ნეემია*
1 ნეემიას,+ ხაქალიას ვაჟის, სიტყვები: ქისლევის თვეში,+ მეოცე+ წელს, შუშანის*+ ციხე-დარბაზში ვიყავი. 2 იუდადან ხანანი,+ ჩემი ერთ-ერთი ძმათაგანი მოვიდა სხვა კაცებთან ერთად. გამოვკითხე+ ტყვეობიდან დაბრუნებული,+ გადარჩენილი+ იუდეველებისა+ და იერუსალიმის ამბავი. 3 მათ მითხრეს: „ისინი, ვინც ტყვეობას გადაურჩნენ და იქ, სამთავროში არიან,+ დიდ გაჭირვებასა+ და შეურაცხყოფას+ განიცდიან. დანგრეულია იერუსალიმის გალავანი+ და დამწვარია მისი კარიბჭეები“.+
4 ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი, ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი, ვმარხულობდი+ და ვლოცულობდი ცათა ღვთის წინაშე.+ 5 ვამბობდი: «იეჰოვა, ცათა ღმერთო, დიდებულო და შიშის მომგვრელო ღმერთო,+ შეთანხმების დამცველო+ და სიკეთის* შემნახველო შენს მოყვარულთათვის+ და შენი მცნებების დამცველთათვის!+ 6 გთხოვ, ყური მომაპყარი+ და თვალი გაახილე, რომ მოისმინო შენი მსახურის ლოცვა,+ რომლითაც დღეს მთელი დღე და მთელი ღამე+ მოგმართავ შენი მსახურების, ისრაელის ძეების გამო და ვაღიარებ ისრაელის ძეების ცოდვებს,+ რითაც შეგცოდეთ.+ შევცოდეთ მეც და მამაჩემის სახლმაც.+ 7 უდავოა, დიდად შევცოდეთ შენ წინაშე+ და არ დავიცავით მცნებები,+ წესები+ და სამართალი,+ მოსეს, შენს მსახურს რომ უბრძანე.+
8 გთხოვ, გაიხსენე+ სიტყვა, რომელიც შენს მსახურ მოსეს უბრძანე: „თუ თქვენ ორგულად მოიქცევით, ხალხებში გაგფანტავთ,+ 9 მაგრამ როცა დამიბრუნდებით,+ დაიცავთ+ და შეასრულებთ ჩემს მცნებებს,+ ცის კიდემდეც რომ იყოს გაფანტული თქვენი ხალხი, იქიდანაც შევკრებ+ მათ და მივიყვან+ ადგილზე, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიე“.+ 10 შენი მსახურები+ და შენი ხალხი+ არიან ისინი, შენი დიდი ძალითა+ და ძლიერი ხელით+ რომ გამოისყიდე. 11 იეჰოვა, გთხოვ, ყური მოაპყარი შენი მსახურის ლოცვას და შენს იმ მსახურთა ლოცვას,+ რომელთაც შენი სახელის მოშიშება ახარებთ!+ გთხოვ, ხელი მოუმართე დღეს შენს მსახურს+ და მისდამი სიბრალული აღუძარი ამ კაცს!»+
მე მეფის მერიქიფე+ ვიყავი.
2 ნისანის თვეში,+ მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის მეოცე+ წელს, ღვინო იდგა მის წინ, მე კი ჩვეულებისამებრ ავიღე ღვინო და მეფეს მივაწოდე.+ რაკი არასდროს ვყოფილვარ დაღვრემილი მის წინაშე,+ 2 მკითხა მეფემ: „რატომ გაქვს სახე დაღვრემილი,+ ავად რომ არა ხარ? ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის დარდი“.+ მაშინ ძლიერ შევშინდი.
3 მივუგე მეფეს: „მარადიულად იცოცხლოს მეფემ!+ როგორ არ მექნება სახე დაღვრემილი, როცა განადგურებულია ქალაქი,+ სადაც ჩემი მამა-პაპის+ საფლავებია, მისი კარიბჭეები კი ცეცხლს შთაუნთქავს?!“+ 4 მეფემ მომიგო: „რას აპირებ?“+ მაშინვე ლოცვით+ მივმართე ცათა ღმერთს,+ 5 შემდეგ კი მივუგე მეფეს: „თუ ინებებს მეფე+ და თუ მოსაწონია შენი მსახური შენთვის,+ გამიშვი იუდაში, ქალაქში, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავებია, რომ აღვადგინო+ ის“. 6 მაშინ მკითხა მეფემ, რომელსაც გვერდით დედოფალი ეჯდა: „რამდენი დრო დაგჭირდება მგზავრობისთვის და როდის დაბრუნდები?“ დრო დავუთქვი+ და მეფემაც ინება ჩემი გაშვება.+
7 ვუთხარი მეფეს: „თუ ინებებს მეფე, გამატანოს წერილები+ მდინარისგაღმელ*+ გამგებლებთან,+ რათა მათ გზა მომცენ იუდაში ჩასასვლელად. 8 გამატანოს წერილი ასაფთანაც, მეფის ტყის მცველთან, რომ მომცეს ხე-ტყე ძელებით ტაძრის ციხე-დარბაზის*+ კარიბჭეთა ასაშენებლად, ქალაქის გალავნისთვის+ და ჩემი საცხოვრებელი სახლისთვის“.+ მომცა მეფემ წერილები, რადგან ჩემი ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე.+
9 მივედი მდინარისგაღმელ გამგებლებთან+ და გადავეცი მათ მეფის წერილები. მეფემ თან ჯარის მეთაურები და მხედრები გამაყოლა. 10 როცა ხორონელმა+ სანბალატმა+ და ამონელმა+ მსახურმა ტობიამ+ გაიგეს ამის შესახებ, დიდად არ მოეწონათ,+ რომ ისრაელის ძეთა სასიკეთოდ იყო მოსული კაცი.
11 ბოლოს ჩავედი იერუსალიმში და სამ დღეს დავრჩი იქ. 12 ღამით ავდექი, ადგა რამდენიმე კაციც, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ, მაგრამ არავისთვის მითქვამს,+ რისი გაკეთება ჩამიდო გულში ჩემმა ღმერთმა იერუსალიმისთვის.+ თან არ წამიყვანია პირუტყვი იმ პირუტყვის გარდა, რომელზეც ვიჯექი. 13 ღამით გავედი ველის კარიბჭის+ გავლით, გავიარე დიდი გველის წყაროს* წინ და წავედი ნაცრის კარიბჭისკენ.+ ვამოწმებდი იერუსალიმის დანგრეულ გალავანსა+ და ცეცხლით შთანთქმულ კარიბჭეებს.+ 14 ჩავუარე წყაროს კარიბჭეს+ და მეფის წყალსატევს, მაგრამ აღარ ჰქონდა გასავლელი ადგილი პირუტყვს, რომელზეც ვიჯექი. 15 ღამით ავუყევი ხევს+ და ვამოწმებდი გალავანს. ამის შემდეგ მოვბრუნდი, გამოვიარე ველის კარიბჭე+ და უკან დავბრუნდი.
16 მმართველებმა+ არ იცოდნენ, სად ვიყავი წასული და რას ვაკეთებდი. ჯერ არაფერი მქონდა ნათქვამი იუდეველებისთვის, მღვდლებისთვის, წარჩინებულებისთვის, მმართველებისთვის და სამუშაოს სხვა შემსრულებლებისთვის. 17 ბოლოს ვუთხარი მათ: „თქვენ ხედავთ, რა დიდ გაჭირვებაში ვართ, იერუსალიმი განადგურებულია, მისი კარიბჭეები კი ცეცხლს შთაუნთქავს. მოდით, აღვადგინოთ იერუსალიმის გალავანი, რომ მეტად აღარ ვიყოთ შეურაცხყოფილნი“.+ 18 ვუამბე მათ ჩემი ღვთის ხელზე,+ ჩემ სასიკეთოდ რომ იყო,+ და ისიც, რაც მეფემ მითხრა.+ მათ მომიგეს: „ავდგეთ და ავაშენოთ!“ და გაიმაგრეს ხელები კარგი საქმისთვის.+
19 გაიგეს ამის შესახებ ხორონელმა სანბალატმა,+ ამონელმა+ მსახურმა+ ტობიამ+ და არაბმა+ გეშემმა+ და დაცინვა+ და ზიზღით ყურება დაგვიწყეს, გვეუბნებოდნენ: ამას რას აკეთებთ, მეფეს ხომ არ უჯანყდებითო?+ 20 ვუპასუხე მათ: „ცათა ღმერთი+ მოგვიმართავს ხელს+ და ჩვენ, მისი მსახურები ავდგებით და ავაშენებთ, თქვენ კი არც წილი გაქვთ,+ არც უფლება და არც სახსენებელი+ იერუსალიმში“.
3 ადგნენ მღვდელმთავარი ელიაშიბი+ და მისი ძმები, მღვდლები, და ააშენეს ცხვრის კარიბჭე.+ განწმინდეს იგი+ და ჩადგეს კარები. განაგრძეს მშენებლობა მეას კოშკამდე+ და ხანანელის კოშკამდე+ და განწმინდეს ის, რაც ააშენეს. 2 გვერდით იერიხონელები+ აშენებდნენ, მათ გვერდით კი ზაქური, იმრის ვაჟი აშენებდა.
3 თევზის კარიბჭე+ ჰასენაას ძეებმა ააშენეს; ხის ჩარჩო+ გაუკეთეს, კარები+ ჩადგეს და საკეტები და ურდულები დაუყენეს.+ 4 მათ გვერდით აღდგენით სამუშაოს მერემოთი,+ ჰაკოცის ვაჟის ურიას ვაჟი+ ასრულებდა, მის გვერდით — მეშულამი,+ მეშეზაბელის ვაჟის ბერექიას ვაჟი, მის გვერდით კი — ცადოკი, ბაანას ვაჟი. 5 მის გვერდით აღდგენით სამუშაოს თეკოელები+ ასრულებდნენ, მათი დიდებულები+ კი ქედს არ იხრიდნენ და არ ემსახურებოდნენ თავიანთ ბატონებს.
6 იოიადამ, ფასეას ვაჟმა, და მეშულამმა, ბესოდეიას ვაჟმა, ძველი ქალაქის კარიბჭე+ აღადგინეს; ხის ჩარჩო გაუკეთეს, კარები ჩადგეს და საკეტები და ურდულები დაუყენეს.+ 7 მათ გვერდით გაბაონელი+ მელატია და მერონოთელი+ იადონი ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს, გაბაონელი+ და მიცფელი+ კაცები, მდინარისგაღმელი+ გამგებლის+ ტახტის მორჩილები. 8 გვერდით ოქრომჭედელი უზიელი,+ ხარჰაიას ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს, მის გვერდით — ხანანია, მენელსაცხებლეთა+ ამქრის წევრი. მათ ფილაქანი დააგეს იერუსალიმში ფართო კედლამდე.+ 9 მათ გვერდით იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი რეფაია, ხურის ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს, 10 მის გვერდით თავისი სახლის წინ იედაია, ხარუმაფის ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს,+ გვერდით კი ხატუში, ხაშაბნეიას ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს.
11 ერთი მონაკვეთი მალქიამ, ხარიმის ვაჟმა,+ და ხაშუბმა, ფახათ-მოაბის ვაჟმა+ აღადგინეს; მათვე აღადგინეს საცხობ ღუმელთა კოშკი.+ 12 გვერდით იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი შალუმი,+ ჰალოხეშის ვაჟი, და მისი ასულები ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს.
13 ველის კარიბჭე+ ხანუნმა და ზანოახელებმა+ აღადგინეს. მათ ააშენეს ის, კარები ჩადგეს+ და საკეტები+ და ურდულები+ დაუყენეს; მათ ათას წყრთაზე აღადგინეს გალავანი ნაცრის კარიბჭემდე.+ 14 ნაცრის კარიბჭე ბეთ-ჰაქერემის+ ოლქის მთავარმა მალქიამ, რექაბის ვაჟმა აღადგინა; მან ააშენა ის, კარები ჩადგა და საკეტები და ურდულები დაუყენა.
15 წყაროს კარიბჭე+ მიცფის+ ოლქის მთავარმა შალუმმა, ქოლხოზეს ვაჟმა აღადგინა. მან ააშენა ის, გადახურა, კარები ჩადგა+ და საკეტები და ურდულები დაუყენა. მანვე აღადგინა შელახის* წყალსატევის+ გალავანი მეფის ბაღამდე+ და კიბემდე,+ რომელიც დავითის ქალაქიდან+ ეშვება.
16 მის იქით ბეთ-ცურის+ ნახევარი ოლქის მთავარი ნეემია, აზბუკის ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს დავითის სამარხის წინა+ მხარემდე, ხელოვნურ წყალსატევამდე+ და ძლიერთა სახლამდე.+
17 მის იქით რეხუმის, ბანის ვაჟის,+ ზედამხედველობით ლევიანები+ ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს. მის გვერდით კეილას+ ნახევარი ოლქის მთავარი ხაშაბია თავისი ოლქის სახელით ასრულებდა აღდგენით სამუშაოს. 18 მის იქით მათი ძმები ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს კეილას ნახევარი ოლქის მთავრის, ბავაის, ხენადადის ვაჟის ზედამხედველობით.
19 მის გვერდით მიცფას+ მთავარმა ეცერმა, იეშუას ვაჟმა,+ ერთი მონაკვეთი აღადგინა კედლის ბურჯის+ წინ, იარაღის საცავის ასასვლელთან.
20 მის იქით გულმოდგინედ მუშაობდა+ ბარუქი, ზაბაის ვაჟი,+ რომელმაც კიდევ ერთი მონაკვეთი აღადგინა კედლის ბურჯიდან მღვდელმთავარ ელიაშიბის+ სახლის შესასვლელამდე.
21 მის იქით მერემოთმა, ჰაკოცის ვაჟის ურიას ვაჟმა,+ კიდევ ერთი მონაკვეთი აღადგინა ელიაშიბის სახლის შესასვლელიდან ელიაშიბის სახლის ბოლომდე.
22 მის იქით იორდანის მხარიდან+ ჩამოსული მღვდლები ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს. 23 მათ იქით ბენიამინი და ხაშუბი ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს თავიანთი სახლის წინ. იქით აზარია, ანანიას ვაჟის მაასეიას ვაჟი, ასრულებდა აღდგენით სამუშაოს თავის სახლთან ახლოს. 24 მის იქით ბინუიმ, ხენადადის ვაჟმა, კიდევ ერთი მონაკვეთი აღადგინა აზარიას სახლიდან კედლის ბურჯამდე+ და კუთხემდე.
25 მის იქით ფალალი, უზაის ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს კედლის ბურჯისა და მეფის სასახლიდან+ გამოწეული ზემო კოშკის წინ, რომელიც მცველთა ეზოშია.+ მის იქით ფედაია, ფაროშის ვაჟი მუშაობდა.+
26 ნეთინიმები*,+ რომლებიც ოფელში+ ცხოვრობდნენ, აღმოსავლეთით, წყლის კარიბჭის+ წინა მხარემდე და გამოწეულ კოშკამდე ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს.
27 მათ იქით თეკოელებმა+ აღადგინეს კიდევ ერთი მონაკვეთი დიდი გამოწეული კოშკის წინა მხრიდან ოფელის გალავნამდე.
28 ცხენის კარიბჭის+ ზემოთ მღვდლები ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს, თითოეული თავისი სახლის წინ.
29 მათ იქით ცადოკი,+ იმერის ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს თავისი სახლის წინ.
მის იქით აღმოსავლეთი კარიბჭის+ მცველი შემაია, შექანიას ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს.
30 მის იქით ხანანიამ, შელემიას ვაჟმა და ხანუნმა, ზალაფას მეექვსე ვაჟმა კიდევ ერთი მონაკვეთი აღადგინეს.
მის იქით მეშულამი,+ ბერექიას ვაჟი ასრულებდა აღდგენით სამუშაოს თავისი დარბაზის წინ.+
31 მის იქით მალქია, ოქრომჭედელთა+ ამქრის წევრი, ასრულებდა აღდგენით სამუშაოს ნეთინიმთა+ და ვაჭართა+ სახლამდე შემოწმების კარიბჭის წინ და კუთხის ზემოთა ოთახამდე.
32 კუთხის ზემოთა ოთახსა და ცხვრის კარიბჭეს+ შორის ოქრომჭედლები და ვაჭრები ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოს.
4 გაიგო თუ არა სანბალატმა,+ რომ გალავნის აღდგენაზე ვმუშაობდით, განრისხდა+ და ძლიერ განაწყენდა. დასცინოდა+ ის იუდეველებს. 2 უთხრა თავის ძმებსა+ და სამარიის ჯარს: „რას აკეთებენ ეს უღონო იუდეველები?! ნუთუ თავიანთი თავის იმედი აქვთ?! ნუთუ მსხვერპლის შეწირვას აპირებენ?!+ ნუთუ ერთ დღეში დაასრულებენ საქმეს?! ნუთუ ვარგის ქვებს გამოიღებენ გადამწვარი ნანგრევების+ გროვიდან?!“
3 თქვა ამონელმა+ ტობიამ,+ რომელიც მის გვერდით იყო: „მელა+ რომ მიადგეს მათ აშენებულს, ისიც კი დაანგრევს მათ გალავანს“.
4 ისმინე,+ ჩვენო ღმერთო, რადგან საძულველნი გავხდით!+ მათივე თავზე მოაქციე მათი შეურაცხყოფა,+ გააძარცვინე ისინი თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში! 5 ნუ დაფარავ მათ დანაშაულსა+ და ცოდვას შენ წინაშე, ნუ წაიშლება ის, რადგან მათ გაანაწყენეს მშენებლები!
6 ჩვენ კვლავ ვაშენებდით გალავანს და სანახევროდ ამოვიყვანეთ მთელი გალავანი. გული კვლავ სამუშაოდ ეწეოდა ხალხს.+
7 გაიგეს თუ არა სანბალატმა,+ ტობიამ,+ არაბებმა,+ ამონელებმა+ და აშდოდელებმა,+ რომ წინ მიიწევდა იერუსალიმის გალავნის აღდგენის საქმე და ივსებოდა მისი ბზარები, ძლიერ განრისხდნენ. 8 ყველა ერთად შეითქვა+ იერუსალიმზე გასალაშქრებლად და ჩემთვის ხელის შესაშლელად. 9 ჩვენ ლოცვით+ მივმართეთ ჩვენს ღმერთს და მათგან თავის დასაცავად სადღეღამისო დაცვა დავაყენეთ.
10 თქვა იუდამ: „ძალა წაერთვა მზიდავს,+ ნანგრევებით+ არის სავსე აქაურობა, აღარ შეგვიძლია გალავნის შენება“.
11 ჩვენი მოწინააღმდეგეები კი ამბობდნენ: „ვერ მიხვდებიან+ და ვერც დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ აღმოვჩნდებით; დავხოცავთ და მუშაობას შევაწყვეტინებთ“.
12 ყოველთვის, როცა მათთან ახლოს მცხოვრები იუდეველები მოდიოდნენ ჩვენთან, ათჯერ გვიმეორებდნენ: „წამოვლენ ისინი იქიდან, სადაც თქვენ უნდა დაბრუნდეთ“.
13 დავაყენე კაცები გალავნის უკან ყველაზე დაბალ, მოშიშვლებულ ადგილებში, დავაყენე ხალხი საგვარეულოთა მიხედვით თავიანთი მახვილებით,+ შუბებითა+ და მშვილდებით. 14 როცა დავინახე, რომ ეშინოდათ, მაშინვე წამოვდექი და მივმართე წარჩინებულებს,+ მმართველებსა+ და დანარჩენ ხალხს: „ნუ შეგეშინდებათ+ მათი, გახსოვდეთ იეჰოვა — დიდებული+ და შიშის მომგვრელი,+ იბრძოლეთ თქვენი ძმებისთვის,+ თქვენი ვაჟებისა და თქვენი ასულებისთვის, თქვენი ცოლებისა და თქვენი სახლებისთვის!“
15 ჩვენმა მტრებმა გაიგეს თუ არა, რომ ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩაშალა მათი განზრახვა+ და ჩვენ ვიცოდით ეს, და რომ ჩვენც დავუბრუნდით ჩვენ-ჩვენს საქმეს გალავანთან, 16 სწორედ იმ დღიდან მოყოლებული ჩემი ჭაბუკების+ ერთი ნახევარი მუშაობდა, მეორე ნახევარი შუბებით, ფარებით, მშვილდებითა და ჯავშნებით აღიჭურვა,+ მთავრები+ კი მთელი იუდას სახლის უკან იდგნენ. 17 გალავნის მშენებლები და მზიდავები ცალი ხელით+ მუშაობდნენ, ცალ ხელში კი შუბი ეჭირათ.+ 18 მშენებლები თეძოზე+ მახვილშემორტყმულნი მუშაობდნენ.+ გვერდით მესაყვირე+ მყავდა.
19 ვუთხარი წარჩინებულებს, მმართველებსა+ და დანარჩენ ხალხს: „საქმე დიდია და შრომატევადი, ჩვენ კი გაფანტული ვართ გალავანზე და შორიშორს ვართ ერთმანეთისგან. 20 საიდანაც საყვირის ხმას გაიგონებთ, იქ შეიკრიბეთ, ჩვენთან. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის!“+
21 მუშაობის დროს ნახევარს ხელში შუბი ეჭირა განთიადიდან ვარსკვლავების გამოჩენამდე. 22 მაშინ ვუთხარი ხალხს: „თითოეულმა კაცმა თავის მსახურთან ერთად გაათიოს ღამე იერუსალიმში;+ ღამე დაგვიცავენ, დღისით კი იმუშავებენ“. 23 არც მე,+ არც ჩემს ძმებს,+ არც ჩემს მსახურებს+ და არც მცველებს,+ ჩემ უკან რომ იდგნენ, ტანსაცმელი არ გაგვიხდია, ყველას შუბი+ გვეჭირა მარჯვენაში.
5 ხმამაღლა უჩიოდნენ+ თავიანთ იუდეველ ძმებს+ კაცები და მათი ცოლები. 2 ზოგიერთები ამბობდნენ: „ჩვენი ვაჟებისა და ასულების გირაოდ მიცემა გვიწევს, რათა მარცვლეული ვიშოვოთ, ვჭამოთ და ვიცოცხლოთ“.+ 3 იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ: „ჩვენს ყანებს, ვენახებსა და სახლებს გირაოდ+ გავცემთ, რათა შიმშილის დროს მარცვლეული ვიშოვოთ“. 4 ზოგიერთები კი ამბობდნენ: „ჩვენი ყანებისა და ვენახების სანაცვლოდ ფულს ვსესხულობთ,+ მეფეს ხარკი+ რომ გადავუხადოთ. 5 ახლა, ჩვენ ისეთივე ხორცი გვაქვს, როგორიც ჩვენს ძმებს;+ ჩვენი ვაჟებიც ისეთები არიან, როგორიც მათი ვაჟები, მაგრამ ჩვენ მონებად+ ვაქცევთ ჩვენს ვაჟებსა და ჩვენს ასულებს, ჩვენს ასულთაგან ზოგიერთი უკვე დამონებულია; არ გვექნება ძალა ხელში, ვიდრე სხვებს აქვთ ჩვენი ყანები და ვენახები“.
6 ძლიერ განვრისხდი, როცა მოვისმინე მათი ჩივილი და ეს სიტყვები. 7 გულში ავწონ-დავწონე ყველაფერი, ბრალი დავდე+ წარჩინებულებსა და მმართველებს და ვუთხარი: „ვახშს+ იღებთ საკუთარი ძმებისგან!“
ამის შემდეგ, დიდი კრებული მოვიწვიე მათ გამო+ 8 და ვუთხარი: „ჩვენ როგორც შეგვეძლო, გამოვისყიდეთ+ ჩვენი იუდეველი ძმები, რომლებიც სხვა ხალხებს იყვნენ მიყიდულნი. თქვენ კი ამ დროს თქვენსავე ძმებს ყიდით?!+ და მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ ისინი?!“ დადუმდნენ ისინი და სიტყვას ვერ პოულობდნენ.+ 9 ვუთხარი მათ: „არ არის კარგი,+ რასაც აკეთებთ. განა ჩვენი ღვთის+ შიშით+ არ უნდა იაროთ, სხვა ხალხებმა, ჩვენმა მტრებმა+ რომ არ შეურაცხგვყონ?!+ 10 მე, ჩემი ძმები და ჩემი მსახურები სესხად ვაძლევთ მათ ფულსა და მარცვლეულს. მოდი, აღარ გავცეთ სესხი სარგებლით!+ 11 გთხოვთ, დღესვე დაუბრუნეთ მათ თავიანთი ყანები,+ ვენახები, ზეთისხილის კორომები და სახლები და ფულის, მარცვლეულის, ახალი ღვინისა და ზეთის მეასედი, რომელსაც სარგებლით იღებთ მათგან“.
12 მათ მომიგეს: „ყველაფერს დავაბრუნებთ+ და უკან არავის არაფერს მოვთხოვთ.+ ყველაფერს სწორედ ისე გავაკეთებთ, როგორც შენ ამბობ“.+ მოვუხმე მღვდლებს და დავაფიცე, რომ ამ სიტყვისამებრ მოიქცეოდნენ.+ 13 უბე გადმოვიბერტყე და ვთქვი: „ასე გამობერტყოს ჭეშმარიტმა ღმერთმა თავისი სახლიდან და შეძენილი საკუთრებიდან ყველა ის კაცი, რომელიც არ შეასრულებს ამ სიტყვას. ასე გამოიბერტყოს და დაცარიელდეს ის!“ ამაზე მთელმა კრებულმა თქვა: „ამინ*!“+ და განადიდა იეჰოვა.+ შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა.+
14 კიდევ ერთი: იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას მიწაზე მათ გამგებლად დამნიშნა,+ მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის მეოცე+ წლიდან ოცდამეთორმეტე+ წლამდე, თორმეტ წელიწადს მე და ჩემს ძმებს გამგებლის პური არ გვიჭამია.+ 15 ის გამგებლები, რომლებიც ჩემამდე იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს, პურისა და ღვინისთვის ყოველდღიურად ორმოც შეკელ ვერცხლს ართმევდნენ, მათი მსახურებიც ბატონობდნენ ხალხზე;+ მე კი ღვთის შიშის გამო+ ასე არ მოვქცეულვარ.+
16 გარდა ამისა, გალავნის აღდგენაზეც ვმუშაობდი,+ ყანა არ შეგვიძენია.+ ყველა ჩემი მსახური იქ იყო შეკრებილი სამუშაოდ. 17 იუდეველები და მმართველები, ას ორმოცდაათი კაცი, და ჩვენს მეზობელ ხალხთაგან მოსულები ჩემს სუფრასთან ისხდნენ.+ 18 აი რა მზადდებოდა ყოველდღიურად ჩემთვის: ერთი ხარი, ექვსი საუკეთესო ცხვარი და ფრინველები. ათ დღეში ერთხელ უხვად გვქონდა ნაირნაირი ღვინო.+ არ მომითხოვია გამგებლის პური, რადგან ისედაც მძიმე სამუშაო ჰქონდა ამ ხალხს. 19 სასიკეთოდ გამიხსენე,+ ჩემო ღმერთო, იმ ყველაფრისთვის,+ რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია.+
6 სანბალატს,+ ტობიას,+ არაბ+ გეშემსა+ და ჩვენს დანარჩენ მტრებს შეატყობინეს თუ არა, რომ აღვადგინე გალავანი+ და ბზარი არ დარჩენილა მასში (თუმცა იმ დროისთვის კარიბჭეების კარები+ ჯერ არ მქონდა ჩადგმული),+ 2 სანბალატმა და გეშემმა მაშინვე შემომითვალეს: „მოდი და დავთქვათ შეხვედრა+ ონოს+ ველის ერთ-ერთ სოფელში“. ბოროტების გაკეთება ჰქონდათ ჩემთვის განზრახული.+ 3 ამიტომ მაცნეები გავუგზავნე+ მათ და შევუთვალე: „დიდ საქმეს ვარ შეჭიდებული+ და ვერ ჩამოვალ. რატომ უნდა მივატოვო და შევაჩერო საქმე თქვენთან ჩამოსვლის გულისთვის?“+ 4 მიუხედავად ამისა, მათ ოთხჯერ შემომითვალეს იგივე სიტყვა, მეც იმავე პასუხს ვაძლევდი.
5 ბოლოს სანბალატმა+ იგივე სიტყვით მეხუთეჯერ გამომიგზავნა თავისი მსახური, რომელსაც გახსნილი წერილი ეჭირა ხელში. 6 წერილში ეწერა: „ხალხებში ხმა დადის და გეშემიც+ იმას ამბობს, რომ შენ და იუდეველები აჯანყებას+ აპირებთ, ამიტომაც აშენებთ გალავანს. როგორც ამბობენ, შენ უნდა გახდე მათი მეფე.+ 7 წინასწარმეტყველებიც კი დაგიყენებია, რომ იერუსალიმში აცხადებდნენ შენზე, მეფეა იუდაშიო! მივა ეს ხმები მეფის ყურამდე, ამიტომ მოდი და მოვითათბიროთ“.+
8 მეც შევუთვალე: არ მომხდარა+ ის, რასაც შენ ამბობ, შენ თვითონ იგონებ-მეთქი ამას.+ 9 ისინი ჩვენ დაშინებას ცდილობდნენ და ამბობდნენ: ჩამოუშვებენ ხელებს,+ შეწყვეტენ მუშაობას და საქმე აღარ გაკეთდებაო. გთხოვ, ღმერთო, ახლა გამიმაგრე ხელები!+
10 შევედი შემაიას, მეჰეტაბელის ვაჟის დელაიას ვაჟის სახლში და ის შინ ჩაკეტილი დამხვდა.+ მან მითხრა: „ჭეშმარიტი ღვთის სახლში, ტაძარში+ დავთქვათ შეხვედრა+ და ჩავკეტოთ ტაძრის კარები, რადგან შენ მოსაკლავად მოდიან ისინი, ღამით+ მოვლენ შენ მოსაკლავად“. 11 მე კი მივუგე: „განა ჩემნაირი კაცი უნდა გაიქცეს?!+ განა ჩემნაირი კაცი შევა ღვთის ტაძარში და იცოცხლებს?!+ მე იქ არ შევალ!“ 12 გამოვიკვლიე და გავიგე, რომ ღმერთს არ გამოუგზავნია+ ის. იმიტომ წინასწარმეტყველებდა+ ის ამას ჩემ წინააღმდეგ, რომ ტობიასა და სანბალატს+ ჰყავდათ მოსყიდული.+ 13 იმისთვის მოისყიდეს,+ რომ შემშინებოდა,+ ასე მოვქცეულიყავი და ცოდვა ჩამედინა,+ რათა ჩემი გატეხილი სახელით+ ესარგებლათ და შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩემთვის.+
14 გაიხსენე,+ ჩემო ღმერთო, ტობია+ და სანბალატი მათი ამ საქმეების გამო, წინასწარმეტყველი ქალი ნოადიაც და სხვა წინასწარმეტყველებიც,+ რომლებიც მუდამ ჩემ დაშინებას ცდილობდნენ.
15 ბოლოს დასრულდა გალავნის+ აღდგენა ორმოცდათორმეტ დღეში, ელულის თვის ოცდამეხუთე დღეს.
16 ეს რომ ჩვენმა მტრებმა+ გაიგეს და ჩვენმა მეზობელმა ხალხებმა დაინახეს, საკუთარ თვალში დამცირდნენ და მიხვდნენ, რომ ეს საქმე ჩვენი ღვთის+ წყალობით შესრულდა. 17 იმ დროს იუდას წარჩინებულები+ მრავალ წერილს უგზავნიდნენ ტობიას+ და ტობიასგანაც მოსდიოდათ წერილები. 18 იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რადგან ის არახის ვაჟის,+ შექანიას სიძე იყო, და მის ვაჟს, იეჰოხანანს, ბერექიას ვაჟის, მეშულამის+ ასული ჰყავდა ცოლად. 19 ყოველთვის კარგს მეუბნებოდნენ მასზე,+ ჩემი სიტყვები კი მასთან მიჰქონდათ. ჩემ დასაშინებლად წერილებს აგზავნიდა ტობია.+
7 გალავნის აღდგენის დასრულებისთანავე+ ჩავდგი კარები.+ დაინიშნენ კარიბჭის მცველები,+ მგალობლები+ და ლევიანები.+ 2 იერუსალიმზე დავაყენე ხანანი,+ ჩემი ძმა, და ხანანია, ციხე-დარბაზის+ მთავარი, რადგან ის სანდო+ კაცი იყო და ბევრ სხვაზე მეტად ეშინოდა+ ჭეშმარიტი ღვთისა. 3 ვუთხარი მათ: „არ უნდა გაიღოს იერუსალიმის კარიბჭეები,+ სანამ მზე არ დააცხუნებს; და სანამ მცველები იდგებიან იქვე, მანამ დახურონ და ჩარაზონ კარები.+ დააყენე მცველები იერუსალიმის მკვიდრთაგან, თითოეული თავის სადარაჯოზე და თითოეული თავისი სახლის წინ“.+ 4 ვრცელი და დიდი იყო ქალაქი, ხალხი კი ცოტა იყო იქ,+ და არც სახლები იყო აშენებული.
5 ჩემმა ღმერთმა გულში ჩამიდო,+ რომ შემეკრიბა წარჩინებულები, მმართველები და ხალხი, რათა აღრიცხულიყვნენ საგვარეულოთა მიხედვით.+ ვიპოვე პირველმოსულების საგვარეულო ნუსხა.+ აი რა ეწერა მასში:
6 ესენი იყვნენ იმ სამთავროს+ ძეები, რომლებიც გამოვიდნენ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის+ მიერ ტყვეობაში+ წაყვანილი, გადასახლებული+ ხალხიდან, და რომლებიც მოგვიანებით იერუსალიმსა და იუდაში დაბრუნდნენ თავ-თავიანთ ქალაქებში;+ 7 ისინი წამოვიდნენ ზერუბაბელთან,+ იეშუასთან,+ ნეემიასთან, აზარიასთან, რაამიასთან, ნახამანთან, მორდოქაისთან,+ ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაანასთან ერთად.
აი ისრაელის მამაკაცთა რიცხვი: 8 ფაროშის ძეები+ — ორი ათას ას სამოცდათორმეტი; 9 შეფატიას ძეები+ — სამას სამოცდათორმეტი; 10 არახის ძეები+ — ექვსას ორმოცდათორმეტი; 11 ფახათ-მოაბის ძეები+ იეშუასა და იოაბის ძეთაგან+ — ორი ათას რვაას თვრამეტი; 12 ელამის ძეები+ — ათას ორას ორმოცდათოთხმეტი; 13 ზათუს ძეები+ — რვაას ორმოცდახუთი; 14 ზაქაის ძეები+ — შვიდას სამოცი; 15 ბინუის ძეები+ — ექვსას ორმოცდარვა; 16 ბებაის ძეები+ — ექვსას ოცდარვა; 17 აზგადის ძეები+ — ორი ათას სამას ოცდაორი; 18 ადონიკამის ძეები+ — ექვსას სამოცდაშვიდი; 19 ბიგვაის ძეები+ — ორი ათას სამოცდაშვიდი; 20 ადინის ძეები+ — ექვსას ორმოცდათხუთმეტი; 21 ატერის ძეები+ ხიზკიას ძეთაგან — ოთხმოცდათვრამეტი; 22 ხაშუმის ძეები+ — სამას ოცდარვა; 23 ბეცაის ძეები+ — სამას ოცდაოთხი; 24 ხარიფის ძეები+ — ას თორმეტი; 25 გაბაონის ძეები+ — ოთხმოცდათხუთმეტი; 26 ბეთლემელები+ და ნეტოფელები+ — ას ოთხმოცდარვა; 27 ანათოთელები+ — ას ოცდარვა; 28 ბეთ-აზმავეთელები+ — ორმოცდაორი; 29 კირიათ-იეარიმელები,+ ქეფირელები+ და ბეეროთელები+ — შვიდას ორმოცდასამი; 30 რამელები+ და გებელები+ — ექვსას ოცდაერთი; 31 მიქმასელები+ — ას ოცდაორი; 32 ბეთელელები+ და აიელები+ — ას ოცდასამი; 33 მეორე ნებოს მკვიდრნი+ — ორმოცდათორმეტი; 34 მეორე ელამის ძეები+ — ათას ორას ორმოცდათოთხმეტი; 35 ხარიმის ძეები+ — სამას ოცი; 36 იერიხონის ძეები+ — სამას ორმოცდახუთი; 37 ლოდის,+ ხადიდისა+ და ონოს ძეები+ — შვიდას ოცდაერთი; 38 სენაას ძეები+ — სამი ათას ცხრაას ოცდაათი.
39 მღვდლები: იედაიას ძეები+ იეშუას სახლიდან — ცხრაას სამოცდაცამეტი; 40 იმერის ძეები+ — ათას ორმოცდათორმეტი; 41 ფაშხურის ძეები+ — ათას ორას ორმოცდაშვიდი; 42 ხარიმის ძეები+ — ათას ჩვიდმეტი.
43 ლევიანები: იეშუას ძეები კადმიელის+ სახლიდან, ჰოდევას ძეთაგან+ — სამოცდათოთხმეტი. 44 მგალობლები:+ ასაფის ძეები+ — ას ორმოცდარვა. 45 კარიბჭის მცველები:+ შალუმის ძეები,+ ატერის ძეები, თალმონის ძეები,+ აკუბის ძეები,+ ხატიტასა და შობაის ძეები+ — ას ოცდათვრამეტი.
46 ნეთინიმები*:+ ციხას ძეები, ხასუფას ძეები, ტაბაოთის ძეები,+ 47 კეროსის ძეები, სიას ძეები, ფადონის ძეები,+ 48 ლებანას ძეები, ხაგაბას ძეები,+ სალმაის ძეები, 49 ხანანის ძეები,+ გიდელის ძეები, გახარის ძეები, 50 რეაიას ძეები,+ რეცინის ძეები,+ ნეკოდას ძეები, 51 გაზამის ძეები, უზას ძეები, ფასეას ძეები, 52 ბესაის ძეები,+ მეუნიმის ძეები, ნეფიშესიმის ძეები,+ 53 ბაკბუკის ძეები, ხაკუფას ძეები, ხარხურის ძეები,+ 54 ბაცლითის ძეები, მეხიდას ძეები, ხარშას ძეები,+ 55 ბარკოსის ძეები, სისერას ძეები, თამახის ძეები,+ 56 ნეციასა და ხატიფას ძეები.+
57 სოლომონის მსახურთა ძეები:+ სოტაის ძეები, სოფერეთის ძეები, ფერიდას ძეები,+ 58 იაალას ძეები, დარკონის ძეები, გიდელის ძეები,+ 59 შეფატიას ძეები, ხატილის ძეები, ფოქერეთ-ჰაცებაიმისა და ამონის ძეები.+ 60 ნეთინიმები+ და სოლომონის მსახურთა ძეები მთლიანობაში სამას ოთხმოცდათორმეტნი იყვნენ.
61 აი თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან+ გამოსულები, რომლებიც ვერ ამბობდნენ, ვის საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ და რა წარმომავლობისანი იყვნენ, იყვნენ თუ არა ისრაელები: 62 დელაიას ძეები, ტობიას ძეები და ნეკოდას ძეები+ — ექვსას ორმოცდაორი. 63 მღვდელთაგან:+ ხაბაიას ძეები, ჰაკოცის ძეები+ და იმ ბარზილაის ძეები,+ რომელმაც ცოლად მოიყვანა გალაადელი ბარზილაის+ ერთ-ერთი ასული და მათი სახელი დაერქვა. 64 ისინი ეძებდნენ თავიანთ ნუსხას თავიანთი წარმომავლობის საჯაროდ დასამტკიცებლად, მაგრამ ვერ იპოვეს,+ ამიტომ წაბილწულებად მიიჩნიეს ისინი და მღვდლობის უფლება არ მისცეს.+ 65 უთხრა მათ თირშათამ*,+ რომ არ ეჭამათ+ იქიდან, რაც უწმინდესი იყო, სანამ ურიმითა+ და თუმიმით*+ არ წამოდგებოდა მღვდელი.
66 მთელი კრებულის რიცხვი შეადგენდა ორმოცდაორ ათას სამას სამოცს+ 67 მათი მონებისა+ და მხევლების გარდა, რომელთა რიცხვი იყო შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი;+ მათ აგრეთვე ჰყავდათ ორას ორმოცდახუთი მომღერალი კაცი+ და ქალი.+ [ 68 მათ ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი, ორას ორმოცდახუთი ჯორი,]+ 69 ოთხას ოცდათხუთმეტი აქლემი და ექვსი ათას შვიდას ოცი+ ვირი.+
70 საგვარეულოთა+ ზოგიერთმა თავკაცმა+ შესაწირავი გაიღო საქმის შესასრულებლად.+ თირშათამ+ საგანძურისთვის გაიღო ათასი ოქროს დრაქმა*, ორმოცდაათი თასი, ხუთას ოცდაათი ხელი გრძელი სამღვდელო სამოსი.+ 71 საგვარეულოთა ზოგიერთმა თავკაცმა საქმის შესასრულებლად საგანძურს გადასცა ოცი ათასი ოქროს დრაქმა და ორი ათას ორასი მინა ვერცხლი,+ 72 დანარჩენმა ხალხმა კი გაიღო ოცი ათასი ოქროს დრაქმა, ორი ათასი მინა ვერცხლი და სამოცდაშვიდი ხელი გრძელი სამღვდელო სამოსი.
73 მღვდლები,+ ლევიანები, კარიბჭის მცველები, მომღერლები,+ ხალხიდან ზოგიერთები, ნეთინიმები*+ და მთელი ისრაელი თავიანთ ქალაქებში+ დასახლდნენ. მეშვიდე თვეს+ ისრაელის ძეები უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში იყვნენ.+
8 მთელი ხალხი, როგორც ერთი კაცი,+ ისე შეიკრიბა მოედანზე,+ წყლის კარიბჭის+ წინ. უთხრეს ეზრას,+ გადამწერს, რომ მოეტანა იეჰოვას მიერ ისრაელისთვის ნაბრძანები+ მოსეს კანონის+ წიგნი.+ 2 ეზრა მღვდელმაც+ მეშვიდე თვის პირველ დღეს+ გამოიტანა კანონი კრებულის წინაშე,+ რომელშიც იყვნენ კაცები, ქალები და ყველა, ვისაც მოსმენა+ შეეძლო. 3 გამთენიიდან+ შუადღემდე ხმამაღლა კითხულობდა+ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ, კაცების, ქალებისა და ყველა დანარჩენის წინაშე, ვისაც მოსმენა შეეძლო. ყურადღებით ისმენდა მთელი ხალხი+ კანონის წიგნიდან წაკითხულს. 4 გადამწერი ეზრა საგანგებოდ გაკეთებულ ხის კვარცხლბეკზე+ იდგა. მარჯვნივ, გვერდით ედგნენ მათითია, შემა, ანაია, ურია, ხილკია და მაასეია, მარცხნივ კი — ფედაია, მიშაელი, მალქია,+ ხაშუმი,+ ხაშ-ბადანა, ზაქარია და მეშულამი.
5 გაშალა ეზრამ+ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან ყველაზე მაღლა იდგა. გაშალა და მთელი ხალხი ფეხზე წამოდგა.+ 6 აკურთხა ეზრამ იეჰოვა,+ ჭეშმარიტი ღმერთი, დიდებული, რაზეც ხელაპყრობილმა+ ხალხმა მიუგო: „ამინ*! ამინ!“+ შემდეგ მათ მდაბლად თაყვანი სცეს+ იეჰოვას და პირქვე დაემხვნენ მის წინაშე.+ 7 იეშუა, ბანი, შერებია,+ იამინი, აკუბი, შაბეთაი, ჰოდია, მაასეია, კელიტა, აზარია, იოზაბადი,+ ხანანი და ფელაია+ — ლევიანები, კანონს განუმარტავდნენ ფეხზე მდგომ+ ხალხს.+ 8 ისინი ხმამაღლა კითხულობდნენ+ წიგნს, ჭეშმარიტი ღვთის კანონს, თან ხსნიდნენ, განმარტავდნენ და ხალხს წაკითხულის გაგებაში ეხმარებოდნენ.+
9 თირშათა*+ ნეემიამ,+ ეზრამ,+ მღვდელმა და გადამწერმა, და ლევიანებმა მიმართეს ხალხს, რომელსაც ასწავლიდნენ: „ეს დღე წმინდაა იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის!+ ნუ იგლოვებთ და ნუ იტირებთ!“+ რადგან მთელი ხალხი ტიროდა კანონის სიტყვების მოსმენაზე.+ 10 მან უთხრა მათ: „წადით, ჭამეთ მსუყე კერძები და სვით ტკბილი სასმელები, ნაწილი კი იმას გაუგზავნეთ,+ ვისაც არაფერი მოუმზადებია! წმინდაა ეს დღე ჩვენი უფლისთვის, ნუ დამწუხრდებით, რადგან იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრეა!“ 11 ლევიანები აჩუმებდნენ ხალხს და ეუბნებოდნენ: „ჩაწყნარდით, რადგან წმინდაა ეს დღე და ნუ დამწუხრდებით!“ 12 წავიდა მთელი ხალხი საჭმელ-სასმელად, სხვებისთვის მოსაკითხის გასაგზავნად+ და სამხიარულოდ,+ რადგან გაიგეს მათთვის გადაცემული სიტყვები.+
13 მეორე დღეს მთელი ხალხის საგვარეულოთა თავკაცებმა, მღვდლებმა და ლევიანებმა გადამწერ ეზრასთან მოიყარეს თავი, რათა ჩასწვდომოდნენ კანონის სიტყვებს.+ 14 კანონში მათ აღმოაჩინეს, რომ იეჰოვას მიერ მოსეს ხელით გადაცემული ბრძანების თანახმად+ მეშვიდე თვის დღესასწაულის დროს+ ისრაელის ძეებს კარვებში+ უნდა ეცხოვრათ, 15 უნდა გამოეცხადებინათ+ და ემცნოთ თავიანთ ქალაქებსა და იერუსალიმში:+ „წადით მთიან მხარეში+ და მოიტანეთ ზეთისხილის,+ ზეთის ხის, მირტის, პალმისა და ყველა დატოტვილი ხის ფოთლიანი რტოები, რომ დაწერილის თანახმად გააკეთოთ კარვები“.
16 წავიდა ხალხი, მოიტანა ფოთლიანი რტოები და გაიკეთა კარვები თავ-თავიანთ ბანებზე,+ თავიანთ ეზოებში,+ ჭეშმარიტი ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის+ მოედანზე+ და ეფრემის კარიბჭის მოედანზე.+ 17 ამგვარად, ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა გაიკეთა კარვები და კარვებში ცხოვრობდა. იესო ნავეს ძის+ დროიდან მოყოლებული იმ დრომდე ისრაელის ძეები ასე არ მოქცეულან, ამიტომ დიდი სიხარული იყო იქ გამეფებული.+ 18 ყოველდღიურად, პირველი დღიდან ბოლო დღემდე ხმამაღლა იკითხებოდა ჭეშმარიტი ღვთის კანონის წიგნი.+ შვიდ დღეს დღესასწაულობდნენ, მერვე დღეს კი, წესისამებრ, საზეიმო შეკრება მოაწყვეს.+
9 ამ თვის ოცდამეოთხე დღეს+ შეიკრიბნენ ისრაელის ძეები; მარხულობდნენ,+ ჯვალო ეცვათ+ და თავზე მტვერს+ იყრიდნენ. 2 გამოეყო ისრაელის შთამომავლობა+ უცხოელებს.+ დადგნენ და აღიარეს+ თავიანთი ცოდვები+ და თავიანთი მამების დანაშაული.+ 3 თავ-თავიანთ ადგილებზე+ მდგომნი დღის ერთი მეოთხედი+ ხმამაღლა კითხულობდნენ თავიანთი ღვთის, იეჰოვას კანონის წიგნს,+ მეორე მეოთხედი კი ცოდვებს აღიარებდნენ+ და მდაბლად თაყვანს სცემდნენ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს.+
4 იეშუა, ბანი, კადმიელი, შებანია, ბუნი, შერებია,+ ბანი და ქენანი დადგნენ ლევიანთა კვარცხლბეკზე+ და ხმამაღლა+ შეღაღადებდნენ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს. 5 ლევიანებმა — იეშუამ, კადმიელმა, ბანიმ, ხაშაბნეიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ და ფეთახიამ თქვეს: „ადექით, აკურთხეთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მარადიულად*!+ აკურთხონ მათ შენი დიდებული სახელი,+ რომელიც ყველანაირ კურთხევასა და ქებას აღემატება!
6 მხოლოდ შენა ხარ იეჰოვა,+ შენ შექმენი ზეცა,+ ზეცათა ზეცა და მთელი მათი ლაშქარი,+ დედამიწა+ და ყველაფერი, რაც მასზეა,+ ზღვანი+ და ყველაფერი, რაც მათშია,+ შენა ხარ მათი მაცოცხლებელი, მდაბლად თაყვანს გცემს ზეციური ლაშქარი!+ 7 შენა ხარ იეჰოვა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც აბრამი+ ამოარჩიე, გამოიყვანე ის ქალდეველთა+ ურიდან და აბრაამი+ უწოდე. 8 დაინახე, რომ ერთგული იყო მისი გული შენ წინაშე,+ და შეთანხმება+ დაუდე, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა მიწას მისცემდი მას და მის შთამომავლობას.+ და შენ შეასრულე კიდეც შენი სიტყვები, რადგან მართალი ხარ.+
9 შენ დაინახე+ ჩვენი მამა-პაპის გაჭირვება ეგვიპტეში და შეისმინე მათი ღაღადი წითელ ზღვასთან.+ 10 ნიშნები და სასწაულები მოახდინე ფარაონის, მისი მსახურებისა და მისი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ,+ რადგან იცოდი, რომ კადნიერად+ ექცეოდნენ მათ; და სახელი გაითქვი,+ როგორც დღეს. 11 ზღვა გაყავი+ მათ წინ და მშრალზე+ გაიარეს ზღვის შუაგულში; მათი მდევნელები კი ქვასავით+ მოისროლე სიღრმეში,+ ბობოქარ წყლებში.+ 12 დღისით ღრუბლის სვეტით მიუძღოდი+ მათ და ღამით — ცეცხლის სვეტით+ მათი სავალი გზის გასანათებლად.+ 13 სინას მთაზე ჩამოხვედი+ და ზეციდან ელაპარაკე მათ,+ მიეცი მათ სწორი სამართალი,+ ჭეშმარიტების კანონები,+ სასარგებლო წესები+ და მცნებები.+ 14 შენი წმინდა შაბათი+ გააცანი მათ; მცნებები, წესები და კანონი დაუწესე შენი მსახურის, მოსეს ხელით.+ 15 ზეციდან პურს აძლევდი შიმშილის მოსაკლავად+ და კლდიდან წყალს უჩქეფებდი წყურვილის მოსაკლავად,+ ეუბნებოდი, რომ შესულიყვნენ+ და დაემკვიდრებინათ მიწა, რომლის მიცემაც აღმართული ხელით გქონდა დაფიცებული.+
16 ჩვენი მამა-პაპა კი კადნიერად იქცეოდა,+ ჯიუტობდა+ და არ ისმენდა შენს მცნებებს. 17 არც მოსმენა+ ინდომეს და არც მათ თვალწინ შენი მოხდენილი საოცარი საქმეები გაიხსენეს;+ გაჯიუტდნენ+ და მეთაური+ დაიყენეს ეგვიპტის მონობაში დასაბრუნებლად. მაგრამ შენ მპატიებელი,+ მწყალობელი,+ გულმოწყალე,+ რისხვაში ნელი+ და სიკეთით* სავსე+ ღმერთი ხარ, არ მიგიტოვებია ისინი.+ 18 როცა ხბოს ქანდაკება ჩამოისხეს+ და ამბობდნენ, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანაო,+ და დიდად შეურაცხმყოფელ საქმეებს სჩადიოდნენ, 19 არ მიგიტოვებია+ ისინი უდაბნოში შენი დიდი წყალობის გამო, არ მოშორებია მათ დღისით გზის მაჩვენებელი ღრუბლის სვეტი+ და ღამით — სავალი გზის გამნათებელი ცეცხლის სვეტი.+ 20 შენი კეთილი სული+ მიეცი მათ, რომ წინდახედულობა შეეძინათ. შენი მანანა არ დაგიკავებია მათთვის+ და წყალს აძლევდი წყურვილის მოსაკლავად.+ 21 ორმოც+ წელიწადს კვებავდი მათ უდაბნოში და არაფერი მოჰკლებიათ,+ ტანსაცმელი არ გასცვეთიათ+ და ფეხები არ დასივებიათ.+
22 მიეცი მათ სამეფოები+ და ხალხები, ნაწილ-ნაწილ მიეცი;+ ისინი დაეპატრონნენ სიხონის+ მიწას, ხეშბონის+ მეფის მიწასა და ბაშანის+ მეფე ოგის+ მიწას. 23 ცის ვარსკვლავებივით გაამრავლე მათი ძეები.+ შეიყვანე იმ მიწაზე,+ რომელიც აღუთქვი მათ მამა-პაპას,+ რომ შევიდოდნენ და დაეპატრონებოდნენ მას. 24 შევიდნენ მათი ძეები+ და დაეპატრონნენ იმ მიწას.+ შენ დაუმორჩილე+ მათ იმ მიწის მკვიდრი ქანაანელები+ და ხელში ჩაუგდე ისინი, მათი მეფეები+ და იმ მიწაზე მცხოვრები ხალხები,+ რომ თავიანთი სურვილისამებრ მოქცეოდნენ მათ.+ 25 დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები+ და მიისაკუთრეს ნოყიერი მიწები,+ დაეპატრონნენ ყოველგვარი დოვლათით სავსე სახლებს,+ ამოკვეთილ ჭებს,+ ვენახებს, ზეთისხილის კორომებსა+ და უამრავ ხეხილს; ჭამდნენ, ძღებოდნენ,+ სუქდებოდნენ+ და ნეტარებდნენ შენი უსაზღვრო სიკეთის გამო.+
26 მიუხედავად ამისა, გეურჩნენ+ ისინი და განგიდგნენ,+ ზურგს უკან ისროდნენ შენს კანონს,+ ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს,+ რომლებიც შეაგონებდნენ მათ, რათა შენთან დაებრუნებინათ ისინი;+ დიდად შეურაცხმყოფელ საქმეებს სჩადიოდნენ.+ 27 ამიტომაც ჩაყარე ისინი მათი მტრების ხელში,+ რომლებიც ავიწროებდნენ მათ,+ მაგრამ როცა თავიანთი გასაჭირის დროს შემოგღაღადებდნენ,+ უსმენდი მათ ზეციდან;+ შენი უხვი წყალობით+ უგზავნიდი მხსნელებს,+ რომლებიც ათავისუფლებდნენ მათ მტრების ხელიდან.+
28 მაგრამ, როგორც კი სულს მოითქვამდნენ, ისევ ბოროტებას სჩადიოდნენ შენ წინაშე+ და შენც ტოვებდი მათ მტრების ხელში, რომლებიც ჩაგრავდნენ მათ.+ გიბრუნდებოდნენ ისინი და შველას გთხოვდნენ,+ შენც უსმენდი ზეციდან+ და მრავალჯერ შველოდი შენი უხვი წყალობით.+ 29 შეაგონებდი მათ,+ რომ შენს კანონს დაბრუნებოდნენ,+ ისინი კი კადნიერად იქცეოდნენ+ და არ უსმენდნენ შენს მცნებებს; სცოდავდნენ+ შენი სამართლის წინააღმდეგ,+ რომლის დაცვითაც იცოცხლებს კაცი.+ ჯიუტობდნენ*,+ ქედს არ იხრიდნენ+ და არ გისმენდნენ.+ 30 მრავალი წელი ლმობიერი იყავი მათდამი+ და შენს წინასწარმეტყველთა პირით შენი სულით შეაგონებდი+ მათ, ისინი კი ყურს არ გიგდებდნენ.+ ბოლოს სხვა ქვეყნების ხალხთა ხელში ჩაყარე ისინი.+ 31 არ გაგინადგურებია+ და არ მიგიტოვებია+ ისინი შენი დიდი წყალობის გამო, რადგან შენ მწყალობელი+ და გულმოწყალე+ ღმერთი ხარ.
32 ახლა კი, ჩვენო ღმერთო, დიდებულო,+ ძლიერო,+ შიშის მომგვრელო,+ შეთანხმების დამცველო+ და სიკეთის*+ შემნახველო ღმერთო, მცირედ ნუ ჩათვლი+ იმ გასაჭირს,+ რომელშიც ჩავცვივდით ჩვენ, ჩვენი მეფეები,+ ჩვენი მთავრები,+ ჩვენი მღვდლები,+ ჩვენი წინასწარმეტყველები,+ ჩვენი მამა-პაპა+ და მთელი შენი ხალხი ასურეთის მეფეთა დროიდან მოყოლებული დღემდე.+ 33 შენ მართალი+ ხარ ყველაფერში, რაც კი დაგვემართა, რადგან შენ ერთგულად+ მოიქეცი, ჩვენ კი — ბოროტად.+ 34 ჩვენი მეფეები, ჩვენი მთავრები, ჩვენი მღვდლები და ჩვენი მამა-პაპა+ არ ასრულებდნენ შენს კანონს,+ ყურადღებას არ აქცევდნენ შენს მცნებებსა+ და შეხსენებებს, რითაც შეაგონებდი.+ 35 როცა თავიანთი სამეფო ჰქონდათ+ და დიდ სიუხვეში ცხოვრობდნენ ვრცელსა+ და ნოყიერ მიწაზე,+ რომელიც შენ უბოძე, არ გემსახურებოდნენ+ და არ ეშვებოდნენ თავიანთ ცუდ საქმეებს.+ 36 აი, დღეს ჩვენ მონები+ ვართ იმ მიწაზე, რომელიც ჩვენს მამა-პაპას მიეცი, რომ ესაზრდოვა მისი ნაყოფითა და მისი დოვლათით, ჩვენ კი მონები ვართ აქ.+ 37 უხვია მისი მოსავალი+ იმ მეფეთათვის,+ რომლებიც დაგვიყენე ჩვენი ცოდვების+ გამო. თავისი სურვილისამებრ ბატონობენ ისინი ჩვენს სხეულებზე და ჩვენს პირუტყვზე; დიდია ჩვენი გასაჭირი.+
38 ყოველივე ამის გამო მტკიცე შეთანხმებას+ ვდებთ წერილობით და ვადასტურებთ ჩვენი მთავრების, ლევიანებისა და მღვდლების+ ბეჭდით“.+
10 აი ისინი, ვინც დაადასტურა ეს ბეჭდის+ დასმით:
თირშათა*+ ნეემია,+ ხაქალიას+ ვაჟი,
და ციდკია, 2 სერაია,+ აზარია, იერემია, 3 ფაშხური, ამარია, მალქია, 4 ხატუში, შებანია, მალუქი, 5 ხარიმი,+ მერემოთი, ობადია, 6 დანიელი,+ გინეთონი, ბარუქი, 7 მეშულამი, აბია, მიამინი, 8 მააცია, ბილგაი და შემაია — ესენი მღვდლები იყვნენ.
9 ლევიანები: იეშუა,+ აზანიას ვაჟი, ბინუი ხენადადის+ ძეთაგან, კადმიელი 10 და მათი ძმები — შებანია,+ ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი, 11 მიქა, რეხობი, ხაშაბია, 12 ზაქური, შერებია,+ შებანია, 13 ჰოდია, ბანი და ბენინუ.
14 ხალხის თავკაცები: ფაროში, ფახათ-მოაბი,+ ელამი, ზათუ, ბანი, 15 ბუნი, აზგადი, ბებაი, 16 ადონია*, ბიგვაი, ადინი, 17 ატერი, ხიზკია, აზური, 18 ჰოდია, ხაშუმი, ბეცაი, 19 ხარიფი*, ანათოთი, ნებაი, 20 მაგფიაში, მეშულამი, ხეზირი, 21 მეშეზაბელი, ცადოკი, იადუა, 22 ფელატია, ხანანი, ანაია, 23 ჰოშეა, ხანანია, ხაშუბი, 24 ჰალოხეში, ფილხა, შობეკი, 25 რეხუმი, ხაშაბნა, მაასეია, 26 ახია, ხანანი, ანანი, 27 მალუქი, ხარიმი და ბაანა.
28 დანარჩენი ხალხი, მღვდლები,+ ლევიანები,+ კარიბჭის მცველები,+ მგალობლები,+ ნეთინიმები*+ და ყველა, ვინც იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს+ გამოეყო, რათა დაეცვათ ჭეშმარიტი ღვთის კანონი,+ მათი ცოლები, ვაჟები და ასულები, ყველა მცოდნე და გამგები,+ 29 შეუერთდნენ თავიანთ ძმებს,+ თავიანთ დიდებულებს,+ და დაიფიცეს,+ რომ თუ არ ივლიდნენ ჭეშმარიტი ღვთის კანონით, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის მსახურის,+ მოსეს ხელით გადაეცათ, და არ დაიცავდნენ და არ შეასრულებდნენ+ ჩვენი უფლის, იეჰოვას+ ყველა მცნებას, მის სამართალსა და წესებს,+ დაწყევლილი+ ყოფილიყვნენ; 30 აღთქმა დავდეთ, რომ არ მივცემდით ჩვენს ასულებს ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს და არც ჩვენ მოვუყვანდით მათ ასულებს ჩვენს ვაჟებს.+
31 ამ მიწაზე მცხოვრები ხალხებისგან,+ რომლებსაც შაბათობით მოაქვთ გასაყიდი საქონელი და ყველანაირი მარცვლეული, არაფერს ავიღებდით არც შაბათს+ და არც რომელიმე წმინდა დღეს,+ არ ვისარგებლებდით მიწით მეშვიდე წელს,+ ვალებსაც გავაუქმებდით.+
32 თითოეულმა წესად დავიდეთ ყოველწლიურად შეკელის მესამედის გაღება ჩვენი ღვთის სახლის სამსახურისთვის,+ 33 შაბათობით+ და ახალმთვარობების+ დროს მისატანი წარსადგენი პურისთვის,+ მუდმივი მარცვლეული შესაწირავისთვის+ და მუდმივი დასაწვავი შესაწირავისთვის, დადგენილი დღესასწაულებისთვის,+ წმინდა+ ძღვნისთვის, ცოდვის შესაწირავებისთვის+ ისრაელის გამოსასყიდად და ჩვენი ღვთის სახლის საქმისთვის.+
34 წილი ვყარეთ+ მღვდლებმა, ლევიანებმა და ხალხმა, ჩვენ-ჩვენი საგვარეულოს მიხედვით, ვის როდის უნდა მოგვეტანა შეშა+ წლიდან წლამდე ჩვენი ღვთის სახლში, კანონში დაწერილის თანახმად,+ იეჰოვას, ჩვენი ღვთის, სამსხვერპლოზე დასაწვავად.+ 35 ჩვენ ვიკისრეთ წლიდან წლამდე ჩვენი მიწის+ პირველმოწეული ნაყოფისა და ყველანაირი ხეხილის+ პირველმოწეული ნაყოფის მიტანა იეჰოვას სახლში, 36 კანონში ჩაწერილის თანახმად,+ ჩვენი პირმშოების,+ ჩვენი პირუტყვისა+ და ცხვარ-ძროხის+ პირველმოგებული ნაშიერის მიყვანა ჩვენი ღვთის სახლში, ჩვენი ღვთის სახლში მომსახურე მღვდლებთან.+ 37 ჩვენი პირველმოწეული ღერღილი,+ ჩვენი შესაწირავი,+ ყოველგვარი ხის ნაყოფი,+ ახალი ღვინო+ და ზეთი+ უნდა მიგვეტანა მღვდლებისთვის ჩვენი ღვთის სახლის სასადილო დარბაზებში+ და ჩვენი მიწის მეათედი ლევიანებისთვის+ უნდა მიგვეცა, რადგან ლევიანები იღებენ ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქების მეათედს.
38 მღვდელი, აარონის ძე, ლევიანებთან უნდა იყოს, როცა ისინი მეათედს აიღებენ. ამ მეათედის მეათედი ლევიანებმა ჩვენი ღვთის+ სახლს უნდა შესწირონ, საწყობის სასადილო დარბაზებს,+ 39 რადგან სასადილო დარბაზებში მართებთ ისრაელის ძეებსა და ლევიანთა ძეებს შეწირული+ მარცვლეულის, ახალი ღვინისა+ და ზეთის მიტანა; იქ არის საწმინდრის მოწყობილობა და იქ არიან მომსახურე მღვდლები,+ კარიბჭის მცველები+ და მგალობლები.+ არ უნდა მივატოვოთ ჩვენი ღვთის სახლი.+
11 ხალხის მთავრები+ იერუსალიმში იყვნენ დასახლებულნი,+ დანარჩენმა ხალხმა კი წილი ყარა,+ რომ ათიდან ერთი იერუსალიმში, წმინდა ქალაქში+ დასახლებულიყო, დანარჩენი ცხრა კი — სხვა ქალაქებში. 2 აკურთხა+ ხალხმა ისინი, ვინც ნებაყოფლობით+ დასახლდა იერუსალიმში.
3 სამთავროთა მთავრები+ იერუსალიმში ცხოვრობდნენ,+ ისრაელი,+ მღვდლები,+ ლევიანები,+ ნეთინიმები*+ და სოლომონის მსახურთა ძეები+ კი იუდას ქალაქებში ცხოვრობდნენ, თითოეული თავის სამკვიდროში და თავის ქალაქში.+
4 იერუსალიმში ცხოვრობდნენ ზოგიერთები იუდასა და ბენიამინის ძეთაგან.+ იუდას ძეთაგან იყვნენ: ათაია, მაჰალალელის ვაჟის, შეფატიას ვაჟის, ამარიას ვაჟის, ზაქარიას ვაჟის უზიას ვაჟი ფერეცის ძეთაგან,+ 5 და მაასეია, ზაქარიას ვაჟის, იოიარიბის ვაჟის, ადაიას ვაჟის, ხაზაიას ვაჟის, ქოლხოზეს ვაჟის ბარუქის ვაჟი შელაელთაგან. 6 ფერეცის ძეთაგან იერუსალიმში ოთხას სამოცდარვა უნარიანი კაცი ცხოვრობდა.
7 ბენიამინის+ ძეები იყვნენ: სალუ, იეშაიას ვაჟის, ითიელის ვაჟის, მაასეიას ვაჟის, კოლაიას ვაჟის, ფედაიას ვაჟის, იოედის ვაჟის მეშულამის ვაჟი,+ 8 მის შემდეგ გაბაი და სალაი — სულ ცხრაას ოცდარვა კაცი, 9 და მათი ზედამხედველი იოელი, ზიქრის ვაჟი, და იუდა, ჰასენუას ვაჟი, ქალაქის მეორე ზედამხედველი.
10 მღვდელთაგან იყვნენ: იედაია, იოიარიბის ვაჟი,+ იაქინი,+ 11 სერაია, ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინამძღოლი ახიტუბის ვაჟის,+ მერაიოთის ვაჟის, ცადოკის ვაჟის,+ მეშულამის ვაჟის+ ხილკიას ვაჟი, 12 და მათი ძმები, სახლის სამუშაოების შემსრულებლები+ — რვაას ოცდაორი კაცი, და ადაია, მალქიას ვაჟის,+ ფაშხურის ვაჟის,+ ზაქარიას ვაჟის, ამცის ვაჟის, ფელალიას ვაჟის იეროხამის ვაჟი,+ 13 და მისი ძმები, საგვარეულოთა თავკაცები+ — ორას ორმოცდაორი კაცი, და ამაშსაი, იმერის ვაჟის, მეშილემოთის ვაჟის, ახზაის ვაჟის აზარელის ვაჟი, 14 და მათი ძმები — ას ოცდარვა ძლიერი და მამაცი კაცი.+ მათი ზედამხედველი+ იყო ზაბდიელი, დიდებულთა ვაჟი.
15 ლევიანთაგან+ იყვნენ: შემაია, ბუნის ვაჟის, ხაშაბიას ვაჟის, აზრიკამის ვაჟის ხაშუბის ვაჟი,+ 16 და შაბეთაი+ და იოზაბადი+ ლევიანთა თავკაცებიდან, რომლებიც ზედამხედველობას უწევდნენ ჭეშმარიტი ღვთის სახლის გარე სამუშაოებს, 17 და მათანია,+ ასაფის ვაჟის,+ ზაბდის ვაჟის მიქას ვაჟი — ქების მგალობელთა ხელმძღვანელი,+ ლოცვისას ხოტბის შემსხმელი,+ და ბაკბუკია, მის ძმათაგან მეორე, და აბდა, იედუთუნის ვაჟის,+ გალალის ვაჟის+ შამუას ვაჟი. 18 წმინდა ქალაქში+ სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო.
19 კარიბჭის მცველები+ იყვნენ: აკუბი, თალმონი+ და მათი ძმები, რომლებიც იცავდნენ კარიბჭეებს+ — ას სამოცდათორმეტი კაცი.
20 დანარჩენი ისრაელები, ლევიანები და მღვდლები იუდას სხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ, თითოეული თავის სამკვიდროში.+ 21 ნეთინიმები+ ცხოვრობდნენ ოფელში;+ ციხა და გიშფა ზედამხედველობდნენ ნეთინიმებს.
22 იერუსალიმში ლევიანების ზედამხედველი+ იყო უზი, მიქას ვაჟის,+ მათანიას ვაჟის,+ ხაშაბიას ვაჟის ბანის ვაჟი ასაფის ძეთაგან,+ მგალობელთაგან.+ ის ჭეშმარიტი ღვთის სახლის სამუშაოებს ზედამხედველობდა. 23 მეფის ბრძანებისამებრ, მათ სასარგებლოდ+ რომ იყო გაცემული, მგალობლებს ყოველდღიური საჭიროების მიხედვით დაწესებული სარჩო ეძლეოდათ.+ 24 ფეთახია, მეშეზაბელის ვაჟი, იუდას ვაჟის ზერახის ძეთაგან, ყველა სახალხო საქმეში მეფის გვერდით იდგა.
25 იუდას ძეთაგან ზოგიერთები ცხოვრობდნენ დასახლებებში,+ რომლებსაც გარს მინდვრები ეკრა. ისინი ცხოვრობდნენ კირიათ-არბასა+ და მის მიმდებარე ქალაქებში, დიბონსა* და მის მიმდებარე ქალაქებში, იეკაბცეელსა+ და მის დასახლებებში, 26 იეშუაში, მოლადაში,+ ბეთ-ფალეტში,+ 27 ხაცარ-შუალში,+ ბეერ-შებასა+ და მის მიმდებარე ქალაქებში, 28 ციკლაგში,+ მექონასა და მის მიმდებარე ქალაქებში, 29 ენ-რიმონში,+ ცორაში,+ იარმუთში,+ 30 ზანოახში,+ ადულამსა+ და მათ დასახლებებში, ლაქიშსა+ და მის მინდვრებში, აზეკასა+ და მის მიმდებარე ქალაქებში. ისინი ბეერ-შებადან ჰინომის+ ველამდე იყვნენ დაბანაკებულნი.
31 ბენიამინის ძეები ცხოვრობდნენ გებაში,+ მიქმაშში,+ აიაში,+ ბეთელსა+ და მის მიმდებარე ქალაქებში, 32 ანათოთში,+ ნობში,+ ანანიაში, 33 ხაცორში, რამაში,+ გითაიმში,+ 34 ხადიდში, ცებოიმში, ნებალატში, 35 ლოდსა+ და ონოში,+ ხელოსანთა ველზე. 36 იუდაში მცხოვრებ ლევიანთა ზოგი ჯგუფი ბენიამინში დასახლდა.
12 აი მღვდლები და ლევიანები, რომლებიც ავიდნენ ზერუბაბელთან,+ შეალთიელის ვაჟთან,+ და იეშუასთან+ ერთად: სერაია, იერემია, ეზრა, 2 ამარია,+ მალუქი, ხატუში, 3 შექანია, რეხუმი, მერემოთი, 4 იდო, გინეთოი, აბია, 5 მიამინი, მაადია, ბილგა, 6 შემაია,+ იოიარიბი, იედაია,+ 7 სალუ, ამოკი,+ ხილკია და იედაია.+ ესენი იყვნენ მღვდლებისა და მათი ძმების თავკაცები იეშუას დროს.+
8 ლევიანთაგან იეშუა,+ ბინუი,+ კადმიელი,+ შერებია, იუდა და მათანია+ სამადლობელი საგალობლების შესრულებას უძღვებოდნენ, ის და მისი ძმები. 9 ბაკბუკია, უნი და მათი ძმები მათ მოპირდაპირე მხარეზე დარაჯობდნენ. 10 იეშუას შეეძინა იოიაკიმი,+ იოიაკიმს შეეძინა ელიაშიბი,+ ელიაშიბს კი — იოიადა,+ 11 იოიადას შეეძინა იონათანი, იონათანს შეეძინა იადუა.+
12 აი მღვდლები, რომლებიც იოიაკიმის დროს საგვარეულოთა თავკაცები იყვნენ:+ სერაიას+ სახლიდან — მერაია, იერემიას სახლიდან — ხანანია, 13 ეზრას+ სახლიდან — მეშულამი, ამარიას სახლიდან — იეჰოხანანი, 14 მალუქის სახლიდან — იონათანი, შებანიას+ სახლიდან — იოსები, 15 ხარიმის+ სახლიდან — ადნა, მერაიოთის სახლიდან — ხელკაი, 16 იდოს სახლიდან — ზაქარია, გინეთონის სახლიდან — მეშულამი, 17 აბიას+ სახლიდან — ზიქრი, მინიამინის სახლიდან — ...*, მოადიას სახლიდან — ფილტაი, 18 ბილგას+ სახლიდან — შამუა, შემაიას სახლიდან — იეჰონათანი, 19 იოიარიბის სახლიდან — მათენაი, იედაიას+ სახლიდან — უზი, 20 სალაის სახლიდან — კალაი, ამოკის სახლიდან — ებერი, 21 ხილკიას სახლიდან — ხაშაბია, იედაიას+ სახლიდან — ნეთანელი.
22 ელიაშიბის,+ იოიადას,+ იოხანანისა და იადუას+ დროს ლევიანები საგვარეულოთა თავკაცებად იყვნენ აღნუსხულნი, ასევე მღვდლებიც სპარსელი დარიოსის მეფობამდე.
23 ლევის ძეები საგვარეულოთა თავკაცებად+ იყვნენ ჩაწერილნი მატიანეში იოხანანის, ელიაშიბის ვაჟის დრომდე. 24 ლევიანთა თავკაცთაგან ხაშაბია, შერებია,+ კადმიელის ვაჟი+ იეშუა და მათი ძმები, რომლებიც მათ მოპირდაპირე მხარეს იდგნენ, საქებარ და სამადლობელ საგალობლებს ასრულებდნენ ჭეშმარიტი ღვთის კაცის, დავითის მცნებისამებრ.+ დარაჯთა ერთი ჯგუფი მეორის პირდაპირ იყო. 25 მათანია,+ ბაკბუკია, ობადია, მეშულამი, თალმონი და აკუბი+ კარიბჭის მცველები+ იყვნენ, მათი ჯგუფი კარიბჭეთა საწყობებთან დარაჯობდა. 26 ისინი ცხოვრობდნენ იოიაკიმის,+ იეშუას ვაჟის,+ იოცადაკის ვაჟის,+ გამგებელ ნეემიასა+ და მღვდლისა და გადამწერის,+ ეზრას+ დროს.
27 იერუსალიმის გალავნის მიძღვნის დროს+ ეძებდნენ ლევიანებს, რომ ყველა ადგილიდან იერუსალიმში მიეყვანათ ისინი მიძღვნის აღსანიშნავად, რათა ეხარათ სამადლობლებითა+ და საგალობლით,+ წინწილებით, ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით.+ 28 მგალობელთა ძეები შეიკრიბნენ იორდანის მხარიდან,+ იერუსალიმის მიდამოებიდან და ნეტოფათელების დასახლებებიდან,+ 29 ბეთ-გილგალიდან+ და გებასა+ და აზმავეთის+ ველ-მინდვრებიდან, რადგან მგალობლებს დასახლებები+ იერუსალიმის მიდამოებში ჰქონდათ გაშენებული. 30 განიწმინდნენ+ მღვდლები და ლევიანები და განწმინდეს ხალხი,+ კარიბჭეები+ და გალავანი.+
31 გალავანზე ავიყვანე იუდას მთავრები,+ დავაყენე სამადლობლის შემსრულებელთა ორი დიდი გუნდი+ და ჯგუფები, რომლებიც მათ გაჰყვებოდნენ. ერთი ჯგუფი მარჯვნივ ნაცრის კარიბჭისკენ+ მიდიოდა გალავანზე. 32 გაჰყვა მათ ჰოშაია და იუდას მთავართა ნახევარი, 33 ასევე აზარია, ეზრა და მეშულამი, 34 იუდა, ბენიამინი, შემაია და იერემია; 35 მღვდელთა ძეთაგან საყვირებით+ ხელში მიჰყვებოდნენ ზაქარია, ასაფის ვაჟის,+ ზაქურის ვაჟის,+ მიქაიას ვაჟის, მათანიას ვაჟის, შემაიას ვაჟის იონათანის ვაჟი, 36 და მისი ძმები: შემაია, აზარელი, მილალაი, გილალაი, მააი, ნეთანელი, იუდა და ხანანი. მათ ეჭირათ საკრავები,+ რომელთა თანხლებითაც ჭეშმარიტი ღვთის კაცის, დავითის, სიმღერები სრულდებოდა; წინ ეზრა,+ გადამწერი მიუძღოდათ. 37 წყაროს კარიბჭესთან+ გალავნის აღმართით ისინი პირდაპირ ავიდნენ დავითის ქალაქის+ კიბის+ ზემოთ და დავითის სასახლის ზემოთ წყლის კარიბჭემდე,+ აღმოსავლეთით.
38 სამადლობლის შემსრულებელთა+ მეორე გუნდი წინ მიდიოდა, მე და ნახევარი ხალხი კი მას მივყვებოდით და მივდიოდით საცხობ ღუმელთა კოშკის ზემოთ,+ გალავანზე, ფართო კედლისკენ,+ 39 ეფრემის კარიბჭის+ ზემოთ ძველი ქალაქის კარიბჭისკენ+ და თევზის კარიბჭისკენ,+ ხანანელის კოშკისკენ,+ მეას კოშკისკენ+ და ცხვრის კარიბჭისკენ;+ ისინი მცველთა კარიბჭესთან შეჩერდნენ.
40 ბოლოს სამადლობლის შემსრულებელი ეს ორი გუნდი+ ჭეშმარიტი ღვთის სახლთან შეჩერდა,+ გავჩერდით მე, მმართველთა ნახევარი, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ,+ 41 და მღვდლები: ელიაკიმი, მაასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოენაი, ზაქარია და ხანანია საყვირებით ხელში,+ 42 მაასეია, შემაია, ელეაზარი, უზი, იეჰოხანანი, მალქია, ელამი და ეცერი. ამღერდნენ მგალობლები და მათი ხელმძღვანელი, იზრახია.+
43 დიდძალ მსხვერპლს+ სწირავდნენ იმ დღეს და ხარობდნენ,+ რადგან ჭეშმარიტმა ღმერთმა დიდად გაახარა+ ისინი. ხარობდნენ ქალებიცა+ და ბავშვებიც,+ ისე რომ შორს ისმოდა იერუსალიმის სიხარულის ხმა.+
44 იმ დღეს მიუჩინეს კაცები დარბაზებს,+ რომლებიც საწყობებისთვის,+ შესაწირავებისთვის,+ პირველი ნაყოფებისთვის+ და მეათედებისთვის იყო განკუთვნილი,+ რათა ქალაქების ყანებიდან მათში შეგროვებულიყო მღვდლებისა და ლევიანებისთვის+ კანონით+ დაწესებული წილი. ხარობდა იუდა, რადგან მსახურობდნენ მღვდლები და ლევიანები.+ 45 მათ დაიწყეს ღვთის წინაშე თავიანთი ვალდებულებისა+ და განწმენდის ვალდებულების შესრულება,+ მგალობლებიცა+ და კარიბჭის მცველებიც+ ასევე მოიქცნენ, დავითისა და მისი ძის, სოლომონის მცნებისამებრ. 46 რადგან წინათ, დავითისა და ასაფის დროს იყვნენ მგალობელთა ხელმძღვანელები+ და იმ დროს ღვთის საქებარი და სამადლობელი საგალობლები სრულდებოდა.+ 47 ზერუბაბელისა+ და ნეემიას+ დროს მთელი ისრაელი გასცემდა მგალობელთა+ და კარიბჭის მცველთა+ წილს მათი ყოველდღიური საჭიროებისამებრ, განწმენდილ წილს ისინი ლევიანებს აძლევდნენ,+ ლევიანები კი — აარონის ძეებს.
13 იმ დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხეს+ მოსეს წიგნი+ და აღმოჩნდა, რომ სამარადისოდ+ არ უნდა შესულიყვნენ ჭეშმარიტი ღვთის კრებულში ამონელები+ და მოაბელები,+ 2 რადგან კი არ შეგებებიან ისრაელის ძეებს პურითა+ და წყლით,+ არამედ ბალაამი+ დაიქირავეს მათ დასაწყევლად,+ თუმცა ჩვენმა ღმერთმა წყევლა კურთხევად აქცია.+ 3 როგორც კი ეს კანონი მოისმინეს,+ გამოაცალკევეს+ ისრაელისგან მთელი ჭრელი ხალხი.
4 მანამდე მღვდელმა ელიაშიბმა,+ რომელსაც ჩვენი ღვთის სახლის სასადილო დარბაზი+ ჰქონდა ჩაბარებული, ტობიას+ ნათესავმა, 5 მას დიდი სასადილო დარბაზი+ მოუწყო, სადაც ადრე მარცვლეულ შესაწირავს,+ გუნდრუკს, სხვადასხვა ნივთებს და ლევიანთა,+ მგალობელთა და კარიბჭის მცველთა კუთვნილ მარცვლეულს, ახალ ღვინოსა+ და ზეთის+ მეათედს ინახავდნენ, იქვე ინახებოდა მღვდლებისთვის განკუთვნილი შესაწირავიც.
6 მთელი ეს დრო იერუსალიმში არ ვყოფილვარ, რადგან ბაბილონის მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის ოცდამეთორმეტე+ წელს მეფეს ვეახლე. გავიდა დრო და დავეთხოვე მეფეს.+ 7 მივედი იერუსალიმში და ვნახე, რა ბოროტება ჩაიდინა ელიაშიბმა,+ ტობიას+ რომ დარბაზი მოუწყო ჭეშმარიტი ღვთის სახლის+ ეზოში. 8 დიდად არ მესიამოვნა ეს ამბავი,+ ამიტომ გარეთ გამოვყარე+ ტობიას სახლის ავეჯი სასადილო დარბაზიდან. 9 ვბრძანე და გამოასუფთავეს+ სასადილო დარბაზები.+ უკან დავაბრუნე იქ ჭეშმარიტი ღვთის სახლის ნივთები,+ მარცვლეული შესაწირავი და გუნდრუკი.+
10 გავიგე, რომ ლევიანებს არ ეძლეოდათ კუთვნილი წილი+ და ამის გამო იქ მომსახურე ლევიანები და მგალობლები თავ-თავიანთ ყანებში წასულიყვნენ.+ 11 ბრალი დავდე+ მმართველებს+ და ვკითხე: რატომ არის-მეთქი მიტოვებული ჭეშმარიტი ღვთის სახლი?+ შევკრიბე ისინი და თავ-თავიანთ ადგილებზე დავაყენე. 12 მთელმა იუდამ მოიტანა საწყობებში+ მარცვლეულის,+ ახალი ღვინისა+ და ზეთის+ მეათედი.+ 13 საწყობები მღვდელ შელემიას, გადამწერ ცადოკს და ლევიან ფედაიას ჩავაბარე. მათ ემორჩილებოდა ხანანი, მათანიას ვაჟის+ ზაქურის ვაჟი. ისინი ერთგულებით+ იყვნენ ცნობილნი და მათ ევალებოდათ თავიანთი ძმებისთვის წილის მიცემა.+
14 გამიხსენე,+ ჩემო ღმერთო, ამის გამო და ნუ დაივიწყებ+ იმ სიკეთეს*, რაც ჩემი ღვთის სახლისთვის+ და მასზე ზრუნვისთვის გამიკეთებია.
15 იმ დროს ვნახე, იუდაში ხალხი შაბათს+ საწნახელში ყურძენს რომ წურავდა, ვირებს+ მარცვლეულს, ღვინოს, ყურძენს, ლეღვსა+ და ყველანაირ ტვირთს რომ ჰკიდებდა+ და შაბათ დღეს+ იერუსალიმში მოჰქონდა. გავაფრთხილე იმ დღეს მოვაჭრენი. 16 ქალაქში ტვიროსელებიც+ ცხოვრობდნენ, რომლებსაც მოჰქონდათ თევზი და ყოველგვარი სავაჭრო საქონელი+ და შაბათს ყიდდნენ იერუსალიმში და იუდას ძეებიც ყიდულობდნენ. 17 ბრალი დავდე იუდას წარჩინებულებს+ და ვუთხარი: „ეს რა ბოროტებას სჩადიხართ და ბღალავთ შაბათს?! 18 განა ასე არ იქცეოდა თქვენი მამა-პაპა,+ რის გამოც ჩვენმა ღმერთმა მთელი ეს უბედურება დაგვატეხა+ როგორც ჩვენ, ისე ამ ქალაქს?! თქვენ კი ბღალავთ შაბათს+ და ამით აძლიერებთ მის მრისხანებას ისრაელზე“.
19 შაბათის დადგომამდე, როგორც კი იერუსალიმის კარიბჭეებზე ჩრდილი ჩამოწვა, ვბრძანე და დაკეტეს კარები.+ ვბრძანე, რომ არ გაეღოთ ისინი შაბათის დასრულებამდე. ჩემი მსახურები დავაყენე კარიბჭეებთან, რომ არანაირი ტვირთი არ შემოსულიყო შაბათ დღეს.+ 20 ამის გამო ვაჭრებსა და ნაირ-ნაირი საქონლის გამყიდველებს ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ მოუწიათ ღამის გათევა. 21 გავაფრთხილე ისინი+ და ვუთხარი: „რატომ ათევთ ღამეს გალავანთან?! თუ კიდევ მოიქცევით ასე, ხელს აღვმართავ თქვენზე!“+ მას შემდეგ შაბათს აღარ მოსულან ისინი.
22 ვუთხარი ლევიანებს,+ რომ ყოველთვის განწმენდილიყვნენ+ და მოსულიყვნენ კარიბჭეების+ დასაცავად, რათა წმინდად+ ეყოთ შაბათი დღე. ესეც გამიხსენე,+ ჩემო ღმერთო, და შემიბრალე შენი დიდი სიკეთისამებრ!+
23 იმ დროს ვნახე იუდეველები,+ რომლებსაც აშდოდელი,+ ამონელი და მოაბელი+ ცოლები ჰყავდათ. 24 მათი ვაჟების ნახევარი აშდოდურად ლაპარაკობდა; ვერც ერთი ვერ ლაპარაკობდა იუდეველთა ენაზე,+ სხვა ხალხების ენებზე ლაპარაკობდნენ ისინი. 25 ბრალი დავდე მათ, დავწყევლე,+ ზოგიერთს ხელი დავარტყი,+ თმა დავაგლიჯე და ღვთის სახელით დავაფიცე:+ „არ მისცეთ თქვენი ასულები მათ ვაჟებს და არ მოიყვანოთ მათი ასულები არც თქვენთვის და არც თქვენი ვაჟებისთვის!+ 26 განა ამის გამო არ შესცოდა ისრაელის მეფე სოლომონმა?!+ ხალხთაგან არავის ჰყოლია მისი მსგავსი მეფე.+ უყვარდა იგი მის ღმერთს და მთელ ისრაელზე დააყენა მეფედ ის ღმერთმა,+ მაგრამ მასაც კი ჩაადენინეს ცოდვა უცხოელმა ცოლებმა.+ 27 განა გაგონილა ამხელა ბოროტების ჩადენა, რომ ორგულობთ ჩვენს ღმერთს და უცხოელი ცოლები მოგყავთ?!“+
28 მღვდელმთავარ ელიაშიბის ვაჟის,+ იოიადას+ ერთ-ერთი ვაჟი ხორონელი+ სანბალატის+ სიძე იყო. ამიტომ მოვიშორე ის თავიდან.+
29 გაიხსენე ისინი, ჩემო ღმერთო, რადგან წაბილწეს+ მღვდლობა და მღვდელთა და ლევიანთა+ შეთანხმება!+
30 განვწმინდე+ ისინი ყოველივე უცხოსგან და მღვდლებსა და ლევიანებს თავ-თავიანთი მოვალეობები დავაკისრე, თითოეულს თავისი საქმე,+ 31 თავის დროზე რომ მოტანილიყო შეშა+ და პირველმოწეული ნაყოფი.
სასიკეთოდ გამიხსენე,+ ჩემო ღმერთო!+
ნიშნავს: იაჰი ანუგეშებს, იაჰი ნუგეშია.
იგივე სუსას.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
მდინარეში იგულისხმება ევფრატი.
ანუ ციხესიმაგრის. მდებარეობდა აღდგენილი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით.
შესაძლოა იგივე ენ-როგელის ჭა.
ნიშნავს არხს.
ანუ ტაძარში მომსახურეები, სიტყვასიტყვით — გადაცემულნი.
ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!
იხილეთ 3:26-ის სქოლიო.
სამთავროს გამგებლის ტიტული სპარსულად.
იხილეთ გმ. 28:30-ის სქოლიო.
ანუ სპარსული ოქროს დარიკი, წონით 8,4 გრამი. ეს არ არის ბერძნულ წერილებში მოხსენიებული დრაქმა. იხილეთ დანართი 6ა.
იხილეთ 3:26-ის სქოლიო.
იხილეთ 5:13-ის სქოლიო.
იხილეთ 7:65-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.
იხილეთ 1:5-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — ჯიუტ მხარს აძლევდნენ.
იხილეთ 1:5-ის სქოლიო.
იხილეთ 7:65-ის სქოლიო.
იგივე ადონიკამი ეზრ. 2:13-ში.
იგივე იორა ეზრ. 2:18-ში.
იხილეთ 3:26-ის სქოლიო.
იხილეთ 3:26-ის სქოლიო.
შესაძლოა იგივე დიმონა იეს. 15:22-ში.
როგორც ჩანს, ებრაულ ტექსტში სახელია გამოტოვებული.
იხილეთ 1:5-ის სქოლიო.