საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 გალატელები 1:1-6:18
  • გალატელები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გალატელები
  • ბიბლია
ბიბლია
გალატელები

გალატელების მიმართ

1 პავლე+ — მოციქული+ არც ადამიანთაგან და არც ადამიანის მიერ დანიშნული, არამედ იესო ქრისტესა+ და ღვთის, მამის+ მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი+ — 2 და ჩემთან ერთად ყველა ძმა+ გალატიის კრებებს:+

3 წყალობა და მშვიდობა+ თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან. 4 მან თავი გასწირა ჩვენი ცოდვებისთვის,+ რათა დავეხსენით ახლანდელი ბოროტი ქვეყნიერებისგან*,+ როგორც ინება+ ჩვენმა ღმერთმა და მამამ. 5 დიდება მას სამარადისოდ.+ ამინ.

6 მაოცებს, ასე სწრაფად რომ შორდებით მას,+ ვინც ქრისტეს მიერ გამოვლენილი წყალობით+ მოგიწოდათ, და გადადიხართ სხვა სასიხარულო ცნობაზე,+ 7 თუმცა ის სხვა არ არის, ოღონდ არიან ზოგიერთები, რომლებსაც არეულობა შემოაქვთ+ თქვენში და ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის დამახინჯება უნდათ,+ 8 მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ზეციერმა ანგელოზმა გაუწყოთ სასიხარულო ცნობა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გაუწყეთ, დაწყევლილი იყოს.+ 9 ვთქვით და კვლავაც ვამბობ: ვინც გაუწყებთ სასიხარულო ცნობას, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც მიიღეთ,+ დაწყევლილი იყოს.

10 ადამიანების დარწმუნებას ვცდილობ ახლა თუ ღვთისას? თუ იმას ვცდილობ, ადამიანებს ვასიამოვნო?+ ისევ ადამიანებს რომ ვასიამოვნებდე,+ ქრისტეს მონა არ ვიქნებოდი.+ 11 გაუწყებთ, ძმებო, რომ სასიხარულო ცნობა, რომელსაც მე ვახარებდი, ადამიანური არ არის,+ 12 რადგან ადამიანისგან კი არ მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტემ გამომიცხადა.+

13 თქვენ, რა თქმა უნდა, გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ადრე იუდეველობაში+ — სასტიკად ვდევნიდი+ და ვარბევდი ღვთის კრებას,+ 14 ჩემს ტომში ბევრ ჩემს თანატოლზე მეტად მივიწევდი წინ იუდეველობაში,+ რადგან მამების ადათ-წესების+ უფრო დიდი მოშურნე+ ვიყავი. 15 მაგრამ, როდესაც ღმერთმა, რომელმაც ქვეყნიერებაზე მომავლინა და თავისი წყალობით+ მომიწოდა,+ მოისურვა, 16 ჩემი მეშვეობით გამოეცხადებინა თავისი ძე,+ რათა მის შესახებ სასიხარულო ცნობა უცხოტომელებისთვის მეუწყებინა,+ მაშინვე არ მოვთათბირებივარ ხორცსა და სისხლს,+ 17 არც იერუსალიმში ავსულვარ მათთან, რომლებიც უკვე ჩემამდე იყვნენ მოციქულები,+ არამედ არაბეთში წავედი და კვლავ დამასკოში+ დავბრუნდი.

18 სამი წლის შემდეგ ავედი იერუსალიმში+ კეფას+ სანახავად და თხუთმეტი დღე დავრჩი მასთან. 19 მოციქულთაგან მარტო უფლის ძმა+ იაკობი+ ვნახე. 20 რასაც გწერთ, ღვთის წინაშე ვამბობ, არ ვცრუობ.+

21 ამის შემდეგ სირიისა და კილიკიის მხარეებში წავედი,+ 22 მაგრამ იუდეის კრებები, რომლებიც ქრისტესთან ერთობაში იყვნენ, პირადად არ მიცნობდნენ;+ 23 მათ მხოლოდ ეს ესმოდათ: „კაცი, რომელიც წინათ გვდევნიდა,+ ახლა სასიხარულო ცნობას აუწყებს იმ რწმენის შესახებ, რომლის აღმოფხვრასაც წინათ ცდილობდა“.+ 24 და ადიდებდნენ+ ღმერთს ჩემ გამო.

2 თოთხმეტი წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმში+ ბარნაბასთან+ ერთად და ტიტეც თან წავიყვანე. 2 იქ იმიტომ ავედი, რომ გამოცხადება+ მივიღე. მოვახსენე+ მათ ის სასიხარულო ცნობა, რომელსაც უცხოტომელებში ვქადაგებ, მაგრამ გამოჩენილ კაცებს ცალკე მოვახსენე, რომ ისე არ გამოსულიყო, თითქოს ტყუილად დავრბოდი+ ან მირბენია.+ 3 ჩემთან მყოფი ტიტეც+ კი, თუმცა ბერძენი იყო, არ აიძულეს, რომ წინადაეცვითა,+ 4 ხოლო ცრუძმებს+ (ისინი მალულად შემოიპარნენ,+ რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისთვის,+ რომელიც ქრისტე იესოში გვაქვს, რათა დავემონებინეთ)+ 5 არ დავუთმეთ და ცოტა ხნითაც კი არ დავემორჩილეთ,+ რათა სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება+ თქვენთან დარჩენილიყო.

6 რაც შეეხება მათ, ვინც რამედ+ ჩანდნენ — ჩემთვის სულ ერთია, როგორები იყვნენ ადრე,+ რადგან ღმერთი ადამიანს გარეგნობის მიხედვით+ არ განსჯის — ჩემთვის ამ გამოჩენილ კაცებს ახალი არაფერი გადმოუციათ. 7 ამის ნაცვლად, როცა დაინახეს, რომ მონდობილი მქონდა+ სასიხარულო ცნობა წინადაუცვეთელებისთვის,+ როგორც პეტრეს წინადაცვეთილებისთვის,+ 8 რადგან მან, ვინც პეტრეს მისცა საჭირო ძალა წინადაცვეთილებთან მოციქულობისთვის, მეც მომცა ძალა+ უცხოტომელებთან მოციქულობისთვის, 9 და იმის შეტყობისას, რომ ჩემდამი წყალობა+ იყო გამოვლენილი,+ იაკობმა,+ კეფამ და იოანემ, რომლებიც ბურჯებად+ ითვლებოდნენ, მე და ბარნაბას+ თანამშრომლობის ნიშნად მარჯვენა გამოგვიწოდეს,+ რათა ჩვენ უცხოტომელებთან წავსულიყავით, ისინი კი — წინადაცვეთილებთან. 10 ოღონდ უნდა გვახსოვდეს ღარიბები.+ ამას მეც გულმოდგინედ ვცდილობ დღემდე.+

11 მაგრამ როცა კეფა+ ანტიოქიაში+ მოვიდა, მე მას პირისპირ შევეწინააღმდეგე, რადგან გასაკიცხი+ იყო. 12 სანამ იაკობისგან+ მოვიდოდნენ ზოგიერთები, ის უცხოტომელებთან ერთად ჭამდა.+ მათი მოსვლის შემდეგ კი დაიწყო მათგან ჩამოშორება და განცალკევება წინადაცვეთილთა+ შიშით.+ 13 ამ თვალთმაქცობაში+ მას დანარჩენი იუდეველებიც შეუერთდნენ და ბარნაბაც+ კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ. 14 როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებოდნენ სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტებას,+ ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას:+ „თუ შენ, იუდეველი, უცხოტომელივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, როგორღა აძალებ უცხოტომელებს, იუდეველებივით იცხოვრონ?“+

15 ჩვენ, ვინც იუდეველებად დავიბადეთ+ და არა ცოდვილ+ უცხოტომელებად — 16 რადგან ვიცით, რომ ადამიანი კანონით დადგენილი საქმეებით კი არ არის აღიარებული მართლად,+ არამედ მხოლოდ ქრისტე იესოსადმი რწმენით+ — ვირწმუნეთ ქრისტე იესო, რათა ქრისტესადმი რწმენით ვიყოთ აღიარებულნი მართლებად+ და არა კანონით დადგენილი საქმეებით, ვინაიდან კანონით დადგენილი საქმეებით ვერც ერთი ხორციელი ვერ იქნება აღიარებული მართლად.+ 17 მაგრამ, თუ ჩვენ ქრისტეს მეშვეობით+ ვცდილობთ, ვიყოთ აღიარებულნი მართლებად და ცოდვილები აღმოვჩნდით,+ ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურია?+ არავითარ შემთხვევაში! 18 თუ კვლავ იმას ვაშენებ, რაც ერთხელ დავანგრიე,+ დამნაშავე გამოვდივარ.+ 19 მე კი კანონით მოვკვდი კანონისთვის,+ რათა ღვთისთვის გავცოცხლებულიყავი.+ 20 მე ქრისტესთან ერთად ვარ ბოძზე გაკრული+ და მე კი აღარ ვცოცხლობ,+ არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში.+ ახლა ხორციელად რომ ვცოცხლობ,+ ღვთის ძისადმი რწმენით ვცოცხლობ, რომელმაც შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის.+ 21 არ უკუვაგდებ ღვთის წყალობას,+ რადგან თუ სიმართლე კანონის მეშვეობით არის,+ მაშინ ქრისტე ტყუილუბრალოდ მომკვდარა.+

3 ოჰ, უგუნურო გალატელებო, ვინ მოახდინა ცუდი ზეგავლენა+ თქვენზე, რომელთათვისაც ნათლად იყო აღწერილი ბოძზე გაკრული იესო ქრისტე?+ 2 მხოლოდ ეს მინდა გავიგო თქვენგან: კანონით დადგენილი საქმეების+ წყალობით მიიღეთ სული+ თუ რწმენით მოსმენის+ წყალობით? 3 ნუთუ ასეთი უგუნურები ხართ? სულით დაიწყეთ+ და ხორცით ამთავრებთ?+ 4 ტყუილუბრალოდ გამოიარეთ ამდენი ტანჯვა?+ იქნებ მართლაც ტყუილუბრალოდ გამოიარეთ. 5 ის, ვინც სულს გაძლევთ+ და სასწაულებს ახდენს+ თქვენ შორის, კანონით დადგენილი საქმეების წყალობით აკეთებს ამას თუ რწმენით მოსმენის წყალობით? 6 ისევე, როგორც აბრაამმა „ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“.+

7 თქვენ, რასაკვირველია, იცით, რომ ყველა, ვინც რწმენას+ არის ჩაჭიდებული, აბრაამის ძეა.+ 8 წმინდა წერილმა, როცა განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენის საფუძველზე მართლებად აღიარებდა უცხოტომელებს, წინასწარ ახარა აბრაამს: „შენით იკურთხება ყველა ერი“.+ 9 მაშასადამე, ვინც რწმენას არის ჩაჭიდებული, კურთხეულია+ ერთგული აბრაამის მსგავსად.+

10 ყველა, ვინც კანონით დადგენილ საქმეებზეა დანდობილი, წყევლის ქვეშ არის, ვინაიდან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი, ვინც არ ასრულებს ყველაფერს, რაც კანონის გრაგნილშია ჩაწერილი შესასრულებლად“.+ 11 გარდა ამისა, ცხადია, რომ კანონით არავინ არის აღიარებული მართლად+ ღვთის წინაშე, რადგან „მართალი რწმენით იცოცხლებს“.+ 12 კანონს კი რწმენასთან არა აქვს კავშირი, არამედ „ის, ვინც იცავს მათ, იცოცხლებს“.+ 13 ქრისტემ გამოსასყიდით+ გაგვათავისუფლა+ კანონის წყევლისგან — თვითონ გახდა დაწყევლილი+ ჩვენ ნაცვლად, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი ძელზე დაკიდებული“.+ 14 მიზანი ის იყო, რომ აბრაამის კურთხევა ხალხებს იესო ქრისტეს მეშვეობით მიეღოთ,+ რათა ჩვენ დაპირებული სული+ ჩვენი რწმენით+ მიგვეღო.

15 ძმებო, ცხოვრებისეულ მაგალითს მოგიყვანთ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ შეთანხმებასაც კი არავინ უგულებელყოფს და არავინ არაფერს ამატებს.+ 16 დაპირებები აბრაამსა+ და მის შთამომავალს*+ მიეცა. არ თქმულა: „შთამომავლებს“, როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე+ — „შენს შთამომავალს“,+ რომელიც არის ქრისტე.+ 17 ამასაც ვიტყვი: რაც შეეხება ღვთის მიერ ადრე დამტკიცებულ შეთანხმებას,+ ოთხას ოცდაათი წლის+ შემდეგ დადგენილი კანონი ვერ უკარგავს მას ძალას, რომ დანაპირები გააუქმოს.+ 18 თუკი კანონით არის მემკვიდრეობა, აღარ ყოფილა დანაპირებით,+ თუმცა ღმერთმა დანაპირების მეშვეობით უბოძა ის აბრაამს.+

19 მაშ, რიღასთვის არის კანონი? ის იმისთვის იქნა დამატებული, რომ ცხადი გაეხადა დარღვევები,+ სანამ მოვიდოდა შთამომავალი,+ რომელსაც მიეცა დაპირება. ის ანგელოზების მეშვეობით,+ შუამავლის ხელით იქნა გადმოცემული.+ 20 ერთის შუამავალი არ არსებობს, ღმერთი კი მხოლოდ ერთია.+ 21 მაშ, კანონი ღვთის დაპირებებს ეწინააღმდეგება?+ არავითარ შემთხვევაში! კანონს სიცოცხლის მონიჭება რომ შესძლებოდა,+ სიმართლე მართლა კანონის მეშვეობით იქნებოდა.+ 22 წმინდა წერილმა+ კი ყოველივე ცოდვის ქვეშ მოამწყვდია,+ რათა იესო ქრისტესადმი რწმენიდან გამომდინარე დანაპირები მისცემოდა მათ, ვინც ირწმუნებდა.+

23 რწმენის მოსვლამდე+ კანონის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით+ მომწყვდეული და ველოდით რწმენას, რომელიც უნდა გამჟღავნებულიყო.+ 24 მაშასადამე, კანონი გახდა ქრისტემდე მიმყვანი+ ჩვენი აღმზრდელი, რათა რწმენით ვყოფილიყავით აღიარებული მართლებად.+ 25 ახლა კი, როცა რწმენა უკვე მოვიდა,+ აღარა ვართ აღმზრდელზე დამოკიდებულნი.+

26 თქვენ ყველა ღვთის ძეები+ ხართ ქრისტე იესოსადმი რწმენის მეშვეობით, 27 რადგან ყველა, ვინც ქრისტეში მოინათლეთ,+ ქრისტეთი ხართ შემოსილი.+ 28 არ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი,+ არც მონა და არც თავისუფალი,+ არც კაცი და არც ქალი,+ რადგან თქვენ ყველა ერთნი ხართ ქრისტე იესოსთან ერთობაში.+ 29 და თუ ქრისტესნი ხართ, ნამდვილად აბრაამის შთამომავლები+ ხართ და, დანაპირების თანახმად, მემკვიდრეები.+

4 ვამბობ, რომ მემკვიდრე, სანამ ბავშვია, არაფრით განსხვავდება მონისგან,+ თუმცა ყველაფრის ბატონ-პატრონია. 2 ის მამამისის მიერ დანიშნულ დრომდე მეურვეებისა და მმართველების მეთვალყურეობის+ ქვეშ იმყოფება. 3 ასევე ჩვენც, სანამ ბავშვები ვიყავით, ქვეყნიერების პრინციპების+ მონები ვიყავით, 4 მაგრამ როცა დრო გასრულდა,+ ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე,+ რომელიც ქალისგან იშვა+ და კანონს დაქვემდებარებული აღმოჩნდა,+ 5 რათა გამოსასყიდით გაეთავისუფლებინა+ კანონს დაქვემდებარებულნი,+ ჩვენ კი შვილება მიგვეღო.+

6 და რაკი ძეები ხართ, ღმერთმა ჩვენს გულებში მოავლინა თავისი ძის სული,+ რომელიც იძახის: „აბბა*, მამა!“+ 7 ასე რომ, უკვე მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე, და თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მეშვეობით.+

8 მიუხედავად ამისა, როცა ღმერთს არ იცნობდით,+ მათი მონები იყავით, ვინც ბუნებით ღმერთები არ არიან,+ 9 მაგრამ ახლა, როცა შეიცანით ღმერთი, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა გცნოთ,+ როგორღა უბრუნდებით სუსტ+ და უბადრუკ პრინციპებს+ და გსურთ, ხელახლა დაემონოთ მათ?+ 10 ზედმიწევნით იცავთ დღეებს,+ თვეებს,+ დროებსა და წლებს. 11 ვშიშობ, ტყუილუბრალოდ ხომ არ ვშრომობდი+ თქვენთვის.

12 ძმებო, გევედრებით, გახდით ისეთები, როგორიც მე ვარ,+ რადგან მეც ვიყავი ისეთი, როგორებიც თქვენა ხართ.+ ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ ჩემთვის.+ 13 თქვენ იცით, რომ პირველად სასიხარულო ცნობა ჩემი ხორცის ავადმყოფობით გაუწყეთ,+ 14 და რაც ჩემს ხორცში თქვენთვის განსაცდელი იყო, არ შეგიძულებიათ და არც ზიზღით შეგიფურთხებიათ მისთვის, არამედ მიმიღეთ როგორც ღვთის ანგელოზი,+ როგორც ქრისტე იესო.+ 15 მაშ, სად არის ის ბედნიერება, თქვენ რომ გქონდათ?+ გიმოწმებთ: შესაძლებელი რომ ყოფილიყო, თვალებს დაითხრიდით და მე მომცემდით.+ 16 ნუთუ თქვენი მტერი გავხდი,+ ჭეშმარიტებას რომ გეუბნებით?+ 17 ისინი თქვენკენ ისწრაფვიან,+ მაგრამ არა კარგი ზრახვებით, რადგან თქვენი ჩემგან დაშორება სურთ, რათა თქვენ ისწრაფოთ მათკენ.+ 18 კარგია, ყოველთვის სასიკეთოდ ისწრაფოდნენ თქვენკენ,+ არა მხოლოდ მაშინ, როცა თქვენთან ვარ,+ 19 ჩემო შვილებო;+ თქვენ გამო კვლავ მშობიარობის ტკივილებს განვიცდი, სანამ თქვენში ქრისტე არ ჩამოყალიბდება.+ 20 მსურს, თქვენთან ვიყო ახლა+ და სხვაგვარად გელაპარაკოთ, რადგან საგონებელში ვარ ჩავარდნილი+ თქვენ გამო.

21 მითხარით, ვისაც გსურთ კანონს ექვემდებარებოდეთ,+ განა არ უსმენთ კანონს?+ 22 მაგალითად, დაწერილია, რომ აბრაამს ორი ვაჟი შეეძინა: ერთი მოახლისგან,+ მეორე კი თავისუფალი ქალისგან.+ 23 ის, ვინც მოახლისგან იყო, ხორციელად იშვა,+ ხოლო ვინც თავისუფალი ქალისგან — დანაპირების მიხედვით.+ 24 ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს,+ რადგან ეს ქალები ორ შეთანხმებას ნიშნავს,+ ერთი სინას მთაზე+ დადებულს, რომელიც მონობისთვის აჩენს ბავშვებს და მას აგარი ჰქვია. 25 აგარი არაბეთში მდებარე სინას მთას+ ნიშნავს და დღევანდელ იერუსალიმს შეესაბამება, რადგან მონობაშია+ თავის შვილებთან ერთად. 26 ზედა იერუსალიმი+ კი თავისუფალია, ის დედაჩვენია.+

27 დაწერილია: „გიხაროდეს, უშვილო ქალო, რომელსაც არ გიშობია. სიხარულით აღივსე და აყიჟინდი შენ, ვისაც მშობიარობის ტკივილები არ განგიცდია, რადგან მიტოვებულს ქმრიანზე მეტი შვილები ჰყავს“.+ 28 ჩვენ კი, ძმებო, იმავე დანაპირების შვილები ვართ, რომლისაც ისაკი იყო,+ 29 მაგრამ, როგორც მაშინ დევნიდა+ ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც.+ 30 რას ამბობს წმინდა წერილი? „გააძევე მოახლე და მისი ვაჟი, რადგან მოახლის ვაჟი ვერ იქნება მემკვიდრე თავისუფალი ქალის ვაჟთან ერთად“.+ 31 ამიტომ, ძმებო, ჩვენ მოახლისა კი არა,+ თავისუფალი ქალის შვილები ვართ.+

5 ქრისტემ ასეთი თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა.+ ამიტომ მყარად იდექით+ და ნუღარ მოექცევით მონობის უღელქვეშ.+

2 მე, პავლე, გეუბნებით, რომ თუ წინადაიცვეთთ,+ არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან. 3 გარდა ამისა, კვლავ ვმოწმობ ყოველი მამაკაცისთვის, რომელიც წინადაიცვეთს, რომ ის ვალდებულია მთელი კანონი შეასრულოს.+ 4 თქვენ, ვინც კი ცდილობთ, კანონით იყოთ მართლებად აღიარებულნი,+ ჩამოშორებულნი ხართ ქრისტეს და მოწყვეტილნი ხართ მის წყალობას.+ 5 ჩვენ კი სულით ველით ნანატრ სიმართლეს, რაც რწმენით მიიღწევა,+ 6 რადგან ქრისტე იესოში არც წინადაცვეთას აქვს მნიშვნელობა და არც წინადაუცვეთელობას,+ არამედ რწმენას,+ რომელიც სიყვარულით ვლინდება.+

7 კარგად მირბოდით.+ ვინ შეგიშალათ ხელი, რომ კვლავაც დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას?+ 8 ამგვარი დარწმუნება იმისგან არ არის, ვინც მოგიწოდათ.+ 9 მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს.+ 10 დარწმუნებული ვარ,+ რომ თქვენ, ვინც უფალთან ერთობაში+ ხართ, სხვაგვარად არ იფიქრებთ, ხოლო თქვენში არეულობის შემომტანი,+ ვინც უნდა იყოს, დაისჯება.+ 11 რაც შემეხება მე, ძმებო, თუ კვლავინდებურად წინადაცვეთას ვქადაგებ, რატომღა მდევნიან? მაშ, ნამდვილად გაუქმებულა+ წამების ბოძით*+ გამოწვეული დაბრკოლება.+ 12 თქვენში არეულობის შემომტანებს+ კი თუ გინდ თავი დაუსაჭურისებიათ.+

13 თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი,+ ძმებო; ოღონდ ამ თავისუფლებას ხორცის საამებლად კი ნუ გამოიყენებთ,+ არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც მონებმა,+ 14 რადგან მთელი კანონი ერთ მცნებაში გამოიხატება:+ „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“,+ 15 მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს,+ ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ ამოწყვიტოთ.+

16 მე გეუბნებით: იარეთ სულით+ და არ შეასრულებთ ხორცის სურვილებს,+ 17 რადგან ხორცს სულის საწინააღმდეგო+ სურს, სულს კი — ხორცის საწინააღმდეგო. ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, და ვერ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გინდათ.+ 18 ამასთანავე, თუ სული მიგიძღვით,+ კანონს არ ექვემდებარებით.+

19 ხორცის საქმეები აშკარაა.+ ეს არის: სიძვა,+ უწმინდურება, თავაშვებულობა,+ 20 კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი,+ მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი, განხეთქილება, სექტანტობა, 21 შური, გადამეტებული სმა,+ ღრეობა და მსგავსი საქმეები. გაფრთხილებთ, როგორც ადრეც გაგაფრთხილეთ, რომ ასე მოქმედნი+ ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ.+

22 ხოლო სულის ნაყოფია:+ სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი,+ რწმენა, 23 რბილი ხასიათი, თავშეკავება.+ არანაირი კანონი არ არსებობს ამათ წინააღმდეგ.+ 24 მათ, ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ბოძზე გააკრეს თავიანთი ხორცი მის ვნებებთან და სურვილებთან ერთად.+

25 თუ სულით ვცოცხლობთ, შესაბამისად სულითვე ვიაროთ.+ 26 ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნუ შევეჯიბრებით+ და შურის თვალით ნუ შევხედავთ ერთმანეთს.+

6 ძმებო, თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს+ გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად+ გამოცდილები ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ+ და გამოასწოროთ. ამავე დროს, საკუთარ თავსაც დაუკვირდით,+ რათა თავადაც არ ცდუნდეთ.+ 2 ატარეთ ერთმანეთის ტვირთი+ და ამით შეასრულეთ ქრისტეს კანონი.+ 3 თუკი ვინმეს თავი რამე ჰგონია, სინამდვილეში კი არაფერს წარმოადგენს,+ თავს იტყუებს. 4 თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს+ და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით.+ 5 თითოეული თავის სატარებელს ატარებს.+

6 გარდა ამისა, ყველამ, ვისაც სიტყვიერად ასწავლიან,+ ყველაფერი კარგი გაუზიაროს+ თავის მასწავლებელს.+

7 ნუ შეცდებით,+ ღვთის დაცინვა არ გამოგივათ.+ კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის.+ 8 ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის,+ ხოლო ვინც სულისთვის თესავს,+ სულისგან მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის.+ 9 ასე რომ, ნუ მოვიშლით კარგის კეთებას,+ რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით.+ 10 მაშ, ვიდრე დრო ხელს გვიწყობს,+ ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია.+

11 ნახეთ, რამხელა ასოებით მოგწერეთ საკუთარი ხელით.+

12 ყველა, ვისაც ხორციელად კარგი შთაბეჭდილების მოხდენა სურს, ცდილობს გაიძულოთ, რომ წინადაიცვითოთ,+ ოღონდაც ქრისტე იესოს წამების ბოძისთვის* არ იყვნენ დევნილნი.+ 13 წინადაცვეთილები თვითონ არ იცავენ კანონს,+ ის კი უნდათ, რომ თქვენ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი ხორცით იამაყონ. 14 ნუ მოხდება, რომ მე რაიმეთი ვიამაყო, გარდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წამების ბოძისა,+ ვისი მეშვეობითაც ქვეყნიერება ბოძზეა გაკრული ჩემთვის+ და მე — ქვეყნიერებისთვის. 15 არც წინადაცვეთაა რამე და არც წინადაუცვეთელობა,+ არამედ ახალი ქმნილება.+ 16 მშვიდობა და გულმოწყალება მათ, ვინც ამ წესის შესაბამისად ივლის, დიახ, ღვთის ისრაელს.+

17 ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან ჩემს სხეულზე იესოს მონის+ დაღს+ ვატარებ.

18 ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობა იყოს, ძმებო, თქვენ მიერ გამოვლენილ სულთან.+ ამინ.

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

სიტყვასიტყვით — თესლს. ბერძნული სიტყვა მხოლობით რიცხვშია, თუმცა გამოიყენება, როგორც კრებითი არსებითი სახელიც. იხილეთ დბ. 3:15.

არამეული სიტყვა, რაც ნიშნავს მამას.

იხილეთ დანართი 3გ.

იხილეთ დანართი 3გ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება