საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 2 პეტრე 1:1-3:18
  • 2 პეტრე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 2 პეტრე
  • ბიბლია
ბიბლია
2 პეტრე

პეტრეს მეორე წერილი

1 სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა+ და მოციქული,+ მათ, ვისაც ჩვენ მსგავსად წილად ხვდათ პატივი,+ ჩვენი ღვთისა და იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის+ სიმართლით+ მიეღოთ იგივე რწმენა, რაც ჩვენ გვაქვს:

2 წყალობა და მშვიდობა გიმრავლდეთ+ ღვთისა და იესოს, ჩვენი უფლის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის+ მეშვეობით; 3 ღვთის ძალამ ყველაფერი მოგვცა, რაც სიცოცხლისა+ და ღვთისადმი ერთგულებისთვის+ არის საჭირო, მის შესახებ საფუძვლიანი ცოდნით, ვინც დიდებითა+ და ზნეობით მოგვიხმო.+ 4 ამ ყველაფრის წყალობით მან ძვირფასი და დიდებული დაპირებები გულუხვად მოგვცა,+ რათა მათი დახმარებით ღვთის+ ბუნების+ მოზიარენი გახდეთ, რადგან თავი დააღწიეთ ვნებით გამოწვეულ გახრწნილებას ქვეყნიერებაში.+

5 ამიტომ, თქვენი მხრივ, ყოველი ღონე+ იხმარეთ, რომ რწმენას დაურთოთ ზნეობა,+ ზნეობას — ცოდნა,+ 6 ცოდნას — თავშეკავება, თავშეკავებას+ — მოთმინება, მოთმინებას — ღვთისადმი ერთგულება,+ 7 ღვთისადმი ერთგულებას — ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი — სიყვარული.+ 8 თუ ეს ყველაფერი გაქვთ და თანაც უხვად, აღარ იქნებით უმოქმედო ან უნაყოფო+ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიან ცოდნაში.

9 ვისაც ეს არა აქვს, ბრმაა, თვალს არიდებს სინათლეს,+ და დავიწყებული+ აქვს, რომ განწმენდილია+ დიდი ხნის წინანდელი ცოდვებისგან. 10 ამიტომ, ძმებო, უფრო მეტად ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა+ და რჩეულობაში,+ ვინაიდან, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით,+ 11 და ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს+ მარადიულ+ სამეფოში შესასვლელი+ ფართოდ გაგეღებათ.

12 ამიტომ ყოველთვის შეგახსენებთ+ ამის შესახებ, თუმცა იცით ეს და მტკიცედ დგახართ კიდეც ჭეშმარიტებაში,+ რომელიც არის თქვენში.+ 13 მაგრამ მე სწორად მიმაჩნია, შეხსენებებით გამოგაფხიზლოთ,+ სანამ ამ კარავში+ ვიმყოფები, 14 რადგან ვიცი, რომ ჩემს კარავს მალე დავტოვებ,+ როგორც მიმანიშნა კიდეც ეს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.+ 15 ასე რომ, ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი წასვლის შემდეგ+ თავად შეძლოთ ამის გახსენება.

16 როდესაც გაუწყეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალისა+ და იმ დროის შესახებ, როცა ის მოსული იქნება*, ოსტატურად შეთხზულ ზღაპრებს+ კი არ ვიყავით აყოლილნი, არამედ ჩვენ თვითონ გავხდით მისი დიდებულების თვითმხილველნი,+ 17 რადგან ღვთისგან, მამისგან, პატივი და დიდება მიიღო,+ როცა აღმატებული დიდებიდან ასეთი სიტყვები მოისმინა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“.+ 18 ეს სიტყვები ციდან მაშინ მოვისმინეთ,+ როცა მასთან ერთად წმინდა მთაზე ვიყავით.+

19 ამან წინასწარმეტყველური სიტყვა+ ჩვენთვის უფრო სარწმუნო გახადა+ და კარგს აკეთებთ, რომ ყურადღებას აქცევთ მას, როგორც ლამპარს,+ რომელიც ანათებს სიბნელეში, თქვენს გულებში, სანამ გარიჟრაჟდება და ცისკრის ვარსკვლავი+ ამოვა. 20 უპირველეს ყოვლისა, თქვენ იცით, რომ წმინდა წერილების არც ერთი წინასწარმეტყველება არ მომდინარეობს ვისიმე პირადი შეხედულებიდან,+ 21 რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით,+ არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს,+ ღმერთი ალაპარაკებდა.+

2 მაგრამ ისრაელშიც იყვნენ ცრუწინასწარმეტყველები და თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები.+ სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, თავიანთ პატრონსაც კი უარყოფენ, რომელმაც იყიდა ისინი,+ და სწრაფად დაიღუპავენ თავს. 2 ბევრი გაჰყვება+ მათ თავაშვებულობას+ და მათ გამო ჭეშმარიტების გზა დაიგმობა.+ 3 ამასთანავე, თავიანთი სიხარბით პირადი გამორჩენისთვის გამოგიყენებენ ყალბი სიტყვებით,+ მაგრამ მათთვის ძველთაგანვე+ გამოტანილი სასჯელი არ აყოვნებს და მათი დაღუპვა არ თვლემს.+

4 თუკი ღმერთმა შემცოდველი ანგელოზები+ არ დაინდო, ჩაყარა ტარტაროზში*,+ უკუნი სიბნელით მოცულ ჯურღმულებს გადასცა და სასამართლოსთვის შემოინახა,+ 5 თუკი არ დაინდო ძველი ქვეყნიერება,+ სიმართლის მქადაგებელი ნოე+ და კიდევ შვიდი კაცი+ გადაარჩინა, როცა უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა+ დაატეხა თავს, 6 თუკი მსჯავრი დასდო სოდომსა და გომორას,+ ფერფლად აქცია და ამით აჩვენა უღვთოებს, რა მოუვათ მომავალში,+ 7 კანონის უგულებელმყოფელთა თავაშვებულობით+ გაწამებული მართალი ლოტი კი დაიხსნა+ 8 (რადგან ეს მართალი კაცი, როცა მათ შორის ცხოვრობდა, ყოველდღე ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს და იტანჯებოდა), 9 იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან+ ღვთის ერთგულები, უმართლოები კი შემოინახოს სასამართლოს დღისთვის, რათა მოიკვეთონ;+ 10 განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ხორცს აჰყვნენ მისი წაბილწვის სურვილით+ და ზემოდან უყურებენ ძალაუფლებას.+

თავხედები, თავნებები, არ თრთიან დიდებით მოსილთა წინაშე და გმობენ მათ,+ 11 როცა ანგელოზები, თუმცა მათზე მეტი ძალა და ძლიერება აქვთ, იეჰოვასადმი პატივისცემის გამო+ არ სდებენ მათ ბრალს შეურაცხმყოფელი სიტყვებით.+ 12 ესენი კი დასაჭერად და გასანადგურებლად დაბადებული უგუნური ცხოველებივით არიან, გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ,+ და ამის კეთებაში განადგურდებიან კიდეც თავიანთი განადგურების გზაზე, 13 უკეთურების საზღაურად+ უკეთურებას+ მოიმკიან.

დღისით ფუფუნებაში ცხოვრებას განცხრომად მიიჩნევენ.+ ლაქასავით და მანკივით არიან და უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებთ თქვენთან ერთად ნადიმობისას საკუთარი მაცდუნებელი სწავლებების გავრცელება.+ 14 თვალები მრუშობით აქვთ სავსე,+ ცოდვისგან თავს ვერ იკავებენ+ და არამტკიცე სულებს* აცდუნებენ. სიხარბეში აქვთ გული გაწაფული.+ დაწყევლილი შვილები არიან.+ 15 სწორი გზა მიატოვეს და შეცდომაში შევიდნენ. ბალაამის,+ ბეორის ძის გზას დაადგნენ, რომელმაც უკეთურების საზღაური შეიყვარა,+ 16 მაგრამ მხილებულ იქნა კანონის დარღვევაში.+ ადამიანივით ალაპარაკდა პირუტყვი+ და ალაგმა წინასწარმეტყველის სიგიჟე.+

17 ისინი უწყლო წყაროებივითა+ და საშინელი ქარიშხლით წაღებული ბურუსივით არიან. მათთვის არის შემონახული წყვდიადის სიბნელე.+ 18 ისინი უსარგებლო მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობენ და ხორცის სურვილებითა+ და თავაშვებულობით აცდუნებენ+ მათ, ვინც ეს-ეს არის ჩამოშორდა+ მცდარი გზით მავალთ. 19 მათ თავისუფლებას ჰპირდებიან,+ როცა თვითონ გახრწნილების მონები არიან,+ რადგან ვინც ვისგან არის ძლეული, იმისივე მონაა.+ 20 თუ უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიანი ცოდნის წყალობით ქვეყნიერების სიბილწეს თავი დააღწიეს,+ შემდეგ კი ისევ ჩაეფლნენ მასში და მის მიერ არიან დაძლეული,+ ეს მდგომარეობა პირველზე უარესია.+ 21 უკეთესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა,+ ვიდრე საფუძვლიანად შეეცნოთ და შემდეგ ზურგი შეექციათ მათთვის გადაცემული წმინდა მცნებისთვის.+ 22 მათ ისე მოუვიდათ, როგორც მართალი ანდაზა ამბობს: „ძაღლი+ თავის ნარწყევს უბრუნდება, დაბანილი ღორი კი ტალახში საგორაოდ მიდის“.+

3 საყვარელნო, ამას უკვე მეორე წერილს გწერთ, რომელშიც, ისევე როგორც პირველში,+ შეხსენებით ვაღვიძებ თქვენი საღი აზროვნების უნარს,+ 2 რათა გახსოვდეთ წმინდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრე ნათქვამი სიტყვები+ და უფლისა და მხსნელის მცნება, რომელიც თქვენმა მოციქულებმა გადმოგცეს.+ 3 უპირველეს ყოვლისა, თქვენ იცით, რომ ბოლო დღეებში+ მოვლენ დამცინავები+ მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან+ 4 და იტყვიან:+ „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო*?+ მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“.+

5 მათ თავიანთი ნებისამებრ მხედველობიდან რჩებათ, რომ ძველთაგანვე იყო ცა+ და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვით წყლიდან მყარ მასად იყო ამოწეული+ და წყლებს შუა+ მოთავსებული. 6 მათი საშუალებით განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა.+ 7 ახლანდელი ცა+ და დედამიწა+ კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის+ არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა+ და დაღუპვის დღისთვის.+

8 მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ, საყვარელნო, რომ იეჰოვასთვის ერთი დღე ათასი წელია, ხოლო ათასი წელი — ერთი დღე.+ 9 იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას,+ ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს.+ 10 იეჰოვას დღე+ ქურდივით მოვა.+ მაშინ ცა გრგვინვით+ სწრაფად გადაივლის,+ ხოლო შემადგენელი ნაწილები სიმხურვალისგან დაიშლება,+ დედამიწა+ და მისი საქმეები კი გამოაშკარავდება.+

11 თუ ყველაფერი ასე დაიშლება, მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, 12 ვინც ელით+ და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა დადგება* იეჰოვას დღე,+ რომელიც ალმოდებულ ცას დაშლის+ და შემადგენელ ნაწილებს სიმხურვალით დაადნობს! 13 ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა+ და ახალ დედამიწას,+ სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე.+

14 საყვარელნო, რადგან ამას ელოდებით, ყველანაირად ეცადეთ, რომ მის წინაშე წარდგეთ უმწიკვლოები*,+ უმანკოები და მშვიდობის მქონეები.+ 15 ჩვენი უფლის მოთმინება კი ხსნად მიიჩნიეთ, როგორც ეს ჩვენმა საყვარელმა ძმამ, პავლემ მოგწერათ+ მისთვის მიცემული სიბრძნით,+ 16 რაზეც ის თავის ყველა წერილში ლაპარაკობს. მათში ზოგიერთი რამ ძნელად გასაგებია, რასაც, წმინდა წერილების+ სხვა ადგილების მსგავსად, უმეცარნი და არამტკიცენი თავიანთ დასაღუპავად ამახინჯებენ.

17 საყვარელნო, რაკი ეს წინასწარ იცით,+ გაფრთხილდით, რომ თქვენც მათსავით არ აგიყოლიოთ კანონის უგულებელმყოფელთა მცდარმა აზროვნებამ და არ დაკარგოთ სიმტკიცე.+ 18 პირიქით, კვლავაც იზრდებოდეთ ჩვენი უფლისა და მხსნელის იესო ქრისტეს წყალობასა და ცოდნაში.+ მას დიდება ახლაც და მარადიულადაც.+

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.

იხილეთ დანართი 2ე.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.

იხილეთ 3:4-ის სქოლიო.

სიტყვასიტყვით — დაულაქავებლები.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება