ანგია*
1 დარიოსის მეფობის+ მეორე წლის მეექვსე თვეს, თვის პირველ დღეს, ანგია+ წინასწარმეტყველის პირით იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იუდას გამგებელ+ ზერუბაბელს,+ შეალთიელის+ ვაჟს, და მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის+ ვაჟს:
2 «აი რას ამბობს ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა:+ „ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო იეჰოვას სახლის შენების დრო“».+
3 კვლავ გაცხადდა იეჰოვას სიტყვა წინასწარმეტყველ ანგიას პირით: 4 «განა იმის დროა, რომ მოპირკეთებულ სახლებში ცხოვრობდეთ,+ ეს სახლი კი მიგდებული გქონდეთ?!+ 5 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „გულით დაუკვირდით თქვენს გზებს.+ 6 ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით;+ ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით;+ სვამთ, მაგრამ ვერ თვრებით; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. გახვრეტილი ქისისთვის შრომობს მოჯამაგირე“».+
7 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „გულით დაუკვირდით თქვენს გზებს.+
8 ადით მთაზე, ჩამოიტანეთ ხე-ტყე+ და ააშენეთ ჩემი მოსაწონი+ სახლი+ ჩემ განსადიდებლად,+ — ამბობს იეჰოვა.
9 ბევრს ელოდით, მაგრამ ცოტა მიიღეთ;+ სახლში შეიტანეთ, მაგრამ მე გაგინიავეთ.+ რატომ?+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი თქვენ-თქვენს სახლებზე ზრუნავთ.+ 10 ამიტომაც დაგიკავათ ცამ ნამი და მიწამ — მოსავალი.+ 11 გვალვას ვუვლენდი მიწას, მთებს, მარცვლეულს, ახალ ღვინოს,+ ზეთს, მიწის მოსავალს, კაცსა და პირუტყვს, მთელ ნაშრომს“».+
12 ზერუბაბელმა,+ შეალთიელის ვაჟმა, მღვდელმთავარმა იეჰოშუამ, იეჰოცადაკის+ ვაჟმა, და მთელმა დარჩენილმა ხალხმა მოუსმინეს თავიანთი ღვთის, იეჰოვას ხმას+ და ანგია+ წინასწარმეტყველის სიტყვებს, რადგან იეჰოვას, მათი ღვთის გამოგზავნილი იყო იგი, და შეეშინდა ხალხს იეჰოვასი.+
13 იეჰოვას მაცნე ანგიამ+ უთხრა ხალხს ის, რაც იეჰოვასგან ჰქონდა დავალებული,+ როგორც მაცნეს: „თქვენთანა ვარ!+ — ამბობს იეჰოვა“.
14 აღუძრა სული+ იეჰოვამ იუდას გამგებელ ზერუბაბელს, შეალთიელის ვაჟს, მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის ვაჟს, და მთელ დარჩენილ ხალხს; შევიდნენ და იეჰოვას, ლაშქართა ღვთის, თავიანთი ღვთის სახლში დაიწყეს მუშაობა.+ 15 ეს იყო დარიოსის+ მეფობის მეორე წლის მეექვსე თვეს, თვის ოცდამეოთხე დღეს.
2 მეშვიდე+ თვეს, თვის ოცდამეერთე დღეს, ანგია+ წინასწარმეტყველის პირით გაცხადდა იეჰოვას სიტყვა: 2 «უთხარი იუდას გამგებელ+ ზერუბაბელს,+ შეალთიელის+ ვაჟს, მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის+ ვაჟს, და მთელ დარჩენილ ხალხს: 3 „დარჩა ვინმე თქვენ შორის ისეთი, ვისაც ნანახი აქვს ამ სახლის უწინდელი დიდება?+ რას ხედავთ ახლა? განა ის უწინდელთან შედარებით არარაობად არ იქცა თქვენს თვალში?!+
4 ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ, — ამბობს იეჰოვა, — გამაგრდი,+ მღვდელმთავარო იეჰოშუა, იეჰოცადაკის ვაჟო!
გამაგრდით, ამ მიწის ხალხო, — ამბობს იეჰოვა, — და იშრომეთ!+
მე თქვენთანა ვარ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 5 გაიხსენეთ შეთანხმება, რომელიც დაგიდეთ, როცა ეგვიპტიდან გამოხვედით,+ როცა ჩემი სული+ თქვენ შორის იყო, ნუ შეგეშინდებათ“.+
6 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ცოტაც+ და კიდევ ერთხელ შევძრავ ცასა და დედამიწას, ზღვასა და ხმელეთს;+
7 შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე;+ დიდებით ავავსებ ამ სახლს,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
8 ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
9 პირველ სახლზე დიდი იქნება ამ სახლის დიდება,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
მშვიდობას მოვაფენ ამ ადგილზე“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა».
10 დარიოსის მეფობის მეორე წელს, მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, ანგია+ წინასწარმეტყველს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა: 11 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ჰკითხე მღვდლებს კანონზე,+ 12 თუ კაცს ტანსაცმლის კალთით მიაქვს წმინდა ხორცი და კალთით შეეხება პურს, შეჭამანდს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს, განიწმინდება რომელიმე მათგანი?“»+
მღვდლებმა მიუგეს: „არა!“
13 ჰკითხა მათ ანგიამ: „თუ აქედან რაიმეს შეეხება მიცვალებულთან* შეხებით გაუწმინდურებული კაცი, გაუწმინდურდება ის, რასაც შეეხება?“+
მღვდლებმა მიუგეს: „გაუწმინდურდება“.
14 ანგიამ უთხრა მათ: „ასეთია ეს ხალხი, ასეთია ეს ერი ჩემთვის,+ — ამბობს იეჰოვა, — ასეთია მთელი მათი ნაშრომი და ყველაფერი, რაც იქ მიაქვთ. ყველაფერი უწმინდურია.+
15 ამ დღიდან მოყოლებული გულით+ დაუკვირდით იმას, რა ხდებოდა ადრე, სანამ იეჰოვას ტაძარში ქვა ქვაზე დაიდებოდა,+ 16 იმ დროს ოციან გროვასთან მიდიოდნენ, იქ კი ათიანი ხვდებოდათ; მიდიოდნენ საწნახელთან, რომ იქიდან ორმოცდაათი საწყაო ამოეხაპათ, იქ კი ოცი ხვდებოდათ.+ 17 ხორშაკი,+ ჭრაქი+ და სეტყვა+ მოგივლინეთ თქვენ და მთელ თქვენს ნაშრომს,+ მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ მობრუნებულა ჩემკენ,+ — ამბობს იეჰოვა.
18 იმ დღიდან მოყოლებული+ — მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, როცა საძირკველი ჩაეყარა იეჰოვას ტაძარს+ — გულით დაუკვირდით: 19 განა არის კიდევ თესლი ბეღელში?!+ გამოიღო ნაყოფი ვაზმა, ლეღვმა, ბროწეულმა ან ზეთისხილმა? დღეიდან კი გაკურთხებთ“».+
20 მეორედ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა ანგიას+ იმ თვის ოცდამეოთხე დღეს:+ 21 «უთხარი იუდას გამგებელ ზერუბაბელს:+ „შევძრავ ცასა და მიწას.+ 22 დავამხობ სამეფო ტახტებს და მოვსპობ ხალხთა სამეფოების ძლიერებას,+ გადავაყირავებ ეტლს მხედრებითურთ, ცხენებიც დაეცემიან მხედრებიანად+ — ყველა თავისი ძმის მახვილით დაეცემა.+
23 იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — აგიყვან, ზერუბაბელ,+ შეალთიელის+ ვაჟო, ჩემო მსახურო, — ამბობს იეჰოვა, — და საბეჭდავ ბეჭდად+ გაქცევ, რადგან შენა ხარ ჩემი რჩეული“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა».+
ნიშნავს სადღესასწაულოს.
იგივე ცაბაოთი.
ანუ მკვდარ სულთან. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.