაში ახაზია, იეჰორამის ვაჟი. 2 ოცდაორი წლისა გამეფდა ახაზია+ და ერთ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ათალია,+ ომრის+ შვილიშვილი.
3 ისიც ახაბის+ სახლის გზით დადიოდა, რადგან დედამისი+ ურჩევდა ბოროტების კეთებას. 4 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში ახაბის სახლის მსგავსად, რადგან ისინი იყვნენ მისი მრჩევლები+ მამამისის სიკვდილის შემდეგ მისდა საუბედუროდ. 5 მათი რჩევით დადიოდა ის,+ ამიტომ გაჰყვა ისრაელის მეფე იეჰორამს,+ ახაბის ძეს, სირიის მეფე ხაზაელთან+ საომრად გალაადის რამოთში,+ სადაც დაჭრეს მშვილდოსნებმა იეჰორამი.+ 6 დაბრუნდა ის იზრეელში+ ჭრილობების მოსაშუშებლად, სირიის მეფე ხაზაელთან ბრძოლის დროს რომ მიაყენეს რამაში.+
იუდას მეფე აზარია*,+ იეჰორამის ძე,+ მივიდა იეჰორამის,+ ახაბის ძის სანახავად იზრეელში, რადგან ავად იყო იგი.+ 7 ღვთისგან იყო+ ის, რომ ახაზია იეჰორამთან მისვლით უნდა დაცემულიყო;+ მივიდა+ და იეჰორამთან ერთად წავიდა იეჰუსთან,+ ნიმშის+ შვილიშვილთან, რომელიც ახაბის+ სახლის მოსასპობად სცხო+ იეჰოვამ. 8 როგორც კი იეჰუმ ახაბის სახლზე+ მსჯავრის აღსრულება დაიწყო, დაინახა მან იუდას მთავრები და ახაზიას ძმისშვილები,+ ახაზიას მსახურები, და დახოცა ისინი.+ 9 ძებნა დაუწყეს ახაზიას და ბოლოს შეიპყრეს იგი,+ როცა სამარიაში+ იმალებოდა. მიჰგვარეს იგი იეჰუს და მოკლეს. დამარხეს ის,+ რადგან თქვეს, შვილიშვილია იეჰოშაფატისა,+ რომელიც მთელი გულით ეძებდაო იეჰოვას.+ ახაზიას სახლიდან არავის შესწევდა სამეფოს მართვის ძალა.
10 დაინახა ათალიამ,+ ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი ვაჟი, ამიტომ ადგა და გაანადგურა იუდას სახლის სამეფო შთამომავლობა.+ 11 მაგრამ მეფის ასულმა იეჰოშაბათმა+ აიყვანა იეჰოაში,+ ახაზიას ვაჟი, გამოარიდა დასახოცად განწირულ უფლისწულებს და ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალა. იეჰოშაბათი, მეფე იეჰორამის+ ასული, მღვდელ იეჰოიადას+ ცოლი (ახაზიას და) უმალავდა მას ათალიას და ამიტომ ვერ მოკლა მან ის.+ 12 ექვს წელიწადს მალავდნენ მას ჭეშმარიტი ღვთის სახლში,+ ვიდრე ათალია მეფობდა+ იმ მიწაზე.+
23 მეშვიდე წელს გამბედაობა მოიკრიბა იეჰოიადამ+ და შეთანხმება დაუდო ასისთავებს:+ აზარია იეროხამის ძეს, ისმაელ იეჰოხანანის ძეს, აზარია ობედის ძეს, მაასეია ადაიას ძესა და ელიშაფატ ზიქრის ძეს. 2 მოიარეს მათ იუდა, შეკრიბეს იუდას ქალაქებიდან ლევიანები,+ ისრაელის საგვარეულოთა+ თავკაცები+ და იერუსალიმში მივიდნენ. 3 მთელმა კრებულმა შეთანხმება+ დადო მეფესთან ჭეშმარიტი ღვთის სახლში,+ რის შემდეგაც იეჰოიადამ უთხრა მათ:
„აი, უფლისწული+ იმეფებს+ იეჰოვას დაპირებისამებრ, დავითის ვაჟებზე+ რომ თქვა. 4 აი რას გააკეთებთ: თქვენგან, შაბათს+ შემომსვლელ მღვდელთაგან+ და ლევიანთაგან,+ ერთი მესამედი კარის მცველი+ იქნება, 5 მეორე მესამედი მეფის სასახლესთან+ იქნება და ერთი მესამედიც — საძირკვლის+ კარიბჭესთან, მთელი ხალხი კი იეჰოვას სახლის ეზოებში+ იქნება. 6 არავინ შეუშვათ იეჰოვას სახლში+ მღვდლებისა და მომსახურე ლევიანების გარდა.+ მხოლოდ ისინი შევლენ, რადგან ესაა წმინდა ჯგუფი,+ და შეასრულებს მთელი ხალხი თავის ვალდებულებას იეჰოვას წინაშე. 7 გარს შემოერტყან მეფეს ლევიანები,+ თითოეული თავისი იარაღით ხელში; ვინც კი სახლში შემოვა, უნდა მოკვდეს. მეფესთან იყავით მისი შესვლისას და გასვლისას“.
8 ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და მთელმა იუდამ, როგორც მღვდელ იეჰოიადას+ ჰქონდა ნაბრძანები.+ წაიყვანა თითოეულმა თავისი ხალხი, შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან+ ერთად, რადგან მღვდელ იეჰოიადას არ დაუთხოვია ჯგუფები.+ 9 დაურიგა მღვდელმა იეჰოიადამ ასისთავებს+ მეფე დავითის+ შუბები, ფარები,+ მათ შორის მრგვალი ფარები, რომლებიც ჭეშმარიტი ღვთის სახლში იყო.+ 10 მან დააყენა მთელი ხალხი,+ თითოეული თავისი იარაღით ხელში სახლის მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარემდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის გარშემო. 11 შემდეგ გამოიყვანეს უფლისწული,+ დაადგეს მას გვირგვინი,+ დაადეს მოწმობა+ და გაამეფეს; სცხეს+ ის იეჰოიადამ და მისმა ვაჟებმა და თქვეს: „იცოცხლოს მეფემ!“+
12 შემოესმა ათალიას ხალხის ხმა, მირბოდნენ ისინი და აქებდნენ მეფეს,+ და მაშინვე იეჰოვას სახლში შეკრებილ ხალხთან მივიდა. 13 დაინახა შესასვლელში თავის სვეტთან+ მდგომი მეფე და მეფესთან ერთად მთავრები+ და მესაყვირეები;+ ხარობდა+ იმ ქვეყნის ხალხი და საყვირებს აყვირებდა,+ ხარობდნენ მგალობლები+ საკრავებით ხელში და ისინი, ვინც ხოტბის შესხმას უძღვებოდნენ. მაშინ ტანსაცმელი შემოიხია ათალიამ და დაიყვირა: „შეთქმულებაა! შეთქმულება!“+ 14 გამოიყვანა მღვდელმა იეჰოიადამ ჯარის ასისთავები და უბრძანა მათ: „მოაშორეთ ის რიგებს;+ ვინც მას გაჰყვება, მახვილით მოკვდება!“ რადგან ნათქვამი ჰქონდა, იეჰოვას სახლში არ მოკლათო ის. 15 ხელი სტაცეს მას, მიიყვანეს მეფის სასახლის ცხენის კარიბჭის შესასვლელთან და იქ მოკლეს.+
16 მაშინ შეთანხმება დადო იეჰოიადამ თავის თავთან, მთელ ხალხთან და მეფესთან, რომ კვლავაც იეჰოვას ხალხი+ იქნებოდნენ. 17 ამის შემდეგ მთელი ხალხი მივიდა ბაალის სახლში და დაანგრია+ ის; დაანგრიეს მისი სამსხვერპლოები+ და დალეწეს მისი ქანდაკებები,+ ბაალის ქურუმი მათანი+ კი სამსხვერპლოების წინ მოკლეს.+ 18 იეჰოიადამ იეჰოვას სახლის საქმეები მღვდლებსა და ლევიანებს ჩააბარა, ჯგუფებად რომ დააყენა დავითმა+ იეჰოვას სახლზე სამეთვალყურეოდ, რათა მოსეს კანონში ჩაწერილის თანახმად შეეწირათ იეჰოვასთვის განკუთვნილი დასაწვავი მსხვერპლი+ და ეს დავითის მითითებისამებრ სიხარულითა და გალობით ეკეთებინათ. 19 იეჰოვას სახლის კარიბჭეებთან მცველები+ დააყენა, რათა გაუწმინდურებულთაგან ვერავინ შესულიყო იქ. 20 წამოიყვანა მან ასისთავები,+ დიდებულები, ხალხის მმართველები და მთელი ხალხი იმ მიწიდან და გამოიყვანა მეფე იეჰოვას სახლიდან.+ ზემო კარიბჭის გავლით მივიდნენ ისინი მეფის სასახლეში და მეფე სამეფო ტახტზე+ დასვეს. 21 ხარობდა იმ მიწის ხალხი+ და მშვიდობა იყო ქალაქში, ათალია კი მახვილით მოკლეს.+
24 შვიდი წლისა გამეფდა იეჰოაში+ და ორმოც წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ დედამისი ბეერ-შებელი ციბია+ იყო. 2 სწორად იქცეოდა იეჰოაში+ იეჰოვას თვალში+ იეჰოიადა მღვდლის სიცოცხლეში.+ 3 ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადამ და შეეძინა მას ვაჟები და ასულები.+
4 ამის შემდეგ გულით მოიწადინა იეჰოაშმა იეჰოვას სახლის შეკეთება.+ 5 შეკრიბა მღვდლები+ და ლევიანები და უთხრა: „დაიარეთ იუდას ქალაქები და შეკრიბეთ ფული მთელ ისრაელში თქვენი ღვთის სახლის შესაკეთებლად+ წლიდან წლამდე;+ სწრაფად იმოქმედეთ!“ მაგრამ ლევიანები არ აჩქარდნენ.+ 6 მოუხმო მეფემ თავკაც იეჰოიადას და უთხრა:+ „რატომ არ სთხოვ ანგარიშს ლევიანებს, რომ იუდადან და იერუსალიმიდან შემოიტანონ ის წმინდა გადასახადი, რომელიც მოწმობის კარვისთვის+ დაუწესა მოსემ,+ იეჰოვას მსახურმა, ისრაელის კრებულს? 7 რადგან შეიჭრნენ ჭეშმარიტი ღვთის სახლში+ ბოროტი ათალია და მისი ვაჟები+ და ბაალებს შესწირეს+ იეჰოვას სახლიდან გამოტანილი ყველა წმინდა+ ნივთი“. 8 მეფის ბრძანებით ყუთი+ გააკეთეს და იეჰოვას სახლის კარიბჭის გარეთ დადგეს. 9 ამის შემდეგ გამოაცხადეს იუდასა და იერუსალიმში, რომ მოეტანათ იეჰოვასთვის წმინდა გადასახადი,+ რომელიც ჭეშმარიტი ღვთის მსახურმა, მოსემ დაუწესა+ ისრაელს უდაბნოში. 10 გაიხარეს მთავრებმაც+ და მთელმა ხალხმაც;+ მოჰქონდათ გადასახადი და მანამდე ყრიდნენ ყუთში,+ სანამ ყველამ არ მოიტანა.
11 დანიშნულ დროს ლევიანების ხელით მიჰქონდათ ყუთი მეფესთან+ და, როცა ნახავდნენ, რომ ფული ბევრი+ იყო, მეფის მწერალი+ და ის ზედამხედველი, რომელიც უფროს მღვდელს ემორჩილებოდა, მიდიოდნენ, აცარიელებდნენ ყუთს, მერე ისევ მიჰქონდათ და თავის ადგილზე აბრუნებდნენ. ასე აკეთებდნენ ისინი ყოველდღე და დიდძალი ფული მოაგროვეს. 12 მეფე და იეჰოიადა ამ ფულს იეჰოვას სახლში+ სამუშაოების შემსრულებლებს+ აძლევდნენ და ისინიც ქვის მჭრელებსა+ და ხელოსნებს+ ქირაობდნენ იეჰოვას სახლის+ განსაახლებლად, ასევე ქირაობდნენ რკინისა და სპილენძის დამმუშავებლებს იეჰოვას სახლის შესაკეთებლად.+ 13 შეუდგნენ საქმეს მუშები,+ აღდგენითი სამუშაოც წინ მიიწევდა მათ ხელში; ბოლოს წესისა და რიგისამებრ აღადგინეს და გაამაგრეს ჭეშმარიტი ღვთის სახლი. 14 როცა სამუშაო დაასრულეს, დარჩენილი ფული მეფესა და იეჰოიადას მიუტანეს, მათ კი დაამზადეს ნივთები იეჰოვას სახლისთვის, მსახურებისას+ და შესაწირავების შეწირვისას გამოსაყენებელი ნივთები, სასმისები+ და ოქროსა+ და ვერცხლის სხვა ნივთები; იეჰოიადას სიცოცხლეში მათ ყოველთვის მიჰქონდათ დასაწვავი მსხვერპლი+ იეჰოვას სახლში.
15 დაბერდა იეჰოიადა, გაძღა წლებით+ და ას ოცდაათი წლის ასაკში მოკვდა. 16 ის დავითის ქალაქში მეფეების გვერდით დამარხეს,+ რადგან კარგს აკეთებდა ისრაელში,+ ჭეშმარიტი ღვთისთვის და მისი სახლისთვის.
17 იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ მივიდნენ იუდას მთავრები+ მეფესთან და მდაბლად თაყვანი სცეს მას. მაშინ მოუსმინა მათ მეფემ.+ 18 დროთა განმავლობაში მიატოვეს მათ იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღვთის სახლი და წმინდა ბოძებისა+ და კერპების+ მსახურება დაიწყეს, და განრისხდა ღმერთი იუდასა და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო.+ 19 უგზავნიდა იეჰოვა მათ წინასწარმეტყველებს,+ რომ დაბრუნებოდნენ მას; ამოწმებდნენ წინასწარმეტყველები მათ წინააღმდეგ, მაგრამ არავინ უგდებდა ყურს.+
20 ღვთის სულმა+ მოიცვა+ ზაქარია,+ იეჰოიადა მღვდლის ვაჟი,+ დადგა ის შემაღლებულ ადგილზე და ხალხს მიმართა: «აი რას ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი: „რატომ არღვევთ იეჰოვას მცნებებს?! ამის გამო არ გემართებათ ხელი.+ რაკი მიატოვეთ იეჰოვა, ისიც მიგატოვებთ!“»+ 21 შეითქვნენ მის წინააღმდეგ+ და ჩაქოლეს+ ის მეფის ბრძანებით იეჰოვას სახლის ეზოში. 22 არ გაიხსენა მეფე იეჰოაშმა ის სიკეთე*, რაც მამამისმა, იეჰოიადამ გამოავლინა მისდამი,+ და მოკლა მისი ვაჟი, რომელმაც სიკვდილის წინ თქვა: „დაინახოს იეჰოვამ და შური იძიოს!“+
23 წელიწადის შემობრუნებისას+ სირიის ჯარი+ გამოვიდა მის წინააღმდეგ+ და შეიჭრა იუდასა და იერუსალიმში. დახოცეს ხალხის მთავრები,+ მთელი ნადავლი კი დამასკოს+ მეფეს გაუგზავნეს. 24 მცირეოდენი ხალხით შეიჭრა სირიელთა ჯარი+ და იეჰოვამ დიდძალი ლაშქარი ჩაუგდო მათ ხელში,+ რადგან მიატოვეს იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი. აღასრულეს მათ იეჰოაშისთვის გამოტანილი განაჩენი.+ 25 როცა გაეცალნენ მას (მრავალი სენით შეპყრობილი+ დატოვეს ის), შეითქვნენ+ მისი მსახურები მის წინააღმდეგ მღვდელ იეჰოიადას+ ვაჟების სისხლის+ ასაღებად და მოკლეს+ ის თავისივე საწოლში. მოკვდა იგი და დამარხეს დავითის ქალაქში,+ მაგრამ არა მეფეთა სამარხში.+
26 აი მის წინააღმდეგ შეთქმულები: ზაბადი,+ ამონელი ქალის, შიმათის ვაჟი, და იეჰოზაბადი, მოაბელი ქალის, შიმრითის ვაჟი. 27 მისი ვაჟების, მისთვის გამოცხადებული მრავალი განაჩენისა+ და ჭეშმარიტი ღვთის სახლის შეკეთების+ ამბავი მეფეთა წიგნშია+ მოთხრობილი. მის შემდეგ მისი ვაჟი ამაცია+ გამეფდა.
25 ოცდახუთი წლისა გამეფდა ამაცია+ და ოცდაცხრა წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იეჰოადანი.+ 2 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში,+ თუმცა არა მთელი+ გულით. 3 როგორც კი განმტკიცდა სამეფო მის ხელში, დახოცა+ თავისი მსახურები,+ მამამისის, მეფის მკვლელები.+ 4 მათი ვაჟები კი არ დაუხოცავს იეჰოვას ბრძანებისამებრ, როგორც კანონში, მოსეს წიგნში+ იყო ჩაწერილი: „მამები არ უნდა დაიხოცონ ვაჟების გამო,+ არც ვაჟები უნდა დაიხოცონ მამების გამო;+ თითოეული თავისი ცოდვის გამო უნდა მოკვდეს!“+
5 შეკრიბა ამაციამ იუდა და საგვარეულოების,+ ათასისთავებისა+ და ასისთავების+ მიხედვით დააყენა მთელი იუდა და ბენიამინი. აღრიცხა ისინი ოცი+ წლიდან მოყოლებული, და სამასი ათასი საომრად გამსვლელი, შუბითა+ და დიდი ფარით+ შეიარაღებული რჩეული კაცი აღმოჩნდა. 6 ისრაელიდან ას ტალანტ ვერცხლად დაიქირავა ასი ათასი მამაცი და ძლიერი კაცი. 7 მივიდა მასთან ჭეშმარიტი ღვთის კაცი+ და უთხრა: „მეფეო, თან ნუ წაიყვან ისრაელის ჯარს, რადგან არ არის იეჰოვა ისრაელთან,+ ეფრემის ძეებთან. 8 მხოლოდ შენ წადი, იმოქმედე და გამბედაობა მოიკრიბე საომრად,+ თორემ დაგაბრკოლებს ჭეშმარიტი ღმერთი მტრის წინაშე, რადგან ღმერთს დახმარებაც+ შეუძლია და დაბრკოლებაც“.+ 9 მაშინ ამაციამ+ ჰკითხა ჭეშმარიტი ღვთის კაცს: „მაშ, ას ტალანტ ვერცხლს რაღა ვუყო, ისრაელის ჯარს რომ მივეცი?“+ ჭეშმარიტი ღვთის კაცმა კი მიუგო: „იეჰოვას ამაზე ბევრად მეტის მოცემა შეუძლია“.+ 10 მაშინ ამაციამ გამოაცალკევა ეფრემიდან მოსული რაზმები, შინ რომ დაებრუნებინა. ისინი კი განრისხდნენ იუდაზე და რისხვით ანთებულნი დაბრუნდნენ უკან.+
11 ამაციამ გამბედაობა მოიკრიბა, წაუძღვა თავის ხალხს, გავიდა მარილოვან ველზე+ და ათი ათასი კაცი+ დასცა სეირის+ ძეთაგან, 12 ათი ათასი კაცი კი ცოცხლად შეიპყრეს იუდას ძეებმა, კლდის წვერზე აიყვანეს და იქიდან გადმოყარეს; ყველანი ერთიანად დაიხოცნენ.+ 13 ხოლო იმ რაზმის მეომრები, რომელიც ამაციამ უკან გააბრუნა და საომრად+ არ გაიყოლა, თავს ესხმოდნენ იუდას ქალაქებს, სამარიიდან+ ბეთ-ხორონამდე.+ სამი ათასი კაცი დახოცეს მათ და დიდი ნადავლი წაიღეს.
14 დაბრუნდა ამაცია ედომელების განადგურების შემდეგ და თან წამოიღო სეირის ძეთა ღმერთები+ და ღმერთებად+ დაიყენა ისინი; დამხობილი თაყვანს სცემდა+ მათ და შესაწირავს უბოლებდა.+ 15 იეჰოვას რისხვა აღიგზნო ამაციაზე და გაუგზავნა მას წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა: „რატომ ეძებ+ ხალხთა ღმერთებს,+ რომლებმაც თავიანთი ხალხი ვერ იხსნეს შენი ხელიდან?“+ 16 ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა ის მეფეს, როცა მეფემ უთხრა: „განა მეფის მრჩევლად დაგაყენეთ?!+ შეწყვიტე შენივე საკეთილდღეოდ!+ რისთვის უნდა მოაკვლევინო თავი?“ წინასწარმეტყველმაც შეწყვიტა, თუმცა თქვა: „დანამდვილებით ვიცი, რომ ღმერთს შენი დაღუპვა აქვს გადაწყვეტილი,+ რადგან ასე მოიქეცი+ და არ ისმინე ჩემი რჩევა“.+
17 ითათბირა იუდას მეფე ამაციამ და შეუთვალა ისრაელის მეფე იეჰოაშს,+ იეჰუს ვაჟის იეჰოახაზის ვაჟს: „მოდი და შევებათ ერთმანეთს!“+ 18 მაშინ იეჰოაშმა, ისრაელის მეფემ, შემოუთვალა იუდას მეფე ამაციას:+ „ლიბანის ეკლიანმა სარეველამ ლიბანის+ კედარს შეუთვალა, ცოლად მიათხოვეო ჩემს ვაჟს შენი ასული,+ მაგრამ გაიარა ლიბანის მინდვრის მხეცმა+ და გათელა ეკლიანი სარეველა. 19 გულში+ ამბობ, ედომი+ დავამარცხეო. გადიდგულდი და განდიდებას+ ესწრაფვი. ახლა იყავი შენს სახლში!+ რატომ უნდა ჩაება უთანასწორო ბრძოლაში+ და შენც დაეცე და შენთან ერთად იუდაც?!“+
20 არ ისმინა ამაციამ, რადგან ჭეშმარიტი ღვთისგან იყო ეს,+ რათა მის ხელში ჩაეგდო ისინი ედომის+ ღმერთების ძიების გამო. 21 გამოვიდა ისრაელის მეფე იეჰოაში+ და იუდას ბეთ-შემეშში+ შეებნენ ერთმანეთს+ ის და იუდას მეფე ამაცია. 22 დამარცხდა იუდა ისრაელთან+ და ყველა თავისი კარვისკენ+ გაიქცა. 23 ისრაელის მეფე იეჰოაშმა ბეთ-შემეშში შეიპყრო+ იუდას მეფე ამაცია, იეჰოახაზის ვაჟის იეჰოაშის ვაჟი, და იერუსალიმში+ მიიყვანა; ოთხას წყრთაზე დაანგრია იერუსალიმის გალავანი ეფრემის კარიბჭიდან+ კუთხის კარიბჭემდე.+ 24 წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ყველა ნივთი, რაც ობედ-ედომთან+ ჭეშმარიტი ღვთის სახლში+ იპოვებოდა, და მეფის სასახლის საგანძურიც, წაიყვანა მძევლები და სამარიაში დაბრუნდა.+
25 იუდას მეფე ამაციამ,+ იეჰოაშის ვაჟმა, ისრაელის მეფე იეჰოაშის, იეჰოახაზის+ ვაჟის, სიკვდილის შემდეგ თხუთმეტ წელიწადს იცოცხლა.+ 26 ამაციას დანარჩენი საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე,+ იუდასა და ისრაელის მეფეთა+ მატიანეშია+ ჩაწერილი. 27 მას შემდეგ, რაც ამაცია იეჰოვას განუდგა, შეთქმულება+ მოუწყვეს მას იერუსალიმში. გაიქცა ის ლაქიშში,+ მაგრამ ხალხი მიუგზავნეს მას ლაქიშში და იქ მოკლეს.+ 28 ცხენებით წამოასვენეს+ ის და თავისი მამა-პაპის გვერდით დამარხეს იუდას ქალაქში.+
26 იუდას ხალხმა+ აიყვანა თექვსმეტი წლის უზია+ და მამამისის, ამაციას+ ნაცვლად გაამეფა.+ 2 მან აღადგინა ელოთი+ და დაუბრუნა ის იუდას მას შემდეგ, რაც მეფემ თავისი მამა-პაპის გვერდით განისვენა.+ 3 თექვსმეტი წლისა გამეფდა უზია+ და ორმოცდათორმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იექოლია.+ 4 სწორად იქცეოდა უზია იეჰოვას თვალში,+ მამამისის, ამაციას მსგავსად.+ 5 ეძებდა+ ის ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის შიშს უნერგავდა.+ სანამ იეჰოვას ეძებდა, ჭეშმარიტი ღმერთიც ხელს უმართავდა.+
6 გავიდა ის, შეებრძოლა ფილისტიმელებს+ და გაარღვია გათის,+ იაბნესა+ და აშდოდის+ გალავნები, ამის შემდეგ კი აშდოდის+ მხარეში და ფილისტიმელთა მიწაზე ქალაქები ააშენა. 7 ჭეშმარიტი ღმერთი ეხმარებოდა+ მას ფილისტიმელების, გურბაალში მცხოვრები არაბებისა+ და მეუნიმების წინააღმდეგ ბრძოლაში.+ 8 ამონელები+ ხარკს+ აძლევდნენ უზიას. ეგვიპტემდეც კი გაუვარდა მას სახელი,+ რადგან დიდად გაძლიერდა. 9 ააშენა უზიამ კოშკები+ იერუსალიმში კუთხის კარიბჭესთან,+ ველის კარიბჭესთან+ და კედლის ბურჯთან და გაამაგრა ისინი. 10 უდაბნოშიც ააშენა კოშკები+ და მრავალი ჭა ამოკვეთა (რადგან დიდძალი ცხვარ-ძროხა ჰყავდა), იგივე გააკეთა შეფელაში+ და ვაკეზე. მთებში და ქარმელში მიწათმოქმედები და მევენახეები ჰყავდა, რადგან უყვარდა მიწათმოქმედება.
11 უზიას ჰყავდა ჯარი, რომელიც დარაზმული+ გადიოდა საომრად იმ აღრიცხვის მიხედვით,+ მწერალმა+ იეიელმა და ზედამხედველმა მაასეიამ რომ ჩაატარეს მეფის ერთ-ერთი მთავრის,+ ხანანიას მეთვალყურეობით.+ 12 საგვარეულოთა თავკაცების,+ მამაცი+ და ძლიერი ვაჟკაცების+ რიცხვი ორი ათას ექვსასს შეადგენდა. 13 ისინი მეთვალყურეობდნენ სამას შვიდი ათას ხუთასი მეომრისგან შემდგარ ძლიერ ჯარს, რომელიც მეფეს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა.+ 14 მთელ ჯარს უზია უმზადებდა ფარებს,+ შუბებს,+ მუზარადებს,+ ჯავშნებს,+ მშვილდებსა+ და შურდულის ქვებს.+ 15 მან იერუსალიმში გააკეთა გამომგონებელთა მიერ გამოგონებული საბრძოლო მანქანები, რომ კოშკებზე+ და კუთხეებში მდგარიყო ისინი ისრებისა და დიდი ქვების სასროლად. შორს გაუვარდა მას სახელი,+ რადგან საკვირველად ემართებოდა ხელი, ვიდრე არ გაძლიერდა.
16 როგორც კი გაძლიერდა, გადიდგულდა+ თავისდა დასაღუპავად;+ უორგულა იეჰოვას, თავის ღმერთს, და შევიდა იეჰოვას ტაძარში, რათა საკმევლის სამსხვერპლოზე საკმეველი ეკმია.+ 17 მას მაშინვე უკან გაჰყვნენ მღვდელი აზარია და მასთან ერთად იეჰოვას სხვა მღვდლები, ოთხმოცი მამაცი კაცი. 18 წინ აღუდგნენ ისინი მეფე უზიას+ და უთხრეს: „უზია, შენი საქმე+ არ არის იეჰოვასთვის საკმევლის კმევა, ეს მღვდლების, აარონის+ ძეების საქმეა, რომლებიც განწმენდილნი არიან. გადი საწმინდრიდან, რადგან ორგულად მოიქეცი, არ განგადიდებს+ ეს იეჰოვა ღმერთის თვალში!“
19 განრისხდა უზია,+ რომელსაც ხელში სასაკმევლე+ ეჭირა. და როცა მღვდლებს ურისხდებოდა, კეთრი+ გამოაჩნდა+ შუბლზე მღვდლების წინაშე იეჰოვას სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან. 20 მობრუნდნენ მისკენ უფროსი მღვდელი აზარია და სხვა მღვდლები და, აი, კეთრი გამოსჩენოდა შუბლზე!+ შეშფოთებულები აგდებდნენ მას იქიდან და თვითონაც ჩქარობდა გასვლას, რადგან იეჰოვამ დაჰკრა მას.+
21 მეფე უზია+ სიკვდილამდე კეთროვანი იყო; კეთროვნების გამო მოვალეობა ჰქონდა ჩამორთმეული და ცალკე სახლში ცხოვრობდა.+ მოკვეთილი იყო ის იეჰოვას სახლიდან, მისი ვაჟი იოთამი კი განაგებდა მეფის სასახლეს და სამართალს უჩენდა იმ მიწის მკვიდრთ.
22 უზიას დანარჩენი საქმეები,+ პირველიდან უკანასკნელამდე, წინასწარმეტყველმა ესაიამ,+ ამოცის+ ვაჟმა ჩაწერა. 23 განისვენა უზიამ თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით, ოღონდ დასამარხ მინდორში, მეფეთა სამარხების გარეთ,+ რადგან თქვეს, კეთროვანიაო. მის შემდეგ მისი ვაჟი იოთამი+ გამეფდა.
27 ოცდახუთი წლისა გამეფდა იოთამი+ და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა,+ ცადოკის ასული. 2 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში,+ მამამისის, უზიას მსგავსად.+ მისგან განსხვავებით ის იეჰოვას ტაძარში არ შეჭრილა,+ ხალხი კი კვლავაც უკეთურად იქცეოდა.+ 3 მან ააშენა იეჰოვას სახლის ზემო კარიბჭე+ და ოფელის+ გალავანზე დიდი მშენებლობა წამოიწყო. 4 იუდას მთიან+ მხარეში ქალაქები+ ააშენა, ტყიან ადგილებში+ კი ციხესიმაგრეები+ და კოშკები+ ააგო. 5 ებრძოდა ის ამონის ძეთა მეფეს,+ საბოლოოდ სძლია მათ, რის შემდეგაც იმ წელს ასი ვერცხლის ტალანტი, ათი ათასი ქორი+ ხორბალი+ და ამდენივე ქერი+ მისცეს მას ამონის ძეებმა. ამონის ძეებმა ამდენივე მისცეს მას მეორე და მესამე წელს.+ 6 ძლიერდებოდა იოთამი, რადგან სწორი გზა აირჩია იეჰოვას, თავისი ღვთის წინაშე.+
7 იოთამის დანარჩენი საქმეები,+ მისი ომები და მისი საქმეები ისრაელისა და იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 8 ოცდახუთი წლისა გამეფდა ის და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ 9 ბოლოს განისვენა იოთამმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ახაზი+ გამეფდა.
28 ოცი წლისა გამეფდა ახაზი+ და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ თავისი წინაპარი დავითისგან განსხვავებით ის სწორად არ იქცეოდა იეჰოვას თვალში.+ 2 ისრაელის მეფეების გზით დადიოდა+ და ბაალების+ ქანდაკებებიც კი ჩამოასხა.+ 3 შესაწირავს აბოლებდა+ ჰინომის ძის ველზე+ და საკუთარ ვაჟებს წვავდა+ ცეცხლში იმ ხალხთა სისაძაგლისამებრ,+ რომლებიც განდევნა იეჰოვამ ისრაელის ძეთაგან.+ 4 შესაწირავს სწირავდა+ და აბოლებდა მაღლობებზე,+ გორებზე+ და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ.+
5 ჩააგდო ის იეჰოვამ, მისმა ღმერთმა, სირიის მეფის+ ხელში;+ დაამარცხეს ის და მისგან მრავალი წაასხეს ტყვედ დამასკოში.+ ის ისრაელის მეფის ხელშიც ჩავარდა,+ რომელმაც დაამარცხა და დიდძალი ხალხი დაუხოცა. 6 ფეკახმა,+ რემალიას ვაჟმა,+ ერთ დღეში იუდაში ას ოცი ათასი მამაცი კაცი მოკლა, რადგან მიატოვეს მათ იეჰოვა,+ თავიანთი მამა-პაპის ღმერთი. 7 ზიქრიმ, ეფრემელმა ვაჟკაცმა,+ მოკლა უფლისწული მაასეია, სახლთუხუცესი აზრიკამი და ელკანა, მეფის მერე მეორე კაცი. 8 ისრაელის ძეებმა თავიანთ ძმათაგან ტყვედ წაასხეს ორასი ათასი კაცი, ქალი, ვაჟი თუ ასული; დიდი ნადავლიც დაიტაცეს და სამარიაში მიიტანეს.+
9 იქ იყო იეჰოვას წინასწარმეტყველი, სახელად ოდედი. წინ გადაუდგა ის სამარიისკენ მიმავალ ჯარს და უთხრა: „იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი განრისხებული+ იყო იუდაზე და ამიტომაც ჩაგიგდოთ ისინი ხელში, თქვენ კი ისე დაუნდობლად+ ხოცეთ ისინი, რომ ცას მისწვდა ეს.+ 10 ახლა გინდათ, რომ იუდასა და იერუსალიმის ძეები მსახურებად+ და მოახლეებად გაიხადოთ! განა თქვენ თვითონ ბრალი არ მიგიძღვით იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე?! 11 ახლა მისმინეთ და დააბრუნეთ თქვენი დატყვევებული ძმები,+ რადგან იეჰოვას რისხვაა ანთებული თქვენზე!“+
12 მაშინ ეფრემის+ ძეთა ზოგიერთი თავკაცი+ — აზარია, იეჰოხანანის ვაჟი, ბერექია, მეშილემოთის ვაჟი, იეხიზკია, შალუმის ვაჟი, და ამასა, ხადლაის ვაჟი, წინ აღუდგნენ ლაშქრობიდან დაბრუნებულებს 13 და უთხრეს მათ: „არ მოიყვანოთ აქ ტყვეები, რადგან დავაშავებთ იეჰოვას წინაშე! გინდათ, ცოდვას ცოდვა დავუმატოთ და დანაშაულს დანაშაული, როცა ისედაც დიდია ჩვენი დანაშაული+ და რისხვაა ანთებული+ ისრაელზე?!“ 14 მეომრებმაც+ თავი ანებეს ტყვეებს+ და მთავრებისა+ და მთელი კრებულის წინაშე დატოვეს ნაძარცვი. 15 მაშინ ადგნენ სახელებით მოხმობილი+ კაცები, რომლებმაც ხელი მოჰკიდეს ტყვეებს, და შიშვლებს ნადავლიდან აღებული ტანსაცმელი ჩააცვეს. შემოსეს ტყვეები,+ ჩააცვეს სანდლები, აჭამეს,+ ასვეს+ და ზეთი სცხეს. ვინც ფეხზე ძლივს იდგა, სახედრებზე შესვეს+ და თავიანთ ძმებთან მიიყვანეს იერიხონში,+ პალმების ქალაქში.+ ხოლო ამის შემდეგ სამარიაში+ დაბრუნდნენ.
16 მაშინ მეფე ახაზმა+ მაცნეები გაუგზავნა ასურეთის მეფეებს,+ რათა დახმარება ეთხოვა. 17 კვლავ გამოვიდნენ ედომელები,+ დაამარცხეს იუდა და წაასხეს ტყვეები. 18 ფილისტიმელებიც+ თავს დაესხნენ იუდაში შეფელასა+ და ნეგების+ ქალაქებს. მათ აიღეს ბეთ-შემეში,+ აიალონი,+ გედეროთი,+ სოქო+ მიმდებარე ქალაქებიანად, თიმნა+ მიმდებარე ქალაქებიანად და გიმზო მიმდებარე ქალაქებიანად და თვითონ ჩასახლდნენ იქ. 19 დაამდაბლა იეჰოვამ+ იუდა ისრაელის მეფე ახაზის გამო, რომელმაც იუდაში თავის ნებაზე მიუშვა ხალხი,+ რათა უფრო და უფრო თავაშვებულად მოქცეულიყვნენ. დიდად ორგულობდნენ იეჰოვას.
20 ბოლოს ასურეთის მეფე თილგათ-ფილნესერი*+ გამოვიდა მის წინააღმდეგ და შეავიწროვა+ ის ნაცვლად იმისა, რომ გაეძლიერებინა. 21 დააცარიელა ახაზმა იეჰოვას სახლი,+ მეფის სასახლე,+ მთავრების+ სახლები და ეს ყველაფერი ძღვნად მიართვა ასურეთის მეფეს,+ მაგრამ ამან ვერ უშველა. 22 შევიწროებული იყო მეფე ახაზი მისგან, მაგრამ მაინც ორგულობდა იეჰოვას, თანაც უფრო მეტად.+ 23 მსხვერპლს სწირავდა დამასკოს+ ღმერთებს,+ რომლებმაც დაამარცხეს იგი, და ამბობდა: რაკი სირიის მეფეთა ღმერთები ეხმარებიან+ მათ, მეც მათ შევწირავ მსხვერპლს, რომ დამეხმარონო.+ დაბრკოლებად ექცნენ ისინი მას და მთელ ისრაელს.+ 24 მოაგროვა ახაზმა ჭეშმარიტი ღვთის სახლის ნივთები+ და დალეწა ისინი,+ დაკეტა იეჰოვას სახლის კარები+ და იერუსალიმის ყოველ კუთხეში დაიდგა სამსხვერპლოები.+ 25 იუდას ყველა ქალაქში მოაწყო მაღლობები+ სხვა ღმერთებისთვის შესაწირავის ასაბოლებლად+ და ასე შეურაცხყოფდა+ იეჰოვას, თავისი მამა-პაპის ღმერთს.
26 მისი დანარჩენი საქმეები,+ პირველიდან უკანასკნელამდე, იუდასა და ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 27 ბოლოს განისვენა ახაზმა თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს ის ქალაქ იერუსალიმში, თუმცა არ დაუკრძალავთ ის ისრაელის მეფეთა სამარხში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ხიზკია გამეფდა.
29 ოცდახუთი წლისა გამეფდა ხიზკია+ და ოცდაცხრა წელიწადს იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო აბია, ზაქარიას+ ასული. 2 სწორად იქცეოდა ხიზკია იეჰოვას თვალში+ თავისი წინაპრის, დავითის მსგავსად.+ 3 თავისი მეფობის პირველი წლის პირველ თვეს გააღო მან იეჰოვას სახლის კარები და დაიწყო მათი შეკეთება.+ 4 მოიყვანა მღვდლები და ლევიანები და შეკრიბა ისინი მოედანზე,+ აღმოსავლეთით. 5 უთხრა მათ: „მისმინეთ, ლევიანებო! განიწმინდეთ+ და განწმინდეთ იეჰოვას, თქვენი მამა-პაპის ღვთის სახლი და წმინდა ადგილიდან გამოიტანეთ ყველაფერი, რაც უწმინდურია.+ 6 ორგულად+ იქცეოდნენ ჩვენი მამები და ბოროტებას სჩადიოდნენ იეჰოვას, ჩვენი ღვთის თვალში;+ მიატოვეს ის,+ პირი მოარიდეს იეჰოვას კარავს+ და ზურგი აქციეს მას. 7 დაკეტეს წინკარის კარები,+ ჩამქრალი ჰქონდათ ლამპრები,+ არ აკმევდნენ საკმეველს+ და არ სწირავდნენ ისრაელის ღმერთს დასაწვავ მსხვერპლს წმინდა ადგილზე.+ 8 განრისხდა იეჰოვა+ იუდასა და იერუსალიმზე და ისეთებად აქცია ისინი, რომ ხალხი მათი შემხედვარე შიშისგან ცახცახებდა,+ გაოგნებული+ რჩებოდა და სტვენას+ იწყებდა, რაც საკუთარი თვალითაც დაინახეთ. 9 აი, მახვილით დაეცა ჩვენი მამა-პაპა;+ ჩვენი ვაჟები, ასულები და ცოლები კი დატყვებულნი იყვნენ ამის გამო.+ 10 ახლა გულით მწადია შეთანხმება+ დავუდო იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, რათა აგვარიდოს თავისი მრისხანება. 11 ჩემო შვილებო, არ მოდუნდეთ,+ რადგან თქვენ ამოგარჩიათ იეჰოვამ, რომ მდგარიყავით მის წინაშე და გემსახურათ მისთვის,+ მისი მსახურები+ ყოფილიყავით და შესაწირავი აგებოლებინათ მისთვის!“+
12 ადგნენ ლევიანები:+ მახათი, ამასაის ვაჟი, და იოელი, აზარიას ვაჟი, — კეჰათელთაგან;+ კიში, აბდის ვაჟი, და აზარია, იეჰალელელის ვაჟი, — მერარის ძეთაგან;+ იოახი, ზიმას ვაჟი, და ედემი, იოახის ვაჟი, — გერშონელთაგან;+ 13 შიმრი და იეუელი — ელიცაფანის ძეთაგან;+ ზაქარია და მათანია — ასაფის ძეთაგან;+ 14 იეხიელი და შიმეი — ჰემანის ძეთაგან;+ შემაია და უზიელი — იედუთუნის ძეთაგან.+ 15 შეკრიბეს მათ თავიანთი ძმები, განიწმინდნენ+ და, როგორც მეფეს ჰქონდა ნაბრძანები იეჰოვას სიტყვისამებრ,+ მივიდნენ იეჰოვას სახლის განსაწმენდად.+ 16 შევიდნენ მღვდლები იეჰოვას სახლში მის განსაწმენდად და იეჰოვას ტაძარში ნაპოვნი ყოველგვარი უწმინდურება იეჰოვას სახლის ეზოში+ გამოიტანეს. აიღეს ეს ყველაფერი ლევიანებმა, რომ გარეთ, კედრონის ხევში+ გაეტანათ. 17 პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს მათ განწმენდა და თვის მერვე დღეს იეჰოვას წინკარამდე+ მივიდნენ; რვა დღეში განწმინდეს მათ იეჰოვას სახლი და პირველი+ თვის მეთექვსმეტე დღეს დაასრულეს.
18 ამის შემდეგ ისინი მეფე ხიზკიასთან შევიდნენ და მოახსენეს: „მთლიანად განვწმინდეთ იეჰოვას სახლი, დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ თავისი მოწყობილობითურთ+ და წარსადგენი პურის მაგიდა+ თავისი მოწყობილობითურთ.+ 19 ყველა ნივთი,+ რომელსაც აღარ იყენებდა ორგული+ მეფე ახაზი+ თავისი მეფობის დროს, გავამზადეთ და განვწმინდეთ.+ აი, იეჰოვას სამსხვერპლოს წინაა ისინი!“
20 ადგა დილაადრიან+ მეფე ხიზკია,+ შეკრიბა ქალაქის მთავრები+ და იეჰოვას სახლში ავიდა. 21 მიიყვანეს მათ შვიდი ხარი,+ შვიდი ვერძი, შვიდი მამალი თოხლი და შვიდი ვაცი ცოდვის შესაწირავად+ სამეფოსთვის, საწმინდრისთვის და იუდასთვის. და უბრძანა მან აარონის ძეებს, მღვდლებს,+ რომ იეჰოვას სამსხვერპლოზე შეეწირათ ისინი. 22 მათაც დაკლეს+ ხარები, აიღეს მღვდლებმა მათი სისხლი+ და სამსხვერპლოს მოასხურეს;+ შემდეგ დაკლეს ვერძები+ და სისხლი სამსხვერპლოს მოასხურეს,+ დაკლეს მამალი თოხლები და სისხლი ისევ სამსხვერპლოს მოასხურეს. 23 მერე ცოდვის შესაწირავად განკუთვნილი ვაცები+ მიუყვანეს მეფესა და კრებულს და ხელები დაადეს მათ.+ 24 დაკლეს ისინი მღვდლებმა და მათი სისხლი ცოდვის შესაწირავად მიიტანეს სამსხვერპლოზე ისრაელისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად,+ რადგან ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, რომ დასაწვავი შესაწირავი და ცოდვის შესაწირავი მთელი ისრაელისთვის+ უნდა შეწირულიყო.+
25 მან იეჰოვას სახლში ლევიანები+ დააყენა წინწილებით,+ ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით+ დავითის,+ მეფის წინასწარმხილველ გადისა+ და წინასწარმეტყველ ნათანის+ ბრძანებისამებრ, რადგან იეჰოვას ხელი იყო მათზე და ათქმევინა ეს ბრძანება თავის წინასწარმეტყველებს.+ 26 ლევიანები დავითის საკრავებით+ იდგნენ, მღვდლები კი — საყვირებით.+
27 ხიზკიამ ბრძანა, რომ დასაწვავი მსხვერპლი შეეწირათ სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყეს დასაწვავი შესაწირავის შეწირვა, წამოიწყეს იეჰოვას სადიდებელი საგალობელი+ და ჩაჰბერეს საყვირებს ისრაელის მეფის, დავითის საკრავების თანხლებით. 28 გალობისა+ და საყვირების ხმაზე მთელი კრებული ემხობოდა+ და ასე გრძელდებოდა დასაწვავი შესაწირავის შეწირვის დასრულებამდე. 29 მსხვერპლშეწირვის დასრულებისთანავე მეფე და მასთან მყოფნი პირქვე დაემხვნენ და თაყვანი სცეს ღმერთს.+ 30 მეფე ხიზკიამ და მთავრებმა+ ლევიანებს უბრძანეს, რომ ედიდებინათ იეჰოვა დავითისა+ და წინასწარმხილველი ასაფის+ სიტყვებით. მათაც სიხარულით დაიწყეს ხოტბის შესხმა,+ დაემხვნენ და მდაბლად თაყვანი სცეს ღმერთს.+
31 ბოლოს ხიზკიამ თქვა: „ახლა თქვენ ხელი ძალაუფლებით გაქვთ ავსებული+ იეჰოვას მსახურებისთვის. მოდით და მოიტანეთ შესაწირავი+ და სამადლობელი+ მსხვერპლი იეჰოვას სახლში!“ მიჰქონდა კრებულს შესაწირავი და სამადლობელი მსხვერპლი, ვისაც გული უწევდა, მიჰქონდა დასაწვავი შესაწირავიც.+ 32 მთლიანობაში კრებულმა დასაწვავ შესაწირავად მიიყვანა სამოცდაათი ხარი, ასი ვერძი და ორასი მამალი თოხლი — ეს ყველაფერი დასაწვავ შესაწირავად მიუყვანეს იეჰოვას,+ 33 ხოლო წმინდა შესაწირავად ექვსასი ხარი და სამი ათასი ცხვარი მიიყვანეს. 34 ცოტანი იყვნენ მღვდლები+ და ვერ ახერხებდნენ ყველა დასაწვავი შესაწირავის გატყავებას.+ ამიტომ მათი ძმები,+ ლევიანები ეხმარებოდნენ მათ, სანამ საქმე არ დაასრულეს+ და მღვდლები არ განიწმინდნენ.+ ლევიანები უფრო კეთილსინდისიერად+ წმინდავდებოდნენ, ვიდრე მღვდლები. 35 ბევრი იყო დასაწვავი შესაწირავი,+ მშვიდობის მსხვერპლის* ქონი+ და დასაწვავი+ შესაწირავისთვის განკუთვნილი დასაღვრელი+ შესაწირავი. ასე შესრულდა მსახურება იეჰოვას სახლში.+ 36 გაიხარეს ხიზკიამ და მთელმა ხალხმა იმით, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა მოამზადა ხალხისთვის,+ რადგან სრულიად მოულოდნელად მოხდა ეს.+
30 შეუთვალა ხიზკიამ მთელ ისრაელსა+ და იუდას, წერილებიც მისწერა ეფრემსა+ და მენაშეს,+ რომ მოსულიყვნენ იეჰოვას სახლში,+ იერუსალიმში, და იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის, პასექი+ აღენიშნათ. 2 მეფემ, მისმა მთავრებმა+ და იერუსალიმის მთელმა კრებულმა+ პასექის აღნიშვნა მეორე თვეში გადაწყვიტეს,+ 3 რადგან იმ დროს ვერ შეძლეს მისი აღნიშვნა,+ ვინაიდან ცოტანი იყვნენ განწმენდილი მღვდლები+ და არც ხალხი იყო შეკრებილი იერუსალიმში. 4 ეს მოსაწონი იყო მეფისა და მთელი კრებულის თვალში,+ 5 ამიტომ გადაწყვიტეს,+ გამოეცხადებინათ მთელ ისრაელში, ბეერ-შებადან+ დანამდე,+ რომ მოსულიყვნენ იერუსალიმში და იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის, პასექი აღენიშნათ, რადგან აქამდე მათ არ აღუნიშნავთ ის, როგორც მრავალრიცხოვან კრებულს,+ დაწერილისამებრ.+
6 მეფის ბრძანებისამებრ მალემსრბოლებმა+ მთელი ისრაელი და იუდა მოიარეს მეფისა და მისი მთავრების+ ხელიდან მიღებული წერილებით და ამბობდნენ: „ისრაელის ძეებო, დაუბრუნდით+ იეჰოვას, აბრაამის, ისაკისა და ისრაელის ღმერთს,+ რომ ისიც დაგიბრუნდეთ+ თქვენ, ასურეთის მეფეთა+ ხელიდან გადარჩენილებს! 7 ნუ დაემსგავსებით თქვენს მამა-პაპასა+ და თქვენს ძმებს, რომლებმაც უორგულეს იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, რის გამოც მან ისეთებად აქცია ისინი, რომ გაოგნებულია+ ხალხი მათი შემხედვარე, და ამას თავადაც ხედავთ. 8 ნუ იქნებით ქედმოუხრელნი+ თქვენი მამა-პაპის მსგავსად! დაემორჩილეთ იეჰოვას+ და მოდით მის საწმინდარში,+ რომელიც მან სამარადისოდ განწმინდა,+ და ემსახურეთ+ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, რათა აგარიდოთ თავისი მრისხანება.+ 9 როცა დაუბრუნდებით+ იეჰოვას, თქვენი ძმები და ვაჟები წყალობას+ პოვებენ თავიანთი დამატყვევებლების თვალში და ამ მიწაზე დაბრუნების ნებას მიიღებენ;+ რადგან მწყალობელი+ და გულმოწყალეა+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და პირს არ მოგარიდებთ, თუ დაუბრუნდებით მას“.+
10 გადადიოდნენ მალემსრბოლები+ ქალაქიდან ქალაქში ეფრემისა+ და მენაშეს მიწაზე და ზებულონამდეც კი მივიდნენ, მაგრამ დასცინოდნენ მათ და მასხრად იგდებდნენ.+ 11 მხოლოდ ზოგიერთმა+ აშერელმა, მენაშელმა და ზებულონელმა დაიმდაბლა თავი+ და მოვიდა იერუსალიმში. 12 ჭეშმარიტი ღვთის ხელი იყო იუდაზე, რომ მიეცა მათთვის ერთი გული+ მეფისა და მთავრების ბრძანების შესასრულებლად,+ რათა ემსახურათ იეჰოვასთვის.+
13 დიდძალი ხალხი შეიკრიბა იერუსალიმში+ მეორე თვეს+ უფუარობის დღესასწაულის+ აღსანიშნავად. მრავალრიცხოვანი იყო კრებული. 14 ადგნენ და მოსპეს სამსხვერპლოები+ იერუსალიმში, მოსპეს სასაკმევლე სამსხვერპლოებიც+ და კედრონის ხევში+ გადაყარეს. 15 მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს დაკლეს საპასექო+ მსხვერპლი; შერცხვენილნი იყვნენ მღვდლები და ლევიანები, ამიტომ განიწმინდნენ+ და მიიტანეს დასაწვავი შესაწირავი იეჰოვას სახლში. 16 ისინი წესისამებრ თავ-თავიანთ ადგილებზე იდგნენ+ ჭეშმარიტი ღვთის კაცის, მოსეს კანონის მიხედვით, მღვდლები+ კი სამსხვერპლოზე ასხურებდნენ სისხლს, რომელსაც ლევიანები აწვდიდნენ. 17 კრებულში მრავალი არ იყო განწმენდილი, ამიტომ ლევიანებს+ ევალებოდათ საპასექო მსხვერპლის+ დაკვლა განუწმენდელთათვის, რათა განეწმინდათ ისინი იეჰოვასთვის. 18 ბევრი ეფრემიდან,+ მენაშედან,+ ისაქარიდან და ზებულონიდან+ არ განწმენდილა+ და დაწერილისამებრ+ არ უჭამია პასექი. ხიზკიამ ილოცა მათთვის:+ „კეთილმა+ იეჰოვამ მიუტევოს 19 ყველას, ვინც გული განაწყო+ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, თავისი მამა-პაპის ღვთის საძებნელად, თუმცა არ განწმენდილა წმინდა დღესასწაულისთვის!“+ 20 იეჰოვამაც მოუსმინა ხიზკიას და განკურნა ხალხი.+
21 იერუსალიმში მყოფმა ისრაელის ძეებმა დიდი სიხარულით+ იზეიმეს უფუარობის დღესასწაული+ შვიდ დღეს. ლევიანები+ და მღვდლები+ ყოველდღე ქებას უძღვნიდნენ იეჰოვას ძლიერხმიანი საკრავებით, აქებდნენ ისინი იეჰოვას.+ 22 გულში ჩამწვდომი სიტყვებით ელაპარაკა ხიზკია+ ლევიანებს, რომლებიც გონივრულად იქცეოდნენ იეჰოვას წინაშე.+ შვიდ დღეს+ ჭამდნენ ისინი სადღესასწაულო საჭმელს, სწირავდნენ მშვიდობის მსხვერპლს*+ და აღიარებდნენ ცოდვებს+ იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღვთის წინაშე.
23 მთელმა კრებულმა გადაწყვიტა,+ რომ კიდევ შვიდ დღეს+ ედღესასწაულათ და მათაც სიხარულით იზეიმეს შვიდივე დღეს. 24 იუდას მეფე ხიზკიამ კრებულისთვის გაიღო+ ათასი ხარი და შვიდი ათასი ცხვარი, მთავრებმა+ კი — ათასი ხარი და ათი ათასი ცხვარი. მრავალი მღვდელი+ იწმინდებოდა. 25 ხარობდნენ+ იუდას+ მთელი კრებული, მღვდლები, ლევიანები,+ ისრაელიდან მოსული კრებული,+ ისრაელის მიწიდან მოსული+ და იუდაში მცხოვრები ხიზნები.+ 26 დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რადგან ისრაელის მეფის, სოლომონის,+ დავითის ვაჟის დროიდან მსგავსი რამ არ ყოფილა იერუსალიმში.+ 27 წამოდგნენ ლევიანი მღვდლები და აკურთხეს+ ხალხი. შესმენილ იქნა მათი ხმა და მიაღწია მათმა ლოცვამ ზეცას, ღვთის წმინდა სამყოფელს.+
31 ყოველივე ეს რომ დაამთავრეს, იქ მყოფმა ისრაელებმა+ დაიარეს იუდას ქალაქები+ და დაამტვრიეს წმინდა სვეტები,+ აჩეხეს წმინდა ბოძები,+ მოსპეს მაღლობები+ და სამსხვერპლოები+ მთელ იუდაში,+ ბენიამინში, ეფრემსა+ და მენაშეში,+ ვიდრე ბოლომდე არ მიიყვანეს საქმე. დაბრუნდნენ ამის შემდეგ ისრაელის ძეები თავიანთ ქალაქებში და თავიანთ სამკვიდროებში.
2 ხიზკიამ ჯგუფებად+ დააყენა მღვდლები და ლევიანები+ თავ-თავიანთი მსახურების შესასრულებლად,+ რათა შეეწირათ დასაწვავი შესაწირავი+ და მშვიდობის მსხვერპლი*,+ ემსახურათ,+ სამადლობელი და ქება-დიდება+ აღევლინათ იეჰოვას ბანაკების კარიბჭეებში. 3 მეფემ თავისი ქონებიდან+ წილი გაიღო დასაწვავი შესაწირავისთვის,+ დილა-საღამოს+ დასაწვავი შესაწირავისთვის, ასევე შაბათების,+ ახალმთვარობებისა+ და სადღესასწაულო+ დასაწვავი შესაწირავისთვის, როგორც იეჰოვას კანონში იყო ჩაწერილი.+
4 მან უბრძანა ხალხს, იერუსალიმის მკვიდრთ, რომ გაეღოთ მღვდლებისა+ და ლევიანებისთვის+ განკუთვნილი წილი, რათა მათ მტკიცედ დაეცვათ+ იეჰოვას კანონი.+ 5 როგორც კი გავრცელდა ეს სიტყვა, ისრაელის ძეებმა+ უხვად მოიტანეს+ პირველმოწეული მარცვლეული,+ ახალი ღვინო,+ ზეთი,+ თაფლი,+ მიწის ყოველგვარი ნაყოფი+ და ყველაფრის მეათედი. 6 იუდას ქალაქებში მცხოვრებმა ისრაელისა და იუდას ძეებმა+ მოიტანეს მეათედი ცხვარ-ძროხიდან და მეათედი+ იეჰოვასთვის, თავიანთი ღვთისთვის განწმენდილი წმინდა ძღვნიდან; მოიტანეს და დაახვავეს. 7 მესამე+ თვეს დაიწყეს დახვავება და მეშვიდე+ თვეს დაასრულეს. 8 მოვიდნენ ხიზკია და მთავრები,+ ნახეს დახვავებული გროვები და აკურთხეს+ იეჰოვა და მისი ხალხი — ისრაელი.+
9 ჰკითხა ხიზკიამ მღვდლებსა და ლევიანებს გროვების შესახებ.+ 10 მაშინ უფროსმა მღვდელმა აზარიამ,+ რომელიც ცადოკის+ საგვარეულოდან იყო, უთხრა მას: „მას შემდეგ, რაც იეჰოვას სახლში შესაწირავის+ მიტანა დაიწყეს, ხალხი ძღომამდე ჭამს+ და უხვადაც+ რჩება, რადგან იეჰოვამ აკურთხა თავისი ხალხი;+ ბევრია მონარჩენი“.
11 ბრძანა ხიზკიამ, რომ სასადილო ოთახები+ მოემზადებინათ იეჰოვას სახლში, და მოამზადეს კიდეც. 12 ერთგულად+ მოჰქონდათ შესაწირავი,+ მეათედი+ და წმინდა ძღვენი. ამ საქმეს ლევიანი ქონანია უძღვებოდა, მისი ძმა შიმეი კი მეორე კაცი იყო. 13 იეხიელი, აზაზია, ნახათი, ასაჰელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმაქია, მახათი და ბენაია მეფე ხიზკიას ბრძანებისამებრ ქონანიასა და მისი ძმის, შიმეის გვერდით ზედამხედველობდნენ, აზარია+ კი ჭეშმარიტი ღვთის სახლს წინამძღოლობდა. 14 ლევიანი კორე, იმნაჰის ვაჟი, აღმოსავლეთი+ კარიბჭის მცველი+ იყო და მას ებარა ჭეშმარიტი ღვთისთვის გაღებული ნებაყოფლობითი+ შესაწირავი. მას უნდა გაეცა იეჰოვასთვის გაღებული შესაწირავი+ და უწმინდესი ძღვენი.+ 15 მას ექვემდებარებოდნენ ნდობით აღჭურვილი+ ედემი, მინიამინი, იეშუა, შემაია, ამარია და შექანია, რომლებიც მღვდელთა ქალაქებში+ თავიანთ ძმებს, დიდსა თუ პატარას,+ მათი ჯგუფების+ მიხედვით უნაწილებდნენ შესაწირავს. 16 ასევე უნაწილებდნენ ყველა მამაკაცს, რომელიც შესული იყო საგვარეულო ნუსხაში,+ სამი წლიდან მოყოლებული,+ უნაწილებდნენ ყველას, ვინც ყოველდღიური წესისამებრ შედიოდა იეჰოვას სახლში თავისი ჯგუფის მიხედვით დაკისრებული მსახურების შესასრულებლად.
17 ეს არის მღვდლების აღრიცხვა საგვარეულოების მიხედვით+ და ლევიანების+ აღრიცხვა, ოცი+ წლიდან მოყოლებული, მათი ჯგუფების+ მოვალეობებისამებრ, 18 ასევე მათი ბავშვების, ცოლების, ვაჟებისა და ასულების, მთელი კრებულის აღრიცხვა; ისინი ნდობით იყვნენ აღჭურვილნი+ და განიწმინდნენ+ თავიანთი წმინდა მსახურებისთვის. 19 ასევე აღირიცხნენ თავიანთი ქალაქების გარშემო*+ მცხოვრები აარონის ძეები,+ მღვდლები; ყველა ქალაქში იყვნენ კაცები, რომლებსაც სახელებით მოუხმეს, რათა წილი მიეცათ ყოველი მღვდლისთვის და საგვარეულო ნუსხაში შესული ლევიანებისთვის.
20 ეს გააკეთა ხიზკიამ მთელ იუდაში. ამის მერეც კარგად,+ სწორად+ და ერთგულად+ იქცეოდა თავისი ღვთის, იეჰოვას წინაშე. 21 ყველა საქმეს — რაც მან წამოიწყო ჭეშმარიტი ღვთის სახლში მსახურებისთვის,+ კანონისა+ და მცნების დასაცავად,+ რათა ეძია თავისი ღმერთი — მთელი გულით+ აკეთებდა და ხელიც ემართებოდა+.
32 ამ ამბებისა და ხიზკიას ასეთი ერთგულების+ შემდეგ ასურეთის მეფე+ სინახერიბი+ გამოვიდა, იუდაში შეიჭრა და გამაგრებული ქალაქების გარშემო დაბანაკდა;+ ის მათში შეღწევასა და მათ ხელში ჩაგდებას ფიქრობდა.
2 დაინახა ხიზკიამ, რომ სინახერიბმა იერუსალიმისკენ ქნა პირი+ მასზე გასალაშქრებლად 3 და მთავრებთან+ და ძლიერ ვაჟკაცებთან ერთად გადაწყვიტა, ქალაქგარეთ წყლის წყაროები გადაეკეტა+ და ისინიც მიეხმარნენ მას. 4 ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, გადაკეტეს ყველა წყარო და შუა ქვეყანაში გამდინარე+ წყლის ნაკადი და თქვეს: რატომ უნდა მოვიდნენ და ნახონო ასურეთის მეფეებმა ბევრი წყალი?!
5 მან გამბედაობა მოიკრიბა, ამოაშენა გალავნის დანგრეული კედლები,+ აღმართა მასზე კოშკები,+ გარეთ სხვა გალავანი+ ამოუშენა, გაამაგრა დავითის ქალაქის მილო*+ და მრავალი შუბი+ და ფარი+ დაამზადა. 6 მან ჯარის მეთაურები+ დაუყენა ხალხს, შეკრიბა ისინი მოედანზე+ ქალაქის კარიბჭესთან და გულში+ ჩამწვდომი სიტყვებით ელაპარაკა მათ: 7 „გამბედაობა მოიკრიბეთ და გამაგრდით!+ ნუ შეგაშინებთ+ და ნუ შეგაძრწუნებთ+ ასურეთის მეფე+ და მისი ბრბო,+ რადგან ჩვენთან უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მასთან! 8 მასთან ხორციელი ძალაა*,+ ჩვენთან კი იეჰოვაა, ჩვენი ღმერთი, რათა დაგვეხმაროს+ და ჩვენთვის იბრძოლოს“.+ გაამხნევა ხალხი იუდას მეფე ხიზკიას სიტყვებმა.+
9 ამის შემდეგ ასურეთის მეფე სინახერიბმა,+ რომელიც ლაშქართან ერთად+ ლაქიშში+ იმყოფებოდა, თავისი მსახურები გაუგზავნა იერუსალიმში იუდას მეფე ხიზკიასა და იერუსალიმში მყოფ იუდეველებს და შეუთვალა:
10 «აი რას ამბობს ასურეთის მეფე სინახერიბი:+ „რისი იმედი გაქვთ, მშვიდად რომ ხართ ალყაშემორტყმულ იერუსალიმში?+ 11 განა არ გაცდუნებთ+ ხიზკია,+ რათა შიმშილითა და წყურვილით დაიხოცოთ, როცა გეუბნებათ: იეჰოვა, ჩვენი ღმერთი გვიხსნისო ასურეთის მეფის ხელიდან?!+ 12 განა თვითონ ხიზკიამ არ მოსპო მისი მაღლობები+ და სამსხვერპლოები+ და უბრძანა იუდასა და იერუსალიმს, ერთი სამსხვერპლოს წინ+ დამხობილიყვნენ+ და მასზე აებოლებინათ შესაწირავი?!+ 13 განა არ იცით, რა დავმართეთ მე და ჩემმა მამა-პაპამ სხვა ქვეყნების ხალხებს?!+ განა შეძლეს იმ ქვეყნების ხალხთა ღმერთებმა+ მათი მიწის ხსნა ჩემი ხელიდან?! 14 ჩემი მამა-პაპის მიერ განადგურებული რომელი ხალხის ღმერთმა შეძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი ხელიდან, თქვენმა ღმერთმა რომ შეძლოს თქვენი ხსნა ჩემი ხელიდან?!+ 15 თავს ნუ მოატყუებინებთ+ და თავს ნუ შეაცდენინებთ ხიზკიას,+ ნუ ენდობით მას, რადგან ვერც ერთი ხალხისა და ვერც ერთი სამეფოს ღმერთმა ვერ შეძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელიდან. მით უმეტეს ვერ გიხსნით თქვენი ღმერთი ჩემი ხელიდან!“»+
16 კიდევ ილაპარაკეს მისმა მსახურებმა იეჰოვას, ჭეშმარიტი ღვთისა+ და მისი მსახურის, ხიზკიას წინააღმდეგ. 17 მან იეჰოვას, ისრაელის ღვთის+ შეურაცხმყოფელი წერილებიც დაწერა,+ სადაც მის წინააღმდეგ ამბობდა: „როგორც სხვა ქვეყნების ხალხთა ღმერთებმა+ ვერ იხსნეს თავიანთი ხალხი ჩემი ხელიდან,+ ისე ვერც ხიზკიას ღმერთი იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან“. 18 იუდეველთა ენაზე+ ხმამაღლა+ უყვიროდნენ ისინი+ გალავანზე მდგომ იერუსალიმის მკვიდრებს, რომ შეეშინებინათ+ და შეეძრწუნებინათ ისინი და დაეპყროთ ქალაქი. 19 ისინი კვლავ ისე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღვთის+ წინააღმდეგ,+ როგორც დედამიწაზე მცხოვრებ სხვა ხალხთა ღმერთების, ადამიანის ნახელავის წინააღმდეგ.+ 20 ლოცულობდნენ+ ამ ამბის გამო მეფე ხიზკია+ და წინასწარმეტყველი+ ესაია,+ ამოცის ვაჟი,+ და ცას სთხოვდნენ შველას.+
21 გამოგზავნა იეჰოვამ ანგელოზი+ და ამოწყვიტა ყველა ძლიერი და მამაცი ვაჟკაცი,+ წინამძღოლი და მეთაური ასურეთის მეფის+ ბანაკში. შერცხვენილი დაბრუნდა ის თავის ქვეყანაში. ერთხელ, როცა ის თავისი ღვთის სახლში შევიდა, მისი საზარდულიდან გამოსულებმა მახვილით განგმირეს იგი.+ 22 ასე იხსნა იეჰოვამ ხიზკია და იერუსალიმის მკვიდრნი ასურეთის მეფე+ სინახერიბისა თუ სხვების ხელიდან და მშვიდობა მისცა მათ ყოველი მხრიდან.+ 23 მრავალს მოჰქონდა იეჰოვასთვის ძღვენი+ იერუსალიმში და საუკეთესო საჩუქრები იუდას მეფე ხიზკიასთვის.+ ამის შემდეგ აღზევდა+ ის ყველა ხალხის თვალში.
24 იმ დროს სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია+ და ლოცვით მიმართა+ იეჰოვას, ისიც ელაპარაკა მას+ და ნიშანი+ მისცა. 25 მაგრამ ხიზკიას არაფერი გაუკეთებია გამოვლენილი სიკეთის სანაცვლოდ,+ რადგან გადიდგულდა.+ ამიტომ რისხვა აღიძრა+ მის წინააღმდეგ და იუდასა და იერუსალიმის წინააღმდეგ. 26 თავი დაიმდაბლა+ გადიდგულებულმა ხიზკიამ, მანაც და იერუსალიმის მკვიდრებმაც, ამიტომ აღარ დასტყდომიათ თავს იეჰოვას რისხვა ხიზკიას დროს.+
27 ძლიერ გამდიდრდა და განდიდდა ხიზკია.+ მან გაიკეთა საგანძურები ოქრო-ვერცხლისა+ და ძვირფასი ქვების,+ ბალზამის,+ ფარებისა+ და ყველანაირი ძვირფასი ნივთის შესანახად,+ 28 ბეღლები+ — მარცვლეულისთვის, მარნები — ახალი ღვინისთვის,+ საცავები — ზეთისთვის, სადგომები — ყველანაირი პირუტყვისთვის და ფარეხები+ — ცხვრის ფარისთვის. 29 ის დაეუფლა ქალაქებს და შეიძინა მრავალი ცხვარ-ძროხა,+ რადგან ღმერთმა დიდი დოვლათი მისცა.+ 30 ხიზკიამ გადაკეტა+ გიხონის+ წყლის ზემო სათავე+ და წყალი დასავლეთით, დავითის ქალაქისკენ+ მიუშვა. ყველაფერში ხელი ემართებოდა ხიზკიას.+ 31 როცა ბაბილონის მთავრებმა+ ხალხი გაუგზავნეს მას,+ რათა ეკითხათ იმ მიწაზე გამოჩენილი ნიშნის+ შესახებ, მარტო დატოვა ის ჭეშმარიტმა ღმერთმა+ გამოსაცდელად+ და მისი გულისნადების გასაგებად.+
32 ხიზკიას დანარჩენი ამბები+ და მისი კეთილი*+ საქმეები ესაია წინასწარმეტყველის, ამოცის ვაჟის+ ხილვაში, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია+ ჩაწერილი. 33 ბოლოს განისვენა ხიზკიამ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის დავითის ძეთა სამარხებისკენ მიმავალ აღმართზე.+ სიკვდილის შემდეგ მას პატივი მიაგეს მთელმა იუდამ და იერუსალიმელმა ხალხმა.+ მის შემდეგ მისი ვაჟი მენაშე+ გამეფდა.
33 თორმეტი წლისა გამეფდა მენაშე+ და ორმოცდათხუთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+
2 ის ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში+ იმ ხალხების სისაძაგლისამებრ,+ რომლებიც იეჰოვამ განდევნა ისრაელის ძეთაგან.+ 3 მან აღადგინა მაღლობები,+ რომლებიც მამამისმა, ხიზკიამ მოსპო,+ სამსხვერპლოები+ აუგო ბაალებს+ და გააკეთა წმინდა ბოძები;+ ის დამხობილი თაყვანს სცემდა+ ცის ლაშქარს+ და ემსახურებოდა მას.+ 4 მან სამსხვერპლოები ააგო+ იეჰოვას სახლში, რომელზეც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას, სამარადისოდ დავავანებო ჩემს სახელს იერუსალიმში.+ 5 მან ცის ლაშქარს აუგო სამსხვერპლოები+ იეჰოვას სახლის+ ორივე ეზოში.+ 6 ცეცხლში გაატარა თავისი ვაჟები+ ჰინომის ძის ველზე,+ ჯადოქრობდა,+ მკითხაობდა,+ ჯადოსნობდა,+ გაიჩინა სულების გამომძახებლები+ და მარჩიელები.+ დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში, რათა შეურაცხეყო იგი.+
7 მან თავისი გაკეთებული ქანდაკება+ დადგა ჭეშმარიტი ღვთის სახლში,+ რომელზეც ღმერთს ნათქვამი ჰქონდა დავითისთვის და მისი ვაჟი სოლომონისთვის: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც ისრაელის ყველა ტომიდან ამოვირჩიე,+ სამარადისოდ+ დავავანებ ჩემს სახელს.+ 8 აღარ ავყრი ისრაელს იმ მიწიდან, რომელიც მივეცი+ მათ მამა-პაპას,+ თუკი გულდასმით დაიცავენ ყველაფერს, რაც ვუბრძანე+ მათ მოსეს ხელით+ გადაცემული კანონით,+ წესებითა+ და სამართლით“.+ 9 აცდუნებდა მენაშე+ იუდას+ და იერუსალიმის მკვიდრებს, რათა იმ ერებზე უარესად მოქცეულიყვნენ,+ რომლებიც მოსპო იეჰოვამ ისრაელის ძეთაგან.+
10 ელაპარაკებოდა იეჰოვა მენაშესა და მის ხალხს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ ისინი.+ 11 ბოლოს იეჰოვამ მათ წინააღმდეგ+ ასურეთის მეფის ჯარის მეთაურები გამოიყვანა.+ შეიპყრეს მათ მენაშე მღვიმეში,+ სპილენძის ორმაგი ბორკილები დაადეს+ და ბაბილონში წაიყვანეს. 12 და როცა გაუჭირდა,+ გული მოულბო იეჰოვას, თავის ღმერთს,+ და დიდად დაიმდაბლა თავი+ თავისი მამა-პაპის ღვთის წინაშე. 13 ლოცვით მიმართავდა მას და მანაც შეისმინა მისი ვედრება,+ წყალობის თხოვნა და დაუბრუნა მას მეფობა იერუსალიმში;+ მიხვდა მენაშე, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი.+
14 ამის შემდეგ მან გარეთა გალავანი აუშენა+ დავითის ქალაქს+ გიხონის დასავლეთით,+ ხევში, თევზის კარიბჭემდე,+ გარს შემოავლო ოფელს+ და დიდად აამაღლა. მან ჯარის მეთაურები დააყენა იუდას გამაგრებულ ქალაქებში.+ 15 მოაშორა იეჰოვას სახლიდან უცხო ღმერთები+ და კერპი,+ აგრეთვე სამსხვერპლოები,+ რომლებიც იეჰოვას სახლის მთაზე და იერუსალიმში ჰქონდა აგებული, და ქალაქის გარეთ გადაყარა. 16 შეაკეთა იეჰოვას სამსხვერპლო,+ დაიწყო მასზე მშვიდობის მსხვერპლისა*+ და სამადლობელი მსხვერპლის+ შეწირვა და უბრძანა იუდას, რომ ემსახურათ იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის.+ 17 ხალხი კი მაინც მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს,+ ოღონდ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს.
18 მენაშეს დანარჩენი საქმეები, მისი ლოცვა+ თავისი ღვთის მიმართ და იმ წინასწარმხილველთა სიტყვები,+ რომლებიც იეჰოვას, ისრაელის ღვთის სახელით ელაპარაკებოდნენ, ისრაელის მეფეთა საქმეებშია ჩაწერილი.+ 19 მისი ლოცვა+ და ის, თუ როგორ იქნა შესმენილი ეს ვედრება,+ მისი ცოდვები+ და მისი ორგულობა,+ და ის ადგილები, სადაც მოაწყო მაღლობები,+ დადგა წმინდა ბოძები+ და ქანდაკებები,+ ვიდრე თავს დაიმდაბლებდა,+ მის წინასწარმხილველთა სიტყვებშია ჩაწერილი. 20 ბოლოს განისვენა მენაშემ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს+ ის თავის სასახლესთან. მის შემდეგ მისი ვაჟი ამონი+ გამეფდა.
21 ოცდაორი წლისა გამეფდა ამონი+ და ორ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ 22 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში+ მამამისის, მენაშეს მსგავსად;+ მსხვერპლს სწირავდა+ და მამამისის, მენაშეს+ მიერ გაკეთებულ ქანდაკებებს+ ემსახურებოდა.+ 23 ამონს არ დაუმდაბლებია თავი+ იეჰოვას წინაშე, როგორც მამამისმა, მენაშემ დაიმდაბლა,+ არამედ დანაშაული გაამრავლა.+ 24 ბოლოს მის წინააღმდეგ შეითქვნენ+ მისი მსახურები და თავისივე სასახლეში მოკლეს იგი.+ 25 იმ მიწის ხალხმა+ კი დახოცა+ მეფე ამონის+ წინააღმდეგ შეთქმულები+ და მის ნაცვლად მისი ვაჟი იოშია+ გაამეფა.
34 რვა+ წლისა გამეფდა იოშია+ და ოცდათერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ 2 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში,+ თავისი წინაპრის,+ დავითის გზით დადიოდა და არ გადაუხვევია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.+
3 თავისი მეფობის მერვე წელს, როცა ჯერ კიდევ ყმაწვილი+ იყო, დავითის, თავისი წინაპრის, ღვთის ძიება+ დაიწყო; თავისი მეფობის მეთორმეტე წელს კი დაიწყო იუდასა და იერუსალიმის განწმენდა+ მაღლობებისგან,+ წმინდა ბოძებისგან,+ გამოთლილი და ჩამოსხმული ქანდაკებებისგან.+ 4 მისი ხელმძღვანელობით დაანგრიეს ბაალების+ სამსხვერპლოები.+ მან დალეწა სასაკმევლეები+ მათ ზემოთ, დაამტვრია წმინდა ბოძები,+ გამოთლილი და ჩამოსხმული ქანდაკებები+ და მტვრად აქცია,+ მათი მტვერი კი იმათ სამარხებს მოაყარა, ვინც მსხვერპლს სწირავდა მათ.+ 5 ქურუმთა ძვლები მათ სამსხვერპლოებზე+ დაწვა.+ ასე განწმინდა მან იუდა და იერუსალიმი.
6 მენაშეს,+ ეფრემისა+ და სიმონის ქალაქებში ნაფთალამდე და ყველა გაპარტახებულ ადგილზე მათ გარშემო 7 დაანგრია მან სამსხვერპლოები+ და წმინდა ბოძები,+ დაამტვრია და მტვრად აქცია+ გამოთლილი ქანდაკებები+ და დალეწა სასაკმევლეები+ მთელი ისრაელის მიწაზე, შემდეგ კი იერუსალიმში დაბრუნდა.
8 თავისი მეფობის მეთვრამეტე+ წელს, მას შემდეგ, რაც განწმინდა მიწა და სახლი, გაგზავნა შაფანი,+ აცალიას ვაჟი, ქალაქის მთავარი მაასეია და მემატიანე იოახი, იოახაზის ვაჟი, იეჰოვას, თავისი ღვთის სახლის შესაკეთებლად.+ 9 მივიდნენ ისინი მღვდელმთავარ ხილკიასთან+ და მისცეს მას ღვთის სახლში მიტანილი ფული, რაც ლევიანმა კარის მცველებმა+ აკრიფეს მენაშესა+ და ეფრემის+ ხელიდან, დანარჩენი ისრაელიდან,+ მთელი იუდადან, ბენიამინიდან და იერუსალიმის მკვიდრთაგან. 10 ხელში მისცეს ის სამუშაოთა შემსრულებლებს, რომლებიც იეჰოვას სახლში ზედამხედველებად იყვნენ დანიშნულნი.+ სამუშაოთა შემსრულებლებმა კი, რომლებიც იეჰოვას სახლში მუშაობდნენ, ის მის შესაკეთებლად და აღსადგენად გამოიყენეს. 11 მისცეს ის ხელოსნებსა და მშენებლებს,+ რომ ეყიდათ თლილი ქვები+ და ხის მასალა სამაგრებისთვის, და ძელებით აეშენებინათ იუდას მეფეების+ მიერ დანგრეული სახლები.
12 პატიოსნად+ მუშაობდა ხალხი. მათ ზედამხედველობდნენ ლევიანები: იახათი და ობადია — მერარის ძეთაგან,+ და ზაქარია და მეშულამი — კეჰათელთაგან.+ საკრავების დაკვრაში დახელოვნებული ლევიანები+ 13 მზიდავებსა+ და სხვადასხვა სამუშაოთა შემსრულებლებს ზედამხედველობდნენ.+ ლევიანთაგანვე+ იყვნენ მწერლები,+ ზედამხედველები და კარიბჭის მცველები.+
14 იმ დროს, როცა იეჰოვას სახლში მიტანილი ფული+ გამოჰქონდათ, მღვდელმა ხილკიამ+ იპოვა მოსეს ხელით+ გადმოცემული იეჰოვას კანონის+ წიგნი.+ 15 უთხრა ხილკიამ მწერალ შაფანს:+ „კანონის ეს წიგნი ვიპოვე იეჰოვას სახლში“. და მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს. 16 მიუტანა შაფანმა წიგნი მეფეს და უთხრა: „ყველა დავალებას ასრულებენ შენი მსახურები. 17 გადმოყარეს ფული, რომელიც იეჰოვას სახლში აღმოჩნდა, და ხელში მისცეს დანიშნულ ზედამხედველებსა და სამუშაოთა შემსრულებლებს“.+ 18 სიტყვა განაგრძო მწერალმა შაფანმა და უთხრა მეფეს: „ეს წიგნი+ მღვდელმა ხილკიამ მომცა“.+ და დაიწყო შაფანმა მისი კითხვა მეფის წინაშე.+
19 როგორც კი მეფემ კანონის სიტყვები მოისმინა, ტანსაცმელი შემოიხია.+ 20 უბრძანა მეფემ ხილკიას,+ ახიკამს,+ შაფანის ვაჟს, აბდონს, მიქას ვაჟს, მწერალ+ შაფანსა+ და მეფის მსახურ ასაიას:+ 21 „წადით და დაეკითხეთ+ იეჰოვას ჩემთვის+ და ისრაელსა და იუდაში დარჩენილთათვის ამ ნაპოვნ წიგნში+ ჩაწერილი სიტყვების გამო, რადგან დიდია იეჰოვას რისხვა,+ თავს რომ უნდა დაგვატყდეს, ვინაიდან არ დაიცვა ჩვენმა მამა-პაპამ იეჰოვას სიტყვა და არ შეასრულა ის, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი“.+
22 ხილკია და ისინი, ვისაც მეფის ბრძანება ჰქონდა მიღებული, წავიდნენ წინასწარმეტყველ+ ხულდასთან,+ ტანსაცმლის მცველ შალუმის,+ ხარხასის ვაჟის თიკვას ვაჟის ცოლთან, რომელიც იერუსალიმის მეორე უბანში ცხოვრობდა, და ამაზე ელაპარაკნენ. 23 მან მიუგო მათ:
«აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ, 24 აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: უბედურებას მოვაწევ+ ამ ადგილს და მის მკვიდრთ,+ ავახდენ იმ წიგნში ჩაწერილ ყველა წყევლას,+ იუდას მეფეს რომ წაუკითხეს,+ 25 რაკი მიმატოვეს+ და სხვა ღმერთებს უბოლებდნენ შესაწირავს,+ თავიანთი ნამოქმედარით+ ჩემი შეურაცხყოფისთვის,+ რომ გადმოღვრილიყო+ ჩემი რისხვა ამ ადგილზე და არ დამცხრალიყო.+ 26 ასე უთხარით იუდას მეფეს, რომელმაც იეჰოვასთან შესაკითხად გამოგგზავნათ, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი:+ ის სიტყვები+ რომ მოისმინე 27 და სათნო გული+ აღმოგაჩნდა, თავი რომ დაიმდაბლე+ ღვთის წინაშე, როცა მოისმინე ამ ადგილსა და მის მკვიდრებზე წარმოთქმული სიტყვები, თავი დაიმდაბლე ჩემ წინაშე,+ ტანსაცმელი რომ შემოიხიე+ და ტიროდი ჩემ წინაშე, მეც გისმინე,+ — ამბობს იეჰოვა. — 28 მოგასვენებ შენი მამა-პაპის გვერდით და მშვიდობით განისვენებ შენს საფლავში;+ არ იხილავს შენი თვალი მთელ იმ უბედურებას,+ რომელსაც ამ ადგილსა და მის მკვიდრთ მოვაწევ“».+
მიუტანეს ეს პასუხი მეფეს. 29 გაგზავნა მეფემ ხალხი და შეკრიბა იუდასა და იერუსალიმის უხუცესები.+ 30 ავიდა მეფე იეჰოვას სახლში+ იუდას ხალხთან, იერუსალიმის მკვიდრებთან, მღვდლებთან,+ ლევიანებთან და მთელ ხალხთან ერთად, დიდთან თუ პატარასთან, და მათ გასაგონად დაიწყო იმ სიტყვების კითხვა,+ რომლებიც იეჰოვას სახლში ნაპოვნ შეთანხმების წიგნში ეწერა.+ 31 თავის ადგილზე+ მდგომმა მეფემ შეთანხმება+ დადო იეჰოვას წინაშე, რომ გაჰყვებოდა იეჰოვას, მთელი გულითა+ და სულით+ დაიცავდა მის მცნებებს,+ მოწმობებსა+ და წესებს,+ და შეასრულებდა+ ამ წიგნში ჩაწერილ შეთანხმების სიტყვებს.+ 32 მან შეთანხმება დაადებინა ყველას, ვინც იერუსალიმსა და ბენიამინში იმყოფებოდა, და იერუსალიმის მკვიდრებიც შეუდგნენ თავიანთი მამა-პაპის ღვთის შეთანხმების დაცვას.+ 33 ამის შემდეგ იოშიამ მოსპო ყოველგვარი სისაძაგლე+ ისრაელის ძეთა მიწაზე და ყველა, ვინც ისრაელში იყო,+ იეჰოვას, თავიანთი ღვთის მსახურებაში ჩააბა. მის სიცოცხლეში არ განდგომიან ისინი იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს.+
35 იოშიამ+ იეჰოვასთვის პასექი+ აღნიშნა იერუსალიმში; პირველი+ თვის მეთოთხმეტე+ დღეს დაკლეს საპასექო მსხვერპლი.+ 2 დააყენა მღვდლები თავ-თავიანთი საქმეების შესასრულებლად+ და იეჰოვას სახლში+ მსახურებისთვის წაახალისა.+ 3 უთხრა მან ლევიანებს, ისრაელის დამმოძღვრავებს,+ იეჰოვას წმინდებს: „დადგით წმინდა+ კიდობანი სახლში,+ რომელიც ისრაელის მეფე სოლომონმა, დავითის ძემ ააშენა. არ მოგიწევთ მისი მხრებით ტარება.+ ახლა ემსახურეთ+ იეჰოვას, თქვენს ღმერთს და მის ხალხს, ისრაელს! 4 მოემზადეთ საგვარეულოებისა+ და ჯგუფების+ მიხედვით, ისრაელის მეფე დავითისა და მისი ვაჟის, სოლომონის მიერ დაწერილისამებრ.+ 5 იდექით+ წმინდა ადგილზე თქვენი ძმების, ხალხის ძეების გულისთვის მათი საგვარეულოთა ჯგუფების მიხედვით; და იყოს იქ ლევიანთა+ საგვარეულოს ნაწილი.+ 6 დაკალით საპასექო+ მსხვერპლი, განიწმინდეთ+ და მოემზადეთ თქვენი ძმების გულისთვის, რათა მოიქცეთ მოსეს ხელით გადმოცემული იეჰოვას სიტყვისამებრ“.+
7 ხალხის ძეებისთვის, ყველასთვის, ვინც იქ იყო, იოშიამ საპასექო მსხვერპლად მამალი თოხლებისა და მამალი თიკნების ფარები გაიღო, ოცდაათი ათასი სული, და სამი ათასი ხარი.+ ეს მეფის ქონებიდან იქნა გაღებული.+ 8 მისმა მთავრებმაც+ გაიღეს ნებაყოფლობითი შესაწირავი ხალხისთვის,+ მღვდლებისა და ლევიანებისთვის. ხილკიამ,+ ზაქარიამ და იეხიელმა, ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინამძღოლებმა, საპასექო მსხვერპლად მღვდლებს ორი ათას ექვსასი სული წვრილფეხა საქონელი და სამასი ხარი მიუყვანეს. 9 ლევიანთა მთავრებმა, ქონანიამ და მისმა ძმებმა, შემაიამ და ნეთანელმა, ასევე ხაშაბიამ, იეიელმა და იოზაბადმა ლევიანებისთვის საპასექო მსხვერპლად ხუთი ათასი სული წვრილფეხა საქონელი და ხუთასი ხარი გაიღეს.
10 ყველაფერი მომზადდა+ მსახურებისთვის, მღვდლები თავ-თავიანთ ადგილებზე+ იდგნენ,+ ლევიანებიც თავ-თავიანთ ადგილებზე იდგნენ ჯგუფების+ მიხედვით, როგორც მეფეს ჰქონდა ნაბრძანები.+ 11 დაკლეს ლევიანებმა საპასექო მსხვერპლი,+ მღვდლები+ კი სამსხვერპლოზე ასხურებდნენ+ სისხლს, რომელსაც ისინი აწვდიდნენ; ამ დროს ლევიანები პირუტყვს ატყავებდნენ.+ 12 მოამზადეს მათ დასაწვავი შესაწირავი, რომ მიეცათ ის ხალხის ძეებისთვის საგვარეულოთა+ ჯგუფების+ მიხედვით, რათა მოსეს წიგნში ჩაწერილისამებრ+ შეეწირათ+ ის იეჰოვასთვის; ასევე მოიქცნენ ხარების შეწირვისას. 13 მათ, ჩვეულებისამებრ, ცეცხლზე მოამზადეს+ საპასექო+ შესაწირავი; ის, რაც განიწმინდა, ქვაბებში, ქოთნებსა და დაბალძირიან თასებში მოამზადეს+ და სწრაფად მიუტანეს ხალხის ძეებს.+ 14 შემდეგ ის თავიანთთვის და მღვდლებისთვის მოამზადეს, რადგან მღვდლები,+ აარონის ძეები, ღამის დადგომამდე დასაწვავი შესაწირავებისა+ და ქონის+ შეწირვით იყვნენ დაკავებულნი; ლევიანებმა თავისთვის და მღვდლებისთვის, აარონის ძეებისთვის მოამზადეს+ ის.
15 მგალობლები,+ ასაფის+ ძეები, თავიანთ მსახურებას ასრულებდნენ დავითის,+ ასაფის,+ ჰემანისა+ და მეფის წინასწარმხილველ+ იედუთუნის+ ბრძანებისამებრ, კარიბჭის მცველები+ კი სხვადასხვა კარიბჭესთან+ იდგნენ. მათ არ უწევდათ თავიანთი მსახურების მიტოვება, რადგან მათმა ძმებმა, ლევიანებმა, ყველაფერი მოამზადეს+ მათთვის. 16 იმ დღეს იეჰოვასთვის ყოველგვარი მსახურება შესრულდა, რათა აღნიშნულიყო პასექი+ და დასაწვავი შესაწირავი მიეტანათ იეჰოვას სამსხვერპლოზე, როგორც მეფე იოშიას ჰქონდა ნაბრძანები.+
17 იმ დროს მთელი ისრაელის ძეებმა აღნიშნეს პასექი+ და შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული.+ 18 წინასწარმეტყველ სამუელის შემდეგ ასე არ აღუნიშნავთ პასექი ისრაელში,+ არც ისრაელის სხვა მეფეებს+ აღუნიშნავთ პასექი ისე, როგორც იოშიამ, მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელმა იუდამ, ისრაელმა და იერუსალიმის მკვიდრებმა აღნიშნეს. 19 ეს პასექი იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს აღინიშნა.+
20 მას შემდეგ, რაც იოშიამ მოაწესრიგა ეს სახლი, ეგვიპტის+ მეფე ნექო*+ გამოვიდა საბრძოლველად ქარხემიშში,+ ევფრატთან. გაემართა იოშია+ მის დასახვედრად.+ 21 შეუთვალა მას ნექომ მაცნეების პირით: „რა მესაქმება შენთან, იუდას მეფეო?! შენ წინააღმდეგ არ გამოვსულვარ დღეს, სხვა სახლს ვებრძვი და თვით ღმერთს აქვს ნაბრძანები, რომ თავზარი დავცე მას. შეჩერდი შენივე სასიკეთოდ ღვთის გულისათვის, რადგან ჩემთანაა ის, და თავს ნუ დააღუპვინებ მას“.+ 22 მაგრამ იოშიამ პირი არ მოარიდა მას,+ გადაიცვა,+ მასთან საბრძოლველად რომ გასულიყო, ყური არ დაუგდო ნექოს+ სიტყვებს, ღვთის ბაგიდან გამოსულს, და მეგიდოს ველზე+ გავიდა საბრძოლველად.
23 ესროლეს მშვილდოსნებმა+ მეფე იოშიას. უთხრა მეფემ თავის მსახურებს: „ჩამომიყვანეთ, რადგან ძალიან მძიმედ ვარ დაჭრილი“.+ 24 ჩამოიყვანეს ის ეტლიდან მისმა მსახურებმა, მის მეორე საომარ ეტლში გადაიყვანეს და იერუსალიმში წაასვენეს.+ ასე მოკვდა+ იგი და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის სასაფლაოზე;+ მთელი იუდა და იერუსალიმი გლოვობდა იოშიას.+ 25 მოთქმას+ მოჰყვა იერემია+ იოშიაზე. მომღერალი კაცები და ქალები+ თავიანთ სამგლოვიარო სიმღერებში დღემდე ახსენებენ იოშიას. მათ წესად დაადგინეს ეს ისრაელში და ეს სიმღერები სამგლოვიარო სიმღერებს შორის ჩაიწერა.+
26 იოშიას დანარჩენი საქმეები+ და იეჰოვას კანონში+ ჩაწერილისამებრ გაკეთებული მთელი მისი სიკეთე*,+ 27 მისი ამბები, პირველიდან უკანასკნელამდე,+ ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია+ ჩაწერილი.
36 აიყვანა იმ მიწის ხალხმა იეჰოახაზი,+ იოშიას ძე, და მამამისის შემდეგ გაამეფა იერუსალიმში.+ 2 ოცდასამი წლის გამეფდა იეჰოახაზი და სამ თვეს იმეფა იერუსალიმში.+ 3 მეფობა ჩამოართვა მას ეგვიპტის მეფემ იერუსალიმში+ და ქვეყანას ასი ვერცხლის+ ტალანტი და ერთი ოქროს ტალანტი დააკისრა. 4 ეგვიპტის მეფემ+ იუდასა და იერუსალიმზე მისი ძმა ელიაკიმი+ გაამეფა და იეჰოიაკიმი დაარქვა, მისი ძმა იეჰოახაზი კი ნექომ+ ეგვიპტეში+ წაიყვანა.
5 ოცდახუთი წლისა გამეფდა იეჰოიაკიმი+ და თერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში;+ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას, თავისი ღვთის თვალში.+ 6 მის წინააღმდეგ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი+ გამოვიდა,+ რათა სპილენძის ორმაგი ბორკილები დაედო და ბაბილონში წაეყვანა.+ 7 ნაბუქოდონოსორმა+ ბაბილონში წაიღო იეჰოვას სახლის ნივთების+ ნაწილი და ბაბილონში, თავის სასახლეში დააწყო.+ 8 იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმეები,+ მისი ჩადენილი სისაძაგლეები+ და ყველაფერი, რაც მის წინააღმდეგ მოწმობდა, ისრაელისა და იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოიაქინი+ გამეფდა.
9 თვრამეტი წლისა გამეფდა იეჰოიაქინი+ და სამ თვესა+ და ათ დღეს იმეფა იერუსალიმში; ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში.+ 10 წელიწადის შემობრუნებისას*+ მეფე ნაბუქოდონოსორმა+ თავისი მსახურები გაგზავნა, რათა ბაბილონში+ წაეყვანა ის და თან იეჰოვას სახლის ძვირფასი ნივთები+ წამოეღო; ხოლო იუდასა და იერუსალიმზე ციდკია,+ მამამისის ძმა გაამეფა.+
11 ოცდაერთი წლისა გამეფდა ციდკია+ და თერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ 12 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას,+ თავისი ღვთის თვალში. მას არ დაუმდაბლებია თავი+ წინასწარმეტყველ+ იერემიას+ წინაშე, რომელიც იეჰოვას ბრძანებით ლაპარაკობდა. 13 განუდგა+ ის მეფე ნაბუქოდონოსორს, რომელმაც ღვთის სახელით დააფიცა.+ კვლავაც გაჯიუტდა+ ის და გული გაიქვავა,+ რომ არ დაბრუნებოდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს. 14 უფროსი მღვდლებიცა+ და ხალხიც დიდად ორგულობდნენ სხვა ხალხების სისაძაგლისამებრ+ და ამგვარად წაბილწეს იეჰოვას სახლი, რომელიც მას განწმენდილი ჰქონდა იერუსალიმში.+
15 იეჰოვა, მათი მამა-პაპის ღმერთი, გამუდმებით უგზავნიდა მათ თავის მაცნეებს+ და აფრთხილებდა მათი პირით, რადგან ებრალებოდა თავისი ხალხი+ და თავისი სამყოფელი.+ 16 მაგრამ ისინი სასაცილოდ იგდებდნენ+ ჭეშმარიტი ღვთის მაცნეებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს+ და დასცინოდნენ+ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე იეჰოვას რისხვა+ არ აღიგზნო მის ხალხზე, როცა უკვე შეუძლებელი იყო მათი განკურნება.+
17 მან გამოიყვანა მათ წინააღმდეგ ქალდეველთა მეფე,+ რომელმაც მახვილით დაუხოცა+ მათ ჭაბუკები მათი საწმინდრის სახლში,+ და არ შეჰბრალებია მას არც ჭაბუკი, არც ქალწული, არც მოხუცებული და არც ღრმად მოხუცებული.+ ღმერთმა ყველაფერი ხელში ჩაუგდო მას. 18 ჭეშმარიტი ღვთის სახლის ყველა ნივთი,+ დიდი+ თუ პატარა, იეჰოვას სახლის საგანძური+ და მეფისა+ და მთავრების საგანძური — ყველაფერი ბაბილონში გაზიდა. 19 გადაწვა ჭეშმარიტი ღვთის სახლი+ და დაანგრია იერუსალიმის გალავანი;+ ცეცხლს მისცა მისი საცხოვრებელი კოშკები და ყოველივე, რაც ძვირფასი იყო მასში,+ რათა ბოლომდე გაენადგურებინა ყველაფერი.+ 20 მახვილს გადარჩენილები ტყვედ წაასხა ბაბილონში+ და მისი და მისი ვაჟების მორჩილები გახდნენ ისინი+ სპარსეთის სამეფოს+ აღზევებამდე, 21 რათა შესრულებულიყო იერემიას პირით+ ნათქვამი იეჰოვას სიტყვა და მიწას აენაზღაურებინა თავისი შაბათები.+ მთელი უკაცრიელობის ხანი იცავდა ის შაბათს, ვიდრე სამოცდაათი წელი შესრულდებოდა.+
22 სპარსეთის+ მეფე კიროსის+ მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით ნათქვამი+ იეჰოვას სიტყვის+ შესასრულებლად იეჰოვამ აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული,+ რომ მთელ მის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით+ გამოეცხადებინათ: 23 «აი რას ამბობს სპარსეთის მეფე კიროსი:+ „დედამიწის ყველა სამეფო იეჰოვამ, ცათა ღმერთმა მომცა+ და დამავალა მისთვის სახლის აშენება იერუსალიმში, იუდაში რომ არის.+ თუკი ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან,+ იეჰოვა, მისი ღმერთი იყოს მასთან,+ დაე, წავიდეს!“»+
სეპტუაგინტისა და კლემენტინის ვულგატის მიხედვით „ნეშტი“ (იგივე „ნეშტთა“), რაც განიმარტება, როგორც დარჩენილი (ის, რაც გამოტოვებულია, არ არის მოთხრობილი სამუელისა და მეფეების წიგნებში).
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — დიდი სახლი.
სიტყვასიტყვით — წმინდათაწმინდის სახლი.
იხილეთ 1:8-ის სქოლიო.
იხილეთ 1:8-ის სქოლიო.
იხილეთ 1:8-ის სქოლიო.
იხილეთ 1:8-ის სქოლიო.
ან საზიარო მსხვერპლის.
ანუ ევფრატიდან.
იხილეთ ლვ. 17:7-ის სქოლიო.
იგივე შეშონქი.
ან წინასწარმეტყველივით იქცეოდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს წინასწარმეტყველთა უჩვეულო მოქმედებაზე. ზოგჯერ ისინი უცნაური და შეშლილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.
იგულისხმება მკვდარი ზღვა.
„გულმოდგინედ დაიწყო ... ძებნა“. სიტყვასიტყვით — „მიმართა სახე ... საძებრად“.
იხილეთ 1:8-ის სქოლიო.
ნიშნავს კურთხევას.
იგივე ახაზია 1, 2, 7—11 მუხლებში.
იხილეთ 1:8-ის სქოლიო.
იგივე ტიგლათფილესერი.
ან საზიარო მსხვერპლის.
ან საზიარო მსხვერპლს.
ან საზიარო მსხვერპლი.
სიტყვასიტყვით — საძოვარ მინდვრებზე.
ნიშნავს მიწაყრილს.
სიტყვასიტყვით — ხორციელი მკლავი.
იხილეთ 1:8-ის სქოლიო.
ან საზიარო მსხვერპლის.
იგივე ნეხაო.
იხილეთ 1:8-ის სქოლიო.
მომავალ გაზაფხულზე.