სოფონია*
1 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა სოფონიას, ხიზკიას ვაჟის, ამარიას ვაჟის, გედალიას ვაჟის ქუშის ვაჟს, იუდას მეფე იოშიას,+ ამონის+ ვაჟის დროს:
2 „ბოლოს მოვუღებ ყველაფერს მიწის პირზე“, — ამბობს იეჰოვა.+
3 „ბოლოს მოვუღებ ადამიანსაც და ცხოველსაც,+ ბოლოს მოვუღებ ფრინველებს ცაში, თევზებს ზღვაში+ და დაბრკოლების ლოდებს ბოროტებთან ერთად.+ აღვგვი ხალხს მიწის პირიდან,+ — ამბობს იეჰოვა. — 4 ხელს გავიწვდი იუდასა და იერუსალიმის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ+ და მოვსპობ იქ ბაალის დარჩენილ თაყვანისმცემლებს,+ უცხო ღვთის ქურუმთა სახელს და ქურუმებს.+ 5 მოვსპობ მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემს ცის ლაშქარს,+ და მათაც, ვინც ემხობა,+ ფიცს უდებს იეჰოვას+ და მალქამს+ იფიცებს. 6 მოვსპობ მათ, ვინც აღარ მიჰყვება იეჰოვას,+ აღარ ეძებს იეჰოვას და არ ეკითხება მას“.+
7 დადუმდით უზენაესი უფლის, იეჰოვას წინაშე,+ რადგან ახლოს არის იეჰოვას დღე+ და მსხვერპლი აქვს გამზადებული იეჰოვას;+ მან განწმინდა+ თავისი მოწვეულები.
8 „იეჰოვას მსხვერპლის დღეს განვიკითხავ მთავრებს, უფლისწულებს+ და ყველას, ვისაც უცხო სამოსელი აცვია.+ 9 იმ დღეს განვიკითხავ ყველას, ვინც კვარცხლბეკზე* მიძვრება, ვინც თავისი ბატონის სახლს ძალადობითა და მზაკვრობით ავსებს.+ 10 იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — გაისმება ყვირილი თევზის კარიბჭიდან,+ ღრიალი — მეორე უბნიდან+ და დიდი ნგრევის ხმა — გორებიდან.+ 11 იღრიალეთ,+ მაქთეშში* მცხოვრებნო, რადგან დადუმდა ყველა ვაჭარი+ და განადგურდა ყველა, ვინც ვერცხლს წონიდა.
12 იმ დღეს გულდასმით მოვათვალიერებ ლამპრებით იერუსალიმს+ და განვიკითხავ თხლესავით დალექილებს,+ გულში რომ ამბობენ, იეჰოვა არც კარგს გააკეთებს და არც ცუდსო.+ 13 გაიძარცვება მათი სიმდიდრე და გაპარტახდება მათი სახლები.+ ააშენებენ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებენ,+ გააშენებენ ვენახებს, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევენ.+
14 ახლოს არის+ იეჰოვას დიდი დღე,+ ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება.+ მწარე მოსასმენი იქნება იეჰოვას დღის ხმა.+ მაშინ ვაჟკაციც აყვირდება.+ 15 რისხვის დღეა ის, გასაჭირისა და ტანჯვის დღე,+ ქარიშხლისა და გაპარტახების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე,+ ღრუბლისა და მწუხრის დღე, 16 საყვირის ჩაბერვისა და განგაშის დღე,+ რომელიც გამაგრებული ქალაქებისა და კუთხის მაღალი კოშკების წინააღმდეგაა.+ 17 გასაჭირს მოვუვლენ ხალხს და ბრმებივით ივლიან,+ რადგან შესცოდეს იეჰოვას.+ მტვერივით დაიფრქვევა მათი სისხლი+ და ნეხვივით დაიყრება მათი შიგნეული.+ 18 ვერც ვერცხლი იხსნის მათ იეჰოვას მრისხანების დღეს და ვერც ოქრო.+ მისი მოშურნეობის ცეცხლი შთანთქავს+ მთელ დედამიწას, რადგან ის შემზარავად შემუსრავს დედამიწის ყველა მკვიდრს“.+
2 შეიკრიბეთ, შეიკრიბეთ,+ უსირცხვილო ხალხო!+ 2 ვიდრე შესრულებულა ბრძანება,+ ვიდრე ბზესავით ჩაუვლია დღეს, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას მრისხანება,+ ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას რისხვის დღე,+ 3 ეძებეთ იეჰოვა,+ დედამიწის თვინიერნო,+ მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე,+ ეძებეთ თვინიერება,+ იქნებ+ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს.+ 4 მიტოვებული იქნება ღაზა,+ გაპარტახდება აშკელონი,+ შუადღისას გააძევებენ+ აშდოდს+ და ამოიძირკვება ეკრონი.+
5 „ვაი ზღვისპირეთის მკვიდრთ, ქერეთელებს!+ იეჰოვას სიტყვაა თქვენ წინააღმდეგ. შენც გაგანადგურებ, ქანაანო, ფილისტიმელთა მიწავ, და გაუკაცრიელდები.+ 6 საძოვრებად იქცევა ზღვისპირეთი,+ ექნებათ ჭები მწყემსებს და ქვით ნაშენი ფარეხები ცხვრებს. 7 იუდას სახლის დარჩენილ ნაწილს ერგება იქაურობა+ და იქ გამოიკვებებიან ისინი. საღამოობით აშკელონის სახლებში დაწვებიან და მოისვენებენ, რადგან იეჰოვა, მათი ღმერთი მოხედავს მათ+ და უკან დააბრუნებს დატყვევებულებს.+
8 გავიგონე, რომ შეურაცხყოფდა მოაბი,+ როგორ ლანძღავდნენ ამონის+ ძეები ჩემს ხალხს და რა გადიდგულებულები ემუქრებოდნენ მათ სამფლობელოს. 9 ამიტომ ამბობს ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: ცოცხალი ვარ,+ სამარადისოდ სოდომს+ დაემსგავსება მოაბი და ამონის+ ძეები გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოსა და გაპარტახებულ მიწას.+ ჩემი ხალხიდან დარჩენილები გაძარცვავენ მათ და ჩემი ხალხის დარჩენილი ნაწილი დაეპატრონება მათ.+ 10 აი ამას მიიღებენ ისინი თავიანთი სიამაყის სანაცვლოდ,+ რადგან შეურაცხყოფდნენ და ედიდგულებოდნენ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ხალხს.+ 11 შიშს მოჰგვრის მათ იეჰოვა,+ რადგან არარაობად აქცევს ის ყველა ღმერთს დედამიწაზე;+ მდაბლად თაყვანს სცემს მას ხალხი,+ თითოეული თავისი ადგილიდან, ხალხთა კუნძულებიც მდაბლად სცემენ მას თაყვანს.+
12 ეთიოპებო,+ თქვენც დაიხოცებით ჩემი მახვილით!+
13 გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს ასურეთს,+ გააპარტახებს ნინევეს+ და უდაბნოსავით გაახრიოკებს. 14 იქ მოისვენებენ ჯოგები და ქვეყნის ყველა მხეცი;+ ვარხვი და მაჩვზღარბა+ მის ბუღაურებს შორის გაათევენ ღამეს.+ სიმღერის ხმა შემოვა სარკმლიდან; განადგურება იქნება ზღურბლთან, რადგან გააშიშვლებს ის ხით მოპირკეთებულ კედელს.+ 15 ეს იყო მხიარული ქალაქი, რომელსაც საფრთხე+ არ ემუქრებოდა, გულში ამბობდა, მე ვარ და სხვა არავინ არისო.+ როგორ გააოგნა მისმა ხილვამ ყველა! მხეცების მოსასვენებელ ადგილად იქცა ის. სტვენას მოჰყვება ყოველი ჩამვლელი და ხელს ჩაიქნევს“.+
3 ვაი მოჯანყე და სასტიკ ქალაქს, თავს რომ იუწმინდურებს!+ 2 ყურს არ უგდებდა ხმას,+ ჭკუას არ სწავლობდა.+ იეჰოვას არ ენდობოდა,+ თავის ღმერთს არ უახლოვდებოდა.+ 3 მისი მთავრები მბრდღვინავი ლომები იყვნენ,+ მისი მსაჯულები კი — ბინდის მგლები, რომლებიც ხრავდნენ ძვლებს და დილამდე არ ტოვებდნენ.+ 4 მისი წინასწარმეტყველები თავხედები და ვერაგები+ იყვნენ. მისმა მღვდლებმა წაბილწეს ის, რაც წმინდა იყო, და დაარღვიეს კანონი.+ 5 იეჰოვა მართალი იყო,+ უმართლოდ არ მოქცეულა.+ ყოველ დილით ამცნობდა თავის სამართალს,+ რომელიც არ ქრებოდა დღისით;+ უმართლოს კი არ რცხვენოდა.+
6 „მოვსპე ხალხები, გაპარტახდნენ მათი კუთხის კოშკები. გავანადგურე მათი ქუჩები და აღარავინ იყო გამვლელი. აოხრდა მათი ქალაქები, კაციშვილი აღარ ცხოვრობდა იქ.+ 7 ვუთხარი, უნდა შეგეშინდეთ-მეთქი ჩემი და უნდა მიიღოთ დარიგება,+ რათა არ განადგურდეს მისი სამყოფელი.+ ამ ყველაფრის გამო პასუხი უნდა მოვთხოვო მას.+ ისინი კი მაინც ბილწ საქმეებს ესწრაფოდნენ.+
8 ამიტომ მელოდეთ,+ — ამბობს იეჰოვა, — სანამ აღვმდგარვარ ნადავლის ხელში ჩასაგდებად,+ რადგან გადაწყვეტილი მაქვს, შევკრიბო ხალხები+ და თავი მოვუყარო სამეფოებს მათზე ჩემი რისხვის,+ ჩემი მრისხანების გადმოსაღვრელად; ჩემი მოშურნეობის ცეცხლი შთანთქავს მთელ დედამიწას.+ 9 მაშინ მივცემ ხალხებს სუფთა ენას,+ რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს+ და მხარდამხარ ემსახურონ მას.+
10 ეთიოპიის მდინარეების მხარიდან ძღვენს მომართმევენ ჩემი გაფანტულები, რომლებიც მევედრებიან.+ 11 იმ დღეს არ შეგრცხვება შენი საქმეებისა, ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვებისა,+ რადგან მაშინ მოგაშორებ მათ, ვინც სიამაყით ხარობს შენში.+ მეტად აღარ იამაყებ ჩემს წმინდა მთაზე.+ 12 თავმდაბალ და თვინიერ ხალხს დავტოვებ შენში+ და იეჰოვას სახელს შეაფარებენ ისინი თავს.+ 13 უმართლოდ+ არ მოიქცევა ისრაელის დარჩენილი ნაწილი,+ არც სიცრუეს+ ილაპარაკებს და აღარც მზაკვარი ენა ექნება;+ შეჭამენ და მოისვენებენ+ და არავინ დააფრთხობს მათ“.+
14 სიხარულით შეძახე, სიონის ასულო! გახალისდი,+ ისრაელო! მთელი გულით იხარე და იმხიარულე, იერუსალიმის ასულო!+ 15 იეჰოვამ მოგიხსნა სასჯელი,+ უკუაქცია შენი მტერი.+ შენთანაა ისრაელის მეფე — იეჰოვა.+ აღარ შეგაშინებს უბედურება.+ 16 იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: „ნუ გეშინია, სიონო!+ ნუ ჩამოუშვებ ხელებს!+ 17 იეჰოვა, შენი ღმერთია შენთან. ძლიერია ის და გიხსნის.+ სიხარულით გაიხარებს შენით,+ მშვიდად იქნება, რადგან უყვარხარ, შენით ბედნიერი სიხარულით შეძახებს.
18 შევკრებ+ მათ, ვინც უდღესასწაულობამ დაამწუხრა.+ შენგან მოწყვეტილები იყვნენ ისინი, რადგან სირცხვილი აწვათ ტვირთად.+ 19 აი, მაშინ ვიმოქმედებ შენს მჩაგვრელთა წინააღმდეგ,+ ვიხსნი მას, ვინც კოჭლობდა,+ თავს მოვუყრი გაფანტულებს.+ ქებულს გავხდი და სახელს გავუთქვამ მათ იმ მიწაზე, სადაც შერცხვენილნი იყვნენ. 20 მოგიყვანთ მაშინ, როცა დადგება თქვენი შეკრების დრო. სახელს გაგითქვამთ და ქებულს გაგხდით დედამიწის ყველა ხალხში, როცა თქვენ თვალწინ შეგიკრებთ და დაგიბრუნებთ დატყვევებულებს“, — ამბობს იეჰოვა.+
ნიშნავს იაჰი იფარავს (განძივით ინახავს).
შესაძლოა იგულისხმებოდეს მეფის ტახტის კვარცხლბეკი.
როგორც ჩანს, ეს არის იერუსალიმში თევზის კარიბჭისა და მეორე უბნის მახლობელი უბანი.
იგივე ცაბაოთი.