იოანე
1 დასაწყისში+ იყო სიტყვა,+ სიტყვა იყო ღმერთთან+ და სიტყვა იყო ღმერთი*.+ 2 ის დასაწყისში+ ღმერთთან+ იყო. 3 ყველაფერი მისი მონაწილეობით გაჩნდა,+ მის გარეშე არაფერი გაჩენილა.
4 მისი მონაწილეობით გაჩნდა სიცოცხლე+ და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.+ 5 სინათლე სიბნელეში ანათებს,+ მაგრამ სიბნელემ ვერ მოიცვა იგი.
6 მოვიდა ღვთისგან გამოგზავნილი კაცი,+ სახელად იოანე.+ 7 ის დასამოწმებლად მოვიდა,+ რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ,+ რომ ყველანაირ ადამიანს ერწმუნა მისი მეშვეობით.+ 8 ის არ იყო სინათლე,+ მაგრამ სინათლის შესახებ უნდა დაემოწმებინა.+
9 ჭეშმარიტი სინათლე,+ რომელიც ყველანაირ ადამიანს+ უნათებს,+ მალე ქვეყნიერებაზე უნდა მოსულიყო. 10 ის ქვეყნიერებაში იყო,+ ქვეყნიერება მისი მონაწილეობით გაჩნდა,+ მაგრამ ქვეყნიერება არ იცნობდა მას. 11 თავისიანებთან მოვიდა, მაგრამ თავისიანებმა არ მიიღეს იგი.+ 12 ვინც მიიღო,+ ყველას ღვთის შვილებად გახდომის უფლება მისცა,+ რადგან სწამდათ მისი სახელი.+ 13 ისინი სისხლისგან, ხორციელი სურვილისგან ან მამაკაცის სურვილისგან კი არ იშვნენ, არამედ ღვთისგან.+
14 ამგვარად, სიტყვა ხორცი გახდა+ და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის+ დიდება. ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით.+ 15 (იოანემ დაამოწმა მასზე, ის ღაღადებდა და ამბობდა: „ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე წინ წავიდა, რადგან ჩემამდე არსებობდა“.)+ 16 ჩვენ ყველამ მისი სისავსიდან+ მივიღეთ წყალობა წყალობაზე.+ 17 კანონი მოსეს მეშვეობით იყო მოცემული,+ წყალობა+ და ჭეშმარიტება+ კი იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა. 18 ღმერთი არავის არასოდეს უხილავს.+ მამის მკერდთან+ მყოფმა მხოლოდშობილმა ღმერთმა*+ მოგვითხრო მასზე.+
19 აი, როგორ დაამოწმა იოანემ, როცა იუდეველებმა მღვდლები და ლევიანები გაუგზავნეს იერუსალიმიდან, რომ ეკითხათ: „ვინა ხარ?“+ 20 მან განაცხადა, არ უარყო, განაცხადა: „მე არა ვარ ქრისტე“.+ 21 შემდეგ ჰკითხეს მას: „მაშ, ვინა ხარ? ელია?“+ მან კი მიუგო: „არა“. „ის წინასწარმეტყველი ხარ?“+ მან უპასუხა: „არა!“ 22 მაშინ ჰკითხეს მას: „გვითხარი, ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენ გამომგზავნელებს. რას იტყვი შენზე?“+ 23 მან თქვა: «მე ვარ უდაბნოში მღაღადებლის ხმა: „გაასწორეთ იეჰოვას გზა“, როგორც ესაია წინასწარმეტყველმა თქვა».+ 24 ისინი ფარისევლების გაგზავნილები იყვნენ. 25 მათ ჰკითხეს: „მაშ, რატომ ნათლავ,+ თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც ის წინასწარმეტყველი?“ 26 იოანემ უპასუხა: „მე წყალში ვნათლავ, თქვენ შორის+ კი დგას ის, ვისაც არ იცნობთ,+ 27 ჩემ შემდეგ მომავალი, რომლის სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ“.+ 28 ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანის გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა.+
29 მეორე დღეს მან თავისკენ მიმავალი იესო დაინახა და თქვა: „აი ღვთის კრავი,+ ქვეყნიერების+ ცოდვის აღმომფხვრელი!+ 30 მასზე ვამბობდი, ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე წინ წავიდა, რადგან ჩემამდე არსებობდა-მეთქი.+ 31 მე თვითონაც არ ვიცნობდი მას, მაგრამ ხალხის წყალში მოსანათლავად იმიტომ მოვედი, რომ ის გამოცხადებოდა ისრაელს“.+ 32 იოანე აგრეთვე მოწმობდა: «მე დავინახე სული, რომელიც მტრედის სახით დაეშვა ციდან და დარჩა მასზე.+ 33 მე თვითონაც არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც ხალხის წყალში მოსანათლავად გამომგზავნა,+ მითხრა: „ვისზედაც დაინახავ, რომ სული დაეშვება და დარჩება, ის მონათლავს წმინდა სულით“.+ 34 მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს კაცი ღვთის ძეა».+
35 მეორე დღეს იოანე თავის ორ მოწაფესთან იდგა 36 და როცა მომავალი იესო დაინახა, თქვა: „აი ღვთის კრავი!“+ 37 ორმა მოწაფემ გაიგონა მისი ნათქვამი და იესოს გაჰყვა. 38 იესო მობრუნდა, დაინახა, რომ მიჰყვებოდნენ და ჰკითხა მათ: „რას ეძებთ?“ მათ კი ჰკითხეს: „რაბი (რომლის თარგმანიც არის „მოძღვარო“), სად ცხოვრობ?“ 39 მან უთხრა მათ: „წამოდით და ნახავთ“.+ ისინიც წავიდნენ და ნახეს, სადაც ცხოვრობდა. იმ დღეს მასთან დარჩნენ. მეათე საათი* იქნებოდა. 40 ამ ორიდან ერთ-ერთი, რომელმაც იოანეს სიტყვები მოისმინა და იესოს გაჰყვა, სიმონ-პეტრეს ძმა ანდრია+ იყო. 41 მან მოძებნა თავისი ძმა სიმონი და უთხრა: „მესია+ ვიპოვეთ“ (რაც „ქრისტედ“+ ითარგმნება). 42 მიიყვანა იგი იესოსთან. იესომ შეხედა+ მას და უთხრა: „შენ სიმონი+ ხარ, იოანეს ვაჟი.+ ამიერიდან გერქმევა კეფა“ (რომლის თარგმანიც არის „პეტრე“).+
43 მეორე დღეს იესომ გალილეაში წასვლა მოისურვა. მან ფილიპე+ მოძებნა და უთხრა: „გამომყევი“.+ 44 ფილიპე ბეთსაიდიდან+ იყო, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან. 45 ფილიპემ ნათანაელი+ მოძებნა და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც მოსე წერდა კანონში+ და ვისზეც წერდნენ წინასწარმეტყველები+ — იესო, იოსების ვაჟი,+ ნაზარეთიდან“. 46 ნათანაელმა ჰკითხა მას: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?“+ ფილიპემ უთხრა: „წამოდი და ნახე“. 47 იესომ დაინახა თავისკენ მიმავალი ნათანაელი და თქვა მასზე: „აი ნამდვილი ისრაელი, რომელშიც არ არის ცბიერება“.+ 48 ნათანაელმა ჰკითხა მას: „საიდან მიცნობ?“ იესომ უპასუხა: „როცა ლეღვის ქვეშ იყავი, სანამ ფილიპე დაგიძახებდა, დაგინახე“. 49 ნათანაელმა მიუგო: „რაბი, შენ ღვთის ძე ხარ,+ შენ ისრაელის მეფე+ ხარ“. 50 ამაზე იესომ უთხრა: „იმიტომ ხომ არ გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტს იხილავ“. 51 შემდეგ უთხრა მას: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იხილავთ გახსნილ ცას და კაცის ძესთან+ ჩამომავალ და ამავალ ღვთის ანგელოზებს“.+
2 მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში.+ იესოს დედაც+ იქ იყო. 2 ქორწილში იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ დაპატიჟებული.
3 ღვინო რომ შემოაკლდათ, იესოს დედამისმა+ უთხრა: „ღვინო აღარა აქვთ“. 4 იესომ მიუგო: „მე და შენ რა გვაქვს საერთო?+ ჯერ არ მოსულა ჩემი საათი“.+ 5 დედამისმა მომსახურეებს უთხრა: „ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“.+ 6 როგორც იუდეველების განწმენდის+ წესებით მოითხოვებოდა, იქ ექვსი ქვის ჭურჭელი იდგა, თითოში ორი-სამი საწყაო* ჩადიოდა. 7 იესომ უთხრა მათ: „აავსეთ წყლით ეგ ჭურჭელი“. მათაც აავსეს პირამდე. 8 შემდეგ უთხრა: „ახლა კი ამოიღეთ და თამადას მიართვით“. მათაც მიართვეს. 9 როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს+ (მან არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მომსახურეებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), ნეფეს დაუძახა 10 და უთხრა: „ჯერ კარგი ღვინო+ გამოაქვთ, ხოლო როცა ხალხი დათვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“. 11 იესომ ეს გალილეის კანაში მოიმოქმედა, რითაც თავისი ნიშნების მოხდენა დაიწყო და თავისი დიდება+ ცხადი გახადა. მისმა მოწაფეებმა ირწმუნეს იგი.
12 ამის შემდეგ ის, დედამისი, მისი ძმები+ და მოწაფეები კაპერნაუმში+ ჩავიდნენ, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილან.
13 მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი+ და იესო იერუსალიმში+ ავიდა. 14 ტაძარში ნახა საქონლის, ცხვრებისა და მტრედების+ გამყიდველები, იქვე ისხდნენ ფულის გადამხურდავებლებიც. 15 თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა, ცხვარსა და საქონელთან ერთად, ფულის გადამცვლელებს კი ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა.+ 16 მტრედების გამყიდველებს უთხრა: „მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის+ სავაჭრო სახლად ქცევა!“+ 17 გაახსენდათ მის მოწაფეებს დაწერილი: „შენი სახლის მოშურნეობა შემჭამს მე“.+
18 ამაზე იუდეველებმა უთხრეს: „რა ნიშნით+ გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამის გაკეთება?“ 19 იესომ მიუგო: „დაანგრიეთ ეს ტაძარი+ და სამ დღეში აღვადგენ“. 20 იუდეველებმა კი უთხრეს: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ 21 ტაძარში+ ის თავის სხეულს გულისხმობდა. 22 როცა მკვდრეთით აღდგა, მის მოწაფეებს გაახსენდათ,+ ამას რომ ამბობდა ხოლმე. მათ ირწმუნეს წმინდა წერილი და იესოს მიერ ნათქვამი სიტყვა.
23 იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე+ ყოფნისას ბევრმა ირწმუნა მისი სახელი,+ როდესაც ნახეს მის მიერ მოხდენილი ნიშნები,+ 24 მაგრამ იესო არ ენდობოდა+ მათ, რადგან ყველას იცნობდა 25 და არ სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა ადამიანის ბუნება.+
3 იყო ერთი ფარისეველი, სახელად ნიკოდემე,+ იუდეველთა მმართველი. 2 ღამით+ იგი იესოსთან მივიდა და უთხრა: „რაბი,+ ვიცით, რომ ღვთისგან+ მოსული მოძღვარი+ ხარ, რადგან ვერავინ მოახდენს იმ ნიშნებს,+ შენ რომ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის“.+ 3 იესომ მიუგო:+ „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება,+ ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“.+ 4 ნიკოდემემ ჰკითხა მას: „მოხუცი კაცი ხელახლა როგორღა დაიბადება? ხელმეორედ ხომ არ შევა დედამისის მუცელში და ისე ხომ არ დაიბადება?“ 5 იესომ უპასუხა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი წყლისა+ და სულისგან+ არ დაიბადება, ვერ შევა ღვთის სამეფოში. 6 ხორცისგან შობილი ხორცია, სულისგან შობილი კი — სული.+ 7 ნუ გიკვირს, რომ გითხარი ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი.+ 8 ქარი+ იქით უბერავს, საითაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და საით მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი“.+
9 ნიკოდემემ მიუგო მას: „როგორ შეიძლება მოხდეს ყოველივე ეს?“ 10 იესომ უპასუხა: „ისრაელის მოძღვარი ხარ და როგორ არ იცი?+ 11 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმაზე ვმოწმობთ,+ მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს დამოწმებას.+ 12 თუ მიწიერზე გელაპარაკეთ და არ გწამთ, როგორ ირწმუნებთ, ზეციურზე რომ გელაპარაკოთ?+ 13 ზეცაში არავინ ასულა+ ზეციდან ჩამოსული+ კაცის ძის გარდა.+ 14 როგორც მოსემ აამაღლა გველი+ უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძეც,+ 15 რათა ყველას, ვისაც ის სწამს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს.+
16 ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა,+ რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა,+ რათა ვისაც ის სწამს,+ არ დაიღუპოს,+ არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს.+ 17 ღმერთმა იმიტომ კი არ გამოგზავნა თავისი ძე ქვეყნიერებაზე, რომ მას ქვეყნიერება გაესამართლებინა,+ არამედ იმიტომ, რომ მისი მეშვეობით გადარჩენილიყო+ ქვეყნიერება. 18 ვისაც ის სწამს, არ გასამართლდება;+ ვისაც არა სწამს, უკვე გასამართლებულია, რადგან არ ირწმუნა ღვთის მხოლოდშობილი ძის სახელი.+ 19 გასამართლების საფუძველი ის არის, რომ ქვეყნიერებაზე+ სინათლე+ მოვიდა, მაგრამ ხალხმა სინათლის ნაცვლად სიბნელე შეიყვარა,+ რადგან ბოროტი იყო მათი საქმეები. 20 ბოროტების ჩამდენს+ სძულს სინათლე და არ მიდის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იყოს თავის საქმეებში,+ 21 მაგრამ ვინც იმას აკეთებს, რაც ჭეშმარიტია, სინათლისკენ მიდის,+ რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რომლებიც ღვთის ნების შესაბამისად აქვს გაკეთებული“.
22 ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად იუდეის ქვეყანაში მივიდა, ცოტა ხანს იქ მათთან ერთად იმყოფებოდა და ხალხს ნათლავდა.+ 23 იოანეც+ ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან იქ ბევრი წყალი+ იყო და ხალხიც მიდიოდა და ინათლებოდა.+ 24 იოანე ჯერ არ იყო ჩაგდებული საპყრობილეში.+
25 იოანეს მოწაფეებმა და ერთმა იუდეველმა დავა დაიწყეს განწმენდის თაობაზე.+ 26 მივიდნენ ისინი იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის, ვინც იორდანის გაღმა შენთან იყო და ვისზეც მოწმობდი,+ ხალხს ნათლავს და ყველა მასთან მიდის“.+ 27 იოანემ მიუგო: „კაცი ვერაფერს მიიღებს, თუ ზეციდან არა აქვს მიცემული.+ 28 თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, ქრისტე არა ვარ-მეთქი,+ არამედ მის წინ ვარ გამოგზავნილი.+ 29 ვისაც პატარძალი ჰყავს, ის ნეფეა,+ ხოლო ნეფის მეგობარს, როცა დგას და უსმენს ნეფის ხმას, განსაკუთრებულად უხარია. მეც ამიტომ მიხარია ასე.+ 30 ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“.
31 მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღალია.+ ვინც მიწიდან არის, მიწიერია და მიწიერზე ლაპარაკობს.+ ზეციდან მომავალი ყველაზე მაღალია.+ 32 რაც უხილავს და მოუსმენია, იმაზე მოწმობს,+ მაგრამ მის დამოწმებას არავინ იღებს.+ 33 ვინც მიიღო მისი დამოწმება, ბეჭედი დაასვა იმას, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.+ 34 ვინც ღმერთმა გამოგზავნა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს,+ რადგან ღმერთი შეუზღუდავად იძლევა სულს.+ 35 მამას უყვარს*+ ძე და ყველაფერი მას მისცა ხელში.+ 36 ვისაც ძე სწამს,+ მარადიული სიცოცხლე აქვს,+ ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს,+ არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე.+
4 როდესაც უფალმა შეიტყო, რომ ფარისევლებს გაეგოთ, იესო უფრო მეტ მოწაფეს იძენს და ნათლავს,+ ვიდრე იოანეო, 2 თუმცა, სინამდვილეში, თვითონ იესო კი არ ნათლავდა, არამედ მისი მოწაფეები, 3 დატოვა იუდეა და ისევ გალილეაში წავიდა. 4 მას სამარიაზე უნდა გაევლო.+ 5 მივიდა სამარიის ქალაქ სიქარში, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა თავის ვაჟს, იოსებს მისცა.+ 6 იქ იყო იაკობის წყარო.+ გზით დაქანცული იესო წყაროსთან იჯდა. მეექვსე საათი იქნებოდა.
7 ერთი სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად მივიდა. იესომ უთხრა მას: „წყალი დამალევინე“ 8 (მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად). 9 სამარიელმა ქალმა უთხრა: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ ქალს, დამალევინეო?“ (იუდეველებს არანაირი ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან).+ 10 იესომ მიუგო: „რომ იცოდე, რა არის ღვთის უსასყიდლო ძღვენი+ და ვინ+ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი მას და ის სიცოცხლის წყალს მოგცემდა“.+ 11 ქალმა უთხრა: „ბატონო, წყლის ამოსაღები ჭურჭელი არა გაქვს, ჭა კი ღრმაა. საიდანა გაქვს სიცოცხლის წყალი? 12 განა შენ ჩვენს წინაპარ იაკობზე დიდი+ ხარ, ვინც ეს ჭა მოგვცა და თვითონაც აქედან სვამდა, მისი ვაჟებიც და მისი საქონელიც?“ 13 იესომ მიუგო: „ვინც ამ წყალს დალევს, ისევ მოსწყურდება, 14 მაგრამ, ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება,+ არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის+ მოჩუხჩუხე წყაროდ+ გადაიქცევა მასში“. 15 ქალმა უთხრა: „ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რომ აღარც მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“.
16 იესომ უთხრა: „წადი, შენს ქმარს დაუძახე და მოდი“. 17 ქალმა მიუგო: „არა მყავს ქმარი“. იესომ უთხრა მას: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო, 18 რადგან ხუთი ქმარი გყავდა, ის კი, ვინც ახლა გყავს, შენი ქმარი არ არის. ეგ მართალი თქვი“. 19 ქალმა მიუგო: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.+ 20 ჩვენი წინაპრები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს,+ თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშიაო თაყვანისცემის ადგილი“.+ 21 იესომ უთხრა მას: „მერწმუნე, მოდის საათი, როცა აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს+ და აღარც იერუსალიმში.+ 22 თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს,+ ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა,+ 23 მაგრამ მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა+ და ჭეშმარიტებით+ სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.+ 24 ღმერთი სულია*+ და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“.+ 25 ქალმა უთხრა: „ვიცი, რომ მოდის მესია,+ ქრისტედ წოდებული.+ როცა მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“. 26 იესომ უთხრა მას: „ეს მე ვარ, ვინც გელაპარაკები“.+
27 ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალს ელაპარაკებოდა. თუმცა არ უთქვამთ, რა გინდა ან რატომ ელაპარაკებიო. 28 ქალმა კი დატოვა თავისი ჭურჭელი, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა: 29 „წამოდით, ნახეთ ის კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებია. ის ხომ არ არის ქრისტე?“+ 30 ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.
31 მოწაფეები სთხოვდნენ მას: „რაბი,+ ჭამე“. 32 მან კი უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რაც თქვენ არ იცით“. 33 მოწაფეები კი ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?“ 34 იესომ უთხრა მათ: «ჩემი საჭმელი+ ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო+ და მისი საქმე დავასრულო.+ 35 განა თქვენ არ ამბობთ, მკამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეაო? მე კი გეუბნებით: ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად.+ უკვე 36 იღებს მომკელი გასამრჯელოს და აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის,+ რათა მთესველმა+ და მომკელმა ერთად გაიხარონ.+ 37 ამ შემთხვევაში მართლაც ჭეშმარიტია სიტყვები: „მთესველი სხვაა, მომკელი — სხვა“. 38 თქვენ იმის მოსამკელად გაგგზავნეთ, რაზეც არ გიშრომიათ.+ სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში».
39 იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა+ იგი იმ ქალის სიტყვით, რომელმაც დაამოწმა: ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებიაო.+ 40 ამიტომ, როცა სამარიელები მასთან მივიდნენ, სთხოვდნენ, მათთან დარჩენილიყო. ისიც ორ დღეს დარჩა იქ.+ 41 მისი ლაპარაკის შედეგად კიდევ ბევრმა ირწმუნა.+ 42 ისინი ეუბნებოდნენ იმ ქალს: „უკვე შენი ნათქვამის გამო კი აღარა გვწამს, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ+ და ვიცით, რომ ეს კაცი ნამდვილად ქვეყნიერების მხსნელია“.+
43 ორი დღის შემდეგ იქიდან ის გალილეაში წავიდა.+ 44 იესო თვითონ მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში პატივს არ სცემენ,+ 45 მაგრამ როცა გალილეაში მივიდა, გალილეელებმა მიიღეს იგი, რადგან ნანახი ჰქონდათ ყველაფერი, რაც მან იერუსალიმში დღესასწაულზე გააკეთა,+ ვინაიდან თვითონაც იყვნენ იმ დღესასწაულზე.+
46 ასე რომ, ის კვლავ მივიდა გალილეის კანაში,+ სადაც წყალი ღვინოდ აქცია.+ იქ იყო მეფის მოხელე, რომელსაც ვაჟი ავად ჰყავდა კაპერნაუმში.+ 47 როდესაც ამ კაცმა გაიგო, იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და ევედრებოდა, რომ წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ვაჟი, რადგან მომაკვდავი იყო. 48 მაგრამ იესომ უთხრა მას: „თუ ნიშნებსა+ და საკვირველებებს+ არ იხილავთ, არ ირწმუნებთ“. 49 მეფის მოხელემ უთხრა: „უფალო, წამოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი შვილი“. 50 იესომ მიუგო: „წადი,+ ცოცხალია შენი შვილი“.+ კაცმა ირწმუნა იესოს სიტყვა და წავიდა. 51 როცა ჯერ კიდევ გზაში იყო, თავისი მონები შეეგებნენ და უთხრეს, რომ მისი ბიჭი ცოცხალი იყო.+ 52 მაშინ ჰკითხა მათ, რომელ საათზე გამოკეთდაო. მათ კი უთხრეს, გუშინ მეშვიდე* საათისთვის დაუვარდაო სიცხე.+ 53 მამა მიხვდა, რომ ეს სწორედ ის საათი+ იყო, როცა იესომ უთხრა, შენი შვილი ცოცხალიაო, და ირწმუნა მან და ყველა მისმა შინაურმა.+ 54 ეს მეორე ნიშანი+ იყო, რომელიც იესომ იუდეიდან გალილეაში მოსვლის შემდეგ მოახდინა.
5 ამის შემდეგ იესო იერუსალიმში იუდეველთა დღესასწაულზე+ ავიდა. 2 იერუსალიმში ცხვრის კარიბჭესთან+ ერთი აუზია, რომელსაც ებრაულად ბეთზათა ეწოდება. მას ხუთი კოლონადა* აქვს. 3 მათ ქვეშ უამრავი ავადმყოფი, ბრმა, კოჭლი და ხელფეხგამხმარი იწვა. 4 —— 5 იქ იყო ერთი კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი ავადმყოფობდა. 6 იესომ დაინახა იგი მწოლიარე და, რადგან იცოდა მისი ხანგრძლივი ავადმყოფობის ამბავი,+ ჰკითხა: „გინდა განიკურნო?“+ 7 ავადმყოფმა მიუგო: „ბატონო, კაცი არა მყავს, წყალი როცა იძვრის, აუზში რომ ჩამიშვას. სანამ მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას“. 8 იესომ უთხრა მას: „ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე“.+ 9 ამის თქმა და კაცის განკურნება ერთი იყო. მან აიღო თავისი საკაცე და გაიარა.
ის დღე შაბათი იყო.+ 10 ამიტომ იუდეველებმა უთხრეს განკურნებულს: „დღეს შაბათია და არა გაქვს შენი საკაცის ტარების უფლება“.+ 11 მან კი უპასუხა: „ვინც განმკურნა, მან მითხრა, აიღე შენი საკაცე და იარეო“. 12 მათ ჰკითხეს: „ვინ გითხრა, აიღე და იარეო?“ 13 განკურნებულმა კი არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო ხალხმრავლობის გამო იქაურობას გაერიდა.
14 ამის შემდეგ იესომ ტაძარში ნახა ის კაცი და უთხრა: „ხედავ, განიკურნე. ნუღარ შესცოდავ, რომ უარესი არ დაგემართოს“. 15 წავიდა ის კაცი და იუდეველებს შეატყობინა, რომ ის იესომ განკურნა. 16 იუდეველებმა დევნა დაუწყეს+ იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთ რამეს აკეთებდა. 17 მან მიუგო: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“.+ 18 ამის გამო იუდეველები უფრო მეტად ცდილობდნენ იესოს მოკვლას,+ რადგან ის არა მარტო შაბათს არღვევდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა+ და, ამგვარად, თავს ღმერთს უტოლებდა.+
19 ამაზე იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ძე თავისით არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს,+ რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმავეს აკეთებს. 20 მამას უყვარს* ძე+ და რასაც თვითონ აკეთებს, ყველაფერს აჩვენებს მას. მომავალში ამაზე დიდ საქმეებსაც აჩვენებს თქვენ გასაოცებლად.+ 21 როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს,+ ასევე ძეც, ვისაც უნდა, იმას აცოცხლებს.+ 22 მამა არავის ასამართლებს, არამედ მთელი სასამართლო ძეს გადასცა,+ 23 რათა ყველამ პატივი სცეს ძეს,+ როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს არ სცემს პატივს, არც მამას სცემს პატივს, რომელმაც ის გამოგზავნა.+ 24 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მას, ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მარადიული სიცოცხლე აქვს+ და მისი გასამართლება არ ხდება, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეშია გადასული.+
25 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები+ მოისმენენ ღვთის ძის ხმას+ და, ვინც ყურად იღებს, იცოცხლებს.+ 26 როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში,+ ისე ძეს მისცა, რომ ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.+ 27 მას გასამართლების უფლებამოსილებაც მისცა,+ რადგან კაცის ძეა+ იგი. 28 ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში*+ არიან, მის ხმას მოისმენენ 29 და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის,+ ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის.+ 30 ჩემით არაფერს ვაკეთებ. როგორც ვისმენ, ისე ვასამართლებ და ჩემ მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანია,+ რადგან ჩემი ნების შესრულებას კი არ ვცდილობ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა.+
31 თუ ჩემს თავზე მხოლოდ მე ვმოწმობ,+ ჩემი დამოწმება არ არის ჭეშმარიტი.+ 32 ჩემზე სხვა მოწმობს და ვიცი, რომ რასაც ის ჩემზე მოწმობს,+ ჭეშმარიტია. 33 თქვენ კაცები გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტების შესახებ.+ 34 მე არ მჭირდება დამოწმება ადამიანისგან, მაგრამ ამას თქვენი გადარჩენისთვის ვამბობ.+ 35 ის კაცი იყო ლამპარი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი გინდოდათ, ცოტა ხნით გაგეხარათ მის სინათლეში,+ 36 მაგრამ მე იოანეს დამოწმებაზე დიდი დამოწმება მაქვს, რადგან სწორედ ის საქმეები, რომელთა შესრულებაც მამამ დამავალა, თვით ის საქმეები, რომლებსაც ვაკეთებ,+ მოწმობს ჩემზე, რომ მამამ გამომგზავნა. 37 ჩემზე თვითონ მამამაც დაამოწმა,+ რომელმაც გამომგზავნა. თქვენ არც მისი ხმა მოგისმენიათ და არც ის გინახავთ.+ 38 მისი სიტყვა არ რჩება თქვენში, რადგან არ გწამთ ის, ვინც მან გამოგზავნა.
39 წმინდა წერილებს იკვლევთ,+ რადგან ფიქრობთ, რომ მათი მეშვეობით გექნებათ მარადიული სიცოცხლე. სწორედ ისინი მოწმობენ ჩემზე,+ 40 თქვენ კი არ გინდათ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეთ.+ 41 მე არ მინდა დიდება ადამიანებისგან+ 42 და კარგად ვიცი, რომ არ გიყვართ ღმერთი.+ 43 მე მამაჩემის სახელით მოვედი,+ მაგრამ არ მღებულობთ. ვინმე თავისი სახელით რომ მოსულიყო, მას მიიღებდით. 44 როგორ ირწმუნებთ, როცა ერთმანეთისგან იღებთ დიდებას,+ ხოლო ერთადერთი ღვთისგან არ ეძებთ დიდებას?+ 45 ნუ იფიქრებთ, რომ მამასთან ბრალს დაგდებთ. თქვენი ბრალმდებელი მოსეა,+ ვისი იმედიც გაქვთ. 46 მოსე რომ გერწმუნათ, მეც მირწმუნებდით, რადგან მან დაწერა ჩემზე.+ 47 თუ მისი დაწერილი არა გწამთ,+ ჩემს ნათქვამს როგორღა ირწმუნებთ?“
6 ამის შემდეგ იესო გალილეის ანუ ტიბერიადის ზღვის გაღმა გავიდა.+ 2 მას უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან ხედავდნენ ნიშნებს, როცა ის ავადმყოფებს კურნავდა.+ 3 იესო მთაზე ავიდა.+ ის იქ თავის მოწაფეებთან ერთად იჯდა. 4 ახლოვდებოდა პასექი,+ იუდეველთა დღესასწაული. 5 როცა იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან, ფილიპეს უთხრა: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ვაჭამოთ?“+ 6 მაგრამ ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა. 7 ფილიპემ უპასუხა: „ორასი დინარის პურიც კი არ ეყოფათ, თითოეულს ცოტა მაინც რომ შეხვდეს“.+ 8 ერთმა მოწაფემ, სიმონ-პეტრეს ძმამ, ანდრიამ უთხრა მას: 9 „აქ ერთი პატარა ბიჭია, რომელსაც ხუთი ქერის პური+ და ორი პატარა თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?“+
10 იესომ თქვა: „დასხით ხალხი“.+ იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო და ხალხიც დასხდა, დაახლოებით ხუთი ათასი კაცი.+ 11 იესომ აიღო პურები, ღმერთს მადლობა გადაუხადა და იქ მსხდომთ ჩამოურიგა; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა.+ 12 როდესაც გაძღნენ,+ მან თავის მოწაფეებს უთხრა: „მოაგროვეთ დარჩენილი ნატეხები, რომ არაფერი გაფუჭდეს“. 13 მათაც მოაგროვეს და თორმეტი კალათი აავსეს იმ ხუთი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.+
14 იესოს მიერ მოხდენილი ნიშნების მხილველები ამბობდნენ: „ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია,+ ქვეყნიერებაში რომ უნდა მოსულიყო“. 15 იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა+ მთაზე.
16 როცა მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვისკენ დაეშვნენ,+ 17 ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გაემართნენ. ჩამობნელდა, მაგრამ იესო ჯერაც არ იყო მისული მათთან. 18 ძლიერი ქარი ქროდა და ზღვა აღელდა.+ 19 როცა ხუთი-ექვსი კილომეტრი გაცურეს და დაინახეს, რომ იესო ზღვის ზედაპირზე მათკენ მიდიოდა და ნავს უახლოვდებოდა, შეეშინდათ.+ 20 მან უთხრა მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ!“+ 21 მოწაფეებს უნდოდათ, ნავში ჩაესვათ იგი, ნავი კი მაშინვე იმ ნაპირთან აღმოჩნდა, რომლისკენაც მიდიოდნენ.+
22 მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ იქ მხოლოდ ერთი პატარა ნავი იყო, და რომ იესო არ ჩამჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს. 23 იმ ადგილის მახლობლად, სადაც ხალხმა პური ჭამა მას შემდეგ, რაც უფალმა ღმერთს მადლობა გადაუხადა, ტიბერიადიდან მომავალი ნავები მივიდნენ. 24 როცა ხალხმა დაინახა, რომ არც იესო და არც მისი მოწაფეები იქ არ იყვნენ, ჩასხდნენ პატარა ნავებში და კაპერნაუმში მივიდნენ იესოს საძებნელად.+
25 ზღვის გაღმა იპოვეს ის და უთხრეს: „რაბი,+ აქ როდის მოხვედი?“ 26 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ ნიშნები იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და დაძეხით.+ 27 ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება,+ არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება+ და რომელსაც კაცის ძე მოგცემთ, რადგან მას დაასვა მოწონების ბეჭედი მამამ, ღმერთმა“.+
28 მაშინ ჰკითხეს მას: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმეები ვაკეთოთ?“ 29 იესომ მიუგო: „ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ+ ის, ვინც მან გამოგზავნა“.+ 30 მათ უთხრეს: «რა ნიშანს+ მოახდენ, რომ დავინახოთ და გირწმუნოთ? რას გააკეთებ? 31 ჩვენი მამა-პაპა მანანას+ ჭამდა უდაბნოში, როგორც დაწერილია: „ზეციდან მისცა მათ საჭმელად პური“».+ 32 მაშინ იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან,+ 33 რადგან ღვთის პური ის არის, ვინც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყნიერებას“. 34 მაშინ უთხრეს მას: „უფალო, ყოველთვის მოგვეცი ეს პური“.+
35 იესომ უთხრა მათ: „მე სიცოცხლის პური ვარ. ვინც ჩემთან მოდის, არასოდეს მოშივდება, და ვისაც მე ვწამვარ, არასოდეს მოსწყურდება.+ 36 ეს ყველაფერი გითხარით, მიხილეთ კიდეც, მაგრამ მაინც არა გწამთ.+ 37 ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა და ჩემთან მოსულს არავითარ შემთხვევაში არ გავაძევებ,+ 38 რადგან ზეციდან+ ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა.+ 39 ჩემი გამომგზავნელის ნება ის არის, რომ მისი მოცემულიდან არაფერი დავკარგო, არამედ ყველაფერი აღვადგინო+ უკანასკნელ დღეს, 40 რადგან მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს,+ და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს“.+
41 მაშინ იუდეველებმა დრტვინვა დაიწყეს მის ნათქვამზე, ზეციდან ჩამოსული პური ვარო,+ 42 და ამბობდნენ:+ „ეს იესო არ არის, იოსების ვაჟი,+ რომლის დედ-მამასაც ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?“ 43 იესომ უთხრა მათ პასუხად: «გეყოთ დრტვინვა. 44 ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა,+ და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.+ 45 წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია: „ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება“.+ ყველა, ვინც მოუსმინა მამას და ისწავლა, ჩემთან მოდის.+ 46 იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმეს უხილავს მამა,+ გარდა იმისა, ვინც ღვთისგანაა. მან იხილა მამა.+ 47 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს.+
48 მე სიცოცხლის პური+ ვარ. 49 თქვენი მამა-პაპა უდაბნოში მანანას ჭამდა,+ მაგრამ მაინც დაიხოცნენ. 50 ეს არის პური, რომელიც ზეციდან ჩამოდის, რათა თითოეულმა ჭამოს და არ მოკვდეს. 51 მე ზეციდან ჩამოსული სიცოცხლის პური ვარ. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს. ეს პური ჩემი ხორცია,+ რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ».+
52 მაშინ იუდეველებმა კამათი დაიწყეს ერთმანეთში: „როგორ მოგვცემს ეს კაცი თავის ხორცს საჭმელად?“ 53 იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ კაცის ძის ხორცს არ ჭამთ+ და მის სისხლს არ სვამთ,+ სიცოცხლე არა გაქვთ+ თქვენში. 54 ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, მარადიული სიცოცხლე აქვს და მე აღვადგენ+ მას უკანასკნელ დღეს, 55 რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი — ჭეშმარიტი სასმელი. 56 ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, ერთობაში რჩება ჩემთან, მე კი — მასთან.+ 57 როგორც მე გამომგზავნა ცოცხალმა+ მამამ და მისით ვცოცხლობ, ასევე იცოცხლებს ჩემით ის, ვინც ჩემით საზრდოობს.+ 58 ეს ზეციდან ჩამოსული პურია. ისეთი კი არა, თქვენმა მამა-პაპამ რომ ჭამა და მაინც დაიხოცა. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს“.+ 59 მან ყოველივე ეს თქვა კაპერნაუმში, როცა შეკრებილ ხალხს ასწავლიდა.
60 ამის მოსმენაზე ბევრმა მისმა მოწაფემ თქვა: „ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა?“+ 61 იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ამაზე დრტვინავდნენ და უთხრა მათ: „ეს გაბრკოლებთ?+ 62 მაშინ რაღას იზამთ, კაცის ძე რომ იქ ამავალი დაინახოთ, სადაც აქამდე იყო?+ 63 სული აცოცხლებს,+ ხორცი კი უსარგებლოა. ჩემი ნათქვამი სიტყვები სული+ და სიცოცხლეა.+ 64 მაგრამ თქვენ შორის ისეთებიც არიან, რომელთაც არა სწამთ“. იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ იყვნენ ისინი, ვისაც არ სწამდა და ვინ გასცემდა მას.+ 65 შემდეგ მან თქვა: „ამიტომ გითხარით, რომ არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ არ მისცა ამის ნება“.+
66 ამის გამო ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა+ და აღარ დაჰყვებოდა მას.+ 67 მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ 68 სიმონ-პეტრემ+ უპასუხა: „უფალო, ვისთან წავიდეთ?+ შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები.+ 69 ჩვენ ვირწმუნეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ღვთის წმინდა“.+ 70 იესომ უპასუხა მათ: „თორმეტი არ აგირჩიეთ?+ ერთი თქვენგანი ცილისმწამებელია“.+ 71 ამას იუდაზე, სიმონ ისკარიოტელის ვაჟზე ამბობდა, რადგან ის იესოს გაცემას აპირებდა,+ თუმცა თორმეტს შორის იყო.
7 ამის შემდეგ იესო გალილეაში დადიოდა. იუდეაში სიარული არ უნდოდა, რადგან იუდეველები მოკვლას უპირებდნენ.+ 2 ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული, კარვობის დღესასწაული.+ 3 ამიტომ უთხრეს მას ძმებმა:+ „გაერიდე აქაურობას და წადი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, 4 რადგან როცა ვინმეს უნდა, ცნობილი გახდეს, ფარულად არაფერს აკეთებს. რაკი ამ ყოველივეს აკეთებ, გამოეცხადე ქვეყნიერებას“. 5 სინამდვილეში, მის ძმებს+ არ სწამდათ ის.+ 6 ამიტომ იესომ უთხრა მათ: „ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა,+ თქვენი დრო კი ყოველთვის არის. 7 ქვეყნიერებას მიზეზი არა აქვს, რომ თქვენ სძულდეთ, მე კი ვძულვარ, რადგან ვმოწმობ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია.+ 8 თქვენ ადით დღესასწაულზე, მე ჯერ არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი დრო ჯერ+ არ დამდგარა“.+ 9 ეს უთხრა მათ და გალილეაში დარჩა.
10 როდესაც მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა აშკარად, არამედ ფარულად.+ 11 იუდეველები კი ეძებდნენ+ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო. 12 ხალხში დიდი მითქმა-მოთქმა იყო მასზე.+ ერთნი ამბობდნენ, კარგი კაციაო, მეორენი კი — არ არის კარგი, ხალხი შეცდომაში შეჰყავსო. 13 ცხადად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ.+
14 შუა დღესასწაულზე იესო ტაძარში ავიდა და ასწავლიდა.+ 15 იუდეველებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: „საიდანა აქვს მას ცოდნა+ უსწავლელად?“+ 16 მაშინ იესომ მიუგო მათ: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა.+ 17 ვისაც მისი ნების შესრულება უნდა, გაიგებს, ღვთისგან არის ეს სწავლება+ თუ ჩემით ვლაპარაკობ. 18 ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც თავისი გამომგზავნელის დიდებას ეძებს,+ ჭეშმარიტია და უმართლობა არ არის მასში. 19 განა არ მოგცათ მოსემ კანონი?+ მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ემორჩილება კანონს. რატომ მიპირებთ მოკვლას?“+ 20 ხალხმა უპასუხა: „შენ დემონი გყავს.+ ვინ გიპირებს მოკვლას?“ 21 იესომ მიუგო: „ერთი საქმე გავაკეთე+ და ყველას გიკვირთ. 22 ამიტომ მოგცათ მოსემ წინადაცვეთა+ — თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამა-პაპისგან+ არის — და შაბათობით წინადაცვეთთ ხოლმე კაცს. 23 თუ კაცს წინადაცვეთთ შაბათს, რათა მოსეს კანონი არ დაირღვეს, მე რაღად მირისხდებით იმის გამო, რომ შაბათს კაცი სრულად განვკურნე?+ 24 ნუღარ გაასამართლებთ გარეგნობის მიხედვით, არამედ სიმართლით გაასამართლეთ“.+
25 მაშინ ზოგიერთმა იერუსალიმელმა თქვა: „ეს ის არ არის, მოკვლას რომ უპირებენ?+ 26 მაგრამ ნახეთ! დაუფარავად ლაპარაკობს+ და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მმართველები, რომ ნამდვილად ქრისტეა?+ 27 ჩვენ ვიცით, საიდან არის ეს კაცი,+ ხოლო როცა ქრისტე მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის იგი“.+ 28 მაშინ იესომ ტაძარში სწავლებისას ხმამაღლა თქვა: „მეც მიცნობთ და ისიც იცით, საიდანა ვარ.+ ჩემით არ მოვსულვარ.+ ჩემი გამომგზავნელი ნამდვილად არსებობს,+ მაგრამ თქვენ არ იცნობთ მას.+ 29 მე ვიცნობ მას,+ რადგან მისგან ვარ და მან გამომგზავნა“.+ 30 მაშინ დაიწყეს შემთხვევის ძებნა, რომ შეეპყროთ იგი,+ მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა, რადგან მისი საათი+ ჯერ არ იყო მოსული. 31 და მაინც ბევრმა ირწმუნა იგი+ და ამბობდნენ: „როცა ქრისტე მოვა, განა ამაზე მეტ ნიშანს+ მოახდენს?“
32 ფარისევლებმა გაიგეს, რომ ხალხში ასეთი მითქმა-მოთქმა იყო მასზე, და უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა მცველები გაგზავნეს მის შესაპყრობად.+ 33 იესომ თქვა: „კიდევ ცოტა ხანს ვიქნები თქვენთან, სანამ ჩემს გამომგზავნელთან წავალ.+ 34 ძებნას დამიწყებთ,+ მაგრამ ვერ მიპოვით, და სადაც მე ვარ, იქ ვერ მოხვალთ“.+ 35 იუდეველები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ისეთ ადგილზე სად აპირებს წასვლას, ჩვენ რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძნებს შორის გაფანტულ იუდეველებთან+ ხომ არ მიდის ბერძნებისთვის სასწავლებლად? 36 რას ნიშნავს მისი ნათქვამი, ძებნას დამიწყებთ, მაგრამ ვერ მიპოვით, და სადაც მე ვარ, იქ ვერ მოხვალთო?“
37 დღესასწაულის ბოლო,+ დიდ დღეს იესო ადგა და ხმამაღლა თქვა: «თუ ვინმეს სწყურია,+ მოვიდეს ჩემთან და დალიოს. 38 ვისაც მე ვწამვარ,+ როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, „მისი შიგნეულიდან სიცოცხლის წყლის ნაკადულები იდინებს“».+ 39 მან ეს თქვა სულზე, რომელიც მის მორწმუნეებს უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ ჰქონდათ სული მიღებული,+ ვინაიდან იესო ჯერ კიდევ არ იყო განდიდებული.+ 40 ზოგმა ამ სიტყვების მოსმენაზე თქვა: „ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია“.+ 41 სხვები ამბობდნენ: „ეს ქრისტეა“.+ ზოგი კი ამბობდა: „განა გალილეიდან+ უნდა მოვიდეს ქრისტე?+ 42 განა წმინდა წერილში ნათქვამი არ არის, რომ ქრისტე დავითის შთამომავალთაგან+ მოვა ბეთლემიდან,+ დავითის სოფლიდან?“+ 43 მის გამო ხალხში განხეთქილება ჩამოვარდა.+ 44 ზოგიერთს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა.
45 მაშინ მცველები უფროს მღვდლებთან და ფარისევლებთან დაბრუნდნენ. მათ ჰკითხეს: „რატომ არ მოიყვანეთ?“ 46 მცველებმა უპასუხეს: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“.+ 47 პასუხად ფარისევლებმა უთხრეს მათ: „ნუთუ თქვენც შეცდომაში შეგიყვანათ? 48 განა ირწმუნა ის რომელიმე მმართველმა ან ფარისეველმა?+ 49 მაგრამ დაწყევლილია ეს კანონის უცოდინარი ხალხი“.+ 50 ერთმა მათგანმა, ნიკოდემემ, რომელიც მანამდე ნამყოფი იყო იესოსთან, უთხრა მათ: 51 „განა ასამართლებენ კაცს ჩვენი კანონით, თუ ჯერ მისგან არ მოისმინეს+ და არ გაიგეს, რას აკეთებს იგი?“ 52 მათ კი მიუგეს: „შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და დაინახავ, რომ გალილეიდან არც ერთი წინასწარმეტყველი+ არ მოვა“.
სინურ და ვატიკანის კოდექსებსა და სინა-სირიის ხელნაწერში არ გვხვდება ტექსტი 53-ე მუხლიდან მე-8 თავის მე-11 მუხლის ჩათვლით, სადაც ნათქვამია (მცირე განსხვავებები შეინიშნება სხვადასხვა ბერძნულ ტექსტსა და თარგმანში):
53 და ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ.
8 იესო ზეთისხილის მთისკენ გაემართა. 2 გათენებისას ის კვლავ გამოჩნდა ტაძარში და მთელი ხალხი მასთან მიდიოდა. ისიც დაჯდა და ასწავლიდა მათ. 3 მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მიიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, შუაში ჩააყენეს იგი და 4 იესოს უთხრეს: „მოძღვარო, ამ ქალს მრუშობაზე წაასწრეს. 5 კანონში მოსემ ასეთების ჩაქოლვა დაგვიწესა. შენ რას იტყვი?“ 6 ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რომ რამენაირად ბრალი დაედოთ მისთვის. იესო დაიხარა და მიწაზე თითით დაიწყო წერა. 7 რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, გაიმართა და უთხრა მათ: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველმა იმან ესროლოს ქვა“. 8 კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. 9 ვინც ეს მოისმინა, უხუცესებიდან დაწყებული, ყველა სათითაოდ გაიკრიფა. დარჩნენ მარტო იესო და ქალი, რომელიც შუაში იდგა. 10 იესო გაიმართა და უთხრა მას: „სად წავიდნენ? არავინ დაგდო მსჯავრი?“ 11 „არავინ, ბატონო“, — უპასუხა ქალმა. იესომ უთხრა: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ“.
12 იესომ კვლავ მიმართა მათ და უთხრა: „მე ქვეყნიერების სინათლე+ ვარ. ვინც გამომყვება, სიბნელეში+ აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება მას“. 13 მაშინ ფარისევლებმა უთხრეს: „შენ საკუთარ თავზე მოწმობ. შენი დამოწმება არ არის ჭეშმარიტი“. 14 იესომ მიუგო: «ჩემ თავზეც რომ ვმოწმობდე,+ ჩემი დამოწმება ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ.+ თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ. 15 თქვენ ხორცის მიხედვით ასამართლებთ.+ მე არავის ვასამართლებ;+ 16 და თუ ვასამართლებ, ჩემი სასამართლო ჭეშმარიტია, რადგან მარტო არა ვარ, არამედ ჩემთან არის მამა, რომელმაც გამომგზავნა.+ 17 თქვენს კანონშიც წერია, რომ „ორი კაცის დამოწმება ჭეშმარიტია“.+ 18 ჩემს თავზე ვმოწმობ მე და ჩემზე მოწმობს მამა, რომელმაც გამომგზავნა».+ 19 მაშინ ჰკითხეს მას: „სად არის მამაშენი?“ იესომ უპასუხა: „თქვენ არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს;+ მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ“.+ 20 ეს სიტყვები მან საგანძურში+ თქვა, როცა ტაძარში ასწავლიდა, მაგრამ არავის შეუპყრია იგი,+ რადგან მისი საათი+ ჯერ არ იყო დამდგარი.
21 მან კვლავ უთხრა მათ: „მე მივდივარ. ძებნას დამიწყებთ,+ მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით.+ სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ“. 22 მაშინ იუდეველები ალაპარაკდნენ: „თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რომ ამბობს, სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთო?“+ 23 მან კი უთხრა მათ: „თქვენ დაბლიდან ხართ, მე — მაღლიდან.+ თქვენ ამ ქვეყნიერებიდან ხართ,+ მე არა ვარ ამ ქვეყნიერებიდან.+ 24 ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი,+ რადგან, თუ არ ირწმუნებთ, რომ მე ვარ ის, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით“.+ 25 მაშინ უთხრეს მას: „ვინა ხარ შენ?“ იესომ უთხრა: „ნეტავ რატომ გელაპარაკებით? 26 ბევრი რამ მაქვს თქვენზე სათქმელი და ბევრი რამისთვის მყავხართ გასასამართლებელი. ჩემი გამომგზავნელი ჭეშმარიტია და რაც მისგან მომისმენია, ქვეყნიერებაშიც იმას ვლაპარაკობ“.+ 27 ისინი ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ელაპარაკებოდა. 28 ამიტომ იესომ უთხრა: „როცა აამაღლებთ+ კაცის ძეს,+ მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ ის+ და ჩემით არაფერს ვაკეთებ,+ არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ.+ 29 ჩემი გამომგზავნელი ჩემთან არის. მას მარტო არ დავუტოვებივარ, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“.+ 30 როცა ამას ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.+
31 მაშინ იმ იუდეველებს, რომლებსაც სწამდათ იგი, იესომ უთხრა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით,+ ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, 32 შეიცნობთ ჭეშმარიტებას+ და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“.+ 33 მათ უპასუხეს: „ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ+ და არასოდეს ვყოფილვართ მონები.+ როგორღა ამბობ, გათავისუფლდებითო?“ 34 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყველა, ვინც ცოდვას სჩადის, ცოდვის მონაა.+ 35 გარდა ამისა, ოჯახში მონა სამუდამოდ არ რჩება; სამუდამოდ რჩება ძე.+ 36 ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.+ 37 ვიცი, რომ აბრაამის შთამომავლები ხართ, მაგრამ მოკვლას მიპირებთ,+ რადგან ჩემი სიტყვა ფეხს ვერ იკიდებს თქვენში.+ 38 მე იმას ვლაპარაკობ,+ რაც მამაჩემთან მინახავს,+ თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენისგან მოგისმენიათ“. 39 მათ მიუგეს: „ჩვენი მამა აბრაამია“.+ იესომ უთხრა: „თუ აბრაამის შვილები ხართ,+ აბრაამის საქმეები აკეთეთ, 40 მაგრამ ახლა მოკვლას მიპირებთ მე, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისგან მოვისმინე.+ აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.+ 41 თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ“. მათ უთხრეს: „ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს+ — ღმერთი“.
42 იესომ უთხრა მათ: „ღმერთი რომ მამათქვენი ყოფილიყო, გეყვარებოდით,+ რადგან მე ღვთისგან გამოვედი და ახლა აქა ვარ.+ არც ჩემით მოვსულვარ აქ, არამედ მან გამომგზავნა.+ 43 რატომ არ გესმით, რასაც ვლაპარაკობ? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვის მოსმენა.+ 44 თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ+ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ.+ ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო+ და ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა.+ 45 ხოლო რაკი მე ჭეშმარიტებას გეუბნებით, არა გწამთ ჩემი.+ 46 რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვაში?+ თუ ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, რატომ არა გწამთ ჩემი? 47 ვინც ღვთისგან არის, ისმენს ღვთის სიტყვებს.+ თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ“.+
48 იუდეველებმა პასუხად უთხრეს: „განა მართალს არ ვამბობთ, რომ სამარიელი+ ხარ და დემონი გყავს?“+ 49 იესომ უპასუხა: „დემონი კი არა მყავს, მამაჩემს ვცემ პატივს,+ თქვენ კი შეურაცხმყოფთ. 50 მე არ ვეძებ დიდებას ჩემთვის.+ არის ის, ვინც ეძებს და ასამართლებს.+ 51 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, სიკვდილს არასოდეს იხილავს“.+ 52 იუდეველებმა უთხრეს მას: „ახლა კი ვიცით, რომ დემონი გყავს.+ აბრაამიც მოკვდა+ და წინასწარმეტყველებიც დაიხოცნენ,+ შენ კი ამბობ, ვინც ჩემს სიტყვას იცავს, სიკვდილს არასოდეს იგემებსო.+ 53 განა შენ მამაჩვენ აბრაამზე დიდი ხარ,+ რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველებიც დაიხოცნენ.+ ვინ გგონია შენი თავი?“ 54 იესომ უპასუხა: „თუ მე ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი,+ ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთიაო 55 და არც კი იცნობთ მას,+ მე კი ვიცნობ.+ რომ ვთქვა, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენისთანა მატყუარა უნდა ვიყო, მაგრამ მე ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას.+ 56 მამათქვენ აბრაამს ახარებდა იმის იმედი, რომ ჩემს დღეს იხილავდა.+ იხილა კიდეც და გაიხარა“.+ 57 მაშინ იუდეველებმა უთხრეს მას: „ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?“ 58 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი“.+ 59 იუდეველებმა ქვები აიღეს, რომ დაეშინათ მისთვის,+ მაგრამ იესო მიიმალა და ტაძრიდან გავიდა.
9 მიდიოდა და დაინახა კაცი, რომელიც დაბადებიდან უსინათლო იყო. 2 მოწაფეებმა ჰკითხეს მას: „რაბი,+ ვინ შესცოდა,+ ამ კაცმა თუ მისმა მშობლებმა,+ უსინათლო რატომ დაიბადა?“ 3 იესომ უპასუხა: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ღვთის საქმეები მისი მეშვეობით გაცხადებულიყო.+ 4 სანამ დღეა,+ ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე,+ როცა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. 5 სანამ ქვეყნიერებაში ვარ, ქვეყნიერების სინათლე ვარ“.+ 6 ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით თიხა მოზილა, იმ კაცს თვალებზე დაადო+ 7 და უთხრა: „წადი, მოიბანე+ სილოამის აუზში“+ (რაც ითარგმნება როგორც „გაგზავნილი“). ისიც წავიდა, მოიბანა+ და თვალახელილი დაბრუნდა.+
8 მეზობლები და სხვები, რომლებიც მას მათხოვრად იცნობდნენ, ამბობდნენ: „ეს ის კაცი არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“+ 9 ერთნი ამბობდნენ, ის არისო; მეორენი — ის არ არის, მაგრამ ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა, ისა ვარო. 10 მაშინ ჰკითხეს მას: „როგორ აგეხილა თვალი?“+ 11 მან უპასუხა: „კაცმა, რომელსაც იესო ჰქვია, თიხა მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი და სილოამში+ მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და თვალი ამეხილა“. 12 მაშინ ჰკითხეს: „სად არის ის კაცი?“ მან უპასუხა: „არ ვიცი“.
13 ფარისევლებთან მიიყვანეს ის უსინათლო. 14 ის დღე, როცა იესომ თიხა მოზილა და უსინათლოს თვალი აუხილა,+ შაბათი+ იყო. 15 ამჯერად ფარისევლებიც ეკითხებოდნენ მას, თუ როგორ აეხილა თვალი.+ მან უთხრა: „თიხა დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ“. 16 მაშინ ზოგმა ფარისეველმა თქვა: „ეგ კაცი ღვთისგან არ არის, შაბათს არ იცავს“.+ სხვები ამბობდნენ: „განა ცოდვილი კაცი ასეთ ნიშნებს მოახდენს?“+ მათ შორის განხეთქილება+ მოხდა. 17 მაშინ კვლავ ჰკითხეს უსინათლოს: „შენ რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა?“ მან თქვა: „წინასწარმეტყველია“.+
18 იუდეველებს მაინც არ სჯეროდათ, რომ ის უსინათლო იყო და თვალი აეხილა, სანამ მის მშობლებს არ დაუძახეს 19 და არ ჰკითხეს: „ეს არის თქვენი ვაჟი, რომელზეც ამბობთ, უსინათლო დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“ 20 მშობლებმა მიუგეს: „ვიცით, რომ ეს ჩვენი ვაჟია და უსინათლო დაიბადა, 21 მაგრამ როგორ მოხდა, რომ ახლა ხედავს, არ ვიცით. არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. მას ჰკითხეთ; პატარა აღარ არის, თავის თავზე თვითონ ილაპარაკოს“. 22 მისმა მშობლებმა ეს იმიტომ თქვეს, რომ იუდეველებისა ეშინოდათ,+ რადგან მათ პირი ჰქონდათ შეკრული, სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა,+ ვინც მას ქრისტედ აღიარებდა. 23 ამიტომ უთხრეს მშობლებმა, პატარა აღარ არის, მას ჰკითხეთო.
24 მაშინ მეორედ მოუხმეს იმ კაცს, უსინათლო რომ იყო, და უთხრეს: „დიდება მიაგე ღმერთს.+ ჩვენ ვიცით, რომ ეგ კაცი ცოდვილია“. 25 მან კი უპასუხა: „ცოდვილია თუ არა, არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ უსინათლო ვიყავი და ახლა ვხედავ“. 26 მაშინ ჰკითხეს მას: „რა გაგიკეთა? როგორ აგიხილა თვალი?“ 27 მან მიუგო: „უკვე გითხარით და არ მომისმინეთ. რად გინდათ, მეორედ მოისმინოთ? თქვენც მისი მოწაფეობა ხომ არ გსურთ?“ 28 მათ კი გალანძღეს ის: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. 29 ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი,+ ეს კაცი კი არ ვიცით, საიდან არის“.+ 30 მან მიუგო: „საკვირველიც ის არის,+ რომ არ იცით, საიდან არის, მე კი თვალი ამიხილა. 31 ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს,+ მაგრამ ვისაც ღვთის შიში აქვს და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს.+ 32 არავის გაუგონია, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადდაბადებულისთვის. 33 ის რომ ღვთისგან არ იყოს,+ ვერაფერს გააკეთებდა“. 34 მათ პასუხად უთხრეს: „შენ ცოდვებში დაიბადე+ და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს.+
35 იესომ გაიგო, რომ იგი გამოაგდეს და როცა ნახა, ჰკითხა: „გწამს კაცის ძე?“+ 36 მან მიუგო: „ვინ არის ის, ბატონო, რომ ვირწმუნო?“ 37 იესომ უთხრა: „შენ გინახავს იგი. ვინც გელაპარაკება, ის არის“.+ 38 მაშინ მან თქვა: „მწამს, უფალო“ და მდაბლად თაყვანი სცა.+ 39 იესომ უთხრა: „ქვეყნიერებაზე გასასამართლებლად+ მოვედი, რათა ვინც ვერ ხედავს, დაინახოს,+ ხოლო ვინც ხედავს, დაბრმავდეს“.+ 40 მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა გაიგონა ეს და უთხრა მას: „ნუთუ ჩვენც ბრმები+ ვართ?“ 41 იესომ მიუგო: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ, რადგან ამბობთ, ვხედავთო,+ თქვენი ცოდვა+ რჩება“.
10 „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც კარიდან+ არ შედის ფარეხში, არამედ სხვა ადგილიდან გადადის, ქურდი და მძარცველია,+ 2 მაგრამ ვინც კარიდან+ შედის, მწყემსია.+ 3 კართან მდგომი გუშაგი+ მას კარს უღებს და ცხვარი+ უსმენს მის ხმას. ის სახელით უხმობს თავის ცხვარს და გარეთ გამოჰყავს. 4 როცა თავისებს ყველას გამორეკავს, წინ მიუძღვის მათ. ცხვარიც მიჰყვება,+ რადგან ცნობს მის ხმას;+ 5 უცხოს არასოდეს გაჰყვება, გაექცევა,+ რადგან ვერ ცნობს უცხოთა ხმას“.+ 6 იესომ მათ ეს შედარება მოუყვანა, მათ კი არ ესმოდათ, რას ელაპარაკებოდა.+
7 მაშინ იესომ კვლავ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მე კარი+ ვარ ცხვრისთვის. 8 ყველა, ვინც კი ჩემ ნაცვლად მოსულა, ქურდი და მძარცველია,+ მაგრამ ცხვარმა არ მოუსმინა მათ.+ 9 მე კარი+ ვარ. ვინც ჩემით შედის, გადარჩება; შევა, გამოვა და საძოვარს იპოვის.+ 10 ქურდი+ მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს.+ მე იმისთვის მოვედი, რომ ცხვარს სიცოცხლე ჰქონოდა, თანაც უხვად. 11 მე კარგი მწყემსი ვარ,+ კარგი მწყემსი თავის სულს სწირავს ცხვრისთვის.+ 12 დაქირავებული+ მუშა, რომელიც მწყემსი არ არის და არც ცხვარია მისი, მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვარს და გარბის (მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს),+ 13 რადგან ის დაქირავებული+ მუშაა და არ ზრუნავს ცხვარზე.+ 14 მე კარგი მწყემსი ვარ. მე ვიცნობ ჩემს ცხვარს,+ ჩემი ცხვარი კი მიცნობს მე,+ 15 როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას;+ მე ჩემს სულს* ვწირავ ცხვრისთვის.+
16 მე სხვა ცხვარიც მყავს,+ არა ამ ფარეხისა,+ ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას+ და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.+ 17 მამას იმიტომ ვუყვარვარ,+ რომ ჩემს სულს ვწირავ,+ რათა კვლავ მივიღო იგი. 18 ჩემთვის ის არავის წაურთმევია, მე თვითონ ვწირავ მას. მაქვს უფლებამოსილება მის გასაწირადაც და კვლავ მისაღებადაც.+ ამის შესახებ მამაჩემისგან მივიღე მცნება“.+
19 ამ სიტყვების გამო იუდეველებს შორის კვლავ განხეთქილება+ ჩამოვარდა. 20 ბევრი მათგანი ამბობდა: „დემონი ჰყავს+ და შეშლილია. რას უსმენთ მას?“ 21 სხვები ამბობდნენ: „ეს დემონით შეპყრობილი კაცის სიტყვები არ არის. განა შეუძლია დემონს, ბრმებს თვალი აუხილოს?“
22 იმ დროს იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაული იყო. ზამთარი იდგა. 23 იესო ტაძარში დადიოდა, სოლომონის კოლონადაში*.+ 24 მას გარს შემოეხვივნენ იუდეველები და ეუბნებოდნენ: „როდემდე უნდა გყავდეს გაურკვევლობაში ჩვენი სულები? თუ ქრისტე ხარ,+ პირდაპირ გვითხარი“.+ 25 იესომ უპასუხა: „გითხარით და არა გწამთ. საქმეები, რომლებსაც მამაჩემის სახელით ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე,+ 26 მაგრამ თქვენ არ გწამთ, რადგან ჩემი ცხვარი არა ხართ.+ 27 ჩემი ცხვარი+ ისმენს ჩემს ხმას; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან.+ 28 მე მათ მარადიულ სიცოცხლეს+ ვაძლევ და არასოდეს დაიღუპებიან;+ მათ ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.+ 29 ის, რაც მამაჩემმა+ მომცა, ყველაფერზე მეტია+ და მათ ვერავინ გამოსტაცებს ხელიდან მამას.+ 30 მე და მამა ერთნი ვართ“.+
31 იუდეველებმა კვლავ ქვებს დაავლეს ხელი მის ჩასაქოლად.+ 32 ამაზე იესომ უთხრა: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან. რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“ 33 იუდეველებმა უპასუხეს: „კარგი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ მკრეხელობისთვის,+ იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი“.+ 34 იესომ მიუგო: «განა თქვენს კანონში არ წერია:+ „მე ვთქვი: თქვენა ხართ ღმერთები“?+ 35 თუ მან ღმერთები+ უწოდა მათ, ვის წინააღმდეგაც იყო ღვთის სიტყვა, და ამით წმინდა წერილები არ უქმდება,+ 36 ნუთუ მას, ვინც მამამ განწმინდა და ქვეყნიერებაზე გამოგზავნა, ეუბნებით, მკრეხელობო, რადგან ვთქვი, ღვთის ძე ვარ-მეთქი?+ 37 თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ,+ ნუ მერწმუნებით, 38 მაგრამ თუ ვაკეთებ, მე თუ არ მერწმუნებით, საქმეებს მაინც ერწმუნეთ,+ რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ერთობაშია ჩემთან, მე კი — მამასთან».+ 39 მაშინ კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას,+ მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.+
40 ისევ წავიდა იორდანის გაღმა, იმ ადგილას, სადაც ადრე იოანე ნათლავდა,+ და იქ დარჩა. 41 ბევრი მივიდა მასთან და ამბობდა: „იოანეს ერთი ნიშანიც არ მოუხდენია, მაგრამ რაც ამ კაცზე უთქვამს, ყველაფერი მართალია“.+ 42 იქ მრავალმა ირწმუნა იგი.+
11 იმ დროს ავად იყო ლაზარე, რომელიც ბეთანიაში, მარიამისა და მისი დის, მართას+ სოფელში ცხოვრობდა. 2 ეს ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სცხო+ და ფეხები თავისი თმით შეუმშრალა.+ მისი ძმა ლაზარე იყო ავად. 3 ამიტომ მისმა დებმა იესოს შეუთვალეს: „უფალო, ის, ვინც გიყვარს,+ ავად არის“. 4 ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: „ეს ავადმყოფობა სასიკვდილოდ არ არის, არამედ ღვთის სადიდებლად,+ რათა ამით განდიდდეს ღვთის ძე“.
5 იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც. 6 როდესაც გაიგო, რომ ლაზარე ავად იყო, ორი დღე დარჩა იქ, სადაც იმყოფებოდა. 7 ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: „მოდი ისევ იუდეაში წავიდეთ“. 8 მოწაფეებმა უთხრეს: „რაბი,+ იუდეველები ახლახან ჩაქოლვას გიპირებდნენ+ და ისევ იქ მიდიხარ?“ 9 იესომ უპასუხა: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით+ დადის, არაფერს ეჯახება, რადგან ხედავს ამ ქვეყნიერების სინათლეს, 10 მაგრამ ვინც ღამით+ დადის, ისე ვერ გაივლის, თუ არაფერს დაეჯახა, რადგან სინათლე არ არის მასში“.
11 ამის შემდეგ უთხრა მათ: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“.+ 12 მოწაფეებმა უთხრეს: „უფალო, თუ დაიძინა, გამოჯანმრთელდება“. 13 მაგრამ იესო მის სიკვდილზე საუბრობდა. მათ კი ეგონათ, რომ ჩვეულებრივ ძილზე ლაპარაკობდა. 14 მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა.+ 15 მიხარია თქვენ გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. წავიდეთ მასთან“. 16 მაშინ თომამ, რომელსაც ტყუპისცალს უწოდებდნენ, სხვა მოწაფეებს უთხრა: „ჩვენც წავიდეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“.+
17 როცა იესო მივიდა, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღე სამარხში ესვენა.+ 18 ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმთან, დაახლოებით სამი კილომეტრის მანძილზე. 19 ამიტომ ბევრი იუდეველი მივიდა მართასა და მარიამის სანუგეშებლად+ მათი ძმის გამო. 20 როცა გაიგო მართამ, იესო მოდისო, შეეგება მას, მარიამი+ კი სახლში იჯდა. 21 მართამ უთხრა იესოს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა,+ 22 მაგრამ ახლაც ვიცი, რომ რაც უნდა სთხოვო ღმერთს,+ ღმერთი მოგცემს“. 23 იესომ უთხრა მას: „აღდგება შენი ძმა“.+ 24 მართამ მიუგო: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას,+ უკანასკნელ დღეს“. 25 იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე.+ ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება,+ 26 და ყოველი, ვინც ცოცხლობს და ვისაც ვწამვარ, არასოდეს მოკვდება.+ გწამს ეს?“ 27 მართამ მიუგო: „დიახ, უფალო, ვირწმუნე, რომ ქრისტე ხარ, ღვთის ძე, ქვეყნიერებაში მომავალი“.+ 28 ეს რომ თქვა, წავიდა, თავის დას, მარიამს დაუძახა და ჩუმად უთხრა: „მოძღვარია+ მოსული და გეძახის“. 29 ამის გაგონებაზე ის სწრაფად წამოდგა და მისკენ გაემართა.
30 იესო ჯერ არ იყო სოფელში შესული. ისევ იქ იყო, სადაც მართა შეეგება. 31 იუდეველები, რომლებიც მარიამთან იყვნენ სახლში+ და ანუგეშებდნენ, იმის დანახვაზე, რომ ის სწრაფად ადგა და გარეთ გავიდა, უკან გაჰყვნენ მას, რადგან ეგონათ, რომ სამარხთან+ მიდიოდა სატირლად. 32 როცა მარიამი მივიდა იქ, სადაც იესო იყო და დაინახა იგი, ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“.+ 33 როდესაც იესომ დაინახა, რომ ისიც ტიროდა და მასთან ერთად მისული იუდეველებიც, სულით* ამოიოხრა და აფორიაქდა.+ 34 შემდეგ იკითხა: „სად დაასვენეთ?“ მიუგეს: „უფალო, მოდი, ნახე“. 35 იესო აცრემლდა.+ 36 იუდეველები ამბობდნენ: „ნახე, როგორ ჰყვარებია!“+ 37 ზოგი მათგანი ამბობდა: „ნუთუ ამ კაცმა, რომელმაც ბრმას თვალი აუხილა,+ ვერაფერი იღონა, რომ ის არ მომკვდარიყო?“
38 იესომ კვლავ ამოიოხრა და სამარხთან მივიდა.+ ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი+ ჰქონდა მიდებული. 39 იესომ თქვა: „მოაშორეთ ლოდი“.+ მიცვალებულის დამ, მართამ უთხრა: „უფალო, აყროლებული იქნება, უკვე მეოთხე დღეა“. 40 იესომ უთხრა მას: „ხომ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?“+ 41 მაშინ მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები ცისკენ აღაპყრო+ და თქვა: „მამა, გმადლობ, რომ მისმინე.+ 42 ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხისთვის ვთქვი,+ რათა ირწმუნონ, რომ შენ გამომგზავნე“.+ 43 ეს თქვა და ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“+ 44 კაცი, რომელიც მკვდარი იყო, სახვევებით+ ხელფეხშეკრული გამოვიდა, სახე კი ნაჭრით ჰქონდა შეხვეული. იესომ უთხრა მათ: „გახსენით, იაროს“.
45 მაშინ ბევრმა იუდეველმა, რომლებიც მარიამთან მივიდნენ და იხილეს, რაც იესომ გააკეთა, ირწმუნა იგი.+ 46 ზოგი მათგანი კი წავიდა და რაც იესომ გააკეთა, ფარისევლებს შეატყობინა.+ 47 უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა სინედრიონი*+ შეკრიბეს და ამბობდნენ: „რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ ნიშანს ახდენს?+ 48 თავი რომ დავანებოთ, ყველა ირწმუნებს მას,+ მოვლენ რომაელები+ და წაგვართმევენ ადგილსაც*+ და ერსაც“. 49 მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც იმ წელს მღვდელმთავარი იყო,+ უთხრა მათ: „არ გესმით 50 და ვერ მიმხვდარხართ, რომ თქვენთვის უკეთესია, ერთი ადამიანი მოკვდეს+ ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“.+ 51 ეს თავისით არ უთქვამს, არამედ, რადგან მღვდელმთავარი იყო იმ წელს, იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის უნდა მომკვდარიყო, 52 და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღვთის გაფანტული+ შვილები ერთად შეეკრიბა.+ 53 იმ დღეს მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი.+
54 ამიტომ იესო ცხადად+ აღარ დადიოდა იუდეველებს შორის,+ არამედ იქიდან წავიდა უდაბნოს ახლომდებარე მხარეში, ქალაქ ეფრემში,+ და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად. 55 ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი+ და მთელი ქვეყნიდან მრავალი ავიდა პასექის წინ იერუსალიმში, რათა განწმენდილიყვნენ ჩვეულების თანახმად.+ 56 ხალხი იესოს ეძებდა და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „როგორ ფიქრობთ, არ მოვა დღესასწაულზე?“ 57 უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს კი ბრძანება ჰქონდათ გაცემული, რომ, თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო იგი, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ.
12 იესო პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა ბეთანიაში,+ სადაც ცხოვრობდა ლაზარე,+ რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა. 2 მას იქ ვახშამი მოუმზადეს. მართა+ სუფრას ემსახურებოდა.+ ლაზარე იესოსა და სხვებთან ერთად სუფრასთან იყო.+ 3 მარიამმა აიღო ერთი ლიტრა* სუფთა ნარდის*+ ძალიან ძვირად ღირებული ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმით შეუმშრალა.+ სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო. 4 იესოს ერთმა მოწაფემ, იუდა ისკარიოტელმა,+ რომელიც მის გაცემას აპირებდა, თქვა: 5 „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი+ სამას დინარად და ფული ღარიბებს+ არ დაურიგდა?“ 6 ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი+ იყო, ყულაბა+ მას ჰქონდა და მასში ჩაყრილ ფულს იღებდა. 7 მაშინ იესომ თქვა: „თავი დაანებეთ, დაიცვას ეს ჩვეულება ჩემი დამარხვის დღისთვის.+ 8 ღარიბები+ ყოველთვის თქვენთან არიან, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით“.
9 მაშინ იუდეველთაგან ბევრმა გაიგო, რომ იესო იქ იყო, და მივიდნენ არა მარტო მისი გულისთვის, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა.+ 10 უფროსმა მღვდლებმა მოითათბირეს, რომ ლაზარეც მოეკლათ,+ 11 რადგან მის გამო ბევრი იუდეველი მიდიოდა იქ და იესოსადმი რწმენა უჩნდებოდათ.+
12 მეორე დღეს დღესასწაულზე მისულმა უამრავმა ხალხმა რომ გაიგო, იესო იერუსალიმში მოდისო, 13 აიღეს პალმის ტოტები,+ მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ:+ „გევედრებით, იხსენი!+ კურთხეულია იეჰოვას სახელით+ მომავალი, ისრაელის მეფე!“+ 14 იესომ ჩოჩორი+ იპოვა და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია: 15 „ნუ გეშინია, სიონის ასულო. აი, მოდის შენი მეფე,+ ჩოჩორზე მჯდომი“.+ 16 თავიდან მისმა მოწაფეებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს,+ მაგრამ როცა იესო განდიდდა,+ მაშინ გაახსენდათ, რომ ეს მასზე იყო დაწერილი და ასეც მოექცნენ.+
17 ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა ლაზარე+ სამარხიდან გამოიხმო და მკვდრეთით აღადგინა, მოწმობდა ამას.+ 18 ამიტომაც შეეგება მას ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდათ, რომ მან ეს ნიშანი+ მოახდინა. 19 ფარისევლები+ კი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ხედავთ, ვეღარაფერს ხდებით! მთელი ქვეყანა მას მიჰყვება“.+
20 დღესასწაულზე თაყვანსაცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც+ იყვნენ. 21 ისინი მივიდნენ ფილიპესთან,+ რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, და სთხოვეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვინდა“.+ 22 ფილიპემ ანდრიას უთხრა. ანდრია და ფილიპე წავიდნენ და იესოს უთხრეს.
23 იესომ მიუგო: „მოვიდა კაცის ძის განდიდების საათი.+ 24 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ ჩავარდა და არ მოკვდა, ცალად დარჩება, მაგრამ თუ მოკვდა,+ ბევრ ნაყოფს გამოიღებს. 25 ვისაც თავისი სული* უყვარს, სპობს მას, ხოლო ვისაც თავისი სული სძულს+ ამ ქვეყნიერებაში, მარადიული სიცოცხლისთვის დაიცავს მას.+ 26 ვისაც უნდა, რომ მემსახუროს, გამომყვეს და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება.+ ვისაც უნდა, რომ მემსახუროს, მამა პატივისცემით მოეპყრობა მას.+ 27 ახლა ჩემი სული აფორიაქებულია+ და რა ვთქვა? მამა, მიხსენი ამ საათისგან;+ თუმცა ამისთვის მოვედი ამ საათამდე. 28 მამა, განადიდე შენი სახელი“. ციდან ხმა+ მოისმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“.+
29 ირგვლივ მდგომმა ხალხმა ეს რომ მოისმინა, თქვა, დაიქუხაო. სხვები ამბობდნენ, მას ანგელოზი ელაპარაკებოდაო. 30 იესომ მიუგო: „ეს ხმა ჩემთვის არ ყოფილა, თქვენთვის იყო.+ 31 ახლა ქვეყნიერების სასამართლოა, ამ ქვეყნიერების მმართველი+ ახლა გარეთ განიდევნება.+ 32 მე კი, როცა მიწიდან ავმაღლდები,+ ყველანაირ ადამიანს მივიზიდავ ჩემთან“.+ 33 ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.+ 34 ხალხმა მიუგო: „კანონიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე მარადიულად რჩება.+ როგორღა ამბობ, კაცის ძე უნდა ამაღლდესო?+ ვინ არის ეს კაცის ძე?“+ 35 იესომ უთხრა მათ: „სინათლე კიდევ ცოტა ხანს იქნება თქვენ შორის. იარეთ, სანამ სინათლე გაქვთ, რათა სიბნელემ+ არ მოგიცვათ. სიბნელეში მოსიარულემ არ იცის, საით მიდის.+ 36 სანამ სინათლე გაქვთ, ირწმუნეთ სინათლე, რათა სინათლის ძეები გახდეთ“.+
ეს რომ თქვა, იესო წავიდა და თვალს მიეფარა. 37 მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ნიშანი მოახდინა მათ წინაშე, არ სწამდათ ის, 38 რითაც შესრულდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენ მიერ მოსმენილი?+ ვის ეჩვენა იეჰოვას მკლავი?“+ 39 იმიტომ ვერ ირწმუნეს, რომ ესაიამ ისიც თქვა: 40 „მან თვალები დაუბრმავა მათ და გულები გაუქვავა,+ რომ თვალებით ვერ დაენახათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მობრუნებულიყვნენ, რათა განმეკურნა ისინი“.+ 41 ესაიამ ეს იმიტომ თქვა, რომ იხილა მისი დიდება+ და ილაპარაკა მასზე. 42 ბევრმა მმართველმაც ირწმუნა ის,+ მაგრამ ფარისევლების გამო ვერ აღიარებდნენ, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ,+ 43 რადგან ადამიანთაგან უფრო უყვარდათ დიდება, ვიდრე ღვთისგან.+
44 იესომ ხმამაღლა თქვა: „ვისაც მე ვწამვარ, მარტო მე კი არა, ჩემი გამომგზავნელიცა სწამს,+ 45 და ვინც მე მხედავს, ჩემს გამომგზავნელსაც ხედავს.+ 46 მე სინათლედ მოვედი ქვეყნიერებაში,+ რათა ვისაც მე ვწამვარ, ბნელში არ დარჩეს.+ 47 მაგრამ, თუ ვინმე ჩემს სიტყვებს ისმენს და არ იცავს, არ ვასამართლებ, რადგან ქვეყნიერების გასასამართლებლად არ მოვსულვარ,+ მის სახსნელად მოვედი.+ 48 მას, ვინც არაფრად მაგდებს და ჩემს სიტყვებს არ იღებს, ჰყავს გამსამართლებელი. ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვა+ გაასამართლებს მას უკანასკნელ დღეს, 49 რადგან ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ თვითონ მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.+ 50 ისიც ვიცი, რომ მისი მცნება მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს.+ ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ“.+
13 იესომ პასექის დღესასწაულამდე იცოდა, რომ ამ ქვეყნიერებიდან მამასთან გადასვლის+ საათი დამდგარი+ იყო, და რადგან შეიყვარა თავისები, რომლებიც ქვეყნიერებაში იყვნენ,+ ბოლომდე უყვარდა ისინი. 2 ვახშმის დროს ეშმაკს უკვე ჩაედო იუდა ისკარიოტელის,+ სიმონის ძის გულში იესოს გაცემა.+ 3 ვინაიდან იესომ იცოდა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელში,+ რომ ღვთისგან გამოვიდა და ღმერთთან მიდიოდა,+ 4 სუფრიდან წამოდგა, მოსასხამი გვერდზე გადადო, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა.+ 5 ტაშტში წყალი ჩაასხა, დაიწყო მოწაფეებისთვის ფეხების დაბანა+ და წელზე შემორტყმული პირსახოცით შემშრალება. 6 სიმონ-პეტრესთან რომ მივიდა, მან უთხრა: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?“+ 7 იესომ მიუგო: „ახლა არ გესმის, რასაც ვაკეთებ. მერე გაიგებ“.+ 8 პეტრემ უთხრა მას: „ეს არ მოხდება, არ დაგაბანინებ ფეხებს“. იესომ უპასუხა: „თუ არ დამაბანინებ,+ ჩემთან არ გექნება წილი“. 9 სიმონ-პეტრემ მიუგო: „უფალო, მაშინ მარტო ფეხებს კი არა, ხელებსა და თავსაც დაგაბანინებ“. 10 იესომ უთხრა: „დაბანილს+ ფეხების დაბანის გარდა არაფერი სჭირდება, რადგან მთლიანად სუფთაა. თქვენ სუფთანი ხართ, მაგრამ არა ყველა“. 11 მან იცოდა, ვინ გასცემდა.+ ამიტომაც თქვა, ყველა არა ხართო სუფთა.
12 როცა მათ ფეხები დაბანა, მოსასხამი მოისხა, კვლავ მაგიდასთან მივიდა თავის ადგილზე და უთხრა მათ: «იცით, რა გაგიკეთეთ? 13 თქვენ მოძღვარსა+ და უფალს+ მიწოდებთ და მართალს ამბობთ, რადგან ასეც არის.+ 14 ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები,+ თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები.+ 15 ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ.+ 16 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მონა არ არის თავის ბატონზე დიდი, არც გაგზავნილია გამგზავნელზე დიდი.+ 17 თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით.+ 18 ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ, ვიცი, ვინც ამოვირჩიე,+ მაგრამ უნდა შესრულდეს წმინდა წერილში დაწერილი:+ „მან, ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი“.+ 19 ახლა გეუბნებით, სანამ ეს მოხდებოდეს,+ რათა, როცა მოხდება, ირწმუნოთ, რომ ეს მე ვარ. 20 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ჩემგან გაგზავნილს იღებს, მეც მიღებს,+ ხოლო ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს».+
21 ეს რომ თქვა, იესოს სული* აუფორიაქდა და დაამოწმა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს“.+ 22 დაბნეულმა მოწაფეებმა ერთმანეთს გადახედეს, ვისზე თქვაო.+ 23 იესოს გვერდით სუფრასთან იყო ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც უყვარდა მას.+ 24 მაშინ სიმონ-პეტრემ თავით ანიშნა მას და უთხრა: „თქვი, ვინ არის, ვისზე ამბობს“. 25 ის კი მკერდზე მიეყრდნო იესოს და ჰკითხა: „უფალო, ვინ არის?“+ 26 იესომ უპასუხა: „ის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ“.+ ასე რომ, ჩააწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს. 27 ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში.+ მაშინ იესომ უთხრა მას: „მალე გააკეთე, რასაც აკეთებ“. 28 მაგრამ მათგან, ვინც მაგიდასთან იყო, არავინ იცოდა, რატომ უთხრა ეს. 29 ვინაიდან ყულაბა იუდას ჰქონდა,+ ზოგს ეგონა, რომ იესო ეუბნებოდა, იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან რაიმე მიეცი ღარიბებსო.+ 30 იუდამ ლუკმა გამოართვა და გარეთ გავიდა. ღამე იყო.+
31 მისი გასვლის შემდეგ, იესომ თქვა: „ახლა განდიდდა კაცის ძე+ და მისით განდიდდა ღმერთი. 32 თვითონ ღმერთი განადიდებს მას,+ დაუყოვნებლივ განადიდებს. 33 შვილებო,+ ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ; რაც იუდეველებს ვუთხარი — სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას+ — თქვენც იმავეს გეუბნებით. 34 ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ,+ თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.+ 35 ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“.+
36 სიმონ-პეტრემ ჰკითხა მას: „სად მიდიხარ, უფალო?“ იესომ უპასუხა: „სადაც მე მივდივარ, იქ ახლა ვერ გამომყვები, მერე კი გამომყვები“.+ 37 პეტრემ უთხრა მას: „უფალო, ახლა რატომ ვერ გამოგყვები? სულს* გავწირავ შენთვის“.+ 38 იესომ უპასუხა: „სულს გასწირავ ჩემთვის? ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ“.+
14 „გული ნუ აგიფორიაქდებათ.+ ირწმუნეთ ღმერთი+ და მირწმუნეთ მე.+ 2 მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია.+ ასე რომ არ იყოს, გეტყოდით. მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ.+ 3 თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, კვლავ მოვალ+ და ჩემთან წაგიყვანთ,+ რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ.+ 4 თქვენ იცით იქ მოსასვლელი გზა, სადაც მივდივარ“.
5 თომამ+ მიუგო: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ+ და გზა როგორ გვეცოდინება?!“
6 იესომ უთხრა: „მე ვარ გზა,+ ჭეშმარიტება+ და სიცოცხლე.+ მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა.+ 7 მე რომ გცნობებოდით, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გინახავთ იგი“.+
8 ფილიპემ უთხრა: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“.
9 იესომ მიუგო: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და აქამდე ვერ გამიცანი? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა.+ როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?+ 10 განა არა გწამს, რომ მე მამასთან ვარ ერთობაში, მამა კი — ჩემთან?+ რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. მამა, რომელიც ჩემთან ერთობაში რჩება, აკეთებს თავის საქმეებს.+ 11 მერწმუნეთ, რომ მე მამასთან ვარ ერთობაში, მამა კი — ჩემთან, საქმეების გამო მაინც ირწმუნეთ.+ 12 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს,+ რადგან მე მამასთან მივდივარ.+ 13 ასევე, რაც არ უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამაჩემი ძის მეშვეობით.+ 14 თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
15 თუ გიყვარვართ, ჩემს მცნებებს დაიცავთ.+ 16 მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს,+ 17 ჭეშმარიტების სულს,+ რომელსაც ვერ მიიღებს ქვეყნიერება,+ რადგან ვერც ხედავს მას და არც იცნობს. თქვენ იცნობთ მას, რადგან ის თქვენთან რჩება და თქვენშია.+ 18 მე მოვალ თქვენთან, ობლად არ დაგტოვებთ.+ 19 ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს,+ თქვენ კი მიხილავთ,+ რადგან მე ვცოცხლობ და თქვენც იცოცხლებთ.+ 20 იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემთან ვარ ერთობაში, თქვენ ჩემთან ხართ ერთობაში, მე კი — თქვენთან.+ 21 ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ,+ ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ და თავად გამოვეცხადები“.
22 იუდამ,+ არა ისკარიოტელმა, ჰკითხა მას: „უფალო, რა მოხდა, რატომ აპირებ ჩვენ გამოგვეცხადო და არა ქვეყნიერებას?“+
23 იესომ მიუგო: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს+ და მამაჩემიც შეიყვარებს მას. მივალთ და დავმკვიდრდებით მასთან.+ 24 ვისაც არ ვუყვარვარ, ჩემს სიტყვებს არ იცავს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი არ არის, არამედ მამისაა, რომელმაც გამომგზავნა.+
25 ეს გითხარით თქვენთან ყოფნისას, 26 მაგრამ დამხმარე, წმინდა სული*, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს.+ 27 მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ,+ მაგრამ არა ისე, როგორც ქვეყნიერება იძლევა. გული ნუ აგიფორიაქდებათ და ნურც შიშისგან შეგეკუმშებათ. 28 ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით, მივდივარ და დავბრუნდები-მეთქი თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაგიხარდებოდათ, მამასთან რომ მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია.+ 29 ახლა გითხარით ეს, სანამ მოხდებოდეს,+ რადგან, როცა მოხდება, ირწმუნოთ. 30 ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი+ მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე,+ 31 მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მამა მიყვარს, რაც მამამ დამიდო მცნებად,+ იმას ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან“.
15 «მე ჭეშმარიტი ვაზი+ ვარ, მამაჩემი კი მევენახეა.+ 2 ის მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში,+ ყოველ ნაყოფიერს კი გაასუფთავებს,+ რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.+ 3 თქვენ უკვე სუფთები ხართ იმ სიტყვის წყალობით, რომელიც გითხარით.+ 4 დარჩით ჩემთან ერთობაში, მე კი თქვენთან ერთობაში დავრჩები.+ როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისე თქვენც, თუ ჩემთან ერთობაში არ დარჩებით.+ 5 მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები. ვინც ჩემთან რჩება ერთობაში და ვისთანაც მე ვრჩები ერთობაში, მას ბევრი ნაყოფი გამოაქვს,+ რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. 6 თუ ვინმე არ რჩება ჩემთან ერთობაში, მას ლერწის მსგავსად აგდებენ და ხმება. წალამს აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და წვავენ.+ 7 თუ ჩემთან ერთობაში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც მოისურვებთ, და შეგისრულდებათ.+ 8 მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ და ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ.+ 9 როგორც მამამ შემიყვარა*+ და როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ასევე დარჩით ჩემს სიყვარულში. 10 თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ,+ დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს+ და ვრჩები მის სიყვარულში.
11 ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული თქვენში იყოს და სრული გახდეს თქვენი სიხარული.+ 12 ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ.+ 13 იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს* სწირავს მეგობრებისთვის.+ 14 თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ.+ 15 მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი, არამედ მეგობრები გიწოდეთ,+ რადგან, რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ.+ 16 თქვენ კი არ ამირჩიეთ, მე აგირჩიეთ, მე დაგნიშნეთ, რომ არ შეჩერდეთ, ნაყოფი გამოგქონდეთ+ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ.+
17 ამას იმიტომ გიდებთ მცნებად, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ.+ 18 თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა.+ 19 ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი.+ რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ,+ არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას.+ 20 გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც გითხარით, მონა თავის ბატონზე დიდი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან,+ თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ. 21 მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს გამომგზავნელს.+ 22 მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ცოდვა არ ექნებოდათ,+ მაგრამ ახლა არა აქვთ გამართლება თავიანთი ცოდვისთვის.+ 23 ვისაც მე ვძულვარ, მამაჩემიც სძულს.+ 24 მათ შორის რომ არ გამეკეთებინა საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია,+ ცოდვა არ ექნებოდათ,+ ახლა კი მიხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც,+ 25 მაგრამ ეს იმისთვის მოხდა, რომ შესრულდეს მათ კანონში ჩაწერილი სიტყვა: „უმიზეზოდ შემიძულეს“.+ 26 როცა მოვა დამხმარე, რომელსაც მამისგან გამოგიგზავნით+ — ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის — ის დაამოწმებს ჩემზე.+ 27 თქვენც უნდა დაამოწმოთ,+ რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ».
16 „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ არ დაბრკოლდეთ.+ 2 სინაგოგიდან მოგკვეთენ.+ მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს,+ 3 მაგრამ ამას იმიტომ გააკეთებენ, რომ არც მამა შეუცნიათ და არც მე.+ 4 ამას გეუბნებით, რათა, ყოველივე ამის დრო როცა მოვა, გაიხსენოთ, რომ ნათქვამი მქონდა თქვენთვის.+
თავიდანვე არ გითხარით, რადგან თქვენთან ვიყავი. 5 ახლა კი ჩემს გამომგზავნელთან მივდივარ,+ მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო. 6 თუმცა ეს რომ გითხარით, მწუხარებით+ აგევსოთ გულები. 7 ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენი გულისთვის მივდივარ. მე რომ არ წავიდე, დამხმარე+ ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ წავალ, გამოგიგზავნით მას. 8 როცა მოვა, დამაჯერებელ მტკიცებას წარუდგენს ქვეყნიერებას ცოდვის, სიმართლისა და სასამართლოს შესახებ:+ 9 უპირველეს ყოვლისა, ცოდვის+ შესახებ, რადგან მათ არა ვწამვარ;+ 10 შემდეგ სიმართლის+ შესახებ, რადგან მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ; 11 ბოლოს კი სასამართლოს+ შესახებ, რადგან ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია.+
12 კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით.+ 13 ხოლო, როცა მოვა ჭეშმარიტების სული,+ წაგიძღვებათ ის ყოველი ჭეშმარიტებისკენ, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იტყვის იმას, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ.+ 14 ის განმადიდებს,+ რადგან მიიღებს იმას, რაც ჩემია, და თქვენ გაუწყებთ.+ 15 ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია.+ ამიტომ გითხარით, ის იღებს ჩემსას და თქვენ გაუწყებთ-მეთქი. 16 ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ,+ კიდევ ცოტაც და მიხილავთ“.
17 ზოგიერთმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: „რას გულისხმობს სიტყვებში, ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთო, კიდევ ცოტაც და მიხილავთო და რადგან მამასთან მივდივარო?“ 18 ასევე ამბობდნენ: „რას გულისხმობს, რომ ამბობს, ცოტა ხანშიო? არ ვიცით, რაზე ლაპარაკობს“. 19 იესომ იცოდა,+ რომ მათ კითხვის დასმა უნდოდათ, ამიტომ ჰკითხა: „იმაზე ეკითხებით ერთმანეთს, რომ ვთქვი, ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და მიხილავთ-მეთქი? 20 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იტირებთ და მოთქმას დაიწყებთ, ქვეყნიერება კი გაიხარებს. დამწუხრდებით,+ მაგრამ მწუხარება სიხარულად გექცევათ.+ 21 ქალი წუხს მშობიარობისას, რადგან მოსულია მისი საათი,+ მაგრამ ბავშვს რომ გააჩენს, სიხარული გასაჭირს ავიწყებს, რადგან ადამიანი გაჩნდა ქვეყნიერებაზე. 22 ახლა თქვენც წუხხართ, მაგრამ კვლავ გნახავთ და თქვენი გულები გაიხარებს+ და სიხარულს ვერავინ წაგართმევთ. 23 იმ დღეს+ აღარაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: რასაც კი სთხოვთ მამას+ ჩემი სახელით, ის მოგცემთ.+ 24 აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული.+
25 ეს ყველაფერი შედარებებით გითხარით.+ მოდის საათი, როცა შედარებებით აღარ დაგელაპარაკებით, არამედ პირდაპირ გამცნობთ ყველაფერს მამის შესახებ. 26 იმ დღეს ჩემი სახელით ითხოვთ, მაგრამ არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის. 27 მამას უყვარხართ*, რადგან მე შემიყვარეთ+ და ირწმუნეთ, რომ მამისგან გამოვედი.+ 28 მე მამისგან გამოვედი და ქვეყნიერებაში მოვედი. ახლა კი ვტოვებ ქვეყნიერებას და მამასთან მივდივარ“.+
29 მოწაფეებმა უთხრეს: „ახლა პირდაპირ ლაპარაკობ, ყოველგვარი შედარების გარეშე. 30 ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი+ და არ გჭირდება, რომ ვინმემ კითხვა დაგისვას.+ ამიტომაც ვირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოხვედი“.+ 31 იესომ მიუგო: „ახლა გწამთ? 32 მოდის საათი და მოვიდა კიდეც, როცა ყველა თქვენ-თქვენ სახლებში დაიფანტებით+ და მარტო დამტოვებთ. თუმცა მარტო არა ვარ, რადგან მამა ჩემთან არის.+ 33 ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ.+ ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“.+
17 ამის თქმის შემდეგ იესომ თვალები ცისკენ აღაპყრო+ და თქვა: „მამა, მოვიდა საათი, განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ,+ 2 რადგან ძალაუფლება მიეცი მას ყოველ ხორციელზე,+ რათა ყველას, ვინც მას მიეცი,+ მარადიული სიცოცხლე მისცეს.+ 3 მარადიული სიცოცხლის+ მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ,+ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს,+ და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს.+ 4 მე განგადიდე+ დედამიწაზე, დავასრულე საქმე, რომლის გაკეთებაც დამავალე.+ 5 ახლა კი, მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე.+
6 შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან.+ შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ. 7 ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგან არის, 8 რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი.+ მიიღეს ისინი და ჭეშმარიტად შეიცნეს, რომ შენგან გამოვედი,+ და ირწმუნეს, რომ შენ გამომგზავნე.+ 9 მათთვის გთხოვ. ქვეყნიერებისთვის კი არ გთხოვ,+ არამედ მათთვის, ვინც შენ მომეცი, რადგან ისინი შენები არიან; 10 ყველაფერი ჩემი შენია,+ შენი კი — ჩემი, და მე მათ შორის განვდიდდი.
11 მე აღარა ვარ ქვეყნიერებაში, ისინი კი არიან.+ მე შენთან მოვდივარ. წმინდა მამა, დაიცავი ისინი+ შენი სახელის გულისთვის, რომელიც მე მომეცი, რათა ისინიც ჩვენსავით ერთნი იყვნენ.+ 12 როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ+ შენი სახელის გულისთვის, რომელიც მომეცი. დავიფარე ისინი და მათგან არავინ დაღუპულა+ დაღუპვის ძის გარდა,+ რათა შესრულებულიყო წმინდა წერილში დაწერილი.+ 13 ახლა კი შენთან მოვდივარ და ამ ყოველივეს ქვეყნიერებაში ვლაპარაკობ, რათა ისინი ჩემი სიხარულით აივსონ.+ 14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა+ ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.+
15 იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა.+ 16 ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი,+ როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.+ 17 განწმინდე+ ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა+ ჭეშმარიტებაა.+ 18 როგორც შენ გამომგზავნე ქვეყნიერებაში, ისე მე გავგზავნე ისინი ქვეყნიერებაში.+ 19 ჩემს თავს განვწმენდ მათი გულისთვის, რათა ისინიც განიწმინდონ+ ჭეშმარიტებით.
20 მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს,+ 21 რათა ყველანი ერთნი იყვნენ,+ როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში,+ მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან+ და ქვეყნიერებამ ირწმუნოს, რომ შენ გამომგზავნე.+ 22 მე მივეცი მათ დიდება, რომელიც შენ მომეცი, რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი.+ 23 მე მათთან ერთობაში ვარ, შენ კი — ჩემთან, რათა სრულყოფილებას მიაღწიონ ერთობაში+ და ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ შენ გამომგზავნე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. 24 მამა, მსურს, რომ ისინიც ჩემთან იყვნენ,+ ვინც შენ მომეცი, რათა დაინახონ ჩემი დიდება, შენგან მოცემული, რადგან ქვეყნიერების+ შექმნამდე+ შემიყვარე. 25 მართალო+ მამა, ქვეყნიერებას არ შეუცნიხარ,+ მაგრამ მე შეგიცანი და ამათაც შეიცნეს, რომ შენ გამომგზავნე.+ 26 ვამცნე მათ შენი სახელი+ და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“.+
18 ეს რომ თქვა, იესო მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევის+ გაღმა გავიდა, სადაც ბაღი იყო. ისინი ბაღში შევიდნენ.+ 2 მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები იქ ხშირად იკრიბებოდნენ.+ 3 ამიტომ წაიყვანა იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და უფროს მღვდელთა და ფარისეველთა მცველები და მივიდნენ იქ ჩირაღდნებით, ლამპრებითა და იარაღით.+ 4 იესომ იცოდა, რაც მოელოდა.+ ამიტომ წინ გავიდა და ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“ 5 მათ მიუგეს: „იესო ნაზარეთელს“.+ მან უთხრა: „მე ვარ“. მისი გამცემი იუდაც+ მათთან იდგა.
6 როცა უთხრა, მე ვარო, მათ უკან დაიხიეს+ და მიწაზე დაეცნენ. 7 მაშინ ისევ ჰკითხა: „ვის ეძებთ?“ მათ უპასუხეს: „იესო ნაზარეთელს“. 8 იესომ მიუგო: „გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით“, 9 რათა შესრულებულიყო მისი ნათქვამი სიტყვა: „მათგან, ვინც შენ მომეცი, არც ერთი არ დამიკარგავს“.+
10 მაშინ სიმონ-პეტრემ მახვილი ამოიღო, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა.+ მონას მალქე ერქვა. 11 იესომ პეტრეს უთხრა: „ჩააგე მახვილი ქარქაშში!+ განა არ უნდა შევსვა სასმისი,+ რომელიც მამამ მომცა?“
12 მაშინ ჯარისკაცთა რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მცველებმა შეიპყრეს იესო, შებოჭეს 13 და პირველად ანასთან წაიყვანეს, კაიაფას სიმამრთან. კაიაფა იმ წელს მღვდელმთავრად მსახურობდა.+ 14 ეს ის კაიაფაა, რომელმაც იუდეველებს ურჩია, რომ მათთვის უკეთესი იქნებოდა, ერთი ადამიანი მომკვდარიყო ხალხისთვის.+
15 იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ-პეტრე და ერთი სხვა მოწაფე.+ ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში, 16 პეტრე კი გარეთ იდგა, კართან.+ მაშინ ის მოწაფე, რომელიც მღვდელმთავრის ნაცნობი იყო, გარეთ გამოვიდა, კართან მსახურს დაელაპარაკა და პეტრეც შიგნით შეიყვანა. 17 კართან მსახურმა გოგონამ პეტრეს ჰკითხა: „შენც ამ კაცის მოწაფე არა ხარ?“ პეტრემ მიუგო: „არა“.+ 18 იქვე იდგნენ მონები და მცველები. რაკი ციოდა, ნახშირით+ ცეცხლი დაენთოთ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა.
19 უფროსმა მღვდელმა იესოს მისი მოწაფეებისა და სწავლების შესახებ ჰკითხა. 20 იესომ უპასუხა: „მე ცხადად ველაპარაკებოდი ქვეყნიერებას. ყოველთვის სინაგოგასა და ტაძარში ვასწავლიდი,+ სადაც იუდეველები იკრიბებიან. ფარულად არაფერი მილაპარაკია. 21 მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მათ, ვინც ისმენდა, რასაც ველაპარაკებოდი. მათ იციან, რასაც ვამბობდი“. 22 ეს რომ თქვა, ერთმა იქ მდგომმა მცველმა სილა გააწნა+ იესოს და უთხრა: „ასე პასუხობ უფროს მღვდელს?“ 23 იესომ მიუგო: „თუ არასწორად ვთქვი, დაამოწმე, რა არის არასწორი, და თუ სწორად ვთქვი, რატომ მცემ?“ 24 მაშინ ის ანამ შებოჭილი გაუგზავნა მღვდელმთავარ კაიაფას.+
25 სიმონ-პეტრე იდგა და თბებოდა. ჰკითხეს: „შენც მისი მოწაფე არა ხარ?“ მან უარყო: „არა“.+ 26 მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმ კაცის ნათესავმა, ვისაც პეტრემ ყური ჩამოათალა,+ უთხრა: „შენ არ იყავი, ბაღში რომ გნახე მასთან ერთად?“ 27 პეტრემ კვლავ უარყო და მამალმაც იყივლა.+
28 ამის შემდეგ იესო კაიაფასგან მმართველის სასახლეში წაიყვანეს.+ ახალი გათენებული იყო. თვითონ არ შესულან სასახლეში, რომ არ წაბილწულიყვნენ+ და პასექის ჭამა შეძლებოდათ. 29 მაშინ პილატე გარეთ გამოვიდა მათთან და იკითხა: „რაში სდებთ ბრალს ამ კაცს?“+ 30 მათ მიუგეს: „დამნაშავე რომ არ ყოფილიყო, არ გადმოგცემდით“. 31 პილატემ უთხრა მათ: „წაიყვანეთ და თქვენი კანონის მიხედვით გაასამართლეთ“.+ იუდეველებმა მიუგეს: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს“.+ 32 ეს იმიტომ მოხდა, რომ შესრულებულიყო იესოს სიტყვა, რომლითაც მიანიშნა, თუ როგორი სიკვდილით მოკვდებოდა.+
33 პილატე კვლავ სასახლეში შევიდა, იესოს მოუხმო და ჰკითხა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“+ 34 იესომ უპასუხა: „ამას შენით ამბობ თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?“+ 35 პილატემ მიუგო: „განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და უფროსმა მღვდლებმა გადმომცეს შენი თავი.+ რა ჩაიდინე?“ 36 იესომ უპასუხა:+ „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის.+ ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ,+ რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“. 37 მაშინ პილატემ ჰკითხა მას: „ესე იგი, მეფე ხარ?“ იესომ მიუგო: „შენ თვითონ ამბობ, რომ მეფე ვარ.+ მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ+ დამემოწმებინა. ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა,+ ისმენს ჩემს ხმას“.+ 38 პილატემ ჰკითხა: „რა არის ჭეშმარიტება?“
ეს რომ თქვა, კვლავ იუდეველებთან გამოვიდა და უთხრა მათ: „ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს.+ 39 თანაც ჩვეულება გაქვთ, რომ პასექზე ერთი კაცი გაგითავისუფლოთ.+ გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?“ 40 მაშინ ისინი კვლავ აყვირდნენ: „ეგ არა, ბარაბა!“ ბარაბა ყაჩაღი+ იყო.
19 მაშინ პილატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა.+ 2 ჯარისკაცებმა კი ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და ძოწისფერი მოსასხამი მოასხეს.+ 3 მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“ და სილას აწნავდნენ.+ 4 პილატე ისევ გარეთ გამოვიდა და უთხრა მათ: „აჰა, გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს“.+ 5 მაშინ იესო გარეთ გამოვიდა. თავზე ეკლის გვირგვინი ედგა და ძოწისფერი მოსასხამი ჰქონდა მოსხმული. პილატემ უთხრა მათ: „აი კაცი!“ 6 როცა ის უფროსმა მღვდლებმა და მცველებმა დაინახეს, აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი! ბოძზე გააკარი!“+ პილატემ უთხრა მათ: „წაიყვანეთ და თქვენ თვითონ გააკარით, რადგან მე ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს“.+ 7 იუდეველებმა მიუგეს: „ჩვენ გვაქვს კანონი,+ რომლის მიხედვითაც ის სიკვდილს იმსახურებს, რადგან ღვთის ძედ გამოიყვანა თავი“.+
8 ამის მოსმენაზე პილატეს უფრო შეეშინდა, 9 ისევ სასახლეში შევიდა და ჰკითხა იესოს: „საიდანა ხარ?“ მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა.+ 10 მაშინ პილატემ უთხრა მას: „მე არ მცემ ხმას?+ განა არ იცი, რომ შენი გათავისუფლებაც და ბოძზე გაკვრაც ჩემი უფლებამოსილებაა?“ 11 იესომ უპასუხა: „ჩემზე არავითარი უფლებამოსილება არ გექნებოდა, ზემოდან რომ არ გქონდეს ნება მოცემული.+ ამიტომაც მას, ვინც ჩემი თავი შენ გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აქვს“.
12 ამის გამო პილატე ცდილობდა, როგორმე გაეთავისუფლებინა იგი. იუდეველები კი ყვიროდნენ: „შენ თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ყოფილხარ. ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისრის წინააღმდეგ გამოდის“.+ 13 ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ პილატემ გარეთ გაიყვანა იესო და დაჯდა სასამართლო ტახტზე იმ ადგილას, რომელსაც ქვაფენილი ეწოდება, ებრაულად — გაბათა. 14 ამ დროს მიმდინარეობდა მზადება+ პასექისთვის. მეექვსე საათი იქნებოდა. პილატემ იუდეველებს უთხრა: „აი თქვენი მეფე!“ 15 ისინი აყვირდნენ: „მოგვაშორე! მოგვაშორე! ბოძზე გააკარი!“ პილატემ ჰკითხა მათ: „თქვენი მეფე გავაკრა ბოძზე?“ უფროსმა მღვდლებმა უპასუხეს: „ჩვენ არა გვყავს მეფე კეისრის გარდა“.+ 16 მაშინ გადასცა მათ იგი ბოძზე გასაკრავად.+
მათ კი მეთვალყურეები დაუყენეს იესოს. 17 მიჰქონდა თავისი წამების ბოძი*+ და მივიდა+ ეგრეთ წოდებულ თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ეწოდება.+ 18 იქ ის ბოძზე გააკრეს.+ მასთან ერთად ორი სხვაც: ერთი — აქეთ, მეორე — იქით, იესო კი — შუაში.+ 19 პილატემ წარწერაც გააკეთა და წამების ბოძზე დაამაგრა. წარწერა ასეთი იყო: „იესო ნაზარეთელი, იუდეველთა მეფე“.+ 20 ბევრმა იუდეველმა წაიკითხა ეს წარწერა, რადგან ადგილი, სადაც იესო ბოძზე გააკრეს, ქალაქთან ახლოს იყო,+ თანაც დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად. 21 იუდეველთა უფროსი მღვდლები ეუბნებოდნენ პილატეს: «ნუ წერ: „იუდეველთა მეფე“, დაწერე როგორც მან თქვა: „მე ვარ იუდეველთა მეფე“». 22 პილატემ უპასუხა: „რაც დავწერე, დავწერე“.
23 როცა ჯარისკაცებმა იესო ბოძზე გააკრეს, აიღეს მისი მოსასხამი და სამოსელი. მოსასხამი ოთხ ნაწილად გაყვეს, რომ თითოეულ ჯარისკაცს თითო ნაწილი შეხვედროდა. სამოსელს კი ნაკერები არ ჰქონდა, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო.+ 24 ერთმანეთს უთხრეს: „ნუ დავხევთ, კენჭი ვყაროთ და ვისაც შეხვდება, იმისი იყოს“. ეს იმიტომ მოხდა, რომ შესრულებულიყო წმინდა წერილში დაწერილი: „ჩემი მოსასხამი გაინაწილეს და ჩემს სამოსელზე წილი ყარეს“.+ ჯარისკაცები მართლა ასე მოიქცნენ.
25 იესოს წამების ბოძთან იდგნენ დედამისი,+ დეიდამისი, კლოპას ცოლი მარიამი+ და მაგდალელი მარიამი.+ 26 როცა იესომ დაინახა იქ მდგომი დედამისი და თავისი საყვარელი მოწაფე,+ დედას უთხრა: „აი შენი ვაჟი!“ 27 მერე მოწაფეს უთხრა: „აი დედაშენი!“ მაშინ მოწაფემ ის თავისთან წაიყვანა.
28 ამის შემდეგ, რადგან იცოდა იესომ, რომ უკვე ყველაფერი შესრულდა, წმინდა წერილში დაწერილის შესასრულებლად თქვა: „წყალი!“+ 29 იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპის ღეროს წამოაცვეს და იესოს პირთან მიუტანეს.+ 30 როცა ძმარი იგემა, იესომ თქვა: „შესრულდა!“+ თავი დახარა და სული განუტევა.+
31 სამზადისის+ დღე იყო და გვამები წამების ბოძებზე რომ არ დარჩენილიყო+ შაბათს (რადგან ის დიდი შაბათი იყო),+ იუდეველებმა პილატეს სთხოვეს, რომ წვივები გადაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 32 მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და იესოსთან ერთად ბოძებზე გაკრულებს, ერთსაც და მეორესაც, წვივები გადაუმტვრიეს. 33 როცა იესოსთან მივიდნენ და დაინახეს, რომ უკვე მკვდარი იყო, წვივები აღარ გადაუმტვრევიათ მისთვის, 34 მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი გაუყარა ფერდში+ და მაშინვე სისხლი და წყალი წამოუვიდა. 35 ეს თვითმხილველმა დაამოწმა და მისი დამოწმება ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენც ირწმუნოთ.+ 36 ეს ყოველივე მოხდა, რათა შესრულებულიყო წმინდა წერილში დაწერილი: „მისი ძვალი არ გადატყდება“.+ 37 წმინდა წერილში აგრეთვე ნათქვამია: „შეხედავენ მას, ვინც განგმირეს“.+
38 ამის შემდეგ იოსებ არიმათეელმა, რომელიც იესოს მოწაფე იყო — ოღონდ ფარულად, რადგან იუდეველებისა ეშინოდა+ — პილატეს იესოს ცხედრის ჩამოხსნის ნებართვა სთხოვა.+ პილატემ ნება დართო. ისიც მივიდა და ჩამოხსნა ცხედარი.+ 39 მივიდა ნიკოდემეც, რომელმაც პირველად ღამით მიაკითხა მას, და მიიტანა შეხვეული სმირნა და ალოე, დაახლოებით ოცდაათი კილო.+ 40 იესოს ცხედარი გაახვიეს და სახვევებში სურნელოვანი მცენარეები ჩაატანეს+ დასაკრძალავად მომზადების ჩვეულების თანახმად, რომელიც იუდეველებს აქვთ. 41 იმ ადგილას, სადაც ის ბოძზე გააკრეს, ბაღი იყო, ბაღში კი — ახალი სამარხი,+ რომელშიც მანამდე არავინ დაესვენებინათ. 42 იუდეველებს სამზადისი+ ჰქონდათ და რადგან სამარხი ახლოს იყო, იესო იქ დაასვენეს.
20 კვირის პირველ დღეს,+ დილით ადრე მაგდალელი მარიამი სამარხთან მივიდა და დაინახა, რომ სამარხისთვის ლოდი მოეცილებინათ.+ 2 გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და სხვა მოწაფესთან,+ რომელიც იესოს უყვარდა, და უთხრა მათ: „უფალი წაუღიათ სამარხიდან+ და არ ვიცით, სად დაასვენეს“.
3 მაშინ პეტრე+ და ის მოწაფე გარეთ გამოვიდნენ და სამარხისკენ გაემართნენ. 4 ორივე ერთად გაიქცა, მაგრამ მეორე მოწაფემ პეტრეს გაუსწრო და სამარხთან პირველი მივიდა. 5 დაიხარა და დაინახა დაყრილი სახვევები,+ მაგრამ შიგნით არ შესულა. 6 სიმონ-პეტრეც ფეხდაფეხ მიჰყვა, შევიდა სამარხში და დაინახა დაყრილი სახვევები+ 7 და ნაჭერი, რომელიც იესოს თავზე ეფარა. ის სახვევებთან კი არ ეგდო, არამედ ცალკე, ერთ ადგილას იდო დახვეული. 8 იმ დროს შიგნით შევიდა ის მოწაფეც, რომელიც პირველი მივიდა სამარხთან, დაინახა და ირწმუნა. 9 ისინი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ წმინდა წერილში დაწერილს, რომ ის მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.+ 10 მოწაფეები თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.
11 მარიამი კი სამარხთან იდგა და ტიროდა. ამ დროს დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა, 12 და იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა, დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი:+ ერთი თავთით იჯდა, მეორე — ფერხთით. 13 ჰკითხეს მას: „რატომ ტირი?“ მან მიუგო: „ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს“. 14 ეს რომ თქვა, უკან მიბრუნდა და დაინახა იქვე მდგომი იესო, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ იესო იყო.+ 15 იესომ ჰკითხა მას: „რატომ ტირი? ვის ეძებ?“+ მას მებაღე ეგონა და უთხრა: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე და მე წამოვიღებ“. 16 იესომ უთხრა: „მარიამ!“+ ის კი მოტრიალდა და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“+ (რაც ნიშნავს „მოძღვარო!“). 17 იესომ უთხრა: „გამიშვი ხელი, ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან+ და უთხარი, რომ მე ავდივარ მამაჩემთან+ და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან+ და თქვენს ღმერთთან“.+ 18 მივიდა მაგდალელი მარიამი და მოწაფეებს ახალი ამბავი აუწყა, უფალი ვიხილეო, და ისიც, რაც მან უთხრა.+
19 იმავე დღეს, კვირის პირველ დღეს,+ როცა უკვე გვიანი იყო და მოწაფეები იუდეველთა შიშით+ კარჩაკეტილში იყვნენ, იესო მივიდა,+ მათ შორის დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა“.+ 20 ეს რომ თქვა, მათ ხელები და ფერდი აჩვენა.+ მოწაფეებმა გაიხარეს+ უფლის ნახვით. 21 მაშინ იესომ კვლავ უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა. როგორც მამამ გამომგზავნა,+ ისე მე გგზავნით თქვენ“.+ 22 ეს რომ თქვა, შეუბერა მათ და უთხრა: „მიიღეთ წმინდა სული.+ 23 ვისაც აპატიებთ ცოდვებს,+ ეპატიება, ვისაც დაუტოვებთ, დარჩება“.+
24 ტყუპისცალად წოდებული თომა,+ ერთი თორმეტთაგანი, არ იყო მათთან, როცა იესო მივიდა. 25 მას სხვა მოწაფეებმა უთხრეს: „უფალი ვნახეთ!“ მან მიუგო: „თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვნახავ და შიგ თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში+ კი — ხელს, არ ვირწმუნებ“.+
26 რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ სახლში იყვნენ, თომაც მათთან იყო. თუმცა კარები ჩაკეტილი ჰქონდათ, იესო შევიდა, მათ შორის დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა“.+ 27 შემდეგ თომას უთხრა: „დამადე თითი და ნახე ჩემი ხელები. მოდი, ჩამიყავი ხელი+ ფერდში. ურწმუნო ნუღარ იქნები, ირწმუნე“. 28 თომამ მიუგო: „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო!“+ 29 იესომ უთხრა: „იმიტომ ირწმუნე, რომ მიხილე? ბედნიერნი არიან, რომლებიც ვერ ხედავენ, მაგრამ სწამთ“.+
30 იესომ მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოახდინა, რომლებიც ამ გრაგნილზე არ დაწერილა.+ 31 მაგრამ ესენი დაიწერა,+ რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე, და რწმენით+ გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელის მეშვეობით.
21 ამის შემდეგ იესო კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს ტიბერიადის ზღვასთან. აი, ასე გამოეცხადა მათ: 2 სიმონ-პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა,+ ნათანაელი+ გალილეის კანიდან, ზებედეს ვაჟები+ და ორი სხვა მოწაფე ერთად იყვნენ. 3 სიმონ-პეტრემ უთხრა მათ: „წავედი სათევზაოდ“. მათ მიუგეს: „ჩვენც მოვდივართ“. გავიდნენ და ჩასხდნენ ნავში, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.+
4 გამთენიისას იესო ნაპირზე იდგა, მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ ის იესო იყო.+ 5 მაშინ იესომ ჰკითხა მათ: „შვილებო, საჭმელი არაფერი გაქვთ?“ მათ უპასუხეს: „არა!“ 6 უთხრა მათ: „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით“.+ მათაც ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო.+ 7 მაშინ მოწაფემ, რომელიც იესოს უყვარდა,+ პეტრეს უთხრა:+ „ეს უფალია!“ სიმონ-პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, ჩაიცვა და ზღვაში გადაეშვა, რადგან შიშველი იყო. 8 სხვა მოწაფეები კი პატარა ნავით მოვიდნენ, რადგან ნაპირიდან არც ისე შორს, დაახლოებით ასი მეტრის მანძილზე იყვნენ, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე.
9 როცა ნაპირზე გამოვიდნენ, დაინახეს პური და გაღვივებული ნაკვერჩხლები,+ რომლებზეც თევზი ეწყო. 10 იესომ უთხრა მათ: „ახალი დაჭერილი თევზი მოიტანეთ“. 11 სიმონ-პეტრე ნავში ჩაჯდა და ნაპირზე გამოათრია ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით სავსე ბადე. თუმცა ამდენი თევზი იყო, ბადე არ გახეულა. 12 იესომ უთხრა მოწაფეებს: „მოდით, ისაუზმეთ“.+ ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა ეკითხა, ვინა ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13 მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ,+ ასევე თევზი. 14 ეს უკვე მესამედ+ გამოეცხადა იესო მოწაფეებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.
15 საუზმის შემდეგ იესომ სიმონ-პეტრეს ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ*?“+ მან მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ*“.+ უთხრა მას: „აძოვე ჩემი ბატკნები“.+ 16 მეორედაც ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ*?“+ მან მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ*“. უთხრა მას: „დამწყემსე ჩემი ბატკნები“.+ 17 მესამედაც ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ*?“ პეტრე დამწუხრდა, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო, და უთხრა მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი.+ იცი, რომ მიყვარხარ*“. იესომ უთხრა: „აძოვე ჩემი ბატკნები.+ 18 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: როცა ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და სადაც გინდოდა, იქ მიდიოდი, მაგრამ როცა დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს+ და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა“.+ 19 ეს იმის მისანიშნებლად თქვა, თუ როგორი სიკვდილით+ განადიდებდა ღმერთს.+ შემდეგ უთხრა მას: „მომყევი“.+
20 პეტრე მიბრუნდა და დაინახა, რომ მათ მიჰყვებოდა მოწაფე, რომელიც იესოს უყვარდა+ — ის, ვახშამზე იესოს მკერდზე რომ მიეყრდნო და ჰკითხა: „უფალო, ვინ გაგცემს?“ 21 მის დანახვაზე პეტრემ იესოს ჰკითხა: „უფალო, რას გააკეთებს ეს კაცი?“ 22 იესომ უთხრა მას: „თუ ჩემი ნებაა, რომ ჩემ მოსვლამდე დარჩეს,+ შენ რა? შენ მე მომყევი“. 23 და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა, თუმცა იესოს არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ თქვა, თუ ჩემი ნებაა, ჩემ მოსვლამდე დარჩეს,+ შენ რაო?
24 ეს ის მოწაფეა,+ რომელიც მოწმობს ამის შესახებ და რომელმაც დაწერა ეს, და ვიცით, რომ მისი დამოწმება ჭეშმარიტია.+
25 სხვაც ბევრი რამ გააკეთა იესომ. ყველაფერი დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, ქვეყნიერებაც ვერ დაიტევდა დაწერილ გრაგნილებს.+
ღვთის მსგავსება, ღვთაებრივი. იხილეთ დანართი 4ა.
იხილეთ დანართი 4ა.
დაახლოებით დღის 4 საათი, მეათე საათი მზის ამოსვლიდან.
როგორც ჩანს, ბათი, რაც უდრიდა 22 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.
ბერძნულად აგაპე.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
დაახლოებით დღის 1 საათი, მეშვიდე საათი მზის ამოსვლიდან.
სვეტებიანი დერეფანი.
ბერძნულად ფილია.
სიტყვასიტყვით — სამახსოვრო სამარხებში.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
სვეტებიანი დერეფანი.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ებრაელების უზენაესი სასამართლო.
ანუ ტაძარს.
დაახლოებით 327 გრამი.
სურნელოვანი ზეთი. როგორც ჩანს, ამზადებდნენ ერთ-ერთი მცენარისგან, რომელიც ჰიმალაის მთებში იზრდებოდა.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ბერძნულად აგაპე.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად ფილია.
იხილეთ დანართი 3გ.
ბერძნულად აგაპე.
ბერძნულად ფილია.
ბერძნულად აგაპე.
ბერძნულად ფილია.
ბერძნულად ფილია.
ბერძნულად ფილია.