საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 1 კორინთელები 1:1-16:24
  • 1 კორინთელები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 1 კორინთელები
  • ბიბლია
ბიბლია
1 კორინთელები

პირველი წერილი კორინთელების მიმართ

1 პავლე, ღვთის ნებით+ იესო ქრისტეს მოციქულად მოწოდებული,+ და ძმა სოსთენე+ 2 ღვთის კრებას კორინთში,+ თქვენ, ქრისტე იესოში განწმენდილებს,+ წმინდებად მოწოდებულებსა+ და ყველას, ვინც ყველგან მოუხმობს უფალ იესო ქრისტეს სახელს,+ რომელიც მათი უფალიც არის და ჩვენიც:+

3 წყალობა+ და მშვიდობა+ თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+

4 ყოველთვის ვმადლობ ღმერთს თქვენთვის, იმ წყალობის+ გამო, რომელიც ღმერთმა ქრისტე იესოში თქვენ მიმართ გამოავლინა;+ 5 ყოველმხრივ რომ გამდიდრდით+ მასში — სრულად მოგეცათ ლაპარაკის შესაძლებლობა და ცოდნა,+ 6 რადგან ქრისტეს+ შესახებ მოწმობა განმტკიცდა თქვენში — 7 და მოუთმენლად ელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას+ და არ გაკლიათ არავითარი ძღვენი.+ 8 ის განგამტკიცებთ+ აღსასრულამდე, რათა ბრალდაუდებლები+ იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს+ დღეს.+ 9 ერთგულია ღმერთი,+ რომელმაც მოგიწოდათ, რომ მოზიარეობა გქონდეთ+ მის ძესა და ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან.

10 ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით+ შეგაგონებთ,+ რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ+ და არ იყოს განხეთქილება+ თქვენ შორის, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით,+ 11 რადგან ქლოეს ოჯახისგან შევიტყვე,+ ძმებო, რომ უთანხმოებებია თქვენ შორის. 12 იმას ვგულისხმობ, რომ თითოეული თქვენგანი ამბობს: „მე პავლესი ვარ“, „მე — აპოლოსისა“,+ „მე — კეფასი“, „მე კი — ქრისტესი“. 13 ქრისტე დაყოფილია.+ განა პავლე გააკრეს თქვენი გულისთვის ბოძზე? ან განა პავლეს სახელით მოინათლეთ?+ 14 მადლობელი ვარ, რომ კრისპუსისა+ და გაიუსის+ გარდა, არც ერთი თქვენგანი არ მომინათლავს. 15 ვერავინ იტყვით, შენი სახელით მოვინათლეთო. 16 სტეფანასის+ ოჯახიც მოვნათლე, მაგრამ არ მახსოვს, მოვნათლე კიდევ ვინმე თუ არა. 17 ქრისტემ მოსანათლავად კი არ გამომგზავნა,+ არამედ სასიხარულო ცნობის საუწყებლად, მაგრამ არა ბრძნული ლაპარაკით,+ რათა უსარგებლო არ გამხდარიყო ქრისტეს წამების ბოძი*.

18 წამების ბოძზე ლაპარაკი უგუნურებაა+ მათთვის, ვინც იღუპება,+ მაგრამ ჩვენთვის, ვინც გადავრჩებით,+ ღვთის ძალაა,+ 19 რადგან დაწერილია: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ+ და ჭკვიანთა ჭკუას+ უკუვაგდებ“.+ 20 სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი?+ სად არის ქვეყნიერების*+ მოკამათე?+ განა ღმერთმა უგუნურებად არ აქცია ქვეყნიერების სიბრძნე?+ 21 ღვთიური სიბრძნით იყო, რომ ქვეყნიერებამ თავისი სიბრძნით+ ვერ შეიცნო ღმერთი+ და ღმერთმა მოისურვა, უგუნურების+ ქადაგებით ეხსნა მორწმუნეები.

22 იუდეველები ნიშნებს+ ითხოვენ, ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,+ 23 ჩვენ კი ვქადაგებთ ბოძზე გაკრულ ქრისტეს,+ რაც იუდეველებისთვის დაბრკოლებაა,+ უცხოტომელებისთვის — უგუნურება,+ 24 ხოლო მოწოდებულებისთვის, იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც, ქრისტე ღვთის ძალა+ და ღვთის სიბრძნეა,+ 25 რადგან ღვთის „უგუნურება“ ადამიანებზე ბრძენია და ღვთის „სისუსტე“ — ადამიანებზე ძლიერი.+

26 თქვენ ხედავთ, ძმებო, ვინა ხართ მისგან მოწოდებულნი:+ ბევრი არა ხართ ხორციელად ბრძენნი,+ ბევრი არა ხართ ძლიერნი+ და ბევრი არა ხართ დიდგვაროვანნი. 27 ღმერთმა ქვეყნიერების უგუნურები ამოირჩია+ ბრძენთა შესარცხვენად და ქვეყნიერების სუსტები ამოირჩია ძლიერთა შესარცხვენად.+ 28 ღმერთმა ისინი ამოირჩია, ვინც ქვეყნიერებაში მდაბიოები, დამცირებულები და არარსებულები არიან,+ რათა ბოლო მოუღოს+ არსებულებს, 29 რომ არც ერთმა ხორციელმა არ დაიკვეხნოს+ ღვთის წინაშე. 30 თქვენ მისი მეშვეობით ხართ ერთობაში ქრისტე იესოსთან, რომელიც ჩვენთვის გახდა სიბრძნე+ ღვთისგან, სიმართლე,+ სიწმინდე+ და გამოსასყიდით გამათავისუფლებელი,+ 31 რათა იყოს ისე, როგორც დაწერილია: „ვინც ამაყობს, იეჰოვათი იამაყოს“.+

2 მეც, როცა თქვენთან მოვედი, ძმებო, ღვთის წმინდა საიდუმლოს+ საუწყებლად მოვედი, მაგრამ არა მაღალფარდოვანი ლაპარაკითა+ და სიბრძნის ფრქვევით, 2 რადგან გადავწყვიტე, თქვენთან ყოფნისას არაფერი მცოდნოდა, გარდა იესო ქრისტესი,+ ისიც ბოძზე გაკრულისა. 3 მოვედი თქვენთან სისუსტით, შიშითა და კანკალით.+ 4 დამარწმუნებელი ბრძნული სიტყვებით კი არ გელაპარაკებოდით და გიქადაგებდით, არამედ ყველაფერს სულითა და ძლიერებით გიცხადებდით,+ 5 რათა თქვენი რწმენა ადამიანთა სიბრძნეზე კი არ ყოფილიყო დაფუძნებული,+ არამედ ღვთის ძალაზე.+

6 სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის,+ მაგრამ ეს არც ქვეყნიერების* სიბრძნეა+ და არც ქვეყნიერების მმართველებისა,+ რომლებსაც ბოლო უნდა მოეღოთ,+ 7 არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, რომელიც წმინდა საიდუმლოშია,+ დაფარულ სიბრძნეს, რომელიც ჩვენი დიდებისთვის ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ამ ქვეყნიერებამდე*.+ 8 ეს სიბრძნე ქვეყნიერების ვერც ერთმა მმართველმა+ ვერ შეიცნო,+ თორემ რომ შეეცნოთ, ბოძზე არ გააკრავდნენ+ დიდებულ უფალს. 9 მაგრამ, როგორც დაწერილია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს“.+ 10 ღმერთმა ეს თავისი სულით+ გაგვიმჟღავნა,+ რადგან სული+ ყველაფერს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც+ კი.

11 რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა,+ რომელიც მასშია? ღვთისაც არავის შეუცნია ღვთის სულის+ გარდა. 12 ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული,+ არამედ სული+ ღვთისგან, რათა ვიცოდეთ, რა გვიბოძა ღმერთმა.+ 13 არც ამას ვლაპარაკობთ ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით,+ არამედ სულით ნასწავლით,+ რადგან სულიერ საკითხებსა და სულიერ სიტყვებს ერთმანეთს ვუკავშირებთ.+

14 ხორციელი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღვთის სულისგან არის, რადგან ეს უგუნურებად მიაჩნია, და ვერც იგებს,+ რადგან ამისთვის სულიერი განსჯაა საჭირო. 15 სულიერი ადამიანი+ კი ყველაფერს განსჯის, ხოლო თვითონ არავისგან განისჯება,+ 16 რადგან „ვინ შეიცნო იეჰოვას გონება,+ რომ ასწავლოს მას?“+ ჩვენ კი ქრისტეს გონება+ გვაქვს.

3 ძმებო, ვერ გელაპარაკეთ როგორც სულიერებს,+ არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელებს, ჩვილებს+ ქრისტეში. 2 რძით გკვებავდით და არა საჭმლით,+ რადგან ჯერ კიდევ არ იყავით საკმარისად ძლიერნი და არც ახლა ხართ საკმარისად ძლიერნი,+ 3 ვინაიდან ჯერ კიდევ ხორციელნი+ ხართ. თუ შური და დავაა თქვენ შორის,+ განა ხორციელნი არა ხართ და ყველა სხვა ადამიანივით არ იქცევით?+ 4 განა ქვეყნიურ ადამიანებად არ რჩებით, როცა ერთი ამბობს, მე პავლესი ვარო, ხოლო მეორე — მე აპოლოსისო?+

5 ვინ არის აპოლოსი?+ ვინ არის პავლე? მსახურები,+ ვისი მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც უფალმა მისცა ნება თითოეულს. 6 მე დავრგე,+ აპოლოსმა მორწყო,+ მაგრამ ღმერთმა გაზარდა.+ 7 ასე რომ, არც დამრგველია რამე,+ არც მომრწყველი, არამედ ღმერთი, რომელიც ზრდის.+ 8 დამრგველი და მომრწყველი ერთნი არიან,+ მაგრამ თითოეული თავისი შრომის მიხედვით მიიღებს საზღაურს.+ 9 ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ,+ თქვენ კი ღვთის ნაკვეთი ხართ, რომელიც მუშავდება,+ ღვთის შენობა.+

10 ღვთისგან ჩემ მიმართ გამოვლენილი წყალობით,+ მე, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი ჩავყარე,+ მაგრამ ვიღაც სხვა აშენებს მასზე. თითოეული დაუკვირდეს, როგორ აშენებს,+ 11 რადგან ვერავინ ჩაყრის სხვა საძირკველს,+ გარდა იმისა, რაც ჩაყრილია, და ეს არის იესო ქრისტე.+ 12 ვინ რით აშენებს ამ საძირკველზე: ოქროთი, ვერცხლით, ძვირფასი ქვებით, ხის მასალით, თივით თუ ნამჯით, 13 ცხადი გახდება. თითოეულის საქმეს ის დღე გამოაჩენს, რადგან ცეცხლი გამოააშკარავებს,+ ცეცხლი გამოსცდის თითოეულის საქმეს. 14 ვისი საქმეც, რაც მასზე დააშენა, დარჩება,+ ის საზღაურს მიიღებს,+ 15 და ვისი აშენებულიც დაიწვება, ის იზარალებს, თვითონ კი გადარჩება,+ მაგრამ ისე იქნება, თითქოს ცეცხლს გადაურჩაო.+

16 ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი+ ხართ და ღვთის სული მკვიდრობს თქვენში?+ 17 თუ ვინმე ღვთის ტაძარს დააქცევს, ღმერთი დააქცევს მას,+ რადგან ღვთის ტაძარი წმინდაა+ და ეს+ თქვენა ხართ.+

18 თავს ნურავინ მოიტყუებს: ვისაც ჰგონია, რომ ამ ქვეყნიერებაში* ბრძენია,+ უგუნური გახდეს, რათა დაბრძენდეს,+ 19 რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის.+ დაწერილია: „ის ბრძენებს ცბიერებაში იჭერს“+ 20 და „იეჰოვამ იცის, რომ ამაოა ბრძენთა აზრები“.+ 21 ამიტომ ნურავინ იამაყებს ადამიანებით, რადგან ყოველივე თქვენია;+ 22 გინდ პავლე, გინდ აპოლოსი,+ გინდ კეფა, გინდ ქვეყნიერება, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდ მომავალი+ — ყოველივე თქვენია. 23 თქვენ ქრისტესი ხართ,+ ქრისტე კი — ღვთისა.+

4 დაე, დაინახონ, რომ ქრისტეს ხელქვეითები+ და ღვთის წმინდა საიდუმლოთა+ მმართველები+ ვართ. 2 მმართველებისგან+ ერთგულება მოითხოვება.+ 3 თქვენ რომ განმსაჯოთ ან ადამიანურმა სასამართლომ,+ ჩემთვის დიდი არაფერია. მე თვითონაც კი არ განვსჯი საკუთარ თავს, 4 რადგან არაფერი ვიცი+ ჩემს თავზე ისეთი, რაც ჩემ წინააღმდეგ არის; თუმცა ამით არ ვმართლდები, რადგან იეჰოვა განმსჯის.+ 5 ამიტომ ნურაფერს გაასამართლებთ+ დროზე ადრე, უფლის მოსვლამდე,+ რომელიც სინათლეზე გამოიტანს სიბნელეში დაფარულს+ და ცხადს გახდის გულის ზრახვებს;+ მაშინ ექნება თითოეულს ქება ღვთისგან.+

6 ძმებო, ეს ყველაფერი ჩემი და აპოლოსის მაგალითით+ გიჩვენეთ თქვენივე სასარგებლოდ, რათა ისწავლოთ ჩვენგან ეს წესი: „არ გადახვიდეთ დაწერილს“,+ რომ არ გაყოყოჩდეთ+ და ერთი ძმა მეორეზე მაღლა არ დააყენოთ.+ 7 ვისი დამსახურებაა, სხვისგან რომ განსხვავდები?+ რა გაქვს, რაც არ მიგიღია?+ და თუ მიიღე,+ რატომღა იკვეხნი,+ თითქოს არ მიგეღოს?

8 უკვე გაძეხით? უკვე გამდიდრდით?+ ჩვენ გარეშე გამეფდით?+ ნეტავ მართლა გამეფებულიყავით, რომ ჩვენც გვემეფა თქვენთან ერთად.+ 9 ვფიქრობ, ღმერთმა ჩვენ, მოციქულები, ბოლოები გამოგვიყვანა საჩვენებლად,+ როგორც სასიკვდილოდ განწირულნი,+ რადგან თეატრალურ სანახაობად+ ვიქეცით ქვეყნიერებისთვის, ანგელოზებისა+ და ადამიანებისთვის.+ 10 ჩვენ უგუნურები+ ვართ ქრისტეს გულისთვის, თქვენ კი გონიერები+ ხართ ქრისტეში. ჩვენ სუსტები ვართ,+ თქვენ კი — ძლიერები.+ თქვენ განდიდებულნი ხართ,+ ჩვენ კი — შეურაცხყოფილნი.+ 11 დღემდე მშიერ-მწყურვალნი+ ვართ, ღარიბულად გვაცვია,+ ნაცემნი+ და უსახლკარონი+ ვართ, 12 და საკუთარი ხელით+ ვირჯებით.+ გვლანძღავენ — ვლოცავთ,+ გვდევნიან — ვითმენთ,+ 13 სახელს გვიტეხენ — შეწყალებას ვთხოვთ.+ ქვეყნიერების ნაგავი და ყველანაირი ნარჩენი ვართ დღემდე.+

14 ამას თქვენ შესარცხვენად კი არ ვწერ, არამედ შეგაგონებთ, როგორც საყვარელ შვილებს.+ 15 ათი ათასი აღმზრდელიც+ რომ გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ,+ რადგან მე გავხდი თქვენი მამა ქრისტე იესოში სასიხარულო ცნობის მეშვეობით.+ 16 ამიტომ გეხვეწებით: მე მომბაძეთ.+ 17 სწორედ ამის გამო გიგზავნით ტიმოთეს,+ ჩემს საყვარელ და ერთგულ შვილს+ უფალში. ის გაგახსენებთ, როგორ ვასწავლიდი ქრისტე იესოში,+ რასაც დღემდე ვაკეთებ ყველგან, ყველა კრებაში.

18 ზოგიერთი გაყოყოჩებულია,+ თითქოს თქვენთან არ მოვდიოდე, 19 მაგრამ, თუ იეჰოვა ინებებს,+ მალე მოვალ თქვენთან, გაყოყოჩებულთა სიტყვებს კი არა, მათ ძლიერებას გავიგებ. 20 ღვთის სამეფო სიტყვაში კი არ არის, არამედ ძლიერებაში.+ 21 რა გინდათ? კვერთხით მოვიდე თქვენთან+ თუ რბილად მოგიდგეთ, სიყვარულით?+

5 გავიგე, რომ სიძვაა+ თქვენ შორის, თანაც ისეთი სიძვა, რომლის მსგავსი უცხოტომელებშიც კი არ არის, რომ ვიღაცა მამამისის ცოლთან ცხოვრობს.+ 2 ნუთუ ყოყოჩობთ,+ ნაცვლად იმისა, რომ იგლოვოთ,+ რათა ამ საქმეების ჩამდენი მოიკვეთოს თქვენგან?+ 3 თუმცა სხეულით თქვენთან არ ვარ, სულით თქვენთან ვარ და უკვე გავასამართლე+ ასეთი საქმის ჩამდენი, თითქოს თქვენთან ვყოფილიყავი, 4 რათა, როცა შეიკრიბებით და ჩვენს უფალ იესოს ძალასთან ერთად ჩემი სულიც იქნება, ჩვენი უფლის იესოს სახელით+ 5 სატანას გადასცეთ+ ასეთი კაცი ხორცის გასანადგურებლად, რათა სული+ გადარჩეს უფლის დღეს.+

6 არ არის კარგი, რომ ამით იკვეხნით.+ ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი+ მთელ ცომს აფუებს?+ 7 მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა ახალი ცომი იყოთ,+ რადგან უფუარნი ხართ, ვინაიდან შეწირულ იქნა+ ქრისტე,+ ჩვენი პასექი.+ 8 ამიტომ ნურც ძველი საფუვრით+ ვიდღესასწაულებთ+ და ნურც ბოროტებისა და უკეთურობის+ საფუვრით,+ არამედ გულწრფელობისა და ჭეშმარიტების უფუარი პურებით.+

9 წერილში გწერდით, რომ აღარ გქონოდათ ურთიერთობა მეძავებთან, 10 მაგრამ არ მიგულისხმია საერთოდ ამ ქვეყნიერების+ მეძავები,+ ხარბები, გამომძალველები და კერპთაყვანისმცემლები, რადგან მაშინ გასვლა მოგიწევდათ ამ ქვეყნიერებიდან.+ 11 ახლა კი გწერთ, რომ აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან,+ ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მეძაობს, ხარბი,+ კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი+ ან გამომძალველია. ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ. 12 რატომ გავასამართლო გარეშეები?+ განა თქვენ შინაურებს არ ასამართლებთ,+ 13 ხოლო ღმერთი — გარეშეებს?+ „მოიშორეთ ბოროტი ადამიანები“.+

6 განა გაბედავს რომელიმე თქვენგანი, სასამართლოში უმართლო მოსამართლესთან+ უჩივლოს+ სხვას და არა წმინდებთან?+ 2 განა არ იცით, რომ ქვეყნიერებას+ წმინდები გაასამართლებენ?+ და თუ ქვეყნიერება თქვენ უნდა გაასამართლოთ, უმნიშვნელო საქმეების განსჯა+ აღარ შეგიძლიათ? 3 განა არ იცით, რომ ანგელოზებს გავასამართლებთ?+ მაშ, ცხოვრებისეული საქმეები რატომ არ განვსაჯოთ? 4 და თუ ცხოვრებისეული საქმეები გაქვთ განსასჯელი,+ ნუთუ ისეთებს ირჩევთ მოსამართლეებად, რომლებიც კრებისთვის არაფერს წარმოადგენენ?+ 5 თქვენ შესარცხვენად ვამბობ ამას.+ ნუთუ მართლა არავინ არის თქვენ შორის ბრძენი,+ რომელიც შეძლებს, გაარკვიოს, რომელი ძმაა მართალი, 6 ძმა რომ ძმას უჩივის სასამართლოში და თანაც ურწმუნოებთან?+

7 ერთმანეთს რომ ედავებით სასამართლოში, ეს თქვენი სრული დამარცხებაა.+ რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას?+ რატომ არ არჩევთ მოტყუებულად დარჩენას?+ 8 პირიქით, თქვენივე ძმებს ექცევით უსამართლოდ და ცდილობთ, რამე გამოსტყუოთ.+

9 როგორ?! არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ?+ თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები,+ ვერც კერპთაყვანისმცემლები,+ ვერც მრუშები,+ ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ,+ ვერც მამათმავლები,+ 10 ვერც ქურდები, ვერც ხარბები,+ ვერც ლოთები,+ ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.+ 11 ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი,+ მაგრამ განიბანეთ,+ განიწმინდეთ+ და მართლებად იქენით აღიარებული+ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით+ და ჩვენი ღვთის სულით.+

12 ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.+ ყველაფერი ნებადართულია+ ჩემთვის, მაგრამ არაფერს დავემონები.+ 13 საჭმელი მუცლისთვის არის, ხოლო მუცელი — საჭმლისთვის,+ მაგრამ ღმერთი ბოლოს მოუღებს ერთსაც და მეორესაც.+ სხეული სიძვისთვის კი არ არის, არამედ უფლისთვის,+ უფალი კი — სხეულისთვის.+ 14 ღმერთმა აღადგინა უფალი+ და ჩვენც აღგვადგენს მკვდრეთით+ თავისი ძალით.+

15 განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს+ სხეულის ნაწილებია?+ განა შემიძლია ავიღო ქრისტეს სხეულის ნაწილები და მეძავის სხეულის ნაწილებად ვაქციო?+ არავითარ შემთხვევაში! 16 როგორ?! არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, მისი ერთხორცი ხდება? ვინაიდან „ორნი ერთი ხორცი იქნებიან“,+ — ამბობს ის. 17 მაგრამ, ვინც უფალს უერთდება, ერთი+ სულია+ მასთან ერთად. 18 გაექეცით სიძვას.+ ნებისმიერი სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა. ის კი, ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.+ 19 როგორ?! არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია+ თქვენში მყოფი წმინდა სულისა,+ რომელიც ღვთისგან მიიღეთ? და თქვენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით,+ 20 რადგან ფასით ხართ ნაყიდნი.+ ამიტომ განადიდეთ ღმერთი+ თქვენი სხეულებით.+

7 ახლა რაც შეეხება იმას, რაზეც მომწერეთ: კაცისთვის კარგია, არ გაეკაროს+ ქალს. 2 მაგრამ, რადგან სიძვა ყველგან არის გავრცელებული,+ ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი+ და ყოველ ქალს — თავისი ქმარი. 3 ქმარმა თავისი მოვალეობა შეასრულოს ცოლთან+ და ცოლიც ასევე მოექცეს ქმარს.+ 4 ცოლი კი არ არის თავისი სხეულის ბატონ-პატრონი, არამედ ქმარი.+ არც ქმარია თავისი სხეულის ბატონ-პატრონი, არამედ ცოლი.+ 5 ნუ მოაკლებთ ერთმანეთს ამას,+ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეთანხმდებით, მხოლოდ დროებით,+ რათა დრო გამოუყოთ ლოცვას, შემდეგ კი კვლავ ერთად იყოთ, რომ სატანამ არ გაცდუნოთ+ თქვენი თავდაუჭერლობის გამო.+ 6 რასაც გეუბნებით, დასაშვებია,+ ბრძანება არ არის,+ 7 მაგრამ მსურს, რომ ყველა ჩემსავით იყოს.+ თუმცა ყველას თავისი ძღვენი+ აქვს ღვთისგან: ზოგს ეს და ზოგს ის.

8 დაუქორწინებლებსა+ და ქვრივებს კი ვეუბნები, რომ მათთვის კარგია, ჩემსავით დარჩნენ,+ 9 მაგრამ, თუ თავშეკავება+ არა აქვთ, დაქორწინდნენ, რადგან უმჯობესია დაქორწინდნენ,+ ვიდრე ვნებით აღიგზნონ.+

10 დაქორწინებულებს მივუთითებ — თუმცა მე კი არა, უფალი+ — რომ ცოლი არ გაშორდეს ქმარს,+ 11 მაგრამ თუ გაშორდება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს. ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.

12 სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი:+ თუ ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს მას, 13 ხოლო, თუ ქალს ურწმუნო ქმარი ჰყავს და ეს კაცი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს ქმარს, 14 რადგან ურწმუნო ქმარი ცოლის მეშვეობით განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი განიწმინდება ძმის მეშვეობით. სხვაგვარად, თქვენი შვილები უწმინდურები იქნებოდნენ,+ ახლა კი წმინდები არიან.+ 15 თუ ურწმუნოს გაშორება სურს, გაშორდეს,+ ასეთ შემთხვევაში ძმა ან და იძულებული არ არის, დარჩეს მასთან, რადგან ღმერთმა მშვიდობისკენ მოგიწოდათ.+ 16 რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი?+ ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?+

17 თითოეულმა ისე იცხოვროს, როგორც იეჰოვამ არგუნა,+ როგორც ღმერთმა მოუწოდა.+ ამას ვუწესებ+ ყველა კრებას. 18 წინადაცვეთილია რომელიმე მოწოდებული?+ ნუ გახდება წინადაუცვეთელი. წინადაუცვეთელია რომელიმე მოწოდებული?+ ნუ გახდება წინადაცვეთილი.+ 19 არც წინადაცვეთა+ ნიშნავს რამეს და არც წინადაუცვეთელობა,+ მთავარი ღვთის მცნებების დაცვაა.+ 20 ვინც როგორ იყო მოწოდებული,+ ისე დარჩეს.+ 21 მონობაში იყავი მოწოდებული? ნუ წუხხარ,+ მაგრამ თუ თავისუფლების მოპოვება შეგიძლია, ისარგებლე შემთხვევით. 22 ყოველი, ვინც ახლა უფალშია და მონობაში იქნა მოწოდებული, უფლისთვის გათავისუფლებულია.+ ასევე თავისუფალი,+ რომელიც მოწოდებულ იქნა, ქრისტეს მონაა.+ 23 თქვენ ფასით ხართ ნაყიდნი,+ ნუღარ გახდებით ადამიანთა მონები.+ 24 ძმებო, ვინც როგორ იყო მოწოდებული,+ ისე დარჩეს და ღმერთთან იყოს.

25 დაუქორწინებლების შესახებ არა მაქვს ბრძანება უფლისგან, მაგრამ გეტყვით ჩემს აზრს,+ რადგან მეც შემიწყალა უფალმა,+ რომ ერთგული ვყოფილიყავი.+ 26 არსებულ სირთულეებს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, კარგია კაცისთვის ისე დარჩეს, როგორც არის.+ 27 შეკრული ხარ ცოლთან?+ გათავისუფლებას ნუღარ ეძებ.+ ცოლგაშვებული ხარ? ცოლს ნუღარ ეძებ. 28 თუმცა რომ დაქორწინდე კიდეც, არ შესცოდავ,+ და თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს, მაგრამ ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ,+ მე კი არ მემეტებით.

29 იმასაც გეტყვით, ძმებო, რომ დრო ცოტაღა დარჩა.+ ამიტომ ცოლიანები იყვნენ, როგორც უცოლოები,+ 30 მტირალნი — როგორც არამტირალნი, მოხარულნი — როგორც არამოხარულნი, მყიდველნი — როგორც არამქონენი, 31 ქვეყნიერებით მოსარგებლენი+ — როგორც მისით არასრულად მოსარგებლენი, რადგან ცვალებადია ეს ქვეყნიერება*.+ 32 მე კი მინდა, რომ უზრუნველად იყოთ.+ უცოლოს უფლისა აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს უფალს. 33 ცოლიანს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს+ — როგორ ასიამოვნოს ცოლს+ — 34 და გაყოფილია. ასევე უქმრო ქალსა და ქალწულს უფლისა აფიქრებთ,+ რომ წმინდები იყვნენ სხეულითაც და სულითაც. გათხოვილ ქალს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს ქმარს.+ 35 ამას თქვენივე სასარგებლოდ გეუბნებით, არა იმისთვის, რომ მარყუჟი მოგდოთ, არამედ იმისთვის, რომ აღგძრათ, სათანადოდ მოიქცეთ+ და განუწყვეტლივ ემსახუროთ უფალს მოუცდენლად.+

36 თუ ვინმეს მიაჩნია, რომ დაუქორწინებლისთვის+ შეუფერებლად იქცევა და თუ ახალგაზრდული ვნებები დაუცხრა, რაც ასეც უნდა იყოს, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს, დაქორწინდეს.+ 37 ის კი, ვინც გულით მტკიცედ დგას და არ გრძნობს საჭიროებას, არამედ ძალაუფლება აქვს თავის ნება-სურვილზე და დაუქორწინებლობა გადაწყვიტა გულში, კარგად იქცევა.+ 38 ამგვარად, ვინც ქორწინდება, კარგად იქცევა,+ მაგრამ ვინც დაუქორწინებელი რჩება — უკეთესად.+

39 ცოლი ქმართან არის შეკრული მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს,+ მაგრამ თუ მისი ქმარი სიკვდილის ძილით დაიძინებს, ქალი თავისუფალია, გაჰყვეს ვისაც უნდა, ოღონდ უფალში.+ 40 მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო ბედნიერი იქნება, თუკი ისე დარჩება, როგორც არის.+ ვფიქრობ, მეც მაქვს ღვთის სული.+

8 კერპთშენაწირის შესახებ ვიცით,+ რომ ყველას გვაქვს ცოდნა.+ ცოდნა აყოყოჩებს, სიყვარული კი აშენებს.+ 2 თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაცა იცის,+ მან ჯერ კიდევ არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს.+ 3 ვისაც ღმერთი უყვარს,+ მას ღმერთი იცნობს.+

4 რაც შეეხება კერპთშენაწირის ჭამას,+ ვიცით, რომ კერპი არაფერია+ ქვეყნიერებაში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა.+ 5 თუმცა არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები+ ცაში+ თუ დედამიწაზე+ — რადგან არსებობს მრავალი „ღმერთი“ და მრავალი „უფალი“+ — 6 ჩვენთვის ერთია ღმერთი,+ მამა,+ ვისგანაც არის ყოველივე და ჩვენც მისთვის ვართ,+ და ერთია უფალი,+ იესო ქრისტე,+ ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე+ და ჩვენც მისი მეშვეობით ვართ.

7 მაგრამ ყველას როდი აქვს ამგვარი ცოდნა.+ ზოგიერთისთვის კერპი დღემდე ჩვეულებრივი რამ არის და ჭამენ საჭმელს, როგორც კერპთშენაწირს,+ და მათი სუსტი სინდისი იბილწება.+ 8 საჭმელი ვერ შეგვიქმნის კარგ სახელს ღვთის წინაშე.+ თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება, და თუ ვჭამთ, არაფერი გვემატება.+ 9 მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი უფლება დაბრკოლებად არ იქცეს სუსტებისთვის.+ 10 თუ ვინმე სუსტი დაგინახავს საკერპო ტაძრის სუფრასთან შენ, ცოდნის მქონეს, განა არ უკარნახებს სინდისი, რომ კერპთშენაწირი ჭამოს?+ 11 ასე რომ, შენი ცოდნით იღუპება სუსტი, შენი ძმა, რომლის გულისთვისაც ქრისტე მოკვდა.+ 12 როცა ამგვარად სცოდავთ თქვენი ძმების წინააღმდეგ და ჭრილობას აყენებთ მათ სუსტ სინდისს,+ ქრისტეს წინააღმდეგ სცოდავთ. 13 ამიტომ, თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას,+ საერთოდ არ შევჭამ ხორცს, რომ არ დავაბრკოლო ჩემი ძმა.+

9 განა თავისუფალი არა ვარ?+ განა მოციქული არა ვარ?+ განა არ ვიხილე ჩვენი უფალი იესო?+ განა თქვენ ჩემი შრომის ნაყოფი არა ხართ უფალში? 2 შეიძლება სხვებისთვის არა ვარ მოციქული, მაგრამ თქვენთვის ვარ, რადგან თქვენ ჩემი მოციქულობის დამადასტურებელი+ ბეჭედი ხართ უფალში.

3 აი, როგორ დავიცავ თავს ჩემს განმკითხველთა წინაშე:+ 4 განა არა გვაქვს ჭამა-სმის+ უფლება? 5 განა არა გვაქვს უფლება, თან დაგვყავდეს მორწმუნე ცოლი,+ როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა+ და კეფას?+ 6 თუ მარტო მე და ბარნაბას+ არა გვაქვს უფლება, რომ არ ვიმუშაოთ?+ 7 რომელი ჯარისკაცი მსახურობს თავისი ხარჯით? ვინ რგავს ვაზს და მის ნაყოფს არა ჭამს?+ ან ვინ მწყემსავს ფარას და მის რძეს არა სვამს?+

8 განა ადამიანური თვალსაზრისით ვამბობ ამას?+ განა კანონიც+ ამასვე არ ამბობს? 9 მოსეს კანონში წერია: „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“.+ განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი? 10 თუ ჩვენთვის ამბობს ამას? ეს ჩვენთვის არის დაწერილი,+ ვინაიდან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და მლეწავმა წილის მიღების იმედით უნდა ლეწოს.+

11 თუ სულიერი დაგითესეთ,+ განა დიდი ამბავია, თქვენგან ხორცისთვის აუცილებელი მოვიმკათ?+ 12 თუ სხვები სარგებლობენ ამ ძალაუფლებით თქვენზე,+ განა ჩვენ უფრო მეტად არ უნდა ვსარგებლობდეთ? მიუხედავად ამისა, არ გამოგვიყენებია ეს ძალაუფლება,+ არამედ ყველაფერს ვიტანთ, რომ არანაირად არ დავაბრკოლოთ სასიხარულო ცნობა+ ქრისტეს შესახებ. 13 ნუთუ არ იცით, რომ წმინდა მოვალეობის შემსრულებლები ტაძრიდან ჭამენ+ და სამსხვერპლოს მსახურებს+ წილი აქვთ სამსხვერპლოსთან? 14 ასევე უფალმა დააწესა,+ რომ სასიხარულო ცნობის მაუწყებლებმა სასიხარულო ცნობით იცხოვრონ.+

15 მე კი არც ერთი მათგანი არ გამომიყენებია.+ ესეც იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე იყოს, რადგან ამას სიკვდილი მირჩევნია... ვერავინ მომისპობს კვეხნის მიზეზს!+ 16 თუ სასიხარულო ცნობას ვაუწყებ,+ არა მაქვს კვეხნის მიზეზი, რადგან ეს აუცილებლად+ უნდა გავაკეთო. ვაი მე,+ თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას! 17 თუ ამას ნებაყოფლობით ვაკეთებ,+ ჯილდო მაქვს,+ ხოლო თუ ძალდატანებით — მაინც მონდობილი მაქვს მმართველობა.+ 18 მაშ, რა არის ჩემი ჯილდო? ის, რომ სასიხარულო ცნობას როცა ვქადაგებ, შემიძლია უსასყიდლოდ ვახარო,+ რათა ბოროტად არ გამოვიყენო ჩემი ძალაუფლება სასიხარულო ცნობაზე.

19 ყველასგან თავისუფალი ყველას მონა+ გავხდი, რათა რაც შეიძლება მეტი შემეძინა.+ 20 იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი,+ რათა იუდეველები შემეძინა; კანონს დაქვემდებარებულთათვის კანონს დაქვემდებარებული გავხდი+ — თუმცა არა ვარ კანონს დაქვემდებარებული+ — რათა კანონს დაქვემდებარებულები შემეძინა; 21 კანონის უქონელთათვის+ კანონის უქონელი გავხდი+ — თუმცა ღვთის კანონის უქონელი არა ვარ,+ არამედ ქრისტეს კანონს+ დაქვემდებარებული — რათა კანონის უქონელნი შემეძინა; 22 სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა;+ ყველასთვის ყველაფერი გავხდი,+ რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი. 23 ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე+ სხვებთან ერთად.

24 განა არ იცით, რომ რბოლის დროს ყველა მორბენალი+ გარბის, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს?+ ისე ირბინეთ,+ რომ მოიპოვოთ ის.+ 25 შეჯიბრების მონაწილეები ყველაფერში თავშეკავებას+ ავლენენ. ისინი ამას ხრწნადი გვირგვინის+ მისაღებად აკეთებენ, ჩვენ კი — უხრწნელისა.+ 26 მე უმიზნოდ არ გავრბივარ+ და მუშტებს ჰაერს არ ვურტყამ,+ 27 არამედ ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს,+ რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი.+

10 არ მინდა, არ იცოდეთ, ძმებო, რომ ჩვენი წინაპრები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ,+ ყველამ გადაკვეთა ზღვა+ 2 და ყველა მოინათლა მოსეში+ ღრუბლითა და ზღვით, 3 ყველა ერთსა და იმავე სულიერ საკვებს ჭამდა+ 4 და ყველა ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდა.+ იმ სულიერი კლდიდან+ სვამდნენ, რომელიც მათ თან დაჰყვებოდა, და ის კლდე+ ქრისტეს განასახიერებდა.+ 5 მიუხედავად ამისა, ღმერთმა არ მოიწონა+ მათი უმრავლესობა და ისინი უდაბნოში დაეცნენ.+

6 ეს ჩვენთვის გაკვეთილია, რათა ბოროტი+ არ მოვისურვოთ მათ მსგავსად. 7 არც კერპთაყვანისმცემლები გავხდეთ ზოგიერთი მათგანის მსგავსად,+ როგორც დაწერილია: „დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, შემდეგ ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს“;+ 8 ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძაობდა+ და ოცდასამი ათასი დაეცა ერთ დღეში;+ 9 ნურც იეჰოვას+ გამოვცდით, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა+ და გველებისგან დაიღუპნენ;+ 10 ნურც ვიდრტვინებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა+ და შემმუსვრელისგან დაიღუპნენ.+ 11 რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა,+ რომლებზეც ქვეყნიერების* აღსასრულმა+ მოაწია.

12 ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს.+ 13 არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანურისა,+ თანაც ღმერთი ერთგულია+ და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება,+ და გამოსავალსაც+ მოგცემთ, რომ მოითმინოთ.

14 ამიტომ, ჩემო საყვარელნო, გაექეცით+ კერპთაყვანისმცემლობას.+ 15 გელაპარაკებით, როგორც საღად მოაზროვნეებს.+ თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ. 16 განა კურთხევის სასმისი,+ რომელსაც ვაკურთხებთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სისხლს ვეზიარებით? განა პური, რომელსაც ვამტვრევთ,+ იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სხეულს ვეზიარებით?+ 17 პური ერთია და რადგან ერთ პურსა ვჭამთ,+ ჩვენც ერთი სხეული ვართ,+ თუმცა ბევრნი ვართ.+

18 შეხედეთ ხორციელ ისრაელს:+ განა წილი არა აქვს სამსხვერპლოსთან მას, ვინც მსხვერპლსა ჭამს?+ 19 მაშ, რა ვთქვა? განა კერპთშენაწირი ნიშნავს რამეს ან განა კერპი ნიშნავს რამეს?+ 20 არა, მე იმას ვამბობ, რომ ყველაფერს, რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ+ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, დემონების თანაზიარნი გახდეთ.+ 21 შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ+ და დემონების სასმისსაც. შეუძლებელია „იეჰოვას სუფრიდანაც“+ ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც. 22 თუ „იეჰოვას განრისხებას ვბედავთ“?+ განა მასზე ძლიერები+ ვართ?

23 ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.+ ყველაფერი ნებადართულია,+ მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს.+ 24 თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო,+ არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო.+

25 ყველაფერი, რაც ხორცის ბაზარში იყიდება, ჭამეთ+ და ნუ გამოიძიებთ თქვენი სინდისის გამო,+ 26 რადგან „იეჰოვასია+ დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა“.+ 27 თუ ურწმუნო დაგპატიჟებთ და მოისურვებთ მასთან წასვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც წინ დაგიდებენ,+ ნურაფერს გამოიძიებთ თქვენი სინდისის გამო,+ 28 მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: „ეს მსხვერპლშენაწირია“, ნუ შეჭამთ ნურც იმის გულისთვის, ვინც ეს გაგიმხილათ, და ნურც სინდისის გამო.+ 29 ვგულისხმობ არა შენს სინდისს, არამედ სხვისას. რატომ უნდა გასამართლდეს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით?+ 30 თუ მადლიერებით ვჭამ, რატომღა უნდა დავიგმო იმის გამო, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი?+

31 ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ.+ 32 ნუ დააბრკოლებთ+ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ღვთის კრებას, 33 როგორც მე ყველას ყველაფერში ვასიამოვნებ+ და იმას კი არ ვეძებ, რაც ჩემთვის არის სასარგებლო,+ არამედ იმას, რაც სხვებისთვის არის სასარგებლო, რათა გადარჩნენ.+

11 მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს.+

2 გაქებთ, რადგან ყველაფერში გახსოვართ და მტკიცედ იცავთ ყველაფერს,+ რაც გადმოგეცით. 3 მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა,+ ქალის თავი კაცია,+ ქრისტეს თავი კი ღმერთია.+ 4 ყოველი კაცი, რომელიც თავდახურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს არცხვენს+ 5 და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუხურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს,+ თავის თავს არცხვენს,+ რადგან ეს იგივეა, რომ ქალი გადაპარსული* იყოს.+ 6 თუ ის თავზე არ იფარებს, მაშინ თავი გაიკრიჭოს, მაგრამ თუ ქალისთვის სამარცხვინოა თავის გაკრეჭა ან გადაპარსვა,+ მაშინ თავზე დაიფაროს.+

7 კაცმა არ უნდა დაიფაროს თავზე, რადგან ღვთის ანარეკლი+ და დიდებაა+ იგი, ქალი კი კაცის დიდებაა.+ 8 კაცი კი არ არის ქალისგან, არამედ ქალი — კაცისგან+ 9 და კაცი კი არ შექმნილა ქალისთვის, არამედ ქალი — კაცისთვის.+ 10 ამიტომ ქალს ძალაუფლების ნიშანი უნდა ჰქონდეს თავზე+ ანგელოზებისთვის.+

11 უფალში არც ქალია კაცის გარეშე და არც კაცი — ქალის გარეშე.+ 12 როგორც ქალია კაცისგან,+ ასევეა კაციც ქალის მეშვეობით,+ ხოლო ყოველივე ღვთისგანაა.+ 13 თავად განსაჯეთ: შეშვენის ქალს თავდაუხურავად ლოცვა ღვთის წინაშე? 14 განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ მამაკაცისთვის გრძელთმიანობა სამარცხვინოა, 15 ქალისთვის კი დიდებაა?+ ქალს თმა თავსაფრის+ ნაცვლად აქვს მიცემული. 16 მაგრამ თუ ვინმე სხვა ჩვეულების+ მომხრეა და დავას აპირებს,+ არც ჩვენ და არც ღვთის კრებებს სხვა ჩვეულება არა გვაქვს.

17 ამ დარიგებას რომ გაძლევთ, არ გაქებთ, რადგან უკეთესისთვის კი არ იკრიბებით, არამედ უარესისთვის.+ 18 ჯერ ერთი, ჩემამდე ხმა მოდის, რომ როცა თქვენი კრება იკრიბება, თქვენ შორის განხეთქილებებია,+ რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. 19 თქვენ შორის სექტებიც+ უნდა იყოს, რათა მოსაწონნი გამოჩნდნენ.+

20 ამიტომ, როცა ერთ ადგილას იკრიბებით, შეუძლებელი ხდება უფლის ვახშმის ჭამა,+ 21 რადგან თითოეული წინასწარ ჭამს თავის ვახშამს და ზოგი მშიერია და ზოგი — მთვრალი. 22 ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ?+ თუ ღვთის კრებას აღარაფრად აგდებთ და უქონელთ+ არცხვენთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისთვის ვერ შეგაქებთ.

23 უფლისგან მივიღე და თქვენც გადმოგეცით, რომ იმ ღამეს,+ როცა უნდა გაეცათ, უფალმა იესომ აიღო პური, 24 ღმერთს მადლობა გადაუხადა, დაამტვრია+ და თქვა: „ეს ჩემს სხეულს+ ნიშნავს, რომელიც თქვენთვისაა. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“.+ 25 ვახშმის შემდეგ სასმისი+ რომ აიღო, მსგავსად მოიქცა და თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას+ ჩემი სისხლის საფუძველზე.+ ამას აკეთებდეთ ჩემს გასახსენებლად+ ყოველთვის, როცა დალევთ“. 26 ყოველთვის,+ როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის სიკვდილს+ აუწყებთ მის მოსვლამდე.+

27 ამიტომ, თუ ვინმე უღირსად შეჭამს ამ პურს და უღირსად შესვამს უფლის სასმისს, დამნაშავე+ იქნება უფლის სხეულისა და სისხლის+ წინაშე. 28 მან ჯერ გულდასმით შეამოწმოს საკუთარი თავი+ და, როცა დარწმუნდება, რომ ღირსეულია, მაშინ შეჭამოს ეს პური და შესვას ეს სასმისი. 29 ვინც ისე ჭამს და სვამს, რომ სხეულის მნიშვნელობა არ ესმის, საკუთარი თავის გასასამართლებლად+ ჭამს და სვამს. 30 სწორედ ამიტომ არის თქვენში ბევრი სუსტი და ავადმყოფი, ბევრს კი სიკვდილის ძილით სძინავს.+ 31 მაგრამ ჩვენ თვითონვე რომ გამოგვერკვია, ვინ ვართ, არ გავსამართლდებოდით,+ 32 ხოლო როცა ვსამართლდებით,+ იეჰოვა გვსჯის,+ რათა ქვეყნიერებასთან ერთად+ არ დაგვედოს მსჯავრი.+ 33 ამიტომ, ჩემო ძმებო, როცა საჭმელად შეიკრიბებით,+ ერთმანეთს დაელოდეთ. 34 თუ ვინმე მშიერია, სახლში ჭამოს,+ რათა გასასამართლებლად არ შეიკრიბოთ.+ დანარჩენს მე მოვაგვარებ, როცა მოვალ.

12 ძმებო, რაც შეეხება სულიერ ძღვენს,+ არ მინდა, უცოდინარნი იყოთ. 2 თქვენ იცით, რომ, როცა უცხოტომელები+ იყავით, სხვადასხვაგვარად გიბიძგებდნენ და უტყვ+ კერპებს+ სცემდით თაყვანს. 3 ამიტომ გაუწყებთ, რომ კაცი, რომელიც ღვთის სულით ლაპარაკობს, არ იტყვის: „დაწყევლილია იესო!“+ და ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ „იესო უფალია!“ თუ არა წმინდა სულით.+

4 ძღვენი სხვადასხვაგვარია,+ სული კი იგივეა.+ 5 მსახურებაც სხვადასხვაგვარია,+ მაგრამ უფალი იგივეა.+ 6 მოქმედებაც სხვადასხვაგვარია,+ მაგრამ იგივეა ღმერთი,+ რომელიც ყველა ამ მოქმედებას ასრულებს ყველაში.+ 7 სულის გამოვლინება კი თითოეულს სასიკეთოდ ეძლევა.+ 8 მაგალითად, ერთს სიბრძნის სიტყვა ეძლევა სულით,+ მეორეს — ცოდნის სიტყვა+ იმავე სულით, 9 ზოგს — რწმენა+ იმავე სულით, ზოგსაც — განკურნების ძღვენი+ იმავე სულით, 10 ზოგს — სასწაულების მოხდენის ძღვენი,+ ზოგს — წინასწარმეტყველების ძღვენი,+ ზოგს — შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების+ გარჩევის ძღვენი,+ ზოგს — სხვადასხვა ენა,+ ზოგსაც — ენების განმარტების ძღვენი.+ 11 ამ ყველაფერს ერთი და იგივე სული აკეთებს+ და თითოეულს ისე უნაწილებს,+ როგორც ნებავს.+

12 როგორც სხეულია ერთი, მაგრამ მრავალი ნაწილი აქვს, და სხეულის ყველა ნაწილი, თუმცა ბევრია, ერთი სხეულია,+ ასევეა ქრისტეც,+ 13 რადგან ყველანი — იუდეველები თუ ბერძნები, მონები თუ თავისუფლები — ერთი სულით მოვინათლეთ+ ერთ სხეულში და ყველამ ერთი სული ვსვით.+

14 სხეული ერთი ნაწილისგან კი არ შედგება, არამედ მრავლისგან.+ 15 ფეხმა რომ თქვას, ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა.+ 16 ან ყურმა რომ თქვას, თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა.+ 17 მთელი სხეული თვალი რომ იყოს, სადღა იქნებოდა სმენა? ანდა სმენა რომ იყოს, სადღა იქნებოდა ყნოსვა? 18 მაგრამ ღმერთმა სხეულის თითოეული ნაწილი თავისი ნებისამებრ განალაგა.+

19 ყველა რომ სხეულის ერთი ნაწილი ყოფილიყო,+ სხეული სადღა იქნებოდა? 20 ახლა კი სხეულის ნაწილი ბევრია,+ სხეული კი — ერთი. 21 თვალი ვერ ეტყვის ხელს, არ მჭირდებიო, ვერც თავი ეტყვის ფეხებს, არ მჭირდებითო. 22 პირიქით, სხეულის ის ნაწილები, რომლებიც შედარებით სუსტი+ ჩანს, უფრო საჭიროა, 23 და სხეულის იმ ნაწილებს, რომლებსაც ნაკლებად საპატიოდ მივიჩნევთ, უფრო მეტი პატივით ვეპყრობით+ და ჩვენი სასირცხო ნაწილები უფრო საპატიო ხდება, 24 საპატიო ნაწილებს კი არაფერი სჭირდება. ღმერთმა ისე შექმნა სხეული, რომ იმ ნაწილს, რომელსაც რაღაც აკლდა, უფრო მეტი პატივი მისცა, 25 რათა განხეთქილება არ იყოს სხეულში და მისი ნაწილები თანაბრად ზრუნავდნენ ერთმანეთზე.+ 26 თუ სხეულის ერთი ნაწილი იტანჯება,+ მასთან ერთად იტანჯება ყველა, და თუ სხეულის ერთი ნაწილი განდიდდება,+ მასთან ერთად ხარობს ყველა.+

27 თქვენ ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი — სხეულის ნაწილები.+ 28 ღმერთმა კრებაში სხვადასხვა წევრი დანიშნა:+ ჯერ მოციქულები,+ შემდეგ — წინასწარმეტყველები,+ შემდეგ — მასწავლებლები,+ მერე მისცა სასწაულების მოხდენის უნარი,+ განკურნების ძღვენი,+ დააწესა დახმარების აღმოჩენა,+ მისცა მართვის უნარი+ და სხვადასხვა ენა.+ 29 განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? განა ყველა მასწავლებელია? განა ყველა ახდენს სასწაულებს? 30 განა ყველას აქვს განკურნების ძღვენი? განა ყველა ლაპარაკობს უცხო ენებზე?+ განა ყველა მთარგმნელია?+ 31 ესწრაფეთ უფრო დიდ ძღვენს+ და მე გაჩვენებთ აღმატებულ გზას.+

13 ადამიანთა და ანგელოზთა ენებზეც+ რომ ვილაპარაკო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ჟღარუნა თითბერი ვიქნები ან მჭექარე წინწილა.+ 2 წინასწარმეტყველების ძღვენიც რომ მქონდეს,+ ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე,+ ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე+ და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს,+ მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები.+ 3 მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე+ და ჩემი სხეული გავიღო,+ რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს,+ ეს არაფერს მარგებს.

4 სიყვარული+ სულგრძელი+ და კეთილია.+ სიყვარულს არ შურს*,+ სიყვარული არ ტრაბახობს,+ არ ყოყოჩობს,+ 5 უწესოდ არ იქცევა,+ თავისას არ ეძებს,+ არ ღიზიანდება+ და განაწყენებას არ ითვლის,+ 6 უმართლობით არ ხარობს,+ არამედ ჭეშმარიტება ახარებს,+ 7 ყველაფერს იტანს,+ ყველაფერი სწამს,+ ყველაფრის იმედი აქვს+ და ყველაფერს ითმენს.+

8 სიყვარული არასოდეს მთავრდება*.+ წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნაც გაუქმდება.+ 9 ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს+ და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ,+ 10 მაგრამ როცა სრულყოფილი მოვა,+ ნაწილობრივი გაუქმდება. 11 როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ,+ ყოველივე ბავშვური მოვიშორე. 12 ამჟამად ბუნდოვან მონახაზს ვხედავთ ლითონის სარკეში,+ მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ.+ ამჟამად ნაწილობრივ ვიცი, მაშინ კი კარგად მეცოდინება, როგორც მე მიცნობენ კარგად.+ 13 ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია.+

14 ისწრაფეთ სიყვარულისკენ და ესწრაფეთ სულიერ ძღვენს,+ უფრო კი იმას, რომ იწინასწარმეტყველოთ.+ 2 ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს, ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, და არავის ესმის,+ ვინაიდან სულით ამბობს წმინდა საიდუმლოს;+ 3 ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად,+ გასამხნევებლად და ნუგეშსაცემად. 4 უცხო ენაზე მოლაპარაკე საკუთარ თავს აღაშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კრებას აღაშენებს. 5 მინდა, რომ ყველა უცხო ენებზე ლაპარაკობდეთ,+ მაგრამ მირჩევნია, წინასწარმეტყველებდეთ.+ ვინც წინასწარმეტყველებს, დიდია მასზე, ვინც უცხო ენებზე+ ლაპარაკობს, მაგრამ არ თარგმნის კრების აღსაშენებლად. 6 ძმებო, რას გარგებთ, მე რომ ახლა თქვენთან მოვიდე და უცხო ენებზე დაგიწყოთ ლაპარაკი და არ მოვიდე გამოცხადებით,+ ცოდნით,+ წინასწარმეტყველებითა და სწავლებით?

7 უსულო საგნებიც, ქნარიც და სალამურიც, გამოსცემენ ხმას,+ მაგრამ თუ განსხვავებულ ბგერებს არ გამოსცემენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავენ სალამურზე ან ქნარზე? 8 და თუ საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?+ 9 ასევე, თუ ენით ადვილად გასაგებ სიტყვებს არ გამოთქვამთ,+ როგორ გაიგებენ, რას ამბობთ? ჰაერზე ილაპარაკებთ.+ 10 რამდენი განსხვავებული ბგერაა მსოფლიოში და ყველას რაღაც მნიშვნელობა აქვს. 11 ამიტომ, თუ ბგერის ძალა არ მესმის, უცხოელი+ ვიქნები მოლაპარაკისთვის, ხოლო მოლაპარაკე უცხოელი იქნება ჩემთვის. 12 ასევე თქვენც, რადგან ესწრაფვით სულის ძღვენს,+ ეცადეთ კრების აღსაშენებლად იუხვოთ მათში.+

13 ამიტომ უცხო ენაზე მოლაპარაკემ ილოცოს, რომ თარგმნაც შეძლოს,+ 14 რადგან, თუ უცხო ენაზე ვლოცულობ, სულის ძღვენი ლოცულობს,+ ჩემი გონება კი უნაყოფოა. 15 მაშ, რა ვქნა? მხოლოდ სულის ძღვნით კი არ ვილოცებ, არამედ გონებითაც. მხოლოდ სულის ძღვნით კი არ ვიმღერებ ქებას,+ არამედ გონებითაც.+ 16 თუ სულის ძღვნით ასხამ ხოტბას, როგორ იტყვის ამინს+ შენს მადლიერების სიტყვებზე გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, თუკი არ იცის, რას ამბობ? 17 მადლობას კარგად იხდი, მაგრამ ამით სხვა არ შენდება.+ 18 ვმადლობ ღმერთს, რომ მე უფრო მეტ უცხო ენაზე ვლაპარაკობ, ვიდრე ყველა თქვენგანი.+ 19 კრებაში კი მირჩევნია ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო სიტყვიერად, ვიდრე ათი ათასი სიტყვა უცხო ენაზე.+

20 ძმებო, ნუ გახდებით ბავშვები აზროვნებით,+ არამედ ბოროტებისთვის იყავით ჩვილები,+ აზროვნებით კი — ზრდადასრულებულები.+ 21 კანონში წერია: «„უცხოთა ენებითა და უცხოთა ბაგეებით+ დაველაპარაკები ამ ხალხს+ და მაშინაც არ გამიგონებენ“, — ამბობს იეჰოვა».+ 22 მაშასადამე, უცხო ენები ნიშანია+ ურწმუნოთათვის+ და არა მორწმუნეთათვის, წინასწარმეტყველება კი — მორწმუნეთათვის+ და არა ურწმუნოთათვის. 23 ამიტომ, თუ მთელი კრება ერთ ადგილას მოიყრის თავს და ყველა უცხო ენებზე ილაპარაკებს+ და შემოვლენ გაუთვითცნობიერებლები და ურწმუნოები, განა არ იტყვიან, შეშლილები არიანო? 24 მაგრამ, თუ ყველა წინასწარმეტყველებთ და ურწმუნო ან გაუთვითცნობიერებელი შემოვა, მას ყველა ამხელს+ და განსჯის, 25 ცხადი გახდება მისი გულის საიდუმლონი,+ ასე რომ, ის პირქვე დაემხობა, ღმერთს თაყვანს სცემს და იტყვის: „მართლა თქვენ შორის არის ღმერთი“.+

26 მაშ, რა უნდა ქნათ, ძმებო? როცა იკრიბებით, ერთს ფსალმუნი აქვს, მეორეს — სწავლება, მესამეს — გამოცხადება, მეოთხეს — უცხო ენა, მეხუთეს — განმარტება.+ ყველაფერი აღსაშენებლად ხდებოდეს.+ 27 თუ ვინმე უცხო ენაზე ლაპარაკობს, ილაპარაკოს ორმა ან დიდი-დიდი სამმა, თანაც რიგ-რიგობით, სხვამ კი თარგმნოს,+ 28 ხოლო თუ მთარგმნელი არ არის, ჩუმად იყოს კრებაში და საკუთარ თავსა+ და ღმერთს ელაპარაკოს. 29 ილაპარაკოს ორმა ან სამმა წინასწარმეტყველმა,+ სხვები კი მნიშვნელობას ჩასწვდნენ,+ 30 მაგრამ თუ იქ მჯდომთაგან ვინმეს გამოცხადება+ აქვს, პირველი გაჩუმდეს, 31 რადგან ყველას შეგიძლიათ სათითაოდ იწინასწარმეტყველოთ,+ რათა ყველამ ისწავლოს და ყველა გამხნევდეს.+ 32 სულის ძღვენი, რომელიც წინასწარმეტყველებს აქვთ, წინასწარმეტყველებმა უნდა დაიმორჩილონ, 33 რადგან ღმერთი უწესრიგობის+ კი არა, მშვიდობის ღმერთია.+

როგორც წმინდათა ყველა კრებაშია, 34 ქალები კრებებში ჩუმად იყვნენ,+ რადგან მათ ლაპარაკის უფლება არა აქვთ. ამიტომ იყვნენ მორჩილად,+ რასაც კანონიც+ ამბობს. 35 თუ რამის სწავლა უნდათ, თავიანთ ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგან სამარცხვინოა+ ქალისთვის კრებაში ლაპარაკი.

36 როგორ? განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა+ და განა მხოლოდ თქვენამდე მოაღწია?

37 თუ ვინმე ფიქრობს, რომ წინასწარმეტყველია ან სული აქვს ბოძებული, აღიაროს, რასაც გწერთ, რადგან ეს უფლის მცნებებია,+ 38 ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის. 39 ამიტომ, ჩემო ძმებო, ესწრაფეთ წინასწარმეტყველებას,+ მაგრამ უცხო ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ,+ 40 ოღონდ ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს.+

15 ძმებო, ახლა იმ სასიხარულო ცნობას+ გაუწყებთ, რომელიც გამცნეთ,+ რომელიც მიიღეთ კიდეც და რომელშიც დგახართ,+ 2 რომლის მეშვეობითაც გადარჩებით,+ თუ დაიცავთ სიტყვას, რომლითაც ეს სასიხარულო ცნობა გაუწყეთ, და თუ ტყუილუბრალოდ არ გირწმუნიათ.+

3 უპირველეს ყოვლისა, გადმოგეცით ის, რაც მე თვითონ მივიღე+ — რომ ქრისტე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა წმინდა წერილების თანახმად+ 4 და დაკრძალულ იქნა,+ მაგრამ მესამე დღეს+ აღდგა+ წმინდა წერილების თანახმად+ 5 და ეჩვენა კეფას,+ შემდეგ კი — თორმეტს.+ 6 შემდეგ ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთა უმრავლესობაც ცოცხალია,+ ზოგმა კი სიკვდილის ძილით დაიძინა. 7 შემდეგ იაკობს ეჩვენა,+ მერე — ყველა მოციქულს.+ 8 ყველაზე ბოლოს კი, როგორც უდღეურს, მეც მეჩვენა.+

9 მოციქულებს შორის უმცირესი+ ვარ და არც კი ვარ ღირსი, მოციქულად ვიწოდებოდე, რადგან ღვთის კრებას ვდევნიდი.+ 10 მაგრამ ღვთის წყალობითა+ ვარ, რაცა ვარ. ფუჭი არ ყოფილა მისი წყალობა,+ რადგან ყველა მათგანზე მეტს ვშრომობდი,+ თუმცა მე კი არა, ღვთის წყალობა, რომელიც ჩემთანაა.+ 11 მაგრამ მე ვიქნები თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ.+

12 თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის მკვდრეთით აღდგა,+ როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო?+ 13 თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა,+ 14 ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭი ყოფილა და ჩვენი რწმენაც.+ 15 თუ მართლა არ აღდგებიან მკვდრები, ცრუმოწმენი გამოვდივართ ღმერთზე,+ რადგან ღვთის წინააღმდეგ ვამოწმებთ,+ რომ მან აღადგინა ქრისტე,+ რომელიც არ აღუდგენია,+ 16 რადგან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა; 17 და თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა და ჯერ კიდევ თქვენს ცოდვებში ხართ.+ 18 ისინიც დაღუპულან,+ ვინც სიკვდილის ძილით დაიძინა ქრისტესთან ერთობაში.+ 19 თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი,+ ყველაზე საცოდავები ვყოფილვართ.

20 მკვდრეთით აღდგა ქრისტე,+ სიკვდილის ძილით მიძინებულთა+ პირველი ნაყოფი.+ 21 როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი,+ ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც.+ 22 როგორც ადამში კვდება ყველა,+ ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში,+ 23 თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი,+ შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება*.+ 24 მერე დადგება აღსასრული, როცა ის ბოლოს მოუღებს ყველა მმართველობას, ძალაუფლებასა და ძალას, და თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს,+ 25 რადგან მან უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს.+ 26 უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია,+ 27 რადგან ღმერთმა „ყოველივე დაუმორჩილა ფეხქვეშ“.+ მაგრამ როცა ამბობს, რომ „დაუმორჩილა ყოველივე“,+ ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი მას დაუმორჩილა.+ 28 და როცა ყოველივე მას დაემორჩილება,+ მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას,+ რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის.+

29 სხვაგვარად, რას გააკეთებენ ისინი, ვინც იმისთვის მოინათლნენ, რომ მკვდრები იყვნენ?+ თუკი მკვდრები არ აღდგებიან,+ მაშ, რატომ ინათლებიან+ ისინი იმისთვის, რომ მკვდრები იყვნენ? 30 ან ჩვენ რატომ ვართ საფრთხეში ყოველ საათს?+ 31 ყოველდღე სიკვდილს ვუყურებ თვალებში.+ ამას ვადასტურებ იმ სიხარულით,+ ძმებო, რომელიც თქვენ გამო მაქვს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში. 32 თუ ეფესოში სხვებივით მიბრძოლია მხეცებთან,+ რას მარგებს ეს? თუ მკვდრები არ აღდგებიან, მაშ, „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“.+ 33 ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს.+ 34 გამოფხიზლდით,+ რომ სიმართლით მოიქცეთ, და ნუ შესცოდავთ, რადგან ზოგიერთს არა აქვს ცოდნა ღვთის შესახებ.+ ამას თქვენ შესარცხვენად ვამბობ.+

35 მაგრამ ვიღაც იტყვის: „როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორ სხეულში მოვლენ?“+ 36 უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა,+ 37 და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც წარმოიქმნება, არამედ მხოლოდ მარცვალს,+ ხორბლისა იქნება თუ სხვა რამის. 38 ღმერთი კი მას ისეთ სხეულს+ აძლევს, როგორიც ნებავს+ — თითოეულ მარცვალს თავის სხეულს. 39 ყველა ხორცი ერთნაირი არ არის: ადამიანს სხვანაირი ხორცი აქვს, პირუტყვს — სხვანაირი, ფრინველს — სხვანაირი და თევზს — სხვანაირი.+ 40 არის ციური+ სხეულები და არის მიწიერი სხეულები,+ მაგრამ ციურ სხეულებს სხვანაირი დიდება+ აქვთ, მიწიერს — სხვანაირი. 41 მზეს+ სხვანაირი დიდება აქვს, მთვარეს+ — სხვანაირი. სხვანაირია ვარსკვლავების+ დიდებაც და ვარსკვლავებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან დიდებით.

42 ასევეა მკვდრეთით აღდგომაც.+ ითესება გახრწნილებაში და აღდგება უხრწნელობაში;+ 43 ითესება დამცირებაში+ და აღდგება დიდებაში;+ ითესება სისუსტეში+ და აღდგება ძლიერებაში;+ 44 ითესება ხორციელი სხეული+ და აღდგება სულიერი სხეული.+ თუ ხორციელი სხეული არსებობს, არსებობს სულიერიც. 45 წერია კიდეც: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული“*,+ უკანასკნელი ადამი კი — მაცოცხლებელი+ სული*.+ 46 მაგრამ პირველი სულიერი კი არ არის, არამედ ხორციელი, შემდეგ კი — სულიერი.+ 47 პირველი კაცი მიწისგანაა, მტვრისგან არის შექმნილი,+ მეორე კაცი კი ზეციდანაა.+ 48 როგორიც მტვრისგან შექმნილია,+ ისეთები არიან მტვრისგან შექმნილებიც, და როგორიც ზეციერია,+ ისეთები არიან ზეციერებიც.+ 49 როგორც მტვრისგან შექმნილის ანარეკლი+ ვართ, ისევე ვიქნებით ზეციერის ანარეკლი.+

50 მაგრამ გეუბნებით, ძმებო, რომ ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს,+ ვერც ხრწნა დაიმკვიდრებს უხრწნელობას.+ 51 წმინდა საიდუმლოს გეუბნებით: ყველა არ დავიძინებთ სიკვდილის ძილით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით,+ 52 უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე, რადგან გაისმება საყვირის+ ხმა და მკვდრები უხრწნელად აღდგებიან, ჩვენ კი შევიცვლებით, 53 ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით+ უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი+ — უკვდავებით. 54 ხოლო როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი — უკვდავებით, მაშინ შესრულდება დაწერილი: „სიკვდილი+ სამუდამოდ შთაინთქა“.+ 55 „სიკვდილო, სად არის შენი გამარჯვება? სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?“+ 56 სიკვდილის ნესტარი+ ცოდვაა, ცოდვის ძალა კი კანონია.+ 57 მადლობა ღმერთს, რადგან ის გვამარჯვებინებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ!+

58 ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი,+ ურყევნი, ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში,+ რადგან იცით, რომ ფუჭი+ არ არის თქვენი შრომა უფალში.

16 რაც შეეხება წმინდებისთვის+ შეგროვებას,+ როგორც გალატიის კრებებს მივუთითე,+ თქვენც ისე მოიქეცით. 2 ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავის სახლში გადადოს და გადაინახოს, ვისაც რისი საშუალება აქვს, რათა ჩემი მოსვლისას არ დაიწყოთ შეგროვება. 3 როცა მოვალ, თქვენ მიერ მოწონებულ ძმებს, რომლებსაც წერილებში მოიხსენიებთ,+ გავგზავნი იერუსალიმში თქვენი ძღვნის წასაღებად 4 და თუ საჭირო გახდა ჩემი იქ წასვლა, ისინი გამომყვებიან.

5 თქვენთან კი მაშინ მოვალ, როცა მაკედონიას გავივლი, რადგან მაკედონია+ უნდა გავიარო. 6 ალბათ, თქვენთან გავჩერდები და შეიძლება გამოვიზამთრო კიდეც, რათა გამაცილოთ,+ სადაც წავალ, 7 რადგან არ მინდა მხოლოდ გავლით გნახოთ, არამედ იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ხანს დავრჩები თქვენთან,+ თუ იეჰოვა+ ინებებს.+ 8 ეფესოში+ კი ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე დავრჩები, 9 რადგან მოღვაწეობისთვის დიდი კარი გამეღო,+ თუმცა მოწინააღმდეგეებიც მრავლად არიან.

10 ტიმოთე+ თუ მოვა, იცოდეთ, შიში არ დაეუფლოს, რადგან ის იეჰოვას საქმეს აკეთებს,+ როგორც მე. 11 ზემოდან ნურავინ დაუწყებს ყურებას.+ მშვიდობით გამოაცილეთ, რომ მოვიდეს ჩემთან, რადგან ველოდები ძმებთან ერთად.

12 რაც შეეხება ძმა აპოლოსს,+ ბევრი ვეხვეწე, რომ ძმებს გამოჰყოლოდა თქვენთან, მან კი არაფრით არ ისურვა ახლა წამოსვლა. როცა შეძლებს, მოვა.

13 იფხიზლეთ,+ მტკიცედ იდექით რწმენაში,+ ვაჟკაცურად იყავით,+ გაძლიერდით.+ 14 ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ.+

15 ახლა შეგაგონებთ ძმებო: ხომ იცით, რომ სტეფანასის ოჯახი აქაიას პირველი ნაყოფია+ და მათ თავი მიუძღვნეს წმინდებისთვის მსახურებას.+ 16 თქვენც დაემორჩილეთ ასეთებს და ყველას, ვინც თანამშრომლობს და შრომობს.+ 17 მიხარია სტეფანასის,+ ფორტუნატესა და აქაიკეს აქ ყოფნა*, რადგან მათ შეავსეს თქვენი არყოფნა. 18 მათ მეც გამიხალისეს სული*+ და თქვენც. ამიტომ დააფასეთ ასეთები.+

19 მოკითხვას გითვლიან აზიის* კრებები.+ აკვილა და პრისკა, აგრეთვე კრება, რომელიც მათ სახლში+ იკრიბება, გულითად მოკითხვას გითვლიან. 20 მოკითხვას გითვლით ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით.+

21 მე, პავლე, საკუთარი ხელით გწერთ მოკითხვას.+

22 დაწყევლილი იყოს,+ ვისაც უფალი არ უყვარს. ჩვენო უფალო, მოდი!+ 23 უფალ იესოს წყალობა გქონდეთ. 24 ჩემი სიყვარული იყოს ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოსთან ერთობაში.

იხილეთ დანართი 3გ.

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

ბერძნულად ეონას, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემებს ან წყობას.

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.

სიტყვასიტყვით — ქვეყნიერების სცენა.

ბერძნულად ეონას, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემებს ან წყობას.

გადაპარსვა იყო სასჯელი უზნეობის ჩადენისთვის.

ან არ ეჭვიანობს.

ანუ ყოველთვის იმარჯვებს.

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

იხილეთ სქ. 2:9-ის სქოლიო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება