მალაქია*
1 განაჩენი.
იეჰოვას სიტყვა+ ისრაელზე, მალაქიას პირით ნათქვამი:
2 „მე მიყვარხართ,+ — ამბობს იეჰოვა.
თქვენ კი ამბობთ: როგორ გიყვარვართო?!+
განა ესავი იაკობის ძმა არ იყო?!+ — ამბობს იეჰოვა, — მაგრამ მე იაკობი შევიყვარე,+ 3 ესავი+ კი შევიძულე, გავაპარტახე+ მისი მთები და უდაბნოს ტურების სამკვიდროდ ვაქციე მისი მემკვიდრეობა.+
4 ედომი რომ ამბობს, დაქცეულები ვართ, მაგრამ მაინც დავბრუნდებით და ავაშენებთო ჩვენს განადგურებულ ადგილებს, — ამბობს ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა, — კი ააშენებენ, მაგრამ მე დავანგრევ.+ ხალხი უწოდებს მათ ბოროტების მხარეს და სამარადისოდ იეჰოვას შერისხულ+ ხალხს. 5 საკუთარი თვალით იხილავთ ამას და იტყვით: განდიდდესო იეჰოვა ისრაელის მიწაზე!+
6 შვილი პატივს სცემს მამას+ და მსახური თავის ბატონს.+ თუ მამა ვარ,+ სად არის ჩემდამი პატივისცემა?!+ თუ ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში?!+ — თქვენ მოგმართავთ, მღვდლებო, ჩემი სახელის მოძულენო,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
თქვენ ამბობთ: რითი შევიძულეთო შენი სახელი?
7 იმით, რომ წაბილწული პური მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე.+
თქვენ ამბობთ: რითი წაგბილწეთო?
იმით, რომ ამბობთ: საძულველიაო+ იეჰოვას სუფრა.+ 8 იმით, რომ ბრმა ცხოველს მწირავთ და ამბობთ: ცუდი არაფერიაო ამაში. კოჭლი და სნეული მოგყავთ და ამბობთ: ცუდი არაფერიაო ამაში.+
მიართვი ის შენს გამგებელს, განა მოგიწონებს ის ან გულთბილად მიგიღებს?!“ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
9 „ახლა გული მოულბეთ ღმერთს,+ რომ შეგვიწყალოს,+ რადგან თქვენი ხელით ხდებოდა ეს. განა გულთბილად მიგიღებთ რომელიმეს?!“ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
10 „უსასყიდლოდ რომელი თქვენგანი დაკეტავს კარებს+ და დაანთებს ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე?!+ არ იმსახურებთ ჩემ მოწონებას, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და არ მსიამოვნებს თქვენი საძღვნო შესაწირავი.+
11 მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში.+ ყველგან ამიბოლებენ შესაწირავს+ და წმინდა ძღვენს მიუძღვნიან ჩემს სახელს,+ რადგან დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
12 „თქვენ კი შეურაცხმყოფთ+ იმით, რომ ამბობთ: წაბილწულიაო იეჰოვას სუფრა და საძულველიაო მასზე დაწყობილი შესაწირავი.+ 13 ამბობთ: როგორი დამქანცველიაო.+ და გძულთ ის, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — ძღვნად მოგყავთ მოტაცებული, კოჭლი და სნეული.+ განა მეამება ამის მიღება თქვენი ხელიდან?!“+ — ამბობს იეჰოვა.
14 „დაწყევლილია ის, ვინც ცბიერად იქცევა, რომელსაც ფარაში საღი მამალი ცხოველი ჰყავს, აღთქმას დებს და დასახიჩრებულს სწირავს იეჰოვას.+ დიდებული მეფე ვარ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და შიშს მოჰგვრის ჩემი სახელი ხალხებს“.+
2 „ახლა თქვენ გიბრძანებთ, მღვდლებო!+ 2 თუ არ მომისმენთ+ და გულთან არ მიიტანთ+ ამას, რომ განადიდოთ ჩემი სახელი,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — მეც მოვავლენ თქვენზე წყევლას+ და დავწყევლი თქვენს კურთხევებს.+ დავწყევლე კიდეც თქვენი კურთხევა, რადგან გულთან არ მიგაქვთ ჩემი ბრძანება.
3 აი, თქვენ გამო გავკიცხავ დათესილ თესლს+ და სახეში მოგაყრით ნეხვს, თქვენი დღესასწაულების ნეხვს; წაგიყვანენ და ჩაგაგდებენ მასში. 4 გაიგებთ, რომ ჩემგან არის ეს ბრძანება,+ რათა კვლავაც მოქმედებდეს+ ლევისთან დადებული ჩემი შეთანხმება,“+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
5 „ჩემი შეთანხმება სიცოცხლესა და მშვიდობას აძლევდა მას,+ რათა შიში ჰქონოდა. მუდამ ჩემი შიში ჰქონდა,+ ჩემი სახელი შიშის ზარს სცემდა მას.+ 6 ჭეშმარიტების კანონი ჰქონდა ენაზე+ და უმართლობა არ იპოვებოდა მის ბაგეზე. მშვიდობითა და სიმართლით დადიოდა ჩემთან ერთად+ და მრავალი მოაბრუნა დანაშაულისგან.+ 7 მღვდლის ბაგე ცოდნას უნდა იცავდეს და მის ბაგეზე ხალხი კანონს უნდა ეძებდეს,+ რადგან ის არის ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მაცნე.+
8 თქვენ კი გზიდან გადაუხვიეთ.+ მრავალი დააბრკოლეთ კანონის დაცვისას+ და დაარღვიეთ ლევის შეთანხმება,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 9 ამიტომ, მეც საძულველს გაგხდით და დაგამცირებთ მთელი ხალხის თვალში,+ რადგან არ იცავდით ჩემს გზებს და მიკერძოებას ავლენდით კანონის დაცვისას“.+
10 „განა ერთი მამა არა გვყავს?!+ განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა?!+ მაშ, რატომ ვექცევით ერთმანეთს ვერაგულად+ და ვბღალავთ ჩვენს მამა-პაპასთან დადებულ შეთანხმებას?+ 11 ვერაგულად იქცევა იუდა, ისრაელსა და იერუსალიმში სისაძაგლეს სჩადიან;+ ბღალავს იუდა იეჰოვას სიწმინდეს,+ რაც უყვარს მას, და პატარძლად დაისვა უცხო ღვთის ასული.+ 12 მოსპობს იეჰოვა იაკობის კარვებში ამის ჩამდენს,+ ვინც ფხიზლობს, ვინც პასუხს აძლევს და ვისაც საძღვნო შესაწირავი+ მიაქვს ლაშქართა ღვთისთვის, იეჰოვასთვის“.
13 „აი კიდევ რას აკეთებთ, რის გამოც ცრემლებით, ტირილითა და ოხვრით ივსება იეჰოვას სამსხვერპლო და თქვენი ხელიდან არც საძღვნო შესაწირავს იღებს და არც სხვა რამის მიღება სიამოვნებს,+ — 14 ამბობთ, რის გამოო?+ — იმის გამო, რომ იეჰოვაა მოწმე შენსა და შენი ახალგაზრდობის ცოლს შორის,+ რომელსაც ვერაგულად მოექეცი, თუმცა ის შენი მეგობარი და შენი შეთანხმების ცოლია.+ 15 იყო ისეთიც, რომელსაც ეს არ ჩაუდენია, რადგან მას სულის ნატამალი შერჩა. რას ეძებდა ის? ღვთის შთამომავლობას.+ დაიცავით თქვენი სული+ და ნურავინ მოექცევა ვერაგულად თავისი ახალგაზრდობის ცოლს,+ 16 რადგან მძულს გაყრა,+ — ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, — და ის, ვინც ძალადობით იფარავს ტანსაცმელს,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — დაიცავით თქვენი სული და ნუ მოიქცევით ვერაგულად!+
17 თქვენ დაქანცეთ იეჰოვა თქვენი სიტყვებით+ და თან ამბობთ: რით დავქანცეთო?! იმით, რომ ამბობთ: ყველა, ვინც ბოროტებას სჩადის, მოსაწონიაო იეჰოვას თვალში, ასეთები მოსწონსო მას.+ სად არისო სამართლის ღმერთი?“+
3 „აი, ვგზავნი ჩემს მაცნეს+ და ის გამიმზადებს გზას.+ უეცრად მოვა თავის ტაძარში+ ჭეშმარიტი უფალი,+ რომელსაც ეძებთ, და შეთანხმების+ მაცნე,+ რომლის მოსვლაც გწადიათ.+ აი, უეჭველად მოვა ის“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+
2 „ვინ გადაიტანს მისი მოსვლის დღეს+ და ვინ გაუძლებს მის გამოჩენას?+ რადგან გამომდნობლის ცეცხლივით+ და მრეცხავთა+ ნაცარტუტივით+ იქნება ის. 3 დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივითა+ და გამწმენდელივით და განწმენდს ლევის ძეებს;+ ოქრო-ვერცხლივით გაწმენდს მათ+ და იქცევიან ხალხად, რომელიც სიმართლით მიუტანს იეჰოვას საძღვნო შესაწირავს.+ 4 სასიამოვნო იქნება იუდასა და იერუსალიმის საძღვნო შესაწირავი იეჰოვასთვის,+ როგორც ძველად, როგორც უხსოვარ დროში.+
5 მოვალ თქვენთან, რომ გაგასამართლოთ,+ და ვიჩქარებ,+ რომ დავამოწმო გრძნეულთა,+ მრუშთა,+ ცრუდ მოფიცართა+ და მათ წინააღმდეგ, ვინც თაღლითობს მოჯამაგირესთან,+ ქვრივთან+ და უმამო ბავშვთან,+ და ვინც არღვევს ხიზნის უფლებებს+ და ჩემი არ ეშინია“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
6 „მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ,+ თქვენ იაკობის ძეები ხართ და არ დაღუპულხართ.+ 7 თქვენი მამა-პაპის დროიდან მოყოლებული გადადიოდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ.+ დამიბრუნდით და მეც დაგიბრუნდებით,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
თქვენ ამბობთ: როგორ დავბრუნდეთო?“
8 „განა მოჰპარავს ადამიანი ღმერთს რამეს?! მაგრამ თქვენ მპარავთ.
ამბობთ: რას გპარავთო?
მეათედებსა და შესაწირავებს. 9 მთელი ერი მწყევლით+ და მპარავთ. 10 მოიტანეთ მთელი მეათედი+ საცავში, რომ იყოს საკვები ჩემს სახლში+ და გამომცადეთ ამაში,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — თუ არ გაგიხსნათ ცის კარიბჭეები+ და არ გადმოვცალო თქვენზე უხვი კურთხევა.+
11 თქვენი გულისთვის შევრისხავ სიავის მქნელს+ და არ დააზიანებს ის თქვენი მიწის ნაყოფს, არც თქვენი ვაზი იქნება უნაყოფო“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
12 „ყველა ხალხი ბედნიერს გიწოდებთ,+ რადგან ნეტარების ქვეყნად იქცევით“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
13 „ძლიერ სიტყვებს ამბობთ ჩემ წინააღმდეგ,+ — ამბობს იეჰოვა.
ამბობთ: რას ვეუბნებითო ერთმანეთს შენ წინააღმდეგ?“+
14 «თქვენ ამბობთ: „არ ღირს ღვთისთვის მსახურება.+ რა გვარგო იმან, რომ ვასრულებდით ჩვენს ვალდებულებას მის წინაშე და დამწუხრებულები დავდიოდით ლაშქართა ღვთის, იეჰოვას გამო?!+ 15 ახლა ბედნიერს ვუწოდებთ კადნიერებს.+ აშენდნენ ბოროტმოქმედები,+ ღმერთს სცდიან, მაგრამ უვნებლები რჩებიან“».+
16 იმ დროს ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ იეჰოვას მოშიშნი,+ თითოეული თავის მოძმეს, და ყურს უგდებდა იეჰოვა და უსმენდა.+ სამახსოვრო წიგნი იწერება მის წინაშე+ იეჰოვას მოშიშთათვის და მათთვის, ვინც მის სახელზე ფიქრობს.+
17 „ჩემი იქნებიან ისინი,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — იმ დღეს, როცა გამორჩეულ საკუთრებად ვაქცევ მათ.+ შევიბრალებ მათ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის ვაჟს, თავის მსახურს.+ 18 კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის,+ ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“.+
4 „აი, მოდის ღუმელივით გავარვარებული+ დღე და ყველა კადნიერი და ბოროტმოქმედი ნამჯასავით+ იქნება. შთანთქავს მათ ეს მომავალი დღე, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და არ შეარჩენს მათ არც ფესვს და არც ტოტს.+ 2 თქვენ კი, ჩემი სახელის მოშიშნო, ამოგიბრწყინდებათ სიმართლის მზე,+ რომლის ფრთებიდანაც+ იქნება განკურნება. თქვენც გამოხვალთ და ნასუქი ხბოებივით აკუნტრუშდებით.+
3 გათელავთ ბოროტებს, რადგან მტვრად იქცევიან ისინი თქვენს ფეხქვეშ იმ დღეს, როცა ვიმოქმედებ“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
4 „გაიხსენეთ ჩემი მსახური მოსეს კანონი, რომელიც გამოვუცხადე მას ხორებში მთელი ისრაელისთვის, წესები და სამართალი.+
5 აი, გიგზავნით ელია წინასწარმეტყველს+ იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის დადგომამდე.+ 6 ის გულს მოუბრუნებს მამებს ძეებისკენ და ძეებს მამებისკენ, რომ არ მოვიდე და არ დავკრა დედამიწას გასანადგურებლად“.+
(ებრაულ-არამეული წერილების თარგმანის დასასრული,
რასაც მოსდევს ქრისტიანულ-ბერძნული წერილები.)
ნიშნავს ჩემს მაცნეს (ანგელოზს).
იგივე ცაბაოთი.