მეორე წერილი კორინთელების მიმართ
1 პავლე, ქრისტე იესოს მოციქული+ ღვთის ნებით, და ძმა ტიმოთე+ ღვთის კრებას კორინთში და წმინდებს+ აქაიაში:+
2 წყალობა და მშვიდობა თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+
3 კურთხეული იყოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა,+ თანაგრძნობისა+ და ყოველგვარი ნუგეშის მამა,+ 4 რომელიც ყოველგვარ გასაჭირში+ გვანუგეშებს,+ რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს.+ 5 როგორც მრავალ ტანჯვას ვიტანთ ქრისტესთვის,+ ისევე მრავლად ვიღებთ ნუგეშისცემას ქრისტეს მეშვეობით.+ 6 თუ გასაჭირში ვართ, თქვენი ნუგეშისცემისა და ხსნისთვის ვართ,+ და თუ ნუგეშცემულნი ვართ, თქვენი ნუგეშისთვის ვართ, რომ გაუძლოთ იმავე ტანჯვებს, რომლითაც ჩვენ ვიტანჯებით.+ 7 ასე რომ, იმედს ვამყარებთ თქვენზე. ვიცით, რომ როგორც ტანჯვებში ხართ ჩვენი მოზიარენი, ასევე იქნებით ნუგეშშიც.+
8 არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში*+ გადავიტანეთ, გაუსაძლისად რომ გვავიწროებდნენ და სიცოცხლის იმედიც აღარ გვქონდა.+ 9 ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს სასიკვდილო განაჩენი გვქონდა გამოტანილი, რათა საკუთარი თავის იმედი კი არ გვქონოდა,+ არამედ ღვთისა, რომელიც მკვდრებს აღადგენს.+ 10 მან ამხელა რაღაცისგან, სიკვდილისგან გვიხსნა და კვლავაც გვიხსნის.+ ჩვენ მისი იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გვიხსნის.+ 11 თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, მხურვალედ ილოცოთ ჩვენთვის,+ რათა მრავალმა ჩვენთვის აღავლინოს მადლობა+ იმის გამო, რაც მრავალთა ლოცვის წყალობით მოგვენიჭა.+
12 ვამაყობთ იმით, რაზეც ჩვენი სინდისი მოწმობს,+ რომ სიწმინდითა და ღვთისგან ბოძებული გულწრფელობით ვიქცეოდით ქვეყნიერებაში, განსაკუთრებით კი თქვენ მიმართ — არა ხორციელი სიბრძნით,+ არამედ ღვთის წყალობით. 13 სხვას არაფერს გწერთ გარდა იმისა, რაც კარგად იცით და რასაც აღიარებთ, და ვიმედოვნებ, რომ აღსასრულამდე აღიარებთ.+ 14 როგორც თქვენ აღიარეთ, რომ შეგიძლიათ ჩვენით იამაყოთ,+ ჩვენც ასევე ვიამაყებთ თქვენით ჩვენი უფლის იესოს დღეს.+
15 ამაში დარწმუნებული აქამდეც ვაპირებდი თქვენთან მოსვლას,+ რათა მეორედ+ გაგეხარათ. 16 მინდოდა, თქვენთან გამომევლო და ისე წავსულიყავი მაკედონიაში,+ მაკედონიიდან ისევ თქვენთან+ დავბრუნებულიყავი და იუდეაში გაგეცილებინეთ.+ 17 დაუფიქრებლად ხომ არ მოვიქეცი, ეს რომ დავაპირე?+ ანდა ხორციელად ხომ არ განვიზრახავ,+ რასაც განვიზრახავ, თითქოს „დიახ-დიახსაც“ ვამბობ და „არა-არასაც“?+ 18 ღმერთს შეგიძლიათ ენდოთ, რომ არ არის ჩვენი სიტყვები თქვენ მიმართ ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“, 19 რადგან ღვთის ძე,+ ქრისტე იესო, რომელიც ჩვენ, მე, სილვანუსმა და ტიმოთემ+ გიქადაგეთ, არ გამხდარა ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“, არამედ „დიახ“ გახდა „დიახ“ მის შემთხვევაში.+ 20 რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს+ ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით.+ ამიტომ მისი მეშვეობით ვეუბნებით ღმერთს სადიდებლად „ამინს“.+ 21 ის, ვინც გვარწმუნებს ჩვენც და თქვენც, რომ ქრისტესნი ვართ და ის, ვინც გვცხო,+ ღმერთია. 22 მან თავისი ბეჭედიც+ დაგვასვა და მოგვცა სული+ ჩვენს გულებში, რაც მომავლის საწინდარია.+
23 ღმერთი იყოს ჩემი სულის მოწმე,+ რომ გინდობდით+ და აქამდე ამიტომ არ მოვდიოდი კორინთში. 24 ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ,+ არამედ გეხმარებით,+ რომ სიხარული გქონდეთ, ვინაიდან თქვენივე რწმენით+ დგახართ.+
2 გადავწყვიტე, დანაღვლიანებული აღარ მოვიდე თქვენთან,+ 2 რადგან თუ დაგანაღვლიანებთ,+ გულს ვინღა გამიკეთებს, თუ არა ის, ვინც დავანაღვლიანე? 3 ეს იმიტომ მოგწერეთ, რომ მოსვლისას არ დავნაღვლიანდე+ მათ გამო, ვისითაც უნდა გამეხარა,+ რადგან დარწმუნებული ვარ,+ რომ ჩემი სიხარული ყველა თქვენგანის სიხარულია. 4 დიდი გასაჭირით, გულისტკივილითა და მრავალი ცრემლით+ იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ დამენაღვლიანებინეთ,+ არამედ გცოდნოდათ, როგორ მიყვარხართ.
5 თუ ვინმემ დამანაღვლიანა,+ მე კი არ დამანაღვლიანა, არამედ, გარკვეულწილად, ყველა თქვენგანი, თუმცა არ მინდა, ამაზე მეტისმეტად გავამახვილო ყურადღება. 6 ასეთისთვის საკმარისია, უმრავლესობამ რომ გაკიცხა,+ 7 ასე რომ, პირიქით, ახლა მთელი გულით უნდა აპატიოთ+ ასეთ კაცს და ანუგეშოთ იგი, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქოს.+ 8 ამიტომ შეგაგონებთ, რომ თქვენს სიყვარულში+ დაარწმუნოთ იგი. 9 ამას იმიტომ გწერთ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა.+ 10 რასაც თქვენ აპატიებთ ვინმეს მთელი გულით, მეც ვაპატიებ.+ მე კი, თუ ვინმესთვის რამე მიპატიებია მთელი გულით, თქვენი გულისთვის მიპატიებია ქრისტეს სახის წინაშე, 11 რათა სატანამ არ გვაჯობოს,+ რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.+
12 როცა ტროაში+ ჩავედი ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის საუწყებლად და კარი გამეღო უფალში,+ 13 ჩემს სულს* შვება არ უგრძნია, რადგან ვერ ვნახე ჩემი ძმა ტიტე,+ იქაურ მოწაფეებს კი გამოვემშვიდობე და მაკედონიაში+ წავედი.
14 მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის საზეიმო სვლაში მიგვიძღვება+ ქრისტესთან ერთად+ და ჩვენით ყველგან ავრცელებს თავის შესახებ ცოდნის სურნელებას!+ 15 ღვთისთვის ჩვენ ქრისტეს ტკბილი სურნელება+ ვართ გადარჩენისა და დაღუპვის გზებზე მყოფთათვის.+ 16 ამ უკანასკნელთათვის სიკვდილის სურნელება ვართ სასიკვდილოდ,+ პირველთათვის კი — სიცოცხლის სურნელება სასიცოცხლოდ. ვინ გამოდგება ამისთვის?+ 17 ჩვენ, რადგან ღვთის სიტყვით კი არ ვვაჭრობთ,+ როგორც მრავალნი,+ არამედ გულწრფელად, დიახ, როგორც ღვთის გამოგზავნილნი, ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტესთან ერთად.+
3 ნუთუ კვლავ ვიწყებთ საკუთარი თავისთვის შუამდგომლობას?+ თუ ზოგიერთივით საშუამდგომლო წერილები+ გვჭირდება თქვენთვის ან თქვენგან? 2 თქვენ თვითონ ხართ ჩვენი წერილი,+ ჩვენს გულებზე დაწერილი, რომელიც ყველამ იცის და რომელსაც ყველა კითხულობს.+ 3 თვალნათლივ ჩანს, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენ მიერ, მსახურთა+ მიერ დაწერილი, არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით,+ არა ქვის ფილებზე,+ არამედ ხორციელ ფილებზე — გულებზე.+
4 ქრისტეს მეშვეობით ვართ ღმერთში ასე დარწმუნებულნი.+ 5 ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოსადეგნი თუ ვართ, ჩვენით ვართ,+ არამედ ღმერთი გვხდის გამოსადეგს,+ 6 რომელმაც იმისთვის გაგვხადა გამოსადეგი, რომ ახალი შეთანხმების მსახურნი ვყოფილიყავით,+ არა დაწერილი კანონებისა,+ არამედ სულისა,+ რადგან დაწერილ კანონებს სასიკვდილო განაჩენი+ გამოაქვთ, სული კი აცოცხლებს.+
7 გარდა ამისა, თუ კანონები, რომლებიც სიკვდილს ემსახურება+ და ქვებზე იყო ამოტვიფრული,+ დიდებით მოვიდა, ისე რომ ისრაელის ძეები მოსეს ვეღარ უყურებდნენ სახეზე+ მოფენილი დიდების გამო,+ რომელიც უნდა გაუქმებულიყო, 8 განა ბევრად მეტი დიდება+ არ უნდა ჰქონდეს სულის მსახურებას?+ 9 თუ კანონთა კრებული, რომელიც მსჯავრდადებას+ ემსახურებოდა, დიდებული+ იყო, იმას, რაც სიმართლეს ემსახურება,+ ბევრად მეტი დიდება აქვს.+ 10 სინამდვილეში, იმას, რაც ერთ დროს განდიდდა,+ დიდება წაერთვა აღმატებული დიდების გამო.+ 11 თუკი ის, რაც უნდა გაუქმებულიყო, დიდებით მოვიდა,+ ბევრად მეტი დიდება ექნება იმას, რაც რჩება.+
12 ამიტომ, რადგან ასეთი იმედი გვაქვს,+ დიდი სითამამით ვლაპარაკობთ, 13 და ისე არ ვიქცევით, როგორც მოსე, რომელიც სახეზე რიდეს+ იფარებდა, რათა ისრაელის ძეებს არ ეხილათ იმის დასასრული,+ რაც უნდა გაუქმებულიყო. 14 მათ კი გონება დაუჩლუნგდათ,+ რადგან ძველი შეთანხმების კითხვისას+ ის რიდე დღემდე აუხდელი რჩება, ვინაიდან ის გაუქმებულია ქრისტეს მიერ.+ 15 დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ,+ რიდე აქვთ ჩამოფარებული გულზე,+ 16 მაგრამ როცა იეჰოვას უბრუნდებიან, რიდე ეხდებათ.+ 17 იეჰოვა სულია*+ და სადაც იეჰოვას+ სულია,+ იქ თავისუფლებაა.+ 18 ჩვენ ყველანი,+ რიდეახდილნი, სარკესავით ვირეკლავთ იეჰოვას დიდებას+ და იმავე სახედ+ გარდავიქმნებით+ დიდებიდან დიდებაში,+ ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებს იეჰოვა,+ სული.
4 რადგან ჩვენ მიმართ გამოვლენილი გულმოწყალებით+ მივიღეთ ეს მსახურება,+ სულით არ ვეცემით, 2 არამედ უარვყავით ფარული სამარცხვინო საქმეები+ და ცბიერებით კი არ დავდივართ და ღვთის სიტყვას კი არ ვაყალბებთ,+ არამედ ჭეშმარიტების გამოცხადებით ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს ყოველი ადამიანის სინდისთან ღვთის წინაშე.+ 3 თუ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ, დაფარულია, მათთვის არის დაფარული, ვინც იღუპება,+ 4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების* ღმერთმა+ დაუბრმავა გონება,+ რათა მათზე არ ებრწყინა+ ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის+ სინათლეს,+ ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.+ 5 ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოზე, რომ ის უფალია,+ ჩვენ კი — თქვენი მონები+ იესოს გულისთვის. 6 ღმერთმა თქვა: „გამოანათოს სინათლემ სიბნელიდან“+ და გაანათა ჩვენი გულები, რომ ქრისტეს სახით+ გაებრწყინებინა+ ისინი ღვთის შესახებ დიდებული ცოდნით.+
7 ეს განძი+ ჩვენ თიხის+ ჭურჭელში+ გვაქვს, რათა ძალა,+ რომელიც ჩვეულებრივს აღემატება, ღვთისგან+ იყოს და არა ჩვენგან.+ 8 ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ,+ მაგრამ ისე არა ვართ შებორკილნი, რომ განძრევა არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არა ვართ;+ 9 გვდევნიან, მაგრამ მიტოვებულნი არა ვართ;+ გვამხობენ,+ მაგრამ არ ვიღუპებით.+ 10 ყველგან და ყოველთვის ვუძლებთ ჩვენს სხეულში იესოს სასიკვდილო ტანჯვას,+ რათა იესოს სიცოცხლეც ცხადი იყოს ჩვენს სხეულში.+ 11 იესოს გულისთვის ჩვენ, ცოცხლები, ყოველთვის პირისპირ ვუყურებთ სიკვდილს,+ რათა იესოს სიცოცხლეც ცხადი იყოს ჩვენს მოკვდავ ხორცში.+ 12 ამიტომ ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, თქვენში კი — სიცოცხლე.+
13 ისეთივე რწმენის სული გვაქვს, რომელზეც წერია: „მწამდა და იმიტომ ვლაპარაკობდი“.+ ჩვენც გვწამს და იმიტომ ვლაპარაკობთ, 14 ვინაიდან ვიცით, რომ ვინც იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თავის წინაშე დაგვაყენებს თქვენთან ერთად.+ 15 ყოველივე თქვენთვის არის,+ რომ უფრო მეტმა გამოხატოს მადლიერება ღვთის სადიდებლად და უხვად გამრავლდეს წყალობა.+
16 ამიტომ სულით არ ვეცემით და თუ ჩვენი გარეგანი კაცი ჭკნება, შინაგანი+ დღითი დღე ახლდება. 17 თუმცა ეს გასაჭირი ხანმოკლე+ და მსუბუქია, მას ჩვენთვის დიდება მოაქვს. ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და მარადიულად რჩება,+ 18 როცა ხილულს კი არ ვუყურებთ, არამედ უხილავს;+ ხილული დროებითია,+ უხილავი კი — მარადიული.+
5 ვიცით, რომ თუ ჩვენი მიწიერი სახლი,+ ეს კარავი+ დაიშლება,+ ღვთისგან გვექნება ხელთუქმნელი შენობა,+ მარადიული+ სახლი ზეცაში. 2 მართლაც ვოხრავთ+ ამ საცხოვრებელში და ზეციურით შემოსვას ვნატრობთ,+ 3 რათა მისით შემოსილნი შიშვლები არ ვიყოთ.+ 4 ამ კარავში დამძიმებულნი ვართ და ვოხრავთ, არა იმიტომ, რომ მისი მოშორება გვინდა, არამედ გვინდა სხვით შევიმოსოთ,+ რათა მოკვდავი სიცოცხლემ შთანთქოს.+ 5 ამისთვის შეგვამზადა ღმერთმა,+ რომელმაც სული+ მოგვცა მომავლის საწინდრად.+
6 ამიტომ ყოველთვის მხნედ ვართ და ვიცით, რომ სანამ სხეულში ვცხოვრობთ, უფალთან არა ვართ,+ 7 რადგან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.+ 8 მხნედ ვართ და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს სხეულთან განშორება და უფალთან დასახლება.+ 9 ამიტომ მასთან ვმკვიდრობთ თუ არა, მიზნად გვაქვს დასახული,+ მისთვის მოსაწონი ვიყოთ,+ 10 რადგან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სასამართლო ტახტის წინაშე,+ რათა თითოეულმა მიიღოს საზღაური იმის მიხედვით, რასაც სხეულში ყოფნისას აკეთებდა, კარგი იქნებოდა ეს თუ ცუდი.+
11 რაკი უფლის შიში+ ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ,+ ღვთისთვის კი ცხადია, ვინა ვართ. იმედი მაქვს, თქვენი სინდისისთვისაც ცხადია.+ 12 ხელახლა კი არ ვშუამდგომლობთ+ საკუთარ თავს თქვენ წინაშე, არამედ საბაბს გაძლევთ, რომ იამაყოთ ჩვენით+ და შეძლოთ უპასუხოთ მათ, ვინც ამაყობს იმით, რაც ჩანს,+ და არა გულით.+ 13 თუ შეშლილები ვიყავით,+ ღვთისთვის ვიყავით, და თუ საღად ვაზროვნებთ,+ თქვენთვის ვაზროვნებთ. 14 ჩვენ იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს, რადგან ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის,+ ყველანი დაიხოცნენ. 15 ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ,+ არამედ იმისთვის,+ ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.+
16 ამიტომაც ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად.+ ქრისტეს თუ ვიცნობდით კიდეც ხორციელად,+ ახლა აღარ ვიცნობთ.+ 17 მაშასადამე, ვინც ქრისტესთან ერთობაშია, ის ახალი ქმნილებაა.+ ყოველივე ძველი მოისპო+ და აი, ახალი გაჩნდა,+ 18 ხოლო ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც შეგვირიგა+ ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება,+ 19 კერძოდ კი, ღმერთმა ქრისტეს+ მეშვეობით შეირიგა+ ქვეყნიერება,+ შეცოდებები+ არ ჩაუთვალა და შერიგების+ სიტყვა+ ჩვენ ჩაგვაბარა.
20 ამიტომ ჩვენ+ ელჩები+ ვართ ქრისტეს ნაცვლად,+ თითქოს ღმერთი ჩვენი მეშვეობით გეხვეწებათ.+ ჩვენ ქრისტეს ნაცვლად გთხოვთ:+ „შეურიგდით ღმერთს“. 21 ის, ვინც ცოდვა+ არ იცოდა, მან ცოდვად+ აქცია ჩვენი გულისთვის, რათა ღვთის სიმართლე გავმხდარიყავით+ მისი მეშვეობით.
6 ჩვენ, როგორც მისი თანამშრომელნი,+ გეხვეწებით, ისე არ მიიღოთ ღვთის წყალობა, რომ მხედველობიდან გამოგრჩეთ მისი მიზანი,+ 2 რადგან ის ამბობს: „სასურველ დროს მოგისმინე და ხსნის დღეს დაგეხმარე“.+ აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო.+ აი ახლაა ხსნის დღე.+
3 ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს,+ რათა ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს მსახურებას,+ 4 არამედ ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ+ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ — ბევრის მოთმენით, გასაჭირით, ხელმოკლეობით, სიძნელეებით,+ 5 ცემით, საპყრობილეებით,+ არეულობით, შრომით, უძილო ღამეებით, უჭმელობით,+ 6 სიწმინდით, ცოდნით, სულგრძელობით,+ სიკეთით,+ წმინდა სულით, უთვალთმაქცო სიყვარულით,+ 7 ჭეშმარიტების ლაპარაკით, ღვთის ძალით,+ სიმართლის იარაღით+ მარჯვენა და მარცხენა ხელში*, 8 დიდებითა და დამცირებით, ცუდი სახელითა და კარგი სახელით; როგორც მატყუარები,+ მაგრამ მაინც ჭეშმარიტების მთქმელნი; 9 როგორც უცნობნი, მაგრამ მაინც ცნობილნი;+ როგორც მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხლები;+ როგორც დასჯილნი,+ მაგრამ არა მოსაკლავად გადაცემულნი;+ 10 როგორც მწუხარენი, მაგრამ ყოველთვის გახარებულნი; როგორც ღარიბნი, მაგრამ ბევრის გამამდიდრებელნი; როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონენი.+
11 ბაგე გახსნილი გვაქვს თქვენთვის, კორინთელებო, გული+ კი — გაფართოებული. 12 თქვენ ჩვენში კი არა ხართ ვიწროდ,+ არამედ თქვენს სათუთ გრძნობებში.+ 13 ამიტომ გეუბნებით, როგორც ბავშვებს,+ თქვენც გაფართოვდით.
14 ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან.+ რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან?+ ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?+ 15 რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან*?+ ან რა წილი+ აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? 16 რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?+ ჩვენ ვართ ცოცხალი ღვთის ტაძარი;+ ღმერთმაც თქვა: „დავმკვიდრდები მათ შორის+ და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“.+ 17 „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“,+ „და მე მიგიღებთ თქვენ“.+ 18 „მე ვიქნები თქვენი მამა,+ თქვენ კი ჩემი ძეები და ასულები იქნებით,+ — ამბობს ყოვლისშემძლე იეჰოვა“.+
7 ამიტომ, საყვარელნო, რადგან ეს დანაპირები+ გვაქვს, განვიწმინდოთ+ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს,+ და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე.+
2 ადგილი გამოგვინახეთ თქვენში.+ ცუდად არავის მოვქცევივართ, არავინ გაგვირყვნია, გამორჩენა არავისგან გვინახავს.+ 3 ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მსჯავრი დაგდოთ, რადგან აქამდეც მითქვამს, რომ თქვენ ჩვენს გულებში ხართ, რათა ჩვენთან ერთად მოკვდეთ და იცოცხლოთ.+ 4 თქვენთან დიდი სითამამით ვლაპარაკობ. ბევრს ვამაყობ თქვენით.+ ნუგეშცემული+ ვარ და სიხარულით აღვსილი ჩვენს ყოველ გასაჭირში.+
5 როცა მაკედონიაში+ ჩავედით, ჩვენს ხორცს შვება არ უგრძნია,+ არამედ ყოველმხრივ შევიწროებული+ ვიყავით: გარედან გვებრძოდნენ, შიგნით კი შიში გვქონდა. 6 მიუხედავად ამისა, ჩაგრულების ნუგეშისმცემელმა+ ღმერთმა ტიტეს აქ ყოფნით გვანუგეშა, 7 და არა მხოლოდ მისი აქ ყოფნით, არამედ ნუგეშით, რომლითაც ის ნუგეშცემული იყო თქვენით,+ როცა გვიამბო თქვენი ძლიერი სურვილის, გლოვისა და ჩემთვის მოშურნეობის შესახებ. ასე რომ, უფრო მეტად გავიხარე.
8 ჩემი წერილით თუ დაგანაღვლიანეთ კიდეც,+ არ ვნანობ. თუ თავიდან ვინანე (ვხედავ, რომ იმ წერილმა დაგანაღვლიანათ, თუმცა მცირე ხნით), 9 ახლა მიხარია, არა იმიტომ, რომ დანაღვლიანდით, არამედ იმიტომ, რომ დანაღვლიანდით მოსანანიებლად,+ რადგან ღვთისმოსაწონად დანაღვლიანდით,+ რომ არაფერში დაზარალებულიყავით ჩვენ გამო. 10 ღვთისმოსაწონი დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას ხსნისთვის, რაც სანანებელი არ არის,+ ქვეყნიური დანაღვლიანება კი სიკვდილს წარმოშობს.+ 11 შეხედეთ, როგორი გულმოდგინება წარმოშვა თქვენში ღვთისმოსაწონმა დანაღვლიანებამ,+ როგორი გამართლება, როგორი აღშფოთება, როგორი შიში, როგორი ძლიერი სურვილი, როგორი მოშურნეობა და უსამართლობის გამოსწორება!+ თქვენ ყოველმხრივ სუფთად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში. 12 მართალია, მოგწერეთ, მაგრამ არც იმის გულისთვის მომიწერია, ვინც ცუდად მოიქცა და არც იმის გულისთვის, ვისაც ცუდად მოექცნენ,+ არამედ რათა ჩვენდამი თქვენი გულმოდგინება ცხადი ყოფილიყო თქვენში ღვთის წინაშე. 13 ამიტომაც ვართ ნუგეშცემულნი.
გარდა იმისა, რომ ნუგეში ვპოვეთ, უფრო მეტად გავიხარეთ კიდეც ტიტეს სიხარულის შემყურეებმა, რადგან თქვენ ყველამ გამოაცოცხლეთ მისი სული*.+ 14 მასთან თქვენით თუ მიამაყია, არ შევრცხვენილვარ, არამედ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტებით გელაპარაკებოდით, ასევე ჭეშმარიტი აღმოჩნდა ის, რითაც ვიამაყეთ+ ტიტესთან. 15 მას კიდევ უფრო უძლიერდება სათუთი გრძნობები თქვენ მიმართ, როცა იხსენებს ყველა თქვენგანის მორჩილებას+ და იმას, როგორი შიშითა და თრთოლით მიიღეთ იგი. 16 მიხარია, რომ თქვენი მეშვეობით ყველაფერში მხნეობას ვინარჩუნებ.+
8 ძმებო, გაუწყებთ წყალობის შესახებ, რომელიც ღმერთმა მაკედონიის+ კრებების მიმართ გამოავლინა, 2 რომ დიდი გამოცდისას, როცა გაჭირვება დაატყდათ თავს, მათი სიხარულის სიუხვითა და მათი სიღატაკით უხვი გახდა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრე.+ 3 ვადასტურებ, რომ შეძლებისდაგვარად+ ყველაფერი გააკეთეს და უფრო მეტიც. 4 თვითონვე გვევედრებოდნენ და გვეხვეწებოდნენ, რომ მათთვის სამადლო საქმეში წვლილის შეტანის პატივი გვებოძებინა და წმინდათა მომსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა.+ 5 მათ გაიღეს არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გაიღეს საკუთარი თავი უფლისთვის და ჩვენთვის, ღვთის ნებით.+ 6 ამან აღგვძრა, გაგვემხნევებინა ტიტე,+ რომ ბოლომდე მიეყვანა თქვენ შორის წამოწყებული სამადლო საქმე, 7 და როგორც ყველაფერში+ სიუხვე გაქვთ — რწმენაში, სიტყვაში, ცოდნაში,+ ყოველგვარ გულმოდგინებასა და ჩვენს თქვენდამი სიყვარულში — ასევე იუხვეთ ამ სამადლო საქმეშიც.
8 ამას ბრძანებით კი არ ვამბობ,+ არამედ იმიტომ, რომ ვხედავ სხვების გულმოდგინებას და მინდა თქვენი სიყვარულის სიწრფელე გამოვცადო. 9 თქვენ იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობა — ის მდიდარი იყო და თქვენი გულისთვის გაღარიბდა,+ რათა თქვენ გამდიდრებულიყავით+ მისი სიღარიბით.
10 ამ საკითხზე ასეთი აზრი მაქვს:+ სასარგებლოა თქვენთვის,+ რომ რისი გაკეთებაც შარშან წამოიწყეთ, თანაც სიამოვნებით,+ 11 ახლა დაამთავროთ; როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ მისი გაკეთება, ისევე დაამთავროთ კიდეც შეძლებისდაგვარად, 12 რადგან როცა არის გულმოდგინება, ის განსაკუთრებით მოსაწონია იმის მიხედვით, რაც ადამიანს აქვს+ და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს. 13 იმას კი არ ვგულისხმობ, რომ სხვებისთვის ადვილი იყოს+ და თქვენ გაგიჭირდეთ, 14 არამედ იმას, რომ თანასწორობა იყოს: თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულობა, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულობა,+ 15 როგორც დაწერილია: „ბევრის მქონეს ზედმეტი არ ჰქონდა, მცირეს მქონეს არ აკლდა“.+
16 მადლობა ღმერთს, რომ თქვენ მიმართ ასეთივე გულმოდგინება მისცა ტიტეს.+ 17 ის მართლაც გამოეხმაურა მოწოდებას, დიდად არის მონდომებული და თავისი ნებით მოდის თქვენთან. 18 მასთან ერთად ვგზავნით ძმას, რომელსაც ყველა კრებაში აქებენ იმისთვის, რასაც სასიხარულო ცნობისთვის აკეთებს. 19 გარდა ამისა, ის კრებებმა ჩვენს თანამგზავრად დანიშნეს+ იმ სამადლო საქმისთვის, რომელსაც ჩვენ უნდა მივხედოთ უფლის სადიდებლად+ და ჩვენი გულმოდგინების დასადასტურებლად.+ 20 ამიტომაც ვფრთხილობთ, ამ გულუხვ შეწირულობას+ ისე მივხედოთ, ნაკლი+ ვერავინ გვიპოვოს, 21 რადგან ჩვენ „მხოლოდ იეჰოვას წინაშე კი არ ვაკეთებთ ყველაფერს პატიოსნად, არამედ ადამიანთა წინაშეც“.+
22 მათთან ერთად ვგზავნით ძმას, რომლის მონდომებაშიც მრავალჯერ დავრწმუნდით ბევრი რამით, თანაც ის ახლა უფრო მონდომებულია თქვენდამი დიდი ნდობის გამო. 23 რაც შეეხება ტიტეს, ის ჩემი თანამსახური+ და თანამშრომელია თქვენ სასარგებლოდ, ხოლო რაც შეეხება ჩვენს ძმებს, ისინი კრებების მოციქულები და ქრისტეს დიდება არიან. 24 ამიტომ კრებების წინაშე დაუმტკიცეთ მათ თქვენი სიყვარული+ და ის, რის გამოც თქვენით ვამაყობდით.+
9 რაც შეეხება წმინდათათვის მსახურებას,+ ზედმეტად ვთვლი ამის შესახებ მოწერას, 2 რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება, რითაც მაკედონელთა წინაშე ვამაყობ, რომ აქაია შარშანდელს აქეთ მზად არის დასახმარებლად+ და რომ თქვენმა მოშურნეობამ მათი უმრავლესობა წაახალისა. 3 ვგზავნი ძმებს, რათა ისე არ გამოვიდეს, რომ ფუჭად ვამაყობდით თქვენით, არამედ მზად იყოთ,+ როგორც ვამბობდი კიდეც თქვენზე. 4 თორემ მაკედონელები ჩემთან ერთად თუ მოვლენ და მოუმზადებლებს გნახავენ, თქვენზე რომ აღარაფერი ვთქვა, ჩვენ შევრცხვებით, ასე დარწმუნებულები რომ ვართ. 5 ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, წამეხალისებინა ძმები, წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და წინასწარ გაემზადებინათ თქვენი გულუხვი ძღვენი, ადრე დაპირებული,+ რათა მზად ყოფილიყო ის, როგორც გულუხვი ძღვენი, და არა როგორც რაღაც გამოძალული.+
6 ამაზე გეუბნებით: ვინც ძუნწად+ თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად+ თესავს, უხვად მოიმკის. 7 თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ+ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს.+
8 უფრო მეტიც, ღმერთს შეუძლია უხვად გამოავლინოს თქვენ მიმართ წყალობა, რათა მდიდრები იყოთ ნებისმიერი კარგი საქმისთვის, რადგან ყოველთვის საკმარისად გაქვთ ყველაფერი.+ 9 (როგორც დაწერილია: „დაარიგა, ღარიბებს მისცა, მისი სიმართლე მარადიულად რჩება“.+ 10 ის, ვინც უხვად აძლევს თესლს მთესველს და იძლევა პურს საჭმელად,+ მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს, რომ თესოთ, და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს).+ 11 ყველაფერში მდიდრდებით ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდით,+ 12 რადგან მსახურება, რომელსაც ხალხისთვის ასრულებთ, მხოლოდ წმინდათა საჭიროებების დაკმაყოფილება კი არ არის,+ არამედ ისიც, რომ მდიდრები იყოთ ღვთისადმი მადლიერების გამოხატვაში. 13 როდესაც ხედავენ მტკიცებას, რომელსაც ეს მსახურება აძლევთ, ღმერთს განადიდებენ, რადგან თქვენ ემორჩილებით ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას,+ რასაც სახალხოდაც აცხადებთ, და ხელგაშლილები ხართ მათთვის და ყველასთვის გაღებულ შესაწირავებში.+ 14 ისინი თქვენთვის ლოცულობენ და შემოგნატრიან ღვთის აღმატებული წყალობის გამო,+ რომელიც თქვენზეა.
15 მადლობა ღმერთს ენით აუწერელი უსასყიდლო ძღვნისთვის.+
10 მე, პავლე, თქვენთან ყოფნისას თავმდაბალი,+ ხოლო შორიდან გაბედული,+ გეხვეწებით ქრისტეს რბილი ხასიათითა+ და სიკეთით.+ 2 იმას გევედრებით, რომ მანდ ყოფნისას არ მომიწიოს ისე გაბედულად მოქცევა, როგორც ვაპირებ, რადგან გადაწყვეტილი მაქვს, მკაცრ ზომებს+ მივმართო ზოგიერთების წინააღმდეგ, რომელთაც ჰგონიათ, რომ ხორციელად დავდივართ. 3 თუმცა ხორცში+ დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით.+ 4 ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი+ არ არის, რადგან მას ღვთისგან+ აქვს მიცემული ძალა სიმაგრეთა დასამხობად. 5 ვამხობთ აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს,+ ყოველ აზრს ვატყვევებთ ქრისტესთვის დასამორჩილებლად 6 და მზად ვართ, დავსაჯოთ ნებისმიერი ურჩობა,+ როგორც კი სრულად გამოავლენთ მორჩილებას.+
7 თქვენ ყველაფერს გარეგნულობით აფასებთ.+ თუ ვინმეს სჯერა, რომ ქრისტესია, ისიც გაითვალისწინოს, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ისევე ვართ ჩვენც.+ 8 უფრო მეტადაც რომ ვიამაყო+ იმ ძალაუფლებით, რომელიც უფალმა მოგვცა თქვენ აღსაშენებლად და არა დასანგრევად,+ არ შევრცხვები, 9 მაგრამ არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს თქვენი დაშინება მსურს ჩემი წერილებით, 10 ვინაიდან ისინი ამბობენ: „მისი წერილები დამაჯერებელი და ძლიერია, მაგრამ როცა პირადად არის აქ, სუსტია+ და მისი სიტყვა არარაობაა“.+ 11 ასეთმა გაითვალისწინოს, რომ როგორებიც წერილებში ვართ თქვენთან არყოფნისას, ისეთივე ვიქნებით საქმეში თქვენთან ყოფნისას.+ 12 ჩვენ ვერ ვბედავთ, თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ მათ, ვინც საკუთარ თავს შუამდგომლობენ.+ ისინი შეუგნებლები არიან, რადგან საკუთარ თავს თავიანთივე თავით ზომავენ და თავიანთსავე თავს ადარებენ.+
13 ჩვენ კი ვიამაყებთ, მაგრამ ჩვენთვის დადგენილ საზღვრებს არ გავცდებით,+ არამედ იმ ტერიტორიის ფარგლებში ვიამაყებთ, რომელიც ღმერთმა საზომით გამოგვიყო და რომელიც თქვენამდეც აღწევს.+ 14 ჩვენ ზომაზე მეტს არ ვაკეთებთ, თითქოს არ მოგვეღწიოს თქვენამდე, რადგან ჩვენ პირველები მოვედით თქვენამდე ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით.+ 15 ჩვენთვის დადგენილ საზღვრებს არ გავცდებით და სხვისი შრომით არ ვიამაყებთ,+ არამედ, რაც შეეხება ჩვენს ტერიტორიას, იმედი გვაქვს, რომ თქვენი რწმენის ზრდასთან+ ერთად უფრო მეტად განვდიდდებით თქვენს თვალში.+ მაშინ უფრო მეტად ვიუხვებთ, 16 რათა თქვენს საზღვრებს იქითაც ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა,+ რომ არ ვიამაყოთ სხვისი ტერიტორიით, სადაც უკვე ყველაფერი გამზადებულია. 17 „მაგრამ ვინც ამაყობს, იეჰოვათი იამაყოს“,+ 18 რადგან ის კი არ იმსახურებს მოწონებას,+ ვინც საკუთარ თავს შუამდგომლობს, არამედ ის, ვისაც იეჰოვა+ შუამდგომლობს.+
11 ნეტავ მოითმენდეთ ჩემს მცირედ უგუნურებას!+ თუმცა მითმენთ კიდეც. 2 მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით,+ რადგან მე თვითონ დაგნიშნეთ+ ერთ კაცზე,+ რათა თქვენი თავი წმინდა+ ქალწულად წარვუდგინო ქრისტეს.+ 3 მაგრამ მეშინია, რომ, როგორც გველმა აცდუნა ევა+ თავისი ცბიერებით, თქვენი გონებაც არ გაირყვნას+ და არ დაშორდეს ქრისტეს საკადრის გულწრფელობასა და სიწმინდეს.+ 4 როცა ვინმე მოდის და იმ იესოს არ ქადაგებს,+ რომელიც ჩვენ გიქადაგეთ, ან როცა ისეთ სულს+ ან სასიხარულო ცნობას+ იღებთ, რომელიც არ მიგიღიათ, თქვენ ითმენთ მას.+ 5 მე კი ვფიქრობ, რომ არაფრით ჩამოვუვარდები+ თქვენს „უაღმატებულეს“+ მოციქულებს. 6 თუ სიტყვაში გაუწაფავი ვარ,+ ცოდნაზე+ ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რადგან ის ყველანაირად და ყოველმხრივ გაგიცხადეთ.+
7 განა ცოდვა ჩავიდინე,+ თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით? უსასყიდლოდ+ გახარებდით ღვთის სასიხარულო ცნობას. 8 სხვა კრებებს ვართმევდი — მათგან დახმარებას ვიღებდი, რომ თქვენ მოგმსახურებოდით.+ 9 მაგრამ როცა გამიჭირდა თქვენთან ყოფნისას, ტვირთად არც ერთ თქვენგანს არ დაგწოლივართ,+ რადგან მაკედონიიდან+ მოსულმა ძმებმა უხვად შემივსეს დანაკლისი. ტვირთად არაფერში დაგწოლივართ და არც დაგაწვებით.+ 10 ქრისტიანულ ჭეშმარიტებას+ გეუბნებით: ვერაფერი შემიშლის ხელს, რომ ვიამაყო+ აქაიას მხარეებში. 11 რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა იცის, რომ მიყვარხართ.+
12 რასაც ვაკეთებ, კვლავაც გავაკეთებ,+ რათა საბაბი არ მივცე მათ, ვინც საბაბს ეძებენ, რომ თავი გაგვიტოლონ მდგომარეობით, რომლითაც ამაყობენ. 13 ასეთები ცრუმოციქულები არიან, ცბიერი მუშები,+ რომლებიც ქრისტეს მოციქულთა სახეს იღებენ.+ 14 თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.+ 15 ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც+ სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება.+
16 კვლავ ვამბობ: ნურავინ იფიქრებს, რომ უგუნური ვარ; თუ მართლა ასე ფიქრობთ, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა მეც ვიამაყო.+ 17 რასაც ვამბობ, უფლის მაგალითის მიხედვით კი არ ვამბობ, არამედ უგუნურებით, სიამაყისთვის დამახასიათებელი ყოყოჩობით.+ 18 რაკი ბევრი ამაყობს ხორციელად,+ მეც ვიამაყებ, 19 ვინაიდან თქვენ, გონიერებო, სიხარულით ითმენთ უგუნურებს. 20 სინამდვილეში, ნებისმიერს ითმენთ, ვინც გიმონებთ,+ თქვენს ქონებას შთანთქავს, გყვლეფთ, ზემოდან დაგყურებთ და სახეში გირტყამთ.+
21 ამას ჩვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, თითქოს ჩვენი ძალაუფლება შესუსტდა.
თუ ვინმე გაბედულად აკეთებს რამეს, უგუნურებით+ ვამბობ: მეც ვაკეთებ. 22 ებრაელები არიან? მეც.+ ისრაელები არიან? მეც. აბრაამის შთამომავლები არიან? მეც.+ 23 ქრისტეს მსახურები არიან? შეშლილივით ვპასუხობ:+ მე უფრო აღმატებული მსახური ვარ — უფრო მეტიც მიშრომია,+ უფრო ბევრჯერაც ვყოფილვარ საპყრობილეში,+ ბევრჯერაც ვარ ნაცემი, ხშირად ვყოფილვარ სიკვდილის პირას,+ 24 ხუთჯერ მივიღე ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა+ იუდეველებისგან, 25 სამჯერ გამჯოხეს,+ ერთხელ ჩამქოლეს,+ სამჯერ ხომალდის მსხვრევა+ გადავიტანე, მთელი დღე და ღამე შუა ზღვაში გავატარე. 26 ხშირად ვყოფილვარ გზაში, საფრთხეში მდინარეებზე, საფრთხეში ყაჩაღებისგან,+ საფრთხეში თანატომელებისგან,+ საფრთხეში უცხოტომელებისგან,+ საფრთხეში ქალაქში,+ საფრთხეში უკაცრიელ ადგილას, საფრთხეში ზღვაზე, საფრთხეში ცრუ ძმებს შორის, 27 შრომასა და ჯაფაში, ხშირად უძილო ღამეებში,+ შიმშილსა და წყურვილში,+ ბევრჯერ უჭმელობაში,+ სიცივესა და სიშიშვლეში.
28 გარდა ამისა, დღე ისე არ გავა, რომ არ ვწუხდე ყველა კრებისთვის.+ 29 სუსტია+ ვინმე და მე არა ვარ სუსტი? დაბრკოლდა ვინმე და მე არ ავენთე?
30 თუ საამაყოა, ჩემი სისუსტით ვიამაყებ.+ 31 უფალ იესოს ღმერთმა და მამამ, რომელიც მარადიულად ქების ღირსია, იცის, რომ არ ვცრუობ. 32 დამასკოში მეფე ჰარიტატის გამგებელი დარაჯობდა დამასკოელების ქალაქს, რათა შევეპყარი,+ 33 მაგრამ გოდრით+ ჩამომიშვეს გალავნის სარკმლიდან და ხელიდან დავუსხლტი.
12 უნდა ვიამაყო. სასარგებლო არ არის, მაგრამ მაინც გადავალ უფლის ზებუნებრივ ხილვებსა+ და გამოცხადებებზე. 2 ვიცნობ ერთ კაცს ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ — არ ვიცი, სხეულში თუ უსხეულოდ, ღმერთმა იცის — მესამე ცამდე იქნა ატაცებული.+ 3 დიახ, ვიცნობ ასეთ კაცს, რომელიც — არ ვიცი, სხეულში თუ უსხეულოდ,+ ღმერთმა იცის — 4 ატაცებულ იქნა სამოთხეში+ და მოისმინა გამოუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმაც ნებადართული არ არის ადამიანისთვის. 5 ასეთი კაცით ვიამაყებ, მაგრამ ჩემით არ ვიამაყებ, ჩემი სისუსტეების გარდა.+ 6 თუ მოვისურვებ, რომ ვიამაყო,+ უგუნური არ ვიქნები, რადგან ჭეშმარიტებას ვიტყვი. თავს ვიკავებ, რომ ვინმემ იმაზე მეტი არ მომაწეროს, რასაც ხედავს ჩემში ან რაც ესმის ჩემგან, 7 მეტისმეტი გამოცხადებების გამო.
ამიტომ, რომ არ გავმედიდურებულიყავი,+ სხეულში ეკალი მომეცა,+ სატანის ანგელოზი, რომ სახეში მირტყას, რათა არ გავმედიდურდე. 8 სამჯერ+ შევევედრე უფალს, რომ მოეშორებინა იგი, 9 მან კი მითხრა: „გეყოფა ჩემი წყალობა,+ რადგან სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“.+ ამიტომ უდიდესი სიამოვნებით ვიამაყებ ჩემი სისუსტეებით,+ რათა კარავივით გადამეფაროს ქრისტეს ძალა. 10 სიამოვნებას მანიჭებს სისუსტეები, შეურაცხყოფა, ხელმოკლეობა, დევნა და სიძნელეები ქრისტეს გულისთვის, რადგან, როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.+
11 უგუნური გავხდი. თქვენ მაიძულეთ,+ რადგან თქვენ უნდა გეშუამდგომლათ ჩემთვის. არარაობაც რომ ვიყო, არაფრით ჩამოვუვარდები თქვენს+ „უაღმატებულეს“+ მოციქულებს. 12 მოციქულის ნიშნები+ თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით,+ ნიშნებით, საკვირველებებითა და სასწაულებით გამოჩნდა.+ 13 რით ხართ სხვა კრებებზე ნაკლები, გარდა იმისა, რომ ტვირთად არ დაგწოლივართ?+ მთელი გულით მაპატიეთ ეს შეცდომა.
14 აი, მესამედ გავემზადე+ თქვენთან მოსასვლელად, მაგრამ ტვირთად არ დაგაწვებით, რადგან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენს ქონებას.+ შვილები+ კი არ უნდა აგროვებდნენ მშობლებისთვის, არამედ მშობლები — შვილებისთვის.+ 15 მე უდიდესი სიამოვნებით გავიღებ ყველაფერს და მთლიანად დავიხარჯები თქვენი სულებისთვის.+ თუ მე ძალიან მიყვარხართ, თქვენ ნაკლებად უნდა გიყვარდეთ? 16 როგორც უნდა იყოს, ტვირთად არ დაგწოლივართ,+ მაგრამ მაინც ამბობთ, რომ ცბიერი ვარ და მზაკვრობით გამოგიჭირეთ.+ 17 განა გამორჩენას ვეძებდი თქვენგან მათი მეშვეობით, ვინც გამოგიგზავნეთ? 18 ტიტეს ვთხოვე და ერთი ძმა გამოვაყოლე. ტიტეს ხომ არანაირი გამორჩენა არ უნახავს თქვენგან?+ განა იმავე სულით+ არ დავდიოდით იმავე ნაკვალევზე?
19 ნუთუ მთელი ამ დროის განმავლობაში იმას ფიქრობდით, რომ თავს ვიცავთ თქვენ წინაშე? ჩვენ ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში. მაგრამ ყველაფერი თქვენ აღსაშენებლად არის, საყვარელნო.+ 20 მეშინია, ისე არ მოხდეს, რომ როცა მოვალ,+ ისეთები დამხვდეთ, როგორებსაც არ გისურვებდით, მე კი ისეთი აღმოვჩნდე თქვენთვის, როგორსაც არ მისურვებდით, რათა არ იყოს დავა, შური,+ განრისხება, შუღლი, ზურგს უკან ლაპარაკი, ჭორაობა, ყოყოჩობა და უწესრიგობა.+ 21 როცა კვლავ მოვალ, შეიძლება ჩემმა ღმერთმა დამამდაბლოს თქვენ შორის და ვიგლოვო მრავალი, რომლებმაც ადრე შესცოდეს+ და არ მოინანიეს თავიანთი უწმინდურება, სიძვა+ და თავაშვებულობა.+
13 უკვე მესამედ+ მოვდივარ თქვენთან. „ორი ან სამი მოწმის პირით უნდა დამტკიცდეს ყოველი საქმე“.+ 2 აქამდეც მითქვამს და ახლაც — თითქოს თქვენთან მეორედ მოსული, თუმცა არა ვარ თქვენთან — წინასწარ ვეუბნები მათ, ვინც ადრე სცოდავდა, და ყველა დანარჩენს, რომ თუკი ოდესმე მოვალ თქვენთან, არ დაგინდობთ,+ 3 რაკი იმის დასტურს ეძებთ, რომ ჩემში ქრისტე ლაპარაკობს,+ რომელიც სუსტი კი არ არის თქვენ მიმართ, არამედ ძლიერია თქვენ შორის. 4 მართალია, ის ბოძზე გააკრეს,+ როგორც სუსტი,+ მაგრამ ახლა ცოცხალია ღვთის ძალით.+ ჩვენც სუსტები ვართ მასთან ერთად, მაგრამ მასთან ერთად ვიცოცხლებთ+ ღვთის ძალით,+ რომელსაც ის თქვენ მიმართ ავლენს.
5 ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი.+ ნუთუ არ აღიარებთ, რომ იესო ქრისტე თქვენთან ერთობაშია?+ მაშინ მოწონება არ დაგიმსახურებიათ. 6 გულწრფელად ვიმედოვნებ, გაიგებთ, რომ ჩვენ მოწონებას ვიმსახურებთ.
7 ვლოცულობთ+ ღვთის წინაშე, რომ ცუდი არაფერი ჩაიდინოთ, არა იმიტომ, რომ ჩვენ გამოვჩნდეთ მოსაწონნი, არამედ თქვენ რომ იქცეოდეთ კარგად, თუმცა შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ჩვენ მოწონებას არ ვიმსახურებდეთ. 8 ვერაფერს გავაკეთებთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტებისთვის.+ 9 ყოველთვის გვიხარია, როცა ჩვენ სუსტები ვართ, თქვენ კი — ძლიერები,+ და თქვენი გამოსწორებისთვის ვლოცულობთ.+ 10 ამიტომ ვწერ ამას თქვენთან არყოფნისას, რათა, თქვენთან როცა ვიქნები, სიმკაცრეს+ არ მივმართო იმ ძალაუფლებით, რომელიც უფალმა მომცა არა დასანგრევად, არამედ აღსაშენებლად.+
11 ბოლოს, ძმებო, იხარეთ, გამოსწორდით, ინუგეშეთ,+ ერთი აზრი გქონდეთ,+ მშვიდობიანად იცხოვრეთ+ და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი+ თქვენთან იქნება. 12 მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით.+ 13 მოკითხვას გითვლით ყველა წმინდა.
14 უფალ იესო ქრისტეს წყალობა, ღვთის სიყვარული და წმინდა სულთან მოზიარეობა იყოს ყველა თქვენგანთან.+
იხილეთ სქ. 2:9-ის სქოლიო.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
ანუ შეტევაზე გადასასვლელად და თავდასაცავად.
სიტყვასიტყვით — უვარგისთან. იგულისხმება სატანა.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.