ზაქარია*
1 დარიოსის მეფობის+ მეორე წლის მერვე თვეს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ ზაქარიას,+ იდოს+ ვაჟის ბერექიას ვაჟს: 2 «ძლიერ განურისხდა იეჰოვა თქვენს მამებს.+
3 უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა: „დამიბრუნდით,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და მეც დაგიბრუნდებით,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
4 ნუ დაემსგავსებით თქვენს მამებს,+ რომელთაც ჯერ კიდევ წინათ მოუწოდებდნენ წინასწარმეტყველნი,+ აი რას ამბობსო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: მობრუნდითო თქვენი ბოროტი გზიდან და თქვენი ბოროტი საქმეებიდან.+
მათ კი არ მისმინეს და ყური არ დამიგდეს,+ — ამბობს იეჰოვა.
5 სად არიან ახლა თქვენი მამები?+ განა მარადიულად იცოცხლეს წინასწარმეტყველებმა?!+ 6 განა არ მისწვდა თქვენს მამებს ჩემი სიტყვები+ და წესები, რომლებიც ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს ვუბრძანე?!“+ ამიტომაც მობრუნდნენ ისინი და თქვეს: „რაც ჩვენთვის ჰქონდა განზრახული ლაშქართა ღმერთ იეჰოვას,+ ის გაგვიკეთა ჩვენი გზებისა და საქმეებისამებრ“».+
7 დარიოსის მეფობის მეორე წლის+ მეთერთმეტე თვის, შებატის, ოცდამეოთხე დღეს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ ზაქარიას,+ იდოს+ ვაჟის ბერექიას ვაჟს: 8 „ღამით ვიხილე, აი, კაცი+ იყო წითელ ცხენზე+ ამხედრებული. ის მირტის ხეებს შორის+ იდგა, ჩავარდნილ ადგილზე, მის უკან წითელი, ალისფერი და თეთრი ცხენები იდგნენ“.+
9 ვიკითხე: „ჩემო ბატონო, ვინ არიან ამ ცხენებზე ამხედრებულნი?“+
ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა, მომიგო:+ „გაჩვენებ, ვინ არიან ისინი“.
10 მირტის ხეებს შორის გაჩერებულმა კაცმა მომიგო: „ისინი იეჰოვას გამოგზავნილნი არიან დედამიწის შემოსავლელად“.+ 11 უთხრეს მათ მირტის ხეებს შორის მდგარ იეჰოვას ანგელოზს: „მოვიარეთ დედამიწა+ და, აი, მშვიდად და აუღელვებლად არის მთელი დედამიწა“.+
12 თქვა იეჰოვას ანგელოზმა: „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, როდემდე არ შეიწყალებ იერუსალიმსა და იუდას ქალაქებს,+ რომლებიც სამოცდაათი წელი შერისხული გყავს?!“+
13 კარგი და მანუგეშებელი სიტყვებით+ მიუგო იეჰოვამ ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა. 14 მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: «დაიძახე, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დიდი მოშურნეობით გამოვავლინე მოშურნეობა იერუსალიმისა და სიონის სასიკეთოდ.+ 15 დიდი რისხვით ვარ განრისხებული უდარდელ ხალხებზე;+ ძლიერ არ ვიყავი განრისხებული,+ მაგრამ მათ გაამწვავეს უბედურება“.+
16 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „წყალობით დავბრუნდები იერუსალიმში.+ იქ აშენდება ჩემი სახლი,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და ლარი იერუსალიმზე გაიჭიმება“.+
17 კვლავაც დაიძახე, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ჩემი ქალაქები კვლავ აივსება ყოველივე კარგით.+ იეჰოვა კვლავ შეიწყალებს სიონს+ და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს“».+
18 თვალები ავაპყარი და, აი, ოთხი რქა დავინახე.+ 19 მაშინ ვკითხე ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა, ეს რა არის-მეთქი? მან მომიგო: „ეს ის რქებია, რომლებმაც იუდა,+ ისრაელი+ და იერუსალიმი+ გაფანტეს“.
20 შემდეგ იეჰოვამ მახილვინა ოთხი ხელოსანი. 21 ვკითხე, რისთვის მოდიან-მეთქი ისინი?
მან მომიგო: „ეს ის რქებია,+ რომლებმაც ისე გაფანტეს იუდა, რომ თავი არავის აუწევია. ეს ხელოსნები მოვლენ, რომ მოარყიონ და დასცენ იმ ხალხთა რქები, რომლებიც რქას იმაღლებენ იუდას გასაფანტავად“.+
2 თვალები ავაპყარი და დავინახე კაცი, რომელსაც ხელში ლარი ეჭირა.+ 2 ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი?
მან მომიგო: „იერუსალიმის გასაზომად, რომ ვნახო, რამდენია მისი სიგანე და სიგრძე“.+
3 აი, გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, მის შესახვედრად კი მეორე ანგელოზი გამოვიდა. 4 უთხრა ერთმა მეორეს: «გაიქეცი და უთხარი იმ ჭაბუკს: „უგალავნო ქალაქივით დასახლდება იერუსალიმი+ ხალხისა და პირუტყვის სიმრავლის გამო.+ 5 მე ცეცხლის გალავნად ვიქცევი მისთვის,+ — ამბობს იეჰოვა, — და ჩემი დიდებით ავავსებ მას“».+
6 „ჰე, ჰე, გაიქეცით ჩრდილოეთის მიწიდან!“+ — ამბობს იეჰოვა.
„გაფანტული მყავხართ ქარის ოთხივე მიმართულებით“,+ — ამბობს იეჰოვა.
7 «ჰე, სიონო!+ თავს უშველე, ბაბილონის ასულთან მცხოვრებო!+ 8 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, რომელმაც თავისი განდიდების+ შემდეგ შენს მძარცველ ხალხებთან გამგზავნა:+ „თქვენი შემხები+ ჩემი თვალის გუგის შემხებია.+ 9 ხელს მოვუქნევ მათ+ და ისინი თავიანთი მონების ნადავლად იქცევიან“.+ მაშინ გაიგებთ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გამომგზავნა.+
10 „შეძახე და იმხიარულე, სიონის ასულო,+ რადგან მოვდივარ+ და დავმკვიდრდები შენთან“,+ — ამბობს იეჰოვა». 11 „იმ დღეს მრავალი ხალხი შეუერთდება იეჰოვას+ და ისინი გახდებიან ჩემი ხალხი,+ და დავმკვიდრდები შენთან“. მაშინ გაიგებ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გამომგზავნა შენთან.+ 12 იეჰოვა დაეუფლება იუდას, როგორც თავის კუთვნილ წილს წმინდა მიწაზე,+ და ის კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.+ 13 დადუმდი, ყოველო ხორციელო, იეჰოვას წინაშე,+ რადგან გამოვიდა ის+ თავისი წმინდა სამყოფლიდან.+
3 მან მახილვინა იეჰოვას ანგელოზის წინ მდგომი მღვდელმთავარი იეჰოშუა+ და სატანა*,+ რომელიც მარჯვნივ ედგა წინააღმდეგობის+ გასაწევად. 2 უთხრა იეჰოვას ანგელოზმა+ სატანას: „იეჰოვამ შეგრისხოს,+ სატანავ, შეგრისხოს იეჰოვამ, რომელიც ირჩევს იერუსალიმს!+ განა ის ცეცხლიდან გამოღებული კუნძი არ არის?!“+
3 იეჰოშუას წაბილწული ტანსაცმელი+ ეცვა და ანგელოზის წინ იდგა. 4 მიმართა მან მის წინ მდგომთ: „გახადეთ მას წაბილწული ტანსაცმელი!“ მას კი უთხრა: „აი, მოგაშორე დანაშაული+ და საზეიმო გრძელი სამოსით შეიმოსები“.+
5 მაშინ ვთქვი, სუფთა თავსაბურავი დაახურონ-მეთქი თავზე.+ მათაც დაახურეს მას სუფთა თავსაბურავი და შემოსეს ტანსაცმლით. იეჰოვას ანგელოზი იქვე იდგა. 6 იეჰოვას ანგელოზმა დაუმოწმა იეჰოშუას: 7 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თუ ივლი ჩემი გზით და შეასრულებ შენს ვალდებულებას+ ჩემ წინაშე, მაშინ შენ გაასამართლებ ჩემს სახლს+ და დაიცავ ჩემს ეზოებს; აქ მდგომთა შორის ყოფნის უფლებას მოგცემ.
8 ისმინეთ, მღვდელმთავარო იეჰოშუა, შენ და შენ წინ მსხდომმა მოძმეებმა, რადგან ნიშნებად არიან ეს კაცები,+ აი შემომყავს ჩემი მსახური+ — ყლორტი!+ 9 აი ქვა,+ რომელიც დავდე იეჰოშუას წინ! შვიდი თვალია ქვაზე.+ აი ამოვკვეთ მასზე წარწერას,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და ერთ დღეში წარვხოცავ ამ მიწის დანაშაულს.+
10 იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — ვაზისა და ლეღვის ხის ქვეშ მსხდომნი მიიწვევთ ერთმანეთს“».+
4 ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, მობრუნდა და გამაღვიძა, როგორც მძინარე კაცს აღვიძებენ.+ 2 მან მკითხა, რას ხედავო?+
მე მივუგე: „ვხედავ ოქროს სალამპრეს,+ რომელსაც თავზე თასი ადგას. შვიდი ლამპარია+ მასზე, ლამპრებს, სალამპრის თავზე, შვიდი მილი აქვთ. 3 მის გვერდით ზეთისხილის ორი ხე დგას,+ ერთი — თასის მარჯვნივ და მეორე — მარცხნივ“.
4 ვკითხე ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: ჩემო ბატონო, რას ნიშნავს-მეთქი ეს ყველაფერი?+ 5 მომიგო ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: „მართლა არ იცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“
მეც მივუგე: „არა, ჩემო ბატონო“.+
6 მან მითხრა: «ეს იეჰოვას სიტყვაა, რომელსაც ზერუბაბელს ეუბნება: „არც ჯარითა+ და არც ძლიერებით,+ არამედ ჩემი სულით*“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. 7 ვინა ხარ, დიდო მთაო?+ ვაკედ იქცევი ზერუბაბელის+ წინაშე და ის გამოიტანს კუთხის თავში დასადებ ქვას.+ შეძახებენ:+ რა მშვენიერია, რა მშვენიერიაო!»+
8 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 9 „საკუთარი ხელით ჩაუყარა საფუძველი ზერუბაბელმა ამ სახლს+ და თავისივე ხელით დაასრულებს მას.+ მაშინ გაიგებ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გამომგზავნა თქვენთან.+ 10 ვინ ჩათვალა უმნიშვნელოდ მცირე წამოწყების დღე?+ გაიხარებენ+ და იხილავენ შვეულს ზერუბაბელის ხელში. ის შვიდი თვალი იეჰოვას თვალებია;+ ისინი აკვირდებიან მთელ დედამიწას“.+
11 ვკითხე მას: „რას ნიშნავს სალამპრის მარჯვნივ და მარცხნივ მდგარი ზეთისხილის ეს ორი ხე?“+ 12 მეორედ ვკითხე: „რას ნიშნავს ზეთისხილის ხის ორი კუნწულა, საიდანაც ორი ოქროს მილით ოქროსფერი სითხე იღვრება?“
13 მან მომიგო: „მართლა არ იცი, რას ნიშნავს ეს?“
მე ვუთხარი: „არა, ჩემო ბატონო“.+
14 მაშინ მან მითხრა: „ეს ორი ცხებულია,+ მთელი დედამიწის უფლის გვერდით მდგომი“.+
5 კვლავ ავაპყარი თვალი და, აი, მფრინავი გრაგნილი დავინახე.+ 2 მან მკითხა: რას ხედავო?+
მივუგე: „ვხედავ მფრინავ გრაგნილს, რომელიც სიგრძით ოცი წყრთაა და სიგანით — ათი წყრთა“.
3 მან მითხრა: «ეს წყევლაა, რომელიც მთელ დედამიწას გადაუვლის,+ რადგან, ვინც ქურდობს,+ როგორც მის ერთ მხარეზეა დაწერილი, არავინ დასჯილა; ვინც ფიცს დებს,+ როგორც მის მეორე მხარეზეა+ დაწერილი, არავინ დასჯილა. 4 „მე გამოვიხმე ის, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — ის შევა ქურდის სახლში და ჩემი სახელით ცრუდ დამფიცებლის სახლში;+ დარჩება მის სახლში და გაანადგურებს იქაურობას მისი ხის ძელებიანად და ქვებიანად“».+
5 მაშინ ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, მომიახლოვდა და მითხრა: „აღაპყარი თვალი და ნახე, რა მოდის“.
6 ვკითხე, ეს რა არის-მეთქი?
მან მომიგო: „ეს ეფის საწყაო მოდის“. კვლავ მითხრა: „ასე გამოიყურებიან ისინი მთელ დედამიწაზე“. 7 აი, აიხადა ტყვიის მრგვალი თავსახური და ქალი იჯდა ეფის საწყაოში. 8 მან თქვა: „ეს ბოროტებაა“. უკან ჩააგდო ქალი ეფის+ საწყაოში და საწყაოს თავზე ტყვიის ზოდი დააფარა.
9 ავაპყარი თვალი და დავინახე, რომ ორი ქალი გვიახლოვდებოდა; ქარი იყო მათ ფრთებში, მათი ფრთები ყარყატის ფრთებს ჰგავდა. მათ მიწასა და ცას შორის ასწიეს ეფის საწყაო. 10 ვკითხე ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: სად მიაქვთ-მეთქი ეფის საწყაო?
11 მან მომიგო: „შინარის+ მიწაზე, რომ აუშენონ+ იმ ქალს სახლი. ის დაფუძნდება, ქალს კი იქ, თავის ადგილზე დასვამენ“.
6 კვლავ ავაპყარი თვალი და, აი, დავინახე ორ მთას შორის გამომავალი ოთხი ეტლი; მთები სპილენძისა იყო. 2 პირველ ეტლში წითელი ცხენები+ იყო შებმული, მეორეში — შავი ცხენები,+ 3 მესამე ეტლში თეთრი ცხენები+ იყო შებმული, მეოთხეში კი — დაწინწკლული, ჭრელი.+
4 ვკითხე ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: „ეს რა არის, ჩემო ბატონო?“+
5 ანგელოზმა მომიგო: „ეს ცის ოთხი სულია,+ რომლებიც წარდგნენ+ მთელი დედამიწის+ უფლის+ წინაშე და გამოვიდნენ. 6 ეტლი, რომელშიც შავი ცხენებია შებმული, ჩრდილოეთის+ მიწისკენ მიემართება, თეთრი ცხენები ზღვის გაღმა გაემართებიან, დაწინწკლულები — სამხრეთის+ მიწისკენ. 7 ჭრელები+ გამოვლენ და გამოიძიებენ, დედამიწის რომელ მხარეს წავიდნენ“.+ შემდეგ უთხრა: „წადით, მოიარეთ დედამიწა“. და ისინიც წავიდნენ დედამიწის შემოსავლელად.
8 დამიძახა მან და მითხრა: „ნახე, ჩრდილოეთის მიწისკენ წასულებმა დაამშვიდეს იეჰოვას სული+ ჩრდილოეთის+ მიწაზე“.
9 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 10 «აიღე ძღვნის ნაწილი გადასახლებულთაგან+ — ხელდაისგან, ტობიასა და იედაიასგან, მიდი იმ დღეს და ბაბილონიდან მოსულ ამ კაცებთან ერთად შედი იოშიას, ცეფანიას+ ვაჟის სახლში. 11 აიღე ოქრო-ვერცხლი, გააკეთე დიდებული გვირგვინი,+ თავზე დაადგი მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის ვაჟს, 12 და უთხარი:
აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი კაცი+ — ყლორტია+ მისი სახელი. აღმოცენდება ის თავისი ადგილიდან და ააშენებს იეჰოვას ტაძარს.+ 13 ის ააშენებს იეჰოვას ტაძარს და განდიდდება.+ დაჯდება თავის ტახტზე და იმმართველებს, იჯდება თავის ტახტზე+ და მღვდლობასაც გასწევს; ერთმანეთთან შეთანხმებული+ იქნება ეს ორი მოვალეობა. 14 სამახსოვროდ+ დარჩებათ დიდებული გვირგვინი იეჰოვას ტაძარში ხელემს, ტობიას, იედაიასა+ და ხენს, ცეფანიას ვაჟს. 15 შორს მყოფნიც მოვლენ და ააშენებენ იეჰოვას ტაძარს“.+ მაშინ გაიგებთ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გამომგზავნა თქვენთან.+ მოხდება ეს, თუ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას».+
7 მეფე დარიოსის+ მეფობის მეოთხე წელს, მეცხრე თვის, ქისლევის,+ მეოთხე დღეს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა ზაქარიას. 2 გაგზავნა ბეთელმა შარეცერი, რეგემ-მელექი და მისი ხალხი იეჰოვას გულის მოსალბობად,+ 3 რომ ეკითხათ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სახლის მღვდლებისთვის+ და წინასწარმეტყველთათვის: „ვიტირო მეხუთე+ თვეს და ვიმარხულო, რასაც მრავალი წელი ვაკეთებ?“+
4 კვლავ გამომეცხადა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სიტყვა: 5 «უთხარი ამ მიწის ხალხს და მღვდლებს: „როცა სამოცდაათი+ წელი მარხულობდით+ და მოთქვამდით მეხუთე და მეშვიდე თვეს,+ განა ჩემთვის მარხულობდით?!+ 6 და როცა ჭამდით და სვამდით, განა თქვენთვის არ ჭამდით და სვამდით?! 7 განა არ უნდა ემორჩილებოდეთ იეჰოვას სიტყვებს,+ რასაც წინათ წინასწარმეტყველთა+ პირით გიცხადებდათ, როცა იერუსალიმი თავისი მიმდებარე ქალაქებითურთ ჯერ კიდევ დასახლებული და უზრუნველი იყო და როცა დასახლებული იყო ნეგებიცა+ და შეფელაც?!“»+
8 კვლავ გამოეცხადა ზაქარიას იეჰოვას სიტყვა: 9 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ჭეშმარიტი სამართლით გაასამართლეთ+ და სიკეთითა*+ და წყალობით+ მოეპყარით ერთმანეთს; 10 ნურაფერს გამოსძალავთ ქვრივს+ და უმამო ბავშვს,+ ხიზანსა+ და საწყალს,+ ბოროტს ნუ განიზრახავთ გულში+ ერთმანეთის მიმართ“. 11 მაგრამ მათ არ ისურვეს ყურის დაგდება,+ ჯიუტად მაქცევდნენ ზურგს+ და უგრძნობი გაიხადეს ყური, რომ არ მოესმინათ.+ 12 გაიქვავეს გული,+ რომ არ დამორჩილებოდნენ კანონს+ და იმ სიტყვებს, რომლებიც წინათ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გაუგზავნა თავისი სულით+ წინასწარმეტყველთა+ პირით; ამიტომ ძლიერ განრისხდა ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+
13 როგორც მე მოვუხმობდი და ისინი არ მისმენდნენ,+ ასევე მეც არ ვუსმენდი,+ როცა ისინი მომიხმობდნენ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 14 გაშმაგებით მიმოვფანტე ისინი მათთვის უცნობ+ ხალხებში,+ და გაპარტახდა მიწა მათ შემდეგ, არავინ იყო იქ გამვლელი, არავინ დაბრუნებულა იქ.+ ისე გააპარტახეს სანუკვარი მიწა,+ რომ გაოგნდება კაცი».
8 კვლავ გამოცხადდა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სიტყვა: 2 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:+ „დიდი მოშურნეობით გამოვავლენ მოშურნეობას+ სიონისთვის, დიდი რისხვით+ გამოვავლენ მოშურნეობას“.
3 აი რას ამბობს იეჰოვა: „დავბრუნდები სიონში+ და დავმკვიდრდები იერუსალიმში,+ იერუსალიმს ჭეშმარიტების+ ქალაქი დაერქმევა და ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მთას+ — წმინდა მთა“.+
4 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „კვლავ ისხდებიან იერუსალიმის მოედნებზე მოხუცებული კაცები+ და ქალები, ყველა თავისი ჯოხით+ ხელში, რადგან დღეგრძელნი იქნებიან. 5 მოთამაშე გოგო-ბიჭებით აივსება ქალაქის მოედნები“.+
6 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „იმ დროს ეს შეუძლებელიც რომ ჩანდეს ამ ხალხის დარჩენილი ნაწილის თვალში, განა ეს ჩემს თვალშიც შეუძლებელი იქნება?!“+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
7 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი, დავიხსნი ჩემს ხალხს მზის ამოსავლიდან და მზის ჩასავლიდან,+ 8 მოვიყვან მათ და იერუსალიმში დამკვიდრდებიან;+ იქნებიან ჩემი ხალხი+ და მეც ვიქნები მათი ღმერთი ჭეშმარიტებითა და სიმართლით“.+
9 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „გაიმაგრეთ ხელები,+ ვინც ამ დღეებში ისმენთ წინასწარმეტყველთა პირით ნათქვამ სიტყვებს,+ მათ რომ წარმოთქვეს იმ დღეს, როცა საფუძველი ჩაეყარა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სახლს, რათა აშენებულიყო ტაძარი.+ 10 იმ დრომდე არ ჰქონია ხალხს გასამრჯელო,+ არც პირუტყვისთვის იყო ის. არც მიმსვლელ-მომსვლელს ჰქონია მშვიდობა მოწინააღმდეგის+ გამო, რადგან ერთმანეთს ვასევდი ხალხს.+
11 ამ ხალხისგან დარჩენილთათვის აღარ ვიქნები ისეთი, როგორიც წინათ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 12 დათესავენ მშვიდობის თესლს;+ ვაზი ნაყოფს გამოიღებს,+ მიწა მოსავალს+ მისცემს მათ და ცა — ნამს.+ ამ ხალხის დარჩენილ ნაწილს+ დავამკვიდრებინებ ყოველივეს.+ 13 როგორც წყევლად იქეცით ხალხებს შორის,+ იუდას სახლო და ისრაელის სახლო,+ ისე დაგიხსნით და კურთხევად იქცევით.+ ნუ შეშინდებით,+ გაიმაგრეთ ხელები!“+
14 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „როგორც უბედურების დატეხა მქონდა თქვენთვის განზრახული, რადგან განმარისხა თქვენმა მამა-პაპამ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და არ მინანია,+ 15 ისე ამ დროს განვიზრახავ სიკეთის კეთებას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის.+ ნუ შეშინდებით!“+
16 აი რა უნდა გააკეთოთ:+ „ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს,+ სიმართლითა და სამშვიდობო სამართლით განსჯიდეთ თქვენს კარიბჭეებთან,+ 17 ბოროტს ნუ განიზრახავთ გულში ერთმანეთის მიმართ+ და ცრუ ფიცს ნუ შეიყვარებთ,+ რადგან მძულს ეს ყოველივე“,+ — ამბობს იეჰოვა».
18 კვლავ გამომეცხადა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სიტყვა: 19 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მეოთხე,+ მეხუთე,+ მეშვიდე+ და მეათე+ თვის მარხვები სიხარულად, მხიარულებად და დღესასწაულად იქცევა იუდას სახლისთვის;+ ასე რომ, გიყვარდეთ ჭეშმარიტება და მშვიდობა“.+
20 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მოვლენ ხალხები და მრავალი ქალაქის მკვიდრნი.+ 21 მივლენ ერთი ქალაქის მკვიდრნი მეორე ქალაქის მკვიდრებთან და ეტყვიან: მოდი, წავიდეთო+ იეჰოვასთვის გულის მოსალბობად+ და ლაშქართა ღვთის, იეჰოვას საძებნელად. მეც მოვდივარო.+ 22 მრავალი ხალხი და ძლიერი ერები მოვლენ იერუსალიმში ლაშქართა ღვთის,+ იეჰოვას საძებნელად და იეჰოვას გულის მოსალბობად“.
23 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „იმ დროს ყველა ენის ხალხიდან+ ათი კაცი მოეჭიდება+ იუდეველის კალთას+ და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ,+ რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“».+
„იეჰოვა ხადრაქის მიწის წინააღმდეგ წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც დამასკოზეა+ დავანებული (რადგან იეჰოვას თვალი დაჰყურებს ადამიანებს+ და ისრაელის ყველა ტომს), 2 ასევე ხამათის+ წინააღმდეგ, რომელიც მას ესაზღვრება, და ტვიროსის+ და სიდონის+ წინააღმდეგ, რადგან ძალიან დაბრძენდა.+ 3 სიმაგრე აიშენა ტვიროსმა, მტვერივით დაიგროვა ვერცხლი და ქუჩის ტალახივით დაიხვავა ოქრო.+ 4 აი, იეჰოვა განდევნის მას და ზღვაში დასცემს მის ჯარს,+ ცეცხლით შთაინთქმება ის.+ 5 დაინახავს აშკელონი და შეშინდება, ღაზას მწვავე ტკივილები შეიპყრობს, ეკრონსაც+ იგივე დაემართება, რადგან შერცხვება მისი იმედი.+ მოისპობა მეფე ღაზაში და გაუკაცრიელდება აშკელონი.+ 6 უკანონო+ ძე დამკვიდრდება აშდოდში+ და მოვსპობ ფილისტიმელთა+ სიამაყეს. 7 პირიდან მოვაშორებ სისხლს და კბილებიდან+ სისაძაგლეებს, თავად ის კი ჩვენს ღმერთს დარჩება. ის თავკაცს+ დაემსგავსება იუდაში,+ ეკრონი კი იებუსელივით+ გახდება. 8 საგუშაგოდ დავბანაკდები ჩემი სახლის+ დასაცავად და ვერავინ გაივლის და ვერავინ გამოივლის იქ. მეთვალყურე+ აღარ გაივლის მათ შორის, რადგან ახლა ჩემი თვალით ვხედავ ამას.+
9 გაიხარე, სიონის ასულო!+ სიხარულით იყიჟინე,+ იერუსალიმის ასულო! აი, შენი მეფე+ მოდის შენთან!+ მართალი და დახსნილია ის,+ თავმდაბალია,+ ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული.+ 10 მოვსპობ საომარ ეტლს ეფრემში და ცხენს იერუსალიმში,+ მოისპობა საბრძოლო მშვილდი.+ ის მშვიდობას გაუცხადებს ხალხებს+ და იმმართველებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან* დედამიწის კიდეებამდე.+
11 შენ კი შენთან დადებული შეთანხმების სისხლის+ საფუძველზე გაგითავისუფლებ პატიმრებს+ უწყლო ორმოდან.
12 დაბრუნდით ციხესიმაგრეში,+ იმედიანო პატიმრებო!+
დღეს გეუბნები, რომ ორმაგ წილს მოგცემ.+ 13 ჩემი მშვილდივით მოვზიდავ იუდას, ეფრემით გავმართავ მშვილდს. საბერძნეთო,+ შენი ძეების+ წინააღმდეგ გავაღვიძებ, სიონო, შენს ძეებს, და ძლიერი კაცის მახვილივით გაქცევ.+ 14 იეჰოვა გამოჩნდება მათ ზემოთ+ და ელვასავით გამოვა მისი ისარი.+ უზენაესი უფალი იეჰოვა ჩაჰბერავს საყვირს+ და სამხრეთის გრიგალით ივლის.+ 15 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა დაიცავს მათ; შთანთქავენ ისინი+ და დაიმორჩილებენ შურდულის ქვებს. დალევენ+ და ახმაურდებიან, თითქოს ღვინო დაულევიათო. თასივით აივსებიან, სამსხვერპლოს კუთხეებივით.+
16 იეჰოვა, მათი ღმერთი იხსნის მათ+ იმ დღეს, როგორც თავისი ხალხის ფარას.+ გვირგვინში ჩასმული ქვებივით იქნებიან ისინი და იბრწყინებენ მის მიწაზე.+ 17 რაოდენ კარგია+ ის და რაოდენ დიდია მისი მშვენება!+ მარცვლეული გააძლიერებს ჭაბუკებს და ახალი ღვინო — ქალწულებს“.+
10 „სთხოვეთ იეჰოვას წვიმა+ საგაზაფხულო წვიმების+ დროს, სთხოვეთ იეჰოვას, საწვიმარი ღრუბლების+ შემქმნელს, კოკისპირულ წვიმას+ რომ უგზავნის ადამიანებს და თითოეულ მათგანს მცენარეებს რომ აღმოუცენებს მინდორში.+ 2 თერაფიმები+ ჯადოქრობაზე ლაპარაკობენ, მკითხავები ცრუ ხილვებს ხედავენ,+ უსარგებლო სიზმრებზე ლაპარაკობენ და ამაოდ ცდილობენ ნუგეშისცემას.+ ამიტომ, ფარასავით გაიფანტება ხალხი;+ დაიჩაგრებიან ისინი, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.+
3 აღიგზნო ჩემი რისხვა მწყემსების წინააღმდეგ,+ პასუხს მოვთხოვ+ თხისმაგვარ წინამძღოლებს,+ რადგან მოხედა ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ თავის ფარას,+ იუდას სახლს, და თავის დიდებულ საბრძოლო რაშად+ აქცია იგი. 4 მისგან გამოდის თავკაცი,+ მისგანვე გამოდის მმართველი+ და მხარდამჭერი; მისგან გამოდის საბრძოლო მშვილდი,+ მისგან გამოდის ყოველი მეთვალყურე.+ 5 დაემსგავსებიან ძლიერებს,+ ბრძოლის დროს ქუჩის ტალახს რომ ზელენ. ჩაებმებიან ისინი ბრძოლაში,+ რადგან იეჰოვაა მათთან,+ და შერცხვებიან მხედრები.+ 6 აღმატებულს გავხდი იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს.+ საცხოვრებელს მივცემ, რადგან შევიწყალებ+ მათ. ისე იქნებიან, თითქოს არც მიმეტოვებინოს;+ რადგან მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი, მე ვუპასუხებ მათ.+ 7 ძლიერ კაცს დაემსგავსებიან+ ეფრემელები და გული ისე გაუხალისდებათ, თითქოს ღვინო დაულევიათო.+ იხილავენ მათი ვაჟები+ და გაიხარებენ, იეჰოვათი გაიხარებს მათი გული.+
8 სტვენით+ მოვუხმობ და თავს მოვუყრი მათ, რადგან გამოვისყიდი,+ და ისე გავამრავლებ, როგორც წარსულში.+ 9 თესლივით გავფანტავ მათ ხალხებში,+ შორეთში გამიხსენებენ ისინი;+ გამოცოცხლდებიან თავიანთ ვაჟებთან ერთად და დაბრუნდებიან.+ 10 დავაბრუნებ მათ ეგვიპტის მიწიდან+ და ასურეთიდან გამოვკრებ.+ გალაადსა+ და ლიბანში მივიყვან მათ და ადგილი არ ეყოფათ.+ 11 ზღვაში გავივლი და გასაჭირს მოვუვლენ.+ დავკრავ ზღვის ტალღებს+ და ამოშრება ნილოსის სიღრმეები.+ დაემხობა ასურეთის სიამაყე+ და მოსცილდება კვერთხი+ ეგვიპტეს.+ 12 აღმატებულს გავხდი მათ იეჰოვათი+ და ჩემი სახელით ივლიან,+ — ამბობს იეჰოვა“.
11 «გააღე კარები, ლიბანო,+ რომ ცეცხლმა შთანთქოს შენი კედრები!+ 2 იღრიალე, ღვიავ, რადგან დაეცა კედარი, რადგან გაიძარცვნენ დიდებული ხეები!+ იღრიალეთ ბაშანის უზარმაზარო ხეებო, რადგან განადგურდა დაბურული ტყე!+ 3 ისმინეთ! ღრიალებენ მწყემსები,+ რადგან გაიძარცვა მათი სიდიადე.+ ისმინეთ! ღრიალებენ ფაფრიანი ლომები, რადგან მოისპო იორდანის პირას გადაჭიმული დიდებული ტევრები.+
4 აი რას ამბობს იეჰოვა, ჩემი ღმერთი: „მწყემსე დასაკლავი ფარა,+ 5 რომ ხოცავენ მყიდველები,+ მაგრამ დამნაშავეებად არ ითვლებიან;+ მათი გამყიდველები+ კი ამბობენ: კურთხეული იყოს იეჰოვა, გავმდიდრდებითო.+ მათი მწყემსებიც არ იბრალებენ მათ“.+
6 „აღარც მე შევიბრალებ ამ მიწის მკვიდრებს,+ — ამბობს იეჰოვა. — თავის მოძმესა+ და თავის მეფეს ჩავუგდებ კაცს ხელში;+ ააოხრებენ ისინი მიწას და არავის დავიხსნი მათი ხელიდან“».+
7 ფარის დაჩაგრულო ცხვრებო,+ მეც ვმწყემსავდი დასაკლავ+ ფარას თქვენ სასიკეთოდ;+ ავიღე ორი ჯოხი,+ ერთს ნეტარება+ ვუწოდე, მეორეს — კავშირი,+ და ვმწყემსავდი ფარას. 8 ერთ მთვარისმიერ თვეში სამი მწყემსი გავწყვიტე,+ რადგან ვეღარ აიტანა+ ისინი ჩემმა სულმა და მათ სულსაც შევძულდი. 9 ვთქვი: აღარ დაგმწყემსავთ-მეთქი.+ მოკვდეს მომაკვდავი, დაიღუპოს ის, ვინც იღუპება,+ დანარჩენებმა კი ერთმანეთის ხორცი ჭამონ-მეთქი.+ 10 ავიღე ჩემი ჯოხი — ნეტარება,+ და დავჩეხე,+ რომ დამერღვია მთელ ხალხთან დადებული ჩემი შეთანხმება.+ 11 იმ დღეს დაირღვა ის და გაიგეს ფარის+ დაჩაგრულმა ცხვრებმა, მე რომ შემომყურებდნენ,+ რომ ეს იეჰოვას სიტყვა იყო.
12 ვუთხარი მათ: თუ გინდათ,+ მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არადა, ნუ მომცემთ-მეთქი. და მომცეს მათ გასამრჯელოდ ოცდაათი ვერცხლი.+
13 მაშინ იეჰოვამ მითხრა: „ჩაყარე ისინი საგანძურში,+ ეს ის დიდი საფასურია, რომლითაც შემაფასეს“.+ მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე იეჰოვას სახლის საგანძურში.+
14 შემდეგ დავჩეხე ჩემი მეორე ჯოხი — კავშირი,+ იუდასა და ისრაელს შორის+ ძმობის+ დასარღვევად.
15 მითხრა იეჰოვამ: „აიღე არაფრის მაქნისი მწყემსის იარაღები.+ 16 აი, ამ მიწაზე დადგომის ნებას ვრთავ მწყემსს;+ დაღუპულ ცხვარს ყურადღებას არ მიაქცევს,+ ბატკნებს არ მოძებნის და დაშავებულს არ განკურნავს,+ ფეხზე მდგომს არ გამოკვებავს, მსუქნების ხორცს შეჭამს+ და ჩლიქებს დააგლეჯს.+ 17 ვაი ჩემს უვარგის მწყემსს,+ ფარის მიმტოვებელს!+ მახვილი დაეცემა მის მკლავსა და მის მარჯვენა თვალს. მკლავი გაუხმება+ და მარჯვენა თვალი დაუბრმავდება“.
12 განაჩენი:
„სიტყვას წარმოთქვამს იეჰოვა ისრაელზე, — ამბობს იეჰოვა, ცის გადამჭიმავი,+ დედამიწის დამფუძნებელი+ და ადამიანში სულის+ ჩამდგმელი. — 2 აი, თასად ვაქცევ იერუსალიმს,+ ხალხებს რომ აბარბაცებს გარშემო.+ ალყაში მოექცევიან იუდაცა და იერუსალიმიც.+ 3 იმ დღეს+ მძიმე ქვად+ ვაქცევ იერუსალიმს ყველა ხალხისთვის. ვინც კი ასწევს მას, მწარედ დაიკაწრება. მის წინააღმდეგ შეიკრიბება დედამიწის ყველა ხალხი.+ 4 იმ დღეს,+ — ამბობს იეჰოვა, — დავაბნევ ცხენებს+ და გავაგიჟებ მათზე ამხედრებულებს;+ თვალს დავიჭერ+ იუდას სახლზე და დავაბრმავებ ხალხთა ცხენებს. 5 გულში იტყვიან იუდას თავკაცები:+ იერუსალიმის მკვიდრნი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, მათი ღვთის წყალობით ჩვენი ძალა არიანო.+ 6 იმ დღეს იუდას თავკაცებს დავამსგავსებ ცეცხლიან ქოთანს ხეთა შორის+ და ჩირაღდანს ახალმომკილი მარცვლეულის ძნებში,+ მარჯვნივ და მარცხნივ შთანთქავენ მეზობელ ხალხებს;+ იერუსალიმის მკვიდრნი კვლავ თავიანთ ადგილზე დასახლდებიან იერუსალიმში.+
7 პირველად იუდას კარვებს გადაარჩენს იეჰოვა, რათა დავითის სახლისა და იერუსალიმის მკვიდრთა მშვენებამ დიდად არ გადააჭარბოს იუდას. 8 იმ დღეს ყოველი მხრიდან დაიცავს იეჰოვა იერუსალიმის მკვიდრებს;+ და იმ დღეს დავითივით იქნება მათ შორის წაბორძიკებული,+ დავითის სახლი კი — ღმერთივით+ და იეჰოვას ანგელოზივით მათ წინაშე.+ 9 იმ დღეს გადაწყვეტილი მექნება იერუსალიმის წინააღმდეგ გამოსული ყველა ხალხის განადგურება.+
10 გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მკვიდრებზე წყალობისა+ და ვედრების სულს+ და შეხედავენ მას, ვინც განგმირეს,+ დაიტირებენ მას, როგორც ერთადერთ ვაჟს, მწარედ იგლოვებენ მას, როგორც პირმშოს გლოვობენ ხოლმე.+ 11 იმ დღეს დიდი მოთქმა იქნება იერუსალიმში, როგორიც მეგიდოს ველზე+ იყო, ჰადადრიმონში. 12 მთელი მიწა, თითოეული ოჯახი ცალ-ცალკე მოჰყვება მოთქმას;+ დავითის საგვარეულო და მათი ქალები ცალკე,+ ნათანის+ საგვარეულო და მათი ქალები ცალკე, 13 ლევის საგვარეულო+ და მათი ქალები ცალკე, შიმელთა საგვარეულო+ და მათი ქალები ცალკე; 14 ყველა დარჩენილი საგვარეულო, თითოეული ოჯახი ცალკე და მათი ქალებიც ცალკე“.+
13 „იმ დღეს+ დავითის სახლისა და იერუსალიმის მკვიდრთათვის ჭა+ გაიხსნება ცოდვისა+ და სისაძაგლის წარსახოცად.+
2 იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — მოვსპობ კერპთა სახელებს ამ მიწაზე+ და აღარ გაიხსენებენ მათ; აღვგვი ამ მიწიდან წინასწარმეტყველებსაც+ და უწმინდურების სულსაც.+ 3 თუ ვინმე იწინასწარმეტყველებს, მისმა მშობელმა დედ-მამამ უნდა უთხრას: ვერ იცოცხლებ, რადგან სიცრუეს ლაპარაკობო იეჰოვას სახელით. მისი მშობელი დედ-მამა განგმირავს მას წინასწარმეტყველებისთვის.+
4 იმ დღეს შერცხვებიან წინასწარმეტყველები,+ თითოეული თავისი ხილვის გამო შერცხვება წინასწარმეტყველებისას. აღარ ჩაიცვამენ თავიანთ ბეწვიან ტანსაცმელს+ მოსატყუებლად. 5 თითოეული იტყვის: წინასწარმეტყველი კი არა, მიწათმოქმედი ვარ, რადგან სიყრმიდანვე ნაყიდი ვყავარო ერთ კაცს. 6 ჰკითხავენ მას: ეს რა ჭრილობები გაქვსო სხეულზე? ის კი მიუგებს: ეს ჭრილობები მათ სახლში მივიღე, ვისაც ძლიერ ვუყვარვარო“.
7 „მახვილო, გაიღვიძე ჩემი მწყემსის+ წინააღმდეგ, ჩემი მოძმის წინააღმდეგ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — დაჰკარი მწყემსს+ და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები;+ წყალობას ვუყოფ უმნიშვნელოებს“.+
8 „მთელ ამ მიწაზე, — ამბობს იეჰოვა, — ორი ნაწილი მოიკვეთება და მოისპობა,+ მესამე ნაწილი კი დარჩება.+ 9 ცეცხლში გავატარებ მესამე ნაწილს და განვწმენდ მათ,+ როგორც ვერცხლს,+ და შევამოწმებ, როგორც ოქროს.+ ის მოუხმობს ჩემს სახელს და მეც ვუპასუხებ;+ ვიტყვი, ეს ჩემი ხალხია-მეთქი,+ ის კი იტყვის, იეჰოვააო ჩემი ღმერთი“.+
14 „აი, დადგება იეჰოვას დღე+ და შენში ნაძარცვი შენშივე დანაწილდება. 2 შევკრებ ყველა ხალხს იერუსალიმთან საბრძოლველად;+ დაიპყრობენ ქალაქს,+ გაძარცვავენ სახლებს და ქალებს გააუპატიურებენ.+ ნახევარი ქალაქი ტყვეობაში წავა,+ ხალხის დარჩენილი ნაწილი+ კი არ მოიკვეთება ქალაქიდან.+
3 გამოვა იეჰოვა და შეებრძოლება ამ ხალხებს,+ როგორც ბრძოლისა და ომის დღეს.+ 4 იმ დღეს ის დადგება ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის აღმოსავლეთით,+ და შუაზე გაიპობა+ ზეთისხილის მთა+ მზის ამოსავლიდან დასავლეთამდე. იქნება იქ დიდი ველი. მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება, მთის მეორე ნახევარი კი — სამხრეთისკენ. 5 გაიქცევით ჩემი მთების ველისკენ,+ რადგან აცელამდე იქნება გადაჭიმული მთების ეს ველი. ისე გაიქცევით, როგორც იუდას მეფე უზიას დროს მომხდარი მიწისძვრის დროს გარბოდით.+ მოვა იეჰოვა, ჩემი ღმერთი,+ და მასთან ერთად ყველა წმინდა.+
6 იმ დღეს აღარ იქნება მშვენიერი სინათლე,+ ყველაფერი გაქვავდება.+ 7 ეს იქნება ერთ დღეს, იეჰოვას დღედ ცნობილ დღეს.+ ის არც დღე იქნება და არც ღამე;+ საღამოს გამოჩნდება სინათლე.+ 8 იმ დღეს ცოცხალი წყალი+ წამოვა იერუსალიმიდან,+ ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ იდინებს,+ ნახევარი — დასავლეთის ზღვისკენ;+ ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება.+ 9 იეჰოვა იმეფებს მთელ დედამიწაზე.+ იმ დღეს ერთი იქნება იეჰოვა+ და ერთი იქნება მისი სახელი.+
10 არაბას+ დაემსგავსება მთელი მიწა გებადან+ რიმონამდე+ იერუსალიმის სამხრეთით; აღსდგება და თავის ადგილზე+ დასახლდება ბენიამინის+ კარიბჭიდან პირველ კარიბჭემდე, კუთხის კარიბჭემდე, ხანანელის კოშკიდან+ მეფის საწნახლებამდე. 11 ხალხი დასახლდება იქ და აღარავინ გამოცალკევდება გასანადგურებლად,+ უსაფრთხოდ იცხოვრებენ იერუსალიმში.+
12 აი რა სატანჯველს მოუვლენს იეჰოვა იმ ხალხებს, რომლებიც გაილაშქრებენ იერუსალიმზე:+ ხორცი შემოალპებათ ზეზეულად,+ თვალები ფოსოებში ჩაულპებათ და ენა პირში.
13 იმ დღეს დიდ არეულობას გამოიწვევს იეჰოვა მათში;+ ერთმანეთს წაავლებენ ხელს, თითოეული თავის მოძმის ხელს, და მისი ხელი თავისი მოძმის ხელის წინააღმდეგ აღიმართება. 14 იუდა იბრძოლებს იერუსალიმში; შეგროვდება მეზობელ ხალხთა სიმდიდრე — უამრავი ოქრო-ვერცხლი და ტანსაცმელი.+
15 ასეთივე სატანჯველი შეხვდებათ ცხენებს, ჯორებს, აქლემებს, ვირებსა და ყველანაირ პირუტყვს, რომელიც კი იმ ბანაკებში იქნება.
16 ვინც კი დარჩება იერუსალიმის წინააღმდეგ გამოსულ ხალხთაგან,+ წლიდან წლამდე ივლის,+ რომ მდაბლად თაყვანი სცეს მეფეს,+ ლაშქართა ღმერთ იეჰოვას,+ და იზეიმოს კარვობის დღესასწაული.+ 17 თუ ვინმე, დედამიწის რომელიმე ერიდან,+ არ ავა+ იერუსალიმში, რომ მდაბლად თაყვანი სცეს მეფეს, ლაშქართა ღმერთ იეჰოვას, მაშინ არ მოვა მათთვის შხაპუნა წვიმა.+ 18 თუ არც ეგვიპტის ხალხი ავა და არ შევა იქ, არც მათთვის მოვა შხაპუნა წვიმა. ისეთივე სატანჯველი შეხვდებათ, როგორითაც იეჰოვა ტანჯავს იმ ხალხებს, რომლებიც არ ადიან კარვობის დღესასწაულის საზეიმოდ. 19 ეს იქნება სასჯელი ეგვიპტისა და ყველა იმ ხალხის ცოდვისთვის, რომლებიც არ ადიან კარვობის დღესასწაულის საზეიმოდ.+
20 იმ დღეს ცხენის ზანზალაკებზე იქნება+ წარწერილი: სიწმინდე იეჰოვასია!+ იეჰოვას სახლის ფართოპირიანი ქვაბები+ სამსხვერპლოს+ წინ დალაგებული თასებივით+ იქნება. 21 განიწმინდება და ლაშქართა ღვთის, იეჰოვასი იქნება ყოველი ფართოპირიანი ქვაბი იერუსალიმსა და იუდაში; შევლენ შემწირველები, აიღებენ მათ და მოხარშავენ მათში.+ იმ დღეს აღარ იქნება იეჰოვას,+ ლაშქართა ღვთის სახლში ქანაანელი“.+
ნიშნავს: იაჰს გაახსენდა.
იგივე ცაბაოთი.
ანუ მოწინააღმდეგე. იხილეთ იობ. 1:6-ის სქოლიო სიტყვა სატანასთან.
ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ანუ ევფრატიდან.