ეზრა*
1 სპარსეთის მეფე კიროსის+ მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვის+ შესასრულებლად იეჰოვამ აღძრა+ სპარსეთის მეფის, კიროსის სული, რომ მთელ მის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით+ გამოეცხადებინათ:+
2 «აი რას ამბობს სპარსეთის მეფე კიროსი:+ „დედამიწის ყველა სამეფო იეჰოვამ, ცათა ღმერთმა+ მომცა+ და დამავალა მისთვის სახლის აშენება იერუსალიმში,+ იუდაში რომ არის. 3 თუკი ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, მისი ღმერთი იყოს მასთან,+ დაე, წავიდეს იერუსალიმში, იუდაში რომ არის, და აღადგინოს ისრაელის ღვთის, იეჰოვას, ჭეშმარიტი ღვთის სახლი,+ იერუსალიმში რომ იყო!+ 4 დანარჩენებმა კი, რომლებიც მისი ხიზნობის+ ადგილებზე ცხოვრობენ, მისცენ მას ოქრო-ვერცხლი, სხვადასხვა ნივთი, პირუტყვი და ნებაყოფლობითი შესაწირავი+ ჭეშმარიტი ღვთის სახლისთვის, იერუსალიმში რომ იყო“».
5 მაშინ ადგნენ იუდასა და ბენიამინის საგვარეულოთა თავკაცები,+ მღვდლები და ლევიანები, ყველანი, ვისაც ჭეშმარიტმა ღმერთმა აღუძრა სული,+ რომ ასულიყვნენ და აღედგინათ იეჰოვას სახლი,+ იერუსალიმში რომ იყო. 6 მათ გარშემო მყოფებმა ნებაყოფლობითი შესაწირავის+ გარდა ვერცხლის ნაკეთობებით, ოქროთი და სხვა ძვირფასეულობით, პირუტყვითა და საუკეთესო ნივთებით გაუმართეს მათ ხელი.+
7 მეფე კიროსმა თავად გამოიტანა იეჰოვას სახლის ნივთები,+ რომლებიც ნაბუქოდონოსორს წამოეღო იერუსალიმიდან+ და თავისი ღვთის სახლში დაეწყო.+ 8 სპარსეთის მეფე კიროსმა გამოატანინა ისინი საგანძურის მცველის, მითრედათის მეთვალყურეობით და მიუთვალა შეშბაცარს,+ იუდას თავკაცს.+
9 აი მათი რიცხვი: ოცდაათი ოქროს კალათა, ათასი ვერცხლის კალათა, ოცდაცხრა სხვაგვარი ჭურჭელი, 10 ოცდაათი ოქროს პატარა თასი,+ ოთხას ათი სხვა დანიშნულების ვერცხლის პატარა თასი და ათასი სხვა ნივთი. 11 ოქრო-ვერცხლის ნივთები სულ ხუთი ათას ოთხასი იყო. ყველაფერი წამოიღო შეშბაცარმა,+ როცა გადასახლებული+ ხალხი ბაბილონიდან იერუსალიმში მოჰყავდა.
2 ესენი იყვნენ იმ სამთავროს ძეები,+ რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონში გადასახლებული,+ დატყვევებული ხალხიდან გამოვიდნენ+ და მოგვიანებით იერუსალიმსა და იუდაში,+ თავ-თავიანთ ქალაქებში დაბრუნდნენ;+ 2 ისინი წამოვიდნენ ზერუბაბელთან,+ იეშუასთან,+ ნეემიასთან, სერაიასთან,+ რეელაიასთან, მორდოქაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან და ბაანასთან ერთად.
აი ისრაელის მამაკაცთა რიცხვი: 3 ფაროშის+ ძეები — ორი ათას ას სამოცდათორმეტი, 4 შეფატიას ძეები+ — სამას სამოცდათორმეტი, 5 არახის ძეები+ — შვიდას სამოცდათხუთმეტი, 6 ფახათ-მოაბის ძეები+ იეშუასა და იოაბის ძეთაგან+ — ორი ათას რვაას თორმეტი, 7 ელამის ძეები+ — ათას ორას ორმოცდათოთხმეტი, 8 ზათუს ძეები+ — ცხრაას ორმოცდახუთი, 9 ზაქაის ძეები+ — შვიდას სამოცი, 10 ბანის ძეები+ — ექვსას ორმოცდაორი, 11 ბებაის ძეები+ — ექვსას ოცდასამი, 12 აზგადის ძეები+ — ათას ორას ოცდაორი, 13 ადონიკამის ძეები+ — ექვსას სამოცდაექვსი, 14 ბიგვაის ძეები+ — ორი ათას ორმოცდათექვსმეტი, 15 ადინის ძეები+ — ოთხას ორმოცდათოთხმეტი, 16 ატერის ძეები+ ხიზკიას ძეთაგან — ოთხმოცდათვრამეტი, 17 ბეცაის ძეები+ — სამას ოცდასამი, 18 იორას ძეები — ას თორმეტი, 19 ხაშუმის ძეები+ — ორას ოცდასამი, 20 გიბარის ძეები+ — ოთხმოცდათხუთმეტი, 21 ბეთლემის ძეები+ — ას ოცდასამი, 22 ნეტოფელები+ — ორმოცდათექვსმეტი, 23 ანათოთელები+ — ას ოცდარვა, 24 აზმავეთის ძეები+ — ორმოცდაორი, 25 კირიათ-იეარიმის,+ ქეფირას და ბეეროთის ძეები — შვიდას ორმოცდასამი, 26 რამასა+ და გებას ძეები+ — ექვსას ოცდაერთი, 27 მიქმასელები+ — ას ოცდაორი, 28 ბეთელელები+ და აიელები+ — ორას ოცდასამი, 29 ნებოს* ძეები+ — ორმოცდათორმეტი, 30 მაგბიშის ძეები — ას ორმოცდათექვსმეტი, 31 მეორე ელამის ძეები+ — ათას ორას ორმოცდათოთხმეტი, 32 ხარიმის ძეები+ — სამას ოცი, 33 ლოდის,+ ხადიდისა+ და ონოს ძეები+ — შვიდას ოცდახუთი, 34 იერიხონის ძეები+ — სამას ორმოცდახუთი, 35 სენაას ძეები+ — სამი ათას ექვსას ოცდაათი.
36 მღვდლები:+ იედაიას ძეები+ იეშუას+ სახლიდან — ცხრაას სამოცდაცამეტი, 37 იმერის ძეები+ — ათას ორმოცდათორმეტი, 38 ფაშხურის ძეები+ — ათას ორას ორმოცდაშვიდი, 39 ხარიმის ძეები+ — ათას ჩვიდმეტი.
40 ლევიანები:+ იეშუასა+ და კადმიელის ძეები+ ჰოდავიას ძეთაგან+ — სამოცდათოთხმეტი; 41 მგალობლები, ასაფის ძეები+ — ას ოცდარვა. 42 კარიბჭის მცველთა ძეები, შალუმის,+ ატერის,+ თალმონის,+ აკუბის,+ ხატიტასა+ და შობაის ძეები — სულ ას ოცდაცხრამეტი.
43 ნეთინიმები*:+ ციხას ძეები, ხასუფას ძეები, ტაბაოთის ძეები,+ 44 კეროსის ძეები, სიაჰას ძეები, ფადონის ძეები,+ 45 ლებანას ძეები, ხაგაბას ძეები, აკუბის ძეები, 46 ხაგაბის ძეები, სალმაის ძეები,+ ხანანის ძეები, 47 გიდელის ძეები, გახარის ძეები,+ რეაიას ძეები, 48 რეცინის ძეები,+ ნეკოდას ძეები, გაზამის ძეები, 49 უზას ძეები, ფასეას ძეები,+ ბესაის ძეები, 50 ასნას ძეები, მეუნიმის ძეები, ნეფუსიმის ძეები,+ 51 ბაკბუკის ძეები, ხაკუფას ძეები, ხარხურის ძეები,+ 52 ბაცლუთის ძეები, მეხიდას ძეები, ხარშას ძეები,+ 53 ბარკოსის ძეები, სისერას ძეები, თამახის ძეები,+ 54 ნეციასა და ხატიფას ძეები.+
55 სოლომონის მსახურთა ძეები:+ სოტაის ძეები, სოფერეთის ძეები, ფერუდას ძეები,+ 56 იაალას ძეები, დარკონის ძეები, გიდელის ძეები,+ 57 შეფატიას ძეები, ხატილის ძეები, ფოქერეთ-ჰაცებაიმისა და ამის ძეები.+
58 ნეთინიმები+ და სოლომონის მსახურთა ძეები მთლიანობაში სამას ოთხმოცდათორმეტნი იყვნენ.+
59 აი თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან გამოსულები, რომლებიც ვერ ამბობდნენ, ვის საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ და რა წარმომავლობისანი იყვნენ,+ იყვნენ თუ არა ისრაელები: 60 დელაიას ძეები, ტობიასა და ნეკოდას ძეები+ — ექვსას ორმოცდათორმეტი; 61 მღვდელთა ძეთაგან+ — ხაბაიას ძეები, ჰაკოცისა+ და იმ ბარზილაის ძეები,+ რომელმაც ცოლად მოიყვანა გალაადელი ბარზილაის+ ერთ-ერთი ასული და მათი სახელი დაერქვა. 62 ისინი ეძებდნენ თავიანთ ნუსხას თავიანთი წარმომავლობის საჯაროდ დასამტკიცებლად, მაგრამ ვერ იპოვეს თავიანთი თავი, ამიტომ წაბილწულებად მიიჩნიეს ისინი და მღვდლობის უფლება არ მისცეს.+ 63 თირშათამ*+ უთხრა მათ, რომ არ შეეძლოთ ეჭამათ იქიდან,+ რაც უწმინდესი იყო, სანამ ურიმითა+ და თუმიმით* არ წამოდგებოდა მღვდელი.
64 მთელი კრებულის რიცხვი+ შეადგენდა ორმოცდაორ ათას სამას სამოცს+ 65 მათი მონებისა და მხევლების გარდა, რომელთა რიცხვი იყო შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი; მათ აგრეთვე ჰყავდათ ორასი მომღერალი კაცი+ და ქალი. 66 მათ ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი, ორას ორმოცდახუთი ჯორი,+ 67 ოთხას ოცდათხუთმეტი აქლემი და ექვსი ათას შვიდას ოცი ვირი.+
68 იეჰოვას სახლში მისვლისას,+ რომელიც იერუსალიმში+ იყო, საგვარეულოთა+ თავკაცებიდან+ ზოგიერთმა ნებაყოფლობით+ გაიღო შესაწირავები ჭეშმარიტი ღვთის სახლისთვის, რათა ის კვლავ თავის ადგილზე მდგარიყო.+ 69 თავიანთი შესაძლებლობისამებრ სამუშაოებისთვის მათ გაიღეს სამოცდაერთი ათასი დრაქმა* ოქრო,+ ხუთი ათასი მინა ვერცხლი+ და ასი ხელი გრძელი სამღვდელო სამოსელი.+ 70 მღვდლები, ლევიანები, ხალხიდან ზოგიერთები,+ მომღერლები, კარიბჭის მცველები და ნეთინიმები* თავიანთ ქალაქებში დასახლდნენ; მთელი ისრაელი თავ-თავიანთ ქალაქებში დასახლდა.+
3 დადგა მეშვიდე+ თვე. ისრაელის ძეები უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში იყვნენ. ნელ-ნელა მთელი ხალხი იერუსალიმში+ შეიკრიბა, როგორც ერთი+ კაცი. 2 იეშუა,+ იეჰოცადაკის ვაჟი, თავის ძმებთან, მღვდლებთან ერთად და ზერუბაბელი,+ შეალთიელის ვაჟი,+ თავის ძმებთან ერთად ადგნენ და ააშენეს ისრაელის ღვთის სამსხვერპლო, მასზე დასაწვავი მსხვერპლის შესაწირავად, როგორც ჭეშმარიტი ღვთის კაცის, მოსეს, კანონში იყო ჩაწერილი.+
3 მათ თავის ადგილზე დადგეს სამსხვერპლო,+ რადგან სხვა ხალხების შეეშინდათ,+ და მასზე სწირავდნენ დასაწვავ მსხვერპლს იეჰოვასთვის — დილისა და საღამოს დასაწვავ მსხვერპლს.+ 4 დაწერილისამებრ+ აღნიშნეს მათ კარვობის დღესასწაული+ და ყოველდღიურად იმდენ დასაწვავ მსხვერპლს სწირავდნენ, რამდენიც წესისამებრ თითოეული დღისთვის იყო დადგენილი.+ 5 ამის შემდეგ სწირავდნენ მუდმივ დასაწვავ შესაწირავს+ და ახალმთვარობებისა+ და იეჰოვასთვის განკუთვნილი განწმენდილი დღესასწაულებისთვის+ დადგენილ შესაწირავს, ასევე სწირავდნენ ყველასთვის, ვისაც ხალისით მიჰქონდა ნებაყოფლობითი შესაწირავი+ იეჰოვასთვის. 6 მეშვიდე თვის+ პირველი დღიდან დაიწყეს მათ იეჰოვასთვის დასაწვავი მსხვერპლის შეწირვა, თუმცა იეჰოვას ტაძრის საძირკველი ჯერ კიდევ არ იყო ჩაყრილი.
7 მისცეს ფული+ ქვის მთლელებსა+ და ხელოსნებს+ და საჭმელ-სასმელი+ და ზეთი+ — სიდონელებსა+ და ტვიროსელებს,+ რომ ლიბანიდან+ იოპეში,+ ზღვასთან, ჩამოეტანათ კედრის მორები სპარსეთის მეფე კიროსის+ ნებართვით.
8 იერუსალიმში, ჭეშმარიტი ღვთის სახლში მისვლიდან მეორე წლის მეორე თვეს+ საქმეს შეუდგნენ ზერუბაბელი,+ შეალთიელის ვაჟი,+ იეშუა,+ იეჰოცადაკის ვაჟი, მათი ძმები, მღვდლები და ლევიანები, და ყველა, ვინც ტყვეობიდან+ დაბრუნდა იერუსალიმში; მათ დააყენეს ლევიანები,+ ოცი წლიდან მოყოლებული, რათა მეთვალყურეობა გაეწიათ იეჰოვას სახლის სამუშაოებისთვის.+ 9 იეშუა,+ თავის ვაჟებთან და ძმებთან ერთად, და კადმიელი, თავის ვაჟებთან, იუდას ძეებთან ერთად, ერთ ჯგუფად გამოვიდნენ, რათა მეთვალყურეობა გაეწიათ ჭეშმარიტი ღვთის სახლის სამუშაოთა შემსრულებელთათვის, და მათთან ერთად — ხენადადის ძეები,+ მათი ვაჟები და ძმები, ლევიანები.
10 იმ დროს, როცა მშენებლებმა იეჰოვას ტაძარს საძირკველი+ ჩაუყარეს, ადგნენ სათანადოდ შემოსილი მღვდლები+ საყვირებით+ ხელში და ლევიანები, ასაფის ძეები,+ წინწილებით+ ხელში, რომ ისრაელის მეფე დავითის მითითებისამებრ+ განედიდებინათ იეჰოვა. 11 ისინი მონაცვლეობით უგალობდნენ იეჰოვას ქება-დიდებას+ და მადლობდნენ მას: „კარგია იგი+ და მარადიულია მისი სიკეთე* ისრაელის მიმართ!“+ მთელი ხალხი ყიჟინებდა+ და ხმამაღლა ადიდებდა იეჰოვას იეჰოვას სახლის საძირკვლის ჩაყრის გამო. 12 ბევრი მოხუცი მღვდელი,+ ლევიანი და საგვარეულოთა თავკაცი,+ რომლებსაც ნანახი ჰქონდათ უწინდელი სახლი,+ ხმამაღლა ტიროდა,+ როცა მათ თვალწინ საძირკველი+ ეყრებოდა ამ სახლს; სხვები კი ყიჟინებდნენ სიხარულით.+ 13 ხალხი ერთმანეთისგან ვერ არჩევდა სიხარულის ყიჟინისა+ და ტირილის ხმას, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდა ხალხი; შორს ისმოდა მათი ხმა.
4 გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა,+ რომ გადასახლებიდან+ დაბრუნებულები აშენებდნენ იეჰოვას, ისრაელის ღვთის, ტაძარს, 2 და მაშინვე მივიდნენ ზერუბაბელთან+ და საგვარეულოთა თავკაცებთან+ და უთხრეს: „თქვენთან ერთად გვაშენებინეთ,+ რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს+ და მას ვწირავთ მსხვერპლს ასურეთის მეფე ასარხადონის+ დროიდან, რომელმაც აქ მოგვიყვანა“.+ 3 მიუგეს ზერუბაბელმა, იეშუამ+ და ისრაელის საგვარეულოთა დანარჩენმა თავკაცებმა:+ „არაფერი გესაქმებათ ჩვენთან, ვერ ააშენებთ ჩვენი ღვთის სახლს+ ჩვენთან ერთად, ჩვენ თვითონ ავაშენებთ იეჰოვასთვის, ისრაელის ღვთისთვის, როგორც სპარსეთის მეფემ, მეფე კიროსმა+ გვიბრძანა“.
4 ამის შემდეგ იმ მიწაზე მცხოვრები ხალხი გამუდმებით ხელიდან ძალას აცლიდა+ იუდას ხალხს და გულს უტეხდა მათ, რომ არ ეშენებინათ;+ 5 ქირაობდნენ+ მრჩევლებს მათ წინააღმდეგ მათი ჩანაფიქრის ჩასაფუშავად; ასე იქცეოდნენ სპარსეთის მეფე კიროსის დროიდან მოყოლებული სპარსეთის მეფე დარიოსის+ მეფობამდე. 6 ახაშვეროშის მეფობის დასაწყისში მათ საბრალდებო წერილი+ დაწერეს იუდასა და იერუსალიმის მკვიდრებზე. 7 არტაქსერქსეს დროს ბიშლამმა, მითრედათმა, ტაბეელმა და მათმა თანამზრახველებმა მისწერეს სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს; წერილი არამეულ+ ენაზე იყო ნათარგმნი, არამეული ასოებით იყო დაწერილი.
8 სამეფოს უმაღლესმა მოხელემ, რეხუმმა, და მწერალმა შიმშაიმ მეფე არტაქსერქსეს ასეთი წერილი მისწერეს იერუსალიმის წინააღმდეგ: 9 „გწერთ სამეფოს უმაღლესი მოხელე რეხუმი,+ მწერალი შიმშაი და მათი თანამოაზრენი, მოსამართლეები და მდინარისგაღმელი* გამგებლები,+ მწერლები,+ ერექელები,+ ბაბილონელები,+ შუშანელები,+ იგივე ელამელები,+ 10 სხვა ხალხები,+ რომლებიც დიდმა და პატივდებულმა ასენაფარმა*+ გადაასახლა და სამარიის ქალაქებში+ ჩაასახლა, და დანარჩენი მდინარისგაღმელები...“ 11 აი მათი გაგზავნილი წერილის ასლი:
„მეფე არტაქსერქსეს+ შენი მსახურების, მდინარისგაღმელებისგან: 12 ცნობილი იყოს მეფისთვის, რომ შენგან წამოსული და ჩვენთან მოსული იუდეველები იერუსალიმში ჩავიდნენ. ისინი მოჯანყე და ბოროტ ქალაქს აშენებენ; გალავნის აღდგენაზე+ მუშაობენ და საძირკვლებს ამაგრებენ. 13 ცნობილი იყოს მეფისთვის, რომ თუ ეს ქალაქი აღდგება და მისი გალავანი კვლავ აშენდება, ისინი არც გადასახადს გადაიხდიან,+ არც ხარკსა+ და არც საგზაო ბეგარას, და ამით დააზარალებენ მეფეთა ხაზინას.+ 14 რაკი სასახლის მარილს ვჭამთ და არ გვსურს მეფის ზარალის ხილვა, ამიტომ ვგზავნით ამ წერილს და ვაცნობებთ მეფეს, 15 რომ გამოიკვლიონ შენი წინაპრების მატიანე.+ მატიანეში აღმოაჩენ და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მოჯანყე ქალაქია, მეფეთა და სამთავროთა დამზარალებელი; ოდითგანვე მოჯანყენი ცხოვრობდნენ იქ; ამიტომაც გააპარტახეს ეს ქალაქი.+ 16 ვაცნობებთ მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აღდგება და მისი გალავანი კვლავ აშენდება, ვეღარ მიიღებ წილს მდინარის გაღმიდან“.+
17 შეუთვალა მეფემ სამეფოს უმაღლეს მოხელე რეხუმს,+ მწერალ შიმშაისა და მათ თანამზრახველებს,+ რომლებიც სამარიაში ცხოვრობდნენ, და დანარჩენ მდინარისგაღმელებს:
„მშვიდობა+ თქვენდა! 18 წერილი, რომელიც გამოგვიგზავნეთ, გარკვევით წაიკითხეს ჩემ წინაშე. 19 მეც გავეცი ბრძანება, და გამოიკვლიეს+ და დაადგინეს, რომ ეს ქალაქი ოდითგანვე გამოდიოდა მეფეთა წინააღმდეგ და იქ ამბოხებები და აჯანყებები ხდებოდა.+ 20 ძლიერი მეფეები+ განაგებდნენ იერუსალიმს და მმართველობდნენ მთელ მხარეში მდინარის გაღმა;+ მათ უხდიდნენ გადასახადს, ხარკსა და საგზაო ბეგარას.+ 21 ახლა გაეცით ბრძანება, შეწყვიტონ მუშაობა ამ კაცებმა, რომ არ აღდგეს ეს ქალაქი, ვიდრე მე არ ვბრძანებ. 22 ფრთხილად იყავით, დაუდევრად არ მოიქცეთ ამ საქმეში, უფრო მეტად რომ არ დაზარალდნენ მეფეები“.+
23 წაუკითხეს რეხუმს,+ მწერალ შიმშაისა+ და მათ თანამზრახველებს+ მეფე არტაქსერქსეს წერილის ასლი, ისინიც სასწრაფოდ გაემართნენ იერუსალიმში იუდეველებთან და იარაღის ძალით შეაწყვეტინეს მუშაობა.+ 24 მაშინ შეწყდა სამუშაოები ღვთის სახლში, იერუსალიმში, და სამუშაოები შეწყვეტილი იყო სპარსეთის მეფე დარიოსის+ მეფობის მეორე წლამდე.
5 წინასწარმეტყველი ანგია+ და ზაქარია+ წინასწარმეტყველი იდოს+ შვილიშვილი, უწინასწარმეტყველებდნენ იუდასა და იერუსალიმში მყოფ იუდეველებს მათთან მყოფი+ ისრაელის ღვთის სახელით.+ 2 ადგნენ ზერუბაბელი,+ შეალთიელის ვაჟი,+ და იეშუა,+ იეჰოცადაკის ვაჟი, და დაიწყეს ღვთის სახლის აღდგენა, იერუსალიმში რომ იყო. მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველები,+ რომლებიც ეხმარებოდნენ მათ. 3 მაშინ მდინარისგაღმელი გამგებელი+ თათენაი+ და შეთარ-ბოზენაი თავიანთ თანამზრახველებთან ერთად მივიდნენ მათთან და აი რა ჰკითხეს: „ვინ გიბრძანათ ამ სახლის შენება და ამ ხის ნაგებობის აგება?“+ 4 კვლავ ჰკითხეს მათ: „რა ჰქვიათ იმ კაცებს, რომლებიც ამ შენობას აშენებენ?“ 5 ღვთის თვალი+ იყო იუდეველ უხუცესებზე+ და ვერავინ შეაჩერა ისინი, სანამ დარიოსს არ ემცნო ეს ამბავი და მეფის წერილი არ გამოუგზავნეს მათ ამ საქმის შესახებ.
6 აი იმ წერილის ასლი,+ რომელიც მდინარისგაღმელმა+ გამგებელმა თათენაიმ,+ შეთარ-ბოზენაიმ+ და მისმა თანამზრახველებმა+ — მდინარისგაღმელმა სხვა გამგებლებმა — გაუგზავნეს მეფე დარიოსს; 7 მათ სიტყვა გაუგზავნეს მას და აი რა მისწერეს:
«მეფე დარიოსს
მშვიდობა მეფეს!+ 8 იცოდეს მეფემ, რომ ჩვენ წავედით იუდას სამთავროში,+ დიდებული ღვთის სახლში,+ რომელიც მოგორებული ლოდებით შენდება; კედლებში ხის ძელებს აყოლებენ და სამუშაო მათ ხელში გულმოდგინედ და წარმატებით სრულდება. 9 ვკითხეთ უხუცესებს: „ვინ გიბრძანათ ამ სახლის შენება და ამ ხის ნაგებობის აგება?“+ 10 სახელები გამოვკითხეთ მათ, რათა შენთვის გვეცნობებინა და ჩამოგვეწერა იმ კაცების სახელები, რომლებიც სათავეში უდგანან მათ.+
11 აი რა გვიპასუხეს მათ: „ჩვენ ვართ ცისა და დედამიწის ღვთის მსახურები,+ კვლავ ვაშენებთ დიდი ხნის წინათ აშენებულ სახლს, რომელსაც ისრაელის დიდებული მეფე აშენებდა და დაასრულა კიდეც.+ 12 რაკი აღაშფოთეს+ ჩვენმა მამებმა ცათა ღმერთი, მან ხელში ჩაუგდო+ ისინი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს,+ ქალდეველს,+ რომელმაც დაანგრია ეს სახლი,+ ხალხი კი ბაბილონში გადაასახლა.+ 13 მაგრამ ბაბილონის მეფის, კიროსის მეფობის პირველ წელს+ მეფე კიროსმა ღვთის სახლის აღდგენა ბრძანა.+ 14 ღვთის სახლის ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი,+ რომელიც გაზიდა ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონის ტაძარში მიიტანა,+ გამოიტანა მეფე კიროსმა+ ბაბილონის ტაძრიდან და მისცა კაცს, სახელად შეშბაცარს,+ რომელიც მან გამგებლად დანიშნა,+ 15 და უთხრა მას: წაიღეო ეს ჭურჭელი,+ წადი და დააწყვეო ისინი იერუსალიმის ტაძარში, დაე, თავის ადგილზე აღდგესო ღვთის სახლი!+ 16 მოვიდა შეშბაცარი და საძირკველი ჩაუყარა ღვთის სახლს,+ იერუსალიმში რომ არის. მას შემდეგ შენდება ის, თუმცა ჯერ არ დასრულებულა“.+
17 ახლა თუ მეფე ინებებს, მოიძიონ+ ბაბილონში, მეფის საგანძურში, გასცა თუ არა მეფე კიროსმა ბრძანება+ იერუსალიმში ღვთის სახლის აღსადგენად, და გვაცნობოს მეფემ თავისი გადაწყვეტილება ამის თაობაზე».
6 მაშინ მეფე დარიოსმა ბრძანება გასცა და მოიძიეს ის სახლში, სადაც ჩანაწერები+ და ძვირფასეულობა ინახებოდა ბაბილონში. 2 მიდიის სამთავროში,+ ეკბატანის ციხესიმაგრეში იპოვეს გრაგნილი, რომელზეც ასეთი რამ ეწერა:
3 «მეფე კიროსის მეფობის+ პირველ წელს მეფე კიროსმა ბრძანება გასცა ღვთის სახლის შესახებ, რომელიც იერუსალიმში იყო: „აღდგეს სახლი, ადგილი, სადაც მსხვერპლი უნდა იწირებოდეს+ და გამყარდეს მისი საძირკვლები! სიმაღლითა და სიგანით სამოცი წყრთა იყოს;+ 4 სამი წყება მიგორებული ქვებისგან+ და ერთი წყება ხის ძელებისგან+ იყოს ნაშენი. ხარჯები მეფის სასახლემ დაფაროს.+ 5 ღვთის სახლის ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი,+ რომელიც გაზიდა ნაბუქოდონოსორმა+ იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში მიიტანა, დააბრუნონ იერუსალიმის ტაძარში, თავის ადგილზე, და ღვთის სახლში შეინახონ“.+
6 ახლა კი, მდინარისგაღმელი გამგებელი+ თათენაი,+ შეთარ-ბოზენაი+ და მათი თანამოაზრენი — მდინარისგაღმელი სხვა გამგებლები,+ გაეცალონ იქაურობას!+ 7 ხელი არ შეეშალოს ღვთის სახლის მშენებლობას.+ იუდეველთა გამგებელი და იუდეველთა უხუცესები აღადგენენ ღვთის სახლს თავის ადგილზე. 8 ვბრძანებ,+ რა უნდა გაუკეთოთ იუდეველთა უხუცესებს ღვთის სახლის აღსადგენად: აკრეფილი გადასახადებიდან, რომლებიც მდინარის გაღმა სამეფო საგანძურში+ ინახება, დაუყოვნებლივ+ და უწყვეტად დაიფაროს ამ ხალხის ხარჯები.+ 9 იერუსალიმში მყოფი მღვდლების სიტყვისამებრ, რაც საჭირო იქნება — მოზვრები,+ ვერძები+ და თოხლები+ დასაწვავ შესაწირავად ცათა ღვთისთვის, ასევე ხორბალი,+ მარილი,+ ღვინო+ და ზეთი+ — უწყვეტად მიეცეს მათ ყოველდღიურად, 10 რათა მუდმივად+ მიიტანონ ცათა ღვთისთვის საამო შესაწირავი+ და ილოცონ მეფისა და მისი ვაჟების სიცოცხლისთვის.+ 11 ვბრძანებ, რომ ის, ვინც დაარღვევს+ დადგენილებას, ამის გამო მისი სახლიდან გამოღებულ ძელზე+ გააკრან,+ მისი სახლი კი საპირფარეშოდ აქციონ ხალხისთვის.+ 12 ღმერთმა, რომელმაც იქ თავისი სახელი დაავანა,+ დაამხოს ის მეფე და ის ხალხი, რომლებიც ხელს გაიწვდიან ამ ბრძანების დასარღვევად და იერუსალიმში ღვთის სახლის დასანგრევად.+ მე, დარიოსი ვბრძანებ, დაუყოვნებლივ შესრულდეს ეს!»
13 მაშინ მდინარისგაღმელი გამგებელი+ თათენაი, შეთარ-ბოზენაი+ და მათი თანამზრახველები, დაუყოვნებლივ იმ სიტყვისამებრ მოიქცნენ, რომელიც მეფე დარიოსმა შეუთვალა. 14 აშენებდნენ+ იუდეველი უხუცესები+ და ხელი ემართებოდათ წინასწარმეტყველ ანგიასა+ და ზაქარიას,+ იდოს შვილიშვილის,+ წინასწარმეტყველების წყალობით. მათ ააშენეს და დაასრულეს ის ისრაელის ღვთის+ და კიროსის,+ დარიოსისა+ და სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს+ ბრძანებისამებრ. 15 დაასრულეს მათ სახლის მშენებლობა მთვარისმიერი თვის, ადარის,+ მესამე დღეს, მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელს.
16 ისრაელის ძეებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა+ და გადასახლებაში+ ნამყოფმა დანარჩენმა ხალხმა სიხარულით აღნიშნეს ღვთის სახლის მიძღვნა.+ 17 ღვთის სახლის მიძღვნისთვის მათ მოიყვანეს ასი ხარი, ორასი ვერძი და ოთხასი თოხლი, მთელი ისრაელის ცოდვის შესაწირავად კი — თორმეტი ვაცი, ისრაელის ტომთა რიცხვისამებრ.+ 18 მღვდლები თავიანთი დანიშნულებისამებრ დააყენეს და ლევიანები — თავიანთი ჯგუფებისამებრ,+ რომ ღვთისთვის ემსახურათ იერუსალიმში მოსეს წიგნში ჩაწერილი მითითების მიხედვით.+
19 გადასახლებაში ნამყოფმა ხალხმა პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს+ აღნიშნა პასექი.+ 20 მღვდლები და ლევიანები განიწმინდნენ,+ როგორც ჯგუფი, და უკვე განწმენდილებმა დაკლეს საპასექო მსხვერპლი+ გადასახლებაში ნამყოფი ხალხისთვის, თავიანთი ძმებისთვის, ანუ მღვდლებისთვის, და საკუთარი თავისთვის. 21 ჭამეს ის გადასახლებიდან+ დაბრუნებულმა ისრაელის ძეებმა და ყველამ, ვინც განუდგა იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხთა უწმინდურებას,+ რათა მათთან ერთად ეძებნათ იეჰოვა, ისრაელის ღმერთი.+ 22 ისინი სიხარულით აღნიშნავდნენ უფუარობის დღესასწაულს+ შვიდ დღეს, რადგან იეჰოვამ გაახარა ისინი და გული მოუბრუნა+ ასურეთის მეფეს მათზე, რომ ხელი მოემართა მათთვის ისრაელის ღვთის, ჭეშმარიტი ღვთის სახლის სამუშაოების შესასრულებლად.
7 ამის შემდეგ სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის დროს ეზრა,+ — სერაიას ვაჟი,+ აზარიას ვაჟი, ხილკიას ვაჟი,+ 2 შალუმის ვაჟი,+ ცადოკის ვაჟი, ახიტუბის ვაჟი,+ 3 ამარიას ვაჟი,+ აზარიას ვაჟი,+ მერაიოთის ვაჟი,+ 4 ზერახიას ვაჟი,+ უზის ვაჟი,+ ბუკის ვაჟი,+ 5 აბიშუას ვაჟი,+ ფინხასის ვაჟი,+ ელეაზარის ვაჟი,+ უფროსი მღვდლის+ აარონის ვაჟი,+ — 6 სწორედ ეს ეზრა გავიდა ბაბილონიდან. ის იყო იეჰოვას, ისრაელის ღვთის მიერ მიცემული მოსეს კანონის+ დახელოვნებული გადამწერი;+ მეფემ ყველა სათხოვარი შეუსრულა მას, რადგან იეჰოვას, მისი ღვთის ხელი იყო მასთან.+
7 ისრაელის ძეთაგან, მღვდელთაგან,+ ლევიანთაგან,+ მგალობელთაგან,+ კარიბჭის მცველთაგან+ და ნეთინიმთაგან*+ ზოგიერთები მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის მეშვიდე წელს ავიდნენ იერუსალიმში. 8 ბოლოს ის მივიდა იერუსალიმში მეხუთე თვეს, მეფის მეფობის მეშვიდე წელს. 9 მან პირველი თვის პირველი დღე ბაბილონიდან გასვლის დღედ გამოაცხადა და მეხუთე თვის პირველ დღეს ჩავიდა იერუსალიმში, რადგან მისი ღვთის კეთილი ხელი იყო მასთან.+ 10 ეზრამ გული განაწყო+ იეჰოვას კანონში+ რჩევის საძებნელად, მის შესასრულებლად+ და ისრაელში წესისა+ და სამართლის+ სასწავლებლად.+
11 აი იმ წერილის ასლი, რომელიც მეფე არტაქსერქსემ მისცა ეზრას, მღვდელსა და გადამწერს,+ იეჰოვას მცნებათა სიტყვებისა და ისრაელისთვის მიცემული წესების გადამწერს:
12 „არტაქსერქსე,+ მეფეთა მეფე.+ მღვდელ ეზრას, ცათა ღვთის კანონის გადამწერს,+ მშვიდობა+ შენდა! 13 ვბრძანებ,+ რომ ჩემს სამეფოში მცხოვრები+ ყველა ისრაელი, მათი მღვდლები და ლევიანები, რომლებსაც სურთ შენთან ერთად იერუსალიმში წასვლა, წავიდნენ!+ 14 მეფემ და მისმა შვიდმა მრჩეველმა+ ბრძანება გასცეს, რომ შენს ხელთ არსებული შენი ღვთის+ კანონის+ მიხედვით გამოიკვლიო,+ რა ხდება იუდასა და იერუსალიმში, 15 და რომ წაიღო მეფისა და მისი მრჩევლების მიერ იერუსალიმში დამკვიდრებული+ ისრაელის ღვთისთვის ნებაყოფლობით შეწირული+ ოქრო-ვერცხლი 16 მთელ იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, რომელსაც ნახავ ბაბილონის სამთავროებში, ხალხისა და მღვდლების მიერ იერუსალიმში ღვთის სახლისთვის+ ნებაყოფლობით გაღებულ ძღვენთან+ ერთად. 17 ამ ფულით დაუყოვნებლივ იყიდე ხარები,+ ვერძები,+ თოხლები,+ ასევე მათთან ერთად მისატანი მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი,+ და შესწირე ისინი თქვენი ღვთის სახლის სამსხვერპლოზე,+ იერუსალიმში რომ არის.+
18 დანარჩენი ოქრო-ვერცხლი+ თქვენი ღვთის ნებისამებრ+ გამოიყენეთ, როგორც შენ და შენი ძმები მოისურვებთ.+ 19 ის ჭურჭელი,+ რომელიც შენი ღვთის სახლის მსახურებისთვის მოგეცა, უკლებლივ მიიტანე ღვთის წინაშე, იერუსალიმში.+ 20 სხვა ყველაფერი, რაც შენი ღვთის სახლისთვის იქნება საჭირო, რისი გაცემაც შენ გევალება, გაეცი მეფის საგანძურიდან.+
21 მე, მეფე არტაქსერქსე, ვუბრძანებ+ მდინარისგაღმელ+ საგანძურის გამგებლებს,+ რომ რაც უნდა გთხოვოთ მღვდელმა ეზრამ,+ ცათა ღვთის კანონის გადამწერმა, დაუყოვნებლივ მისცეთ მას: 22 ას ტალანტამდე+ ვერცხლი, ას ქორამდე+ ხორბალი, ას ბათამდე*+ ღვინო,+ ას ბათამდე ზეთი+ და მარილი+ შეუზღუდავად. 23 ყველაფერი, რაც ცათა ღმერთმა ბრძანა,+ გულმოდგინედ+ შესრულდეს ცათა ღვთის სახლისთვის,+ რათა რისხვა არ დაატყდეს მეფის სამეფოსა და მის ვაჟებს!+ 24 იცოდეთ, რომ მღვდლებს,+ ლევიანებს,+ მუსიკოსებს,+ კარის მცველებს,+ ნეთინიმებსა+ და ღვთის სახლში მომუშავეებს არც გადასახადი დააკისროთ, არც ხარკი+ და არც საგზაო ბეგარა!+
25 შენ კი, ეზრა, შენი ღვთისგან ბოძებული სიბრძნისამებრ+ დანიშნე მსაჯულები და მოსამართლეები, რათა სამართალი გაუჩინონ+ მდინარისგაღმელებს, ყველას, ვინც იცის შენი ღვთის კანონები; ხოლო ვინც არ იცის, იმათ ასწავლეთ.+ 26 ვინც არ ასრულებს შენი ღვთის კანონსა+ და მეფის კანონს, განაჩენი გამოუტანეთ და დაუყოვნებლივ დასაჯეთ — ან მოკალით,+ ან განდევნეთ,+ ან დააჯარიმეთ,+ ან დააპატიმრეთ!“
27 კურთხეული იყოს იეჰოვა, ჩვენი მამა-პაპის ღმერთი,+ რომელმაც გულში+ ჩაუდო მეფეს, შეემკო+ იეჰოვას სახლი, იერუსალიმში რომ არის! 28 მან სიკეთე*+ გამოავლინა ჩემდამი მეფის, მის მრჩეველთა+ და მის დიდებულ მთავართა წინაშე. მეც გავმაგრდი, რადგან იეჰოვას, ჩემი ღვთის ხელი+ იყო ჩემზე და შევუდექი ისრაელის თავკაცების შეკრებას, რათა ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ.
8 აი საგვარეულოთა+ თავკაცები და საგვარეულო ნუსხაში შესულნი,+ რომლებიც მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის დროს ჩემთან ერთად წამოვიდნენ ბაბილონიდან: 2 ფინხასის ძეთაგან+ იყო გერშომი, ითამარის ძეთაგან+ — დანიელი,+ დავითის ძეთაგან+ — ხატუში, 3 შექანიას ძეთაგან, ფაროშის ძეთაგან+ — ზაქარია, და მასთან ერთად ნუსხაში შესული ას ორმოცდაათი მამაკაცი, 4 ფახათ-მოაბის ძეთაგან+ — ელიეჰო-ენაი, ზერახიას ვაჟი, და მასთან ერთად ორასი მამაკაცი, 5 ზათუს ძეთაგან+ — შექანია, იახაზიელის ვაჟი, და მასთან ერთად სამასი მამაკაცი, 6 ადინის ძეთაგან+ — ებედი, იონათანის ვაჟი, და მასთან ერთად ორმოცდაათი მამაკაცი, 7 ელამის ძეთაგან+ — იეშაია, ათალიას ვაჟი, და მასთან ერთად სამოცდაათი მამაკაცი, 8 შეფატიას ძეთაგან+ — ზებადია, მიქაელის ვაჟი, და მასთან ერთად ოთხმოცი მამაკაცი, 9 იოაბის ძეთაგან — ობადია, იეხიელის ვაჟი, და მასთან ერთად ორას თვრამეტი მამაკაცი, 10 ბანის ძეთაგან+ — შელომითი, იოსიფიას ვაჟი, და მასთან ერთად ას სამოცი მამაკაცი, 11 ბებაის ძეთაგან — ზაქარია, ბებაის ვაჟი,+ და მასთან ერთად ოცდარვა მამაკაცი, 12 აზგადის ძეთაგან+ — იოხანანი, ჰაკატანის ვაჟი, და მასთან ერთად ას ათი მამაკაცი, 13 ადონიკამის ძეთაგან+ უკანასკნელნი, რომელთაც ერქვათ ელიფელეტი, იეიელი და შემაია, და მათთან ერთად სამოცი მამაკაცი, 14 და ბიგვაის ძეთაგან+ — უთაი და ზაბუდი, და მათთან ერთად სამოცდაათი მამაკაცი.
15 შევკრიბე ისინი მდინარესთან,+ რომელიც აჰავასკენ+ მიედინება; სამ დღეს ვიყავით იქ დაბანაკებული ხალხისა+ და მღვდლების+ შესამოწმებლად, მაგრამ ლევის ძეთაგან+ ვერავინ ვიპოვე იქ. 16 დავიბარე ელიეზერი, არიელი, შემაია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია და მეშულამი — თავკაცები, და იოიარიბი და ელნათანი — მოძღვრები.+ 17 ვუბრძანე მათ, ქასიფიის თავკაც იდოსთან მისულიყვნენ, და მათი პირით შევუთვალე+ ქასიფიაში იდოსა და მის ნეთინიმ*+ ძმებს, რომ მსახურები მოეყვანათ+ ჩვენთან ჩვენი ღვთის სახლისთვის. 18 რაკი ჩვენი ღვთის კეთილი ხელი+ იყო ჩვენთან, მათაც მოგვიყვანეს გონიერი კაცი+ მახლის ძეთაგან,+ ისრაელის ძის ლევის+ შვილიშვილი შერებია+ მის ვაჟებთან და ძმებთან ერთად, თვრამეტი კაცი, 19 ხაშაბია და მასთან ერთად იეშაია მერარის ძეთაგან,+ ძმებთან და მათ ვაჟებთან ერთად, ოცი კაცი. 20 ნეთინიმებიდან, რომლებიც დავითმა და მთავრებმა მსახურებად დაუნიშნეს ლევიანებს, ორას ოცი ნეთინიმი იყო, თითოეული სახელით მოხმობილი.
21 მერე მდინარე აჰავასთან მარხვა გამოვაცხადე, რათა თავი დაგვემდაბლებინა+ ჩვენი ღვთის წინაშე და გვეთხოვა, რომ მშვიდობიანად გვემგზავრა ჩვენ,+ ჩვენს ბავშვებსა+ და მთელ ჩვენს ქონებას. 22 შემრცხვა მეფისთვის ჯარისა+ და მხედრების+ თხოვნა, გზად რომ მტრებისგან დავეცავით, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: „ჩვენი ღვთის ხელი+ მის მძებნელთა სასიკეთოდ მოქმედებს,+ მისი ძალა და რისხვა+ კი — მის მიმტოვებელთა წინააღმდეგ“.+ 23 ამიტომ ვმარხულობდით+ და ამას ვთხოვდით+ ჩვენს ღმერთს, მანაც შეისმინა ჩვენი ვედრება.+
24 უფროს მღვდელთაგან გამოვყავი თორმეტი კაცი — შერებია,+ ხაშაბია+ და მათთან ერთად ათი კაცი მათ ძმათაგან. 25 მივუწონე მათ მეფის,+ მისი მრჩევლების,+ მისი მთავრებისა და ყველა ისრაელის მიერ+ ჩვენი ღვთის სახლისთვის შეწირული ოქრო-ვერცხლი და სხვადასხვა ნივთი.+ 26 ხელში მივუწონე მათ ექვსას ორმოცდაათი ტალანტი ვერცხლი+ და ორი ტალანტის ღირებულების ვერცხლის ასი ნივთი, ასი ტალანტი ოქრო, 27 ათასი დარიკის ღირებულების ოცი პატარა ოქროს თასი, სუფთა სპილენძის ორი ნივთი, წითლად მბზინავი და ოქროსავით ძვირფასი.
28 ვუთხარი მათ: „თქვენ წმინდები+ ხართ იეჰოვასთვის, ეს ნივთებიც+ წმინდაა; ეს ოქრო-ვერცხლი ნებაყოფლობითაა შეწირული იეჰოვასთვის, თქვენი მამა-პაპის ღვთისთვის. 29 იფხიზლეთ და გაფრთხილდით, სანამ არ აწონით+ მათ უფროსი მღვდლების, ლევიანებისა და ისრაელის საგვარეულოთა მთავრების წინაშე იერუსალიმში, იეჰოვას სახლის სასადილო დარბაზებში“.+ 30 მღვდლებმა და ლევიანებმა მიიღეს აწონილი ოქრო-ვერცხლი და სხვადასხვა ნივთი იერუსალიმში, ჩვენი ღვთის სახლში წასაღებად.+
31 ბოლოს, პირველი თვის მეთორმეტე დღეს,+ მდინარე აჰავადან+ იერუსალიმისკენ დავიძარით; ჩვენი ღვთის ხელი იყო ჩვენთან, მან დაგვიხსნა+ მტრის ხელიდან და გზაზე ჩასაფრებულთაგან. 32 ჩავედით იერუსალიმში+ და სამ დღეს დავრჩით იქ. 33 მეოთხე დღეს ხელში მივუწონეთ ოქრო-ვერცხლი+ და სხვადასხვა ნივთი+ ჩვენი ღვთის სახლში მღვდელ მერემოთს,+ ურიას ვაჟს, მასთან ერთად ელეაზარს, ფინხასის ვაჟს, მათთან ერთად იოზაბადს,+ იეშუას ვაჟს, და ნოადიას, ბინუის ვაჟს+ — ლევიანებს, 34 ყველაფერი თავისი რაოდენობითა და წონით, რის შემდეგაც მთლიანი წონა ჩაიწერა. 35 ტყვეობიდან დაბრუნებულმა, გადასახლებაში ნამყოფმა ხალხმა+ ისრაელის ღმერთს დასაწვავი მსხვერპლი+ შესწირა: თორმეტი ხარი+ მთელი ისრაელისთვის, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი,+ სამოცდაჩვიდმეტი მამალი თოხლი და თორმეტი ვაცი+ ცოდვის შესაწირავად — ყველაფერი იეჰოვასთვის დასაწვავ შესაწირავად მიიტანეს.
36 მეფის კანონები+ მეფის სატრაპებსა*+ და მდინარისგაღმელ*+ გამგებლებს+ გადავეცით, და ისინიც ხელს უმართავდნენ ხალხსა+ და ჭეშმარიტი ღვთის სახლს.
9 ეს ყველაფერი რომ დასრულდა, მოვიდნენ ჩემთან მთავრები+ და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანები არ განდგომიან+ ამ მიწაზე მცხოვრები ხალხების — ქანაანელების,+ ხეთელების,+ ფერიზელების,+ იებუსელების,+ ამონელების,+ მოაბელების,+ ეგვიპტელებისა+ და ამორეველების+ — სისაძაგლეებს.+ 2 მათი ასულები მოიყვანეს თავიანთვის და თავიანთი ვაჟებისთვის;+ ისინი, წმინდა შთამომავლობა,+ ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს შეერივნენ.+ ამ ორგულობაში მთავარი ხელი მთავრებისა+ და მმართველებისა იყო“.
3 ამ ამბის გაგონებისას ტანსაცმელი და მოსასხამი შემოვიხიე,+ თმასა+ და წვერს ვიგლეჯდი და თავზარდაცემული ვიჯექი.+ 4 ჩემთან მოგროვდა ყველა, ვისაც ეშინოდა+ გადასახლებული ხალხის ორგულობის გამო წარმოთქმული ისრაელის ღვთის სიტყვებისა; მე კი თავზარდაცემული ვიჯექი საღამოს მარცვლეული შესაწირავის შეწირვის დრომდე.+
5 მას შემდეგ, რაც თავი დავიმდაბლე, საღამოს მარცვლეული შესაწირავის+ შეწირვის დროს ავდექი შემოხეული ტანსაცმლითა და მოსასხამით, მუხლი მოვიყარე+ და ხელები იეჰოვას, ჩემი ღვთისკენ აღვაპყარი.+ 6 ვთქვი:+ «ღმერთო ჩემო, მრცხვენია+ და ვერ ვბედავ+ შენკენ თვალების აპყრობას, ჩემო ღმერთო, რადგან ისე გამრავლდა ჩვენი დანაშაული,+ რომ თავს ასცდა და ცას მისწვდა.+ 7 დიდი დანაშაული გვაქვს ჩადენილი ჩვენი მამა-პაპის+ დროიდან დღემდე.+ ჩვენი დანაშაულის გამო ჩვენ, ჩვენი მეფეები+ და მღვდლები+ სხვა ქვეყნების მეფეთა ხელში ჩავცვივდით მახვილით,+ ტყვეობით,+ ძარცვითა+ და სირცხვილით,+ როგორც დღეს. 8 ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც შეგვიწყალა+ იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა — გადარჩენილები დაგვიტოვა+ და განგვამტკიცა* თავის წმინდა ადგილზე, რათა გაებრწყინებინა ჩვენი თვალები,+ ოჰ, ღმერთო ჩვენო, და ცოტათი მაინც გამოვეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში.+ 9 მსახურები ვართ,+ მაგრამ არ მივუტოვებივართ ჩვენს მონობაში ჩვენს ღმერთს;+ ის სპარსეთის მეფეთა+ წინაშე სიკეთეს* ავლენს ჩვენდამი, რომ გამოგვაცოცხლოს ჩვენი ღვთის სახლისა+ და მისი გაპარტახებული ადგილების აღსადგენად+ და გალავანი+ მოგვცეს იუდასა და იერუსალიმში.
10 ახლა კი, ამ ყველაფრის შემდეგ, რაღა გვეთქმის, ჩვენო ღმერთო?! ჩვენ მივატოვეთ შენი მცნებები,+ 11 შენი მსახურების, წინასწარმეტყველების მეშვეობით რომ მოგვეცი და გვითხარი: „მიწა, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხართ, უწმინდურია მასზე მცხოვრებ ხალხთა უწმინდურების გამო,+ მათ სისაძაგლეთა გამო,+ კიდით კიდემდე+ რომ აავსეს ის თავიანთი უწმინდურებით.+ 12 თქვენს ასულებს მათ ვაჟებს ნუ მიათხოვებთ,+ ნურც მათ ასულებს მოუყვანთ თქვენს ვაჟებს. არასდროს შეუწყოთ ხელი მათ მშვიდობას+ და კეთილდღეობას, რათა გაძლიერდეთ,+ მიწის დოვლათი ჭამოთ და სამარადისოდ დაუმკვიდროთ ის თქვენს ვაჟებს“.+ 13 იმის შემდეგ, რაც დაგვემართა ჩვენი ბოროტი საქმეებისა+ და დიდი დანაშაულის გამო+ (თუმცა შენ, ჩვენო ღმერთო, სრულად არ მოგვკითხე ჩვენი დანაშაული და დაგვიტოვე ეს გადარჩენილები),+ 14 ნუთუ კვლავ უნდა ვარღვევდეთ შენს მცნებებს+ და ვუმოყვრდებოდეთ სისაძაგლეების ჩამდენ ხალხებს?!+ აბა, არ განგვირისხდები ისე,+ რომ აღარავინ გადარჩეს+ და აღარავინ დარჩეს?! 15 შენ ხარ მართალი,+ იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, რადგან გადარჩენილები ვართ დღეს. აი შენ წინაშე ვართ ჩვენი დანაშაულით,+ თუმცა ასე შეუძლებელია შენ წინაშე დგომა».+
10 როგორც კი ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინ+ მიწაზე დამხობილმა+ ეზრამ დაასრულა ლოცვა+ და ტირილით ცოდვის აღიარება,+ მოგროვდა მასთან ისრაელთა დიდძალი კრებული — კაცები, ქალები და ბავშვები. ცხარე ცრემლით ტიროდა ხალხი. 2 მაშინ შექანიამ, იეხიელის+ ვაჟმა, ელამის ძეთაგან,+ უთხრა ეზრას: „ჩვენ ვუორგულეთ ჩვენს ღმერთს, რადგან ამ მიწის ხალხთაგან მოვიყვანეთ ცოლები.+ მაგრამ, მაინც არსებობს იმედი+ ისრაელისთვის. 3 ახლა შეთანხმება+ დავდოთ ჩვენს ღმერთთან, რომ გავუშვებთ+ ცოლებსა და მათგან შეძენილ შვილებს იეჰოვასა და ჩვენი ღვთის მცნების+ მოშიშთა+ მითითებისამებრ, რათა ყველაფერი კანონის თანახმად შესრულდეს.+ 4 ადექი, რადგან შენ გევალება ეს საქმე, ჩვენც შენ გვერდით ვართ, გამაგრდი და იმოქმედე!“
5 ადგა ეზრა და დააფიცა+ უფროსი მღვდლები, ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ ამ სიტყვის თანახმად მოიქცეოდნენ. და მათაც დადეს ფიცი. 6 ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინ მდგარი ეზრა ახლა იეჰოხანანის, ელიაშიბის ვაჟის, სასადილო დარბაზში+ შევიდა. შევიდა, მაგრამ არც პური უჭამია+ და არც წყალი დაულევია, რადგან გლოვობდა+ გადასახლებული ხალხის ორგულობის გამო.
7 ამის შემდეგ მთელ იუდასა და იერუსალიმს გამოუცხადეს, რომ გადასახლებაში ნამყოფი+ მთელი ხალხი იერუსალიმში შეკრებილიყო. 8 ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა+ მთავართა+ და უხუცესთა მითითებისამებრ, მას მთელი ქონება ჩამოერთმეოდა,+ თავად კი გადასახლებული ხალხის კრებულიდან განიდევნებოდა.+ 9 ამგვარად სამ დღეში შეიკრიბა იერუსალიმში ყველა მამაკაცი იუდასა და ბენიამინის ტომებიდან, ეს იყო მეცხრე+ თვის მეოცე დღეს; მთელი ხალხი ისხდა მოედანზე ჭეშმარიტი ღვთის სახლთან და კანკალებდა ამ ამბისა და თავსხმა წვიმის გამო.+
10 მაშინ ადგა მღვდელი ეზრა და უთხრა მათ: „ორგულობთ, რადგან უცხოელი ცოლები+ მოიყვანეთ ისრაელის დანაშაულის დასამძიმებლად.+ 11 აღიარეთ ცოდვები+ იეჰოვას, თქვენი მამა-პაპის ღვთის წინაშე, მოიქეცით მის მოსაწონად+ და განეშორეთ ამ მიწის ხალხებსა და უცხოელ ცოლებს!“+ 12 მთელმა კრებულმა ხმამაღლა მიუგო მას: „ზუსტად ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც შენ ამბობ.+ 13 მაგრამ ხალხი ბევრია, თან ახლა წვიმიანობის დროა, ამიტომ შეუძლებელია გარეთ დგომა; თანაც, ეს ერთი ან ორი დღის საქმე არ არის, რადგან დიდად ვიურჩეთ ამ საქმეში. 14 ამიტომ, დაე, ჩვენი მთავრები+ წარდგნენ მთელი კრებულის წარმომადგენლებად, ხოლო ყველანი, ვინც უცხოელი ცოლები მოიყვანა ჩვენს ქალაქებში, მოვიდნენ დანიშნულ დროს თავ-თავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, ვიდრე დავაცხრობდეთ ჩვენი ღვთის მრისხანებას, ამ ამბის გამო ანთებულს!“
15 (მაგრამ იონათანი, ასაელის ვაჟი, და იახზეია, თიკვას ვაჟი, წინ აღუდგნენ+ ამას. მეშულამი და შაბეთაი,+ ლევიანები, მხარს უჭერდნენ მათ). 16 ასეც მოიქცნენ გადასახლებაში ნამყოფები.+ მეათე თვის+ პირველ დღეს ამ საქმის გამოსაკვლევად+ ცალკე დასხდნენ მღვდელი ეზრა და საგვარეულოთა+ თავკაცები თავ-თავიანთი სახელების მიხედვით. 17 პირველი თვის პირველი დღისთვის დაასრულეს მათ ყველა იმ კაცის საქმის გამოკვლევა, რომლებმაც უცხოელი+ ცოლები მოიყვანეს. 18 აღმოჩნდა, რომ მღვდლების ძეთაგან,+ რომლებსაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, იყვნენ — იეჰოცადაკის+ ვაჟის, იეშუას+ ძეთაგან და მის ძმათაგან — მაასეია, ელიეზერი, იარიბი და გედალია. 19 მათ ხელის ჩამორთმევით დადეს პირობა, რომ გაუშვებდნენ თავიანთ ცოლებს და ვერძს+ შესწირავდნენ ფარიდან თავიანთი დანაშაულისთვის.+
20 იმერის ძეთაგან+ იყვნენ ხანანი და ზებადია; 21 ხარიმის ძეთაგან+ — მაასეია, ელია, შემაია, იეხიელი და უზია; 22 ფაშხურის ძეთაგან+ — ელიოენაი, მაასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელეასა; 23 ლევიანთაგან — იოზაბადი, შიმეი, კელაია ანუ კელიტა, ფეთახია, იუდა და ელიეზერი; 24 მგალობელთაგან — ელიაშიბი; კარიბჭის მცველთაგან — შალუმი, ტელემი და ური.
25 ისრაელთაგან: ფაროშის ძეთაგან+ იყვნენ რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია და ბენაია; 26 ელამის ძეთაგან+ — მათანია, ზაქარია, იეხიელი,+ აბდი, იერემოთი და ელია; 27 ზათუს ძეთაგან+ — ელიოენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბადი და აზიზა; 28 ბებაის ძეთაგან+ — იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი და ათლაი; 29 ბანის ძეთაგან — მეშულამი, მალუქი, ადაია, იაშუბი, შეალი და იერემოთი; 30 ფახათ-მოაბის ძეთაგან+ — ადნა, ქელალი, ბენაია, მაასეია, მათანია, ბეცალელი, ბინუი და მენაშე; 31 ხარიმის ძეთაგან+ — ელიეზერი, იშია, მალქია,+ შემაია, შიმეონი, 32 ბენიამინი, მალუქი და შემარია; 33 ხაშუმის ძეთაგან+ — მათენაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე და შიმეი; 34 ბანის ძეთაგან — მაადაი, ამრამი, უელი, 35 ბენაია, ბედეია, ქელუჰი, 36 ვანია, მერემოთი, ელიაშიბი, 37 მათანია, მათენაი და იაასუ; 38 ბინუის ძეთაგან — შიმეი, 39 შელემია, ნათანი, ადაია, 40 მაქნადებაი, შაშაი, შარაი, 41 აზარელი, შელემია, შემარია, 42 შალუმი, ამარია და იოსები; 43 ნებოს ძეთაგან — იეიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია. 44 უცხოელი ცოლი+ ჰყავდა თითოეულს, და გაუშვეს ისინი თავიანთ ვაჟებთან ერთად.
ნიშნავს დახმარებას.
იგივე მეორე ნებო ნემ. 7:33-ში.
ანუ ტაძარში მომსახურეები, სიტყვასიტყვით — გადაცემულნი.
მხარის გამგებლის ტიტული სპარსულად.
იხილეთ გმ. 28:30-ის სქოლიო.
ანუ სპარსული ოქროს დარიკი, წონით 8,4 გრამი. ეს არ არის ბერძნულ წერილებში მოხსენიებული დრაქმა. იხილეთ დანართი 6ა.
იხილეთ 2:43-ის სქოლიო.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
მდინარეში იგულისხმება ევფრატი.
ანუ ასურბანიფალი.
იხილეთ 2:43-ის სქოლიო.
ერთი ბათი უდრის 22 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.
იხილეთ 3:11-ის სქოლიო.
იხილეთ 2:43-ის სქოლიო.
სამთავროთა მთავრების წოდება.
მდინარეში იგულისხმება ევფრატი.
სიტყვასიტყვით — მოგვცა პალო.
იხილეთ 3:11-ის სქოლიო.